Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

Აქვს თუ არა ფასი ცოდნას,თუ მას ცხოვრებაში ვერ

გამოვიყენებთ
ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ განათლება პიროვნებას არანტირებულად
ეხმარება წარმატების მიღწევაში.მე პირადად ვეთანხმები დავით გურამიშვილისეულ
მოსზრებას: ,,თუ კაცსა ცოდნა არა აქვს,გასტანჯავს წუთისოფელი”,მაგრამ ისიც უნდა
აღინიშნოს,რომ მხოლოდ ცოდნა თუ მას პიროვნული სიმტკიცე გვერდს არ უმაგრებს,დიდ
სარგებელს ვერ მოგვიტანს.სწორედ განათლებული,მაგრამ ამავე დროს უნიათო
თეიმურაზის შესახებ მოგვითხრობს მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების”
განსახილველი მონაკვეთი.

Ხევისთავი,როგორც ჩანს,მუდმივ შიმშილს განიცდის ახალი


ინფორმაციისადმი.,,სოფლიდან დაბრუნებას ძალიან მოიჩქაროდა ”, რადგან ქალაქში
ათასი ტვინის გასავარჯიშებელი და ენის მოსაფხანი ამბავი ელის.მისი წყურვილი
დაუცხრომელია და მუდამ ცდილობს ყველანაირ საუბარში გარევას.ტექსტის პირველი
ნაწილი,შეიძლება ითქვას,თეიმურაზის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს
გვიჩვენებს.იგი ყველა საქმეში ღრმად და ძირფესვიანდაა ჩახედული ,შესაბამისად
პროფესიონალია.ავტორიმას ისეთი ეპითეტებით
ახასიათებს,როგორებიცაა:,,ზრდილი,პატიოსანი ,დინჯი და ენამჭევრი ”.მკითხველის
აღტაცებას იწვევს ხევისთავის ზოგადი განათლება,ვინაიდან ,,რაზედაც უნდა ყოფილიყო
ბაასი,თეიმურაზი მუდამ უდავო მსაჯული და მცოდნე იყო ყველასი და ყველაფრისა ”.მისი
ცოდნის ხარისხს ზუსტად აფასებს ის ფაქტი,რომ ,,ვიღაცამ თეიმურაზს ცოცხალი
ენციკლოპედია დაარქვა”. Მარამ ვაი,რომ,როგორც რუსთაველი იტყოდა , ,,არას არგებს
სწავლულობა,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა”. მონაკვეთის მეორე ნაწილში ნათელი
ხდება,რომ თეიმურაზი სულაც არ არის საქმიანი და მასზე მინდობილი ყოველი ადამიანი
არკვეული დროის შემდეგ ,, ნანობდა და თავში ხელს იცემდა”. ,,ქაღალდის ჩრჩილს”საქმე
ბოლომდე ვერასდროს მიჰყავდა,პასუხისმგებლობას გაურბოდა და მუდამ
არაფრისმომცემ საქმეებში ერეოდა. Თეიმურაზი ხორცშესხმაა გრიგოლ ორბელიანის
სიტყვების:,,სიტყვა სიტყვაა,საქმე კი სხვაა...”. იგი მხოლოდ საუბრობს,თუმცაღა
საყოველთაოდ ცნობილია,რომ ყბედობით სოფელი არ აშენებულა. Განსაკუთრებით
საინტერესოა მონაკვეთის ფინალი. Თეიმურაზი ,,დღითი დღე სჭამდა და ჰღრღნიდა იმ
ტოტს,რომელზედაც არხეინად ეძინა და უდარდელად ფუსფუსებდა ’’ ,იმის გამო,რომ
თავისი ცოდნის რეალიზებას ვერ ახერხებდა. Ეს თითქოს გაფრთხილებაა ,რომ ,,მხოლოდ
წიგნებიდან გამოხედვა” დამღუპველია.

Შეგვიძლია გავიხსენოთ ბიბლიური იგავი ,,დამარხული ტალანტის’’ შესახებ .უფალი


ნიჭსა და ცოდნას იმისთვის გვაძლევს,რომ გავამრავლოთ და გამოვიყენოთ,თეიმურაზი კი
ამ შემთხვევაში ის უკანასკნელია,რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლო.

Სამწუხაროდ,ადამიანები ყოველთვის არ ითვალისწინებენ ბიბლიურ


სიბრძნეს.თანამდეროვე სამყაროში,ყოველდღიურად მზარდი კონკურენციის
პირობებში,უბრალოდ წარმოუდგენელია ცოდნის რეალიზების გარეშე წარმატებას
მიაღწიო.საუბედუროდ,რიგი მიზეზებისდა გამო,უამრავ ახალგაზრდას უწევს ,რომ თავისი
განათლება გვერდით გადადოს და სხვა პროფესიით იმუშაოს არსებობისათვის . Ზოგიც
კიდევ რბილი ხასიათის გამო ვერ ახერხებს თავისი პლუსების წარმოჩენას,როგორც
თეიმურაზი.ახალგაზრდობაში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს ,როგორც
წესი,ზრდასრულ ასაკში იმკიან.თუ განათლებას ისეთ სფეროში მიიღებ ,რომელიც არ
გაინტერესებს,დიდი შანსია,რომ ეს ცოდნა გამოუყენებელი დარჩეს.

Საბოლოოდ,ისეთ ცოდნას,რომელსაც პრაქტიკაში გამოყენების პოტენციალი არ


გააჩნია არავითარი ღირებულება არ აქვს.ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა
ექსპერიმენტებისთვის,რომ ყველაფრის ათვისება ვცადოთ,სანამ ვცოცხლობთ
გააზრებულად უნდა ვიცხოვროთ.სწორედ ეს იყო თეიმურაზის შეცდომაც.ნათქვამია ,,ორი
კურდღლის მადევარი,ვერც ერთს ვერ დაიჭერსო”, შესაბამისად, იმ ცოდნას უნდა
ვესწრაფოდ,რომელსაც გ.ამოვიყენებთ

You might also like