Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ბრალდება

დავით ჯინორიას (დაბადებული 2002 წლის 10 ივნისს) ბრალად ედება საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 262.3.გ. მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც
გულისხმობს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგის ან პრეკურსორის
უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზაქციით საერთაშორისო
გადაზიდვის მცდელობას.

დავით ჯინორიამ 2022 წლის 11 ოქტომბერისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაკრიფა


ველური მზარდი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი, გაასუფთავა იგი
სხვა მინარევებისაგან და დაიტოვა მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი
ნაწილები. შემდგომ მან შეინახა იგი ზურგჩანთაში და გამოემართა საქართველოსკენ. 11
ოქტომბერს საბაჟო კონტროლის გავლისას პოლიციის თანამშრომლის მიერ იქნა აღმოჩენილი
ნარკოტიკული ნივთიერება. აღნიშნულს ადასტურებს, როგორც ექპერტიზის დასკვნები
(მოწმე - ექსპერტები) ამასთანავე დაცვის თანამშრომელი და საბაჟო ტერიტორიაზე
არსებული ვიდეო კამერის ჩანაწერები.

ამასთანავე დავით ჯინორიას ბრალად ედება სსსსკ-ის 339.2 მუხლით გათვალისიწნებული


ქმედება, რაც გულისხმობს მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის
პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის,
სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის
დაპირებას, შეთავაზებას ან მინიჭებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების
განხორციელებისას და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის
სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკაოს რაიმე ქმედების
განხორციელებისას ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური
მიზნის მისაღწევად, ასევე განახორციელოს სამსახურეობრივი მფარველობა - რომელი
ქმედებაც (ქრთამის შეთავაზება) განხორციელებულია სხვა, უკანონო ქმედების ჩასადენად,
რაც გამოიხატა იმაში, რომ ჯინორიამ დაკავებისთანავე, დანაშაულის ბოლომდე მიყვანის
მიზნით დაცვის თანამშრომელს შესთავაზა (გაუწოდა) 700 აშშ დოლარი რაზეც უარი მიიღო
და დაკავებული იქნა აღნიშნული ქმედების განზორციელებისთანავე.

წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა:

მოწმის სახით დასაკითხი პირები: ექსპერტები, პოლიციის თანამშრომელი.

დოკუმენტაცია: ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ნარკოტიკული


ნივთიერების შემცველი მცენარის ექსპერტიზა.

You might also like