კომუნიკაციის მოდელები 2021 Geo

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 16

მასობრივი კომუნიკაციის თეორია

კომუნიკაციის პოპულარული ფორმები და მოდელები

რუსუდან სტრელკოვა
პერფორმანსის კომუნიკაცია

პერფორმანსული (ანუ თეატრალიზებული) კომუნიკაცია და


ინფორმაციის მიწოდების ფორმა, გვაძლევს საშუალებას მტკივნეული
თემები საზოგადოებამდე ისე მივიტანოთ, რომ განვმუხტოთ
დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაცია, სადაც ეს შესაძლებელია.
თეატრალიზება გულისხმობს კომუნიკაციის სხვა ჭრილში, სივრცეში, სხვა
კალაპოტში გადაყვანას. პერფორმანსულ კომუნიკაციაში ხშირად
გამოიყენება იუმორი, ან უტრირებული (თეატრალიზებული)
ელემენტები. პერფორმანსული კომუნიკაცია ასევე გამოიყენება მაშინ,
როცა გვინდა რაიმე ინფორმაციას უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ
და უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ ის. პიარ კამპანიებში ხშირად
არის ხოლმე გამოყენებული პერფორმანსის ელემენტები, რადგან ეს
საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდია.
მაგალითად, რაიმე ობიექტის საზეიმო
გახსნის ცერემონიალის პერფორმანსის
ელემენტია ლენტის გადაჭრის
ცერემონია.

მიხეილ სააკაშვილის რევოლუციის


სიმბოლიკა და პერფორმანსის ელემენტები
ვარდებს უკავშირდება და ა.შ.
პერფორმანსის კომუნიკაცია

მასხარა (The Fool - ინგლისურად


სულელს ნიშნავს, და ასე მიმართავენ
მასხარებს.)

მეფესთან მიახლოვებული პირი,


ხშირად იყო მისი მრჩეველი, რომელიც
“ხალხის ხმა”-ს წარმოადგენდა მეფის
კარზე. რადგან მასხარა სულ
თეატრალიზებულად, პერფორმანსით
აწვდიდა მეფეს ინფორმაციას
(რომელიც უმეტესწილად
არასასიამოვნო მოსასმენი იყო), ამით
ის თავს არიდებდა მეფის წყრომას და
შესაძლო დასჯას.

რადგან აქ მოქმედებდა ლოგიკა:


“სულელს რა მოეკითხება” ...
პერფორმანსის კომუნიკაცია

დღეს, ქვეყნისათვის მტკივნეული თემების გაჟღერება სატირული ჟანრით,


შაირით და ალეგორიებით ხდება, ეს ყველა პერფორმანსული
(თეატრალიზებული) კომუნიკაციის ელემენტებია, მასხარების როლს კი
კომედიური და იუმორისტული შოუები ასრულებენ. ასევე სოციოლოგები
მიიჩნევენ, რომ რაც უფრო პოლიტიზირებულია ქვეყანა და რაც უფრო მეტია
მასში ეკონომიკური პრობლემები, მით უფრო მეტია კომედიური და სატირული
ჟანრის გადაცემები. სხვა სიტყვებით, იუმორი განმუხტავს და ანეიტრალებს
მზარდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში.
მითოლოგიური კომუნიკაცია
კიდევ ერთ პიარ ტექნოლოგიას (ანუ ინფორმაციის ეფექტურად წარმოჩენის
და საზოგადოებაზე ზემოქმედების ფორმას) წარმოადგენს მითოლოგიური
კომუნიკაცია.

ასეთი ტიპის კომუნიკაცია გულისხმობს პოპულარული ზღაპრებისა და


მითების სიუჟეტების გამოყენებას პიარ კამპანიაში.

მაგალითად, ზღაპარი კონკიას შესახებ წარმოადგენს ტიპიურ ე.წ. “ამერიკულ


ოცნებას”. ყველას შეუძლია რომ ნულიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება და
კარიერა ა.შ.შ-ში და შედეგად შრომა დაუფასდებათ.
ყველას შეუძლია გაიაროს გზა კონკია -> პრინცესა.

პიარ ტექნოლოგიის შემთხვევაში, შეიძლება რომელიმე პოლიტიკური


კანდიდატის ბიოგრაფია წარმოვაჩინოთ “კონკიას” სქემის მიხედვით.

მითოლოგიური კომუნიკაცია ასევე გულისხმობს არქეტიპების გამოყენებას


კომუნიკაციაში.

არქეტიპები არის ის, რაც ყველას ესმის და ყველასათვის გასაგებია.


არქეტიპებს ასევე აქტიურად გამოიყენებენ რეკლამაში. სადაც ბრენდი
შეიძლება ე.წ. “მშობელი” იყოს და მომხმარებელ “შვილს” დაარიგოს,
ურჩიოს თუ როგორ მოიქცეს და ა.შ.
არქეტიპები ქართული არქეტიპი, რომელიც
ყველაზე მეტად შეესაბამება ქართულ
სარეკლამო თხრობაში ხშირად გამოყენებული ხასიათს არის ნაცარქექია.
არქეტიპებია: რადგან ნაცარქექია არის:

მამა - ავტორიტეტული პიროვნება; “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი”


მრისხანე; ძლიერი.

დედა - აღმზრდელი; მანუგეშებელი.

ბავშვი - მიამიტი, საყვარელი, ცნობისმოყვარე.

ბრძენი - ხელმძღვანელი; მცოდნე.

გმირი - ჩემპიონი; დამცველი; მშველელი.

ქალწული - უცოდველი; უბიწო.


სიმბოლოებით, მეტაფორებით,
ალეგორიებით, იგავებით, ზღაპრებით
თხრობა, საკვანძო გზავნილის (მესიჯის)
ილუსტრირების ეფექტიანი საშუალებაა და
ამით უფრო რეზლუტატიურს და შედეგიანს
ხდის გზავნილს.
ამიტომ ვერბალური (ტექსტის) მეთოდით
კომუნიკაციის ჩანაცვლება არა-
ვერბალურით: სიმბოლოები,
ილუსტრაციები, ნიშნები აძლიერებს
გზავნილის ზემოქმედებას.
არავერბალური კომუნიკაცია მოიცავს:
• სახის მიმიკას/გამომეტყველებას
• ჟესტებს
• პოზებს (დგომებს)
• ხმის ტემბრს/ინტონაციას/ტემპს/პაუზებს
• სივრცის ათვისებას - ე.წ. პირადი სივრცე
• ჩაცმის სტილს (ფერები/გეომეტრია)
ზოგი მეცნიერი, ვინც ადამიანთაშორის ანუ ინტერპერსონალურ
კომუნიკაციას სწავლობს მიიჩნევს, რომ ვერბალური კომუნიკაცია
მთლიანი კომუნიკაციის მხოლოდ 7% მოიცავს, 38% პროცენტი ეთმობა
ინტონაციას, ხმის ტონალობას და ტემპს, ხოლო 55% კი ჟესტებს, სივრცის
ათვისებას და მიმიკას.

ზოგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის სპეციალისტი კი მიიჩნევს რომ


35% არის ვერბალური ხოლო 65% არავერბალური კომუნიკაცია.
არავერბალური კომუნიკაციის შეწყვეტა შეუძლებელია.
ჩვენ არ ვწვყეტთ კომუნიკაციას დუმილის დროსაც კი.
ჩვენი სხეული, გამომეტყველება და თავად დუმილი
ინფორმატიულია რადგან შეფერილია იმ მიზეზებითა და
მოტივებით რომლის გამოც დავდუმდით.

მაგალითად, არსებობს გამოთქმები:

“დუმილი თანხმობის ნიშანია” “უხერხული სიჩუმე” და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ როცა არა-ვერბალური კომუნიკაციის განმარტებას
ვცდილობთ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჟესტი და მიმიკა უნდა
განვიხილოთ როგორც ცალკეული სიტყვა ჟესტების წინადადებაში და არა
მთლიანი წინადადება.

სიტუაცია და კონტექსტი განაპირობებს ჟესტებისა და მიმიკის


მნიშვნელობას. ერთი და იმავე ჟესტი ან მიმიკა სხვადასხვა სიტუაციაში
განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს.

მე და შენ რაღაც ვიცით, რაც სიმპათიის ნიშანი


“იმან” არ იცის.
არა-ვერბალურ კომუნიკაციას შეუძლია როგორც
გააძლიეროს ვერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა
ასევე სრულიად საპირისპიროდ, გააბათილოს ის.

ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში ხშირია


შემთხვევები, როცა სხეულის ენა (არა-ვერბალური
კომუნიკაცია) სრულიად ეწინააღმდეგება წარმოთქმულ
სიტყვებს აზრობრივად.

უი, რა გემრიელია!
არტეფაქტები
არტეფაქტები პირადი ნივთებია რომლებიც
მიუთითებენ თუ როგორ ვხედავთ და შემდეგ
გამოვხატავთ საკუთარ თავს.

მაგალითად, როცა მზის სათვალეს არჩევთ ან


ტანსაცმელს: “შეიძლება კარგია, მაგრამ მგონი ამ
შემთხვევაში არ გამომადგება...ან ეს ლამაზია,
მაგრამ ჩემი თავი ამ სამოსში ვერ წარმომიდგენია”
და ა.შ.

არტეფაქტების შერჩევით ადამიანები ქმნიან იმას, რასაც


„თავის სტილს“ უწოდებენ.
კომუნიკაციის სპეციალისტები მიიჩნევენ,
რომ ადამიანებს ახასიათებთ როგორც
თანდაყოლილი, ასევე ნასწავლი
ჟესტები. თანდაყოლილი ჟესტები ყველა
ეროვნების და რასის ადამიანისათვის
ერთი და იგივეა. ხოლო ნასწავლი ჟესტები
კი შეიძლება ადამიანის პროფესიიდან ან მისი
კულტურიდან მომდინარეობდეს. ასევე, ჩვენს
ჟესტებსა და თვით-გამოხატვას ჩვენი
ტემპერამენტი განაპირობებს.
მაგალითად, თანდაყოლილ ჟესტებს მიეკუთვნება
უარყოფის ნიშნად თავის ქნევა. მეცნიერები ამბობენ,
რომ ეს ჟესტი ბავშვობაში გამოგვიმუშავდა, მაშინ
როცა დედა საკვებს გვაძლევდა და ჩვენ მეტის
მიღება არ გვსურდა, ხოლო ჯერ საუბარი არ
შეგვეძლო და თავის ქნევით ვცდილობდით საკვებს
თავი ავარიდოთ.

You might also like