მეორე გაკვეთილი. ისტორია. მეშვიდე კლასი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მეორე გაკვეთილი

რატომ გადასახლდა ადამიანი აფრიკიდან?


- მას უნდოდა ახალი ტერიტორიების ათვისება;
- უნდოდა უკეთეს კლიმატურ პირობებში ცხოვრება;
- უნდოდა, უფრო უსაფრთხო გარემოს პოვნა;
- ადამიანები მრავლდებოდნენ და აღარ ყოფნიდან საკვები.

როგორ ცხოვრობდა უძველესი ადამიანი?


კაცი - ნადირობდა, თევზაობდა, ანთებდა ცეცხლს, იცავდა ოჯახს მხეცებისგან;

ქალი - დაკავებული იყო შემგროვებლობით, ზრდიდა ბავშვს, უვლიდა კერიას (ოჯახს );

ძველესი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ. რამდენიმე ზრდასრული


მამაკაცი და ქალი ჩვილებსა და მოზარდებს საკვებითა და თავშესაფრით
უზრუნველყოფდა.

რისგან ამზადებდა იარაღს ჰომინინი?


იარაღს ამზადებდნენ:

- ქვისგან;

- ხისგან;

- ძვლისგან;

ადამიანის მიერ დამზადებული პირველი ქვის იარაღი იყო წაწვეტებული , წვერწამახული


ქვა.

იყენებდა შემდეგნაირად:

- ჭრიდა ხის ტოტს;


- ნადირობდა მცირე ზომის ცხოველზე;
- ატყავებდა ნანადირევს;

დროთა განმავლობაში ადამიანმა ქვისგან სხვადასხვა იარაღის დამზადება დაიწყო :

- ცულების,
- საფხეკების,
- საჭრისების.

ისინი განსხვავებული სამუშაოსთვის გამოიყენებოდა.


ამ იარაღებით ადამიანს უკვე შეეძლო:

- ხის მოჭრა,
- გათლა და მერქანის გაცლა;
- მოზრდილი ცხოველის მოკვლა
- და სხვა რთული სამუშაოების შესრულება

საქართველოს ტერიტორია პრეისტორიულ ხანაში


საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის 400-მდე სადგომია ცნობილი.

უძველესი ადამიანის ცხოვრების კვალს არქეოლოგებმა მიაგნეს:

- დევის ხვრელში
- საკაჟიას გამოქვაბულში
- საგვარჯილეს გამოქვაბულში
- ორთვალა კლდეში
- თეთრა მღვიმეში

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანები ნადირობდნენ: ბიზონზე, მარტორქაზე , ლომზე,


მელასა და მგელზე, გიგანტურ ირემზე, ტახზე, კავკასიურ თხაზე, დათვზე.

ვინაა დმანისელი ჰომინინი?


დმანისელი ჰომინინის ნაშთების მსგავსი ძვლები მხოლოდ აფრიკაშია ნაპოვნი . გამოდის ,
აფრიკიდან წამოსული ჰომინინი საქართველოს ტერიტორიაზე, დმანისში დასახლებულა .
პირველყოფილი ადამიანები დმანისიდან გავრცელდნენ კავკასიაში , ევროპაში და აზიაში .
ამ ფაქტს ადასტურებს დმანისში ნაპოვნი თავის ქალები - ზეზვა და მზია. დმანისელი
ჰომინინები ამზადებდნენ ქვის იარაღებს, აგროვებდნენ ხილს, სოკოებს, ფესვებს და
მცენარეებს (შემგროვებლობა), პატარა ცხოველებზე ნადირობდნენ და დიდი
მტაცებლების ნანადირევი ლეშითაც იკვებებოდნენ.

You might also like