Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

რატი ამირხანაშვილი

აციმციმდი, აელვარდი,
შვებისა და ლხენის წყაროვ,
საქართველოს მარგალიტო,
საქართველოს ბურჯად მდგარო!

ალექსანდრე მანაგაძე
ბედმა ავი აგაშოროს,
ქართლის ფუძევ ამაგდარო,
სანატრელო, სანუკვარო,
საქართველოს ტურფა თვალო!

ნიკი ფხაკაძე
მინდა, შენი წელთაღრიცხვა
კიდევ ბევრჯერ ათასობდეს,
ასე სავსე და ლამაზი
არ ყოფილხარ არასოდეს

თომა აფციაური
ბევრი ტყვია გვისროლია,
მამულის კარს ვკეტდით მკერდით,
დე, იცოდეს ისტორიამ,
საამაყო გვქონდა ბედი!

ალექსანდრე ბანდუკაშვილი
შენი ეშხი უხილავი
ვის და რომელს არ ახსოვდეს?
მომღერალი სულ იყავი,
მომტირალი - არასოდეს!
ნიკოლოზ ხადური
მიყვარს, თბილისო, დასაფიცარო,
შენი ცა, შენი მიწა ქართული,
შენი საღამო, შენი ცისკარი,
მთები - დარაჯად წამომართული.

გაბრიელ ბაბულაშვილი
მეწამულ დროშით განათებულო,
სულ გაზაფხულის და მზის ბანაკო,
დიდება შენდა, ტკბილო მშობელო,
შენ - საქართველოს დედაქალაქო!

ლუკა სოფრომაძე
ქართული ზეცა, ქართული ზვარი, 
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… 
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, 
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 

ბაჩი მანწკავა
თბილისო, ჩემო თბილისო,
მითხარი, როგორ არ გაქო,
სამშობლოს ნატვრის თვალი ხარ,
გმირების დედაქალაქო...

ლარა ჭაღალიძე

მე მიყვარს შენი ქუჩები,


მოედნები და ბაღები,
დგახარ ურყევი, უძლევი,
ათას მტერს შენაჯახები.
ელენა ანასტასიუ
მე ვხედავ ზღაპრულ მომავალს,
შენი დღე-ღამის ცვლისასა,
ნეტავ იმ ქართველს, ვინც გნახავს
ათას ექვსასი წლისასა.

ელენე კინწურაშვილი
ვახტანგს რომ რეკა მოესმა,
შენი ზარების ხმა იყო,
გაიხსნა ლურჯი გუმბათი,
ოქროს კარები გაიღო.

ნინი ძმორაშვილი
შენს მტკვარს ვხედავდე ყოველდღე,
ვნახო მეტეხი, მთაწმინდა,
სხვისი ალმასიც არა მსურს,
შენი უბრალო ქვაც მინდა.

ანნა ხაჟალია
სხვას არ გაატან შენს მიწას,
მორწყულთ პაპათა სისხლითა,
შენი უკვდავი სახელი
დარჩება მისხით-მისხითა.

ელიზაბედ ჩიქოვანი
შენ სულ სხვაგვარი ეშხი გაქვს,
სხვა ზურმუხტი და ლალები,
თბილისო, დედა-თბილისო,
თბილისო, გენაცვალები.
თეო ტორაძე
ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო,
ქვეყანას შენი ნახვა სწყურია,
ულევი ზღვა ხარ სიყვარულისო,
შენში ზამთარიც გაზაფხულია.

You might also like