Saswavli Romi

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მარიამ სახოკია- ცისფერი

როდეასაც ვსაუბრობთ ვალდებულებით ურთიერთობაზე,აუცილებელია ვიცოდეთ


უნდა აგოს თუ არა მოვალემ პასუხი ყველა შემთხვევაში ვალდებულების
შეუსრულებლობისათვის. არსებობს ვალდებულების შეუსრულებლობა
განზრახვით,გაუფრთხილებლობით, ასევე მოქმედებისმიერი და უმოქმედობის
გაუფრთხილებლობა, ასეთი გაუფრთხილებლობისათვის პირი პასუხს აგებდა თუმცა არსებობდა
ვალდებულების შეუსრულებლობა ბრალის გარეშე,რისთვისაც პირი პასუხს არ აგებდა და ეს
სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ,რადგან ეს არ არის განზრახ ჩადენილი ქმედება (ადამიანს
არ სურდა ნივთისთვის ან სხვა საგნისთის მიეყენებინა ზიანი).თუმცა გარკვეულ ფარგლებში
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზიანის მიმყენებელმა თავადაც შექმა ისეთი პირობები, რომ
კრედიტორს საქმე ჰქონოდა ვალდებულების ბრალის გარეშე შეუსრულებლობასთან. ასეთ დროს
კრედიტორი დაზარალდებოდა.

შესაძლოა პრობლემა დავინახოთ ასევე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაშიც.


თუ დებიტორი თანხას არ გადაიხდიდა მაშინ მთლიანი ვალდებულების შესრულება თავდებს
ევალებოდა. ამასთანავე უსამართლობად მიიჩნეევა ისიც, რომ თავდების გარდაცვალების

შემთხვევაში მთლიანი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მის შვილებს,პირებს,რომლებიც

საერთოდ არ იყვნენ ამ ურთიერთობის მონაწილეები. შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ


გირავნობის ფორმები ფიდუცია და პიგნუსი ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ ამ სახის
ურთიერთობის მოგვარების სამართლიან გზად. რადგან ერთი შემთხვევა (ფიდუცია) მძიმე იყო
მოვალისათვის რადგან იგი საკუთრებაში გადასცემდა ნივთს კრედიტორს.ხოლო მეორე
შემთხვევაში(პიგნუსი) კრედიტორი კარგავდა საკუთარი ვალის უზრუნველყოფის საშუალებას.
ყველაზე სამართლიან გზად ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად შეიძლება მივიჩნიოთ
ჰიპოთეკა-ყველაზე იდეალური ვარიანტი ორივე მხარისათვის.

1.1 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პრობლემები

არსებობდა ვერბალური, ლიტერატურული, რეალური და კონსესუალური


ხელშეკრულებები. აქედან ყველაზე სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ
ლიტერატურული ხელშეკრულება,რადგან ასეთი ტიპის ხელშეკრულება წერილობით
დოკუმენტს მოითხოვს,სადაც ნათლად იქნება მითითებული თუ ვის როგორი
უფლებები და მოვალეობები წარმოექმნება და ადვილად გაირჩევა საქმე მოდავე
მხარეებს შორის. ვერბალური ხელშეკრულების დროს კი სიტყვიერად იდება
ხელშეკრულება,რამაც მომავალში შესაძლოა წარმოშვას რაიმე სახის გაუგებრობა.

You might also like