Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სალომე დადიანი 1800537 შესავალი სიტყვა ჯგუფი N2

მოგესალმებით თქვენო ღირსებავ, პატივცემულოო ნაფიცო მსაჯულებო და


დამსწრე საზოგადოებავ, მე ვარ პროკურორი სალომე დადიანი.
ეს არის ტრაგიკული ამბავი ნანას შესახებ, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი მისმა
საყვარელმა ადამიანმა გამოუტანა.

ნანა 23 წლის იყო. ცხოვრობდა და მუშაობდა ქ.თელავში, დაქორწინებული, ჰყავდა


ერთი 2 წლის ვაჟი.
ნანა განქორწინების პროცესში იყო და ამიტომ მისი ვაჟი იზრდებოდა
ბებიასთან(გარდაცვლილის დედასთან) ქ.გურჯაანში. ის მეუღლეს მას მერე
დაშორდა რაც ჩამოვიდა ქალაქ თელავში და დაიწყო კაფე “ფიროსმანში”
მუშაობა,
ის მუშაობდა ოფიციანტად დაახლოებით 2019 წლის მარტის თვიდან.
მისი ყოფილი მეუღლე ბევრს სვამდა და ხშირად ძალადობდა ნანაზე.
ნანა 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა თანამშრომელ თამართან ერთად, ხოლო
ბოლო 2 თვე საცხოვრებლად გადავიდა დავითთან, რომელიც გაიცნო სამსახურში.
2019 წლის სექტემბრიდან ხვდებოდა მას დაახლოოებით ბოლო 2 თვის
განმავლობაში, დავითიც და ნანაც ღამის ცვლებში მუშაობდნენ შესაბამისად დღის
განმმავლობაში ნანა და დავითი ერთად დიდ დროს ატარებდნენ.
ნანა იყო სიგარეტის მომხმარბელი და ეწეოდა ,,ვინსტონის“ ფირმის სიგარეტს .

დავითი - დაბადებილი ქ.თელავში, 33 წლის, სიმაღლე 183 სმ, წონა 90კგ.


ქალაქი დატოვა როდესაც მას 19 წელი შეუსრულდა და უკან 2018 წელს დაბრუნდა.
დაოჯახებული, მაგრამ 2018 წლიდან დავითი მეუღლესთან ერთად აღარ
ცხოვრობს ვინაიდან განქორწინების პროცესში არიან(2019 წლის იანვრიდან).
მას ჰყავს 2 შვილი რომლებიც დავითის მეუღლესთან ცხოვრობენ.
დავითი არის ქ.თელავის ყოფილი პოლიციის ოფიცერი(2018წ. ნოემბრიდან 2019წ.
1 დეკემბრამდე) და ასევე 6 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში
იმყოფებოდა.
დავითი პოლიციელი გახლავთ და ამიტომ თან ატარებდა იარაღს
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და თავისუფალ დროსაც.
მას აქვს გლოკის ნახევრად ავტომატური იარაღი და ასევე სამსახურეობრივი
პისტოლეტიც. იგი ნანას ამეცადინებდა თავდაცვისა და თავდამსხმსლის
განიარაღების ელემენტებს.
დავითი კარგად ფლლობდა ძიუდოს ტექნიკას,რადგან მუშაობდა სამხედრო
ძალებში.
დავითი ნანას ასევე ასწავლიდა პისტოლეტის ხმარების წესებს და გასროლას.

1
სალომე დადიანი 1800537 შესავალი სიტყვა ჯგუფი N2
დავითი სამხედრო ძალებში მუშაობისას ცეცხლსასროლი იარაღების ექსპერტი
გახლდათ და საკმაოდ პროფესიულად შეეძლო მეცადინეობის ჩატარება.
დავითმა ნანას აჩუქა ცეცხლსასროლი, ნახევრად-ავტომატური იარაღი.

2019 წლის 1 დეკემბერს, დავითი დილის 6 საათზე მივიდა ქალაქ თელავში


არსებულ კაფე “ფირომანში”, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ ნანას სამუშაო
ცვლა 6:00 საათზე სეულდებოდა, შეუკვეთა საუზმე და დაელოდა მას.
ნანა სამსასხურის დასრულდების შემდეგ არ მისულა დავითთან და სხვა
მიმტანებთან ერთად დარჩა კაბინაში ყავის დასალევად. 6:30 წუთზე ნანა წამოდგა
და გაემართა შემოსასვლელი კარისკენ.
შემოსასვლელში მდებარე სიგარეტის ავტომატიდან სიგარეტის ასაღებად.
ვინაიდან ბატონ დავითს არ სურდა ქალბატონი ნანა დალაპარაკების გარეშე
წასულიყო ძალიან სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან და გადაუდგა წინ ისე რომ ნანას
უკან შესვლის საშუალება არ მისცემოდა. დავითს სურდა რომ ლაგოდეხში
გადასულიყვნენ ნანა კი უარზე იყო. ნანას ძალიან მოსწონდა დავითი, მაგრამ
ეშინოდა ეს ურთიერთობაც კრახით არ დასრულებულიყო და ამიტომ იკავებდა ის
თავს მასთან გადასვლისგან.
ნანას მარცხენა ხელში სიგარეტის კოლოფი ეჭირა. კოლოფი იყო წითელი
თეთრით, ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფის ზომიზ. მას ჰქონდა პატარა
ხელჩანთა და როდესაც გავიდა შემოსასვლელში, მან ჩანთა კაბინაში დატოვა. მის
კაბას, რომელსაც ის ოფიციანტობისას ატარებდა , ერთი ჯიბე ჰქონდა, მასში ნანას
ედო ჩეკები, სიგარეტი და კლიენტის მიერ მომსახურებისთვის ნაჩუქარი
მცირეოდენი თანხა. ამ დროისთვის კაფეში დახლოებით 10-15 ადამიანი იყო,
როდესაც ნანას ესროლეს, რამოდენიმე ადამიანი ბართან იდგა და დანარჩენი
მაგიდებთან ისხდნენ.

გასროლის ხმა იყო ორჯერ, რამდენინე წამიანი დაშორების ინტერვალით.


გასროლას წინ უძღოდა ლაპარაკი ნანასა და დავითს შორისს, ვინაიდან კედლები
იყო შუშის და კაფესიც საკმაო რაოდენობის ხალხი იმყოფებოდა, მოწმეებმა
დაინახეს რომ ნანამ თავი გააქნია უარიის ნიშნად.

სატელეფონო შეტყობინება კაფეტერიიდან გასროლასთან დაკავშორებით 6


საათსაა და 55 წუთზე იქნა მიღებული თელავის პოლიციის განყოფილებაში,
მაიორ ნიკასთან. დანაშაულის ადგილას დათვალიერების შემდეგ ,მაიორმა ნიკამ
დაინახა ნანა კაფეტერიის შემოსასვლელში იატაკზე დაწოლილი და დავითი
მუხლებზე დაჩოქილ მისი სხეულის გვერდით, რომელსაც ნანას ხელი ეჭირა და
იარაღი მის გვერდით იდო. ნანას ჟაკეტზე სისხლი იყო და უკვე გარდაცვლილი
იყო, თვალები გახელილი ჰქონდა და არ ინძრეოდა.
დავითი დანაშაულის ადგილიდან არ მიმალულა და სამართალდამცავებს
ადგილზე დაუხვდათ.
2
სალომე დადიანი 1800537 შესავალი სიტყვა ჯგუფი N2
ბატონმა ნიკამ ადგილზე დააკავა დავითი, მიიყვანა მანქანასთან, გაუკეთა
ხელბორკილი ჩასვა უკან და განუმატა, რომ დაკავებული იყო თავდასხმისათვის
ან, თუ ნანა გარდაცვლილი იყო მკვლელობისთვის და 2019 წლის სსკ-ს 38-ე მეორე
პუნქტის მიხედვით გააცნო დაკავებულის უფლებები-დუმილის უფლება და
ადვოკატის ყოლის უფლება. შემდგომ ბატონმა ნიკამ მიატტოვა მანქანა და
ოფცერი ზვიადი დატოვა ბრალდდებულთან სანამ გამოძიებას დაამთავრებდა.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა მედ-ექსპერტმა განაცხადა რომ ქალბატონი
ნანა გარდაცვლილი იყო . მისი სხეული გადატანილი იყო საოლქო პროჟექტურაში
გვამის კვეთის ჩასატარებლად, ექსპერტი, ექიმი ირაკლის მიერ.
ქალბატონი ნანა ნაპოვნი იყო კაფეტერიის შესასვლელში იატაკზე , რომელიც
შუშისაა, სიგანეში 2,7მ და 3,65მ სიგრძის (შიდა აზომვით). იატაკის ქვედა ნაწილის
1.2 ხისაა და დანარჩენი შუშა. ორივე კარი შუშისაა.
ბატონმა ნიკამ იპოვა სიგარეტი ვინსტონის გაუხსნელი კოლოფი იატაკზე
ქალბატონი ნანას სხეულის გვერდით, კოლოფი ნაწილობროვ დაფარული იყო
ქალბატონი ნანას ფეხებით. მასზე სისხლი არ იყო. ორო გასროლილი მასრა იყო
ნაპოვნი ვესტიბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. დაზიანებილი ტყვია
აღმოჩენილი იყო დასავლეთის კედელში, სიგარეტის აპარატისგან სამხრეთით
35,5 სმ დაშორებით და იატაკიდან 76 სმ სიმაღლეზე.
ოფიცერმა ლევანმა და ზვიადმა წაიყვანეს დავითი პოლიციის წინასწარი
დაკავების საკანში და დაარეგისტრირეს აღნიშნული მკვლელობის ფაქტზე
როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. რეგისტრაციის პროცესის შემდეგ
ლაბორატორიამ ჩაატარა დენთის კვალის ტესტი ხელებზე. შედეგი დადებითი
აღმოჩნდა. ლაბორატორიამ ასევე ჩაატარა დენთის კვალის ტესტი ქალბატონი
ხელებზე პროზექტურაში, შედეგები უარყოფიტი აღმოჩნდა გარდა დენთის
აფეთქებით მიყენებული დამწვრობისა, რომელიც ნანას მარჯვენა ხელზე არსებულ
ჭრილობაზე იქნა აღმოჩენილი.
ბატონმა დავითმა მისცა ჩვენება სროლის დღეს, 1 დეკემბერს, დაახლოებით 15:30
საათზე, ოფიცერი გიორგისა და დიმიტრის თანდასწრებით.

თქვენო ღირებავ და პატივცემულო ნაფიცო მსაჯულებო, პროკურორი სალომე


დადიანი მოვითხოვ გამამტყუვნებელ ვერდიქტს აღნიშნულ სქმეზე.

You might also like