Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

1.

იმსჯელე იურიდიული პირების


უფლებაუნარიანობასა(ორივე ტიპის)და ნუმერუს
კლაუსუს პრინციპზე
კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ გამოიყენება-
ზოგადი უფლებაუნარიანობა, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მიმართ- სპეციალური უფლებაუნარიანობა

ზოგადი უფლებაუნარიანობა ნიშნავს იმას, რომ პირს შეუძლია


ჰქონდეს ნებისმიერი უფლება და მოვალეობა რაც აუცილებელია
სხვადასხვა სახის საქმიანობის განსახორციელებლად ანუ იურიდიულ
პირს შეუძლია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი
საქმიანობა მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს საქმიანობა მისი
სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული.

სპეციალური უფლებაუნარიანობა ნიშნავს იმას რომ


იურიდიულ პირს შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ის უფლებები და
მოვალეობები ანუ განახორციელოს ის საქმიანობა რაც
გათვალუსწუნებულია სადამფუძლებლო დოკუმენტში (წესდება,
დებულებაში) საჯარო სამართლის იურიდიული პირები ხასიათდებიან
სპეციალირი უფლებაუნარიანობით .
იურიდიული პირის ქმედუნარიანობა არის მისი უნარი თავისი
მოქმედებით განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები
იურიდიული პირების ქმედუნარიანობა წარმოიშობა წყდება
ერთდროულად
კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ სამოქალაქო
სამართალი იყენებს ნუმერუს კლაუსუს პრინციპს: კერძო სამართალში
შეიძლება დაფუძნდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ
გათვალისწინებული იურიდიული პირები. კერძო პირთა ფანტაზია არ
შეიძელბა არ იყოს გონივრულ ჩარჩოებში ჩასმული. თუ კერძო პირებს
იმის უფლებას მივცემდით, თვითონ განესაზღვრათ იურიდიულ პირთა
ფორმები ეს სამართლებრივ გაურკვევლობას გამოიწვევდა ამიტომ კერძო
სამართლის იურიდიული პირების ფორმათა განსაზღვრისას კანონი
მკაცრია. იმავდროულად სამოქალაქო სამართალი კერძო პირებს აძლევს
სხვადახვა ფორმებს შორის არჩევანის თავისუფლებას

2. იმსჯელე არასრულწლოვანის მიერ დადებული


გარიგების ( ცალმხრივი, ორმხრივი) შესახებ და მათ
სამართლებრივ შედეგებზე ( გაითვალისწინეთ
სარგებელი ჯობის ფული, წვრილმანი ყოფითი
გარიგებანი
ს.კ 63 (1) თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას
(ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი
თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა
დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს
თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.
არასრულწლოვანის მიერ დადებული ყოველი გარიგება სამართლებრივი
სარგებლით უნდა შეფასდეს. ყველა ორმხრივ გარიგებას, მაგალითად
როგორიცაა ნასყიდობა, ქირავნობა, ნარდობა და სხვა. მარტო
სამართლებრივი სარგებელი კი არ მოაქვს არასრულწლოვანისთვის
არამედ ვალდებულებასაც აკისრებს . არსებობს შემთხვევები როდესაც
არასრულწოვანი პირი გარიგებებით იღებს მხოლოდ უფლებრივ
სარგებელს. მაგალითად უპატრონო ნივთის დაუფლება, ვალის პატიება
ჩუქების ხელშეკრულება რომელიც ცალმხრივად ვალდებულებაა. ამ
ხელშეკრულებით არასრულწოვანი იძენს მხოლოდ დაპირებულ ნივთის
გადაცემის მოთხოვნის უფლებას. მას არ უნდა დაენიშნოს სანაცვლო
გარიგება.
მოწესრიგებულია ,,ჯიბის ფულის“ საკითხი. ამ შემთხვევაში სახეზეა
წინასწარი თანხმობის სპეციალური შემთხვევა. აღნიშნულ საშუალებათა
გადაცემაში გამოიხატება კანონიერი წამომადგენლის კონკლუდენტური
თანხმობა არასრუმწლოვანის გარიგებათა მიერ, როცა ეს უკანასკნელი
ხელშეკრულებას ასრულებს მასზე გადაცემულ საშუალებათა
ფარგლებში. Aაrasrulwlovanis mier dadebuli garigeba Tavidanve
namdvilia mas Sეუძლია თავისუფლად განკარგოს თანხა, რადგან უკვე
აქვს წინასწარი თანხმობა.
წვრილმანი ყოფითი გარიგებანი. მაგალითად როდესაც
არასრულწლოვანმა იპოვა 5 ლარინაი და იყიდა ნაყინი ეს გარიგება არ
ექცევა არც უფლებრივი სარგებლის და არც ნებადართული სახსრების
განკარგვის სისტემაში მაგრამ მაინც მიზანშეწონილია მისი ნამდვილად
გამოცხადება

3. იმსჯელეთ იურიდიულ პირთა კლასიფიკაციაზე


განიხილავენ ორი ტიპის იურიდიულ პირებს : საჯარო და კერძო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება საგანკარგულებო


წესით , ანუ ზემდგომი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების
საფუძველზე და მხარეთა ავტონომიური პრინციპი მას საფუძვლად არ
უდევს, ამიტომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ
კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული
საქმიანობა. მაგალითად: მართლმადიდებლური ეკლესია, ეროვნული
ბიბილიოთეკა, სახელმწიფო ტელევიზია, უნივერსიტეტი, საჯარო
სკოლა, საქ ეროვნული ბანკი
საჯარო სამართლის უპირველესი იურიდიული პირი თვით
სახელმწიფოა მათი ჩამონათვალი არ არის ამომწურავი

კერძო სამართლის იურიდიული პირი: იქმნება ნების თავისუფალი


გამოვლენის საფუძველზე და შეუძლია განახორციელოს კანონით
აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს
საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული.
კერძო სამართლის იურიდიულ პირთა პრინციპი კერძო ავტონომია და
ნების თავისუფალი გამოვლენა.
არსებობს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო
(არკომერციული) იურიდიული პირები სამეწარმეო საქმიანობის მიზანია
მოგების მიღება და არასამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ წამოადგენს
მოგების მიღებას
სამეწარმეო იურიდიული პირები:ამხანაგობის ტიპის საზოგადოება,
კაპიტალური ტიპის საზოგადოება
ამხანაგობის ტიპის საზოგადოება:სპს,კს,კაპიტალური ტიპის
საზოგადოება :სპს, სს და კოოპერატივი

4. განასხვავეთ საცილოდ ბათილი, უცილოდ ბათილი


და მერყევად ბათული გარიგებები
საცილო გარიგებები - ისეთი გარიგებაა რომელიც დადების მომენტში
ნამდვილია, მაგრამ შეცილების შემდეგ კარგაცს იურიდიულ ძალას ანუ
იქცევა ბათილად , კანონი საცილო გარიგება უწოდეს. საცილო გარიგება
ბათილია მისი დადების მომენტიდან თუკი იგი იქნება შეცილებული
უცილო ბათული გარიგებებია: მართლსაწინააღმდეგო და ამორალური
გარიგებანი, ძალაუფლებოს ბოროტად გამოყენების გამო დადებული
გარიგებანი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი უცილოდ
ბათილი გარიგებანი- ბათილი გარიგებოს ყველაზე მკაცრი და
კატეგორიული ფორმაა ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგი არც
გარიგების უშუალო მონაწილეთა მიმართ და არც მე-3 პირთათვის.
კანონი არ ითვალისწინებს ასეთი გარიგების გამოსწორების
შესაძლებლობას და მისი ბათილად ცნობისთვის საჭირო არ არის
შეცილება. უცილოდ ბათილი გარიგება მისი დადების მომენტიდან
ბათილად ითვლება. ასევე ეს გარიგებები არ უნდა ჩაითვალოს ნულად
მართალია გარიგება ბათილია, მაგრამ რეალურად იგი
განხორციელებული აქტია
მერყევად ბათილი გარიგებები- ისეთი გარიგებებია რომლებიც დადების
მომენტში ბათილია, მაგრამ შეიძლება შემდეგ გახდეს ნამდვილი, თუკი
უფლლებამოსილი პირი მოიწინებს მათ ანუ ცალკეული ნების
გამოვლენა დამატებით კომპონენტზე მოწონებაზე შეიძლება იყოს
დამყარებული, გარიგებათა ეს ჯგუფი შეიძლება დადებისთანავე იყოს
ბათილი ვინაიდან ასეთ გარიგებებს ნამდვილობისათვის აკლია კანონით
გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა, მერყევად ბათილი
გარიგეგებს მიეკუთვნება თითქმის არასრულწლოვანის მიერ დადებული
ყველა გარიგება

5. იმსჯელეთ იურიდიული პირის ზოგად და


სპეციალურ უფლებაუნარიანობაზე
ზოგადი უფლებაუნარიანობის თანახმად იურიდიული პირი შეიძება
იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობები წესდებით
იყოს განსაზღვრული. კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს
განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.
მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო
დოკუმენტით გათვალისწინებული. ზოგადი უფლებაუნარიანობა, ასევე
ნიშნავს რომ იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთრე როგორც
ნივთების ისე უფლებების და მოთხოვნების მფლობელი,
ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე და ა.შ იურიდიული პირის
უფლებაუნარიანობა წამოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. მათი
უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთდროულად წარმოიშო
სპეციალური უფლებაურარიანობა დამახასიათებელია საჯარო
სამართლის იურიდიული პირთათვის. საჯარო სამართლის
იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით
გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა. იგი
უფლებამოსილია განახოციელოს შესაბამისი კანონით საქ პრეზიდენტის
ბრძანებულებით ან და თავის წესდებით გათვალისწინებული
საქმიანობა. სპეციალური უფლებაუნარიანობის დარღვევვით
დადებული გარიგებები ბათილია. სპეციალურად აქვს განსაზღვრული
უფლებაუნარიანობა სახ უნივ, ეროვნული ბანკი

6. განასხვავეთ ერთმანეთისაგან ხანდაზმულობის


ვადის შეწყვეტა და შჩერება ( განმარტე
ხანდაზმულობის ვადა, განმარტე შეწყვეტა და
შეჩერება, რაპირობებში ჩერდება და წყდება და
სამართლებრივი შედეგი)
ვადაში იგულისხმება დროის განსაზრული პერიოდი რომელსაც
სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული
შედეგის დადგომას. ხანდაზმულობა არის ვადა რომლის განმავლობაშიც
უფლებამოსილ პირს შეუძლია სხვა პირის მიმართ არსებული
მოთხოვნის იძულებითი განხორციელება. უზენაესი სასამართლოს
ერთერთი გადაწყვეტილების თანახმად ხანდაზმულობა არის ვადა
რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია
მოითხოვოს დავის უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
სამოქალაქო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს ხანდაზმულობის
საერთო და სპეციალურ ვადებს. თუ კი კანონით სპეციალური ვადა არ
არის დადგენილი მაშინ ყველა მოთხოვნისათვის საერთო ვადა 10 წელი
შეადგენს სართო ვადის გარდა კანონი აწესებს ასევა ხანდაზმიულობის
სპეციალურ ვადებს რომელელიც როგორც წესი ამ ვადაზე ნაკლებია
თუმცა შეიძლება მასზე მეტიც იყოს
ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხატება იმაში, რომ დრო
რომელიც გავიდა იმ გარემოებათა დადგომამდე რომლებიც
ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევენ, ხანდაზმულობის
ვადაში ჩაითვლება
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადის დენა
წყდება, თუ ვალდებულო პირი უფლებამოსილის პირის წინაშე ავანსის,
პროცენტის გადახდით გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარების
მოთხოვნის არსებობას
შეწყვეტა შეჩერებისაგან იმით განსხვავდება რომ შეწყვეტის დროს
შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და
ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდანვე იწყება, ხოლო შეჩერებისა
შეჩერებამდე გასული დრო ითვლება ხანდაზმულობის ვადაში და
ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდანვე არ იწყება

7. რა წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული


ნამდვილი წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების არსებობა
სამოქალაქო კოდექსი warmomadgenlobis namdvilobis winapirobebs
ganekuTvneba:
1. warmomadgenlobis dasaSveboba - warmomadgenloba daSvebuli unda iyos
mocemuli garigebisTvis (qorwineba, anderZi) გულისხმობს იმას,
წარმომადგენლობა არ გამოყენება მაშინ როცა გარიგების
ხასიათიდან გამომდინარე იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა ან
როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის
მეშვეობით, წამომადგენელი უნდა იყოს ქმედუნარიანი თუმცა
გათვალისწინებით შეიძლება იყოს შეზღუდულქმედუნარიანი

2. nebis gamoxatva warmodgenili piris saxeliT - warmomadgeneli gamoxatavs


Tavis nebas, magram sxvisi (warmodgenili piris) saxeliT; ეს გარემოება
გარიგების დადებისას ცხადი უნდა იყოს კონტრაჰენტისთვის.
მნიშვნელოვანია განსხვავება წამომადგენელსა და კურიერს შორის
3. warmomadgenlobiTi uflebamosilebis arseboba - warmomadgenels unda
hqondes warmomadgenlobiTi uflebamosileba an iseT pirobebSi unda
imyofebodes, rom savaraudo iyos warmomadgenlobiTi uflebamosilebis
arseboba anu nebis gamovlenis adresatisTvis Secnobadi unda iyos sxva piris
(romelsac warmoadgens) saxeliT moqmedebis faqti.

8. ახსენით ნაწილობრივი ემანსიპაცია და იმსჯელეთ


პირობით და შეზღუდულ უფლებაუნარიანობაზე
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ანუ უნარი იყოს სამოქალქო
უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, წარმოიშობა დაბადების
მომენტიდან არ შეიძლება ფიზიურ პირის წაერთვას უფლებაუნარიანობა.
იგი წყდება პირის გარდაცვალებით გარდაცვალების მომეტად ითვლება
თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. არსებობს გამონაკლისი პირს
ჩასახვისთანავე აქვს უფლება იყოს მემკვიდრე და ამ უფლების
განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.
ემანსიპაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გარკვეული პირობების
არსებობისას, არასრულწლოვანი უთანაბრდება სრულწლოვანს ანუ
არასრულწლოვანი ქმედუნარიანად ცხადდება გვაქვს 2 სახის ემანსიპაცია
სრული ანუ არასრული ანუ ნაწილობრივი დღეს არ გვაქვს სრული
ემანსიპაცია მხოლოდ ნაწილობრივი როდესაც 16წლის
არასრულწლოვანს კანონიერი წამომადგენელი უფლებას აძლევს მართოს
საწარმო და იგი მხოლოდ ამ სფეროშია ემანსიპირებული

9. რას ნიშნავს ხანდაზმულობა ? (გთხოვთ


დეტალურად ისაუბრეთ საკითხზე)
ხანდაზმულობა არის ვადა რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს
შეუძლია სხვა პირის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებითი
განხორციელება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით
ხანდაზმულობა არის ვადა რომლის განმავლობაში პირის რომლის
უფლებაც ირღვევა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულების
განხორციელება ან დაცვა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული
თითქმის ყველა სახელშეკრულებო თუ კანონიერი მოთხოვნა
ექვემდებარება ხანდაზმულობას კოდექსის ნორმები ხანდაზმულობის
ვადებთან დაკავშირებით იმპერატიულია ხანდაზმულობის საერთო ვადა
შეადგენს 10 წელს ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის
მომენტიდან. მომენტის წარმოშობის დრო მიჩნეულია დრო როდესაც
პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ
ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:
ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში
შეტანილი ანაბრების გამო.
3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის


შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ხანდაზმულობას აქვს
თავისი ვადები . vada _ iuiridiuli faqtia, romlis dadgoma an gasvla iwvevs
uflebebisa da valdebulebebis warmoSobas, Secvlas an Sewyvetas. aqedan
gamomdinare arsebobs:

samoqalaqo uflebis warmoSobis vadebi


samoqalaqo uflebis ganxorcielebis vadebi
valdebulebis Sesrulebis vadebi
uflebis dacvis vadebi (xandazmulobis vadebi)
10. რას ნიშნავს გარიგების ბათილობა და
ბათილობის რა საფუძვლები არსებობს ?
სამოქალაქო სამართალი განამტკიცებს ნამდვილი გარიგებისას და
ბათილი გარიგების ცნებებს. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება
რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული
სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგება მიიჩნევა ბათილად თუკი
მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო რომ მოქმედი
სამართალი განხორიელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად
მიიჩნევს. ბათულია გარიგება რომელიც მართლსაწინააღმდეგო და
ამორალურია ასევე გარიგება გაბათილდება ძალაუფლების ბოროტად
გამოყენებისას. ბათილია მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები
ანუ გარიგება რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად.
ბათილია ნების გამოვლენა რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად იმ
ვარაუდით რომ არასერუოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. ბაილია
მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული
პირის ნების გამოვლება. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება
ცნობიერების დაკარგცის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროსაც

11 რას ნიშნავს საცილო გარიგებები და რა საფუძვლით


შეუძლია პირს შეცილების განხორციელება
გარიგებათა ერთი ჯგუფი გაგების მომენტში ნამდვილია მაგრამ
შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას ე.ს იქცევა ბათილად
ასეთ გარიგებებ საცილო გარიგებებს უწოდებენ. ბათილი გარიგებისგან
განსხვავებით საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია მაგრამ
მისი ბედი იმაზეა დამოკიდებული გაასაჩივრებს თუ არა გარიგების
მხარე ამ გარიგებას თუ ეს მოხდა მაშინ გარიგება დადების მომენტიდან
ჩაითლება ბათილად
საცილო გარიგებებოს ყველაზე გავრცელებული შემთხვევევია:
შეცდომით ,მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები
შეიძლება იყოს ცალმხრივიც. გარიგების ბათილად ცნობისთვის
აუცილებელი არაა სასამართლოში ან სხვა ორგანოში მამართვა.
შეცილება საკმარისია გარიგების მონაწილე მეორე მხარის მიმართ.
განსხვავდება ცალმხრივი გარიგების ორი სახის : ცალმხრივი გარიგება
რომლის დროსაც ნების გამოვლინებას არ სჭირდება მეორე მხარის მიერ
მისი მიღება და ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობისთვის
აუცილებელია მისი მიღება მეორე მხარი მიერ

12დეტალურად იმსჯელეთ შეცდომაზე- როგორც


შეცილების საფუძველზე.
შეცდომით დადებული გარიგებები საცილო გარიგებათა კატეგორიას
მიეკითვნება, როგორც ყველა საცილო გარიგებას მასაც ერთი
თავისებურება ახასიათებს საცილო გარიგება ითვლება ნამდვილად,
მანამდე ვიდრე დაინტერესებული პირი არ გახდის მას სადავოდ ე.ი
მოითხოვს მის გაბათილებას შეცდომით დადებული გარიგებას
შეცილებას ახასიათებს თავისებურებები.
1) გარიგების საფუძვლად არსებული შეცდომა უშუალო მიზეზი უნდა
იყოს გარიგების დადებისათვის მაგალითად: მუზეუმს რომ
სცოდნოდა რომ იგი ფიროსმანის ნახატს კი არა ყიდულობდა არამედ
ამ ნახატის ასლს მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდებოდა
თუ რამე ეჭვს ბადებს გარიგება მყიდველის თვალში შეიძლება ეს
გარიგება შეცდომად არ ჩაითვალოს
2) შეიძლება გარიგების დადების საფუძველი იყოს შეცდომა მაგრამ თუ
გარიგების მერე მხარე თანახმააა ისე შეასრულოს გარიგება როგორც
ეს შეცდომის დამშვებ მხარეს სურს მაშინ არ დაიშვება გარიგების
შეცილება და მისი გამოცხადება ბათილად მაგ: როცა
ვეფხისტყაოსანის გამყიდველმა 1000 ლარის ნაცვლად 100ლ გაყიდა
მას შეუძლია საცილო გახადოს გარიგება მაგრამ თუ მყიდველი
თანახმაა გადაუხადოს 1000 ლარი მაშინ გამყიდველს არ აქვს
უფლება გააბათულოს
3) კანონი გარიგების შეცილების უფლებას იძლება მხოლოდ არსებითი
შეცდომის არსებობისას. წვრილმანი შეცდომის დროს შეიძ₾ება მისი
გამოსწორება და არა გაბათლება მაგ: თუ მყიდველმა მისი 1000 ლ
მაგივრად 1100 ლ იყიდა მას შეუძლია მაღაზიას მოსთხოვოს 100
ლარის უკან დაბრუნება და არა გაბთილება
შეცდომით დადებული გარიგების შეცილებაც გარიგებაა. იგი
წარმოადგენს ცალმხრივს, მიღება კი სავალდებულოა.
შეცდომით დადებული გარიგების შეცილების უფლება აქვს იმ პირს
რომელიც ნების ნაკლის გამო დაიდო გარიგება ხოლო ამ შეცილების
მოპასუხედ ჩაითვლება ყველა პირი რომელიც მონაწილეობს ამ
გარიგებაში და შეცდომის წყალობით მიიღო გარიგებისაგან
სამართლებრივი სარგებელი

13 რას ნიშნავს ხანდაზმულობა ? ხანდაზმულობის


რა სახეები და რა ვადები იცით ?
მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ
წელს (mag: sesxis xelSekrulebisTvis), ხოლო უძრავ ნივთებთან
დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს (mag:
saxlis nasyidobis xelSekrulebisTvis).
ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. (mag:
nasyidobis xelSekruleba SeiZleba iTvaliswinebdes myidvelisTvis saqonlis
miwodebas erTi wlis ganmavlobaSi, magram erTdroulad ki ara, nawil-nawil –
mag: yovel kvartalurad. aseT dros TiToeuli Sesrulebis darRveva cal-calke
warmoSobs moTxovnis uflebas da aseTi moTxovnis xandazmulobis vadaa sami
weli).

14რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიება და უნდა


ანაზღაურდეს თუ არა აუცილებელი მოგების
ფარგლებში ჩადენილი ზიანი?
პირის უფლებას დააზიანოს ხელმყოფელისამართალდმარღვევი
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისასა თავისი ან სხვისი სამართლებრივი
სიკეთის დასაცავად სისხლის სამართალში აუცილებელი მოგება
ეწოდება, აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლსაწინააღმდეგობის
გამომრიცხველი გარემოება, უძველესი ე.წ კლასიკური ხასიათის
ინსტიტუტია რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევა ძველ რომში
არსებობს აუცილებელი მოგერიების მართლზომიერი რამდენიმე
პირობა: 1)ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო 2)ხელყოფა უნდა
იყოს რეალური 3) ხელყოფა უნდა იყოს იმ წუთიერი. ს.კ 11 თანახმად
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება
არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ძიანი არ
ანაზღაურდება
15როდის ჩერდება ხანდაზმულობის ვადა
16რას ნიშნავს თვითდახმარება და უნდა
ანაზღაურდეს თუ არა თვითდახმარების დროს
მიყენებული ზიანი
119 118 120 თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება
დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს
საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი
განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ
მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება,
რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს
ან დააზიანებს ნივთს,ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ
პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს
ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ,
რომელიც მას უნდა შეესრულებინა.
piri, romelic cdilobs TviTdaxmarebis gziT ganaxorcielos
Tavisi ufleba, zianis anazRaurebis movaleoba ar
warmoeSoba.

17რა არის ხანდაზმულობის ვადა


xandazmuloba – aris vada, romlis ganmavlobaSi pirs, romlis uflebac
dairRva, SeuZlia moiTxovos Tavisi uflebis iZulebiT ganxorcieleba an
dacva. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

18 რას ნიშნავს მოჩვენებითი გარიგება?


მოჩენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების
მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ
მიეცეს მსვლელობა ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე
თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა
სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე. ამ გარიგების
მონაწილეები ურთიერთშეთანხმებით მიზნად ისახავენ მესამე პირთა
შეყვანას შეცდომაში.
მაგალითად: ერთ-ერთმა აციონერმა თვისი აქციები გადაუფორმა სხვა
აუქციონერს, რომ ამით ამ უკანასკნელს, ვითომ აქციათა საკონტროლო
პაკეტის მფლობელს, ბანკი კრედიტის აღება შეძლებოდა. უზენაესმა
სასამართლომ ჩათვალა რომ ამ დროს მოხდა ნასყიდობის
ხელშეკრულებით საკუთრების მინდობის დაფარვა და გარიგება
ბათილად მიიჩნია . ამ გარიგების მონაწილეები მონაწილეები კი მიზნად
ისახავდნენ კრედიტორის მოტყუებას

19რას ნიშნავს თვალთმაქცური გარიგება ?


თვალთმაქცური გარიგებები მოჩვენებითი გარიგებების ნაირსახეობას
წარმოადგენს და განსხვავდებიან მათგან მხოლოდ იმით რომ გარიგების
მონაწილეებს მოსაჩვენებლად დადებული გარიგებებით სურთ სხვა
გარიგების დაფარვა რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად
ისახევენ მაგალითად: მხარეები დებემ ტრაქტორის ჩუქების
ხელშეკრულებას მაშინ როცა სინამდვილეში მათ შორის იყო ნასყიდობის
ხელშეკრულება

23.რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიება და უნდა


ანაზღაურდეს თუ არა აუცილებელი მოგერიების
ფარგლებში ჩადენილი ზიან?
მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება
არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი არ
ანაზღაურდება.
აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა, რომელიც
აუცილებელია საკუთარ თავზე ან სხვებზე რეალური
მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოსაგერიებლად. imisaTvis rom
uflebamosili piris qmedeba aucilebel mogeriebad CaiTvalos, kanoni garkveuli
winapirobebis arsebobas iTvaliswinebs:
pirveli – unda arsebobdes Tavdasxma;
meore – es Tavdasxma marTlsawinaaRmdego moqmedebiT unda iyos
gamowveuli;
mesame – Tavdasxma unda iyos mimarTuli uflebamosili piris an mesame piris
mimarT;
meoTxe – TavdacviTi moqmedeba aucilebeli unda iyos am Tavdasxmis
mosagerieblad.
aucilebeli mogerieba ara martoOsakuTari Tavis dacvas, aseve sxva pirTa
dacvasac emsaxureba.

24.რას ნიშნავს უკიდურესი აუცილებლობა და უნდა


ანაზღაურდეს თუ არა უკიდურესი
აუცილებლობის დროს ჩადენილი ზიანი
მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული
ზიანი
იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც
მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო
სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ
მნიშვნელოვანია, უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი
აუცილებლობა).
aucilebeli mogeriebisagan gansxvavebiT, romlis drosac zianis mimyenebeli
Tavisufalia zianis anazRaurebisagan, ukiduresi aucileblobis dros zianis
mimyenebelma unda aanazRauros ziani.
ukiduresi aucileblobis dros saqme gvaqvs interesebis koliziasTan, radgan pirs
gansakuTrebuli garemoebebis gamo SeuZlia SeiWras mesame pirTa sikeTeSi.

You might also like