Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

ხუთეული და

პატარა მაწანწალა

ინგლისურიდან თარგმნა
ნათია ჯინჯოლავამ
enid blaitoni
cnobili xuTeuli
xuTeuli da patara mawanwala

mTargmneli naTia jinjolava


redaqtori lela tuRuSi
dizaineri ia maxaTaZe
teqnikuri dizaineri TinaTin berberaSvili

qarTuli gamocema © bakur sulakauris gamomcemloba, 2020


yvela ufleba daculia.

Sps „bakur sulakauris gamomcemloba“


misamarTi: daviT aRmaSeneblis 150, Tbilisi 0112
telefoni: 291 09 54, 291 11 65
elfosta info@sulakauri.ge

ISBN 978-9941-30-631-0

Enid Blyton
THE FAMOUS FIVE
FIVE FALL INTO ADVENTURE

First published in Great Britain in 1950 by Hodder and Stoughton


Text copyright © Hodder and Stoughton Limited
Cover illustration and portrait of Enid Blyton by Laura Ellen Anderson
Illustrations copyright © Hodder and Stoughton Limited
All rights reserved.

Georgian translation copyright by Sulakauri Publishing, 2020

www.sulakauri.ge
შინაარსი

თავი პირველი კვლავ კირინის კოტეჯში ვართ!.......................................................................5


თავი მეორე შეხვედრა სანაპიროზე........................................................................................13
თავი მესამე ფანჯარაში ვიღაც ჩანს.................................................................................... 21
თავი მეოთხე მეორე დღე...........................................................................................................29
თავი მეხუთე მაწანწალა ჯო.......................................................................................................37
თავი მეექვსე რა ხდებოდა ღამით?......................................................................................45
თავი მეშვიდე სახლში პოლიციელები არიან........................................................................53
თავი მერვე სად არის ჯორჯი?................................................................................................... 61
თავი მეცხრე ძალიან უცნაური წერილი და გეგმა.............................................................69
თავი მეათე სიდი მშვენიერ დროს ატარებს.......................................................................76
თავი მეთერთმეტე დიკის ნადავლი....................................................................................... 84
თავი მეთორმეტე ჯო ალაპარაკდა...........................................................................................92
თავი მეცამეტე ყველანი ჯორჯის საძებნელად მიდიან..................................................99
თავი მეთოთხმეტე სიმის საცხოვრებელი ვაგონი........................................................106
თავი მეთხუთმეტე ენის ეს თავგადასავალი სულ არ მოსწონს............................ 113
თავი მეთექვსმეტე ღამის სტუმარი................................................................................... 121
თავი მეჩვიდმეტე ჯორჯის ნავში..........................................................................................129
თავი მეთვრამეტე საოცარი ამბები დატრიალდა...........................................................137
თავი მეცხრამეტე ჯომ ყველა გააოცა...............................................................................145
თავი მეოცე თავგადასავალმა პიკს მიაღწია.................................................................. 153
თავი ოცდამეერთე სიურპრიზები და სიურპრიზები.................................................... 161
თავი ოცდამეორე ჯოს გამჭრიახობას საზღვარი არა აქვს.....................................168
თავი ოცდამესამე მარკჰოფი ძებნას იწყებს................................................................. 176
თავი ოცდამეოთხე დიდი სიურპრიზი.............................................................................. 183
თავი ოცდამეხუთე ყველაფერი კარგადაა........................................................................190
თავი პირველი
კვლავ კირინის კოტეჯში ვართ!

ჯორჯი რკინიგზის ბაქანზე იდგა და თავის ბიძაშვილებს ელო­


და, მისი ძაღლი ტიმიც იქვე იჯდა და გრძელ, ფუმფულა კუდს
მიწაზე მოუთმენლად აბათქუნებდა. ჭკვიანი ტიმი მშვენივრად
ხვდებოდა, რომ სადგურზე ჯულიენს, დიკსა და ენის ელოდ­
ნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამჯერადაც ისევე მხიარულად
გაატარებდნენ დროს, როგორც ყოველთვის, როცა ეს ხუთე­
ული ერთად იკრიბება!
– ტიმ! აი, მატარებელიც გამოჩნდა! – გასძახა თავის
ოთხფეხა მეგობარს ჯორჯმა, რომელსაც სინამდვილეში
ჯორჯინა ერქვა, მაგრამ ამ სახელით არავინ მიმართავდა.
ჯორჯინა რომ დაგეძახათ, არც კი გიპასუხებდათ. ჯორჯს
ჭორფლით დაწინწკლული სახე ჰქონდა, მეტისმეტად გარუ­
ჯული კანი კი მუქ ყავისფრად უბზინავდა. ჯინსის შარვალსა
და მაისურში გამოწყობილი გოგონა მოკლედ შეჭრილი ხუჭუ­
ჭა თმით ნამდვილ ბიჭს ჰგავდა.
მატარებლის ბორბლების გრუხუნი შორიდანვე გაიგონეს.
მერე ლოკომოტივი სადგურს მოუახლოვდა და მემანქანემ
ხმამაღალი სიგნალიც მისცა. ტიმი მოუთმენლობისგან წკმუ­
ტუნებდა და კუდს გამალებით აბათქუნებდა. მატარებლები

5
დიდად არ უყვარდა, მაგრამ ახლა ერთი სული ჰქონდა, როდის
ჩამოდგებოდა.
მატარებელი კირინის სადგურს სულ უფრო და უფრო
უახლოვდებოდა და სვლას თანდათანობით ანელებდა. პირ­
ველი ვაგონი პატარა პლატფორმიდან ჯერ კიდევ შორს იყო,
როცა მისი სარკმლიდან სამი თავი ერთდროულად გამოჩნდა.
სარკმლიდან გადმოყუდებული ბავშვები ხელს გამალებით
იქნევდნენ. ჯორჯი ბიძაშვილების დანახვაზე სიხარულისგან
გაიბადრა და საპასუხოდ მანაც დაუქნია ხელი.
მატარებელი, როგორც იქნა, გაჩერდა და ვაგონის კარიც
ფართოდ გაიღო. პირველი მაღალი ბიჭი გამოვიდა, რომე­
ლმაც პატარა გოგონას ხელი შეაშველა და ბაქანზე გადასვ­
ლაში დაეხმარა. ამ ორს კიდევ ერთი ბიჭი მოჰყვა, პირველზე
ცოტათი დაბალი, რომელსაც ორივე ხელში ჩემოდანი ეჭირა.
შემდეგ მესამე ჩემოდანიც ჩამოიტანეს და ამ დროს ჯორჯი
და ტიმიც იქ გაჩნდნენ.
– ჯულიენ! დიკ! ენი! როგორ დაიგვიანა მატარებელმა,
მეგონა, აღარასდროს ჩამოხვიდოდით!
– გამარჯობა, ჯორჯ! როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ. გაჩერ­
დი, ტიმ, ნუ გადამყლაპე!
– როგორ ხარ, ჯორჯ?! ოჰ, ტიმ, საყვარელო, ლოკვას
კიდევ ვერ გადაეჩვიე?!
– ჰამ-ჰამ! – ბედნიერი ტიმი გადარეულივით დახტოდა და
ყველას ფეხებში ებლანდებოდა.
– ბარგისთვის ურიკა არ დაგვჭირდება? – საქმიანად იკით­
ხა ჯორჯმა, – მხოლოდ ეს სამი ჩემოდანი გაქვთ?
– ამჯერად დიდხანს ვერ დავრჩებით, – ამოიოხრა დიკმა, –
მხოლოდ ორი კვირით ჩამოვედით! მაგრამ სულ არაფერს
მაინც ჯობია.

6
– რა ჯანდაბა გინდოდათ მთელი ექვსი კვირა საფრანგეთ­
ში? – კოპები შეყარა ჯორჯმა, – იმედია, ფრანგული მაინც
ისწავლეთ.
ბიძაშვილის საყვედურზე დიკს გულიანად გაეცინა, ხელები
არტისტულად გაშალა და ფრანგული ფრაზების კორიანტელი
დააყენა, რომელთა უმრავლესობაც ჯორჯისთვის სრულიად
გაუგებარი იყო. ფრანგული ენა ნამდვილად არ იყო ჯორჯის
საყვარელი სასკოლო საგანი.
– გეყოფა! – გოგომ ბიძაშვილს მუჯლუგუნი უთავაზა, –
ისევ ისეთი იდიოტი ხარ. ოჰ, როგორ მიხარია თქვენი დანახვა!
კირინში საშინელი მოწყენილობაა უთქვენოდ.
ამასობაში მტვირთავმა ბარგის წასაღები ურიკა მოაგორა.
დიკი ახლა მას მიუბრუნდა, ხელები გაიშვირა და გაოცებულ
კაცს უაქცენტო ფრანგულით მიმართა. მაგრამ როგორც
აღმოჩნდა, იგი დიკს კარგად იცნობდა და არ მოტყუვდა.
– თქვენი ფრანგულ-ფლამანდიური თუ ჩინურ-გერმანული
არსად დაგეკარგოთ, – ჩაიბუზღუნა მან, – ამ ბარგს რა ვუყო,
კირინის კოტეჯში მივიტანო?
– დიახ, თუ არ შეწუხდებით, – ჩაერთო ენი, – გეყოფა, დიკ,
უკვე აღარ არის სასაცილო, თავი ნუ მოგვაბეზრე მაგ შენი
ფრანგულით!
– დაანებე თავი, გაიხაროს, – ჯორჯმა ენისა და დიკს მკლა­
ვები გადახვია, – ძალიან მიხარია, აქ რომ ხართ! დედას ერთი
სული აქვს, როდის გნახავთ!
– რასაც ძია კვენტინზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, – სინა­
ნულით დაამატა ჯულიენმა.
ყველანი ერთად გაუყვნენ ბაქანს. გახარებული ტიმი
მოუსვენრად დარბოდა – ხან წინ უსწრებდა მათ, ხან ჩამო­
რჩებოდა.

7
– სხვათა შორის, მამა ამჯერად მშვენიერ გუნებაზეა, – ახა­
რა დანარჩენებს ჯორჯმა, – დედასთან ერთად ამერიკაში იყო
წასული. თვითონაც წაიკითხა და სხვა მეცნიერების ლექცი­
ებსაც დაესწრო. დედამ თქვა, იქ ყველანი თავს ევლებოდნენ
და ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოეწონაო.
ჯორჯის მამა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი
იყო. მაგრამ ხასიათი მძიმე და ფეთქებადი ჰქონდა, თან, ცოტა
არ იყოს, გულმავიწყიც გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბა­ვ­
შვებს იგი ძალიან უყვარდათ და დიდ პატივსაც სცემდნენ,
მაგრამ მაინც ძალიან უხაროდათ, როცა რამდენიმე დღით
სადმე გაემგზავრებოდა ხოლმე. ასეთ დროს არავინ არა­
ფერს უშლიდათ და თავისუფლად ერთობოდნენ – კიბეებზე
არბოდ-ჩარბოდნენ, ათასგვარ ოინს იგონებდნენ და, ერთი
სიტყვით, თავდაყირა დგებოდნენ.
– კიდევ ხომ არ გეგმავს ძია კვენტინი სადმე წასვლას? –
დაინტერესდა ენი, რომელსაც ბრაზიანი ბიძის, ცოტა არ იყოს,
ეშინოდა.
– როგორ არა! – უპასუხა ჯორჯმა, – დედა და მამა ესპა­
ნეთში მიემგზავრებიან, ასე რომ, ჩვენს ნებაზე ვიქნებით.
– რა მაგარია! – აღტაცებით წამოიძახა დიკმა, – საცურაო
კოსტიუმებს დილიდანვე რომ ჩავიცვამთ, საღამომდე არ
გავიხდით!
– ტიმსაც აღარ გააგდებენ სახლიდან, რამდენიც უნდა
იცელქოს, – დაამატა ჯორჯმა, – სადილის დროსაც ჩვენთან
ერთად იქნება! უკვე კვირაზე მეტია, იმის გამო, რომ პირით
ბუზებს იჭერს, მამაჩემი ჭამის დროს შინ აღარ აჩერებს. საკ­
მარისია, ბუზს დაედევნოს, რომ ჭკუიდან გადადის.
– არ გრცხვენია, ტიმ? – უსაყვედურა ძაღლს ენიმ და ზურ­
გზე ხელი გადაუსვა, – აი, მარტონი რომ დავრჩებით, მაშინ

8
კი შეგიძლია ბუზებზე ინადირო, დარწმუნებული ვარ, ახლო­
მახლო ერთ ბუზსაც არ გააჭაჭანებ!
– ჰამ-ჰამ! – მაშინვე შეჰყეფა ტიმმა, რაც ნიშნავდა: აბა,
რას ვიზამო.
– ეჰ, რა ცუდია, რომ ამჯერად ბევრი დრო არა გვაქვს, –
დანანებით ამოიოხრა დიკმა და კირინის კოტეჯისკენ მიმავალ
ქუჩას სხვებთან ერთად გაუყვა. გზის ორივე მხარეს ალისფერი
ყაყაჩოები ყვაოდნენ, წინ კი, ყურეს მიდამოებში, ღიღილოს­
ფრად მოლივლივე ზღვა მოჩანდა. „სულ რაღაც ორი კვირა და
სკოლაც დაიწყება. იმედია, ამინდებში მაინც გაგვიმართლებს.
დღეში, სულ ცოტა, ექვსჯერ უნდა ვიბანაო“, – ფიქრობდა ბიჭი.
სულ მალე ყველანი კირინის კოტეჯის სასადილო ოთახში
მაგიდის გარშემო ისხდნენ. ბავშვების ნახვით გახარებული
ბიცოლა ფანი მათ თავს დასტრიალებდა და სუფრაზე თავის
განთქმულ შაქარლამებსა და ნამცხვრებს ალაგებდა.
– ახლა კი გაიხარებს ჯორჯი, – ქალმა ბავშვებს თბილად
გაუღიმა, – ბოლო ორი კვირაა კბილმტკივანი დათვივით
დაღონებული დადის. კიდევ ერთ შაქარლამას ხომ არ შეჭამ,
დიკ? მიდი, ბარემ ნამცხვრის ნაჭერიც გადაიღე.
– კარგი აზრია, ბიცოლა ფანი, – დიკმა თეფშზე ნამცხვრები
დაიხვავა, – თქვენნაირ გემრიელ ტკბილეულს სხვა ვერავინ
ამზადებს... მართლა, ძია კვენტინი სად არის?
– თავის კაბინეტშია, – უპასუხა ბიცოლამ, – იცის, რომ ჩაის
დროა და თქვენი მოსვლის შესახებაც შევატყობინე, მაგრამ,
როგორც ჩანს, საქმეებშია ჩაფლული. ცოტა ხანში დავუძახებ,
თორემ მე თუ არ შევახსენე ჭამა, დარწმუნებული ვარ, მთელი
დღე მშიერი იქნება!
– აი, ისიც! – წამოიძახა ჯულიენმა, როცა დერეფნის კიბეზე
ნაცნობი ნაბიჯების ხმა შემოესმა.

9
სასადილო ოთახის კარი ფართოდ გაიღო და ჩვეულებრივ­
ზე უფრო მეტად მოღუშული ძია კვენტინი შემოვიდა. ხელში
გაშლილი გაზეთი ეჭირა. ბავშვები არც კი შეუმჩნევია, პირ­
დაპირ ბიცოლა ფანისკენ გაეშურა ყვირილით:
– ერთი ამას შეხედე, ფანი! – გაზეთი ბრაზიანად ააფრია­
ლა, – ნახე, რა სისულელეს წერენ! არადა, კატეგორიულად
ავუკრძალე! ეს რეგვენები, იდიოტები, ეს...
– ასეთი რა მოხდა, კვენტინ?! – რაც შეიძლებოდა მშვიდად
ჰკითხა ცოლმა, – აი, ჯულიენი, დიკი და ენი აქ არიან. ეს-ესაა
ჩამოვიდნენ.
მაგრამ ძია კვენტინს ამჯერადაც არ მიუქცევია ბავშვე­
ბისთვის ყურადღება. ერთხანს გაზეთს ჩაჰკირკიტებდა, მერე
კი გვერდზე მოისროლა.
– ახლა ჟურნალისტები დაგვესევიან და მოინდომებენ,
ჩემი ახალი იდეების თაობაზე ყველაფერი დაწვრილებით
შეიტყონ! – ძია კვენტინი უფრო ხმამაღლა აყვირდა, – ნახე,
რას წერენ: „ეს ბრწყინვალე მეცნიერი მხოლოდ თავის სახლ­
ში, კირინის კოტეჯში, მუშაობს და ყველა ექსპერიმენტს
იქ ატარებს. კირინის კოტეჯშივე ინახება მისი უნიკალუ­
რი ჩანაწერებით სავსე რვეულები, მათ შორის, ფორმულე­
ბით და დიაგრამებით სავსე ორი ბლოკნოტი, რომლებიც
მისი ამერიკული გამოცდილების ნაყოფია,“ და ა. შ. ოჰ,
ფანი, ხვალვე ჟურნალისტების მთელი არმია დაგვესხმება
თავს.
– არავინ დაგვესხმება, ძვირფასო, – დაამშვიდა ცოლმა, –
თანაც მალე ესპანეთში მივემგზავრებით. მოდი, დაჯექი, ჩაი
დალიე, თან ჯულიენს, დიკსა და ენისაც მიესალმე.
ძია კვენტინმა ამოიოხრა და მაგიდას მიუჯდა.
– არ ვიცოდი, ბავშვები რომ ჩამოდიოდნენ, – ჩაიბუზღუნა

10
თავისთვის და ერთი ცალი შაქარლამა აიღო, – რატომ არ
გამაფრთხილე, ფანი?
– გუშინ სამჯერ გითხარი დ დღესაც ორჯერ შეგახსენე.
მოულოდნელად, ენიმ, რომელიც ძია კვენტინს გვერდით
ეჯდა, მას ხელზე ხელი მოუჭირა და სიცილით უთხრა:
– სულ არ შეცვლილხართ, ძია კვენტინ. ყოველთვის გავიწ­
ყდებოდათ ჩვენი ჩამოსვლის თარიღი და არც ახლა უღალა­
ტეთ ჩვეულებას! ისე, თუ ჩვენი აქ ყოფნა არ გინდათ, შეგვიძ­
ლია, დღესვე უკან გავბრუნდეთ!
ბიძამ გოგონას გვერდულად გახედა და გაუცინა – მას ხომ
ძალიან მალე გადაუვლიდა ხოლმე სიბრაზე!
– აი, ისევ აქ ხართ! – ძია კვენტინმა ჯულიენსა და დიკსაც
გაუღიმა, – როგორ ფიქრობთ, სანამ მე და თქვენი ბიცოლა
არ ვიქნებით, შეძლებთ კირინის „ციხესიმაგრის“ დაცვასა და
ჟურნალისტების მოგერიებას?
– რა თქმა უნდა! – სამივემ ერთხმად უპასუხა.
– ტიმის დახმარებით კირინის სიახლოვეს არავის გავაჭა­
ჭანებთ! – დააიმედა ჯულიენმა, – კოტეჯის გადმოსახვევთან
აბრას გამოვაკრავთ წარწერით: „ყურადღება, კოტეჯში ავი
ძაღლია!“
– ჰამ! – მაშინვე დაუდასტურა ნასიამოვნებმა ტიმმა და
ფუმფულა კუდი მიწაზე დააბათქუნა. ყეფის ხმაზე ბუზი
აფრინ­და და ტიმიც მას გაეკიდა.
ძია კვენტინმა ჩვეულებისამებრ აჯაჯღანება დააპირა,
მაგრამ ჯორჯმა არ აცალა:
– კიდევ ერთ შაქარლამას ხომ არ მიირთმევ, მამა? – თან
სასწრაფოდ ტკბილეულით სავსე თეფში მიაწოდა, – შენ და
დედა ესპანეთში როდის მიდიხართ?
– ხვალ! – დაასწრო დედამ კატეგორიული ტონით, – და

11

You might also like