Professional Documents
Culture Documents
ეგვიპტე 2
ეგვიპტე 2
პირამიდების ეპოქა - გიზაში ფარაონი ხუფუ აშენებს დიდ პირამიდას, რომელიც დღემდე
რჩება მსოფლიოს უდიდეს ქვის ნაგებობად. ამ პეიოდში გიზაში კიდევ ორი პირამიდა აშენდა
პროექტში მთელი ერი მონაწილეობდა, მონები ქვებს ზიდავდნენ და თლიდნენ, გლეხებს
კიდევ მუშახელისთვის საკვების მოყვანა და მომზადება ევალებოდათ.
შუა სამეფო პერიოდი - ეგვიპტე კვლავ გაერთიანდა ფარაონ მენტუჰოტეპ II-ის მიერ. ამ
ხანაში მოხდა ისეთი დიდი მიღწევების განხორციელება ხელოვნებასა და ლიტერატურაში,
რომელმაც მომავალში ძველი ეგვიპტლების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი
ნაწილი განსაზღვრა და გახდა მათი მომავალი შემოქმედებითი საქმის დასაწყისი.
ეგვიპტის საზოგადოება
ფარაონი - ფარაონი იყო ღმერთი თავისი ხალხისთვის და ეგვიპტის კეთილდღეობა მის
ხელში იყო. რამდენიმე ქალი მართავდა ეგვიპტეს როგორც ფარაონი, მაგ: ნეფერტიტი და
ჰატშეფსუტი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი იყო.
შადუფი - წყლის აწევა ხდებოდა შადუფის გამოყენებით, მოძრავი ბოძი ერთ ბოლოზე
საპირწონით.
ეგვიპტური სამოსელი - ძველი ეგვიპტის ისტორიის უმეტეს ნაწილში, ხალხს ეცვა უბრალო
თეთრი ტექსტილის ტანსაცმელი. მამაკაცებს ეცვათ შენთი (მოკლე ქვედაბოლო), ქალები კი
გრძელ კაბებს იცვამდნენ. მორთული ტანსაცმელი ახალი სამეფოს დროს უფრო მოდური
გახდა, მაგრამ მას მხოლოდ მდიდრებს ატარებდნენ.