9-ე კლასში ჩატარებული გაკვ.რეფლექსია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია (ე.

გოლიაძე)
სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში , გეოგრაფიაში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე:
,,კაზრეთის საბადოები“

კლასში სწავლობს 15 მოსწავლე( სსსმმ არა), აღნიშნულ დღეს გამოცხადდა მხოლოდ 13 მოსწავლე

საკლასო ოთახში იყო წესრიგი. თუმცა კლასის უმეტესს ნაწილს არ დაუცავს კოვიდპანდემიასთან
დაკავშირებული რეგულაციები, ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იჯდა გაკვეთილზე და არც
დისტანცია ჰქონდათ სათანადოდ დაცული.

გაკვეთილზე არსებული რესურსები ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს, ისინი აქტივობების


შესაბამისი იყო და საერთო ჯამში მოსწავლეებს დაეხმარა მიზნის მიღწევაში.

საგაკვეთილო პროცესში გაკვეთილის ყველა ფაზაზე ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული და არ
გასჭირვებიათ გაკვეთილის გაგება-გააზრება, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გაკვეთილის
მიზნებს სრულად მივაღწიეთ და მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი
შედეგების რეალიზება.

გაკვეთილზე ვცდილობდი, მოსწავლე სწორ პასუხამდე მიმეყვანა. მთელი გაკვეთილის მსვლელობის


დროს მოსწავლეებს ვაძლევდი სათანადო უკუკავშირს

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა

გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა.
აქტივობები შესაბამისი იყო გაკვეთილის მიზანთან. გაკვეთილის მიზნები კი ისეთი მქონდა
დასახული, რომლებიც გაზომვადი და მიღწევადი იქნებოდა. მოსწავლეებს უნდა გაეგოთ , სად
მოიპოვება საქართველოში ფერადი ლითონები, გაეაზრებინათ,სად აწარმოებენ ფერად ლითონს და რა
ჰქვია ამ რეგიონს .ასევე გაეაზრებინათ,რომელ შემთხვევაში უფრო დიდია საყდრისის
მნიშვნელობა,როგორც ოქროს საბადოს,თუ როგორც ისტორიული ძეგლის.მოსწავლეებმა პასუხი
დაასაბუთეს.

დაგეგმილი მქონდა შემდეგი აქტივობები: 1) ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. 2) წინარე


ცოდნის გააქტიურება. 3) ახალი მასალის ახსნა. 4) მასალის გააზრება 5) ახსნილი მასალის განმტკიცება
6) მასალის შეჯამება-დასკვნის გამოტანა 7) მოსწავლეთა შეფასება/ თვითშეფასება
8) სახლში დასამუშავებელი მასალა.

დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები და სტრატეგიები:

წინარე ცოდნის გააქტიურება მოვახდინე გონებრივი იერიშით -კითხვა-პასუხის


რეჟიმში. ,,გამოსაძახებელი ბარათებით“ ვიძახებდი მოსწავლეს, რომელიც სპეციალურ ყუთში
ჩაყრილი შეკითვებიდან შემთხვევითი შერჩევით ამოიღებდა შეკითხვას

ახალი მასალის ახსნა მოვახდინე ინტერაქციული მინი ლექციით. დაფაზე გაკრული მქონდა
სათანადო რუკები და ცხრილები ასახსნელ მასალასთან დაკავშირებით. ასევე დაფის და ცარცის
გამოყენებით გადავეცი ახალი მასალა.

ახსნილი მასალის გააზრების მიზნით დავსვი რამდენიმე შეკითხვა, რითაც გავარკვიე, ჰქონდათ
თუ არა მოსწავლეებს ახალი მასალა გააზრებული.

1
ახსნილი მასალის განმტკიცების მიზნით, გამოვიყენე სახელმძღვანელოში არსებული სავარჯიშოები,
თან მსგავსი დავალება სახლშიც მივეცი დასაწერად.გამოვიყენე წიგნში არსებული ილუსტრაციები

გაკვეთილი გეგმის /განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება, გაკვეთილი წარიმართა


გაკვეთილის გეგმის მიხედვით.

გამოვლენილი ხარვეზები / დაშვებული შეცდომების გაანალიზება

გაკვეთილის მთავარ ხარვეზად ჩავთვლი იმას, რომ კლასის მხოლოდ 85 % ესწრებოდა


გაკვეთილს, ანუ 15 მოსწავლიდან 2 არ იყო გაკვეთილზე. მომავალში სასურველი იქნება ყველა ბავშვი
ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზად ჩავთვლი იმას, რომ ვერ გამოვიყენე ელექტრონული რესურსები,
რაშიც ხელი შემიშალა ინტერნეტის და ტექნიკის არ არსებობამ.ასევე დავალებების შესრულების დროს
იყო ხმაური,საჭიროა მოსწავლეების მეტი დაინტერესება რათა ხმაური ნაკლები იყოს

როგორ შეიძლებოდა მომავალში ამ ხარვეზების გამოსწორება

მომავალში მსგავსი გაკვეთილი რომ ჩამეტარებინა, ცხადია, გავითვალისწინებდი ამ გაკვეთილის


გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავდი იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა.

მასწ: ე. გოლიაძე

You might also like