Professional Documents
Culture Documents
9-ე კლასში ჩატარებული გაკვ.რეფლექსია
9-ე კლასში ჩატარებული გაკვ.რეფლექსია
გოლიაძე)
სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში , გეოგრაფიაში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე:
,,კაზრეთის საბადოები“
კლასში სწავლობს 15 მოსწავლე( სსსმმ არა), აღნიშნულ დღეს გამოცხადდა მხოლოდ 13 მოსწავლე
საკლასო ოთახში იყო წესრიგი. თუმცა კლასის უმეტესს ნაწილს არ დაუცავს კოვიდპანდემიასთან
დაკავშირებული რეგულაციები, ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იჯდა გაკვეთილზე და არც
დისტანცია ჰქონდათ სათანადოდ დაცული.
საგაკვეთილო პროცესში გაკვეთილის ყველა ფაზაზე ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული და არ
გასჭირვებიათ გაკვეთილის გაგება-გააზრება, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გაკვეთილის
მიზნებს სრულად მივაღწიეთ და მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი
შედეგების რეალიზება.
გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა.
აქტივობები შესაბამისი იყო გაკვეთილის მიზანთან. გაკვეთილის მიზნები კი ისეთი მქონდა
დასახული, რომლებიც გაზომვადი და მიღწევადი იქნებოდა. მოსწავლეებს უნდა გაეგოთ , სად
მოიპოვება საქართველოში ფერადი ლითონები, გაეაზრებინათ,სად აწარმოებენ ფერად ლითონს და რა
ჰქვია ამ რეგიონს .ასევე გაეაზრებინათ,რომელ შემთხვევაში უფრო დიდია საყდრისის
მნიშვნელობა,როგორც ოქროს საბადოს,თუ როგორც ისტორიული ძეგლის.მოსწავლეებმა პასუხი
დაასაბუთეს.
ახალი მასალის ახსნა მოვახდინე ინტერაქციული მინი ლექციით. დაფაზე გაკრული მქონდა
სათანადო რუკები და ცხრილები ასახსნელ მასალასთან დაკავშირებით. ასევე დაფის და ცარცის
გამოყენებით გადავეცი ახალი მასალა.
ახსნილი მასალის გააზრების მიზნით დავსვი რამდენიმე შეკითხვა, რითაც გავარკვიე, ჰქონდათ
თუ არა მოსწავლეებს ახალი მასალა გააზრებული.
1
ახსნილი მასალის განმტკიცების მიზნით, გამოვიყენე სახელმძღვანელოში არსებული სავარჯიშოები,
თან მსგავსი დავალება სახლშიც მივეცი დასაწერად.გამოვიყენე წიგნში არსებული ილუსტრაციები
ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზად ჩავთვლი იმას, რომ ვერ გამოვიყენე ელექტრონული რესურსები,
რაშიც ხელი შემიშალა ინტერნეტის და ტექნიკის არ არსებობამ.ასევე დავალებების შესრულების დროს
იყო ხმაური,საჭიროა მოსწავლეების მეტი დაინტერესება რათა ხმაური ნაკლები იყოს
მასწ: ე. გოლიაძე