Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მეთოდები სოციალურ კვლევაში:შესავალი და საერთო მიმოხილვა

მეთოდიკა და მეთოდები

u სოციალური კვლევის მეთოდიკა შეისწავლის ემპირიული


სოციალური კვლევის განხორციელების კონკრეტულ გზებს,
მეთოდების ერთობლიობას და იმ ეთიკურ პრინციპებს,
რომელთა დაცვითაც უნდა ჩატარდეს სოციალური კვლევა.

სოციალური კვლევის მეთოდები ორ დიდ ჯგუფად იყოფა:


რაოდენობრივ და თვისებრივ
მეთოდებად

ამ ორი ჯგუფის მეთოდებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები,


მათ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება
აერთიანებს: მათი მთავარი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი
მიზანია ჩვენი ცოდნის გამდიდრება სოციალური სამყაროს შესახებ.

კვლევის რაოდენობრივი მეთოდები

u იშველიებს რაოდენობრივ მაჩვენებლებს — ქულებს, პროცენტებს


— და მიზნად ისახავს დაადგინოს ამა თუ იმ სოციალური
ფენომენის გამოვლენის სიხშირე.
u მეთოდების ეს ჯგუფი უაღრესად ფორმალიზებულია, რის გამოც
ისინი “მკაცრი” მეთოდების სახელითაა ცნობილი.
u რაოდენობრივი მეთოდების მეცნიერულობას და ამ მეთოდების
მეშვეობით მიღებული შედეგების სანდოობას სტატისტიკური
კანონზომიერებები უზრუნველყოფს.

რეპრეზენტატულობა

u რაოდენობრივი კვლევის შედეგების ერთ-ერთ უმთავრეს


ღირსებას ამ შედეგების რეპრეზენტატულობა წარმოადგენს;
u რაც გულისხმობს, რომ კვლევის პროცესში გამოკითხული
ადამიანები (რესპონდენტები) პროპორციულად წარმოადგენენ
მთელ მოსახლეობას, ან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის
შესწავლაც დაგეგმილია კვლევის პროცესში (ანუ გენერალურ
ერთობლიობას, რომელიც განისაზღვრება ყოველი კონკრეტული
კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე).

u რესპონდენტების რეპრეზენტატული შერჩევა მეცნიერულად


ამართლებს გამოკითხვის შედეგების გავრცობას გენერალურ
ერთობლიობაზე, რის შედეგადაც საშუალება გვეძლევა,
რესპონდენტთა მიერ გამოთქმული აზრი გენერალური
ერთობლიობის წარმომადგენლების აზრად ჩავთვალოთ.

თვისებრივი კვლევის არსი

u თვისებრივი მეთოდები სიღრმისეულად შეისწავლის სოციალურ


ცხოვრებას; ხშირ შემთხვევაში ეს შესწავლა ხდება არა მკვლევრის
ოფისში ან სხვა ხელოვნურად შექმნილ გარემოში, არამედ
“ბუნებრივ” პირობებში, იქ, სადაც რეალურად ვითარდება
ურთიერთობა ადამიანებს შორის — იქნება ეს საკლასო ოთახი,
სოფლის მაღაზია, გაზეთის რედაქცია თუ სხვა.
u თვისებრივი მეთოდები ინტერდისციპლინარული და ფართოდ
გამოიყენება თითქმის ყველა სოციალურ მეცნიერებაში:
სოციოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, ანთროპოლოგიაში,
ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, ბიოგრაფიულ მეცნიერებაში,
ისტორიაში, და სხვ.
u ზოგადად, თვისებრივი მეთოდები შეიძლება დავახასიათოთ
როგორც მეთოდები, რომელთა მეშვეობით მოპოვებული
მონაცემებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაექვემდებარება
რაოდენობრივ ანალიზს (ეს მიზეზები შეიძლება იყოს
დაკვირვებათა მცირე რიცხვი; იშვიათი ან სულაც უნიკალური
მოვლენების შესწავლა; არაფორმალიზებული მიდგომა
ცალკეული შემთხვევების შესწავლისადმი, და სხვა).
u ამ მეთოდებს აკლია მათემატიკური სიზუსტე; მათი მეშვეობით
ჩვენ ვერ მივიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ
პროცენტულად როგორაა გავრცელებული საზოგადოებაში ესა
თუ ის აზრი.
u თვისებრივი მეთოდების გამოყენების შედეგად მკვლევრებს
ეძლევათ საშუალება, შენიშნონ, დააფიქსირონ და ახსნან
ადამიანების ქცევის ისეთი ნიუანსები, რომლებიც შეიძლება
შეუმჩნეველი დარჩეს რაოდენობრივი მეთოდების
გამოყენებისას.
u თვისებრივი მეთოდების მეშვეობით ჩვენ უფრო ღრმა ცოდნას
ვიღებთ იმ ხალხის შესახებ, ვის ცხოვრებას ან ვის
მოსაზრებებსაც შევისწავლით;
u ჩვენ არა მხოლოდ ვაფიქსირებთ მათ მიერ გამოთქმულ აზრებს
აზრებს, არამედ, აგრეთვე საშუალებას ვაძლევთ, ახსნან თავისი
პოზიცია, თქვან, თუ რატომ ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ;
რა ფაქტორებმა იქონია გავლენა მათ ცხოვრებაზე და როგორ
აფასებენ ყოველი ამ ფაქტორის როლს თავის ცხოვრებაში.

თვისობრივი კვლევის კითხვებია: რატომ? როგორ?


რაოდენობრივი კვლევის კითხვებია: რა? რამდენი ?

რატომ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები?

u რაოდენობრივი კვლევის მეთოდები მონაცემების


მოპოვების საიმედო და აღიარებულ ტექნიკადაა
მიჩნეული, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მთელ
მსოფლიოში სისტემატურად ხდება მოსახლეობის
აღწერა, ყოველწლიურად ტარდება შინამეურნეობის
კვლევები, მიმდინარეობს მარკეტინგული კვლევები და
ა.შ.
u მკვლევართა შორის დომინანტურია შეხედულება, რომ
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ობიექტური
რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა,
ვიდრე თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც
დიდადაა დამოკიდებული მკვლევრის სუბიექტურ
ინტერპრეტაციაზე.

u რაოდენობრივი კვლევის მეთოდები საშუალებას


იძლევა, სწორად განხორციელებული შერჩევის
შემთხვევაში, მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე და
გარკვეული საზოგადოების მასშტაბითაც კი მოხდეს
შედეგების განზოგადება, რაც რაოდენობრივი კვლევის
მეთოდების განსაკუთრებულ სანდოობაზე მეტყველებს,
შესაბამისად, განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის
მკვლევართათვის.
u რაოდენობრივი კვლევა მეტად ორგანიზებულად
მიიჩნევა, ვიდრე თვისებრივი კვლევა. თუ თვისებრივი
კვლევის დიზაინი ყალიბდება და იხვეწება თავად
კვლევის პროცესში, რაოდენობრივი კვლევის
ნებისმიერი ასპექტი დეტალურად მოფიქრებული და
წინასწარ დაგეგმილია.

u რაოდენობრივი კვლევა კონკრეტულ ჰიპოთეზებზეა


აგებული, მაშინ როცა თვისებრივი კვლევა
აუცილებლობით არ გულისხმობს ამგვარი ჰიპოთეზების
არსებობას.
u თვისებრივი ინტერვიუ შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი
აღმოჩნდეს და მისმა კოდირებამ და მონაცემების
დამუშავებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვოს, ხოლო
რაოდენობრივი ინტერვიუს სავარაუდო ხანგრძლივობა
განსაზღვრულია და მისი მონაცემების დამუშავებაც
გაცილებით მარტივია, ვინაიდან შეკითხვებზე პასუხები
წინასწარ კოდირებულია.

თეორიული წინამძღვრები

თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს სხვადახვა


“ფილოსოფია” უდევს საფუძვლად.
u თუ რაოდენობრივი მეთოდები პოზიტივისტურ იდეებს
ემყარება და გულისხმობს, რომ ხალხი სრულად
აცნობიერებს თავის გრძნობებს, საქციელს და
შეხედულებებს,
u თვისებრივი მეთოდოლოგია სიმბოლური
ინტერაქციონიზმის პრინციპებს იზიარებს.
u სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიზანია შევეცადოთ
გავიგოთ ადამიანის საქციელი ისე, როგორც ეს თავად
მოქმედ პირს, ანუ აქტორს ესმის. ამ თეორიის
ფუძემდებლის, ჰერბერტ ბლუმერის თანახმად,
სიმბოლური ინტერაქციონიზმის ოთხი ძირითადი
პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:

I. ადამიანების ქცევა განპირობებულია იმ მნიშვნელობით,


რომელსაც ადამიანები უკავშირებენ საგნებს, რომელიც
მათი სამყაროს ნაწილია; ე.ი. ადამიანები მოქმედებენ არა
საგნების, არამედ იმ მნიშვნელობის მიმართ, რომელსაც
ისინი ამ საგნებში ხედავენ;
II. საგნების მნიშვნელობა ყალიბდება სოციალური
ინტერაქციის პროცესში, შესაბამისად, კულტურა
ადამიანებს შორის საგნების დამკვიდრებული
მნიშვნელობების ურთიერთგაზიარებაა;
III. როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური
სოციალური მოქმედება დამოკიდებულია აქტორების
მიერ სოციალური სიტუაციის ინტერპრეტაციის
ფორმ(ებ)ზე;
IV. საგნების მნიშვნელობა იცვლება აქტორების მიერ
სამყაროს ინტერპრეტაციის პროცესში.
ეს პრინციპები თვისებრივი კვლევის პრინციპებადაც
შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ისტორიული მიმოხილვა

XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ს სოციალურ მეცნიერებებში და,


კერძოდ, სოციოლოგიაში განვითარდა “მეთოდების
კონფლიქტი”, რომელიც რაოდენობრივი და თვისებრივი
მეთდების მომხრე მეცნიერთა დაპირისპირებაში გამოიხატა.
ჩიკაგოს სკოლის წარომადგენლები დიდ ყურადღებას
უთმობდნენ თვისებრივ მეთოდებს და მნიშვნელოვანი როლი
ითამაშეს მათ განვითარებაში;
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები რაოდენობრივი
მეთოდების მომხრენი იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ
სოციოლოგია არ უნდა აცხადებდეს თავს ნამდვილ
მეცნიერებად, თუ მას არ შეუძლია მიღებული ემპირიული
მონაცემების უტყუარობის დასაბუთება.

“მეთოდების კონფლიქტი” დღეს

u 1930-იანი წლების დასაწყისისათვის “მეთოდების


კონფლიქტში” დროებითი გამარჯვება მოიპოვეს
კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
u “მეთოდების კონფლიქტის” გადაჭრის ყველაზე
მიზანშეწონილი გზა იქნება რაოდენობრივი და
თვისებრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება, რაც
საშუალებას მოგვცემს, უფრო სრულად დავინახოთ ის
პრობლემა ან საკითხი, რომელსაც შევისწავლით.

სოციოლოგიის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე კვლევა,


რომლებიც ამ ორი ჯგუფის
მეთოდების შერწყმის თვალსაზრისითაა განსაკუთრებით
საინტერესო

u 1930-იან წლებში ავსტრიის სოფელ მარიენტალში მარია


იაჰოდას, პოლ ლაზარსფელდის და ჰანს ცაიზელის მიერ
ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თემაც უმუშევრობა
და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
u უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებიდან
აღსანიშნავია იელის უნივერსიტეტის მიერ 2000-2001
წლებში ჩატარებული გამოკვლევა აღმოსავლეთ ევროპის
7 ქვეყანაში, რომელიც შეისწავლიდა ე.წ. “ეთნიკური
სიღარიბის” პრობლემას.

თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების თანაარსებობა


და თანამშრომლობა

u ამერიკელი მკვლევრები ისადორ ნიუმანი და კეროლაინ


ბენცი, წიგნი მიუძღვნეს მეთოდების დაპირისპირების
ხელოვნურობას და, ამის საპირისპიროდ, ლაპარაკობენ
მათ შორის არსებული “ინტერაქტიული კონტინიუმის”
შესახებ.
u კვლევითი ამოცანიდან გამომდინარე, მკვლევარმა
შეიძლება დაიწყოს მუშაობა ამ “კონტინიუმის”
ნებისმიერ წერტილში, რაც კვლევის სწორად
წარმართვის პირობებში არ შეამცირებს ამ კვლევის
ხარისხსა და მეცნიერულ ფასეულობას.

You might also like