Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 14

2.

საერთაშორისო ბიზნესის გარემო

2.1 საერთაშორისო ბიზნესის გარემოს არსი

ბიზნესის გარემო ზოგადად განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც მოქმედებენ ბიზნესის


ყოველდღიური ფუნქციონირების პროცესში. ამერიკელი მეცნიერის ჯერალდ ბელის აზრით: “ორგანიზაციის გარემო
მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა მომხმარებლები, კონკურენტები, სამთავრობო დაწესებულებები,
მიმწოდებლები, საფინანსო ორგანიზაციები და შრომითი რესურსების წყაროები”. საერთაშორისო ბიზნესისათვის
გარემოს შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან არსებული ბიზნესგარემოს მდგომარეობის დადგენა, მისი
გაანალიზება და სრულყოფის გზების განსაზღვრა უშუალო გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე და
საერთაშორისო ბაზარზე მის წარმატებულ ფუნქციონირებაზე.
განასხვავებენ პირდაპირ და ირიბ (არაპირდაპირ) გარემოს. პირდაპირი ზემოქმედების გარემო მოიცავს იმ
ფაქტორებს, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას ორგანიზაციის ოპერაციებზე, ესენია მიმწოდებლები,
მომხმარებლები, კონკურენტები, შრომითი რესურსები, კანონები და სახელმწიფო რეგულირების დაწესებულებები.
ირიბი გავლენის გარემოს ფაქტორები ორგანიზაციის ოპერაციებზე პირდაპირ და სწრაფ (მყისიერ)
ზემოქმედებას არ ახდენენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ზეგავლენა მაინც ვლინდება. ასეთი ფაქტორებია:
ეკონომიკის მდგომარეობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, სოციოკულტურული, ეკოლოგიური და
პოლიტიკური ცვლილებები, ჯგუფური ინტერესების გავლენა და ბიზნესისთვის (ორგანიზაციისთვის)
მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები.
არსებობს ბიზნესგარემოს ოთხი დონე, ეს არის მიკროდონე (ბიზნესის შიდა გარემო), მეზოდონე (საბაზრო
ლოკალური გარემო), მაკროდონე (საერთოეროვნული საბაზრო გარემო) და მეგადონე (საერთაშორისო საბაზრო
გარემო).
მიკროგარემო მოიცავს ბიზნესის სუბიექტის შიდა ურთიერთობებს, რომლებიც მას ესაჭიროება სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის. ბიზნესის მიკროგარემოს მიეკუთვნება ფირმის ფუნქციონალური და სხვა სახის
ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი მუშაობის პირობებს. მიკროგარემო, ასევე, მოიცავს: საფინანსო
სტრუქტურებს (ბანკები, ინვესტორები), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლის მეშვეობით ხდება ფირმების
რეკლამირება და სხვ.
მეზოგარემო მოიცავს ბიზნესის სუბიექტის ფუნქციონირების ფაქტორებისა და პირობების ერთობლიობას
ლოკალურ დონეზე, მათ შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დონეს და მართვის ტერიტორიულ
ორგანოებს. ეს ტერიტორიული წარმონაქმი სხვადასხვა ლოკალური აქტების (დადგენილებების, წესების,
შეზღუდვების, აღკვეთების) დაწესების და ასევე ბიზნესის სუბიექტების განვითარების ლოკალური პროგრამების
მიღების საშუალებას იძლევა. მეზოგარემოს დონეზე ფირმის საქმიანობაზე გავლენას ახდენენ არაეკონომიკური
ფაქტორებიც, ესენია სოციალურ-ფსიქოლოგიური, ტექნოლოგიური, გეოგრაფიული და სხვ.
მაკროგარემო ბიზნესის სუბიექტებზე დიდ გავლენას ახდენს. იგი მოიცავს ეკონომიკის მდგომარეობას,
ბიზნესის ინფრასტრუქტურის განვითარების დონეს, კერძოდ, ბაზრის იმ ინსტიტუტების განვითარებას, რომლებიც
მოქმედებენ სახელმწიფოში. მაკროგარემო, ასევე, გულისხმობს რეგიონთაშორისი ურთიერთქმედებებს სახელმწიფოს
დონეზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას. გარდა ამისა, მაკროდონეზე ბიზნესის სუბიექტების საქმიანობაზე
დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის არაეკონომიკური გარემო, ანუ კულტურის მდგომარეობა საზოგადოებაში, ქვეყნის
ფიზიკური ან გეოგრაფიული მდგომარეობა და პოლიტიკური ფაქტორები.
ბიზნესის მაკროგარემო და მეზოგარემო გავლენას ახდენენ ფირმის საქმიანობაზე, მყიდველთა მიერ
დახარჯული ფულადი სახსრების მოცულობაზე, ასევე, ფირმის საქონლის ასორტიმენტის განსაზღვრაზე, მისი
პროდუქციის ფასის დადგენაზე და, შესაბამისად, შემოსავლებისა და ინვესტიციების მოცულობაზე.
საერთაშორისო ბიზნესზე მეტად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო (მეგა) გარემო. მეგაგარემო
მოიცავს საქონლისა და მომსახურების მსოფლიო ბაზარზე მოქმედ პირდაპირი ზეგავლენის ფაქტორებსა და პირობებს
და ასევე მსოფლიოში არსებულ ირიბი ზემოქმედების საერთო ტენდენციებს. მათ მიეკუთვნება:
• საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მთავრობათაშორისი დოკუმენტები, რომლებიც
მიმართულია საერთაშორისო ბაზრების სუბიექტების ურთიერთობების რეგულირებაზე, მსოფლიო ბაზრის
ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირებაზე (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, WTO
საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია, GATT – ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება და სხვ.);
• საერთაშორისო ბიზნესის ინფრასტრუქტურის განვითარების დონე (მაგალითად, ეროვნული ვალუტის
კონვერტირების პირობები, საერთაშორისო ფინანსური ინვესტირების პირობები, საერთაშორისო მეწარმეობის
პირობები და სხვ.).

1
2.2 სოციოკულტურული გარემო

ნებისმიერი ბიზნესი კონკრეტულ სოციოკულტურულ კონტექსტში წარიმართება. ადამიანებს აქვთ ის


ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებიც თავისი საზოგადოებისა და კულტურისაგან შეიძინეს და მათ
ავლენენ როგორც მენეჯერები, მომუშავენი ან მომხმარებლები. სოციოკულტურულ გარემოს აყალიბებს ქცევები და
ურთიერთობები, რომლებშიც ჩართულნი არიან საზოგადოების წევრები. მასში შეიძლება შედიოდეს ისეთი
ფაქტორები, როგორებიცაა დემოგრაფიული მახასიათებლები (ასაკი, სქესი, რასობრივი, კლასობრივი და ეთნიკური,
რელიგიური შემადგენლობა), საზოგადოების ფასეულობები და დამოკიდებულებები, ცხოვრების სტილი,
ურთიერთობები და სხვა. საზოგადოების ამა თუ იმ დამოკიდებულების შეცვლას შეუძლია ბიზნესზე
წამახალისებელი ან შემაფერხებელი გავლენა მოახდინოს.
საერთაშორისო ბიზნესის წარმატება შეუძლებელია ადგილობრივი სოციოკულტურების გაგებისა და მათი
ეფექტურად მართვის გარეშე. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების პროცესში რაც უფრო მეტი კულტურაა
წარმოდგენილი, მით უფრო რთულია წარმატების მიღწევა, რადგან სხვადასხვა ჯგუფის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები ყალიბდება იმ ცალკეული კულტურის კონტექსტით, რომლის წარმომადგენლებიც არიან
მოცემული ჯგუფების წევრები.
საერთაშორისო ბიზნესის სუბიექტების გადაწყვეტილებები ბევრადაა დამოკიდებული კულტურის
თავისებურებებზე, ამიტომ კულტურის ნიშანთვისებები, რომელიც მას სხვა დანარჩენი კულტურებისგან გამოარჩევს,
ე.ი. ნაციონალური კულტურული იდენტურობა საერთაშორისო ბიზნესში ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელოვანი
დეტერმინანტი შეიძლება იყოს.
სოციოკულტურული ცვლადების ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროზე ზემოქმედების ყველაზე ფართოდ
აღიარებული მეცნიერული გამოკვლევა ეკუთვნის ჰირსტ ჰოფსტედს. მისი კვლევის შინაარსი ეყრდნობა მოსაზრებას,
რომ ადამიანები არიან ერთგვარი “მენტალური პროგრამის” მატარებელნი, რომელიც მათ მიიღეს ოჯახისგან და
შემდგომ იგი გაძლიერდა სკოლასა და ორგანიზაციებში. ეს “მენტალური პროგრამა” ნაციონალური კულტურის
კომპონენტების შემცველია და ერთმანეთისგან განასახვავებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ღირებულებებს.
ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული ეჩვენებინა, რომ გარკვეული განზომილებების შემუშავებით შეიძლება
მოწესრიგდეს სხვადასხვა საზოგადოებების ღირებულებათა სისტემები. კვლევის ემპირიულ ბაზად გამოყენებული
იქნა კითხვარზე დაფუძნებული ინტერვიუების საფუძველზე შედგენილი მონაცემთა ბაზა. გამოკითხვები ჩატარდა
კომპანია IBM-ის შვილობილ კომპანიებში მსოფლიოს 72 ქვეყანაში. კვლევა ჩატარდა ორჯერ 1968 და 1972 წლებში და
შეგროვდა სულ 116 000 კითხვარი. თეორიული და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ავტორმა გამოყო ჯერ
ოთხი განზომილება, ხოლო შემდეგ _ ხუთი.
ეს განზომილებებია:
1. ძალაუფლებრივი დისტანცია – გვიჩვენებს ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში ნაკლები ძალაუფლების მქონე
ადამიანებისთვის რამდენად მისაღებია ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება. მთავარი პრობლემა აქ არის
ძალაუფლების უთანაბრობა, რომელიც ყველა ცალკეულ საზოგადოებას ახასიათებს. ძირითადი კატეგორიები,
რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალაუფლებრივი დისტანციის ასახსნელად არის: თანასწორობა _
უთანასწორობა, პრივილეგიები, სოციალური რანგი, სოციალური სტატუსი, სოციალური როლები,
დამოკიდებულების დონე, იერარქია, ძალაუფლების საფუძველი და წყაროები, ძალაუფლების ლეგიტიმაცია,
ძალაუფლების გამოვლენის გზები, სოციალური ფენები (კლასები, ჯგუფები), თვითიდენტიფიცირება, უფლებები _
მოვალეობები, კონკურენტუნარიანობა _ სოლიდარობა _ კოოპერაცია, მენეჯმენტის სტილი და სხვა.
ზოგიერთი კულტურა ხასიათდება ძლაუფლებისადმი პატივისცემით (პოწერ რესპეცტ). ეს ნიშნვს, რომ ასეთ
კულტურებში ადამიანები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ მიიღონ ზემდგომი თანამდებობის პირის ძალაუფლება და
უფლებამოსილება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თანამდებობის პირი იკავებს მაღალ პოზიციას მართვის იერარქიულ
სტრუქტურაში. გარდა ამისა, ასეთი კულტურის წარმომადგენლები აღიარებენ მაღალი თანამდებობის პირის
უფლებას ამგვარი ძლაუფლების ფლობასთან დაკავშირებით. Kკომპანიიის პერსონალის წევრები, რომლებიც
ახორციელებენ თავიანთ ვალდებულებებს მართვის სხვადასხვა იერარქიულ სისტემაში, ათანხმებენ პერსონალის
წევრების ყველა გადაწყვეტილებას და მითითებას მათთან, რომლებიც დგანან ამ მართვის სისტემის შედარებით
მაღალ დონეზე. ამგვარი შეთანხმების მიზეზი არის კომპანიის მუშაკების უსიტყვო მორჩილება, რაც გულისხმობს
იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება და მითითებები. ჰოფსტედის
აზრით ძლაუფლებისადმი პატივისცემა დამახასიათებელია საფრანგეთის, ესპანეთის, მექსიკის, იაპონიის,
ბრაზილიის, ინდონეზიისა და სინგაპურის მაცხოვრებლებისათვის.
და პირიქით, კულტურებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლაუფლებისადმი ტოლერანტობა (Pოწერ
ტოლერანცე), ადამიანები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ამა თუ იმ პირის თანამდებობრივ მდგომარეობას მართვის
იერარქიულ სტრუქტურაში. ისინი შედარებით ხალისიანად ასრულებენ იმ ხელმძღვანელის მითითებას, რომელსაც

2
თვლიან რომ მისი ქმედება არის სწორი ან როდესაც ეს ქმედება შეესაბამება მათ საკუთარ ინტერესებს და არა იმიტომ
რომ ხელმძღვანელს აქვს უფლება გასცეს განკარგულებები. ჰირსტ ჰოფსტედის დასკვნების თანახმად აშშ-ს ისრაელის,
ავსტრიის, დანიის, ირლანდიის, ნორვეგიის, გერმანიის და ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები ავლენენ
ტოლერანტობას ძლაუფლებისადმი.
იმ კულტურის წარმომადგენლების აზრით, რომლებიც ავლენენ ძალაუფლებისადმი ტოლერანტობას, მართვის
იერარქიული სისტემა არსებობს იმისათვის, რომ გადაწყვიტონ პრობლემები და ამოცანების განხორციელებეის
ორგანიზება მოახდინონ ამა თუ იმ ორგანიზაციის ფარგლებში. ბიზნესის წარმოების კულტურა (მაგალითად,
ინდონეზია ან იტალია), რომლისათვისაც დამახასიათებელია ძლაუფლებისადმი პატივისცემა, ვარაუდობს, რომ
კომპანიის თითოეულმა წევრმა იცის თავის უფლებამოსილება მართვის იერარქიულ სისტემაში. Aახალი პროექტის
მუშაობის დაწყებით, ძლაუფლებისადმი ტოლერანტულად განწყობილი ამერიკელები თავდაპირველად
განსაზღვრავენ ამოცანებს, რომლის განხორციელბა უწევთ, შემდეგ ირჩევენ სპეციალისტების ჯგუფს, რომლებიც
უნდა დაკავდნენ პროექტის რეალიზებით. Dდა პირიქით ძლაუფლებისადმი პატივისცემით განწყობილი
ინდონეზიელები თავდაპირველად განსაზღვრავენ ვინ იქნება პროექტის რეალიზებაზე პასუხისმგებელი, რის შემდეგ
აფასებენ ამ პროექტის შესრულების შესაძლებლობას ამ გუნდის ხელმძღვანელობის ფარგლებში. ნათელია, რომ
ძალაუფლებისადმი დამოკიდებულება, რომელიც დამახასიათებელია ბიზნესის წარმოების კულტურისათვის ამ თუ
იმ ქვეყანაში აქვს მნიშვნელოვანი შედეგი საერთაშორისო კომპანიისათვის, რომლებმაც განიზრახეს განახორციელონ
საქმიანი ოპერაციები მოცემულ ქვეყანაში.
გამოკითხვის შედეგებით განსაზღვრა ქვეყნებს შორის კულტურული განსხვავებების მიმართება კორპორაციულ
იერარქიასთან, გამოვლინდა, რომ: ,,ეფექტიანი შრომითი ურთიერთობების ფორმირება მრავალ შემთხვევაში
მოითხოვს სუბორდინაციის დარღვევას” შვედი, ბრიტანელი და ამერეკელი მენეჯერები დაეთანხმნენ ამ
მტკიცებულებას. მათი აზრით, მაღალი თანამდებობის პირები ხშირად არ ფლობენ ყველა ინფორმაციას, რომელიც
აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე გადაწყვეტილების მისაღებად ყველაზე ეფექტიანი გზაა
სპეციალისტის მოძიება, რომელიც ფლობს შესაბამის ინფორმაციას დამოუკიდებლად იმისა კორპორატიული
იერარქიის რომელ დონეს მიეკუთვნება ის. სხვა მხრივ იტალიელი მენეჯერები არ დაეთანხმნენ ამ მტკიცებულებას:
ბიზნესის წარმოების იტალიურ კულტურაში მაღალი თანამდებობის პირის უფლებამოსილების იგნორირება - ეს
არის სუბორდინაციის დარღვევის ნიშანი და არა გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი პროცესის ნიშანი.
ძალაუფლებასთან მიმართებით სხვადასხვა კულტურულმა დადგენილებებმა შეიძლება შეცდომები
დაგვაშვებინოს პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ფორმირების პროცესში. მაგალითად მოლაპარაკების
პროცესში ორ კომპანიას შორის, მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, ტოლერანტულს ძლაუფლებისადმი,
ხშირად გზავნიან მოლაპარაკებაზე სხვადასხვა ექსპერტებისაგან შემდგარ ჯგუფს მიუხედავად მათი ასაკისა და
თანამდებობრივი მდგომარეობისა. თუმცა მსგავს ჯგუფის შემადგენლობაში დაბალი თანამდებობის პირების შეყვანა,
რამდენადაც კარგები არ უნდა იყვნენ ისინი შეიძლება შეურაცხოფად იყოს აღქმული იმ კულტურის წარმომადგენელი
მენეჯერების მიერ, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძალაუფლებისადმი პატივისცემა. ეს მენეჯერები გეგმავენ რომ
მათ საქმე ექნებათ თანაბარი დონის თანამდებობის პირებთან. გარდა ამისა კომპანიის ამერიკელი ხელმძღვანელების
მიერ საქმიანი ურთიერთობების არაფორმალური მეთოდების გამოყენება (მაგალითად კოლეგების მიმართვა
სახელით) შეიძლება იყოს შეფასებული მენეჯერების მიერ, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან ძლაუფლებას,
როგორც მათი ავტორიტეტის დისკრედიტაცია.
ასეთმა კულტურულმა ნორმებმა შეიძლება ტრაგედიაც კი გამოიწვიოს. 90-იანი წლების ბოლოს ავაიკომპანია
Kორეან Aირლინეს (KAL) განიცდიდა ავიაკატასტროფებს, რომელმაც გამოიწვია უამრავი ადამიანის სიკვდილი.
ფრენის უსაფრთხოების ზოგიერთმა სპეციალისტმა ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზი ახსნა კორეული კულტურის
ნორმებით, რომელიც მოითხოვდა ძლაუფლებისადმი პატივისცემას. სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი
იყვნენ ამ პრობლემის ქცევითი ასპექტებით, აღმოაჩინეს რომ უფროსი დამხმარეებს (მეორე პილოტები) ხშირ
შემთხვევაში არ სურდათ შეეტყობინება ხომალდის კაპიტანისათვის, რომ მან დაუშვა შეცდომა, მაშინაც კი თუ ეს
შეცდომა თვითფრინავს საფრთხეს უქმნიდა. ის ფაქტი რომ ავიაკომპანიაში ყოფილი სამხედრო მფრინავები
მუშობდნენ, უფრო ამწვავებდა პრობლემას, ვინაიდან სამხედრო მფრინავები ისე იყვნენ მომზადებულნი, რომ
დაექვემდებარონ რანგით მაღალ მდგომ ოფიცერს. იმისათვის რათა ეს პრობლემა გადაეჭრათ, კომპანია Kორეან
Aირლინეს-მა მთლიანად გადაახალისა მფრინავების დაქირავების სტრატეგია, რომლის თანახმად სამუშაოზე
იწვევდნენ უცხოელ ან სამოქალაქო სამამულო მფრინავებს, რომლებსაც უკიდურეს მომენტში შეეძლოთ ეჭვ ქვეშ
დაეყენებინათ კაპიტანის გადაწყვეტილება.
2. განუსაზღვრელობის აცილება _ გვიჩვენებს საზოგადოების წევრები უჩვეულო, წინასწარ განუსაზღვრელ
გარემოში რამდენად განიცდიან დისკომფორტს. აქ მთვარი პრობლემაა საზოგადოებას რამდენად შეუძლია
გააკონტროლოს არაკონტროლირებადი პროცესები. ძირითადი კატეგორიები, რომლებიც ამ საზომის გამოყენებით ამა
თუ იმ კულტურის დახასიათების შესაძლებლობას მოგვცემს, არის: უსაფრთხოება _ საფრთხე, მღლევარება _

3
სიმშვიდე, შიში _ ფსიქოლოგიური კომფორტი, აგრესია, კონფლიქტები, დაწერილი/დაუწერელი წესები,
სტაბილურობა _ ცვლილებები, რისკი, მცირედ სტრუქტურიებული _ ძლიერ სტრუქტურირებული სიტუაციები, დრო-
დროის მნიშვნელობა – პუნქტუალურობა, მოქმედება _ უმოქმედობა, სტანდარტული _ არასტანდარტული _
ინოვაციური და სხვა.
იმ კულტურის წარმომადგენელი ადამიანებისათვის, რომელთათვისაც დამახასიათებელია განუსაზღვრელობის
მაღალი დონე, ორაზროვანი სიტუაცია შეფასებულია, როგორც კონტექსტი, რომელშიც ინდივიდს შეუძლია ახალი
შესაძლებლობების ფორმირება და განვითარება, ასევე თავისი გულმოდგინე შრომით მათი გამოყენება. ასეთ
კულტურებში განსაზღვრულობა იწვევს ერთფეროვნებისა და რუტინული სამუშაოს გრძნობებს, ასევე მართვის
სტრუქტურის ბატონობას. ჰოფსტედის აზრით განუსაზღვრელობის მიღება დამახასიათებელია აშშ-ის, დანიის,
შვეციის, სინგაპურის, ჰონკონგისა და ავსტრალიის მაცხოვრებლებისათვის.
და პირიქით, იმ კულტურის წარმომადგენლებისათვის, რომელთათვისაც დამახასიათებელია
განუსაზღვრელობის მიღების დაბალი დონე (უნცერტაინტყ ავოიდენცე), მიუღებელია ორაზროვანი სიტუაცია,
შეძლებისდაგვარად გაურბიან მას. ორაზროვანი სიტუაცია და ცვლილებები შეფასებულია, როგორც არასასურველი
მოვლენა. ასეთი კულტურის წარმომადგენლები მიდრეკილნი არიან უპირატესობა მიანიჭონ სტრუქტურირებად,
რუტინულ, აგრეთვე თანამდებობრივი ვალდებლებების ბიუროკრატიული მეთოდების განხორციელებას. ჰირსტ
ჰოფსტედის შედეგების მიხედვით ისრაელის, ავსტრიის, იაპონიის, იტალიის, კოლუმბიის, საფრანგეთის, პერუს და
გერმანიის მაცხოვრებლების ცდილობენ ნებისმიერ მოსახერხებელ სიტუაცია გამოიყენონ რათა თავი აარიდონ
განუსაზღვრელობას.
განუსაზღვრელობის დამოკიდებლება გავლენას ახდენს საერთაშორისო კომპანიის მართვის მრავალ ასპექტზე.
მაგალითად, კომპანიებში, რომლებიც ახორციელდება თავის საქმიანობას იმ ქვეყნებში სადაც მაღალია
განუსაზღვრელობის მიუღებლობა, როგორც წესი, ფორმირებულია მართვის მკაცრი იერარქიული სტრუქტურა და
შემუშავებულია ბიზნესის წარმოების დეტალური წესები და პროცედურები. და პირიქით, კულტურა, რომელშც
მაღალია განუსაზღვრელობის აღქმა, შედარებით მომთმენი არიან მართვის მოქნილი სტრუქტურისადმი, ასევე
ბიზნესის წარმოების საკმარისად მოქნილი წესებისა და პროცედურების მიმართ. სარისკო გადაწყვეტილების მიღება
(პრინციპის მიხედვით: ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანურს) მაღალ დონეზე ფასდება იმ კულტურებში სადაც
მაღალია განუსაზღვრელობის აღქმა ისეთი როგორიცაა ბიზნესის წარმოების კულტურა აშშ-ში და ჰონკონგში. Aამავე
დროს კომპანიის სტატუსის და რეპუტაციის შენარჩუნება ბიზნესის წარმოების კონსერვატული სტრატეგიის
საშუალებით, რომელშიც რისკი უგულებელყოფილია, დამახასიათებელია მაღალი დონის განუსაზღვრელობის
მიუღებლობის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ესპანეთი, ბელგია და არგენტინა. გასაკვირი არ არის, ქვეყნები,
რომელთათვისაც დამახასიათებელია განუსაზღვრელობის მაღალი აღქმა, შედარებით შემგუებელნი არიან ბიზნესის
წარმოებისადმი ელექტრონული კომერციის მძაფრი განვითარების პირობებში, ვიდრე ის კულტურები
რომელთათვისაც დამახასიათებელია განუსაზღვრელობის მიუღებლობა.
3. ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი – განსაზღვრავს იმას, ინდივიდები დამოუკიდებელნი არიან თუ
ჯგუფთან იტეგრირებულნი. ამ ორ პოლუსს შორის ადგილის მოძებნა არის პრობლემა, რომლის წინაშე ყველა
საზოგადოება დგას.
ძირითადი კატეგორიები, რომლებიც ახასიათებს საზოგადოებას მოცემული საზომის მიხედვით შეიძლება იყოს:
ჩაკეტილი _ ღია ჯგუფები, უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობის ობიექტები, ინდივიდის მნიშვნელობა,
ჯგუფების მნიშვნელობა, ინდივიდის/ჯგუფის პრიორიტებები და ინტერესები, ინტეგრირება _ გამოცალკევება,
დამოკიდებულება _ დამოუკიდებლობა, თანასწორობა _ ინდივიდის თავისუფლება, ვალდებულება
ჯგუფის/საკუთარი თავის წინაშე, სოციალური გარემო, ჰარმონია, კონფრონტაცია და სხვა.
ინდივიდუალიზმი – არის კულტურული მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად ძირითადი როლი ენიჭება
ადამიანს. ინდივიდუალისტების ძირითად ფასეულობებში შედის საკუთარი ღირსების გრძნობის განვითარება და
დამოუკიდებელი მოქმედება და მსჯელობა. ასეთი ადამიანები თავიანთ კარიერას კომპანიის ინტერესების მაღლა
აყენებენ. გარდა ამისა ინდივიდუალისტები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს
შეფასებული თავიანთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჰოფსტედის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ აშშ-ის დიდიბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიისა, და ნიდერლანდების
მაცხოვრებლები მიდრეკილნი არიან ინდივიდუალიზმისაკენ.
კოლექტივიზმი – (საპირისპირო გაგება) - ეს არის კულტურული მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად
ძირითადი როლი ეკუთვნის ჯგუფებს. საზოგადოება, რომელიც ხასიათდება კოლექტივიზმის მაღალი დონით აქვთ
მკაფიო სოციალური სტრუქტურა, რომელთა შემადგენლობაში შედის დიდი ოჯახები, კლანები, კომპანიის შრომითი
კოლექტივი. ასეთ საზოგადოებაში ითვლება, რომ ადამიანი ჯგუფის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე თავის
საკუთარ ინტერესებს, ამბიციებსა და კეთილდღეობას. ინდივიდის ქცევა ასეთი საზოგადოების კულტურულ
გარემოში მნიშვნელოვან წილად განისაზღვრება სირცხვილის გრძნობით; როდესაც ჯგუფი წარუმატებლობას

4
განიცდის, ჯგუფის ყველა წევრი ამას აღიქვამს როგორც საკუთარი მარცხს. გარდა ამისა ჯგუფის ყველა წევრი
ცდილობს, რომ სხვა ჯგუფის წევრებთან მათი ურთიერთქმედება იყოს ჰარმონიული, არაკონპლიქტური და
გაწონასწორებული. ჰოფსტედის დასკვნების თანახმად მექსიკის, საბერძნეთის, ტაივანის, პერუს, სინგაპურის,
კოლუმბიის და პაკისტანის მაცხოვრებლები მიდრეკილნი არიან კოლექტივიზაციისადმი.
საერთაშორისო კომპანიები კარგად უნდა იყვნენ გათვიცნობიერებულნი ქვეყნის სოციალური ორიენტაციის
საკითხებთან დაკავშირებით, რომელთანაც ისინი აწარმოებენ ბიზნესს. ხშირ შემთხვევაში ოჯახი არ არის მიღებული
ზოგიერთ ინდივიდუალისტურ კულტურებში, მაგრამ ფართოდ გამოიყენება პერსონალის დაკომპლექტების
პროცესში იმ კულტურებში სადაც მაღალია კოლექტივიზმის დონე. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ სადაც
ინდივიდუალიზმი არის კულტურული ნორმა, მრავალი მუშაკი დარწმუნებულია იმაში, რომ პირადი დამსახურების
მიხედვით უნდა მოხდეს მათი შრომის ანაზრაურება. ისინი განსაზღვრავენ შრომის ანაზღაურების ამა თუ იმ
სისტემის სამართლიანობას ამ მოთხოვნების მიხედვით. ამიტომაც ამერიკული კომპანიები ხარჯავენ მრავალ
რესურსსა და დროს მუშაკების შრომის მწარმოებლურობის შეფასებისათვის, რათა დაჯილდოების ზომა იყოს მუშაკის
მწარმოებლურობის დონესთან შესაბამისი.
იაპონიის კულტურაში დამახასიათებელია საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების ჯგუფურ პრინციპებზე
ორიენტაცია. ამიტომაც შრომის ანაზღაურების სისტემა ამ ქვეყანაში არსებითად განსხვავდება ამერიკაში არსებული
შრომის ანზღაურების სისტემისაგან. მრავალ იაპონურ კორპორაციაში მუშაკის შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია
იმაზე, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის და არა პირად მიღწევებზე. მაგალითად ინჟინრებმა, რომლებმაც დაიწყეს
2004 წელს მუშაობა კორპორაცია თოსჰიბა-ში იღებდნენ ერთიდაიგივე შრომის ანაზღაურებას თავიანთ გაწეულ
შრომაზე ცალკეული მათგანის ინდივიდუალური შესაძლებლობების, ცოდნის და მცდელობის მიუხედავად. შრომის
ანაზღაურებას, რომელსაც იღებს კორპორაციული ჯგუფის ცალკეული წევრი ასახავს მუშაკის შრომით სტაჟს.
ინჟინრებმა, რომლებმაც 2004 წელს დაიწყეს მუშაობა მიიღებენ უფრო მეტ ხელფას, ვიდრე ისინი, რომლებიც
სამსახურში მოეწყვნენ 2005 წელს. შრომის ანაზღაურების ასეთი სქემა, რომლის თანახმად მუშაკი იღებს შრომის
ანაზღაურებას 7-8 წლის კომპანიაში მუშაობის პერიოდში ასტიმულირებს მუშაკებს ძალისხმევის კონცენტრირება
მოახდინონ ჯგუფის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. ზოგიერთმა იაპონურმა კომპანია უარს
ამბობს ასეთი ტიპის ორგანიზაციასა და შრომის ანაზღაურების სისტემაზე. თუმცა ინდივიდუალური მიდგომა
დღემდე არის გამონაკლისი და არა წესი.
4. მასკულინურობა/ფემინურობა – მოცემული განზომილება გენდერული როლების განაწილებასთანაა
დაკავშირებული. საზოგადოება, რომელშიც მკვეთრადაა გამიჯნული ეს როლები, მასკულინურია, ხოლო ფემინურობა
ახასიათებს საზოგადოებას, სადაც ქალურ და მამაკაცურ ღირებულებებს შორის არაა მკვეთრი ზღვარი. მამაკაცურ
ღირებულებებად მიჩნეულია სიმტკიცე და სწარფვა მატერიალური წარმატებისაკენ, ხოლო ქალურ ღირებულებებად –
თავმდაბლობა, სინაზე და ზრუნვა ცხოვრების ხარისხობრივ მხარეზე.
საზოგადოებებში, რომლებიც მასკულინურობის მაღალი დონით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია სამსახურში
აღიარების მოპოვება, დაწინაურება და შემოსავალი, ხოლო ფემინურ საზოგადოებებში უფრო ფასეულია მეგობრული
ატმოსფეროს არსებობა, სამუშაო გარემო და ურთიერთობები.
ჰოფსტედის მიხედვით, მასკულინურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა იაპონია, რომელსაც მოსდევენ
გერმანულენოვანი ქვეყნები. ფემინურობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან სკანდინავიის ქვეყნები და
ჰოლანდია.
აღსანიშნავია, რომ მასკულინური და ფემინური კულტურების გარდა, არსებობს შერეული ტიპის კულტურებიც.
ქართული კულტურა სწორედ ამ უკანასკნელის მაგალითს წარმოადგენს. მასში ერთდროულად თანაარსებობს
მასკულინური და ფემინური ნიშანთვისებები. ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია როგორც
მასკულინური, ასევე, ფემინური ღირებულებები.
5. მოკლევადიანი/გრძელვადიანი ორიენტაცია – განსაზღვრავს რამდენ ხანს დაელოდება საზოგადოება თავისი
მატრიალური, სოციალური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ეს საზომი IBM-ის კვლევის შედეგად
არ გამოვლენილა. იგი წინა ოთხს დაემატა 1985 წელს ჩინური ღირებულებების კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 23
ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ. როგორც ჰოფსტედი აღნიშნავს, ამ ორი პოლუსის წინ წამოწევა
კონფუციანურ მოძღვრებაზეა დაფუძნებული, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა
გამძლეობა და სიუხვე, პიროვნული სტაბილურობა და ტრადიციების პატივისცემა.
ქვეყნების ანალიზმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აქვთ გრძელვადიანი ორიენტაციის ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი, ხოლო შედარებით დაბალი _ დასავლეთის ქვეყნებს. ამასთან, 1965-85 წლების პერიოდში
გამოვლინდა გრძელვადიანი ორიენტაციის მაჩვენებლების ძლიერი კორელაცია ეკონომიკურ ზრდასთან. აზიის
ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებებს ჰოფსტედი გრძელვადიანი ორიენტაციით ხსნის.
აღსანიშნავია, რომ ჰოფსტედის ნაშრომს არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. ძირითადად კრიტიკოსები ყურადღებას
ამახვილებენ შემდეგ შენიშვნებზე:

5
1. გამოკითხვები არ შეიძლება იყოს შესაფერისი მეთოდი ნაციონალური კულტურული განსხვავებების
შესასწავლად.
2. ქვეყანა არ არის ის ერთეული, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ კულტურის შესწავლისას.
3. ერთი კომპანიის შვილობილ კომპანიებში ჩატარებული კვლევით შეუძლებელია ვიმსჯელოთ მთელი
ქვეყნის კულტურაზე.
4. IBM-ის მონაცემები მოძველებულია.
5. 4-5 განზომილების გამოყოფა არ არის საკმარისი.
ამ შენიშვნების საპასუხოდ ჰოფსტედს მოაქვს შემდეგი არგუმენტები:
1. გამოკითხვები, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი გზა; (მასთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს,
მაგალითად, დაკვირვების მეთოდი);
2. ქვეყნები (Nატიონ) კარგი ერთეულია იმისათვის, რომ კულტურათაშორისი განსხვავებები შევაფასოთ ანუ
საერთაშორისო დონეზე შესადარისობისთვის კარგია;
3. კულტურათაშორისი განსხვავებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ქვეყნის მოსახლეობიდან აღებული
სხვა ნიმუშის გამოყენებაც შეიძლება (და არა მხოლოდ რომელიმე კორპორაციის შვილობილი კომპანიების);
4. შერჩეული განზომილებები საუკუნეების განმავლობაშია ჩამოყალიბებული. კვლევა განხორციელდა ორ
სხვადასხვა პერიოდში და საბოლოოდ გამოყენებულ იქნა ის მონაცემები რომელიც ამ პერიოდებისთვის საერთო იყო;
5. თუკი იქნება შერჩეული ახალი განზომილება, არსებულთაგან კონცეპტუალურად და სტატისტიკურად
დამოუკიდებელი უნდა იყოს. მკვლევარებს ამაზე შეუძლიათ იმუშავონ.
კრიტიკის მიუხედავად, შეიძლება მოვიტანოთ არგუმენტები, რომლებიც ჰოფსტედის გამოკვლევის
სასარგებლოდ მეტყველებს. იმ პერიოდსითვის კულტურის სფერო თითქმის არ იყო შესწავლილი. აქტიურად
მიმდინარეობდა მრავალეროვნული კომპანიების ექსპანსია და ისინი ეძიებდნენ იმ პრობლემების გადაჭრის გზებს,
რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანის კულტურული თავისებურებების გამო აწყდებოდნენ. ჰოფსტედი ამ თვალსაზრისით
პირველ მკვლევარად არის მიჩნეული და მისმა ნაშრომმა, ფაქტობრივად, კატალიზატორის როლი შეასრულა
სხვადასხვა სოციალურ მეცნიერებებში შემდგომი კვლევევბის წარმართვაში.

2.3 საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივი გარემო

საერთაშორისო ბიზნესის წარმართვაზე მნიშვნელოვანწილად სამამულო და მიმღები ქვეყნების კანონები


ახდენს გავლენას. ეს კანონები განაპირობებენ კომპანიის მიერ ბაზრის არჩევას, პროდუქციაზე ფასების დაწესებას,
საჭირო რესურსების ღირებულებას (სამუშაო ძალა, ნედლეული, მასალები და ტექნოლოგიები).
სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემები განსხვავდება ერთმანეთისაგან ისტორიული, კულტურული,
პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით, რაც საერთაშორისო კომპანიების წინაშე ბევრად უფრო რთულ ამოცანებს
აყენებს. მათ უნდა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ იმ ქვეყნების კანონებიც, სადაც მათი ბიზნესი
ფუნქციონირებს.
მაგალითად, აშშ-ში ეკონომიკური დაცემის პერიოდში კომპანიებს აქვს უფლება გაანთავისუფლონ მუშაკი, და
ამის შესახებ ატყობინებენ დროის მოკლე პერიოდში, მინიმალური ანაზღაურების გადახდით. ამავე დროს ბელგიაში
კომპანიები, რომელშიც იგეგმება მომუშავე პერსონალის რაოდენობის შემცირება სამი თვით ადრე უნდა შეატყობინონ
განთავისუფლების შესახებ და ასევე შემწეობის სახით გადაუხადონ უკანასკნელი სამი თვის შრომის ანაზღაურების
ექვივალენტური თანხა. სამართლებრივ სისტენების ხელმისაწვდომობას აქვს ასევე თავისი სპეციფიკა სხვადასხვა
ქვეყანაში. მაგალითად, აშშ-ში დიდი რაოდენობით იურისტის არსებობა, ასევე არადისკრიმინაციული
ხელმისაწვდომობა სამართლებრივ სისტემებისადმი არსებითად აიოლებს საერთაშორისო კომპანიების საქმიანობას,
რომელთაც სჭირდებათ კონფლიქტების დარეგულირება მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან.
განასხვავებენ სამართლებრივი სისტემის სამ ტიპს: ზოგადი სამართლის სისტემა, სამოქალაქო სამართლის
სისტემა და რელიგიური.
ზოგადი სამართალი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და მისი ყოფილი კოლონიების, ასევე, კანადის, ავსტრალიის,
ახალი ზელანდიის, მალაიზიის სამართლებრივი სისტემის საფუძველია. ზოგადი სამართალი ემყარება ცალკეულ
სასამართლო საქმეზე ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე დაგროვილი გადაწყვეტილებების მიღების ერთობლივ
გამოცდილებას. ამით იქმნება პრეცედენტები, რომლებსაც სხვა მოსამართლეები იყენებენ ანალოგიური საქმეების
განხილვის პროცესში. კანონებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესის წარმართვაზე ყოველ ქვეყანაში აქვს თავისი
სპეციფიკა, რაც პოტენციურ პრობლემებს უქმნის ცუდად ინფორმირებულ მეწარმეს. მაგალითად, სამრეწველო
საწარმოსთვის, რომელიც დაუშვებს წუნდებული პროდუქციის გამოშვებას, ამერიკაში ბრალის დადება სასამართლოს

6
დროს უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისში. ეს აიხსნება პრეცედენტული სამართლის ე.წ. ევოლუციური განსხვავებებით
ამ ორ ქვეყანაში.
პრეცედენტულ სამართალში ევოლუციური განსხვავების გარდა ზოგადი სამართლის ქვეყნებში არსებობს,
ასევე, თავისი სპეციფიკა სამართლის სტატუსის სახით, ანუ სამართალი, გამოხატული საკანონმდებლო აქტებში.
მაგალითად, მრავალი კომერციული გარიგება, რომელიც იდება კომპანიებსა და ინგლისის მთავრობას შორის,
დაცულია საზოგადოების დაჟინებული ყურადღებისაგან კანონით საიდუმლოების დაცვის შესახებ. აშშ-ში პირიქით,
კანონის ინფორმაციაზე თავისუფალი შეღწევის თანახმად საყოველთაოდ დაშვებულია კომპანიებსა და აშშ-ს
ფედერალურ ხელისუფლებას შოროს დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
სხვადასხვა ქვეყნის სამათლებრივ სისტემებს შორის განსხვავება შეიძლება გამოვლინდეს სამართლებრივი
ნორმების მიღების პროცესშიც. მაგალითად, აშშ-ში სასამართლო ხარჯებს ამა თუ იმ საქმესთან მიმართებით, როგორც
წესი, იხდის ორივე მხარე – მოსარჩლე და მოპასუხე. ხშირ შემთხვევაში მოპასუხეები თანხმობას იძლევიან საქმის
გარჩევის დაჩქარების თაობაზე, მიუხედავად მათი სირთულის დონისა, რათა თავი აარიდონ ძვირადღირებულ
სასამართლო გარჩევებს. დიდბრიტანეთში ყველა სასამართლო ხარჯებს იხდის მხარე, რომელიც მარცხდება პროცესში.
ამგვარად ბრიტანელებისათვის აშკარად არ არის მომგებიანი შეიტანონ სასამართლოში ბუნდოვნად დასაბუთებული
სარჩელი.
სამოქალაქო სამართლის ანუ კოდიფიცირებული სამართლის სისტემა ემყარება მოქმედებათა კოდიფიკაციას და
ითვალისწინებს დეტალურად დამუშავებული კანონების კომპლექსს, რომელიც შედის კოდექსში. ამ კანონების
საფუძველზე, სადაც იმ მოქმედებათა დეტალური ჩამოთვლაა, რომელიც ნებადართულია ან არ არის ნებადართული,
ხორციელდება ბიზნესი. ზემოაღნიშნულ ორ სისტემას შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ზოგადი
სამართლის სისტემის პირობებში დეტალურად მუშავდება კონტრაქტები, სხვადასხვა შესაძლებელი სიტუაციების
გათვალისწინებით, ხოლო სამოქალაქო სამართლის სისტემა გამორიცხავს ასეთ დეტალიზაციას, ვინაიდან ყველა
სადაო საკითხის პასუხი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო ანუ კოდიფიცირებულ სამართალს
ეყრდნობა 70-ზე მეტი ქვეყანა (გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, საქართველო და სხვ.).
რელიგიური სამართალი დაფუძნებულია ოფიციალურად დადგენილი რწმენის წესებისა და რელიგიურ წეს-
ჩვეულებების სისტემაზე, ამა თუ იმ რელიგიური სწავლების (მოძღვრების) შესაბამისად. სახელმწიფო მართვის ფორმა,
რომლის დროსაც მოქალაქეთა სამოქალაქო და კრიმინალური ქცევა რეგულირდება რელიგიური სამართლით,
ეწოდება თეოკრატია (თჰეოცრაცყ). ირანში, მაგალითად, ისლამური რელიგიური მოღვაწეების ჯგუფი მოქალაქეთა
მოქმედებების კანონიერებას და არაკანონიერებას განსაზღვრავს “ყურანის” თავისებური განმარტებების საფუძველზე.
რელიგიურმა სამართალმა შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას კომპანიების საქმიანობაში. მაგალითად,
მუსლიმანური საღმრთო წიგნის, ყურანის შესაბამისად, სესხზე პროცენტის აღება ღარიბთა არასამართლიან
ექსპლუატაციად ითვლება. ამიტომ მუსლიმანურ ქვეყნებში ფუნქციონირებადი კომპანიები და ფინანსური
ორგანიზაციები იძულებულნი არიან შეიმუშაონ ფინანსური ხელშეკრულებების ალტერნატიული ვარიანტები,
რომლებიც საშუალებას მისცემს მათ დააგროვონ და დააბანდონ კაპიტალი. მუსლიმანური კომერციული ფირმები,
უმეტეს შემთხვევაში, სისტემურ დაკრედიტებასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ შეთანხმებას გრძელვადიან
არენდაზე, რომელსაც ხანგრძლივი აქტივის მისაღებად იყენებენ.
ანალოგიურად ბანკის მეანაბრეები ირანში ღებულობენ ბანკის მოგებიდან წილს და არა საპროცენტო განაკვეთს.
საბანკო საქმის ასეთ ორგანიზებას ხშირად “ისლამურ საბანკო საქმეს” უწოდებენ.
რელიგიურ სამართალზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემებს სხვა თავისებურებებიც გააჩნია, კერძოდ
სათანადო სასამართლო პროცედურებისა და აპელაციის შეტანის პროცედურების არარსებობა და სხვა. ყოველივე ეს
დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებზე.
ბიუროკრატიული სამართალი. სასამართლო სისტემას კომუნისტურ და დიქტატორულ ქვეყნებში ხშირად
უწოდებენ ბიუროკრატიულ სამართალს. ბიუროკრატიული სამართლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ
ბიუროკრატების ქმედებებსა და კანონებს აქვს ძალა, მიუხედავად იმისა თუ რა ფორმალური უფლებებია მიღებული
ქვეყანაში. ამგვარი სამართლებრივი სისტემის ქვეყნებში კონტრაქტების დადება და ჩაშლა ხდება იმ ადამიანების მიერ,
რომლებიც მოიპოვებენ ძალაუფლებას. მაგალითად ზაირის დიქტატურის მაბუტუ სესე სეკოს (1997 წელი) დამხობის
შემდეგ საფრთხეში აღმოჩნდა უცხოურ კომპანიებთან დადებული ყველა მოქმედი კონტრაქტი. რასაც მოჰყვა
გამძაფრებული ბრძოლა ძველი კონტრაქტების იურიდიული ძალის დასამტკიცებლად და ასევე ახალი კონტრატქების
დასადებად მაბუტუს შემდგომ მოსულ მთავრობასთან. უფლებების დაცვა რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის
კონსტიტუციის მიხედვით შეიძლება იყოს იგნორირებული თუ მთავრობის თანამდებობის პირების ინტერესებში არ
შედის.
ქვეყნებში, რომელშიც სამართლებრივი სისტემა დაფუძნებულია ბიუროკრატიულ სამართალზე, საერთაშორისო
კომპანიების შესაძლებლობა წარმატებულად განახორციელონ ბიზნესი ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება რისკს
ბიუროკრატების მხრიდან. მენეჯერები, რომლებიც დაკავებულნი არიან საერთაშორისო მეწარმეობით საკმარისად

7
ხშირად აწყდებიან ჩინოვნიკების თვითნებურობას, რომელსაც აქვს კანონის ძალა. ასე ხდება ჩინეთში, ერთ-ერთი
კვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ: ჩინეთის ბიუროკრატიულ აპარატს ხშიარდ ადანაშაულებენ სამართლის
ზოგიერთი ნორმის არჩევით გამოყენებაზე.
საერთაშორისო ბიზნესით დაკავებულ მრავალ მენეჯერს აქვს მიღებული ბიუროკრატიული სამართლის
თანმდევი ეფექტის მწარე გამოცდილება – ჩინოვნიკების არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადი ქმედებები და
ასევე აპელაციის განხილვის პროცედურების არ არსებობა.
ბიზნესმენები, რომლები დაკავებულნი არიან საგარეო ეკონომუკური საქმიანობით კარგად უნდა იცოდნენ
სამართლებრივ სისტემებს შორის განსხვავება, რათა თავი აარიდონ გაუგებრობას, რომელიც შესაძლოა ძვირად
დაუჯდეს მათ. გარდა ამისა ნებისმიერ ქვეყანაში რომელშიც საქმიანობენ საერთაშორისო კომპანიები, ბიზნესმენებმა
უნდა გამოიყენონ ადგილობრივი იურისტების გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება შეასრულონ
ადგილობრივი კანონების მოთხოვნები.
შიდა ბაზარზე ორიენტირებული კანონები. ქვეყანაში არსებულ კანონებს, რომელშიც მოქმედებს საერთაშორისო
კომპანია აქვს დიდი მნიშვნელობა ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების ფორმირებისათვის. ამ კანონებს შორის
ზოგიერთი განკუთვნილია პირველ რიგში შიდა ეკონომიკური გარემოს რეგულირებისათვის. ასეთი კანონები ეხება
ქვეყნის შიგნით კომპანიების საქმიანობის სხვადასხვა აპექტებს, კერძოდ პერსონალის მართვა (ამ სფეროს
არეგულირებს შრომითი კოდექსი); ფინანსური ოპერაციები (კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, კანონი საბანკო
საქმის შესახებ); მარკეტინგი (კანონი რეკლამის შესახებ, კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ);
ტექნოლოგიების შემუშავება და გამოყენება (კანონი პატენტის, საავტორო უფლების და სავაჭრო ნიშნის შესახებ).
ყველა ეს კანონი ორიენტირებულია ძირითადათ შიდა ბაზრის რეგულირებაზე. თუმცა მათ შეუძლია ირიბი გავლენა
მოახდინონ სამამულო კომპანიების კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობაზე საერთაშორისო ბაზარზე. ხარჯების
ზრდით მცირდება მათი შესაძლებლობა საფასო კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის კომპანიებს.
შიდა ბაზარზე ორიენტირებულ კანონებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბიზნესის წარმოების
პრაქტიკაზე, რომელიც მიღებული კომპანიებში და მოქმედებენ ამ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებს მიღმა. ხშირ
შემთხვევაში კომპანიებს, რომელთა პროდუქცია განკუთვნილია საგარეო ბაზრებზე რეალიზებისათვის შეაქვთ
ცვლილებები წარმოების ტექნოლოგიაში, რათა ეს პროდუქცია შეუსაბამოს იმპორტიორი ქვეყნის ნორმატივებს, იმ
შემთხვევაშიც კი თუ კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები მთლიანად შეესაბამება ადგილობრივი
ქვეყნის კანონმდებლობას.
საერთაშორისო საქმიანი ოპერაციები მარეგულირებელი კანონები. ზოგიერთი ეროვნული კანონის
დანიშნულებაა საერთაშორისო საქმიანი აქტიურობის რეგულირება. ამგვარი კანონების მიღება ხშირ შემთხვევაში
მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, კერძოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერის აუცილებლობით
ან მისი სამხედრო მიზნების მიღწევით. ერთ ქვეყანას შეუძლია მეორე აიძულოს გაატაროს მისთვის ხელსაყრელი
პოლიტიკა სანქციების ან სხვა სავაჭრო შეზღუდვების დაწესებით. სანქციებმა შესაძლოა მიიღოს სხვადასხვა ფორმა,
მაგალითად მაღალტექნოლოგიური საქონლისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფორმა, შეღავათიანი სატარიფო
ხელშეკრულების შეჩერება, ან ახალი კრედიტების გაცემაზე უარის თქმა.
ემბარგოს (ამა თუ იმ ქვეყანასთან ყველა სავაჭრო ოპერაციის სრული აკრძალვა) დაწესება ხდება ან ქვეყნების
ჯგუფის მიერ ან ერთი ცალკეული ქვეყნის მიერ. მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა სრული ემბარგო დააწესა ერაყთან
1990 წელს ერაყის ჯარის მიერ კუვეიტის ოკუპაციის შემდეგ.
მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის შეზღუდვა წარმოადგენს სანქციის განსაკუთრებულ ფორმას.
მრავალი მაღალ განვითარებული ქვეყანა ახორციელებს იმ საქონლის ექსპორტზე კონტროლს რომელსაც გააჩნია
ორმაგი დანიშნულება, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო
მიზნებისათვის. კომპანია Mც Dონნელლ Dოუგლას რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც მიჰყიდა რთული
გადამამუშვებელი დანადგარები ჩინურ კომპანია Nატიონალ Aერო-თეცჰნოლოგყ Iმპორტ ანდ Eხპორტ ჩომპანყ-ს.
ვარაუდობდნენ, რომ მოწყობილობას გამოიყენებნენ სამოქალაქო თვითფრინავების საწარმოებლად, თუმცა ის
გადააგზავნეს სამხედრო ქარხანაში, რომელიც აწარმოებდა ბალისტიკურ და ფრთიან რაკეტებს. ამგვარად კომპანია Mც
Dონნელლ Dოუგლას-მა ფაქტიურად დაარღვია აშშ-ის მთავრობის დირექტივები ორმაგი დანიშნულების პროდუქტის
ექსპორტტან დაკავშირებით.
კანონები მიმართული უცხოური კომპანიების წინააღმდეგ ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანაში
არსებობს კანონები, რომლებიც აშკარად მიმართულია უცხოური კომპანიების წინააღმდეგ. საკუთრებასთან
დაკავშირებული საკითხები – ეს ის სფეროა, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. მრავალ
ქვეყანაში გრძელდება პოლემიკა მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს შორის ეკონომიკის სახელმწიფო
რეგულირებასა და რესურსების განაწილებისათვის საბაზრო ფაქტორების გამოყენებას შორის მისაღები
წონასწორობის მიღწევასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში როდესაც მთავრობაში მოდის მემარცხენე ძალები
ქვეყანაში მიმდინარეობს ნაციონალიზაციის პროცესი ანუ რესურსებზე საკუთრების უფლება გადაეცემა კერძო

8
სექტორიდან სახელმწოფო სექტორს. პროცესს რომლის დროსაც მთავრობა კერძო საკუთრების დანაკარგის
კომპენსირებას ახდენს ნაციაონალიზაციის გზით ექსპროპრიაცია ეწოდება. საკუთრების უფლების გადაცემას
როდესაც მიმღები ქვეყნის მთავრობა არანაირ კომპენსაციას არ სთავაზობს კონფისკაცია ეწოდება. მრავალი ქვეყნის
მთავრობა მათ შორის აშშ-ის მთავრობა აღიარებს სხვა ქვეყნის მთავრობის უფლებას კერძო საკუთრების გადაცემის
სანქცირებასთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მეორე მხრივ უცხოური მთავრობები
ვარაუდობენ რომ მათი კომპანიები მიიღებენ შესაბამის კომპესაციას დაკარგულ საკუთრებაზე.
პრივატიზაცია. ეს არის სახელმწიფო სექტორის კერძო საკუთრებაში გადასვლის პროცესი. პრივატიზაცია
თავისი არსით საწინააღმდეგოა ნაციონალიზაციის პროცესისა და ქმნის ხელსაყრელ შესაძლებლობებს საერთაშორისო
ბიზნესისათვის. მრავალი სახელმწიფო საწარმო არის არარენტაბელური, არა აქვთ საკმარისი კაპიტალი და მათი
კადრები არ არის გადამზადებული. თუმცა ასეთი კომპანიებით ხშირად ინტერესდებიან საერთაშორისო კომპანიები,
რომლებიც ეძებენ თავისი საქმიანობის გაფართოების გზებს ახალ ბაზრებზე, ეროვნული ეკონომიკის ძირითად
სექტორებში (როგორიცა კავშირგამბულობა, სატრანსპორტო სისტემა, სამრეწველო წარმოება).
შეზღუდვები უცხოური საკუთრების წილზე. უამრავი ქვეყნის მთავრობები ზღუდავენ უცხოური საკუთრების
წილს ეროვნულ კომპანიებში. იმისათვის რათა შეინარჩუნონ კონტროლი ეკონომიკის ძირითად დარგებზე.
მაგალითად მექსიკის მთავრობამ შემოიტანა ასეთი შეზღუდვები მრეწეველობის ენერგეტიკულ დარგებში,
ვარაუდობდა, რომ ნავთობის მარაგიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არის ქვეყნის ,,ეროვნული სიმდიდრე”,
უნდა განაწილდეს მხოლოდ მის მოქალაქეებს შორის. კანადაში უცხოური საკუთრების წილი მასობრივი
ინფორმაციების საშუალებებში შემოიფარგლება 25%-ით. შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ნაწილს,
რომელიც მიმართულია ეროვნული კულტურის დაცვაზე სამხრეთის მეზობლის გავლენისაგან. მრავალ ქვეყანაში
რადიო და ტელესამაუწყებლო კორპორაციებში უცხოური ფირმების მონაწილეობა არ დაიშვება. მაგალითად აშშ-ში
უცხოური კომპანიების წილი ტელე და რადიო სადგურებში არ აჭარბებს 25%-ს. ასეთი წესები არსებობს ევროპის
ქვეყნებშიც.

2.4 ბიზნესის პოლიტიკური გარემო

ბიზნესზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება საზოგადოების


ინტეგრაციას. პოლიტიკური სისტემა ორი სახისაა ტოტალიტარული და დემოკრატიული. ტოტალიტარულ სისტემაში
ყვალა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლებაში მყოფი მცირე ჯგუფი. დემოკრატიულ
სისტემაში უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. ე.ი. მოქალაქეები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მირების
პროცესში. რეალურ პირობებში ეს მონაწილეობა გამოიხატება წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელიც
გულისხმობს უმრავლესობის მართვის პრინციპის განხორციელებას პერიოდული არჩევნების ჩატარების გზით.
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აღიარებს პლურალიზმს (სახელმწიფო მმართველობის მრავალპარტიულ
სისტემას). მისთვის დამახასიათებელია სიტყვის, პრესის, რწმენის, აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციებში
გაერთიანების თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი და არჩეულ თანამდებობაზე ყოფნის დადგენილი
(შეუზღუდავი) ვადა, დეპოლიტიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატი და ღია საზოგადოება.
პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება ქვეყანაში, სადაც კომპანია აპირებს ბიზნესის წარმართვას, საჭიროა
ჩატარდეს კაპიტალის დაბანდებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორს დიდი
მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, სხვადასხვა მიზეზების გამო, იგი მოქმედებს კომპანიის თუ ცალკეული ინვესტორის
საქმიან აქტივობაზე. ასე, მაგალითად, პოლიტიკურმა ცვლილებებმა მიმღებ ქვეყანაში უცხოურ ინვესტორსა თუ
პროდუქციის ექპორტიორისათვის შესაძლებელია გამოიწვიონ უცხოელების საკუთრებაზე უფლებების შეზღუდვა
(უცხოური საკუთრების ნაციონალიზაციაც კი). ასევე, შეიძლება იმპორტზე სპეციალური ბაჟი დაწესდეს.
საგადასახდელო ბალანსის ან საგარეო ვალის გადახდის პრობლემები ართულებენ მოგების სახით მიღებული
დოლარების გატანას ქვეყნიდან.
პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს ინვესტორებისათვის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც ჩნდება მოთხოვნა
უცხოურ კაპიტალზე. უცხოური ვალუტის მიღება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური
ჯგუფების მოთხოვნების გათვალისწინება. ამ შემთხვევაში ბაზრის ზეწოლა პოლიტიკურ ინტერესებზე ძლიერია.
მრავალი კომპანია წარმატებით ახერხებს პოლიტიკური კლიმატის შეფასებას საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ
პოლიტიკური სიტუაციის შეფასება სხვა ქვეყანაში მათ უჭირთ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, ესენია კანონები და
ნორმატიული აქტები, რომლებიც გავლენას ახდენენ მიმღებ ქვეყანაში მყოფ კომპანიის საქმიანობის სტაბილურობაზე;
კანონები მინიმალურ ანაზღაურებაზე, რომლის მიხედვით განისაზღვრება დანახარჯები სამუშაო ძალაზე;
თავისუფალი ზონების კანონები, რომლებიც განაპირობებენ კომპანიის მიერ საკუთრების გამოყენების წესებს;
გარემოს დაცვის დებულებები და აქტები გავლენას ახდენენ წარმოების ტექნოლოგიის არჩევასა და ნარჩენების
ლიკვიდაციისათვის საჭირო დანახარჯების განსაზღვრაზე. გარდა ამისა არასასიკეთო ცვლილებებმა საგადასახადო

9
კოდექსში შესაძლებელია მინიმუმამდე დაიყვანოს კომპანიის მოგება. სამოქალაქო ომები, ტერორისტული აქტები ან
უცხოელი ბიზნესმენების გატაცება და, ასევე, კომპანიის საკუთრების ექსპროპრიაცია - ყოველივე ეს ძნელად
პროგნოზირებადია და საქმიანი ოპერაციებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში სწორად განისაზღვროს პოლიტიკური გარემო, გამოიყენება პოლიტიკური
რისკების შეფასება – პოლიტიკური რისკების სისტემატური ანალიზის პროცედურა.
პოლიტიკური რისკები – ესაა ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკურ პირობებში, რომლებმაც შეიძლება
უარყოფითი გავლენა მოახდინონ კომპანიის საქმიანი ოპერაციების მომგებიანობაზე. ყველა პოლიტიკური რისკი
შეიძლება მიეკუთვნოს ერთ-ერთს შემდეგი სამი კატეგორიიდან, ესენია:
1. საკუთრების დაკარგვის რისკი, როდესაც კომპანიამ შეიძლება დაკარგოს თავისი საკუთრება კონფისკაციის
ან ექსპროპრიაციის შედეგად;
2. ოპერაციული რისკი, როდესაც კომპანიის მიმდინარე საქმიანობას ან მის მუშაკებს საფრთხე ემუქრება
მიმღები ქვეყნის კანონებში, გარემოს დაცვის ნორმებსა და საგადახადო კოდექსში ცვლილებების გამო, ასევე
ტერორიზმის, შეიარაღებული აჯანყებების და სხვ. მიზეზების გამო;
3. ტრანსფერტული რისკი, როდესაც მთავრობა ზღუდავს კომპანიის შესაძლებლობებს გადარიცხოს ფულადი
სახსრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
პოლიტიკური რისკები შეიძლება აისახოს როგორც ქვეყანაში მოქმედ ყველა კომპანიის საქმიანობაზე, ასევე
ზოგიერთი მათგანის ოპერაციებზე. აქედან გამომდინარე, განასხვავებენ მაკროპოლიტიკურ რისკს, რომელიც მოიცავს
ქვეყანაში მოქმედ ყველა კომპანიას. ამ სახის რისკის მაგალითებია 90–ნი წლების სამოქალაქო ომები სიერა-ლეონეში,
ზაირში, ბოსნიაში, ავღანეთისა და ერაყის ბოლო წლების მოვლენები.
მიკროპოლიტიკური რისკი შეეხება მხოლოდ ერთ კომპანიას ან რომელიმე დარგის კომპანიებს. 70-ნი წლების
ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია საუდის არაბეთში მიკროპოლიტიკური რისკის მაგალითია, რომელიც
განპირობებული იყო მთავრობის ქმედებებით. არასამთავრობო მიკროპოლიტიკური რისკები, ასევე, სერიოზულ
გავლენას ახდენენ კომპანიის საქმიანობაზე.
ნებისმიერი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ბაზარზე შესვლას, უნდა ფლობდეს ძირითად
ინფორმაციას შესაბამის ქვეყანაზე. იმისათვის, რომ გაკონტროლდეს კომპანიის პოლიტიკური რისკები, საჭიროა
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის დადგენა. კომპანიის მენეჯერებმა უნდა გაარკვიონ: გარდა
ამისა კომპანიის მენეჯერმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:
• როგორია ქვეყნის პოლიტიკური წყობა: ძალაუფლება ერთი კაცის თუ ერთი რომელიმე პარტიის ხელშია?
• ქვეყანაში დომინირებს საბაზრო ურთიერთობები თუ სახელმწიფო რეგულირების პრინციპი?
• თვლის მთავრობა, რომ უცხოური კომპანიები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა,
თუ პირიქით, ხელს შეუშლის განვითარებას?
• კომპანიის შემკვეთები საზღვარგარეთ კერძო თუ სახელმწიფო ბიზნესის წარმომადგენლები არიან? ასევე,
რომელ სტრუქტურაში შედიან კომკურენტები? თუ ეს სახელმწიფო სტრუქტურაა, შეუძლია უცხოურ კომპანიას
მასთან თანაბარ პირობებში კონკურენცია?
• როგორ მოქმედებს მთავრობა პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში?
• რამდენად მყარია არსებული მთავრობის მდგომარეობა და მისი გადადგომა გამოიწვევს თუ არა
რადიკალურ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში?
პოლიტიკური რისკის განსაზღვრული ხარისხი არსებობს ყველა ქვეყანაში, თუმცა ცალკეულ ქვეყანაში
პოლიტიკურ რისკებს აქვს თავისი სპეციფიკა. ფრანგი ფერმერების პროტესტმა კომპანია Dისნეყლანდ Pარის და
MცDონალდ'ს-ის მენეჯერების უბრალო უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ როდესაც ეთნიკურ წმენდა
განხორციელებული სერბი ნაციონალისტების მიერ კოსოვოში მთლიანად დაანგრა კომპანიის ეკონომიკური
სიცოცხლის უნარიანობა, რომელიც მოქმედებდა ამ რეგიონში. პოლიტიკური რისკების შეფასების პროცესში, ასევე
ნებისმიერი საქმიანი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გონივრული თანაფარდობა რისკის
დონესა და მოგებას შორის, რომლის მიღება შესაძლებელია მოცემულ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებით. თუ კომპანიის
ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას დააბანდოს სახსრები გარემოში, რომელიც ხასიათდება მაღალი
პოლიტიკური რისკით, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ მოცემულ ბაზარზე უზრუნვლეყოფილი იქნება მოგების
ისეთი ნორმა, რომელიც კომპანიას ამ ბაზარზე შეღწევის რისკის კომპენსირების საშუალებას მისცემდა.
არსებობს მრავალი კონსალტინგური ფირმა, რომელიც სპეციალიზირდება პოლიტიკური რისკების შეფასებაზე.
ეს ფირმები ეხმარებიან საერთაშორისო კომპანიებს იმ რისკის ხარისხის დადგენაში, რომელიც თან სდევს ამა თუ იმ
ქვეყანაში ბიზნესის წარმართვას. ასევე არის სპეციალური ბიულეტენები და ჟურნალები, სადაც იბეჭდება სხვადასხვა
ქვეყნებში ჩატარებული პოლიტიკური რისკების შეფასების ყოველწლიური შედეგები.

10
2.5 ეკონომიკური გარემო

ბიზნესის ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის პირობებზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური


სისტერმა. მათი კლასიფიკაციის ნიშნად მიღებულია: 1. საკუთრების ფორმა წარმოების საშუალებებზე და 2.
ეკონომიკური საქმიანობისა და კოორდინაციის ხერხი ქვეყნის მასშტაბით. ამ ნიშნით განასხვავებენ მბრძანებლურ ანუ
ცენტრალიზებულ ეკონომიკას, საბაზრო ეკონომიკას ანუ თავისუფალი კონკურენციის ეპოქის კაპიტალიზმს და
შერეულ ეკონომიკას.
მბრძანებლური ანუ ცენტრალიზებული (გეგმიანი) ეკონომიკა საქართველოში გაბატონებული იყო
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. მისი მეცნიერული საფუძველი _ მარქსიზმ-ლენინიზმის ეკონომიკური
თეორიიდან გამომდინარეობს და ითვალისწინებს სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას ეკონომიკურის რესურსების
განაწილებაში. ამ დროს საწარმოთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო (საზოგადოებრივ) საკუთრებაშია. საბჭოთა
იმპერიაში საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ გეგმური ეკონომიკა არის ხომალდი, რომელიც ზუსტად
ექვემდებარება მისი მეთაურის ბრძანებას და შეუფერხებლად მიდის აღებული კურსის შესაბამისად. ამასთან, გეგმიან
მეურნეობაში დასაშვები იყო ცალკეული ჩავარდნები, მაგრამ საერთო ჯამში, საზოგადოება კონტროლს უწევდა
განვითარებას, ცენტრი აწარმოებდა რესურსებით მანევრირებას, წარმართავდა მას პრიორიტეტულ სფეროებში და
ამით უზრუნველყოფდა უპირატეს განვითარებას იქ, სადაც ეს, მისი აზრით, აუცილებელი იყო. სინამდვილეში კი,
სოციალისტური დაგეგმვის პრინციპები შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. დეტალურად შემუშავებული გეგმები მაინც არ
სრულდებოდა, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო რესურსებით და შრომითი მოტივაციით. მბრძანებლური
ეკონომიკის ძირითად ნაკლოვენებებს წარმოადგენდა არარაციონალურობა და მფლანგველობა, არასტაბი-ლურობა,
ენდოგენური რყევები; სიმდიდრის და შემოსავლების ან ძალაუფლების არასამართლიანი განაწილება;
წინააღმდეგობები ნორმალური განვითარებისათვის, გადამეტებული დამოკიდებულება ხელისუფლებაზე; ნამდვილი
თავისუფლების არქონა.
კაპიტალიზმი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კერძო საკუთრება, რესურსების განაწილება სახელმწიფოს
ჩარევის გარეშე, საბაზრო ურთიერთობების მონაწილე ეგოისტი სუბიექტების მიერ, გაბატონებული იყო მე-19
საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. იმ პერიოდში გავრცელებული იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის
იდეოლოგია, უსაზღვრო რწმენა `ბაზრის უხილავი ხელის’’ უპირატესობასა და ეფექტიანობაში, რომლის
ყოველმხრივი დასაბუთება მოგვცა ადამ სმიტმა. `უხილავ ხელში’’ იგულისხმება კონკურენციული საბაზრო
მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს მოთხოვნა _ მიწოდების წონასწორობასა და რესურსების
ეფექტიან განაწილებას. მაგრამ, საბაზრო სტრუქტურა კაპიტალიზმის განვითარების კვალობაზე თანდათან
იცვლებოდა. Mმე-XX საუკუნის პირველ ათწლეულში თავისუფალი კონკურენციის ბაზრები შეიცვალა,
მონოპოლიური, გაუწონასწორებელი ბაზრებით. 1929_1933 წლების „დიდმა დეპრესიამ’’ დაადასტურა, რომ საბაზრო
მექანიზმი ავტომატურად აღარ მოქმედებდა და კრიზისების, მასობრივი უმუშევრობის, სიღარიბის თავიდან
ასაცილებლად საჭირო იყო ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამის ყოველმხრივი მეცნიერული დასაბუთაბა
მოგვცა ჯონ მეინარდ კეინზმა ნაშრომში `ფულის, პროცენტის და დასაქმების ზოგადი თეორია’’ (1936 წ.), სადაც
ჩამოაყალიბა ეფექტიანი მოთხოვნის კონცეფცია _ სახელმწიფომ საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის
გამოყენებით უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის სტიმულირება, როდესაც ბაზარზე ადგილი აქვს ჭარბწარმოებას,
ხოლო ჭარბი მოთხოვნისას კი მისი შეკუმშვა.
ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების გააქტიურებამ უდიდესი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო
ომის შედეგად დანგრეული ეროვნული მეურნეობების აღდგენაში, სტაბილური ეკონომიკური განვითარების
უზრუნველყოფაში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის განხორციელებაში, ეკონომიკის სოციალურად
ორიენტაციაში, საფუძველი ჩაუყარა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას. სადაც საკუთრება, როგორც საზოგადოებაში
სოციალური სტრატიფიკაციის კრიტერიუმი, კარგავს თავის განმსაზღვრელ ძალას და გადამწყვეტი ხდება
ინტელექტი, განათლებისა და ცოდნის დონე. ის ფაქტი, რომ თანამედროვე ლიტერატურაში კამათი გრძელდება არა
იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, არამედ მის მასშტაბებზე,
ფორმებზე, მეთოდებსა და ეფექტიანობაზე; ხოლო სახელმწიფოებრივი რეგულირების ძირითად მიზნებად
აღიარებულია: სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დასქმების მაღალი დონე, მყარი ფასები და საგარეო ეკონომიკური
წონასწორობა; მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის, როგორც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი, ეფექტიანი
ეკონომიკური სისტემის არარსებობაზე.
თანამედროვე პირობებში არც ცენტრალიზებული და არც საბაზრო ეკონომიკა წმინდა სახით არ არსებობს. იგი
ფაქტობრივად ორივე მათგანის კომბინაციაა, ე.ი. შერეულია. შერეული ეკონომიკა ჩამოყალიბებული, ერთიანი,
მდგრადი ეკონომიკური სისტემაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საკუთრებისა და მეწარმეობის სხვადასხვა
ფორმა. ამასთან, სწორედ ის, რომ საბაზრო მექანიზმი განსაზღვრავს ფასებს და წარმოების მოცულობას ბევრ სფეროში,

11
ხოლო სახელმწიფო არეგულირებს ბაზარს, მიუთითებს, რომ ორივე მხარე _ ბაზარი და სახელმწიფო არსებითია, ანუ
ეკონომიკის მართვა რომელიმეს გარეშე შეუძლებელი ან არაეფექტიანია, განსაზღვრავს შერეული ეკონომიკის არსს.
ამრიგად, შერეული ეკონომიკა გულისხმობს საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალურ შეხამებას. ამასთან
ეს შეხამება განსხვავებულია ქვეყანათა მიხედვით.
ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გარდა, არსებოს სხვა ეკონომიკური ფაქტორებიც, რომლებიც მნიშვნელოვან
გავლენას ახედენენ ბიზნესის განვითარებაზე. ეს ეკონომიკური ფაქტორები, მათი მოქმედების არიალიდან
გამომდინარე, შეიძლება დავყოთ ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორებად.

2.6 teqnologiuri garemo

ტექნოლოგიური ცვლადების გავლენას ბიზნესპროცესებსა და წარმოების საბოლოო შედეგებზე საერთაშორისო


ბიზნესის თანამედროვე აქტუალურ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გლობალურ დონეზე
ბიზნესის მენეჯმენტში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი სწორად მართვის გარეშე წარმატების
მიღწევა შეუძლებელია.
ბიზნესის ტექნოლოგიური გარემოს შესწავლის ამოსავალი კომპონენტია მისი არსისა და მასზე მოქმედი
ცვლადების დაზუსტება. ოქსფორდის სასწავლო ლაბორატორიის განმარტებით, ტექნოლოგიურ გარემოს მიეკუთვნება
ახალი გამოგონებები, ცვლილებები საინფორმაციო და მობილურ ტექნოლოგიებში, სიახლეები ინტერნეტსა და
ელექტრონულ კომერციაში, მთავრობის მიერ კვლევებზე გაწეული დანახარჯები. სამეცნიერო ინფორმაციის
მიწოდების სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიის „Elsevier”-ის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს - `ბიზნესის
გარემო” მიხედვით, ტექნოლოგიური გარემო ისეთ ცვლადებს მოიცავს, როგორიცაა:
 საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტრანეტი, ექსტრანეტი და ინტერნეტი;
 ციფრული ელექტრონიკა - ციფრული ტელევიზია, მობილური ტელეფონები (WAP და 3G);
 ახალი სინთეტიკური მასალები - სინთეტიკური წამლები, ცელულოიდი, პოლიმერები;
 ენერგიის განახლებადი წყაროები - ქარის ენერგია, მზის ენერგია, ზღვის მოქცევის ენერგია;
ბიოტექნოლოგიები - კლონირება, გენმოდიფიცირებული საკვები, ადამიანის გენური რუკები.
როგორც ვხედავთ, განხილული წყაროები ტექნოლოგიური გარემოს ინოვაციურ შინაარს ემხრობიან.
ტექნოლოგიური გარემო გაიგივებულია ბიზნესში სიახლეების დანერგვასთან, ყურადღება ძირითადად გადატანილია
ციფრულ და ინტერნეტ სფეროზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ბიზნესზე მოქმედი ტექნოლოგიური ფაქტორების
სრულყოფილ გააზრებას. ბიზნესის ტექნოლოგიურ გარემოს კვლევისას, ბუნებრივია, უნდა გავცდეთ ინოვაციურ
პროცესებს და სიღრმისეულად გავერკვეთ თავად ტექნოლოგიის ბუნებაში. ეკონომიკური გაგებით, ტექნოლოგია
წარმოების ფაქტორების პროდუქტად გარდაქმნის ხერხია, მასში იგულისხმება წარმოების პროცესში გამოყენებული
მასალების დამუშავების, დამზადების, მათი ფორმისა და თვისებების ცვლილებათა მეთოდები. ამგვარად, აქ საქმე
გვაქვს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად რაღაცის რაღაცად გარდაქმნის მეთოდებსა და ხერხებთან. ეს
უკანასკნელნი კი მოიცავს არა მხოლოდ ახალ ცოდნასა და ინოვაციებს, არამედ უნარ-ჩვევებსა და ამოცანის
გადასაჭრელად საჭირო საშუალებების ერთობლიობას. შესაბამისად, ტექნოლოგიურ გარემოზე საუბრისას წინა
პლანზე, ინოვაციებთან ერთად, გამოდის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ნედლეულზე ხელმისაწვდომობა,
ადამიანის უნარ-ჩვევები, ფიზიკური აქტივები, ტექნიკა, დანადგარები, რომელიც გამოიყენება ბიზნესის ოპერაციული
ფუნქციის უზრუნველსაყოფად. ქვეყნის ტექნოლოგიური გარემოს საფუძველია მის განკარგულებაში არსებული
რესურსები. რესურსების მისაწვდომობა ან უკმარისობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი პროდუქცია იწარმოება
ამა თუ იმ ქვეყანაში. ქვეყნები, რომლებსაც ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გააჩნიათ, სურსათის
ექსპორტიორები არიან. იაფი სამუშაო ძალის მქონე ქვეყნების კომპანიები აწარმოებენ და მსოფლიო ბაზარს აწვდიან
შრომატევად პროდუქციას და ა.შ. ამრიგად, რესურსების არსებობა პირდაპირ განსაზღვრავს, თუ წარმოების რომელი
ტექნოლოგიები შეიძლება იყოს გამოყენებული მოცემულ ქვეყანაში და, ბუნებრივია, ქვეყნის ტექნოლოგიური გარემოს
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
ამრიგად, ტექნოლოგიური გარემოს შეფასებისას, საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, წარმოების ფაქტორებთან, მათ
რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებთან, რასაც პირობითად სტატიკური პარამეტრები შეიძლება ვუწოდოთ,
მეორე მხრივ, მათი გამოყენების ხერხების და მეთოდების ეფექტიანობასთან, რასაც განსაზღვრავს ქვეყნის
ინოვაციური პოტენციალი და ვლინდება ტექნოლოგიურ დინამიზმში (დინამიკური პარამეტრები).
ტექნოლოგიური გარემოს შეფასებისას უნდა გამოიყოს პარამეტრების ორი ძირითადი ჯგუფი:

12
სტატიკური პარამეტრები:
• ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის უპირატესობა: იგი შეიძლება გამოიხატებოდეს კონტინენტების
დამაკავშირებელ ჰაბებთან, საერთაშორისო სავაჭრო გზებთან, გასაღების ბაზრებთან, ნავმისადგომებთან სიახლოვეში
და მიმზიდველს ხდიდეს მოცემული ქვეყნის ტერიტორიას ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისათვის.
• ბუნებრივ რესურსებთან ხელმისაწვდომობა: განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ნაყოფიერი სასოფლო-
სამეურნეო მიწებისა და ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების არსებობა.
• ინფრასტრუქტურის მდგომარეობა: საწარმოო სიმძლავრეების განთავსებისათვის საჭირო ტერიტორიები,
შენობა-ნაგებობები, ენერგო და წყალმომარაგების სისტემები, საავტომობილო გზები, სატრანსპორტო და
საკომუნიკაციო საშუალებები, სასაწყობო-ლოჯისტიკური მეურნეობა, დასაქმებული პერსონალისათვის
საცხოვრებელი, დასასვენებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა სოციალური პირობები.
• შრომითი რესურსები: ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, მათი განათლებისა და
პროფესიული მომზადების დონე, დასაქმების სტრუქტურა, უმუშევრობის დონე, სოციალური პირობები და სხვა
დემოგრაფიული ინდიკატორები.
• ადგილობრივი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა: ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების
დონე, საბანკო სისტემის მდგრადობა და მოქნილობა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, ფასიანი ქაღალდების
ბაზრის მდგომარეობა, სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობა.

დინამიკური პარამეტრები:
• კვლევა და განვითარება: ინოვაციური პროცესებისათვის დამახასიათებელია მეცნიერების როლის არსებითი
ზრდა. ამჟამად კვლევა და განვითარება გვევლინება არა მარტო ახალი იდეების წყაროდ, არამედ ინოვაციური
პროცესის ყველა რგოლის გამჭოლ რესურსად. ამ ცვლადის შეფასებისას ამოსავალს, ბუნებრივია, კვლევასა და
განვითარებაზე გაწეული დანახარჯები წარმოადგენს, რომელიც შეიძლება დაიყოს დაფინანსების წყაროების,
მეცნიერების დარგების, საქმიანობის ტიპების და სოციალურ-ეკონომიკური მიზნების მიხედვით;
• ინოვაციები საწარმოებში: თანამდროვე საწარმოები კონკურენტუნარიანობის მისაღწევად და
შესანარჩუნებლად აქტიურად მიმართავენ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, ამიტომ ეს ცვლადი მოიცავს
ქვეყანაში მოქმედი საწარმოების მიერ ინოვაციებზე გაწეულ ძალისხმევას, ასევე საწარმოს ტექნოლოგიური
კულტურის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა: ინოვაციური პრიორიტეტები; სიახლეების დანერგვის გამოცდილება;
კონკურენტული პოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; ინოვატორთან სტრატეგიული პარტნიორობით
დაინტერესების დონე და ა.შ.
• მაღალტექნოლოგიური წარმოება და ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურების სექტორი: ქვეყნის
ტექნოლოგიური გარემო დამოკიდებულია მაღალტექნოლოგიური და ცოდნაზე დაფუძნებული დარგების
მდგომარეობასა და განვითარებაზე, ასევე მათ წილზე ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში, რომელიც შეიძლება
შეფასდეს ეკონომიკური, დასაქმების და განხორციელებული სამეცნიერო კვლევების მაჩვენებლების ჭრილში.
• ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები, საავტორო უფლებები, სავაჭრო მარკები, პროფესიული
საიდუმლოების გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ქვეყნები,
რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ არამატერიალურ აქტივებზე საკუთრების უფლების დაცვას, კარგავენ
ინტელექტუალური აქტივების ფორმირების შესაძლებლობებს. ამასთან, პატენტები კონკრეტულ ქვყანაში
გამოგონებების სფეროში საქმიანობის შედეგებს ასახავენ. პატენტების რაოდენობა, ასევე მიუთითებს ქვეყნის
შესაძლებლობაზე გამოიყენოს მეცნიერული სიახლეები და მოახდინოს მისი კომერციალიზაცია. ამ კონტექსტით
პატენტების სტატისტიკა ქვეყნის ინოვაციურ პოტენციალს. პირდაპირ ასახავს
• ადამიანისეული რესურსები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში: ქვეყნის ინოვაციურ პოტენციალს არსებითად
განსაზღვრავს გარკვეულ მომენტში მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ დარგებში დასაქმებულთა რიცხოვნობა. ამ
ცვლადის შეფასებისას შეიძლება გამოვყოთ ადამიანისეული რესურსები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში სქესის,
ასაკის, განათლების, საქმიანობის სფეროს მიხედვით. არსებითი კომპონენტია მესამე დონის განათლების მქონე
ადამიანისეული რესურსები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განათლების სფეროს მიხედვით, ასევე მათი
საერთაშორისო მობილობა.
• ინფორმაციული საზოგადოების ინდიკატორები: ინოვაციებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების დონე საოჯახო მეურნეობებსა და საწარმოებში პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ტექნოლოგიური გარემოს
განვითარების დონეზე. ინფორმაციული საზოგადოების ინდიკატორები, როგორც წესი, მოიცავს: საინფორმაციო და
ტელე-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სხვა ელექტრონული ქსელების გამოყენებას; ელექტრონული
კომერციისა და ბიზნესის განვითარების დონეს; ინვესტიციებს და ხარჯებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებას.

13
• სამეწარმეო და სამეცნიერო სექტორების თანამშრომლობა: გლობალური კონკურენციის პირობებში ქვეყნის
ტექნოლოგიური დინამიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული კერძო და სამეცნიერო სექტორების პარტნიორობის
ფორმების განვითარებასთან. ასეთი თანამშრომლობის ფორმებია სამეცნიერო-ტექნიკური პარკები, ინოვაციური
ცენტრები, ერთობლივი კვლევითი პროექტები, საუნივერსიტეტო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრები,
სამრეწველო-საუნივერსიტეტო კვლევების შესახებ შეთანხმებები, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმები და ა.შ.
მძლავრი სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსები, როგორც წესი, იქმნება უნივერსიტეტებთან. ამის ერთ-ერთი საუკეთესო
მაგალითია აშშ-ის `სილიკონის ველი~, რომელიც შეიქმნა სტენდფორდის უნივერსიტეტთან და წარმოადგენს
მსოფლიო ტექნოლოგიური რევოლუციის უცვლელ ფლაგმანს.
• სახელმწიფოს მასტიმულირებელი როლი: თანამედროვე პირობებში ქვეყნის ინოვაციური განვითარება
დამოკიდებულია არა მხოლოდ ზემოთ განხილულ ფაქტორებზე, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობაზე
ინოვაციური აქტივობის ხელშეწყობის კუთხით. რაც უფრო ქმედით და ეფექტიან ღონისძიებებს მიმართავს მთავრობა,
მით უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყნის ტექნოლოგიურ გარემოს. ამ კონტექსტით, საინტერესოა შემდეგი
მიმართულებები: სტრუქტურული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სამთავრობო ინიციატივებს სხვადასხვა
მიმართულებებით _ ტექნოლოგიური, კონკურენტული პოლიტიკა, დერეგულაცია, საგადასახადო ტვირთის
შემცირება, მაღალტექნოლოგიური უცხოური ინვესტიციების წახალისება, მსხვილ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში
წილობრივი მონაწილეობა, ინოვაციური საქმიანობის შეღავათიანი დაკრედიტება, ინოვაციური საწარმოებისათვის და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებისათვის მიწის ან სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტების უფასო
ან შეღავათიანი პირობებით გადაცემა და ა.შ.; საშუამავლო პოლიტიკა _ სახელმწიფო თავისთავზე იღებს სამეცნიერო
და საქმიანი წრეების სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრების ორგანიზებას, რამაც მათ შორის პარტნიორული
ურთიერთობების დამყარებას და სტრატეგიულ თანამშრომლობას ხელი უნდა შეუწყოს. მომთხოვნი მომხმარებლის
პოლიტიკა _ სამთავრობო შეკვეთების გაფორმებისას საქონლის და მომსახურების ხარისხის, ტექნოლოგიების ან
საწარმოო პროცესის მიმართ სახელმწიფო მაღალ სტანდარტებს აწესებს, რითაც კომპანიებს აიძულებს, შეიმუშავონ
და დანერგონ სიახლეები.
• კვლევების ინტერნაციონალიზაცია: სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური “ნოუ-ჰაუს” წარმოება სულ
უფრო მეტად არის დამოკიდებული რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ერთობლივი პროექტის ჩარჩოებში
განხორციელებულ კვლევებზე. სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს ინტერნაციონალიზაციის პროცესში ქვეყნის
მონაწილეობის მასშტაბებზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ქვეყნის სიდიდე (მცირე ზომის
ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური სფერო, როგორც წესი, უფრო ინტერნაციონალიზებულია); კვლევებში აქტიურად
ჩართულ რეგიონებთან გეოგრაფიული სიახლოვე; სამრეწველო სპეციალიზაცია; უცხოური ფირმების ფილიალებისა
და შვილობილი კომპანიების საქმიანობის ხასიათი და ა.შ.

დავალება

შექმენით 3 წევრიანი გუნდი:


1. Hofstede iniaghts ინტერნეტ გვერდზე ეწვიეთ ლინკს country comparison - https://www.hofstede-
insights.com/country-comparison/algeria/ და მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოს სოციოკულტურული
მახასიათებლების შესახებ. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სხვა ქვეყანა/ქვეყნები და მოიძიეთ
ინფორმაცია მის სოციოკულტურულ პარამეტრებზე. რა ძირითადი განსხვევებიბი არსებობს საქართველოს და
მას/მათ შორის? როგორ შეიძლება ეს აისახოს საქმიან ურთიერთობებზე? შედეგები წარმოადგინეთ ტექსტურ
ფაილში ანგარიშის სახით (shota.shaburishvili@tsu.ge).
2. ეწვიეთ ინტერნეტ ლინკს - https://www.globalinnovationindex.org/gii-2021-report# და მოიძიეთ ინფორმაცია
გლობალურ ინოვაციების ინდექსში საქართველოს მგომარეობის შესახებ შესაბამისი პარამეტრების მიხედვით.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სხვა ქვეყანა/ქვეყნები და მოიძიეთ მასზე/მათზე ანალოგიური
ინფორმაცია და მოახდინეთ შედარებითი ანალიზი. შედეგები წარმოადგინეთ ტექსტურ ფაილში ანგარიშის
სახით (shota.shaburishvili@tsu.ge).

14

You might also like