Conditionals

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

Conditionals - პირობითი წინადადება

ეს არის წინადადება, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან - პირველი ნაწილი არის რაღაც
პირობა, მეორე ნაწილი არის ამ პირობის შედეგი
ამ ორი წინადადების მაკავშირებელი სიტყვებია: if, when, as soon as, unless, whenever...

მაგ: If it snows tomorrow we will go ice-skating


პირობა შედეგი
We will go ice-skating, if it snows tomorrow.

Type 0 - ნულოვანი პირობითი წინადადება


გამოხატავს ჩვევებს, ჭეშმარიტებას, რაც ყველასათვის ნათელია.
ორივე ნაწილში გვჭირდება present simple

მაგ: If you mix red and white you get pink.

Type 1 - რეალური პირობითი წინადადება


გამოხატავს რეალურ პირობას ახლანდელსა და მომავალში, იგულისხმება, რომ ეს
სიტუაცია სრულიად შესაძლებელია რომ გამართლდეს.
იმ ნაწილში სადაც გვაქვს კავშირი (if, when..) ვიყენებთ Present simple, ხოლო მეორე
ნაწილში გვჭირდება will

მაგ: if you study hard you will pass your exams.


If it doesn’t rain tomorrow we will go to the beach

მინიშნება
Will-ის მაგივრად ივივე პრინციპით შეგვიძლია გამოვიყენოთ Can-ი

მაგ: If you study you can pass.

Type 2 - არარეალური პირობითი წინადადება


გამოხატავს არარეალურ პირობას ახლანდელსა და მომავალში, მისი მოხდენა ნაკლებად
მოსალოდნელია, ხშირ შემთხვევაში ეს არის ოცნება და ფანტაზია.
იმ ნაწილში სადაც გვაქვს კავშირი (if, when…) ვიყენებთ past simple-ს, ხოლო მეორე
ნაწილში გვჭირდება would + infinitive

მაგ: If I had a helicopter I would fly to school.


ვერტმფრენი რომ მყავდეს სკოლაში გავფრინდებოდი.
ამ ტიპის პირობით წინადადებაში გამოყენებული წარსული დრო არ ნიშნავს იმას, რომ
საუბარია წარსულში მომხდარ მოქმედებაზე, პირიქით, წარსული დრო მიგვითითებს,
რომ ეს არის არარეალური მომავალი.
უმჯობესია to be ზმნა ყველა პირთან გამოვიყენოთ მრავლობით რიცხვში were.

მაგ: If I were you I would see the doctor.

Type 3 - არარეალური წარსული პირობითი წინადადება


გამოხატავს მოქმედებას, რომელიც უკვე მოხდა წარსულში და მისი შეცვლა
შეუძლებელია - სინანული წარსულზე
იმ ნაწილში სადაც გვაქვს კავშირი (if, when…) ვიყენებთ past perfect-ს,
ხოლო მეორე ნაწილში გვჭირდება would + have + ზმნის III ფორმა.

მაგ: If I had studied I would have passed my exams

You might also like