Professional Documents
Culture Documents
ხევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩა
იმართება. ონისეს სულიერი მხარე განადგურებულია მან არ იცის როგორ მოიქცეს, წავიდეს
ძიძიასთან თუ დარჩეს სახლში და დაივიწყოს იგი.როდესაც ონისე გადაწყვეტს ქორწილში
დაბრუნებას გასასვლელში მამას ხვდება. ხევისბერმა გოჩამ შვილს კვარი მიაწოდა და დრო
მისცა იმისათვის, რომ ონისე დამშვიდებულიყო. შვილი მამას ატყუებს ვითომ სანადირომ
მიდის და ქორწილში სხვა მონადირეებს აიყოლიებს, მაგრამ მამა ეგრევე ხვდება რომ ტყუის,
რადგან ყველგან თოვლია და იცის რომ არავინ გაყვება.
გოჩა, შვილის ქცევებიდან გამომდინარე ხვდება, რომ მას რაღაც ჭირს მაგრამ პასუხის
გამეცას არ აძალებს. ეს მისი მამობის კარგი მხარეა. მან შვილს მისცა დრო იმისათვის რომ
გაენალიზებინა და გაეცნობიერებინა თავისი ქცევა. გოჩა ცდილობს სიტყვიერად დააწვეს
შვილს და ეუბნება:“იცი, ვისი გორისა ხარ?“ და თითის ქნევით განაგრძო:“ვინძლო ქვეყანა არ
გააცინო“ ონისემ თავი დახარა, თითქოს იგრძნო დანაშაული მამამ კი გააგრძელა:“გახსოვდეს,
ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი“ და სწორედ ამ სიტყვებით
აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს ოჯახთან აკავშირებს და მისი
საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ
ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო
დანაშაულად თვლიდა და ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან ამოიგდებდა.