Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

არავისთვის არაა ახალი ამბავით თუ რა მდგომარეობაა დღეს აფხაზეთსა და

საქართველოს შორის ეს ძალიან მტკინვეულია თითოეული ქართველისათვის


რადგანაც მწარეა როდესაც შენი მიწა წყლისგან ჩამოაჭრიან იმ ტერიოტორიებს სადაც
ვითარდებოდა შენი ქვეყნის ისტორია.

შუა საუკუნეები
ჩემი აზრით აფხაზეთის შუა საუკუნეები ერთ-ერთი უმთავრესი პერიოდა
საქართველოს შემდგომი ისტოტიისთვის რადგანაც ზუსტად აქიდან დაიწყო
საქართველოს გაერთიანების მცდელობები. ზოგადად შუა საუკუნეებში აფხაზეთმა
ბევრი რეფორმა განიცადა, ის შეეწინააღმდეგა სასანურ ირანსა და ბიზანტიას,
საკმაოდ გაძილიერდა აბაზგების სამთავრო, შემდგომ ჩამოყალიბდა აბხაზების
სამთვრო, მან სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა ლაზიკასთან ბიზანტიელი და
არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ, შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება დასავლეთ
საქართველოს მეფეებთან რის შემდეგაც განიდევნა არაბები, მე-8 საუკუნის 80-იან
წლებში დასავლეთ საქართველო ერთ პოლიტიკურ ერთეულად აფხაზეთის სამეფოდ
გაერთიანდა, საუკუნის ბოლოს განთავისუფლდა ბიზანტიისგანაც. ზოგადად ქვეყანა
ეკონომიკურად დაწინაურდა განვიტარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა აფხაზთა
სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ. მნიშვნელოვან ნაწილს
შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და
მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო.

აფხაზეთის სამთავრო
აფხაზეის სამთავრომ ძალიან ბევრი დაპირისპირება, ბრძოლა გადაიტანა სამთავროს
მუდმივად უწევდა ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა აგრესიის მოგერიება რასაც
შემდგომში ოსმალების ექსპანსიაც დაემატა. რელიგიას დიდი პრობლემები შეექმნა
რადგანაც ბუნებრივია, რომ ოსმალეთის აგრესიას მოჰყვა საზოგადოების
გამუსლიმება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მართმადიდებლური ეკლესიის
ფუნქციონირება ასევე შიდა დაპირისპირებებიც რომლებსაც ოსმალეთი სათავისოდ
იყენებდა და აუარესებდა სამთავროს მდგომარეობას. ოსმალებმა მე-18 საუკუნეში
გააფათოვეს დამპყრობლული პოლიტიკა და ტყვის სყიდვა.
აფხაზეთი რუსულ იმპერიაში
ამ პატარა სათურიდან გამომდინარე უკვე ვხვდებით რომ არც ისე კარგად აქვს საქმე
აფხაზეთ რადგანაც რუსეთთან უწევს ახლო კავშირის გაბმა. აფხაზეთი რუსეთის
ქვეშემრდგომი გახდა იმის შემდეგ რაც 1810 წელს გიორგი შარვაშიძემ მფარველობა
სთხოვა იმავე წლის ზაფხულში რუსული დესანტის დახმარებით ოსმალებისგან
გათავისუფლდა სოხუმის ციხე. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო წვრილი
მრეწველობის, აგურისა და ხის სახერხი ქარხნების განვითარება, სახუმმა დაიწყო
ეკონომიკურად განვითარება. ყირიმის ომის დროს აფხაზეთი ოსმალებმა დაიკავეს
და რუსეთი იძულებული იყო ევაკუირებულიყო სამეგრელოში, მაგრამ ომის შემდეგ
აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს დაუბრუნდა. შეიქმნა აფხაზური ანბანი რუსული
გრაფიკის საფუძველზე, გაუქმნდა აფხაზეთის სამთავრო და ის ანექსირებული იქნა
რუსეთის იმპერიის მიერ. აფხაზეთისთვის არც ეს პერიოდი იყო იოლი რადგანაც
აჯანყებებმა, მუჰაჯირობამ რომელმაც დააცარიელა წებელის და დალის ხეობები,
ბატონყმობის გაუქმებამ, რუსეთ-ოსმალეთის ომმა რომლის დროსაც ოსმალებმა
დაიკავეს და დაარბიეს სოხუმი, ოსმალეთში 30 ათასი აფხაზი მუჰაჯირის
გადასახლებამ დიდი გავლენა მოახდინა აფხაზეთზე.

ომი აფხაზეთისთის
1918 წელს აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის ორი მცდელობა განხორციელდა.
პირველ მცდელობას აადგილი 16-21 თებერვალს ჰქონდა შავი ზღვის
ფლოტის გემების გამოყენებით. მეორე მცდელობა ეფრემ ეშბას, ნესტორ
ლაკობას და გეორგ ათარბეგოვის მეთაურობით განხორციელდა. მათ აფხაზეთში
ბოლშევიკური მმართველობის დამყარება თვენახევრის განმავლობაში, 1918 წლის 8
აპრილიდან 17 მაისამდე მოახრეხეს. მაისში აფხაზეთი
ბოლშევიკებისგან საქართველოს სახალხო გვარდიამ გაწმინდა. 1918 წლის 11 ივნისს
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც
დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში
ფართო ავტონომიის უფლებით.
1918 წლის ივნის-სექტემბერში საქართველოს აფხაზეთის გამო ომი ჰქონდა.
ბოლშევიკებთან და ტამანის არმიასთან რომელიც საქართველოს გამარჯვებით
დასრულდა. 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა
ომი საქართველოსა და ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“ შორის. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა გაერთიანებული სამეფოს ჩარევით გამო იძულებული
გახდა დაზავებოდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ
შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი
ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა
მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს
შორის.
აფხაზეთი სოხუმის ოლქის სახით დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. 1918 წლის
შემოდგომიდან 1919 წლის აპრილამდე სოხუმის ოლქში მტავრობის კომისარი
იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1919 წლის მაისში შეიქმნა აფხაზეთის მთავრობა —
კომისარიატი. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არზაყან ემუხვარი.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვარლამ შარვაშიძე. შეიცვალა
სახელწოდებები, სოხუმის ოლქს ეწოდა აფხაზეთი, ხოლო ოლქის უბნებს — მაზრები.

საბჭოთ აფხაზეთი
სსრ აფხაზეთი- 1921 წლის 19 თებერვალს აფხაზეთში IX წითელი არმია შეიჭრა.
გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ფსოუსთან, ბზიფთან და ახალ
ათონთან. 4 მარტს წითელი არმია სოხუმში შევიდა. 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის
რევკომი ეფრემ ეშბას, ნესტორ ლაკობას და ნ. აქირთავას შემადგენლობით. 1921 წლის
26 მარტს მიღებულ იქნა და 31 მარტს მოსკოვს ეცნობა სსრ აფხაზეთის შექმნა. 21
მაისს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა საქართველოს რევკომმა. იმავე წლის 16
დეკემბერს საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს დროებით მთავრობებს შორის
გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი შევიდა
საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ის
უმაღლეს საბჭოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ
შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა.

აფხაზეთის სსრ- 1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა


ყრილობამ დაამტკიცა სსრ საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე
ჩამოაყალიბა მთავრობა. 1922 წლის დეკემბერში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში
აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924
წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური
რესპუბლიკა.
1924 წლის 31 ოქტომბერს რსფსრ-თან 1921 წელს დაწყებული ტერიტორიული დავა,
რომელიც ეხებოდა აფხაზეთისთვის პილენკოვოს რაიონის გადაცემას, აფხაზეთის
სასარგებლოდ გადაწყდა. მალევე აღმოჩნდა, რომ 1924 წლის 31 ოქტომბერს
მიღწეული შეთანხმება ცალმხრივად იყო ხელმოწერილი (აკლდა რსფსრ-ს მხარის
ხელმოწერა), რის გამოც განახლდა პილენკოვოს რაიონისთვის დავის გაგრძელება.
აფხაზეთისთვის პილენკოვოს რაიონისთვის დავა საბოლოოდ დადებითად გადაწყდა
1928 წლის ბოლოს. 1929 წლიდან პილენკოვოს რაიონიც და შემდგომში აიბღას
მარცხენა ნაპირი აფხაზეთის შემადგენლობაში ფიზიკურად გადავიდა.
1925 წლის 1 აპრილს, აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე მიღებულ იქნა პირველი,
მაგრამ არაოფიციალური 1925 წლის კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო აღიარებული და რომლის მიხედვითაც
აფხაზეთს თავისუფლად შეეძლო საქართველოს სსრ-დან გამოსვლა.

აფხაზეთი ასსრ- 1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის


საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიური
რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში.
1930-იანი წლებში ლავრენტი ბერიას მიერ ამიერკავკასიის მართვის პერიოდში
ტარდებოდა აფხაზეთის „გაქართველების“ პოლიტიკა. მან დახურა აფხაზურენოვანი
სკოლები და რადიოსადგურები, სამსახურიდან
გაათავისუფლა აფხაზი მასწავლებლები, გააქართულა აფხაზური ანბანი და
აფხაზეთის მრავალი სოფლის ტოპონიმი, ხელს უწყობდა ქართველების დასახლებას
აფხაზეთში. აიხსნა აფხაზეთის მხარეთმცდონეობის მუზეუმი, წელს
გაიხსნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, ამუშავდა ტყვარჩელის ქვანახშირის
საბადო და ტყვარჩელის ელექტროსადგური, აშენდა გალის, აჩიგვარის, მოქვისა და
ნაბაკევის ჩაის ფაბრიკები, გაიხსნა სოხუმი-თბილისის რკინიგზის ხაზი, ასევე
ოჩამჩირე-კვეზანის რკინიგზის შტო. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის
აგვისტო-სექტემბერში ბრძოლები მიმდინარეობდა აფხაზეთის
ჩრდილოეთით. მესამე რაიხის არმია ცდილობდა კავკასიონის ქედის გაადალახვას და
აფხაზეთში შესვლას. გერმენელებმა დროებით დაიკავეს სოფელი ფსხუ. გერმანიის
ავიაცია ბომბავდა სოხუმს და სხვა ქალაქებს. მის შემდგომ განვითარდა კვების
მრეწველობა, აშენდა ჩაის, ღვინის, ხილის, ლუდის და თევზის ქარხნები,
განვითარდა ტურიზმი.

აფხაზეთის ომი
ყველასთვის ზალიან მძიმე და მტკინვეული დაპირისპირება როგორც მორალურად
ასევე ფიზიკურადაც. 14 აგვისტო 1992 წელი ეს იყო საშინელება დაახლოებით 9000-
მდე დაღუპული ჯარასკაცი და ჩვეულებრივი მოსახლე 10 000 დაჭწრილი და 1500
დაკარუგული. კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3000-ზე მეტი მარტო
ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად
გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა
საკურორტო ქალაქ გაგრაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს
სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და
მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული
გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები
ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის
მთლიანად ანადგურებდნენ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში
მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების
მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5000-ზე მეტი
მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა
მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს.
ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი
დაქირავებული ბოევიკიც.

ამ ნამდვილად კატასტროფის შემდეგ იყო კიდევ ერთი მაშტაბური ბრძოლა


რომელზეც ყველას გსმენიათ და არ შემიძლია რომ გვერდი ავუარო ეს არის 2008
წლის ომი ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის
ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ამ 12 დღიანმა
გაუჩერებელმა ჯოჯოხეთმა ჩვენს ქვეყანას შედეგად მოუტანა ის რომ დღემდე მხოხავ
ოკუპაციაშია და დღითიდღე ისზრდება ეგრედწოდებული ოსეთის საზღვარი 170
ჯარისკაცი მოკლული, 1964 დაჭრილი, 9 დაკარგული, 42 ტყვედ აყვანილი; 14
პოლიციელი მოკლული, 22 დაკარგული.

მე როგორც 14 წლის მოზარდმა ბევრი ახალი შევიტყვე ჩვენს ამ ძალზეთ სატკივარ


თემაზე ნამდვილად გული მეწვის იმის გაანალიზებით, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ასეთ
მდგომარეობაში ყოფნა ჩვენი თაობა შეცვლის ყველაფერს ყოველ შემთხვევაში ამის
იმედი მაქვს აფხაზთა და ქართველთა ისტორია ოდითგანვე ერთი ისტორიად
იქმნებოდა ერთი ისტორიას ვწერდით. აუცილებლად უნდა დაიძრას შემობრუნების,
ერთმანეთთან დაახლოების პროცესი. ეს უდავოდ შეუწყობს ხელს ჩვენს ერთ
სივრცეში დაბრუნებას რადგან ეს ჩემი, შენი, ჩვენი წარსული აწმყო და მომავალია.

You might also like