სულას სამოქალაქო ომი II + შეჯამება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სულას მეორე სამოქალაქო ომი + შედეგი და შეჯამება

მითრიდატეს დამარცხებისა და ცინას სიკვდილის შემდეგ სულა იწყებს რომში


ძალაუფლების დასაბრუნებლად ბრძოლას. რეალურად ბრძოლა სწორედ სულას
ოპტიმატებსა და უკვე ე.წ მარიანებს შორის მიმდინარეობს, რადგან პოპულარების
ლიდერებიდან ცინაც და მარიუსიც მოკვდნენ.

სულას მეორე სამოქალაქო ომი ძვ.წ 83- 81 წლებში მიმდინარეობდა. აქტიური


მოქმედება სულას მიერ ორი დივიზიის სამხრეთ იტალიაში განთავსებით იწყება,
რასაც მოჰყვა მისი მხარდამჭერი ოპტიმატებისა და აგრეთვე ახალი სახეების
გამოჩენა. მათ შორის გამოსარჩევია შემდგომ პირველი ტრიუმვირატის წევრების,
მარკუს ლიცინიუს კრასუსისა და გნეუს პომპეუს მაგნუსის პოზიციები. მათ სულას
მხარეს დგომა არჩიეს: კრასუსი თავიდანვე სულას ემხრობოდა და მარიუსი-ცინას
რეჟიმის ქვეშ დაღლილ- დაქანცულმა, სულას გამოჩენით ასე ვთქვათ სული მოითქვა.
პომპეუსმა კი 83 წელს, მამამისის მებრძოლი ვეტერანებისგან შეკრული სამი
ლეგიონით მარიანებზე გაილაშქრა. ამ სვლით მან სულას ერთგულება აღუთქვა,
პირველი შეხვედრისას კი მას იმპერატორი უწოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
სულას მხარე ბევრმა მარიანმაც დაიკავა, რადგან მისი სახით სერიოზულ საფრთხეს
ხედავდნენ. შესაძლოა იმაზე დიდ საფრთხეს, რაც მათ პირველი სამოქალაქო ომის
დროს იხილეს. უშუალოდ მილიტარისტული თვალსაზრისით 83 წელს სულამ თავი
ტიფატას მთის ბრძოლაში გამოიჩინა სადაც რომის იმჟამინდელი კონსულის (გნეუს
კარბო) მიერ გამოგზავნილი გენერლები სასტიკად დაამარცხა.

ძვ.წ 82 წელს მოქმედებას მარიუსის შვილი , გაიუს მარიუს უმცროსი იწყებს,


რომელიც რომის კონსულის ტიტულს გნეუს კარბოსთან ერთად ინაწილებდა. იგი
სულას თავს მოულოდნელად დაესხა სინიასთან ახლოს. საკრიპორტოს ბრძოლა
სულას აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. შედეგი მარიუს უმცროსისთვის კი
გამანადგურებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდა კონსულმა დაკარგა 28 000 კაცი
(იგულისხმება მოკლული, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლები), სულამ
კი მხოლოდ 23. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სულას მხედართმთავრულ
ნიჭს, რაც არა მარტო სტრატეგიის სწორედ შერჩევაში, არამედ გარემო პირობების
ჭკვიანურად გამოყენებაშიც გამოიხატება. ამის შემდეგ მარიუს უმცროსმა სენატს
ყველა რომაელის მოკვლა უბრძანა ვინც სულას ემხრობოდა. ყურადსაღებია ის
ფაქტიც, რომ ამ ბრძანების შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს მარიუს უმცროსის
სიმამრი და აგრეთვე ე.წ პონტიფექს მაქსიმუსი, უმაღლესი ქურუმი, რაც რომის
რესპუბლიკაში კონსულის თანასწორი თანამდებობა იყო. შემდეგი და გადამწყეტი
ბრძოლა კოლინის კედელთან გაიმართა რომთან ახლოს, სადაც სულამ და კრასუსმა
დაამარცხეს „იტალიკებს შორის უძლიერესნი“ (როგორც მათ პლუტარქე
უწოდებდა) ,ტელესინუსი და ლამპონიუსი. ამ მარცხის შემდეგ მარიანების ლიდერმა,
მარიუს უმცროსმა გაქცევა სცადა, არც ეს არ გამოუვიდა და შემდეგ თავი მოიკლა. ამ
ბრძოლის შემდეგ სულამ საკუთარი თავი სამუდამო დიქტატორად გამოაცხადა.

ძვ.წ 81 წელი არა ბრძოლებს, არამედ სულას მხრიდან განხორციელებულ


დამსჯელობით ოპერაციებს მოიცავს. სიცილიაში გაქცეული მარიანების
დასასჯელად სულამ პომპეუსი გაგზავნა, თავად კი ესპანეთში გაემგზავრა და მისი
ძველი მოწინააღმდეგე სერტორიუსი კიდევ ერთხელ დაამარცხა (სერტორიუსი კი
ისევ გაიქცა).

საბოლოო შედეგი სულას დიქტატურითა და ოპტიმატების მხრიდან პოპულარების


შევიწროებით იქნა გამოხატული. უამრავი მარიუსის მომხრე მოკლეს, ზოგმა კი თავს
გაქცევით უშველა, მათ შორის მარიუსის დის შვილმა და ცინა სიძემ, გაიუს იულიუს
კეისარმა. სულას მისი მოკვლა უნდოდა თუმცა იგი შეაყოვნეს და ახალგაზრდა
კეისარმაც საბერძნეთში გაქცევა გადაწყვიტა. მსოფლიოს ისტორიას ახსოვს ორი
ადამიანი, რომლებმაც კეისრის შესაძლებლობები თავიდანვე სათანადოდ შეაფასეს.
პირველი მათგანი სწორედ სულა იყო, რომელიც ამბობდა, რომ ამ პატარა ბიჭში
მრავალი მარიუსი სახლობდა. მეორე კი ციცერონი იყო, რომელიც კეისარს ამჟამად
წყნარ მდგომარეობაში მყოფ მღელვარე ზღვას ამსგავსებდა.

მაკიაველისტური გადმოსახედიდან, სულა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც


იდეალური მმართველი. მან წარმატებას მიაღწია ისე როგორც შრომის, აგრეთვე
სვებედნიერების საშუალებით. იყო ისე როგორც ლმობიერი, აგრეთვე სასტიკი და რაც
მთავარია... მას შეეძლო თანაბრად ებრძოლა ადამიანური და ცხოველური წესებით.
მაკიაველიზმის მთავარი საყრდენიც სწორედ ის არის, რომ ძირითად შემთხვევებში
მთავარს უნდა შეეძლოს ძალისმიერი წესებით ბრძოლა, რადგან კანონიერი გზები
ხშირად საკმარისი არ არის. ძველ-ბერძნულ მითოლოგიაშიც სწორედ ამიტომ
გვევლინებიან კენტავრები, დიადი პერსონაჟების აღმზრდელთა როლში. რაც შეეხება
კონკრეტულად ცხოველურ დაპირისპირებას, მთავარი უნდა ირგებდეს ლომისა და
მელას თვისებებს, რაც სულას შემთხვევაში იდეალურად ჩანს, თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბედნიერი, ღვთაებრივი იმპერატორის გარდა, მას
ლომ-მელასაც ეძახდნენ. ეს ცხოველები სწორედ მათი ბუნების გამო არიან
გამორჩეულნი, რაც თავისთავად ცბიერებასა და ძალაუფლებას აღნიშნავს.

ამ თვისებების გარდა შეგვიძლია თავად პლუტარქეს სიტყვები გაგიზიაროთ,


რომლებითაც იგი სულას დიდებულებას უსვამს ხაზს: „საერთოდ, რომ არ ვახსენოთ
სულას წინააღმდეგ ამხედრებული სხვა მბრძანებლები, კონსულები,
მხედართმთავრები, ბელადები, მე მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: „ვინ იყო
რომაელთა შორის მარიუსზე მეტად ძლევამოსილი, მეფეთა შორის მითრიდატეზე
ძლიერი, იტალიკებს შორის კი ლამპონიუსსა და ტელესინუსზე მეტად მებრძოლი?
სულამ პირველი გააძევა, მეორე დაამარცხა, უკანასკნელი ორი კი მოკლა.“
ძვ.წ 79 წელს იგი მოულოდნელად გადადგა, დიქტატორობაზე უარი თქვა და რომის
გარეთ არსებულ ვილაში გადაცხოვრდა, სადაც მალევე გარდაიცვალა. მისმა
მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ხალხში დაბნეულობა გამოიწვია, უეცარმა
სიკვდილმა კი საშინლად დასწყვიტა გული ისე როგორც პლებეებს, აგრეთვე მის
ერთგულ პატრიციებს. მთავარი არ იყო ის, უყვარდათ, თუ არა სულა რომში.
რომაელები პატივს სცემდნენ მას, ვისი მმართველობის ჟამსაც თავს ამაყად და
ბედნიერად გრძნობდნენ. სულამ ძალაუფლება შიშით განიმტკიცა, თუმცა ისიც
დიდი საქმეა, როდესაც ხალხს შენი ეშინია და არ სძულხარ. დიდებული რომაელის
ქანდაკება რომის ფორუმზე აღმართეს, რომელზეც შემდეგი სიტყვები იყო
დატანილი: „აქ განისვენებს სულა, რომლის მსგავსადაც ჯერ არავის მიუზღავს
სიკეთე მეგობრებისთვის და ბოროტება მტრებისთვის“.

You might also like