Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

აქემენიდური ირანი

კიროს დიდი ---- ძვ.წ.VI საუკ. ჩამოყალიბდა მსოფლიოს უდიდესი სახმელეთო იმპერია
აქემენიანთა საგვარეულო დინასტიით სათავეში, აქემენიანებმა გააერთიანეს ძველი
აღმოსავლეთი ერთ ძლევამოსილ იმპერიაში. სახელმწიფო ჩამოაყალიბეს მიდიელთა და
სპარსელთა უძველესმა წინაპრებმა არიელებმა ( აქედან წარმოსდგა სახელი ირანი, უძველესი
დედაქალაქი სუზა ). ძვ.წ 558 წელს სპარსულ აქემენურ სამეფოს სათავეში ჩაუდგა კიროს II
დიდი , ( ძვ.წ 558-530) ძვ.წ 550 წელს მან დაამარცხა მიდიელები, აიღო მისი დედაქალაქი
ეკბატანა და შეიერთა მიდიის უზარმაზარი ტერიტორიები, დედაქალაქად გამოაცხადა
ქალაქი ფასარგადი. კიროსმა 539 წელს აიღო ბაბილონი , სადაც განსახლებული იყვნენ
სამშობლოდან გადმოსახლებული ხალხები, მათ შორის ნაბუქოდონოსორის მიერ
გადმოსახლებული ტყვე ებრაელები. კიროსმა ებრაელები გაათავისუფლა და სამშობლოში
დააბრუნა, გამოუყო სახსრები იერუსალიმის ტაძარის აღსადგენად. ( ამის გამო ბიბლიაში
არცერთ არაებრაელ მმართველს არ მიეგება ისეთი პატივი , როგორც კიროსს). კიროსმა
შემოიღო „ რელიგიური ავტონომიის „ პირველი ნიმუში კაცობრიობის ისტორიაში,
ერთმანეთს შეურწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს- ჩვეულებები. შეინარჩუნა
ადგილობრივი მმართველობის სისტემა. კიროსმა სათავე დაუდო სპარსულ იმპერიას.
დიდგვაროვანი არისტოკრატია სამეფო სამსახურში ჩადგა, რიგითი სპარსელები სამხედრო
ფენად გარდაიქმნენ, მათ მიწებს არენდატორები ამუშავებდნენ, თვითონ კი ცხოვრების
ძირითად ნაწილს ლაშქრობებში ატარებდნენ. კიროსის მემკვიდრემ კამბის II -ემ ( ძვ.წ 530-
522) დაიპყრო ეგვიპტე და აქემენიანთა იმპერია გადაიჭიმა ცენტრალური აზიიდან
მაკედონიამდე. კამბიზმა ფარაონის ტიტული მიიღო და ეგვიპტის მეფედ ყველა წესის
დაცვით ეკურთხა. იგი მამის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო, მონაწილეობას იღებდა
ეგვიპტელთა დღესასწაულებში, ეგვიპტელებს რელიგიასა და პირად ცხოვრებაში
თავისუფლებას უნარჩუნებდა . 522 წელს სპარსეთში აჯანყება დაიწყო, კამბიზი
სამშობლოსკენ გამოემართა და შეთქმულებმა მოკლეს. ტახტზე ავიდა დარიოს I .

დარიოს I –( ძვ.წ (522- 486წწ) – „ მეფეთა მეფე „ „მთელი ქვეყნიერების მეფე“ ეწოდებოდა.
დარიოსმა სპარსეთში დაწყებული აჯანყებები ჩაახშო და დაიწყო ადმინისტრაციულ -
ფინანსური რეფორმების გატარება მთელ იმპერიაში. რეფორმებმა სახელმწიფო
მმართველობის მყარი სისტემა ჩამოაყალიბა, დაპყრობილ ხალხებზე კონტროლი დააწესა,
გადასახადების მოწესრიგებისა და სამხედრო ძალის გაზრდის საშუალება შექმნა. დარიოსმა
სახელმწიფო დაყო ადმინისტრაციულ- საგადამხდელო ოლქებად, რომლებსაც სატრაპიები
ეწოდებოდათ. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 70 ხალხს, რომელებიც
ჰყავდათ დაპყრობილი და შედიოდნენ 20 სატრაპიაში. მე-18 და მე 19 სატრაპიაში
შედიოდნენ ქართველები, კოლხები მე 19 სატრაპიაში. კოლხეთის სამხრეთის ნაწილი
აქემენიანებმა უშუალოდ დაიქვემდებარეს, კოლხეთის სამეფოს მცირე ნაწილი აგრძელებდა
დამოუკიდებლად არსებობას და უგზავნიდა აქემენიანებს ნებაყოფლობით ძღვენს.
სატრაპიათა საზღვრები ემთხვეოდა ძველ სახელმწიფოების და ხალხების ეთნიკურ
საზღვრებს. ადმინისტრაციული ოლქის სათავეში ძირითადად სპარსელი სატრაპები
ინიშნებოდნენ .( კიროსის და კამბიზეს დროს ოლქების მმართველებად ძირითადად
ადგილობრივი წარჩინებულები ინიშნებოდნენ) გამიჯნა სატრაპების და
მხედართმთავრების ფუნქციები, მხედართმთავრები უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.
სატრაპები, მხედართავრები, მოხელეები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ცენტრალურ
მმართველობასთან და მათ მუდმივად აკონტროლებდა საიდუმლო პოლიციის უმაღლესი
მოხელე ხაზარაპეტი. დარიოსმა ჩამოაყალიბა სამეფო გვარდია „ ათი ათასი უკვდავი “ ,
ისინი უშუალოდ მეფის პირად დაცვას წარმოადგენდნენ. დარიოსმა ჩამოაყალიბა სამხედრო
ერთეულები ტოპარქიები. არმია ძირითადად დაკომპლექტებული იყო სპარსელებისგან და
მიდიელებისგან. სპარსელების არმია შედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ჯარისაგან.

დარიოსმა მოაწესრიგა გადსახადების აკრეფა, გაატარა ეკონომიკური რეფორმები, მოჭრა


ფული „ დარიკი“, რომელსაც მხოლოდ მეფე ჭრიდა , ხოლო სატარპიებში იჭრებოდა ფული
„სიკლი“. ვაჭრობის და კომუნიკაციის განვითარებისთის მოაწესრიგა გზები, ააგო „ სამეფო
გზა“, გაიყვანა და აღადგინა ნილოსისა და მეწამულის ზღვის შემაერთებელი არხი .
დარიოსმა შექმნა საფოსტო სადგურები , რომლებიც ინფორმააცის გავრცელების სწრაფ
საშუალებას იძლეოდა , რაც აადვილებდა იმპერიის მართვას. ააშენა ქალაქი პერსეპოლისი
და იქ გადაიტანა დედაქალაქი. პერესეპოლისი უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და
ძლიერების სიმბოლოდ იქცა, ქალაქი -სასახლე აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ
ტერასაზე და გადაჰყურებდა დაბლობს , თითქოს ცასა და მიწას შორის იყო გამოკიდული .
ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე , მორთული 33 ხალხის გამოსახულებიანი
რელიეფით, რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფისთვის. კიბე მიდიოდა სასახლისკენ-
„აპადანისკენ “- ( სპარსულად ასე უწოდებდნენ ) იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი
სასახლისკენ. დარიოსმა აქემენიანთა იმპერიაში საერთაშორისო ენად არამეული ენა
შემოიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ყველაზე გავრცელებული ენა იყო და
დიპლომატიისა და ვაჭრობის ენად იყო ქცეული. არამეული ენა ოფიციალურ ენად იქცა
მთელი იმპერიის კანცელარიისთის, ცენტრიდან სატრაპიებში დოკუმენტები ამ ენაზე
იგზავნებოდა. აქემენიანი მეფები , ისევე როგორც ძველი სამყაროს სხვა მონარქები საკუთარ
წარწერებს სასახლეების კედლებზე, ქვის ფილებზე , კლდეზე აკვეთინებდნენ .
შემორჩენილია დარიოსის წარწერა ქალაქ სუზაში, რომელიც ქალაქის აგებას მოგვითხრობს

.ქსერქსე I-( ძვ.წ 486 -465)--დარიოსის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე ქსერქსე
გამეფდა. ქსერქსემ გაარძელა დარიოსის მიერ დაწყებული ლაშქრობები ბერძნული
ქალაქების წინააღმდეგ. ბერძენ--სპარსელთა ომები ძვ.წ 490 წლიდან ძვ.წ 449 წლამდე
გაგრძელდა და აქემენიანთა დამარცხებით დასრულდა , მათ ხელი აიღეს ბერძნული
ქალაქების დაპყრობაზე. ქსერქსემ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი რელიგიური რეფორმა
გაატარა და ირანელთა საერთო რელიგიად ზოროასტრიზმი გამოაცხადა.
ზოროასტრიზმი იგივე --- ცეცხლთაყვანისმცემლობა --მაზდეანობა ქსერქსემ I-მა
სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა აქემენიანთა იმპერიაში. ზოროასტრიზმი იქადაგა
ზარატუშტრამ - ( ბერძნულად ზოროასტრმა) წმინდა წიგნია „ ავესტა“. სიკეთის ღმერთია
აჰურამაზდა , ბოროტების არიმანი . ზოროსატრიზმი ეფუძნება სიკეთისა და ბოროტების
მარადიული ბრძოლის იდეას . ქსერქსემ აკრძალა იმპერიაში მცხოვრები ხალხების ხვადასხვა
ღვთაებები და აჰურამაზდას სავალდებულო თაყვანისცემა დააწესა.
იმპერიის დაკნინება და დაშლა. აქემენინათა იმპერიაში აურაცხელი მატერიალური
რესურსი და უზარმაზარი არმია იყო. არმია შედგებოდა სხვადასხვა ტომების
წარმომადგენლებისგან, რომლებიც მოძველებული იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და ბევრად
ჩამორჩებოდნენ იმ დროისთვის საუკეთესო შეიარაღების მქონე და სამხედრო საქმეში
გაწაფულ ალექსანდრე მაკედონელის არმიას, რომელსაც სათავეში ნიჭიერი
მხედართმთავრები ედგნენ. სამეფო კარის ინტრიგებმა, დაპყრობილი ხალხების აჯანყებებმა ,
სატრაპების მისწრაფებებმა სეპარატიზმისკენ აქემენიანთა იმპერია დაასუსტა და მან
წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბერძნულ-მაკედონური არმიის შემოჭრას ძვ.წ 334 წელს და
საბოლოოდ ძვ.წ 331 წელს დამარცხდა გავგამელას ბრძოლაში აქემენიანთა უკანასკნელი
მმართველი დარიოს III ალექსანდრე მაკედონელთან . იმპერიამ არსებობა შეწყვიტა .

აქემენინათა იმპერიამ უდიდესი როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ,


ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობა დამყარდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, შეიქმნა
ხელსაყრელი პირობები საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. აქემენიანთა
ტოლერატული პოლიტიკა ხელს უწყობდა კულტურული , რელიგიური , ენობრივი და
საზოგადოებრივი ცხოვრების დაახლოვებას ახლო აღმოსავლეთის ხალხებში .

You might also like