სამოქალაქო განათლება. VIII თავი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

VIII თავიი.

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები


8.1. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები

ადამიანის უფლებების წარმოშობას საფუძვლად უდევს კონსტიტუციური


ღირებულება- ადამიანი.ადამიანთა არსებობა ეფუძვნება ისეთ მნიშვნელოვან
უფლებებს, რომლებიც არის: ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება.
ღირსება უნივერსალური ცნებაა, იგი სახელმწიფოზე, ეროვნებასა და ნებისმიერ
იდეოლოგიაზე მაღლა დგას. იგი არის ყველა უფლებისა და თავისუფლების
წყარო. ღირსების ცნებასთან დაკავშირებულია პატივის ცნებაც. პატივი შეიძლება
განვმარტოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის საზოგადოების მიერ შეფასება ,
რაც ემყარება ამ ადამიანის დამსახურებას სხვათა წინაშე. პატივის მსგავსი ცნებაა
რეპუტაცია. ეს იმ შეხედულებათა ერთობლიობაა, რაც ადამიანის შესახებ გააჩნია
საზოგადოებას.
თანასწორობა არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უყალიბებს
შეგრძნებას, რომ მასაც სხვებივით აქვს უფლებები და ის თავისი სამართლებრივი
სტატუსით უთანაბრდება სხვა პირებს. თანასწორობით ადამიანი თვლის, რომ ის
არ აღემატება სხვებს და არც გააჩნია ამის სურვილი.
თავისუფლება არის ადამიანის შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი,
იმოქმედოს თავისი სურვილისამებრ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე (გარდა
იმ შეზღუდვებისა, რომელსაც აწესებს კანონი). თავისუფლება პირველ რიგში
ასოცირდება ადამიანის ხელშეუხებლობის უფლებასთან. ხელშეუხებლობის
უფლება არის კონსტიტუციური უფლება, რომელიც კრძალავს ადამიანის
ცხოვრებაში ჩარევას.

8.2. ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი


მნიშვნელოვანი ეტაპები
ადამიანის ძირითადი უფლებები პირველად ინგლისში 1215 წლის 15 ივნისს
ცნობილ დოკუმენტში “მაგნა ქარტაში” ჩამოყალიბდა. ეს დოკუმენტი
ძირითადად წარმოადგენდა დიდგვაროვანთა ფენის მიერ მეფის
ხელისუფლებისაგან მიღებულ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში განისაზღვრა
კანონის გარეშე ადამიანის დაპატიმრების აკრძალვა.
ადამიანის უფლებათა განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანა
გამოვტოთ ორი დოკუმენტი - “ჰაბეას კორპუს აქტი” და “ადამიანის უფლებათა
ბილი”.
პირველი მათგანი მოითხოვდა, რომ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ
წარედგინათ სასამართლოში.
ხოლო მეორე დოკუმენტი, უკვე შეიცავდა ისეთ უფლებას, როგორიცაა პეტიციის ,
ანუ გასაჩივრების უფლება.
საქართველოში ადამიანის უფლებებს მცირე ხნის, მაგრამ საინტერესო
ისტორია აქვს. პირველად ადამიანის უფლებები აღიარებულ იქნა 1921 წლის
კონსტიტუციით, რომელმაც ადამიანის უფლებათა საკმაოდ ვრცელი
ჩამონათვალი შემოგვთავაზა. მათ შორის კანონის წინაშე თანასწორობის,
პიროვნების ხელშეუხებლობის, სინდისისა და აღმსარებლობის, შეკრებისა
და მანიფესტაციის უფლება და სხვა.
სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვლის რუსული ანექსიის შემდეგ საბჭოთა
კონსტიტუციებმა უგულვებელყვეს ძირითადი უფლებები და მოქალაქეებს
განუსაზღვრეს მხოლოდ სოციალური უფლებით სარგებლობის უფლება.
Საქართველოს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის
უფლებების განვითარების კუთხით იყო 1995 წლის კონსტიტუციის მიღება,
რომელმაც ნათლად ჩამოაყალიბა ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები.

8.3. უფლებებისა და თავისუფლებების არსი


ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განეკუთვნება მხოლოდ ადამიანისა და
სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს.ძირთადი უფლებები უპირველეს ყოვლისა,
სახელმწიფოსგან ადამიანის დამცავი უფლებებია.
ძირითადი უფლებები ერთგვარ ვალდებულებას უწესებს სახელმწიფოს, ეს
ნიშნავს იმას, რომ ყველა ქმედება რაც ხორციელდება სახელმწიფო
ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებების დაცვით.
ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი თვისებაა მათი განუყოფლობა,
საყოველთაოობა და ურთიერთდამოკიდებულება. ადამიანის უფლებები
კონსტიტუციით არის დაცული.
როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც უფლება, ეს გულისხმობს
სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ჩვენი უფლების რეალიზება.
ადამიანის უფლებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა სიცოცხლის
უფლება.სიცოცხლის უფლება მიეკუთვნება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს
ღირებულებას.
საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად სიცოცხლის უფლებას იცავს მთელი
რიგი საერთაშორისო აქტები.მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სიკვდილით დასჯა.
1997 წლამდე საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებდა ადამიანის
სიკვდილით დასჯას.როგორც სასჯელის ყველაზე მძიმე სახეს, რომელსაც უმძიმესი
დანაშაულის შემთხვევაში ნიშნავდა უზენაესი სასამართლო. 1997 წლის 11
ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი სასჯელის გაუქმების შესახებ.

8.4. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების


კლასიფიკაცია
ადამიანის უფლებების დაჯგუფების სხვადასხვა პრინციპი არსებობს. ამ
პრინციპების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ:
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო -
პოლიტიკური უფლებაა არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის მიღების
უფლება.
სოციალური და ეკონომიკური უფლება - ძირითადად ამ ჯგუფს განაკუთვნებენ
მაგ. Განათლების, შრომის, ჯანმრთელობის, ქორწინების და ა.შ. უფლებებს.იგი
ასევე მოიცავს თავისუფალი კონკურენციის უფლებებს, სახელმწიფოს მხრიდან
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, მონოპოლიის აკრძალვას და სხვა.
კულტურული უფლებები - კულტურული უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია
საზოგადოების სწორად განვითარებისთვის.იგი ხელს უწყობს შემოქმედებით
საქმიანობაში ადამიანის მონაწილეობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ,
ადამიანის საზოგადოებრივ - კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ადამიანის უფლებათა დაჯგუფების


ერთ -ერთ გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს უფლებათა კლასიფიცირება
თაობების მიხედვით. ერთმანეთისგან განასხვავებენ სამი თაობის უფლებას.
პირველი თაობის უფლებებს განეკუთვნება სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებები. (სიცოცხკის უფლება, პირადი ცხოვრების დაცვის უფლება,
სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის უფლება და სხვა).
მეორე თაობის უფლებებად მიიჩნევა სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული უფლებები. (შრომის უფლება, განათლების უფლება, სოციალური
უსაფრთხოების უფლება).
მესამე თაობის უფლებებს მიაკუთვნებენ სოლიდარულ ანუ კოლექტიურ
უფლებებს. (თვითგამორკვევის უფლება, ჯანსაღი გარემოს უფლება, მშვიდობის
უფლება და სხვა.)

ერთმანეთისგან განასხვავებენ აბსოლურ და შეზღუდულ უფლებებს.


უფლებები შეზღუდული ხასიათისაა. მათი შეზღუდვა საჭიროა, იმისთვის რომ
ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული.
ყველა ადამიანის უფლებაა: ღირსების, პიროვნების თავისუფალი
განვითარების, სიცოცხლის, აზრის, რწმენის და სინდისის თავისუფლება,
კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა.
მხოლოდ მოქალაქის უფლებაა: რეფერენდუმებსა და არჩევნებში
მონაწილეობის, პოლიტიკურ გაერთიანებებში გაერთიანების, საქართველოს
მოქალაქეობის ჩამორთმევის დაუშვებლობის, მოქალაქეობიდან გაძევების
აკრძალვის უფლება და ა.შ.

8.5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების


განმსაზღვრელი
ფუძემდებელი დოკუმენტები
ადამიანის უფლებათა განვითარებაში დიდი როლს ასრულებენ საერთაშორისო
სამართლებრივი აქტები, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ადამიანის ძირითად
უფლებებსა და თავისუფლებებს .
ადამიანისთვის დაბადებიდან ბოძებული უფლებების შესახებ პირველად
დაიწერა ინგლისში 1215 წელს თავისუფლების დიდ ქარტიაში, რომელიც
ძირითადად ფეოდალების უფლებების დაცვას ემსახურებოდა.
1628 წელს ინგლისში მიღებულ იქნა პეტიცია უფლებათა შესახებ. პეტიცია
ნიშნავს ერთგვარ წერილობით მოთხოვნას, რომლითაც მოქალაქეები
სახელმწიფო ორგანოებს მიმართავდნენ. Ამ პეტიციით მოქალაქეთა
დაპატიმრება, მათი ბინების, წერილებისა და პირადი ქაღალდების ჩხრეკა ან
სხვა ღირსებისა და პატივის შემლახავი ქმედება იკრძალებოდა.
Შემდეგი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ,ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით, მიღებულ იქნა ასევე ინგლისში 1679 წელს, რომელიც ცნობილია
ჰაბეას კორპუსის აქტით. იგი კრძალავს სასამართლოს გარეშე პირის დაკავებას
და უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ნებისმიერი საქმე სასამართლოს გზით
იყოს გადაწყვეტილი.თანამედროვე გაგებით “ჰაბეას კორპუსი” გულისხმობს
ვალდებულებას აღინიშნოს ადამიანის დაკავების თარიღი და მიზეზი.

ადამიანის უფლებათა განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დოკუმენტს


წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ბილი, რომელიც ასევე ინგლისში 1689
წელს იქნა მიღებული. იგი პარლამნენტის უფლებებთან ერთად, აღიარებდა
რამდენიმე ინდივიდუალურ უფლებას.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო გასაჩივრების უფლება.

უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო აქტს წარმოადგენს ადამიანის


უფლებათა საყოველთაო დცეკლარაცია. იგი მიღებულ იქნა გაეროს
გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან დოკუმენტებს შორის
უნდა გამოვყოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წლის 20
ნოემბერს მიღებული კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. Იგი 1994
წლიდან მოქმედებს საქართველოში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვამ
დოკუმენტს ევროპის კონტინენტზე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. იგი მიღებულ იქნა
1950 წელს ევროპის საბჭოს მიერ, ხოლო 1953 წლიდან ძალაში შევიდა.
Საქართველო კონვენციას მიუერთდა 1999 წელს.

8.6. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები


ადამიანის უფლებათა არსებობას მათი დაცვის ეფექტური მექანიზმების გარეშე
ექნებოდა თეორიული და არა პრაქტიკული ხასიათი.
ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ადამიანის უფლებების დაცვის
სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები.
სახელმწიფო მექანიზმებია ის საშუალებები, სახელმწიფოს ფარგლებში
უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას.
საერთაშორისო მექანიზმები ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას, არა
მხოლოდ კონკრეტულად ერთ სახელმწიფოში, არამედ გლობალურად.
შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმებიდან უნდა გამოვყოთ ისეთი ინსტიტუტები,
რომლებიც თითქმის ყველა განვითარებულ და დემოკრატიულ სახელმწიგოში
არსებობს. მაგ. Სახალხო დამცველის აპარატი.რომელიც საქართველოში 1995
წელს შეიქმნა. სახალხო დამცველი არის ოფიციალური თანამდებობის პირი,
რომელიც განიხილავს სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტებს (ომბუდსმენი)
სახალხო დამცველი უფლებამოსილებებს ახორციელებს საკუთარი აპარატის
მეშვეობით.მის აპარატში მოქმედებს სპეციალიზებული ცენტრები:

 ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრი;


 ტოლერანტობის ცენტრი.
Ასევე მისი აპარატის შემადგენლობაშია სხვადასხვა დეპარტამენტი :

 შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;


 თანასწორობის დეპარტამენტი;
 თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
 გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი.
საქართვველოს სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია პრევენციისა და
მონიტორინგის დეპარტამენტი.

ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი არის


სასამართლო. Სასამართლო წარმოადგენს ხელისუფლების ძირითად შტოს,
რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მარტლმსაჯულება.
საქართველოში მართლმსაჯულების ფუნქციას ასრულებენ საერთო და
საკონსტიტუციო სასამართლოები.
საერთო სასამართლოში მართლმსაჯულება ხორციელდება თანასწორობისა
და კანონის საფუძველზე.სასამარტლო განხილვის ეტაპზე მოქმედებს რამდენიმე
მნიშვნელოვანი პრინციპი, როგორიც არის საქვეყნოობა, დამოუკიდებლობა და
მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი.
სამოქალაქო სასამართლოში აუცილებლად მონაწილეობს მოსამართლე,
სხდომის მდივანი და მხარეები მოსარჩელისა და მოპასუხის სახით. მოსარჩელემ
აუცილებელია მისი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს სარჩელის ან
განცხადების გზით. მოპასუხის მიერ შედგენილ დოკუმენტს ჰქვია შესაგებელი,იგი
არის ერთგვარი პასუხი მოსარჩელის სარჩელზე.
სასამართლო განხილვაში შეიძლება მონაწილეობდეს ასევე მოწმე, ექსპერტი,
თარჯიმანი და ადვოკატი.
სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს დაცვისა და
ბრალდების მხარე.
დაცვის მხარე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბრალდებული პირის,
მსჯავრდებული პირის და მათი ადვოკატის სახით.
ბრალდების მხარე წარმოდგენილია პროკვრორის სახით.
*პროკვრორი - სახელმწიფოს ისნტერესების დამცველი პირი, რომელსაც
სასამართლოში შეაქვს მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი ცნობილ იქნეს
დამნაშავედ თუ მის მიმართ არსებობს დასაბუთებული მტკიცებულებები,რომ ამ
პირმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული.

სასამართლო ასევე განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეებს.


ადმინისტრაციული საქმეების თავისებურება იმაშია, რომ ამ დავაში ყოველთვის
მონაწილეობს სახელმწიფო ორგანო.

You might also like