Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თბილისის სააპელაციო სასამართლო

No2ბ/276-15 განჩინება საქართველოს სახელით

13 ივლისი 2015 წელი

მოსამართლე-ქეთევან მესხიშვილი

Issue: No2ბ/276-15 საქმეში აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ შრომით


ურთიერთობაში.საქმის სხვადასხვა ასპექტებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან
გამომდინარე,სასამართლომ დაადგინა პრინციპი Ultima Ratio.

Rule: აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტის დადგენისათვის სასამართლომ მთავარ


წყაროდ და სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის ზ ქვეპუნქტი.ამ მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა Ultima Ratio-ს
პრინციპი.

Application: სასამართლომ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ აღნიშნა რომ შრომით


სამართლებრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ბალანსი, შრომის უფლებასა და
დასაქმებულს შორის.ბალანსი კი გონივრული სტანდარტიდან უნდა
გამომდინარეობდეს.თბილისის სააპელაციო სასამართლოს თქმით,იმ პირობებში,როდესაც
დასაქმებული ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან უხეში დარღვევის
მიზეზით თავისუფლდება,დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაადასტუროს
არსებული ფაქტობრივი გარემოებები,რომლებიც ასაბუთებენ იმას,რომ გათავისუფლებული
პირი ნაკისრ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევდა ჯეროვნად.სასამართლო ხაზს უსვამს
შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში კეთილსინდისიერებას.რაც გულისხმობს იმას,რომ
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია
დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად
სარგებლობა.სასამართლო აღნიშნავს,რომ სწორედ კეთილსინდისიერებიდან
გამომდინარეობს,დამსაქმებლის მიერ აღნიშნული უფლების ჯეროვნად და კანონით
გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით გამოყენება.ამასთანავე,თბილისის
სააპელაციო სასამართლო,უფლების ჯეროვნად გამოყენებაზე საუბრისას,ეხება უფლების
ბოროტად გამოყენებასაც და ამბობს,რომ როდესაც მინიჭებული უფლების სწორი გამოყენება
ხდება,ცხადია ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებასაც.აქედან
გამომდინარე,განსაკუთრებული როლი ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს
პრინციპს-მის დაცვასა და პრაქტიკაში განხორციელებას.ეს პრინციპი თავის თავში
მოიაზრებს,რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება,გამოყენებული უნდა იქნეს
მაშინ,როდესაც მის მიერ ჩადენილ დარღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე,სხვა უფრო
მსუბუქი ალტერნატივის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული.შესაბამისად, Ultima Ratio-ს
პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო ამბობს,რომ პრიორიტეტია შრომით
სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება,და არა მისი დარღვევა.სასამართლო
უთითებს,რომ ვალდებულების „უბრალო დარღვევა“ ვერ გახდება სამართლიანი და
ლეგიტიმური მიზანი შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისთვის,ამისათვის
საჭიროა ვალდებულების „უხეში დარღვევა“.
Conclusion: თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს ultima ratio-ს პრინციპს და ხაზს
უსვამს შრომის უფლებასა და დამსაქმებელს შორის არსებულ ბალანსს.სასამართლო
ადგენს,რომ გათავისუფლება სამართლიანი და ლეგიტიმურია მაშინ,როდესაც დარღვევის
სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი ალტერნატივის შეფარდებას აზრი არ
აქვს.სასამართლომ ხაზი გაუსვა,რომ Ultima Ratio-ს პრინციპიდან გამომდინარეობს,ის,რომ
პრიორიტეტი არის შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.

You might also like