Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

● ‘;საჭმლის მონელება ნაწლავში

წვრილი ნაწლავი არის საჭმლის მომნელებელი არხის ყველაზე გრძელი ნაწილი.


თორმეტ გოჯა ნაწლავი წვრილი ნაწლავის პირველი განყოფილებაა. მასში იხსნება
ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარები.

ღვიძლში გამომუშავდება სეკრეტი ანუ ნაღველი რომელიც ნაღვლის ბუშტში


გროვდება და ნაღვლის სადინარით თორმეტგოჯა ნაწლავში ჩადის.

პანკრეასი გამოიმუშავებს წვენს ფერმენტებით: ტრიპსინი, ამილაზა, ლიპაზა.


თორმეტგოჯა ნაწლავში იწყება ცხიმების მონელება ლიპაზას მოქმედებით.

ნაღველი ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ფერმენტებს. ცხიმებს შლის და


წვრილ ნაწლავებში მის შეწოვას აადვილებს.

წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში მოთავსებულია ჯირკვლები რომლებიც წვენს


გამოყოფენ. იგი შეიცავს შემდეგ ფერმენტებს: ამილაზა, ლაქტაზა, ლიპაზა, ერეფინი.

წვრილი ნაწლავის კედელი ამოფენილია ხაოებით რაც შემწოვი ზედაპირის ფართს


ზრდის. ხაოების კედელი ეპითელიუმისაგან შედგება და მდიდარია სისხლისა და
ლიმფური კაპილარებით. ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი გადადის ხაოების
ეპითელურ უჯრედებში სადაც წარმოიქმნება ადამიანისთვის დამახასიათებელი
ცხიმები.

ნაწლავებიდან გამოსული სისხლი ღვიძლში კარის ვენით ხვდება სადაც


ნივთიერებების დეტოქსიკაცია ხდება. ეს ღვიძლის ბარიერული ფუნქციაა.
ღვიძლის ფუნქციებია:

➢ გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნა


➢ ბარიერული ფუნქცია

ღვიძლში სამარაგოდ ვხვდებით ვიტამინებსაც. ღვიძლში ამდენი პროცესების გამო


დიდი რაოდენობით სითბო წარმოიქმნება.
მასხვილი ნაწლავი 1.5 მ სიგრძისაა და მისის ზედაპირიც დანაოჭებული ლორწოვანი
გარსითაა გამოფენილი. მსხვილ ნაწლავში წყალი და ცელულოზა ანარადა საკვების
უხეში ნაწილი გადადის. მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები მონაწილეობას
ცელულოზის დაშლაში იღებენ.

მოუნელებელი საკვებით ყალიბდება ფეკალიები რომლებიც მოგვიანებით სწორ


ნაწლავში გადადის. ამ პროცესს დეფეკაცია ეწოდება.

You might also like