Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შესავალი

მემკვიდრეობითი სამართალი, არის იმ სამართლებრივ ნორმათა


ერთობლიობა, რითაც განისაზღვრება გარდაცვლილის მიერ დატოვებული ქონების,
იგივე სამკვიდროს, ბედი. მემკვიდრეობა არის საკუთრების სამართლის ნაწილი,
მემკვიდრეობითი სამართალი ვერ იარსებებს საკუთრების გარეშე.

ჩვენამდე სამწუხაროდ მწირი რაოდენობით ადრეფეოდალიზმის ხანის


მემკვიდრეობითი სამართლის წყაროებმა მოაღწია, მაგრამ არსებობს ისეთი
ისტორიული, ლიტერატურული, ჰაგიოგრაფული და სხვა სახის ძეგლები, რომლებიც
გვაწვდიან საკმაო ინფორმაციას მემკვიდრეობით სამართალზე. მაგრამ
გაერთიანებული ფეოდალური საქართელოს ხანის მემკვიდრეობით სამართალზე
გვაქვს რამდენიმე წყარო, როგორიცაა დავით აღმაშენებლის ანდერძები, გრიგოლ
სურამელის ანდერძი შიომღვიმისადმი და ა.შ. სამემკვიდრეო სამართალს აგვარებდა
ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალეს, ბექასა და აღბუღას სამართლის
წიგნები, ხოლო XVIII საუკუნიდან ვახტანგის სამართლის წიგნი.

ივანე ჯავახიშვილს თუ დავუჯერებთ სამკვიდროს მიღება შეიძლებოდა


მშობლების სიცოცხლის პერიოდშივე, თუმცაღა მეტად სავარაუდოა, რომ
მემკვიდრეობა მხოლოდ მშობლების სიკვდილის შემდეგ გადავიდოდა „მკვიდრის“
ანუ ვაჟის ხელში. ქრისტიანული მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი არ
განასხვავდება მემკვიდრეებს სქესის მიხედვით და თანაბარ უფლებებს ანიჭებდა
როგორც ვაჟებს, ასევე ქალებსაც, მაგრამ ქართულ რეალობაში ეს წესები დაცული არ
იყო. მემკვიდრეობა გადადიოდა შვილებთაგან ყველაზე უფროსზე. რაც შეეხება
ქალიშვილებს, მათ წილის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ თუკი არ
გათხოვდებოდნენ, როგორც ჯავახიშვილი აღნიშნავს „სახლსა შინა“ იქნებოდნენ.
გარდა ამისა იყო მეორე შემთხვევა მემკვიდრეობის ქალისთვის გადაცემისა,
რომელიც ისეთ დროს ხორციელდებოდა, როცა მშობლებს ვაჟი არ ჰყავდათ და
შესაბამისად ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ქალი გვევლინებოდა. რაც შეეხება
მემკვიდრის გარეშე დარჩენილ საკუთრებას მას სახელმწიფო ეპატრონებოდა.

მემკვიდრეობის მეორე ფორმა იყო ანდერძი, რომელიც ერთგვარად პირის


ნების გამოვლენად გვევლინება, ვინაიდან მოანდერძე სიკვდილის წინ ან
სიკვდილამდე გარკვეული პერიოდით ადრე იბარებდა ვის ხელში უნდა
გადასულიყო მისი ქონება. დროთა განმავლობაში მემკვიდრეობის ანდერძით
გადაცემამ მთელი რიგი წესები და ცერემონიალური ფრაგმენტები გამოიმუშავა,
როგორიცაა მაგალითისთვის მემკვიდრისა და მოწმეების დართული ხელმოწერები
უშუალოდ დოკუმენტზე. მოანდერძე ირჩევდა აღმასრულებელსაც, ესეიგი პირს
რომელსაც სისრულეში უნდა მოეყვანა გარდაცვლილის დანაბარები.
აღმასრულებლად ძირითადად სასულიერო პირებს ან ოჯახთან დაახლოვებულ
კარგი რეპუტაციის მქონე პირებს ირჩევდნენ ხოლმე.

კანონისმიერი მემკვიდრეობა
კანონისმიერ მემკვიდრეობაში მთავარი არის კანონის და არა მამკვიდრებლის
სურვილი. კანონი გვევლინება უზენაესი გადაწყვეტილების დამდგენად და
კანონიერი მემკვიდრეებიც სწორედ მაშინ ერთვებიან პროცესში როცა ანდერძი ან
საერთოდ არ არსებობს, ან არ ესადაგება კანონით დადგენილ ნორმებს. კანონისმიერი
მემკვიდრეობა მეტწილად ზღუდავს მამკვიდრებლის აბსოლიტურ თავისუფლებას,
რადგან ის საერთო ნების გამომხატველია.

მემკვიდრეობის საფუძველს წარმოადგენდა სისხლით ნათესაობა. შესაძლოა


გამზრდელს ან ძმადნაფიცს შესაძლოა მამკვიდრებელთან უკეთესი ურთიერთობა
ჰქონოდა ვიდრე საკუთარ სისხლის ნათესავთან, თუმცა ანდერძის არ არსებობის
შემთხვევაში ქონება სისხლით ნათესავს გადაეცემოდა ვინაიდან „მემკვიდრეობა
სისხლით ნათესაობაზე აგებული ინსტიტუტია“.

ქართული სამართალი შვილებს თანასწორობას არ ანიჭებს და აშკარა


უპირატესობით სარგებლობენ ვაჟიშვილები.ამის მთავარ გამომწვევ მიზეზად ის
უნდა განვიხილოთ, რომ ვაჟები გვარის გამგრძელებლებად განიხილებიან. ვაჟს
ეკისრება ოჯახზე ზრუნვის, ტრადიციების დაცვისა და სისხლის აღების
ვალდებულება, რისი შესრულების საშუალებასაც ქართული დოგმატიკური წეს-
ჩვეულებები ქალს არ აძლევს. ქალს მოიაზრებდნენ სხვისი გვარის სიცოცხლის
გამგრძელებლად და აქედან გამომდინარე უვაჟო ოჯახი დაქცეულად ან „ოხრად“
მოიხსენიებოდა. მსოფლიოს მრავალ ცივილიზაციაში გავრცელებული იყო წესი რის
მიხედვითაც უშვილოდ გარდაცვლილი ძმის ცოლი ძმასვე უნდა შეერთო ცოლად,
რათა ოჯახის სიცოცხლე გაგრძელებულიყო. ამ მოვლენას ლევირატი ეწოდება და
ამდაგვარ შემთხვევებს ვაწყდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიაში.
შვილად აყვანაც სიცოცხლის გაგრძელებად ითვლებოდა და აყვანილი შვილი
ანალოგიური უფლებამოსილებებით სარგებლობდა როგორითაც ღვიძლი.

ქართული სამართალი აწესებს სხვადასხვა სახის წილებს მემკვიდრეებისთვის


და უხეშად რომ ვთქვათ ყველას იმას უწილადებს რაც ადათ-წესებისა და კანონების
გათვალისწინებით ეკუთვნის. მსგავსი წილები იყო საუფროსო, სასაშუალო და
საუმცროსო. საუფროსო წილი მოიაზრებდა უფროსი ვაჟისთვილისთვის ქონების
ყველაზე მსხვილი და ძვირფასი ნაწილის გადაცემას ვინაიდან იგი განიხილებოდა
წინაპართა დანატოვარის უფროს განმგებლად. ამ მოვლენას ხსნიდნენ ისე, თითქოს
უფროსი შვილის სხვებზე მეტად დასაჩუქრება გამომდინარეობდა მისი
პირმშოობიდან, სხვაგვარად რომ ვთქვათ მისთვის მიღებული ქონება იყო ერთგვარი
კომპენსაცია კულტის სამსახურის მოთავეობისთვის და ხარჯების გაწევისათვის.
ანალოგიური პრინციპით ნაწილდებოდა სასაშუალო და საუმცროსოც, მხოლოდ იმ
განსხვავებით რომ თითოეულს მისთვის განკუთვნილი წილი ერგებოდა.

არსებობდა საჭირნახულო და ავადმყოფი შვილის წილებიც. საჭირნახულო


მოიაზრებდა იმ გარჯის საზღაურს რომელსაც შვილი ოჯახის მიმართ სწევდა. იგი
შეიძლება მიეღო როგორც უფროსს ისე საშუალოსა და უმცროს შვილსაც. რაც შეეხება
ავადმყოფი შვილის წილს მსგავს ანალოგს ქართულ სამართალში ხშირად ვერ
ვხვდებით და მისი მოწესრიგება ბერძნული სამართლის 295-ე მუხლით ხდებოდა.

გარკვეული წილი ეკუთვნოდათ ნაბიჭვრებსაც. ზოგადად ნაშვილები შვილი


ყველანაირად უთანაბრდებოდა კანონიერ მემკვიდრესაც და ისიც ანალოგიურად
განიხილებოდა. რაც შეეხება ნაბიჭვრებს აქ გასათვალისწინებელი იყო როგორი
დამოკიდებულება ჰქონდა მისდამი ოჯახს და ამასთანავე რა დამსახურება ჰქონდა
მათ მიმართ. ამასთანავე ვხვდებით აღმავალი და გვერდითი ხაზის სამემკვიდრეო
უფლებებსაც. აღმავალი ხაზი მოიაზრებდა სამემკვიდრეო საკითხში სუბიექტებად
მშობლებისა და შვილების განხილვას, ხოლო რაც შეეხება გვერდითი ხაზის
მემკვიდრეობას აქ მემკვიდრეებად გვევლინებიან ძმა, ძმისშვილები ან დისშვილები.

You might also like