რეფერატი გვანცა ყრუაშვილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo

universiteti

Hhumanitarul mecnierebaTa fakulteti


რეფერატი

xeTebis Zveli samefo

საგანი : ძველი აღმოსავლეთის ხალხთა


ისტორია
ლექტორი : ლევან გორდეზიანი
სემინარის ხელმძღვანელი : ჭაბუკა მეტონიძე
სტუდენტი : გვანცა ყრუაშვილი

თბილისი 2021
შესავალი
ვინ არის ხეთების სამეფოს დამაარსებელი?
ძველ სამეფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები
ბრძოლა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის
სოციალური ურთიერთობები ძველი სამეფოს ხანაში

შესავალი
ხეთების სამეფოს ისტორიის შესწავლა ძალიან საინტერესო თავგადასავალს
სთავაზობს მკვლევრებს. ამ ცივილიზაციის წარმოქმნას წინ ხანგრძლივი
პროცესები უძღოდა. ძველი სამეფოს ხანა სწორედ ამ პროცესების
დაგვირგვინებაა ხეთების სამეფოს წარმოქმნის სახით. ამ პერიოდში
ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი სტუქტურა, რომლის სათავეშიც მეფე ჩადგა.
ძველი სამეფოს ხანის განვითარების ხასიათმა, როგორც ჩაოყალიბების
პირველმა ეტაპმა, განსაზღვრა ხეთების შემდგომი განვითარება და ,აქედან
გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია შესასწავლად.

ვინ არის ხეთების სამეფოს დამაარსებელი?


ხეთების სამეფოს დაარსებას ხეთური ისტორიული ტრადიცია ქ. ქუსარას
მეფე ლაბარნას მიაწერს( თუმცა მკვლევართა შორის არსებობს აზრთა
სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით). მან თავის სამფლობელოს
საზღვრებად ხმელთაშუა და შავი ზღვები დაუდგინა. მიუხედავად ამისა,
აღმოჩენილ ხეთურ წყაროებში იშვიათად ვხვდებით მის სახელს და დიდი
ადგილი არ ეთმობა მასზე საუბარს. ძველი სამეფოს ხანის მეფის თელიფინუს
ტექსტში ლაბარნა მოხსენიებულია როგორც ,,დიდი მეფე’’. აქვე არის ცნობები
მისი დაპყრობითი ლაშქრობების შესახებ. ლაბარნას შემდეგ დასახელებულია
ხათუსილი I და მისი მოღვაწეობათ იმავე სიტყვებით არის აღწერილი,

1
როგორითაც ლაბარნასი. ხეთური ისტორიული ტრადიციის საპირისპიროდ,
მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლაბარნა და ხათუსილი ერთი და
იგივე პიროვნებაა. თუმცა ამის საპირისპირო არგუმენტიც არსებობს. ხეთმა
მეფეებმა ტიტული ,,ლაბარნა’’ მეფე ლაბარნას მოღვაწეობის შემდეგ მიიღეს.
ესეიგი, ამ უკანასკნელს იმდენად დიდი დამსახურება უნდა ჰქონოდა, რომ მისი
სახელი შემდეგ ტიტულად ქცეულიყო. სამეფოს ,,ზღვიდან ზღვამდე’’
გაფართოება ამისათვის ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზია. ხათუსილი I-ც
თავის ანალებში, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საკუთარ
თავს ,,თაბარნას’’(ლაბარნას) უწოდებს. შესაბამისად, მკვლევართა აზრით,
შეუძლებელია მეფე თელიფინუს არ სცოდნოდა ამ ტრადიციის შესახებ და ერთი
პიროვნება სხვადასხვად განეხილა.
როგორც თელიფინუს ტექსტიდან ჩანს, ლაბარნას ხელისუფლება მკაცრად
ცენტრალიზებული არ უნდა ყოფილიყო. აქ ნათქვამია: ,,ხოლო როდესაც
იგი(ლაბარნა) ლაშქრობიდან უკან ბრუნდებოდა, თითოეული მისი ძეთაგანი
რომელიმე(ამ) ქვეყანაში მიდიოდა... და ისინი ქვეყნებს მართავდნენ ხოლმე’’.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტრადიცია ხეთებისათვის უცხო არ იყო, იქნებ,
ტერიტორიულ გაფართოებაზე ორიენტირეული მეფე ლაბარნა ვერ ახერხებდა
ხელისუფლების ცენტრალიზაციას. იქნებ, შემდეგ გამეფებულმა ხათუსილი I-მა
სამეფოს ცენტრალიზაციის და თავისი უფლებები ლეგიტიმაციის მიზნით
გადაიტანა დედაქალაქი ხათუსაში. სწორედ აქედან მოყოლებული ერქმევა
სამეფოს ,,ხათი’’. შესაძლოა ლაბარნამ საფუძველი დაუდო სამეფოს წარმოქმნას
მეზობელი ტერიტორიების ექსპანსიით, თუმცა ცენტრალიზებული სამეფოს
წარმოქმნის მცდელობა, ალბათ, ხათუსილი I-ს ეკუთვნის.

ძველ სამეფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები


,,ბნელი ხანის’’ შემდეგ, ძვ.წ. 1650 წლიდან იწყება ქუსარას სამეფოს
აღორძინება. სწორედ აქედან იწყება ხეთების სამეფოს ჩამოყალიბება. ეს
მოვლენა კი უკავშირდება ქუსარას მეფე ლაბარნას, რომელმაც დაიწყო
ტერიტორიების გაფართოება. მისი მმართველობის დასაწყისში, როგორც

2
თელიფინუს ტექსტში ვკითხულობთ, ხეთების სამეფო პატარა იყო, მაგრამ
მეზობელი ტერიტორიების ხარჯზე მან შექმნა სამეფო, რომელიც ,,ზღვიდან
ზღვამდე’’ იყო გადაჭიმული.
ლაბარნას შემდეგ ტახტზე ავიდა ხათუსილი I, იგივე ლაბარნა II. მან
წინამორბედ მეფეთა მსგავსად ყურადღება მიაქცია მცირე აზიის დაპყრობას.
დაიმორჩილა არცავა, ულმა, სანახვითა და ცალფა. მან მიზნად დაისახა ხალფას
აღებაც, რომლის მეფე იახმად III ხასუვასთან ხეთების წინააღმდეგ კოალიციაში
იყო ჩართული, თუმცა ხათუსილი I-მა ვერ განახორციელა ეს მიზანი. მან
დაიწყო ბრძოლა ჩრდილოეთ სირიისთვის. ამისათვის პირველ რიგში საჭირო
იყო მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გამავალი სავაჭრო გზების
დაუფლება. შემდგომ მან ილაშქრა ალალახში, დაიმორჩილა ქ. ვარსუვა და
დაამარცხა სხვა პოლიტიკური გაერთიანებები ჩრდილოეთ სირიაში.
ხათუსილის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა ხეთებს მტრად გადაჰკიდა
ხურიტები. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ჩრდილოეთ სირიის
ტერიტორიებით. სწორედ მის დროს შემოესივნენ ხურიტები ხათის ქვეყანას.
როდესაც ხათუსილი თავისი ლაშქრით არცავაში იყო წასული ისინი შეიჭრნენ
ხათის ქვეყანაში, რითაც ისარგებლეს სხვა სამეფოებმა და ისინიც დაესხნენ თავს
ქვეყანას. თუმცა ხათუსა გადაურჩა მათ დარბევას. ისინი ქუსარაში შესვლასაც
აპირებდნენ, სწორედ ეს უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ხათუსილი I-მა
დედაქალაქი ხათუსაში გადაიტანა. როგორც ვიცით, ხათუსა ის ქალაქია,
რომელიც ანითამ გაანადგურა და მისი ხელახლა აღმშენებელი დაწყევლა. ამ
დეტალმა მიიქცია მკვლევრების ყურადღება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ
რადგან ხათუსილი I-მა ქალაქზე დადებული წყევლა არაფრად ჩააგდო, ის არ
უნდა ეკუთვნოდეს იმ დინასტიას, რომელსაც ანითა. ასევე არსებობს მოსაზრება,
რომ ხათუსა უკვე განახლებული და სამეფოს ცენტრად იყო ქცეული მისი
წინანორბედების პერიოდში.რაც შეეხება ქალაქის სტრატეგიულ მნიშვნეკიბას,
ვერ ვიტყვით, რომ ის ხელსაყრელ ადგილას მდებარეობდა. ის უფრო შორს იყო
ვიდრე ქუსარა სამეფოს სამხრეთი ტერიტორიებიდან და ახლოს იყო ქასქებთან
და სხვა მტრულად განწყობილ ტომებთან. თუმცა, ფაქტია, რომ მიუხედავად

3
ყველაფრისა ხათუსილი I-მა მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა თავის
სამეფოს. ჩრდილოეთ სირიაზე კონტროლის დამყარებით მან თავის
წინამორბედებთან შედარებით უფრო დიდ წარმატებას მიაღწია და
საზოგადოებაშიც შედარებით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.
ხათუსილი I-ის შემდეგ ტახტზე ადის მურსილი I. მან ხალაფის სამეფო
დაიმორჩილა, რაც თავის დროზე ვერ განახორციელა ხათუსილი I-მა. ამის
შემდეგ მურსილიმ დალაშქრა ბაბილონი და იქიდან ნადავლი წამოიღო.
პარალელურად მან ხურიტებიც გაანადგურა, თუმცა მათი პრობლემა ამით
საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. ამ მიღწევების შედეგად ხეთების სამეფო ახლო
აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საგრძნობლად დაწინაურდა და გადაიქცა
ძლიერ სამხედრო სახელმწიფოდ. ხურიტებმა ხეთების სამეფოს კვლავ შეუქმნეს
პრობლემები ხანთილის დროს, თუმცა ხეთებმა მოახერხეს მათი განდევნა.
.მურსილის შემდეგ უზურპაციის გზით ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს
ტახტი: ხანთილიმ, ციდანთამ, ამუნამ, ხუციამ. მათ ვერ შეინარჩუნეს ხათუსილი
I-ისა და მურსილი I-ის მიერ მოპოვებული ძლიერება, რადგან ისინი სამეფო
ხელისუფლლებისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი.ამის შემდეგ კი ტახტზე
ადის თელიფინუ, რომლის დროსაც აღდგა ხეთების ძველი სამეფოს ძლიერება.
მან გადაწყვიტა მემკვიდრეობის პრობლემური საკითხი, რომელიც სამეფო
ხელისუფლებას ასე ასუსტებდა. თეიფინუს სამხედრო კამპანია მიმართული
იყო ხეთების დაკარგუილ ტერიტორიების დაბრუნებისკენ და ამან ის
დაუპირისპირა ახლად წარმოქმნილ ქიცუვათნას სამეფოს. საბოლოოდ მათი
ურთიერთობა დასრულდა ხელშეკრულებით, რომლითაც დადგინდა და
გაფორმდა საზღვრები ამ ორ სამეფოს შორის. ამით ხეთების სამხრეთი
საზღვარი შედარებით უსაფრთხო გახდა და კონფლიქტი თავიდან აიცილეს.
ქიცუვათნასთან ურთიერთობა გაგრძელდა თელიფინუს მემკვიდრეების
პერიოდშიც. ძველი სამეფოს უკანასკნელი მეფე იყო თელიფინუს სიძე,
ალუვამნა.

4
ბრძოლა სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის

ხეთების ძველი სამეფოს ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად შეგვიძლია


მივიჩნიოთ ბრძოლა სამეფო ხელისუფლების დაუფლებისა და
გაძლიერებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ლაბარნამ თავისი
სამეფო ,,ზღვიდან ზღვამდე’’ გააფართოვა, ამით მეფის უფლებები შეუზღუდავი
არ გამხდარა. აშკარაა, რომ ის ხეთურ საზოგადოებაში არ აღიქმებოდა, როგორც
განყენებული და ხელშეუხებელი ფენომენი. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის,
რომ მეფეზე ისევე ვრცელდებოდა სამართლებრივი კანონები როგორც
საზოგადოების სხვა წევრებზე. შესაძლოა მას გარკვეული უპირატესობები
ჰქონდა, მაგრამ მისი უფლებები საგრძნობლად იზღუდებოდა სახალხო კრების,
ფანქუს, მიერ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მეფეს თავდაპირველად
მემკვდირის დასახელების უფლება არ ჰქონდა და ამ ფუნქციას სახალხო კრება
ასრულებდა. მეფე ლაბარნამ დაიწყო სამეფო ხელისუფლების
გაძლიერებისათვის ბრძოლა.
ხათუსილი I-ის დროს მწვავდება ბრძოლა სამეფო ხელისუფლებისთვის. ეს
იმის გამოხატულება იყო, რომ არ იყო მკაცრად განსაზღვრული წესი
მემკვიდრეობისა. მან თავდაპირველადთავის მემკვიდრედ დაასახელა თავისი
დისშვილი, რომელიც მეფეს უნდა ეშვილებინა. ეს იმიტომ, რომ ხათუსილის
კანონიერი შვილი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში იყო შემჩნეული. თუმცა
თავანანა-ხათუსილის მეუღლე-ჩაერია ამ საქმეში და მის წინააღმდეგ ,,რაღაც
ბოროტება’’ ჩაუდენია. საბოლოოდ, ხათუსილიმ თავის ახალ მემკვიდრედ
დაასახელა მურსილი I, თუმცა იმისათვის, რომ მურსილის მეფობა
ლეგიტიმური ყოფილიყო, მან მიმართა სახალხო კრებას ამ კანდიდატურის
დასამტკიცებლად. მართალია, ფანქუმ ტახტზე აიყვანა მეფის მიერ
დასახელებული მემკვიდრე, მაგრამ ჩანს, რომ საბოლოო სიტყვა მაინც სახალხო
კრებას ეკუთვნოდა.

5
ამ შემთხვევაში დიდ მნიშვნელობას იძენს საკითხი, თუ ვის ჰქონდა
ტახტის დაკავების უფლება. ამ უფლებას მხოლოდ მეფის პირდაპირი
მემკვიდრე არ ფლობდა, არამედ მისი ნათესავებიც. ეს იყო იმის მიზეზი, რომ
ხეთების ძველ სამეფოში ხშირი იყო ტახტის უზურპაციის გზით მოპოვების
შემთხვევები. ამას კი საფუძვლად ედო ძლიერი სამეფო საგვარეულოს
არარსებობა. ხშირად გამეფებისათვის ძალის გამოყენება იყო ერთადერთი
საშუალება. ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე იყო, რომ ფანქუ დიდი ხნის
განმავლობაში ინარჩუნებდა გავლენას სახელმწიფო მმართველობაში, როგორც
მემკვიდრეობის საკითხის დამარეგულირებელი ორგანო. როგორც წესი,
სახალხო კრება არ სწყალობდა მეფეს, რომელსაც ტახტი უზურპაციის შედეგად
ჰქონდა მოპოვებული. მეფე თელიფინუს დროს ხელისუფლების განმტკიცების
პროცესი უფრო შორს წავიდა. მან გამოსცა კანონი მემკვიდრეობის შესახებ,
რომლის თანახმადაც, ტახტი მხოლოდ მეფის შვილებს ეკუთვნოდათ. თუმცა
სახალხო კრებამ ამის შემდეგაც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა იმ
შემთხვევაში, თუ დაირღვეოდა მეფე თელიფინუს მიერ განსაზღვრული წესი,
რომელიც ხეთების სამეფოში მის აღსასრულამდე მოქმედებდა.
და მაინც, რა უშლიდა ხელს ხეთების მეფის ავტორიტეტის განმტკიცებას?
რატომ უწევდა მას ბრძოლა ძალაუფლებისთვის? ის ფაქტი, რომ
ტიტული ,,თაბარნა’’ ან ,,ლაბარნა’’ უფლისწულებთან მიმართებითაც
გამოიყენებოდა, აშკარას ხდის, რომ მეფე ხეთურ საზოგადოებაში ან
სახელმწიფოებრივი ფორმირების პირველ ეტაპზე არ იყო გააზრებული ისეთივე
განსაკუთრებულ ფენომენად, როგორც, მაგალითად, ფარაონი. ეს იმას ნიშნავს,
რომ მის სურგს არ ამაგრებდა რელიგიური იდეოლოგია. მეფე არ მიიჩნეოდა
ღვთაებად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის მსახურად ამქვეყნად. ჩემი
აზრით, საზოგადოებაში ასეთი შეხედულების დამკვიდრებას თავად მეფეები
ცდილობდნენ და ეს თავად საზოგადოების რელიგიური შეხედულებებით
ნაკლებად უნდა ყოფილიყო განპირობებული. ძველი სამეფოს მეფეები თავიანთ
ანალებში ძირითადად სამხედრო კამპანიებზე წერენ, თუმცა ხათუსილი I-ის
ანალებში უკვე ვხვდებით მეფისა და ღვთაებების

6
ურთიერთდამოკიდებულებას. მაგრამ ეს დამოკიდებულება მხოლოდ
ღვთაებისთვის დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოპოვებული ნადავლის
შეწირვას გულისხმობდა. ისინი საკუთარ თავებს მომდევნო ხანის მეფეებისგან
განსხვავებით, ,,მეფე მზეს’’ არ უწოდებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება
ვიმსჯელოთ, რომ თავდაპირველად მეფის მიერ ტახტის დაკავება არ იყო
ღვთაებრივი ნების გამოვლინება და მხოლოდ შემდეგ, თავად მეფეთა მიერ
საკუთარი თავების განღმრთობის მცდელობის შედეგად გაჩნდა საზოგადოებაში
დამოკიდებულება, რომ მეფეს ღვთაება გამოარჩევდა. თუმცა, ეს მაინც ვერ
აქცევდა მათ ხელხეუხებლებად. ამის დასტურია ის კანონები, რომლებიც
ხეთების სამეფოში ძველი ხანიდან მოყოლებული მოქმედებდა. კერძოდ,
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მეფეც ისჯებოდა, თუმცა განსხვავება ის იყო,
რომ მის ოჯახის წევრებს არ ჩამოერთმეოდათ კუთვნილი ქონება. ამ
პრივილეგიას მეფე ალბათ იმიტომ ფლობდა, რომ მას ყველაზე მეტად
მიუწვდებოდა ხელი ძალაუფლებაზე, სიმდიდრესა და პრესტიჟზე. როგორც
უკვე ვთქვი, მის ფენომენს არც თუ ისე მყარი რელიგიური საფუძვლები ჰქონდა.
ამ ყველაფერს დედოფლის ძლიერი ავტორიტეტის არსებობაც ემატებოდა.
დედოფალს მეფისგან დამოუკიდებლად ჰქონდა ბეჭდები. ის დებდა
ხელშეკრულებებსაც მეზობელ სამეფოებთან. რაც მთავარია, რელიგიური
რიტუალების შესრულებისას ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მეფესთან
ერთად. ამის მიზეზი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ დედოფალს ,,შეეძლო’’
ღვთაებრივი ნიშნების მიღება, ანუ ღვთაება თავის ნებას დედოფალს
უცხადებდა. მუდმივად სამხედრო კამპანიებით დაკავებული მეფის ნაცვლად
სამეფოში დედოფალი რჩებოდა და ის უძღვებოდა საქმეებს. ალბათ, ამ
ყველაფრის გამო იყო, რომ დედოფლის ავტორიტეტი საკმაოდ ძლიერი იყო და
ხშირად საფრთხესაც უქმნიდა მეფის ხელისუფლებას. ამის დასტურია ზემოთ
აღნიშნული შეთქმულებაც, რომელიც ხათუსილი I-ს თავისმა მეუღლემ მოუწყო.

7
სოციალური ურთიერთობები ძველი სამეფოს ხანაში
ძველი სამეფოს ხანაში საზოგადოება დაყოფილი იყო თავისუფალ და
არათავისუფალ

You might also like