Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

სახის ქალას ძვლები

ზედა ყბა - maxilla


წყვილი ძვალი, ჰაეროვანი
აქვს სხეული, წარზიდული 4 მორჩი: შუბლის, ყვრიმალის, სასის და საკბილე მორჩები.

მისის სხეულის სისქეში ჰაეროვანი წიაღია, რომელიც ზედა ყბის ნაპრალით უკავშირდება
ცხვირის ღრუს.
სხეულს 4 ზედაპირი აქვს:
1. წინა - მთავრდება თვალბუდის კიდით, ქვემოთ - თვალბუდის ხვრელი და ეშვის ფოსო.
2. უკანა გარეთა ზედაპირი - საფეთქელქვედა ზედაპირი - დართული აქვს ზედა ყბ ის
ბორცვი, ალვეოლური ხვრელებით.
3. ზედა ყბის ცხვირისკენა ზედაპირი - ცხვირის ღრუს ლატერალური კედელი. მასზე -
ნიჟარის ქედი, საცრემლე ღარი და ზედა ყბის ნაპრალი
4. თვალბუდისმხრივი ზედაპირი - უკნიდან შუამდე - თვალბუდის ქვედა ღარი

შუბლის მორჩი მიმართულია ზევით. მთელ სიგრძეზე საცრემლე ნაჭდევი საცრემლე


ძვალთან დასაკავშირებლად, შემაღლება - ცხავის ქედი და ლატერალურად მოდრეკილი -
წინა საცრემლე ქედი.

საკბილე მორჩი ქვევითაა მიმართული. იქმნება კბილბუდეთა რკალი. მთელ სიგრძეზე


გასდევს კბილბუდეები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფიან კბილბუდეთა
ძგიდეებით და ქმნიან კბილბუდეთა შემაღლებებს.

სასის მორჩი ჰორიზონტალურად მდებარეა და მაგარი სასის შემადგენელია.


მედიალურად შემაღლებულია - ცხვირისეულ ქედს ქმნის.

ცხვირის ძვალი - Os palatinum


სწორკუთხა, ფირფიტისებრი წყვილი ძვალი
ზედა ნაწილი - შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილის გაგრძელება
მედიალურად - ცხვირის ძვალს ეკვრის
გარეთა - ზედა ყბის შუბლის მორჩს უერთდება
ქვედა კიდე - თავისუფალია და ცხვირის ხრტილებს უკავშირდება

სასის ძვალი - Os palatinum


შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული 2 პერპენდიკულარული და ჰორიზონტალური
ფირფიტებისგან.
ქალას სიღრმეში მდებარეობს და აკავშირებს სოლისებრ და ზედა ყბის ძვლებს და
მონაწილეობს თვალბუდის, ცხვირისა და პირის ღრუს კედლების შექმნაში.

სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტა - პირისა და ცხვირის გამყოფი ძგიდეა.


აქვს 2 ზედაპირი: ზედა - ცხვირისმხრივი და ქვედა სასისმხრივი ზედაპირები.
მედიალური კიდე გამსხვილებულია და ქმნის - ცხვირის ქედს, რომელიც ცხვირის უკანა
წვეტით მთავრდება.

პერპენდიკულარული ფირფიტა საგიტალურ სიბრტყეშ მდებარეობს. გარეთა -


ზედაყბისმხრივი ზედაპირით ზედა ყბის ცხვირისმხრივ ზედაპირს ებჯინება; შიგა -
ცხვირისმხრივი ზედაპირით, ცხვირის ღრუს გარეთა კედელს ქმნის. მასზე შეიმჩნევა -
ქედები: ქვედა - ცხვირის ნიჟარის და ზედა - ცხავის.

ამ ფირფიტების შეერთება გრძელდება პირამიდული მორჩის სახით, რომელზეც გაივლის


სასის დიდი ღარი.
პერპენდიკულარუი ფირფიტის ზედა კიდე ბოლოვდება თვალბუდისა და სოლისებრი
მორჩებით, რომელთა შორისაა - სოლისებრ-სასის ნაჭდევი.

ცხვირის ქვემო ნიჟარა - concha nasalis inferior


3 წარზიდული ნაწილი:
- საცრემლე მორჩი, რომლითაც კავშირსია საცრემლე ძვალთან
- ზედა ყბის მორჩი, რომელიც ფარავს ქვევიდან ზედა ყბის წიაღში შესავალს
- ცხავის მორჩი, რომელიც კავშირშია ცხავის ძვლის კავისებრ მორჩთან

სხვა ნიჟარებისგან განსხვავებით, ქვემო ნიჟარა ცალკე ძვალია და ზედა ნაპირით


დაკავშირებულია ცხვირის ღრუს გვერდით კედელთან, ქმნის მის ქვედა გასავალს.

სახნისი - Vomer
კენტი, არასწორი რომბის ფორმის ფირფიტა
მდებარეობს: ცხვირის ძვლოვანი ძგიდის შემადგენელ ცხავის ძვლის ვერტიკალურ
ფირფიტასა და მაგარ სასაზე გამავალ ცხვირის ქედს შორის.
ზედა უკანა კიდე გაორკაპებულია - სახნისის ფრთები; მათი საშუალებით ებჯინება
სოლისებრი ძვლის ნისკარტს.

ყვრიმალის ძვალი - Os zygomaticum


სახის ქალას ყველაზე ლატერალურად მდებარე წყვილი ძვალი;
მისი საშუალებითსახისა და ქალას ძვლები მტკიცე კავშირში არიან.
მჭიდროდ უკავშირდება ზედა ყბის ძვალს, შუბლისა და საფეთქლის ძვალს უკავშირდება
შუბლისა და საფეთქლის მორჩებით.
აქვს 3 ზეედაპირი: ლატერალური, საფეთქლისმხრივი, თვალბუდისმხრივი
ზედაპირებზე შესაბამისად მდებარეობს ხვრელები: ყვრიმალ-საფეთქლის, ყვრიმალ-
თვალბუდის, ყვრიმალ-სახის, რომელებშიც გაივლის კრანიალური V წყვილი ნერვის
ტოტები (სამწვერა)

ქვედა ყბა - mandibula


კენტი, მოხრილი, მოძრავი ძვალი
აქვს სხეული, უკანა კიდე გრძელდება - ქვედა ყბის ტოტებში, რომლებზეც შეიმჩნევა
გვირგვინისებრი და როკისებრი მორჩები, რომლებიც გაყოფილია ქვედა ყბის ნაჭდევით.
როკისებრ მორჩზე არსებობს: ქვედა ყბის თავი, ყელი, ფრთისებრი ღრმული.

სხეულის ზედა კიდეა - ალვეოლური ნაწილი, რომელიც კბილბუდეთა რკალს ქმნის,


დართული აქვს კბილბუდეები, რომლებიც გამოიყოფიან კბილბუდეთა ძგიდებიით.
ალვეოლური ნაწილის გარეთ - კბილბუდეთა შემაღლებებია.

სხეულის შიგა ზედაპირის შუა ხაზზე - ნიკაპის წვეტი, რომლის ქვევით - ორმუცელა
ფოსოა, მის ოდნავ დაშორებით ასწვრივად - ქვედა ყბა-ინის ხაზი (კუნთებისთვის). ამ
უკანასკნელს მიყვება ყბა-ინის ღარი, რომლის ზედა ბოლოსთან ქვედ აყბის ხვრელია.

ქვედა ყბის სხეულის ტოტში გადასვლა ხორციელდება ქვედა ყბის კუთხით, რომელზეც
აგრეთ საღეჭი ხორკლია, ხოლო შიგნიდან ფრთისებრი ხორკლი.

ინის, ანუ ენისქვეშა ძვალი - Os hyoideum


ნალისებურად მოდრეკილი, ქალასგან განცალკევებული ძვალი
მდებაორებს ენის ქვეშ, სხვა ჩონჩხთან კავშირი მხოლოდ რბილი ქსოვილებით აქვს.
აქვს სხეული, უკან გაშვერილი, წყვილი დიდი რქა და ნაკლებად განვითარებული,
წყვილი მცირე რქები.

You might also like