Professional Documents
Culture Documents
ალექსანდრე მაკედონელი - მარინა ტუაევა (50 პერსონა)
ალექსანდრე მაკედონელი - მარინა ტუაევა (50 პერსონა)
მანანა ტუაევა
ალექსანდრე
მაკედონელი
2 მკითხველთა ლიგა
თავი 1 – იდუმალი ალექსანდრე
357 წელს, იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელმა ჰეროს-
ტრატემ ძველი სამყაროს უბრწყინვალესი ნაგებობა და მსოფ-
ლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი – არტემიდეს ტაძარი,
– ცეცხლს მისცა, მაკედონიის დედაქალაქ პელაში ალექსან-
დრე დაიბადა...
ამ დამთხვევამ ზოგს ისიც კი აფიქრებინა, ტაძარი იმის-
თვის დაიწვა, ეს დიდი დანაკლისი დიდი ადამიანის შობით
რომ შევსებულიყოო. იმასაც ირწმუნებოდნენ, არტემიდეს იმ
დღეს თავისი ტაძრისთვის არ ეცალა, რადგან დიდი ალექსან-
დრეს დაბადებას ესწრებოდა და თავადვე ბებიაქალობდაო...
იმ დღეს ფილიპეს სამი გამარჯვების ამბავი ახარეს: პოტი-
დეის აღების, ილირიელთა განადგურებისა და საოლიმპიადო
დოღზე თავისი ცხენების გამარჯვებისა...
ამ დამთხვევამ ქურუმები იმ დასკვნამდე მიიყვანა, სამმაგი
ძლევის დღეს შობილი მემკვიდრე მხოლოდ გამარჯვებები-
სათვისაა განწირულიო, რაც მოახსენეს კიდეც, როგორც მისი
თანამედროვენი იუწყებოდნენ, ამდენი სასიხარულო ამბით
გაბრუებულ ფილიპეს...
ასე იშვა ადამიანი-ტიტანი, „მოკვდავი ღმერთთაგანი“ თუ
„ნახევრადღმერთი“, რომელსაც ისტორიამ უწოდა „დიდი“...
მაგრამ, სანამ მის ცხოვრებაზე მოგითხრობდეთ, ჯერ მაკე-
დონიაზე ვისაუბროთ...
3 მკითხველთა ლიგა
თავი 2 – მაკედონია
ალექსანდრეს სამშობლო შუა ბალკანეთის მცირე ქვეყა-
ნაა, ჩრდილოეთით – მთაგორიანი, სამხრეთით – დაბლობი,
რომლის მიწასაც ოთხი მთავარი მდინარე არწყულებს: აქსიო-
სი (ახლანდელი ვარდარი), სტრიმონი (სტრუმა), ლიდიასი (მი-
ასტა) და გალიაკმონი (ბისტრიცა). ძველ მაკედონიას ჩრდი-
ლოეთიდან და აღმოსავლეთიდან მათსავით ნაკლებ კულტუ-
რული ხალხები – თრაკიელები, აგარიანები, ილირიელები,
ტრიბალები და ტრერები – ემეზობლებოდნენ, სამხრეთით კი
– ის უგანათლებულესი სამყარო, ძველი ელადა რომ ჰქვია.
ჰეროდოტე მაკედონიური სახელმწიფოს შექმნას საბერ-
ძნეთის სამხრეთიდან წამოსულ ბერძენს, სახელად პერდიკეს,
მიაწერს (ძვ.წ. 8-7 სს.). მატიანემ იმ ოთხი გვირგვინოსნის სა-
ხელიც შემოინახა, რომელნიც, სინამდვილეში, ტომთა ბელა-
დები უნდა ყოფილიყვნენ და, სანამ ქვეყნის გასაერთიანებ-
ლად გაირჯებოდნენ, სატახტო ქალაქად ედესა ანუ ეგე გამო-
აცხადეს.
თუმცა, მაკედონიამ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, მხო-
ლოდ მეფე ამინტა პირველის (ძვ.წ. 540-498 წწ.) ზეობის შემ-
დგომ იწყო ჩამოყალიბება. სწორედ ამინტამ შემოიერთა ანტე-
მაუნტის ოლქი. თუმცა, მის მიერ ქვეყნის საზღვართა გაფარ-
თოების მცდელობა სპარსელებმა შეაფერხეს.
მანამდე სპარსთა დიდმა ხელმწიფემ, დარიოსმა, ბალკა-
ნეთ-თრაკია და დუნაი (იმჟამინდელი ისტროსი) 512 წელს თა-
ვისი ლაშქრით გადალახა და, სკვითებთან მარცხნაჭამი, უკან
მობრუნდა. ევროპაში სპარსთა ამ პირველ „გასეირნებას“
მთელი ბალკანეთისა და კონტინენტური თუ არქიპელაგური
საბერძნეთის დაპყრობა უნდა მოჰყოლოდა.
მეგაბაზმა, რომელიც დარიოსმა უკანა გზაზე თრაკიაში ჯა-
რითურთ დატოვა, მაკედონიის მეფესთან ერთგვარი დიპლო-
მატიური თამაში წამოიწყო, რომელსაც, როგორც მოსალოდ-
ნელი იყო, ტრაგიკული ბოლო ჰქონდა: მისი „დიპლომატები“
სუფრასთან ისე გათავხედდნენ, რომ მაკედონელ ქალებს და-
უწყეს ხელის ფათური, რის შემდეგაც უფლისწულმა ალექსან-
4 მკითხველთა ლიგა
დრე პირველმა ისინი იქვე დახოცა. თუმცა, დარიოსმა, საბერ-
ძნეთთან ომის წინ, მაკედონიასთან დაუგეგმავი დაპირისპი-
რება აღარ ისურვა და მეფე ამინტის ბოდიშით დაკმაყოფილ-
და...
ამინტას გარდაცვალებისთანავე სწორედ ზემოთ ნახსენე-
ბი ალექსანდრე პირველი (498-454 წ.) გამეფდა, რომლის მე-
ფობისასაც საბერძნეთ-სპარსეთის დიდი ომი დაიწყო. მარა-
თონის ველზე ბერძნებმა გაიმარჯვეს და სპარსთა ორივე შე-
მოტევა მოიგერიეს. დარიოსი კი ისე ჩავიდა სამარეში, ბერ-
ძენთა ჯავრი თან ჩაიყოლა.
დარიოსის მარცხის ძლევად ქცევას მისი შვილი, ქსერქსე,
შეეცადა და მოწინააღმდეგეს არტემისიონის კონცხთან, სა-
ლამინის სრუტესა და თერმოპილის ხეობაში, ვარსკვლავები-
ვით უთვლელი არმიით შეუტია, თუმცა, ჯავრი ჯავრად დარჩა...
მაშინ კი იკადრა ქსერქსემ ათენთან დაზავებაზე ფიქრი და შუ-
ამავლობა მაკედონიის მეფეს, ალექსანდრე პირველს, სთხო-
ვა, თუმცა, ბერძენთაგან ცივი უარი მიიღო – ქსერქსე მანამ არ
ეღირსება ზავს, სანამ მზე თავის ჩვეულ გზაზე ივლისო!
ომი ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა, ალექსანდრე
პირველს კი, ბერძნებისადმი სიმპათიის გამო, „ბერძენთმოყ-
ვარე“, ანუ „ფილელინი“ ეწოდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ განწყობას ემსხვერპლა იგი 454
წელს – ხელმწიფე, რომელმაც თავის მიწაზე ფართოდ გაუღო
კარი ელადას, შეთქმულებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.
მიიცვალა ალექსანდრე და ატყდა ტახტისთვის ბრძოლა,
რომელშიც, ოთხ ძმათაგან, პერდიკე მეორემ (ძვ.წ 454-413
წწ.) გაიმარჯვა. ახალმა ხელმწიფემ, თავი რომ დაეზღვია, სა-
მივე ძმა სიცოცხლეს გამოასალმა.
რაღაც დროით პერდიკე თავისი ქვეყნის გაბერძნებას ეწი-
ნააღმდეგებოდა, მაგრამ, ბოლოს იძულებული გახდა, ათენი-
სათვის ხარკი ეხადა. თუმცა, მაინც ვერ შეეგუა მორჩილებას,
ხარკისგან თავი მალე გაითავისუფლა (პელოპონესის ომი და-
იწყო) და საბერძნეთის საშინაო საქმეებშიც კი გაბედა ჩარევა.
ეს პროცესი არქელაოსის მეფობისას (ძვ.წ. 413-399 წწ.) უფრო
5 მკითხველთა ლიგა
გაღრმავდა – სწორედ მან გადაიტანა მაკედონიის ტახტი ეგა-
დან პელასში.
წელი არ გავიდოდა, ოლიმპიადაზე წარგზავნილ მაკედო-
ნიურ ეტლებს შინ გამარჯვების გვირგვინები არ ჩაეტანათ...
სწორედ არქელაოსის სასახლეში იცხოვრა და აღესრულა ევ-
რიპიდე, მაკედონელებზე ტრაგედია „არქელაოსი“ რომ შექ-
მნა. თუკიდიდემ კი, არქელაოსს რაღაც დროით რომ სტუმ-
რობდა, იგი ამგვარად შეამკო: მაკედონიისთვის იმაზე მეტი
იღვაწა, ვიდრე მისმა 8 წინამორბედმა ერთადო.
ეს გარეგნულად ელინი, გულის სიღრმეში კი – გარყვნილი
და ცუდმედიდი ხელმწიფე ნადირობისას, ვითომ უბედური შემ-
თხვევით, უახლოესი მეგობრის ხელით აღესრულა, რის შემ-
დგომაც ქვეყანას კარგა ხნის მანძილზე არ ღირსებია მშვიდო-
ბა.
მხოლოდ ორმოცწლიანი ქაოსის შემდგომ მოევლინა ამ
მიწას მხსნელად ის, ვისაც ელოდა...
6 მკითხველთა ლიგა
თავი 3 – ფილიპე
23 წლისა იყო ფილიპე, როცა გამეფდა და, უცნაური კანონ-
ზომიერებით, ამ დღიდან ზუსტად 23 წელიწადს იცოცხლა
(ძვ.წ. 359-336 წწ.).
თანამედროვეთა მოწმობით, საკმაოდ წინააღმდეგობრივი
ბუნება ჰქონდა – ძალზე მომხიბლავსა და ქარიზმატულს, უში-
შარსა და მამაცს, არც სიკვდილთან გაპაექრების ეშინოდა და
არც დიპლომატიურ უნარებს უჩიოდა – მშვენივრად ორატო-
რობდა და უბადლოდ შეეძლო მოწინააღმდეგეთა გადმობირე-
ბა. უებრო მეომარსა და ბერძენთმოყვარეს, მაინც სძალავდა
ხოლმე სიტლანქე, წინამორბედ მეფეთაგან, ნებსით თუ უნებ-
ლიედ, ნამემკვიდრალი...
ჭკვიანიც გახლდათ და გაიძვერაც, სხვისი ღირსების დამ-
ფასებელიცა და ფლიდიც, კარგი მეურნეცა და მფლანგველიც,
თავშეკავებულიცა და აღვირახსნილიც... ხშირად იტყოდა:
ისეთი სიმაგრე არსად იპოვება, ოქროთი დატვირთული სახე-
დარი რომ ვერ სძლევსო.
25 წლისამ ცოლად ემპირის ხელმწიფის (რომლის წინა-
პარნიც თავს აქილევსის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ და
ამით ძალიანაც გულზვიადობდნენ), პტოლემეოსის ქალიშ-
ვილზე იქორწინა, გადედოფლების შემდგომ ოლიმპიადა რომ
ეწოდა. ამ მეტად ლამაზმა და მეუღლეზე არანაკლებ ფიცხმა
ქალმა მამა ადრე დაკარგა, რის გამოც, ძმასთან ერთად, ბი-
ძასთან, არივასთან, იზრდებოდა.
მეფე-დედოფლის ურთიერთობასა და თავად ოლიმპიადა-
ზე, რომლის შესახებაც შემდგომ დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა,
შემდეგ მოვყვებით, აქ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ფილიპემ
მაკედონია იმად აქცია, რადაც სურდა... მიწა კი ხშირად იმ
ადამიანს ემსგავსება, ვისაც ეკუთვნის...
23 წლის კაცი, ჯერაც ჭაბუკი, არარსებობისა და ქაოსისა-
კენ მიმავალ პატარა ქვეყანაში გამეფდა და, რაც შემდეგ მოხ-
და, ფაქტობრად, სასწაულს უდრიდა: ფილიპემ იაფფასიანი
დაპირებებით ჯერ ათენის კეთილგანწყობა მოიპოვა, შემდეგ
მტერს მიუბრუნდა და მდიდრული ძღვენით დაიმეგობრა, მო-
7 მკითხველთა ლიგა
გებული დრო კი ჯარის შესაკრებად და აღსაჭურვად გამოიყე-
ნა.
დასაწყისისთვის იმ მთიელ მწყემსებს უხმო, ბარად მხო-
ლოდ პირუტყვის გადმორეკვისას რომ უხდებოდათ ჩამოს-
ვლა. მათგან ჯარი შექმნა, კარგად შეაიარაღა და მეომრული
სული შთაბერა.
ის, რაც ელადამ ასწავლა, აქაც ძალიან გამოადგა: თებელი
ეპამინონდას გამოცდილებაზე დაყრდნობით, არმიის ახალი
წყობა, ფალანგა, შექმნა, რეგულარული, ქვეითი ჯარი, მაკე-
დონიელ არისტოკრატთაგან – ძლევამოსილი მხედრობა, თა-
ვის გვარდიაში კი, გვერდიდან რომ არ იშორებდა, უმამაცესსა
და უერთგულეს მეომრებს მოუყარა თავი.
მაგრამ, მთავარი ის სული იყო, ეს 40 000-კაციანი, უებ-
როდ გაწვრთნილი არმია, არნახულ ძალად რომ გადააქცია...
***
მაკედონიის ბალკანეთის უძლიერეს ქვეყნად ქცევა მხო-
ლოდ სამხედრო რეფორმის „ბრალი“ არ იყო. ფილიპეს, რო-
მელსაც მატიანემ „პირველი დიდი ევროპელი მეფე“ უწოდა,
ფრიად ეცოტავებოდა ბალკანეთში პირველობა – „დიდი მაკე-
დონიის“ შესაქმნელად მას ჯერ თრაკია უნდა შემოეერთებინა,
შემდეგ – ილირია, საბერძნეთი და ბოლოს, სპარსეთიც უნდა
დაემარცხებინა.
დრო არ დაუკარგავს – გამეფებისთანავე დაიმორჩილა
თრაკიაც და ილირიაც, შემდეგ კი საბერძნეთისთვისაც მოიცა-
ლა. ამ დროისთვის ათენი ქიოსთან, ბიზანტიონთან, როდოსსა
და კოსთან ომმა ძლიერ დაასუსტა, რამაც კიდევ უფრო გაათა-
მამა ისეც კადნიერი ფილიპე. ეს ომები ჯერ არ ჩამცხრალიყო,
თებესა და ფოკიდას შორის რომ დაიწყო დაპირისპირება, რი-
სი წყალობითაც საბერძნეთი ორად გაიყო.
ეს ომი ათ წელს გაგრძელდა (ძვ.წ. 356-346 წწ.). ფოკიდე-
ლები თესალიას შეესივნენ, ამ უკანასკნელებმა კი, როგორც
მოსალოდნელი იყო და რასაც მოუთმენლად ელოდა ფილიპე,
მაკედონიის მპყრობელს სთხოვეს დახმარება. გამარჯვებაც
იმათ დარჩათ, ვის მხარესაც ფილიპე იდგა – მისი არმია თესა-
8 მკითხველთა ლიგა
ლიასა და ჩრდილო საბერძნეთში განლაგდა, თუმცა, ფილიპე
მიღწეულით არ დაკმაყოფილდა – ცოტა ხანში საბერძნეთის
გულისკენ დაძრა ჯარი, მაგრამ თერმოპილეს ხეობა სპარტე-
ლებსა და ათენელებს ხელიდან ვერ გამოგლიჯა...
***
აქ დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ ფილიპეს მრავალ-
რიცხოვან გამარჯვებებზე, მხოლოდ იმ მიზეზებს ვახსენებთ,
რამაც მაკედონიასა და ამ ადამიანს ამხელა მისია დააკისრა:
ის, რაც ფილიპემდე უტოპიად და ლამის მკრეხელობად მი-
აჩნდათ, სინამდვილედ იქცა, მეტიც – ყოველი მისი წამოწყება
დროის სულით იყო ნაკარნახევი.
და როგორი იყო იმჟამინდელი ელადის სინამდვილე?
მიწა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე უზარმაზარ ძალთა
დაპირისპირების ასპარეზად იყო ქცეული, იმხანად თითქოს
დაცარიელდა, მის ფონზე პატარა მაკედონია სისხლსავსე
ცხოვრებით ცხოვრობდა... აქტივობის ცენტრებმა ბერძნულ
ქალაქ-სახელმწიფოებიდან ჩრდილოეთით, სამიწათმოქმედო
რეგიონებში გადაინაცვლა.
მხოლოდ ფილიპემ შეძლო მაკედონელებში იმ თვისებათა
გამოღვიძება, თავად რომ ვეღარ ამჩნევდნენ საკუთარ თავში:
საღად აზროვნება, შრომისმოყვარეობა და პრაქტიკულობა...
ელინებმა კი, სამხედრო საქმე ასეთ სიმაღლეებამდე რომ
აიყვანეს, უსახსრობის გამო თავადვე ვეღარ შეძლეს საკუთა-
რი სამხედრო მიღწევების განვითარება, რომლებიც ფილიპემ
თავის მიზნებს მოახმარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა,
რომ ყველა დროის ერთ-ერთი შეუდარებელი სტრატეგი, რე-
ფორმატორი და ტაქტიკოსი იყო. ისტორიის ჩარხი ისე დატრი-
ალდა, რომ სწორედ მაკედონელებს, ბერძნები ბარბაროსე-
ბად რომ იხსენიებდნენ, ხვდათ პატივი ბერძნული ცივილიზა-
ციის რეფორმატორებად ქცეულიყვნენ.
აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, თუ სად და ვისი ხელით
მოკვდა ფილიპე. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ამ მკვლელო-
ბის რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგანაც ერთი
ოლიმპიადასა და უფლისწულს უკავშირდება...
9 მკითხველთა ლიგა
10 მკითხველთა ლიგა
თავი 4 – ბავშვობა
ახალშობილ უფლისწულს ძიძად მაკედონელი არისტოკ-
რატი ქალი, ლანია, მიუჩინეს. ამ ქალბატონის უმცროსმა ძმამ,
ერთხელ, ცეზარი სიკვდილისგანაც კი იხსნა, რის გამოც მის
ნდობით აღჭურვილ პირად იქცა, თუმცა, მოგვიანებით სწო-
რედ იმპერატორმა მოუსწრაფა სიცოცხლე.
არსებობს მოსაზრება, რომ ალექსანდრემ პირველი სიტ-
ყვები სწორედ მაკედონიურ ენაზე წარმოთქვა და მისი „გაბერ-
ძნება“ მოგვიანებით მოხდა.
6-7 წლის ასაკამდე თავისი წრის ბავშვებთან ერთობოდა.
სწორედ იმ დროიდან შეჰყვარებია აბანოები, თუმცა, ცურვა
არასოდეს უსწავლია. ერთ მშვენიერ თუ საშინელ დღეს კი აღ-
საზრდელად, როგორც პლუტარქე იუწყება, დედამისის ნათე-
სავს, უმკაცრეს ლეონიდასს მიაბარეს, რომელმაც ალექსან-
დრეს ფიცხი და ფეთქებადი ბუნების დასაოკებლად ყველაფე-
რი იღონა: უთენია ავარჯიშებდა, მსუბუქად ავახშმებდა, გა-
მუდმებით ასრულებინებდა საშინაო დავალებებს და დღენია-
დაგ მორჩილებაში წვრთნიდა. როგორც მოგვიანებით ალექ-
სანდრე მაკედონელი თავის ერთ-ერთ ბიოგრაფს აუწყებდა,
ლეონიდასი გულდასმით ამოწმებდა აღსაზრდელის სამოსის-
თვის განკუთვნილ სკივრებს, რომ დედამისს ყმაწვილისათვის
რაიმე ნუგბარი არ შეეპარებინა.
უნდა ითქვას, რომ ბედის რჩეულს აღმზრდელებშიც დი-
დად გაუმართლა: ალექსანდრეს მასწავლებელთა მთელი არ-
მია ისევე წვრთნიდა, როგორც მის თანატოლ ათენელ ყმაწვი-
ლებს – ყოველდღიურად არბენინებდნენ, სპორტულ თამაშებ-
ში ამზადებდნენ, ასწავლიდნენ მუსიკას და კიდევ უამრავ სა-
განს. თუმცა, აღზრდის ყველაზე ეფექტურ და უეჭველ მეთო-
დად, რაღა თქმა უნდა, პირადი მაგალითი ითვლებოდა.
საომარ ხელოვნებას ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მე-
თაურები ასწავლიდნენ. ამასაც ისევე სწრაფად და სრულყო-
ფილად ითვისებდა, როგორც – სხვა დანარჩენს და მალე თა-
ვის მასწავლებლებს გადააჭარბა.
11 მკითხველთა ლიგა
ფილიპემ ვაჟიშვილის აღმზრდელთა ზედამხედველობა
ლეონიდასსა და ლისიმაქეს მიანდო, თუმცა, უფლისწულის უმ-
თავრესი მასწავლებელი არისტოტელე გახლდათ.
12 მკითხველთა ლიგა
თავი 5 – მასწავლებელი
ეს იყო კაცი, რომელზეც ალექსანდრემ თქვა: ფილიპესგან
სიცოცხლით ვარ დავალებული, არისტოტელესგან კი – სული-
თო!
არისტოტელეს მამა, ნიკომაქოს სტაგირელი, ალექსან-
დრე მაკედონელის პაპის, ამინტას, კარის ექიმი ყოფილა. სა-
ვარაუდოდ, სწორედ სამეფო კარზე განვლო ამ ბრძენკაცის სი-
ჭაბუკემაც.
ალექსანდრეს შობისას მას 31 წელი შეუსრულდა და უკვე
საყოველთაო დიდებით იყო მოსილი. როგორც ფილიპე იტყო-
და, უფლისწულს, რომელიც „ბევრ აღვირსა და საჭეს მოით-
ხოვდა“, სწორედ არისტოტელეს დარი მოძღვარი სჭირდებო-
და.
აი, რას სწერდა ფილიპე ამ ბრწყინვალე გონების ადამი-
ანს:
– ვაჟიშვილის შობა იმადაც მიხარის, რომ შენს ეპოქაში
დაიბადა, ამიტომ, სწორედ შენ განდობ!
როგორც ცნობილია, ამ მიწვევას არისტოტელე სიამოვნე-
ბით დათანხმდა, რის პასუხადაც იმპერატორმა მოკლე დროში
აღადგინა ერთ დროს თავისივე ხელით დაქცეული სტაგირე,
რომელიც ფილოსოფოსის მშობლიური ქალაქი იყო. მადლო-
ბის ნიშნად კი ქალაქ მიეზის სიახლოვეს მდებარე ნიმფაიონით
(მუზებისადმი მიძღვნილი ხეივნით) დაასაჩუქრა...
არისტოტელე ალექსანდრეში ელინთა მომავალ ჰეგე-
მონს, მეტიც – ევროპის ყველაზე ძლევამოსილ ხელისუფალს
ხედავდა, ამიტომ მიიღო ფილიპეს მიწვევა და ჩვეული პასუ-
ხისმგებლობით შეუდგა საქმეს.
ამ უბრწყინვალეს ადამიანს სამეფო კარსა და ხელმწიფეზე
გავლენის მოპოვება კი არა, მისთვის მინდობილი უძვირფასე-
სი ადამიანური მასალა – ყმაწვილი უფლისწული – აინტერე-
სებდა, რომლის ნდობაც მალევე მოიპოვა და ყოველი ღონე
იხმარა, რომ აღსაზრდელს მასში საკუთარი აზრების სისწორე-
ში დარწმუნებული აღმზრდელი კი არა, ჭეშმარიტების მუდმივ
ძიებაში მყოფი მოაზროვნე დაენახა. ის სულაც არ ჰგავდა იმ
13 მკითხველთა ლიგა
თვითკმაყოფილ და ამპარტავან პედაგოგებს, საგულდაგუ-
ლოდ რომ ცდილობენ დამსახურებათა წარმოჩენას და თავს
ყოვლისმცოდნეებად მიიჩნევენ.
არისტოტელესაც, ალექსანდრესი არ იყოს, უცნობი და
უსამანო სამყაროს შეცნობის წყურვილი კლავდა, ამიტომ სუ-
ლაც არ გახლავთ გასაკვირი, რომ ამ ორმა უდიდესმა მეოცნე-
ბემ – ყმაწვილმა და ბრძენკაცმა – ერთმანეთი ასე შეიყვარეს.
ეს ის კაცი გახლდათ, ვინც თავის დროზე პლატონს დაემო-
წაფა, შემდეგ მისი აკადემიის რეფორმას მიემხრო, ბოლოს კი
სულაც გაემიჯნა და ბრძანა, რომ ჭეშმარიტება პლატონზე მაღ-
ლა იდგა.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რაოდენ გაუმარ-
თლა ალექსანდრეს იმ ადამიანთან სიახლოვით და მოწაფე-
ობით, ვინც, უდიდესი სიბრძნის მიუხედავად, უწყვეტად განაგ-
რძობდა სიახლის ძიებასა და შინაგან ზრდას.
მათ მეგობრობას ისიც აღრმავებდა, რომ მოწაფე-მასწავ-
ლებელი დედაქალაქში კი არა, ფილიპეს მიერ არისტოტელე-
სათვის ნაბოძებ, მყუდრო ნიმფაიონში ცხოვრობდა.
უფლისწული მეცნიერებისა და ხელოვნების ყოველ დარგს
– ფილოსოფიას, მედიცინას, მათემატიკას, ასტრონომიას, ბუ-
ნებისმეტყველებას, რიტორიკას, მუსიკას, ლიტერატურასა თუ
სახვით ხელოვნებას – ხუთი წლის განმავლობაში ეუფლებო-
და. როგორც მატიანე გვაუწყებს, ეს პროცესი ჩვ.წ-მდე 340
წლამდე გრძელდებოდა.
როგორც ცნობილია, ქვეყნიერების მომავალი მპყრობ-
ლისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი ჰომეროსის „ილიადა“
იყო, სასთუმლის ქვეშ ყოველჟამ მახვილთან ერთად რომ ინა-
ხავდა, მისი სულით სუნთქავდა და, პატროკლედ, თანშეზრდი-
ლი ჰეფესტიონიც ჰყავდა...
14 მკითხველთა ლიგა
თავი 6 – ბუცეფალი
ალბათ, არც ერთ ცხენს არ რგებია ისტორიისგან იმხელა
პატივი, რამხელაც – ბუცეფალს.
ბედმა, რომელმაც საკვირველად დაატოლა ეს ორი არსე-
ბა, მსოფლიოს მპყრობელი და ცხენი, იმაზეც იზრუნა, რომ
არც მათი შეხვედრა ყოფილიყო ჩვეულებრივი, არც მეგობრო-
ბა და არც აღსასრული: უფლისწული ათი წლის თუ იქნებოდა,
ფილიპეს ულამაზესი, ყორნისფერი ცხენი რომ მიჰგვარეს...
შუბლზე თეთრ ლაქად თითქოს ხარი გამოსახვოდა, რის გა-
მოც ხარისთავა, ბერძნულად – ბუცეფალი – შეარქვეს.
ცეცხლოვანს, ფიცხსა და ველურს ვერც ერთი ნაცადი მხე-
დარი ვერ გაეკარა... პლუტარქეს მოწმობით, მხოლოდ უფ-
ლისწულმა შეძლო მისი დაოკება – როგორც კი შენიშნა, რომ
ცხენს ჩრდილისა ეშინოდა, პირი მზისკენ უყო, ზურგზე ელვა-
სავით შემოევლო, დიდხანს აჭენა, დაიურვა და დაიმეგობრა.
მამამ, რომელიც მონუსხა ამ სანახაობამ, შვილი ჯერ გულ-
ში ჩაიკრა, შემდეგ კი გულანთებულმა წამოიძახა:
– მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, საბრძანებლად სხვა, უფ-
რო ვრცელი ქვეყანა უნდა ეძიო!
სწორედ ბუცეფალი იქცა ალექსანდრეს ერთგულ ტაიჭად
და თანამოლაშქრედ...
აი, რას გვიამბობს პლუტარქე: „სპარსეთში, კასპიის ზღვის
სანაპიროებთან, ადგილობრივ ბარბაროსებს, – უქსიებს – ბუ-
ცეფალი გაუტაცნიათ... მოსიყვარულე პატრონს მაშინვე ელ-
ჩები უფრენია და გულცეცხლიანს შეუთვლია: თუ ცხენს ახლა-
ვე არ დამიბრუნებთ, ერთიანად გაგწყვეტთ და თქვენს ნაადგი-
ლარსაც ნაცრად ვაქცევო! იღბალმა თავისი რჩეული არც ამ-
ჯერად გააწბილა და მეგობარი მალევე დაიბრუნა. ამით ფრი-
ად გახარებულმა, თუმც, ბუცეფალის გამოსასყიდს არავინ
სთხოვდა, მაინც დიდძალი ჯილდო გაიღო“.
ძველ ავტორთაგან ზოგი იუწყება, რომ ეს სახელოვანი ტა-
იჭი ალექსანდრეს ინდოეთის დალაშქვრისას დაეღუპა, რასაც
პლუტარქეც ადასტურებს.
15 მკითხველთა ლიგა
მის პატივად და სამადლობლად მაკედონელმა პაკისტანში
ქალაქიც კი დააარსა, იმ დროს – ბუცეფალი, დღეს კი – ჯა-
ლალპური. იქ ახლაც შეხვდებით მაშინდელ ნაშთებს, ამ დიდი
მეომრისა და მისი ცხენის სახელს რომ უკავშირდება...
16 მკითხველთა ლიგა
თავი 7 – პიროვნება
როგორც მატიანე გადმოგვცემს, ალექსანდრე თუმც ტან-
მორჩილი, მაგრამ მკვრივი აგებულების, კეთილსახიერი, უზა-
დო აღნაგობისა და თეთრყირმიზი გახლდათ, წაბლისფერი,
ტალღოვანი თმით და, ყველაფერთან ერთად, ისიც გამოარ-
ჩევდა, რომ მარჯვენა თვალი შავი ჰქონდა, მარცხენა კი –
ლურჯი.
მუდამ პირღიმილიანს ჩვევად ჰქონდა თავის ოდნავ მარ-
ცხნივ შებრუნება. წვერს არასოდეს ატარებდა. ამის გამო მისი
უღიმღამო წამბაძველნი თუ თაყვანისმცემელნი საუკუნეთა
მანძილზე დადიოდნენ უწვერულვაშოდ და მარცხნივ კისერ-
მოქცეულები.
ძველი სამყაროს ხელოვანთაგან ალექსანდრეს გარეგნო-
ბა ყველაზე უკეთ ლისიპემ გადმოსცა, თუმცა, ვერც მისი კანის
უჩვეულო სისპეტაკე და სითეთრე ასახა და ვერც თვალთა უჩ-
ვეულო ბრწყინვალება.
რაც უნდა გადახდენოდა, დიდი სიხარული თუ მწუხარება,
უდიდესი ნებისყოფის წყალობით, წონასწორობას არასდროს
კარგავდა და, მამისგან განსხვავებით, ყოველგვარ ჰედონიზ-
მსა და აღვირახსნილობას ეკრძალვოდა, რადგან ფიქრობდა,
რომ ამით თავის დიდ მისიას დააკნინებდა. ფილიპესგან ისიც
განასხვავებდა, რომ მებრძოლი სული და მეომრისთვის ასე-
რიგად აუცილებელი სხვა თვისებებიც უფრო ჭარბად ჰქონდა.
ხოლო, როდესაც რომელიმე შიკრიკი სასახლეში ფილიპეს
მორიგი გამარჯვების ამბავს მოიტანდა, თანატოლებს უკმაყო-
ფილოდ შესძახებდა: ვაი, თუ მამაჩემმა მთელი ქვეყანა დაიპ-
ყროს და საგმირო და საომარი აღარაფერი დაგვიტოვოსო!
ცხენზე ჯირითიც ეიოლებოდა, კრივიც, სირბილიც და ჭიდა-
ობაც, მაგრამ ტრაგიკულ მსახიობთა, მონადირეთა, დაშნებით
მებრძოლთა და მუსიკოსთა პაექრობაში მონაწილეობა ყვე-
ლაფერს ერჩია.
მის გონიერებასა და გამჭრიახობაზე ისიც მოწმობს, თუ
როგორ შეხვდა თოთხმეტიოდე წლის ყმაწვილი, ფილიპეს არ-
17 მკითხველთა ლიგა
ყოფნისას, სპარსთა ელჩობას, რომელიც თავისი სხარტი და
ღრმა აზროვნებით განაცვიფრა.
ფარისევლობა და სიცრუე მისი პირდაპირი, სიმართლის-
მოყვარე ბუნებისათვის უცხო იყო.
მამამ, რომელსაც გულწრფელად სწამდა შვილის ზეადა-
მიანური შესაძლებლობებისა და გულწრფელად ამაყობდა მი-
სით, ალექსანდრეს სიჯიუტისა და სიფიცხის ამბავიც მშვენივ-
რად უწყოდა, ამიტომ მუდამ ცდილობდა, სიტყვით და შეგონე-
ბით დაეყოლიებინა და არა – ბრძანებით.
16 წლისამ პირველად უმეთაურა არმიას და დამოუკიდებ-
ლად დაამარცხა კიდეც მედები, – მაკედონიელთა ძველი
მტრები. ეს ბრძოლა დაასრულა თუ არა, უფლისწულმა იქვე
დააარსა პირველი ალექსანდრია – მომავალ, მრავალრიცხო-
ვან ალექსანდრიათა წინამორბედი. წელიც არ იყო გასული,
რომ 17 წლისამ ილირიელთა მთავარ პლევრიოსს სძლია,
მომდევნო წელს კი ქერონეის ველზე მოიპოვა გამარჯვება.
რას ფიქრობდნენ მასზე მაშინ მაკედონიაში?
– ჩვენი მეფე ალექსანდრეა, ფილიპე კი – მთავარსარდა-
ლიო, რაც დიახაც ახარებდა მამას. თუმცა, მამა-შვილის ერ-
თობა მალე დაირღვა...
18 მკითხველთა ლიგა
თავი 8 – განხეთქილება
მალე ფილიპეს ახალი ვნება მოეძალა და ოლიმპიადაზე
ახალგაზრდა კლეოპატრაზე, თავისი უახლოესი სარდლის,
ატალოსის ძმისწულზე იქორწინა. ყველამ იცოდა, რომ თავად
ოლიმპიადასაც არ აკლდა ამგვარი „ამურული თავგადასავ-
ლები“, თუმცა, ამ ამბავმა ოლიმპიადას გულზვიად ხასიათს
ელდა დასცა. მალე ეს ელდა ქმრისადმი უზარმაზარ სიძულვი-
ლად იქცა და, როცა საქორწინო ნადიმზე ღვინითა და მეფეს-
თან დანათესავებით გაკადნიერებულმა ატალოსმა სუფრას
ხელი დაჰკრა და იღრიალა – მაკედონელნო, ღმერთებს ევედ-
რეთ, რომ ახალშეუღლებულთ კანონიერი მემკვიდრე შეეძი-
ნოთო, ვულკანმა საბოლოოდ გამოიღვიძა:
– ბრიყვო, ნუთუ მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?! – იფეთქა
ალექსანდრემ და ღვინით სავსე ჭურჭელი სახეში შეალეწა
ატალოსს.
ამის დანახვაზე ღვინითა და მრისხანებით გონარეულმა
ფილიპემ შვილისკენ მახვილით გაიწია, მაგრამ მაგიდას ვერ
გასცდა, ისე დაეცა...
– ნახეთ, იმას, ვისაც ევროპიდან აზიაში სურს გალაშქრე-
ბა, სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაიშ-
ხლართოს! – ცეცხლზე ნავთი დაასხა უფლისწულმა.
თუმცა, ატალოსის მიერ როყიოდ წამოსროლილი სიტყვა
მხოლოდ საბაბი გახლდათ, მიზეზი კი ის იყო, რომ უფლის-
წულს დედა ძალიან უყვარდა და მუდამ ექომაგებოდა მას, ამ
საბედისწერო დღის შემდგომ კი მაკედონია დატოვა და კარგა
ხანს უკან აღარც დაბრუნებულა...
19 მკითხველთა ლიგა
თავი 9 – დაბრუნება
დრომ ოდნავ ჩააცხრო ძველი ჭრილობა და ბედისწერის
ბორბალიც მაკედონიის სასარგებლოდ დატრიალდა.
ამან, სხვა გარემოებებთან ერთად, ალექსანდრეს დაბრუ-
ნება დააჩქარა.
„სხვა გარემოებები“ კი ასეთი გახლდათ:
ერთ დღეს ფილიპეს კორინთოდან მეგობარი, დემასტოსი,
ეწვია და კითხვაზე, თუ რა ხდებოდა ელადაში, კადნიერად მი-
უგო: იქაურობას რას კითხულობ, როცა საკუთარ ოჯახს ვერ
მორევიხარო!
ელდანაკრავმა ფილიპემ, მყისვე, თავად დემასტოსი აფ-
რინა შვილთან შემოსარიგებლად.
ალექსანდრე მართლაც დაბრუნდა.
ამ დროს კი სასახლეში დიდი ვნებები ბობოქრობდა: ფეხ-
მძიმე კლეოპატრა, ნათესავებითურთ, დიდგულობდა, სამეფო
ახალ მემკვიდრეს ელოდა, რაც ხელს სულაც არ აძლევდა მე-
ფედ და ზეკაცად შობილ უფლისწულს.
მალე ფილიპემ ოლიმპიადას ოჯახის შემოსარიგებლად
მის ძმას, ეპირის მეფე ალექსანდრეს, თავისი ასული, ისიც
კლეოპატრა, შერთო...
ქორწილი მაკედონიის ძველ დედაქალაქ ეგეში გაიმართა.
ფილიპემ ძველ ჩვეულებას არ უღალატა და თავაწყვეტილ
ლხინს მიეცა...
ორდღიანი ორგიის შემდეგ ფილიპე, მეფე-დედოფალთან
ერთად, თეატრში მისდამი მიძღვნილი წარმოდგენის სანახა-
ვად მივიდა... უეცრად მხლებელთაგან ერთ-ერთი მიეჭრა, მახ-
ვილი გულში აძგერა და გაქცევას შეეცადა...
მკვლელი მალევე შეიპყრეს და აკუწეს – ფილიპე სასიკ-
ვდილოდ საკუთარმა მცველმა, სახელად პავსიანემ გაიმეტა.
ამ ამბავმა დედოფალყოფილი ფრიად გაახარა: ოლიმპია-
დამ ქმრის მკვლელის ცხედარი ყვავილებით შეამკო, მკვლე-
ლობის იარაღზე კი, ფილიპეს სისხლი ჯერაც რომ არ შეხმო-
ბოდა, თავისი ქალიშვილობის სახელი ამოკვეთა და აპო-
ლონს შესწირა.
20 მკითხველთა ლიგა
ამ ამბამდე მცირე ხნით ადრე, აზიაში დიდი ლაშქრობის
წინ, აპოლონის ტაძრის პითიამ ფილიპეს შეუთვალა: ხარი უკ-
ვე გვირგვინითაა შემკული და მალე დაიკვლებაო! ფილიპემ ამ
ხარად, რაღა თქმა უნდა, ელინთა მარადი მტერი, სპარსეთი,
იგულისხმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისანმა სიკვდილი
სწორედ მას უწინასწარმეტყველა.
რაღა თქმა უნდა, მკვლელის უკან გავლენიანი დამკვეთები
იდგნენ, ეჭვმიტანილთა შორის მეფის ძველი მტრებიც იყვნენ
და ახლებიც, თუმცა, მოგვიანებით, უფლისწულმა იმის უეჭვე-
ლი მტკიცებულებები მოიპოვა, რომ ფილიპეს მკვლელები
სპარსეთის სამეფო კარის მიერ იყვნენ მოსყიდულნი.
***
– მხოლოდ მეფის სახელი შეიცვალა და არა – მეფეო, –
განაცხადა ტახტზე ასვლისთანავე 20 წლის ალექსანდრემ,
თუმცა, სამყარომ მალე იგრძნო ფერისცვალება...
21 მკითხველთა ლიგა
თავი 10 – ბალკანეთი
ეს ფერისცვალება დიდი გამოცდით დაიწყო: ახალგამეფე-
ბულს ჯერ მცირე აზია „დაემუქრა“ აჯანყებით, შემდეგ – უფრო
დიდი მეტოქე, – ათენი, ფილიპეს გარდაცვალება, დემოსთე-
ნეს თავკაცობით, ზეიმად რომ აქცია, მისი მკვლელი პატივით
შეამკო და კორინთოს კონგრესის საბერძნეთ-მაკედონიის ერ-
თობის ფიციც ძალადაკარგულად გამოაცხადა: ფილიპე მოკ-
ვდა და ფიცი მისი მემკვიდრის წინაშე არაფრით გვავალდებუ-
ლებს, ალექსანდრე კი ისეთი ტუტუცი და მშიშარაა, საბრძოლ-
ველად კი არა, სასახლიდანაც ვერ გამობედავს გამოსვლასო,
– გაჰყვიროდა დემოსთენე.
საბერძნეთმა მალე გაიხსენა ბოღმად დაგროვილი ყველა
წყენა და ერთიანად აღსდგა „მაკედონური უღლის“ დასამხო-
ბად...
ალექსანდრემ შუღლის ჩაქრობა ჯერ მოლაპარაკებებით
სცადა, მაგრამ გადიდგულებულმა და საკუთარ გამარჯვებაში
დარწმუნებულმა ბერძნულმა ქალაქებმა ახლოსაც კი არ გა-
იკარეს მაკედონელი „ღლაპის“ ემისრები, – მთელი ელადა
ყალყზე დამდგარა, იქით აზია იმუქრება, აქეთ – ჩრდილოელი
თრაკიელნი, ილირიელნი, აგარიანნი, გეტები და პეონები აჟ-
ღარუნებენ იარაღს და ეს გამოუცდელი და „უკანონო“ ალექ-
სანდრე რას დაგვაკლებსო?!
მალე ახალგაზრდა მეფის ერთგულთა შორისაც დაისად-
გურა უიმედობამ – ომით ვერვის ვძლევთ, ამიტომ, მტრის
მძვინვარება ტკბილი სიტყვითა და საჩუქრებით უნდა დავაც-
ხროთო.
მის ადგილას სხვას, შესაძლოა, მათთვის მოესმინა კიდეც,
დროც მოეგო და ყველაფერი თავიდან დაეწყო, მაგრამ არც
დრო ითმენდა და არც – ალექსანდრე...
ჯერ მცირე აზიას მიუტრიალდა, იქ მოჯანყე ატალოსი ქვეყ-
ნის მოღალატედ გამოაცხადა და სიკვდილით დასაჯა; შემდეგ,
საბერძნეთის ლაშქრობისთვის ჯარის შეკრება დაიწყო და თე-
სალიაში ისე შეაბიჯა, წვეთი სისხლი არ დაუღვრია, – იქაუ-
რებს საერთო წინაპრები, ჰერაკლე და აქილევსი შეახსენა და
22 მკითხველთა ლიგა
ისე მიიმხრო, იქით შესთავაზეს კავალერიით დახმარება, რო-
მელთან ერთადაც ელადის გულისკენ დაიძრა.
***
თერმოპოლეს ხეობასთან შეყოვნდა და სამტროდ ატეხილ
ბერძნულ ქალაქებს სათათბიროდ უხმო, თუმცა, „დიდმა სამე-
ულმა“ – ათენმა, თებემ და სპარტამ – დუმილით უპასუხეს.
ეს დუმილი კი არც მუქარა აღმოჩნდა და არც – კადნიერე-
ბა, როგორც მოსალოდნელი იყო. თებელებმა თავიანთ ქა-
ლაქში ისე შეუშვეს, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
ათენმა გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო, ისე მიუახლოვდა
„ბარბაროსი“ მაკედონელი. მაშინ კი იკადრა ელადის გულმა
ელჩთა წარგზავნა, რომელთა შორის დემოსთენეც იყო, თუმ-
ცა, იგი შუა გზიდან შინ გაბრუნდა, სავარაუდოდ, შიშნაჭამი.
ალექსანდრემ ელჩობა ისე მიიღო, ათენელთა ძველი მუ-
ქარა არც უხსენებია, მხოლოდ ის ფიცი შეახსენა, დემოსთენეს
სიტყვით, „მამიდან შვილზე რომ არ ვრცელდებოდა“ და კო-
რინთოში, სრულიად ბერძნულ კონგრესზე, ხელახლა დადება
მოსთხოვა. კონგრესს ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა,
ჯიუტმა სპარტამ კი შორიდან შემოუთვალა: წინაპრებმა სხვე-
ბის ჭკუაზე სიარული კი არა, პირველობა დაგვიბარესო!
ბერძნულ-მაკედონური კავშირი კვლავ ამ უკანასკნელთა
ჰეგემონიის აღიარებით გაცოცხლდა და ძველი მტრის – სპარ-
სეთის – წინააღმდეგ საღვთო ომისთვის მზადებაც დაიწყო...
23 მკითხველთა ლიგა
თავი 11 – „ალექსანდრე რომ არ ვიყო,
დიოგენობას ვისურვებდი!“
ზოგჯერ მცირე ამბებს ან, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო
შემთხვევას უფრო იმახსოვრებს ისტორია, ვიდრე – ტიტანურ
შერკინებებს. ალბათ, ეს ამბავიც ამის მაგალითია:
კორინთოში ალექსანდრესთვის, ძლევის მისალოცად, დი-
დებულთა და ცნობილთაგან ყველა ეახლა, სახელგანთქმული
დიოგენეს გარდა... მაშინ თავად ალექსანდრემ მიაკითხა თა-
ვისი კასრიდან მზეზე გასათბობად გამომძვრალ ბრძენკაცს და
სალმის შემდგომ უთხრა:
– რაცა გსურს, ყოველივეს შეგისრულებ!
– მაშ, გთხოვ, გაიწიო, მზეს მიჩრდილავ! – გულგრილად
უპასუხა მოხუცებულმა.
***
335 წლის ადრიანი გაზაფხული იდგა. ალექსანდრე ჩრდი-
ლო ბალკანეთის იმ ტომთა დასაპყრობად გაემართა, არც მა-
მამისს რომ უწევდნენ ანგარიშს, არც – თავად მას და... ზაფხუ-
ლამდე დაიმორჩილა.
ამ ლაშქრობით დაამტკიცა, რომ სარდლის უდიდეს ნიჭს
ფლობდა.
24 მკითხველთა ლიგა
საბერძნეთს კი მალე ელდასავით მოედო სანატრელი ცნო-
ბა – ალექსანდრე ჩრდილოურ ლაშქრობაში ერთ-ერთი შეტე-
ვის დროს დაიღუპაო, რამაც დემოსთენესთანა ანტიმაკედო-
ნისტებს კვლავ შეასხა საომრად ფრთები; მათთვის ალექსან-
დრესთან ერთად ხელმეორედ დადებული კორინთული ფიციც
მოკვდა...
დემოსთენესა და მისნაირთა წინამძღვრობით ელადამ
ისევ გაიკრა ხელი იარაღზე. არც მაკედონელ მეთაურთა ცი-
ხეებიდან გამოტყუება ითაკილეს და არც – სპარსული ფულის
აღება, რომლითაც დემოსთენემ იარაღი იყიდა.
ის იყო, გაერთიანებული ძალებით უნდა შეეტიათ მაკედო-
ნიისათვის, რომ ელადაში ალექსანდრე გამოჩნდა.
ამჯერად, დიდ სამეულს შიშის ელდა ეცა.
გზა, რომელიც, წესით, რამდენიმე კვირას ითხოვდა, მაკე-
დონელმა ექვს დღეში მოილია.
– ეგებ, ის კი არა, სხვა ალექსანდრე გვიახლოვდებაო, –
თავს ინუგეშებდა ზოგი, მაგრამ აჯანყებულებს წინ უდიდესი
იმედგაცრუება ელოდათ: თებეს მაკედონელთა შიშით მიეშ-
ველნენ კი არა, ბერძენთა ნაწილი მათ წინააღმდეგაც კი შეუ-
ერთდა ალექსანდრეს. მარტო დარჩენილ ქალაქს მაკედო-
ნელმა, აჯანყების მეთაურთა გადაცემის სანაცვლოდ, უსის-
ხლო ზავი შესთავაზა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. თებემ ისიც
კი გაბედა, პირველს შეეტია და მწარედაც დამარცხდა, თუმცა,
ეს ტრაგედიის მხოლოდ დასაწყისი იყო: თებეს კარიბჭეები,
ქალაქის დამცველთა თავგამეტებული წინააღმდეგობის მი-
უხედავად, მაკედონელთა ფალანგებისაგან მალე შეიმუსრა,
ქალაქელები ყოველ ქუჩასა თუ სახლს სისხლის ფასად იცავ-
დნენ, თებეს მიწაზე თითქოს სიკვდილმა გალეწა კალო, – ად-
გილი არ დარჩენილა, იქაურთა სისხლი რომ არ პკურებოდა,
– მომხვდურნი, სადაც მისწვდებოდნენ, დიდსა თუ პატარას,
ჩვილსა თუ მხცოვანს, ქალსა თუ ბავშვს, ყველას ხოცავდნენ
და ამაში ყველაზე მეტად მაკედონიის ბერძენი მოკავშირეები
აქტიურობდნენ.
***
25 მკითხველთა ლიგა
თებეს დაცემის ამბავი ათენმა მალევე შეიტყო. ქალაქი
შიშმა მოიცვა, მოახლოებული მისტერიები ვიღას ახსოვდა –
წარჩინებული მოქალაქეები მაკედონელისთვის გამარჯვების
მისალოცად და თებელ ლტოლვილთა ხელშეუხებლობის სათ-
ხოვრად გაგზავნეს.
აღარც ალექსანდრემ გაიხსენა ათენის განდგომა – წინ
აზია ელოდა, მაგრამ ლტოლვილ თებელთა განდევნა და ყვე-
ლაზე აქტიურ ანტიმაკედონელთა, მათ შორის – დემოსთენეს
– გადაცემა მაინც მოითხოვა, თუმცა, მალე მისი დათმობაც
მოუწია.
რატომ?
თებემ, რომელმაც სპარსეთთან კავშირით „უპატიებელი“
ცოდვა ჩაიდინა, იმაზე მეტად ზღო სისხლით, ვიდრე ეკუთვნო-
და...
მართალია, ბერძნულ პოლისებსა და ათენს განდგომა
დიდსულოვნად აპატია და ყველგან გაბნეულ, გადარჩენილ
თებელებსაც შემდგომ განსაკუთრებული გულისხმიერებით
ეპყრობოდა, მაგრამ ბერძენთათვის მაინც სიკვდილის სიმბო-
ლო იყო...
***
შემოდგომაზე პელაში დაბრუნდა და მომდევნო, 335
წლისთვის, „მსოფლიო ომისთვის“ იწყო მზადება...
ყველაფერი უნდა სცოდნოდა იმ ქვეყნების შესახებ, სადაც
მიდიოდა, ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უმნიშვნელო ცნობებსაც
კი აგროვებდა... მალე არმია შეკრა, ფლოტისთვის ხომალდე-
ბიც ააგო, ყველა შეკრიბა, ვინც კი ბალკანური ლაშქრობისას
თავი გამოიჩინა, მაგრამ შინაც სანდო კაცი უნდა დაეტოვები-
ნა, ფაქტობრივად, „მეფის ნაცვალი“, და ეს მისია უერთგულეს
ანტიპატროსს დააკისრა.
წასვლამდე პირადი ქონება ახლობლებს დაურიგა...
– შენთვის რაღა დაიტოვე? – ჰკითხეს.
– იმედი! – იყო პასუხი.
26 მკითხველთა ლიგა
თავი 12 – მცირე აზია
როგორი დახვდა სპარსეთი ალექსანდრეს? სახელმწიფო,
რომელიც უკვე მეორე საუკუნე იყო, ბატონობდა დანარჩენ
მსოფლიოზე და რომლის დასაკუთრებაც ასეთ ჟინად ქცეოდა
მაკედონელს?..
ამ სახელმწიფოს დაარსებას კიროს დიდ აქემენიდს (ძვ.წ.
550-529 წწ.) მიაწერენ, რომლის სამეფო ტახტიც ჯერ კამბიზმა
(ძვ.წ. 529-522 წწ.) გადაიბარა, შემდეგ – დარიოს I-მა (ძვ.წ.
521-486 წწ.), ქსერქსემ (ძვ.წ. 486-465 წწ.), არტაქსერქსე I-მა
(ძვ.წ. 465-424 წწ.), ქსერქსე II-მ (ძვ.წ. 424 წ.), სოგდიანემ
(ძვ.წ. 424-423 წწ.), დარიოს II-მ (ძვ.წ. 423-404 წწ.), არტაქსერ-
ქსე II-მ (ძვ.წ. 404-358 წწ.), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358-338
წწ.) და ბოლოს არესმა (ძვ.წ. 338-336 წწ.).
ჩამოთვლილთაგან პირველმა ოთხმა ეს მიწა უზარმაზარ
სახელმწიფოდ აქცია, რომლის საზღვრები კავკასიონიდან –
არაბეთის ზღვას, ინდოეთიდან კი ეთიოპია-ლიბიას სწვდებო-
და.
ახლო აღმოსავლეთში სპარსულ ტომთა დომინირება ასუ-
რეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ძვ.წ. 614-612 წწ.) იწ-
ყება. ხსენებული ტომები აქემენმა გააერთიანა, ძვ.წ. 558
წელს კი აქემენიდურ სპარსეთს თავად აქემენის მემკვიდრე,
კიროს მეორე, დიდად წოდებული, (ძვ.წ. 558-530 წწ.) ჩაუდგა,
რომელმაც 550 წელს მიდიელებს სძლია და მათს ვრცელ მი-
წებს დაეპატრონა.
539 წელს კიროსმა თვით დიდი ბაბილონის დაპყრობაც კი
შეძლო, სადაც იმხანად უამრავი ძალით გადმოსახლებული
ებრაელი ცხოვრობდა. კიროსმა ისინი თავის სამშობლოში
დააბრუნა და სახელმწიფო სახსრებით იერუსალიმის ტაძარიც
აღუდგინა, რის გამოც ძველი აღთქმა, არაებრაელთა შორის,
კიროსს ყველაზე დიდი პატივით იხსენიებს.
ამ უძლიერესმა მმართველმა შეძლო ერთმანეთთან შეერ-
წყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს-ჩვეულებანი და
დიდი სპარსული იმპერიის „მშობლად“ იქცა. დიდგვაროვანი
ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ. კიროს II-ის მემ-
27 მკითხველთა ლიგა
კვიდრის, კამბიზ II-ის (ძვ.წ. 530-522 წწ.) ზეობისას სპარსე-
ლებმა ეგვიპტე დაიპყრეს. მალე მათი სახელმწიფო უზარმა-
ზარ იმპერიად იქცა, რომელიც ცენტრალური აზიიდან მაკე-
დონიამდე გადაიჭიმა. მასში სპარსულ იმპერიამდე გაცილე-
ბით ადრე შექმნილი სახელმწიფოებიც (მცირე აზიის ოლქები,
ელამა, ბაბილონი, სირია, ფინიკია, ეგვიპტე) გაერთიანდა და
მასზე ნაკლებ განვითარებული არაბული და სკვითური ტომე-
ბიც.
უნდა ითქვას, რომ დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფო
მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობ-
ლემებს წააწყდნენ, თუმცა, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწი-
ეს.
კიროსმა და კამბიზმა თავიდან ამ ქვეყნების ადგილობრი-
ვი მმართველობის სისტემა კი შეინარჩუნეს, მაგრამ, როდესაც
მოგვიანებით იქ სეპარატისტული სული გამეფდა, იძულებულ-
ნი შეიქმნენ, რეფორმებისთვის მიემართათ.
დარიოს I-მა (ძვ.წ. 522-486 წწ.) მნიშვნელოვანი ადმინის-
ტრაციული რეფორმები გაატარა, რამაც შემოერთებულ მი-
წებზე სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა, საგადასახადო
სისტემაც მოაწესრიგა და სამხედრო კონტინგენტი გაზარდა.
დარიოს პირველის ეპოქაში დაპყრობილი ხალხების კა-
ნონების კონდიფიკაცია განხორციელდა, სახელმწიფო ადმი-
ნისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად დაიყო, რომელთაც
სატრაპიები ეწოდა.
ამ ტერიტორიულ ერთეულთა საზღვრები ხშირად ემ-
თხვეოდა სრულიად იმპერიის სახელმწიფოების საზღვრებს.
ჰეროდოტეს მოწმობით, იმ პერიოდში აქემენიდური იმპერია
20 სატრაპიასა და 70 ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებდა.
მე-19 სატრაპიაში აქემენიდთაგან მითვისებული კოლხე-
თის სამეფოს სამხრეთი ნაწილიც ერთიანდებოდა.
ისტორიულ წყაროთა თანახმად, კოლხეთის სამეფო იმხა-
ნად დამოუკიდებელი სამეფო კი იყო, მაგრამ სპარსულ იმპე-
რიას ძღვნად ყოველწლიურად 100 ვაჟსა და 100 გოგონას უგ-
ზავნიდა.
28 მკითხველთა ლიგა
აქემენიდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქარ-
თული მიწებიც, ჩრდილოეთის მკვიდრთ კი ეს გავლენა ნაკლე-
ბად შეეხო.
ახალ ადმინისტრაციულ ოლქებს, როგორც ზემოთ
ვთქვით, სატრაპები ხელმძღვანელობდნენ და ამ თანამდებო-
ბებზე მხოლოდ სპარსელები ინიშნებოდნენ. დარიოს პირ-
ველმა მალე სატრაპთა და მხედართმთავართა ფუნქციები გა-
მიჯნა – სატრაპები სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ.
მხედართმთავრები კი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.
აქემენიანთა იმპერიის ძლიერება უმძლავრეს არმიას
ეფუძნებოდა, ამიტომ ქვეყანა სამხედრო ტოპარქიებად და-
იყო, რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა, თუმცა, მა-
თი ოდენობა ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრაპიების რაოდე-
ნობას. ჯარში, ძირითადად, სპარსელები და მიდიელები მსახუ-
რობდნენ, ლაშქარი კავალერიისა და ქვეითი ნაწილებისგან
შედგებოდა. კავალერიის რეკრუტირება დიდგვაროვნებისა-
გან, ქვეითი ჯარისა კი გლეხებისგან ხორციელდებოდა.
დარიოს I-მა თავი მეფეთმეფედ და მთელი ქვეყნიერების
პატრონად გამოაცხადა, რაც თითქოს ლოგიკურიც გახლდათ
– მისი იმპერია მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროს მო-
იცავდა და ამ გავლენისგან თავისუფალნი მხოლოდ ბერძნუ-
ლი პოლისები იყვნენ.
ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბო-
ლოდ აქემენიანთა სატახტო ქალაქი, მართლაც ზღაპრული –
პერსეპოლისი იქცა, ყველაზე უკეთ რომ წარმოაჩენდა აქემე-
ნიანთა იმპერიის ძლევამოსილებასა და დიდებულებას.
ქალაქი უზარმაზარ ხელოვნურ ტერასაზე ისე იყო გაშენე-
ბული, თითქოს მიწასა და ზეცას შორის გამოუკიდიათო. ქალა-
ქის შესასვლელს ამშვენებდა ფართო, ულამაზესი, რელიეფე-
ბიანი სადღესასწაულო კიბე, უზარმაზარი კარიბჭის გავლით
კი იმ დროის ყველაზე დიდი სასახლისაკენ, აპადანისაკენ, მი-
მავალ მოკირწყლულ გზას დაადგებოდით. სასახლის უვრცე-
ლესი დარბაზი 10 000 ადამიანს იტევდა.
პერსეპოლისში იმპერიის საგანძურიც ინახებოდა. მმისი
წიაღიდან კი მსოფლიოს ყველა მიმართულებით გადიოდა
29 მკითხველთა ლიგა
გზები, რომლის ყოველ 20 კილომეტრში სასტუმროები და სა-
ფოსტო სადგურები მოეწყოთ.
კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარია საქმეებს
არამეულ ენაზე აწარმოებდა, რამდენადაც ახლო აღმოსავლე-
თის მკვიდრი მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები სწორედ
ამ ენაზე მეტყველებდნენ.
ქრისტეს შობამდე V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქა-
ლაქები აქემენიანებს კი ემორჩილებოდნენ, მაგრამ თავისუფ-
ლების სული ხშირი აჯანყებებისკენ უბიძგებდათ.
აქემენიანებს მიაჩნდათ, რომ იმპერიის განსამტკიცებლად
ბალკანეთის ნახევარკუნძულიც უნდა მიესაკუთრებინათ,
თვით ათენითა და სპარტითურთ.
ქსერქსემ (ძვ.წ. 486-465 წწ.) გაილაშქრა კიდეც ბალკანეთ-
ში, მაგრამ ბერძნებთან მრავალჯერადმა მწარე მარცხმა ამ
გეგმაზე უარი ათქმევინა.
აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა, ხშირმა სახელ-
მწიფო გადატრიალებებმა, დაპყრობილი ხალხების პერიო-
დულმა აჯანყებებმა და სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკი-
ლებებმა იმპერია შინაგანად ისე დაასუსტა, რომ მაკედონე-
ლის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო და, უდიდესი არმიისა
და აურაცხელი სიმდიდრის მიუხედავად, არსებობა შეწყვიტა.
თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
***
სპარსეთს კარგად ახსოვდა ბერძენთა ძველი ოცნება და
მაკედონური „ვნებანიც“, თუმცა, ფილიპეს სიკვდილმა მათი
შიშიც მოადუნა და სიფრთხილეც – მეფე მოკვდა და რაღა უნ-
და დაგვიშავოს „ღლაპმა ალექსანდრემო?!“
ჭაბუკ მეფეს კი, უძველესი და უზარმაზარი იმპერია ეჭვით
რომ უმზერდა, უკვე შეეყარა 30 000 ქვეითი, 4 500 ცხენოსანი
და 160 სამხედრო ხომალდი.
ლაშქრობამდე 9 დღე ღმერთებს პატივი მიაგო, მეათე
დღეს კი, 334 წლის 9 მარტს, აღმოსავლეთისკენ წავიდა... თან
ჰყავდა ყველა, ვისი იმედიც ჰქონდა და ვინც წინა ბრძოლებში
თავი ისახელა.
30 მკითხველთა ლიგა
სპარსეთს რომ მიადგა, ხომალდიდან შუბი ნაპირს დაასო
და ჰელესპონტზე ჯარების სრულად გადასხმამდე, ტროას ნა-
ადგილარი მოიხილა, აქილევსის საფლავს ემთხვია და,
მსხვერპლი რომ შესწირა, თავის სათაყვანებელი გმირის
სულს ასე მიმართა:
– ნეტავ შენ, ბედნიერო ჭაბუკო, სიცოცხლეშივე რომ ჰპოვე
უერთგულესი მეგობარი, სიკვდილის შემდეგ კი – დიდი მე-
ხოტბე!
რა ხდებოდა ამ დროს სპარსთა მეფის კარზე?
ევროპიდან სერიოზული საფრთხე მოადგათ კარს, ამიტომ
სასწრაფოდ დასცეს ბანაკი ქალაქ ზელეის მახლობლად.
უმაღლეს სარდლობას დარიოს მესამის სიძე მითრიდატე,
ცოლისძმა ფარნაკე, არტაქსერქსე მესამის შვილიშვილი არ-
ბუპალი და უცხოელთა სარდალი ომარი წარმოადგენდნენ.
მეთაურთა შორის არ ირიცხებოდა სარდალი მემნონ როდო-
სელი, რომელიც ბერძნობის გამო დაიწუნეს და არც მის მიერ
წამოდგენილი გეგმა მიიღეს, რომელიც ომის გაჭიანურებას,
მოულოდნელ თავდასხმებს, მაკედონელის ძალთა დასუსტე-
ბასა და ბრძოლის ველად ევროპის ქცევას გულისხმობდა.
ამას პირდაპირი შეტევა არჩიეს, რაც სწორედ მტრის წისქვილ-
ზე ასხამდა წყალს.
მოწინააღმდეგისკენ დაძრულ ჯარს გზად ბერძნული ქალა-
ქი, ლამპსაკი, უნდა გაევლო, რომელიც მტრის ხელში იყო –
მემნონს მორჩილებდა. აალექსანდრემ ქალაქელებს გათავი-
სუფლება შესთავაზა, რაზეც ცივი უარი მიიღო – არც ჩვენი გან-
მათავისუფლებელი ხარ და არც ქალაქის გასაღებებს ჩაგაბა-
რებთო, რამაც მაკედონელი განარისხა – წინ ვერავინ დამიდ-
გება, ქალაქში ძალით შევალ, დავანაცრებ და ნურც დანდობის
თხოვნას გამიბედავს ნურავინო!
თებესი არ იყოს, ვერც მათი სიჯიუტის გატეხვა მოახერხა
და ქალაქი მართლაც ძალით აიღო. როგორც დაიქადნა, დაქ-
ცევასაც უპირებდა, მაგრამ ლამპსაკელებმა ხერხს მიმართეს
და შეწყალების სათხოვნელად სახელგანთქმული და მაკედო-
ნელისთვის ფრიად პატივსაცემი ფილოსოფოსი, ანაქსიმენე,
წარგზავნეს...
31 მკითხველთა ლიგა
რაღა თქმა უნდა, ალექსანდრემ ყოველივე წინასწარ გან-
ჭვრიტა და შუამავალს დაასწრო:
– ოლიმპოს ღმერთებსა ვფიცავ, რაც უნდა მთხოვო, არ შე-
გისრულებო!
– ქალაქი დაანგრიეო! – შეაგება თითქოს ამ სიტყვის მომ-
ლოდინე ბრძენკაცმა, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ მაკე-
დონელს ფიცის გატეხა არ სჩვეოდა და ქალაქს აღარაფერს ავ-
ნებდა...
32 მკითხველთა ლიგა
თავი 13 – გრანიკოსთან
ორმა არმიამ მთის ჩქარი მდინარის, გრანიკოსის, ნაპი-
რებთან მოიყარა თავი.
– უცებ ნუ შევუტევთ, მტერს ქვეითი ჯარი სუსტი ჰყავს, ღა-
მით თავისით გაგვეცლება, საღამოა, მდინარეზე გადასვლას
ვერ მოვასწრებთ, წყალშივე დაგვხოცავენ... ახლა მარცხის
დრო არ არის, – ეს დღე მთელი ომის ბედზე იმოქმედებსო, –
ურჩევდა პარმენიონი.
– ჰელესპონტი უბრძოლველად გადმოვლახეთ და ამ მცი-
რე მდინარემ როგორ უნდა შეგვაშინოს?! ამით ხომ სპარსე-
ლებს წავახალისებთო? – ბრძანა ალექსანდრემ და პარმენიო-
ნი არმიის მარცხენა ფლანგზე გაგზავნა, თავად მარჯვენას მი-
აშურა, ჯარს წინ გაუძღვა და ომიც დაიწყო...
33 მკითხველთა ლიგა
დაკრძალა ერთ საძმო საფლავში, მათი ოჯახები კი გადასახა-
დებისაგან გაათავისუფლა.
მაგრამ არც მტერი დავიწყნია – მათი გარდაცვლილი სარ-
დლები და დაქირავებული ბერძენი მეომრებიც პატივით მი-
აბარა მიწას, თუმცა, ცოცხლად დარჩენილ გასპარსებულ
ელადელებს ღალატი არ აპატია და მაღაროებში, უმძიმეს სა-
მუშაოებზე უკრა თავი.
***
ამ პატარა მდინარესთან ნაწვნევმა მარცხმა აქემენიდურ
ირანს საბოლოოდ წაართვა გამარჯვების იმედი – სარდალთა
უმეტესობა ალექსანდრეს მახვილს ემსხვერპლა, გადარჩე-
ნილთაგან ზოგმა სიცოცხლე მოისწრაფა, მცირე აზიის ბერ-
ძნულმა ქალაქებმა კი თითქოს პირი შეკრეს, ალექსანდრეს-
თან გვსურს შეერთებაო!
მას კი დაყოვნება არ სჩვეოდა და მოკლე ხანში ლიდიის
გულს, ქალაქ სარდეს, მიადგა. ყველამ იცოდა, რა ძალა იცავ-
და ამ ქალაქს, მაგრამ ქალაქელებმა უბრძოლველად, საკუთა-
რი ხელით ჩააბარეს „განმათავისუფლებელს“ ქალაქის კლი-
ტენი.
ვიდრე იქაურები „თავისუფლებით“ ტკბებოდნენ, მაკედო-
ნელმა ამ ადგილის ზევსის ტაძრით შემკობა გადაწყვიტა.
მაკედონელებს ქალაქში ისეთი წვიმები „შეჰყვათ“, ცა იქ-
ცეოდა... მალე მეხი, თითქოს საგანგებოდ, იქ დაეცა, სადაც
ლიდიის მეფის, კრეზოსის, სასახლე იდგა და გაანადგურა...
სწორედ მისი ნაადგილარი ამოირჩია მაკედონელმა ტაძრი-
სათვის.
***
უომრად დანებდა ეფესოც, რომლის გასპარსებული თავკა-
ცი, სახელად ამინტა, ადრე პელადან ძლივს გამოუსხლტა
ალექსანდრეს.
ის იყო, მისი ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ამინტამ კვლავაც
გაქცევით უშველა თავს, იქაურმა დემოკრატებმა კი ოლიგარ-
ქებს შეუტიეს და მალე ისეთი ხოცვა-ჟლეტა ატყდა, რომ არა
ალექსანდრე, ეფესო მკვდარ ქალაქად იქცეოდა...
34 მკითხველთა ლიგა
მაკედონელმა კარგად იცოდა თავისი მისია და აქაც განმა-
თავისუფლებელივით მოიქცა – მოქიშპენი შეარიგა, დააშოშ-
მინა და გადასახადებით, იქაურნი სპარსელებს რომ უხდიდ-
ნენ, არტემიდას იმ ტაძრის აღდგენა უბრძანა, ალექსანდრეს
დაბადების დღეს ჰეროსტრატემ რომ გადაწვა.
მალე კი, არა მხოლოდ კონტინენტის ბერძნულ ქალაქებ-
ში, კუნძულებზეც აღადგინა დემოკრატია და სპარსელთა უღ-
ლისგან გაათავისუფლა ისინი. აღდგენილ არტემიდას ტაძარს
კი, რომლის კედელზეც ბერძენმა მხატვარმა, აპელესმა, ზევ-
სის დარად ალექსანდრე გამოსახა, მსხვერპლი შესწირა.
***
ეფესოდან მილეტისკენ გაემართა, თუმცა ეს ქალაქი წინა-
მორბედებივით კეთილმოსურნედ არ შეხვედრია. მის დამ-
ცველთ მილეტის მიუდგომლობისა და სპარსთა ლაშქრის ეი-
მედებოდათ, თუმცა მაკედონელებმა აქაც იმარჯვეს...
35 მკითხველთა ლიგა
თავი 14 – ჰალიკარნასი
კარგად იცოდა, სადაც შედიოდა – ეს, „ისტორიის მამის“,
ჰეროდოტეს, ქალაქი იყო, კიდევ, უამრავი საკვირველი ადა-
მიანისა და იმ დედოფლისაც, სიყვარულის ნიშნად, მეუღლეს
სამყაროს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი – მავზოლეუმი –
რომ მიუძღვნა... იმასაც გრძნობდა, ეს ბრძოლა საბედისწე-
როდ იმოქმედებდა ომის ბედზე და საბოლოო გამარჯვებას
ალექსანდრეს არგუნებდა.
უიშვიათესი ალღოთი მუდამ გრძნობდა წარმატებას და
არც აქ შემცდარა. თუმცა, გარემოებანი მთლად მის სასიკე-
თოდ როდი აეწყო – ჰალიკარნასი იმ მხარეში სპარსთა ერთა-
დერთი დასაყრდენი იყო, ამასთან – მოღალატე ბერძენთა
თავშესაფარიც, განსაკუთრებული გააფთრებით რომ ემუქრე-
ბოდნენ მაკედონელს. მათგან ყველაზე „სპარსობით“ უკან და-
სახევი გზები რომ მოეჭრა და ბერძნობის გამო აღარც თავად
სპარსელნი ენდობოდნენ. თუმცა, ბოლოს მაინც იმდენი ქნა,
სპარსთა საზღვაო და სახმელეთო ძალთა მთავარსარდლო-
ბას გამოჰკრა ხელი.
ქალაქი უცნაური სიჩუმით გაქვავდა... სამი მხრიდან იგი
უმტკიცესი კედლებით გაამაგრეს იქაურებმა, მეოთხეს კი თა-
ვად ზღვა იცავდა...
ალექსანდრეს ჯარსა და ჰალიკარნასის ჭიშკარს შორის
ათასი ნაბიჯი იყო...
მემნონს დარიოს მესამის გულის მოგება და მაკედონელის
მონელება ისე სწყუროდა, თავად გამოვარდა ქალაქიდან ჯა-
რის ნაწილითურთ, თუმცა, მალევე უკუიქცა. მაკედონელი კი
განგებ აჭიანურებდა ქალაქზე შეტევას, რადგან მის დაქცევას
ერიდებოდა.
რამდენიმე კვირას ელოდა ალექსანდრე ქალაქის კაპიტუ-
ლაციას, მაგრამ მემნონმა თითქოს გონი დაკარგა – დროსთან
ერთად ემატებოდა მრისხანება და გალავნიდან ხან გავარვა-
რებულ ფისს ასხამდა, ხანაც ცეცხლმოდებულ მორებს ყრიდა.
მოწინააღმდეგე კი მოთმინებით იდგა და დასასრულს
ელოდა...
36 მკითხველთა ლიგა
დასასრული კი ასე მოვიდა: ქალაქში მომწყვდეულ დამ-
ცველებს გული გაუტყდათ, მალე მემნონმა თავის გადასარჩე-
ნად იქაურობა ცეცხლს მისცა, რასაც მისწვდა, გემებზე წაიყო-
ლა და გადაიკარგა...
ხანძარი ჯერ ძალას იკრებდა, ქალაქში შესული მაკედონე-
ლის არმიამ რომ მიუსწრო და ჩააქრო.
მალე მცირე აზიის დასავლეთი ბერძნულ-მაკედონური
სამყაროს ნაწილად იქცა და ყოველივე ეს ერთი ზაფხულის
მანძილზე აღსრულდა...
ხმა დაირხა, ალექსანდრე სტიქიებსაც მზერით იმორჩი-
ლებს, ზღვიდან მშრალი გამოდის და ვერა ძალა ვერ აბრკო-
ლებსო...
მისი ისტორიკოსი, კალისთენე, კი ირწმუნებოდა, – ზღვა
ღვთაებრივ ალექსანდრეს თაყვანს სცემდაო...
37 მკითხველთა ლიგა
თავი 15 – სპარსეთი
სპარსეთი მემნონის იმედად იყო და კვლავ არ სჯეროდა
ალექსანდრეს დანაქადნის. მემნონმა, რომელმაც თავისი გეგ-
მა მოგვიანებით აამოქმედა, მალე მრავალი ქალაქი დაისა-
კუთრა, მათ შორის – როდოსი და კოსი; ქიოსმა და ლესბოსმა
კი, ქალაქ მიტილენის გარდა, თავად გაუღო კარი. ეგეოსის
კუნძულის და ევბეის ქალაქები, თვით სპარტაც სიხარულით
ელოდნენ მემნონს... მაგრამ იგი უეცრად დასნეულდა, გარდა-
იცვალა და დარიოსის იმედებიც თან წაიღო...
დიდი ომი იყო მოსალოდნელი, ალექსანდრე მოდიოდა,
სპარსეთი კი სარდლის გარეშე დარჩა. სახტად დარჩენილი და
საგონებელში ჩავარდნილი დარიოსი იმასღა ფიქრობდა, სამ-
ხედრო საბჭოსათვის მიენდო ომის ბედი თუ თავად ჩადგომო-
და სათავეში ჯარს.
ბოლოს თავად იკისრა სარდლობა. კი გააფრთხილა აქემე-
ნიდების კარზე დაწინაურებულმა ბერძენმა, ქარიდემოსმა, არ
გვეკადრება ამ ომისთვის ღვთაებრივი ხელისუფლის გამეტე-
ბა, მე ჩამაბარეთ მთავარსარდლობა და ნახავთ, თავხედ მაკე-
დონელს ჭკუას როგორ ვასწავლიო, მაგრამ პასუხად სიკვდი-
ლი მიიღო.
ქკილიკიაში დაუბრკოლებლად შესულმა მაკედონელმა
იქაურ ცივ მდინარეში გადაწყვიტა გაგრილება, მაგრამ ყინუ-
ლოვანმა წყალმა ისე შეხუთა, გონი დაკარგა და გვიანღა, ტკი-
ვილებით დაკრუნჩხულმა, გაახილა თვალი. ლაშქრობაში თან
წამოყვანილ მკურნალთაგან ვერავინ ვერაფერი იღონა, მხო-
ლოდ ერთი, ფილიპე აკარნანიელი, მაკედონელს ბავშვობი-
დან რომ აქიმობდა, შეჰპირდა: ჩემი წამალი გადაგარჩენსო.
მაგრამ წინა დღეს პარმენიონმა მეფეს მისწერა: შენი მოკვდი-
ნებისთვის დარიოსმა ფილიპეს ათასი ტალანტი უბოძა და ცო-
ლადაც საკუთარ ასულს ჰპირდება, ასე რომ, არ ენდოო!
მაგრამ ალექსანდრემ წერილი „ეჭვმიტანილს“ წააკითხა,
წამალი კი მაინც მიიღო, რის შემდეგაც მალე განიკურნა.
ნაავადმყოფარი ძველი ჟინით მიიწევდა წინ – ჯერ სირია-
ფინიკიასა და მცირე აზიასთან მდებარე კილიკიაში განმტკიც-
38 მკითხველთა ლიგა
და, შემდეგ კი – ანქალიაში და სოლში, ბერძნულ ქალაქებში,
სიხარულით რომ შეხვდნენ მაკედონელს და მისი გამოჯან-
მრთელებისთვის ღმერთებს მსხვერპლიც შესწირეს.
სანამ დარიოსის გეგმას შეიტყობდა, მცირე აზიის კიდევ
ორ ბერძნულ ქალაქს დაეპატრონა. დარიოს მესამემ კი ქვიშა-
სავით მრავალრიცხოვანი ჯარით ევფრატი გადმოლახა და კი-
ლიკიის სიახლოვეს, სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ სოხასთან
შეჩერდა.
როგორც კი ალექსანდრემ ეს შეიტყო, ჯარი აღმოსავლე-
თისკენ დაძრა, დაღლილი არმია მთებში სიარულს მოარიდა,
ზღვისპირებზე ატარა და მირანდრაში შეჩერდა.
მტერი ორი დღის სავალზე იყო...
ნოემბრის წვიმები არ წყდებოდა, თუმცა, ეს როდი აბრკო-
ლებდა მაკედონელს: – სწორად იგუმანა, რომ რიცხოვნობით,
სულ მცირე, ოთხჯერ აღმატებულ მტერს, მისთვის მეტად მომ-
გებიან ადგილას, გაშლილ სოხას ველზე არ უნდა შებმოდა.
წინა ღამით დარიოსს სიზმრად ცეცხლმოდებული მაკედო-
ნური ბანაკი და სპარსულად შემოსილი ალექსანდრე ეჩვენა,
ბაბილონში რომ დააგელვებდა ცხენს, შემდეგ კი თავისი ცხე-
ნიანად განქარდა, რამაც თავის უეჭველ გამარჯვებაში დაარ-
წმუნა.
მეფეს თან ოჯახი და მრავალრიცხოვანი ამალა ახლდა,
უკან კი 200 000-იანი არმია მიჰყვებოდა, რომელთაგან
30 000 დაქირავებული ბერძენი იყო. კარგა ხანს ელოდნენ
მტერს, – ან ახლა გამოჩნდება, ან – ახლაო, მაგრამ არავინ
ჩანდა. ბოლოს, ყურადღება მოადუნეს და მაკედონელს მალე
დაცინვაც კი დაუწყეს, მაგ თავქარიანმა კარგად იცის, რაც
ელის და იმალებაო.
იმდენი ქნეს დარიოსის მრჩევლებმა, მეფე დაარწმუნეს, –
სანამ მტერი გაგვირბის, მივადგეთ და შევმუსროთო.
ამ შეცდომამ გამარჯვება კვლავ ალექსანდრეს უწყალობა
– ამხელა არმიით დაძრული მტერი მალე ვიწრო ხეობაში
„გაიჭედა“ და თავისი მთავარი უპირატესობაც, მრავალრიც-
ხოვნობა, დაკარგა.
39 მკითხველთა ლიგა
40 მკითხველთა ლიგა
თავი 16 – ისოსთან
ორ არმიას მთის მცირე მდინარე პინარო ყოფდა – მარ-
ჯვნივ დარიოსი იდგა, მარცხნივ – ალექსანდრე.
დარიოსი მაშინაც ვერ მიხვდა, თუ რა სამსახური გაუწიეს
მისმა „მრჩეველებმა“, როდესაც სოხას ძალზე ხელსაყრელი
ბანაკიდან ხეობაში შემოიყვანეს.
მეფისგან გულმიცემულმა ალექსანდრეს არმიამ მდინარე
ისართა წვიმაში, მცირე დანაკარგით სწრაფად გადალახა და
ყიჟინით შეუტია სპარსელებს. მალე მარცხნიდან მოწინააღ-
მდეგის გულში მოექცა ალექსანდრე და დარიოსის „უკვდავ“
მეომრებს თავისი რჩეულნი დაუპირისპირა. რკალი ნელ-ნე-
ლა ვიწროვდებოდა... ის იყო, ბარძაყში დაჭრილი ალექსან-
დრე დარიოსს უნდა მისწვდენოდა, მოწინააღმდეგე ადგილს
მოსწყდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მეფეს ამალაც მიჰ-
ყვა და მალე სპარსელთა მთელი ფრონტი შუა გაიყო.
თუმცა, აქ ისეთი რამ მოხდა, რომ არა ალექსანდრეს გე-
ნია, ყველაფერი მაკედონელთა წაგებით დასრულდებოდა:
გაქცეულ დარიოსს გაკიდებული ალექსანდრე ჩამორჩა თავის
ფალანგებს, რომელთაც გასპარსებულმა ბერძნებმა შეუტიეს.
ისინი მაკედონელების უკან, მდინარისკენ შევიწროებას ცდი-
ლობდნენ, რის შემდეგაც ალექსანდრე თავისი არმიისგან
იზოლირებული რჩებოდა. ალექსანდრემ საფრთხე დროულად
იგრძნო და უკან შემობრუნდა თავისიანების საშველად. ცალ-
კე ამ უეცარმა იმპროვიზაციამ დააბნია დარიოსის ბერძნები,
ცალკე – მოწვდენილმა ცნობამ, სპარსთა მეფე უკუიქცაო, და
შიშით ერთურთში არეულებმა უკანმოუხედავად გაქუსლეს.
თესალიელ ბერძნებსაც ეს უნდოდათ – სულ ცხენდაცხენ, მახ-
ვილთა ცემითა და კბილთა ღრჭენით მიჰყვნენ მოღალატე
თვისტომთ...
რაღა უნდა ეღონა სპარსთა რეზერვს, თუ არა ის, რომ უბ-
რძოლველად, ხმლის მოუქნევლად უკან გაჰყოლოდა თავის
აქემენიდურ „ღვთაებას“?!
41 მკითხველთა ლიგა
აქ კი ერთხელ კიდევ გამოჩნდა, თუ რას ნიშნავდა უზარმა-
ზარი არმიის ვიწროებში „ჩაჭედვა“ – მალე ხეობა სპარსელთა
გვამებით ჩაიხერგა.
მზის ჩასვლამდე სდია ალექსანდრემ დარიოსს, მაგრამ
ვერ მისწვდა...
შეღამებისას ჩააღწია მტრის ყოფილ ბანაკამდე, სადაც უკ-
ვე მისი მეომრები გაშლილიყვნენ, ალაფი დაესაკუთრებინათ,
მეფის კარვისთვის კი ხელი არ ეხლოთ.
ომის ჭუჭყი დარიოსის აბანოში ჩამოიბანა და მის კარავში
რომ შევიდა, ესღა აღმოხდა: აი, თურმე, რას ნიშნავს მეფო-
ბაო!
მალევე აცნობეს – თვით დარიოსის ოჯახი გვყოლია
ტყვედ, მეფე მკვდარი ჰგონიათ და დასტირიანო. ამ ამბავმა
შეძრა ალექსანდრე და მათ სანუგეშებლად კაციც აფრინა: და-
რიოსს სიცოცხლის კი არა, ძალაუფლების წართმევას ვუპი-
რებ და ნურც თქვენ შეშინდებით, რადგან ძველი პატივის აყ-
რას არავინ გიპირებთო!
***
ნაადრევად და უცნაურად შეწყვეტილმა ომმა სპარსელებს
90 000 ქვეითი და 10 000 მხედარი წაართვა, მაკედონელს კი
– მხოლოდ 300 ქვეითი და 150 მხედარი, რომლებიც მიწას პა-
ტივით მიაბარა და მათ პატივსაცემად სამი საკურთხეველიც
აღმართა, შემდეგ კი ჰეფესტიონთან ერთად იმ დღესვე ეწვია
მტრის ტყვედქმნილ ოჯახს.
დროს არ ახსოვდა, რომ ამ მეფური სისხლის ქალბატო-
ნებს ვინმესთვის, თუნდ ალექსანდრეს დარი ხელმწიფისათ-
ვის, ფერხთა ამბორით ეთხოვათ სიცოცხლე, მაგრამ, ასე მოხ-
და. თუმცა, ისინი ალექსანდრეს კი არა, მაკედონელზე უფრო
ახოვანი ჰეფესტიონის წინ განერთხნენ, ძალზე რომ მიაგავდა
„ღვთაებრივ მეგობარს“.
მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო საკვირველი იყო:
ფეხზე წამოაყენა მის წინ დამხობილი, იმედდაკარგული,
მტრის ცრემლმდინარე დედა ალექსანდრემ და ღიმილით ანუ-
გეშა: არაფერია, ეგეც ალექსანდრეაო! ალექსანდრეობა კი,
სინამდვილეში, მხოლოდ მას შეეძლო. მხოლოდ მისი „ტოლი“
42 მკითხველთა ლიგა
იყო ის სიტყვა, ამ დღის შემდეგ ხშირად რომ იმეორებდა: მე-
ფისთვის საკუთარ ვნებათა მოთოკვა უფრო სასახელოა, ვიდ-
რე – ომში გამარჯვებაო!
დროს არც ის ახსოვდა, ვინმე მძლეველს მოსისხლე მტრის
ტყვედქმნილი, შიშით ათრთოლებული მცირეწლოვანი ვაჟი
გამარჯვების დღესვე გულში ჩაეკრას, მისი მთელი ოჯახობა
ენუგეშებინოს და მოწიწებით გასცლოდეს იქაურობას...
შემდგომ ხშირად იმეორებდა: ახლობელთაგან დარიოსის
თანამეცხედრეზე ხუმრობასაც კი ვერავინ გამიბედავდაო!
მაგრამ, მალე შეიტყობს, რომ ის დღე მხოლოდ ბრძოლის
ველზე მოპოვებული გამარჯვების გამო არ ყოფილა საბედის-
წერო... იმ დღემ მაკედონელს როქსანა აჩუქა...
43 მკითხველთა ლიგა
თავი 17 – სირია, ფინიკია, პალესტინა
სად იყო ამ დროს დარიოსი?
ისოსიდან სირიის ჩრდილოეთამდე, სული არ მოუთქვამს,
ისე მიაღწია და დღეს გამქრალ ქალაქ ოხნთანღა გაბედა სუ-
ლის მოთქმა.
არმია?
მისი ნაფლეთები, ზოგი ლიდიას რომ შეეფარა, ზოგი ფრი-
გიას, კაპადოკიას თუ პაფლაგონიას, იქვე შემოიკოწიწა და ევ-
ფრატის გავლით თაპსაკოს მიადგა.
ალექსანდრე?
სანამ დარიოსი უკანმოუხედავად გარბოდა, სირია-კილი-
კიის საზღვარზე კიდევ ერთი ალექსანდრია დააარსა, ცოტა
ხანში კი – ნიკოპოლისი.
რას აპირებდა?
დარიოსის დევნის დრო არ იყო, ზღვაზე ჰეგემონიისთვის
ახლა სირია, ფინიკია, პალესტინა და ეგვიპტე სჭირდებოდა,
საიდანაც თავისუფლად მისწვდებოდა ცენტრალურ და აღმო-
სავლეთ აზიას. სირია-ფინიკია-პალესტინა კი იმ ზურგად ეგუ-
ლებოდა, აზიის გულში შეღწევისას რომ სჭირდებოდა. ამიტომ
დამასკოს დასასაკუთრებლად ჯერ პარმენიონი წარგზავნა,
რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთიც უბრძოლვე-
ლად განვლო, დედაქალაქი იოლად აიღო, შემდეგ კი თავის
ჯარიანად დიდძალ ქონებას დაეპატრონა.
პარმენიონმა ალექსანდრეს აცნობა, რომ იქაურ ტყვეთა
შორის დარიოსის 329 მუსიკოსი, 46 გვირგვინის დამწნავი,
277 მზარეული, 29 ხაბაზი, 13 მერძევე, 70 მეღვინე და 40 მე-
ნელსაცხებლე იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო: მაკედონე-
ლებს იქ დახვდნენ ყველაზე ურჩი ბერძნები – ათენის, თებეს
და სპარტის ელჩები – ისოსის ბრძოლის წინ დარიოსს რომ
ეახლნენ.
რა ბედი ეწიათ მათ?
ალექსანდრემ ჯერ თავისთან იხმო ისინი, შემდეგ გაათავი-
სუფლა, ორს – თესალისკოსს და ათენელ ფოკიონს – მამების
ღვაწლის პატივად აჰყარა ტყვეობა, ხოლო მესამეს, დიონისო-
44 მკითხველთა ლიგა
დოროსს – ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიღებული გამარჯვების-
თვის...
ის იყო, ფინიკიის გზას დაადგა, სპარსთა ელჩობა წამოეწია
დარიოსის წერილით.
45 მკითხველთა ლიგა
თავი 18 – დარიოსის უსტარი
რას სწერდა ბრძოლის ველიდან უკუქცეული და მანძილით
გულმოცემული დარიოსი? – მართალია, მამაშენი, ფილიპე,
სპარსთა მეფე არტაქსერქსესთან მეგობრობდა, მაგრამ მისი
გარდაცვალებისთანავე მაკედონელები მტრებად მოგვეკიდ-
ნენ. ფილიპეც წავიდა და ჩემი წინამორბედიც, მაგრამ ძველი
მეგობრობის აღდგენის ნაცვლად მომიტრიალდი და ჩემს
ხალხს ჭირად ექეც! სხვა რა გზა იყო, თუ არა შენს წინააღმდეგ
უთვალავი ლაშქრის შეკრება. რადგან ზეცამ გამარჯვება შენ
გარგუნა, მოვითხოვ, შენგან ტყვედქმნილი ოჯახი დამიბრუნო,
რის სანაცვლოდაც მეგობრობას გთავაზობო!
აი, რა უპასუხა დამარცხებულის, უფრო მეტიც, ბრძოლის
ველიდან ლაჩრულად გაქცეულის, ცოტა არ იყოს, კადნიერ
მონაწერს მაკედონელმა:
– მაკედონიურ და ბერძნულ მიწაზე თავიდან შენი წინაპრე-
ბი მოვიდნენ ათასი ჭირით, თავად მოგვეცით საბაბი ომისა...
განა თქვენ არ მფარველობდით მამაჩემის მტრებს და არტაქ-
სერქსემ ჯარიც არ დაინანა მათთვის? ან მამაჩემის მკვლელნი
თავად არ მოაგზავნეთ?! შენ რა გეთქმის, სამეფო პატივის უკა-
ნონოდ მიმთვისებელსა და სპარსული სამართლის პირწმინ-
დად გამთელავს? კაცს, რომელმაც ელინნი შენი ბინძური ფუ-
ლითა და წერილებით ამიმხედრე და მშვიდობა დამირღვიე!
თავად მეყავ მტრად და საომრადაც ამ მიზეზმა გამომიყვანა,
სამართლიანად გძლიე და ის მიწა მივიღე, რომელიც ისევ შე-
ნი გგონია.
ვინც გვერდით გეგულებოდა და მე მომემხრო, მათზე
ვზრუნავ და ძალა არავიზე მიხმარია. და რადგან ახლა აზია ჩე-
მია, თუ ჩემთან მოსვლას ინებებ, ჩემს კეთილგანწყობასაც მი-
იღებ, ხოლო თუ კვლავ წერილის მოწერის გუნებაზედ მოხ-
ვალ, ისე მომმართე, როგორც აზიის მბრძანებელს და არა რო-
გორც სწორს, რადგან ამით ჩემს ღირსებას შეურაცხყოფ და
საკადრისსაც მიიღებ!
46 მკითხველთა ლიგა
ისიც იცოდე, თუ სხვაგვარად სჯი და ძალაუფლების საპოვ-
ნელად სხვას ფიქრობ, შემებრძოლე და ნურც გაქცევას ეცდე-
ბი ისევ, რადგან, სადაც იქნები, მოგწვდები!
***
კარგად იცოდა ალექსანდრემ, ეს სიტყვა დარიოსზე მეტად
სხვების გულს რომ მოხვდებოდა, – ძველი მტრები კბილებს
ილესავდნენ და ელოდნენ მის აღსასრულს, – ისოსს ვერ გა-
დაურჩება, დარიოსი გადაყლაპავსო! მაგრამ, როგორც კი მის-
მა გამარჯვებამ ზეცა შეძრა, ბერძენთა მოლოდინი იმაზე ზრუნ-
ვად იქცა, ოქროს როგორი გვირგვინი მიერთმიათ გაზაფხუ-
ლის დღესასწაულზე მაკედონელისთვის და რამდენკაციანი
ელჩობით მიელოცათ მისთვის „წყეული“ გამარჯვება.
***
ახლა კი, სანამ იმ გზას გავუყვებით, რა გზითაც ალექსან-
დრემ ფინიკიამდე ჩააღწია, მოკლედ მაინც ვთქვათ ამ ქვეყა-
ნაზე:
ამ დიდებული მიწის მკვიდრებმა თითქოს ზღვის ჰაერთან
ერთად შეისუნთქეს თავისუფლების სიყვარული. სპარსელნი
თავისებურ პატივს მიაგებდნენ და აქაურებიც მათ ინტერესს
იცავდნენ ზღვაზე. სწორედ ფინიკიელები წარმოადგენდნენ
სპარსთათვის, ნაკლებად სანდო კვიპროსელებთან ერთად,
სპარსული ძლევამოსილი ფლოტის ბირთვს და, როგორც კი
საშუალება მიეცემოდათ, მყისვე უპირისპირდებოდნენ მოსის-
ხლე მტრებად მიჩნეულ ბერძნებს.
თუმცა, ამ ქვეყნის ელიტაც სიამოვნებით ისუნთქავდა ელა-
დის სურნელს. აქაურობამ იუცხოვა აღმოსავლეთი, ამიტომ,
ბერძენთმოძულეობის მიუხედავად, ალექსანდრეს მოსვლას-
თან ერთად, ბუნებრივად და იოლად მიიღო ელინიზმი.
ფინიკიამ ალექსანდრეს მოსვლა, თავიდან, აქემენიდთა
გავლენისაგან გათავისუფლებად მიიღო, მაგრამ შემდეგ მარ-
თლაც საბედისწერო არჩევანის წინაშე დადგა: დარიოსი, მა-
კედონელისაგან განსხვავებით, მათ თვითმყოფადობას არ
ემუქრებოდა; ახლა კი ან ძველი, ტრადიციული, მაგრამ გაქ-
რობისკენ მავალი გზა უნდა აერჩიათ, ან – ბერძნულ სამყაროს
შესისხლხორცებოდნენ.
47 მკითხველთა ლიგა
თავი 19 – აბდალმონე – კაცი საკვირვე-
ლი
ალექსანდრე კი უკვე ფინიკიის გზას ადგა, სადაც ჯერ მცი-
რე, კუნძულოვანი ქალაქი არადი ჩაიბარა უბრძოლველად,
შემდეგ – მარათი, ბიბლოსი და სიდონი.…თუმცა, სანამ მაკე-
დონელს სხვა იქაურ ქალაქებამდე გავყვებოდეთ, სული მო-
ვითქვათ და ერთი მაშინდელი ამბავიც გავიხსენოთ:
სიდონის მმართველმა თვითმარქვია მონარქმა ქალაქი,
მეზობელთა მსგავსად, უბრძოლველად დათმო, მაგრამ თანა-
მოქალაქეებმა მის ნაცვლად მაკედონელს ქალაქის თავად
სხვა კაცი სთხოვეს. ალექსანდრემ ეს საქმე ჰეფესტიონს მიან-
დო, მან კი თავკაცად ის აირჩია, ვისაც, თავისი სამეფო წარმო-
მავლობის მიუხედავად, მეფობა სულაც არ სურდა, სახელად
აბდალმონე. ამ დიახაც გონიერ კაცს ამგვარ პატივზე უარი ეთ-
ქვა და მებაღის უბრალო ხელობისათვის მიეყო ხელი. ჰეფეს-
ტიონმა მისი თხოვნა არად ჩააგდო, კონკები ძალით გახადა
და სამეფო სამოსიც ძალით ჩააცვა.
ალექსანდრეს აბდალმონემ დიოგენე გაახსენა, კარგა
ხანს ათვალიერა და ბოლოს ეს ჰკითხა:
– ვხედავ, კეთილშობილთაგანი ხარ, მაგრამ მითხარი,
უპოვრობა მართლა ნებით აირჩიე?
– ჩემი სურვილები ჩემივე მომუშაკებულის იქით არ წასუ-
ლა. მეტი არც მჭირდებოდა, ამიტომ, ღმერთს ვთხოვ, მეფობაც
ისე დამათმენინოს, როგორც სიღარიბე დავითმინე!
48 მკითხველთა ლიგა
თავი 20 – „...პარმენიონი რომ ვიყო...“
ჯერ კიდევ სიდონში ყოფნისას, სანამ სამხრეთ ფინიკიის
უბრწყინვალეს და უდიდეს ქალაქ ტიროსს მიაღწევდა, კვიპ-
როსელმა ელჩებმა ამ კუნძულის ცხრა ქალაქის მორჩილება
აღუთქვეს.
როგორ შეხვდა მაკედონელს უძველესი ტიროსი?
სხვა იქაურ ქალაქთა მსგავსად, მასაც ჰყავდა მეფე, ადსე-
მილეკი, ქალაქის ბჭესთან მდგარ ალექსანდრეს თავაზიანი
პატივით რომ დაახვედრა ელჩობა და მლიქვნელურად ჰკით-
ხა:
– რას ინებებს თქვენი უდიდებულესობა?
– მსურს, თქვენს ტაძარში ტიროსის ჰერკულესს (ფინიკიურ
უმაღლეს ღვთაება მელკარტს) შევწირო მსხვერპლი!
49 მკითხველთა ლიგა
ჯვებისთვის იყო დაბადებული, ამ მცირე და თავხედ ქალაქთან
დათმობაზე წასვლა და მარცხთან შერიგება?! ეს ბედის ნებიე-
რა კაცი თავის დიდ მიზნებს ვერ შეელეოდა და ჭკუასაც ასწავ-
ლიდა ცუდმედიდ მტრებს.
როგორც ჩანს, დარიოსსაც მოეჩვენა, რომ ულტიმატუმის
ენით საუბრის დრო დადგა და ახალი უსტარი აფრინა ალექ-
სანდრესთან – 10 000 ტალანტად ოჯახი დამიბრუნე, სამაგიე-
როდ ევფრატისა და ჰალისის დასავლეთით მდებარე ყველა
ქვეყანა შენი იყოს და ჩემი ასულიც ცოლად მიბოძებიაო!
ამის გამგონე მაკედონელმა სასწრაფოდ შეყრილ თანა-
მეინახეებს, უპირველესად კი – ერთგულ პარმენიონს, აზრი
ჰკითხა და პასუხად მიიღო:
– მე რომ ალექსანდრე ვიყო, დარიოსს დავთანხმდებოდი!
– პარმენიონი რომ ვყოფილიყავ, მეც იმავეს ვიზამდი! –
მიახალა მეგობარს.
დარიოსს კი ეს მისწერა:
– არც შენი ფული მჭირდება, არც ქვეყნის ნაწილი, რადგან
ყოველივე, რაც შენი გგონია, მე მეკუთვნის და შენს ასულზეც
მაშინ ვიქორწინებ, როცა ვისურვებ! თავადვე მეახელ, თუ წყა-
ლობის მიღება გსურს და არ დაივიწყო, რომ ცაზე ერთი მზეა
და მიწა ორ მეფეს ვერ დაიტევს, ის ერთი მეფე კი სწორედ მე
ვარ!
ცბიერი ტიროსელები კი არა, ქვეყანა რომ აღმდგარიყო,
ვერაფერი შეაჩერებდა. მსწრაფლ განაახლა სრუტის ამოვსე-
ბა, მალე მთელი ფლოტი შეჰყარა, დამატებითი ძალა – 400
ბერძენი მოქირავნე – შემოიმატა და ქალაქს შეუტია.
ტიროსელებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ ფინიკიის ყველა ქა-
ლაქი და კვიპროსის ფლოტი უკვე მაკედონელს ეკუთვნოდა,
ამიტომ ამხელა ძალის ხილვამ დააფრთხო და დაარწმუნა ისი-
ნი, რომ მათი უბადრუკი წინააღმდეგობა მარცხებისთვის იყო
განწირული. თუმცა, იხტიბარი არ გაიტეხეს და ჯერ ხმელეთ-
თან მისასვლელი გზა ამოუქოლეს გემებს უზარმაზარი ლოდე-
ბით, შემდეგ კი ცეცხლი, მდუღარე კუპრი, ისრები და ლოდები
გადმოაყარეს. ისიც მოახერხეს, რომ მტრის მონაპირე ხო-
50 მკითხველთა ლიგა
მალდებისათვის ბაგირები გადაეჭრათ და ზღვისთვის მიეცათ,
თუმცა, მაკედონელებმა თოკები ჯაჭვებით შეცვალეს, ნაპირ-
თან დაყრილი ლოდები დიდი წვალებით ამოყარეს და საბ-
რძოლო გემები ნაპირს დაუბრკოლებლად მიაყენეს.
მალე ისეთი ომი გაჩაღდა, ცოცხალნი მკვდრებს შენატ-
როდნენ – თუ სადმე ხელთ მოიგდებდნენ, ტიროსელები მაკე-
დონელებს აშიშვლებდნენ, კედლებზე ჰკიდებდნენ და წამე-
ბით ხდიდნენ სულს, ყელგამოჭრილ ცხედრებს კი ზღვაში
ყრიდნენ.
ტიროსელთა ერთადერთი იმედი სახელგანთქმული კარ-
თაგენი იყო, თუმცა, თანაგრძნობის მეტი მათგან არაფერი მი-
უღიათ. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ერთხელაც გაიბ-
რძოლა ტიროსმა – უეცრად ჯერ 13 ხომალდით შეიჭრა მტრის
ფლოტის სიღრმეში და ერთი გემი მაშინვე გაუნადგურა, შემ-
დეგ კი, უკუქცეულმა, დამბასთან იბრძოლა განწირულად და
იმდენი ქნა, იანვრის ომი ივლისამდე გაჭიმა.
დაიქანცა ჯარი, გაჭიანურებულმა ბატალიებმა არაქათი
გამოაცალა. ალექსანდრეს თან ეჩქარებოდა მისი დასრულე-
ბა, თან ბრაზობდა, – ამდენი დრო არც ერთ ბრძოლაში არ და-
მიხარჯავსო...
ყველა მხრიდან ისეთი გააფთრებით შეუტია ტიროსს, იქა-
ურნი ვეღარ იგებდნენ, მაკედონელთა ძირითადი სამიზნე ქა-
ლაქის რომელი ნაწილი იყო. მალე ქალაქის უკანასკნელი
დამცველნიც დაეცნენ და ომიც დასრულდა.
ძველი სამყაროს „ზღვათა დედოფალი“, უბრწყინვალესი
და უძველესი ტიროსი, ამ ბრძოლამდე ორსაუკუნე-ნახევრის
წინ, 13 წლის მანძილზე ეულად რომ ეწინააღმდეგებოდა ნაბუ-
ქოდონოსორ ბაბილონელს, მაკედონელმა შვიდ თვეში დას-
ცა.
51 მკითხველთა ლიგა
თავი 21 – პალესტინა
მაკედონელს პალესტინამ თავისი ჩრდილო საზღვარი გა-
უხსნა და, როგორც იტყვიან, ხმლის მოუქნევლად მიიღო. არც
იერუსალიმი დახვედრია მტრულად – სოლომონის ტაძარში,
მსხვერპლიც კი შესწირა იქაური წესით. მხოლოდ ღაზაში
იფეთქა თებესა და ტიროსის სულმა – იქაურმა მმართველმა,
საჭურისმა, სახელად ბატისმა, არაბებიც კი იხმო მოსაშველებ-
ლად.
332 წლის სექტემბერი იდგა...
ღაზა მაღალ მთაზე მდებარეობდა, მტკიცე ციხესიმაგრით,
რომლის კედლებსაც, ერთი შეხედვით, უსხეულო ძალნიც კი
ვერ გადალახავდნენ. მაგრამ ალექსანდრემ, რატომღაც, იო-
ლად ასაღებ ქალაქად ჩათვალა და მის კედლებთან საიერიშო
ნაგებობების მიდგმა განიზრახა. ამაოდ არწმუნებდნენ, – ამ
სიმაღლის კედლებს რა ნაგებობა მისწვდებაო, მაგრამ, რო-
გორც სჩვეოდა, თავისი გაიტანა და ღაზის სიმაგრესთან ხე-
ლოვნური ბორცვების აღმართვა ბრძანა.
ის იყო, ბრძოლის წინ ღმერთებს მსხვერპლი შესწირა და
სხეული შეიჭურვა, საიდანღაც მოსულმა ფრინველმა ზედ თავ-
ზე დასცა კლანჭებით მოტანილი ბელტი...
– ღაზა შენია, მაგრამ დღევანდელი დღისა კი გეშინოდესო!
– გააფრთხილა არისტანდროს მისანმა.
თავიდან კი ფრთხილობდა მეფე, მაგრამ, როგორც კი
ბრძოლა გაჩაღდა, ყოველივე დაივიწყა. უეცრად მის წინაშე
ვინმე არაბი დაემხო, მეფემ ჩათვალა, – ჩვენ მოგვემხროო და
დანდობილად წამოაყენა. თუმცა, თვალის შევლებაც ვერ მო-
ასწრო, ისე მოუქნია ხმალი არაბმა. მართლა სასწაულმა იხსნა
მეფე, – თავი უმალ მოარიდა და ხმლიანად წააცალა მტერს ხე-
ლი.
ის იყო, იფიქრა, – ალბათ, მისანმა ეს ხიფათი იგულის-
ხმაო, უარესი რომ შეემთხვა – მტრის ისარმა ჯერ მის ფარში
გააღწია, ხოლო შემდეგ ჯაჭვის პერანგი გაურღვია და მხარი
გაუგლიჯა.
52 მკითხველთა ლიგა
ისარი ისე ამოაცალეს, არც დაუკვნესია და კვლავ ომს შე-
ერია, თუმცა, მოკლე ხანში ტკივილმა ძალა გამოაცალა და, ის
იყო, გონი უნდა დაეკარგა, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.
ბრძოლაც მალე დასრულდა, მტერმა კი იფიქრა, – მაკე-
დონელი უეჭველად მოვინელეთო, და ნაადრევ ზეიმს მიეცა.
თუმცა, ამგვარი ჭრილობები თითქოს ენერგიით მუხტავდა მე-
ფეს – მეორე დღეს მხარგაგლეჯილი გაუძღვა ჯარს და მალე
ფეხიც დაიზიანა.
ორ თვეში დაეცა ღაზა. მისი მმართველი, საჭურისი ბატისი,
ალექსანდრემ ეტლს გამოაბა და ქალაქის გარშემო ათრევინა.
მოსახლეობა თითქმის ამოწყდა. გადარჩენილები მონე-
ბად გაყიდეს, ცარიელ ქალაქში კი ფილისტიმელნი და არაბე-
ბი ჩაასახლეს და მცველად მაკედონელნი დაუდგინეს.
მაკედონელს ეგვიპტე ელოდა...
53 მკითხველთა ლიგა
თავი 22 – ეგვიპტე
შვიდი დღე იყო ღაზის ბრძოლიდან გასული, ნილოსთან,
ქალაქ პელუსიონში რომ შევიდა. მათთვის მაკედონელი
„მხსნელი“ იყო, თუმცა, რა სურვილი დუღდა მის გულში, მხო-
ლოდ ალექსანდრემ უწყოდა: მისთვის ეს მიწა, სპარსეთის უკი-
დურესი პროვინცია, ისეთივე სასურველი იყო, როგორც – ამ
დღემდე „გათავისუფლებული“ ყველა ქვეყანა.
ხალხმა თითქოს გონი დაკარგა, ისეთი სიხარულით შეხ-
ვდა ალექსანდრეს.
მემფისში შესულმა სრულიად ეგვიპტე თავისუფალ ქვეყ-
ნად გამოაცხადა, რაც სალბუნად დაედოთ სპარსთაგან დამ-
ცრობილ ეგვიპტელებს. მათ ღმერთებსაც პატივი მიაგო. სამ-
ყარომ, რომელმაც კარგად იცოდა ელადის ხასიათი, იოლად
მიიღო მისი სული – ბერძნულ ოლიმპიადასაც მალე შეეჩვია
და სხვაგვარ შეჯიბრებებსაც, თუმცა, არც ადგილობრივი ტრა-
დიციების უგულებელყოფა და უპატივცემულობა უგრძვნია.
მაკედონელი მალე კვლავ ნიკოლის შესართავისკენ დაიძ-
რა და კუნძულ ფაროსის პირისპირ ახალ ზექალაქს ჩაუყარა
საფუძველი – იმ ბრწყინვალე და სახელგანთქმულ ალექსან-
დრიას, ნამდვილ კულტურულ და საგანმანათლებლო კერად
რომ ექცა იმჟამინდელ სამყაროს.
ამ ქალაქს მისი ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობის დიდი ოც-
ნება უნდა აეხდინა და სამი კონტინენტი სამარადისოდ დაეკავ-
შირებინა ერთმანეთისთვის. ქალაქის კონტურები თავად მო-
ხაზა და საფუძვლის ჩაყრაც მალევე ბრძანა, შემდეგ კი ამონის
ოაზისს მიაშურა.
წინ დიდი უდაბნო იდო... ჯერ პარაიტონიამდე იარეს 500
კილომეტრი, შემდეგ სამხრეთით მიიქცნენ და იდუმალ უდაბ-
ნოს შეერივნენ.
ბედის ნებიერს აქაც გაუმართლა – წვიმა, რომელიც ათ-
წლეულებში ერთხელ თუ სწყალობდა ხოლმე აქაურობას,
გზად წამოეწიათ და არც გულისგამაწვრილებელ, უდაბნოსათ-
ვის ჩვეულ ქარებს გაუღვიძიათ მათ შესაწუხებლად. მალე
შორს სიმწვანე შენიშნეს და სიცხით ათრთოლებულ ჰაერში
54 მკითხველთა ლიგა
სიზმრის მსგავსი ოაზისიც გამოიკვეთა. ეს მართლაც ცხადი სა-
მოთხე იყო, მით უფრო – ხორშაკი უდაბნოს შემდეგ...
ღვთის ძედ მოიხსენია ამონის ქურუმმა ალექსანდრე, რო-
მელიც დაეკითხა:
– სურს კი ამონს ჩემი მიწაზე გამეფება?
– დიახ, და აღსრულდება კიდეც მისი ნება! კაცთა შორის
ვერავინა გძლევს, ხოლო სიკვდილის შემდგომ უკვდავთა
გვერდით, ღმერთთა შორის მოიხსენიები!
55 მკითხველთა ლიგა
თავი 23 – მესოპოტამია
დარიოსამდე მმესოპოტამია იდო...
როგორც ზემოთ ვთქვით, 331 წლის გაზაფხულზე ალექ-
სანდრე ეგვიპტიდან გამოვიდა, ფინიკია გადასერა, კვლავ ჯი-
უტ ტიროსს მიაშურა და, დიდი ზარ-ზეიმისა და ჰერაკლესათ-
ვის მსხვერპლის შეწირვის შემდგომ, მესოპოტამიას მიადგა.
დარიოსმა, გრძნობდა რა მომავალ ომს, ბაბილონში ჯარის
შეგროვება დაიწყო. სწორედ ამ დროს მეუღლის, უმშვენიერე-
სი სტატირას, გარდაცვალების ამბავი რომ შეატყობინეს, – მუ-
ცელი მოსწყდა და ამან იმსხვერპლაო. საშინელმა გლოვამ
დასცა დარიოსი – ღმერთების სადარს ტყვეობაში აღმოხდა
სული და ვერც სადედოფლო პატივით დავკრძალავო. მაგრამ
ანუგეშეს: ალექსანდრე უდიერ საქციელს კი არა, უკადრის
სიტყვას არავის აპატიებდა შენი ოჯახის მიმართ. მიიცვალა და
დაიტირა კიდეც და საკადრისადაც დაკრძალაო...
მაინც არ სჯეროდა დარიოსს, – ძალა ხომ არ უხმარია მას-
ზე მტარვალ მაკედონელსო?
– ღმერთების დარო, ცილს ნუ დასწამებ ნურც ალექსან-
დრეს და ნურც მეუღლის სიწმინდეს, რადგან პატივის გარდა
არაფერი მიუღიაო, – კვლავ ანუგეშეს.
მატიანე გვიამბობს, – დარიოსი მტრის დიდსულოვნებას
ისე შეუძრავს, დაუფიცია: ღმერთებო, მსურს, ალექსანდრეს ამ
პატივისთვის მადლობა ვუთხრა, ამიტომ გთხოვთ, აზიის
მბრძანებლობას, გარდა ალექსანდრესი, სხვას ნურავის უგ-
დებთ ხელთო! თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, უზარმაზარი
არმიის შეკრება გაეგრძელებინა და თავისი დიდი ქვეყანა, ჯე-
რაც მაკედონელთაგან დაუპყრობელი, დიდი ომისთვის მოემ-
ზადებინა...
იმ წლის აგვისტოს დამდეგს დარიოსის ვარსკვლავებივით
ურიცხვი არმია, რომელშიც 100 000 ქვეითი, 40 000 მხედარი,
200 ეტლი იყო და ინდოეთიდან გამოგზავნილი 15 სპილოც
ერია, ალექსანდრეს დაუპირისპირდა...
რა ძალებს ფლობდა „გაღმერთებული“ მაკედონელი? –
40 000 ქვეითსა და 7 000 მხედარს.
56 მკითხველთა ლიგა
ევფრატთან 10 000 მეომარი დაახვედრა მაკედონელთა
ჯარის მეწინავე ნაწილს დარიოსმა, თუმცა, როგორც კი ალექ-
სანდრემ მოაწია თავის ძირითადი ძალებით, სპარსელებმა
ყველაფერი მიატოვეს და უკანმოუხედავად მოკურცხლეს.
ალექსანდრეს ვარაუდით, დარიოსი ბაბილონში უნდა ყო-
ფილიყო, ამიტომ ნიბისის გზით ტიგროსი განვლო და იქით აი-
ღო გეზი. ერთ ადგილას მტრის მზვერავებს გადააწყდნენ, რო-
მელთაც ამცნეს, – დარიოსმა ბაბილონი დატოვა და ტიგრო-
სის მარცხნივ დაბანაკდა, იმაზე მეტი მეომარი ჰყავს, ვიდრე
ისოსის ბრძოლისას და ტიგროსზე თქვენს გადასვლას მთელი
ძალებით შეეწინააღმდეგებაო.
კარგად ახსოვდა, რასაც ნიშნავდა სპარსულ ისართა წვი-
მაში ტიგროსზე გადასვლა, ამიტომ როგორმე უსწრაფესად უნ-
და მოხვედრილიყო მდინარის იქით და ელვისებურად შეჭრი-
ლიყო მტრის ლაშქრის ცენტრში.
ისიც შეიტყო, რომ დარიოსი ჯერაც ნინევიას იდგა და, სა-
ვარაუდოდ, ალექსანდრესაც იქ ელოდა. ამიტომ ღრმა, სწრაფ
და განიერ ევფრატს ფონი უპოვა და სასწრაფოდ სხვა ადგი-
ლას გადალახა – ღამით უჩუმრად გამოყვანილი არმია ქალაქ
მედბაზთან თავთხლად მსრბოლ მდინარესთან მიაყენა და ჯაჭ-
ვისებურად ერთმანეთზე გადაბმული მეომრები უდანაკარგოდ
და უხმაუროდ გადაიყვანა.
331 წლის სექტემბრის ბოლო იდგა, მემატიანეთა თქმით,
20 სექტემბერი, მთვარის დაბნელება...
ცუდად კი ენიშნათ ეს ამბავი ევროპელებს, მაგრამ თავი
ინუგეშეს – მთვარე სპარსთა სათაყვანო მნათობია და სწო-
რედ ისინი „დაბნელდებიანო“. საუკუნე-ნახევრის წინ ხომ
მზესთან ერთად „დააბნელა“ საბერძნეთი ქსერქსეს ლაშქარ-
მა...
ნუგეშს მისნის სიტყვაც ამტკიცებდა – ბრძოლაც შენია და
მტრის ძლევაცო!
57 მკითხველთა ლიგა
თავი 24 – გავგამელა
დარიოსმა ძველი შეცდომა მაგალითად დაიდო და გავგა-
მელას ტრიალი ველიდან ფეხი აღარ მოუცვლია. რაც შეეხება
ალექსანდრეს, ჯარი იქ შეაჩერა, სადაც ტიგროსი და გასერი
ერთდება, და ბანაკიც იქვე დასცა. მაგრამ რამდენიმე დღეში,
დარწმუნდა რა, რომ მტერი დისლოკაციის ადგილის შეცვლას
არ აპირებდა, ბანაკში დაჭრილები დატოვა და ღამით სამხრე-
თისკენ გასწია.
დარიოს მესამე გავგამელადან ერთი საათის სავალზე იდ-
გა. იქვე, მაღლობზე შეჩერდა „ამონის ძე“, თავის სარდალთ
უხმო და დაეკითხა:
– მტერი დავზვეროთ, სული მოვითქვათ და შემდეგ შევუ-
ტიოთ თუ ახლავე დავიძრათო?
სარდალთა უმეტესობა ბოლო ვერსიას მიემხრო – სპარ-
სთა მეფის ამდენი დევნით გამწარებულებს მყისვე უნდოდათ,
მისწვდენოდნენ და იქვე გაესრისათ დარიოსი, მაგრამ პარმე-
ნიონმა გამოაფხიზლა ისინი:
– დარიოსს არმია დასვენებული ჰყავს, თან მომგებიანი
ალაგიც უჭირავს, ჩვენ კი დაქანცულნი ვაპირებთ მათთან შებ-
მას. ვინ უწყის, ეგებ, გზად მახეებიც გაგვიმზადა; ამიტომ, აჯო-
ბებს, აქაურობა დავზვეროთ, ამასობაში ძალაც მოვიკრიბოთ
და ომს მერე მივეცეთო.
პარმენიონი მართალი იყო და ალექსანდრეც დაეთანხმა.
დარიოსს, კი, მტრის მოახლოებამ, ყველა უპირატესობის
მიუხედავად, შიშის ზარი დასცა. თუმცა, თავისი მლიქვნელი
სარდლებით გულმიცემულმა, ჭმუნვისა და შიშის ღრუბელი
მალევე გადაიყარა. ის იყო მხოლოდ, რომ, როდესაც მტერი
შორიდან დალანდა, მოეჩვენა, – შეტევაზე გადმოდიანო და
ჯარი მაშინვე ყალყზე დააყენა. თუმცა, გუმანმა უწინდებურად
უმტყუნა – მაკედონელებმა პირი იბრუნეს და, ვითომც აქ არა-
ფერიაო, ისე გაეცალნენ.
დარიოსმა მაკედონელთა წასვლა ასე ახსნა – მტერი შე-
ბინდებულზე გვიპირებს შემოტევასო – და ამხელა არმიას ღა-
მე ფეხზე, აბჯარასხმულს ათევინა, რამაც საბედისწეროდ
58 მკითხველთა ლიგა
იმოქმედა ომის შედეგზე: უძილობამ, უმძიმეს საჭურველთან
და დაძაბულობასთან ერთად, ქანცი გააცალა ლაშქარს.
რა ხდებოდა მეორე მხარეს?
ალექსანდრემ ბრძოლა მომდევნო დღის გამთენიისთვის
გადაწყვიტა. თუმცა, მტრის რიცხობრივი და პოზიციური უპი-
რატესობით შეფიქრიანებულმა პარმენიონმა და პოლიპერ-
ხონმა მაკედონელს იმ ღამითვე ურჩიეს შეტევაზე გადასვლა.
მოთმინებით მოუსმინა მათ ალექსანდრემ, შემდეგ კი
მრისხანედ მიუგო:
– ყაჩაღივით და მპარავივით მირჩევთ მოქმედებას, მაგ-
რამ ამას ვერავინ ეღირსება! სწორედ გამარჯვების მოპარვაა
სამარცხვინო. ამიტომ, მირჩევნია, მძლიონ და ვინანო, ვიდრე
გამარჯვების შემრცხვესო!
იმ ღამეს ისე უდრტვინველად ეძინა, თითქოს, ბრძოლა უკ-
ვე მოეგო – ძლივს გააღვიძა პარმენიონმა.
– განა უკვე გამარჯვებულნი არა ვართ? – ღიმილით შეაგე-
ბა ალექსანდრემ და საჭურველი ლაღად აისხა...
დარიოსმა კი, იმის შიშით, მტერი მოულოდნელად არ და-
მეცესო, თავის ლაშქარს მეორე ღამეც თეთრად ათევინა.
59 მკითხველთა ლიგა
თავი 25 – დიდი ომი
იმ დილით, 331 წლის 1 ოქტომბერს, ერთ მხარეს დარიოსი
იდგა 140 000-იანი ლაშქრით, მეორე მხარეს – ალექსანდრე,
47 000 მეომრით.
წინა ბრძოლის გამოცდილებამ სპარსთა ხელმწიფე აიძუ-
ლა, ცენტრი ისე გაემაგრებინა, მაკედონელის მსახვრალი ხე-
ლი ვეღარ მისწვდენოდა. ალექსანდრემ კი არმია მტრის უპი-
რატესობათა გათვლით განალაგა და ბრძოლის დაწყებისთა-
ნავე შეუტია დარიოსის საგულდაგულოდ გამაგრებულ
„გულს“.
ის იყო, ბაქტრიელებმა და სკვითებმა მათი შემოტევა მო-
იგერიეს და მტერს ცელიანი ეტლებით ეკვეთნენ, მაკედონე-
ლებმა ხერხი იხმარეს და ფლანგებიდან ისრები და ქვები და-
უშინეს, ქამანდები ხმლებით დაუწყვიტეს, ცხენები კი თავიანთ
მხედრებიანად აჩეხეს. ამასობაში მეფემ დრო იხელთა, მარ-
ჯვენა ფლანგიდან შეუტია და ერთიანად აკუწა სპარსელთა მი-
ერ დაქირავებული სკვითები.
ამ დროს დარიოსის საგანგებოდ გამაგრებულ ცენტრს ბზა-
რი გაუჩნდა, რაც მყის შენიშნა მაკედონელმა და ბუცეფალზე
ამხედრებულმა თავისი ერთ-ერთი სარდლის, კლიტოს შავის
მხედრებთან ერთად სოლივით შეიჭრა იქ, სადაც ყველაზე ნაკ-
ლებ ელოდნენ...
ამან თითქოს შუა გაკვეთა მტერი და ალექსანდრეც მალე
მისწვდა საწადელს. პირისპირ იდგნენ ის და დარიოსი. ერთმა-
ნეთისკენ გამეტებით ნასროლ სიკვდილს ხან ერთი იცილებ-
და, ხან – მეორე. ბოლო ისარიც ააცილა აზიის მპყრობელს,
თუმცა, მისი მეეტლე სასიკვდილოდ დაჭრა, რამაც იქ მყოფთ
აფიქრებინა, დარიოსი განიგმირაო... ეს წუთები გადამწყვეტი
აღმოჩნდა – მალე ამ ამბით თავზარდაცემულმა სპარსელებმა
პირი იბრუნეს და, როგორც ადრე, უკანმოუხედავად გაქუს-
ლეს.
ბედისწერამ ისევ პირისპირ დააყენა მოსისხლეები. იდგა
და კვლავ ძველი კითხვა კლავდა დარიოსს: – გასრესილიყო
60 მკითხველთა ლიგა
თუ პატივაყრილს მოეკურცხლა? და კვლავაც გაქცევა აირ-
ჩია...
ამასობაში მარჯვენა ფლანგზე განლაგებული სპარსელე-
ბი, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ თავიანთი მბრძანებ-
ლის გაქცევის ამბავი, დანდობილად უტევდნენ პარმენიონის
მცირერიცხოვან რაზმებს. პარმენიონმა ალექსანდრეს შეუთ-
ვალა, – თუ არ მომეშველე, ყველაფერი დაიღუპებაო. სხვა რა
გზა ჰქონდა, გაქცეული დარიოსის დევნას თავი ანება, ძველ
თანამებრძოლს წამოეშველა და მარცხი გამარჯვებად მოუტ-
რიალა. სპარსელებმაც შეიტყვეს მეფის გაქცევის შესახებ და
უკუიქცნენ. როდესაც ალექსანდრე დარწმუნდა, პარმენიონს
აღარაფერი ემუქრებაო, ისევ დარიოსს დაედევნა. მდინარე
ლიკოსს შეღამებისას მიადგა, მაგრამ ვეღარ მიუსწრო,
ლტოლვილს თავი არბელასთვის შეეფარებინა.
ცალკე ფიცხელმა ომმა გააცალა ქანცი მეომრებს, ცალკე
– მხდალი დარიოსის დაუსრულებელმა დევნამ. ღონის მოსაკ-
რებად რომ არ შეესვენათ, სპარსთა ხელმწიფე კი არა, სული
ექნებოდათ საძებარი. ამიტომ იქვე შეჩერდნენ და, როგორც
კი შებინდდა, მთვარის შუქზე განაგრძეს გზა.
მეორე დღეს არბელაში ჩაღწეულებს ამცნეს, – დარიოსმა
აქედანაც გაგასწროთო. უბედურს თავისი ბრწყინვალე არმიის
უბადრუკი ნარჩენებითურთ, – 3 000 მხედრითა და 6 000 ქვე-
ითით – ეკბატანასკენ ექცია პირი. ოღონდ სული შერჩენოდა,
რაღას ანაღვლებდა ან სახელმწიფო და ანაც – არმია?!
ალექსანდრე აღარ გაჰკიდებია, მოულოდნელად არბე-
ლასკენ შემობრუნდა, თავისი ხაზინა დიდძალი ძვირფასეუ-
ლობით შეავსო და ზღაპრული ბაბილონის ჭიშკარს მიადგა.
ვის აღარ უომია ამ უძველესი, მართლაც საოცნებო ქალა-
ქისთვის – ხეთებს, ასირიელებს, კასიტებს, სპარსელებსა თუ
ათასი სხვა ჯურის მომხვდურს... ახლაც ეგონა, – ეს დიდებული
მიწა სისხლთა თხევის გარეშე არ შეგვიშვებსო, მაგრამ შეცდა
– დიადმა ბაბილონმა იგი გულში ჩაიკრა და მართლაც ფიან-
დაზად დაეგო.
თვალს არ უჯერებდა, ისეთი ბრწყინვალება დახვდა იქ
ალექსანდრეს: დიდხანს ტკბებოდა მისი ტაძრებით, მოკირ-
61 მკითხველთა ლიგა
წყლული ქუჩებით, ციხე-გალავნითა და ბაბილონის სახელ-
განთქმული დაკიდებული ბაღებით...
ხუთკვირიანი სულის მოთქმის შემდეგ იქაურობა დატოვა
და სუზას მიაშურა, სადაც უდიდესი განძი ელოდა...
62 მკითხველთა ლიგა
თავი 26 – ირანი
სუზის სატრაპმა, აბულითმა, გზად მსტოვრები შეაგება, ქა-
ლაქი თავის საგანძურიანად ნებით ჩააბარა და მორჩილებაც
შეჰფიცა.
აქემენიდთა ურიცხვი საგანძური ახლა ალექსანდრეს
ხელთ იყო.
როდესაც უბრწყინვალესი სასახლეები მოიხილა, უძვირ-
ფასეს ტახტზე დაბრძანდა, თუმცა, ტანმორჩილობის გამო, ია-
ტაკამდე ფეხები ვერ მიაწვდინა. ვიღაცამ მოიფიქრა და ფეხ-
ქვეშ ტაბლა დაუდო. ამის დანახვაზე იქვე მდგარი სპარსი სა-
ჭურისი მწარედ ატირდა, – მაგ ოქროს მაგიდაზე, თქვენ რომ
ფეხები გილაგიათ, დარიოსი ტრაპეზობდაო. ალექსანდრემ
დამარცხებულის მეტად დამცირება აღარ ისურვა და მაგიდა
მაშინვე გაატანინა.
ამ ქალაქში დიდხანს აღარ შეყოვნებულა – ანტიპატრო-
სისგან გამოგზავნილი ახალი რაზმებით გაძლიერებულმა
სპარსეთის სხვა ქალაქებში იჩქარა შესვლა – კიროსის, დარი-
ოს პირველის, ზამბისისა და ქსერქსეს სამყოფელთა დასაკუთ-
რება სპარსეთის მეფეთა სახელგანთქმული დინასტიის დამ-
ხობას ნიშნავდა. ქალაქში თავისი გარნიზონი ჩააყენა, საქმეე-
ბი მოაგვარა, დარიოისის ოჯახიც იქვე დააბინავა და 331 წლის
დეკემბერში სუზა დატოვა.
გზად მიმავალმა ლაშქარი ორად გაყო – ერთი მათგანი,
პარმენიონითურთ, მთავარ გზაზე გაუშვა, თავად კი მოკლე
გზით კლდოვან გასასვლელს მიადგა, დარიოსის სატრაპს,
არიობარზანს, საგულდაგულოდ რომ გაემაგრებინა.
ეს ადგილი ერთადერთი იყო, საიდანაც სპარსეთის მთა-
ვარ ქალაქში, პერსეპოლისში, შეიძლებოდა შეღწევა. ამიტომ
აქ შეყოვნება ისეთივე ცოდვა იყო, როგორიც – მარცხი.
სპარსელმა ტყვეებმა გაუმხილეს, რომ მთავარი კარიდან
ქალაქში შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ მთებზე
გამავალი, ვიწრო და საშიში ბილიკებით ზურგიდან მოვლა
შესთავაზეს.
63 მკითხველთა ლიგა
არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა ალექსანდრე, არმიის
ნაწილი კრატეროსს დაუტოვა და უბრძანა, ღამით იმდენი ცეც-
ხლი დაენთოთ, რამდენსაც მთელი ლაშქრის ბანაკში ყოფნი-
სას ანთებდნენ, რომ მტერს მათი გაყოფა არ ეეჭვა; საყვირის
ხმის გაგონებისთანავე კი მაშინვე იერიშზე გადმოსულიყვნენ.
როგორც კი შეღამდა, რამდენიმე სარდლითა და ლაშქრის
ნაწილითურთ ბანაკი საიდუმლოდ დატოვა და მთის მოლი-
პულ ბილიკებს შეუყვა. დიდი წვალების შემდეგ, გამთენიისას,
მტერს ზურგში მოექცნენ, შეისვენეს. ალექსანდრემ ჯარი
კვლავ ორად გაყო და ერთი ნაწილი ქვემოთ ჩაგზავნა, თავად
კი, პერდიკესთან ერთად, მთავარ ბანაკს ისე მიადგა, ჩქამი
არავის გაუღია. იქ მყოფთაგან ვერავინ წარმოიდგინა, რომ
ასეთ ამინდში მთებზე რომელიმე სულიერი გაბედავდა გად-
მოსვლას. გონს ვერავინ მოვიდა, ისე აღმოჩნდნენ ალყაში და
მალე ყველაფერი დასრულდა...
ბრწყინვალე პერსეპოლისის კარი გაიღო – ჯერ ქალაქამ-
დე არ ჩაეღწია, იქაური ხაზინადრის წერილი რომ მიიღო, – თუ
დროზე არ ჩამოხვალთ, საგანძური გაძარცვული დაგხვდება-
თო!
უსწრაფესად მიაღწია ნანატრ ადგილს და ჩაიბარა აზიის
მეფეთა ზღაპრული ქონება.
ალექსანდრეს მალე მეორე ქალაქმა – პასარგადმაც – გა-
უღო კარი, რომელმაც ამ სპარსეთის სახემწიფოს მესაძირ-
კვლის, კიროს უფროსის, საგანძური ჩააბარა. ამბობენ, აქაუ-
რი სიმდიდრის გასატანად მაკედონელს ათი ათასი წყვილი
ჯორი და ხუთი ათასი აქლემი დასჭირდაო.
თუმცა, ალექსანდრესთვის მთავარი სულ სხვა რამ იყო:
ამიერიდან, დარიოსისა და ქსერქსეს ქვეყანა, თავის ტახტი-
ანად, მას ეკუთვნოდა...
***
ისევ დარიოსს მივუბრუნდეთ, ბრძოლის ველიდან გამოქ-
ცეულმა თავი მიდიის ქალაქ ეკბატანას რომ შეაფარა და, თა-
ვის გადარჩენის გარდა, აღარაფერი ადარდებდა.
სწორედ აქეთ დაძრა ლაშქარი 330 წლის აპრილში ალექ-
სანდრემ, თუმცა, მალევე აცნობეს, – დარიოსი კვლავ გაიქცა,
64 მკითხველთა ლიგა
თან მიდიის საგანძური წარიტანა და 6 000 ქვეითი და სამი
ათასი მხედარიც თან გაიყოლაო.
ეკბატანაც, სპარსეთის მეოთხე ქალაქი, იმ „ბედნიერ“ მი-
წად იქცა, ალექსანდრეს უკვე თვალუწვდენელ იმპერიას უმ-
ტკივნეულოდ რომ შემოუერთდა.
საკუთარ მიწაზე მარადიულ ლტოლვილად ქცეულმა და-
რიოსმა, თანმხლებ სარდალთა გასაოცრად, ერთხელ კიდევ
მოინდომა ალექსანდრესთან გაპაექრება. თუმცა, იმ ძალე-
ბით, რაც მის ხელთ იყო, ამის გაფიქრებაც სასაცილო იყო.
ახლობელთაგან ნაღალატევი და გულგატეხილი დარიოსი
განმარტოვდა, საკვებზე უარი თქვა და სევდას მიეცა, მალე კი
საკუთარი სატრაპების მიერ ბორკილებდადებული და უბად-
რუკ ოთხთვალაზე მიჯაჭვული, ბაქტრიის გზას დაადგა.
როდესაც მაკედონელს დარიოსის ამბავი აცნობეს, ლაშქა-
რი მაშინვე კრატეროსს ჩააბარა, თავად კი რჩეული მცირე
მხედრობით ლტოლვილებს დაედევნა.
ოთხდღიანი სრბოლის შემდეგ, როგორც იქნა, თარას მი-
ადგნენ, საიდანაც მცირე ხნის წინ მუხანათურად გაეტაცნათ
დარიოსი. სამეფო ხელისუფლება ბაქტრიის სატრაპ ბესას მი-
ესაკუთრებინა, გამტაცებლები მთებს შეხიზვნოდნენ და ალექ-
სანდრეს იქიდან კადნიერად უთვლიდნენ, – ბესა დამოუკიდე-
ბელ მეფედ სცან, სანაცვლოდ დარიოსს ცოცხალსა და უვნე-
ბელს მოგართმევთ და აღარც თავს დაგესხმითო.
გზა გრძელი იყო, დრო კი – მცირე... გაქცეულნი თითქოს
აჩრდილებივით უსხლტებოდნენ ხელიდან... ბოლოს ალექ-
სანდრემ მეომართაგან საუკეთესონი ამოირჩია და გავარვა-
რებულ უდაბნოზე გამავალ მოკლე გზას დაადგა.
მთელი ღამე არ შეუსვენიათ... მხლებელთაგან ზოგმა ამ
სავალს ვერც გაუძლო და სული განუტევა. ის იყო, თენდებო-
და, გაქცეულები რომ დალანდეს. მდევრის დანახვამ მოღალა-
ტენი ისე დააბნია, საით გაქცეულიყვნენ, აღარ იცოდნენ. ოთ-
ხთვალაზე მონასავით შეგდებულ და ბორკილებდადებულ და-
რიოსს ცხენზე შეჯდომა და მათთან ერთად გაქცევა უბრძანეს,
მაგრამ, როგორც კი უარი მიიღეს, ეცნენ, მკერდი მახვილებით
განუგმირეს და უდაბნოში გაქუსლეს...
65 მკითხველთა ლიგა
ალექსანდრეს, რომელსაც ხანგრძლივი დევნის შემდეგ
ყველგან დარიოსი ელანდებოდა, მოეჩვენა, რომ ისიც გაქცე-
ულთა შორის მირბოდა და გულცეცხლიანი გაეკიდა. უბედური
„სპარსთა მზის“ ეტლი კი მასავით უმოწყალოდ დაჩეხილ ცხე-
ნებს გზიდან გადაეთრიათ.
დარიოსი ჯერაც ცოცხალი იყო. მის უკანასკნელ წუთებს იმ
ჟამს იქ შემთხვევით თუ ბედის განგებულებით მოხვედრილი
მაკედონელი ჯარისკაცი, პოლისტრატოსი, შეესწრო და უკა-
ნასკნელი სურვილი აუსრულა, – წყალი შეასვა.
– ახლა კი უკანასკნელ სიტყვას სუნთქვასთან ერთად შენ
გაბარებ, – ჩურჩულით ამოთქვა მომაკვდავმა. – აი, მეგობა-
რო, აღსასრულის ეს წამი ყოველ ჩემს უბედურებას აღემატება,
რამეთუ სიკეთისთვის სამაგიერო სიკეთის მიგება აღარ ძალ-
მიძს. თუმცა, შენ ალექსანდრე მოგაგებს სანაცვლოს, თავად
მას კი – ღმერთები, იმ სიკეთისთვის, რაც ჩემი ცოლ-შვილის-
თვის გაიმეტა. ახლა კი ხელი მომეც, რომ შენი მარჯვენით ხე-
ლი თავად ალექსანდრეს ჩამოვართვა!
330 წლის ივლისის ეს მწარე დღე მხოლოდ დარიოსის კი
არა, სახელგანთქმულ აქემენიდთა დინასტიის აღსასრულა-
დაც იქცა, უდაბნომ აკვანივით რომ ჩაიხუტა და უკანასკნელი
სუნთქვა ამოართვა...
***
რა დარწმუნდა, დარიოსი გაქცეულებს შორის არ იყო,
ალექსანდრე უკან მობრუნდა და სახტად დარჩა – მისი მტერი,
გვირგვინი ნაწყალობევ სიცოცხლეზე რომ არ გაეცვალა,
მკერდგაპობილი მიეკრათ ოთხთვალაზე და უდაბნოს მზეზე
მიეგდოთ დასახრუკად...
დუმილით მიაგო პატივი, თავისი მოსასხამი გადააფარა,
პერსეპოლისში გადაასვენა და წინაპართა შორის პატივით
დაკრძალა.
დარიოსის ამგვარმა აღსასრულმა მაკედონელს აქემენიდ-
თა დინასტიის ამომჟლეტის სახელიც ააცილა და მათი ორსაუ-
კუნოვანი ხელმწიფებაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე
გადაიბარა.
66 მკითხველთა ლიგა
დარიოსის მკვლელები კი, უდაბნოში ზოგი საით გაიქცა,
ზოგი – საით. მათ სადევნელად ალექსანდრეს ჯერ არ ეცალა
– ლაშქარს სული მოათქმევინა, პართიაში თავისი მოხელე
დატოვა და კასპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით განფენილ ჰირ-
კანიას მიაშურა.
სულ მალე მის წინ შეწყალების თხოვნითა და მორჩილების
მარადიული ფიცით ჯერ დარიოსის სიცოცხლის ხელმყოფნი
განერთხმებიან, შემდეგ – მთებს შეხიზნული გასპარსებული
ბერძნები და... მიიღებენ კიდეც შეწყალებას.
ეს მიწა კი მეტად აფიქრებდა მაკედონელს, რადგან
გრძნობდა, კასპიის ზღვა უდიდეს სამყაროთა შეხვედრის ად-
გილად უნდა ქცეულიყო. ამიტომ ჰირკანია სწრაფად უნდა შე-
მოემტკიცებინა...
67 მკითხველთა ლიგა
თავი 27 – აზიის გულში
და დაიწყო კიდეც ჰირკანიის შემომტკიცება – მალე პარმე-
ნიონი მთიელ ტომთა – კადუსიელთა – მოსადრეკად წარგზავ-
ნა, თავად კი მარდების დასამორჩილებლად წვალებით შეუდ-
გა მთის გაუკვალავ ბილიკებს. სწორედ აქ გასტაცეს მარდებმა
საყვარელი ბუცეფალი, მუქარის შემდეგ უვნებელი რომ დაუბ-
რუნეს.
თუმცა, მათთან ბრძოლაში დიდმა ხიფათებმაც არაერ-
თგზის უწია: ერთხელ ისარი წვივში მოარტყეს, ერთხელ კი კი-
სერში ისეთი ძალით ჩასცხეს ქვა, თვალისჩინი ძლივს დაიბ-
რუნა.
მაგრამ, ამხელა გამარჯვებათა შემოქმედს, მთის მცირე
ტომის დაპატრონება როგორ გაუჭირდებოდა? ამ მიწაზე თავი-
სი წარმომადგენელი დაადგინა და ზადრაკარტას მიუბრუნდა.
იქ დარიოსის მხარეზე მებრძოლ ბერძნებს ჰქონდათ თავი შე-
ფარებული, 1 500 მეომარს, რომლებმაც შეწყალება გამოით-
ხოვეს.
შემდეგ იყო პართია, სადაც სკვითთა წინააღმდეგობა სნე-
ულმა სძლია (მუცლის ტკივილი შეჰყროდა) და ამ მიწაზე კი-
დევ ერთი ალექსანდრია დააარსა. მერე კრატეროსის ლაშ-
ქრიანად სამხრეთისკენ იქცია პირი და დრანგიანა-არახოზიის
მიწას დაეუფლა. აზიის გულის გზაგასაყარზე მყოფმა არეამ
ძალზე მიიზიდა მაკედონელი და მოკლე ხანში იქაც დააარსა
ერთი ალექსანდრია. არეაშივე აუწყეს, – თვითმარქვია სპარ-
სთა მეფემ, ბესამ, აქემენიდთა გვირგვინი დაიდგა და თქვენს
წინააღმდეგ ჯარსა ჰკრებსო.
პარმენიონი ეკბატანას გაგზავნა და აზიის სამფლობელო-
თა ყურისგდება დაავალა, თავად კი ბაქტრიის დედაქალაქ
ბაქტრას მიაშურა, დარიოსის გვირგვინის ქურდის თავშესა-
ფარს.
330 წლის ნოემბერი იდგა, ბაქტრიისკენ რომ დაიძრა…
68 მკითხველთა ლიგა
თავი 28 – შეთქმულება
მაგრამ, ბაქტრიის ამბებამდე იყო ღალატი, რომლის შედე-
გიც „ღმერთთა სწორი“ ალექსანდრეს სიკვდილი უნდა ყოფი-
ლიყო.
თუმცა, საამისო ნიადაგი ნელ-ნელა, თითქოს შეუმჩნევ-
ლად მზადდებოდა: განუწყვეტელმა უმძაფრესმა ომებმა ლაშ-
ქარი დაქანცა, რამაც ჯარისკაცთა შორის უკმაყოფილება გა-
აჩინა. მაგრამ, ღალატის უმთავრესი მიზეზი ეს არ ყოფილა.
დღევანდელი გადასახედიდან ადვილია ალექსანდრეს გე-
ნიის დანახვა; ისიც ნათელია, რომ ამ ჯერაც ჭაბუკი მხედარ-
თმთავრის მიერ ჩადენილი „საგმირო საქმენი“ ვეღარავინ გა-
იმეორა, მაგრამ იმ დროს მისი პიროვნებისა და მართლაც უნი-
კალური შესაძლებლობების მთელი სიღრმით დანახვა ადვი-
ლი არ გახლდათ. ალექსანდრეთი აღფრთოვანებულნი ბევ-
რნი იყვნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთათვისაც ტვირ-
თად ქცეულიყო ამ „ზეადამიანთან“ სიახლოვე.
როგორც მისი მეისტორიენი იუწყებიან, ყოველ შემხვედ-
რზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა – უზარმაზარი შინაგა-
ნი ენერგიით, ვნებით, ერთი სიტყვით, – გენიით, თითქოს
თრგუნავდა მნახველს. მისი ცხოვრების წესი, უეცარი გადაწ-
ყვეტილებები, ცეცხლოვანი ენთუზიაზმი, არაადამიანური გამ-
ძლეობა, გონების საკვირველი სისხარტე და შორსმჭვრეტე-
ლობა ყველასთვის როდი იყო გასაგები.
ამ ყოველივეს თან ახლდა მისი უამრავი „ახირებულობა“,
მაგალითად: არისტოტელეს შეგონების მიუხედავად, ბერ-
ძნებს მეგობრულად მოეპყარ, ბარბაროსთ კი – მბრძანებლუ-
რადო, ყველას თანასწორად ეპყრობოდა, რადგან თვლიდა,
რომ, თუ ვინმეს დაპყრობა გსურს, შემდეგ კი – შენარჩუნება,
ადამიანთა მოდგმა „უკეთესებად“ და „უარესებად“ არ უნდა
დააქუცმაცო.
ამასთან, ამტკიცებდა, რომ სპარსელს თუ სხვა დაპყრო-
ბილ ხალხსაც ისეთივე სული ედგა, როგორიც – ბერძენსა და
მაკედონელს, არისტოტელესეული „იდეალური“ სახელმწი-
69 მკითხველთა ლიგა
ფოს ხორცშესხმას კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერ-
თობაში ხედავდა.
მის გარემოცვას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისიც
ძალზე სწყინდა, რომ აზიელთათვისაც ისეთივე მზრუნველი
მეფე იყო, როგორც – მათთვის; გული მოსდიოდათ, რომ
მტრის სალოცავებში მსხვერპლს სწირავდა, უცხოელებს იო-
ლად იწყნარებდა, იახლოვებდა და ხშირად აწინაურებდა კი-
დეც.
მოკლედ, „ზეკაცის“ თავზე ნელ-ნელა იყრებოდა საავდრო
ღრუბლები.
ალექსანდრეს არაჩვეულებრივმა ინტუიციამ მალევე იგ-
რძნო ხიფათის სუნი და ისიც, თუ ვის გულებში მიმოდიოდა ღა-
ლატის აჩრდილი...
მალე შეიკრა კიდეც სასიკვდილო წრე და უკმაყოფილება
ქმედებად იქცა: შეთქმულთაგან ერთმა სარდალმა თავის ახ-
ლობელს, სახელად ნიკომაქეს, გაუმხილა, – ალექსანდრეს
სამ დღეში ვუპირებთ მოკვლასო...
ამ უკანასკნელმა საიდუმლო ვერ შეინახა და მაკედონე-
ლის მარჯვენა ხელის, პარმენიონის ვაჟის, ფილოტეს, ყურამ-
დე მიიტანა. ამ უკანასკნელმა ეს საშინელი საიდუმლო ორი
დღე ისე ატარა, მეფისთვის არ გაუმხელია.
ბოლოს თავად ნიკომაქემ მოახერხა მაკედონელთან შეხ-
ვედრა და ყოველივე აუწყა. განრისხებულმა ალექსანდრემ მა-
ლევე გაარკვია ამ შეთქმულების „ავტორნი“, რომელთა შო-
რის, სამწუხაროდ, პარმენიონის ვაჟი, ფილოტეც, იყო და, რა
დარწმუნდა მის ღალატში, მისი შუბებით განგმირვა ბრძანა.
პარმენიონი?
რახან შვილი ღალატში გამოტყდა, მაშასადამე, მამაც მისი
თანაზიარი უნდა ყოფილიყო... შესაძლოა, შეთქმულების შე-
სახებ არც სცოდნოდა პარმენიონს, მაგრამ შვილის სიკვდილი
უეჭველად მაკედონელის მტრად მოაქცევდა; ამიტომ, მანამ
უნდა გასწორებოდნენ, სანამ ფილოტეს ამბავს შეიტყობდა და
ასეც მოხდა – მასთან ვითომ წერილის ჩასატანად ჩაგზავნილ-
მა კაცებმა ეზოში შეგებებულს, სამეფო გზავნილის გახსნისას
70 მკითხველთა ლიგა
აძგერეს შუბი, ისე, რომ არც უკითხავთ, დამნაშავე იყო თუ
არა...
მერე დანარჩენთათვისაც მოიცალა ალექსანდრემ და ყვე-
ლას გაუსწორდა.
ამ შურისგებამ, განსაკუთრებით – პარმენიონისა და მისი
ვაჟის განადგურებამ, უარესად გააღიზიანა ბევრი.
ალექსანდრემ უკმაყოფილონი ერთად შეჰყარა, რომ სხვა
მეომრებისთვისაც არ მოეწამლათ გონება, მათ „ტაგმა ატაკ-
ტონი“ (მოუწესრიგებელთა რაზმი) უწოდა და მკაცრი ზედამ-
ხედველობაც დაუწესა.
მალე არმიის რეფორმა იწყო, სამხედრო ბანაკი სამოქა-
ლაქო ხელისუფლების ერთგვარ რეზიდენციად აქცია, სადაც
ყოველგვარი სახელმწიფო საქმე გვარდებოდა და მთავარ-
სარდალთან, ანუ, მასთან ერთად გადაადგილდებოდა.
აქ კი კვლავ ბაქტრიას უნდა მივუბრუნდეთ:
329 წლის გაზაფხულისპირს მაკედონელმა კვლავ ამ ქა-
ლაქისაკენ აიღო გეზი, სადაც ზემოთ ნახსენები „ცრუ ხელმწი-
ფე“ – უზურპატორი ბესა ეგულებოდა; ხოლო იმ ადგილას, სა-
დაც ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო დაბანაკებული,
ალექსანდრემ თავისი სახელობის ახალი პოლისი დააარსა...
ბესამ საგანგებოდ გადაწვა ბაქტრიის მიმდებარე ტერიტო-
რია, რომ მისკენ მომავალ მტერს სულის მოსათქმელად და
შიმშილის მოსაკლავად ვერაფერი ეპოვა, და ჯარიც გაამზადა.
***
თოთხმეტი დღე ატარა ალექსანდრემ დაღლილი არმია ნა-
ზამთრალ გზებზე. მოვაკებულთ ოდენ ცარიელი ნასოფლარე-
ბი და აოხრებული ნათესები დახვდათ. საკვები ძვირი საშოვ-
ნელი იყო, ამიტომ, მცენარეთა ფესვებსა და ბალახს თუ პო-
ულობდნენ სარჩოდ.
329 წლის გაზაფხული იდგა.
მეთექვსმეტე დღეს ძლივს მიაღწიეს ბაქტრიის საზღვრის-
პირა ქალაქს, დრაპსაკას, სადაც უომრად შევიდნენ, გზა გა-
ნაგრძეს და მალე ბაქტრასაც მიადგნენ.
ახლა კი დაფრთხა ბესა, იქაურობა უმალ დატოვა და გა-
დაიკარგა. ბაქტრიაში ალექსანდრემ კიდევ ერთ ალექსან-
71 მკითხველთა ლიგა
დრიას ჩაუყარა საფუძველი და კვლავ ცრუ მეფის კვალს გაჰ-
ყვა.
ბაქტრიიდან გამოსულმა უდაბნო გადაკვეთა და მდინარე
ოქსთან შედგა; ტყავის ტიკები შეაკერინა, თივით გაავსებინა
და ლაშქარი ხუთ დღეში ცურვა-ცურვით მეორე ნაპირზე გადა-
იყვანა.
სოგდიანაში შესულს იქაურმა მთავარმა ბესას შეპყრობა
და გადაცემა შესთავაზა და მოკლე ხანში მოჰგვარა კიდეც.
– რად მოაკვდინე შენი მეფე დარიოსიო? – ჰკითხა მოღა-
ლატე სატრაპს ალექსანდრემ.
– შენი კეთილგანწყობის მოპოვება მსურდაო! – მიუგო ბე-
სამ.
72 მკითხველთა ლიგა
მალევე მიხვდა ალექსანდრე – ამდენ ძლევანანახს წინ დი-
დი გამოცდა ელოდა და არც ამ მასშტაბის აჯანყებასთან ჰქო-
ნია მანამდე საქმე. ამიტომ ამბოხებულთა მთავარი ბუდის –
კიროპოლისის – ალყა ბრძანა.
ერთმანეთის მიყოლებით დაიბრუნა შვიდივე სოგდიანური
ქალაქი, ჯერ გაძარცვა და შემდეგ ერთიანად გადაბუგა.
კიროპოლისთან ხერხი იხმარა: შენიშნა, რომ ქალაქის გა-
ლავნის ძირას იმხანად დამშრალი მდინარის სადინარი პირ-
დაფჩენილ ხვრელად ქცეულიყო. სწორედ აქედან შეაღწია
რამდენიმე მეომრითურთ ქალაქში და თავის არმიას კარი გა-
უღო.
თავად კი სოგდიანთა დედაქალაქ მარაყანდში (სამარყან-
დში) გარნიზონი დატოვა და ჩრდილოეთს მიაშურა.
შვიდ ციხიონს გაივლის ალექსანდრე, მათი დასაკუთრების
შემდეგ კიროპოლისს მიადგება და კვლავ წინ გასწევს, საიდა-
ნაც დიდი მანძილი აღარ დარჩება აზიის უდიდეს მდინარე იაქ-
სარამდე (სირდარია).
მყისვე შეიგრძნობს ამ ადგილის უდიდეს მნიშვნელობას
და მის მარცხენა სანაპიროზე მალე კიდევ ერთი ალექსანდრია
აღმოცენდება.
***
აზია, თავის უმდიდრეს მიწებთან ერთად, სკვითთა დიდ წი-
ნააღმდეგობასა და მრავალ, ერთურთს მიყოლებულ ჯანყსა
და დაპირისპირებას უქადდა მეფე-მზეს...
მალე ზემოთ ნახსენებ შვიდ ციხე-ქალაქს შფოთისა და ღა-
ლატის სენი შეეყარა – სპიტამენი, მცირე ხნის წინ ალექსან-
დრეს ფიანდაზად რომ დაეგო, აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, იქ
მყოფ მაკედონელთ მუსრი გაავლო და სკვითური ტომებიც აი-
ყოლია.
მალევე მიხვდა ალექსანდრე – ამდენ ძლევანანახს წინ დი-
დი გამოცდა ელოდა და არც ამ მასშტაბის აჯანყებასთან ჰქო-
ნია მანამდე საქმე. ამიტომ ამბოხებულთა მთავარი ბუდის –
კიროპოლისის – ალყა ბრძანა.
73 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთის მიყოლებით დაიბრუნა შვიდივე სოგდიანური
ქალაქი, ჯერ გაძარცვა და შემდეგ ერთიანად გადაბუგა.
კიროპოლისთან ხერხი იხმარა: შენიშნა, რომ ქალაქის გა-
ლავნის ძირას იმხანად დამშრალი მდინარის სადინარი პირ-
დაფჩენილ ხვრელად ქცეულიყო. სწორედ აქედან შეაღწია
რამდენიმე მეომრითურთ ქალაქში და თავის არმიას კარი გა-
უღო.
თავგანწირვით იბრძოდნენ კიროპოლისელნი – მაკედო-
ნელს მაშინვე დაადგეს თვალი, მიზანშიც ამოიღეს და შურდუ-
ლით ისე მწარედ მოარტყეს ქვა, ლამის სული ამოხადეს.
მზე ჩავიდა და თან იქაურთა იმედიც წაიყოლა – 15 000 მო-
ჯანყის უდიდესი ნაწილი განადგურდა, დანარჩენები კი ჯერ მი-
იმალნენ, შემდეგ წყურვილსა და შიმშილს ვეღარ გაუძლეს და
მომხვდურთ ჩაბარდნენ.
მაგრამ, სანამ ალყაში მოქცეული თავისიანების მისაშვე-
ლებლად მარაყანდში მიიქცეოდა, იაქსარს სკვითები მოად-
გნენ... კარგა ხანს იდგნენ მდინარის მეორე ნაპირას და ხან
როგორ იწვევდნენ ალექსანდრიის შენებით გართულ მაკედო-
ნელს და ხან – როგორ.
დიდხანს ითმინა მათი თავხედობა „ამონის ძემ“, თან არც
მისანი ურჩევდა ამ გამოწვევის მიღებას, მაგრამ მალე მოთმი-
ნებამ უმტყუნა და დაცინვას ისევ ხიფათი არჩია.
მალე იწვნიეს ველურმა სკვითებმა მისი სატყორცნი მანქა-
ნების რისხვა და დაბნეულნი გაიფანტნენ, თუმცა, მცირე ხან-
ში, გონს მოსულები ცხენდაცხენ, საშინელი ყიჟინით მოუბ-
რუნდნენ ბრძოლის ველს, თუმცა, მალე კვლავ გასაქცევად გა-
უხდათ საქმე.
დაედევნა ალექსანდრე მტერს. ზაფხულის ისეთი ხვატი და
მტვერი იდგა, ახლადდარწყულებულს კვლავ წყალს რომ მო-
ანდომებს... ალექსანდრემ საიდანღაც ამოხაპული წყალი
მოსვა და მალე ცივოფლდასხმული ლამის ცხენიდან გადმო-
ვარდა. სწორედ ამან იხსნა კადნიერი და აქამდე უძლეველად
მიჩნეული სკვითები სრულ ამოწყვეტას.
არც ამჯერად უმტყუნა იღბალმა მაკედონელს – სიკვდილს
გადაურჩა, შედარებით მომჯობინებულს კი სკვითთა ხელმწი-
74 მკითხველთა ლიგა
ფის თავმოდრეკილი ელჩობაც ეახლა, – ჩვენი განზრახვით არ
მომხდარა ეს, თვითნებურად დაგესხნენ თავს ჩვენი თანამემა-
მულენიო. ალექსანდრემ თავაზით მიიღო მათი ბოდიში და
ტყვეებიც დაუხანებლად დაუბრუნა მისი საქციელით გაოგნე-
ბულ ელჩებს.
თუმცა, მალე გამარჯვების სიხარული მარაყანდში მიღე-
ბულმა მოულოდნელმა მარცხმა დაუჩრდილა.
აი, რა მოხდა:
– სპიტამენმა მარაყანდში მოქცეულ მაკედონურ შენა-
ერთს ალყა შემოარტყა, თუმცა, მათ გამოსახსნელად ალექ-
სანდრემ მაშველი ძალა გაგზავნა.
ამით დამფრთხალმა სპიტამენმა უდაბნოში გაქცევით უშ-
ველა თავს. მაგრამ მაკედონელთა მოწინააღმდეგეს 600 სკვი-
თი მოემხრო და თავიანთი ეშმაკური ტაქტიკით მალე სძლიეს
კიდეც.
მაკედონელთა ამ უეცარი მარცხით შეძრულმა ალექსან-
დრემ მალევე აისხა იარაღი, ლაშქარი გაიყოლა და შვიდი
დღის სავალი ისევ სამ დღეში მოილია.
ისევ გაუსხლტა თავზარდაცემული სპიტამენი, მაშინ კი ახ-
სნა რისხვას აღვირი მაკედონელმა და ისე მოასწორა სოგდია-
ნას სოფელ-ქალაქები, თავისიანებიც კი გააკვირვა.
***
მტრის ჯავრნაჭამი ბაქტრიის ქალაქ ზარიასპაში გამობ-
რუნდა. ალექსანდრეს სისასტიკემ ისე დააფრთხო იქაური ბე-
ლადები, რომ მორჩილების ნიშნად ფეხქვეშ გაეფინნენ.
ის იყო, გამოზამთრებული ინდოეთისკენ უნდა წასულიყო,
რომ სოგდიანის ახალი ჯანყის ამბავი მიუტანეს.
მალევე ჩააქრო ამბოხი, შემდეგ კი მიწასთან გასწორებუ-
ლი სოგდიანის აღდგენა ინება, რაც თავის უახლოეს მეგო-
ბარს, ჰეფესტიონს, მიანდო.
მაგრამ სულის მოთქმა ხანმოკლე აღმოჩნდა – მარაყან-
დში მობრუნებულს არტაბაზი შეევედრა, – ჯანთან ერთად ხა-
ნიც მოვილიე, ბაქტრიის სატრაპობა აღარ ძალმიძს და დამით-
ხოვეო. პატივით გააცილა მხცოვანი თანამებრძოლი, მის ნაც-
ვლად კი კლიტოს შავი განამწესა.
75 მკითხველთა ლიგა
იმ საღამოს ღვინო მოეძალათ ომით ძალაგაცლილთ,
ახალმა სატრაპმა მაკედონელის ზედმეტი ქება ვერ მოითმინა
და საპასუხოდ ჩაილუღლუღა: – ხელმწიფის ასეთი ქება უად-
გილოა, რადგან მაკედონელთა გარეშე ვერაფერს შეძლებდა,
არც გადამთიელ სპარსთა წინაშე ვარგა ჩვენებურთა დამცრო-
ბაო...
მალე ეს შეკამათება ისეთ ჩხუბში გადაიზარდა, ძლივს გა-
აშველეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებულნი...
– გრანიკოსთან ჩემმა ხელებმა გიხსნა, მაკედონელების
სისხლმა აღგაზევა და იქამდე მიხვედ, ფილიპეს კი არა, ამონს
უწოდებ მამას. პარმენიონის ღვაწლი დაგავიწყდა და გულგაქ-
ვავებულმა ამიტომაც ამოხოცე მისი ოჯახიო! – გაჰყვიროდა
კლიტოსი.
მოსაკლავად მისწვდა ალექსანდრე, თუმცა, იარაღის აც-
ლა უკვე მოესწროთ, შემდეგ კი, ბახუსატანილი, ხან ვის უხმობ-
და კლიტოსზე შურის საძიებლად და ხან – ვის.
– ახლა კი იმ უბედურ დარიოსს ვგავარ, ყველამ რომ გაყი-
და და სამეფო სახელის გარდა არაფერი დაუტოვაო, – ღრი-
ალებდა.
ძლივს მოაცილეს წერას ატანილი სატრაპი, მაგრამ კლი-
ტოსმა სხვა კარი იპოვა, იქიდან შევარდა დარბაზში და მეფის
დასამცირებლად ევრიპიდეს რომელიღაც ლექსის კითხვა და-
იწყო...
საბოლოოდ წაერთვა გონი ალექსანდრეს, პერდიკეს და
პტოლემეოსს ხელიდან გაუსხლტა, იქვე მდგომ მეომარს შუბი
წაართვა და კლიტოსს შიგ გულში გაუყარა...
უსულოდ დაცემული კლიტოსის დანახვამ მყის გამოაფხიზ-
ლა, ელვის სისწრაფით ამოაძრო შუბი და მასზე ჩამოგებას თა-
ვად აპირებდა, გაკოჭილი რომ გაარიდეს იქაურობას.
ისეთმა სინანულმა მოიცვა, მთელი ღამე ღრიალებდა და
თავს იწყევლიდა, – გრანიკოსთან ჩემთვის სიცოცხლის მომ-
ნიჭებელს საკუთარი ხელით გავუპე გული, არც პარმენიონი
და მისი ოჯახი დავინდე, მე რა საცოცხლებელი ვარო!
შემდეგ სამი დღე მოთქმით დაჰბღაოდა კლიტოსის ცხე-
დარს.
76 მკითხველთა ლიგა
თავი 29 – როქსანა
ამასობაში კვლავ საბრძოლველად აღმდგარი სპიტამენი
მაკედონურ გარნიზონებს დაესხა თავს, თუმცა, ვერაფერი და-
აკლო; მალე კი, ალექსანდრესგან ძლეული, სკვითებითურთ
ისევ უდაბნოს გადაიხვეწა.
ბოლოს, სწორედ იმ სკვითებმა უორგულეს გარიყულს, კა-
რავში შეუვარდნენ, თავი მოკვეთეს და ალექსანდრეს მიარ-
თვეს.
თუმცა, იმასაც ამბობენ – თავი სკვითებმა კი არა, საკუ-
თარმა ცოლმა მოსჭრა და ალექსანდრესაც იმან აახლაო...
მოკვდა სპიტამენი და ჩაქრა ამბოხების სულიც... მიუვალ
კლდეებს შეხიზნული მცირერიცხოვანი რაზმიღა ეურჩებოდა
მაკედონელს, დანებების სანაცვლოდ სიცოცხლეს რომ სთავა-
ზობდა, ისინი კი კადნიერად უთვლიდნენ:
– შენი სამოწყალო არაფერი გვჭირს. თუ შენს არმიას ფრე-
ნა შეუძლია, ამოდით და ნახავთ, აქ ვინც დაგხვდებითო!
ალექსანდრემ აქაც გამოაჩინა თავისი ხასიათი – მათ შე-
საპყრობად ჯილდო დააწესა, სამასი კაცი ამოარჩია და ციცაბო
კლდეებს ღამით შეუყენა...
თენდებოდა, მტრის მძინარე ბანაკს თავს რომ წაადგნენ, –
აი, ამოვფრინდით და ერთი გვეჩვენეთ, რანი ხართო!
გაოგნებისგან ენაჩავარდნილებმა სხვა ვერაფერი მო-
ახერხეს, თუ არა იარაღის დაყრა და ხელის გაუნძრევლად და-
ნებება.
გვარიანი ნადავლი ჩაიგდეს ხელთ, თუმცა, ალექსანდრეს
აქ სხვა, მთავარი განძი ელოდა – ამ ხალხის ბელადის, ოქსი-
ართის, იშვიათი სილამაზის ქალიშვილი, როქსანა...
დანახვისთანავე შეუყვარდა მაკედონელს იგი, ნადიმზე,
ძველმაკედონური საქორწინო წესისამებრ, პური მახვილით
გაკვეთა, ნახევარი თავად მიიღო, ნახევარი კი როქსანას აჭა-
მა, რაც მათ შეუღლებას ნიშნავდა.
ალექსანდრე იმ დროს 29 წლისა იყო.
77 მკითხველთა ლიგა
თავი 30 – კალისთენე
ომი დასრულდა, მაგრამ წინ კიდევ უფრო დიდი ომი იდო –
ძველი უკმაყოფილება მაკედონელთა შორის კვლავ ცოც-
ხლდებოდა...
რა მოხდა?
კალისთენე მათ შორის იყო, ვისაც მაკედონელი განსაკუთ-
რებულად ენდობოდა. არისტოტელეს დისშვილსა და მოწაფეს
ღრმა შინაგანი კავშირი ჰქონდა ალექსანდრესთან.
უდიდესი ნიჭის პატრონი, მწერალი, მემატიანე და რიტორი
მაკედონელს იმისათვის გაჰყვა ლაშქრობაში, რომ მისი დი-
ადი საქმენი საკუთარი თვალით ეხილა და უტყუარად აღენუს-
ხა. იგი ალექსანდრეს ჰომეროსად იქცა. თავადვე ამბობდა –
საკუთარი პერსონის განსადიდებლად კი არა, დიდ ალექსან-
დრეს გმირობათა გამოსაბრწყინვებლად მივდივარო...
ის, რაც მისი ხელიდან გამოვიდა და ჩვენამდე მოაღწია,
ერთ-ერთი ყველაზე სანდო საბუთია იმისა, თუ რა გზა განვლო
„მსოფლიო ჰეგემონმა“. თავადვე უწყოდა საკუთარი შრომის
ფასი და ეს არც დაუმალავს – შთამომავლობა ჩემით გაიგებს
სიმართლეს მაკედონელზეო.
კალისთენე ის კაცი გახლდათ, ვისაც დიდი პატივით ეპ-
ყრობოდა ყველა.
მეორე კი, მაკედონელისაგან ასევე ნდობით აღჭურვილი,
ახალგაზრდა ანაქსარქოს აბდერელი გახლდათ. სხვებს ზემო-
დან უყურებდა და ბრბოდ იხსენიებდა.
თუმცა, ალექსანდრე დიდად უყვარდა და თვლიდა, რომ ჰე-
რაკლესა და დიონისეს აღემატებოდა კიდეც, ამიტომ ღმერთე-
ბის პატივის ღირსი იყო.
აი, რა უთხრა მგლოვიარე ალექსანდრეს, რომელსაც კლი-
ტოსი შემოაკვდა:
– ეს შენ ხარ, ალექსანდრე, მთელი სამყარო რომ შემოგ-
ყურებს? ისე მოსთქვამ, თითქოს კაცთა კანონებისა და ძრახ-
ვის გეშინია, იმ ადამიანებისა, ვისთვისაც თავადვე უნდა იყოს
კანონი! შენ გამარჯვება იმად მოიხვეჭე, რომ სხვებზე მბრძა-
ნებლობდე და არა იმისთვის, რომ სხვას ემონოო!
78 მკითხველთა ლიგა
როგორც ჩანს, ანაქსარქოსის სიტყვები გულს ეფონებოდა
ალექსანდრეს, ამიტომ გვერდიდან არ იშორებდა.
ახლა კვლავ კალისთენეს მივუბრუნდეთ:
მეფის ყურს მალე მისწვდა, რომ კალისთენეს, მათი დიდი
მასწავლებლისა არ იყოს, სულაც არ ესათნოებოდა ბერძენთა
და ბარბაროსთა გათანასწორება და ამას არც მალავდა.
მათ შორის ბზარი სწორედ მაშინ გაჩნდა.
უთანხმოება მალე გაღრმავდა:
ერთხელ, ტრაპეზისას სთხოვეს, – მაკედონელნი შეაქეო,
შემდეგ უბრძანეს, – ახლა გაკიცხე, რომ გამოსწორდნენო.
– მაკედონელთა ძალმოსილება მხოლოდ ბერძენთა არა-
ერთსულოვნების ნაყოფიაო.
ამან ისე გააშმაგა იქაურები, ხმაური მალე ღრიალში გადა-
ვიდა.
თუმცა, უთანხმოების მიზეზი მხოლოდ ეს არ გახლდათ.
მალე კალისთენემ თანამოაზრე იპოვა – ალექსანდრეს
ახალგაზრდა პაჟი, ჰერმოლაოსი.
ამ ყმაწვილს, უწინ მაკედონელის თაყვანისმცემელს, ნელ-
ნელა გაუნელდა მისი პატივისცემა და ნადირობისას, როდე-
საც ალექსანდრეს ტახისთვის შუბი უნდა ჩაეცა, დაასწრო და
თავად განგმირა. რაღა თქმა უნდა, მეფემ ამ საქციელის გამო
დაუსჯელი არ დატოვა – ჩამოაქვეითა, ცხენი წაჰგვარა და იქ
მყოფთა თანდასწრებით სასტიკად აცემინა.
განდგომილებს მალე კიდევ ერთი მოკავშირე გამოუჩ-
ნდათ, სოსტრატოსი, იმ კაცის მემკვიდრე, მაკედონელის წინა-
აღმდეგ შეთქმულებაში რომ ამხილეს და ამის გამო თავი მო-
იკლა...
მალე წრე შეიკრა – შეთქმულებს შეუერთდნენ ანტიპატ-
როსი, ეპიმენე, ანტიკლეოსი და ფილოტე, რომლებმაც ერთ
ღამეს მეფის კარავში ფარულად შეღწევა და მისი მოკვდინება
განიზრახეს...
იმ ღამეს კარავს ანტიპატროსი დარაჯობდა, დანარჩენები
კი მის ნიშანს ელოდნენ...
ის იყო, მეფეს ვახშმობა უნდა დაესრულებინა და ძილს მის-
ცემოდა, რომ ერთმა სირიელმა მისანმა ქალმა გააფრთხილა,
79 მკითხველთა ლიგა
– დილამდე ინადიმე, ძილს ნუ მიეცემი, თორემ ხიფათი მოგე-
ლისო.
როგორც ჩანს, განგებას ჯერ არ სურდა მეფის აღსასრული
და ეს უცნაური წინასწარმეტყველი ამიტომ მოუვლინა.
ალექსანდრე გადარჩა...
თუმცა, ამით არ დასრულებულა ყველაფერი: შეთქმულები
არ ცხრებოდნენ და განზრახვის აღსრულება იმ ღამისთვის გა-
დადეს, როდესაც სამეფო კარვის დარაჯად კვლავ ერთ-ერთ
მათგანს გაამწესებდნენ.
თუმცა, ისევ განგების ჩარევით, ყევლაფერი გამჟღავნდა,
მეფეს ენა მიუტანეს, – შენივე კარის დარაჯები მოკვლას გიპი-
რებენო.
შეთქმულები მყისვე შეიპყრეს და უსასტიკესი განაჩენი გა-
მოუტანეს. წამების შედეგად ჰერმოლაოსი გამოტყდა, რომ
შეთქმულების შესახებ კალისთენემაც უწყოდა, თუმცა, სასა-
მართლოზე მისი სახელი არავის უხსენებია.
სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ჰერმოლაოსმა მეფეს ასე
მიმართა:
– შენი მოკვდინების სურვილი იმის გამო გაგვიჩნდა, რომ
მონებივით გვეპყრობი; განა დავივიწყეთ, თუ რა მიაგე ატა-
ლოსს, ფილოტეს, პარმენიონს, კლიტოსსა თუ სხვებს შენდამი
ერთგულების და სამსახურის ნაცვლად?
მაკედონელებს თავისიანების ხელითვე ასალმებ სიცოც-
ხლეს, შემდეგ კი მათაც, მოძმეთა მკვლელებად ქცეულთ,
სხვებს ახოცვინებ!
ან კალისთენე რად არ წარუდგინე შენს სამსჯავროს? იმი-
ტომ, რომ მართალი კაცის სიტყვისა გეშინია და ის მართლაც
უბრალოა.
შენ წინაშე ისინი ვდგავართ, ვისაც ამ განზრახვის საქმედ
ქცევა სურდა.
აზიიდან აღებულ შენს ზღაპრულ ნადავლს მართლაც უთ-
ვალავი პირუტყვი ეზიდება, შენს ჯარისკაცებს კი სიღარიბეში
ხდებათ სული და ომში მიღებული იარების მეტი არაფერი აბა-
დიათ, მათ სისხლს კი ისე მიმოაქცევ, როგორც ბინძურ ნა-
რეცხს.
80 მკითხველთა ლიგა
ამასაც მორჩილად ავიტანდით, ბარბაროსთა წეს-ჩვეულე-
ბანი რომ არ მოგეხვია თავს და საკუთარი სისხლი არ დაგვიწ-
ყნოდა.
საკუთარ მამას, ფილიპეს, შვილობაზე უარი უთხარ და
ბერძენთა ზევსს ეყმე და ეშვილე.
რაღად გიკვირს, რომ თავისუფალ ადამიანებს ამბოხის
სურვილი გაგვიჩნდა?
თუ ჩვენი სიკვდილი ოდესმე შენს გამოსწორებას განაპი-
რობებს, ისევ ჩვენგან იქნები დავალებული. რაც გულში გვი-
დევს და რაც გვაწუხებს, ყოველივე გაუწყეთ, სიკვდილის წინ
კი გთხოვთ, დაინდო ჩვენი მოხუცი, უბედური მამები, შვილთა
წართმევა აკმარე და წამებით ნუ ამოხდი სულებს. ჩვენ კი მზა-
და ვართ, სიკვდილი მივიღოთ და ვიმედოვნებთ, რის მიღწევა-
საც შენი მოკვლით ვაპირებდით, ჩვენივე სიკვდილით მივი-
ღებთ!
უცნობია, რა უპასუხა ამაზე ალექსანდრემ. ის კი ცნობი-
ლია, რომ შეთქმულთა გაყვანა და მათი მაკედონური წესით
ჩაქოლვა ბრძანა.
ხმები დადიოდა, ჰერმოლაოსი კალისთენემ ამ სიტყვებით
წააქეზაო:
– მართალია, მეფე ოქროს საწოლზე წევს, მაგრამ ისეთივე
ხორციელია, როგორც ყოველი კაციო.
მსგავსი ჭორებით მალე გაივსო ბანაკი და მეფის გულსაც
ცეცხლად მოედო. კალისთენეს დანდობას, რაღა თქმა უნდა,
არ აპირებდა, – შვიდი თვის მანძილზე გალიაში ჩაგდებული
და ბორკილდადებული ატარა – სიკვდილამდე მისი ტანჯვა
სურდა, ომის დასრულების შემდგომ კი – გასამართლება და
საკადრისის მიგება, თანაც – არისტოტელეს თვალწინ.
როგორც ამბობენ, უბედური ინდოეთში ალექსანდრეს
ლაშქრობისას აღესრულა, თუმცა, მისი გარდაცვალების სხვა
ვერსიებიც არსებობს.
არისტობულეს აზრით, ეს უკიდურესად ღრმა, მრავალ-
მხრივი ნიჭის მქონე ადამიანი ტყვეობაშივე დასნეულდა და
მატლდახვეული, ჩირქით სავსე ჭრილობებით გათანგული
81 მკითხველთა ლიგა
გარდაიცვალა. პტოლემეოს ლაგიდი კი თვლის, რომ კალის-
თენე თვით ალექსანდრემ აწამა და შემდეგ ჩამოახრჩო.
არსებობს მისი აღსასრულის მესამე, დიოგენე ლაერტი-
სეული ვერსიაც, რომლის თანახმადაც ტყვედქმნილი ლომს
მიუგდეს და დააგლეჯინეს. იუსტინე კი ირწმუნება, – კალისთე-
ნეს ჯერ ცხვირი მოკვეთეს, შემდეგ – ყურები და ყველას დასა-
ნახად აქეთ-იქით ატარებდნენ, ბოლოს მისი ტანჯვით შეძ-
რულმა ლისიმაქემ ფარულად მოწამლა და სატანჯველი აარი-
დაო...
82 მკითხველთა ლიგა
თავი 31 – ინდოეთში
327 წლის გაზაფხულზე ალექსანდრეს თავისი უკანასკნე-
ლი ლაშქრობა ელოდა ინდოეთში...
რა იყო ელინთათვის ეს შორეული, ძველი და იდუმალი
ქვეყანა?
ეს მიწა მათ ზღაპარივით იზიდავდა.
ინდოეთს, იმ დროისთვისაც უძველესი ცივილიზაციისა და
კულტურის პატრონს, მანამდე ერთ სახელმწიფოდ არასოდეს
ეცხოვრა. სამივე მხრიდან ოკეანით მოზღუდულს მეოთხე მხა-
რეს მთები იცავდა და იმისა, რასაც „საერთაშორისო ურთიერ-
თობა“ ჰქვია, ბევრი არაფერი გაეგებოდა.
მხოლოდ კიროს დიდის ეპოქაში, ძველი წელთაღრიცხვის
მეოთხე საუკუნის შუა წლებისთვის ჩნდება მათზე ცნობები, და-
რიოს მესამესთან კი ინდოელნი უკვე ქვეშევრდომებადაც იხ-
სენიებიან.
მაკედონელმა იცოდა, რა ქვეყნის დასაპყრობადაც მიდიო-
და – სახელგანთქმულ „ხუთმდინარეთში“ – ინდის, განგისა
და ფენჯის ხეობებში – უამრავი მცირე თუ დიდი, უცნობი და
მდიდარი სახელმწიფო ელოდა...
რა ძალებს ფლობდა უკვე მრავალჭირნანახი მაკედონელი
ხელმწიფე?
ამჯერად მის ლაშქარს, მაკედონელებთან და ელინებთან
ერთად, აზიელნიც შეადგენდნენ. ასე რომ, ბაქტრიიდან გამო-
სული ალექსანდრე 120 000-იანი არმიით დაიძრა ზღაპრული
სამყაროსაკენ.
ათ დღეში ალექსანდრიას ჩააღწია, რომელსაც „ინდოეთის
კარის“ მისია დაეკისრა, იქიდან ნიკეაში გადავიდა, საიდანაც
ყოველ ინდოელ თვითმპყრობელს, ანუ, მათებურად – რაჯას,
მორჩილების გამოცხადებისკენ მოუწოდა.
მიეახლნენ კიდეც რაჯები უცხო, უმდიდრესი საბოძვარითა
და 25 საბრძოლო სპილოთი.
ქვეყანაში მდინარე კოფენის მეშვეობით უნდა შეეღწიათ,
ამიტომ არმია ორ ნაწილად გაყო, მათგან ერთი ჰეფესტიონს
ჩააბარა და კოფენის სამხრეთით, მარჯვენა სანაპიროზე გაამ-
83 მკითხველთა ლიგა
წესა, მეორე ნაწილს კი თავად უწინამძღვრა და მდინარის მარ-
ცხენა ნაპირს გაუყენა.
წინ მძიმე გზა ედო, ომიანი, – ამ მხარეში ასპაზიები – საკ-
მაოდ ძლიერი ტომი მკვიდრობდა, რის გამოც მათი ქალაქის
მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გაჩაღდა.
მალე ასპაზიებს ძალა გამოეცალათ და ქალაქს მიქცეულ-
ნი შიგნით გამაგრდნენ.
ალექსანდრემ იმ დღეს მათი წინააღმდეგობა ვერ გატეხა,
რადგან ბეჭში დაიჭრა.
მეორე დღეს კი დასცეს ქალაქი – გალავანი მოურღვიეს და
შიგ შეიჭრნენ; იქ გამაგრებულთაგან ზოგმა მთებში გაასწრო,
ტყედქმნილნი კი, მაკედონელის დაჭრის სანაცვლოდ, ერთია-
ნად ამოხოცეს, ხოლო იქაურობა მიწასთან გაასწორეს.
მომდევნო ქალაქი, სახელად ანდაკა, ხმლის მოუქნევლად
დანებდა. ალექსანდრემ იქაურობა კრატეროსს ჩააბარა და ახ-
ლომდებარე ქალაქთა დაპყრობა უბრძანა, თავად კი იმ მხა-
რის მთავარი პოლისის, ევასლასაკენ დაიძრა, სადაც ასპაზი-
ელთა მეფე გამაგრებულიყო.
იმედი მალე გაუცრუვდათ – ქალაქი ცეცხლში გახვეული
დაუხვდათ, მოსახლეობა – გაქცეული.
მალე მაღლობზე აბჯარასხმული ჰინდონი შენიშნეს,
თვალს რომ არ აშორებდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს. მაღ-
ლობი გაჭირვებით აათავეს და დოინჯშემოყრილი და ზემოდან
ზვიადად მაცქერალი მტერი ახლოდან აათვალიერეს...
უეცრად პტოლემეოსს მათი ბელადი მივარდა და შუბი
გულში აძგერა. სარდალი რკინის ჯავშანმა იხსნა, საპასუხოდ
შეუტრიალდა და შუაზე გაკვეთა.
მალე მეომრები ერთმანეთს შეებნენ, ალექსანდრეც წამო-
ეშველათ და სძლიეს დამხვდურთ.
ამის შემდგომ მაკედონელი მიადგა ქალაქ არიგეას, რომე-
ლიც, ანდაკის მსგავსად, მოსახლეობას გადაეწვა, თავად კი
მთებს შეხიზვნოდა.
მოკლე ხანში ჩრდილოეთისკენ გასწია, სადაც მრავალ-
რიცხოვანი ინდური ლაშქარი ელოდა მის გამოჩენას.
84 მკითხველთა ლიგა
ღამე იდგა... ალექსანდრემ შორიდანვე დალანდა ტყის
ფონზე აბრიალებული მათი კოცონები. არმიის ნაწილი მთის
ძირში დატოვა, თავად კი, დანარჩენებთან ერთად, მტრის ბა-
ნაკს მიუახლოვდა და ლაშქარი სამად გაყო: ერთი ნაწილის
მეთაურობა ლეონტოსს მიანდო, მეორის – პტოლემეოსს, მე-
სამეს კი თავად უსარდლა და იქ შეუტია, სადაც მტრის მეტი ძა-
ლა ეგულებოდა.
თუმცა, არც ჰინდონი გამოდგნენ გამოუცდელნი – მაკედო-
ნელთა მანევრი თავადაც დროულად შენიშნეს, ჯარი მათაც სა-
მად გაყვეს და მომხვდურთ ეკვეთნენ.
ჯერ ალექსანდრემ მოიპოვა გამარჯვება, შემდეგ – ლეონ-
ტოსმა და მერე პტოლემეოსმაც გააქცია მოწინააღმდეგე.
40 000 ინდოელი აიყვანეს ტყვედ და 230 000 სული პირუტ-
ყვიც გამოირეკეს.
„სამყაროს მპყრობელს“ არც აქაური პირუტყვის სილამაზე
გამორჩენია – ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად მო-
უვიდა თვალში, სამშობლოში მოსაშენებლად გაგზავნა.
85 მკითხველთა ლიგა
თავი 32 – ასაკენები
კვლავ ახალი დაბრკოლება ელოდა წინ – მის წინააღმდეგ
ასაკენები შეყრილიყვნენ 30 000 ქვეითით, 2 000 მხედრითა
და 30 საბრძოლო სპილოთი.
მძიმე გზა ედოთ, თუმცა, სანამ მოწინააღმდეგეს მისწვდე-
ბოდნენ, მდინარე გურეას ხეობაში ქალაქ ნისას მიადგნენ და
იქვე დაბანაკდნენ.
მალევე ეახლა ალექსანდრეს იქაური ბელადი, აკუფისი,
ამალითურთ და მდაბლად სცა თაყვანი. ძალზე გაიოცეს მაკე-
დონელებმა იქაური მეფის გარეგნობა და აღჭურვილობა, რო-
მელიც ძლიერ ჰგავდა მათსას. მოსულებმა აუწყეს, – ერ-
თურთს ვენათესავებით, რადგან ჩვენი წინაპარნი ამ მიწაზე
დიონისემ დაამკვიდრა, ეს ქალაქიც მისი დაარსებულია და სა-
ხელიც მანვე შეარქვაო.
არავინ უწყის, სინამდვილეში ასე იყო, თუ არა, მაგრამ
ალექსანდრე კი ფრიად ნასიამოვნები დარჩა და ქალაქს, მის
ხელისუფლებთან ერთად, არათუ ხელი აღარ ახლო, დამოუკი-
დებელი მმართველობაც უფეშქაშა.
ამ მშვიდმა ქალაქმა კვლავაც ომისკენ გააცილა მაკედო-
ნელები. აასაკენები წინ აღარ დახვედრიან, წვრილ დანაყოფე-
ბად დაქუცმაცდნენ და ქალაქების ციხეებში დანაწილდნენ.
ალექსანდრე მოჯანყეთა ყველაზე დიდი ქალაქის, მასაგას,
სიახლოვეს დაბანაკდა, მტრის არმია მოხერხებულად გამო-
იტყუა და მარცხნაჭამი მალევე უკუაგდო.
სწორედ მათთან დაპირისპირებისას დაიჭრა კოჭში.
გადარჩენილმა მასაგელებმა ქალაქში შებრუნება და გა-
მაგრება მოასწრეს. მომდევნო დღეს მაკედონელებმა გალავა-
ნი დაარღვიეს, მაგრამ, მასაგელთა გააფთრებული წინააღ-
მდეგობის გამო იქ ვერ შეაღწიეს. მესამე დღეს ალექსანდრემ
ტიროსის მაგალითი გაიხსენა და ქალაქის კედლებზე გადას-
ვლა სააბორდაჟე ხიდებით სცადა, თუმცა, ამჯერად მარცხი იწ-
ვნია – ხიდებმა ზედ დაკიდებულ ადამიანთა სიმძიმეს ვეღარ
გაუძლო, ჩაილეწა და მეომრებიც თან ჩაიყოლა...
86 მკითხველთა ლიგა
იერიში მეოთხე დღეს განახლდა და მანამ გაგრძელდა, სა-
ნამ მასაგელთა საუკეთესო ძალები არ განადგურდა. ომიც
დასრულდა...
მასაგელები მტერს შესარიგებლად საკუთარი ფეხით ეახ-
ლნენ, ალექსანდრემ თავის არმიისთვის ჰინდოთა მეომრების
შეერთება მოითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა, მალე შე-
იტყო, რომ „ახლადდამოყვრებულნი“ ღამით გაპარვას აპი-
რებდნენ, რამდენადაც მოძმეთა სისხლის დაღვრა არ სურ-
დათ.
მაშინ კი გაცოფდა ალექსანდრე და ერთიანად ამოწყვიტა
ისინი.
წინ კიდევ ორი ინდური ქალაქი – ბაზირა და ორა – ელო-
დათ. მაკედონელმა ჩათვალა, რომ ორივეს, წინამორბედი ქა-
ლაქის ბედით შეშინებულებს, იოლად დაიმორჩილებდა, თუმ-
ცა, საკუთარი ვარაუდის უმართებულობაში მალე დარწმუნდა.
ბაზირას ასაღებად კენო გაგზავნა, ორაში კი – ალკეტოსი.
მალე სამწუხარო ამბავი მოვიდა – ქაშმირის რაჯას, აბისარს,
ორას დასახმარებლად მთიელნი გამოუგზავნიაო.
მაკედონელმა, როგორც სჩვეოდა, სწრაფად გათვალა ყვე-
ლაფერი და კენოსს შეუთვალა: ბაზირასთან სათვალთვალოდ
მცირე რაზმი დატოვე, შენ კი ლაშქრიანად შემომეშველეო.
კენოსმა მაშინვე დატოვა იქაურობა, მაგრამ ქალაქიდან
უეცრად გამოვარდნილმა ინდოთა ჯარმა უწია და საშინელი
ომი გაჩაღდა. მალე ხმა დაირხა, – ორა უკვე მაკედონელები-
სააო, რამაც წელში გატეხა ჰინდონი და მარცხიც აგემა.
მასაგას, ორასა და ბაზირას მისაკუთრებით ალექსანდრემ
მდინარე კოფენის ჩრდილოეთი დაიკავა, თუმცა, იქვე, სამ-
ხრეთით, მორიგი მტერი – ქალაქი პევლეკა ღელავდა...
ჰეფესტიონმა ქალაქი თავისი რაჯიანად ალყაში მოაქცია
და ერთთვიანი ალყის შემდგომ დასცა. რაჯა, სახელად ასტე,
პევლეკას დაცვას შეეწირა.
ამის შემდეგ რამდენიმე დიდი ინდური ქალაქი უბრძოლვე-
ლად დანებდა და 327 წლის ზაფხულისთვის ალექსანდრე იმ-
ხელა ტერიტორიის მფლობელი შეიქმნა, მანამდე არც ერთ
დამპყრობელს რომ არ ღირსებოდა.
87 მკითხველთა ლიგა
თავი 33 – „უფრინველო“
მდინარე ინდისა და კოფენის შესართავთან, ათიოდ კილო-
მეტრში იდგა ცად აწვდილი ციხესიმაგრე აორნი, ანუ – „უფ-
რინველო“ – ფრინველთათვისაც მიუღწეველი.
ინდოელთა ეს სიმაგრე ისეთი მტკიცე იყო, როგორიც – ნე-
ბისმიერი ბერძნული პოლისი.
მაკედონელს უზომოდ იზიდავდა ეს მართლაც ზღაპრული
ქალაქი, მის სურვილს ის ლეგენდაც ახელებდა, რომლის თა-
ნახმადაც ამ „ზეციური“ სახელმწიფოს დაპყრობა თვით გმირ-
მა ჰერაკლემაც ვერ შეძლო. ალექსანდრეს თავის გმირ „წინა-
პართან“ გაპაექრება მოსურვებოდა – რაც ჰერაკლემ ვერ შეძ-
ლო, მე უნდა შევძლოო!
მალე რამდენიმე ადგილობრივი ეახლა და აორნამდე მი-
მავალი გზის ჩვენება შესთავაზა. მაშინვე გააყოლა პტოლე-
მეოსი და უბრძანა: ადგილზე რომ მიხვალთ და ბანაკს დას-
ცემთ, მყისვე მანიშნეთო.
უკიდურესად გაუჭირდა პტოლემეოსს, თავის ჯართან ერ-
თად, ამ გზებზე ხოხვა. ბოლოს, როგორც იქნა, ააღწია და,
მტრისგან შეუმჩნევლად დაბანაკდა თუ არა, ალექსანდრეს
ცეცხლით ნიშანი მისცა.
მაშინ კი დაიძრა მაკედონელი, თუმცა, აორნელებმა ისრის
წვიმა და უზარმაზარი ლოდები დააყარეს თავზე...
იმ დღეს ვერაფერს გახდნენ მომხვდურნი, რამაც გული
მისცა აორნელებს და ქალაქის ახლოს დაბანაკებულ პტოლე-
მეოსსაც კი გაუბედეს თავდასხმა.
იმ ღამეს ალექსანდრემ პტოლემეოსს შეუთვალა: დილით
შეტევას ვაპირებ და შენც მანდ გადადი იერიშზეო.
ინათა თუ არა, ალექსანდრეც იმ ბილიკს დაადგა, რომლი-
თაც ორი დღის წინ პტოლემეოსმა ააღწია ქალაქამდე.
დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, მზის ჩასვლისას შეუ-
ერთდა თავისიანებს. მათი ლაშქარი იმ ბორცვზე განლაგდა,
ქალაქის ქვემოთ რომ მდებარეობდა და მისგან უზარმაზარი
ხრამი ჰყოფდა.
88 მკითხველთა ლიგა
ის, რაც აქ მაკედონელმა მოიმოქმედა, სინამდვილეს მარ-
თლაც არ ჰგავდა: ორკვირიანი არაადამიანური შრომის შედე-
გად ბორცვი ქალაქის დონემდე აამაღლა, უზარმაზარი ხრამი
კი მიწით ამოავსო.
თავიდან კი გულიანად ხარხარებდნენ მაკედონელთა შემ-
ხედვარე ინდოელები, მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, მტერი არ
ხუმრობდა, ჯერ ისარი დაუშინეს ზემოდან, შემდეგ – ქვა. ხო-
ლო, როცა ქალაქის კედლებს საიერიშე მანქანებიც მიადგა,
თავზარდაცემულებმა მსტოვრები აფრინეს და მაკედონელს
ქალაქის ჩაბარების პირობებზე სთხოვეს შეთანხმება.
ალექსანდრემ მაშინვე იგუმანა, – აორნელები ამით დროს
იგებენ და ღამით აპირებენ ქალაქიდან გასხლტომასო. ეს მა-
საც ხელს აძლევდა და მისცა კიდეც წასვლის საშუალება.
დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა გამარჯვება – ხუმრობა ხომ არ
იყო, ჰერაკლემაც ვერ შეძლო ის, რაც ალექსანდრემ მოახერ-
ხა...
***
ამასობაში ინდისა და კოფენის შესართავს მიუახლოვდა,
სადაც ჰეფესტიონსა და პერდიკეს მდინარის გადასალახად
ყველაფერი გაემზადებინათ. სწორედ აქ გადაწყვიტა ლაშქრის
დასვენება და გამოზამთრება. 326 წლის ადრიან გაზაფხულზე
კი მდინარე მშვიდობით გადალახა და ტაქსილას უმთავრესი
ქალაქისაკენ დაიძრა.
ტაქსილასთან თავად მეფე ტაქსილე გამოეგებათ ზარ-
ზეიმით, მაკედონელს ეამბორა და ქალაქიც საკუთარი ნებით
ჩააბარა.
მალე სხვა ინდოელი რაჯებიც ეახლნენ და მორჩილება
შეჰფიცეს.
თუმცა, ტაქსილას მაკედონელთან დასამოყვრებელი სხვა
მოტივიც ჰქონდა – მოსვენებას არ აძლევდა მწარე და ძლიერი
მეზობელი, უჭკვიანესი, „ხუთი ათასი შესანიშნავი ქალაქისა
და უამრავი სოფლის“ მფლობელი, უძველესი გვარის – პარ-
ვავასის – შთამომავალი, უმდიდრესი და მამაცი პოროსი.
89 მკითხველთა ლიგა
თავი 34 – ჰიდასპთან
ჯერ კიდევ ტაქსილაში იყო, გულზვიადმა მაკედონელმა
პოროსთან კაცი რომ აფრინა, – ლაშქრიანად გიახლოვდები,
ხარკი გაიღე და მორჩილად შემხვდი შენივე სახელმწიფოს კა-
რიბჭესთანო.
– ბევრი რამა გსურს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთზე
გთანხმდები – ჩემს საზღვრებთან მართლაც დაგხვდები, ოღო-
ნდ – იარაღითო! – მიიღო პასუხად.
ალექსანდრემ მაშინვე ააშლევინა კოფენზე გადებული ხი-
დი, ფლოტიც დააშლევინა, ხიდი კი გადმოატანინა და ჰიდას-
პზე ხელახლა ააწყობინა...
მთელი არმიით წარემართა ჰიდასპისკენ და თან 5 000
ტაქსილელი ინდოელიც წაიყოლა.
გიჟურად აირია უცებ ამინდი, ტროპიკული წვიმა წამოვი-
და, რასაც მეხთატეხა, გრიგალები და წამლეკავი ნიაღვრები
მოჰყვა...
წვალებით მიაღწიეს ჰიდასპეს და მდინარის მეორე ნაპირ-
ზე უზარმაზარ სპილოზე ამხედრებული პოროსიც გამოჩნდა
თავის ლაშქართან ერთად.
ამ ვითარებაში ალექსანდრემ მდინარეზე გადასვლა შეუძ-
ლებლად მიიჩნია, ამიტომ მტრის დაბნევა და დაღლა გადაწ-
ყვიტა – ჯარი მცირე ნაწილებად დაჰყო და ნაპირის გასწვრივ
გაფანტა.
ამით თავადაც ხეირობდა (მტერს უთვალთვალებდა და
თან მდინარის შედარებით თავთხელ ადგილს დაეძებდა) და
მტერსაც თავგზას უბნევდა.
ამასობაში სამწუხარო ამბავი შეატყობინეს: ახლად და-
მორჩილებულმა ქაშმირის რაჯამ, აბისარმა, მცირე ხნის წინ
ერთგულებას რომ გეფიცებოდა, გიღალატა და პოროსის საშ-
ველად მოდისო. ამ გარემოებამ მაკედონელს გეგმა შეაცვლე-
ვინა. თუ აქამდე მდინარის გადალახვას არ ჩქარობდა, ახლა
დრო უნდა მოეგო და პოროსს მანამ გასწორებოდა, სანამ მისი
ვასალყოფილი საშველად წამოეწეოდა.
90 მკითხველთა ლიგა
მაგრამ იმ ადგილას, სადაც ბანაკად იდგნენ, მდინარის გა-
დალახვა შეუძლებელი იყო – ჰიდასპი ღრმად და ფართოდ
მოდიოდა და, რომც გადაეცურათ, მტრის ისართა სეტყვა იმ-
სხვერპლებდათ.
მაშინ კვლავ მხედრულ ხრიკს მიმართა „ამონის ძემ“ – ღა-
მით ბანაკი ხმაურით აჰყარა, ხომალდები მდინარეში ჩაუშვა,
თითქოს მის გადალახვას აპირებსო და... ვითომ, ვერ მოახერ-
ხა...
ამის შემხედვარე მტერიც მყისვე აიშალა, თუმცა, მალევე
მიხვდა, რომ ამაოდ წამოყარა ჯარისკაცები და სპილოები...
მსგავსი რამ მეორე, შემდეგ – მესამე და მეოთხე ღამესაც
განმეორდა... აიყრებოდა პოროსის მოწინააღმდეგე შუაღამი-
ან, ატეხდა მეხთატეხას, ფეხზე დააყენებდა ლაშქარს, მდინა-
რეში ხომალდებს ააჩქაფჩქაფებდა და... გეგმა „ეშლებოდა“...
ბოლოს მტერსაც მობეზრდა გაუთავებელ წვიმებში ღამღა-
მობით საომარი განგაში და ხმაურზე ყურსაც აღარ იბერტყავ-
და...
ალექსანდრესაც სწორედ ეს სურდა: ლაშქარი სამ ნაწი-
ლად გაყო. ბანაკი კრატეროსს ჩააბარა, რამდენიმე ფალანგა
და 5 000 ინდოელი დაუტოვა და გააფრთხილა, – სანამ პორო-
სი ნაპირთან იდგება, ადგილიდან არ დაიძრა; ხოლო, თუ მტე-
რი ლაშქრის გაყოფას მოინდომებს, ჯარის ნაწილით ბანაკს
გაშორდი, მაგრამ სპილოები თან არ წაიყვანო. მდინარე კი
მხოლოდ მაშინ გადალახე, თუ პოროსი სპილოებიანად მი-
ატოვებსო ნაპირს.
კიდევ ერთ ხერხს მიმართა ალექსანდრემ: ბანაკში დატო-
ვა ატალოსი, რომელიც გარეგნულად ძალზე წააგავდა მას, მე-
ფურად შემოსა, თავის კარავში დააბინავა და უბრძანა, კარვი-
დან ხშირად გამოდი, მტრის თვალწინ იტრიალე და თავიც ისე
მოაჩვენე, თითქოს მართლა ალექსანდრე იყოო.
შემდეგ მელეაგრეს, ატალოსისა და გორგიას ძალები შეა-
ერთა და კრატეროსის ბანაკის სიახლოვეს გაგზავნა – თუ პო-
როსი ბრძოლაში ჩაებმება, მაშინვე გადაცურეთ მდინარეო.
91 მკითხველთა ლიგა
ლაშქრის მესამე ნაწილს კი თავად უსარდლა და მდინარის
იმ მონაკვეთს მიადგა, სადაც მისი გადალახვა შედარებით იო-
ლად შეეძლო.
იქვე მიიტანა წინდაწინ გამზადებული ნავები, ტიკები და
ტივები...
ღამე იდგა. წვიმა საშინელი ძალით სცემდა. მალე ცაზე
მეხმაც იელვა, მაგრამ ამას მაკედონელებისთვის ხელი არ შე-
უშლია, მდინარე მტრისთვის შეუმჩნევლად გადაელახათ.
პოროსის მზვერავებმა მაკედონელები მხოლოდ მაშინ შე-
ნიშნეს, როდესაც მდინარე სანახევროდ უკვე გადალახული
ჰქონდათ და ამ თავზარდამცემი ამბით თავიანთი მეფისკენ
გაფრინდნენ.
მაკედონელმა მიწაზე ფეხის დადგმისთანავე დააწყო ლაშ-
ქარი, თუმცა, წინ მოულოდნელი დაბრკოლება ელოდა – წვი-
მით ადიდებულ მდინარეს ახალი ნაკადი შეერთო და, რომ
ეგონათ, უკვე გავინაპირეთო, კვლავ წყალში აღმოჩნდნენ...
როგორც იქნა, გამოაღწიეს და ჯარი ხელახლა დააწყო
ალექსანდრემ, – 15 000 მეომრიდან 500 ცხენოსანი ჰყავდა,
დანარჩენი – ქვეითი.
92 მკითხველთა ლიგა
თავი 35 – პოროსი
როგორც კი მისკენ მომავალი მხედრები შენიშნა, პოროს-
მა ჯერ ის იფიქრა, – ქაშმირელები მოდიანო, მაგრამ შემდეგ
დარწმუნდა, რომ მტერი უახლოვდებოდა...
თუმცა, ამ ამბავს დიდად არ აუღელვებია, – მტრის ძირი-
თადი ძალა თვალწინ მყავს, თვით ალექსანდრეც აქ არის და
რა ვნება უნდა მომიტანოს ამ პატარა რაზმმაო?!...
რა იცოდა, რომ სწორედ მაკედონელი უახლოვდებოდა...
უეცრად გამოჩენილი მტრის დასახვედრად პოროსმა თავი
არ შეიწუხა და ვაჟიშვილი შეაგება 2 000 მხედრითა და 120 ეტ-
ლით.
მაკედონელი, როგორც კი დარწმუნდა, პოროსის ავან-
გარდს უკან ჯარი არ მოჰყვებაო, ნაბიჯს აუჩქარა და უსწრაფეს
იერიშზე გადავიდა.
პირველი შეტაკებისთანავე გატეხეს მოწინააღმდეგე, რო-
მელიც მოკლე ხანში უკუიქცა...
ბრძოლის ველზე დაცემულ 400 ინდოელს შორის იყო მათი
სარდალიც – პოროსის ვაჟი.
ბრძოლის ველიდან სასწაულით გამოღწეულმა მეომრებმა
მაშინვე ამცნეს პოროსს თავიანთი დიდი მარცხიცა და უფლის-
წულის დაღუპვაც... დარწმუნდა პოროსი, რომ წინ უძლეველი
ალექსანდრე ედგა და მთელი ლაშქრით დაიძრა მასთან შე-
სახვედრად.
ინდოთა საბრძოლო წყობა მაკედონელთათვის საშიში
იყო, რადგან წინა ფლანგზე სპილოები გაემწკრივებინათ, რო-
მელთაც მტრის ფალანგები უნდა გაესრისათ და ეტლებისა და
კავალერიისათვის გაეკაფათ გზა...
მაგრამ პოროსი ვერ მიხვდა, რომ ეს უპირატესობა იმ შემ-
თხვევაში „იმუშავებდა“, თუ მტერს დაასწრებდა. ერთი სიტ-
ყვით, მთავარი იერიშის ინიციატივა გახლდათ.
მაკედონელმა მყის იგრძნო, რომ მცირედი დროის დაკარ-
გვაც კი მარცხს ნიშნავდა და მოწინააღმდეგისათვის უნდა და-
ესწრო. მტრის განლაგება და ბრძოლის ყველა პერსპექტივა
გაიაზრა და შეტევა მტრის ყველაზე მოწყვლად წერტილებზე
93 მკითხველთა ლიგა
განახორციელა – მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზს ფლანგებ-
ზე შეუტია თავისი კავალერიით.
ინდოელთა მარჯვენა ფლანგს თავად შეუტია ჰეფესტიონ-
თან, პერდიკესა და პტოლემეოსთან ერთად; მარცხენაზე კე-
ნოსი გაგზავნა, ხოლო დანარჩენ სარდლებს უბრძანა, – რო-
გორც კი ჰინდოთა ფლანგებს შევუტევთ, თქვენი ფალანგებით
მტრის შუაგულზე მიიტანეთო იერიში.
ათასი სკვითი მხედრითურთ მიეჭრა ალექსანდრე მტრის
მარცხენა ფლანგს და მოარღვია.
უკუქცეულმა მტერმა სპილოებისკენ გაიწია, მაგრამ ამა-
სობაში კენოსმა გაარღვია მტრის მარცხენა ფლანგი და ზურ-
გიდან შეუტია ინდოელებს.
მაშინღა მიხვდა პოროსი, რომ დააგვიანა და ალექსან-
დრეს ხრიკი ვერ გამოიცნო. თუმცა, გამარჯვების იმედი ჯერ კი-
დევ ჰქონდა, ამიტომ ფრონტის გაყოფა განიზრახა, მაგრამ მა-
კედონურმა ფალანგამ დროულად შეუშალა ხელი.
აქ კვლავ თავისი უმთავრესი უპირატესობა – სპილოები –
გამოიყენა, რომლებიც საშინელი გაავებით უტევდნენ მაკე-
დონელთა მხედრობას, ცხენებს უფრთხობდნენ და ქვეითებს
ქელავდნენ...
მაგრამ გამარჯვების ქალღმერთი მაინც ალექსანდრეს
წყალობდა – მაკედონელებმა მალე აუღეს სიტუაციას ალღო,
ძალა მოიკრიბეს და მტრის მთავარი საბრძოლო „იარაღის“
დაფრთხობას შეუდგნენ – ჩეხდნენ, ფეხებში მახვილებს ურ-
ჭობდნენ, შუბებს ტყორცნიდნენ და გაცოფებული სპილოები
მტერ-მოყვარეს ვეღარ არჩევდნენ, უკუიქცეოდნენ და ისევ თა-
ვისიანებს ქელავდნენ...
ცოტა ხანში კენოსმაც გამოარღვია მტრის ზურგი და ალექ-
სანდრეს შეუერთდა. მაშინ კი მთელი ძალით გადავიდა იერიშ-
ზე მაკედონელი, დაბნეული ჰინდონი რკალში მოაქცია და
ნელ-ნელა შეუდგა მის „მოხრჩობას“.
პოროსმა იხტიბარი არ გაიტეხა და წაგებული ომის მოგება
ისევ სპილოებით სცადა, რასაც მაკედონელმა თავისი გაწაფუ-
ლი ისრის მტყორცნელნი და შუბოსნები დაუპირისპირა და
უკანასკნელად შეუტია ისედაც გაქელილ მტერს.
94 მკითხველთა ლიგა
ომი დასრულდა...
მტერმა 20 000 ქვეითი და 3 000 მხედარი დაკარგა, რო-
მელთა შორის იყვნენ პოროსის ორი მემკვიდრე, ყველა სარ-
დალი და მოკავშირე რაჯა – ეპიტაკი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო: მებრძოლებთან ერთად
მტერმა დაკარგა ასზე მეტი საბრძოლო სპილო, სამი ათასზე
მეტი ცხენი, ყველა ეტლი. გადარჩენილი 9 000 ინდოელი მებ-
რძოლი დაატყვევეს მაკედონელებმა და თან 80 სპილოც წა-
იყოლეს.
მაკედონელთაგან კი ამ უსასტიკეს და მათთვის უჩვეულო
ბატალიას 700 ქვეითი და 280 მხედარი შეეწირა.
რაც შეეხება პოროსს... მისმა თავგანწირვამ და გმირობამ
მართლაც შეძრა ალექსანდრე – მრავალგზის დაჭრილს, ომი
წუთითაც არ მიუტოვებია და, როდესაც მარცხში საბოლოოდ
დარწმუნდა, დარიოსივით კი არ გაქუსლა ბრძოლის ველიდან,
სიკვდილს დაუწყო ძებნა.
ბოლოს, ბეჭში მძიმედ დაჭრილმა იგრძნო, რომ სამარ-
ცხვინო ტყვეობა ელოდა, სპილოს შეუძახა და ბრძოლის ველი
დატოვა...
მაშინვე დაედევნა ალექსანდრე, თუმცა, დაქანცულმა ბუ-
ცეფალმა სრბოლა ვეღარ შეძლო, ამიტომ ტაქსილეს უბრძანა,
– პოროსს დაეწიეო.
შორიდან მიაძახა დაჭრილ პოროსს ტაქსილემ, – მობრუნ-
დი და ალექსანდრეს ეახლეო!
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა მამაცმა პოროსმა, მოღალა-
ტეს შუბი სტყორცნა და მძიმედ დაჭრა.
მალე მეორე ინდოელი რაჯა, პოროსის ძველი მეგობარი
დაადევნა ალექსანდრემ მეტოქეს, რომელსაც მართლაც გა-
მოჰყვა გმირი მეფე.
პატივით შეეგება პოროსს ალექსანდრე, როგორც სწორი
სწორს და არა, როგორც დამარცხებულს. კარგა ხანს უყურა
ახოვან, კეთილშობილ და მშვენიერ მოხუცს, შვილებდახო-
ცილსა და მარცხნაჭამს. ბოლოს ჰკითხა:
– როგორ მოგექცე?
– მეფურად! – მიიღო პასუხად.
95 მკითხველთა ლიგა
და მართლაც, მეფურად და დიდსულოვნად მოექცა – პო-
როსს თავისი ხელმწიფება აღუდგინა და დიდი ჯილდოც მიაგო,
რამაც ტაქსილეს შფოთვა გამოიწვია. თუმცა, ალექსანდრემ
კარგად უწყოდა, რომ ამ მიწის საბოლოოდ დასაპატრონებ-
ლად, მახვილთან ერთად, ადგილობრივთა ურთიერთქიშპიც
სჭირდებოდა...
96 მკითხველთა ლიგა
თავი 36 – ალექსანდრე მაკედონელის
შეხვედრა ინდოელ ბრძენთან
ინდოეთში ყოფნის დროს ალექსანდრე, როგორც სჩვე-
ოდა, მისთვის ამ უცნობი ქვეყნის კულტურით დაინტერესდა და
იქაურ ფილოსოფოსებთან ხანგრძლივი საუბრებიც ჰქონდა.
მატიანემ შემოინახა ერთ-ერთი ასეთი საუბრის ჩანაწერი:
1. ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? – ცოცხალი,
რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.
2. რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? – ზღვა,
რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვა-
ში.
97 მკითხველთა ლიგა
თავი 37 – მაკედონიური და ელინური
სამეფოების არმია
სანამ თხრობას განვაგრძობდეთ, იმ არმიის წყობასა და
თავისებურებებზე ვისაუბროთ, ალექსანდრეს უძველესი
მსოფლიოს ჰეგემონის ტიტულის მოპოვებაში რომ დაეხმარა:
მაკედონიის არმია ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე
დისციპლინირებული, კარგად ორგანიზებული და შეიარაღე-
ბული ძალა იყო, ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე
II-მ რომ შექმნა და რომლის გარეშეც „ღმერთთა სწორი“
ალექსანდრე ვერაფერს გახდებოდა.
ფილიპე II-ის ტახტზე ასვლისას მაკედონიური სამეფო სუს-
ტი და უძლური ქვეყანა იყო, ჩრდილოეთიდან ბარბაროსი ტო-
მები რომ უტევდნენ და ასუსტებდნენ, სამხრეთიდან კი – სა-
ხელგანთქმული ბერძნული პოლისები (ქალაქი-სახელმწიფო-
ები). ფილიპეს უდიდესი ტალანტის, ძალისხმევისა და რეფორ-
მების წყალობით, ამ მცირე ქვეყანამ სწრაფად მოახერხა ძლი-
ერი სამხედრო ძალების ჩამოყალიბება. მალე ფილიპეს არმი-
ამ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული მიისაკუთრა.
ასე რომ, ახალგამეფებულ ალექსანდრეს ძლიერი არმია,
მაგრამ თითქმის ცარიელი სახელმწიფო ხაზინა დახვდა.
მიუხედავად ამისა, ამ ლაშქარმა უძლიერესი და უმდიდრე-
სი სპარეთის არმია დასცა გრანიკოსის, ისოსისა და გავგამე-
ლას ბრძოლებში.
ამხელა წარმატება ალექსანდრეს სამხედრო ნიჭმა, ბრძო-
ლის მისეულმა სულისკვეთებამ და უმაღლესმა დისციპლინამ
მოიტანა.
98 მკითხველთა ლიგა
თარი გეგმის მიხედვით ჩამოაყალიბა. ქვეითი ჯარის ყველაზე
მნიშვნელოვან ნაწილს ფალანგა წარმოადგენდა.
ფალანგა ძველბერძნული საბრძოლო წყობა იყო, რომე-
ლიც ფარებითა და გრძელი შუბებით შეიარაღებული ქვეითე-
ბისგან შედგებოდა. ფალანგაში მეომრები მართკუთხედის ან
კვადრატის ფორმით, მჭიდრო რიგებად იყვნენ დაწყობილნი.
შუბებს მტერს უღერებდნენ და თავს ფარებით იცავდნენ.
პირველ რიგში მდგომი ფალანგისტები შუბებს ერთდრო-
ულად, ერთმანეთის გასწვრივ უღერებდნენ მტერს, მეორე
რიგში მდგომთ წინა რიგში მდგომი ჯარისკაცების მხრებზე
ჰქონდათ გადებული შუბები და წვერს მტერს აწვდენდნენ,
მომდევნო რიგებს შუბები უფრო მაღლა ეჭირათ, წინა ხაზის
შეთხელების შემთხვევაში წინ ინაცვლებდნენ და დახოცილი
ან დაჭრილი თანამოძმეების ადგილს იკავებდნენ. ასე რომ,
ფალანგა ბოლომდე საბრძოლო მწყობრში რჩებოდა, მისი წი-
ნა ხაზები კი მუდმივად ახლდებოდა.
მეომრებს დიდი ზომის, მრგვალი ფარები ეპყრათ, რომ-
ლებითაც თავთან ერთად ნახევარ სხეულსაც იცავდნენ და
გვერდით მდგომ თანამებრძოლსაც, ამიტომ მთელი ხაზი და-
ცული იყო. თავზე ჯარისკაცებს მუზარადები ეხურათ, ტანზე აბ-
ჯრები ემოსათ, ამიტომ ისრებისაგან თავს კარგად იცავდნენ.
ბერძნულ-მაკედონიური ფალანგა შორიდან უზარმაზარი
ზღარბივით მოჩანდა, რადგან ყველა მეომარს გრძელი და
წვეტიანი შუბები აღემართა.
თუმცა, ფალანგას ორი ნაკლი ჰქონდა, – ზურგისა და
ფლანგების დაუცველობა და სიზანტე. ფალანგა ნელა მოძრა-
ობდა და შუბებს მის წინ მყოფ მტერს უღერებდა, ამ დროს შე-
იძლებოდა მათ ზურგში ან ფლანგზე მტრის ცხენოსანი ან ქვე-
ითი ჯარი დასხმოდა თავს და მწყობრი გაერღვია.
მეორე ნაკლი ის გახლდათ, რომ ფალანგა ნელა მოძრაობ-
და, რათა ჯარისკაცებს მწყობრი არ დაერღვიათ და არ დაფან-
ტულიყვნენ, მათი ძალა ხომ ერთიანობაში მდგომარეობდა.
ქვეითი მეომრები რაზმებად იყოფოდნენ. ყველაზე მცირე
რაზმი 10 კაცისგან შედგებოდა და „დეკასი“ ეწოდებოდა.
ალექსანდრეს დროს „დეკასში“ შემავალი ჯარისკაცების რიც-
99 მკითხველთა ლიგა
ხვი გაიზარდა და 16-ს მიაღწია. „დეკასი“ ფალანგის ერთ რიგს
შეადგენდა.
მეორე წყობას – „სინასპისმოსს“ – მაშინ იყენებდნენ, რო-
დესაც ჯარი თავდაცვაზე გადადიოდა, ამ დროს ფალანგის სიღ-
რმე 8 მეტრს უდრიდა. უკანა ჯარისკაცები წინ მდგომთ ნახევა-
რი მეტრით უახლოვდებოდნენ და ფალანგაც მჭიდროვდებო-
და. ასეთი წყობის დროს ფალანგა მანევრულობას კარგავდა,
ამიტომ არსებობდა კიდევ ერთი წყობის ვარიანტი, ეგრეთ წო-
დებული, ღია მწყობრი, რომელიც სიღრმეში ორ რიგს ქმნიდა.
ამ წყობას ალექსანდრეს არმიაში ღრმა მწკრივი, ანუ „ბათო-
სი“ ეწოდებოდა. ეს წყობა ფალანგაში გამოიყენებოდა, მაგ-
რამ ფრონტის ხაზზე ფალანგები მაინც „დეკასის“ წყობით იდ-
გნენ და ფორმაციებს იშვიათად მიმართავდნენ.
იერიშზე გადასვლისას ჯარისკაცები შუბებით ხელში წინ
მიიწევდნენ და თანდათან უმატებდნენ სიჩქარეს, თან მაკედო-
ნურ სამხედრო შეძახილს – „ალალა-ლა-ლაის“ – აგუგუნებ-
დნენ.
როდესაც მტერს მოკლე მანძილზე უახლოვდებოდნენ, მა-
კედონელები უეცრად დუმდებოდნენ, რაც, ღრიალთან ერ-
თად, მტერზე ზემოქმედების ერთ-ერთი მეთოდი იყო.
მარშის დროს არმია კოლონებად ეწყობოდა, ფალანგები
კი ორ ფრთად იყოფოდნენ.
ალექსანდრეს ისტორიკოსი, კალისთენე, წერს, რომ ფა-
ლანგა გაშლილ ადგილზე 32-კაციანი სიღრმის წყობით მი-
ემართებოდა, მას მოჰყვებოდა 16-კაციანი, ბოლოს კი 8-კა-
ციანი სიღრმის ფალანგები. ალექსანდრე მაკედონელმა მე-
ფობის დასასრულს ფალანგის რიგებში სპარსელი მშვილ-
დოსნები და მოკლე შუბების (დროტიკების) მსროლელნი ჩა-
ამატა.
როგორც ელინი მემატიანე, არიანე წერს, ფალანგის თი-
თოეულ რიგს „დეკადარხოსები“ მეთაურობდნენ. ამას გარდა,
რიგში იყვნენ „დიმოირიტესები“ და „დეკასტატეროსები“.
ტერმინი „დიმოირიტესები“, ქსენოფონტეს მიხედვით, ორ-
მაგი გასამრჯელოს მიმღებს ნიშნავს.
ქვეითი ჯარი
ჰიპასპისტები (ფაროსნები)
ცხენოსანი ჯარი
ჰეტაირები
თესალიელები
მოკავშირეთა კავალერია
პროდრომები
დაქირავებული კავალერია
•
„არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე
მომანიჭა, არისტოტელემ კი – ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძ-
ლევს“.
•
„რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს ნაგავს დააყრიან, მაგრამ
იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი
საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა“.
•
„არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო
მეფური“.
•
„იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებარს
შეხვდა ჰომეროსის სახით“.
•
„მირჩევნია, აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო
ჰომეროსი და სხვა ვაქო“.
•
„თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყრო, საომარსა და საგმი-
როს ამ ქვეყანაზე არაფერს დამიტოვებს“.
•
„გახსოვდეს, აზრის შეცვლა და უმსგავსო საქციელის გა-
მოსწორება უფრო შეჰფერის თავისუფალ პიროვნებას, ვიდრე
შეცდომის ჯიუტად დაცვა“.
•
„მე გამარჯვებას არ ვიპარავ!“
•
„ძალიან ცუდია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ჯარისკა-
ცებთან, მაგრამ ის უფრო უარესია, დამარცხდე ბრძოლაში უც-
ხოელ ქალთან“.
•