იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება,
განხორციელება.
2. რატიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო
ადასტურებს მთავრობის მიერ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას.
3. დენონსირება - დადგენილი ფორმით სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ.
4. ბლანკეტური ნორმა - ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე.
5. დისპოზიციური ნორმა - ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო.
ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.
6. იმპერატიული ნორმა - ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი
დათქმისა და გამონაკლისების გარეშე. ურთიერთობის მონაწილეები არ არიან უფლებამოსილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.
7. სანქცია - ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის
შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას.
8. კოლიზია - ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ
ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.
9. კონფისკაცია - ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
10. ორგანული კანონი - კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით
განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე მაღლა დგას.
11. პენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის
გამკაცრება.
12. დეპენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ერთი დანაშაულის სხვა
დანაშაულთან გაერთიანება.
13. პრეზუმფცია - სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო
მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.
14. პრეიუდიცია - ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებას არ საჭიროებენ.
15. დელიქტი - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს