Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

.

იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება,


განხორციელება.

2. რატიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო


ადასტურებს მთავრობის მიერ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას.

3. დენონსირება - დადგენილი ფორმით სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება ხელშეკრულების


შეწყვეტის შესახებ.

4. ბლანკეტური ნორმა - ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე.

5. დისპოზიციური ნორმა - ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო.


ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან
აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის
მოწესრიგება.

6. იმპერატიული ნორმა - ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი


დათქმისა და გამონაკლისების გარეშე. ურთიერთობის მონაწილეები არ არიან უფლებამოსილი
საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.

7. სანქცია - ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის


შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას.

8. კოლიზია - ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ


ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.

9. კონფისკაცია - ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

10. ორგანული კანონი - კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით


განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა
მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე
მაღლა დგას.

11. პენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის


გამკაცრება.

12. დეპენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ერთი დანაშაულის სხვა


დანაშაულთან გაერთიანება.

13. პრეზუმფცია - სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო


მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე
საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.

14. პრეიუდიცია - ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებას არ საჭიროებენ.

15. დელიქტი - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს


მესამე პირის ქონებას.

You might also like