Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

გისურვებთ, განსაკუთრებული ემოციებითა და თავგადასავლებით

სავსე ზაფხულს, ვიმედოვნებ ამ მშვენიერ სეზონს შემეცნებითად


საინტერესოსაც გახდით და მოცემული სიიდან ერთ ნაწარმოებს მაინც
(სავალდებულოა!) წაიკითხავთ.

1. ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“


საკმაოდ ვრცელი რომანია, მაგრამ არ შეგაშინოთ, ერთი მონაკვეთი უკვე
შევისწავლეთ, ამიტომ ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ.
2. ჯორჯ ორუელი
 ცხოველების ფერმა
 1984
რთული და მძიმე ნაწარმოებებია, თუმცა ეხმიანება ტოტალიტარულ რეჟიმს და
შეგიძლიათ დააკავშიროთ და პარალელები ეძებოთ კლასში დამუშავებულ ნაწყვეტთან
„მოსე ზამთარაძის ნაამბობი“

3. კონსტანტინე გამსახურდია - „დიდოსტატის მარჯვენა“


რადგან საპროგრამო ნაწარმოებებს თქვენი სურვილით კითხულობთ, ვფიქრობ , ამ
დაუვიწყარი რომანის გააზრებაც არ გაგიჭირდებათ.
4. ნაირა გელაშვილი - „ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“
ამ საბავშვო წიგნს ქვესათაურად აქვს: „ბავშვებისათვის, მოზარდებისა და
გაზრდილებისათვის“. დაუვიწყარი საოცნებო ანთინარი. ვისურვებდი მშობლებიც
დააინტერესოთ ამ შესანიშნავი წიგნით.
5. ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“ (ზოგიერთ
გამოცემაში „კლდის პირას, ჭვავის ყანაში“)
ღრმა და დაუვიწყარია!

6. თავისუფალი თემა - წაიკითხეთ რაც თავად გაინტერესებთ,


ნებისმიერი ქვეყნისა თუ ჟანრის ლიტერატურიდან, ცხადია
ქართულად!

You might also like