o ბოდიშს იხდის, როცა რაიმეს ისე ვერ აკეთებს, როგორც გულისხმობდა o უსმენს, როცა სხვები ლაპარაკობენ; ყურადღებას აქცევს და ასრულებს ინსტრუქციას ჯგუფში o ეხმარება სხვებს o უხსნის სხვებს თამაშის წესებს ან მოქმედებებს o სოციალურ პრობლემებს აგვარებს უფრო იოლად
ემოციური
o უმეტეს სიტუაციაში აკონტროლებს ემოციებს
o გამოხატავს თანაგრძნობას უმეტეს სიტუაციაში ან როცა ხვდება სხვების ემოციებს o შეუძლია დაელოდოს თავის რიგს ან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას o დავალების დასრულება შეუძლია შეხსენებით
მეტყველება
o იცის დროის და მიმდევრობის აღმნიშვნელი ზოგიერთი სიტყვა (მაგ.:
დილა, საღამო, გუშინ, შემდეგი, მერე) o სიტყვების წარმოთქმისას სწორად ამბობს ბგერების უმეტესობას o იცის უმეტესი სიტყვების საწყისი ბგერა (მაგ.: „რით იწყება სიტყვა ბურთი?“ „ბ-თი“) o ხვდება დაწერილ მისთვის ნაცნობ ზოგიერთ სიტყვას (მაგ.: თავის სახელს, მოთხრობის გმირის სახელს) o ყვება საკუთარ თავგადასავალს და ინტერესდება მოსაუბრის თავგადასავლით o იმდენად კარგად მეტველებს, რომ ყველასთვის გასაგებია o ყურადღებას აქცევს და იცავს წესებს ჯგუფში o მისი ლექსიკონი შედგება დაახლოებით 10 000 სიტყვისგან
კოგნიტური
o იხატავს ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს)
o ახერხებს მარტივ გამოკლება-მიმატებას o ითვლის 50-ზე მეტად o მარტივი ცხოვრებისეული მაგალითის ამოსახსნელად იყენებს ჩხირებს (მაგ.: „როცა აქვთ 6 ვაშლი და თანაბრად უნდა გაიყოს 3 ბავშვმა, რამდენი შეხვდება თითოს?“) o სწავლობს შედარებით უფრო რთულ თამაშებს და თამაშობს წესების დაცვით o იცის მარჯვენა-მარცხენა საკუთარ სხეულზე o შეუძლია განასხვავოს ფანტაზია რეალობისგან o ერკვევა სწორსა და არასწორში o უფრო რეალისტურად ანსხვავებს სივრცეს, საგნების ზომას და მანძილს ნახატში o რეალისტურად აფასებს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს (მაგ.: „მე კარგად დავრბივარ, მაგრამ კარგად ვერ დამყავს ველოსიპედი“)
უხეში მოტორიკა
o ხტება ოთახის გასწვრივ
o გადის ვიწრო მორზე ჩამოვარდნის გარეშე o ცალი ფეხით ხტება 3 მეტრზე o მსუბუქად დარბის თითის წვერებზე o ხტის სახტუნაოზე o დადის ველოსიპედით დამხმარე თვლების დამატებით ან მის გარეშე
ნატიფი მოტორიკა
o იჭერს პატარა ბურთს
o მარტივი ფორმის გამოჭრისას მიჰყვება ხაზს (მაგ.: წრის ან კვადრატის) o იკრავს თასმებს o იბანს პირს და იხეხავს კბილებს დახმარების გარეშე o სრიალებს ციგურებით o გაფერადებისას იცავს საზღვრებს o ფანქარი უჭირავს მოზრდილის მსგავსად o იყენებს წებოს დანიშნულებისამებრ