6 წლის ბავშვის შესაძლებლობები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

6 წლის ბავშვის

განვითარება
სოციალური

o 2-3 ბავშვთან ერთად თამაშობს 20 წთ


o ბოდიშს იხდის, როცა რაიმეს ისე ვერ აკეთებს, როგორც
გულისხმობდა
o უსმენს, როცა სხვები ლაპარაკობენ; ყურადღებას აქცევს და ასრულებს
ინსტრუქციას ჯგუფში
o ეხმარება სხვებს
o უხსნის სხვებს თამაშის წესებს ან მოქმედებებს
o სოციალურ პრობლემებს აგვარებს უფრო იოლად

ემოციური

o უმეტეს სიტუაციაში აკონტროლებს ემოციებს


o გამოხატავს თანაგრძნობას უმეტეს სიტუაციაში ან როცა ხვდება
სხვების ემოციებს
o შეუძლია დაელოდოს თავის რიგს ან თავისი მოთხოვნის
დაკმაყოფილებას
o დავალების დასრულება შეუძლია შეხსენებით

მეტყველება

o იცის დროის და მიმდევრობის აღმნიშვნელი ზოგიერთი სიტყვა (მაგ.:


დილა, საღამო, გუშინ, შემდეგი, მერე)
o სიტყვების წარმოთქმისას სწორად ამბობს ბგერების უმეტესობას
o იცის უმეტესი სიტყვების საწყისი ბგერა (მაგ.: „რით იწყება სიტყვა
ბურთი?“ „ბ-თი“)
o ხვდება დაწერილ მისთვის ნაცნობ ზოგიერთ სიტყვას (მაგ.: თავის
სახელს, მოთხრობის გმირის სახელს)
o ყვება საკუთარ თავგადასავალს და ინტერესდება მოსაუბრის
თავგადასავლით
o იმდენად კარგად მეტველებს, რომ ყველასთვის გასაგებია
o ყურადღებას აქცევს და იცავს წესებს ჯგუფში
o მისი ლექსიკონი შედგება დაახლოებით 10 000 სიტყვისგან

კოგნიტური

o იხატავს ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს)


o ახერხებს მარტივ გამოკლება-მიმატებას
o ითვლის 50-ზე მეტად
o მარტივი ცხოვრებისეული მაგალითის ამოსახსნელად იყენებს
ჩხირებს (მაგ.: „როცა აქვთ 6 ვაშლი და თანაბრად უნდა გაიყოს 3
ბავშვმა, რამდენი შეხვდება თითოს?“)
o სწავლობს შედარებით უფრო რთულ თამაშებს და თამაშობს წესების
დაცვით
o იცის მარჯვენა-მარცხენა საკუთარ სხეულზე
o შეუძლია განასხვავოს ფანტაზია რეალობისგან
o ერკვევა სწორსა და არასწორში
o უფრო რეალისტურად ანსხვავებს სივრცეს, საგნების ზომას და
მანძილს ნახატში
o რეალისტურად აფასებს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს (მაგ.: „მე
კარგად დავრბივარ, მაგრამ კარგად ვერ დამყავს ველოსიპედი“)

უხეში მოტორიკა

o ხტება ოთახის გასწვრივ


o გადის ვიწრო მორზე ჩამოვარდნის გარეშე
o ცალი ფეხით ხტება 3 მეტრზე
o მსუბუქად დარბის თითის წვერებზე
o ხტის სახტუნაოზე
o დადის ველოსიპედით დამხმარე თვლების დამატებით ან მის გარეშე

ნატიფი მოტორიკა

o იჭერს პატარა ბურთს


o მარტივი ფორმის გამოჭრისას მიჰყვება ხაზს (მაგ.: წრის ან
კვადრატის)
o იკრავს თასმებს
o იბანს პირს და იხეხავს კბილებს დახმარების გარეშე
o სრიალებს ციგურებით
o გაფერადებისას იცავს საზღვრებს
o ფანქარი უჭირავს მოზრდილის მსგავსად
o იყენებს წებოს დანიშნულებისამებრ

You might also like