Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

5 წლის ბავშვის

განვითარება

სოციალური

o პასუხობს მისალმებაზე და შეკითხვაზე: „როგორ ხარ?“


o იმდენად დამოუკიდებელია, რომ შეუძლია ესტუმროს გვერდით
მეზობელს
o უნდა რომ ჰგავდეს თავის მეგობრებს
o საუბრისას აღნიშნავს, რომ ჰყავს საუკეთესო მეგობარი
o კარგად ერთვება ჯგუფურ თამაშებში
o სხვებთან ერთად თამაშობს გამოგონილ თამაშებს
o იზიარებს სხვების ემოციებს
o უმეტესად ემორჩილება წესებს
o მოსწონს ცეკვა, სიმღერა და როლური თამაში
o იცის თავისი და საწინააღმდეგო სქესი
o უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება უფროსების თხოვნას
o მოქმედებს მარტო 20-30 წთ-ის განმავლობაში

ემოციური

o ადვილად ეგუება მშობლის/მომვლელის წასვლას


o ცდილობს ასიამოვნოს მეგობრებს
o ხვდება სხვების გასაჭირს და ცდილობს დახმარებას
o განასხვავებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულ საკუთარ
ემოციას და საუბრობს მათ შესახებ

მეტყველება

o ხვდება კავშირს „თუ … მაშინ“ (მაგ.: „თუ ჩაიცმევ ფეხსაცმელს, მაშინ


წახვალ სასეირნოდ“)
o იყენებს მომავალ დროს
o იხსენებს ამბის ნაწილს
o აღწერს წარსულ, აწმყო და მომავალ დროს
o ყვება გრძელ ისტორიას საკუთარი თავის შესახებ
o იცის სახელი, გვარი და მისამართი
o ძირითადად საუბრობს გარკვევით, უფროსების მსგავსი წინადადებით
o საკუთარ სამეტყველო ლექსიკაში იყენებს თითქმის ყველა ბგერას და
იშვიათად ან საერთოდ არ ამახინჯებს
o ხვდება, რომ ბგერები და ასოები ერთმანეთთან დაკავშირებულია

კოგნიტური

o შეკითხვაზე „რამდენია?“ ითვლის ხმამაღლა ან თითებზე


o შეუძლია მიმატება 10-ის ფარგლებში ჩუმად ან თითებზე დათვლით
o იცის უმეტესი ფორმები და ანბანის უმეტესი ასო
o უკეთესად ანსხვავებს ფანტაზიას რეალობისგან
o იცის დღის პერიოდები და კვირის დღეები
o მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად ეძებს გზებს
o იცის ყოველდღიური მოხმარების საგნების დანიშნულება (მაგ.:
ფულის, საკვების, აპარატურის)
o იწყებს აღქმას, რომ სხვებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული
მოსაზრება (მაგ.: „დედას ჰგონია, რომ მე საძინებელ ოთახში ვარ“)

უხეში მოტორიკა

o ცალ ფეხზე დგას 10 წმ და მეტი


o ხტის ცალ ფეხზე რამდენჯერმე
o გადადის ყირაზე
o ქანაობს, მიძვრება
o დადის სწორ ხაზზე ერთი ტემპით
o სირბილს ადვილად იწყებს, ჩერდება და იცვლის მიმართულებას
o ძირითადად თავისუფლად ისვრის და იჭერს ბურთს
o ადვილად დაძვრება ეზოში არსებულ სათამაშო მოწყობილობებზე
(სასრიალო, სახლი, გვირაბი)
o ძირითადად თვითონ ახერხებს ტუალეტის საჭიროების
დაკმაყოფილებას
o შეუძლია უკანსვლით ან თითის წვერებზე სიარული

ნატიფი მოტორიკა

o ავლებს ხაზებს, ხატავს მარტივ ფორმებს და ასოებს


o ხატავს ადამიანს მთელი სხეულით
o მაკრატლით ჭრის ფურცელს სქლად გახაზული ხაზის გასწვრივ
o იხდის და იცვამს ოდნავი დახმარებით

You might also like