Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

4 წლის ბავშვის

განვითარება
სოციალური

o აინტერესებს ახალი გამოცდილება


o ელოდება თავის რიგს და იცავს წესებს პატარა ჯგუფში
o თამაშობს თავისთვის, მაგრამ სხვა ბავშვებთან ახლოს და ესაუბრება
მათ
o განასახიერებს „დედას“ ან „მამას“
o იგონებს მრავალფეროვან თამაშებს
o ითხოვს უფროსების მოწონებას (მაგ.: „ნახე“, „მიყურე, რას ვაკეთებ“)
o არის უფრო დამოუკიდებელი
o იძენს პირველ მეგობრებს
o თავს წარმოიდგენს სრულყოფილ პირად, თავის სხეულით,
შეგრძნებებით, ემოციებით და აზროვნებით
o მოლაპარაკებით აგვარებს კონფლიქტს

ემოციური

o ცდილობს დაამშვიდოს აღელვებული


o იყენებს სიტყვებს თანაგრძნობისთვის
o ხანგრძლივად ერთვება რთულ საქმეში
o ემოციურ თვითრეგულაციას უკეთ ახერხებს (აკონტროლებს
ემოციების გამოხატვას); მცირდება ემოციური აფეთქებები

მეტყველება

o ესმის სიტყვების მნიშვნელობა „მსგავსი“ და „განსხვავებული“


o იყენებს გრამატიკის ბაზისურ წესებს
o იცის ზოგიერთი ბგერის შესატყვისი ასო
o საუბრობს 5-6 სიტყვიანი წინადადებებით
o იმდენად გამართულად მეტყველებს, რომ უმეტესი ნაწილი
გამეორების გარეშეც გასაგებია
o მისი საუბარი უკვე უცხოებისთვისაც გასაგებია
o ამბობს ლექსებს და მღერის საბავშვო სიმღერებს
o სვამს უამრავ კითხვას და პასუხობს
o ყვება ამბავს სრულყოფილად და გასაგებად
o ამოიცნობს ნაცნობ ნიშნებს
o განასხვავებს ნაწერს ნაბეჭდისგან

კოგნიტური

o სწორად ასახელებს ფერებს და რიცხვებს


o ამოიცნობს ციფრებს 9-ის ფარგლებში
o რაოდენობის დასადგენად ითვლის სწორად 10-ზე მეტს
o ხვდება სამნაწილიან გრძელ დავალებას (მაგ.: „დადე შენი
სათამაშოები და ჭამის წინ დაიბანე ხელები“)
o პრობლემას უდგება ერთი მიმართულებით
o წარმოიდგენს, რომ მისთვის უცნობი გამოსახულება შეიძლება იყოს
„ურჩხული“ და ხშირად ვერ ანსხვავებს ფანტაზიას რეალობისგან
o იხსენებს მონათხრობის ნაწილს
o ესმის რას ნიშნავს მსგავსი/განსხვავებული
o იცის თავისი მისამართი

უხეში მოტორიკა

o ცალ ფეხზე დგას 5 წმ


o კიბეზე ადის ფეხების შენაცვლებით (ცალი ფეხით თითო კიბეზე)
o ისვრის ბურთს წინ
o ისვრის ბურთს თავის ზემოთ
o იჭერს დიდ ბურთს წინ გაშლილი ხელებით
o მარჯვედ მოძრაობს წინ და უკან
o იყენებს ტუალეტს ან ქოთანს დღის განმავლობაში

ნატიფი მოტორიკა
o სწორად უჭირავს ფანქარი ან პასტა
o ხატავს ადამიანის სხეულის 3 ან მეტ ნაწილს
o ჭრის ფურცელს მაკრატლით
o ხატავს წრეს, მართკუთხედს, ჯვარს
o იხატავს ზოგიერ ასოს
o იხსნის ღილს და ელვა-შესაკრავს
o იხდის და იცვამს, მაგრამ შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება
შესაკრავად
o ატრიალებს ცერს
o აშენებს კოშკს 9 კუბით
o ძერწავს

You might also like