7 წელი განვითარება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

7 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები: ეს

ასაკი აღარ არის კრიზისული. ბავშვს უკვე გავლილი აქვს


ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის პერიოდი და
მობილიზებული აქვს სასკოლო აქტივობისათვის საჭირო
რესურსები.
• ადვილად შეუძლია იმპულსის შეკავება, გადავადება,
რადგან ნებისყოფა უვითარდება;
• შეუძლია დაგეგმვა, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს;
• შეუძლია ახალი გამოცდილება უკვე ნასწავლს
დაუკავშიროს ცნობიერად;
• დაძლეული აქვს ეგოცენტრიზმი, შეუძლია
თანამშრომლობა, ადვილად გაზიარება;
• უკვე თანამშრომლობს მასწავლებელთან, მოსწონს იყოს
მისი დამხმარე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას და
მისგან შექების დამსახურებას;
• მისთვის მნიშვნლოვანი ხდება მეგობრობა, სხვა
თანატოლის გულის მოგება, ნაკლებად კონფლიქტურია;
• ურჩევნია ჯგუფური თამაში თავისი სქესის
წარმომადგენლებთან;
• ღელავს შესაძლო წარუმატებლობაზე, შფოთავს, რომ არ
მოეწონებათ, არ იმეგობრებენ;
• სხვას აბრალებს თავის წარუმატებლობას ან მიუღებელ
ქცევას.
7 წლის ბავშვის აზროვნების თავისებურება:
• ამ პერიოდში უკვე იწყება და ყალიბდება აზროვნების
კონკრეტული ოპერაციების სტადია, რომელიც 11 წლამდე
გრძელდება;
• ბავშვი უკვე ადვილად იგებს რაოდენობისა და
სიდიდის მუდმივობას მიუხედავად ხატის გარეგნული
ცვლილებებისა;
• ბავშვს უკვე შეუძლია კლასიფიკაცია არა მხოლოდ ერთი
ნიშნით, არამედ რამდენიმე ნიშნითაც, ობიექტების
დაჯგუფება, ქვეჯგუფების გამოყოფა, გაერთიანება ერთ
ჯგუფში;
• სერიაცია – სიდიდის მიხედვით ობიექტების გონებაში
დალაგება;
• ბავშვს უკვე შეუძლია შექცევადი გონებრივი
მოქმედების თავისუფლად შესრულება, მაგალითად,
შეკრება–გამოკლება, რიცხვის შემადგენლობის გაგება;

You might also like