Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

8–11 წლის ბავშვის განვითარების თავისებურებები:

• თანატოლებთან ურთიერთობისა და თამაშის უფრო


მეტი ინტერესი აქვს;

• უკვე ყავს რამდენიმე გამორჩეული მეგობარი;

• იყალიბებს მორალურ ღირებულებებს და შეუძლია


იმსჯელოს მისაღებ და მიუღებელ, “კარგ” და “ცუდ”
ქცევაზე;

• შფოთავს მნიშვნელოვანი ადამიანის მოლოდინის


გაცრუების გამო;

• ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ცდილობს


შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;

• ლოგიკურად მსჯელობს და უვითარდება კონკრეტული


ოპერაციების დონეზე პრობლემის გადაჭრის უნარები.

შუა ბავშვობის პერიოდის სპეციფიკა:

• აწუხებთ რა არის “სწორი” და “არასწორი”, “კარგი” და


“ცუდი”. მათთვის მისაღებია მკაფიო ოპოზიციები.

• თანატოლების ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.


ჯგუფური ქცევა, ჯგუფისადმი მიკუთვნება წამყვანი ქცევაა.
“ჩვენ და სხვები” პრინციპი ტენდენციაა ურთიერთობებში.

• უვითარდებათ ძლიერი წარმოსახვა, მოსწონთ


რეალობით წარმოსახვაში მანიპულირება. დასწავლაში
წარმოსახვა ეხმარებათ და შეუძლიათ ახალი ცოდნა წარსულ
გამოცდილებას დაუკავშირონ.

• ამჟღავნებენ უკიდურეს ცნობისმოყვარეობას და


გარემოსადმი შემეცნებით ინტერესს. მათთვის სამყაროს
მრავალფეროვნება სიხარულის და აღმოჩენების
მოთხოვნილების წყაროა.

• უვითარდებათ კონკრეტული და შემდეგ აბსტრაქტულ–


ლოგიკური აზროვნების ოპერაციები. შესაბამისად
შეუძლიათ მიზეზ–შედეგობრივი მიმართების, ლოგიკური და
კატეგორიული მიმართების გაგება.

წესების დაცვისა და შესრულების ჩამოყალიბება:

• 6–7 წელი: წესებზე რიგიდული მიწებება: ბავშვს ესმის


წესის მნიშვნელობა და დანიშნულება და მისი შესაბამის
სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა; ბავშვმა იცის, რომ
წესი უცვლელია კონკრეტულ სიტუაციაში და რა მოყვება ამ
წესის დაცვას.

• 8–11 წელი: ავტორიტეტზე დაფუძნებული წესები:


უფროსის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი
პატივისცემით და ხათრით ბავშვი ასრულებს წესებს და
მითითებებს. მისი სურვილია ასიამოვნოს ავტორიტეტს და
მისგან ქება დაიმსახუროს, მის თვალში იყოს “კარგი”.

თვით–კონტროლის განვითარება:

• 6–7 წელი: შეუძლია ახსნა–განმარტების, წესების და


სხვების მოსაზრებების გაგება; ვერბალური მითითების
გაგება და შესრულება, სიამოვნებასა და ვალდებულებას
შორის დისბალანსის რეგულირებისა და იმპულსის
კონტროლის განვითარება;

• 8–11 წელი: შეუძლია რამდენიმე ნაბიჯიანი


მოქმედებების დაგეგმვა და მათ შესრულებაზე კონტროლი,
დამოუკიდებლად თვითმომსახურება, დამოუკიდებლად
ვალდებულების შესრულება და კონტროლი; პერიოდულად
ესაჭიროება უფროსის მითითება და შემოწმება. უკვე
შეუძლია იმპულსის კონტროლი და

თვით–რეგულაციის განვითარება:

· 6–7 წელი: უჭირს წარუმატებლობით გამოწვეული


შფოთვის და შიშის დაძლევა, სიბრაზის კონტროლი
სურვილის გადავადების შემთხვევაში; შეუძლია გარეშე
გამღიზიანებლების იგნორირება და არასასურველი
მოქმედების შეკავება.

· 8–11 წელი: შეუძლია დაბრკოლების გადალახვისთვის


საჭირო სტრატეგიის შემუშავება, ნეგატიური ემოციების
მისაღები გზით გამოხატვა, საკუთარი განცდების სიტყვებში
გამოხატვა.

ამრიგად, შუა ბავშვობის პერიოდში განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების დამოკიდებულება და
შეფასება, ჯგუფში ჩართულობისა და ჯგუფისადმი
მიკუთვნების განცდა. ამ განზომილებების გადაკვეთაზე
ყალიბდება ბავშვის, მომავალი პიროვნების თვითშეფასება,
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, თვით–
ეფექტურობის ჩამოყალიბება. ბავშვი სწორედ ამ პერიოდში
სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, პრობლემის გადაჭრას,
თვით–კონტროლსა და თვით–რეგულაციას.

You might also like