Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ნათხემი

ნათხემი(პატარა ტვინი) – წონა 150გრ,დიამეტრი განივად 12 სმ. ასრულებს სენსო-


მოტორულ როლს.
მდებარეობს ტვინის დიდი ჰემისფეროების უკან , მოგრძო ტვინის და ტვინის
ხიდის ზემოთ. პირველად უჩნდება მრგვალპირიანებს და ხერხემლიანების მთელ
ფილოგენეზურ რიგში. ნერვული ელემენტების სტრუქტურა საკმაოდ რთულია.

ანატომიურად ნათხემში გამოიყოფა:


შუა ნაწილი(ჭია) - მასში ორივე მხარეს განლაგებულია ჰემისფეროები და
გვერდითი წილები.ნათხემის ჰემისფეროებში გამოჰყოფენ ზემო ზედაპირს,ის
წარმოქმნის ნათხემის ქერქს და ნათხემის ბირთვებს.
ნათხემი დაკავშირებულია ცნს-ის სხვა განყოფილებებთან სამი წყვილი ნერვული
ბოჭკოების კონებით.

ნათხემის ფუნქციები:
ნათხემი არ ეკუთვნის აუცილებელ სასიცოცხლო ორგანოებს. ადამიანები,რომელთაც
დაბადებიდანვე არ აქვთ ნათხემი ცოცხლობენ და ვითარდებიან. ნათხემ
დაზიანებული ადამიანები არ არიან პარალიზებული და არც მგრძნობელობა აქვთ
დარღვეული .
ნათხემის ფუნქციები, ძირითადად დაკავშირებულია მოძრაობასთან ,მაგრამ მისი
სრული დაზიანებაც კი არ იწვევს რომელიმე მოტორული აქტის მთლიან
ამოვარდნას. უნათხემო ადამიანებში არ შეიმჩნევა მოძრაობის ისეთი სერიოზული
დარღვევები ,რომ შეუძლებელი გახდეს მათი მონაწილეობა ყოველდღიურ შრომით
საქმიანობაში.
ნათხემი ემსახურება სხვა მოტორულ ცენტრებში ,,დაგეგმილი’’ აქტების ნორმალურ
მიმდინარეობას,მათ კორექციას და ურთიერთკოორდინაციას.

ნათხემის დაზიანების ეფექტი:


ნათხემის ყოველგვარი დაზიანება ვლინდება ნათხემის სინდრომით ნათხემის
სინდრომს ახასიათებს: თავის ტკივილი,პირღებინება,თავბრუ ბარბაცით სიარული
და სხვა.ნათხემის დაზიანებისას ვითარდება,როგორც მამოძრავებელი აქტივობისა
და კუნთური ტონუსის სხვადასხვა დარღვევა ,ასევე ვეგეტატიური
მოშლილობანი.ექსპერიმენტულად ნაჩვენებია,რომ ნათხემმოცილებული
ცხოველები ვერ დგანან ფეხზე და ვერ დადიან,მაგრამ შეუძლიათ კარგად ცურვა.

ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები:


1. ტრემორის (კანკალი) განვითარება, ხასიათდება მცირე ამპლიტუდით, რხევები
წარმოებს სინქრონულად სხეულის სხვადასხვა სეგმენტში.
2.ატაქსია: მოძრაობის ძალის ,სიჩქარისა და მიმართულების მოშლა. მაგ.რაიმე
საგნის აღების მცდელობა სრულდება წყვეტილად ,ბიძგებით და მიზანს
აცილებით.ატაქსიური ტრემორი,მოსვენების ტრემორისაგან
განსხვავებით ,აღინიშნება თავისუფალი მოძრაობის დროს,რომელიც უფრო
მკაფიოდ გამოხატულია მოქმედების დასაწყისში და ბოლოში,ასევე მოძრაობის
მიმართულების შეცვლისას.
3.ასინერგია- სხვადასხვა კუნთის მამოძრავებელ ცენტრებს შორის
ურთიერთმოქმედების მოშლა. ავადმყოფებში მოძრაობის შესრულებისას არ
წარმოებს კუნთების ერთდროული შეკუმშვას. ნაბიჯის წინ გადადგმისას
ავადმყოფი ფეხს მოუხრელად სწევს სხეულის წინ ,რაც იწვევს დაცემას.
4.მუსკულატურის ტონუსის მოშლა – იწვევს ასტაზიას-ხასიათდება ქანაობითი და
კანკალის მოძრაობების გამოვლინებით, დისტონია -კუნთების ტონუსის
არაადეკვატურად გადანაწილებით.
5.ნისტაგმი-თვალების სწრაფი ქანქარისებრი მოძრაობები.
6.მეტყველებაში დარღვევები
ნათხემი აერთიანებს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა უბნებიდან მიღებულ
სენსორულ და სხვა ტიპის ინფორმაციას , ის პასუხისმგებელია სხეულის
წონასწორობის შენარჩუნებაზე, კუნთების ტონუსის რეგულაციასა და მოძრაობის
მოქნილ განხორციელებაზე.

მოძრაობითი კოორდინაციის მოშლა ნათხემის დაზიანებისას აიხსნება მისი მჭიდრო


კავშირით ტვინის ღეროს ძირითად სტრუქტურებთან და თალამუსთან, დიდი
ტვინის ჰემისფეროების ქერქის სენსორულ უბანთან. ნათხემი თამაშობს
მნიშვნელოვან როლს ვეგეტატური ფუნქციების რეგულაციაში, აქტიურად
მიმდინარეობს აზროვნების პროცესებში ნათხემის მონაწილეობის საკითხის
შესწავლა. ნაჩვენებია,რომ აზროვნებასთან ( მაგ. არითმეტიკული ანგარიში)
დაკავშირებული მოქმედების დროს სისხლის მიმოქცევა მატულობს ნათხემის
ნახევარსფეროებშიც სმენისა და მხედველობის პროცესებში აღინიშნება ლოკალური
ბიოელექტრული აქტივობა..

You might also like