Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 263

1

ისმაილ კადარე

მკვდარი არმიის
გენერალი

მთარგმნელი
პაატა ჯავახიშვილი

2
აჰა, ჩაიბარეთ, მოგგვარეთ ისინი.
მიწა ძალიან მაგარი გამოდგა, ამინდი
კი ისეთი დაგვატყდა თავს, წამით არ
ამოგვასუნთქა.

3
პირველი ნაწილი

თავი I
უცხო მიწას თოვლის ფიფქებში შერეული წვიმა ასველებ-
და. აეროდრომის ბეტონის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, შე-
ნობები და მცველები ერთიანად გალუმპულიყვნენ. გამდნარი
თოვლი ირგვლივ გორაკებიდან მინდორ-ველებზე ღვარებად
ჩამოედინებოდა, სამანქანო გზის შავ ასფალტს კი ცოტათი
აღიავებდა. წელიწადის ნებისმიერ სხვა დროს ასეთი ერთფე-
როვანი წვიმა კაცს აფიქრებინებდა, ეს ავდარი რა ცუდად და-
მემთხვაო. მაგრამ გენერალს სულ არ გაჰკვირვებია ეს. ალბა-
ნეთში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბოლო მსოფლიო ომში დაცე-
მული და ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში მიმოფანტული თა-
ვისი თანამემამულეების ძვლები უკან, სამშობლოში გადაეს-
ვენებინა. მთავრობებს შორის მოლაპარაკებები გაზაფხულზე-
ვე დაწყებულიყო, ხოლო საბოლოო ხელშეკრულებებს ხელი
მხოლოდ აგვისტოს მიწურულს მოეწერა, ზუსტად მაშინ, რო-
დესაც ნაცრისფერი დღეები დგება ხოლმე. ახლა შემოდგომა
იყო, წვიმების სეზონი და გენერალმაც იცოდა ეს. გამომგზავ-
რებამდე ცნობები შეკრიბა ქვეყნის კლიმატის შესახებ – წელი-
წადის ეს დრო ნესტითა და წვიმით გამოირჩევაო. თუმცა
წიგნს, რომელიც მან წაიკითხა ალბანეთზე, რომც ეუწყებინა,
შემოდგომა იქ მშრალი და მზიანიაო, ეს წვიმა მაინც არ მოეჩ-
ვენებოდა უჩვეულოდ. პირიქით, ყოველთვის ფიქრობდა, ჩემი
მისია კარგად მხოლოდ ცუდი დარის პირობებში დასრულდე-
ბაო. შეიძლება წაკითხული წიგნებისთვის და ნანახი ფილმე-
ბისთვის, რომლებიც მეხსიერებაში ამოუტივტივდა, მელანქო-
ლია უცხო ხილი არ იყო, მაგრამ თვითმფრინავით მოგზაურო-

4
ბამ ასეთ მოღუშულ დღეს ეს განწყობა კიდევ უფრო გაუმძაფ-
რა.
ილუმინატორიდან დიდხანს ათვალიერა პირქუში, საშიში
მთები. თითქოს ცოტაც, და მათი წამახული წვეტები საფრენი
აპარატის მუცელს გამოედება და გამოფატრავსო. ყველგან
დაკბილული რელიეფიაო, ფიქრობდა გენერალი. გეგონებო-
და, მიწაზე ფეხის დასადგმელი ალაგი არ მოიძევებაო. ამ უფ-
სკრულებსა და ციცაბოებში, რიგრიგობით რომ ჩნდებოდნენ
და იმალებოდნენ ბურუსსა და წვიმაში, ჯარისკაცები განისვე-
ნებდნენ, რომელთა მოსაძებნადაც ჩამოვიდა გენერალი. წა-
მით დაეუფლა შეგრძნება, რომ მისიას ვერ შეასრულებდა.
შემდეგ შეეცადა ხელში აეყვანა თავი. მუქარასა და მტრობას,
ამ მთებიდან რომ გამოსჭვიოდა, სიამაყის გრძნობა დაუპი-
რისპირა, რომელსაც თავად ეს მისია აღუძრავდა. ათასობით
დედა თავისი შვილის ნეშტს ელოდებოდა. და ეს ცხედრები
სწორედ მას უნდა გადაესვენებინა. ყველაფერს გააკეთებდა,
რაც ხელეწიფებოდა, ამ წმინდა ამოცანისთვის პირნათლად
და ღირსეულად რომ გაერთმია თავი. დაღუპულ თანამემამუ-
ლეთაგან არც ერთი არ უნდა გამორჩენოდა, არც ერთი არ უნ-
და მიეტოვებინა ამ უცხო მიწაზე. ო, რა კეთილშობილური იყო
ეს მისია. მგზავრობის დროს ხშირად იმეორებდა ერთი ძალი-
ან პატივსაცემი ქალის სიტყვებს, რომლებიც მას წამოსვლის
წინ უთხრა – დიდებული და ეული ფრინველივით გადაუფ-
რენთ ამ მდუმარე და ბედუკუღმართ მთებს, რათა მათ პირებსა
და კლანჭებს ჩვენი უბედური ბიჭები გამოჰგლიჯოთო.
ახლა მგზავრობა მთავრდებოდა, მთები უკან დარჩა და
ხეობებისა და მინდორ-ველების თავზე მიფრინავდნენ. გენე-
რალმა ოდნავ შვებით ამოისუნთქა.
თვითმფრინავი სველ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაეშ-
ვა. ჯერ წითელი შუქები აინთო, შემდეგ მწვანე, მერე ისევ წი-
თელი და ბოლოს ისევ მწვანე. ჯერ ერთი ფარაჯიანი ჯარისკაცი
გამოჩნდა; შემდეგ – მეორე. აეროპორტის შენობიდან საწვი-
მარმოსხმული რამდენიმე მამაკაცი გამოემართა მათკენ.
თვითმფრინავი სადაცაა, გაჩერდებოდა.

5
გენერალი პირველი ჩავიდა. შემდეგ მისი თანამგზავრი
მღვდელი ჩაჰყვა. წვიმიანი ქარი მთელი ძალით სცემდათ სა-
ხეზე და მათაც მანტოების საყელოები აიწიეს.
თხუთმეტი წუთის შემდეგ მათი მანქანა სწრაფი სვლით მი-
ემართებოდა ტირანისკენ.
გენერალმა გვერდით მჯდომ მღვდელს გახედა, რომელიც
სრულიად უმეტყველო სახით და მდუმარედ იყურებოდა ფან-
ჯარაში. იფიქრა, არაფერი აქვს ჩემთვის სათქმელიო და სიგა-
რეტს მოუკიდა. შემდეგ ისევ გარეთ გაიხედა. უცხო მიწის კონ-
ტურები დაჩეხილ-დაბრეცილი ეჩვენებოდა წყლის წვეთების-
გან, რომლებიც მინაზე კლაკნილად მოცურავდა ზევიდან ქვე-
ვით.
სადღაც შორს ორთქლმავალმა დაუსტვინა. მიწაყრილი
რკინიგზას მალავდა და გენერალმა, ნეტა რომელი მხრიდან
გამოივლის მატარებელიო, გაიფიქრა. გამოჩნდა შემადგენ-
ლობაც, რომელმაც თანდათანობით გადაუსწრო მანქანას და
გენერალმა მზერა გააყოლა უკანასკნელ ვაგონს, რომელიც
ნისლში მალევე მიეფარა თვალს. შემდეგ თანამგზავრისკენ
შებრუნდა, მაგრამ ამ უკანასკნელის სახე კვლავაც გაშეშებუ-
ლი ეჩვენა. იგრძნო, რომ მას ისევ არაფერი ჰქონდა სათქმე-
ლი. მეორე მხრივ, გონებაში ვერც საკითხი იპოვა ისეთი, რო-
გორსაც ღრმად ჩაუფიქრდებოდა. ყველა ასეთი საკითხი
მგზავრობისას ამოწურა. სიმართლე ითქვას, ახლა არც ღირ-
და, ახალ საფიქრალს მისცემოდა. დაქანცულიყო. ასეც კმა-
როდა ყველაფერი. მხოლოდ სარკეში თუ ღირდა ჩახედვა,
რომ ენახა, წესრიგში ჰქონდა თუ არა სამხედრო ფორმა.
საღამოვდებოდა, როდესაც ტირანაში შევიდნენ. სქელი
ნისლი თითქოს შენობების, ლამპიონებისა და პარკების გა-
შიშვლებული ხეების თავზე ეკიდა. გენერალმა ცოტათი დაიბ-
რუნა მხნეობა. მანქანის ფანჯრიდან გამვლელებს ხედავდა,
რომელთაც წვიმაში ნაბიჯი აეჩქარებინათ. ბევრი ქოლგაა ამ
ქვეყანაშიო, შენიშნა თავისთვის. უნდოდა, გაეზიარებინა შთა-
ბეჭდილებები, რადგან სიჩუმე ნელ-ნელა დამთრგუნველად
მოქმედებდა უკვე, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რით დაეწყო, რით
დაერღვია თავისი თანამგზავრის მდუმარება. თავის მხარეს,

6
ტროტუარის გასწვრივ, ჯერ ეკლესია დაინახა, შემდეგ კი მეჩე-
თი. მეორე მხარეს ხარაჩოებში ჩასმული მშენებარე მაღალ-
სართულიანი სახლები მოჩანდა. ამწეები თავისი მანათობელი
ნათურებით ნისლში მოსიარულე წითელთვალება ურჩხუ-
ლებს ჰგავდნენ. გენერალმა მღვდელს ეკლესიასა და მეჩეთზე
მიაქცევინა ყურადღება. ამ უკანასკნელმა კი არავითარი ინტე-
რესი არ გამოიჩინა. აქედან გენერალმა დაასკვნა, რომ ახლა
ვერაფერი გამოიყვანდა მას აპათიიდან. თავად გუნება გამოუ-
კეთდა, მაგრამ აბა ვისთან შეეძლო გასაუბრება? ალბანელი
მოხელე, რომელიც მათ თან ახლდა, წინა სავარძელში, ზუს-
ტად მღვდლის წინ იჯდა. დეპუტატი და სამინისტროს წარმო-
მადგენელი, რომლებიც მათ აეროპორტში დახვდნენ, სხვა
მანქანით მოჰყვებოდნენ.
სასტუმრო „დაიტიში“ მისვლისთანავე გენერალს გუნება
სრულად გამოუკეთდა. მისთვის დაჯავშნილ ოთახს მიაშურა,
პირი გაიპარსა და უნიფორმა გამოიცვალა. შემდეგ სატელე-
ფონო კომუტატორს სთხოვა, ჩემიანებთან დამაკავშირეთო.
მერე მღვდელთან და სამ ალბანელთან მივიდა ჰოლში,
რომლებიც ამასობაში მაგიდას მისხდომოდნენ. საუბარი ნა-
ირ-ნაირ, თუმცა უმნიშვნელო საკითხებს ეხებოდა. თითოე-
ული ცდილობდა, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს მო-
რიდებოდა. გენერალი თავაზიანიც იყო და სერიოზულიც.
ღვთის მსახური ცოტას ლაპარაკობდა. გენერალმა მასპინ-
ძლები მიახვედრა, რომ მათგან – ორ წარმოგზავნილს შორის
– უფრო მთავარი თავად იყო, მიუხედავად იმისა, რომ
მღვდლის თავშეკავება გარკვეულ ეჭვებს აჩენდა ამ მხრივ. ახ-
სენა ლამაზი ტრადიციები, რომლებითაც კაცობრიობა თავისი
მებრძოლების სამარხებით ამაყობდა. მაგალითისთვის ბერ-
ძნები და ტროელები მოიხმო, რომლებიც ომის დროს ზავს ამ-
ყარებდნენ, თავიანთი მიცვალებულები მთელი წესების დაც-
ვით რომ დაეკრძალათ. გენერალი ძალიან აღტყინებული ჩან-
და თავისი მისიით. ეს მეტად კეთილშობილური და მძიმე ამო-
ცანა გახლდათ, რომელსაც იგი წარმატებით გაართმევდა
თავს. ათასობით დედა ელოდებოდა თავის ვაჟს. ოც წელზე მე-
ტი გავიდა, რაც გულგაწვრილებულები იცდიდნენ. სიმართლე

7
ითქვას, მათი ლოდინის ბუნებაც ცოტათი შეცვლილიყო. ცოც-
ხალ შვილებს აღარ ელოდებოდნენ დღეს. მაგრამ განა დახო-
ცილებსაც ისევე არ ელოდებიან? სწორედ ის ჩაუტანდა ამ
ცრემლშეუშრობელ დედებს მათი შვილების ძვლებს, რომ-
ლებსაც სულელი გენერლები ვერ წარუძღვნენ სწორად ბრძო-
ლის დროს. ამით ძალიან ამაყობდა და ნემსის ყუნწში გაძვრე-
ბოდა, რომ მათი იმედები არ გაეცრუებინა.
– გენერალო, ტელეფონი
სწრაფად წამოდგა.
– მომიტევეთ, ბატონებო, – თქვა მან და სასტუმროს კომუ-
ტატორს გრძელი და მეფური ნაბიჯით მიაშურა.
უკან ისეთივე ხელმწიფური ნაბიჯით დაბრუნდა. სახე გას-
ცისკროვნებოდა. ამასობაში კომპანიონებს კონიაკი და ყავა
შეეკვეთათ და საუბარიც გაჩაღებულიყო. გენერალმა თანამო-
საუბრეთ კვლავ აგრძნობინა, რომ მისიას ის ედგა სათავეში,
რადგან მღვდელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკის წო-
დება ჰქონდა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ როგორც სასულიე-
რო პირი, ისე ახლდა მას. უფროსი თვითონ იყო და, ამდენად,
მას ეკუთვნოდა პრივილეგია, საკუთარი შეხედულებისამებრ
წარემართა საუბარი ნებისმიერ საკითხზე, იქნებოდა ეს კონია-
კის მარკები, მსოფლიოს დედაქალაქები თუ სიგარეტის ნაირ-
სახეობები. თავს მართლა საუცხოოდ გრძნობდა ამ სალონში,
ეს მძიმე ფარდებიც მოსწონდა და ეს უცხო მუსიკაც, რომელიც,
შესაძლოა, უცხოზე მეტიც კი იყო. ყოველთვის აფასებდა კომ-
ფორტსა და მატერიალურ სიკეთეებს; ძალიან იზიდავდა უცხო-
ეთში მოგზაურობებიც, რაც, სწორედ ამ განსხვავებულობით,
ოჯახური ცხოვრების სიმშვიდისა და სიტკბოს დაფასებაში ეხ-
მარებოდა. იყო რაღაც მათრობელი დიდი საერთაშორისო
სასტუმროების ბრწყინვალებაში, შორეულ, ხანგრძლივ ფრე-
ნებში, ნაირ-ნაირი ქვეყნის დროშებით მორთულ აეროპორ-
ტებსა და უცხო ენებით ტკბობაში.
გენერალი მეცხრე ცაზე იყო. თავადაც ვერ გაეგო ამ გაუთ-
ვალისწინებელი კარგად ყოფნის მიზეზი. ასეთ სიხარულს
მოგზაურები განიცდიან ხოლმე, რომლებიც, ავდარში გამოვ-
ლილი სახიფათო გზის ბოლოს, თავშესაფარს იპოვიან. ეს პა-

8
ტარა, კონიაკიანი შეოქროსფრებული ჭიქა სულ უფრო და უფ-
რო შორს აგდებდა მისი მეხსიერებიდან მთების იმ ავბედით
მოხაზულობას, რომელიც ახლაც კი, ამ მაგიდასთან მჯდომს,
დროგამოშვებით გონებაში გაუელვებდა ხოლმე. „დიდებული
და ეული ფრინველივითო...“ უცებ საკუთარი ძლევამოსილება
იგრძნო. ათიათასობით ჯარისკაცის მიწაში ჩამარხული ნეშტი,
ამდენი წელია, მის მოსვლას ელოდებოდა და აი, ისიც, რო-
გორც იქნა, გამოცხადდა ახალი მესიასავით, რუკებით, სიები-
თა და უტყუარი მონაცემებით აღჭურვილი, რათა ისინი ამ ტა-
ლახიანი მიწიდან ამოიყვანოს და თავიანთ ოჯახებს დაუბრუ-
ნოს. სხვა გენერლები წარუძღვნენ ამ ჯარისკაცების თვალუწ-
ვდენელ კოლონებს დამარცხებისა და განადგურებისკენ. ის კი
მოვიდა, რათა დავიწყებასა და სიკვდილს ის მცირედი გამოგ-
ლიჯოს კლანჭებიდან, რაც ამ ყველაფრიდან ჯერ კიდევ რჩება.
საფლავიდან საფლავზე ირბენს, ყველა ბრძოლის ველს მოივ-
ლის და ყველა დაკარგულს იპოვის. თიხნარი მიწის წინააღ-
მდეგ ბრძოლაში ხელი არ მოეცარება – იმ ჯადოსნურ ძალას
გრძნობს, რომელსაცზუსტი სტატისტიკა იძლევა.
ის დიდ, ცივილიზებულ ქვეყანას წარმოადგენდა და მისი
საქმე სიდიადით უნდა ყოფილიყო აღსავსე. მოვალეობა, რომ-
ლის შესრულებასაც ის აპირებდა, ბერძენთა და ტროელთა
ძლევამოსილების სადარი გახლდათ და ჰომეროსისაგან ხოტ-
ბაშესხმულ სამგლოვიარო ბრწყინვალებას უტოლდებოდა.
გენერალმა კიდევ ერთი პირთამდე გავსებული ჭიქა გა-
დაჰკრა. ამიერიდან ყოველდღე, შორს, მის ქვეყანაში, ყველა,
ვინც ელოდებოდა, მის გახსენებაზე ასე იტყოდა ალბათ – ახ-
ლა ის ეძებს. ჩვენ დავსეირნობთ, კინოებსა და რესტორნებში
დავიარებით, მაშინ, როცა ის კუთხე-კუნჭულს არ ტოვებს იმ
უცხო ქვეყანაში, რომ ჩვენი საბრალო შვილები იპოვოს. ო, რა
მძიმე მოვალეობა აწევს მხრებზე! მაგრამ თავს გაართმევს.
ტყუილუბრალოდ კი არ გავგზავნეთ სწორედ ის. დაე, ღმერთი
იყოს მისი შემწე და მფარველიო!

9
თავი II
წერაქვი ყრუ ხმით ჩაესო მიწაში. მღვდელმა პირჯვარი გა-
დაიწერა. გენერალმა სამხედრო სალმით უპასუხა. მუნიციპა-
ლური სამსახურების მოხუცმა მიწის მუშამ თავისი სამუშაო ია-
რაღი ასწია და ძლიერად დაუშვა ძირს.
ესეც ასე, იწყებაო, გაიფიქრა მათ ფეხებთან მოგორებული
ნოტიო მიწის პირველი მომცრო ბელტების დანახვით აღელვე-
ბულმა გენერალმა. პირველ სამარხს ხსნიდნენ და თითოეული
მათგანი გაქვავებულივით იდგა გარშემო. ალბანელი ექსპერ-
ტი, ქერათმიანი და ჩამომხმარსახიანი ყმაწვილკაცი, რაღაცას
ინიშნავდა ბლოკნოტში. ორი მუშა სიგარეტს ეწეოდა, მესამე
ყალიონს, უკანასკნელი კი, მათში ყველაზე ახალგაზრდა, წე-
რაქვის ტარს ჩამოჰყრდნობოდა და სანახაობას ჩაფიქრებული
სახით ადევნებდა თვალს. უნდა გაეგოთ, როგორ ჩაეტარები-
ნათ ექსჰუმაციის სამუშაოები და ამიტომაც გაფაციცებით აკ-
ვირდებოდნენ საფლავის გახსნას.
გენერალი თვალს არ აცილებდა ბელტების გროვას, რო-
მელიც სულ იზრდებოდა და იზრდებოდა მუშის ფეხებთან.
ბელტები შავი და რბილი იყო და მსუბუქი ორთქლი ასდიოდა.
აი, ესაა უცხო მიწა. შავი ტალახიც ყველგან ერთია, ქვებიც,
ფესვებიც და ორთქლიც. მიწა მიწაა. მაგრამ თან მაინც უცხოა-
ო, ფიქრობდა ის.
მათ უკან, გზატკეცილზე, მანქანები დიდი სიჩქარით ჩაიქ-
როლებდნენ ხოლმე და დროდადრო მათი პიპინის ხმებიც ის-
მოდა. სასაფლაო, როგორც სამხედრო სასაფლაოთა უმეტე-
სობა, გზის გასწვრივ გადაჭიმულიყო. მეორე მხარეს ძროხები
ძოვდნენ ბალახს და ათასში ერთხელ რომელიღაცის ბღავი-
ლი მთელ ხეობაში ისმოდა.
გენერალი ღელავდა. მიწის გროვა ისევ უწყვეტად მაღ-
ლდებოდა და ნახევარი საათის შემდეგ ბებერი მუშა თხრილში
უკვე მუხლებამდე იდგა. მუშა ამოვიდა, რომ ცოტა ხანს შეეს-
ვენა, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც მის ამხანაგს დასჭირდა

10
ნიჩბით იმ მიწის ამოსაყრელად, რომელიც იქამდე მას მოეთ-
ხარა წერაქვით. შემდეგ ისევ თხრილში ჩავიდა.
მაღლა, ცაში, მათ თავზე, ველური ბატების გუნდმა გადა-
იფრინა.
ერთ-ერთი სოფლელი გზატკეცილზე მოაბიჯებდა და ცხენი
აღვირით მოჰყავდა. რაკი აშკარად არ იცოდა, რას აკეთებ-
დნენ მუშები, გამოსძახა:
– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
პატარა ჯგუფიდან, რომელიც თხრილს გარშემო შემოვლე-
ბოდა, არავის უპასუხია და გლეხიც თავის გზას გაუყვა.
გენერალი რიგრიგობით უყურებდა ამოთხრილ მიწას და
მუშებს, რომლებიც მშვიდი და სერიოზული სახეებით იდგნენ.
ნეტა რას ფიქრობენ ამ ყველაფერზეო, ფიქრობდა ის. არადა
ამ ხუთმა კაცმა უნდა ამოთხაროს მთელი არმიაო.
მაგრამ მათ სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდა ადამიანი.
ორმა მათგანმა ახალ სიგარეტს მოუკიდა, მესამემ კვლავ ყა-
ლიონი გააბოლა, მეოთხე, ყველაზე ჯეელი კი ისევ წერაქვის
ტარს ჩამოჰყრდნობოდა და ასე თვალგაშტერებით იდგა.
ბებერი მიწის მუშა, რომელიც ამჯერად წელამდე იდგა
თხრილში, ექსპერტის განმარტებებს უგდებდა ყურს. რამდე-
ნიმეწამიანი საუბრის შემდეგ თხრა განაგრძო.
– რას ამბობს? – ჰკითხა გენერალმა. -
– კარგად ვერ გავიგონე, – მიუგო მღვდელმა.
დანარჩენები სამარისებურ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ.
– გაგვიმართლა, რომ არ გაწვიმდა, – ჩაილაპარაკა
მღვდელმა.
გენერალმა ზევით აიხედა. ნისლი ყველა მხარეს ბურავდა
თვალსაწიერს და კაცი ვერ გაარჩევდა, ის ჩამუქებული მოხა-
ზულობა, შორს რომ მოჩანდა, სინამდვილეში ბურუსი იყო თუ
ცად ატყორცნილი მთები.
მუშა, რაც მეტს თხრიდა, სულ უფრო და უფრო ღრმად ჩა-
დიოდა მიწაში. გენერალი დაჰყურებდა მის ჭაღარათმიან
თავს, რომელიც წერაქვის ყოველ დარტყმასთან ერთად ირხე-
ოდა.

11
ჩანს, კარგად ესმის საქმე. რასაკვირველია, თორემ მას არ
დაავალებდნენ მიწის მთხრელთა გუნდის თავკაცობას, რო-
მელმაც მთელი ეს გათხრები უნდა ჩაატაროსო, ფიქრობდა.
ცხადია, გენერალი უფრო კმაყოფილი დარჩებოდა, მუშას უფ-
რო სწრაფად რომ ეთხარა, სამარხები რაც შეიძლება მალე
გახსნილიყო და რაც შეიძლება მალე ეპოვათ დაღუპულები.
ერთი სული ჰქონდა, დანარჩენი მუშებიც როდის დაიწყებდნენ
მიწის თხრას. მაშინ ის ჯიბიდან სიებს ამოიღებდა და მათ პატა-
რა წითელი ჯვრებით გაავსებდა თითოეული ნაპოვნი ჯარისკა-
ცის აღსანიშნავად.
მიწასთან შეხებისას წერაქვი ახლა რაღაც მოგუდულ ხმას
გამოსცემდა, თითქოს სადაცაა მიწის შიგნეულობა ამოხეთ-
ქავსო. გენერალი უცებ მთლიანად მოიცვა განგაშის შეგრძნე-
ბამ.
და თუ ვერაფერს ვიპოვით აქ? ზუსტი თუ არ არის რუკები
და იძულებული თუ გავხდებით, ორგან, სამგან ან სულაც ათ-
გან გავთხაროთ თითო ჯარისკაცის საპოვნელად?
– თუ ვერ ვიპოვით ვერაფერს? – მიუბრუნდა ღვთის მსა-
ხურს.
– სხვაგან გავათხრევინებთ. ორმაგს გადავუხდით, თუ სა-
ჭიროა.
– ფასი აქ არაფერ შუაშია. მთავარი ერთადერთია – ვიპო-
ვოთ ყველა, ვისაც ვეძებთ.
– ვიპოვით. არ შეიძლება, რომ ვერ ვიპოვოთ.
გენერალმა ეჭვნარევი სახით განაგრძო:
– კაცი იფიქრებდა, აქ არც არასდროს მომხდარა ბრძოლე-
ბი და მიწას მხოლოდ ეს ძროხები ტკეპნიდნენ, მშვიდად რომ
ძოვენ ახლა ბალახს.
– მერე ყოველთვის ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, – უპა-
სუხა მღვდელმა. – ოც წელზე მეტი ხანი გავიდა მას შემდეგ.
– მართლაც დიდი დროა და სწორედ ეს მაწუხებს.
– რატომ? – ჩაეძია მღვდელი. – მიწა მყარია აქ და რაც
შიგნითაა ჩაფლული, ბევრი წლის განმავლობაში ვერსად წა-
ვა.

12
– ეგ მართალია, მაგრამ თავადაც არ ვიცი, რატომ ვერ ვე-
გუები აზრს, რომ ისინი აქ, ჩვენთან, სულ რაღაც ორი მეტრის
სიღრმეში არიან.
– ეგ იმიტომ, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ ალბა-
ნეთში ომის დროს, – უთხრა მღვდელმა.
– მართლა ასეთი საშინელება იყო?
– დიახ, საშინელება.
მოხუცი მიწის მუშა ახლა უკვე მთელი ტანით ჩასულიყო მი-
წაში. მომცრო წრე კიდევ უფრო დავიწროებულიყო მის გარშე-
მო. ორად მოკეცილი ალბანელი ექსპერტი თხრილის თავზე
იდგა და განუწყვეტლივ იძლეოდა რაღაც ინსტრუქციებს.
კენჭებთან შეხებისას ნიჩაბი ყრუ ხმას გამოსცემდა. გენე-
რალს ყურში ჩაესმოდა იმ მონათხრობთა ნაწყვეტები, რომ-
ლებსაც აქ გამომგზავრებამდე მასთან სტუმრად მისული ძვე-
ლი მებრძოლები უზიარებდნენ, მებრძოლები, რომელთაც
ალბანეთში დაცემული ამხანაგების საფლავების პოვნა აინტე-
რესებდათ.
„ჩემი ხანჯალი კენჭებს რომ ხვდებოდა, ისეთ ხმას უშვებ-
და, ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ
მთელი ძალით ვცდილობდი მიწის ამოჩიჩქნას, ჩემი ეს სახელ-
დახელო იარაღი უძლური გამოდგა მიწასთან ამ უთანასწორო
ბრძოლაში. ძლივძლივობით მოვახერხე ერთი მუჭა თიხის
ამოღება და ამას ვეუბნებოდი დანანებით საკუთარ თავს –
ჭკუა რომ მეხმარა, ახლა ნიჩაბი მექნებოდა და თხრას სწრა-
ფად, უფრო სწრაფად შევძლებდი-მეთქი... რადგან ჩემგან
რამდენიმე ნაბიჯში ჩემი საუკეთესო ამხანაგი პირქვე იწვა და
ფეხები წყლით ნახევრად სავსე ორმოს თავზე ჰქონდა გადაყო-
ფილი. მოვხსენი ხანჯალი, რომელიც სამხედრო ქამარზე ეკი-
და და ორივე ხელით ერთდროულად დავიწყე თხრა. მინდოდა,
სამარე ძალიან ღრმა ყოფილიყო, რადგან ასეთი იყო ნება მი-
სი. მეუბნებოდა, შენ გვერდით თუ მომკლავენ, რაც შეიძლება
ღრმად დამმარხე მიწაში. მეშინია, ძაღლებმა და ტურებმა არ
მიპოვონ, როგორც ეს ტეპელენში მოხდა. ხომ გახსოვს იქაუ-
რი ძაღლებიო. კი, როგორ არ მახსოვს-მეთქი, ვუპასუხე და სი-
გარეტი გავაბოლე. და აი, ის მოკვდა, მე კი ვთხრიდი და თან

13
ვფიქრობდი, ნუ იდარდებ, შენი სამარე ღრმა, ძალიან ღრმა
იქნება-მეთქი. საქმეს რომ მოვრჩი, ზედაპირი როგორც შემეძ-
ლო, მოვასწორე, ისე, რომ ნიშანწყალი არაფრის დარჩენილი-
ყო, იმის შიშით, რომ ვინმეს ან რამეს არ ეპოვა და არ ამოეთ-
ხარა ცხედარი. შემდეგ ტყვიამფრქვევების კაკანს ზურგი ვაქ-
ციე, სიბნელეში გავეშურე და ერთხელაც შემოვტრიალდი
წყვდიადისკენ, სადაც ის დავტოვე და გონებაში ვუთხარი, ნუ
გეშინია, ვერ გიპოვიან-მეთქი.“

– კვლავ არაფერი, როგორც ჩანს, – მღელვარება ვერ და-


ფარა გენერალმა.
– ასე ხელაღებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით, – მიუგო
მღვდელმა, – თუმცა, იმედის დაკარგვა არ ღირს.
– არადა, ომის დროს, ჩვეულებრივ, ასე ღრმად არ კრძა-
ლავენ დაღუპულებს.
– შეიძლება ეს მისი მეორე საფლავია. ისეც მომხდარა,
რომ ერთი საფლავიდან ამოუთხრიათ და მეორეში, ანდა სუ-
ლაც მესამეში გადაუსვენებიათ.
– შეიძლება, მაგრამ საფლავები თუ ასეთი ღრმაა, ჩვენ
ვერც ვერასდროს მოვრჩებით საქმეს.
– ხანდახან დამატებითი მუშების დაქირავება მოგვიწევს,
თუნდაც დროებით, – აუხსნა მღვდელმა. – ზოგ შემთხვევაში
ოცამდეც კი.
– ზოგჯერ მეტიც!
– დიახ, ეგრეც შეიძლება მოხდეს.
– ისეთი დღეებიც შეიძლება გაგვითენდეს, რომ იძულებუ-
ლები გავხდეთ, ასი დავიქირაოთ.
– ვინ იცის!
– მაგრამ ეს ხუთი მუშა მუდმივად ჩვენს განკარგულებაში
იქნება, არა?
– ასე უწერიათ ხელშეკრულებაში.
– რას აკეთებენ ამასობაში? – განაგრძო გენერალმა. –
ჯერ კიდევ არ უპოვიათ არაფერი?
– მაქსიმალური სიღრმე მიღწეულია, – მიუგო მღვდელმა.
– რამე თუ არის შიგნით, ან ახლა გამოჩნდება, ან არასდროს.

14
– ვშიშობ, არ გაგვიმართლებს დღეს.
– შეიძლება მიწის ქვედა შრე დაიძრა, – თქვა მღვდელმა.
ექსპერტი კიდევ უფრო დაიხარა თხრილისკენ. დანარჩენებიც
მიუახლოვდნენ.
– არის! ვიპოვე! – შეჰყვირა ბებერმა მუშამ. მისი მოგუდუ-
ლი ხმა ძლივს ისმოდა, რადგან თავჩახრილი ლაპარაკობდა
ორმოდან.
– იპოვა, – გაიმეორა მღვდელმა.
გენერალმა ღრმად ამოიოხრა. დანარჩენებიც ნელ-ნელა
მოეგნენ გონს. მათში ყველაზე ახალგაზრდამ, რომელიც ფეხ-
ზე იდგა და ჩაფიქრებული თავისი წერაქვის ტარს ჩამოჰ-
ყრდნობოდა, სიგარეტი სთხოვა ერთ-ერთ ამხანაგს და მოუკი-
და.
ბებერმა მუშამ ძვლების ამოღება დაიწყო, ნიჩბით ამოჰ-
ქონდა და თხრილის გვერდით აწყობდა. ამ ნარჩენებში არა-
ფერი იყო შთამბეჭდავი. ძვლებს თიხიანი მიწა ისე შემოჰ-
კვროდა გარს, გეგონებოდა, ხმელი ტოტებიაო. გარშემო ახ-
ლად ამოთხრილი მიწის სუნი იდგა.
– დეზინფექტანტი! – დაიყვირა ექსპერტმა. – მოიტანეთ
დეზინფექტანტი!
ორი მუშა საბარგო მანქანისკენ გაეშურა, რომელიც გზის
გვერდზე, მსუბუქი ავტომობილის წინ იდგა.
ექსპერტმა რაღაც პატარა ნივთი აღმოაჩინა ძვლებს შო-
რის და გენერალს გაუწოდა პინცეტით.
– მედალიონია. არ შეეხოთ, გთხოვთ.
გენერალი ახლოდან დააკვირდა და ღვთისმშობლის გა-
მოსახულება გაარჩია.
– ჩვენი ჯარისკაცების მედალიონია! – თქვა ხმადაბლა.

„იცი, რატომ გვიკიდია გულზე ეს მედალიონი? მკითხა ერთ


დღეს. იმისთვის, რომ ჩვენი ნეშტები ამოიცნონ, თუ დაგვხოცა-
ვენ. და დამცინავად ჩაეღიმა. ფიქრობ, ჩვენს ნეშტებს მართლა
ვინმე დაუწყებს ძებნას? ჰოდა, მოდი, დავუშვათ, რომ ერთ
დღესაც დაუწყეს. შენ თუ გგონია, ეგ აზრი რამე ნუგეშს მცემს.
ომის დამთავრების შემდეგ ცხედრების ძებნაზე უფრო დიდი

15
ფარისევლობა არც არსებობს ქვეყანაზე. მე, ჩემდათავად,
სულ არ მინდა ეგ ამბავი. დამანებონ თავი და დამტოვონ იქ,
სადაც დავეცემი. ამ ბინძურ მედალიონს, ერთხელაც იქნება
და, შორს მოვისვრი. მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს, გადააგ-
დო და აღარც ჩამოუკიდია გულზე.“
დეზინფექციის დასრულებისთანავე ექსპერტი თითოეული
ძვლის გაზომვას შეუდგა, მერე კი ერთხანს რაღაცას ანგარი-
შობდა და გრძელ და თხელ თითებს შორის მოქცეული კალ-
მით რაღაცეებს იწერდა ბლოკნოტში.
– სიმაღლე მეტრი და სამოცდაცამეტი.
– სწორია, – დაუდასტურა გენერალმა მას შემდეგ, რაც სი-
აში მითითებული თანამიმდევრობა გადაამოწმა.
– შეფუთეთ პაკეტში ძვლები, – უთხრა ექსპერტმა მუშებს.
გენერალმა მზერა გააყოლა მოხუც მუშას, რომელიც გზის-
პირას, ქვაზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სათუთუნე ამოიღო და სიგარე-
ტის შეხვევას შეუდგა.
ნეტა ეს კაცი ასე რატომ მიყურებსო, გაიფიქრა გენერალ-
მა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ერთდროულად ხუთ ადგილას
დაიწყეს თხრა.

– ნამდვილად რაღაც აგვერია, – თქვა გენერალმა, – შთა-


ბეჭდილება მრჩება, რომ ჩიხში შევედით.
– კიდევ ერთხელ ხომ არ გადავხედოთ რუკებს?
– კაცი ვერ გაიგებს ვერაფერს. თითქოს მაღლობების რიც-
ხვებია არეული.
– საფლავები აშკარად ნაუცბადევადაა ჩახატული, უკან
დახევის დროს.
– შეიძლება.
– ცოტა მარჯვნისკენ ხომ არ გვეცადა? საით მიდის ეს მინ-
დვრის გზა?
– მეზობელი კოოპერატივის მიწებისკენ.
– ვცადოთ იქით მხარეს.
– ფუჭი გარჯა იქნება.
– თანაც ტალახია ყველაფერთან ერთად.

16
– ერთხელ მაინც უნდა ვცადოთ მარჯვნივ.
– ეს გზა არ მიგვიყვანს არსად.
– ვეღარც ვეძებთ. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდით.
– რა ტალახია!
– ერთ ადგილს ვტკეპნით და მეტს არაფერს ვაკეთებთ. მა-
თი შეწუხებული ხმები მათივე ნაბიჯებთან ერთად სადღაც
შორს, მინდორ-ველებში მიწყდა.

17
თავი III
ოცი დღის თავზე ტირანაში დაბრუნდნენ.
მოსაღამოებულიყო. მწვანე მანქანა სასტუმრო „დაიტის-
თან“, შენობის წინ აღმართული ფიჭვების ფარდის ძირას გა-
ჩერდა. გენერალმა პირველმა ჩამოდგა ფეხი მიწაზე. დაქან-
ცული და გატანჯული იერი, სახის ნაკვთები კი თითქოს წაშლი-
ლი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოიყურებოდა სას-
ტუმროს ნეონისგანათებიანი წარწერის შუქზე. წამით მზერა
მანქანაზე გაუშტერდა. ტალახი მაინც მოეშორებინათო, გა-
იფიქრა გაღიზიანებულმა. თუმცა ამ წუთის ჩამოსულები იყ-
ვნენ და ვერ გაუწყრებოდა მძღოლს, მანქანა რატომაა ჭუჭყი-
ანიო. გენერალმა კარგად იცოდა ეს, მაგრამ გონებიდან იშო-
რებდა ამ მიზეზებს.
გარეთა კიბის საფეხურები ჩქარი ნაბიჯით აიარა, მისაღებ-
ში მისთვის გამოგზავნილი წერილები აიღო, სატელეფონო
კავშირი ითხოვა ოჯახთან და ნელა გაემართა თავისი ოთახის-
კენ.
მღვდელი პირდაპირ ავიდა თავისთან.
ერთ საათში, მას შემდეგ, რაც იბანავეს და ტანთ გამოიცვა-
ლეს, ორივენი მაგიდას უსხდნენ პირველი სართულის დარ-
ბაზში. გენერალმა ფერნეტი შეუკვეთა. მღვდელმა ცხელი შო-
კოლადი აიღო. შაბათი იყო. მიწისქვეშა ტავერნიდან ორკეს-
ტრის ხმები ამოდიოდა. ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც
ტავერნაში ჩადიოდნენ ან იქიდან ამოდიოდნენ, დროდადრო
გამოჩნდებოდნენ ხოლმე სალონის სიღრმეში. ჰოლშიც მიდი-
მოდიოდა ხალხი. მუქი ფარდები და დიდი სავარძლები სოლი-
დურ იერს აძლევდა დარბაზს.
– ჩვენი პირველი მარშრუტი ბოლოს და ბოლოს დასრულ-
და, – თქვა გენერალმა.
– დიახ, როგორც იქნა.
– როგორ ფიქრობთ, მოვასწრებთ ამ საქმის დამთავრებას
ერთ წელიწადში, როგორც გათვალისწინებულია?

18
– ვიცი განა? – მიუგო მღვდელმა სასხვათაშორისოდ. – იმ
სირთულეებზეცაა დამოკიდებული, რომლებსაც გამუდმებით
ვაწყდებით და ამინდზეც. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს,
გაისად ამ დროს უკვე დამთავრებული გვექნება.
– მეც ასე ვფიქრობ, – განაგრძო გენერალმა. – თავიდან
ქალაქების სიახლოვეს მოგვიწევს ძებნა. სირთულეები ქვეყ-
ნის შიგნით, სოფლებში მოგვემატება, განსაკუთრებით, მთიან,
მიყრუებულ მხარეებში.
– თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, – თქვა მღვდელმა.
– მთებში ძალიან გაგვიჭირდება.
– მეც ეგ მაშინებს.
– თუმცა არც იმათ ჰქონიათ იოლი ამოცანა.
– რა თქმა უნდა.
– ხვალ თავიდან შევისწავლი რუკებს, გეგმა რომ შევიმუ-
შაოთ მეორე მარშრუტისთვის.
– ოღონდ ნუ გაავდრდება და...
– მაგას ვერაფერს მოვუხერხებთ. სეზონია ასეთი.
მღვდელს თავისი გრძელ – და თხელთითებიანი ხელის ცე-
რითა და საჩვენებელი თითით ფინჯანი ეჭირა და იქიდან წყნა-
რად სვამდა ცხელ შოკოლადს.
ლამაზი მამაკაციაო, გაიფიქრა გენერალმა, როცა მის
მკაცრ და შეუვალ პროფილს დააკვირდა. შემდეგ კი უეცრად
ასეთმა აზრმა გაუელვა თავში: ნეტა რა ურთიერთობა შეიძლე-
ბა ჰქონდეს მას პოლკოვნიკის ქვრივთან? ნამდვილად რაღაც
ხდება მათ შორის. ქალი ლამაზია, მომხიბვლელი, განსაკუთ-
რებით, საბანაო კოსტიუმის ამარა როცააო. გაახსენდა, რომ
ერთხელ, როდესაც საუბარში მღვდელი ახსენა, ქალმა თავი
ვერ შეიკავა, გაწითლდა და თვალები ძირს დახარა. ნეტა რა
ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთო, ისე დაუსვა ხელახლა ეს
შეკითხვა გენერალმა საკუთარ თავს, რომ მღვდლისთვის მზე-
რა არ მოუშორებია.
– მთელი ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, პოლკოვნიკ ზ.-
ს ნეშტს მაინც ვერ მივაგენით, – თქვა მან დამარცვლით.
– ჯერ ყველა შანსი არ არის დაკარგული, – უპასუხა
მღვდელმა და თავი ჩახარა. – მე იმედიანად ვარ.

19
– გაგვიჭირდება, რადგან მისი სიკვდილის გარემოებები
არ ვიცით.
– მართლაც, ეს არ იქნება იოლი საქმე, – მშრალად და-
უდასტურა მღვდელმა. – მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ძიების ჯერ
მხოლოდ დასაწყისში ვართ. დრო თავზე საყრელად გვაქვს.
ნეტა სადამდე შეტოპა თავის ურთიერთობებში პოლკოვნი-
კის ქვრივთანო, კიდევ ერთხელ გაიფიქრა გენერალმა. საინ-
ტერესოა, სადამდე შეიძლება შეჰყვეს ურთიერთობებში ეს
წმინდა მამა რომელიმე ლამაზ ქალს.
– პოლკოვნიკის ნეშტს ნებისმიერ ფასად უნდა მივაგნოთ,
– განაგრძო მან, – მაღალი ჩინის წოდების ყველა ოფიცრის
ცხედარი უკვე დიდი ხნის გადასვენებულია სამშობლოში. ესღა
დარჩა და მისი ოჯახი მღელვარებით ელოდება ჩვენი ძიების
შედეგებს, განსაკუთრებით მისი ცოლი.
– დიახ, – მიუგო მღვდელმა, – ძალიან დაინტერესებული
ჩანს.
– გინახავთ პოლკოვნიკის საფლავი? ძალიან მდიდრული,
მარმარილოთი მოპირკეთებული საფლავი გაუკეთეს მისია-
ნებმა.
– დიახ, მივედი სანახავად აქ გამომგზავრებამდე.
– ძალიან შთამბეჭდავი ძეგლია, – განაგრძო გენერალმა,
– ქანდაკებით და თეთრი და წითელი ვარდების მწკრივებით
გარშემო. მაგრამ ცარიელია.
მღვდელი დადუმდა.
ორივენი კარგა ხანს ისხდნენ ასე, მდუმარედ. გენერალი
ფერნეტს წრუპავდა და აქეთ-იქით იყურებოდა. თავისივე მზე-
რა აგრძნობინებდა, თუ რაოდენ უცხო იყო მთელი ეს გარემო
მისთვის. უეცრად სრულიად ეულად იგრძნო თავი. ეულად თა-
ვის გარდაცვლილ თანამემამულეთა საფლავებს შორის. ჯან-
დაბა! უნდოდა გონებიდან განედევნა ამ საფლავებზე ფიქრი,
თავისი „ძმების“ სამარეები, რადაც უნდა დასჯდომოდა, აღარ
ეფიქრა ამაზე. მათთან გატარებული ორი კვირა, თანაც,
მღვდლის კომპანიაში, სავსებით საკმარისი იყო. ახლა უნდო-
და, გაჰქცეოდა ამ ყველაფერს, შორს დაეტოვებინა მათი მო-
გონება. შაბათი საღამო იყო. მოდუნება, გართობა მოუნდა.

20
მაგრამ რა ექნა მარტოს ამ მუნჯ და ყვავივით შავ მღვდელთან
ერთად, პირისპირ რომ ეჯდა? სიამოვნებით წავიდოდა საცეკ-
ვაოდ, რატომაც არა? მაგრამ განა ეს უადგილო არ იქნებოდა
უცხოელი გენერლის მხრიდან, რომელიც, ყველაფერთან ერ-
თად სახელმწიფოებრივი მისიითაა დატვირთული? გადასვე-
ნების მისიით. გუნება გაუფუჭდა. ან ეგებ დაღლილობის ბრა-
ლი იყო? ასე იყო თუ ისე, თავისი თავი ვერაფრით წარმოიდგი-
ნა საცეკვაო მოედანზე. მით უფრო, რომ იმ ხალხმა, რომელთა
შორისაც იმყოფებოდა და მისმა ჯარისკაცებმა ერთმანეთი
ამოხოცეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. დიახ, მარ-
თლა ძალიან დაქანცული იყო. მთელი ეს მინგრეულ-მონგრე-
ული, ოღროჩოღრო გზები, ტალახიანი საფლავები, ზოგან ერ-
თმანეთში აზელილი, ზოგან კი აქა-იქ მიმოფანტული, ეს მარა-
დიული, ჭკუიდან შემშლელი ტალახი, ნახევრად დანგრეული
ბლოკჰაუზები (ბლოკჰაუზებისგანაც, ისევე როგორც ჯარისკა-
ცებისგან, სხვათა შორის, ჩონჩხებიღა თუ იყო დარჩენილი),
ამას დამატებული ის გაურკვევლობა, რომელსაც აქვე ნაპოვ-
ნი სხვა ქვეყნების სამხედროთა საფლავები ქმნიდა, შესადგე-
ნი ოქმები, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებ-
თან მოსაგვარებელი ქვითრები, სავალუტო გადარიცხვების
ფორმალობები ბანკში, და კიდევ რამდენი გულის გამაწვრი-
ლებელი რამ ერთად და ერთდროულად! ყველაზე პასუხსაგე-
ბი საქმე საკუთარი გარდაცვლილების გარჩევა იყო სხვა არ-
მიების გარდაცვლილებისაგან. ხშირად ურთიერთსაწინააღ-
მდეგო მონათხრობებს ისმენდნენ, მოხუცებს სხვადასხვა ომის
ამბები და ბრძოლები ერთმანეთში ერეოდათ. არაფერი იყო
სანდო და უტყუარი. მხოლოდ მიწა ფლობდა ჭეშმარიტებას.
გენერალმა კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა.
– თავგზა ერევა კაცს ამ არმიების გადამკიდე, – ისე ხმა-
დაბლა ჩაილაპარაკა, თითქოს თავის თავს ეჩურჩულებოდა.
ირგვლივ მიმოიხედა. სალონში, როგორც ყოველთვის,
სიმშვიდეს დაესადგურებინა. მხოლოდ სულ ოდნავ მოშორე-
ბით, დარბაზის განაპირას, ახალგაზრდების ჯგუფი იჯდა. ერ-
თმანეთს რაღაც ამბებს უყვებოდნენ და დროდადრო იცინოდ-
ნენ. მათ მხოლოდ ზურგიდან ხედავდა. სიღრმეში ახალგაზ-

21
რდა ქალი და კაცი, აშკარად დანიშნულები, გვერდიგვერდ ის-
ხდნენ. ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და ათასში ერ-
თხელ თუ გადაულაპარაკებდნენ ერთიმეორეს რამდენიმე
სიტყვას. ბიჭს თავი სწორი ფორმისა ჰქონდა, შუბლი მაღალი
და დამრეცი, ქვედა ყბა კი საკმაოდ განიერი. „ალპური ტიპიო“,
გაიფიქრა გენერალმა.
ბარმენი დახლის უკან იდგა. მისი მშვიდი გამომეტყველე-
ბა, სრულიად მრგვალი სახე თითქოს ვაშლებითა და ფორ-
თოხლებით სავსე ორ ღრმა თეფშს შორის გაჭედილიყო.
ვიღაც თხელი აღნაგობის კაცი შემოვიდა პორტფელით
ხელში. რადიოსთან ახლოს, ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა.
– როგორც ყოველთვის, – გასძახა ბარმენს.
ეს უკანასკნელი ყავის მომზადებას შეუდგა, კაცმა კი პორ-
ტფელიდან სქელი რვეული ამოიღო და წერას შეუდგა. ვიწრო
ყბა და ბრტყელი ლოყები ჰქონდა. სიგარეტის მოქაჩვისას
ლოყები კიდევ უფრო მეტად ჩაუცვივდებოდა ხოლმე შიგნით.
– ესეც ალბანელები, – ისე ჩაილაპარაკა გენერალმა,
თითქოს ცოტა ხნის წინ შეწყვეტილ საუბარს აგრძელებსო. –
სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან. რას იფიქრებს
კაცი, ომის დროს მხეცებივით რომ იქცეოდნენ.
– ო, გენახათ, როგორ გარდაიქმნებოდნენ ხოლმე ბრძო-
ლისას!
– არადა, თითქოს არც ბევრნი უნდა იყვნენ, წესით.
– არც ცოტანი არიან, სხვათა შორის, – მიუგო მღვდელმა.
კიდევ ერთი გამობურცულშუბლიანი მამაკაცი შემოვიდა
სალონში.
– რა საშინელი საქმე დაგვევალა ჩვენ, – თქვა გენერალმა.
– ქუჩაში ან კაფეში ადამიანი ვერ დამინახავს, რომ არ მეფიქ-
რა იმწამსვე მისი თავის ქალის ფორმაზე. ხომ გესმით ჩემი?
რამდენიმე დღეა სახეების ნაცვლად თავის ქალებს ვხედავ
ხალხის მხრებზე. უცნაურია, არა?
– მომიტევეთ, თავს უფლებას რომ ვაძლევ ამ შენიშვნის-
თვის, მაგრამ ვფიქრობ, ოდნავ ზედმეტად ეძალებით სასმელს,
უთხრა თავაზიანად მღვდელმა და ნაცრისფერი თვალებით მი-
აჩერდა.

22
ამ მომენტში გენერალს დაეუფლა შეგრძნება, რომ ამ
თვალების ფერი სალონის სიღრმეში მდგარი ტელევიზორის
ეკრანის ფერში ერეოდა. ტელევიზორისა, რომელიც არას-
დროს მუშაობსო, გაიფიქრა გენერალმა. უფრო სწორად, ეკ-
რანისა, რომელიც ყოველთვის რომელიღაც ერთ გადაცემას
აჩვენებს, სრულიად გაუგებარსო.
წამით ცარიელ ჭიქას გახედა და ხელში შეათამაშა.
– თქვენი აზრით, რა უნდა ვაკეთო ამის ნაცვლად? – იკით-
ხა ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა. – რას მირჩევთ? ფოტოები
გადავიღო, რომ დაბრუნებისას მერე ცოლს დავათვალიერე-
ბინო, თუ დღიურის წერას მივყო ხელი, რომ დღის ბოლოს
აქაურობის ღირსშესანიშნაობები ჩავინიშნო? ჰა? რას იტყვით?
– მსგავსი არაფერი მითქვამს. უბრალოდ მიგანიშნეთ,
რომ შეიძლება ოდნავ ზედმეტი მოგდიოდეთ სმა.
– მე კი ის მეჩვენება საკვირველი, თქვენ რომ არ სვამთ...
შეიძლება ითქვას, ძალიან საკვირველიც.
– მე არასდროს გავკარებივარ ალკოჰოლს, – მიუგო
ღვთის მსახურმა.
– ეგ არ არის მიზეზი საიმისოდ, რომ არც ახლა შესვათ.
მომბაძეთ, დალიეთ ყოველ საღამოს, რომ დაივიწყოთ, რასაც
მთელი დღის მანძილზე ხედავთ.
– და რატომ უნდა დავივიწყო ის, რასაც მთელი დღის მან-
ძილზე ვხედავ?
– იმიტომ, რომ ერთი სამშობლო გვაქვს ჩვენც და ამ საწ-
ყლებსაც, – თქვა გენერალმა და თითი დაჰკრა პორტფელს. –
არ გეცოდებათ ესენი?
– თავმოყვარეობას ნუ შემილახავთ, – მიუგო მღვდელმა.
– მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ.
გენერალს გაეღიმა.
– იცით, – დაიწყო მან, – შევნიშნე, რომ ბოლო სამი დღეა,
ჩვენი საუბრები უცნაურად მაგონებს ზოგიერთი თანამედროვე
თეატრალური პიესის დიალოგებს, რომლებიც, ყველაფერთან
ერთად, ფრიად მოსაწყენიცაა.
ახლა უკვე ღვთის მსახურს გაეღიმა.

23
– ბუნებრივია. სიტყვები, ვისიც არ უნდა იყოს ისინი, ყო-
ველთვის ემსგავსება რაღაცით დრამისა თუ კომედიის დი-
ალოგებს.
– მოგწონთ დღევანდელი თეატრი?
– დიახ, გარკვეულწილად.
გენერალი ჯერ ხანგრძლივად მიაჩერდა თვალებში, შემ-
დეგ კი მზერა მოარიდა.
– ჩემი საბრალო ჯარისკაცები, – თქვა მოულოდნელად,
თითქოს რაღაც სიზმრიდან გამოდისო. – გული მეფლითება,
ამათზე როცა ვფიქრობ. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს
მამინაცვალი ვიყო და სხვების მიტოვებულ შვილებზე ვზრუ-
ნავდე. ხანდახან ადამიანი ასეთი ბავშვების მიმართ უფრო
გულჩვილია, ვიდრე საკუთარი შვილებისადმი. თუმცა რა შე-
მიძლია მე მათთვის? როგორ ვიძიო მათი შური?
– მეც მიკვდება გული ამათ გამო, – თქვა მღვდელმა. –
თუმცა ჩემს გულს თუ სისხლი სდის, შიგნით სიძულვილიც ჩუხ-
ჩუხით იხარშება.
– ამ სიებისა და ოქმების ამარა ვერაფერს გავხდებით.
კუდში მივდევთ სიკვდილს და მეტს ვერაფერს ვახერხებთ. სა-
თითაოდ გვიწევს მათი ძებნა. სავალალოა, აქამდე რომ მივი-
და საქმე.
– ბედისწერას ვერ გავექცევით.
გენერალმა თავი დაუქნია.
კიდევ ერთხელ გაიფიქრა, თეატრში მგონია თავიო. ეს
მღვდელი თითქოს რკინისააო. თუმცა საინტერესოა, პოლ-
კოვნიკ ზ.-ს ლამაზ ქვრივთანაც ასეთივე რკინის შეუვალობას
იჩენს თუ არაო. შეეცადა, წარმოედგინა, როგორ მოიქცეოდა
მღვდელი, როდესაც მარტო დარჩებოდა ასეთ ლამაზ ქალთან,
როგორ იხდიდა ანაფორას მის წინაშე დასაჩოქებლად. უბ-
რალოდ მოეწონა ქალს ის, თუ ინტერესმა უბიძგა, რაღაც ნა-
ბიჯები გადაედგა მღვდლისკენ? მართლა ხდებოდა მათ შორის
რამე? თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს?!
სალონის რადიოდან მომავალმა ხმამ მისი ყურადღება მი-
იქცია. ყური ცქვიტა. ალბანური უხეშ ენად ეჩვენებოდა. ხში-
რად გაეგონა ექსჰუმაციის სამუშაოებზე მათ დასახმარებლად

24
სასაფლაოებზე მოსული გლეხების ლაპარაკი ამ ენაზე. დაღუ-
პულებსაც ნამდვილად გაეგონათ ეს საბედისწერო ენა. ახალი
ამბების გამოშვება უნდა იყოსო, გაიფიქრა. მართლაც, რამდე-
ნიმე ნაცნობი სიტყვა დაიჭირა: თელ-ავივი, ბონი, ლაოსი...
რამდენი ქალაქია მიმოფანტული მთელ მსოფლიოშიო,
გაიფიქრა და გონებაში ისევ ყველა იმ ჯარისკაცმა გაუელვა
თავში, რომელიც სულ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულიყ-
ვნენ ალბანეთში; გაუელვა წარწერებმა დაჟანგული თუნუქის
ფირფიტებზე, ჯვრებმა, ნაკვალევებმა მიწაზე, აჩხაბაჩხად და-
წერილმა სახელებმა და გვარებმა. თუმცა საფლავებს უმეტეს
შემთხვევაში არავითარი განმასხვავებელი ნიშნები არ ედო.
უარესიც – მათ მიერ ძებნილი დაღუპულების უმეტესობას სა-
ერთოდ საფლავიც არ ჰქონდა. საერთო ორმოებში, პირდაპირ
მიწაში ყრიდნენ ყველას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ თი-
ხიან მიწაშიც არ იძებნებოდნენ და მხოლოდ სიებში ეწერნენ.
ერთ-ერთი თავისიანის ნეშტი სამხრეთის ერთი სულ
მთლად პატარა ქალაქის მუზეუმში იპოვეს. მუზეუმი მშობლიუ-
რი ქალაქის წარსულით ძალიან გატაცებულმა რამდენიმე მო-
ქალაქემ დააარსა. ძველი ციხესიმაგრის სიღრმეში, კუთხე-
კუნჭულებში ძებნისას, სხვა რამეებთან ერთად ადამიანის ნაშ-
თებიც აღმოაჩინეს. კვირების განმავლობაში მოყვარულმა
არქეოლოგებმა ამ ცხედრის წარმოშობის შესახებ ერთმანე-
თისგან განსხვავებული ათასნაირი ჰიპოთეზა წამოაყენეს. ორ
მათგანს უკვე დაწყებული ჰქონდა გაბედული, სამეცნიერო
ნაშრომის წერა, ისეთის, ჟურნალშიც რომ გამოაქვეყნებს ადა-
მიანი, როდესაც ცხედრების მაძიებელთა მომცრო ჯგუფი იმ
ქალაქში ჩავიდა, ექსპერტმა შემთხვევით შეიარა მუზეუმში და
იქ მაშინვე იცნო მედალიონიანი ჩონჩხი (თავიანთ სტატიებში
მოყვარულები ორ ვარაუდს გამოთქვამდნენ ამ ნივთის წარ-
მოშობის თაობაზე: მათი თქმით, ეს ან სამკაული იყო, ან რო-
მის ეპოქის მონეტა). მაგრამ ექსპერტის სტუმრობამ წერტილი
დაუსვა ყველა განსხვავებულ მოსაზრებას. ერთადერთი რამ
რჩებოდა გასარკვევი: როგორ შეაღწია ჯარისკაცმა ციხესი-
მაგრის მიუდგომელ მიხვეულ-მოხვეულებში და რატომ.

25
– ნეტა ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ჯარისკაცი? – იკითხა
გენერალმა.
– რომელი? – კითხვა შეუბრუნა ღვთის მსახურმა.
– ციხესიმაგრეში რომ იპოვეს.
– ხომ გავარკვიეთ მისი სახელი და გვარი?
– რა თქმა უნდა, – თქვა გენერალმა, – მაგრამ მინდა ვი-
ცოდე, ერთი იმათგანია თუ არა, რომლის მშობლებიც პირა-
დად მოვიდნენ ჩვენ სანახავად.
– იმდენმა ხალხმა მოგვაკითხა თხოვნით, დავინტერესე-
ბულიყავით მათი ახლობლებით, რომ... – დაიწყო მღვდელმა.
– როგორ გავიხსენოთ ყველას სახელი და გვარი?
– შეუძლებელია მართლაც. თანაც ძალიან ბევრია ერთი
და იგივე გვარებიც. უგრძესი სიებია და, მართალი გითხრათ,
არც ერთი მათი რეკომენდაცია აღარ მახსოვს.
– ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი იყო, – თქვა მღვდელმა.
– რა საჭიროა ყველა ეს სახელი და გვარი და ასეთი დეტა-
ლური აღწერილობები? – იკითხა გენერალმა. – ბოლოს და
ბოლოს, რა სახელი და გვარი შეიძლება ჰქონდეს ძვლების
გროვას?
მღვდელმა ისე დაუქნია თავი, თითქოს ეუბნებოდა, ჩვენ
ვერაფერს გავხდებით, ასეა ეს და მორჩაო.
– ყველას ერთი სახელი და გვარი უნდა ჰქონდეს, როგორც
ერთნაირი მედალიონები უკიდიათ კისერზე, – განაგრძო გე-
ნერალმა.
მღვდელს პასუხი არ გაუცია.
ტავერნიდან ამომავალი ორკესტრის ხმები კვლავ აღწევ-
და მათ მაგიდამდე. გენერალი გაბმით ეწეოდა.
– საშინელებაა, ამდენი ხალხი რომ დაგვიხოცეს, – ისე
თქვა, თითქოს ძილში ლაპარაკობსო.
– მართლაც.
– ჩვენც არანაკლები დავუხოცეთ.
მღვდელი გაჩუმდა.
– დიახ, ჩვენც არანაკლები დავუხოცეთ, – გაიმეორა გენე-
რალმა, – მათი საფლავებით მოფენილია აქაურობა. ძალიან

26
საწყენი და დამამცირებელი იქნებოდა, მხოლოდ ჩვენი ჯარის-
კაცების სამარეები რომ ყოფილიყო აქაურ სასაფლაოებზე.
ღვთის მსახურმა უხმოდ დაიქნია თავი, კაცი ვერ მიხვდე-
ბოდა, იზიარებდა თუ არა გენერლის აზრს.
– ამას თუ ნუგეში ჰქვია... – ჩაილაპარაკა გენერალმა.
მღვდელმა ისევ დაიქნია თავი, თითქოს ამით ამბობდა, რა
გაეწყობაო.
– ვერ მიგიხვდით, – უთხრა გენერალმა, – თქვენი აზრით,
არის ეს ჩვენთვის ნუგეში, თუ არა?
მღვდელმა ხელები გაშალა.
– მე ღვთის მსახური გახლავართ და ვერ მოვიწონებ ადა-
მიანის სიკვდილს.
– ა! – შესძახა გენერალმა.
დანიშნულთა წყვილი წამოდგა და სალონიდან გავიდა.
– ულმობლად, მხეცურად ვხოცეთ ერთმანეთი, – განაგ-
რძო გენერალმა, – ეს ურჩხულები მართლა ძლიერები იყვნენ
ბრძოლაში.
– ბუნებრივიცაა, – თქვა მღვდელმა, – ეგენი გააზრებული
სიმამაცით არ იბრძოდნენ. ეს მათი ფსიქოლოგიით აიხსნება.
– ვერ მიგიხვდით, – შეაწყვეტინა გენერალმა.
– მარტივია, – განაგრძო მღვდელმა. – ომში ზოგის მოქმე-
დებას ჭკუა წარმართავს, მყარი იქნება ის თუ სუსტი; ზოგისას
კი – ინსტინქტები.
– დიახ!
– ალბანელები უხეში და ჩამორჩენილი ხალხია. დაბადე-
ბულები არ არიან და ხელში თოფს აძლევენ, ეს იარაღი მათი
არსებობის შემადგენელი ნაწილი რომ გახდეს.
– ჩანს კიდეც, – ჩაურთო გენერალმა. – ქოლგებიც კი თო-
ფებივით უჭირავთ ხელში.
– რაკი ბავშვობიდანვე მათი ცხოვრების ნაწილი, მათი არ-
სებობის შემადგენელი ელემენტი ხდება თოფი, ის პირდაპირ
გავლენას ახდენს ალბანელთა ფსიქოლოგიის ჩამოყალიბე-
ბაზე, – განაგრძო მღვდელმა.
– საინტერესოა.

27
– თუმცა, როცა რაღაცის ერთგვარ კულტს ქმნი, მერე, რა-
საკვირველია, მისი გამოყენების სურვილიც გიჩნდება. და ყვე-
ლაზე კარგად რაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა თოფი?
– მოსაკლავად, რა თქმა უნდა, – მიუგო გენერალმა.
– სწორედაც. ალბანელები ჭკუას კარგავენ, ისე მოსწონთ
კვლა, ანდა თავის მოკვლევინება. გარეთ რომ ვეღარ იპოვეს
მოსაკლავი მტერი, მერე ერთმანეთს დაერივნენ. გსმენიათ
რამე მათი ვენდეტის შესახებ?
– დიახ.
– უძველესი ატავისტური ინსტინქტია, რომელიც ადამიანს
ომისკენ უბიძგებს. მათივე ბუნება მოითხოვს ამას. მშვიდობი-
სას ალბანელები დუნდებიან, თვლემენ, როგორც გველები
ზამთარში. მხოლოდ ბრძოლის დროს ცოცხლდებიან და უდუ-
ღთ სისხლი.
გენერალმა თავი დააქნია.
– ომი ამ ქვეყნის ნორმალური მდგომარეობაა. ამიტომაც
არიან აქაურები ასეთი სასტიკები, საშიშები და როცა იბრძვი-
ან, უკვე საზღვარი აღარ იციან.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განადგურების ან თვითგა-
ნადგურების წყურვილით არიან შეპყრობილები და გადაშენე-
ბის გზაზე დგანან, – თქვა გენერალმა.
– ზუსტად ასეა.
გენერალმა კიდევ მოსვა. უკვე ცოტათი უჭირდა სიტყვების
გამოთქმა.
– გძულთ ალბანელები? – ჰკითხა უეცრად.
მღვდელს დამანჭულად გაეღიმა.
– არა, რამ გაფიქრებინათ?
გენერალი დაიხარა, ყურში რომ ეთქვა. მღვდელს ოდნავ
ზიზღი დაეხატა სახეზე, როცა ალკოჰოლის სუნი ეცა.
– რამ მაფიქრებინა? – ჰკითხა გენერალმა კიდევ უფრო
ხმადაბლა. – ვიცი, რომ ჩემზე არანაკლებ გძულთ ესენი, უბ-
რალოდ ჯერჯერობით ამის აღიარების დრო არ დამდგარა.

28
თავი IV
ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე უსურვეს და გენერალმა
ჯერ ოთახის კარი დახურა შესვლისას, მერე პატარა მაგიდას-
თან ჩამოჯდა, რომელზეც აბაჟურიანი ლამპის შუქი ეცემოდა.
მიუხედავად გვიანი ღამისა, არ ეძინებოდა. პორტფელი მაგი-
დაზე ედო და უნებლიეთ გაიშვირა ხელი ასაღებად. იქიდან და-
ხოცილი სამხედროების სიები ამოიღო და მათ ფურცვლას შე-
უდგა. სქელი დასტა იყო და ამიტომ ოთხ-ოთხად, ხუთ-ხუთად
ან ათ-ათად აეკინძათ. მეასედ გადაავლო თვალი. თითოეულ
სიაზე დიდი ასოებით ეწერა სათაურები: „პოლკი დიდება“,
„მეორე დივიზია“, „არმიის მეორე კორპუსი“, „რკინის დივი-
ზია“, „მე-3 სამთო ბატალიონი“, „მე-3 საგანგებო დანაყოფი“,
„გვარდიის მე-4 პოლკი“, „დივიზია გამარჯვება“, „ქვეითთა მე-
7 დივიზია“, „ცისფერი ბატალიონი“ (დამსჯელი შენაერთი)...
წამით ბოლო სიაზე შეჩერდა. პოლკოვნიკზ.-ს გვარი თავში
ეწერა, რასაც სხვა დახოცილების, მაღალი და დაბალი რანგის
ოფიცრებისა და ჯარისკაცების გვარები მოჰყვებოდა ჯგუფები-
სა და შენაერთების მიხედვით. „ცისფერი ბატალიონი“... რა
ლამაზი სახელიაო, გაიფიქრა გენერალმა.
სახელობითი სიები გვერდზე გადადო და სხვები ამოიღო,
მინდვრებში შენიშვნებითა და პატარა წითელი ჯვრებით აჭ-
რელებულები. ეს სიები კონკრეტულ მითითებებს შეიცავდა,
რასაც, წესით, ცხედრების ძიება უნდა გაეადვილებინა. სიებში
სამხედროები დაჯგუფებულები იყვნენ არა მათი ნაწილების,
არამედ იმის მიხედვით, თუ სად დაეცნენ და თითოეულის სა-
ხელისა და გვარის გასწვრივ ტოპოგრაფიულ რუკებზე აღნიშ-
ნული შესაბამისი მხარე, თითოეულის სიმაღლე და მათი კბი-
ლების თავისებურებები ეწერა. უკვე ნაპოვნი ჯარისკაცების სა-
ხელებთან პატარა წითელი ჯვრები იყო დასმული, თუმცა ასე-
თები ჯერ ძალიან ცოტანი იყვნენ.
ეს შედეგები საბაზო სიებში უნდა გადავიტანო და პირველი
მარშრუტის მაჩვენებლები შევაჯამო, მაგრამ ახლა უკვე ძალი-
ან გვიანიაო, გაიფიქრა გენერალმა.

29
არ იცოდა, რა გაეკეთებინა და გაუაზრებლად განაგრძო
კითხვა. დეტალური აღწერილობით გადატვირთულ სიებში სა-
თაურებს ფრჩხილებში ჩასმული თარგმანი მოჰყვებოდა. ხე-
ობების, ვიწრობების, ზეგნების, ნაკადულებისა და ქალაქების
ყველა ეს სახელი უჩვეულო და პირქუში ეჩვენა. დაეუფლა შეგ-
რძნება, რომ აქ ჩამოთვლილმა ადგილებმა სხვადასხვა ზო-
მით დაინაწილეს დახოცილები და რომ ახლა თავად მოვიდა
მათი კლანჭებიდან ამ ნადავლის გამოსახსნელად.
მზერა კვლავ ერთ-ერთ სიაზე გაუჩერდა. „უკვალოდ და-
კარგულთა სია“ იყო და პოლკოვნიკი ზ.-ს სახელი და გვარი
აქაც თავში ეწერა. „ერთი მეტრი და ოთხმოცდაორი სანტიმეტ-
რი, პირველი საჭრელი კბილი ოქროში ჩასმული“, წაიკითხა
გენერალმა; შემდეგ სია ბოლომდე გადაამოწმა. ერთი მეტრი
და სამოცდათოთხმეტი სანტიმეტრი, აკლია ორი წინა საღეჭი
კბილი; ერთი მეტრი და სამოცდახუთი სანტიმეტრი, ზედა ყბის
საღეჭი კბილები აკლია; ერთი მეტრი და ოთხმოცდაათი სან-
ტიმეტრი, აქვს ლითონის ხიდი წინა კბილებზე; ერთი მეტრი და
სამოცდათერთმეტი, არც ერთი კბილი არ აკლია; ორი მეტრი
და ათი სანტიმეტრი! ეს ნამდვილად ყველაზე მაღალი იქნება
სიაში. ვინ იცის, რამხელაა ყველაზე მაღალი? რაც შეეხება
ყველაზე დაბალს, ზუსტად ვიცი: წესის მიხედვით, ერთი მეტრი
და ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი უნდა იყოს. ყველაზე
მაღლები, ძირითადად, მე-4 გვარდიის პოლკიდან არიან, ყვე-
ლაზე დაბლები კი „სამთო მსროლელები“. თუმცა სისულე-
ლეებისთვის მცალია ახლა?!
შუქი ჩააქრო და დაწვა. მაგრამ ძილი არა და არ ეკარებო-
და. ის ოხერი ყავა არ უნდა დამელია ბოლოსო, ინანა.
ოთახის თეთრ ჭერს მიაჩერდა, რომელზეც ბულვარზე
დროგამოშვებით მოძრავი მანქანების ფარების შუქი ლამაზად
ათინათდებოდა. შტორებში შემომავალი სინათლე ჭერზე ზო-
ლებად ირეკლებოდა და შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ზევით
რენტგენის აპარატის ეკრანს უყურებდა, სადაც ვიღაც უცნო-
ბებს ერთიმეორის მიყოლებით სინჯავდნენ.
სიები მაგიდაზეა მიმოფანტულიო, გაიფიქრა. ამ აზრისგან
გააჟრჟოლა. ცოლი უნდა წამომეყვანა თან. ახლა ვიწვებოდით

30
გვერდიგვერდ, სიბნელეში, ხმადაბლა ვილაპარაკებდით და
მე ყველა ჩემს სადარდებელს გავანდობდი. მაგრამ იმას შე-
ეშინდებოდა, როგორც ბოლო დღეების მანძილზე ეშინოდა
ალბანეთში ჩემი გამომგზავრების წინო.
ეს ბოლო დღეები ძალიან განსხვავდებოდა მათი ჩვეული
ყოფისგან და ახალი და უცხო ელემენტებით იყო აღსავსე. ცუ-
დი ამინდები დამდგარიყო და ისიც სულ ახალი დაბრუნებული
იყო ზღვიდან, როდესაც პირველი სტუმარი მიადგა სახლში.
სამუშაო ოთახში იყო, როდესაც შინამოსამსახურემ ამცნო, ვი-
ღაც მოვიდა, სასტუმრო ოთახშია და თქვენ გკითხულობთო.
მამაკაცი ფანჯარასთან იდგა. გარეთ ნელ-ნელა ღამდებო-
და და ბაღში ხეები ჩრდილში გახვეულ უზარმაზარზვინებს წა-
აგავდა. კარის გაღებაზე სტუმარი შემოტრიალდა და გენე-
რალს მიესალმა.
– დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, – უთხრა ბოხი,
ჩახლეჩილი ხმით, – მაგრამ ყური მოვკარი, რომ მალე ალბა-
ნეთში მიემგზავრებით იქ დაკრძალული ჩვენი თანამემამუ-
ლეების ცხედრების ჩამოსასვენებლად.
– დიახ, ასეა, – მიუგო გენერალმა. – დაახლოებით ორ
კვირაში ვვარაუდობ გამგზავრებას.
– ერთი რამ მინდა გთხოვოთ, – განაგრძო მამაკაცმა და
ჯიბიდან ალბანეთის გაცრეცილი რუკა ამოიღო. – მე იქ ვიომე
ჯარისკაცად, ორი წლის განმავლობაში.
– რომელ ნაწილში? – ჰკითხა გენერალმა.
– „რკინის დივიზიაში“, მე-5 ბატალიონში, მსროლელთა
ნაწილში.
– გისმენთ, – თქვა გენერალმა.
უცნობმა ძველი რუკა გაშალა, დაიხარა და რამდენიმეწა-
მიანი ძებნის შემდეგ საჩვენებელი თითი ერთ წერტილს და-
ადო.
– აი, აქ გაანადგურეს ალბანელებმა ჩემი ბატალიონი ერ-
თერთი მსხვილი კამპანიის დროს, ზამთარში. ვინც გადავურ-
ჩით სიკვდილს, იმ ღამესვე მიმოვიფანტეთ ყველა მიმართუ-
ლებით. მე ერთი დაჭრილი ამხანაგი მახლდა თან. განთიადის-
კენ, როცა ერთი მიტოვებული სოფლის შესასვლელისკენ ზურ-

31
გზე მოკიდებულს მივათრევდი, სული აღმოხდა. მარტომ დავ-
მარხე, როგორც შემეძლო, სოფლის ეკლესიის უკან და იქიდან
წამოვედი. სულ ეს არის. არავინ იცის იმ საფლავის არსებობის
შესახებ. აი, რატომ მოვედი თქვენ სანახავად. გევედრებით,
როცა იმ მხარეში მოხვდებით, მოძებნოთ მისი ნეშტი და სხვებ-
თან ერთად ჩამოასვენოთ.
– მისი სახელი და გვარი უთუოდ უნდა ეწეროს „უკვალოდ
დაკარგულთა სიაში“, – თქვა გენერალმა. – სიები ძალიან
ზუსტია, თუმცა კარგი ქენით, ჩემ სანახავად რომ მობრძანდით,
ვინაიდან „უკვალოდ დაკარგულების“ პოვნის ალბათობა ყო-
ველთვის მცირეა. ხშირად, ასეთ შემთხვევებში ალალბედად
თუ გაგვიმართლებს ხოლმე.
– პატარა ჩანახატიც გაგიმზადეთ შეძლებისდაგვარად, –
თქვა უცნობმა და ჯიბიდან ქაღალდის პატარა ფურცელი
ამოიღო, რომელზეც კალმით ეხატა რაღაცა, რაც ეკლესიას
მიაგავდა და მის უკან ორი ისარი, რომელთა თავზეც წითელი
მელნით ეწერა „საფლავი“. – იქვე, შორიახლოს შადრევანია,
ოდნავ მოშორებით კი, მარჯვნივ, ორი კვიპაროსი დგას, აი აქ,
– და რუკაზე ახალი ნიშანი დასვა, ეკლესიასთან.
– ძალიან კარგი, – უთხრა გენერალმა. – დიდ მადლობას
მოგახსენებთ.
– პირიქით, მე გიხდით დიდ მადლობას, – მიუგო სტუმარ-
მა. – ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ.
რაღაცის, ალბათ რამე დეტალის დამატებას აპირებდა,
მაგრამ გენერლის ჩაფიქრებულმა და მკაცრმა სახემ გადაა-
ფიქრებინა. უცნობი ისე გაეცალა იქაურობას, რომ გენერალმა
მისი ვერც ვინაობა შეიტყო და ვერც საქმიანობა. და ეს მხო-
ლოდ დასაწყისი იყო.
ყოველ ნაშუადღევს ზარის ხმა არ წყდებოდა და სასტუმრო
ოთახი ახალ-ახალი სტუმრებით ივსებოდა. ყველა წრისა და
პროფესიის ხალხი მოდიოდა: ჯარისკაცების ცოლები, ხნიერი
მშობლები, ყოფილი მებრძოლები... დიდ დივანზე ჩამომ-
სხდრებსა და თავიანთი რიგის მომლოდინეებს, ყველას ერ-
თნაირი მორცხვი იერი და სახის ერთნაირი გამომეტყველება
ჰქონდა. შემდეგ მათ სხვები დაემატნენ სხვადასხვა ქალაქები-

32
დან და კუთხეებიდან. ისინი კიდევ უფრო შეწუხებული სახეე-
ბით იცდიდნენ და კიდევ უფრო უჭირდათ აზრის გამოხატვა,
ყველა ცნობა, რომელთა მოწოდებაც მათ ალბანეთში დაღუ-
პული ახლობლების შესახებ შეეძლოთ, ძალიან ზოგადი და
არასარწმუნო იყო.
გენერალი მათ მონაყოლს ბლოკნოტში ინიშნავდა და ყო-
ველ ჯერზე იმეორებდა:
– ნუ წუხხართ. თავდაცვის სამინისტროში შედგენილი ნუს-
ხები ძალიან ზუსტია და თანდართული დაწვრილებითი აღწე-
რილობების წყალობით არც ერთი ცხედარი, რომლებსაც ჩვენ
ვეძებთ, არ დაგვრჩება უპოვნელი. ყოველი შემთხვევისთვის,
მაინც ვინიშნავ თქვენგან მოწოდებულ ცნობებს. შეიძლება ძა-
ლიანაც გამოგვადეს.
წასვლის წინ ყველანი მადლობას უხდიდნენ, მეორე დღეს
კი ყველაფერი მეორდებოდა. სხვები მოდიოდნენ სველი საწ-
ვიმრებით. მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილად დადიოდნენ
სქელ ხალიჩაზე, მათი ფეხსაცმლის კვალი მაინც რჩებოდა
ზედ. ზოგიერთებს ეშინოდათ, ვაითუ ჩვენი ახლობლების სახე-
ლები არ წერია სიებშიო, სხვები ომის დროს სარდლობისაგან
მიღებულ ტელეგრამებს აჩვენებდნენ, სადაც ბრძოლის ველზე
ჯარისკაცის „გმირულად დაცემის“ დროსა და ადგილს ატყობი-
ნებდნენ, და ბოლოს, მოდიოდნენ ისეთებიც – განსაკუთრე-
ბით, ხანდაზმული მშობლები, რომლებიც ვერაფრით იჯერებ-
დნენ, რომ მათი ვაჟი სიებში მითითებული ცნობების წყალო-
ბით შეიძლება ეპოვათ და წასვლის წინ კიდევ ერთხელ ევედ-
რებოდნენ გენერალს, ძალ-ღონეს ნუ დაზოგავთ საფლავების
ძებნისასო.
ყველას თავისი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი და გენერალიც
სათითაოდ და მოთმინებით უსმენდა მათ, დაწყებული ხელახ-
ლა გათხოვილი ქალებით, რომლებიც ახალი ქმრების ზურგს
უკან თავიანთი პირველი მეუღლეების ბედით ინტერესდებოდ-
ნენ, და დამთავრებული ჯემპრებსა და ლაბადებში გამოწყობი-
ლი ოცი წლის ახალგაზრდა გოგონებით, რომლებსაც თვა-
ლით არ ენახათ ომში დაღუპული თავიანთი მშობლები.

33
გამგზავრებისწინა კვირაში მომსვლელთა რიცხვი კიდევ
უფრო გაიზარდა. შტაბიდან დაბრუნებულს თავისი სასტუმრო
ოთახი ხალხით გამოჭედილი ხვდებოდა. იქაურობა გასინჯვის
მომლოდინე ავადმყოფებით გადავსებული კლინიკის დერე-
ფანს უფრო ჰგავდა, თუმცა, მიუხედავად ხალხმრავლობისა,
ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, ბუზის გაფრენის ხმას გაიგო-
ნებდა კაცი. მომსვლელები ხმაგაკმენდილი რჩებოდნენ სა-
ათების განმავლობაში, მზერა იატაკზე, ხალიჩის ორნამენტებ-
ზე ჰქონდათ დაშტერებული და თავს მხოლოდ მაშინ სწევდნენ
ზევით, როცა ვინმე ახალი შემოდიოდა კუთხეში ჩამოსაჯდო-
მად.
შორეული სოფლებიდან ჩამოსულებს ხელში ფუთები ეჭი-
რათ, რომლებსაც ფეხებთან აწყობდნენ, გარეთ კი, სადარბა-
ზო კარის წინ, გისოსებთან, ველოსიპედებს აყუდებდნენ ან
ზოგჯერ მანქანებს აჩერებდნენ ტროტუართან, რაც გენერლის
ყურადღებას მაშინვე იპყრობდა, როცა ის თავისი მანქანიდან
გადმოდიოდა. სასტუმრო ოთახში შედიოდა, სადაც რამდენიმე
ელეგანტური ქალის სუნამოში არეული გლეხების დასველე-
ბული სქელი მატყლის ტანსაცმლის მძაფრი სუნი შიგ ყელში
სწვდებოდა ხოლმე. მისი შესვლისას ყველანი პატივისცემით,
უსიტყვოდ დგებოდნენ ფეხზე, რაკი იცოდნენ, რომ მასთან და-
ლაპარაკების მომენტი ჯერ არ დამდგარიყო.
– მამა, – ეკითხებოდნენ შვილები, როდესაც გენერალი
მანტოს გაიხდიდა და სასადილო ოთახის მაგიდას მიუჯდებო-
და ხოლმე, – ვინ არის ეს ამოდენა ხალხი? -
გენერალს ეცინებოდა და ცდილობდა, მათი ცნობისმოყვა-
რეობისგან რამე ხუმრობით დაეძვრინა თავი. მაგრამ ბავშვე-
ბი არ ისვენებდნენ.
– ომში მიდიან, მამა? – ეკითხებოდა ვაჟი.
– არა, უკვე იყვნენ ომში.
– აბა, აქ რაღა დარჩენიათ, რისთვის მოდიან?
– ნათესავები ჰყავთ ჯარში და წერილების და ამანათების
გაგზავნა უნდათ იმათთვის.
შემდეგ, ნასაუზმევს, სასტუმრო ოთახში გადიოდა, სადაც
მომსვლელები თავიანთ გასაჭირს უზიარებდნენ. როგორ

34
ჰგავდა მათი მონათხრობი ერთმანეთს! და მათგან მონასმენი
ისეთი ნაცნობი ხდებოდა მისთვის, რომ ხანდახან შთაბეჭდი-
ლება რჩებოდა – დღევანდელი დღე გუშინდლისაგან არაფ-
რით განსხვავდებაო. თავიანთი შვილებისა თუ მეუღლეების
ბედ-იღბლით შეწუხებული ქალები ხშირად ვერ იკავებდნენ
თავს და მათი ქვითინი სულ უფრო და უფრო უშლიდა ნერვებს
გენერალს.
– კმარა! – დაუყვირა ერთ დღეს ვიღაც ატირებულ ქალს. –
აქ ცრემლების საღვრელად ნუ მობრძანდებით! თქვენი ვაჟი
ბრძოლის ველზე დაეცა, იქ, სადაც სამშობლომ გააგზავნა, და
ის გმირულად დაიღუპა.
– ჭირსაც წაუღია ასეთი გმირობა... – ჩაიჩურჩულა ქალმა.
ისეც მოხდა, რომ ტანმაღალმა კაცმა შემოსვლისთანავე,
კარებიდან შესძახა:
– თაღლითობაა ეგ თქვენი მისია!
გენერალი სიბრაზისგან გაფითრდა.
– ასე მხოლოდ სულგაყიდულები ლაპარაკობენ! გადით
აქედან!
კვირის შუაში მის მომლოდინე მომსვლელებს შორის ერ-
თი ძალიან ასაკოვანი ქალი შენიშნა, რომელსაც პატარა გო-
გონა ახლდა თან. ჩანდა, სული კბილით ეჭირა და გენერალიც
პირდაპირ მასთან მიიჭრა.
– ჩემი შვილი ისევ იქაა, – თქვა მისუსტებული ხმით, – ჩემი
ერთადერთი შვილი.
ჯიბიდან რაღაც პაკეტი ამოიღო და აკანკალებული ხელე-
ბით გახსნა. იქიდან ჟამთა სვლისაგან გაყვითლებული ტელეგ-
რამა გამოიღო და მას გაუწოდა. გენერალმა სამხედრო სარ-
დლობის ჩვეულებრივი ფორმულირება ამოიკითხა, რომელიც
მშობლებს მათი ვაჟის სიკვდილს ამცნობდა, და ფრაზის ბო-
ლოს ნაწილზე შეჩერდა: „...გმირულად დაეცა ბრძოლის ველ-
ზე სტალინგრადში.“
სცადა აეხსნა:
– ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ მე ალბანეთში მივდივარ
და არა რუსეთში.

35
მოხუცმა ქალმა თავისი ჩამქრალი თვალები ერთხანს მას
ისე მიაპყრო, რომ აშკარად ვერ ხვდებოდა ამ სიტყვების შინა-
არსს.
– ერთი თხოვნა მაქვს შენთან, – განაგრძო ქალმა, – შე-
გიძლია, გაიგო, სად და როგორ მოკვდა, ვინ იყო მის გვერდით
ბოლო წუთებში, ვინ დაალევინა წყალი და რა იყო მისი უკანას-
კნელი სურვილი?
გენერალი შეეცადა, განემარტა მისთვის, რომ რუსეთში არ
მიემგზავრებოდა, მაგრამ მოხუცი ქალი, რომელსაც კვლავ არ
ესმოდა ეს, განუწყვეტლივ უმეორებდა თავის თხოვნას. სას-
ტუმრო ოთახში ყველამ მდუმარედ გადახედა ერთმანეთს.
– არ იდარდოთ, კეთილო ქალბატონო, – ნაზად ჩაურთო
ბოლოს ვიღაცამ, – გენერალი ყველაფერს გააკეთებს, რასაც
შეძლებს თქვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მაშინ მოხუცმა ქალმა მადლობა გადაუხადა და წელში
მთლად მოკაკული გავიდა, ცალი ხელით ხელჯოხს ეყრდნო-
ბოდა, მეორით კი პატარა გოგონას, რომელიც თან ახლდა. მე-
ორე დღეს მორიგმა მთხოვნელმა დეპეშა უჩვენა, რომელიც
ვიღაც მისიანის დაღუპვას ატყობინებდა აფრიკაში, თუმცა სა-
კუთარი შეცდომა რომ გაიგო, ბოდიში მოიხადა.
ორი დღის შემდეგ, ნაშუადღევს, განსაკუთრებით მწყრალ-
სახიანმა ვიღაც მამაკაცმა იქამდე დაიცადა, ვიდრე ყველა არ
წავიდოდა.
– მეც გენერალი ვიყავი, – ისეთი ხმით თქვა მან, რომ აშ-
კარად იგრძნობოდა გაღიზიანება, – და ალბანეთში ვიომე.
წამით ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს ზიზღით, ერ-
თმა იმიტომ, რომ წინ დამარცხებული გენერალი ედგა, მე-
ორემ კი იმიტომ, რომ მშვიდობიანი დროის გენერლის წინაშე
იდგა.
– და რა გნებავთ? ცივად ჰკითხა მოქმედმა გენერალმა.
– კაცმა რომ თქვას, არც არაფერი. მე სერიოზულს არა-
ფერს მოველი თქვენი მხრიდან. სიმართლე ითქვას, არავითა-
რი ნდობა არა მაქვს თქვენი და, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი
სასაცილოდ მეჩვენება. მაგრამ რაკი ითავეთ ეს მისია, სრუ-
ლად უნდა გაართვათ კიდეც თავი, ბოლოს და ბოლოს!

36
– შეგიძლიათ, უფრო ნათლად გამოთქვათ თქვენი სათქმე-
ლი?
– არაფერი მაქვს დასამატებელი. უბრალოდ, მინდა გა-
გაფრთხილოთ. ყურადღებით იყავით. თავი მაღლა გეჭიროთ
და არასდროს მოიდრიკოთ ქედი მათ წინაშე. მოგიწყობენ
პროვოკაციებს, შეიძლება აბუჩადაც აგიგდონ, მაგრამ თქვენ
უნდა იცოდეთ, რა და როგორ უპასუხოთ. სიფხიზლე წამით არ
მოადუნოთ. შეეცდებიან, ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები შე-
ურაცხყონ. კარგად ვიცნობ მაგათ. ხშირად დაგვცინოდნენ.
ჯერ კიდევ მაშინ ვეკიდეთ ფეხებზე და წარმოგიდგენიათ, რას
დააპირებენ და მოახერხებენ დღეს?
– არანაირად არ დავუშვებ მსგავს მოპყრობას.
თანამოსაუბრემ სიბრალულით აღსავსე მზერა შეავლო,
თითქოს ამით ეუბნებოდა, შე საწყალოო, და გამოუმშვიდო-
ბებლად გავიდა.
მომდევნო სამ დღეს, გამგზავრების წინ, გენერლის სას-
ტუმრო ოთახში კვლავ ტევა არ იყო. ამ წინასწარი სამზადისე-
ბით დაქანცულს ახლა ერთი სული ჰქონდა, როდის გაემგზავ-
რებოდა. მისი ცოლიც გვარიანად განერვიულებული ჩანდა.
ერთ საღამოს, როდესაც გვერდიგვერდ იწვნენ და ძილის
წინ საუბრობდნენ, ცოლმა ყველაფერი უთხრა, რაც გულში
ედო:
– და უარი რომ თქვა მაგ მისიაზე? ისეთი განცდა მეუფლე-
ბა, თითქოს სიკვდილი შემოვიდა ამ სახლში.
როგორც შეეძლო, ქმარმა ისე დაამშვიდა, თუმცა თავადაც
ძლივს მოხუჭა თვალი იმ ღამეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს მეორე დღეს საომრად მიდიოდა.
ბოლო სტუმარი გამგზავრების დილას მიიღო. ძალიან ად-
რე იყო, რადგან აეროპორტში დილაუთენია უნდა მისულიყო.
ბაღში რომ გავიდა გარაჟის კარის გასაღებად, ორი მამაკაცი
შენიშნა, ღობის გისოსებზე მიყუდებულებს, ჩაცუცქულებს, ჩა-
ხუტებულებსა და სქელ საბანში გამოხვეულებს ეძინათ. მოხუ-
ცი კაცი და მისი ჯეელი შვილიშვილი აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი
ყველაზე შორეული, საზღვრისპირა რეგიონიდან ჩამოსულიყ-
ვნენ. რამდენიმე დღე ემგზავრათ და ბოლოს ღამის მატარებ-

37
ლით ჩამოეღწიათ. ვერ გაებედათ ასე დილაადრიან ზარის და-
რეკვა და ტროტუარზე ჩასძინებოდათ გათენების მოლოდინ-
ში.
გენერალმა უკანასკნელად გაიმეორა ასე ხშირად წარ-
მოთქმული სიტყვები, სიები ძალიან დაწვრილებითაა შედგე-
ნილი და ნუ იდარდებთ, მათ აუცილებლად მივაგნებთო. მო-
ხუცმა გლეხმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა და აიღო
საბანი, რომელიც კარის ჭრიალისგან ფეთიანად გაღვიძებულ
მის შვილიშვილს ფეხებთან, ძირს დაეგდო.
სულ ეს იყო. ასე დასრულდა ბოლო ორი კვირა, რომელიც
გენერალმა პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ გაატარა თავის
სახლში.

38
თავი V
წავიდნენ. ჟინჟღლავდა. კვირების განმავლობაში მკაცრი
მხარეები და აქა-იქ მიმოფანტული სოფლები მოიარეს. მათი
მანქანა თავში მიდიოდა. მუშებითა და სამუშაო იარაღებით
დატვირთული საბარგო კვალდაკვალ მიჰყვებოდა. გზად ბევ-
რი ხალხი შემოხვდათ. შავი შალის ვიწრო კოსტიუმებში ჩაც-
მული სოფლელები მუდმივად მიდი-მოდიოდნენ ორივე მი-
მართულებით, ფეხით, ცხენზე ან დიდი მანქანების საბარგუ-
ლებზე წამოსკუპებულები. გენერალი ყურადღებით აკვირდე-
ბოდა მიწის რელიეფს. ცდილობდა, წარმოედგინა ტაქტიკა,
რომლის გამოყენებაც ამ მხარეში გამართული ომების დროს
მოუწიათ სხვადასხვა არმიებს აქაურობის აღებისას.
ერთ ჯიხურში, დაბის ცენტრის შორიახლოს, გაზეთები იყი-
დებოდა. რამდენიმე ადამიანი სალაროს სარკმლის გარშემო
შეჯგუფებულიყო. ზოგიერთები ზეზეურად კითხულობდნენ,
სხვები თვალს გადაავლებდნენ ხოლმე გაზეთს და მიდიოდ-
ნენ.
– ალბანელები ბევრს კითხულობენ გაზეთებს, – თქვა
უეცრად გენერალმა.
კუთხეში მიმჯდარი მღვდელი გამოფხიზლდა.
– გასაგებიცაა, – მიუგო მან, – ხალხი იზოლირებულია,
ქვეყანა კი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებითაა გარშემორ-
ტყმული.
– ასეთი პატარა ქვეყანა და ბლოკადაშია მოქცეული... უც-
ნაურია!
– მართალია, და გაუჭირდებათ ამ ვითარებაში გაძლება.
– საშინელი ხალხია, – ჩაილაპარაკა გენერალმა. – აშკა-
რად ვერ დაიმორჩილებ ძალით. იქნებ სილამაზის წინაშე მა-
ინც მოიხარონ ქედი.
მღვდელს გაეცინა.
– რატომ იცინით?
– იმიტომ, რომ გენერალივით კი არა, ფილოსოფოსივით
ლაპარაკობთ.

39
გენერალი ნისლში ჩაფლულ, მოღუშულ პეიზაჟს, გვერ-
დებმოშიშვლებულ მთებს გაჰყურებდა. ირგვლივ, ნაირ-ნაირი
ზომის ქვები ხალიჩასავით ფარავდა მიწას. დიდი სევდა შემო-
აწვა. ერთი კვირა იყო, რაც თვალწინ მხოლოდ ასეთი კლდო-
ვანი ფერდობები ჰქონდა. ეჩვენებოდა, რომ ამგვარი ველური
სიშიშვლის მიღმა რაღაც საშინელი საიდუმლო იმალებოდა.
– ტრაგიკული ქვეყანაა, – თქვა მან, – ამათი წეს-ჩვეულე-
ბებიც ტრაგიკულია. შეხედეთ ამათ შავ ჯოკეებსა და ქალის
ქვედაკაბებს.
– თქვენ ამათი სიმღერა უნდა მოისმინოთ... კიდევ უფრო
სამგლოვიაროა. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ბედისწერას უკავ-
შირდება. არ არსებობს ქვეყნად სხვა ხალხი, ვისაც ასეთი სა-
ვალალო ბედი ერგო წილად. აქედან მოდის ამათი უხეშობაც
და სიხისტეც.
– მხიარული სიმღერები არა აქვთ?
– არა. ძალიან ცოტა.
მანქანა მთიანი გზით ჩადიოდა. ციოდა. დროგამოშვებით
სატვირთო მანქანები ძრავებს აღმუვლებდნენ. ერთ-ერთ ფერ-
დობზე დიდი მშენებარე ფაბრიკა გამოჩნდა. მოშიშვლებულ
პეიზაჟში უზარმაზარი მშენებლობა კარგად ჩანდა ბურუსის
ფონზე.
– სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანაა, – თქვა
მღვდელმა.
აქა-იქ, გზაჯვარედინებზე, ოთხკუთხა, მომრგვალებული
და ექვსკუთხა ბლოკჰაუზები ჩანდა გზისკენ გამოჭრილი სა-
თოფურებით. ყოველ მოსახვევში მანქანა სათოფეზე უახლოვ-
დებოდა და გენერალი მათ ვიწრო ღრიჭოებს აკვირდებოდა,
საიდანაც წყალი წვეთ-წვეთობით მოედინებოდა.
გავიარეთო, გაიფიქრებდა ხოლმე ყოველ ჯერზე, როდე-
საც მანქანა სროლის არეალიდან გადიოდა, თუმცა მომდევნო
მოსახვევში ახალი ბლოკჰაუზი თითქოს მიწიდან ამოიზრდე-
ბოდა და მანქანაც თითქოს მათი ტყვიების წვიმაში ექცეოდა.
გენერალი წყალს უყურებდა, მინაზე რომ მოიკლაკნებოდა და
ხანდახან, როცა ჩასთვლემდა ხოლმე, ელანდებოდა, რომ მი-
ნა ტყვიებისაგან ათას ნამსხვრევად იფანტებოდა; ასეთ დროს

40
ადგილზე შეხტებოდა ხოლმე გაღვიძებისას. ამასობაში კი მი-
ტოვებული ბლოკჰაუზებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყურადღე-
ბით თუ დააკვირდებოდით, ისინი შორიდან ეგვიპტურ ქანდა-
კებებს მოგაგონებდათ, რომელთაც, სათოფურების განლაგე-
ბის მიხედვით, ხან ცივი გამომეტყველება ჰქონდათ, ხანაც
იდუმალებით მოცული. როდესაც ეს უკანასკნელნი შვეულად
იყო განლაგებული, სიმაგრეებს ავი სულივით ველური და სა-
შიში გამომეტყველება ეძლეოდა; სადაც, პირიქით, თარაზუ-
ლად იყო გამოჭრილი, მათი უცნაური მიმიკა გულგრილობასა
და ზიზღს გამოხატავდა.
შუადღისას დაბლობში ჩამოაღწიეს და ბოლოს ერთ სო-
ფელში ჩამოვიდნენ, რომლის სახლებიც გზის გასწვრივ, ორი-
ვე მხარეს ჩამწკრივებულიყო. წვიმას გადაეღო. როგორც ყო-
ველთვის, ამჯერადაც ბავშვები მანქანის გარშემო მოგროვ-
დნენ. ერთმანეთს შორიდან უძახდნენ და მთავარი ქუჩის ყვე-
ლა გადამკვეთი გზიდან მორბოდნენ. საბარგო მსუბუქი მანქა-
ნის უკან, რამდენიმე მეტრში გაჩერდა და იქიდან მუშები ერ-
თიმეორის მიყოლებით ჩამოხტნენ ძირს, რომ იქვე გაეშალათ
მუხლი.
იქაური გამვლელები ჩერდებოდნენ და უცხოებს უყურებ-
დნენ. ჩანდა, იცოდნენ მათი სტუმრობის მიზეზი. სახეზე ეტყო-
ბოდათ. განსაკუთრებით, ქალებს. ამ ამოუცნობ გამომეტყვე-
ლებას ადგილობრივთა თვალებში ახლა უკვე კარგად ცნობდა
გენერალი. ჩვენ დანახვაზე შემოსევა ახსენდებათ და, რეგიო-
ნების მიხედვით, სადაც უფრო გააფთრებული იყო ბრძოლები,
უფრო იდუმალებით აქვთ მოცული სახეებიო, ამბობდა ხოლ-
მე.
სოფლის საზღვართან, უდაბურ მინდორში უამრავი საფ-
ლავი იყო გამწკრივებული. სასაფლაოს გარს დაბალი, მინ-
გრეულმონგრეული კედელი ერტყა. აქ ყველანი ჩვენები გა-
ნისვენებენო, გაიფიქრა გენერალმა. შემცივნებული თავის
გრძელ მოსასხამში გაეხვია. ოდნავ მოშორებით მღვდელი უძ-
რავად იდგა და მექსიკური გრავიურის შავ ჯვარს წააგავდა.
იოლი მისახვედრია, როგორ მოექცნენ ალყაშიო, გაიფიქრა
გენერალმა, ნამდვილად ამ მდინარეზე გადებული ხიდისკენ

41
ცდილობდნენ ალყის გარღვევას და იქვე ჩახოცეს ყველანი.
ნეტა რომელი იდიოტი ოფიცრის თაოსნობით ამოყვეს თავი ამ
კრაზანების ბუდეში? საფლავების წარწერებზე არაფერია ნათ-
ქვამი ამის თაობაზე.
ალბანელი ექსპერტი ჩვეული ფორმალობების შესრულე-
ბას შეუდგა. მოშორებით სხვა საფლავები ჩანდა. ყველა სამა-
რე ძალიან ახლოს იყო სოფელთან და თითოეულს თავზე წი-
თელი ვარსკვლავი ამშვენებდა. გენერალმა მაშინვე იცნო „წა-
მებულთა განსასვენებელი“, როგორც იქაურები ეძახდნენ
პარტიზანების ამ სასაფლაოს. აქ მის თანამემამულეთაგან ექ-
ვსნი განისვენებდნენ ალბანელთა გვერდით. წითელი ვარ-
სკვლავებით დამშვენებული ლითონის მომცრო ფურცლებზე
უამრავი ორთოგრაფიული შეცდომით ეწერა ამ ჯარისკაცების
სახელები, გვარები, ეროვნება და გარდაცვალების თარიღი,
ყველასთვის საერთო. ქვის ფირფიტაზე ეს სიტყვები იყო ამოკ-
ვეთილი: „ეს უცხოელი ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ
ალბანელ პარტიზანებთან მხარდამხარ ბრძოლაში 'ცისფერი
ბატალიონის’ ძალების წინააღმდეგ, 1943 წლის 17 მარტს.“
– ისევ „ცისფერი ბატალიონი“, – ჩაილაპარაკა გენერალმა
სასაფლაოს ხეივნებში სიარულისას. – უკვე მეორედ გადავაწ-
ყდით პოლკოვნიკზ.-ს კვალს. ჩვენი სიების მიხედვით, მისი ბა-
ტალიონის ორი მებრძოლი უნდა იყოს დამარხული ამ სო-
ფელში.
– აქაურებს უნდა ვკითხოთ, სმენიათ რამე პოლკოვნიკის
შესახებ, – მიუგო მღვდელმა, – მიუხედავად იმისა, რომ 1943
წლის მარტში ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
– მართალია, მაგრამ უნდა გავიკითხოთ მაინც.
იმ დროს, როცა სტუმრები ხარჯების ფორმულარებს ავსებ-
დნენ, სოფლელები შეუმჩნევლად შეგროვილიყვნენ სასაფ-
ლაოს მთელ სიგრძეზე. შემდეგ ქალებიც გამოჩნდნენ. ბავშვე-
ბი ყველაზე ახლოს მოვიდნენ, ერთად იდგნენ, ერთმანეთს
ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდნენ და თან ქერათმიან თავებს
აკანტურებდნენ. ყველანი თვალს ადევნებდნენ პატარა ჯგუ-
ფის მიმოსვლას სასაფლაოს შიგნით.

42
ვიღაც მოხუცი ქალი, რომელსაც ზურგზე პატარა კასრი
ეკიდა, მათთან მივიდა.
– გადასვენებას აპირებენ? – იკითხა ხმადაბლა.
– კი, გადასვენებას აპირებენ, – გაისმა აქეთ-იქიდან ჩურ-
ჩულის ხმები.
მოხუც ქალს ტვირთი ზურგიდან არ მოუხსნია, იდგა და
სხვებივით თვალს ადევნებდა მოვლენებს. მერე რამდენიმე
ნაბიჯი გადადგა და მუშებს მიმართა:
– იმათ უთხარით, ესენი სხვებს არ შეურიონ. ესენი ჩვენ
ჩვენიანებივით დავიტირეთ, ადათ-წესის მიხედვით.
გენერალი და მღვდელი მოხუცი ქალისკენ შეტრიალდნენ,
მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე თავის გზაზე მიდიოდა. დაინახეს,
ერთხანს როგორ უქანავებდა აქეთ-იქით ზურგზე გადაკიდებუ-
ლი პატარა კასრი, შემდეგ კი ქალი მოსახვევში მიეფარა
თვალს.
სასაფლაოს გასწვრივ ჩამწკრივებული სოფლელები ისე
წყნარად იდგნენ, რომ ვერც კი შეამჩნევდით მათ არსებობას.
ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ მამაკაცების მოძრაობებს,
რომელთაც სიცივის გამო საყელოები ზევით აეწიათ და ისე მი-
დი-მოდიოდნენ, რომ ჩანდა, აშკარად რაღაცას ეძებდნენ.
– ამ ორ სასაფლაოზე სამუშაოები ხვალ დაიწყება, – თქვა
გენერალმა. – დღეს „ცისფერი ბატალიონის“ ჯარისკაცს და ჩა-
მოგდებულ მფრინავს მოვძებნით.
სოფელში ყველა იცნობდა ავიატორის ამბავს. მისი აპარა-
ტის ნამტვრევები პატარა ტყეში იყო მიმოფანტული სოფლის
მეორე მხარეს. მფრინავი გლეხებმავე დაკრძალეს, თვით-
მფრინავთან ახლოს. საფლავს არაფრის კვალი აღარ ეტყო-
ბოდა, მხოლოდ დიდი ქვა იდო, რომელიც უთუოდ თავის მხა-
რეს მიანიშნებდა. რაც შეეხება თვითმფრინავს, მისგან ჟან-
გმოდებული ჯართის მეტი აღარაფერი დარჩენილიყო. ერთმა
სოფლელმა უამბო მათ, თანდათანობით მთლიანად დაშალეს
და ყველა გამოსადეგი ნაწილი გაზიდეს, დაწყებული კაუჩუკი-
სა და საბურავების ნაკუწებით, რომლებიც სანათებში გამოი-
ყენეს ომის დროს და დამთავრებული ლითონის მძიმე ნაწი-
ლებით, რომლებსაც ათასნაირ გამოყენებას უძებნიდნენო.

43
ორი მუშა მაშინვე თხრას შეუდგა. ჯგუფის დარჩენილი წევ-
რები სოფლისკენ გაემართნენ.
წვიმას დიდი ხნის წინ გადაეღო, მაგრამ გზებზე ურმებისა
და ტრაქტორის ბორბლებისაგან დატოვებული ჩაღრმავებუ-
ლი ნაკვალევები კვლავ წყლით გავსებული რჩებოდა. ალაგ-
ალაგ თივის სანახევროდ მოხმარებული და ჯერ კიდევ სველი
ზვინები აღმართულიყო. სადღაც შორს, კვიპაროსებს შორის
ძველი ეკლესიის სამრეკლოს დალანდავდა კაცი, იმის იქით კი
მინდორი ჩანდა, საიდანაც ტრაქტორის ღმუილის ყრუ ხმა აღ-
წევდა.
მანქანებში ისაუზმეს, ყავის დასალევად კი კოოპერატივის
კლუბს მიაშურეს. დარბაზი თამბაქოს კვამლისგან იყო გაბუ-
ღული და თავისუფალი მაგიდა თითქმის არ მოიძებნებოდა.
პატარა რადიომიმღები მთელ ხმაზე ჩაერთოთ. სოფლელები
ერთმანეთში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მზისაგან გახუნე-
ბულ თმასა და დანაოჭებულ კანზე ეტყობოდათ, რომ დაბლო-
ბის ხალხი იყო. ხმის ტემბრიც განსხვავებული ჰქონდათ მთი-
ელებისგან, უფრო რბილი და მელოდიური.
გენერალი ყავას წრუპავდა და თან კედლებზე წითლად და-
წერილ ლოზუნგებს ათვალიერებდა. მხოლოდ რამდენიმე
სიტყვა გაარჩია, „იმპერიალიზმი“, „რევიზიონიზმი“, „პლენუ-
მი“ და ენვერ ხოჯას სახელი და გვარი, რომელიც მისი ერთი
მოკლე ციტატის ქვეშ ამოიკითხა.
ექსპერტი მათ მალევე შემოუერთდა კლუბში. თან ერთი
ახალგაზრდა კაცი ახლდა, რომელსაც განიერზოლებიანი ხა-
ვერდის პიჯაკი ეცვა. ორივენი მოუახლოვდნენ გენერლის მა-
გიდას და ექსპერტმა ისინი ერთმანეთს გააცნო.
– კოოპერატივის თავკაცი. გენერალი...
ახალგაზრდა კაცმა ჯერ გენერალს მიაპყრო თავისი ნაც-
რისფერი, ოდნავ გაკვირვებული თვალები, შემდეგ კი ექ-
სპერტს გადახედა.
– აი, რა ხდება, – დაიწყო ამ უკანასკნელმა, – ამ კვირაში
ჩვენი სოფლის ახლოს მდებარე ორ სამხედრო სასაფლაოზე
ვიწყებთ გათხრებს. ჩვენ ჩვენი მუშები კი გვყავს, მაგრამ, საქ-
მის წინ წასაგდებად, თქვენც თუ წაგვაშველებთ მუშახელს,

44
არაფერი გვექნებოდა ამის საწინააღმდეგო. თუკი ეს შესაძლე-
ბელია, რა თქმა უნდა.
– ხალხი გჭირდებათ? – ჰკითხა კოოპერატივის თავკაცმა.
– დიახ.
ახალგაზრდა კაცს წამით სახეზე წუხილი დაეტყო და თქვა:
– საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენები ამჟამად ძალიან დაკა-
ვებულები არიან. გაგანია მიწის სამუშაოები მიდის, თანაც
წელს თამბაქო და ბამბა ვერ იძლევა კარგ მოსავალს. ჰოდა...
– მაგრამ ეს სულ რამდენიმე დღის საქმეა, – გააწყვეტინა
ექსპერტმა, – თანაც იცოდეთ, რომ კოოპერატივის მუშაკებს
რეგულარული ანაზღაურება ექნებათ. ეს ადამიანები (და ექ-
სპერტმა მზერით გენერალი და მღვდელი აჩვენა) მზად არიან,
ოცდაათი ახალი ლეკი გადაიხადონ თითოეულ გახსნილ საფ-
ლავში და ორმოცდაათი, თუ იქ მათიანების ცხედრები დახ-
ვდებათ.
– კარგად ვიხდით, – ჩაერია საუბარში გენერალი.
– ეგ არაა მთავარი, – უპასუხა კოოპერატივის თავკაცმა, –
მინდა ვიცოდე, ამგვარი სამუშაოები ნებადართულია თუ არა
მთავრობის მხრიდან... ვგულისხმობ...
– ამაზე არ იდარდო, – გააწყვეტინა ექსპერტმა, – საბჭოს
თავმჯდომარის ნებართვა მაქვს. აი...
ახალგაზრდა კაცმა მისკენ გაწვდილ ქაღალდს თვალი გა-
დაავლო და წამით დაფიქრდა.
– ნებისმიერ შემთხვევაში, რაიონის აღმასრულებელ კო-
მიტეტს უნდა მოელაპარაკოთ.
– რასაკვირველია! – მიუგო ექსპერტმა. – ხვალვე მოვე-
ლაპარაკებით, როგორც კი ქალაქში წავალთ.
– ჩემი მხრიდან, შემიძლია, ათი კაცი მოგცეთ სამი-ოთხი
დღით.
– სავსებით საკმარისია.
გენერალმა მათ მადლობა გადაუხადა და ექსპერტი და
თავკაცი ფეხზე წამოდგნენ.
სოფელში კაციშვილმა არაფერი იცოდა „ცისფერი ბატა-
ლიონის“ ორი მოკლული და აქვე დამარხული ჯარისკაცის შე-
სახებ. რაც შეეხება პოლკოვნიკ ზ.-ს, ხანში შესულებს კარგად

45
ახსოვდათ ის. მან ორჯერ გამოიარა აქ თავის ბატალიონთან
ერთად და ორჯერვე ცეცხლს მისცა სოფელი. ახალგაზრდებს
მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ გორაკის წვერზე მოუწიათ აცო-
ცება, სადაც გლეხობა აფარებდა თავს და საიდანაც ისინი თა-
ვიანთ მიტოვებულ ქონებას, საქონელს და ცეცხლის ალში
გახვეულ სახლებს დაჰყურებდნენ.
არავის არაფერი სმენოდა ორ ჯარისკაცზე. სიმართლეს-
თან ყველაზე ახლოს ის ამბავი იდგა, რომ მათივე ამხანაგებმა
დამარხეს ისინი მას შემდეგ, რაც ადგილობრივები სოფლიდან
გაიხიზნნენ.
– ეს ხელს ვერ შეგვიშლის მათ პოვნაში, – თქვა გენერალ-
მა. – მათი დამარხვის ადგილები ზუსტადაა მითითებული რუ-
კაზე, მაგრამ იმიტომ ვარჩიე აქაურების გამოკითხვა, რომ
ამათგან მიღებულმა ცნობებმა შეიძლება გაგვიადვილოს ამო-
ცანა.
საათი არ ეყო ალბანელ ექსპერტთან ერთად რუკაზე მითი-
თებული მაჩვენებლების დახმარებით ამ სამარხების ზუსტი
ადგილმდებარეობის განსაზღვრას. ბოლოს, როგორც იქნა,
მიაგნეს. ადგილი კოოპერატივის ხბოების ბოსელს დაემთხვა.
იქ კოოპერატივის თანამშრომლების ჯგუფის თანხლებით მი-
ვიდნენ და მუშები, მას შემდეგ, რაც საქონელი სავარაუდო ად-
გილიდან გაიყვანეს, მიწის თხრას შეუდგნენ. ხბოები თავიან-
თი ლამაზი, მშვიდი თვალებით შესცქეროდნენ მომხდურთ,
ბოსელში კი თივის სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.
დაღამებამდე მფრინავის ცხედარიც იპოვეს და ორივე ჯა-
რისკაცისაც. მფრინავისა სულ ადვილად, დანარჩენი ორის სა-
პოვნელად კი სათითაოდ ყველა სამარის გათხრა მოუწიათ,
იმდენად, რომ მათი წასვლის შემდეგ იქაურობა დაბომბილ
ადგილს დაემსგავსა.
მუშები ორმოების ამოვსებას აუჩქარებლად შეუდგნენ. და-
საძინებლად სოფელში წავიდნენ. გენერალმა, მღვდელმა და
ექსპერტმა გადაწყვიტეს, ღამე იქიდან ოცდაათ კილომეტრში
მდებარე ერთ პატარა ქალაქში გაეტარებინათ და მეორე დღეს
დილაადრიან დაბრუნებულიყვნენ.

46
უკვე კარგად შეღამებულიყო, როცა გზას გაუდგნენ. მათი
მანქანა ნელა მიგორავდა და ფარებით ხან გზის გასწვრივ ჩამ-
წკრივებულ ალვის ხეებს ანათებდა, ხან ყანებიდან შინ მიმა-
ვალ ურმებს, ხან კი რომელიმე ფერმის ეზოს, რომელსაც გარს
ლერწმის მაღალი ღობეები ერტყა.
– გააჩერეთ! – თქვა მოულოდნელად მღვდელმა, როცა მა-
თი ჯარისკაცების სასაფლაოს გვერდით მიდიოდნენ.
მძღოლმა დაამუხრუჭა.
– რა ხდება? – იკითხა ექსპერტმა.
მღვდელმა თითით დაანახა გენერალს სასაფლაოს ერთ-
ერთ კედელზე გაკეთებული წარწერა.
მანქანა გაჩერდა თუ არა, ჩამოვიდა. გენერალი უკან მიჰ-
ყვა და მანქანის კარი ღონივრად მიიჯახუნა. ექსპერტიც გად-
მოვიდა მანქანიდან.
– ეს რას ნიშნავს? – იყვირა გენერალმა და ხელი დაბალი
კედლისკენ გაიშვირა.
ნახშირით, ცუდად გამოყვანილი მსხვილი ასოებით ეს
ფრაზა იკითხებოდა: აი, რა ბედი ეწევათ ჩვენს მტრებს!
ექსპერტმა მხრები აიჩეჩა.
– ეს დღეს დღისით დაწერეს, – თქვა მან. – დილას მსგავსი
არაფერი ეწერა.
– ეგ ვიცით, – მიუგო გენერალმა, – მაგრამ იმის გაგება
მინდა, რა განზრახვით ახალისებს თქვენი მთავრობა ამგვარ
სამარცხვინო პროვოკაციებს. თუ
– მე აქ სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ, – მშვიდად ჩა-
ილაპარაკა ექსპერტმა.
მღვდელს ჯიბიდან ბლოკნოტი ამოეღო და აშკარად კე-
დელზე დაწერილი ფრაზის ჩაწერას აპირებდა.
– როგორ თუ არ არის სამარცხვინო? – შეჰყვირა გენე-
რალმა. – ჩვენი მიცვალებულების სასაფლაოს კედელზე
მსგავსი წარწერა! მე ამაზე პატაკს დავწერ. ეს უმძიმესი პრო-
ვოკაციაა, აღმაშფოთებელი ამბავია.
ექსპერტი გაღიზიანებული სახით მიუტრიალდა.
– ოცი წლის წინ ფაშისტური შინაარსის სიტყვებს აწერდით
ჩვენს ამხანაგებს მკერდზე ჩამოხრჩობის წინ და ახლა ამ უბ-

47
რალო ფრაზაზე აღშფოთდით, რომელიც უთუოდ ვიღაც სკო-
ლის მოწაფემ დაწერა?
– ჩვენ ოცი წლის წინანდელ ამბებზე არ ვლაპარაკობთ, –
შეაწყვეტინა გენერალმა.
– კაცმა რომ თქვას, ეს ზოგადი ჭეშმარიტებაა.
– ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ოცი წლის წინ ხდებო-
და.
– ხშირად ბერძნებსა და ტროელებს ახსენებთ და რატომ
არ გავიხსენოთ ის, რაც ოცი წლის წინ ხდებოდა?
– ასეთი საუბრები არსად არ მიგვიყვანს, – თქვა გენერალ-
მა. – ძლიერი ქარი ქრის აქ.
სამივე სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მანქანისკენ. ყველამ გაშ-
მაგებით მიიჯახუნა კარი და მძღოლმა მანქანა დაქოქა. თუმცა
ხუთ წუთზე მეტხანს არ უვლიათ.
სოფლის გასასვლელში, ხის ხიდის გადაღმა, გზა ჩაეხერგა
ფორანს, რომელსაც ბორბალი მოსძვრომოდა. ორი გლეხი
ცდილობდა შეკეთებას.
– გვაპატიეთ, – უთხრა ერთ-ერთმა ექსპერტს, რომელიც
მანქანიდან გადასულიყო.
არა უშავს.
გლეხი ცდილობდა, თავის ადგილას დაემაგრებინა ბორბა-
ლი და თან ექსპერტს ეკითხებოდა:
– საიდან ხარ?
ექსპერტმა აუხსნა.
– დილას შევიტყვეთ თქვენი აქ მოსვლის მიზეზი, – განაგ-
რძო გლეხმა. – სოფლის ქალები მხოლოდ თქვენზე ლაპარა-
კობენ. ეს ამბავი თქვენი მანქანების გამოჩენისთანავე დაიწ-
ყო.
– მოაწექი ცოტა, ჯანდაბა ამის თავს! – დაუყვირა მეორე
გლეხმა, რომელიც ამასობაში მარტო წვალობდა ბორბლის
გამოსაცვლელად.
– ქალები ამბობდნენ, უცხოელი ჯარისკაცები საფლავები-
დან უნდა ამოიღონ და თავიანთ ქვეყანაში გადაასვენონო, –
წყნარად განაგრძო გლეხმა. – და მათთან ერთად ბალისტებ-

48
საც ამოთხრიან და უცხოეთში გადაასვენებენ, სადღაც შორს,
დასავლეთშიო. მართალია?
ექსპერტს სიცილი აუტყდა.
– ასეთი ხმები დადის, – განაგრძო გლეხმა. – დაე, მკვდრე-
ბიც მტრებთან ერთად დარჩნენ, როგორც სიცოცხლეში იყ-
ვნენ. გუშინდელი მოკავშირეები დღესაც მოკავშირეებად რჩე-
ბიანო. ასე ამბობენ სოფელში.
ექსპერტს ისევ გაეცინა.
– არა, არ არის მართალი, – უპასუხა მან. – არავინ არ აპი-
რებს მოკლულ ბალისტებს მიხედოს.
– მოაწექი-მეთქი ცოტა, ჯანდაბა ამის თავს! – დაუყვირა
ისევ მეორე გლეხკაცმა. ბორბალი არაფრით არ მაგრდებოდა.
სადღაც შორიდან ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა. ვიღაც მო-
დიოდა ყანიდან, ლამპრით ხელში. ჭრაქის შუქი შეშინებული-
ვით თრთოდა.
– ერთ-ერთი ბორბალი გაგიჯიუტდათ? – იკითხა ახალმო-
სულმა, ჭრაქი აწია და გაკვირვებულმა შეხედა მანქანას და უც-
ხო ხალხს.
ყველა გაჩუმდა.
– ბოსლებიდან მოდიხარ? – ჰკითხა მეორემ.
– კი, იქიდან მოვდივარ.
კაცი ერთხანს გაშტერებული ათვალიერებდა უცხოებს,
შემდეგ ყველას ღამე მშვიდობისა უსურვა და თავისი გზით წა-
ვიდა. მისი ლამპრის შუქი გზისპირას გამწკრივებულ თივის
ზვინებზე უხმაუროდ, თეთრ ლაქებად ირეკლებოდა.
ძაღლები განაგრძობდნენ ყეფას.
– შენ ისევ შენს საქმეს აკეთებ? – ჰკითხა გლეხმა ექ-
სპერტს. ამ უკანასკნელმა თავის დაქნევით დაუდასტურა.
– კი, რაღაც ხანია უკვე, – დააზუსტა რამდენიმე წამის შემ-
დეგ.
გლეხმა ღრმად ამოიოხრა.
– ვერ არის ძალიან მხიარული სამსახური.
მძღოლი რაღაც ახალ მელოდიას უსტვენდა.
– მიდი, მოაწექი!
ბორბალი, როგორც იქნა, დამაგრდა.

49
– საღამო მშვიდობისა! – რამდენიმე გლეხი მხარზე გადე-
ბული თოხით ყანიდან ბრუნდებოდა.
– საღამო მშვიდობისა!
ფორანმა ბოლოს გზა გაათავისუფლა და მანქანა სწრაფად
გავიდა მთავარ გზაზე.
ოქტომბრის ღამე მთელ დაბლობზე ჩამოწოლილიყო.
მთვარე, მას შემდეგ, რაც ამაოდ სცადა, ჩრდილიდან გამოსუ-
ლიყო, ახლა თავის შუქს ღრუბლებისა და ბურუსის სქელი ფე-
ნების გავლით გასცემდა. ეს უკანასკნელნი კი ისე გაჟღენ-
თილგაჯერებულიყო ამ სინათლით, რომ მას ნელა, წვეთ-წვე-
თად და თანაბრად აფრქვევდა დაბლობის თვალუწვდენელ
ჰორიზონტზე. ცა გაპოხილივით იყო და ჰორიზონტი, დაბლო-
ბი და გზა თითქოს თეთრი ლაქებით დაფარულიყო.
იყო ხოლმე შემოდგომის ღამეები, როდესაც ცა უცნაურ
ფერს იღებდა და მთვარის გულგრილ, სევდიან და სულის შემ-
ძვრელ შუქში მთლიანად იძირებოდა. თითოეული ჩვენგანი
მიწაზე გულაღმა წვებოდა და ნამდვილად ამას ფიქრობდა:
„ღმერთო ჩემო! რა ცაა!“
გზა მოფენილი იყო პატარ-პატარა ორმოებით, რომლებიც
ფარების შუქზე დიდები და შავები ჩანდა.
ერთი საათის მგზავრობის შემდეგ შორიდან ქალაქის შუ-
ქები გამოჩნდა.

50
თავი VI
მანქანა სასტუმრო „ალბტურისტის“ წინ გაჩერდა. სველ ქუ-
ჩებში, ნეონის ნათურებით განათებული ვიტრინების წინ კან-
ტიკუნტად თუ ჩაივლიდა ვინმე. ცივი ქარი სახეში სცემდათ და
მგზავრებს ერთი სული ჰქონდათ, როდის შევიდოდნენ სას-
ტუმროს ჰოლში. ცარიელი ოთახები არ აკლდათ, რადგან სე-
ზონი უკვე დასრულებულიყო.
– მდინარისკენ გამავალი ოთახები გნებავთ? – ჰკითხა
დამტვრეული ინგლისურით მმართველმა.
– დიახ, თუ შესაძლებელია, – მიუგო მღვდელმა, – გმად-
ლობთ.
სასტუმროს ბიჭი მათ ჩემოდნების ატანაში დაეხმარა.
– აქედან ძალიან ლამაზი ხედი იშლება, – თქვა მღვდელ-
მა, როცა ოთახში ავიდნენ.
– ყოფილხართ უკვე ამ ქალაქში?
– დიახ.
– რამდენჯერ ხართ ნამყოფი ალბანეთში?
– რამდენჯერმე 38-39 წლებში, უკანასკნელად 42 წლის შუ-
აში გახლდით. თუმცა სიტუაცია ყოველ ჯერზე სხვადასხვანაი-
რი მხვდებოდა.
გენერალი ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდები გადასწია.
შორს, დაბლობს მთვარის ისევ იგივე შფოთვის მომგვრელი
შუქი სცემდა. ისევ ჩამოაფარა ფარდები და სიგარეტს მოუკი-
და.
– რესტორანში ხომ არ ჩავსულიყავით? – შესთავაზა
მღვდელმა.
– ჩავიდეთ.
დერეფანში ექსპერტი შემოხვდათ, რომელიც პირსახოცით
ხელში თავისი ოთახიდან გამოდიოდა.
– სასადილოდ ჩადიხართ ? – ჰკითხა მღვდელმა.
– ახლავე ჩამოვალ, – მიუგო ექსპერტმა.
– ორი კვირის წინ მთებში რომ შევხვდით გენერალ-ლეი-
ტენანტს, ქვევითაა, რესტორანში.

51
– მართლა?
– ვფიქრობ, ისინიც თხრიან და ეძებენ რაღაცას ამ ქალაქ-
ში, – თქვა ექსპერტმა.
ორი კვირით ადრე თვალუწვდენელ დაბლობზე მიქროდ-
ნენ მანქანით და გენერალმა, რომელიც მდუმარედ იჯდა ხოლ-
მე თავის კუთხეში, როცა არ ეძინა, უცნაურ რამეს მოჰკრა თვა-
ლი.
მთის ფერდობზე შალის ლურჯ კომბინეზონებში ჩაცმული
მუნიციპალური სამსახურის მიწის მუშები ოთხ თუ ხუთ ადგი-
ლას იდგნენ და მიწას თხრიდნენ. მოშორებით, გზაზე მსუბუქი
მანქანა, ოდნავ უფრო იქით კი ტენტით გადახურული საბარგო
მანქანა ეყენათ. ეს ორი მანქანა ზუსტად მათი მანქანებისნაი-
რი იყო. უნიფორმაში გამოწყობილი და საწვიმარში გამოხვეუ-
ლი ვიღაც კაცი მწვანე მანქანის გვერდზე, შავებში ჩაცმული
მეორე მამაკაცი კი გზისპირას, გზიდან ზურგშექცევით იდგა.
ეს რა მომეჩვენა, ნუთუ სიზმარში ვარო, საკუთარ თავს
ჰკითხა ჯერ კიდევ ტვინდაბუჟებულმა გენერალმა. შეგრძნება
დაეუფლა, თითქოს თავის თავს, მღვდელს და თავის მუშებს
ხედავდა გარეთ. თვალები დააჭყიტა და ხელით გაწმინდა და-
ორთქლილი მინა. არ ეჩვენებოდა.
– აქეთ გაიხედეთ, – ხმადაბლა გადაულაპარაკა მღვდელს.
ეს უკანასკნელი მითითებულ მხარეს შეტრიალდა და სახე-
ზე გაოცება დაეტყო.
– გააჩერეთ, გთხოვთ, – უთხრა გენერალმა მძღოლს.
ამ უკანასკნელმა გააჩერა მანქანა. გენერალმა თავის მხა-
რეს შუშა ჩამოსწია და ხელი მარჯვნისაკენ გაიშვირა.
– შეხედეთ ამ ხალხს, ზევით, – უთხრა ექსპერტს. – რას
აკეთებენ?
– სამხედროების საფლავებს ხსნიან.
– ეს როგორ შეიძლება? არა აქვთ გათხრების უფლება
ჩვენ გაუფრთხილებლად.
– ესენი თავისებს ეძებენ, – თქვა ექსპერტმა.
– ჰა? მართლა?
– შარშან ჩვენმა მთავრობამ ხელშეკრულება დადო მათ
მთავრობასთან, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან

52
გაუჭიანურდათ და მუშაობა მხოლოდ წელს, ზაფხულში დაიწ-
ყეს.
– ა, მესმის. ესეც გენერალია?
– დიახ, გენერალ-ლეიტენანტი. მეორე მათი რომელიღაც
ქალაქის მერია.
გენერალს გაეღიმა და თქვა:
– ერთი ისეთი გენერალი აკლია აქაურობას, რომელსაც
ხოჯა ახლდება თან.
– არც იქნება გასაკვირი. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება
თურქები მოგვადგნენ თავისიანების მოსაძებნად.
იმ დროს, როცა გენერალი ექსპერტს ელაპარაკებოდა,
გზის გასწვრივ მდგომი ორი უცხოელი შემობრუნებულიყო და
მათ ცნობისმოყვარეობით უყურებდა.
– გადავიდეთ, – თქვა გენერალმა და მანქანის კარი გა-
აღო. – ჩვენი კოლეგები ყოფილან. არ გვაწყენდა მათი გაცნო-
ბა.
– რისთვის? – გაიკვირვა მღვდელმა.
– იმისთვის, რომ შეგვიძლია ერთმანეთს ამ საქმეში დაგ-
როვილი გამოცდილება გავუზიაროთ, – სიცილით მიუგო გე-
ნერალმა.
მიახლოებისას შენიშნა, რომ მეორე გენერალს მარცხენა
ხელი მოკვეთილი ჰქონდა. ცალ, მარჯვენა ხელში დიდი შავი
ჩიბუხი ეჭირა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი
ჩასკვნილი და მელოტი აღმოჩნდა.
გაცნობის შემდეგ ერთხანს ცუდი ინგლისურით გაისაუბ-
რეს, ამასობაში კი მძღოლებმა ერთმანეთს მცირედი სამსახუ-
რი გაუწიეს. რამდენჯერმე ახადეს და დახურეს თავიანთი მან-
ქანების კაპოტები და აშკარად რაღაცაზე მორიგდნენ ერთმა-
ნეთში.
ათი წუთის შემდეგ ახლად შეძენილ ნაცნობებს დაემშვი-
დობნენ და გზა განაგრძეს.
იმ დღის შემდეგ ახლა პირველად ხვდებოდნენ ერთმა-
ნეთს.
– აი ისინიც, – თქვა გენერალმა, როცა მღვდელთან ერ-
თად რესტორნის დარბაზში შევიდა.

53
ერთმანეთს თავის დაკვრით მიესალმნენ. იმათ უკვე დაეს-
რულებინათ სადილი და ანგარიშს ელოდებოდნენ.
ამათ, თავის მხრივ, თითქმის სრულ მდუმარებაში ისადი-
ლეს. ექსპერტმა და მღვდელმა სულ რამდენიმე სიტყვით გა-
დაულაპარაკეს ერთმანეთს, რა დროსაც წარბშეკრული გენე-
რალი რაღაცაზე გაბრაზებული ჩანდა. სადილი დასრულდა თუ
არა, ექსპერტმა მაშინვე თავის ოთახს მიაშურა.
გენერალი და მღვდელი წამოდგნენ და სასტუმროს წყნარ
ჰოლში მეორე გენერალსა და მერს მიაკითხეს, რომლებიც ის-
ხდნენ და ეწეოდნენ.
– ყოველ საღამოს აქ ვსხდებით ხოლმე, – თქვა მერმა. –
ერთი კვირა იქნება, რაც ამ ქალაქში ვართ და საღამოებს სულ
ასე ვატარებთ. ან სად შეიძლება წასვლა? გვითხრეს, ზაფხულ-
ში აქაურობას კიდევ არა უშავს და რამდენიმე გასართობი და-
წესებულებაც მუშაობსო. მაგრამ წელიწადის ამ დროს უცხოე-
ლი ტურისტები არ არიან და ეს ცივი ქარიც მდინარიდან დღე-
დაღამ ქრის.
– შეგვეძლო ოდნავ უფრო ადრე ჩამოვსულიყავით ამ ქა-
ლაქში, – განაგრძო ცალხელა გენერალმა, – მაგრამ ფეხბურ-
თის ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა და არ გვაღირსეს
სტადიონის მინდორზე გათხრების ნებართვა.
– წარმოგიდგენიათ ამაზე უფრო უცნაური მიზეზი უარის-
თვის? – იკითხა სამოქალაქო პირმა.
– ისე, კაცმა რომ თქვას, არ არის ჭკუას მოკლებული, – გა-
ნაგრძო ცალხელამ, – ვიცი, შეიძლება გვერდებიდან დაგვეწ-
ყო თხრა, ისე, რომ სათამაშო მოედანს არც შევხებოდით, მაგ-
რამ ალბათ არ გვესიამოვნებოდა მაყურებლების ტაშის გრი-
ალი გატანილი გოლის გამო იმ დროს, როცა ჩვენ შუა ძვლე-
ბის ძებნაში ვიქნებოდით.
– ვფიქრობ, არც მაყურებლები აღფრთოვანდებოდნენ
პირღია საფლავების ხილვით შუა მატჩების დროს, – თქვა გე-
ნერალმა.
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა ცალხელამ, – თუმცა
თავს ვერ დავდებ... ვერც ხელს...

54
გენერალს მზერა ჯერ მის ცალ ხელზე გაუჩერდა, რომელ-
შიც ამ უკანასკნელს ჩიბუხი ეჭირა, მერე კი კიტელის ცარიელ
სახელოზე, რომლის ბოლოც მარცხენა ჯიბეში ჰქონდა ჩაყო-
ფილი.
ხელი უთუოდ იდაყვის სიმაღლეზე აქვს მოკვეთილიო, გა-
იფიქრა მან.
– არ მესმის, როგორ ააშენეს სტადიონი სასაფლაოს ად-
გილზე, – თქვა მღვდელმა. – ეს საერთაშორისო სამართლის
ნორმებს ეწინააღმდეგება. უნდა გაგეპროტესტებინათ.
– ეგრეც მოვიქეცით, – მიუგო გენერალ-ლეიტენანტმა, –
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები ადგი-
ლობრივებს კი არ დაუმარხავთ, არამედ ჩვენივე ძალებს და,
ყველაფერთან ერთად, ეს სამუშაო ღამით ჩატარებულა; არა-
ვის არაფერი გაუგია.
– მე მაინცდამაინც არ მჯერა მაგ განმარტების, – თქვა სა-
მოქალაქო პირმა.
– ვერც მე მარწმუნებს ბოლომდე, მაგრამ არც მის მცდა-
რობაზე დავდებ თავს და ხელს, – თქვა გენერალ-ლეიტენან-
ტმა.
გენერალმა ისევ შეხედა მოკვეთილ კიდურზე.
– ჩვენ არასდროს გადავწყდომივართ მსგავს შემთხვევას,
– თქვა მან.
– სად თხრით ახლა? – ჰკითხა სამოქალაქო პირმა. m
გენერალმა ადგილის სახელწოდება უთხრა.
– ჩვენ აქ რამდენიმე დღის სამუშაო გვაქვს, – თქვა
მღვდელმა, – ძებნა ორ სასაფლაოზე მოგვიწევს, რომელთა-
გან ერთი უფრო დიდია, მეორე უფრო პატარა.
– დარწმუნებული ვარ, ზუსტი სიებით იქნებით აღჭურვილი.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ჩვენები კი ზეპირსიტყვიერი ჩვენებების საფუძველზეა
შედგენილი.
– შეიძლება ითქვას, სიბნელეში ვეძებთ, – განავრცო სა-
მოქალაქო პირმა.
– გაგიძნელდებათ.

55
– დიახ, ძალიან გვიძნელდება, – დაეთანხმა გენერალ-
ლეიტენანტი. – სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ სამარხს თუ
მივაკვლევთ, მაგრამ ისე, რომ უმეტესობის ვინაობას ვერ და-
ვადგენთ.
– ვინაობის დადგენა არ გახლავთ იოლი საქმე, როდესაც
სიები ზუსტი არ არის.
– თქვენ ნამდვილად გექნებათ მახასიათებლები დაღუ-
პულთა სიმაღლისა და კბილების შესახებ.
– დიახ, – მიუგო მღვდელმა. -
– თანაც თქვენებს ყველას მედალიონი ეკიდა გულზე, არა?
– დიახ, რასაკვირველია, და ეს პატარა ნივთი არაერთხელ
გამოგვდგომია საქმეში, რაკი არ იხრწნება.
– ჩვენს სიებში კიდევ არ არის მითითებული იმათი სიმაღ-
ლე, ვისაც ვეძებთ და ეს სულ არ გვიადვილებს სამუშაოს.
– საბედნიეროდ, ქამრის ბალთები არსებობს მეტალის და
ეს ძალიან გვეხმარება, – სამოქალაქო პირმა.
ჰოლში ორი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. დიდ შემინულ
კართან დასხდნენ. კარი სასტუმროს ბაღში, როგორც ჩანს,
მდინარის მხარეს გადიოდა.
– რომელ დეზინფექტანტს ხმარობთ ცხედრებისთვის? –
სამოქალაქო პირმა.
– „უნივერსალ 62“-ს.
– ეფექტიანი საშუალებაა.
– მიწაზე უფრო ეფექტიანი არც ერთი არ არის.
– სწორია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიწა ვერ
ასრულებს ასეთ ფუნქციას.
– მომხდარა ისე, რომ გაუხრწნელი გვამი გეპოვოთ?
– როგორ არა!
– ჩვენც გვიპოვია.
– ძალიან საშიშია.
– ინფიცირების საშიშროება ყოველთვის არსებობს. ყოფი-
ლა, რომ მიკრობებს წლობით გაუძლიათ, არ განადგურებუ-
ლან და ნეშტის ექსჰუმაციის დროს უცბად დაჰბრუნებიათ ვი-
რულენტურობა.
– გქონიათ უბედური შემთხვევები?

56
– არა, ჯერჯერობით არა.
– არც ჩვენ.
– ასეა თუ ისე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– იმაში კი დავრწმუნდი, რომ მიწის მუშები ძალიან მარ-
ჯვეები არიან.
– მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება.
– ყავას ხომ არ მიირთმევდით? – იკითხა გენერალ-ლეი-
ტენანტმა.
– არა, დიდი მადლობა. ავალ დასაძინებლად.
– მეც ამოვდივარ, – თქვა სამოქალაქო პირმა. – წერილი
მაქვს დასაწერი.
ძილი ნებისა უსურვეს ორ გენერალს და წითელხალიჩადა-
ფენილ კიბეს აუყვნენ. ჰოლში სიწყნარე იყო. მხოლოდ ორი
ახალგაზრდა საუბრობდა მოპირდაპირე კუთხეში. დროდად-
რო ზოგიერთი მათი სიტყვის გარჩევა შეიძლებოდა.
გენერალმა მზერა დიდ შემინულ კარს მიაპყრო, რომლის
მიღმაც კუნაპეტი ღამე გადაჭიმულიყო.
– ჩვენ არაქათი გამოგვეცალა უკვე და ვინ იცის, კიდევ
რამდენი მომქანცველი სამუშაო გველოდება წინ. – დამ-
თრგუნველია აქაურობა.
– დიახ, ძალიან დამთრგუნველი. ვსარგებლობ ჩვენი აქაუ-
რი საქმიანობით და მთიან ზონაში თანამედროვე ომის ტაქტი-
კის გარკვეულ საკითხებს ვიკვლევ. მაგრამ ისეთ დაბრკოლე-
ბებს ვაწყდები, რომელთა გადალახვასაც ვერაფრის დიდებით
ვერ ვახერხებ. ასეთი ადგილია!
თანამოსაუბრეს არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია ამ
საკითხის მიმართ და ამან, ცოტა არ იყოს, გააკვირვა გენერა-
ლი.
– უცნაურია, – დაიწყო გენერალ-ლეიტენანტმა, – და იმ
სტადიონზე, სადაც ჩვენ ჩვენს კვლევა-ძიებას ვატარებთ, თით-
ქმის ყოველდღე მოდის ვიღაც ახალგაზრდა გოგო, რომელიც
თავის საქმროს ელოდება მთელი ვარჯიშის განმავლობაში.
წვიმაში ლურჯი საწვიმარი აცვია, დგას ხოლმე ჩუმად ერთ-
ერთ კუთხეში, ტრიბუნის საყრდენ სვეტებს შორის და უყურებს,
როგორ დარბიან მოთამაშეები მინდორზე. ცარიელ სტადიონს

57
სევდის მომგვრელი, შეიძლება ითქვას, პირქუში იერ-სახე
აქვს თავისი ცემენტის საფეხურებით, წვიმიან ამინდში რომ
ბზინავს და პატარ-პატარა ორმოებით, მოედნის კიდეებს რომ
გასდევს უსწორმასწოროდ. ლამაზი იქ მხოლოდ ეს გოგონაა
თავის ლურჯ საწვიმარში. როცა იქ ვარ ხოლმე, იმ დროს, რო-
ცა მიწის მუშები ოდნავ მოშორებით თხრიან, მე მის ცქერაში
ვატარებ. ერთადერთი გასართობია, რომელიც ამ ქალაქში შე-
იძლება იპოვო ადამიანმა.
– არ შეძრწუნდა იმის დანახვაზე, თუ როგორ ამოგაქვთ მი-
წიდან ნეშტები?
– არანაირად, – მიუგო თანამოსაუბრემ. – ჩვენკენ არც
იყურებოდა... თვალს არ აშორებდა თავის საქმროს, რომე-
ლიც ბურთს დასდევდა მოედანზე.
ასე დარჩნენ დიდხანს, ისხდნენ სავარძლებში, ეწეოდნენ
სიგარეტს და ხმას არ იღებდნენ.
ბოლოს ისევ გენერალმა დაარღვია სიჩუმე, თითქმის სიცი-
ლით:
– ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მარჯვე მესაფლავეები ვართ.
გარდაცვლილებს, სადაც არ უნდა განისვენებდნენ ისინი, ჩვენ
მაინც ვპოულობთ. ვერ დაგვიძვრებიან ხელიდან.
თანამოსაუბრემ თვალებში ჩახედა და უთხრა:
– იცით, რამდენიმე ღამეა, ერთი და იგივე კოშმარი მესიზ-
მრება.
– მეც ვხედავ ხოლმე ცუდ სიზმრებს.
– საკუთარი თავი მესიზმრება იმ სტადიონზე, სადაც ჩვენი
გათხრებია, – განაგრძო გენერალ-ლეიტენანტმა, – უბრა-
ლოდ, უფრო დიდი მეჩვენება და ტრიბუნები თითქოს გადაჭე-
დილია ხოლმე მაყურებლებით იმ დროს, როცა ზედ მოედანზე
ვთხრით. ხალხში ის ახალგაზრდა გოგოც ზის თავის ლურჯ
საწვიმარში. ყოველ ახლად გახსნილ სამარხზე ურიცხვი მაყუ-
რებელი მქუხარე ტაშს გვიკრავს, მთელი სტადიონი ფეხზე
დგება და ჯარისკაცის სახელსა და გვარს სკანდირებს. ასეთ
დროს ყურს დავცქვეტ ხოლმე იმ იმედით, რომ დაღუპულის ვი-
ნაობას გავარკვევ, მაგრამ ხალხის ყვირილი დახშულად მომ-
დის და ღრიანცელის ხმა არანაირ საშუალებას არ მაძლევს,

58
თუნდაც ერთი გვარი გავარჩიო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს
ამბავი ყოველ ღამე მემართება!
– მაგის ახსნა ადვილად შეიძლება – შეპყრობილი ბრძან-
დებით თქვენი გარდაცვლილების ვინაობის დადგენით.
– დიახ, უთუოდ ეგ უნდა იყოს. მოსვენებას არ მაძლევს ეს
ამბავი.
გენერალს მსგავსი სიზმარი გაახსენდა, რომელსაც ხში-
რად ხედავდა თავად. ვითომ დაბერებულიყო და სამხედრო სა-
საფლაოს დარაჯად მუშაობდა თავის ქვეყანაში, ზუსტად იქ, სა-
დაც ალბანეთიდან მის მიერვე წამოღებული ჯარისკაცების
ძვლები ესვენა. დიდი სასაფლაო იყო, ვეებერთელა, და საფ-
ლავებს შორის ხეივნებში ათასობით ადამიანი მიდი-მოდი-
ოდა. ხელში დეპეშები ეჭირათ და თავისიანებს ეძებდნენ. აშ-
კარად ვერ პოულობდნენ და მრისხანე სახეებით თავებს აკან-
ტურებდნენ. ამის შემხედვარეს, გენერალს, შიშისგან სისხლი
ეყინებოდა ძარღვებში. მაგრამ ზუსტად ამ დროს მღვდელი თა-
ვის ზარს შემოჰკრავდა ხოლმე და ყველანი წამსვე ქრებოდ-
ნენ. და მასაც ეღვიძებოდა.
დააპირა ამ სიზმრის მოყოლა, მაგრამ ბოლო წამს გადაი-
ფიქრა.
მან.
– წინ არც ისეთი იოლი სამუშაო გველის, – თქვა
– დიახ, – კვერი დაუკრა თანამოსაუბრემ, – რის კეთებაც
ჩვენ გვიწევს, ომის ერთგვარი ასლია.
– რომელიც შეიძლება დედანზე უარესიც იყოს.
ერთხანს კვლავ დადუმდნენ.
– პროვოკაციების მსხვერპლი თუ გამხდარხართ როდის-
მე? – ჰკითხა გენერალმა.
– ერთადერთხელ.
– და რა მოხდა?
– ბავშვებმა ქვები დაგვიშინეს.
– ქვები?
– დიახ.
– და თქვენ ასეთი შეურაცხყოფა აიტანეთ?
– ვინ გითხრათ, რომ ავიტანეთ?

59
– გაოგნებული ვარ, – თქვა გენერალმა, – ნამდვილი ბარ-
ბაროსობაა.
– ჩახლართული საქმე იყო, – დაიწყო გენერალ-ლეიტე-
ნანტმა, – ჩვენ შეცდომით გავხსენით ალბანელების რამდენი-
მე სამარხი, რომლებიც ჩვენი გვეგონა.
– აი, თურმე რა ყოფილა.
– დიახ, უსიამოვნო ამბავია. გახსენებაც აღარ მინდა. დავ-
ლიოთ თითო ყავა.
– თვალს ვეღარ მოვხუჭავთ მთელი ღამე.
– მშვენიერია! სიზმრებს მაინც არ ვნახავთ. რადგან, კაცმა
რომ თქვას, ყველაფერი, რაც მეორდება, ბოლოს მომაბეზრე-
ბელი ხდება.
– მართალი ბრძანდებით.
ორი ყავა შეუკვეთეს.

60
თავი VII
– ომის დასაწყისში მოხდა ეს, – დაიწყო დამტვრეული ინ-
გლისურით ყავახანის პატრონმა. რამდენიმე წელს ემუშავა
ნიუიორკის ერთ-ერთ კაფეში და ამ ენაზე ძლიერი ამერიკული
აქცენტით ლაპარაკობდა. გენერალმა მოისურვა, ამ ქვისსახ-
ლებიანი ძველი ქალაქის რომელიმე მკვიდრმა მომითხროს
მეძავის ამბავიო. ყავახანის პატრონზე უფრო დაწვრილებით
არავინ იცის ეს ისტორია, მაგრამ ოდნავ ენას უკიდებს და თან
ცუდი ინგლისურითაც ლაპარაკობსო, უთხრეს.
რა მნიშვნელობა აქვს, ენას თუ უკიდებს და ინგლისურს თუ
სისხლს ადენს ცოტათი, განა ყველაფერი სისხლისღვრის ნიშ-
ნით არ არის მთელ ამ ამბავშიო, გაიფიქრა გენერალმა.
მეძავის სახელსა და გვარს იმ დილას გადააწყდნენ ქალა-
ქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო სასაფლაოზე.
იქამდე ნაპოვნ ცხედართაგან ეს ერთადერთი იყო ქალისა და
როცა ორი სიტყვით უთხრეს მის შესახებ რაღაცა, გენერალი
მისი ისტორიით დაინტერესდა. შეიძლება არხეინადაც ჩაევ-
ლო მისი საფლავის გვერდით, რომ არა მარმარილოს ფილა
საფლავის თავში, რომელსაც ზედ ასეთი რამ ეწერა: დაიღუპა
სამშობლოსათვის.
გენერალმა შორიდანვე შეამჩნია თეთრი ფილა. თვალში
ეცემოდა ადამიანს საფლავების თავთან ჩასობილ ხის დაბრე-
ცილ, გაშავებულ, დამპალ ჯვრებს შორის, რომლებზეც ზევი-
დან ჟანგმოდებული მუზარადები ეკიდა.
– მარმარილოს ფილა?! – შესძახა გენერალმა. – მაღალი
წოდების ოფიცრისა ხომ არ არის? სულაც პოლკოვნიკი ზ.-ისა?
მაშინვე მიუახლოვდნენ საფლავს, რომ იქ ამოკვეთილი
წარწერა წაეკითხათ. ხელთ ქალის სახელი და გვარი და მისი
დაბადების ადგილი შერჩათ. წარმოშობით იმავე კუთხიდან
აღმოჩნდა, საიდანაც გენერალი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელს
ამაზე არავისთან კრინტი არ დაუძრავს.
– ომის დასაწყისში მოხდა ეს, – დაიწყო ყავახანის პატ-
რონმა. – მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე ეს ახალი ამბავი.

61
იმიტომ კი არა, თითქოს ამგვარი რამეები მაინტერესებდეს,
არა, უბრალოდ, რაკი მაშინაც კაფეში ვმუშაობდი, პირველი
ვიგებდი ხოლმე ყველა ამბავს, რომელიც კი ჩვენს ქალაქს შე-
ეხებოდა. ასე მოხდა იმ დღესაც. კაფეში ნემსი არ ჩავარდებო-
და, იმდენი ხალხი ირეოდა, როცა ისე დაირხა ხმა, რომ ვერც
გავიგეთ, ვინ დაარხია. ვიღაცეები ამბობდნენ, ერთმა სამხედ-
რომ ქნა ეს, რომელიც საბერძნეთის ფრონტზე წასვლის წინ
ჯერ გვარიანად გამომთვრალა და მერე ერთი ღამე სასტუმრო-
ში გაუტარებია, სხვები გაიძახოდნენ, ეს ამბავი ერთმა კაცმა,
სახელად ლამე სპირიმ გაავრცელა, რომელიც ასეთი რამეე-
ბის გარდა სხვა არაფერზე ფიქრობდაო. თუმცა ამას არავითა-
რი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისეთი გაკვირვებული და თავ-
გზააბნეულები ვიყავით, რომ სულ არ გვადარდებდა, ეს ამბავი
მართლა ჯარისკაცისგან მოდიოდა, თუ იმ ნაძირალა ლამე
სპირისგან.
უნდა ითქვას, რომ იმხანად ადვილი არ გახლდათ ჩვენი
გაკვირვება. გაგანია ომი იყო და ყოველდღე გვესმოდა სრუ-
ლიად დაუჯერებელი და გაუგონარი ამბები. იმ დღის შემდეგ,
როცა ჩვენ თვალწინ ჩვენს ქუჩებში პირველად ჩაიარეს სა-
ჰაერო თავდაცვის გრძელლულიანმა ზარბაზნებმა, თანაც ისე-
თი თავზარდამცემი ხმაურით, რომ გვეგონა, სადაცაა მთელი
ქალაქი თავზე დაგვემხობაო, ვფიქრობდით, ამიერიდან რა-
ღამ უნდა გაგვაოცოსო. კიდევ უფრო ნაკლებად ველოდით გა-
ოცებას მას შემდეგ, რაც ზუსტად ჩვენს თავზე გაიმართა საჰაე-
რო ბრძოლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ რაღაცეებზე, რაც
ყოველივე ამის შემდეგ მოხდა.
ერთხანს ხმები დადიოდა, მიმდებარე მთების ერთ-ერთ
ვიწრობში ვიღაც სოფლელი ბაბა ალის შეხვდაო. თავისი ჯო-
ხით ხელში მოაბიჯებდა და ბერიკაცმა ყველაზე შემაძრწუნებე-
ლი რაღაცეები უწინასწარმეტყველაო. ყელგამოჭრილი მამ-
ლების ძვლებიც მხოლოდ ომსა და სისხლისღვრას მოასწავებ-
და. შიგნეულობაც ძალიან წითელი ჩანდა და ხალხი უარესი
უბედურების მოლოდინში ცხოვრობდა.
შემდეგ, ერთხანს, მთელი სოფელი მხოლოდ ინგლისელ
მფრინავზე ლაპარაკობდა, რომელიც ქალაქის გასასვლელ-

62
თან ჩამოაგდეს. ჩემი თვალით ვნახე მისი ხელი – ესღა დარ-
ჩენილიყო მთელი მისი სხეულისგან. დამწვარი პერანგის ნაფ-
ლეთებში გამოხვეული ეს ხელი მაშინ დავინახე, როცა ის ქა-
ლაქის მოსახლეობას დაანახვეს მერიის მოედანზე. ხელის
მტევანი გაყვითლებულ ფიცარს წააგავდა და ერთ-ერთ თითზე
ნიშნობის ბეჭედიც ჩანდა, რომელიც მისთვის არ მოეხსნათ.
თვითმფრინავი, როგორც მოგახსენეთ, საჰაერო თავდაცვამ
ჩამოაგდო, როცა ქალაქის დაბომბვის შემდეგ აპირებდა, გას-
ცლოდა აქაურობას. ერთი ყუმბარა ტექეს დაეცა და ყველანი
ამბობდნენ, მფრინავს ღვთის რისხვა ეწიაო.
მოკლედ, რა აღარ ვნახეთ და გავიგონეთ ამგვარი ამბები-
დან და ამიტომ ყველაზე მოულოდნელი მოვლენებიც კი დი-
დად აღარ გვაკვირვებდა; და მაინც, ამბავმა, რომ საროსკიპოს
გახსნას აპირებდნენ, სულით ხორცამდე შეძრა ყველა. ყველა-
ფერს მოელოდნენ ამის გარდა. ახალი ამბავი იმდენად საკ-
ვირველი იყო, რომ თავიდან უმეტესობამ არც დაიჯერა. ჩვენი
ქალაქი ძალიან ძველია. დროება და ადათ-წესი ათასნაირი
უნახავს, მაგრამ ასეთს ვერასდროს წარმოიდგენდა. და რო-
გორ უნდა ჩამოერეცხა ასეთი სირცხვილი თავის ამ სიბერეში
ქალაქს, რომელმაც აქამდე ღირსეულად მოაღწია? რა უნდა
გვექნა? ამ შეკითხვამ ძალიან დააბნია ხალხი. რაღაც უცნობი,
ახალი და შემაძრწუნებელი დათარეშობდა ჩვენს ცხოვრება-
ში, გეგონება, ოკუპაცია, უცხოელთა ჯარებით გადავსებული
ყაზარმები, დაბომბვები და შიმშილი ისედაც მძიმე ტვირთად
არ გვაწვა მხრებზე. არ გვესმოდა, რომ იმხანად ესეც, არც მე-
ტი და არც ნაკლები, ომის შემადგენელი ნაწილი იყო დაბომ-
ბვის, ყაზარმებისა და შიმშილის მსგავსად.
ამბის გავრცელების მეორე დღეს მოხუცების დელეგაცია
გაემართა მერიისკენ. იმავე ღამეს მეორე ჯგუფი შეიკრიბა კა-
ფეში პეტიციის მოსამზადებლად, რომლითაც ტირანაში ფა-
შისტი იმპერატორის გენერალ-ლეიტენანტს მიმართავდნენ.
საათების განმავლობაში იმ მაგიდას უსხდნენ, აი იქ, და წერ-
დნენ – გვერდს გვერდი მოჰყვებოდა, დანარჩენები კი მათ
გარშემო იდგნენ, ყავას სვამდნენ, ეწეოდნენ, საქმეებზე გადი-
ოდნენ და მერე უკანვე ბრუნდებოდნენ, რომ გაეგოთ, რამდენი

63
დარჩენილიყო წერილის დასრულებამდე. შეწუხებული ქალე-
ბი შვილებს აგზავნიდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ
ქმრებს ზედმეტი ხომ არ მოუვიდათ სმა. მახსოვს კიდეც ეს გა-
ოგნებული ბავშვები, ძილისაგან დამძიმებული თვალებით
რომ იყურებოდნენ დიდი ვიტრინების უკნიდან და მერე რო-
გორ გარბოდნენ ხოლმე სახლებში ღამის ნესტიანი სიცივისა-
გან აკანკალებულები.
არასდროს ისე გვიან არ დამიკეტავს კაფე, როგორც იმ ღა-
მეს. ბოლოს, როგორც იქნა, წერილის წერას მორჩნენ და ვი-
ღაცამ ის ხმამაღლა წაიკითხა. კარგად აღარ მახსოვს, ზუსტად
და მთლიანად რა ეწერა იქ. უბრალოდ, ვიცი, რომ ერთიმეო-
რის მიყოლებით ჩამოწერილი სხვადასხვა მიზეზების გამო ქა-
ლაქის პატიოსანი მოქალაქეები დუჩეს გენერალ-ლეიტენანტს
სთხოვდნენ, რომ მას გაეუქმებინა საროსკიპოს გახსნის გა-
დაწყვეტილება და ამას ჩვენი ძველი ქალაქის ღირსებისა და
განვითარების სახელით აკეთებდნენ, რომლის კეთილშობი-
ლური ტრადიციების ფესვები უხსოვარი დროის სიღრმეში
იკარგებოდა.
მეორე დღეს წერილი გაგზავნეს.
სიმართლე ითქვას, ისეთი ხალხიც აღმოჩნდა, რომელსაც
არ უნდოდა ამგვარი პეტიცია და რომელიც, ზოგადად, არ ემ-
ხრობოდა მოსაზრებას, რომ საჭირო იყო წერილების წერა და
მათი გზავნა ოკუპანტთან. მაგრამ ჩვენ მათ ყური არ ვათხო-
ვეთ. მტკიცედ გვჯეროდა, რომ რაღაც სასიკეთო გაკეთდებო-
და ჩვენთვის. იმხანად ომი ახალი დაწყებული იყო და ჯერ კი-
დევ ბევრი რამ არ გვესმოდა კარგად.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს.
რამდენიმე დღეში მოგვივიდა ტელეგრამა: „საროსკიპო გაიხ-
სნება სტრატეგიული ხასიათის მიზეზებით, წერტილი.“ ფოსტის
ხანდაზმული მუშაკი, რომელმაც პირველმა წაიკითხა დეპეშა,
მაშინვე ვერ ჩასწვდა ამ გამოთქმის შინაარსს. ზოგიერთები
ამბობდნენ, ეს დაშიფრული ენაა, რაც ახლა ძალიან გავრცე-
ლებულია და ყოველთვის უცნაურად ეჩვენება ადამიანსო. ვი-
ღაცეები იმასაც კი ამტკიცებდნენ, სინამდვილეში აქ მეორე
ფრონტის გახსნა იგულისხმება, რაკი სამხედრო ტერმინები,

64
ზოგადად, ძალიან მკაფიო არ არისო. მაგრამ ამ ყველაფერში
სიმართლის ნასახიც არ იყო და იმათ, ვინც რადიოს უსმენდა
საღამოობით, კარგად იცოდნენ, რასაც ნიშნავდა გამოთქმა
„სტრატეგიული ხასიათის მიზეზები“. შემდეგ ყველაფერი გა-
ირკვა: იხსნებოდა არც მეტი, არც ნაკლები, საროსკიპო და
არავითარი მეორე ფრონტი.
რამდენიმე დღეში დეტალები შევიტყვეთ. საროსკიპოს სა-
ოკუპაციო ჯარები ხსნიდნენ, ხოლო ქალებს უცხოეთიდან ჩა-
მოიყვანდნენ.
ჩვენს ქალაქში იმ დღეებში ყველა მხოლოდ ამაზე ლაპა-
რაკობდა. ყველას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ეს უც-
ნობი რაღაც და, განსაკუთრებით, როგორ გამოიყურებოდნენ
ქალები. ისინი, – და მათი რიცხვი ძალიან ცოტა იყო, – ვინც
ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული იყო ქვეყანაში, ცნობის-
მოყვარეობას უკმაყოფილებდნენ სხვებს, როცა მაგიდის გარ-
შემო შეკრებილებს ნაირ-ნაირ ამბებს უყვებოდნენ ამის შესა-
ხებ. კარგად ჩანდა, რომ ისინი რეალურ ეპიზოდებს სხვადას-
ხვა გამოგონილი დეტალებით ალამაზებდნენ და ერთმანეთს
იმაში ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო გამაოგნებელ ისტორიას მოჰ-
ყვებოდა. რომ მოგესმინათ მათი მონათხრობი იაპონიისა და
პორტუგალიის საროსკიპოების შესახებ, იფიქრებდით, ისინი
ამ ქვეყნებს ხუთი თითივით იცნობენ, მთელი მსოფლიოს მსუ-
ბუქი ყოფა-ქცევის გოგონების სახელები კი ზეპირად იციანო.
მსმენელები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უკვე დიდი
ქალიშვილები ჰყავდა, შეშფოთებული იყურებოდნენ და თა-
ვებს შეშინებული სახით აკანტურებდნენ. ქალები სახლებში
ისხდნენ და თითებს იჭამდნენ ნერვიულობისგან, ისე რომ, ვერ
მიხვდებოდით, საკუთარი ქმრების გამო უფრო ღელავდნენ თუ
ვაჟიშვილების. ყველაზე ხნიერები ამ მოვლენაში ავბედით ნი-
შანს ხედავდნენ და ყველაზე შავბნელი წინათგრძნობებით გა-
ტანჯულები, გულშეკუმშულები ელოდებოდნენ კიდევ უფრო
მძიმე სასჯელს უფლისაგან. რასაკვირველია, იყვნენ ისეთე-
ბიც, ვისაც უხაროდა, რადგან როგორ ადამიანს არ გადაეყრე-
ბი კაცი ამ ქვეყანაზე, თუმცა ღიად მაინც ვერავინ ბედავდა ამ
სიხარულის გამოხატვას. მათ რიცხვში იყვნენ ქმრები, რომ-

65
ლებიც ვერ ეწყობოდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ იყვნენ
ისეთებიც, რომლებსაც ბუნებით ძალიან იტაცებდა მსუბუქი
ურთიერთობები, განსაკუთრებით, ჯერ კიდევ დაუოჯახებელი
ახალგაზრდები, რომლებიც მთელი დღე სასიყვარულო რომა-
ნებს კითხულობდნენ და მოსაღამოებისას აღარ იცოდნენ, თა-
ვი რით შეექციათ. ზოგიერთები ცდილობდნენ, საკუთარი თავი
და სხვები იმით დაემშვიდებინათ, რომ ამიერიდან უცხოელი
ჯარისკაცები ჩვენს ახალგაზრდა გოგონებს გულს აღარ გაუწ-
ყალებდნენ, რაკი თავისი ქალები ეყოლებოდათ. მაგრამ ხალ-
ხის დაწყნარება არ გახლდათ იოლი საქმე.
ბედის ბორბალი უკუღმა თვით საროსკიპოს გახსნამდე
დაგვიტრიალდა. ორი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დაიჭი-
რეს, რომ გაბედეს და თქვეს, ეს ამბავი უცხოური ცხოვრების
წესის შემოსაღებად და ალბანეთში ზნეობის გასათელად გა-
დაწყვიტეს, რაც ქვეყნის დენაციონალიზაციისა და ფაშიზაციის
ვრცელი გეგმის ნაწილს შეადგენსო. ამის შემდეგ ხალხმა ხმა-
დაბლა დაიწყო ლაპარაკი და როცა კი ვინმე საროსკიპოს ახ-
სენებდა, მხოლოდ ხანდაზმულები თუ იწყევლებოდნენ უშიშ-
რად და ხმამაღლა.
ბოლოს ქალებიც ჩამოვიდნენ. ისინი მწვანე ფერის სამ-
ხედრო მანქანამ მოიყვანა. ეს სცენა დღევანდელი დღესავით
მახსოვს. ახალი მოსაღამოებული იყო და ჩემი კაფეც ხალხით
გაიჭედა. თავიდან ვერც მივხვდი, რატომ დგებოდა ხალხი თა-
ვისი მაგიდებიდან, რატომ უახლოვდებოდნენ დიდ ფანჯრებს
და რატომ იყურებოდნენ გარეთ, მერიის მოედნისკენ. შემდეგ
რამდენიმე ადამიანი ქუჩაში გავარდა, დანარჩენები კი კითხუ-
ლობდნენ, რა ხდებაო. არაერთი მაგიდა დაცარიელდა. პირვე-
ლად მოხდა, რომ ამდენი ხალხი ფულის გადაუხდელად წავი-
და. მეც გავედი, რაკი ვერაფრით მოვთოკე საკუთარი ცნობის-
წადილი. მეორე, მოპირდაპირე კაფედან და მონადირეთა
კლუბიდან გამოსული ცნობისმოყვარეები მოედანზე შეკრები-
ლიყვნენ და, ტროტუარზე მდგომნი, სანახაობას ადევნებდნენ
თვალს. საბარგო მანქანა ზუსტად ქალაქის დაღუპულთა ძეგ-
ლის წინ, მერიის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა და იქიდან
ახლად გადმოსული ქალები უკვე დასეირნობდნენ და იქაურო-

66
ბას გაკვირვებული სახეებით ათვალიერებდნენ. ექვსნი იყვნენ
და გრძელი მოგზაურობისგან დაბუჟებულები და დაღლილები
ჩანდნენ. ცნობისმოყვარეები გარშემო იდგნენ და ისე გადმოე-
კარკლათ თვალები, გეგონება, რაღაც იშვიათ ცხოველებს
უყურებდნენო, მაშინ როცა ქალები ერთმანეთში ლაპარაკობ-
დნენ და მათ წყნარი სახითა და უდარდელი ღიმილით გახე-
დავდნენ ხოლმე. შეიძლება ის უკვირდათ, რომ ასე მოულოდ-
ნელად ამოყვეს თავი ამ უცნაურ, მთლიანად ქვის ქალაქში,
რადგან მიმწუხრის ჟამს ჩვენი ქალაქი მართლა ემსგავსება
რაღაც ზღაპრულ ადგილს ციხესიმაგრის შვერილი საყრდენე-
ბითა და მდუმარედ აღმართული მინარეთებით, რომელთა
ლითონით დაფარული შპილები ჩამავალი მზის სხივებისგან
ბრჭყვიალებს.
ამასობაში მოედანი ხალხით გავსებულიყო, განსაკუთრე-
ბით ბავშვებით, რომლებიც მათ ჯარისკაცებისაგან ნასწავლ
უცხო ენაზე რაღაც სიტყვებს ესროდნენ. უფროსები ცდილობ-
დნენ, ბავშვები იქიდან გაეყარათ და ქალებს მდუმარედ ათვა-
ლიერებდნენ. იმწუთას გვიჭირდა იმის გააზრება, თუ რას
ვგრძნობდით გულში. ერთადერთ რამეს მივხვდით იმ საღა-
მოს – ის, რასაც ტოკიოსა და ჰონოლულუს საროსკიპოებზე
გვიამბობდნენ, ძალიან შორს იყო იმ ყველაფრისგან, რასაც
მაშინ საკუთარი თვალით ვხედავდით და რომ ჩვენს თავს რა-
ღაც უფრო ღრმა, უფრო სავალალო და უფრო საუბედურო
ხდებოდა.
რამდენიმე უცხოელისა და მერიის ერთი თანამშრომლის
თანხლებით პატარა ჯგუფი სასტუმროსაკენ დაიძრა. ბავშვები
უკან მისდევდნენ. იქვე გაათიეს პირველი ღამე ჩვენი ქალაქის
უცხო სტუმარმა ქალებმა.
მეორე დღეს ქალები ქალაქის შუაგულში, პატარა ბაღით
გარშემორტყმულ ორსართულიან სახლში დააბინავეს. წარწე-
რა, რომელზეც ზუსტი დროები იყო ასახული სამოქალაქო და
სამხედრო პირებისთვის, კარზე ეკიდა. ეს წარწერა ყველამ
მოგვიანებით ვნახეთ, რადგან პირველ დღეებში ქუჩა ისეთი
უკაცრიელი იყო, გეგონება, შავმა ჭირმა გადაუარაო. აღარა-
ვინ დადიოდა იმ ქუჩაზე. მერეც, როდესაც ხალხმა საროსკი-

67
პოში სიარული დაიწყო, ეს ქუჩა მაინც ქალაქის ყველაზე მა-
ხინჯ, ყველაზე უსახურ, ყველაზე ამაზრზენ ქუჩად გვეჩვენებო-
და. შეგრძნებას გვიტოვებდა, თითქოს მთელი ქუჩა ბინძური,
ჩამომჭკნარი, გზასაცდენილი ქალი ყოფილიყო. შემდეგ ერთი
მილიციელი დააყენეს, ვისაც თვალთვალი ევალებოდა, ვინ
აუვლიდა იმ ქუჩას გვერდს და თანდათანობით, რამდენიმე
დღეში, ისევ განახლდა იქ მიმოსვლა; თავიდან მხოლოდ ბიჭ-
ბუჭობა გამოჩნდა, მერე კი დანარჩენებიც – ხალხს ისედაც
თავზე საყრელად ჰქონდა საქმე და, აბა, ვის ეცალა გრძელ-
გრძელ წრეებზე სასიარულოდ მეზობელ ქუჩაბანდებში? სულ
რამდენიმე ბერიკაცმა დაიფიცა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი
ფეხი არ იქნება იმ ქუჩაზეო.
ყველასთვის მოღუშული და წუხილით სავსე დღეები დად-
გა. ჩვენი ქალაქისთვის უცხო იყო ზნედაცემული ქალები და
ეჭვიანობითა თუ ღალატით გამოწვეული ოჯახური სკანდალე-
ბი იშვიათად ხდებოდა. და აი, სად იყო და სად არა, ეს შავი ლა-
ქა ქალაქის შიგ შუაგულში გაჩნდა. ხალხის შეშფოთება ამ სი-
ახლის გამოცხადებისას არაფერი იყო იმ გაგიჟებასთან შედა-
რებით, რაც ამ სახლის გახსნის შემდეგ დატრიალდა. კაცებმა
შინ მისვლა შებინდებისთანავე დაიწყეს და საღამოობით კაფე
ძალიან ადრე ცარიელდებოდა. ქმრები ან ვაჟები ოდნავ თუ
დააგვიანებდნენ დაბრუნებას, დედები და ცოლები გიჟდებოდ-
ნენ შფოთვისგან. მეძავები ერთგვარ სიმსივნედ იქცნენ ქალა-
ქის შუაგულში. ხალხში ბევრს უმტყუნა ნერვებმა, ბევრი მამა-
კაცი და ყმაწვილი ყოველთვის ვეღარ ახერხებდა, მზერაში და-
ემალა, რომ გონება ამღვრეული ჰქონდა.
თავიდან, ცხადია, არავინ მიდიოდა იქ. მეძავებს ნამდვი-
ლად უკვირდათ და ალბათ ფიქრობდნენ კიდეც, ეს რა უცნაუ-
რი ხალხია, ქალებისთვის ასე რომ ვერ იცლიანო. შეიძლება
ესმოდათ კიდეც, უცხოელები რომ იყვნენ ამ ქვეყანაში და რომ
მათ ისევე უყურებდნენ ადგილობრივები, როგორც საოკუპა-
ციო ჯარებს, საყოველთაო მტრებს.
საროსკიპოს პირველი სტუმარი ისევ ის ნაძირალა ლამე
სპირი აღმოჩნდა. იმ დღეს, როცა ის იქ პირველად მივიდა, ეს
ამბავი მყისვე გავრცელდა, იმდენად, რომ იქიდან მისი გამოს-

68
ვლისას მეზობელი სახლების ფანჯრებს ზღვა ხალხი მოაწყდა
და ისეთი დაჭყეტილი თვალებით უყურებდნენ, გეგონება,
მკვდრეთით ახლად აღმდგარი ქრისტე ყოფილიყო. ლამე სპი-
რი ამაყად მოაბიჯებდა ქუჩაში და უხერხულობის ნატამალიც
კი არ ეტყობოდა სახეზე. ხელიც კი დაუქნია ერთ-ერთ ქალს,
რომელიც სარკმელთან მიმჯდარიყო და მზერით აცილებდა
მას. სწორედ ამ დროს ვიღაც მოხუცმა ქალმა ერთ-ერთი ფან-
ჯრიდან ვედროთი წყალი გადმოასხა, მაგრამ ვერ მიაწვდინა.
მოხუცი ქალები ლოყებს იჩქმეტდნენ და მეძავებს ზევით
აწეული, გაჭიმული ხელით და მათკენ მიმართული გაპარჭყუ-
ლი თითებით წყევლიდნენ. ჩვენს ქალებს ახასიათებთ ეს. გო-
გონებს კი ამის შინაარსი არ ესმოდათ და სიცილით იხოცე-
ბოდნენ.
ასე ხდებოდა დასაწყისში. მერე ხალხი შეეჩვია ამ ახალ სი-
ტუაციას. იყვნენ ისეთები, რომლებიც ბნელ ღამეებში ჩუმჩუ-
მად დაიპარებოდნენ იმ სახლში, რომელმაც ამდენი თავში
სახლელი გაგვიჩინა თავის დროზე. მეძავებიც, ასე ვთქვათ,
შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში.
ხშირად ისეც ხდებოდა, რომ გოგონები საღამოობით აი-
ვანზე გამოდიოდნენ. ეწეოდნენ, უაზრო თვალებით უყურებ-
დნენ გარშემო მთებს და უთუოდ თავიანთ შორეულ ქვეყნებზე
ფიქრობდნენ. დიდხანს რჩებოდნენ ხოლმე ასე, ბინდბუნდში,
ვიდრე მოლა არ გადმოდგებოდა მინარეთიდან, მწუხრის
ლოცვას არ წაიმღერებდა მონოტონური ხმით და ყველა არ
დაბრუნდებოდა თავის სახლში.
რაღაც ხნის შემდეგ მათდამი მტრული დამოკიდებულება
გაქრა. ზოგიერთს ებრალებოდა კიდეც ისინი. მათ დასაცავად
აცხადებდნენ, ისინი არც მეტი, არც ნაკლები, ჯარისკაცებივით
არიან გაწვეული და მათ არმია ინახავსო. დროდადრო მათ გა-
მო რაღაც უბედურებებიც ხდებოდა. მაგალითად, ლიცეუმის
ერთი მოწაფე იმაზე დაიჭირეს, რომ მან „ბოზების მილიტარი-
ზაცია“ თქვა. თუმცა ეს საწყლები რა შუაში იყვნენ ამ შემთხვე-
ვაში?
ჩანდა, თანდათანობით ხალხი შეეჩვია მათ ყოფნას.
ელეთმელეთი აღარ ემართებოდათ, მათ თუ სადმე გადაეყრე-

69
ბოდნენ შემთხვევით, მაღაზია იქნებოდა ეს, თუ ეკლესია კვი-
რადღეს. მხოლოდ მოხუცი ქალები ვერ ისვენებდნენ და დღეს
და ღამეს ლოცვაში ატარებდნენ – ნეტავი ერთი კარგი ინგლი-
სური ბომბა დაეცეს თავზე იმ დაწყევლილ სახლსაო.
ქვეყანა დაპყრობილი იყო, ათასი სადარდებელი გვქონდა
ცხოვრებაში და ეს ამბავი ერთ-ერთი გახდა ამ სადარდებელ-
თა შორის.
ან თითქოს თვითონ ეს ქალები ყოფილიყვნენ ბედნიერები!
იტალია-საბერძნეთის ფრონტი აგერ, ყურისძირში იყო და
ღამღამობით ზარბაზნების გრუხუნის ხმა ისმოდა. ჩვენს ქა-
ლაქში ახალი რაზმებიც ჩერდებოდნენ ფრონტზე წასვლის წინ
და ნაომარი ჯარისკაცებიც – იქიდან დაბრუნებისას.
საროსკიპოს კარზე ხშირად ეკიდა წარწერა: ხვალ სამოქა-
ლაქო პირებს არ ვემსახურებით, და ყველა ხვდებოდა, რომ
მეორე დღისთვის საჯარისო ნაწილების დიდი გადაადგილებე-
ბი იყო დაგეგმილი. არადა, ეს გაფრთხილება სულ არ იყო სა-
ჭირო, რადგან დღისით სამოქალაქო პირთაგან არც არავინ
დაიარებოდა იქ, მით უფრო, როცა იქ სამხედროები იმყოფე-
ბოდნენ. გამონაკლისი, ცხადია, ღამე სპირი გახლდათ, ვისაც
იქ დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად შეესვლე-
ბოდა.
ასეთ დღეებში ზოგჯერ იმ ქუჩაზე გავივლიდით ხოლმე,
ფრონტიდან ჩამოსული და რიგში მდგომი, ჭუჭყიანი და გაბან-
ჯგვლული ჯარისკაცები რომ დაგვენახა. მწკრივს არ არღვევ
დნენ, მაშინაც კი, როცა წვიმდა და სანგრებიდან მათი ამოყვა-
ნა ნამდვილად უფრო ადვილი საქმე იყო, ვიდრე ამ უსასრუ-
ლობამდე გადაჭიმული მოსაწყენი რიგიდან სხვაგან გაყვანა.
ლოდინის დროს, წვიმაში თავს უხამსი ხუმრობებით, ტილე-
ბიანი თავების ქექვით, უშვერი სიტყვების თქმით და იმაზე ჯაჯ-
ღანით იქცევდნენ, ვის რამდენი ხანი უნდა გაეტარებინა იქ,
შიგნით. დიდად სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყო ეს ამბავი ქა-
ლებისთვის, მაგრამ უწევდათ დამორჩილება, რადგან ბოლოს
და ბოლოს ისინიც გაწვეულები იყვნენ.
საღამოს პირს რიგი მოკლდებოდა ხოლმე. ბოლო ჯარის-
კაცი მიდიოდა იქიდან და ქუჩა ჩვეულ სიწყნარეს იბრუნებდა.

70
როგორც წესი, ასეთი მომქანცველი დღეების მეორე დღეს ქა-
ლები ილაჯგამოცლილები ჩანდნენ, სახეზე ყვითელი ფერი
ედოთ და ისეთი გიჟის თვალებით იყურებოდნენ, როგორც
არასდროს. გეგონებოდა, ფრონტიდან დაბრუნებული ეს ჯა-
რისკაცები მთელ თავის გასაჭირს, წვიმას, ტალახს და სან-
გრებში განცდილ მარცხს ამ უბედურ გოგონებს თავზე დააც-
ლიდნენ ხოლმე, რომ იმათგან ნუგეშცემულნი და დაკმაყოფი-
ლებულნი წამოსულიყვნენ, თითქოს ზურგიდან მძიმე ტვირთი
მოიცილესო, მაშინ, როცა გოგონები აქ, ჩვენს ქალაქში რჩე-
ბოდნენ, ფრონტის შორიახლოს, და სხვა ჯარისკაცებს ელო-
დებოდნენ, რათა ბოლო წვეთამდე შეესვათ მათი დაბრუნების
მწარე ნაღველი.
შეიძლება ყველაფერი ასეც გაგრძელებულიყო დიდხანს
და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო, რადგან
ცხოვრება თავის დინებას უნდა მიუყვებოდეს. შეიძლება მთე-
ლი დრო ომის განმავლობაში ჩვენს ქალაქში გაეტარებინათ,
უფერული დღეები მოლების გაწელილი ხმის გაგონებისას და-
ესრულებინათ და ჯარისკაცების გრძელ-გრძელი რიგები მი-
ეღოთ, რომლებსაც მერე სად წაიყვანდა ბედი, არავინ იცოდა.
დიახ, შეიძლება ყველაფერი ასეც წარმართულიყო, ერთ მშვე-
ნიერ დღეს რამიზ კურტის ვაჟი თავის საცოლეს რომ არ დაშო-
რებოდა.
ჩვენი ქალაქი დიდი არ გახლავთ და ამგვარი ამბები დიდი
მითქმა-მოთქმის საგანი ხდება. რადგან, უნდა ითქვას, რომ
ჩვენს ქვეყანაში არის ქალაქები და სოფლები, სადაც განქორ-
წინების რიცხვი ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან. რამიზის ვაჟის და-
შორება თავის საცოლესთან დიდ სკანდალში გადაიზარდა. ზე-
დიზედ რამდენიმე ღამე, რამიზ კურტის ნათესაობა სრული შე-
მადგენლობით იკრიბებოდა მასთან სახლში, ამ საქმეზე რომ
ემსჯელათ და ათასგვარი მუქარით ეიძულებინათ რამიზის ვა-
ჟი, დაბრუნებოდა თავის საცოლეს. ვაჟი ჯიუტობდა. არაფრის
დიდებით არ უნდოდა, თავისი ოჯახის ნებას დაჰყოლოდა. ყვე-
ლაზე ცუდი კი ამ საქმეში ის იყო, რომ უარს ამბობდა თავისი
სიცივის მიზეზის დასახელებაზე და მისიანებიც ამაოდ ცდი-
ლობდნენ ამ მიზეზის პოვნას. მთელ დღეს უძლურებაში, სიჩუ-

71
მეში და ფიქრებში ატარებდა და თვალსა და ხელს შუა ისე ჩა-
მოხმა და გაფითრდა, გეგონება ვიღაც ბოროტმა დაწყევლაო.
ამასობაში ახალგაზრდა გოგონას ოჯახი ახსნა-განმარტე-
ბებს ითხოვდა. მისი ნათესაობა, რომელიც რიცხობრივად
სულ არ ჩამოუვარდებოდა ბიჭისას, ასევე იკრიბებოდა დრო-
გამოშვებით და ამ საქმის შესახებ მსჯელობდა. შიკრიკიც კი
აფრინეს ორჯერ, რომ მათთვის დაშორების მიზეზი ეკითხათ.
მაგრამ ვერც ერთხელ პასუხი ვერ მიიღეს და ეს უკანასკნელ-
ნიც შეურაცხყოფილნი გამობრუნდნენ, თან, არავის შევარ-
ჩენთ ჩვენი პატივისა და ღირსების ასე ფეხქვეშ გათელვასო,
დაიქადნეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან საქმეში იარაღი
ჩაერთვებოდა. და მართლაც, ტყვია გავარდა, თუმცა არა ისე,
როგორც ყველა მოელოდა შიშით.
ზუსტად იმ დღეებში, როდესაც ამ ორ ოჯახს შორის უკანას-
კნელი საუბრები გაიმართა და საგრძნობი გახდა, რომ მათ შო-
რის მეგობრობა, რომელიც ბიჭისა და გოგოს ჯერ კიდევ აკვან-
შივე დანიშვნის დღიდან დაიწყო, სადაცაა მოსისხლე მტრობა-
ში გადაიზრდებოდა, დაშორების ნამდვილი მიზეზი გაირკვა.
ის მარტივი, მაგრამ სამარცხვინო აღმოჩნდა: რამიზ კურტის
ვაჟს ურთიერთობა გაება საროსკიპოს ერთ-ერთ გოგონას-
თან.
მოგვიანებით ხშირად ვიჭყლეტდით ხოლმე ტვინებს, რომ
გამოგვეცნო, თუ როგორი იყო მისი ეს ურთიერთობა ამ უცხო-
ელ ქალთან. მართლა უყვარდა? თუ, პირიქით, გოგონა იყო
მასზე შეყვარებული? ღმერთმა უწყის, რა ხდებოდა მათ შო-
რის. ვერც ვერასდროს გავიგეთ სრული სიმართლე.
იმ დღეს, როცა ეს ხმა გავარდა, საღამოს პირს, მიტკალი-
ვით გადაფითრებული და თავშიშველი რამიზ კურტი ხელჯო-
ხით ხელში ჩამოვიდა ზემო უბნიდან და საროსკიპოსკენ გა-
ემართა. გაყინულ-გაშტერებული მზერით მიაბიჯებდა და ჭკუა
აშკარად არ მოეკითხებოდა. წარმოიდგინეთ იმათი გაკვირვე-
ბა ამ სახეგადაფითრებული ბერიკაცის დანახვისას, როცა მან
შესასვლელად თავისი ხელჯოხით პატარა ბაღის ჭიშკარი შე-
აღო. ქალები ვერანდაზე ისხდნენ და როდესაც ბერიკაცმა კი-
ბის საფეხურები აიარა, ერთი მათგანი ხმამაღლა აკისკისდა,

72
მაგრამ, არავინ იცის, რატომ. დანარჩენებს სალაღობო აზრე-
ბი ტუჩებზევე შეაშრათ და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მო-
ხუცმა კაცმა ხელჯოხის ბოლო იმისკენ გაიშვირა, ვისთანაც მი-
სი ვაჟი დაიარებოდა (მან ის აშკარად თმით იცნო) და გოგონაც
მორჩილად გაემართა თავისი ოთახისკენ, რაკი ფიქრობდა,
საქმე მორიგ მუშტართან მაქვსო. ბერიკაცი ფეხდაფეხ მიჰყვა.
შემდეგ გოგონამ გახდა დაიწყო, მზერა იატაკს მოაშორა და
მოხუცის არანორმალური, ნიღაბივით გაშეშებული სახე და-
ინახა. გულგახეთქილმა მთელი ხმით დაიკივლა. რომ არ და-
ეყვირა, ბერიკაცს შეიძლება არც გაესროლა რევოლვერიდან.
კივილმა აშკარად გამოიყვანა მოხუცი გაშტერებიდან. სამჯერ
გაისროლა, მერე იარაღი ძირს დააგდო და მთვრალივით წა-
ვიდა დანარჩენი გოგონების წივილ-კივილის ხმაზე.
რამიზ კურტი სამი დღის შემდეგ ჩამოახრჩვეს. მისი ვაჟი კი
უკვალოდ გაქრა.
ოქტომბერი იყო და ცივი ქარი დღედაღამ და ყოველი
მხრიდან უბერავდა ცამდე აზიდული მთებიდან. ყველაფრის
მიუხედავად, მსხვერპლის გასვენებამ ყვავილებით, გვირგვი-
ნებით, მუსიკითა და თოფების ბახაბუხით ჩაიარა. ფაშისტებმა
ქუჩებსა და კაფეებში თავი მოუყარეს ხალხს და აიძულეს,
კორტეჟს შეერთებოდნენ. უხმოდ მივაბიჯებდით. ქარი სახეში
გვცემდა. გოგონა სამხედრო მანქანაზე დაასვენეს ლამაზ, წი-
თელ კუბოში. სამხედრო მუსიკა სამგლოვიარო მარშს ასრუ-
ლებდა და მსხვერპლის მეგობრები ტიროდნენ.
ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები არასდროს ყოფილან უც-
ხოელის, მით უმეტეს, ამგვარი ყოფა-ქცევის ქალის გასვენება-
ში. დაბნეულები ვიყავით და გულში სიცარიელეს ვგრძნობ-
დით. მაღლა, ცაში, ღრუბლებს ავყურებდი და სიარულისას მის
ბედზე ვფიქრობდი. ვინ იცის, რა ბედისწერამ გადმოაგდო აქ
ეს საცოდავი, რამ უბიძგა, ასე შორიდან ჩამოსულიყო ამ მუზა-
რადიანი ჯარისკაცების კვალდაკვალ და მათთან ერთად ერთი
ადგილიდან მეორეში ხეტიალის შემდეგ ჩვენს ქალაქში გაჩე-
რებულიყო, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო დღეების გატა-
რებაც ეწერა და სხვებისთვის დიდი უბედურების მოტანაც.

73
სამხედრო სასაფლაოზე, როგორც ეძახდნენ, „ძმათა სა-
საფლაოზე“ დაკრძალეს, საფლავს კი თეთრი მარმარილოს
ფილა დაადგეს თავს, თქვენ რომ ნახეთ ამ დილას. ასეთი წარ-
წერაც გაუკეთეს: „მოკვდა სამშობლოსთვის“ – იგივე, რაც ყვე-
ლა ჯარისკაცის საფლავს ეწერა.
რამდენიმე დღეში ბრძანება მოვიდა დედაქალაქიდან და
საროსკიპო დახურეს. დღევანდელი დღესავით მახსოვს ის ცი-
ვი დილა, როცა გოგონები ჩემოდნებით ხელში მოვიდნენ მე-
რიის მოედანზე და იმ მანქანას დაელოდნენ, რომელსაც ისინი
უნდა წაეყვანა. გამვლელები ტროტუარებზე ჩერდებოდნენ და
მათ უყურებდნენ. გოგონები ერთმანეთს ეკვროდნენ, მანტოე-
ბის საყელოები აეწიათ ქარის გამო, ყანყალებდნენ და ისეთი
თავგზაარეულები ჩანდნენ, როგორც არასდროს.
საბარგო მანქანის უკანა მხარეს აძვრნენ და, როცა დაიძ-
რნენ, გამვლელთაგან ზოგიერთმა მათ მორცხვად დაუქნია ხე-
ლი. გოგონებმაც უპასუხეს, თუმცა მათ მოძრაობაში არაფერი
იყო, რაც ასეთი ყოფა-ქცევის ქალებს ახასიათებთ ზოგადად;
ეს იყო რაღაც, სრულიად განსხვავებული, სადაც გულის სიმ-
წარე და დაქანცულობა იგრძნობოდა. ჩვენ ვიდექით და
თვალს ვაყოლებდით, თუმცა ამით არანაირი შვება არ გვიგ-
რძნია. ყოველთვის გვეგონა, რომ მათ გამგზავრებას დიდი ნა-
დიმით ვიზეიმებდით. მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად
მოხდა. რას მოვიგებდით მათი თავიდან მოშორებით? ომი
მძვინვარებდა ყველგან, ფაშისტები ჩვენი სახლების კარის წინ
გაჭიმულიყვნენ და იმედის მეტი აღარაფერი გვრჩებოდა ამ გა-
განია ოკუპაციის ჟამს.
ღმერთმა იცის, სად განაწესეს ის საცოდავები, ნამდვილად
სადმე ფრონტისპირა პატარა ქალაქში, სადაც ღამის გასათევი
ექნებოდათ წინა ხაზზე მიმავალ და იქიდან დაბრუნებულ საჯა-
რისო შენაერთებს. და ისევ შეივსებოდა მათი ცხოვრება სიქა-
გამოცლილი და ჭუჭყიანი ჯარისკაცებით, რომლებიც ისევ მათ
დააცლიდნენ თავზე ფრონტის ყველა გაჭირვებასა და სიმწა-
რეს.

74
თავი VIII
გენერალი კარვის შესასვლელში იდგა და ნაცრისფერ ჰო-
რიზონტს გაჰყურებდა. ნისლის ქულები რიგრიგობით ადი-ჩა-
დიოდნენ მთის ფერდობებზე – ერთ სივრცეს რომ დაფარავ-
დნენ მთლიანად, მეორეს გამოაჩენდნენ ხოლმე. ბურუსი ზოგ-
ჯერ ისე დაბლა ეშვებოდა, რომ ლამის კარვის წვეტს ეხებოდა.
გენერალს ფარაჯის საყელო აეწია, იდგა და ყურს უგდებდა,
როგორ აფრიალებდა ზურგს უკან კარვის კალთას ცივი ქარი.
რამდენიმე მეტრში მანქანა იდგა, ოდნავ მოშორებით კი,
მუშების კარვის უკან, საბარგო მანქანა. სასაფლაოს ზუსტად
გავლებული საზღვრები არ ჰქონდა. ნაკადულები, რომლებიც
გარშემო მოიკლაკნებოდა, თავ-თავის მხარეს რეცხავდა მი-
წას და შლამი ქვევით, ხეობისკენ ჩაჰქონდა.
წერაქვები თანაბარი სიჩქარით ხვდებოდა გაქვავებულ მი-
წას. დროგამოშვებით მთელი ჯგუფი ერთ ადგილას იყრიდა
თავს და მაშინ გენერალი ასკვნიდა, რომ კიდევ ერთ სამარეს
მიაგნეს. ახლა ხვდებოდა, რომ ძვლებს დეზინფექციას უკე-
თებდნენ და ექსპერტი ჩონჩხის სიგრძის გასაზომად იყო ჩახ-
რილი, მღვდელი კი ნაპოვნი ჯარისკაცის სახელსა და გვარს
წითელ ჯვარს უსვამდა და, თუ სიმაღლე აღწერილობას არ ემ-
თხვეოდა, კითხვის ნიშანსაც იქვე უმატებდა.
გენერალი დაწვრილებით წარმოიდგენდა ხოლმე, რაც
ხდებოდა იმ პატარა ჯგუფში, დაწყებული მღვდლის გაქვავებუ-
ლი სახით და დამთავრებული ექსპერტის მოძრაობებით, რო-
გორ შლიდა და ახვევდა თავის მეტრიან საზომს ხელებში. რო-
დესაც ჯგუფი არ ჩქარობდა დაშლას – მეორედ ზომავენ და
უთუოდ ახალი კითხვის ნიშანი გაჩნდება სიაშიო, ფიქრობდა
გენერალი.
შემდეგ ერთ-ერთი მუშა თავისი კარვისკენ გაიქცა და იქი-
დან დაბრუნდა კერძო შეკვეთით დამზადებული, ნეილონის
ლამაზი, ცისფერი ტოპრაკით ხელში, რომელსაც გვერდებზე
ორი თეთრი ზოლი, კიდეებზე კი შავი კანტები ჰქონდა და წარ-
წერა „ოლიმპია“ ამშვენებდა. ექსპერტი თავისი გრძელი თი-

75
თებით პინცეტს უჭერდა, რომელშიც მედალიონი მოექცია. ბო-
ლოს მედალიონი ლითონის კოლოფში ჩააგდო.

ერთ დღეს საგულდაგულოდ შეგვამოწმეს, ყველას გვეკი-


და თუ არა გულზე მედალიონები. ვიღაცას უპატაკია ჩემს მე-
გობარზე, თავისი გადააგდოო. რა უყავი შენს მედალიონსო,
ჰკითხა ლეიტენანტმა და კიტელის ღილები შეუხსნა. არაფერი
ვიცი, ალბათ სადღაც დავკარგეო. დაკარგე? მე კიდევ დანამ-
დვილებით ვიცი, რომ შენ თვითონ გადააგდეო. შე უნამუსო!
ერთ დღესაც იქნება და ჩაძაღლდები აქ და კაციშვილი ვეღარ
იცნობს შენს ჩონჩხს. პასუხს კი ამაზე ჩვენ მოგვკითხავენ...
ადექი! და საკნისკენ ნაბიჯიიით, იარრრ! დაიღრიალა მთელი
ხმით ლეიტენანტმა. ორი დღის შემდეგ ჯარისკაცს ახალი მე-
დალიონი გადასცეს.

როდესაც, პირიქით, ჯგუფი იფანტებოდა, ეს იმას ნიშნავდა,


რომ ნეშტი ნეილონის ტომარაში ჩაედოთ, ზედ იარლიყიც მი-
ეკრათ ჯარისკაცის სახელითა და გვარით და ნომრით, რომ-
ლითაც სიაში იყო აღნიშნული. შემდეგ იმავე მუშას ტომარა კა-
რავში მიჰქონდა და ნესტიან მიწაში წერაქვის ყრუ, თანაბარი
ჩარჭობის ხმაც თავიდან გაისმებოდა ხოლმე.
ნეტა ვინ არის ის ჯარისკაცი, ახლა რომ იპოვესო, გაიფიქ-
რებდა ხოლმე გენერალი, როცა ჯგუფის წევრებს კვლავ სა-
საფლაოს შუაში შეკრებილს დაინახავდა. და ყოველი ახალი
საფლავის პოვნისას თვალწინ ის უტყვი და მოღუშული სახეები
დაუდგებოდა ხოლმე, თავის სახლში, სასტუმრო ოთახში რომ
ირეოდნენ იმ წვიმიან დღეებში, როცა თავად სულ ახალი დაბ-
რუნებული იყო ზღვიდან. ყველა, ვინც მის სანახავად მოდი-
ოდა, თავისიანებზე ელაპარაკებოდა. ზოგი ენად გაიკრიფებო-
და ხოლმე, ზოგიც უფრო სიტყვაძუნწი გამოდგებოდა, ვიღაცე-
ებს თან ფოტოსურათები ან წერილების მსხვილი შეკვრები
მოჰქონდათ, ვიღაცეებს კი თავდაცვის სამინისტროს მოკლე
დეპეშის მეტი არც არაფერი ებადათ.

76
გენერალი მჭიდროდ გაეხვია ფარაჯაში და მზერა ჩრდი-
ლოაღმოსავლეთს მიაპყრო.
ძეგლი იქით მხარეს, გზების კვეთაზე დგას, სადაც ძველი,
მიტოვებული წისქვილის ქვეშ გამავალი რუს ჩუხჩუხის ხმა ის-
მისო, გაიფიქრა მან. კარგ ამინდში, წესით, აქედანაც უნდა
ჩანდეს. დღეს კი ყველაფერი ნისლშია ჩაფლულიო.
როცა ნისლი სულ ოდნავ გაიფანტებოდა, ელოდებოდა, ახ-
ლა მაინც გამოჩნდებაო. ძეგლი ძალიან მაღალი და წვრილი
იყო, თეთრი ქვით მოპირკეთებული, მის უკან ძველი, დან-
გრეული სახლის თაღები, ნანგრევები, გამურული ქვების
გროვები ეყარა, მოშორებით, სოფლის გასასვლელთან კი
ძველი, დამწვარი წისქვილი იდგა თავის ჩუხჩუხა ნაკადულით
– ერთადერთი რამით, რის დანგრევა და გადაბუგვაც შეუძლე-
ბელი აღმოჩნდა. სტელის წინა მხარეს, ცუდად გამოყვანილი
მთავრული ასოებით ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული: აქ
გაიარა „ცისფერმა ბატალიონმა“, რომელმაც გადაწვა და
ამოჟლიტა ეს სოფელი, რომელმაც დაგვიხოცა ქალები და
ბავშვები, მამაკაცები კი ამ ბოძებზე ჩამოგვიხრჩო. გარდაც-
ვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ხალხმა აღმართა ეს ძეგლი.
სოფელი ხელახლა ააშენეს ოდნავ ქვევით, ხეობაში. ძველ ად-
გილას მხოლოდ ტელეგრაფის ბოძები დარჩა, რომლებსაც
ქვედა ნაწილი გუდრონით ჰქონდა გაჟღენთილგამაგრებული,
ზოგს კი დამრეცი ქვედა საყრდენები ჰქონდა დატანებული,
თვით ის ბოძები, რომლებზეც, როგორც ჰყვებოდნენ, პოლ-
კოვნიკმა ზ.-მ საკუთარი ხელით ჩამოახრჩო მამაკაცები. ზოგი
უფრო ზევით იდგა, ზოგი უფრო ქვევით, მიწის რელიეფის მი-
ხედვით და მავთულები კვლავაც ჰაერში იყო გადაჭიმული.
მაგრამ ეს ბოძებიც სქელ ნისლში იყო გახვეული და იქი-
დან, სადაც გენერალი იდგა, არ ჩანდა არაფერი. კაცი იფიქ-
რებდა, იქ, ძეგლზე, ბოძებზე, ძველისძველ წისქვილსა და ნა-
ხევრად დანგრეულ თაღებზე უზარმაზარი თეთრი ქსოვილია
გადაფარებული, როგორც რაღაც დიდი ძეგლის გახსნის წინაა
ხოლმეო.
– გაცივდებით, – უთხრა მღვდელმა კარავში შესვლისას, –
ძალიან ნესტიანია აქაურობა და ქარიც ძლიერი უბერავს.

77
გენერალი კარავში შევიდა. საუზმის დრო იყო.
– აბა, როგორ მიდის საქმეები?
– კარგად, – მიუგო მღვდელმა. – ხვალაც თუ მოვლენ
სოფლიდან დამხმარეები და ნაკადულის გაღმა წაგვეშველე-
ბიან, ოთხ დღეში შევძლებთ ბანაკი ავშალოთ აქედან.
– ვფიქრობ, მამაკაცები მოვლენ, ქალები და მოხუცები
ალბათ არა, რადგან მაგათ საფლავების გახსნა ცოტა არ იყოს
ემკრეხელურებათ.
– შეიძლება ქალები და მოხუცებიც მოვიდნენ. არ გამოვ-
რიცხავ, რომ ეს სამუშაო მათ იდუმალ კმაყოფილებას ანიჭებ-
დეთ.
– გამიკვირდებოდა, – თქვა გენერალმა. – განა ვინმეს შე-
იძლება კმაყოფილებას ანიჭებდეს საფლავების გახსნა?
– მათთვის ეს ერთგვარი ნაგვიანევი შურისძიებაა.
გენერალმა მხრები აიჩეჩა.
– ყველაფერთან ერთად, ამ სამუშაოში გასამრჯელოს იღ
ბენ, – განაგრძო მღვდელმა, – კარგად ვუხდით და სოფლელე-
ბი მონდომებულები არიან, ჩვენთან რომ იმუშაონ. რამდენი-
მედღიან შრომაში მიღებული ხელფასით პატარა რადიომიმ-
ღები შეუძლიათ იყიდონ. ამათ კი ძალიან უყვართ ეს.
– მეც შევნიშნე, – დაეთანხმა გენერალი, – ყოველთვის
მთელ ხმაზე რთავენ ხოლმე. ისე, არც ჩვენ გვაწყენდა აქ პატა-
რა ტრანზისტორის წამოღება.
– ამაზე არ გვიფიქრია.
– ნელ-ნელა მბეზრდება ამ კარავში ჯდომა, – თქვა გენე-
რალმა.
– თანაც დღითიდღე სულ უფრო და უფრო იჭერს სიცივე-
ებს. იმედი მაქვს, ბოლოჯერ დავბანაკდით ამ ზონაში.
– მგონი, კიდევ ერთ ადგილას გვრჩება საძიებო სამუშაო-
ები, სადღაც ზევით, მთებში, ერთ, ოდესღაც სტრატეგიულ, ამ-
ჟამად კი მიტოვებულ გზასთან.
– მართლა?
– დიახ, ჩვენები იქ გზას თუ ხიდს აკონტროლებდნენ, ზუს-
ტად აღარ მახსოვს.
– მაშინ, წესით, ბევრნი უნდა იყვნენ.

78
– კი, უამრავია და ვფიქრობ, ეს გაისისთვის ხომ არ გადავ-
დოთ-მეთქი. მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს იმსი-
მაღლეზე ძრომიალი ასეთ ამინდში.
გენერალმა თერმოსები ამოიღო. მშრალად წაიხემსეს, სი-
ჩუმეში. შემდეგ გენერალი თავის საველე საწოლზე წამოწვა.
მღვდელმა წიგნი აიღო და კითხვას შეუდგა.
ნეტა რას შვრებოდნენ ერთად ეს და პოლკოვნიკის ქვრი-
ვიო, გაიფიქრა გენერალმა და მღვდლის პროფილსა და შავ
თმას დააკვირდა. ღერი ჭაღარაც კი არ გამორეოდა ჯერ.
არადა, რა ლამაზი ქალიაო, გაახსენდა. ხელები თავქვეშ,
კეფასთან ჰქონდა ამოწყობილი და კარვის ქსოვილს აჰყურებ-
და, რომელიც ნელა ფრიალებდა მის თავზე. ისევ გაწვიმდა.
ლურჯი ცა იყო, სულმთლად ლურჯი. ფიქრობდა და მის
თავზე მეწამული ფერის კარვის დამრეცად გაჭიმულ ქსოვილს
უყურებდა. ის ქალი კი ამ ცის ქვეშ ისეთი ლამაზი იყო, კაცი
იფიქრებდა, დედამიწის ზურგზე ამაზე უფრო დახვეწილი და
გრაციოზული არაფერიაო.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ხილვა ბევრად უფ-
რო ადრე წარსულში ჰქონდა და არა მხოლოდ გასული წლის
აგვისტოში, როდესაც გაბრდღვიალებული დღის ბოლოს მზე
დიდი, დაღლილი, ჩაწითლებული თვალივით ჩადიოდა, ჰორი-
ზონტზე კი, ადგილ-ადგილ, მსუბუქად და გაუბედავად კრთოდა
საღამოს პირველი ლაქები. ზღვისპირა სასეირნო ადგილი
ხალხით ივსებოდა. ისინიც სრული შემადგენლობით „გრანდ
ოტელის“ ტერასაზე სხდებოდნენ და ზღვაზე მზის ჩასვლას, ნა-
ვებსა და თოლიებს გაჰყურებდნენ. ყოველდღე მოდიოდნენ,
დაისის ჭვრეტით რომ დამტკბარიყვნენ და როცა მზე მთლი-
ანად ჩაინთქმებოდა ხოლმე ზღვაში და სასტუმროს დიდი აბ-
რები და საცეკვაო მოედნების უფრო პატარა, ვერტიკალური
შუქები აინთებოდა ხოლმე მთელი სანაპიროს გაყოლებაზე,
მხოლოდ მაშინ თუ წამოდგებოდნენ და ბავშვებთან ერთად
პლაჟზე დასეირნობდნენ.
იმ დღეს ტერასა გადაჭედილი იყო და მზის სხივები ჭიქებს
მოწითალო ანარეკლებით ანათებდა. რაზე ლაპარაკობდნენ?
უჭირდა გახსენება. ერთ-ერთი ისეთი უმნიშვნელო საუბარი

79
იყო, რომელიც მაშინვე ქრება და ისეთივე კვალს ტოვებს მეხ-
სიერებაში, როგორსაც ხილის წვენების ცარიელი, ჭრელიარ-
ლიყიანი ბოთლები მაგიდებზე.
ერთხელ მეზობელი მაგიდიდან ვიღაცის დაჟინებული მზე-
რა იგრძნო. ნელა შეტრიალდა და პირველად მაშინ დაინახა
ჯერ ამ ქალის, შემდეგ ვიღაც უფრო ასაკოვანი ქალის, შემდეგ
კიდევ ვიღაც მამაკაცის და ბოლოს კიდევ ვიღაც სხვა მამაკა-
ცის თვალები. ეს ხალხი აშკარად მასზე ლაპარაკობდა. მას
შემდეგ, რაც ზრდილობიანად დაუკრეს თავები ერთმანეთს,
გვერდით მსხდომთ არ მოუშორებიათ დაჟინებული მზერა,
ახალგაზრდა ქალი კი დაუფარავად უღიმოდა. ცოტა ხანში
ერთ-ერთი მამაკაცი სწრაფად წამოდგა და, მიუხედავად იმისა,
რომ აშკარად ეუხერხულებოდა, მასთან მოვიდა.
– ჩემო გენერალო!
ასე გაიცნო პოლკოვნიკ ზ.-ს ოჯახი. ისინი ამ პლაჟზე მხო-
ლოდ და მხოლოდ მასთან შესახვედრად მოსულიყვნენ, პოლ-
კოვნიკის ჯერ კიდევ ლამაზი და ახალგაზრდა ქვრივი, ხნიერი
ქალი, დედამისი და ორი ღვიძლი ბიძაშვილი.
– შევიტყვეთ, რომ თქვენ დაგეკისრათ ეს წმინდა და სათუ-
თი მისია, – უთხრა ხნიერმა ქალმა, – და გვიხარია, რომ გაგი-
ცანით.
– შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამისთვის ჩამოვედით
აქ.
– მისი ძებნა ომის დასასრულამდე არ შეგვიწყვეტია, – გა-
ნაგრძო ხნიერმა ქალმა, – სამჯერ გავგზავნე მის კვალზე ხალ-
ხი, მაგრამ სამჯერვე ხელცარიელები დაბრუნდნენ. მეოთხემ
გაგვასულელა, ფული ჩაიჯიბა და გაქრა. როდესაც თქვენზე
გავიგეთ, იმ ქვეყანაში აპირებს გამგზავრებასო, სასოება გაგ-
ვიცოცხლდა. ო, დიახ, შვილო, ახლა იმედებს, დიდ იმედებს
ვამყარებთ თქვენზე.
– რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, ქალბატონო,
ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
– ისეთი ახალგაზრდა და კეთილშობილი იყო! საუკეთესო
თვისებებით შემკული, – განაგრძო ხნიერმა ქალმა და თვალ-
ზე ცრემლი მოადგა. – ყველანი ფიქრობდნენ, რომ მისგან გე-

80
ნიალური სამხედრო დადგებოდა. ამას გვეუბნებოდა თავდაც-
ვის მინისტრიც, როცა მოსასამძიმრებლად მოვიდა ჩვენთან.
დიდი დანაკარგია, სრულიად აუნაზღაურებელი დანაკარგია
ყველასთვის. მაგრამ ის ჩემი ვაჟი იყო და, ბუნებრივია, მე და-
მაკლდა ყველაზე მეტად. შენც დაგაკლდა, ბეტი, რა თქმა უნ-
და, ბოდიშს გიხდი, ჩემო ძვირფასო. გახსოვს, ბოლოჯერ რომ
ჩამოვიდა ალბანეთიდან ორკვირიანი შვებულებით? სულ რა-
ღაც ორი კვირით და იძულებულები გავხდით, ნაჩქარევად გა-
დაგვეხადა თქვენი ქორწილი, რადგან დრო არ ითმენდა. ისე-
თი მნიშვნელოვანი საქმეები ებარა, რომ მეტხანს ვერც გაჩერ-
დებოდა იმ წყეული ქვეყნის გარეთ. გახსოვს, ბეტი?
– დიახ, დედა, მაგას რა დამავიწყებს?
– გახსოვს, ცხარე ცრემლებით რომ ტიროდი კიბის თავში,
როცა ის თავის მუნდირს იცვამდა? როგორ ვცდილობდი შენს
და, ცხადია, საკუთარი თავის დაწყნარებას, როდესაც უეცრად
ტელეფონის ხმა გაისმა. თავდაცვის სამინისტროდან დაგვი-
რეკეს, თვითმფრინავი ნახევარ საათში უნდა გაფრინდესო.
თავ-პირის მტვრევით ჩამოქანდა კიბეზე, ორივეს ჩაგვეკონა
და გაიქცა... ო, მომიტევეთ, – თქვა მოხუცმა ქალმა, – ბოდიშს
გიხდით, ასე რომ გადაგიშალეთ გული, მაგრამ მეტად გულ-
ჩვილი გახლავართ და მუდამაც ასეთი გახლდით.
მომდევნო დღეებში კიდევ უფრო დაახლოვდნენ და პოლ-
კოვნიკის ოჯახი მათი კომპანიის ნაწილი გახდა. თამაშობდნენ
ჩოგბურთს, ბანაობდნენ, სეირნობდნენ გემით და დადიოდნენ
სანაპიროს საცეკვაო ადგილებში. გენერლის ცოლს ეს ახალი
მეგობრობა სულ არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ, როგორც
სჩვეოდა, არაფერს იმჩნევდა. გული ეწვოდა, ასე ხშირად რომ
ხედავდა წყლისპირას მოსეირნე საკუთარ ქმარსა და ბეტის და
ამ ქალის დახვეწილი სილუეტი, მომაჯადოებელი ქერა თმა და
ყველანაირი მიმზიდველობა ეჭვიანობის სრულ საფუძველს
აძლევდა.
– მინდა ვიცოდე, რაზე ელაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს
ამდენ ხანს, – ჰკითხა ერთ დღესაც.
– პოლკოვნიკზე, – მიუგო ქმარმა. – მხოლოდ და მხოლოდ
მასზე.

81
– მისი მოხუცი დედა დღედაღამ რომ თავის შვილზე ლაპა-
რაკობს, ამის გაგება შემიძლია, მაგრამ ეგ ქალიც რომ ასე იქ-
ცეოდეს...
– არ არის ლამაზი შენგან, – გააწყვეტინა გენერალმა, – ამ
ხალხს თავისი გასაჭირი ადგას, მთხოვეს დავხმარებოდი და
ვეხმარები, როგორც შემიძლია.
– ჰმ! ვხვდები, რაც არის პოლკოვნიკის ქვრივის ერთადერ-
თი სადარდებელი. მთელ პლაჟს მოსდო ამბავი, ქმრის ნეშტის
ჩამოსვენებას ველოდები გულის ფანცქალითო; სადაც არ უნ-
და გაიხედო, ყველა ამაზე ლაპარაკობს მთელი დღე. და ეს
წრეგადასული, აკვიატებული ხსენება ოცი წლის წინ დაღუპუ-
ლი მეუღლისა, ვისთან ერთადაც სულ რაღაც ორი კვირა გა-
ატარა, ერთადერთი რამით შეიძლება აიხსნას.
– რას გულისხმობ?
– რას და, მარტივად, თავის დედამთილს აცუცურაკებს,
რომელსაც ასაკისგან ჭკუა აღარ მოეკითხება. საბრალო მო-
ხუცი ქალი ფიქრობს, რომ რძალი დღენიადაგ მხოლოდ თავის
გამქრალ ქმარზე ფიქრობს და ეს ამბავი, რასაკვირველია, დი-
დი ნუგეშია მისთვის.
– და მერე? – თავი მოიკატუნა გენერალმა, ვითომ ვერ მი-
უხვდა სათქმელს.
– რაღა მერე? მოხუც გრაფის ქალს ვეებერთელა ქონება
აქვს და არ ჰყავს მემკვიდრე. ერთ მშვენიერ დღეს გარდაიც-
ვლება, ეს დღე ცხრა მთას იქით არ არის და ანდერძსაც დატო-
ვებს.
– არ მსურს ასეთი ჭორების მოსმენა. ჩემი ვალია, პოლ-
კოვნიკის ნეშტი ჩამოვასვენო. ეს არის ჩემი მისია. მორჩა და
გათავდა.
– წყეული მისია, – მიუგო ცოლმა.
შემდეგ ბეტი მოულოდნელად ორი დღით სადღაც გაქრა
და, დაბრუნებისას, გენერალმა მის მზერაში ერთგვარი დაღ-
ლილობაშერეული სიცივე შენიშნა.
– სად ბრძანდებოდით? – ჰკითხა გენერალმა სასტუმროს
წინ შეხვედრისას.

82
ბეტის საბანაო კოსტიუმი ეცვა და ნიღბის ფორმის მზის
სათვალე ეკეთა. კარგად გარუჯული კანის მიუხედავად, გენე-
რალმა მაინც დაინახა, როგორ შეეფაკლა სახე ქალს
მღვდლის სახელის ხსენებისას.
უამბო, როგორი დაჟინებით სთხოვა დედამთილმა
მღვდლის სანახავად წასვლა, რომ მისთვისაც ეთხოვა, დაინ-
ტერესებულიყო დაკარგული ვაჟიშვილის მოძებნით; როგორ
მოახერხა და მიაგნო მის ადგილსამყოფელს; როგორ დამ-
შვიდდა ბოლოს და ბოლოს მისი დედამთილი და...
მაგრამ გენერალი აღარ უსმენდა. მთვრალივით შეხარო-
და მის მოშიშვლებულ სხეულს და სწორედ მაშინ გაიფიქრა
პირველად, ნეტა რა ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ამ
ქალსა და მღვდელს შორისო.
შემდეგ ბევრი მზიანი დღე გავიდა. პოლკოვნიკის ხანდაზ-
მული დედა კვლავაც გაუჩერებლად ლაპარაკობდა თავისი ვა-
ჟის საუკეთესო თვისებებზე, ვაჟისა, რომელზეც მთელ თავ-
დაცვის სამინისტროს, მისი თქმით, მზე და მთვარე ამოსდი-
ოდა. ლაპარაკობდა თავისი ოჯახის, გვარისა და მოდგმის სიძ-
ველესა და კეთილშობილებაზე. ბეტი დროგამოშვებით ისევ
უჩინარდებოდა ხოლმე და, როცა ბრუნდებოდა, სახეზე ისევ
დაბნეულობა და დაქანცულობა ემჩნეოდა. გენერალიც სულ
ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამდა საკუთარ თავს.
დღეებს კვლავ ჯგუფურად ატარებდნენ „გრანდ ოტელის“
ტერასაზე. ახლად გაცნობილი კინოვარსკვლავი ქალი ასე
ეუბნებოდა ხოლმე:
– ჩემო გენერალო, ამ პლაჟზე თქვენზე უცნაური მამაკაცი
არავინ დაიარება. სრული იდუმალებით ბრძანდებით მოსილი
და იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ამ გაცისკროვნებული დღე-
ების შემდეგ სადღაც იქ, ალბანეთში აპირებთ დაღუპული ჯა-
რისკაცების საძებნელად წასვლას, ტანში ჟრუანტელი მივ-
ლის. თქვენ მე ერთი გერმანელი პოეტის ბალადის გმირს მა-
გონებთ, გვარი სულ გამომიფრინდა თავიდან, აი, ლიცეუმშიც
გვისწავლია ეს. ჰოდა, ზუსტადაც, ეს გმირი საფლავიდან დგე-
ბა და მთვარის შუქზე თავის ცხენს მოახტება. ხანდახან მგო-

83
ნია, რომ ღამე მოხვალთ და ფანჯარაზე მომიკაკუნებთ. ო, რა
საშინელებაა!
გენერალს სიცილი აუტყდებოდა ხოლმე, მიუხედავად იმი-
სა, რომ გონება სხვაგან უქროდა. სხვები კი ამ დროს აღტაცე-
ბულები ტკბებოდნენ ზღვაში ჩამავალი მზის ცქერით. პოლ-
კოვნიკის დედა კვლავაც მხოლოდ თავისი ვაჟის ხსენებაში
იყო და განუწყვეტლივ იმეორებდა:
– როგორი მგრძნობიარე იყო ყველანაირი სილამაზის მი-
მართ დედამიწის ზურგზე! – და აცრემლებულ თვალებს
ცხვირსახოცით იმშრალებდა.
ბეტი კვლავინდებურად მომხიბვლელი და იდუმალი, ცა კი
კვლავინდებურად კრიალა ლურჯი იყო. მხოლოდ დროდად-
რო და ალაგ-ალაგ ჰორიზონტი შავი ღრუბლებით დალაქავ-
დებოდა ხოლმე, ღრუბლები წვიმისა იყო და აღმოსავლეთით,
ალბანეთისკენ მისრიალებდნენ...
გენერალი წამოდგა. კარავში არავინ დახვდა. აღარ ისმო-
და ქსოვილზე წვეთების წკაპაწკუპის ხმა. აშკარად შრომას გა-
ნაგრძობდა ყველა. კარვიდან გავიდა. უწინდებურად სქელი
ნისლი ზედ მიწაზე ჩამოწოლილიყო და გენერალმა სამხრეთ-
აღმოსავლეთით, იმ მხარეს გაიხედა, საითაც ძეგლი და ტე-
ლეგრაფის ბოძები ეგულებოდა თავისი მაღლა, ცაში გაჭიმუ-
ლი მავთულებით.

84
თავი IX

მღვდელმა ნავთის ლამპა აანთო და პატარა მაგიდაზე


დადგა. მისი და მღვდლის გაორებული ჩრდილები კარვის
დამრეც ჭერზე ათამაშდა.
– ვვვვ! რა სიცივეა! – თქვა გენერალმა. – ეს წყეული ნესტი
ძვალსა და რბილში ატანს.
მღვდელი კონსერვის ქილის გახსნას შეუდგა.
– ხვალამდე უნდა გავუძლოთ როგორმე.
– ნეტავი უკვე ხვალინდელი დღე იყოს, უკვე მოვუსვამდით
აქედან. ყელში ამომივიდა ეს ველური ცხოვრება, თან ძალიან
დასაბანებიც უნდა ვიყოთ.
– ასე მაინც არ ციოდეს.
– ასეთი საქმე ზაფხულში უნდა აკეთოს კაცმა, – თქვა გე-
ნერალმა.
თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან დავდეთ თუ არა ხელშეკ-
რულება, მაშინვე შევუდექით მოსამზადებელ სამუშაოებს და,
ამათ რომ მოვრჩით, წვიმებიც დაიწყოო, გაიფიქრა.
– ამინდი მართლაც არ არის ასეთი საქმის შესაფერისი,
მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ შეუძლებელი იყო უფრო ადრე
ამის დაწყება. მთავრობებს თავიანთი მიზეზები აქვთ...
– უფრო სწორად, ეშმაკი რომ ჩაერევა საქმეში...
გენერალს მაგიდაზე სასაფლაოს დეტალური გეგმა გაეშა-
ლა და ფანქრით რაღაც ნიშნებს სვამდა ზედ.
– ნეტა ის ორნი სად იქნებიან?
– ვინ ორნი?
– მეორე გენერალი და მერი.
– ვინ იცის! – მიუგო მღვდელმა.
– შეიძლება ისევ იმ სტადიონს თხრიან, სადაც დავტოვეთ.
– მათი ამოცანა არ იქნება იოლი. თან კარგა გვარიანად
თავმოუბმელებიც ჩანდნენ.

85
– მაშინ, როცა ჩვენ ისე გვაქვს საქმე აწყობილი, უკეთესს
ვერ ინატრებს კაცი. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე
მესაფლავეები ვართ.
მღვდელს პასუხი არ გაუცია.
– თუმცა ასევე ყველაზე ჭუჭყიანებიც, – დაუმატა გენერა–
ლმა.
გარეთ, ღამის წყვდიადიდან ვიღაცის სიმღერის ხმა აღწევ-
და. ჯერ ძალიან ჩუმად, ბოხი და მოგუდული ხმებით მღეროდ-
ნენ, შემდეგ ხმები თანდათანობით გაძლიერდა და ბოლოს ეს
ტალღა ისე დაეჯახა კარავს, როგორც შემოდგომის წვიმა და
ქარი ეხლება ხოლმე. კაცი იფიქრებდა, მისი წონისგან კარა-
ვიც ათრთოლდაო.
– მუშები მღერიან, – თქვა გენერალმა და მზერა რუკას მო-
აშორა.
წამით ყურები ცქვიტეს.
– ალბანეთის ზოგიერთ მხარეში ეს ძალიან გავრცელებუ-
ლი ჩვეულებაა, – მიუგო მღვდელმა. – სამი-ოთხი კაცი რო-
გორც კი შეიყრება ერთად, მაშინვე ამღერდებიან ხოლმე გუნ-
დად. ძველი ადათია.
– შეიძლება იმიტომ მღერიან, რომ შაბათის საღამოა.
– სავსებით შესაძლებელია. თანაც დღეს ხელფასები აი-
ღეს და ნამდვილად ბოთლ რაკის იყიდდნენ რომელიმე გამ-
ვლელი სოფლელისგან.
– მეც შევნიშნე, რომ დროდადრო თითო ჭიქის გადაკვრა
უყვართ, – თქვა გენერალმა. – სავარაუდოდ, ის სამუშაო, რო-
მელსაც ესენი ასრულებენ, მათზეც დამთრგუნველად მოქმე-
დებს. თან ამდენი ხანია, სახლიდან შორს არიან...
– როდესაც სვამენ, ამბების მოყოლასაც იწყებენ, – თქვა
მღვდელმა. – მათში ყველაზე ასაკოვანი ომის ამბებს მოუთ-
ხრობს დანარჩენებს.
– პარტიზანი იყო?
– მგონი, კი.
– მაშინ ეს სამუშაო ალბათ ომის წლებს უცოცხლებს გონე-
ბაში.

86
– უთუოდ, – მიუგო მღვდელმა. – და ასეთ დროს სიმღერა
ამ ადამიანებისთვის ნამდვილი სულიერი მოთხოვნილებაა.
განა შეუძლია ვინმეს ყოფილი მებრძოლისთვის იმაზე უფრო
დიდი კმაყოფილების მოფიქრება, ვიდრე ძველი მტრების საფ-
ლავებიდან ამოყრაა? ეს ომის გაგრძელებასავითაა ამათ-
თვის.
სიმღერის მელოდიური ხაზი თითქოს იწელებოდა და იწუ-
რებოდა, გუნდი კი მას ნაზ და თბილ ნაბადში ახვევდა ყოველი
მხრიდან, ღამის სიბნელისა და სისველისაგან რომ დაეცვა.
შემდეგ გუნდი გაჩუმდა და მის წიაღში განცალკევებული ხმა
გაისმა.
– ეს ის არის, – თქვა გენერალმა. – გესმით? – დიახ.
– ლამაზი ხმა აქვს. მაგრამ ნეტა რას ამბობს?
– ეს ძველი საბრძოლო სიმღერაა, – მიუგო მღვდელმა.
– პირქუში სიმღერაა.
– მართლაც რომ.
– შეგიძლიათ, სიტყვები გაარჩიოთ?
– რა თქმა უნდა. სიმღერა აფრიკაში დაცემულ ერთ ალბა-
ნელ ჯარისკაცზეა. როცა მათი ქვეყანა თურქეთმა დაიპყრო,
ალბანელები სამხედრო სამსახურს ოსმალეთის იმპერიის
ყველაზე შორეულ და მიუვალ ადგილებში იხდიდნენ.
– ა, ჰო, თქვენ უკვე მითხარით ეს ერთხელ.
– თუ გნებავთ, შემიძლია ვცადო, გითარგმნოთ.
– დიდი სიამოვნებით.
მღვდელმა ერთხანს ყურადღების უსმინა.
– სიტყვასიტყვით თარგმნა რთულია, მაგრამ შინაარსი და-
ახლოებით ასეთია: „მე სასიკვდილოდ დაჭრილი დავეც, ამხა-
ნაგებო, მექის ხიდის გადაღმა დავეც.“
– მაშასადამე სიმღერაა, რომელსაც ფონად უდაბნო გას-
დევს, – ოცნებებში წასული სახით თქვა გენერალმა და მეხსიე-
რებაში უდაბნო თვალუწვდენელი და თვალისმომჭრელი ხა-
ლიჩასავით გადაეშალა. სცადა, ამ ხალიჩაზე გაევლო, რო-
გორც ეს ამ ოცდახუთი წლის წინ, ლეიტენანტის უნიფორმაში
გამოწყობილმა გააკეთა.
მღვდელმა განაგრძო თარგმნა:

87
„წადით, დედაჩემი ნახეთ, მოიკითხეთ ჩემგან და უთხა-
რით, ჩვენი შავბეწვიანი ხარი გაყიდე-თქო“.
გარეთ სიმღერა მიინავლებოდა, მიინავლებოდა, გეგონე-
ბა, სადაცაა შეწყდებაო, და მალევე გრძელდებოდა, სქლად
გამოეხვეოდა ხოლმე თანმხლებთა გუნდში და ბოლოს ისევ
კარვის ირიბ სახურავს ეჯახებოდა.
„დედაჩემი რამეს თუ გკითხავთ ჩემზე...“
– და რაო, რას ეტყვიან ესენი დედამისს? – ჰკითხა გენე-
რალმა.
მღვდელმა ერთხანს კიდევ მიუგდო ყური.
– დაახლოებით ეს შინაარსია, – განაგრძო მღვდელმა: –
„დედაჩემი ჩემს ამბებს თუ გკითხავთ, უთხარით, სამი ცოლი
შეირთო-თქო“ და „აუარებელი სტუმარი ეწვია ქორწილში-
თქო“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი ტყვია მოხვდა და მის ცხე-
დარს ურიცხვი ჭილყვავი დაესია.
– თავზარდამცემია! – შესძახა გენერალმა.
– აკი გაგაფრთხილეთ კიდეც წინასწარ.
გარეთ სიმღერა ზამბარასავით გაიწელა, გაიწელა, უკიდუ-
რესად დაიჭიმა და ბოლოს გაწყდა.
– ახლავე თავიდან ამღერდებიან, – თქვა მღვდელმა. –
როცა იწყებენ სიმღერას მერე ასე ადვილად ვეღარ ამთავრე-
ბენ.
მართლაც, მეზობელ კარავში კვლავ გაისმა გალობა. თა-
ვიდან მოხუცი მუშის წვრილი, გამჭოლავი ხმა ამოვიდა, შემ-
დეგ ვიღაც სხვა აჰყვა და ბოლოს გუნდის სიმღერა მოსასხამი-
ვით გადაეფარა ამ ყველაფერს, ჰარმონიულად და ქედმაღ-
ლურად აღიმართა კუნაპეტ ღამეში.
დიდხანს და უტყვად უგდებდნენ ყურს.
– და ამ სიმღერას რა შინაარსი აქვს? – ჰკითხა ბოლოს გე-
ნერალმა.
– ბოლო ომზეა, – მიუგო მღვდელმა.
– ზოგადად, ომზე?
– რამდენადაც გავარჩიე, ვიღაც კომუნისტზეა, რომელიც
ჩვენი შენაერთების ალყაში მოხვდა. მას ეძღვნება ეს სიმღერა.

88
– შემთხვევით, ეს ის ბიჭი ხომ არ არის, ტანკს რომ შეახტა
და რომლის ბიუსტიც ორ-სამ ადგილას დავინახეთ?
– არა მგონია. ნათქვამი იქნებოდა სიმღერაში.
– როგორც ჩანს, ის ბიჭი არ გახსოვთ, ვეფხვივით რომ შე-
ახტა ტანკს და სამეთაურო კოშკის გაღებას რომ ცდილობდა,
ხომ? – არა, – უპასუხა მღვდელმა, – იმდენი ეგეთი ბიუსტი ვნა-
ხეთ, რომ...
– მე კარგად მახსოვს, – თქვა გენერალმა, – როგორც მი-
ამბეს, პირველ ტანკს რომ შეახტა სამეთაურო კოშკის გასაღე-
ბად, მეორიდან, რომელიც უკან მოჰყვებოდა, სასიკვდილოდ
ესროლეს.
– ა, ჰო, მგონი, ბუნდოვნად მახსენდება.
მეორე კარავში ისევ დაიწყეს სიმღერა.
– თითქოს გული გეფლითებაო, ამ სულის შემძვრელ სიმ-
ღერებს რომ უსმენ კაცი, – თქვა გენერალმა.
– დიახ, მართლა ეგეთია. წინა თაობების პირველყოფილი
ჰანგებია.
– მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის ამათი მოსმენისას,
ძრწოლა მიტანს ხოლმე.
– მთელი ამათი ეპიკური ფოლკლორი ასეთია, – თქვა
მღვდელმა.
– ეშმაკმა უწყის, რის თქმა უნდათ ხალხებს თავიანთი სიმ-
ღერებით, – განაგრძო გენერალმა, – შეიძლება მათ მიწა-
წყალზე მოხვდე, მათი მიწა თხარო, თხარო, მაგრამ... მათ სუ-
ლებში შეაღწიო? არასოდეს!
მღვდელს ხმა არ ამოუღია და ხანგრძლივმა სიჩუმემ და-
ისადგურა კარავში. გარეთ სიმღერა წინა მელოდიებივით იშ-
ლებოდა და გენერალს დაეუფლა შეგრძნება, თითქოს ეს ხმე-
ბი ყოველი მხრიდან გარს ეკვროდა.
– კიდევ დიდხანს გააგრძელებენ? – იკითხა ბოლოს.
– რა ვიცი... შეიძლება დილამდეც.
– ყურადღებით მოუსმინეთ, – უთხრა გენერალმა, – თუ
როდისმე რამენაირად ჩვენც გვახსენეს თავიანთ სიმღერებში,
აუცილებლად ჩაინიშნეთ.

89
– რა თქმა უნდა, – მიუგო მღვდელმა და მაჯის საათზე და-
იხედა, – გვიანია.
– არ მეძინება. დავლიოთ. შეიძლება ჩვენც აგვამღეროს
სასმელმა.
– მე ვერ ვსვამ, – თქვა მღვდელმა.
გენერალმა დანანებით დაუქნია თავი.
– ამაზე უკეთეს შემთხვევას ვერც ინატრებს კაცი სმის სას-
წავლად. ზამთარი, კარავი მთაში, მარტოობა...
გარეთ მომღერლები ხან აუწევდნენ ხმას, ხან ხმადაბლა
განაგრძობდნენ მღერას და მერე ისევ აუწევდნენ ხოლმე. გე-
ნერალმა აბგიდან ბოთლი ამოაცოცა.
– გულდასაწყვეტია, მარტოს მომიწევს სმა, – თქვა მან და,
როცა ივსებდა ჭიქას, მისი გადიდებული ჩრდილი კარვის შიდა
კალთაზე ლივლივით ამოძრავდა.
ამასობაში მღვდელი დაწოლილიყო.
გენერალმა ჯერ ორი ჭიქა ზედიზედ გადაჰკრა, შემდეგ კი
ნავთის ქურა აანთო და ზედ ყავადანი შემოდგა. დიდი ხნის წინ
მიეჩვია თავისთვის ყავის კეთებას მარტოობის ჟამს. თავისივე
მომზადებული სასმელი ემწარა.
რამდენიმე წამს ასე გულხელდაკრეფილი და გაშტერებუ-
ლი იჯდა, შემდეგ კარვიდან გავიდა და იქვე გაჩერდა. ისევ
ცრიდა და ღამე ისეთი ჩუმი და ბნელი იყო, რომ გაიფიქრა,
მგონი, მე თვითონაც აღარ ვარსებობ არსადო. მეზობელი კარ-
ვიდან მომავალი სიმღერა რამდენიმე წუთის წინ შეწყვეტილი-
ყო. ალბათ სულის მოსათქმელად შეჩერდნენ ცოტა ხნით,
უთუოდ გააგრძელებენ მალევეო, გაიფიქრა ბოლოს.
მართლაც, ცოტა ხანში სიმღერა ისევ ისარივით აიჭრა ზე-
ცაში. მოხუცი მუშის ხმა, რომელიც გამოირჩეოდა დანარჩენე-
ბისაგან, სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევდა, ბოლოს გაჩერ-
და და ერთხანს ასე ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა. შემდეგ ერ-
თბაშად ნამსხვრევებად იქცა, ჩამოცვივდა და სხვების ხმებში
ჩაიკარგა კერიის ნაღვერდლებზე დაცემული ნაპერწკალივით.
სადღაც შორს იელვა და წამით გაანათა იქვე აღმართული
თეთრი კარავი და შორიახლოს, დამრეც ფერდობზე მდგარი
საბარგო მანქანა, რომელიც ისე გადახრილიყო გვერდზე, კა-

90
ცი იფიქრებდა, სადაცაა ქვევითკენ ჩაცურდებაო. შემდეგ ყვე-
ლაფერი ისევ სრულ წყვდიადში ჩაიძირა.
გენერალი ყურს უგდებდა ამ სიმღერას და ცდილობდა, აზ-
რი გამოეტანა. სხვების მსგავსად, ესეც მძიმე და სევდიანი
იყო.
შეიძლება დაღუპულ ამხანაგებს იხსენებენო, გაიფიქრა
გენერალმა. აქ გამომგზავრების წინ მის სანახავად მოსულმა
ერთ-ერთმა სტუმარმა უთხრა, ალბანელები ხშირად უძღვნიან
სიმღერებს თავიანთ დაღუპულ ამხანაგებსო. ვინ იცის, ახლა
რა უტრიალებს თავში ამ მოხუც მუშასო, გაიფიქრა. საფლა-
ვებს ხსნის აქ, იქ და თან ომის მოგონებებს აგროვებს. მეც და-
ნამდვილებით ვძულვარ, მის მზერაში ვხედავ ამას. ჩვენ ორნი
მოსისხლე მტრები ვართ, თუმცა მე მის მიმართ მხოლოდ და
მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, ვინაა ის, ერთი
მიწის მუშა და მეტი არაფერი. შავი მუშა, რომელიც კვირაში
ექვს დღეს საფლავებს ხსნის და მეშვიდე დღეს სიმღერებს მღე-
რის. და მე რომ მემღერა ასეთი სიმღერა იმ დაღუპულებზე, აქ
რომ ვაგროვებ, ვინ იცის, რა საშინელება გამოვიდოდა!
მუშებმა კიდევ დიდხანს იმღერეს. ერთ სიმღერას მეორე
მოჰყვა, მეორე მესამემ შეცვალა და გენერალიც იდგა ასე,
ფეხმოუცვლელად და უსმენდა. მხოლოდ მაშინ დაბრუნდა კა-
რავში, როცა იგრძნო, როგორ გაუჯდა ძვალსა და რბილში ღა-
მის სიცივე.

91
თავი X
გათენებამდე დარჩენილ რამდენიმე საათს გენერალს მო-
უსვენრად ეძინა.
გააღვიძა მუშების ხმებმა, რომლებიც თავიანთი კარვის პა-
ლოებს აძრობდნენ გაყინული მიწიდან. შემდეგ ეს სულ
მთლად სველი კარავი საბარგო მანქანის უკანა მხარეს, დიდ
ყუთებზე, ნიჩბებისა და წერაქვების გვერდზე შემოდეს.
ორივე მძღოლმა თავისი მანქანა დაქოქა ძრავების გასა-
ხურებლად.
მღვდელი პირველი ამდგარიყო და ყავას ადუღებდა. ნავ-
თის მადუღარას სასიამოვნო ღუღუნს უსმენდა და ცეცხლის პა-
ტარა, მოციმციმე ენა შიგადაშიგ სახეს უნათებდა. კარვის შე-
მოსასვლელიდან გარიჟრაჟის მკრთალი შუქი შემოდიოდა.
გენერალს უცებ ნოსტალგია შემოაწვა.
მღვდელს მიესალმა.
– დილა მშვიდობისა, – სალამი დაუბრუნა ამ უკანასკნელ-
მა, – კარგად გეძინათ?
– არა, არც ისე. ძალიან აცივდა, განსაკუთრებით შუაღამის
შემდეგ.
– მეც კანკალმა ამიტანა სიცივისგან. მიირთმევთ ყავას?
– დიდი სიამოვნებით, გმადლობთ.
მღვდელმა ყავა ფინჯნებში ჩამოასხა; გენერალი ადგა და
ჩაიცვა.
თხუთმეტ წუთში გარეთ გავიდნენ და მუშები მათი კარვის
აშლას შეუდგნენ. წვიმას გადაეღო, მაგრამ მიწა სველი დახ-
ვდათ, ხოლო დიდი სასაფლაოს ღიად დატოვებული ორმოები
ნახევრად გავსებულიყო წყლით.
– ისეთი პირი უჩანს, აღარ იწვიმებს, – თქვა გენერალმა,
როცა მანქანაში ჩაჯდა.
აღმოსავლეთით, მაღალი ღრუბლების მიღმა, ჰორიზონ-
ტიდან მზე ხან ფერმკრთალ, ხანაც მანათობელ ლაქად ამოწ-
ვერილიყო.
გენერალს ჩასთვლიმა.

92
ორ საათზე მეტი გასულიყო, რაც გზაში იყვნენ, როდესაც
მძღოლმა უეცრად დაამუხრუჭა.
გენერალმა შეორთქლილი მინა გაწმინდა და შუა გზაზე
შავ, ვიწრო კოსტიუმში ჩაცმული პატარა სოფლელი ბიჭი და-
ინახა, რომელიც ხელს მათ მხარეს იშვერდა. საბარგო მანქანა
მსუბუქი მანქანის უკან რამდენიმე მეტრში, საბურავების
ღრჭიალით გაჩერდა.
მძღოლმა თავისი ფანჯრიდან თავი გაყო.
– ადგილი არა გვაქვს, პატარა ბიჭო! – დაუყვირა მას.
მაგრამ ბიჭმა სწრაფად ჩაულაპარაკა რამდენიმე სიტყვა
და ხელი გზის პირისკენ გაიშვირა.
– ვინაა ეს კაცი? – ჰკითხა მღვდელმა.
გენერალმა ფანჯრის მინა ჩასწია, უკეთ რომ დაენახა. გზის
პირას, დიდ ქვაზე, ვიღაც ხანში შესული, შავმოსასხამიანი
გლეხკაცი იჯდა. მუხლზე დიდი ცხვირსახოცი გაეშალა და წა-
სახემსებლად მჭადს, ყველს და ხახვს მიირთმევდა. იმ დროს,
როცა ბიჭი მძღოლს ელაპარაკებოდა, ბერიკაცი ცნობისმოყ-
ვარე მზერით ათვალიერებდა ორივე მანქანას. მის წინ, გზის
გვერდით, კუბო იდო. რამდენიმე ნაბიჯში, გზის პირას, ტალახ-
ში ამოგანგლული ვირი იდგა უძრავად.
– რა ხდება? – იკითხა გენერალმა.
– არ ვიცი. ახლავე გავიგებთ, – მიუგო მღვდელმა.
საბარგო მანქანიდან გადმოსული ექსპერტი ორ სოფ-
ლელს ელაპარაკებოდა. ბერიკაცმა ცხვირსახოციდან ნაფშვე-
ნები გადაბერტყა და მძიმედ წამოდგა. ექსპერტი მანქანის
კარს მოუახლოვდა.
– რაო? – ჰკითხა გენერალმა.
– ჯარისკაცის ნეშტია.
– ჩვენიანის?
– დიახ, – მიუგო ექსპერტმა და თითი კუბოსკენ გაიშვირა.
– ამ გლეხთან მუშაობდა, როცა მოკლეს.
გენერალმა მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა. მღვდე-
ლი უკან გაჰყვა.
– ვერ გავიგე, – თქვა ამ უკანასკნელმა და გლეხკაცს მიუ-
ახლოვდა.

93
– ამ გლეხს ემსახურებოდა, წისქვილში მუშაობდა, – თქვა
ექსპერტმა, – იქვე მოკლეს.
– ა! – შესძახა მღვდელმა, – ალბათ დეზერტირი იყო ან რა-
მე ისეთი შემთხვევა, როგორიც ხშირად ხდებოდა ჩვენი კაპი-
ტულაციის შემდეგ.
ექსპერტმა კიდევ დაუსვა შეკითხვები გლეხკაცს და დაბ-
რუნდა პასუხით:
– დეზერტირი ყოფილა.
გენერალი, რომელსაც მათ შორის ნათქვამი ბოლო სიტ-
ყვები არ გაუგონია, ნელი ნაბიჯით და სერიოზული სახით მოუ-
ახლოვდა ამ ჯგუფს. ყოველთვის ასე იქცეოდა ალბანელი
გლეხების გარემოცვაში.
– აბა, რა არის? რა ხდება? – იკითხა გენერალმა.
ახლა, როცა ცივი და გულის გამაწვრილებელი დღეები და
გორაკებზე აღმართული კარავი წარსულს ჩაბარდა, თავად კი
თავის ახალ მუნდირში გამოეწყო, კვლავ დაუბრუნდა საკუთა-
რი მნიშვნელოვნების შეგრძნება.
გლეხკაცს ჩამომხმარი სახე და ნაცრისფერი, დაღლილი
თვალები ჰქონდა. ჯიბიდან თამბაქოს ქისა ამოიღო, ჩიბუხი გა-
ტენა და კაჟის გაკვრით მოუკიდა. გენერალს მზერა თავიდან
გლეხის გაწითლებულ და აბედა სოკოსავით გამომშრალ თი-
თებზე, შემდეგ კი მის ჯერ კიდევ ღონეშერჩენილ მკლავებზე
გაუშტერდა. ბიჭი იქვე, გენერლის წინ, მისი ხილვისგან სახე-
გაბრწყინებული და თვალებგადმოკარკლული იდგა.
– სამი საათია, აქ ვიცდით, – თქვა გლეხმა. – გზას გათენე-
ბამდე დავადექით. გუშინ მითხრეს თქვენზე, ამ გზით გამოივ-
ლიანო და გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი და დაგლოდებო-
დით შვილიშვილთან ერთად. არაერთი მანქანა შევაჩერეთ
თქვენამდე, მაგრამ ყველა მძღოლი გვეუბნებოდა, ჩვენ მიცვა-
ლებულებს არ ვეზიდებითო. ერთი-ორს გიჟიც კი ვეგონე.
– თქვენ დამარხეთ? – ჰკითხა გენერალმა.
– დიახ, – მიუგო ბერიკაცმა. – აბა სხვა ვინ დამარხავდა?
ჩვენთან ცხოვრობდა, სახლში.
– ა, მაშასადამე, თქვენს სახლში ცხოვრობდა. მინდა ვიცო-
დე, თუკი ეს შესაძლებელია, რა სახის შეთანხმება გქონდათ

94
მასთან. ერთ-ერთი დიდი, რეგულარული არმიის ჯარისკაცს
რა საქმე შეიძლება ჰქონოდა თქვენთან, ვგულისხმობ, რო-
გორ შეძლო დარჩენა საკუთარი ნებით და აქაურობის მოწო-
ნება? თქვენ სოფლის მკვიდრი ხართ, არა?
ექსპერტი თარგმნისას ამარტივებდა გენერლის სიტყვებს.
გლეხკაცმა ჩიბუხი პირიდან გამოიღო და გენერალს თვა-
ლი თვალში გაუყარა.
– შავ მუშად ვამუშავებდი ფერმაში. ნებისმიერს შეგიძლი-
ათ ჰკითხოთ.
გენერალმა წარბები შეკრა და შეურაცხყოფისგან წამო-
ჭარხლდა. ახლაღა მიხვდა, რაც მოხდა მაშინ. მეწისქვილეს
ალმაცერად გახედა, თითქოს ეუბნებოდა, მიდი, რა გენაღ-
ვლება, მითხარი ყველაფერი, გლეხკაცოო, და ისე ნერვიუ-
ლად მოუკიდა სიგარეტს, რომ ორი თუ სამი ასანთის ღერი გა-
დაუტყდა ხელში.
– ის ერთ-ერთი დეზერტირი იყო, – აუხსნა მღვდელმა, –
ეგენი ფერმებში შავ მუშებად მუშაობდნენ ალბანელებთან.
გენერალს სახე მოეღრიჯა სიტყვა „დეზერტირის“ გაგონე-
ბაზე. ძალიან გაღიზიანებული იყო.
– რა ერქვა? – ჰკითხა ექსპერტმა.
– წარმოდგენა არა მაქვს, – მიუგო გლეხმა. – ყველანი
მოკლედ, „ჯარისკაცს“ ვეძახდით და ეს სახელი შერჩა ბოლომ-
დე.
– როდის ამოთხარეთ? – ჰკითხა ექსპერტმა.
– გუშინწინ, – მიუგო გლეხმა. – ყური მოვკარი, მათ აგრო-
ვებენო, და გადავწყვიტე, ამომეთხარა და თქვენთვის გადმო-
მეცა. ვიფიქრე, ჯობს, ეს უბედური თავის ქვეყანაში განისვე-
ნებდესმეთქი.
– მასთან პატარა მრგვალი მედალიონი ხომ არ გიპოვიათ?
– მედალი? – იკითხა გაკვირვებულმა მეწისქვილემ. – არ
ჰგავდა ისეთს, ვინც მედლებს იმსახურებს. რაც შეეხება შრო-
მას, ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ომი აშკარად არ იყო მისი
ძლიერი მხარე, არა!

95
– არა, ბერიკაცო, მედალი კი არა, მედალიონი! – ღიმი-
ლით შეაწყვეტინა ექსპერტმა. – რამე ისეთი, რაც მონეტას წაა-
გავს და ზეც ღვთისმშობლის გამოსახულება აქვს.
გლეხმა მხრები აიჩეჩა.
– არა, არაფერი მიპოვია. ძვლები სათითაოდ ამოვკრიბე,
მაგრამ მსგავსი არაფერი დამხვედრია იქ.
– კარგად მოქცეულხართ, – უთხრა მღვდელმა. – თქვენ
თქვენი მოვალეობა კარგი ქრისტიანის მსგავსად შეასრულეთ.
– აბა სხვას ვის უნდა ექნა ეს? – იკითხა გლეხკაცმა. – ცხადია,
ჩემი გასაკეთებელი იყო.
– მადლობას გიხდით ამ ჯარისკაცის დედის სახელით, –
უთხრა მღვდელმა.
ბერიკაცს მღვდელი თავაზიან და კეთილისმსურველ ადა-
მიანად ეჩვენა, ამიტომ მასთან მივიდა სალაპარაკოდ, თან
დროგამოშვებით ხელით უჩვენებდა ნედლი მუხისგან უხეშად
გამოთლილ კუბოს.
– გუშინ გავაკეთე, – უთხრა მან, – ამ დილას კი, ალიონზე,
გზას გამოვუდექი ჩემს პატარასთან ერთად. რის ვაი-ვაგლა-
ხით მოვაღწიეთ წისქვილიდან ამ გზატკეცილამდე. მუხლამდე
ტალახია. ორჯერ წაგვექცა ვირი. შეხედეთ, რა მდგომარეობა-
ში ჩავარდა! და სულ არ აღმოჩნდა ადვილი მისი ფეხზე წამო-
ყენება.
მღვდელი ყურადღებით უსმენდა.
– და ჯარისკაცი მართლა თქვენ მოკალით? – ჰკითხა უეც-
რად მღვდელმა წყნარი ხმით და თვალებში ჩახედა.
გლეხკაცმა გაოგნების გამომხატველი რაღაც ჟესტი გააკე-
თა და ჩიბუხი ტუჩებიდან მოიშორა. მერე გადაიხარხარა.
– ჭკუაზე ხართ თქვენ, ყველანი? მე რატომ უნდა მომეკლა?
მღვდელსაც ისე გაეღიმა, თითქოს ამბობდა, მერე რა, ასე-
თი რამეები ხდება ხოლმეო.
მეწისქვილემ მოკლედ აუხსნა, როგორ მოკლეს ეს ჯარის-
კაცი „ცისფერი ბატალიონის“ დამსჯელმა ნაწილებმა 1943
წლის სექტემბრის თვეში. შემდეგ მღვდლის შეკითხვა გაახსენ-
და და ჩაფიქრდა.

96
– რას ლაპარაკობენ ესენი, ჩემო ბიჭო? – ჰკითხა ხმადაბ-
ლა ექსპერტს.
– ესენი უცხოელები არიან, ბერიკაცო, და ამათ ჩვენგან
განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ.
– ვწვალობ კაცი, ამხელა გზა გამოვიარე და...
– ნუ ინაღვლებ, ბერიკაცო, – უთხრა ერთ-ერთმა მუშამ,
რომელიც ამასობაში საბარგო მანქანიდან ჩამოსულიყო, იქ
კუბო რომ აეტანა. – ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, უნდა წა-
ვიდეთ.
იმ დროს, როცა სოფლელი ბერიკაცი ექსპერტს ელაპარა-
კებოდა და მუნიციპალური სამსახურის მუშები კუბოს საბარგო
მანქანაზე დებდნენ, გენერალი, რომელიც მანქანაში ჩასაჯ-
დომად ემზადებოდა, უეცრად შემოტრიალდა.
– ანაზღაურებას ხომ არ ითხოვს? – ჰკითხა ექსპერტს.
ეს უკანასკნელი გაწითლდა.
– არა!
– არადა, სრული უფლება აქვს. ჩვენ მზად ვართ, გადავუ-
ხადოთ, რამდენსაც მოითხოვს.
– კი მაგრამ, არაფერი მოუთხოვია!
გენერალმა, რომელსაც ეგონა, საშუალებას მივაგენი, ამ
გლეხისგან მოყენებული შეურაცხყოფისთვის შური როგორ
ვიძიოო, დაიჟინა.
– მაინც უთხარით, რომ ჩვენ ვაპირებთ მისთვის გასამრჯე-
ლოს მიცემას.
ექსპერტი შეყოყმანდა.
– გვინდა, თქვენი გაწეული შრომისთვის რამე გადაგიხა-
დოთ, – შერბილებული ტონით უთხრა მღვდელმა. – რა თანხა
დაგაკმაყოფილებდათ?
მეწისქვილეს სახე მოეღუშა და თავი აწია.
– მე არაფერი არ მინდა, – თქვა მკვახედ. -
– ამდენი იწვალეთ, საათები დაუთმეთ ამ სამუშაოს, გა-
მოიყენეთ გარკვეული მასალა.
– არაფერი-მეთქი, – გაიმეორა გლეხმა.
– ჩვენ კარგად ვიხდით, – ჩაერთო საუბარში გენერალი.

97
– დიდება ღმერთს, არაფერი არ მჭირდება, – თქვა მეწის-
ქვილემ.
– ჰო, მაგრამ ამდენ ხანს შეინახეთ და აცხოვრეთ ეს ჯარის-
კაცი. იქნებ, უბრალოდ, ანგარიში გავასწოროთ.
გლეხკაცმა ჩიბუხი გაიქნია.
– მეც ვალში ვარ მასთან, – თქვა მან, – ბოლო სამუშაო-
ების ფული არ გადამიხდია მისთვის. იქნებ გნებავთ, რომ
თქვენ მოგცეთ?
მეწისქვილე შეტრიალდა და იქით წავიდა, სადაც ვირი
ჰყავდა დატოვებული.
რაკი მსუბუქი მანქანა უკვე იძვრებოდა, ბიჭმა რამდენიმე
სიტყვა ჩასჩურჩულა ყურში ბერიკაცს და ამ უკანასკნელმაც
ხელების ქნევა დაიწყო მანქანის მხარეს.
– მოიცათ, თქვე ტარტაროზებო, თქვენა, ეს კინაღამ დამა-
ვიწყდა! კიდევ რაღაც მაქვს თქვენთვის გადმოსაცემი, – და ხე-
ლი მოსასხამის ქვეშ შეიყო.
– ფულს თხოულობს, – თქვა გენერალმა, როცა დაინახა,
რომ ბერიკაცი ხელებით რაღაცას ანიშნებდა. – ხომ ხედავთ,
სწორად გამოვიცანი.
– რა არის? – ჰკითხა ექსპერტმა მანქანიდან გადმოსვლი-
სას. – რვეული, – უპასუხა ბერიკაცმა. – ხანდახან რაღაცეებს
წერდა შიგნით. დაიჭით!
ექსპერტმა ხელი გაუწოდა და რვეული გამოართვა. წვრი-
ლად ნაწერით გავსებული ერთი ჩვეულებრივი, სკოლის მოწა-
ფის რვეული იყო.
– მისი ბოლო სურვილებია, უეჭველად, თორემ თავს არ შე-
ვიწუხებდი ამის თქვენთვის გადმოცემით, – თქვა ბერიკაცმა.
– ვინ იცის, ის უბედური რაებს ჯღაბნიდა შიგნით. შეიძლება
ვინმეს უანდერძა კიდეც თავისი თხები და ცხვრები. არ მოვინ-
დომე მისთვის მეკითხა. თუმცა რამე საქონელი რომ ჰყოლო-
და კიდეც, მგლები ნამდვილად შეუჭამდნენ აქამდე.
– გმადლობთ, – უთხრა ექსპერტმა. – აქ ნამდვილად ვიპო-
ვით მის სახელსა და გვარს.

98
– ჩვენ ყველანი „ჯარისკაცს“ ვუძახდით, – თქვა ბერიკაცმა.
– კაციშვილს აზრად არ მოსვლია, მისთვის სახელი და გვარი
ეკითხა. აბა, კეთილი მგზავრობა! და ჯანმრთელად იყავით!
– კიდევ ერთი დღიური, – ჩაილაპარაკა გენერალმა ექ-
სპერტის მიერ გადმოცემული რვეულის ფურცვლისას. – რამ-
დენი ვიპოვეთ ასეთი უკვე?
– ეგ მეექვსეა, – მიუგო მღვდელმა.
მანქანები ერთიმეორის მიყოლებით დაიძრნენ. გენერალ-
მა უკან მიიხედა და დაინახა გლეხკაცი, რომელიც ერთხანს
ასე უძრავად იდგა და მათკენ იყურებოდა, მერე შეტრიალდა,
ვირი წინ გაიგდო და შვილიშვილთან ერთად გზას გაუდგა.

99
თავი XI
გენერალი მანქანის სიღრმეში მოკალათდა და, რაკი სხვა
საქმე არა ჰქონდა რა, რვეული გადაშალა და კითხვას შეუდგა.

12 თებერვალი, 1943 წელი


არასოდეს მნდომია დღიურის წერა მას შემდეგ, რაც ლიცე-
უმში სწავლისას პირველად შემიყვარდა გოგო. ამხანაგებმა
ის დღიური მიპოვეს და მერე მასხრად ამიგდეს. ახლაც თვალ-
წინ მიდგას, იმ შესვენების დროს ისტორიის და მათემატიკის
გაკვეთილებს შორის, როგორ გადმოყარა ვიღაცამ მესამე
სართულის ფანჯრიდან ჩემი დღიურიდან ამოხეული ფურცლე-
ბი. სულ ფრიალ-ფრიალით ჩამოცვივდა და მთელ ეზოში მი-
მოიფანტა. ყველანი იღებდნენ და კითხულობდნენ. გიჟივით
დავრბოდი ეზოს ერთი კუთხიდან მეორეში, ხელიდან რომ გა-
მომეგლიჯა მათთვის, მაგრამ ყველას ვერ მივწვდი და ამით
მხოლოდ გავაძლიერე მათი მხრიდან დაცინვა. გოგონა კი ამ
დროს აცრემლებული შედიოდა დირექტორთან საჩივლელად.
თუმცა როგორი ჩაკარგული მეჩვენება წარსულში ახლა ის
დღეები... ეს მოგონებები ისეთივე განწყობას მიქმნის, რო-
გორსაც ის გაყვითლებული და მტვრიანი წიგნები მიქმნიდა,
ბებიაჩემი რომ კითხულობდა ყოველ ნაშუადღევს. ნუთუ მე ვი-
ყავი ის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით დაქროდა მეზობელ ქუ-
ჩებში და ყოველთვის პირველი ყიდულობდა ფილმის ბილეთს
უბნის კინოში? ვეღარ ვიჯერებ.
ზამთრის საღამოა, ფეხმორთხმით ვზივარ ცეცხლის წინ და
ვერ ვხსნი, ასე როგორ დავკნინდი მე, „რკინის დივიზიის“ ჯა-
რისკაცი და როგორ ვიქეცი შავ მუშად ალბანელ მეწისქვი-
ლესთან, როგორ მახურავს თავზე ქელეშე აქაური გლეხები-
ვით.
– რას წერ შენ მანდ? – მეკითხება მეწისქვილე და ბზის შავ
ჩიბუხს ქაჩავს.
აქ ყველა „ჯარისკაცს“ მეძახის და არავის არასდროს უფიქ-
რია, სახელი და გვარი ეკითხა ჩემთვის. მეწისქვილის ცოლიც

100
ასე მეძახის და მათი ერთადერთი ქალიშვილი კრისტინაც.
მგონი, პირველმა სულაც მან მიწოდა ეს სახელი. ეს იმ დღეს
მოხდა, როცა პარტიზანებმა უკუაქციეს ჩვენი ბატალიონი და
მე, მას შემდეგ, რაც თოფი ბუჩქებში მოვისროლე, თავქუდ-
მოგლეჯილმა გადავსერე მთელი ტყე, არხის გასწვრივ, რად-
გან ვიცოდი, რომ არხი ყოველთვის მიიყვანს ადამიანს რომე-
ლიმე დასახლებულ ადგილამდე. არც შევმცდარვარ. ზუსტად
ამ წისქვილის არხი გამოდგა, სადაც დღეს ვარ და როდესაც
ძველისძველ კარზე დავაკაკუნე, ახალგაზრდა ალბანელმა
გოგონამ გამიღო და გაკვირვებულმა დაიყვირა:
– მამა! ვიღაც ჯარისკაცია!
ასე დაიწყო იანვრის ერთ დღეს ჩემი, ფერმის შავი მუშის
უცნაური ცხოვრება უცხო ქვეყანაში.
– თუ შეგიძლია, რომ დამეხმარო ჩემს სამუშაოში, ლუკმა-
პური და თავზე ჭერი გექნება. ამ ყველაფერთან ერთად დაგი-
ცავ კიდეც. ვბერდები და ხელები აღარ მემორჩილება. ჩემი
ერთადერთი ვაჟი პარტიზანი გახდა. მხოლოდ გაფრთხილებ,
თავქარიანობა ან მაიმუნობა არ გაბედო, თორემ ყველაფერს
ცხვირში ამოგადენს.
უთუოდ თავის ქალიშვილზე მიმანიშნებდა და მეც დავპირ-
დი ალალი გულით, თანახმა თუ იქნები, შენთან ვიმსახურებ
ომის დამთავრებამდე-მეთქი.
მაგრამ უცებ მკაცრი და გამჭოლი მზერა მტყორცნა და
მკითხა:
– ყური დამიგდე, საბრალოვ, შემთხვევით, ჯაშუში ხომ არა
ხარ?
– ჯაშუში? მე? – ვიკითხე გაოცებულმა.
– რამეს თუ გავიგებ, დამთავრებულია შენი საქმე, აი, ამ
სხვენზე ჩამოგახრჩობ.
ასეთი იყო ჩვენი ხელშეკრულება.
დღეს იმ დროიდან თვეზე მეტი გავიდა და ახლა საქმე თავ-
ზე მაყრია; ტყეში შეშას ვჭრი, წისქვილის ნაკადულს ვასუფთა-
ვებ, ვთლი დოლაბებს, ვაწყობ არეულ კრამიტს სახურავზე,
ვწმენდ და ვპოხავ კბილანებს, ვავსებ და ვცლი ტომრებს.

101
ბატალიონის ამხანაგებს და ყველა ჩემიანს ნამდვილად
მკვდარი ვგონივარ. რომ დამინახონ ამ მდგომარეობაში, მე,
ყოფილი „რკინის“ ჯარისკაცი, ჭუჭყიანი, ფქვილში თეთრად
ამოგანგლული და თავზე ქელეშეთი, გაოგნდებიან და ბოლოს
სიცილსაც დამაყრიან.

25 თებერვალი, 1943 წელი


ძალიან ცივა. მთელი დღე ისეთი ძლიერი ქარი ქროდა, გე-
გონება, სადაცაა მთელ წისქვილს მოგლეჯს საძირკვლიდანო.
ძალიან ცოტა გვიწევს მუშაობა. ზამთარი იმდენად მკაცრია,
რომ იშვიათად, თუ რომელიმე გლეხი გაბედავს წისქვილში
მოსვლას ტომარა სიმინდის ან ხორბლის დასაფქვევინებლად.
ყანები უკაცრიელია წელს. ირგვლივ არაერთი სოფელი გადა-
ბუგეს ან მიატოვეს. თითო-ოროლა გლეხი თუ გამოივლის და
საშინელ რამეებს ჰყვებიან.
ხანდახან შევრჩები ხოლმე გვიანობამდე და ქარის წუილს
ვუსმენ, რომელიც ნაკადულის ჩუხჩუხს ფარავს და ასეთ დროს
მგონია, რომ ქარი მთელ მსოფლიოში ქრის.

28 თებერვალი, 1943 წელი


წუხელ ითოვა. ჩემს დღეში არ მინახავს ამაზე უფრო ლამა-
ზი თოვლი. ქარი, როგორც იქნა, ჩადგა და ახლა ყველაფერი
თეთრადაა გადაპენტილი. ირგვლივ სიმშვიდემ დაისადგურა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ მთელ მსოფლიოში ბრძოლებია
გაჩაღებული, მიუხედავად იმისა, რომ ომი აგერ, ყურის ძირ-
შია.
ნეტა როდის დამთავრდება...

9 მარტი, 1943 წელი


მეწისქვილე ძალიან კარგად მეპყრობა. უნდა ითქვას,
რომ, ჩემი მხრივ, მეც სულით და გულით ვასრულებ ჩემს სამუ-

102
შაოს. გუშინ ქარისგან დაზიანებული სახურავი შევაკეთე. მე-
წისქვილე ძალიან კმაყოფილი დამირჩა. ასე მითხრა:
– ძალიან ხელმარჯვე ყოფილხარ, ჯარისკაცო.
მერე თავიდან ფეხებამდე ამათვალ-ჩამათვალიერა და
ხუმრობით დაუმატა:
აი ომი კი აშკარად არ გეხატება გულზე, მე მგონი.
ყურებამდე გავწითლდი. პირველად მიმანიშნეს ასე ჩემს
დეზერტირობაზე.
– არ არის მართალი, – ვუპასუხე გაბრაზებულმა, – ბრძო-
ლაზე თუ უარი ვთქვი, იმიტომ, რომ ეს ომი არ მომწონს, მორ-
ჩა და გათავდა!
მხარზე მომიტყაპუნა ხელი.
– არ მინდოდა შენი წყენინება, – მიპასუხა ღიმილით, –
უაზროდ ვთქვი ეს. ისე, კაცმა რომ თქვას, სწორად მოიქეცი,
ფაშისტებისგან რომ წამოხვედი.
ეს სიტყვები მთელი დღე მიტრიალებდა თავში. რატომ
მითხრა მეწისქვილემ ეს? თვითონ პარტიზანებს ეხმარება და
სძულს ფაშისტები.
უბრალოდ, შევამჩნიე, რომ ალბანელები ღრმა პატივს
სცეენ სიმამაცეს, თუნდაც მტრისა იყოს ეს. ვერ იტანენ ლაჩ-
რებს და, როგორც ჩანს, მეც ისეთი შთაბეჭდილება დავუტოვე,
რომ ასეთი ვარ. ჩემნაირი ახმახი, მეტრი და ოთხმოცდაორია-
ნი და მშიშარა!
მართლა გული მწყდებოდა, მათ თვალში ლაჩარი რომ ვი-
ყავი. განსაკუთრებით, კრისტინას წინაშე შემრცხვებოდა, ისე-
თი ახალგაზრდა და ლამაზია. ჩვიდმეტი წლისაც არ იქნება და
ყოველ ჯერზე, როცა კი ვხედავ, გული ისე მეწურება, როგორც
ველოსიპედის საბურავი იჩუტება ხოლმე. აი ასე!

20 მარტი, 1943 წელი


დღეს რაღაც უჩვეულო მოხდა. ტყეში ვიყავი წასული შეშის
საჭრელად და დაბრუნებისას ვიღაც კაცი დამხვდა წისქვილის
წინ, ზღურბლზე იჯდა. ნაბიჯი შევანელე და გაოცებულმა მივა-
ყურადე. კაცი რაღაც ჩვენებურ სიმღერას უსტვენდა. მივუახ-

103
ლოვდი და მის ძონძებში მისი მუნდირის ნარჩენები გავარჩიე.
დავიყვირე:
– ე! მეგობარო! სალამი!
სტვენა შეწყვიტა და უცბად წამოდგა. იქამდე ერთმანეთს
არასდროს შევხვედროდით, მაგრამ კაი ძველი ნაცნობებივით
გადავეხვიეთ და ერთად ჩამოვსხედით ზღურბლზე. ვკითხე:
– რომელი შენაერთიდან ხარ?
– პოლკი „დიდებიდან“.
– მე „რკინის დივიზიიდან“ ვარ.
– ჩვენც მანდ შევდიოდით! – თქვა მან. – ახლა რა დღეშიც
ვართ, ეს სულ სხვა ამბავია.
ორივეს აგვიტყდა სიცილი.
– როგორ გაგაქვს თავი? – ვკითხე მე. – დიდი ხანია, გა-
მოიქეცი?
– ოთხი თვეა. შენ?
– ორ თვეზე ცოტა მეტია.
– კი.
– აქ მუშაობ?
– ლამაზი ადგილია! შვეიცარიაში გეგონება თავი.
– ვისთან ერთად მოხვედი?
ხმამაღლა გადაიხარხარა.
– ჩემს „უფროსთან“ ერთად. ორი ტომარა სიმინდი მოვი-
ტანეთ დასაფქვავად.
– ახალი რა არის? – ვკითხე მე. – მთლიანად მოწყვეტილი
ვარ ყველაფერს და არ ვიცი, რა ხდება მსოფლიოში. როგორ
მიდის ომი? როდის დასრულდება?
– ამბობენ, მალეო. ჩვენები დიდხანს ვეღარ გაძლებენო.
– და ჩვენ? ჩვენ რა ბედი გველის?
– დამთავრდება ეს ომი და დავბრუნდებით ჩვენც სახლში.
– და პასუხს არ მოგვთხოვენ გამოქცევისთვის?
– გაგიჟდი?! საიდან მოგივიდა ეგ აზრი? ვინ უნდა მოგ-
ვთხოვოს პასუხი? პასუხი ჩვენ უნდა მოვთხოვოთ იმათ, ვინც
აქ გამოგვამწესა.
ამ სიტყვებმა ცოტათი გამამხნევა და სიგარეტი გავაბო-
ლეთ.

104
– უამრავი ჩვენნაირი ჯარისკაცია აქეთ მხარეში, – განაგ-
რძო მან. – უამრავი! ალბანელ გლეხებს დამხმარეები სჭირ-
დებათ, იმიტომ რომ მათი ვაჟები პარტიზანებად წავიდნენ.
სოფლელები აღტაცებულები არიან ჩვენების დაქირავებით.
ჩვენი მეგობრები მინახავს, ათასგვარ სამუშაოს რომ ასრულე-
ბენ, მიწის ხვნით და საქონლის მწყემსვით დაწყებული და ბავ-
შვების მოვლით დამთავრებული. მაშ! ძიძებადაც კი მუშაობენ.
– წარმოგიდგენია?! – გამეცინა მე.
– არა, რატომ? არ ფიქრობ, რომ უკვე სასწაულია, გადარ-
ჩენის და თავის გატანის საშუალება რომ მოგვცეს? თორემ
ვეყრებოდით და ჩავლპებოდით რომელიმე ორმოში, თან ისე,
რომ კაციშვილს არ ეცოდინებოდა, სად იქნებოდა ჩვენი ძვლე-
ბი მიმოფანტული!
– ეგ მართალია.
– და ქალების ამბავში რას შვრები?
– არაფერს.
– მაგ მხრივ, ჯობს, თავი შორს დაიჭირო, არსაიდან არაფე-
რი არ ჩანს. ერთ ჩვენიანს, რომელიც ცოტა ზედმეტად უტრია-
ლებდა ერთ აქაურ გოგოს, ჯერ კარგად მისცხეს და მერე მიაბ-
რძანეს კიდეც აქედან.
გავჩუმდი.
– შენ კი, ძმობილო, მგონი, თავი ქუდში გაქვს, – მითხრა
სიცილით და ნაცრისფერთვალება, ცბიერი მზერით. – შენი
უფროსის გოგო დავინახე ცოტა ხნის წინ. დიდებულია!
– გაგიჟდი? მაგაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავ. შენ თვითონ არ
მითხარი ამწუთას, რა საშიშიც არის ეს საქმე?
– კი, კი, გითხარი, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ
ცოტა სხვანაირი ვითარებაა. ლამაზი ადგილია, მშვიდი. გეუბ-
ნები, შვეიცარიაში მგონია თავი.
– და მეწისქვილის მუშტები ვერ დაინახე?
რაღაცა გაიხუმრა და ორივემ გულიანად გავიცინეთ.
წისქვილის შიგნიდან დოლაბზე მარცვლების ფქვის მონო-
ტონური ხმა გამოდიოდა.

105
ჯიბიდან სათუთუნე ამოიღო და ისე შეახვია სიგარეტი, რო-
გორც აქაური გლეხები აკეთებენ. მერე მეორე შეახვია ჩემ-
თვის, რადგან მე თვითონ ვერაფრით ვერ ვისწავლე შეხვევა.
– ყური მიგდე, – მითხრა ფიქრებში წასულმა ნახევრად მი-
ლულული თვალებით. – არაფერი გსმენია „ცისფერი ბატალი-
ონის“ შესახებ?
გამაჟრჟოლა.
– არა, – ვუპასუხე ჩურჩულით.
– რატომ მეკითხები?
– ამბობენ, სადღაც ცენტრალურ ალბანეთში საქმიანობ-
სო.
– ძალიან შორს აქედან?
– კი, საკმაოდ შორს, – მომიგო მან, – თუმცა ეშმაკმა უწ-
ყის, რა და როგორ შეიძლება მოხდეს, – და კეფა მოიქექა.
– ფიქრობ, შეიძლება აქამდეც მოაღწიოს?
– ვინ იცის? ყველაფერს უნდა ელოდო ადამიანი.
რამდენიმე წამს მდუმარედ ეწეოდა.
– შეიძლება არც გამოიაროს აქეთ, – განვაგრძე მე, – ანდა
პარტიზანებმა უვნებელყონ.
– სავსებით შესაძლებელია, თუმცა, პარტიზანებთან ხშირი
ბრძოლით გამოწვეული დანაკარგების მიუხედავად, ყოველ
ჯერზე სულ ახალ და ახალ ძალებს უგზავნიან.
– რამდენნი არიან?
– ცხრაასნი და ყველანი ცოფიანი ფაშისტები. ყველგან, სა-
დაც ფეხს დადგამს, ხოცვა-ჟლეტა და ტერორი იწყება. რაც
შეგვეხება ჩვენ, დეზერტირებს...
– რა? – ვიკითხე მე და შიშისგან გული ფეხებში გამეპარა.
– ადგილზე დახვრეტა, რასაკვირველია.
– ო, ღმერთო ჩემო! – ჩავიჩურჩულე მე.
კიდევ რაღაც ხანს დავრჩით კართან, ამ მთისაც ვთქვით და
იმ მთისაც. ჩემი მეწისქვილე და სოფლის მკვიდრი კიდევ დიდ-
ხანს საუბრობდნენ შიგნით. დაიფქვა თუ არა სიმინდი, სტუმ-
რებმა თითომ თითო ტომარა მოიკიდა ზურგზე და ასე გაუდ-
გნენ გზას – წინ გლეხკაცი და უკან ჯარისკაცი. ჩვენც გზა მშვი-
დობისა ვუსურვეთ.

106
2 აპრილი, 1943 წელი
გაზაფხული დადგა და საქმეც ბევრი გამოგვიჩნდა. ყოვე-
ლი მხრიდან მოდიან გლეხები მარცვლეულის დასაფქვევი-
ნებლად, ვინ ფეხით, ვინ ცხენით და ვინ ვირით. ყოველთვის,
როდესაც მათი ცხოველების ზანზალაკის ხმა მესმის, ვხარობ
– მიყვარს მომსვლელების ნახვა, რადგან მარტოობა ლოდად
მაწვება ხოლმე გულზე.
მეწისქვილე კეთილი და სამართლიანი კაცია, მაგრამ ერ-
თი ნაკლი აქვს, ძალიან სიტყვაძუნწია. შევამჩნიე, რომ ალბა-
ნელები, ზოგადად, არ არიან დიდად მოლაპარაკეები, განსა-
კუთრებით, კაცები. მთელი დღე თავის ჩიბუხს აბოლებს და
ღმერთმა იცის, რა აზრები უტრიალებს ამ ბოლის მიღმა. მის
ცოლს, როგორც მე ვეძახი, „ტანტე ფროსას“, უფრო მეტხანს
ვესაუბრები ხოლმე. ათას რამეზე მისვამს შეკითხვებს, ჩემს
მშობლებზე, ახლობლებზე, სახლზე. როდესაც გამოვუტყდები
ხოლმე, როგორ მენატრებიან მშობლები, შემომხედავს და თა-
ნაგრძნობით მიქნევს თავს.
– საბრალო ბიჭი, – ჩაილაპარაკებს ხოლმე თავისთვის და
პურის გამოსაცხობად ან ჭურჭლის გასარეცხად მიდის.
– და ახლა, როცა შენ იქ არ ხარ, თქვენს საქონელს ვინ უვ-
ლის? – მკითხა ერთ დღეს.
გამეცინა.
– არა გვყავს საქონელი.
– არც ძროხები?
– არც ძროხები. ქალაქში ვცხოვრობთ.
– და რომც გყოლოდათ, ახლა, როცა იქ არ ხარ, მგლები
შეგიჭამდნენ მაინც. ეჰ, ჩემო ბიჭო, დღეს ადამიანები ხოცავენ
ერთმანეთს მხეცებივით, მგელს ვინღა ჩივის.
სათქმელი ვერ ვიპოვე.
ერთ დღეს მედალიონზე მკითხა.
– კისერზე რა გკიდია, შვილო? რაღაც თურქულ მონეტას
წააგავს.
გამეცინა.
– ერთგვარი ნიშანია, რომელსაც ჩვენ, ჯარისკაცები ვატა-
რებთ იმ შემთხვევისთვის, რომ გვიპოვონ, თუკი ომში დავეცე-

107
მით. აქ, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვეშ, რიცხვი წერია.
ხედავთ?
ტანტე ფროსამ სათვალე გაიკეთა, დაბზარულშუშებიანი
ძალიან სასაცილო სათვალე.
– და ვინ მოგცათ თქვენ ეს?
– უფროსობამ.
– მეხი კი დავაყარე მაგათ! – თქვა და ბუტბუტ-ბუტბუტით
გამეცალა.
აი, რაზე ვლაპარაკობთ ხოლმე მე და ტანტე ფროსა. რაც
შეეხება კრისტინას, მას იშვიათად ვხედავ და კიდევ უფრო იშ-
ვიათად ველაპარაკები. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მასთან
მესიამოვნებოდა საუბარი, მით უმეტეს, რომ ახლა უკვე ვამ-
ტვრევდი საყველპურო ალბანურს. მაგრამ ის არ მოდის წის-
ქვილთან. მთელი დღის მანძილზე სახლის საქმეებითაა დაკა-
ვებული და დანარჩენ დროს ქსოვაში ატარებს. მაშინაც კი,
როცა იმის სათქმელად მოდის, სადილი მზადააო, ერთ წამზე
მეტხანს არ ჩერდება კართან. თავისი ნაზი, მუქი თვალებით
მეყსეულ მზერას მტყორცნის ხოლმე და მაშინვე ტრიალდება.
ერთხანს მის წაბლისფერ თმას ვხედავ, ვიდრე თვალს მიეფა-
რება.
ზოგჯერ არც ჩამოდის ხოლმე პირველ სართულზე და ფან-
ჯრიდან გვიძახის:
– მამა! საუზმე მზადაა!
როცა შემთხვევით ეზოში ვარ, მე დამიყვირებს ხოლმე:
– ჯარისკაცო, მამას უთხარი, საჭმელი მზად არის-თქო!
როდესაც ყველანი გარს ვუსხედვართ დიდ, დაბალ მაგი-
დას, გოგო ყოველთვის თავჩახრილია. სხვათა შორის, ვერც
მე ვბედავ თეფშიდან ცხვირის აწევას.
მერე მთელი საღამო ამ გოგოზე ვფიქრობ; ხანდახან კარის
წინ გავდივარ და მზერაც სადღაც შორს, ღამის წყვდიადში მე-
კარგება. ნაკადულის ჩუხჩუხის ხმას ვუსმენ და მაშინვე ოცნე-
ბები წამიღებს ხოლმე.

108
17 აპრილი, 1943 წელი
გლეხები მოგვაწყდნენ თავიანთი მარცვლეულის დასაფ-
ქვევინებლად. ამბობენ, გასაოცარი რამეები ხდება პარტიზა-
ნების მიერ გათავისუფლებულ ზონებშიო. ერთგვარ „სათათ-
ბიროებს“ ქმნიანო, ისეთებს, როგორებიც აქამდე არასდროს
გვინახავსო; მდიდრების ხორბალს არიგებენო; რაღაც ახალი
იბადება, რის აზრსაც ჯერჯერობით ვერა და ვერ ვხვდები.

25 აპრილი, 1943 წელი


დღეს კრისტინამ გამიღიმა.
წუხელ ქურდებმა ბედი სცადეს წისქვილში.
ყველას გვეძინა, როცა ბალო, დიდი ძაღლი აყეფდა. დაფე-
თებულს გამომეღვიძა.
ვერ მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო და ტანში ჟრუან-
ტელმა დამიარა. ძალიან გვიანი იყო, დაახლოებით შუაღამე
და ასეთ დროს ცხვირს ვერავინ ყოფდა გარეთ.
ბალო კიდევ უფრო ცოფიანივით აყეფდა და ხის კიბეზე
მსუბუქი ჭრაჭუნი გავიგონე. მეორე სართულიდან ვიღაც ჩამო-
დიოდა ქვევით, სადაც მე მეძინა. მეწისქვილე გამოდგა. ცალი
ხელით მანიშნა, მომყევიო, და დავინახე, რომ მეორეში გრძე-
ლი თოფი ეჭირა. გრძელ ჯოხს დავწვდი და ფეხდაფეხ მივყევი.
გული გახეთქაზე მქონდა, ისე მიცემდა.
და ისინი რომ აღმოჩნდნენ? იქნებ ვიღაცამ დამასმინა-
მეთქი, ვფიქრობდი.
მეწისქვილე კარის უკან გაჩერდა და ყური მიუგდო. გარე-
დან ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც ადამიანის, არც ნაბიჯების ხმა.
ისინი რომ იყვნენ, ასეთ სიფრთხილეს არ გამოიჩენდნენ-მეთ-
ქი, გავიფიქრე.
უეცრად რაღაც ჯერ გაჭრაჭუნდა, შემდეგ გატკაცუნდა და
ბოლოს გატყდა.
– ქურდები არიან! – ჩამჩურჩულა მეწისქვილემ და კარი –
გააღო.
ორი ნაბიჯი გადადგა სიბნელეში, თოფი მოიმარჯვა და გა-
ისროლა. ო, ღმერთო ჩემო, ჩემს დღეში არც გამიგონია თო-

109
ფის გასროლის ასეთი ძლიერი ხმა და არც ამხელა ცეცხლი მი-
ნახავს გამოფრქვეული. ვინ იცის, როდინდელი ფილთა თოფი
იყო. მეწისქვილემ მეორედ მიიდო თოფი მხარზე და წისქვი-
ლისკენ ისროლა. სროლის ექო შორიდან განმეორდა და მე-
ზობელ მთებში ჩაიკარგა.
წისქვილიდან მომავალი ნაბიჯების ხმა გაისმა. მეწისქვი-
ლე წელში მოხრილი გაიქცა წინ. მეც მივყევი კეტით ხელში.
კარგა ხანს ვირბინეთ და გულამომჯდარები და აქოშინებუ-
ლები გავჩერდით.
– გაგვექცნენ, – მითხრა მეწისქვილემ. – გავბრუნდეთ.
მდუმარედ დავბრუნდით შინ.
– აბა, რა ხდება? – იკითხა ტანტე ფროსამ, როცა სახლში
შევედით.
დედა-შვილი წინკარში, სრულ წყვდიადში იდგა. ძლივს გა-
ვარჩიე, რომ დედას ხელში ჯოხი ეჭირა.
– ქურდები იყვნენ! – უპასუხა მეწისქვილემ.
– ქურდები იყვნენ, – საკუთარი ხმა გარედან მომესმა და
სულის სიღრმეში იდუმალი კმაყოფილებისა და სიამაყის შეგ-
რძნება დამეუფლა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სიბნელეში ქურდების
დევნა ნახევრად ჩაკუზულ მდგომარეობაში რამენაირ სიხა-
რულს მომანიჭებდა.
– ჭირსაც წაუღია მაგათი თავი! – თქვა ტანტე ფროსამ, –
გეგონება, სხვა სადარდებელი გვაკლდეს.
– ცხადია, ომია და... – ჩაილაპარაკა მეწისქვილემ. – შეგე-
შინდა, კრისტინა?
– კი, მამა, – აღიარა გოგომ.
ვიგრძენი, რომ ამაზე უფრო ნაზი და ალერსიანი ხმა არას-
დროს მომესმინა. ვცდილობდი, ამ უკუნეთში მისი თვალები
გამერჩია, მაგრამ ამაოდ.
– აბა, ღამე მშვიდობისა, ჯარისკაცო, – მითხრა მეწისქვი-
ლემ და პირველი აუყვა კიბეს.
ქალებიც აჰყვნენ. ბოლო საფეხურიც გაჭრაჭუნდა და სახ-
ლში ისევ სიჩუმემ დაისადგურა.

110
მეორე დღეს, წისქვილის კარის თვალიერებისას კარის სა-
კეტი გატეხილი დაგვხვდა და მე თვითონაც არ ვიცი, რატომ.
ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული.

25 მაისი, 1943 წელი


უამრავ რამეზე ვოცნებობ, მაგრამ ყველაფერზე მეტად
ჩემს ფიქრებს კრისტინა იპყრობს. ათასი გიჟური აზრი მომდის
თავში. ვიცი, რომ სიგიჟეა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მსი-
ამოვნებს ამ აზრების ტრიალი გონებაში.
გუშინ დღისით საქმე არა მქონდა რა და, ნაკადულის პირას
წამოკოტრიალებული, კენჭებს ვისროდი წყალში. ჭადრების
ფოთლის შრიალი იავნანად ჩამესმოდა ყურში.
უეცრად რაღაც ალიაქოთის, ნაბიჯების, სასტვენების სტვე-
ნის, ხმამაღალი ლაპარაკისა და ცხენების ფლოქვების თქა-
რათქურის ხმა შემომესმა. ფეხზე წამოვხტი და რას ვხედავ?
ჩვენების გრძელ კოლონას უკვე თითქმის მოეღწია წისქვი-
ლამდე. მინდოდა, გავქცეულიყავი, მაგრამ, მეც არ ვიცი, რა-
ტომ, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. დაჭედებულივით დავ-
რჩი ერთ ადგილზე. მოვიდნენ და ყოველი მხრიდან შემომერ-
ტყნენ გარს.
– ესაა წისქვილი? – მკითხა ერთმა მათგანმა და ხელით მა-
ლულად რაღაც მანიშნა.
– დიახ, – მივუგე შიშის კანკალით.
– მიდით! და ნაცარტუტად ვაქციოთ აქაურობა! – დაიყვირა
მან და პირველი გავარდა წინ.
დანარჩენები ფეხდაფეხ მიჰყვნენ. მე მათ გავეკიდე. თვი-
თონ არ ვიცი, როგორ, და შეკრული ფეხები უცბად გამეხსნა და
სხეულში იმხელა ძალა და მოხერხება ვიგრძენი, გეგონება,
ვიღაცამ ჯადო მომხსნაო. ციებ-ცხელებამ და სიმხეცემ ისე ამი-
ტანა, როგორც გასულ წელს, ზამთრის კამპანიის დროს, რო-
დესაც ექვსი სოფელი ზედიზედ გადავბუგეთ და გავასწორეთ
მიწასთან.
გიჟებივით დავრბოდით და ცოფიანებივით ვღმუოდით.
ორმა კაცმა ცეცხლი წაუკიდა წისქვილს. სხვებს მეწისქვილე

111
ჰყავდათ ჩაბღუჯული და გარეთ მიათრევდნენ. ზღურბლთან
გამოიყვანეს და ტყვიები დაახალეს.
მე კრისტინაზე ვფიქრობდი. ელვის სისწრაფით ავირბინე
კიბე. ჯარისკაცებს გაკოჭილი ჩამოჰყავდათ ტანტე ფროსა.
ჩემს დანახვაზე სახეში შემომაფურთხა და მომაძახა:
– შე ძაღლისშვილო ჯაშუშო, შენა!
არ მიმიქცევია ყურადღება. კრისტინას მეტი არავინ მა-
დარდებდა.
მისი ოთახისკენ გავიქეცი და მის საწოლს ვეცი. მთელი ტა-
ნით კანკალებდა.
– არა! ჯარისკაცო! არა!
მაგრამ სისხლი თავში მაწვებოდა. სწრაფად უნდა მემოქ-
მედა, დრო არ ითმენდა.
თხელი საბანი გადავაძვრე, ღამის პერანგი ცოფიანივით
შემოვახიე და ზევიდან დავახტი.
– ჯარისკაცო! ჯარისკაცო!
დაფეთებულს გამომეღვიძა. კრისტინას ხმა მიძახდა.
გვერდით წყალი კვლავაც წყნარად მორაკრაკებდა, ჰაერში კი
თივის სურნელი ტრიალებდა. რამდენიმე წამს ჩამძინებოდა.
– ჯარისკაცო! ჯარისკაცო!
ნელი ნაბიჯით გავემართე სახლისკენ. შუა ფანჯრიდან
კრისტინა გამოჩნდა.
– დედაჩემი გიძახის, – მითხრა გოგომ.
კიდევ ერთხელ მოვიფშვნიტე თვალები.
რომ სცოდნოდა, რა დამესიზმრა სულ ცოტა ხნის წინ...

24 ივნისი, 1943 წელი


გიროკასტრის მკვიდრნი განუწყვეტლივ იხიზნებიან ქალა-
ქიდან და თავშესაფარს ახლომახლო დასახლებებში პოულო-
ბენ. არაქათგამოცლილები მოდიან მხარზე შემოდებული ფუ-
თებით. ქალებს ბავშვები ხელში აყვანილი მოჰყავთ, მოხუცე-
ბი კი ძლივს მოლასლასებენ. პანიკაა. მათი თქმით, აპირებენ,
ქალაქს ცეცხლი წაუკიდონ. ვიღაცეები ამტკიცებენ, ყუმბარე-

112
ბით უნდა ააფეთქონო. მოკლედ, საშინელ რაღაცეებს ელოდე-
ბიან.
ლტოლვილები სოფლებს აფარებენ თავს. ზოგიერთები
განთავისუფლებულ რეგიონებში გარბიან, სხვები რჩებიან
ზონებში, რომლებსაც, ჩვენს წისქვილთან ახლომდებარე
სოფლის მსგავსად, არავინ აკონტროლებს.
ქალაქ გიროკასტრას ყოველდღე ბომბავენ. ხანდახან ნა-
კადულის გადაღმა რომ დიდი ჭადარი დგას, იმაზე ვძვრები და
ქალაქს გავყურებ. ქალაქი, გეგონება, ფრჩხილებით და კბი-
ლებით აბობღდა მთაზე და ახლაც ისეა ჩაფრენილი, რომ არა-
ვითარ შემთხვევაში არ უნდა, ვინმემ იქიდან რომ ჩამოხსნასო.
მე იქ ჩემს საჯარისო ნაწილთან ერთად წელიწადზე მეტხანს
ვიმსახურე და ყველა კუთხე-კუნჭულს ხუთი თითივით ვიცნობ,
ყველა მედუქნე და გუფთის გამყიდველი ჩემი ნაცნობი იყო. ვა-
როშისუბნელ ორ მეძავ გოგოსაც კი ვიცნობ.
ქალაქს, როგორც წესი, დილის ათის ნახევარზე და დღის
ოთხ საათზე ბომბავენ. მოცლილობის ჟამს თვითმფრინავების
გამოჩენამდე ნახევარი საათით ადრე ვძვრები ხოლმე იმ ხის
კენწეროზე და ველოდები, თან ირგვლივ ჰორიზონტს ვზვერავ.
ჩემგან მარჯვნივ სოფელ გრიხოტს ვხედავ, სადაც ჩვენი დივი-
ზიაა განლაგებული ახალ, უზარმაზარ ყაზარმებში. მაღალი
გორაკი თავს დაჰყურებს სოფელს, ყოველი ბორცვის წვერზე
კი კვიპაროსებით გარშემორტყმული თითო ტეკე დგას; ქვე-
ვით, მდინარის ქვიან კალაპოტთან, ეკლესიას და ქრისტია-
ნულ სასაფლაოს ვარჩევ, და კიდევ ხიდს, რომელზეც ვინ მოთ-
ვლის, რამდენი ღამე გამიტარებია ყარაულობაში. უფრო
იქით, ღელესა და წმინდა სამების ბორცვს შორის, ჯერ სამხედ-
რო აეროდრომი მოჩანს, შემდეგ მთის ფერდობზე სართულე-
ბად შეფენილი უბანი და ნაკადულები, რომელთაც იქ გაიყვა-
ნეს საკუთარი კალაპოტები. ვხედავ ქალაქის სხვადასხვა ნაწი-
ლის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ხიდებსაც.
თვითმფრინავები პუნქტუალურად, ერთსა და იმავე დროს
მოფრინავენ. ჯერ ჩრდილოეთიდან, ტეპელენის ხეობიდან გა-
მოჩნდებიან ხოლმე. ანტისაჰაერო თავდაცვის ძალები პირვე-
ლი ხსნიან ცეცხლს. აფეთქების ხმები ჩვენამდე ვერ აღწევს;

113
მხოლოდ აფეთქებული ყუმბარების ქულებად ამოსული თეთ-
რი ბოლი მოჩანს. შემდეგ ტექეს გორაზე განლაგებული ანტი-
საჰაერო თავდაცვის ძალები ერთვებიან საქმეში, თუმცა დიდ
ზიანს ვერც ისინი აყენებენ თვითმფრინავებს ფრენისას. ისინი
მშვიდად მინავარდობენ ქალაქისკენ და ასეთ დროს ნათლად
წარმოვიდგენ ხოლმე გიროკასტრაში ატეხილი განგაშის ხმას
და სარდაფებისკენ თავ-პირის მტვრევით გაქცეულ ხალხს. გა-
საკვირია, რომ იმ ღვთის რისხვას, რომელიც ამ ქალაქს ატ-
ყდება თავს, მხოლოდ ეს სამი პატარა რაღაც იწვევს, რომლე-
ბიც ცაში ნაზად დაფარფატებენ და მზეზე ჰაერში აგდებული
მონეტასავით ბრჭყვიალებენ.
ბოლოები ისევ ციხესიმაგრის მაღალ კოშკებზე განლაგე-
ბული ანტისაჰაერო თავდაცვის ძალები ისვრიან ხოლმე. აქე-
დან ძალიან კარგად შეიძლება თვალყურის დევნება პილოტე-
ბის მანევრებისათვის, რომლებიც ჯერ კარგავენ სიმაღლეს,
შემდეგ კი ლამის მიწამდე ეშვებიან სამხედრო აეროდრომის
თავზე, რათა ზევით ავიდნენ და მერე კვლავ ძირამდე დაეშვან.
ამ დროს ყოველ ჯერზე მძიმე ბომბებს ყრიან.
აქედან იმ შავი ბოლის სვეტები მოჩანს, რომლებიც დან-
გრეული სახლებიდან ამოდის, შემდეგ თვითმფრინავები იქით
მიფრინავენ, საიდანაც მოფრინდნენ, წყნარები და ბრჭყვი-
ალები, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
ეს ყველაფერი მხოლოდ დღისით ჩანს, ღამე კი ქალაქი
უკუნეთში ეფლობა. წყვდიადი ჯერ შუკებს, დაბალ სახლებს,
მდინარეზე გადებულ საფეხმავლო ხიდს, შემდეგ კი რიგრიგო-
ბით, სართულ-სართულ ნთქავს ყველაფერს, დაწყებული ქვე-
ვიდან, სხვადასხვა უბნებით, ნაკადულებზე გადებული პატარ-
პატარა ხიდებით და დამთავრებული ციხესიმაგრით, სამრეკ-
ლოებითა და მინარეთებით, რომელთა სახურავის წვერებზე
წეროებს აუშენებიათ ბუდეები.
წუხელ ვუყურებდი, როგორ იძირებოდა და ქრებოდა ქა-
ლაქი სიბნელეში, გეგონება, არც არასდროს უარსებიაო, და
ვფიქრობდი, რა უბედურებაა, ასეთ საშინელ დროში რომ
ვცხოვრობთ, დროში, როდესაც გაიძულებენ, იცოცხლო ბინ-
დბუნდში და საკუთარ თავსაც კი დაემალო-მეთქი. და ერთი

114
ასეთი ღამე გამახსენდა, დაახლოებით სამი თვის წინანდელი,
როდესაც სამხრეთისკენ მიმავალმა ჩვენმა ნაწილმა პირვე-
ლად გაიარა გიროკასტრზე.
თბილი და ნოტიო ღამე იყო და გრიხოტის ყაზარმებთან
მისვლისთანავე დაქანცულებმა, ჭუჭყიანებმა და სიბნელისგან
სულსწრაფებმა ვითხოვეთ, საროსკიპოში წაგვიყვანეთო. უფ-
როსობამ ნება დაგვრთო. გეგონება, ჯადომ იმოქმედაო, სასი-
ცოცხლო ძალები მყისიერად დაგვიბრუნდა და ამ მდგომა-
რეობაში, რამდენიმე დღის გაბურძგნილი წვერით, ტალახია-
ნები, ისე, რომ ლამის იარაღი არ მოგვეშორებინა მხრიდან,
ხელახლა გავმწკრივდით და ყაზარმის მთავარი, დიდი კარით
გავედით. საროსკიპო ქალაქის შუაგულში იდგა და კილომეტ-
რზე მეტი გვქონდა გასავლელი იქამდე მისაღწევად. მაგრამ
სიმძიმის გრძნობა ფეხებიდან უკვალოდ გამქრალიყო. მწკრი-
ვებად მივაბიჯებდით ბნელ გზაზე და თან ერთმანეთს ვეხუმრე-
ბოდით და ერთმანეთს ვაბრაზებდით; მეტი არც არაფერი
გვჭირდებოდა ბედნიერებისთვის. ღამით სიმღერა გვეკრძა-
ლებოდა, თორემ ღმერთმა უწყის, რა ღრიანცელს ავტეხდით.
ეს მართლაც ბედნიერი მომენტია ჯარისკაცის ცხოვრებაში,
როდესაც ჯგუფად მიაბიჯებ ზაფხულის ღამეში უსაფრთხო გზა-
ზე დაუტენავი იარაღით. გუშინდელ დღესავით მახსოვს ეს ამ-
ბავი. ერთი ჩვენგანი რაღაც ძველ მელოდიას ღიღინებდა, მე
მივაბიჯებდი და თან ჩემგან ხელმარცხნივ ლუნჯერიის მთის
პირქუშ სილუეტს გავყურებდი, რომელიც ისე ახლოს ჩანდა,
გეგონება, ერთი ხელის გაწვდენაზეაო. მარჯვნივ მალი-გიე-
რის შავ-შავი მთა აღმართულიყო, რომლის კალთაზეც, წესით,
ქალაქი უნდა ყოფილიყო შეფენილი.
მდინარეზე გადებული ხიდის გადავლისას ჩვენივე საკონ-
ტროლო-გამშვები პუნქტის გუშაგებმა შეგვამოწმეს, შემდეგ,
მოკლეზე რომ მოგვეჭრა, გზიდან გადავუხვიეთ და, მინდორ-
მინდორ, ბილიკებს დავადექით.
ვაროშის უბანს რომ მივაღწიეთ, ვიწრო, დაქანებულ ქუ-
ჩებს ავუყევით. ქალაქი მკვდარი გეგონებოდა. დარაბების
უმეტესობა დახურული იყო; აქა-იქ ღიად დატოვებული ფან-
ჯრები კედლებზე ჩამუქებულ მართკუთხედებად მოჩანდა. ჩვე-

115
ნი მძიმე ჩექმები ქვაფენილზე ხმაურობდა და დარაბებისა და
კარების მიღმა გამოკეტილი მცხოვრებლები ალბათ შიშით
კანკალებდნენ იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება ახალი ხოც-
ვა-ჟლეტა დაწყებულიყო. არადა, რომ სცოდნოდათ, სად მივ-
დიოდით...
როგორც იქნა, მივაღწიეთ „სახლამდე“. ძალიან ბნელი და
ჩახუთული ღამე იდგა. კარის წინ გავჩერდით. ოფიცერმა, რო-
მელიც წინ მიგვიძღოდა, შეაღო და შევიდა.
სახლში სიჩუმე და სიბნელე იყო. შიგნით არც ერთი მუშ-
ტრის ყოფნის კვალიც არ ჩანდა.
– შეიძლება სძინავთ ქალებს, – ჩაილაპარაკა ერთმა შე-
ფიქრიანებულმა ჩვენგანმა.
ყველანი შევწუხდით, რადგან ოფიცერი არა და არ ჩანდა.
– რომც ეძინოთ, უნდა ადგნენ, თანაც საჩქაროდ, – თქვა
ვიღაცამ.
– მართლაც, – კვერი დაუკრა მეორემ, – სამხედროები
ვართ და პატივისცემას ვიმსახურებთ. მით უმეტეს, რომ აქ გავ-
ლითა ვართ.
– დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ ვინ იცის, ხვალ რა ბედი
გვეწევა, – დაიძახა ვიღაცამ წვრილი, ჩახრინწული ხმით.
ამ დროს კარი გაიღო და ოფიცერი გამოვიდა. ყველა მხრი-
დან დავეხვიეთ.
– აბა, რა ხდება? – იკითხა ვიღაცამ სიბნელიდან.
– ყური დამიგდეთ, – თქვა ოფიცერმა. – ახლავე შეხვალთ.
ოღონდ ალიაქოთის და ღრიანცელის გარეშე, თორემ წახ-
ვალთ იქ, საიდანაც მოხვედით. ამიტომაც, ჩამწკრივდით!
მეტ-ნაკლებად გავმწკრივდით და ღმერთმა იცის, რა ხაზის
გავლება მოვახერხეთ. ერთი სული გვქონდა, როდის შევცვივ-
დებოდით.
– ყურადღება! – დაიძახა ოფიცერმა. – შიგნით ძალიან
ბნელა, ფანჯრები ღიაა ჩახუთულობის გამო და ამიტომ შუქს
ვერ ვანთებთ. არც იფიქროთ სანთებლის ანთება ან ასანთის
გაკვრა, თორემ მწარედ ინანებთ. საკონტროლო პუნქტი აქვე,
ორ ნაბიჯშია თავის ტყვიამფრქვევებით.

116
– გასაგებია! – წამოიძახა ორმა-სამმა ჩვენგანმა, – არ
გვჭირდება სინათლე. უმაგისოდაც გავართმევთ თავს.
– მართალია, სულ არ გვჭირდება შუქი, ჩვენ გვინდა...
– ხმა ჩაიგდე, რეგვენო! – შეუღრინა ოფიცერმა. – სიჩუმე!
მიდით! პირველი ხუთი-ექვსი კაცი შედით!
მუჯლუგუნების კვრით შევიდნენ და ეზოს წყვდიადში გაუჩი-
ნარდნენ.
– ყველამ თავის თოფს მიხედოს, არ აურიოთ ერთმანეთი-
საში! – დაუყვირა მათ ოფიცერმა.
შემდეგ ჩვენ შემოგვიტრიალდა:
– შემდეგი ექვსი კაცი გამომყვეს! –
გვითხრა მან.
მე ამ ექვსეულში მოვხვდი. შევედით და ვიღაცამ კარი და-
ხურა ჩვენ ზურგს უკან. მთვრალებივით, ბარბაცით და ხელის
ცეცებით გადავკვეთეთ ფილაქნებიანი ეზო, ავიარეთ კიბე და
გრძელი დერეფნის დასაწყისში ამოვყავით თავი. ბნელოდა და
სული გვეხუთებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარი და
ფანჯარა ღია იყო.
– სიჩუმე! – გაისმა ქალის ხმა. ნამდვილად საროსკიპოს
პატრონისა.
შევგროვდით, შევმჭიდროვდით, ერთმანეთს ყურძნის მარ-
ცვლებივით ვეკვროდით, არ ვიცოდით, საით წავსულიყავით
და სიბნელეში გავიგონე, როგორ ეჩურჩულებოდა რაღაცას
ჩვენი ოფიცერი საროსკიპოს მეპატრონეს. წაიყვანა და უთუ-
ოდ ყველაზე ლამაზის ოთახში მიუძღვა. შემდეგ ნაბიჯების ხმა
კვლავ გაისმა, ჩემი მეგობრები სადღაც შევიდნენ, ვინ სად და
ვინ სად, და რამდენიმე წამის მერე სრულიად მარტო დავრჩი
დერეფანში. ხელის ცეცებით წავედი წინ, ჯერ ერთი ხვნეშა-
კვნესა შემომესმა, შემდეგ მეორე და ამომაწვა სისხლი თავში.
პირველივე კარში შევაბიჯე და გახშირებული სუნთქვა გავი-
გონე. მაშინვე უკან გამოვედი და სხვა კარის წინ აღმოვჩნდი.
ბინდბუნდში რაღაც სითეთრე გავარჩიე ოთახის კუთხეში. შე-
ვედი, ორი ნაბიჯი გადავდგი და გავჩერდი.
– მოდი, – დამიძახა ვიღაცამ ნაზი ხმით.

117
მორცხვად გადავდგი კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, მკლავები
წინ გავიშვირე და შევეხე. სრულიად ტიტველი იყო. ხელები
მის ოფლისგან სველ სხეულზე გამისრიალდა. თვალთ ისე და-
მიბნელდა, რომ საწოლს ვეღარ ვპოულობდი.
– აიხსენი იარაღი, – მითხრა ნაზად.
თოფი მხრიდან მოვიხსენი და კედელზე მივაყუდე. ქალი
დაწვა.
სიბნელეში მის სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ ხმითა და
მკერდით თუ გავზომავდი, ძალიან ნორჩი უნდა ყოფილიყო.
– მაპატიე, – ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც
მის მკლავებში ცოტათი მოვდუნდი, – მაპატიე, ასეთი ჭუჭყიანი
რომ ვარ.
– ო, ეგ არაფერი, – მითხრა გულგრილი ხმით, საიდანაც
გამოსჭვიოდა, რომ დიდი ხნის მიჩვეული იყო ჯარისკაცების
ოფლს.
– საით მიდიხართ? – მკითხა მან.
– სამხრეთით, ფრონტზე.
გაჩუმდა. ამის შემდეგ სიტყვა აღარ დაგვიძრავს. ამაოდ
ვცადე მისი ნაკვთების გარჩევა, მაგრამ ისინი ერთმანეთში
ირეოდა, იდღაბნებოდა, როგორც რომელიმე კინოს კადრში
ხდება ხოლმე, როცა კამერა არ არის წესრიგში. ნელა წამოვ-
დექი, ავიღე ჩემი თოფი, მხარზე გადავიკიდე და კიდევ ერ-
თხელ მივუახლოვდი კუთხეში გაწოლილ ამ თეთრ ლაქას.
– ღამე მშვიდობისა, – ვუთხარი მე.
– ღამე მშვიდობისა, – მიპასუხა გულგრილად.
გამოვედი. ისევ ხელის ცეცებით მივაგენი კიბეს და ქვევით
ჩავედი. ისინი, ვისაც უკვე დაემთავრებინა საქმე, გარეთ იც-
დიდნენ, კარის გვერდით, ქვის სკამებზე ისხდნენ, თოფები
მუხლებს შუა მოექციათ და მდუმარედ ეწეოდნენ.
ერთი საათის შემდეგ კვლავ მთავარ გზაზე მოვაბიჯებდით,
თუმცა ამჯერად აღარც ვლაპარაკობდით და აღარ ვხუმრობ-
დით, მხოლოდ ჩვენივე ნაბიჯების ხმას ვუგდებდით ყურს,
რომლებიც მთელ გზაზე ისმოდა. ისევ მოცელილები, დაქან-
ცულები და ისეთი ამოგანგლულები ვიყავით ტალახში. ჩვენს
დანახვაზე შიშით გული გაუსკდებოდა ადამიანს.

118
– ჯანდაბა ამ სიბნელის თავს! – ჩაილაპარაკა ვიღაცამ,
თითქოს ძილში ბოდავდა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია და
სიარულს მდუმარედ განვაგრძობდით გრიხოტისკენ.
კარგა ხნის შემდეგ კიდევ მოგვიწია გიროკასტრაში შევლა
და, ბუნებრივია, ვითხოვეთ საროსკიპოში ჩვენი წაყვანა.
გვითხრეს, დაიხურაო. ზუსტად აღარ მახსოვს, რატომ, მგონი,
რაღაც ჩხუბი და აყალმაყალი მოხდა. ერთ-ერთი გოგონა მო-
უკლავთ და მერე დანარჩენები გაუხიზნავთ იქიდან. ის გოგონა
გამახსენდა, ვისთან ერთადაც რამდენიმე წუთი გავატარე
სრულ სიბნელეში, და, ვინ იცის, შეიძლება სულაც ის მოკლეს-
მეთქი, გავიფიქრე. თუმცა სავსებით შესაძლებელია, სხვა
იმათგანი ყოფილიყო. მგონი, ჯამში, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ
სულ. ყველაზე მეტი, შვიდი.

29 ივნისი, 1943 წელი


კრისტინა კიდევ უფრო გალამაზდა ამ ბოლო დროს და ყო-
ველ დანახვაზე გული მეკუმშება. გუშინწინ ფეხებს იბანდა ნა-
კადულში. რა ლამაზი ფეხები აქვს! თუმცა მისი ყველაფერი მე-
ლამაზება. განსაკუთრებით, თვალები. მუქი და ხავერდოვანი,
რომლებსაც საღამოს სინაზის ელფერი დაჰკრავს. არც ვიცი,
როგორ აღვწერო. მაგრამ მათში ვერაფერს ვკითხულობ, სა-
ერთოდ ვერაფერს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ, ზოგადად,
ვერც ვერაფერს წაიკითხავ კაცი ალბანელი გოგონების თვა-
ლებში. გეგონება, იეროგლიფებიაო. შეშინებული იეროგლი-
ფები. ანდა ეგებ სულაც მხოლოდ ჩვენ, უცხოელ ჯარისკაცებს,
გვიჩნდება ასეთი შეგრძნება?

13 ივლისი, 1943 წელი


გასულ ღამეს ჯარის ნაწილებმა გაიარეს გიროკასტრის
გზაზე. ჩრდილოეთისკენ მიემართებოდნენ. ფარების შუქებს
ვხედავდი. როგორც ჩანს, პოლკი იცვლიდა დისლოკაციას.

119
21 ივლისი, 1943 წელი
მეზობელი სოფელი გაძეძგილია ბალისტებით. სოფლე-
ლები, რომლებსაც თავიანთი მარცვლეული მოაქვთ დასაფ-
ქვევინებლად, ჰყვებიან, უკვე ერთი კვირაა, ბალისტები სო-
ფელში მოვიდნენ და ისე იქცევიან, გეგონება საკუთარ სახლში
იყვნენო. მთელ დღეს ჭამა-სმაში ატარებენ და საღამოობით
მღერიანო. გაძარცვეს ეს საწყალი სოფლელებიო. გაგვიმარ-
თლა, ჩვენი წისქვილი ოდნავ განაპირებით რომ დგას, თორემ
აქაც მოგვადგებოდნენ.
მეწისქვილემ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შემთხვე-
ვით მათ თეთრ ქელეშეს თუ მოჰკრავ თვალს წინ მიკერებული
არწივით, მაშინვე დაიმალეო, მითხრა. იგივე ურჩია კრისტი-
ნასაც.
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ბალისტები თუ მოვლენ და მე
და კრისტინას ერთსა და იმავე ადგილას მოგვიწია დამალვა,
იმას შეეშინდება, მე მის ხელებს ჩემს ხელებში მოვიქცევ მის
დასაწყნარებლად, ჩემთან ახლოს ვიგრძნობ და ასე ვიქნებით
ერთმანეთზე მიკრულები-მეთქი.
მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. კინოებში ხშირად ვხე-
დავთ ასეთ რაღაცეებს, მაგრამ, როგორც ჩანს, კინო და ცხოვ-
რება სხვადასხვა რამეებია.
არადა ძალიან მინდა კინოში წასვლა.

3 აგვისტო, 1943 წელი


გუშინ ტყვიამფრქვევების კაკანი მთელი დღე არ შეწყვეტი-
ლა. საღამოს ბალისტებმა მოცოცხეს სოფლიდან. პარტიზანე-
ბი დაბრუნდნენ და „სათათბირო“ თავიდან შეიქმნა. ეს ორმა
სოფლელმა გვითხრა, რომლებიც ჯერ კიდევ გათენებამდე მო-
ვიდნენ წისქვილში. კრისტინამ ნაზად შემომხედა დღეს. ამ ბო-
ლო დროს რაღაც იდუმალი რამ ხდება მის თავს, ცოტათი ამა-
ფორიაქებელი და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მატებს ხიბლს.
ყოველ ღამე ვოცნებობ ამ გოგოზე. მიყვარს, ამას წყალი
არ გაუვა. აღარც ეჭვი მეპარება ამაში. და ჩემი სიყვარული უი-
მედოა, სრულიად უიმედო, რადგან, კაცმა რომ თქვას, ვინ ვარ

120
მე? ერთი დაშლილი არმიის ერთი ჯარისკაცი, შინამოსამსახუ-
რე, უცხოელი, დამარცხებული, არარაობა. აი, რა დღეში ჩა-
მაგდეს დუჩემ და ფაშიზმმა.

6 აგვისტო, 1943 წელი


კრისტინა ერთ კვირაში თხოვდება. სრულიად შემთხვევით
შევიტყვე. არ ვიცოდი, დიდი ხნის დანიშნული თუ იყო და გუ-
შინ, როდესაც ტანტე ფროსა ნაკადულთან წყალს ავსებდა, დუ-
მილის დასარღვევად ვკითხე:
– ამ ბოლო დროს მთელ დღეს საქსოვ დაზგასთან ატა-
რებთ და... რატომ?
– დიდი დღე ახლოვდება, დიდი, ჩემო კარგო.
– რა დღე? რის დღე?
– რას ჰქვია, რის დღე? მომავალ კვირაში ჩვენს ქალიშ-
ვილს ვათხოვებთ, არ იცოდი?
– არა, – მივუგე მე, – საიდან უნდა მცოდნოდა.
ხმა იმდენად ჩამიწყდა, რომ ტანტე ფროსამ ამომხედა და
ერთხანს თვალი არ მოუშორებია. დიდი ძალისხმევა დამჭირ-
და, არაფერი რომ არ დამმჩნეოდა, მერე კი, დალახვროს ეშ-
მაკმა, რატომ უნდა დავმალო ჩემი გასაჭირი-მეთქი, გავიფიქ-
რე.
არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ის ელდა, რომელიც მისი სიტყვე-
ბისგან მეცა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამომხედა და მითხრა:
– ჰო, ჩემო ბიჭო! დრო გადის და გოგონები გასათხოვრები
ხდებიან. შენც, როგორც კი ომი დამთავრდება და სახლში დაბ-
რუნდები, დედაშენი ვინმე ლამაზ, მზეთუნახავ გოგოზე დაგა-
ქორწინებს.
ამ სიტყვებზე კინაღამ ხელები წავიშინე თავში, რადგან
ვიგრძენი, რომ მას ჩემთვის ნუგეშის ცემა უნდოდა, მაგრამ
ამან მხოლოდ მომიმატა ტკივილი.
იქვე წყლისპირას ჩამოვჯექი და ჩემთვის ჩავილაპარაკე,
კრისტინა, შენ თხოვდები-მეთქი. მეტი არაფერი.

121
20 აგვისტო, 1943 წელი
დღეები ერთმანეთს მიჰყვება და ყველაფერი მომაბეზრებ-
ლად ერთფეროვანია. მალე შემოდგომა მოვა და ღმერთმა უწ-
ყის, რას მოგვიტანს.
კრისტინა გათხოვდა. გასულ კვირადღეს სასიძოს მაყარი
მოვიდა მის წასაყვანად. ცხენებზე ამხედრებული ექვსი კაცი,
ყველა შეიარაღებული. გზები ძალიან საშიშია და ალბანელე-
ბი, რომლებიც მშვიდობიანობის ჟამსაც კი მხარზე თოფგადა-
კიდებულები მოგზაურობენ, ჩვენს დროში წამით არ იშორებენ
იარაღს. ქორწილი არ ყოფილა. კაცები სუფრას შემოუსხდნენ
და სულ ცოტა რაკი დალიეს, რადგან გრძელი გზა ედოთ წინ.
მეც დამპატიჟეს, თუმცა სტუმრებს სიტყვა არ გაუმეტებიათ ჩემ-
თვის, თითქოს არც ვყოფილიყავი იქ.
ორი დღის წინ გადავწყვიტე, რამე მეჩუქებინა კრისტინას-
თვის. მაგრამ რა მეჩუქებინა? არაფერი მაბადია. ვცადე, ხის-
გან დანა გამომეთალა, როგორც აკეთებენ ხოლმე ალბანე-
ლები, მაგრამ ტყუილად დავკარგე დრო. მაშინ ვიფიქრე, ჩემს
მედალიონს ვაჩუქებ-მეთქი, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ ცნო-
ბისმოყვარეობით სავსე მზერა შეავლო.
– აი, გამომართვი, სახსოვრად გქონდეს ჩემგან.
გამომართვა და სიხარულით დაათვალიერა.
– წმინდა ღვთისმშობელია!
– ჰო.
– ვინ მოგცა? დედაშენმა?
– არა, ჩემმა უფროსებმა.
– რატომ?
– რომ მიცნონ, როცა მოვკვდები.
გაეცინა.
– რა იცი, რომ მოგკლავენ?
– არა, თუ როდისმე მომკლავენ-მეთქი.
– კრისტინა! – დაუძახა ტანტე ფროსამ ეზოდან. კრისტინამ
მადლობა გადამიხადა და თავ-პირის მტვრევით გავარდა.
ასე მივეცი ის ერთადერთი ნივთი, რაც კი მებადა. ან მე რა-
ში გამომადგებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში წასულია ჩემი

122
საქმე. ცოცხალი ვარ და ვის დავკარგვივარ და მკვდარი ვიღას
ვანაღვლებ?!
შუადღისკენ სასიძოს მეგობრები წამოიშალნენ, იარაღი
აისხეს და ცხენებს მოახტნენ. ერთ-ერთი, თეთრი და საგანგე-
ბოდ მდიდრულად მორთული ცხენი კრისტინასთვის იყო გან-
კუთვნილი. გოგო ტიროდა. ტანტე ფროსაც ტიროდა, მეწისქვი-
ლე კი იჯდა და მდუმარედ ეწეოდა ჩიბუხს. მერე მშობლებმა ქა-
ლიშვილს აკოცეს. მე ოდნავ განზე ვიდექი, ჩუმად, და იმედს
ვიტოვებდი, რომ ახლა, ბოლო მომენტში, ერთ მზერას მაინც
მესროდა. მაგრამ გოგოს თვალები ცრემლებისგან დასივებო-
და და მხრები უკანკალებდა. რა ლამაზი იყო! მინდოდა, მეც
გამოვმშვიდობებოდი, მაგრამ, არ ვიცი, რატომ, და გამბედაო-
ბა არ მეყო, ცხენებთან მივსულიყავი; შეიძლება იმ ცივი დამო-
კიდებულების გამო, რომელიც მათზე ამხედრებულებმა გა-
მოიჩინეს ჩემ მიმართ, ან სულაც იმ დიდი დარდის მიზეზით,
რომელმაც მთლიანად დამიპყრო. არ ვიცი. მხოლოდ ის მახ-
სოვს, რომ გონებაარეულს ფეხი არ მომიცვლია და განზე დავ-
რჩი. კაციშვილს ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის და ისე უც-
ხოდ და ზედმეტად ვიგრძენი თავი, როგორც არასდროს აქამ-
დე.
მხედრები გზას გაუდგნენ. კრისტინა კიდევ ერთხელ შე-
მოტრიალდა, ჩვენ რომ დავენახეთ. შემდეგ ცხენები ბუჩქნარ-
ში შევიდნენ. ჯერ მათი გავები მიეფარა თვალს, შემდეგ თვი-
თონ მხედრები და ბოლოს მათი თოფების გრძელი, შავი ლუ-
ლები. სიტყვის უთქმელად შევტრიალდით. მეწისქვილე და მი-
სი ცოლი სახლში შევიდნენ. მე კი არხის პირას გავჩერდი, პირ-
ქვე გავწექი მიწაზე და ცრემლები წამსკდა.
არც კი ვიცოდი, რა მატირებდა. არა იმდენად კრისტინას
წასვლა, რამდენადაც საკუთარი ბედ-იღბალი მაღვრევინებდა
ამდენ ცრემლს. თუმცა რომ გეკითხათ, რატომო, ზუსტ პასუხს
ვერც გაგცემდით.

123
24 აგვისტო, 1943 წელი
რამდენიმე ღამეა, საჯარისო ნაწილების უწყვეტი მიმოს-
ვლაა გიროკასტრის გზაზე. როგორც ჩანს, რამე მნიშვნელო-
ვანი უნდა მოხდეს ცოტა ხანში. გლეხები, რომლებიც წის-
ქვილში მოდიან, ჰყვებიან, რომ სოფლები ქალაქიდან ახალი
დევნილებით ივსება; ირგვლივ ყველგან ლტოლვილები
არიან, რომლებსაც ფერფლის სუნი მოჰყვებათ თან. ამბობენ,
საზარელი ამბები დატრიალდებაო.
ჰყვებიან, „ცისფერი ბატალიონი“ გამოჩნდა რეგიონშიო.
ზოგიერთები ამტკიცებენ, ლუნჯერიის მთის გადაღმა დაძრწი-
ანო. სხვების თქმით, კიდევ უფრო ახლოს არიან. ღამე ისევ
დარდები შემომაწვება ხოლმე გულზე. ცუდად მძინავს და
ხშირხშირად მეღვიძება ყურებდაცქვეტილს.
კრისტინას ნახვის სურვილი მოსვენებას არ მაძლევს.

1-ელი სექტემბერი, 1943 წელი


შემოდგომის ქარი უბერავს. ხშირად მიპყრობს უდიდესი
სევდა და ძლიერი შიში, რომ აქაურობას ვერასოდეს დავაღწევ
თავს. სულ რაღაც ოცდაორი წლისა ვარ და უკვე მეჩვენება,
რომ სამუდამოდ დავიკარგე უდაბნოში.
ხანდახან არხის პირას ვჯდები. ეს ადგილი ყველა სხვას
მირჩევნია.
ვუყურებ, წყნარად მოლივლივე წყალს როგორ ჩამოაქვს
ხან ფოთოლი, ხან ყლორტი, ხან არც არაფერი ანარეკლების
გარდა.
თვალწინ მიდგას ის დღეები, როცა ჩვენი დივიზია სხვადას-
ხვა ოპერაციას ატარებდა ალბანეთის სოფლებში. მახსენდება
ის წყლის არხები, რომლებიც გზად გვხვდებოდა ხოლმე. ასე
რატომ მაღელვებდა ალბანეთის სოფლებში გლეხობის მიერ
თოხებით გათხრილი ეს არხები, რომლებშიც წყნარად მოედი-
ნებოდა წყალი, დღესაც არ ვიცი. ამ არხებზე მეტად არაფერი
მახსენებდა მშვიდობის დროინდელ დღეებს ასე მკაფიოდ და
მძაფრად. მათ პირას მხარზე თოფგადაკიდებული დავსეირ-
ნობდი და რაღაცნაირად სული მეხუთებოდა. რაღაც ძალიან

124
ბუნდოვანს ეხებოდა გულის სიღრმეში. ვგრძნობდი, რომ ატა-
ვისტურ ინსტინქტებს მიღვიძებდნენ და რაღაცის გაკეთების-
კენ მიბიძგებდნენ.
მახსოვს ერთი წიგნი, რომელიც ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავ-
ლის დროს წავიკითხე. ავტორის გვარს ვეღარ ვიხსენებ. იქ
ლაპარაკი იყო ღრმად ჩამალულ ინსტინქტებზე მგელძაღლებ-
ში, რომლებიც დროგამოშვებით გარეთ ამოხეთქავს ხოლმე.
დაახლოებით ასეთივე რამეს ვგრძნობდი ამ ნაკადულების
გასწვრივ სეირნობისას. ამ სასტიკ დროებაში ეს არხები ძველ,
კუნჭულებში მიკარგულ-მივიწყებულ შეგრძნებებს მიღვიძებ-
დნენ სულში. თავისთან მიხმობდნენ. ჩემში მათ მარადიულ
ჩურჩულს ვგრძნობდი და ნამდვილად ერთ-ერთ ასეთ არხთან
სეირნობისას დამებადა ჯერ ბუნდოვნად, შემდეგ კი სულ უფ-
რო და უფრო მკაფიოდ, ომიდან გაქცევის იდეა.
ახლაც ხშირად ვჯდები რუს პირას და ვფიქრობ, იქნებ კი-
დევ გაგვითენდეს უკეთესი და უფრო მშვიდი დღეები ჩვენ, ყო-
ფილ ჯარისკაცებს, ვინც თავადაც აღარ ვიცით, ვინა ვართ და
სად მივყავართ ჩვენივე ბედისწერას.

5 სექტემბერი, 1943 წელი


სიმშვიდეა. ფოთლებს ნელ-ნელა სიყვითლე შეეპარა. ამ
დილას, ძალიან მაღლა ცაში ასობით თვითმფრინავი გამოჩ-
ნდა. თავზე გადაგვიფრინეს და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ
აიღეს გეზი.
ვინ იცის, მსოფლიოს რომელი კუთხიდან მოდიან და რო-
მელ კუთხეებს უპირებენ დაბომბვას. ცა ხომ ყველა მხრიდან
ღიაა.

125
თავი XII
ჩანაწერები აქ მთავრდება. კიდევ ერთი თარიღი ეწერა,
1943 წლის 7 სექტემბერი, მაგრამ მერე გადახაზული იყო. რო-
გორც ჩანს, გადაიფიქრა ამ დღიურის გაგრძელება. შეიძლება
არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული, რომ ჩაენიშნა, ანდა სუ-
ლაც წერა მოჰბეზრდა.
გენერალმა ზიზღით მიაგდო რვეული გვერდითა სავარ-
ძელზე.
– არის რამე საინტერესო? – ჰკითხა მღვდელმა.
– ვიღაც მტირალა ქალაჩუნას სენტიმენტალური ჩანაწერე-
ბია.
მღვდელმა რვეული აიღო და პირველივე გვერდზე გადაშა-
ლა.
– მისი სახელი და გვარი არსად არ წერია, – თქვა გენე-
რალმა, – მხოლოდ სიმაღლეა ნახსენები: მეტრი და ოთხმოც-
დაორი სანტიმეტრი.
– ვა, ზუსტად პოლკოვნიკ ზ.-ს სიმაღლე ყოფილა! – მიუგო
მღვდელმა.
ჯერ ერთმანეთს ჩახედეს თვალებში, შემდეგ ორივემ გვერ-
დზე გაიხედა.
– თავისი პოლკი და ბატალიონი მოხსენიებული აქვს სად-
მე?
– არა, მხოლოდ დივიზია, „რკინის დივიზიაო“. სხვა რამ
დაზუსტება არ არის.
– უცნაურია!
– რამდენიმე პწკარია „ცისფერ ბატალიონზეც“, მაგრამ
პოლკოვნიკ ზ.-ს შესახებ არაფერია.
– ჩანაწერები 1943 წლით თარიღდება, – თქვა მღვდელმა
რვეულის ფურცვლა-ფურცვლით. – რომელ თვეში იხსენიებს
„ცისფერ ბატალიონს“?
– დღიურის დასაწყისში და ბოლოში, სხვა სიტყვებით, თე-
ბერვალსა და სექტემბერში.

126
– სექტემბერში პოლკოვნიკი უკვე მკვდარი იყო, – თქვა
მღვდელმა.
– დიახ, რა თქმა უნდა.
მღვდელი კითხვას შეუდგა.
გენერალს ახსოვდა მოხუცი გლეხკაცის ნაამბობი და ცდი-
ლობდა წარმოედგინა, როგორ შეიძლება დასრულებულიყო
ეს დღიური. „ცისფერმა ბატალიონმა“ იმ ადგილებში ჩამოი-
არა, მარცხისგან გაცოფებული მისი წევრები ერთ დღესაც წის-
ქვილთან აღმოჩნდნენ და ვიღაცამ ნამდვილად ჩაუკაკლა მათ,
აქ ერთი დეზერტირი იმალებაო. მათ ალბათ ძებნა დაუწყეს ჯა-
რისკაცს და ის ტომრებში ჩამალული და ფქვილში ამოგან-
გლული იპოვეს, თითქოს ნაადრევადაა გახვეული სუდარა-
შიო. ავტომატების ლულების რტყმევა-რტყმევით გაიგდეს წინ,
ისიც უკან-უკან სიარულით წისქვილის არხამდე მივიდა. აპი-
რებდა, წყალში გადამხტარიყო, მაგრამ ნაპირამდე ორ ნაბიჯ-
ში ესროლეს; დაეცა და მხოლოდ თავი მოუხვდა წყალში. მისი
თავის გარშემო წყალი ისე დატრიალდა, როგორც დიდი ქვე-
ბის ირგვლივ იცის ხოლმე და სუსტმა დინებამ მისი თმა ისე გა-
შალა დინების მიმართულებით, გეგონება, რაღაც უცნაური შა-
ვი წყალმცენარეაო.
ალბათ სულ ეს იყო, ან სხვა როგორი აღსასრული ექნებო-
და დეზერტირსო, გაიფიქრა გენერალმა და სიგარეტს ნაფაზი
დაარტყა.
– აბა? – ჰკითხა გენერალმა, როდესაც ერთი საათის შემ-
დეგ მღვდელმა რვეული დახურა.
მღვდელმა მხრები აიჩეჩა.
– ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღიურია,
– მიუგო მან.
– მართალია, – დაეთანხმა გენერალი, – არაფერი ღირ-
სშესანიშნავი შიგ არ წერია. აკი გითხარით კიდეც. ქალაჩუნა!
ის ორი დღიური უფრო საინტერესო იყო, – ჩაილაპარაკა
მღვდელმა.
– ცხადზე ცხადია, ასეთი ჯარისკაცებით, რომლებიც თავი-
ანთ იარაღს ნაკადულებში ყრიან და მერე პირველივე შემ-
ხვედრი გოგო შეუყვარდებათ ხოლმე, ვერაფრით ვერ მოვი-

127
გებდით ომს, – თქვა განრისხებულმა გენერალმა... – ჯარის-
კაციც ასეთი უნდა! – ჩაილაპარაკა ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ.
– ჯარისკაცების ამ დღიურებს რაღაც საერთო ელემენტები
აქვს, – თქვა მღვდელმა.
– ბუნებრივია, რაკი სამხედროფორმიანი კაცები წერენ
მათ. თუმცა ძირფესვიანი განსხვავებებიც არის მათ შორის.
გახსოვთ, პირველი რომ ვიპოვეთ? რა მეომრული სულისკვე-
თება იყო! ყოველ სტრიქონში იგრძნობოდა მებრძოლის ხელი
და სული.
მღვდელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– რასაკვირველია, იყო აქა-იქ უღირსი ნაწყვეტები, მაგრამ
მთლიანობაში მხედრული სულისკვეთება აშკარად ჭარბობ-
და.
– როცა ვამბობ, რაღაც საერთო აქვთ-მეთქი, ფორმას ვგუ-
ლისხმობ, – თქვა მღვდელმა, – ჩვენი ნაპოვნი დღიურები, ბუ-
ნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება. მსგავსი მხოლოდ
დასასრული აქვთ, სხვაგვარად რომ ვთქვა, ვერც ერთმა მათ-
განმა დასრულება ვერ მოახერხა.
– ნამდვილად. მხოლოდ სიკვდილი იყო მათთვის საერთო.
– მიუხედავად იმისა, რომ ეს უბედური, შეტევის დროს პა-
ტივით დაღუპვის ნაცვლად ისე დახვრიტეს, როგორც დეზერ-
ტირს შეეფერებოდა, თავით ნაკადულში, – თქვა მღვდელმა.
– წაიკითხეთ, რას წერს წყლის არხების შესახებ? – ჰკითხა
გენერალმა.
– რა თქმა უნდა, – მიუგო მღვდელმა.
– იქ ეიმედებოდა ხსნა და მაინცდამაინც იქ არ ჩაუსაფრდა
სიკვდილი?!
– ვერავინ გაექცევა ღვთის რისხვას.
გენერალმა სიგარეტს მოუკიდა.
მძღოლი ხმამაღლა აპიპინებდა. ცხვრის უზარმაზარი ფარა
გადადიოდა გზაზე. გრძელი სახრეებით შეიარაღებული მწყემ-
სები ცდილობდნენ, ფარა შუაზე გაეყოთ და მანქანები ასე გა-
ეტარებინათ.
– გამოსაზამთრებლად ჩამოდიან, – თქვა მწყემსმა.

128
გენერალი ტანმაღალ მთიელებს უყურებდა, რომლებსაც
ცხვრის ტყავის ნაბდები მოესხათ და თავზე კაპიუშონები ეხუ-
რათ.
– გახსოვთ ის ორი ლეიტენანტი, რომლებიც იქამდე დაეც-
ნენ, რომ ცხვარს მწყემსავდნენ რომელიღაც ალბანურ სო-
ფელში? რომელი დივიზიიდან იყვნენ? მგონი, „სამთო მსრო-
ლელებიდან“, არა?
– აღარ მახსოვს, – უპასუხა მღვდელმა.
– უცნაური რამ დაემართა ჩვენს არმიას ალბანეთში, – გა-
ნაგრძო გენერალმა. – მართლა უცნაური. უფრო სწორად, სა-
მარცხვინო.
– გულისხმობთ ჩვენს სამხედროებს, რომლებიც თავის გა-
ტანის მიზნით, შავ სამუშაოებს ასრულებდნენ ალბანელ გლე-
ხებთან?
– დიახ, განსაკუთრებით, ჩვენი კაპიტულაციის შემდეგ
ასეთმა შემთხვევებმა ძალიან იმატა. შესაძლებლობა მომეცა,
გენერალური შტაბის პატაკი წამეკითხა ამის თაობაზე. დაუჯე-
რებელი რამ ხდებოდა.
– მართალია, – დაეთანხმა მღვდელი. – სასაცილო ამბები
მოხდა.
– ჩვენ თვითონაც ხომ არაერთხელ გადავაწყდით ასეთ
შემთხვევას. რამდენჯერ მოგვიწია სირცხვილისაგან გაწით-
ლება იმის გაგონებაზე, რომ ჩვენს ჯარისკაცებს სამრეცხაოებ-
შიც უმუშავიათ და ალბანელ გლეხებთან ქათმებიც უმწყემსი-
ათ. ორი საათის წინ იმ მწყემსმა თუ მეწისქვილემ, აღარც მახ-
სოვს, ისეთები თქვა, კინაღამ სისხლი ჩამექცა.
– სასაცილო ამბები მოხდაო, თქვენ თქვით, მაგრამ ეს სა-
საცილოზე მეტია, ეს ამბები დამამწუხრებელი უფროა.
– ომის დროს ძნელია, გაარჩიო ერთმანეთისგან სამწუხა-
რო და სახუმარო, საგმირო და საჩოთირო.
– ვიღაც-ვიღაცეები ასეთი რამეების ახსნას ცდილობენ,
თქვა გენერალმა, – ცდილობენ, გაამართლონ კაპიტულაციის
შემდეგ აქ ჩარჩენილი ჩვენი დივიზიების ქცევა. გემები არ
დარჩა, ზღვები კი ჩაკეტილი იყოო, ამბობენ ისინი. რის გაკე-
თება შეეძლოთ იმ უბედურებსო? ბოლოს და ბოლოს ცოცხლე-

129
ბი ხომ უნდა დარჩენილიყვნენო... კი, ბატონო, დარჩენილიყ-
ვნენ, მაგრამ ტალახში მაინც ნუ ათრევდნენ თავიანთი ქვეყნის
ღირსებას! – შეჰყვირა აღშფოთებულმა გენერალმა. – ერთ-
ერთი დიდი, თუნდაც დამარცხებული არმიის ოფიცერი ქათმე-
ბის მწყემსვას დათანხმდეს?! სად გაგონილა ასეთი რამ?!
– თავიდან ბევრმა გაყიდა თავისი იარაღი, – თქვა
მღვდელმა, – ყიდდნენ ან ხანდახან ორ ფუთ სიმინდში ან ტო-
მარა ლობიოში ცვლიდნენ.
– თქვენ მაგ დროს აქ იყავით?
– არა. სხვებმა მიამბეს. როგორც ამბობენ, რევოლვერს
ერთ პურის ნაჭერში და ცოტა ღვინოში თმობდნენ, რადგან
ალბანელები რევოლვერებზე მეტად თოფებს უფრო აფასებენ.
თოფები უფრო ძვირად იყიდებოდა, ფასი შეიძლება ერთ ტო-
მარა პურამდეც კი ასულიყო. რაც შეეხება ავტომატებს, ტყვი-
ამფრქვევებს და ხელყუმბარებს, ამათ ჩალის ფასად ყიდდნენ,
ერთ კვერცხში, წყვილ დაგლეჯილ ჩუსტში, ორ ხახვში ან, ყვე-
ლაზე მეტი, ნახევარ კილო ხაჭოში ცვლიდნენ.
– რა ზნედაცემულობაა! – ჩაილაპარაკა გენერალმა.
მღვდელი თხრობის გასაგრძელებლად ემზადებოდა, მაგ-
რამ გენერალმა ისევ გააწყვეტინა:
– ამიტომაცაა, ალბანელები ასე რომ დაგვცინიან. ხომ და-
ინახეთ, ამ მწყემსმა თუ მეწისქვილემ, თუ ვინც არის, როგორ
შეურაცხმყო?
– გიჟდებიან იარაღზე. არ ესმით, როგორ შეიძლება გაყი-
დო თოფი ერთ ნაჭერ პურად.
– და მძიმე იარაღი?
– მათ თითქმის არავითარი ფასი არ ედო ბაზარზე, რადგან
ისინი ისედაც ხელში უვარდებოდათ პარტიზანებს. ნაღ-
მმტყორცნებს ზოგჯერ ერთ კრუხში ცვლიდნენ.
– რა სირცხვილია! – თქვა გენერალმა. – სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, ჩვენი კაპიტულაციის მეორე დღიდანვე ალბა-
ნეთში ნამდვილი იარაღის ბაზრობა გაიხსნა.
– ზუსტად ეგრეა, ნამდვილი ბაზრობა. ალბანელები ყო-
ველთვის დახარბებულები იყვნენ იარაღს და ეს სიხარბე და
ვნება კიდევ უფრო გაიზარდა ომის წლებში. მე მგონი, მათი წი-

130
ნაპრები საუკუნეების მანძილზე ოცნებობდნენ ასეთ ბაზრობა-
ზე.
– ამბობენ, ათი ათასზე მეტი თოფი გაიყიდა ან გაიცვალა
საჭმელ-სასმელშიო.
– შეიძლება მეტიც, – თქვა მღვდელმა.
– ეს მართლაც ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წახ-
ნაგი იყო.
– მაგ წელს ალბანეთში იმდენი უბედური შემთხვევა მოხ-
და, რამდენიც არასდროს მომხდარა, – განაგრძო მღვდელმა,
– ბავშვებს ნამდვილი იარაღი ჰქონდათ სათამაშოდ და ხანდა-
ხან, ჩხუბის ბოლოს, ერთმანეთს ტვინებს გაასხმევინებდნენ
ხოლმე ნამდვილი ყუმბარებით. ისეც მომხდარა, რომ უბნის
ქალებს ერთმანეთში უჩხუბიათ რაღაცაზე, როგორც სჩვევიათ
ხოლმე, მოსაღამოებულზე კი მამაკაცებს გადმოუღიათ ტყვი-
ამფრქვევები და ფანჯრებიდან ნამდვილი სასაკლაოები მოუწ-
ყვიათ.
– ცოტას ხომ არ აზვიადებთ?
– სულაც არა. უმძიმესი ფსიქოზის კლანჭებში მოექცა ყვე-
ლა. მთვრალებივით იყვნენ ალბანელები, ყველა მათ უძვე-
ლეს ინსტინქტს სრული გასაქანი მიეცა და ისეთი საშიშები
გახდნენ, როგორც არასდროს.
– შეიძლება იმიტომ, რომ გაგანია ომში იყვნენ, რომელ-
მაც, ყველაფერთან ერთად, ძალიან დააზარალა ისინი, – თქვა
გენერალმა. – ასე იქცევიან ლომები, როდესაც პირველი
ტყვია მოხვდებათ ხოლმე.
მღვდელი პასუხისთვის ემზადებოდა, მაგრამ გენერალმა
განაგრძო:
– თანაც იმ დროს ალბანელებს, როგორც ჩანს, ახალი სა-
შიშროებების წინათგრძნობა აწუხებდათ. მეზობელი ქვეყნები
ნებისმიერ წამს შეიძლება დასხმოდნენ თავს.
– ალბანელები ყოველთვის აზვიადებენ იმ საფრთხეებს,
რომლებიც მათ ემუქრება, – თქვა მღვდელმა.
– და მაინც, არის ერთი რამ, რასაც ვერაფრით ვერ ვიგებ:
რატომ არ გამხეცდნენ და რატომ დაინდვეს ჩვენები კაპიტუ-
ლაციის შემდეგ? პირიქითაც კი მოიქცნენ, ყველანაირად და-

131
იცვეს ჩვენი საცოდავი ჯარისკაცები ჩვენი ყოფილი მოკავში-
რეებისგან, რომლებიც მათ ადგილზე ხვრეტდნენ, როგორც კი
ხელში ჩაუვარდებოდათ. ხომ გახსოვთ?
– როგორ არ მახსოვს, – მიუგო მღვდელმა.
– ერთი დოკუმენტიც კი არსებობს ამის შესახებ, – განაგ-
რძო გენერალმა, – ვგულისხმობ იმ მოწოდებას, რომლითაც
პარტიზანებმა მიმართეს მთელ ალბანელ ხალხს ჩვენი კაპი-
ტულაციის დროს. სთხოვდნენ, არ გაემეტებინათ შიმშილით
სიკვდილისათვის ათიათასობით ჩვენი ჯარისკაცი, რომლებიც
ჩამოძონძილ-ჩამოკონკილები დაიარებოდნენ ალბანეთის
გზებზე სამათხოვროდ. მე თვითონ წავიკითხე ეს მოწოდება
მას შემდეგ ამოუხსნელ თავსატეხად რჩება ჩემთვის. რამ უბიძ-
გა ასეთი ქცევისკენ ხალხს, რომელსაც ასე ვძულდით? თუ, უბ-
რალოდ, დემაგოგია იყო ეს მათი მხრიდან? და
– წმინდა წყლის დემაგოგია, რასაკვირველია, – მიუგო
მღვდელმა, – მეც ძალიან გამიკვირდა მათი ასეთი ქცევა.
– დაუძინებელი მტრები ვიყავით, – თქვა გენერალმა, –
ომი იყო და ცოფიანებივით გვებრძოდნენ და უცებ, სრულიად
მოულოდნელად, ასეთ მოწოდებას ავრცელებენ.
– დიახ, დიახ, – დაეთანხმა ფიქრებში წასული მღვდელი.
– ასეთი სავალალო დასასრული ჰქონდა ჩვენს არმიას
ალბანეთში, – განაგრძო გენერალმა, – სამხედროფორმიანე-
ბი თავიანთი იარაღით, წოდების აღმნიშვნელი ლენტებითა და
მედლებით შინამოსამსახურეებად და კურტნის მუშებად იქ-
ცნენ. მე ვწითლდები სირცხვილისგან იმ სამუშაოების წარ-
მოდგენისას, რის შესრულებასაც მათ აიძულებდნენ. ხომ გახ-
სოვთ? ვიღაც პოლკოვნიკზეც კი გვიყვებოდნენ, სარეცხს რეც-
ხავდა და შალის მაღალყელიან წინდებს ქსოვდა ერთ ალბა-
ნურ ოჯახშიო.
– დიახ, – მიუგო მღვდელმა, – ხანდახან იმასაც კი ვფიქ-
რობ, პოლკოვნიკი ზ.-ც რომელიმე ალბანურ ოჯახში ხომ არ
მსახურობს და დღემდე თხების არვეს ხომ არ მწყემსავს-მეთ-
ქი.
– საინტერესოა, რას იზამდა ბეტი, ასეთ დღეში რომ დაენა-
ხა, – სიცილით თქვა გენერალმა.

132
მღვდელი პასუხად მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა.
ერთხანს კიდევ ილაპარაკეს, თუმცა გზის უდიდესი ნაწილი
მაინც სიჩუმეში გაატარეს. გზები გაყვითლებული, ლპობაშე-
პარული ფოთლებით იყო მოფენილი. ახლად ჩამოცვენილები
აქეთ-იქით დაფარფატებდნენ ქარში, სხვები – ნაკლებად და
გაჭირვებით მოძრაობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მი-
წას დაჰკრობოდნენ და, წყლისა და ტალახისგან დამძიმებუ-
ლები, საერთოდ ვეღარ ინძრეოდნენ, ეფინნენ ძირს და სიკ-
ვდილს ელოდებოდნენ.
მანქანები დიდი სიჩქარით გადაუვლიდნენ ხოლმე ზევი-
დან.

133
თავი XIII
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ სასტუმრო „დაიტის“ მთა-
ვარ დარბაზში უსხდნენ მაგიდას ერთმანეთის პირისპირ. მი-
წისქვეშა ტავერნიდან ისევ ორკესტრის ხმები ამოდიოდა და
გენერალი გრძნობდა, რომ მათ გარშემო უცხო ცხოვრება
ჩქეფდა. სახეზე დაღლილობა და მზერაში დაბნეულობა ჩვე-
ულებრივზე მეტად ეტყობოდა.
– ძალიან ცუდად მეძინა წუხელ, – თქვა მან, – უცნაური
სიზმარიც ვნახე.
– კერძოდ?
– ის მეძავი გოგონა მესიზმრა, კაფეს მეპატრონემ რომ
გვიამბო, ხომ გახსოვთ?
– დიახ, – მიუგო მღვდელმა.
– ზუსტად ეგ გოგონა დამესიზმრა. მკვდარი იყო, კუბოში
იწვა. გარეთ კი, საროსკიპოს წინ, აუარებელი ჯარისკაცი იყო.
ისინიც კუბოებში იწვნენ და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
– რა თავზარდამცემი სიზმარი გინახავთ!
– თუმცა ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივი მეჩვენებო-
და. მეც იქით მომიწია გავლა და ვკითხე კიდეც ვიღაცას, ეს
მომლოდინე ჯარისკაცები ფრონტიდან მოდიან, თუ იქ ახლა
მიდიან-მეთქი. მიპასუხეს, ზოგი იქიდან დაბრუნდა, ზოგიც ახ-
ლა მიდის იქაო. მაშინ ასეთი რამ ვუთხარი იმათ, ვინც წასას-
ვლელია ფრონტზე, ნუღარ დაიცდიან აქ, ჯერ იბრძოლონ და
გართობის უფლება მხოლოდ ამის მერე ექნებათ-მეთქი. რომ-
ლებიც უკვე დაბრუნდნენ იქიდან, მარტო ისინი დარჩნენ-მეთ-
ქი.
– მაჯლაჯუნა დაგწოლიათ, – ჩაილაპარაკა მღვდელმა.
– ერთ ღამეს კი პოლკოვნიკი ზ. დამესიზმრა. დამცინავი
ღიმილით მითხრა, თქვენ გგონიათ, მართლა მეტრი და ოთ-
ხმოცდაორი სანტიმეტრია ჩემი სიმაღლე? ჰოდა, ძალიანაც
ცდებით, ეგ არ გახლავთ ჩემი სიმაღლეო... აბა, რამდენია-
მეთქი, შევეკითხე. ჯერ ისევ სიცილი დაიწყო, მერე კი გაბუტუ-
ლი ხმით, არ გეტყვითო, მითხრა.

134
გენერალმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და და-
უმატა:
– თითქმის ყოველ ღამე ვხედავ კოშმარებს.
– ეგ გადაღლილობის ნიშანია.
– მართლაც. ბოლო მარშრუტი ძალიან დამქანცველი გა-
მოდგა. სხვებზე გაცილებით დამქანცველი.
– რას ვიზამთ... – თქვა მღვდელმა, – თანაც ჩვენს ამ ჯაფას
ჯერ ბოლო არ უჩანს. კიდევ ბლომად მოგვიწევს მოგზაურობა.
– შუა საუკუნეების ყარიბებს დავემსგავსეთ. დავდივართ,
დავდივართ და გზის ბოლოს ვერ ვხედავთ.
– ოჯახები ელოდებიან მათ. მთელ იმედებს ჩვენზე ამყარე-
ბენ.
– მაგათ ალბათ ჰგონიათ, რომ ჩვენ მიცვალებულებს ღი-
ლაკზე თითის დაჭერით ვიღებთ მიწიდან, – სახეზე გაღიზიანე-
ბა დაეტყო გენერალს, – ვერც ხვდებიან, სინამდვილეში რა
ხდება აქ.
– რა მათი ბრალია, – თქვა მღვდელმა.
გენერალი თითებს ათამაშებდა მაგიდაზე.
– ხომ არ გავისეირნოთ სადმე? – შესთავაზა მღვდელმა. –
კარგი ამინდია ამ საღამოს.
სასტუმროს კიბეები ჩამოიარეს და უნივერსიტეტის შენო-
ბისკენ გაუყვნენ. ბულვარში მანქანების უჩვეულო სიმრავლე
დახვდათ. ხიდის ბოლოს, მარსელ კაშენის პროსპექტის კუთ-
ხეში მანქანების ფარები ორ ზოლად იყოფოდა. ერთნი მარ-
ცხნივ, იმ უბნისკენ უხვევდნენ, სადაც საელჩოების უმეტესობა
იყო, მეორენი კი პირდაპირ, სკანდერბეგის მოედნისკენ ადი-
ოდნენ.
მინისტრთა საბჭოს შენობამდე აისეირნეს და შემდეგ უკან
გამობრუნდნენ. ბულვარის ორივე მხარეს მუშები მიმოზებს
ძირფესვიანად თხრიდნენ და მათ ადგილას, ღიად დატოვე-
ბულ დიდ ორმოებში ფიჭვებს რგავდნენ.
– დღესასწაულისთვის ემზადებიან, – აუხსნა მღვდელმა, –
ამიტომაც მუშაობენ დღედაღამ.
– ეს ფიჭვები საიდან მოაქვთ?
– მთებიდან, სავარაუდოდ.

135
სასტუმროს კიბეებთან მერი, მეორე გენერლის თანამგზავ-
რი დახვდათ.
– ა! როგორ ბრძანდებით?
– კარგად, გმადლობთ. თავად როგორ გიკითხოთ?
– არა მიშავს რა. რა უყავით თქვენს გენერალს? – ჰკითხა
მღვდელმა.
– ამჟამად ცენტრალურ ალბანეთშია. ძებნას იქაურ მინ-
დორველებზე განვაგრძობთ. თქვენ?
– გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღე შევისვენოთ.
– სწორადაც იქცევით. მე კი გაფრენა მიწევს ხვალ. დეპეშა
მივიღე გუშინწინ. ცოლი გამიხდა ავად. მე მგონი, ერთ კვირა-
ში შევძლებ დაბრუნებას. მეტხანს ვერ მოვცდები. ჩვენი მუ-
შაობა სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის.
ლაპარაკ-ლაპარაკით აიარეს კიბე. მერი მათ დაემშვიდო-
ბა და ლიფტისკენ გაემართა. ისინი კი დარბაზში დაბრუნდნენ.
გენერალმა ფერნეტი შეუკვეთა დასიგარეტი გააბოლა.
ბოთლი მოუტანეს. ჭიქა გაივსო და გადაჰკრა. თვალწინ ისევ
მიწა და სამარხები დაუდგა.

არ მესმის, რატომ უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ამხანაგების


ძვლები თავიანთ ოჯახებს. არა მგონია, ეს მათი უკანასკნელი
სურვილი ყოფილიყო, როგორც ვიღაც-ვიღაცეები ამტკიცებენ.
ჩვენთვის, ვეტერანებისთვის, სენტიმენტალიზმის ეს გამოვ-
ლინება ბავშვობაა და მეტი არაფერი. ჯარისკაცი, ცოცხალი თუ
მკვდარი, ლაღად და კარგად მხოლოდ თავის ამხანაგებთანაა.
ჰოდა, აცალეთ მათ ერთად ყოფნა. ნუ დააცალკევებთ. მათი
საერთო საფლავები ოდინდელ საბრძოლო სულისკვეთებას
გაგვიღვივებენ. ყურს ნუ ათხოვებთ ქათმების კრიახს, დაღ-
ვრილი სისხლის ყოველი წვეთის დანახვაზე რომ ტეხენ. დაგ-
ვიჯერეთ ჩვენ, ყოფილ მებრძოლებს.

გენერალი გრძნობდა, როგორ ასდიოდა ნელ-ნელა ალ-


კოჰოლი თავში.
მიცვალებულთა მთელი არმია მყავს ჩემს განკარგულება-
შიო, ფიქრობდა ის. უბრალოდ, სამხედრო მუნდირების ნაც-

136
ვლად ნეილონის ტომრები აცვიათ. ცისფერი ტომრები, რომ-
ლებსაც ორი თეთრი ზოლი გასდევს და კიდეებზე შავი კანტები
აქვს, ფირმა „ოლიმპიის“ საგანგებო ნაწარმი. ეს ტომრები შემ-
დეგ კუბოებში, განსაზღვრული მოცულობის პატარა კუბოებში
იწყობა, როგორც მუნიციპალურ სამსახურებთან დადებული
ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. თავიდან სულ რამ-
დენიმე კუბო იყო, შემდეგ, თანდათანობით შენაერთები და ბა-
ტალიონები ჩამოყალიბდა და ახლა უკვე პოლკები და დივი-
ზიები იქმნება. ნეილონში გახვეული მთელი არმია. და რა ვუ-
ყო ახლა მე ამ ყველაფერსო, გამოცრა კბილებში.
– მეჩვენება, რომ ვერ ხართ კარგად, – შენიშნა მღვდელმა,
– სიცხე ხომ არა გაქვთ?
– არა, არაფერია, – უპასუხა გენერალმა, რომელიც, შეიძ-
ლება უზომო დაღლილობის გამო, ჩვეულებრივზე უფრო
სწრაფად გრძნობდა ალკოჰოლის ეფექტს, – არაფერია, – გა-
იმეორა მან. – უბრალოდ, დალევა მინდა, მაგრამ თქვენ,
მღვდელი, პოლკოვნიკი, თუ ვინც ხართ და რაც ხართ, აპი-
რებთ ხელი შემიშალოთ ამაში. რა გინდათ ჩემგან, ჰა?
გენერალი უეცრად აგრესიული გახდა. ხანდახან ემართე-
ბოდა ასეთი რამ სმისას.
– ვერ ვიტან, რომ მაკონტროლებენ. რა გინდათ ჩემგან?
მითხარით! – თითქმის ყვიროდა გენერალი.
ტანთხელმა მამაკაცმა, რომელიც, როგორც წესი, რადიო-
მიმღების მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა ხოლმე, მათ-
კენ გამოიხედა.
– სულაც არა, ბატონო ჩემო. არც არაფერს გიშლით და
არც არაფერს გთხოვთ. თავშიც არ გამივლია, – ცივად თქვა
მღვდელმა.
– მაშინ იჯექით და მიყურეთ, როგორ ვსვამ.
– დავიდარაბას ნუ ავტეხავთ ახლა აქ, – თქვა მღვდელმა.
გენერალმა ჭიქა ასწია. ამიერიდან მღვდელი ვეღარ გაუწყა-
ლებდა გულს. ბოლოს და ბოლოს ის იყო უფროსი.
თავის არმიაზე ჩაფიქრდა. თავის ცისფერ არმიაზე, რო-
მელსაც ორი თეთრი ზოლი და შავი კანტი ამშვენებდა. რა ვუ-
ყო ახლა ამ ჩემს ჯარისკაცებსო, გაიფიქრა. ბევრნი არიან, ძა-

137
ლიან ბევრნი, გაცივებულები წვანან ნეილონის ფარაჯებში.
მათმა ყეყეჩმა გენერლებმა ისინი უპატრონოდ დაყარეს და მე
შემატოვეს ხელში. არადა, რამდენ ბრძოლას მოვიგებდი მათ-
თან ერთად.
სცადა, ის ბრძოლები გაეხსენებინა, რომლებიც სამხედრო
სასწავლებელში შეესწავლა და მათგან ამოერჩია ისინი, რომ-
ლებსაც თავად მოიგებდა დღეს მას დაქვემდებარებული ძა-
ლებით. სიგარეტის კოლოფზე გეგმების ხატვა დაიწყო. შენა-
ერთების ადგილმდებარეობები, შეტევის ხაზები და გადამ-
წყვეტი შეტევების წერტილები მონიშნა. მღვდელი ხმაგაკმენ-
დილი ადევნებდა თვალს გენერლის ჩანახატებს და თან ცხელ
შოკოლადს წრუპავდა. გენერალმა ანტიკური ხანით დაიწყო.
ჯერ კეისარი მოიქცია ალყაში, შემდეგ კარლოს დიდის ჯარს
მოუჭრა გზა, ბოლოს კი ნაპოლეონს მიუხტა და აოტა. მაგრამ
მაინც ვერ დაკმაყოფილდა. იმას დარდობდა, რომ, თუკი ანტი-
კური ხანის ყველა ბრძოლას მართლა მოიგებდა, ეს მხოლოდ
თანამედროვე ჯარების აღმატებულობის წყალობით მოხდე-
ბოდა და არა თავისი, როგორც მხედართმთავრის, ნიჭის გა-
მო. ამიტომაც უკანასკნელი ომების საბრძოლო სცენები წარ-
მოიდგინა. არაერთ ნაპირზე გადასხა ჯარები და რამდენიმე
დედაქალაქს შემოარტყა ალყა. ჯარისკაცები ნორმანდიის ნა-
პირებიდან კორეის 38-ე განედზე გადაისროლა. ისინი ვიეტნა-
მის საშინელ ჯუნგლებში შეაგზავნა და იქიდან საღ-სალამათი
გამოიყვანა. მოიგო არაერთი ბრძოლა, რომელიც ისტორიაში
წაგებულად ითვლება. და თუკი იმარჯვებდა, ეს იმიტომ ხდებო-
და, რომ მარჯვედ მიუძღოდა თავის ჯარებს და მათ არასდროს
ტოვებდა ბედის ანაბარა. იცოდა და ეხერხებოდა მეთაურობა.
ახლაც საგანგებოდ იკვლევდა ომის თავისებურებებს მთიან
ადგილებში. თანაც მას გამბედავი, დიახ, დიახ, ძალიან გამბე-
დავი ჯარისკაცები ჰყავდა. და თუ მამაცები არიან, იმიტომ,
რომ არაფერი აქვთ დასაკარგიო, გაიფიქრა და განაგრძო სმა.
სიგარეტის კოლოფი გაშავებულიყო ნაწერ-ნახაზებით, მაგ-
რამ გონებაში კიდევ ერთმა ბრძოლამ გაუელვა. დასაწყისში
უკან დახევა მოუწია, მაგრამ ჯარს სიაში ჯერ კიდევ ჩაუწერელი

138
მკვდრები მიაშველა (ეს უკანასკნელნი ყველაზე მძვინვარენი
იყვნენ ბრძოლაში) და გაიმარჯვა.
– ესეც ასე, – ჩაიჩურჩულა კმაყოფილმა, – ვინ გაბედავს
ნეილონის დიად არმიასთან შერკინებას?

139
თავი XIV
გენერალს მთლად ღონემიხდილს გაეღვიძა. წამოდგა და
დარაბები გააღო. ცივი დილა იყო. ღრუბლები ნაცრისფერ ცა-
ში ძალიან მაღლა, თითქოს უძრავად ეკიდა. მინას მიეყრდნო
და მსუბუქად დაეხვა თავბრუ. რაღაც ვერ ვარ კარგადო, გა-
იფიქრა. ნუთუ მაშინდელივით განმეორდება? მაშინ, აფრიკა-
შიც ასე დამეწყო. თავიდან ეს შეუძლოდ ყოფნა კლიმატს და-
ვაბრალე, მაგრამ მერე არაფერ შუაში არ აღმოჩნდა.
გარეთ გაიხედა. შემოდგომა იწურებოდა. სასტუმროს მო-
პირდაპირე მხარეს, პარკში, ხეებს ფოთოლი მთლიანად შე-
მოსძარცვოდა. პარკის მწვანე მერხებზე უკვე კარგა ხანი იქნე-
ბოდა, რაც არავინ დამჯდარიყო. ხმელი ფოთლების გარდა.
მაგრამ ისინიც მალე დალპებოდა. გენერალმა კარგად იცოდა
ნატოს სხვადასხვა არმიის უნიფორმები. მაგრამ მხოლოდ ახ-
ლა შენიშნა, რომ მათი შეფერილობა შემოდგომის ფოთლების
ნაირგვარ ნიუანსებს განასახიერებდა. ჯერ მწვანეები იყო,
შემდეგ ღია ყავისფერში გადადიოდა და კიდევ შემდეგ სპი-
ლენძისფერ ყვითელში. და როცა ლპობას იწყებდა, ბოლომდე
შავდებოდა.
არა მგონია, შავი უნიფორმები არსებობდეს. უფრო სწო-
რად, აღარ არსებობს, რადგან თავის დროზე ფაშისტებს ეცვათ
შავებიო, გაიფიქრა გენერალმა.
პარკის შუაში, მრგვალ საცეკვაო მოედანთან, სველი სკა-
მები ერთმანეთზე შემოეწყოთ და მოედანი, ამჯერად უკაცრი-
ელი, დიდი და სევდიანი ჩანდა. ორკესტრის შემაღლება და ია-
ტაკი ხმელი ფოთლებით იყო მოფენილი, რომლებსაც მეეზო-
ვეები ცოცხებით ხვეტდნენ და დიდ გროვებად აწყობდნენ.
ვერ ვარ კარგადო, გაიფიქრა გენერალმა, როდესაც სასა-
უზმოდ კიბეზე ჩადიოდნენ.
– ცუდად გამოიყურებით, – უთხრა მღვდელმა, როცა მაგი-
დას მიუსხდნენ. – შეიძლება ცოტა დასვენება გჭირდებათ.
– არ ვიცი, რა მჭირს, – თქვა გენერალმა, – თუმცა ფაქტია,
ვერ ვგრძნობ თავს კარგად. მგონი, რაღაც შეურაცხყოფა მო-

140
გაყენეთ წუხელ. ბოდიშს გიხდით, ცოტა ზედმეტი მომივიდა
დალევა.
– არა, როგორ გეკადრებათ, – თავაზიანად მიუგო
მღვდელმა.
– რა საშინელი ამინდებია ამ ქვეყანაში!
– ეგებ ჯობდეს, მარტო წავიდე ხვალ. ზღვისპირეთში ძებნა
ბევრად იოლი იქნება მთიან ზონებთან შედარებით, – თქვა
მღვდელმა.
– მეც ასე მგონია.
– დაისვენეთ ცოტა. კარგს იზამთ, რომელიმე საღამოს თე-
ატრში ან ოპერაში თუ წახვალთ.
– ცუდად მძინავს. ალბათ ძილის წამლის დალევა მომი-
წევს.
მთავარ ბულვარზე გავიდნენ და სასტუმროს წინ, ფიჭვებით
დამშვენებულ განიერ ტროტუარზე ბოლთის ცემას მოჰყვნენ.
ყმაწვილკაცები და ყმაწვილქალები პატარ-პატარა ჯგუფებად
დადიოდნენ; აშკარად სტუდენტები იყვნენ და ლექციებზე მიეჩ-
ქარებოდათ.
– ეს რა დაწყევლილი საქმე გვერგო წილად? – ისე თქვა
გენერალმა, თითქოს ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საუბარი გა-
ნაგრძოო. – პირამიდებში დაკრძალული ფარაონების ამოღე-
ბა უფრო გამიადვილდებოდა, ვიდრე ორი მეტრის სიღრმეზე
თხრა და იქიდან ამ ჯარისკაცების ნეშტების ამოღება.
– ეს აზრი არ გასვენებთ. შეიძლება ამის გამოა, შეუძლოდ
რომ ბრძანდებით.
– აქაური ომი სხვა ომებს არ ჰგავს, – განაგრძო გენერალ-
მა, – ის არ გაშლილა ფრონტებზე. მან ყველგან შეჟონა საწამ-
ლავივით, ქვეყნის ყველა უჯრედში. ამიტომაც იყო სრულიად
განსხვავებული.
– იმიტომ, რომ ალბანელები ბუნებით მიდრეკილნი არიან
ომისაკენ, – სიტყვა ჩამოართვა მღვდელმა. – თავფეხიანად
ეშვებიან ამ საქმეში. ომი ამ ნაციის, ასე ვთქვათ, ორგანული
ნაწილია და ამით ისე აქვთ მოწამლული სისხლი, როგორც
სხვებს – ალკოჰოლით. ამიტომაც იყო ეს ომი მართლა საში-
ნელი. თან არც მხოლოდ ესაა. ომები ყოველთვის იყო ხალ-

141
ხებს შორის და მომავალშიც იქნება, მაგრამ არსებობენ ხალ-
ხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო და, ალბანელთა
შემთხვევაში, უმთავრესი როლი უთუოდ იმ გარემოებებმა შე-
ასრულა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათი ფსი-
ქოლოგიის ჩამოყალიბების პროცესს ახლა თან... ჰო, არსებო-
ბენ ხალხები-მეთქი, ვამბობდი, რომლებიც ომში დიდი მონ-
დომებით ჩაებმებიან ხოლმე და სწორედ ასეთი ხალხებია ყვე-
ლაზე საშიში.
– თქვენ უკვე მელაპარაკეთ ამაზე, – თქვა გენერალმა.
– დიახ, მახსოვს.
– შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი
საკითხია. ჩემი არ იყოს და, შემთხვევით, თქვენც ხომ არ სწავ-
ლობთ სიღრმისეულად ასეთ ამბებს?
– არა, – მიუგო მღვდელმა, – ვფიქრობ, საინტერესო სა-
კითხია საუბრისთვის, თუმცა შეიძლება მოსაწყენი ვხდები
ხოლმე, როცა მუდმივად ვუბრუნდები ამას.
– არა, როგორ გეკადრებათ, ყოველთვის დიდი სიამოვნე-
ბით გიგდებთ ყურს. ალბანელების საბრძოლო სულისკვეთე-
ბაზე ვლაპარაკობდით.
– დიახ, – დაეთანხმა მღვდელი, – ეს განსაკუთრებით სა-
ინტერესოა. მთელი მათი ისტორიის მანძილზე ალბანელები
მხარზე იარაღგადაკიდებულები დადიოდნენ ყველგან. მიუხე-
დავად იმისა, რომ მათი მთიელები, რომლებიც ჯერ კიდევ გუ-
შინ პატრიარქალურ ცხოვრებას ეწეოდნენ და ლამის ქვის ხა-
ნაში ცხოვრობენ, ყველაზე თანამედროვე იარაღით არიან აღ-
ჭურვილები. წარმოგიდგენიათ, რამხელა კონტრასტია?! ერ-
თხელ უკვე გითხარით კიდეც: უომრად და უიარაღოდ ეს ხალ-
ხი დასუსტდებოდა, შემცირდებოდა, ფესვები მოუხმებოდა და
ბოლოს სულ გადაშენდებოდა.
– ესე იგი, იარაღითა და ომებით აყვავდებიან?
– ასე ჰგონიათ თვითონ, თუმცა სინამდვილეში სწორედ ია-
რაღით კიდევ უფრო მალე გადაშენდებიან.
– თქვენ ბრძანებთ, რომ ომი მათთვის ერთგვარი ვარჯი-
შია, რომელსაც ისინი ასრულებენ, ხელ-ფეხი რომ არ დაუბუჟ-
დეთ და ღრმად ისუნთქონ?

142
– გარკვეული დროით, კი, – მიუგო მღვდელმა.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იარაღით იქნება თუ უი-
არაღოდ, ეს ხალხი განწირულია გადაშენებისთვის.
– როგორც ჩანს, ეგრეა. მათმა მთავრობამ ეს უძველესი
მიდრეკილება ომისაკენ პოლიტიკის მთავარ პრინციპად აქ-
ცია და ამიტომაც მეზობლებს ძალიან გაუმართლათ, ალბანე-
ლები ორ მილიონზე მეტნი რომ არ არიან.
გენერალი გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა.
– ხომ გახსოვთ ის სიმღერები, მიწის მუშები რომ მღეროდ-
ნენ მთელი ღამეების განმავლობაში, როცა ჩვენ კარავში გვი-
წევდა ცხოვრება? – განაგრძო მღვდელმა, – ის ნაღველი და
კაეშანიც გეხსომებათ, მათი სმენისას რომ გვეუფლებოდა.
– მახსოვს, – მიუგო გენერალმა, – არის რაღაცეები, რა-
სად ადვილად ვერ ივიწყებს ადამიანი.
– ძირითადად განადგურებასა და სიკვდილზე მღერიან. ეს
მათი ხელოვნების მთავარი მახასიათებელია. ეს გამოსჭვივის
მათ სიმღერაშიც, მათ ზნე-ჩვეულებებშიც, მთელ მათ ცხოვრე-
ბაში. ეს, ზოგადად, ყველა ხალხს ახასიათებს ბალკანეთში,
მაგრამ ალბანელებში ყველაზე მეტადაა გამოხატული. მათი
სახელმწიფო დროშაც კი სისხლისა და გლოვის სიმბოლოა.
– ძალიან გატაცებით ლაპარაკობთ ხოლმე ამ საკითხებზე,
– შენიშნა გენერალმა.
– დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი ამ ამბებს, – უპა-
სუხა მღვდელმა, – ოსკარ უაილდი ამბობდა, ქვედა ფენის
ხალხი დანაშაულის ჩადენის საჭიროებას გრძნობს. ეს მათში
ისეთ ძლიერ შეგრძნებებს იწვევს, როგორსაც ჩვენში ხელოვ-
ნებაო. ეს შეგონება ძალიან კარგად უდგება ალბანელებს,
ოღონდ ერთი განსხვავებით – სიტყვა „დანაშაული“ „ომით“ ან
„შურისძიებით“ უნდა შევცვალოთ. რადგან სრულიად ობიექ-
ტურად უნდა ვაღიაროთ, რომ სამართლის თვალსაზრისით
ალბანელები არ არიან დამნაშავეები. მკვლელობები, რომ-
ლებსაც ისინი სჩადიან, ყოველთვის უძველესი წესებით ნა-
კარნახევ ნორმებს შეესაბამება. მათი ვენდეტა ტრაგედიის
ყველა წესის დაცვით შეთხზულ თეატრალურ პიესას ჰგავს, თა-
ვისი პროლოგით, უწყვეტად მზარდი დრამატული დაძაბულო-

143
ბით და ეპილოგით, რომელიც გარდაუვალად გულისხმობს
სიკვდილს. ეს ვენდეტა, შეგვიძლია, გაცოფებულ ხარს შევადა-
როთ, რომელმაც აიწყვიტა და ანადგურებს ყველაფერს, რაც
კი გზად ხვდება. ამასთან კისერზე აუარებელ სამკაულსა და
მორთულობას უკეთებენ, რაც სილამაზის მათეულ აღქმას შე-
ესაბამება, იმგვარად, რომ, როგორც კი ცხოველი აიშვებს,
გზად ყველგან სიკვდილს თესავს. ეს მათ ესთეტიკურ სიამოვ-
ნებას ჰგვრის.
გენერალი ყურადღებით უსმენდა.
– ალბანელების ცხოვრება უძველესი ზნე-ჩვეულებების მი-
ხედვით გამართული დიდი სპექტაკლივითაა, – განაგრძო
მღვდელმა, – ალბანელი ისე იბადება და კვდება, თითქოს რა-
ღაც როლს ასრულებს, ერთადერთი განსხვავებით, რომ სცე-
ნის დეკორაცია აქ მინდორ-ველები და მთებია, სადაც ისინი
ცხოვრებას მკაცრ გაჭირვებაში ატარებენ. თუ იგი კვდება, ეს
ხშირად გარკვეული ადათების დასაცავად ხდება და არა ობი-
ექტური მიზეზების გამო. სიცოცხლე, რომელიც ამ კლდეებზე
ამდენი გაჭირვებითა და სიღარიბით მიდის, სიცოცხლე, რომე-
ლიც ვერც სიცივემ, ვერც შიმშილმა და ვერც ზვავებმა ვერ
ამოშანთა, შეიძლება ერთი გადაბრუნებული სიტყვის, ერთი
უადგილო ხუმრობის ან ქალისკენ ნასროლი ერთი ხარბი მზე-
რის გამო დამთავრდეს უცბად. შურისძიება ხშირად შეიძლება
ყოველგვარი ვნების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ადათების
დასაცავად დაიწყოს. მაშინაც კი, როდესაც შურისმაძიებელი
კლავს მსხვერპლს, ის ამით მხოლოდ ადათების ერთ-ერთ
მუხლს ასრულებს. ეს უძველესი წესები მთელი ცხოვრების
მანძილზე ფეხებში ებლანდებათ, იქამდე, ვიდრე ერთ მშვენი-
ერ დღესაც იგივე წესები მათ არ წააქცევს. წაქცეულები კი ვე-
ღარ დგებიან. იმდენად, რომ ალბანელები საუკუნეების გან-
მავლობაში ერთ გრძელ და სისხლიან თეატრალურ პიესას
თამაშობენ.
ზურგს უკნიდან ნაბიჯების ხმა შემოესმათ. ექსპერტი აღ-
მოჩნდა.
– სასტუმროში გეძებდით, – უთხრა მან.
– რა ხდება?

144
– ხვალ რამდენიმე ოქმს უნდა გადავხედოთ მუნიციპალუ-
რი სამსახურების დირექციის წარმომადგენლებთან ერთად.
ათ საათზე გველოდებიან.
– კეთილი, – მიუგო გენერალმა.
მღვდელი თვალს არ აცილებდა ექსპერტს და ცდილობდა
გამოეცნო, გაიგონა თუ არა ამ უკანასკნელმა მათი ბოლო სიტ-
ყვები.
– თქვენს ადათ-წესებზე ვლაპარაკობდით, – თქვა წყნარი
ხმით, – ძალიან საინტერესოა.
ექსპერტმა გაუაზრებლად გაიღიმა.
– ვენდეტაზე მელაპარაკებოდა, – თქვა გენერალმა. –
ფსიქოლოგიურად ძალიან საინტერესოა.
– არაფერია ამაში საინტერესო, – გააწყვეტინა ექსპერტმა,
– უცხოელებს წარმოუდგენიათ, რომ ვენდეტა და სხვა დამ-
ღუპველი წეს-ჩვეულებები ალბანელების ფსიქოლოგიით აიხ-
სნება, მაგრამ აბსურდია. ეს ადათ-წესები ძველმა დამპყრობ-
ლებმა და რელიგიამ მოგვახვიეს თავს.
– ა! – შეიცხადა მღვდელმა.
– დიახ. ზოგიერთი უცხოელი ბეჯითად და მონდომებით იკ-
ვლევს ვენდეტის საკითხს ჩვენთან, მაგრამ ისინი ამას სრული-
ად განსაზღვრული მიზნით აკეთებენ.
– იმიტომ, რომ ეს საკითხი მეცნიერულ ინტერესს იწვევს,
– ჩაურთო მღვდელმა.
– მე სხვა შეხედულებისა გახლავართ. მათი ნამდვილი გან-
ზრახვა ალბანელი ხალხის განადგურებისათვის საზოგადოებ-
რივი აზრის მომწიფება და ამ აზრის საყოველთაო გავრცელე-
ბაა.
– მე ასე არ ვფიქრობ, მე ასე არ ვფიქრობ, – ნაძალადევი
ღიმილით თქვა მღვდელმა.
ექსპერტმა მათთან ერთად ცოტა კიდევ გაიარა, მერე კი
დაემშვიდობა და თავის გზაზე წავიდა.
გენერალმა საუბარი განაგრძო მღვდელთან.
– თქვენ ზნე-ჩვეულებების საკითხი მხოლოდ ფსიქოლოგი-
ურ ელემენტებზე დაყრდნობით განმარტეთ, თუმცა მე მგონია,
რომ არც გარკვეული ისტორიული და სამხედრო ხასიათის

145
ობიექტური მოტივების გამორიცხვა შეიძლება, – თქვა მან, –
იცით, ვის მაგონებს ეს ხალხი? გარეულ მხეცს, რომელიც საფ-
რთხის მოახლოებისას, ნახტომის წინ უძრავად რჩება, უკიდუ-
რესად დაძაბული, კუნთებდაჭიმული და გაფაციცებული. ეს
ქვეყანა, ვფიქრობ, ბევრი საშიშროების წინაშე მდგარა და გან-
გაშის ეს მდგომარეობა მისთვის ლამის ბუნებრივი გახდა.
– ისინი ამას სიფხიზლეს ეძახიან, – ჩაურთო მღვდელმა.
ლაპარაკი განაგრძო, თუმცა მღვდელი აღარ უგდებდა
ყურს.
– შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრს ვლაპარა-
კობთ მათზე, – თქვა ბოლოს, – კაცმა რომ თქვას, მათი საქ-
მეები რა ჩვენი სადარდებელია... ბოლოს მაინც ერთმანეთს
ამოჟუჟავენ და თავშიც ქვა უხლიათ.
მღვდელმა ხელები გაშალა.
– ჯობს, ჩვენს საქმეს მივხედოთ, – განაგრძო გენერალმა,
– ჩვენს დაწყევლილ საქმეს, სიქა რომ გაგვაძრო და მაინცდა-
მაინც კარგადაც რომ ვერ ვუძღვებით. თითქოს რაღაცამ დაგ-
ვთარსა და რაღაც ავბედითი რამ ხდება ამ ჩვენი საქმის თავს.
– არა, – მიუგო მღვდელმა, – მსგავსს ვერაფერს ვხედავ.
წმინდა მისია გვაკისრია.
– შეგრძნება მეუფლება, თითქოს მოძრავი სიმსივნესავით
დავეხეტებით ამ ქვეყანაში. ფეხებში ვებლანდებით აქაურებს
და ხელს ვუშლით საქმის კეთებაში.
– იმ შემთხვევას გულისხმობთ, როცა ჩვენ გამო სამუშაო-
ები წყალსადენზე რამდენიმე დღით გადაიდო?
– არა, – მიუგო გენერალმა, – მხოლოდ მაგას არ ვგულის-
ხმობ. ჩვენს საქმეში არის რაღაც უცნაური და ზიანის მომტანი.
– სულაც არა, – არ შეეპუა მღვდელი.
– არ გიფიქრიათ, რომ იმ უბედურებს, რომლებსაც ასეთი
მონდომებით ვეძებთ, შეიძლება სულაც ის ურჩევნიათ, რომ
მოვასვენოთ და თავი დავანებოთ?
– გამორიცხულია, – მიუგო მღვდელმა, – ჩვენი მისია იმ-
დენად კეთილშობილურია, იმდენად ჰუმანურია, რომ ნების-
მიერი იამაყებდა, ასეთი ამოცანა მისთვის რომ დაეკისრები-
ნათ.

146
– და მაინც, გული მეთანაღრება, თითქოს რაღაცნაირი
ირონიაცაა ამ ყველაფერში, რაგინდ მსუბუქიც უნდა იყოს ის.
– არა, – თქვა მღვდელმა, – მსგავსი არაფერია ამაში. შე-
იძლება თქვენ, როგორც სამხედრო პირს, რამე სხვა მიზეზები
გაქვთ, სხვაგვარად გეხებათ?
– და რა მიზეზები შეიძლება მქონდეს?
– შეიძლება ჯობდეს, არ ვილაპარაკოთ ამაზე. შეიძლება
ისე მოხდეს, რომ თავად არ მოისურვოთ ამ მიზეზების აღიარე-
ბა.
გენერალმა ნაძალადევად გაიღიმა.
– ისევ ფსიქოლოგიური მიზეზები? – იკითხა მან, – აშკა-
რად ფსიქოლოგიის შესწავლით ბრძანდებით დაკავებული.
უამრავი რამ მსმენია ამის შესახებ, მაგრამ, მართალი გით-
ხრათ, ბევრი არაფერი გამეგება. ჩვენ, სამხედროებს, დიდად
არ გვიყვარს მაგდაგვარი დახვეწილობები.
– დიახ, მესმის, – ისე უთხრა მღვდელმა, რომ აშკარად გუ-
ლისხმობდა, ყველას თავისი გემოვნება აქვსო.
– და მაინც... როგორ ახსნით ჩემს ცუდად ყოფნას? მინდა
თქვენი მსჯელობის მოსმენა, ვაღიარებ და თქვენთვის ყურის
გდება ერთი სიამოვნებაა. თანაც პირობას გაძლევთ, არ მეწ-
ყინება, რაც არ უნდა ბრძანოთ.
– რა გაეწყობა, რაკი ასეთი დაჟინებით ითხოვთ, მოგახსე-
ნებთ ჩემს შეხედულებას, – დაიწყო მღვდელმა სრულიად
მშვიდი ხმით, – თქვენ თუ ერთგვარ დათრგუნულობას
გრძნობთ, ეს იმის გამო ხდება, რომ სადღაც, სულის სიღრმეში
გული გწყდებათ, თავად რომ არ ედექით სათავეში ჩვენს დი-
ვიზიებს ალბანეთში. და ფიქრობთ, რომ თქვენი თაოსნობით
შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმართულიყო, თა-
ვიდან აგეცილებინათ დამარცხება და სრული განადგურება,
რომ თქვენ ღირსეულად გამოიყვანდით მათ ამ განსაცდელი-
დან. ამის გამოა, ასე ხშირად რომ შლით რუკებს, საათობით
დასჩერებიხართ ზევიდან, ანდა ტაქტიკურ სქემებს რომ ხა-
ზავთ სიგარეტის კოლოფებზე. სინამდვილეში ყოველ მარცხს
განიცდით, გონების თვალით უყურებთ ყოველ უკან დახევას
და რეტროსპექტიულად საკუთარ თავს ხედავთ იმ უბედური

147
ოფიცრების ადგილას, რომლებიც მაშინ ჩვენს ჯარებს ხელ-
მძღვანელობდნენ; და ოცნებობთ სრულიად უაზრო რამეზე:
როგორმე გამარჯვებად აქციოთ ჩვენი იმდროინდელი მარ-
ცხი...
– კმარა, – გააწყვეტინა გენერალმა, – ფსიქოპატი ხომ არა
ვარ, ასე რომ იქექებით ჩემს სულში...
მღვდელს გაეღიმა.
გენერალი მოიღუშა.
– არა, მე არავითარი საიდუმლო მიზეზი არა მაქვს, – გა-
ნაგრძო ნელა, – ახალგაზრდა და უმანკო ქალიშვილი არა
ვარ, რომ ვიფიქრო, ომში დაცემული სამხედროების ნეშტების
ძებნა რამე სენტიმენტალური გასეირნებაა-მეთქი. წინასწარ
ვიცოდი, რა მძიმე და უსიამოვნო საქმეც გველოდა აქ. იმასაც
ვხვდებოდი, რომ ამ საქმეში არც სიყვარული დამეხმარებოდა
რამეში და არც სიძულვილი. არადა ეს ორი გრძნობა ერ-
თდროულადაა ჩემში. სიყვარული ამ უბედური ჯარისკაცებისა
და სიძულვილი მათი მკვლელებისა. იმ დღეს, როდესაც ეს მი-
სია დამეკისრა, თავდაცვის სამინისტროდან სახლში რომ
ვბრუნდებოდი, მესმოდა, როგორ მიჟღერდა გულში ერთი მე-
ლოდია. სამგლოვიარო და ამავდროულად საზეიმო ჰანგები
იყო. შემდეგ, როცა საქაღალდეები გავშალე და ფურცვლა და-
ვიწყე, ვიგრძენი, რომ ეს გრძელ-გრძელი, უსასრულო სიები
სიძულვილითა და შურისძიებით იყო გაჟღენთილი. მივედი
გლობუსთან და ალბანეთი ვიპოვე. სადისტური სიამოვნება
ვიგრძენი, როცა დავინახე, რომ ეს ქვეყანა სულ ერთი ბეწო,
ლამის წერტილისოდენა იყო. მერე ისევ სიძულვილის შეგ-
რძნება დამეუფლა. ამ პაწაწინა, რუკაზე ლამის უჩინარმა მუდ-
რეგმა ქვეყანამ ჩვენს მშვენიერსა და მამაც შვილებს სამარე
როგორ გაუთხარა-მეთქი. მინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩა-
მოვსულიყავი ამ ველურ და ჩამორჩენილ მხარეში და ის ხალ-
ხი გამეცნო, რომელიც მაშინ ბარბაროსების ტომად წარმო-
მედგინა. ვაპირებდი, რომ მათ შორის ამაყად გამევლო და
მათთვის სიძულვილით მეყურებინა, თითქოს ამის თქმა მინ-
დოდა – აი, თქვენი ნამოქმედარი, ველურებო! წარმომედგინა
ნეშტების გადასვენების საზეიმო ცერემონია, ალბანელების

148
დაბნეული და გაოცებული მზერები, ისეთი, როგორიც გათავ-
ხედებულ დამნაშავეს აქვს ხოლმე, როცა რაიმე ძვირფას
ლარნაკს გატეხავს და რჩება, რომ იქაურობას ცალი თვალით
უყუროს დამწუხრებულმა. ჩვენი ჯარისკაცების კუბოებს მათ
შუა გამოვატარებდით და ვაჩვენებდით, რომ ჩვენი სიკვდი-
ლიც კი მათ სიცოცხლეზე ბევრად უფრო ლამაზია. მაგრამ, აქ
რომ ჩამოვედით, ყველაფერი სულ სხვაგვარად დატრიალდა.
თქვენ ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. სიამაყე პირველი გაგ-
ვიფრინდა, მალევე აღარაფერი დარჩა საზეიმოობიდან, ბო-
ლოს უკანასკნელი ილუზიებიც გამიქრა და აი, დავსეირნობთ
ახლა ორი საცოდავი მეომარი მასხარასავით სრული გულ-
გრილობის გარემოცვაში, იდუმალი და დამცინავი მზერებით
გარშემორტყმულები. ახლა ჩვენ უფრო საბრალოები ვართ,
ვიდრე ყველა ის, ვინც იბრძოლა და დამარცხდა ამ ქვეყანაში.
მღვდელს არაფერი უპასუხია და გენერალმაც ინანა, ამდე-
ნი რატომ ვილაპარაკეო.
ერთხანს მდუმარედ მიაბიჯებდნენ. ტროტუარზე უკანასკნე-
ლი ფოთლები ცვიოდა. გამვლელები მიდი-მოდიოდნენ. გენე-
რალმა შეუძლოდ და მარტოსულად იგრძნო თავი. ლამის
გულს ურევდა ამ ამბებზე ლაპარაკი. ჯობდა, ის პირქუში
დღეები გაეხსენებინა, რომლებიც გზებზე და კარავში გაატა-
რეს, როდესაც წვიმა ასველებდა და ქარი ძვალსა და რბილში
უჯდებოდათ; შავი შალის კოსტიუმებში ჩაცმული გლეხების
იდუმალი მზერები და ის ღამე გაეხსენებინა, როდესაც რაღაც
კოშმარის ხილვით შეძრწუნებული მღვდელი ძილში ყვირო-
და. გაეხსენებინა ბრძოლის ველი, რომელიც ახლა ჰიდროე-
ლექტროსადგურის წყალსატევით იყო დაფარული და წყლის
ქვეშ მოქცეული სასაფლაო, წყლის წითელი ანარეკლები მზის
ჩასვლისას; თავის ქალა, რომელსაც ყველა კბილი ოქროსი
ჰქონდა და როგორ გაბრწყინდა ეს კბილები მზეზე, როცა მუ-
შებმა ის მიწიდან ამოიღეს, როგორ დამცინავად იღიმოდა თა-
ვის ქალა იმ ყველაფრის ხილვისას, რაც გარშემო ხდებოდა.
ნელი ნაბიჯით მიადგნენ უნივერსიტეტის შენობისწინა დიდ
მოედანს. გაუხვიეს მარჯვნივ, ოპერის თეატრის მხარეს, და

149
აუყვნენ ცაცხვების ხეივანს, რომელიც წმინდა პროკოფის
ბორცვისკენ მიიკლაკნებოდა.
გზის გასწვრივ, აქეთ-იქით, თხრილები გავსებულიყო ხმე-
ლი ფოთლებით, დიდ პარკში აღმართული ქანდაკებები კი
თითქოს თრთოდნენ მოშიშვლებული ხეების ქვეშ.
ბორცვის წვერს რომ მიაღწიეს, გადაღმა ფერდობის ძირას
პატარ-პატარა გორაკებით გარშემორტყმული ხელოვნური
ტბა დაინახეს, რომელიც გრძლად გაჭიმულიყო თავისი ნაირ-
ფერი მომცრო ყურეებიანად. ბორცვის მომრგვალებულ ზურ-
გზე ეკლესია აღმართულიყო, გვერდზე კი კაფე იყო ღია ცის
ქვეშ. საცეკვაო მოედნის გარშემო ჩამწკრივებულ მაღალ კვი-
პაროსებს სიო აშრიალებდა. ერთ-ერთ კუთხეში რაღაც ყუთე-
ბის დიდი გროვა ახორხლილიყო, რომლებზეც შავი საღებავე-
ბით ეწერა სიტყვები Birra Korça.
– დიდი ხანი არ უნდა იყოს, რაც ეს ტბა მოაწყვეს აქ, – თქვა
მღვდელმა, – არც ეს დაწესებულება არსებობდა აქ წინათ.
– ლამაზი ადგილია.
– დიახ, ნამდვილად. თითქმის მთელ ტირანას გადაჰყუ-
რებს.
ტბას ზურგი შეაქციეს და ქალაქის ხედებით ტკბობას მიჰ-
ყვნენ. გენერლის საწვიმარი ქარისგან ფრიალებდა.
მზერა დიდ ბულვარზე შეაჩერეს, რომელიც ქალაქს ორად
ყოფდა. ერთი ალვის ხე ისე ირწეოდა, რომ ერთ-ერთი მსხვი-
ლი ტოტით ხან მინისტრთა საბჭოს შენობას ფარავდა მათი
თვალთახედვისაგან, ხან ცენტრალური კომიტეტისას. როდე-
საც ქარი ძლიერად წამოუბერავდა, ტოტი საათიან კოშკს ეფა-
რებოდა, რომელიც თითქოს მეჩეთის მინარეთზეა მიკრულიო,
მერე კი სკანდერბეგის ერთ ნაწილს ხდიდა უჩინარს, აღმასრუ-
ლებელი კომიტეტის შენობისკენ გადაქანდებოდა და ლამის
სახელმწიფო ბანკს სწვდებოდა.
– ალბანეთის შესახებ წიგნში წავიკითხე, დიდი ბულვარის
ზედა ნაწილის არქიტექტურული ანსამბლი ლიქტორის ფას-
ცებს წარმოადგენსო, – თქვა გენერალმა და ხელი იქით გაიშ-
ვირა.
– მართალია, – დაეთანხმა მღვდელი.

150
– არადა, რამდენიმე წუთია, ამაოდ ვცდილობ ამ მსგავსე-
ბის პოვნას.
– უფრო ყურადღებით დააკვირდით, – თქვა მღვდელმა და
მანაც გაიშვირა ხელი, – ბულვარი ფასცების ტარს მოგვაგო-
ნებს, რექტორატის ეს დიდი ნაგებობა თავია, რომელიც სა-
კუთრივ ცულის ზევითაა ოდნავ გამოყოფილი, ოპერის თეატ-
რი მისი ზურგია, ხოლო სტადიონი – და აქ მღვდელმა ხელი
მარჯვნისაკენ წაიღო – მორკალული მჭრელი პირის იმიტაცი-
ას წარმოადგენს.
– რა უცნაურია, ვერა და ვერ ვახერხებ მსგავსების დანახ-
ვას.
– შეიძლება იმიტომ, რომ ამ ბორცვზე უფრო მაღლიდანაა
საჭირო დანახვა, – თქვა მღვდელმა, – მთავარი კი ის გახ-
ლავთ, რომ ომის შემდეგ ალბანელებმა მოინდომეს გაექროთ
ეს მსგავსება.
– ანსამბლის ნაწილის დანგრევით?
– არა, პირიქით, – მიუგო მღვდელმა. – ახალი შენობები
ააგეს ამ ყველაფერში და ასე მიაღწიეს სასურველ შედეგს.
– მე მგონი, ფასცები ყველაზე მეტად მარცხენა მხარეს გა-
შენებულმა უბანმა გახადა ძნელად საცნობი, – თქვა გენე-
რალმა.
– ეს მართლაც ახალი უბანია, – მიუგო მღვდელმა, – და,
თუ არ ვცდები, „პირველი მაისის უბანი“ დაარქვეს.
– ერთი სიტყვით, ერთგვარი ვეებერთელა ბეჭედივით იყო
შუაგულ დედაქალაქში.
– მხოლოდ ომის შემდეგ, პირველად რომ გადაუფრინეს
ქალაქს, კომუნისტებმა მხოლოდ მაშინ შენიშნეს ეს ამბავი და
მაშინვე გასცეს მსგავსების მოსპობის ბრძანება.
– და იქამდე არაფერი იცოდნენ?
– ვერ გეტყვით.
ეკლესიის გასწვრივ, ასფალტიან ხეივანში მიაბიჯებდნენ.
გზისპირა მერხზე ახალგაზრდა ქალი და კაცი ისხდნენ გვერ-
დიგვერდ. ქალს გაშტერებული მზერით ჩამოედო თავი კაცის
მხარზე და ხელს მუხლზე უცაცუნებდა.
– ჩავიდეთ, – თქვა გენერალმა. – ცივი ქარი ქრის.

151
თავი XV
მანქანები გზატკეცილიდან გადავიდნენ, მინდვრების გავ-
ლით მარჯვნივ გაუხვიეს და ახლა ფერმის ვენახებს მიუყვე-
ბოდნენ. გენერალს მუხლებზე ტოპოგრაფიული რუკა გაეშა-
ლა და დროგამოშვებით გარეთაც იყურებოდა. იცოდა, რომ ამ
დროს სატვირთო მანქანის კაბინაში ექსპერტსაც იგივე რუკა
ედო მუხლებზე და დროდადრო ისიც იყურებოდა ფანჯარაში იმ
ზუსტი ადგილის საპოვნელად, სადაც უნდა გაჩერებულიყვნენ.

მარჯვენა მხარეს მაღალი ალვები ჩამწკრივებულა და,


იქით თუ გაიხედავთ, მათ მიღმა ვიღაცა ბეის ფერმის შენობებს
დაინახავთ, ცოტა მოშორებით კი წისქვილს. საჭირო ადგილი
ზუსტად ხეების ძირასაა. მერე ადვილად რომ გვეპოვა საფლა-
ვები, ჩვენ ისინი V-ს ფორმით გავთხარეთ, წვეტით ზღვისკენ;
ხუთი – ერთ მხარეს, ხუთი – მეორე მხარეს. თავში უმცროსი
ლეიტენანტი დავმარხეთ.

– უთხარით, იმ ალვებისკენ წავიდნენ, – თქვა გენერალმა.


მღვდელმა ეს სიტყვები მძღოლს უთარგმნა.
მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ქარი მაღალ ხეებს არხევ-
და. მღვდელი, რომელიც სათავეში ედგა ჯგუფს, პირველი გა-
ემართა საფლავების ადგილისკენ. რაღაც ხანს ასე მიაბიჯებ-
და, როცა უეცრად მისი გაკვირვებული ყვირილი გაისმა.
– რა ხდება? – ჰკითხა გენერალმა და მასთან მივიდა.
– გაიხედეთ, – უთხრა მღვდელმა, – იქით გაიხედეთ. გენე-
რალი იქით შებრუნდა, საითაც მღვდელი უთითებდა. – რას
ნიშნავს ეს ამბავი? – იკითხა მრისხანედ.
ალვების ძირში ღია სამარეების ორი რიგი მოჩანდა, რო-
მელიც თავისკენ V-ს ფორმით ერთდებოდა. მიწა აშკარად ერ-
თიორი კვირის ამოთხრილი იქნებოდა, რადგან ბოლო დღე-
ების წვიმებს ისინი სანახევროდ დაევსო წყლით.
– არაფერი მესმის, – მიუგო მღვდელმა.

152
– ჩვენზე ადრე მოვიდნენ ამ საფლავების ამოსათხრელად,
– თქვა გენერალმა რისხვისგან აკანკალებული ხმით.
– აი, ექსპერტიც, – თქვა მღვდელმა. – ვნახოთ, რას გვეტ-
ყვის.
– რა ხდება? – იკითხა ექსპერტმა მოახლოებისას.
გენერალმა ხელი გაიშვირა და უსიტყვოდ დაანახვა ორმო-
ები. ექსპერტმა წამით გახედა და მხრები აიჩეჩა.
– უცნაურია! – ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
– უნებართვოდ და ჩვენს გაუფრთხილებლად გახსნეს საფ-
ლავები, – უთხრა მღვდელმა, – რას გვეტყვით ამაზე?
ექსპერტმა ისევ მხრები აიჩეჩა.
– როდის მორჩება ეს პროვოკაციები! – დაიყვირა გენე-
რალმა. – დაუყოვნებლივ ვიჩივლებ ზევით.
– ამწუთას ვერაფერს მოგახსენებთ, – თქვა ექსპერტმა, –
მაგრამ, იმედი მაქვს, ძალიან მალე გავარკვევ ყველაფერს.
ცოტა ხანს მოითმინეთ.
– გთხოვთ! – დაიყვირა გაცოფებულმა გენერალმა.
ამასობაში მუშები და ორივე მძღოლი მოსულიყვნენ და
განცვიფრებულები დაჰყურებდნენ მიწას.
– ჩვენს დღეში ასეთი რამ არ დაგვმართვია, – თქვა მათგან
ყველაზე ასაკოვანმა.
ექსპერტმა ხელმეორედ გადათვალა ორმოები, თან ხე-
ლებში რუკას ატრიალებდა.
– მომისმინე, – მიუბრუნდა მძღოლს, – დაჯექი შენს საბარ-
გო მანქანაზე და მიდი ფერმაში. ვინმე მოგვიყვანე იქიდან, სუ-
ლერთია, ვინ იქნება. უთხარი, მინისტრთა საბჭოდან არიან და
მნიშვნელოვანი საქმე აქვთ-თქო.
– გასაგებია, – მიუგო მძღოლმა.
– მოვისმინოთ, რას გვეტყვის ფერმის ხალხი, – თქვა ექ-
სპერტმა.
– ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს ვერასდროს, –
თქვა გენერალმა მოღუშული სახით, – სერიოზული პროვოკა-
ციაა. საერთაშორისო კანონები ყველამ უნდა დაიცვას.
– ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, – გაიმეორა ექსპერ-
ტმა, – მხოლოდ იმაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ, თუ ვინ-

153
მემ ამგვარი რამის ჩადენა გაბედა ბოროტი განზრახვით, ის
ჩვენივე კანონებით დაისჯება.
– როგორი განზრახვითაც არ უნდა ჩაედინა, ეს მაინც უდი-
დესი მკრეხელობაა, – თქვა მღვდელმა.
– მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, – არ ცხრებოდა გენერა-
ლი, – გული კი მიგრძნობდა, ერთ დღესაც ამგვარი პროვოკა-
ციის მსხვერპლი რომ გავხდებოდი, მაგრამ ვერაფრით წარ-
მოვიდგენდი, აქამდე თუ მივიდოდა საქმე.
– არავითარი პროვოკაციის მსხვერპლი არ ბრძანდებით,
– უთხრა ექსპერტმა.
– აბა, ეს რა არის?
გენერალმა აკანკალებული ხელი ორმოებისკენ გაიშვირა.
– სულ მალე გავიგებთ ყველაფერს.
ამასობაში მუშები ორმოების წინ იდგნენ და მათი ეს უცნაუ-
რი განლაგება უკვირდათ.
– პირველად წავაწყდით მსგავს სასაფლაოს, V-ს ფორმა
აქვს.
– უცნაურია!
– სწორედ ასე დაწყობილები დაფრინავენ წეროები, –
თქვა მოხუცმა მუშამ, – არასდროს გინახავთ შემოდგომაზე? -
შორიდან მათკენ მომავალი საბარგო მანქანის ძრავას ხმა
გაისმა. კაბინაში, მძღოლის გვერდით ვიღაც იჯდა.
– იმედი მაქვს, ახლა გაირკვევა ყველაფერი, – ჩაილაპა-
რაკა ექსპერტმა.
მძღოლი ჩამოხტა და უცნობს მანქანის კარი გაუღო. ეს უკა-
ნასკნელი გადმოვიდა და ყველა სათითაოდ, დიდი ყურადღე-
ბით დაათვალიერა.
– ამ ფერმაში მუშაობთ? – ჰკითხა მას ექსპერტმა. – დიახ.
– დიდი ხანია?
– დიახ, საკმაოდ.
– იცოდით რამე ამ ჯარისკაცების საფლავების შესახებ?
კაცმა ღია თხრილებისკენ გაიხედა.
– ის, რაც ყველამ იცის, – თქვა მან.
– სხვა სიტყვებით?

154
– რა და ის, რომ უცხოელი ჯარისკაცების საფლავებია და
რომ უკვე ოც წელზე მეტია, რაც ეს საფლავები აქაა.
– მაშინ რით აიხსნება, რომ...
– ათი დღის წინ მოვიდნენ მათ გასათხრელად.
– ზუსტად ამის გაგება გვინდა, – უთხრა ექსპერტმა, – ვინ
ამოთხარა ესენი ათი დღის წინ?
მამაკაცმა ისევ გადახედა მუშებს, გენერალს, მღვდელს და
მანქანებს.
– თქვენი თვალით ნახეთ ისინი, ვინც გათხარა? – თავიდან
ჰკითხა ექსპერტმა.
ჩანდა, მამაკაცი ყოყმანობდა, გაეცა თუ არა პასუხი. შემ-
დეგ ერთბაშად შესძახა:
– დამცინით?
– ბატონო? რას გულისხმობ?
– ჩემზე უკეთ იცით.
ექსპერტმა გაკვირვება ვერ დამალა. ირგვლივ ყველანი
გაოგნებულები დუმდნენ. მხოლოდ ალვების შრიალი ისმოდა.
– გთხოვთ, შეგიძლიათ მარტივად მითხრათ, ვინ გახსნა ეს
სამარეები ათი დღის წინ?
ფერმიდან მოსული კაცი გაბრაზებით მიაჩერდა ექსპერტს.
– ვინ და თქვენ, – თქვა მკაფიოდ.
ექსპერტს ოფლით დაეცვარა შუბლი.
– თქვენ, ყველამ, – განაგრძო კაცმა და თითი მუნიციპა-
ლური სამსახურის მუშების, გენერლის, მღვდლისა და მძღო-
ლებისკენ გაიშვირა.
სახტად დარჩენილებმა ერთმანეთს გადახედეს.
– სად მიაგენი ამ ტიპს? – ჰკითხა ვიღაცამ ხმადაბლა სა-
ბარგო მანქანის მძღოლს.
– ყური მიგდე, – უთხრა ექსპერტმა ფერმიდან მოსულ მა-
მაკაცს, – არ არის კარგი შენი მხრიდან...
– კმარა! ნუ გამიჭირე საქმე! – გააწყვეტინა ამ უკანას-
კნელმა. თვალებიდან სულ ცოფის ნაპერწკლებს ყრიდა. – თუ
გგონია, რომ გამაცურებ, ძალიან ცდები! ფიქრობ, რომ, რაკი
განათლება მიგიღია, შეგიძლია, მასხრად აიგდო ხალხი?

155
ჯერზიზღით სავსე მზერა სტყორცნა ექსპერტს, მერე ზურგი
აქცია და ფერმისკენ გაემართა.
მოხუცმა მუშამ დაუყვირა:
– მოიცადე ცოტა ხანს, ამხანაგო!
– ჰეი, შენ, მანდ! გაჩერდი! – დაუძახა საბარგო მანქანის
მძღოლმა.
– არც კი გრცხვენიათ, – დაიღრინა მამაკაცმა და შემოტ-
რიალდა. – თქვენ გგონიათ, ხალხი სულელია? ფიქრობთ, ვერ
დაგინახეთ, ათი დღის წინ რომ მოხვედით და დილიდან საღა-
მომდე აქაურობას რომ თხრიდით?
– ესღა გვაკლდა, – ჩაილაპარაკა მღვდელმა ხმადაბლა.
– ვინ ჩვენ?
– დიახ, თქვენ, აბა სხვა ვინ იქნებოდა? თქვენ იყავით ამ
მწვანე მანქანით და ამ ტენტიანი საბარგულით.
– ა! მოიცა ერთ წუთს, – თქვა უეცრად ექსპერტმა, – თქვენ
თვითონ აქ იყავით, როცა ეს გათხრები მიმდინარეობდა?
– არა, მაგრამ შორიდან დაგინახეთ.
ექსპერტმა თავი დაიქნია.
– მგონი, ახლა მესმის, რაც ხდება, – თქვა მან, – კი, ნამ-
დვილად, სხვები უნდა ყოფილიყვნენ. რა უბედურებაა! – რა
მოხდა?
– როგორც ჩანს, ცალხელა გენერალმა და მისმა თან-
მხლებმა პირებმა დაგვასწრეს აქ გამოვლა.
– ესე იგი, იმათი ნახელავია ეს ყველაფერი?
– მე, ჩემდათავად, დარწმუნებული გახლავართ ამაში.
სხვა ახსნას ვერ ვხედავ.
ფერმის კაცი ხელების ქნევა-ქნევით ელაპარაკებოდა მუ-
შებსა და მძღოლებს.
– ნუთუ ეს შესაძლებელია? – თქვა გენერალმა.
– მაგათ არც რუკები აქვთ და არც ზუსტი მინიშნებები. შე-
იძლება ეს საფლავები თავისიანებისად ჩათვალეს!
– ასეა თუ ისე, აქაური მოსახლეებისთვის უნდა ეკითხათ.
– თან მედალიონებიც ხომ არის, – თქვა მღვდელმა.
– მეც ეგ მიკვირს, – ქვედა ტუჩზე იკბინა ექსპერტმა.
– მძიმე შეცდომა დაუშვეს, – თქვა გენერალმა.

156
– თან პირველად კი არ ემართებათ ასეთი რამ, – განაგ-
რძო ექსპერტმა, – როგორც ტირანაში მითხრეს, სადღაც სამ-
ხრეთში ბალისტების ორი საფლავი გაუხსნიათ შეცდომით,
სხვაგან კი მუსლიმების ძველი სასაფლაო გადაუთხრიათ.
– და ნეშტები წაიღეს?
– დიახ, ცხადია.
– დაუჯერებელია, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
– ეს ხალხი საღ ჭკუაზეა ნეტა? რა ემართებათ, ასე რომ იქ-
ცევიან?
– შეიძლება რამე მიზეზი ჰქონდათ, – ჩაილაპარაკა ფიქ-
რებში წასულმა ექსპერტმა. – ერთი ეჭვი მაქვს.
– სახელდობრ, რა?
ექსპერტი ჭოჭმანობდა, ეპასუხა თუ არა.
– არაკეთილსინდისიერ ქცევას ვარაუდობთ მათი მხრი-
დან? – ჩაეძია მღვდელი.
ექსპერტს გაეღიმა.
– ვერაფერს დავუმატებ, მომიტევეთ.
– შეიძლება თავიანთ საქმეში მარცხი განიცადეს და, რაკი
ვერაფერი იპოვეს, პირველივე საფლავების ძარცვა დაიწყეს,
რაც კი გზად შემოხვდათ.
– ჩვენთანაც ხომ აღიარეს, ბრმად ვეძებთო.
– ისინი თუ ამის გამკეთებლები არიან, ვეღარ მივიჩნევთ
მათ მთავრობის წარმომადგენლებად, რომლებსაც რაღაც მი-
სია აკისრიათ. გამოდის, უბრალო ავანტიურისტები ყოფილან,
– თქვა განრისხებულმა გენერალმა.
– ყველაზე მძიმე კი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ, რასაც კი
პოულობენ, დაუყოვნებლივ აგზავნიან, – თქვა ექსპერტმა.
– იმის თქმა გნებავთ, რომ ამ თერთმეტ კაცს ვეღარას-
დროს დავიბრუნებთ?
– გაძნელდება, თუ უკვე გადაგზავნეს ძვლები.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ჯარისკაცების ძვლე-
ბი უცხო ოჯახებს გადაეცემათ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ
ოჯახებს დაუბრუნდეს?! – შეჰყვირა გენერალმა. – გაგიჟება
შეიძლება!

157
– შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ რაღაც დაპირებები გას-
ცეს და ამიტომაც ჩქარობენ ნაპოვნი ძვლების გადაგზავნას, –
თქვა მღვდელმა.
– და როდესაც თავისებს ვერ აგნებენ, ხელს გააყოლებენ
ხოლმე ყველაფერს, რასაც პოულობენ. მშვენიერია!
გენერალი ცოფებს ყრიდა.
– წავიდეთ აქედან, – თქვა მოულოდნელად, – აღარაფერი
გვესაქმება აქ.
მანქანებში ჩასხდნენ და ზღვისკენ, V-ს ფორმის ამ პატარა
სასაფლაოს წვეტის მხარეს გაემართნენ.

158
თავი XVI
ზღვის ნაპირი სევდიანი და უკაცრიელი იყო. რკინა-ბეტო-
ნის პატარ-პატარა სიმაგრეები ნოტიო ქვიშიდან ამოზრდილი-
ყო, უფრო უკან კი, თითქოს კლდოვანი კბოდეების პირას სხვა,
შედარებით უფრო მოზრდილებიც მოჩანდა.
მუნიციპალური სამსახურის მუშებმა კარვების პალოების
ამოძრობა დაიწყეს და პირველივე პალოს ამოძრობისას
წყლისგან გამაგრებულ ქვიშას უცნაური კვალი დაეტყო. გეგო-
ნებოდა, რომელიღაცა უზარმაზარკლანჭებიანმა მხეცმა დიდ-
ხანს ტკეპნა მიწა ამ ადგილასო.
პირველი კარავი რომ დაკეცეს და საბარგო მანქანაზე შე-
მოდებულ დიდ ყუთებზე შეაგდეს, მეორე კარვის პალოების
ამოძრობას შეუდგნენ.
ცივი ქარი უბერავდა ზღვიდან.
გენერალმა ჩრდილოეთისკენ, იმ მხარეს გაიხედა, სადაც
მიწისქვეშა თავშესაფრების უკან, პლაჟების პირველი ვილე-
ბის, დასასვენებელი სახლებისა და დიდი სასტუმროების
მწკრივები მოჩანდა. მათი უმეტესობა წელიწადის ამ დროს და-
კეტილი იყო.
ის და მღვდელი თავიანთი ქვეყნის ჯარისკაცების ძვლების
ასაგროვებლად მოვიდნენ, რომლებიც ომის პირველივე დღეს
დაეცნენ. მთელი კვირის განმავლობაში სანაპიროზე სირ-
ბილში გაატარეს და მხოლოდ დესანტის გადმოსხმის ადგი-
ლებში ჩერდებოდნენ, რადგან თითოეულ ამ ადგილს თავისი
სასაფლაო ჰქონდა.
ძალიან კარგად ახსოვდათ ომის ეს პირველი დღე. 1939
წლის გაზაფხული იყო. იმხანად აფრიკაში მსახურობდა. საღა-
მოს რადიოში გამოაცხადეს: ფაშისტური შენაერთები გემები-
დან ალბანეთის ნაპირებზე გადავიდნენ. ალბანელმა ხალხმა
ისინი მშვიდობიანად მიიღო, ზოგი ყვავილებითაც დახვდა ამ
დიად დივიზიებს, რომლებმაც მათ ცივილიზაცია და კეთილ-
დღეობა მოუტანესო, ასე თქვეს.

159
შემდეგ პირველი გაზეთები მოვიდა, რასაც დესანტის გად-
მოსხმის ამსახველი ფოტოებითა და რეპორტაჟებით გადაჭე-
დილი ჟურნალები მოჰყვა. მათში აღწერილი იყო იმ წლის გა-
საოცარი გაზაფხული, ალბანეთის თვალისმომჭრელი ზღვა და
ცა, პლაჟები, კამკამა ჰორიზონტი, ალბანელთა სიყვარული,
კოსტიუმები და ადგილობრივი დახვეწილი ხალხური ცეკვები.
დღე არ გავიდოდა, გაზეთებსა და ჟურნალებში ამ ქვეყანაზე
რომ არ დაეწერათ და ღამეებს ჯარისკაცები იმაზე ოცნებაში
ათენებდნენ, რომ როგორმე ალბანეთში, ამ ლამაზ და მშვიდ
სანაპიროზე, ზეთისხილის ხეების ჩრდილში გადაესროლათ.
გენერალს გაახსენდა, რომ იმხანად თავადაც სურდა, რა-
მენაირად ალბანეთში მოხვედრილიყო, მაგრამ ავად გახდა
და, აფრიკიდან დაბრუნებული, იძულებული გახდა, თავის ქვე-
ყანაში დარჩენილიყო.
და მაინც, ბედმა ისე ისურვა, რომ მეც მომიწია ომი, თუმცა
ბევრად მოგვიანებით. ახლა უნდა ვიომო ამ რთულ ბრძოლის
ველზე და თან იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში მშვიდობაა
დამყარებულიო, ფიქრობდა ის.
მუშები მეორე კარვის დაკეცვას ამთავრებდნენ და გენერა-
ლიც მანქანაში ჩაჯდა. მღვდელი უკან მიჰყვა.
– დაასრულეს? – ჰკითხა მას გენერალმა.
– ვფიქრობ, კი.
– მაშინ წავიდეთ!
მანქანა ნელა დაიძრა. საბარგო მანქანის ძრავას ბღუილი
გაისმა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა ფანჯრიდან თავი გაყო და
უკან გაიხედა. საბარგოს ძრავა ხან მთელი სიჩქარით გუგუნებ-
და, ხანაც უფრო შენელებულად ფახფახებდა; უცბად ჩაქრა კი-
დეც.
– ჩანს, აღარ იქოქება, – თქვა მძღოლმა და დაამუხრუჭა.
– მივალ, ვნახავ, შემიძლია თუ არა დახმარება.
გენერალმაც გაყო თავი და დაინახა მუშები, რომლებიც სა-
ბარგო მანქანას აწვებოდნენ და თავიანთი მანქანის მძღოლი,
რომელიც იმათკენ გარბოდა. მანქანა ძლივძლივობით მი-
იწევდა წინ, მუშები კვლავაც აწვებოდნენ და დროდადრო წა-
მოიყვირებდნენ ხოლმე, მიდით, მიდითო. ცოტაც და მათ მან-

160
ქანას გაუსწრო. მუშები ისევ აწვებოდნენ და თან შეძახილებით
ამხნევებდნენ ერთმანეთს. ფეხები ქვიშაში უცურავდათ და გე-
ნერალმა თვალი მოჰკრა, როგორ ჩამოსდიოდათ სახეზე ოფ-
ლი და როგორ დასჭიმვოდათ ძარაზე მიკრული მკლავებისა
და მხრების კუნთები. დიდი ყუთები და ნიჩბებისა და წერაქვე-
ბის გროვები, როგორც ყოველთვის, უკანა მხარეს რახუნობ-
და.
– პირველად გაუფუჭდა საბარგო მანქანას ძრავა, – ჩა-
ილაპარაკა გენერალმა.
– მართლაც. სიცივის ბრალი უნდა იყოს, – უპასუხა
მღვდელმა, – ორი დღე და ღამეა, არ დაძრულა. ქარი კიდევ
წამით არ ჩამდგარა.
– გაფუჭებულ მანქანაზე უშნო სანახავი არაფერია ამ ქვე-
ყანაზე.
მღვდელს ხმა არ ამოუღია.
უეცრად ძრავამ დაიგრუხუნა და დაიქოქა. თავიდან ფე-
ხებამდე გახვითქული მათი მძღოლი სირბილით ბრუნდებო-
და.
– ჯანდაბა ამის თავს! – თქვა ჩაჯდომისას. – ძალიან გაგვი-
ჭირდა დაქოქვა.
მალევე გაუსწრეს საბარგო მანქანას და გენერალმა და-
ინახა, როგორ ჯანჯღარებდნენ დიდ ყუთებზე ჩამომსხდარი,
ტუჩებში სიგარეტგაჩრილი მუშები.
ჯერ პლაჟის ვილებს ჩაუარეს გვერდით, რომლებიც ჩამოშ-
ვებული ჟალუზებით ახლა ცივი და სევდიანი ჩანდა, შემდეგ კი
თანამედროვე სასტუმროებისა და დიდი ხნის წინ დახურული
საზაფხულო რესტორნების თანამედროვე შენობებს. ბალნეო-
ლოგიური დაწესებულებების ტერასები პირდაპირ ზღვისპი-
რას გამოდიოდა, ზაფხულის დიდების ნაშთი – მათი მაგიდები
და სკამები – ერთმანეთზე შემოეწყოთ და კუთხეში მიედგათ.
– ძალიან ლამაზი უნდა იყოს აქაურობა ზაფხულობით, –
თქვა გენერალმა.
– მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. თუმცა, არა მგონია,
დიდად საამო იყოს ამ სამხედრო გამაგრებების სიახლოვეს
ბანაობა, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

161
გენერალი ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს.
– ვფიქრობ, თავდაცვითი საშუალებების მოდერნიზაციის
მიუხედავად, ამ გამაგრებების ნაწილი დღესაც ინარჩუნებს
თავის სამხედრო მნიშვნელობას.
– ალბანელები თავმოწონებით იმეორებენ, ჩვენი ქვეყანა
ადრიატიკის პირას აღმართული ციხესიმაგრეაო, – თქვა
მღვდელმა.
გენერალი ნაპირისკენ შებრუნდა.
– თქვენ ერთხელ მითხარით, ზღვას ალბანელებისთვის
უბედურების მეტი არაფერი მოუტანია და ამიტომაც არ უყ-
ვართ ზღვაო.
– მართალია, – დაეთანხმა მღვდელი, – ალბანელები იმ
ცხოველებივით არიან, რომლებსაც წყლის ეშინიათ. კლდეებ-
ზე ცოცვა და მთებში ხეტიალი ურჩევნიათ. იქ გრძნობენ თავს
უსაფრთხოდ.
გზა სულ უფრო და უფრო შორდებოდა სანაპიროსაგან გავ-
ლებულ ხაზს. რკინიგზის პატარ-პატარა საზაფხულო სადგუ-
რები და აქა-იქ მიმოფანტული თეთრი ვილები მათი თვალთა-
ხედვიდან იკარგებოდა.
– ომის პირველივე დღეს მოკლული ჯარისკაცებისგან ერ-
თიღა გვრჩება მოსაძებნი ამ სანაპიროზე. და ბოლო ის იქნება.
– უცნაურია. რატომ არის ის ცალკე, სხვებისგან მოშორე-
ბით?
– ვინ იცის, ალბათ რა მოხდა, – თქვა გენერალმა და აბგი-
დან რუკა ამოიღო. – აი, სად უნდა იყოს, წესით, – და წითელი
ფანქრით წერტილი დასვა რუკაზე. -
– ვფიქრობ, მაგ ადგილას ერთ საათში მივალთ.
– შეიძლება უფრო ადრეც. და ამით მოვრჩებით.
– განცალკევებული საფლავების გარდა ერთი გასვლაღა
დაგვრჩება ამ რეგიონში, – თქვა მღვდელმა.
– დიახ, საშუალოდ მთიან ზონაში. კიდევ ერთი რთული
მარშრუტი.
– რა მნიშვნელობა აქვს, – თქვა მღვდელმა. – მთავარია,
რაც შეიძლება მალე მოვრჩეთ ამ საქმეს.
– გეჩქარებათ შინ დაბრუნება?

162
– რასაკვირველია. თქვენ არა?
– ოცნებად მექცა ეს ამბავი, – მიუგო გენერალმა, – სულ-
მოუთქმელად ველოდები მაგ დროს. თუმცა ახლა ძალიან ად-
რეა ამაზე ლაპარაკი. ჯერ მეოთხედიც არ შეგვისრულებია ჩვე-
ნი ამოცანის.
– მართლაც.
გენერალმა ამოიოხრა.
– ძალიან ადრეა, – გაიმეორა მან, – ძალიან, ძალიან ად-
რეა.
მღვდელმა თავი დაუქნია.
ცხადია, გეჩქარება. შენ ხომ გელიანო, გაიფიქრა გენე-
რალმა.
– დიდი ხანია, ისინი არ გადაგვყრიან, – განაგრძო ხმამაღ-
ლა.
– ვინ?
– მეორე გენერალი და მერი.
– ღმერთმა უწყის, ახლა სად არიან და რას ეძებენ.
– ნამდვილად რომელიმე სტადიონზე ან ბულვარზე იქნე-
ბიან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაინცდამაინც კარგად არ
მისდით საქმე.
– ისე, როგორც ეგენი ირჯებიან, არა მგონია, ორ წელი-
წადზე ადრე მოახერხონ ამ ქვეყნიდან გაღწევა.
– ეგ მაგათი საქმეა, – თქვა გენერალმა, – ჩვენთვის მთა-
ვარია, ვერც ერთი ჩვენიანი ვეღარ აგვწაპნონ.
დარჩენილი გზა ისე გაიარეს, რომ ხმა არც ერთს აღარ
ამოუღია.
მონასტერი, რომელშიც ცალკე დაღუპული ჯარისკაცის
საფლავს ეძებდნენ, პატარა გორაკის თავზე იდგა და გადაჰყუ-
რებდა ადგილს, სადაც გზა ორად იყოფოდა, ერთი შტო ჩრდი-
ლოეთისკენ გრძელდებოდა, მეორე კი მარცხნივ, ზღვის სანა-
პიროს მიუყვებოდა.
მანქანიდან გადმოვიდნენ და ფერდობს აუყვნენ. პატარა
ჯგუფს გენერალი მიუძღოდა, მღვდელი და ექსპერტი ფეხდა-
ფეხ მიჰყვებოდნენ, მათ უკან კი მუნიციპალური სამსახურის
მუშები მიაბიჯებდნენ მხარზე გადებული სამუშაო იარაღებით.

163
მძღოლები გზის პირას, ქვებზე ჩამომსხდარიყვნენ და სიგა-
რეტს აბოლებდნენ.
მონასტრის შენობის წინ რამდენიმე დიდი და შთამბეჭდავი
საფლავი ჩანდა. ძველი სამარხები იყო დიდი ჯვრებითა და ლა-
თინურად შესრულებული წარწერებით. ძველებური კარიბჭე
დაკეტილი დახვდათ. შესასვლელის თავზე გადებულ დიდ ქვა-
ზე ეს სიტყვები იყო ამოკვეთილი: Societas Jesus.
ალბანელმა ექსპერტმა რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე,
ვიდრე შიგნიდან ნაბიჯების ხმა არ მოისმა. ზღურბლზე თეთ-
რთმიანი, შავებში ჩაცმული და თავზე სამკუთხა კაპიუშონიანი
ბერი გამოჩნდა.
– გამარჯობა, მამაო, – მიესალმა ექსპერტი.
– გაგიმარჯოთ, – სალამი დაუბრუნა ბერმა.
– აქ 1939 წელს დაღუპული ერთი უცხოელი ჯარისკაცის
საფლავია. მისი ნეშტის ამოსათხრელად და წასაღებად მოვე-
დით.
ხნიერმა ბერმა სათითაოდ აათვალიერ-ჩაათვალიერა გე-
ნერალი, მღვდელი და მხარზე იარაღგადებული მუშები.
– მთავრობის წერილობითი ბრძანება და არქიეპისკოპო-
სის ნებართვა გვაქვს, – უთხრა ექსპერტმა და პორტფელიდან
რამდენიმე საბუთი ამოიღო.
ბერმა ნაცრისფერი თვალები დახარა და საბუთების კით-
ხვას შეუდგა. დასივებული ქვედა ქუთუთოები პატარა ტომრე-
ბივით ეკიდა. კითხვისას კი ტუჩებს ისე აცმაცუნებდა, გეგონე-
ბა, რაღაცას ღეჭავსო.
– ძალიან კარგი, – თქვა მან, – გამომყევით. ახლავე იქ მი-
გიყვანთ.
გალავანს შიდა მხრიდან გაუყვნენ ბერის კვალდაკვალ და
მონასტრის უკანა ნაწილში აღმოჩნდნენ, სადაც ეკლესია აღ-
მართულიყო.
– აი ისიც. ეს საფლავია, – თქვა ბერმა.
ძალიან სადა სამარხი გახლდათ. თავის მხარეს ქვის ჯვარი
და მუზარადი ედო. მუზარადს საღებავი გადასძრობოდა და ისე
იყო ჩარჭობილი მიწაში, რომ გაზაფხულზე, როდესაც ბალახი
აბიბინდებოდა, მთლიანად დაიფარებოდა მის სიმწვანეში.

164
ერთ-ერთმა მუშამ ნიჩბით ამოაძრო მიწიდან. ორმა მათ-
განმა ჯვრის აღება დააპირა, ბოლო ორი მუშა კი მიწის სათ-
ხრელად ემზადებოდა.
– რატომ არის ეს საფლავი განცალკევებულად, სხვების-
გან ასე მოშორებით? – იკითხა გენერალმა.
– იმიტომ, რომ ეს ჯარისკაცი უცნაურ ვითარებაში მოკლა
ვინმე ნიკ მარტინიმ, – მიუგო ბერმა ღრმა, მოგუდული
ხმით.
ბერიკაცის ბაგეთაგან ამ სახელისა და გვარის – ნიკ მარ-
ტინის – გაგონებისას გენერალმა ცნობისწადილით სავსე მზე-
რა სტყორცნა მღვდელს.
– უცნობი მთიელია, – აუხსნა ამ უკანასკნელმა.
– ჩემი თვალით დავინახე, როგორ მოხვდა ტყვია. ნიკი, აი,
იმ ზედა გორაკიდან ისროდა.
ყველანი შემოტრიალდნენ და თვალი ერთ შემაღლებაზე
გაუჩერდათ, რომელიც გზის გადაღმა ციცაბოკედლებიანი გო-
დოლივით აღმართულიყო.
– იყო ბრძოლები ამ ადგილებში? – იკითხა გენერალმა.
– არა, – უპასუხა ბერმა. – ეს ზონა, აქედან ზღვამდე, და-
უსახლებელია და ვერავინ იფიქრებდა, საჯარისო ნაწილები
ჩვენგან ასე ახლოს თუ გადმოვიდოდნენ გემიდან ნაპირზე.
– რა მანძილზე ვართ სანაპიროდან?
– ათ კილომეტრში, – მიუგო ბერიკაცმა. – უნდა ვივარა-
უდოთ, რომ სრულ სიჩუმეში გადმოსხეს დესანტი. აზრად არ
მოუვიდოდა არავის, რომ ჯარები ამ მიკარგულ ადგილას გად-
მოვიდოდნენ. ნიკ მარტინი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ეს
გაიგო და ღმერთმა უწყის, საიდან.
– კი მაგრამ, ვინ არის ეს კაცი?
– ერთი მთიელი, უბრალო მთიელი, – თქვა ბერმა, რომე-
ლიც ისეთი თანაბარი ხმით ლაპარაკობდა, გეგონება, ზეპი-
რად ნასწავლ სიტყვებს იმეორებსო. – იმ დღეს შორიდან და-
ვინახე, გზაზე რომ მოდიოდა. მხარზე გადაკიდებული თოფით
მოაბიჯებდა და, რაკი ვიცნობდით ერთმანეთს, მის შესახვედ-
რად გავემართე. ნიკ, სად მიდიხარ-მეთქი, დავუყვირე. საბ-
რძოლველად მივდივარო, მიპასუხა. მარტო-მეთქი? კიო, მარ-

165
ტოო. მინდოდა, დამეშალა ეს მისთვის, გზაზე ჩავედი, წინ გა-
დავუდექი და პირჯვრის წერით ვუთხარი, მშვიდობა ღვთის
ყველა ქმნილებას-მეთქი. პირქუში მზერა მესროლა და ისეთი
მოძრაობა გააკეთა, თითქოს თოფისკენ გაივლო ხელიო. გზი-
დან გამეცალე, მამაოო, გამოცრა კბილებში. შემდეგ სამრეკ-
ლოს გახედა და სიტყვის უთქმელად გაემართა მონასტრისკენ.
უკან გავყევი. ორივენი სამრეკლოს თავზე ავძვერით, საიდა-
ნაც მთელი სანაპირო მოჩანდა. ჯარისკაცები ჭიანჭველებივით
ირეოდნენ. გადმოსხეს დესანტი. წადი სახლში, ნიკ-მეთქი,
ვუთხარი. არა, არ წავალო, მიპასუხა და მხეცივით აღრინდა.
ძირს ჩაცოცდა. სწრაფი ნაბიჯით გავიდა გზაზე და შეუყვა ამ აღ-
მართს.
– და მარტომ იბრძოლა? – ჰკითხა გენერალმა.
– დიახ, სულ მარტომ. საათზე მეტხანს ისროდა. იშვიათად
ისროდა და მისი ტყვიების სტვენის ხმა გრძელი შუალედებით
ისმოდა ჰაერში. გზა გადაშავებული იყო ჯარებით, ის კი ისრო-
და და ისროდა. ვერაფერი მოუხერხეს, ვიდრე ყუმბარმტყორ-
ცნიდან არ დაუშინეს.
– და მაშინ მოკლეს?
– არა, თავიდან ჩვენც ასე გვეგონა, მისი თოფი როცა და-
დუმდა. მაგრამ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ აქედან ათ კი-
ლომეტრში რაღაც შემაღლებაზე ამძვრალა და კიდევ ერთ სა-
ათს უბრძოლია.
– სავსებით სარწმუნოა, – თქვა გენერალმა. – ამგვარი ად-
გილმდებარეობა ვირტუალურადაც კი აუღებელია. მთელი
დღე შეუძლია ადამიანს, გაძლოს აქ, თუ არტილერიით არ ჩა-
მოიღებენ.
– აცოცებაც სცადეს იმათ, – განაგრძო ბერმა, – და სწო-
რედ ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს მოკლეს ეს ჯარისკა-
ცი. მონასტრის სარკმლებიდან ვადევნებდით თვალს მათ ამაო
მცდელობებს, იქ ამძვრალიყვნენ. შემდეგ, ფარაჯაში გახვეუ-
ლი მოკლული ამხანაგი აქ რომ მოასვენეს და დაკრძალეს, გა-
დაწყვიტეს, ყუმბარმტყორცნით დაეცხრილათ ნიკის პოზიცია.
– და იმ მთიელმა თავს უშველა? – ჰკითხა გენერალმა.

166
– ნიკ მარტინიმ? – მოხუცმა ბერმა თავის ნაცრისფერთვა-
ლებიანი შებურული მზერა ბორცვებისკენ აღაპყრო. – ვერა, –
უპასუხა მან, – მოკვდა. იმ დღეს ოთხ ადგილას იბრძოლა სის-
ხლის უკანასკნელ წვეთამდე. ჰყვებიან, ტყვია-წამალი რომ გა-
მოელია და დაინახა, როგორ მიემართებოდნენ ჯარისკაცებია-
ნი მანქანები ტირანისკენ, ისეთი ღრიალით გაუვარდა მათ,
როგორიც ჩვენმა მთიელებმა იციან, როცა ვინმე ახლობელი
უკვდებათ. ალყა დაარტყეს და ხანჯლებით ასო-ასო აკუწეს.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
– ნიკ მარტინის სამარე არ ღირსებია, – თქვა მოხუცმა ბერ-
მა, რომელიც ფიქრობდა, რომ სტუმრები მთიელის საფლავ-
საც ეძებდნენ. – არც რამე ნიშანი ეტყობოდა, არც ჯვარი იდ-
გა... ერთი სიმღერაღა დარჩა მის მოსაგონებლად. -
– გასაკვირია, ერთმა კინკილა კაცმა რომ იფიქრა, მთელ
არმიას შევებრძოლებიო, – თქვა გენერალმა ნახევარი სა-
ათის შემდეგ, როდესაც მანქანით ტირანისკენ მიემართებოდ-
ნენ.
– პატივად მიიჩნევენ, მარტოკაცი თუ იბრძოლებს, – შე-
ნიშნა მღვდელმა, – უძველესი ტრადიციაა.
გენერალმა სიგარეტი გააბოლა და ამოიოხრა:
– ომის კიდევ ერთი დღე გავიდა.
მღვდელს ხმა არ ამოუღია. გზის ორივე მხარეს გადაჭიმულ
მინდორ-ველებს გაჰყურებდა, რომელთაც თითქოს ცოცხით
გვიდა ზამთრის ქარები. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით
ადრიატიკის ზღვა ისევ გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად მარჯვნი-
დან, შთამბეჭდავად თვალუწვდენელი.
მომრგვალებულთავიანი პატარ-პატარა გორაკები მთელ
სანაპიროს მიუყვებოდა. მათ ფერდობებზე ომის პირველივე
დღეს დაღუპულ ალბანელთა საფლავები იყო მიმოფანტული.
სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მწირი ცნობებით გე-
ნერალი ბოლოს მიხვდა, რა ამბებიც დატრიალდა იმ დღეებში
ალბანეთის მოსაზღვრე ორივე ზღვის სანაპიროებზე. მოუყ-
ვნენ, როგორ ვრცელდებოდა ახალი ამბები ქვეყნის ყველა
კუთხეში და როგორ მიდიოდნენ საომრად მხარზე გადაკიდე-
ბული თოფებით ხუთ-, ათ– და ოცკაციანი ჯგუფები. მოდიოდ-

167
ნენ შორიდან, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, გადმოივ-
ლიდნენ მთებს და ხეობებს და მათ ქცევაში იყო რაღაც ძველი,
ძალიან ძველი, რაც ინსტინქტის სახით მემკვიდრეობით გა-
დაეცემოდა თაობიდან თაობას ჯერჯ ელეზ ალიას თქმულებე-
ბის დროიდან მოყოლებული, როდესაც ბოროტება ყოველ-
თვის ზღვიდან ამოდიოდა ურჩხულივით და მისი განადგურება
იქვე, ნაპირზე იყო საჭირო, ვიდრე ხმელეთზე შეაღწევდა. ეს
იყო განგაშის უძველესი შეგრძნება, რომელიც მათში იღვი-
ძებდა, უხსოვარი დროიდან წამოსული შიში ღრმა წყლების
და, უფრო ზოგადად, დაბლობების მიმართ, საიდანაც ყოველ-
თვის ბოროტება მოდიოდა. როგორც კი მთიდან ჩამოსული ეს
ადამიანები ბრძოლაში ჩაბმული სამეფო ჯარის ნარჩენებს
უერთდებოდნენ, ჯერ ზღვის ჰაერს შეისუნთქავდნენ, მერე კი,
როცა თავად უზარმაზარი ზღვა გადაეშლებოდათ თვალწინ,
საფრთხეს გრძნობდნენ და ტალღების დგაფუნისგან ყურში სა-
ომარი მუსიკის ჰანგები ჩაესმოდათ.
ამიტომაც იმ დღეს ათობით შეიარაღებული მებრძოლი ჩა-
მოვიდა მთიდან. მათ რიგებში იყვნენ ადამიანები, რომელთაც
ნაბდის ქუდები ეხურათ და სათვალეები ეკეთათ. იყვნენ ასევე
ტანმაღალი მთიელები ბაირაკებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ
პატრიარქალურ ცხოვრებას ეწეოდნენ და რომელთაგან
ბევრს სულ არ ადარდებდა იმის ცოდნა, თუ რომელი ქვეყანა
მოდიოდა მათ დასაპყრობად და ვის წინააღმდეგ მოუწევდათ
თავად ბრძოლა, რადგან მათთვის ამას არავითარი მნიშვნე-
ლობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ ბოროტება ზღვიდან
მოდიოდა და მისი უკუგდება ხდებოდა საჭირო. ბევრს ცხოვრე-
ბაში თვალით არ ენახა და როდესაც ადრიატიკის ზღვა თვალ-
წინ გადაეშალათ, უთუოდ შესძახეს – რა ლამაზია! შეიძლება
აღარ სჯეროდათ, რომ ბოროტება იქიდან შეიძლება მოსული-
ყო. გულგრილად უყურებდნენ სანაპიროსკენ მოშვერილლუ-
ლებიანი კრეისერების ფუთფუთს, დაბლა მფრინავ თვით-
მფრინავებს, სადესანტო ხომალდებს და, როგორც ადათ-წესი
მოითხოვდა, ჩაებნენ ბრძოლაში. ყველანი დაბომბვის
მსხვერპლნი გახდნენ, ვინ უფრო ადრე და ვინ უფრო გვიან.

168
შემდეგ, დღის მიწურულს, დაგვიანებულები მოვიდნენ ყვე-
ლაზე შორეული მთიანი სოფლებიდან. ხანგრძლივი სიარუ-
ლისგან დაქანცულები და გატანჯულები მაშინვე ჩაერთნენ
ბრძოლაში იმ დროს, როცა დამპყრობლები მძლავრი პომპე-
ბით რეცხავდნენ სისხლს დურესის ქუჩებში, რომლებიც ჩამა-
ვალი მზის უკანასკნელ სხივებში თითქოს ცეცხლის ალში გახ-
ვეულიყო.
მთიელები დაღამებამდე მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ზო-
გი მარტო მოდიოდა და მათი სილუეტები მხარზე გადაკიდებუ-
ლი თოფით ბორცვების თავებზე იკვეთებოდა. როდესაც პრო-
ჟექტორები მათ ჩასაფრების ადგილს გაანათებდა, ტყვიამ-
ფრქვევები მაშინვე აკაკანდებოდნენ და ისინიც მოცელილი-
ვით ეცემოდნენ. დილამდე ასე, პირქვე დაცემულები და თმა-
დანამულები რჩებოდნენ.
მეორე დღეს ისინი იქვე დამარხეს, სადაც დაეცნენ, ზღვის-
პირა ბორცვებზე, და იმ გაზაფხულს მათი საფლავები უთვალა-
ვი ცხვრის გაბნეული ფარასავით მოედო იქაურობას. ვერც მა-
თი სახელები და გვარები გაიგო ვინმემ ვერასდროს, ვერც ის
კუთხეები, საიდანაც ისინი მოვიდნენ. მხოლოდ მთიელები
ცნობდნენ მათ ჩაცმულობით. ბევრი მათგანი ჩრდილოეთ ალ-
პების შორეული ბაირაკებიდან მოსულიყო, მხარიდან, სადაც
სიკვდილის შემთხვევაში მთელი ოჯახი შავებს იცვამდა და სა-
დაც მოკლულის ცივსა და სევდიან ქვის კულასაც კი შავ ქსო-
ვილს შემოახვევდნენ, რომ შემდეგ მისთვის სიმღერა მიეძ-
ღვნათ. და ასეთ დროს ამ სიმღერებში ზღვასაც აუცილებლად
მოიხსენიებდნენ ხოლმე, შორეულსა და ვერაგს.

169
მეორე ნაწილი

გაზაფხულდა. შემდეგ ზაფხული დადგა და უცხო მიწაზე ბა-


ლახი ამოიზარდა. დაფარა ბორცვები, ხეობების კალთები და
ჯიუტად დაიპყრო მიწის ზოლები გზატკეცილების ორივე მხა-
რეს.
მთელი გაზაფხულის განმავლობაში გენერალი, მღვდელი
და მუნიციპალური სამსახურის მუშები მთიდან მთაზე, ხეობი-
დან ხეობაში, კუთხიდან კუთხეში დადიოდნენ. ზაფხული მოვი-
და, მაგრამ, რაკი მათი ძიება ძალიან ნაყოფიერი ვერ გამოდ-
გა, გადაწყვიტეს, ორ კვირაზე მეტხანს არ დაესვენათ. ყველა-
ზე ცხელ თვეებში ჩრდილოეთ ალპებში ეძებდნენ, შემდეგ,
როგორც კი ოდნავ აგრილდა, დაბლობებში ჩამოინაცვლეს და
გათხრები იმ მხარეებში განაგრძეს, რომლებშიც უკვე ნამყო-
ფები იყვნენ.
ოქტომბრის თვემ მათ ისევ ალბანეთის გზებზე მოუსწრო.
უცბად გაავდრდა და ჭექა-ქუხილი ყველა მხრიდან ისმოდა.
მათი მოსაწყენი მსვლელობა მოსალოდნელზე მეტად გა-
იწელა. პრესკონფერენციაზე, რომელიც გენერალმა თავის
ქვეყანაში, ზაფხულში, ალბანეთში მეორედ გამომგზავრების
წინ გამართა, ჟურნალისტებმა არაერთი უხერხული შეკითხვა
დაუსვეს მისიის დასრულებისათვის საჭირო დროზე. ის მათ
სიტყვაძუნწად, ხან დაუფარავი გაღიზიანებით, ხან კი სრული-
ად უკმეხადაც კი პასუხობდა, თითქოს ეუბნებოდა, მიდით, ჩე-
მო ხვითოებო, სცადეთ და ის საქმე გააკეთეთ, რომელსაც მე
ვაკეთებო.
გენერალს სულ უფრო და უფრო მეტად ეჩვენებოდა, რომ
ცხოვრება სველი და უცხო, ურთიერთგადამკვეთი გზების და-
უსრულებელ მონაცვლეობად ექცა. ამ გზებზე მოგზაურობისას
გრძელ-გრძელი საუბრებისა და მომაბეზრებელი რჩევადარი-
გებების ფრაგმენტები სულ უფრო და უფრო ხშირად ამოუტივ-
ტივდებოდა ხოლმე მეხსიერებაში. მთელი ეს მოგონებები მის
170
გონებას იპყრობდა და იქ რაღაცნაირად შეცვლილ და ერთფე-
როვან ფორმებს იძენდა – ისინი დახრილ ნაწერს აგონებდა,
რომლის ასოებს თითქოს რაღაც ისე აწვებოდა, რომ ეს ასოე-
ბი მალე პირქვე დაეცემოდნენ მიწაზე.

171
თავი XVII
ჩვეულებრივ, მთელ დღეს ხიდის მოაჯირზე ჩამოყრდნობი-
ლები სიგარეტის წევაში ვატარებდით, ან პატარა ფიცრულში
ვისხედით, რომლის კარის თავზეც მეპატრონეს ოკრობოკრო
ასოებით დაეწერა სიტყვები „კაფე – ორანჟადი“. ექვსნი ვყა-
რაულობდით ხიდს. ზედ პირველი მსოფლიო ომის დროინდე-
ლი, ავსტრიელების გაყვანილი და დიდი ხნის წინ მივიწყებუ-
ლი სტრატეგიული გზა გადიოდა. აქ ხიდისა და გზის შეკეთები-
დან სულ რამდენიმე დღეში მოვედით. ჯარისკაცებს, რომლებ-
მაც ისინი აღადგინეს, ამავე დროს ბლოკჰაუზი და პატარა ყა-
ზარმაც აეშენებინათ. ყველაფერი მზად დაგვახვედრეს ჩვენი
მოსვლისთვის. მძიმე ტყვიამფრქვევი ბლოკჰაუზში დავდგით,
შედარებით მსუბუქი კი ყაზარმაში დავიტოვეთ, ყოველი შემ-
თხვევისთვის.
უღიმღამო და უკაცრიელი მხარე იყო. ქვებით მოფენილი,
დაუმუშავებელი მიწები და აქა-იქ ამოზრდილი ხეები, მორჩა
და გათავდა. სულ პატარა სოფელი იყო, დიდი-დიდი ათი კომ-
ლი თუ იქნებოდა. ქვის უცნაური სახლები იდგა, რომლებსაც
კედლებზე ფანჯრების ნაცვლად ვიწრო სათოფურები ჰქონდა
ჩვენი ბლოკჰაუზის მსგავსად.
თავიდან ვიხოცებოდით მოწყენილობისგან. სამხედრო
მანქანები იშვიათად თუ ჩამოივლიდნენ და სოფლელები ძა-
ლიან მტრულად გვიბღვერდნენ გავლა-გამოვლისას. მთელი
დღის მანძილზე ბოლთას ვცემდით ხიდზე და გასართობად
კენჭებს ვისროდით მდინარეში. ღამე მორიგეობით ვყარაუ-
ლობდით.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დავინახეთ, როგორ ჩამოვიდა
მთის ბილიკიდან ვიღაც კაცი, რომელსაც ფიცრებით, ყუთებით
და ფისწასმული მუყაოს გრაგნილებით დატვირთული სამი ჯო-
რი მოჰყავდა. მეზობელი ქალაქიდან წამოსული ქორვაჭარი
აღმოჩნდა. ორ დღეში ზედ ხიდთან ფიცრული წამოჭიმა და შე-
სასვლელს თავზე შავად დააწერა სიტყვები „კაფე – ორანჟა-
დი“.

172
იმ დღის შემდეგ მისი ყოველდღიური მუშტრები გავხდით.
მიუხედავად იმისა, რომ კარის ზევით სიტყვები „კაფე“ და
„ორანჟადი“ დააწერა, სინამდვილეში რაკისა და ცუდ ღვინოს
ყიდდა. დროდადრო სამხედროები, რომლებიც სატვირთო
მანქანებით ჩამოივლიდნენ, ფიცრულთან ჩერდებოდნენ და
თითო ჭიქას გადაჰკრავდნენ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ
ამ პატარა დუქანმა ცოტათი გამოაცოცხლა ეს ჩამკვდარი ად-
გილი. ხანდახან სოფლელებიც მოდიოდნენ დასალევად. თუმ-
ცა მათ იქ ქორვაჭრის რაკი არ იზიდავდა და, მით უფრო, მისი
მჟავე ღვინო. სულ სხვა საზრუნავი ჰქონდათ. მოდიოდნენ,
რომ კვერცხი ვაზნებში გაეცვალათ. მიუხედავად იმისა, რომ
მკაცრად გვქონდა აკრძალული, ჩვენ მაინც ვუცვლიდით. ღა-
მის ყარაულობისას ისეთ პეტარდებს ვისროდით, თოფის ხმა
რომ ჰქონდა და მეორე დღეს სინამდვილეში დახარჯულ ვაზ-
ნებზე ორჯერ მეტ რიცხვს ვასახელებდით. ამგვარად დაზოგი-
ლი ტყვია-წამალი კვერცხებში იცვლებოდა.
მაგრამ ღამის ეს ბათქაბუთქი არ აღმოჩნდა კარგის მომას-
წავებელი. გეგონება, ჩვენ თვითონვე მოვიზიდეთ ჩვენკენ უბე-
დურებაო. რაღაც ხანში პარტიზანები მოქმედებაზე გადავიდ-
ნენ და მოსვენებას აღარ გვაძლევდნენ. ბლოკჰაუზი რომ არა,
ყველას უცებ ამოგვხოცავდნენ.
პირველი ჩვენიანი ხიდზე მოკლეს ღამის ყარაულობისას.
როგორც ჩანს, პარტიზანებმა ხიდის აფეთქება სცადეს, მაგრამ
გუშაგმა განგაში ატეხა და ამით ხელი შეუშალა მათ. მეორე
დილას მკვდარი იპოვეს ხიდის მოაჯირთან. უცნაურად ეგდო,
პირღია. გინახავთ ფილმი „ველოსიპედისტის სიკვდილი“? მე
ვნახე და კინაღამ შევყვირე შუა დარბაზში. ცხედარი ეკრანზე
ძალიან ჰგავდა ჩემს გონებაში ჩაბეჭდილ ამ ხილვას.
ორი კვირა ძლივს იყო გასული და მეორის ჯერი დადგა. შე-
იძლება ითქვას, რომ გარემოებები იგივე იყო. ეჭვი გვქონდა,
რომ სოფლელები თავად გვესროდნენ, თუმცა ამის დამამტკი-
ცებელი საბუთი არ გვქონდა. ამის შემდეგ აღარ გაგვიცვლია
ვაზნები. მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო.
მესამე კაციც რომ მოგვიკლეს, გადავწყვიტეთ, აღარ გვე-
ყარაულა ხიდზე. ახალ შევსებასთან ერთად პროჟექტორიც გა-

173
მოგვიგზავნეს, რომელიც ბლოკჰაუზში დავაყენეთ და ხიდი
სხვადასხვა ინტერვალებით განათდა. რკინის შავი, ერთმა-
ნეთთან გადაჯვარედინებული სვეტები ხიდს ვეებერთელა და
შემზარავ მუხლუხს ამსგავსებდა. იქაურობა ავბედითი და სა-
ხიფათო ჩანდა. ზოგჯერ, შუაღამისას, მოთეთრო, ცივ შუქზე გა-
მოიკვეთებოდა და წინათგრძნობა შემომიჩნდებოდა ხოლმე,
რომ ის ჩვენ ყველას, ერთიმეორის მიყოლებით გადაგვსან-
სლავდა.
პარტიზანები კიდევ უფრო გაშმაგდნენ.
მეოთხე კაცი იმ ღამეს მოგვიკლეს, როცა მე დამჭრეს. სხვა
აღარაფერი მახსოვს, რადგან ტყვია შეტევის დაწყებიდან პირ-
ველივე წამებში მომხვდა. გონს როცა მოვედი, დავინახე, რომ
ვიღაცას ჯორზე შევეწვინე, რომელიც ხიდზე ნელი ნაბიჯით გა-
დადიოდა. ფიცრები უცნაურად ჭრაჭუნებდა მისი ნალების
ქვეშ. დილა იყო, ზამთრის ნაცრისფერი დილა. დამძიმებული
მზერა ურიცხვ ჭანჭიკზე გამიშტერდა, რომლებიც ჩემ თვალწინ
მწკრივად გადიოდა და ვიგრძენი, როგორ მომიჭირა გულზე
რაღაც ცივმა და მძიმემ. ეს ყველაფერი სამუდამოდ ჩამებეჭდა
მეხსიერებაში.
როდესაც ჯორი ნელი ნაბიჯით ხიდიდან გზაზე გადავიდა,
გაჭირვებით შევაბრუნე თავი და უკანასკნელად გავხედე
ბლოკჰაუზს, ფერდობზე შეფენილ სოფლის პირქუშ სახლებს,
ჩვენი ამხანაგების საფლავებს ხიდის ძირას (ბოლო სამარე
ჯერ გათხრილიც კი არ იყო) და იქვე, სულ ახლოს, ხის ფიც-
რულს თავისი ამაზრზენი წარწერით „კაფე – ორანჟადი“.

გენერალი ბეტონის ბლოკზე იჯდა და ეწეოდა. ქვევით, ხი-


დის საყრდენთან, მუშები აქეთ-იქით გაბნეულ დიდ დამტვრე-
ულ ბლოკებს შორის დარჩენილ მონაკვეთებში თხრიდნენ,
ბლოკების ნამტვრევებიდან კი ჟანგიანი და დაღრეცილი რკი-
ნები იყო ამოჩრილი. ახალი ხიდი რამდენიმე ასეული მეტრით
ქვევით აეშენებინათ, იმ ადგილას, სადაც ახალი გზა იწყებო-
და, ზეთის სახდელის შორიახლოს. ძველ, მთიან გზაზე ახლა
ველური ბალახი და ბუჩქები ამოზრდილიყო.

174
ალბათ საშინელი აფეთქება იყოო, გაიფიქრა გენერალმა.
ხიდი ორად იყო გაჭრილი. ბეტონის დიდი ბლოკები ბლოკჰაუ-
ზამდე და იმის იქით – გაუქმებულ გზამდეც კი გადაფრენილი-
ყო. ხიდთან ჯერ კიდევ იდგა ძველი ფიცრული, რომლის კარ-
საც თავზე კვლავ „კაფე – ორანჟადი“ ეწერა.
აქ მოსვლისას, ერთი კვირით ადრე, ფიცრულიც, ხიდიც,
ბლოკჰაუზიცა და გზის ნაწილიც სანახევროდ დანგრეული
დახვდათ. ფისწასმული მუყაოები, რომლებიც სახურავის მა-
გივრად ეფარა, ადგილ-ადგილ ჩამოხეულიყო. ფიცრებიც
ბლომად ჩამოგლეჯილიყო და შერჩენილთაგან დიდი ნაწილი
უკვე დამპალიყო. მაგრამ ორი დღის შემდეგ საზოგადოებრივი
კვების ობიექტებიდან მოავლინეს ნოქარი, რომელმაც სიგა-
რეტი, კონიაკი და ყავის მოსახარში მანქანა მოიტანა. ეს ყვე-
ლასთვის დროული აღმოჩნდა, რადგან ძველი ხუთი მუშის
გარდა დროებით შვიდი კიდევ დაიქირავეს და ყოველ მათ-
განს, თუ არ ჩავთვლიდით მძღოლს, ექსპერტს, მღვდელსა და
გენერალს, ორი დამღლელი კვირის გატარება მოუწევდა აქ.
ნოქარმა ჯერ რამდენიმე ფიცარი ორ-ორი, ზოგან სამ-სამი
ლურსმნით მიაჭედა, შემდეგ დიდი ქვებით ფისწასმული მუ-
ყაოები დაამაგრა, რომ ისინი ქარს არ გადაეხადა, და ბოლოს
ძველ ფიცრულში მოკალათდა.
ყავახანამ ოდნავ გამოაცოცხლა იქაურობა. დილაობით,
მუშაობის დაწყებამდე, მუშები იქ ფინჯან ყავასა და თითო ჭიქა
ფერნეტს მიირთმევდნენ. დღისით კი სოფლელები ირგვლივ
დახეტიალობდნენ და საათების განმავლობაში უყურებდნენ,
როგორ თხრიდნენ მიწის მუშები.
გენერალი ორ მათგანს აკვირდებოდა, რომლებიც თით-
ქოს რაღაცას უხსნიდნენ მოხუც მუშას და ხელით რაღაც ად-
გილს აჩვენებდნენ ხიდის საყრდენთან.
ვინ იცის, ამათგან რომელს უსვრია ჩვენი გუშაგისთვისო,
ფიქრობდა გენერალი ყოველ ჯერზე, როგორც კი სოფლელე-
ბი მოდიოდნენ მუშებში გასარევად ან სიგარეტის საყიდლად.
სულ ერთი კვირა გასულიყო, რაც აქ იყვნენ და რამდენიმე
მათგანს უკვე ცნობდა.

175
გათხრები ხიდის გადაღმა, საყრდენებთანაც გრძელდებო-
და. ხიდის ძირში მხოლოდ ღამის გუშაგები ესვენნენ, მაშინ
როცა საფლავების უმეტესობა გზის გასწვრივ, ჯართითა და
დამწვარი მანქანებით მოფენილ მონაკვეთზე მდებარეობდა.
ადგილი ზედგამოჭრილი იყო იმისათვის, რომ მოტორიზებულ
კოლონებს ჩასაფრებოდნენ. და ეს ყველაფერი იქამდე ხდებო-
და, ვიდრე პარტიზანები ხიდს ააფეთქებდნენ.
მღვდელი და ექსპერტი ფერდობს მიუყვებოდნენ. ექსპერ-
ტი ფარდულისკენ გაეშურა, მღვდელი კი გენერლისკენ გამობ-
რუნდა.
– აბა, რა ხდება? – ჰკითხა ამ უკანასკნელმა.
– ყველაფერი კარგადაა.
– შეესაბამება წინასწარ მონაცემებს?
– ზედმიწევნით.
– ზეგ ძებნა ხიდის მეორე მხარეს უნდა დავიწყოთ.
გარშემო მთების ხეობები ნისლში ჩაფლულიყო.
– საზიზღარი ამინდია, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
მღვდელმა პასუხად თავი დაუქნია.
– ალბანელებს ერთი ანდაზა აქვთ, ავდარს მეგობრის სახ-
ლი დაგავიწყებსო.
– ეჰ, გამოდის, არავითარი შანსი არა გვაქვს, – თქვა გენე-
რალმა, – ამ ქვეყანაში სახლის კარს ჩვენ არავინ გაგვიღებს.
მღვდელს ხველება აუტყდა.
– ორი დღეა, ყელი მტკივა.
– ასეთ ნესტში ეს სულ არ არის გასაკვირი.
– წესით, წამალი უნდა დავლიო.
– წელსაც თუ შარშანდლის მსგავსი ზამთარი იქნა, კარგი
დღე არ დაგვადგება.
– ამინდები ისეთივე იქნება, – თქვა მღვდელმა.
– წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც აქ ვართ და შთაბეჭდილე-
ბა მექმნება, რომ მთელი ცხოვრება აქ გავატარეთ.
– საქმის ყველაზე – დიახ, თუმცა, რაც მეტად გრძელდება
ეს სამუშაო, მით უფრო გამაბეზრებელი ხდება.
დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

176
– „ელვისებური ომები“ კი არსებობს, მაგრამ „ელვისებუ-
რი ძებნა“, როგორც ჩანს, არ არსებობს.
– ომი, რაც უფრო ფიცხელია, იქ დაღუპულების ძიება მით
უფრო ხანგრძლივია.
– ისე გავიჭედეთ აქ, რომ თითქოს შეუძლებელია აქედან
თავის დაღწევა. უკვე ვეღარ ვიტან აქაურობას.
– ვერაფრით ამიხსნია, რამ გაამხეცა ეს პარტიზანები და
რატომ უნდოდათ ასე, ნებისმიერ ფასად აეფეთქებინათ ეს ხი-
დი, – თქვა მღვდელმა. – კაცმა რომ თქვას, არაჩვეულებრივი
მახე იყო, რადგან, როგორც კი დაანგრიეს ეს ხიდი, საჯარისო
კოლონები იძულებულები გახდნენ, სხვა გზა აერჩიათ და ჩვე-
ნები უკვე აღარ იყვნენ მათთვის ასეთი იოლი სამიზნეები.
– დიახ, მაგრამ, რომ არ დაენგრიათ, დღეს ორჯერ მეტი
საფლავი დაგვხვდებოდა და აქ ორი კვირით კი აღარ, არამედ
მთელი თვით ჩავრჩებოდით. კიდევ კარგი, არ გადაიფიქრეს
ეს საქმე. ვეღარ ვიტან ვერც აქაურობას და ვერც ამ სოფლე-
ლებს, გარშემო რომ დაბოდიალობენ და გვიყურებენ, როგორ
ვთხრით დაღუპულებს.
– დაბოდიალობენ, მართლაც, – დაეთანხმა მღვდელი. –
უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ამბავს მათთვის ერთგვარი კმაყოფი-
ლება მოაქვს.
– ხიდის ამ ყარაულებს ესენი პირადად იცნობდნენ. დიდ-
ხანს იცხოვრეს გვერდიგვერდ, ტყვიებში კვერცხებს უცვლიდ-
ნენ და რომელიმე მათგანს აუცილებლად ექნება მათთვის ნას-
როლი.
– გათხრების ადგილებში დაფუთფუთებდნენ, გეგონება
უნდოდათ ეტრაბახათ ჩვენს მუშებთან და მძღოლებთან,
აქაოდა, ჩვენ დავხოცეთ ყარაულებიო, – თქვა მღვდელმა. –
არ შეგიმჩნევიათ სხვებს შორის ერთი გრძელულვაშა ბერიკა-
ცი, ქამარზე რევოლვერი რომ ჰკიდია, დილაობით რომ მოდის
და ჩვენს მუშებს შორის მედიდურად რომ დასეირნობს?
გენერალს სახე მოეღუშა.
– ორი თუ სამი მედალი რომ მიუკრავს მკერდზე და თავა-
ღერილი რომ დააბოტებს, ის?
– დიახ, ეგ.

177
– შევნიშნე, მართლაც. ექსპერტმა მითხრა, თქვენებმა ვაჟი
მოუკლესო.
– მართლა?
– ძალიან ბებერს ჰგავს. როგორც ჩანს, ჩვენი ჩამოსვლის
ამბავი რომ გაიგო, მედლები ჩამოიკიდა, ქამარში რევოლვე-
რი გაირჭო და აქ სახეტიალოდ მოვიდა. და ახლა ყოველდღე
ასე იქცევა.
– ალბანელ მუშებსაც კი არ ასცდა მისი ზიზღიანი მზერა.
გუშინ ექსპერტი არ ჩათვალა პასუხის ღირსად, როცა ამ უკა-
ნასკნელმა რაღაცა ჰკითხა დასაზუსტებლად.
– ფანატიკოსი ბერიკაცია. როგორც ჩანს, ექსპერტი და მუ-
შები ჩვენი მოკავშირეები ჰგონია.
მღვდელმა ჩაახველა.
– ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. კერძოდ ის, რომ ყვე-
ლაფერი უნდა გავითვალისწინოთ, – აზრი გაანდო გენერალ-
მა, – ეჭვის თვალით ვუყურებ ასეთ ფსიქოპატებს. ვინ იცის,
როდის რა მოუვლით თავში, როდის ამოიღებენ იარაღს და
გვესვრიან, დღისით-მზისით.
– სავსებით შესაძლებელია, – დაეთანხმა მღვდელი, – ყვე-
ლაფერს უნდა მოელოდე ასეთი დარტყმულისგან. ფრთხი-
ლად უნდა ვიყოთ.
გარშემორტყმული მთების ხეობებიდან ისევ გაისმა ჭექა-
ქუხილი.
გენერალმა სიგარეტს მოუკიდა.
– ამ გლეხების ინტერესი ჩვენი გათხრების მიმართ მეტ-
ნაკლებად გასაგები მგონია, – თქვა მან. – ერთმა ჯარისკაცმა,
რომელიც ამ ხიდზე ყარაულში იდგა, აქ გამომგზავრების წინ
ერთი ომისდროინდელი ეპიზოდი მიამბო. ცოტა ხნის წინ იქ
რომ ვიჯექი, მისი სიტყვები გამახსენდა, შეიძლება სულაც მე-
ათედ.
– ჩვენ მათ ომის წლებს ვახსენებთ.
– ბუნებრივია. ომის დროს ამ პატარა დასახლების ბედი ამ
ხიდს დაუკავშირდა. მასთან სიახლოვე საბედისწერო აღმოჩ-
ნდა. ხიდის დანგრევის შემდეგ ჩვენმა დანაყოფებმა ყველაფე-
რი მიწასთან გაასწორეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. უამხი-

178
დოდ, ამ მთელი სამყაროსაგან განაპირებულ სოფელში ცხოვ-
რება წყნარად გაგრძელდებოდა და ომის ქარ-ცეცხლი საერ-
თოდ არ შეეხებოდა. ახლა კი, გავიხედოთ და, ჩვენ არ ჩამოვე-
დით აქ ჩვენი ჯარისკაცების ძვლების საძებნელად?!
საუზმის დრო დამდგარიყო და მუშებს შეეწყვიტათ მუშა-
ობა. ექსპერტი რამდენიმე წამს მოხუც მუშას გაესაუბრა და მე-
რე გენერალთან მოვიდა ამის სათქმელად:
– ორი საფლავი ამ დიდი ბეტონის ბლოკების ქვეშ ყოფილა
მოყოლილი.
– და როგორ მოვიქცეთ?
– დინამიტით უნდა ავაფეთქოთ ბლოკები.
– კეთილი, მაგრამ გვაქვს კი?
– არა, მაგრამ ხვალისთვის უნდა ვიშოვოთ სადმე ახლო-
მახლო.
სასაუზმოდ წავიდნენ.
ნაშუადღევს გაწვიმდა. მუშები ცივ, გაბუღულ ფიცრულში
ისხდნენ და უყურებდნენ, როგორ ცრიდა.

179
თავი XVIII
საღამოს მოხუცი მუშა ავად გახდა. შუადღის შემდეგ უკვე
ცუდად იგრძნო თავი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ მიანიჭა.
საღამოსკენ მთლად გაფითრდა და გადაწყვიტა, ჩაწოლილი-
ყო. ყველამ იფიქრა, უბრალოდ გაცივდაო. ერთ-ერთ გლეხ-
თან მიიყვანეს სახლში და ბუხრის პირას, დიდი ცეცხლის წინ
დასვეს. მაგრამ დაღამებასთან ერთად მისი მდგომარეობა კი-
დევ უფრო დამძიმდა.
ჯერ არც კი გათენებულიყო, როდესაც გენერალსა და
მღვდელს კარვის კალთაზე ვიღაცამ მოუფხაჭუნა. პირველს
გენერალს გაეღვიძა.
– ვიღაცაა გარეთ, – უთხრა მღვდელს.
ეს უკანასკნელი წამოდგა და კალთა გადასწია. ექსპერტი
აღმოჩნდა.
– დიდ ბოდიშს გიხდით, ასეთ დროს რომ გაწუხებთ.
– არა უშავს. რა ხდება?
– მინდოდა მეკითხა, შეიძლება თუ არა მანქანით ვისარ-
გებლო-მეთქი. ვფიქრობ, დღეს არ აპირებთ ქალაქში ჩას-
ვლას.
– არა. რაში დაგჭირდათ მანქანა?
– ჯგუფის უფროსი მძიმე მდგომარეობაშია. სასწრაფოდ
უნდა გადავიყვანოთ უახლოეს ქალაქში.
მღვდელმა ექსპერტის სიტყვები უთარგმნა გენერალს.
– წაიყვანონ, – თქვა გენერალმა.
– გმადლობთ.
ექსპერტი წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მღვდელმა
შეაყოვნა:
– რა სჭირს? გუშინ დღისით უკვე ცუდად გამოიყურებოდა.
– ვერ გეტყვით, – მიუგო ექსპერტმა.
– ხომ არ გაცივდა?
– მეშინია, რამე ინფექცია არ იყოს. მარჯვენა ხელი გაეკაწ-
რა შემთხვევით.

180
– ინფექციაო? – თავი წამოსწია გენერალმა და სახეზე გაკ-
ვირვება დაეტყო.
ექსპერტი გავიდა.
რა შეიძლება დამართოდა? – ისევ იკითხა გენერალმა.
– მეც ვფიქრობ, რომ ინფექციის ბრალია, – უპასუხა
მღვდელმა, – მიწისფერი ედო სახეზე წუხელ.
– საიდან ეტაკა ნეტა?
– შეიძლება ფარაჯის ღილი იყო ჟანგიანი, ან გატეხილ
ძვალს მოჰკიდა ხელი. გუშინ აუარებელი საფლავი გახსნეს.
– ჰო, მაგრამ კარგად იცის თავისი საქმე. ყოველთვის ის
აჩვენებს სხვებს, როგორ მოიქცნენ.
– ალბათ ვერ შეამჩნია, – თქვა მღვდელმა. – შეიძლება ტა-
ლახი ეცხო ხელებზე და ვერ შენიშნა ნაკაწრი.
– ჯობდა, წუხელვე გადაგვეყვანა ქალაქში.
– ცუდი და დიდი ხნის წინ მიტოვებული გზაა. მგზავრობა
დღისითაც კი არაა იოლი.
– მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა...
– დროულად მივლენ, დღესაც კი. არა მგონია, საშიში იყოს
რამე. ახლა უკვე ძალიან ძლიერი წამლები არსებობს ინფექ-
ციების წინააღმდეგ.
გენერალი კვლავ მატყლის სქელ საბანში გაეხვია.
– როგორი ამინდია? – იკითხა მან.
– მოღრუბლული, – უპასუხა მღვდელმა.
კარვიდან რომ გავიდნენ, რამდენიმე მუშას უკვე დაეწყო
მუშაობა. დამტვრეულ ბლოკებში ნახვრეტებს აკეთებდნენ,
რომ იქ დინამიტის ვაზნები ჩაეტენათ. დანარჩენები ზეზეურად
სვამდნენ ყავას ფიცრულის წინ. კვირა იყო, თუმცა აქ დიდად
არ იგრძნობოდა უქმე დღეები.
– უექსპერტობა შეგვიფერხებს სამუშაოებს, – თქვა
მღვდელმა.
– მუშებმა არ იციან, სად გააგრძელონ თხრა.
– შეიძლება ამ საღამოს დაბრუნდეს, ან, ყველაზე გვიან,
ხვალ.
– ჯობს, მიწის მუშებმა არაფერი ქნან მის დაბრუნებამდე, –
თქვა მღვდელმა. – მეშინია, კიდევ რამე არ მოხდეს ცუდი.

181
– გგონიათ, რომ კიდევ არის დაინფიცირებული ჩონჩხები?
– რატომაც არა? სავსებით შესაძლებელია, რომ ამ შენა-
ერთის სხვა ჯარისკაცებიც ყოფილიყვნენ ამ ინფექციით დაავა-
დებულები.
– იქნებ კირი ჩავყაროთ გახსნილ სამარეებში, – თქვა გე-
ნერალმა.
– ექსპერტს ვკითხავთ. იმან იცის ასეთი რაღაცეები.
ფიცრულში მივიდნენ და თითო ყავა შეუკვეთეს.
– მიკრობი ოც წელს რჩება მიწაში ჩაფლული და მერე უე-
ცრად ცოცხლდება. რა უცნაურია, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
– არადა, ასეა, – მიუგო მღვდელმა. – ჰაერთან და მზესთან
პირველივე შეხებისას სიცოცხლისუნარიანობას სრულად იბ-
რუნებენ.
– როგორც მხეცები ზამთრის ძილისას.
მღვდელი ნელა წრუპავდა ყავას.
– მგონი, ისევ გაწვიმდება ნაშუადღევს.
დღე მართლაც უღიმღამო გამოდგა. მთელი დილა ისე იბო-
დიალეს, არ იცოდნენ, რა ეკეთებინათ. ნაშუადღევს მართლაც
გაწვიმდა.
– რამე რომ მოუვიდეს, მისი ოჯახისთვის ზარალის ანაზ-
ღაურება მოგვიწევს, – თქვა გენერალმა.
– სამუდამო პენსია?
– დიახ, ამას მოითხოვს ხელშეკრულება.
ექსპერტი მეორე დილას დაბრუნდა. საბარგოს მძღოლმა
პირველმა დაინახა, მთიან აღმართში როგორ მოცოცავდა გა-
ჭირვებით მსუბუქი მანქანა.
– აი ისინიც! – შეჰყვირა მან. – ბრუნდებიან.
გენერალი, მღვდელი და მუშები, რომლებიც ფიცრულში
შეყუჟულიყვნენ და თავს აფარებდნენ წვიმას, მაშინვე გარეთ
გამოეფინნენ.
შორს, მწვანე მანქანა გზაზე მიმოფანტული დიდი ქვების-
თვის გვერდის ავლით ნელა მოუყვებოდა აღმართს.
– ეტყობა, მოარჩინეს, – თქვა ვიღაცამ.

182
ახლოს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ მანქანა მთლიანად
ტალახში იყო ამოსვრილი, ხოლო გაჩერებისთანავე საბარ-
გოს მძღოლმა გაკვირვებით შესძახა:
– კი მაგრამ, ცალი ტალახსაწინააღმდეგო ფრთა ჩამოვარ-
დნილი აქვს!
ექსპერტი პირველი გადმოვიდა მანქანიდან. სახეზე ფერი
არ ედო, არეული ნაკვთები და დაქანცული გამოხედვა ჰქონ-
და. ჯერ ერთი ფეხი გადმოყო, მერე მეორე და იქაურობას ცა-
რიელი და უსიცოცხლო მზერა მოავლო.
– აბა... რა მოხდა? – დუმილი დაარღვია ვიღაცამ. ექსპერ-
ტი მისკენ ისე შეტრიალდა, თითქოს გაუკვირდა ეს შეკითხვა.
– მოკვდა, – თქვა სუსტი ხმით.
– მოკვდა?
– ჰო, მოკვდა, მოკვდა! რა, არ გჯერათ? – დაიყვირა
მძღოლმა, რომელიც ექსპერტის შემდეგ გადმოვიდა მანქანი-
დან.
თვალები უძილო ღამისგან ჩასწითლებოდა, ხელები და
სახე კი მთლად ტალახიანი ჰქონდა.
– როდის? – გაისმა ვიღაცის ხმა.
– შუაღამისკენ.
– საშინელი ინფექცია აღმოჩნდა, – თითქოს თავისთვის
ჩაილაპარაკა ექსპერტმა.
პატარა ჯგუფი მდუმარედ გაემართა ფიცრულისკენ.
– რამეს ხომ არ დაეჯახეთ გზაში? – იკითხა საბარგოს
მძღოლმა.
– არა, – მიუგო კოლეგამ, – უბრალოდ, გზაზე დიდი ქვები
ეყარა და ორ-სამ ცალს წამოვედე. თვალი არ მოგვიხუჭავს
მთელი ღამე.
ფიცრულში შევიდნენ.
– გაუკეთე ამათ თითო ყავა, ვერ ხედავ, ფეხზე ძლივს დგა-
ნან?! – დაუყვირა ვიღაცამ მეპატრონეს.
– თითო კონიაკიც დალიეთ. მოგიხდებათ.
– კარგი, იყოს კონიაკიც!
– აბა, მოგვიყევი, როგორ მოხდა ყველაფერი.
მძღოლმა ერთბაშად გადაჰკრა თავისი ჭიქა.

183
– კიდევ ერთი ჭიქა დამისხი, – უთხრა მედუქნეს, – რა ღამე
იყო! მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს. ხან კბილები უკაწკა-
წებდა ციებისგან, ხან იწვოდა სიცხისგან. მერე თავბრუ დაეხ-
ვა. დაწექიო, ვუთხარით, და ისიც შეძლებისდაგვარად გაიშა-
ლა უკანა სავარძელზე, თუმცა ამან საერთოდ არ უშველა. მე,
რა თქმა უნდა, ბოლომდე მიჭერილი მქონდა ფეხი გაზის პე-
დალზე. ღმერთმა უწყის, როგორ არ გადავიჩეხეთ სადმე, ხევ-
ში. გამუდმებით ვეკითხებოდით, როგორ ხარო, მაგრამ ის ბო-
ლომდე კრიჭაშეკრული იწვა. მხოლოდ ისეთი სახით იყურე-
ბოდა, თითქოს გვეუბნებოდა, ცუდად, ძმებო, ცუდადო... რო-
გორც იქნა, ჩავედით ქალაქში და მაშინვე საავადმყოფოში მი-
ვიყვანეთ. მის ამბავს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვკით-
ხულობდით. ექთნების გამომეტყველებაში ვერაფერს სანუგე-
შოს ვერ ვხედავდით. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, უფრო ადრე
უნდა მოგეყვანათო. მაშინ მივხვდით, რომ ცუდად იყო საქმე.
ვთხოვეთ, გვანახეთო. უარით გამოგვისტუმრეს. უკვე დაღამე-
ბულიყო. ერთი კაფედან მეორეში მივდიოდით. ზედმეტად აგ-
ზნებულები ვიყავით საიმისოდ, რომ სასტუმროში მივსულიყა-
ვით მოსასვენებლად. თერთმეტი საათისთვის საავადმყოფო-
ში მივბრუნდით ამბის გასაგებად. წარმოიდგინეთ ჩვენი გაკ-
ვირვება, როდესაც გვითხრეს, შეგიძლიათ ახლავე შეხვიდე-
თო. ვიკითხეთ, როგორ არისო. ცუდად, ამ ღამეს ვერ გადაი-
ტანსო, ექთანმა გვითხრა. ამიტომაც შეგვიშვეს მაშინვე. დიდი
დღე აღარ ეწერა. გადაფითრებული სახით იწვა და ხან მთელი
ტანით კანკალებდა, ხანაც ისე შეშდებოდა, იფიქრებდი, ქვი-
სააო. ამოგვხედა და თავი დაგვიქნია. შემდეგ დიდხანს და-
აჩერდა ნაკაწრს, ხელზე რომ ჰქონდა, თითქოს ეუბნებოდა,
შენ დამღუპე, შე საზიზღაროო... სადღაც შუაღამისკენ ძლიერი
შეტევა დაეწყო და მალევე განუტევა სული დიდი ტანჯვით. ასე
მოხდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთი ჭიქა დამისხი, ღვთის გუ-
ლისათვის! რა საშინელი ამბავია. ეჰ!
ფიცრულში სიჩუმე ჩამოვარდა. დაზიანებულ სახურავზე
მუყაოს ერთ ნაჭერს ქარისგან ხათქახუთქი გაჰქონდა.

184
– ვერ ვიჯერებ, – თქვა ვიღაცამ. – სულ რამდენიმე საათის
წინ აგერ იყო, ჩვენთან ერთად და ახლა ვერასდროს ვეღარ
ვნახავთ.
– ჰო, დაგვტოვა საბრალო რეიზმა. ვერც კი მივხვდით, ისე
გამოგვეცალა ხელიდან.
– რა კეთილი იყო, – თქვა მეორემ, – თავაზიანი ყველას
მიმართ, მოკრძალებული.
– მამაცი.
– კი, ნამდვილად!
– ვინ შეატყობინებს ამ ამბავს მის ცოლს?
– ეგ არ იქნება ადვილი საქმე.
– საბრალო ქალს არ მოსწონდა, რასაც მისი ქმარი აკე-
თებდა. თითქოს გული უგრძნობდა ამ უბედურებას. ყოველ წე-
რილში სწერდა, როდის მორჩები მაგ საფლავების ჩიჩქნასო.
ეს კი პასუხად სწერდა, ცოტაც, სულ ცოტაც და მოვრჩები ამ
საქმესო.
– საწყალი ქალი, – თქვა მძღოლმა. – ერთხელ, როცა წე-
რილი მივუტანე ტირანაში, ჩემი თანდასწრებით დაიჩივლა,
ძალიან განვიცდი, რამდენი წელი ველოდი იმ დროს და ახლაც
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ ომშივე დაბრუნდაო.
– თვითონ ასე ამბობდა ყოველთვის: ფაშისტები ცოცხლე-
ბი იყვნენ და მათთან მქონდა საქმე მაშინ, ახლა დაიხოცნენ და
ისევ მაგათ დავეძებო.
– აბა, აბა! რამდენი წელი იომა მათ წინააღმდეგ, დაამარ-
ცხა ისინი, მაგრამ ბოლოს ისევ იმათ შეიწირეს. ბედი არ გინ-
და?!
– თითქოს სიკვდილის მერე იძიეს შურიო.
– ოცი წელი იცადეს შურის საძიებლად. ჰო, მაგრამ ის კა-
ნონიერად იბრძოდა, როგორც ომში იბრძვის ადამიანი, მაშინ
როცა იმათ რაღაც ბინძური ღილით მოკლეს, ვერაგულად.
– მტერი მტერია, მკვდარიც კი.
– ესენი კიდევ უტყვი ყვავებივით დგანან, – თქვა მძღოლმა
ჩახლეჩილი ხმით და სიძულვილით აღსავსე მზერა მღვდლისა
და გენერლისკენ მიაპყრო, რომლებსაც გრძელი საწვიმრები

185
ეცვათ და ხიდის ნანგრევებთან იდგნენ. – კმაყოფილები ხართ
ახლა?
– ჩუ! – გააჩუმა ვიღაცამ. – სისულელეებს ნუ ამბობ, ლი-
ლო!
– ისე უნდა ვქნათ, რომ ომში დაცემულთა სასაფლაოზე
დაკრძალონ.
– რასაკვირველია. დღესვე უნდა მივწეროთ პარტიის კო-
მიტეტში, ტირანაში.
ფიცრულში ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა და ისმოდა, ჯერ
როგორ წამოსწევდა ქარი ფისწასმულ გაგლეჯილ მუყაოს ზე-
ვით და მერე როგორ დაატყაპუნებდა სახურავზე.
– მოგვიკლეს, – აღმოხდა ვიღაცას ქვითინით, – მოგვტა-
ცეს.
– რამე ხომ არ გიპოვიათ? – ჰკითხა მღვდელმა.
– არა, – უპასუხა დაღლილი ხმით ექსპერტმა. ფრთხილად
დააბიჯებდა თიხიანი მიწის დიდ-დიდ ბელტებზე.
– უცნაურია, – ჩაილაპარაკა მღვდელმა.
– ვაპირებთ, ორ სხვა ადგილას გავთხაროთ, თქვენს რუკა-
ზე მითითებული პუნქტის თითოეულ მხარეს. ნებისმიერ შემ-
თხვევაში სადღაც აქ უნდა იყოს.
გენერალი მათთან მივიდა. ჩექმები სულ მთლად ამოთ-
ხვრილი ჰქონდა და ფეხი ყოველ ნაბიჯზე ძლივს ამოჰქონდა
ტალახიდან.
– აბა, როგორ არის საქმე? – ჰკითხა ექსპერტს.
– ისევ არაფერი.
– მოგვიწევს თავის დანებება, – თქვა გენერალმა. – რა წო-
დება ჰქონდა?
– ლეიტენანტი.
– შეიძლება საკმაოდ შორსაც გახოხდა აქედან, მას შემ-
დეგ, რაც დაჭრეს.
– სავსებით შესაძლებელია, – დაეთანხმა ექსპერტი.
მეჩხერი წვიმის წვეთები ამოთხრილი ორმოს ორივე მხა-
რეს დაგროვებულ წითელთიხიან ტალახზე ეცემოდა. შორს,
ჰორიზონტზე, თითქოს უზარმაზარი წითელი ქსოვილი ეკიდა
და მიწასაც მოწითალო ანარეკლებით ფერავდა.

186
უეცრად შორიდან ერთ-ერთი მუშის ყვირილი მოისმა:
– ვიპოვეთ! ვიპოვეთ!
ექსპერტი, რომელიც ნელა დადიოდა, რომ არ მოცურებუ-
ლიყო, ახლად ამოთხრილი ორმოსკენ გაეშურა. მღვდელი
ფეხდაფეხ მიჰყვა.
დიდხანს უტრიალეს ღია საფლავს, ბოლოს კი მღვდელი
იმედგაცრუებული სახით დაბრუნდა.
– ტყუილად მოვცდით, – თქვა დაღლილი ხმით, – ჩვენიანი
არ აღმოჩნდა.
– აბა ვინაა? – იკითხა გენერალმა.
– ექსპერტს თუ დავუჯერებთ, ინგლისელი მფრინავი უნდა
იყოს.
ექსპერტი მათთან მოვიდა.
– ამხელა ჯაფა ტყუილუბრალოდ გავწიეთ, – თქვა მან.
– და ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა ერთ-ერთმა მუშამ,
რომელიც ამასობაში მათთან ახლოს მოსულიყო.
– აქედან წავალთ. აქ აღარაფერი გვესაქმება.
– და ინგლისელი? – იკითხა უხნესმა მუშამ.
– დაკრძალეთ თავიდან, – მიუგო მღვდელმა. – ჩვენ მას
ვერაფერს ვუზამთ.
ექსპერტი სამარხს მიუბრუნდა.
– დამარხეთ, – უბრძანა მან მუშებს.
ორმა მათგანმა ძვლებს ორმოში ჩაუძახა და ამოვსებას შე-
უდგა. პატარა ჯგუფი შორდებოდა იქაურობას. როდესაც რა-
ღაც ხნის შემდეგ გენერალმა უკან მიიხედა, ის ორნი კვლავ მუ-
შაობდნენ. შორიდანვე ჩანდა, როგორ თანაბრად ხმარობ-
დნენ ნიჩბებს. ცოტა უფრო გვიან კი, როდესაც გენერალი კი-
დევ ერთხელ შეტრიალდა მათკენ, მუშაობა უკვე დაესრულე-
ბინათ და მხარზე გადებული სამუშაო იარაღებით ქვევითკენ
მოუყვებოდნენ ფერდობს. ახლად ამოვსებული საფლავი სა-
ერთოდ აღარ ჩანდა.
– კიდევ ერთი დაკარგული დღე, – ჩაილაპარაკა გენერალ-
მა, – სრულიად უშედეგოდ დაკარგული.

187
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გენერალი და ერთი მღვდე-
ლი. ერთ დღეს ადგნენ და თავგადასავლების საძებნელად გა-
ემგზავრნენ. დიდ ომში დაცემული თავიანთი ჯარისკაცების
ცხედრების საძებნელად წავიდნენ. ბევრი იარეს, თუ ცოტა,
ძვლების ძებნა-გროვებაში ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაი-
არეს. მხარე მკაცრი და ბოროტი გამოდგა. მაგრამ ისინი არ
შემდრკალან და წინ მიმავალი გზიდან არ გადაუხვევიათ. რამ-
დენიც შეძლეს, იმდენი ძვალი მოაგროვეს და მერე მათ და-
სათვლელად დაბრუნდნენ. მიხვდნენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი
აკლდათ. მაშინ ისევ ამოიცვეს ჩექმები, მოისხეს საწვიმრები
და ისევ გაუდგნენ გზას. იარეს, იარეს და ისევ ცხრა მთა და
ცხრა ზღვა გადაიარეს. არაქათგამოლეულები და გატეხილები
თითქოს ბოლომდე გასრისა ამ საქმემ. არც ქარი, არც წვიმა
მათ არ ეუბნებოდა, სად უნდა ეძებნათ თავიანთი ჯარისკაცები.
იმდენი მოაგროვეს, რამდენიც შეძლეს და ისევ დაბრუნდნენ
მათ დასათვლელად. დაუძლურებულები და გატანჯულები
ისევ გაუდგნენ გრძელ გზას. იარეს და იარეს უსასრულოდ.
ზამთარი იდგა და თოვდა.
– და დათვი?
– ჰოდა, შემოეფეთათ დათვი.
როგორც წესი, ეს ზღაპარი, რომელსაც გენერალი ლამის
შინ ყოველ საღამოს იმეორებდა და ფიქრობდა, როგორც კი
დავბრუნდები, ერთ-ერთ შვილიშვილს მოვუყვებიო, უცვლე-
ლად მთავრდებოდა შეკითხვით: „და დათვი?“ რადგან გოგონა
ზღაპრის სმენისას რაღაც დროს თითქმის ყოველთვის სვამდა
ამ შეკითხვას.

188
თავი XIX
ბოლოს, მეათე დღეს, ჩამოსვლა დაიწყეს. გზა სულ უფრო
და უფრო ქვევით ჩამოდიოდა და უკან იტოვებდა მთის მწვერ-
ვალებს.
უკანასკნელ და ყველაზე მძიმე მარშრუტს ამთავრებდნენ.
ძალიან შორეულ კუთხე-კუნჭულებში ეძებდნენ და მეათე დღე
იყო, გადაუღებლად ათოვდა მთებს. გენერალი ფანჯარაში
უყურებდა ამ უსასრულოდ მოსაწყენ გზას. ალაგ-ალაგ, მთე-
ბის მოშიშვლებულ და ციცაბო ფერდობებს შორის, თოვლით
დაფარული პატარ-პატარა სოფლები ჩნდებოდნენ და მაშინვე
უჩინარდებოდნენ.
გარშემო მთები აღმართულიყო, მაღლები და ცივები, ტრა-
გედიისთვის გამზადებული. დროგამოშვებით, ხეობების შე-
სასვლელებსა და მოშიშვლებულ ფერდობებზე ყმაწვილებისა
და ყმაწვილქალების ბრიგადები ახალ მიწებს სარეველების-
გან ათავისუფლებდნენ და ყანებს ატერასებდნენ. ტერასები
მთების ფერდობებს უსასრულო სანგრებივით მიუყვებოდა.
ხან მსხვილ ფანტელებად თოვდა, ხან გადაიღებდა; მშრალად
და გულგრილად თოვდა. ღამე ერთ სოფელში ეძინათ, დღი-
სით კი მუშაობას განაგრძობდნენ.
აქ ბევრი „სამთო მსროლელი“ დაეცა ზამთრის ერთი დიდი
ოპერაციის დროს. ადგილობრივთა სასაფლაოებიც ბლომად
იყო.
ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი ადგილი იყო მა-
თი საქმიანობისთვის. სასაფლაოებს თოვლი ფარავდა და ამი-
ტომაც ძალიან უჭირდათ ორიენტირება მხოლოდ ტოპოგრა-
ფიული რუკებით. თითქოს თოვლი უარს ამბობდა იმათ გაცე-
მაზე, ვისაც საკუთარ წიაღში მალავდა. მათ თითქოს ლამაზ,
გარინდებულ თეთრ ფენაში ახვევდა, მაგრამ, როგორც კი ნიჩ-
ბები და წერაქვები ერთვებოდა საქმეში, ყველაფერი მახინ-
ჯდებოდა; ლამაზი ხალიჩა სახიჩრდებოდა, იჩეხებოდა, პირ-
დაღებული ჭრილობები ადგილ-ადგილ იხსნებოდა და ასე და-

189
ქუცმაცებული რჩებოდა იქამდე, ვიდრე ახალი თოვლი იარებ-
ზე საფენებს არ დაადებდა.
გზა მიიკლაკნებოდა, წრეზე ტრიალებდა და თავის თავის
გარშემო ეხვეოდა ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, გე-
გონება, აბურდული თოკია, რომელსაც თავს და ბოლოს ვერ
გაუგებო. მათი მსუბუქი მანქანა თავში მიდიოდა, საბარგო,
რომლის ტენტიც თოვლისგან სულ გათეთრებულიყო, უკან
მოჰყვებოდა და გენერალს ეჩვენებოდა, რომ წინა დღიდან მო-
ყოლებული, სულ ერთსა და იმავე გზას მოუყვებოდა, რომ ამ
მთიანი ვიწრო გზის გარდა სხვა გზა არც არსებობდა და რომ
ეს გზა მათ დაუნდობლად ატრიალებდა წრეზე და არსად გას-
ვლის საშუალებას არ აძლევდა. ახლა, როცა მისი მისია სადა-
ცაა დასრულდებოდა, გენერალს დაეუფლა შეგრძნება, რომ ამ
მთებს ვერც ვეღარასოდეს დააღწევდა თავს.
მოსახვევებში სულ ერთსა და იმავე ბლოკჰაუზებს ხედავდა
თავისი სათოფურებით და ეს ვიწრო ღრიჭოები, ზოგი ჰორი-
ზონტალური და ზოგი ვერტიკალური, დაღებულ პირებს ჰგავ-
და, რომლებიც ხან გაკვირვებას, ხან კი სარკასტულ ირონიას
გამოხატავდა. გენერალი ამ ქვის მიმიკებს უყურებდა და ისევ
ეუფლებოდა შეგრძნება, რომ ამ ქვადქცეულ ირონიას ვერსად
და ვერასდროს გაექცეოდა.
დიდი ყუთებით დატვირთული საბარგო, რომლებშიც
ძვლებით გავსებული ასობით ნეილონის ტომარა ეწყო, კვლავ
მორჩილად მოჰყვებოდა მსუბუქ მანქანას. ამ ყუთებზე კი ტყა-
ვის ქურთუკებში გამოხვეული მუშები ისხდნენ და ეწეოდნენ.
მოხუცი მუშის სიკვდილის შემდეგ მათი სიმღერის ხმა აღარ
ისმოდა.
გენერალი გონების თვალით ხედავდა ასობით სამხედრო
მანქანას, რომელთაც მის წინ ჩაევლო მთელი მისი კარიერის
მანძილზე. ახსოვდა, როგორ ისხდნენ მწკრივად ეს ჯარისკაცე-
ბი მანქანების უკანა მხარეს, როგორ ჩამოეყრდნოთ ნიკაპები
თოფის ლულებზე და როგორ ინჯღრეოდნენ და ინჯღრეოდნენ
დაუსრულებლად. და ახლაც აქ იყვნენ, მის უკან, ერთად თავ-
მოყრილნი ერთ საბარგო მანქანაში და ისევ ინჯღრეოდნენ.

190
ოღონდ ახლა ვეღარც მათ ნიკაპებს გაარჩევდა კაცი და ვე-
ღარც ხელებს.
გენერლის ფიქრები ერთი წერტილის გარშემო ტრიალებ-
და, როგორც გზა, რომელიც ყელსაბამივით შეუწყვეტლივ ეხ-
ვეოდა მთებს გარშემო.
იმ დღის შემდეგ, როცა ეს ქანდაკება დაინახა, მღვდელს
სახე მოეღუშა და კვლავ მდუმარებაში გადაეშვა. გენერალს
მისი ესოდენ განადგურებული სახე მხოლოდ იმ დილას ენახა,
როდესაც მაჯლაჯუნა დააწვა და თავზარდაცემულმა ყვირილი
მორთო. ახლა ასეთი რამ მეორედ მოხდა.
ამ ქანდაკებას თვალი სამი დღის წინ მოჰკრეს, გზების კვე-
თაზე. მოულოდნელად გამოჩნდა და გზისპირას ისე იდგა, გე-
გონება, ადამიანია და მანქანას ელოდება, რომ გაჰყვესო. გე-
ნერალი მღვდლისკენ შებრუნდა, რომ დაენახვებინა, მაგრამ
თვალებგადმოცვენილი კი დახვდა. არასდროს ასეთი შეძრუ-
ლი არ მოსჩვენებია მღვდელი. ქანდაკებას მისჩერებოდა და
სახეზე მიტკლისფერი ედო.
– რა გჭირთ? – ჰკითხა გენერალმა.
მღვდელს პასუხი არ გაუცია. მალევე შეუხვიეს და თოვ-
ლისგან გათეთრებული ქანდაკება მათთან სულ მთლად ახ-
ლოს, ფანჯრის მინების მიღმა აღმოჩნდა. გვერდით ჩაუარეს
და ისიც თვალს მიეფარა გზების კვეთაზე.
ცოტა ხნის შემდეგ გენერალმა ჰკითხა მღვდელს, რამე მო-
გონება ხომ არ აღგიძრათ ამ ქანდაკებამო, მაგრამ ამ უკანას-
კნელს დანა პირს არ უხსნიდა, არაფერი აუხსნია და თავისი შე-
უძლოდ ყოფნაც უბრალო თავბრუსხვევას დააბრალა.
ამის შემდეგ არც ერთს ხმა აღარ ამოუღია კარგა ხანს.
წინა დღეს უკანასკნელი საფლავი გახსნეს. წერაქვები
ძლივძლივობით ესობოდა ყინვისაგან გამაგრებულ მიწაში,
რომელსაც თითქოს არ სურდა დაეთმო ბოლო ჯარისკაცი მა-
ინც. მუშები ხელებს იფშვნეტდნენ გამუდმებით და ქუსლებს
გაყინულ თოვლზე ურტყამდნენ. გენერალს ხელები მუცელ-
თან გადაეჯვარედინებინა, მიწის თხრით დაკავებულ მუშებს
დაჰყურებდა და ფიქრობდა, ამ ხალხმა თითქმის მთელი ჩემი
არმია ამოიყვანა მიწიდანო. წერაქვის ბოლო დარტყმის ხმა

191
გაისმა და ალბანელმა ექსპერტმა, თითქოს ტყვია გაისრო-
ლაო, ისე წარმოთქვა ეს სიტყვები: „ერთი მეტრი და სამოცი
სანტიმეტრი, ზუსტად!“
ხშირად, როცა მუშებს უყურებდა, გენერალი წარმოიდგენ-
და ხოლმე, თუ როგორ უმკლავდებოდნენ თავის დროზე ისინი
იმ სამუშაოს, რომლის საპირისპირო მოქმედებასაც ახლა ას-
რულებდნენ. როდესაც ქუთუთოებდამძიმებულს თვალები სა-
ნახევროდ მიელულებოდა ხოლმე, განსაკუთრებით, მიმწუხ-
რის ჟამს, როდესაც მუშების მხოლოდ სილუეტებსღა არჩევდა,
ეჩვენებოდა, რომ ისინი კი არ თხრიდნენ, არამედ მისივე ქვეყ-
ნის ჯარისკაცები, ის უცნობი ჯარისკაცები, რომლებმაც ოცი
წლის წინ უკვე შეასრულეს ეს სამუშაო, ოღონდ საპირისპირო
მიმართულებით, როდესაც საკუთარი ამხანაგები მიწას მიაბა-
რეს. ასეთ დროს თვალებს ხუჭავდა და გონებით ხედავდა, რო-
გორ ხდებოდა ეს, ხშირად შუაღამისას და, რაც ხელში მოხვდე-
ბოდათ, იმ ინსტრუმენტებით – ხიშტი იქნებოდა ეს, თუ ხანჯა-
ლი.
თუმცა მარშრუტის მეათე დღე იყო, ქვევით ეშვებოდნენ და
მას თავიდან უნდა მოეშორებინა ეს ფიქრები. მთების ალყა
მთავრდებოდა. მშრალი თოვლი ადგილს ჭყაპს უთმობდა, ხო-
ლო უფრო ქვევით, ხეობაში, წვიმა მათ ძველისძველი ნაცნო-
ბივით ელოდებოდა.
სულ მალე დაბრუნდებოდა შინ. ძვლებს სხვები მიხედავ-
დნენ და დაასრულებდნენ ამ საქმეს. მისი მისია ამ მარშრუტით
თავდებოდა. ახლა ორივე ქვეყნის მუნიციპალური სამსახურე-
ბის წარმომადგენლები და ექსპერტები ერთ მაგიდას მიუსხდე-
ბოდნენ და შესრულებულ სამუშაოს შეაჯამებდნენ. შემდეგ კი-
დევ აუარებელ და ჩახლართულ ანგარიშებს ჩამოწერდნენ, კი-
დევ ათასობით ფაქტურა და ქვითარი იქნებოდა გასასწორებე-
ლი და, დასასრულ, საბოლოო ოქმს შეადგენდნენ. მერე მოკ-
რძალებული ბანკეტი გაიმართებოდა, იქ რამდენიმე მოკლე,
ოფიციალური სიტყვა წარმოითქმებოდა და, ბანკეტის შემდეგ,
ომში დაცემული ჯარისკაცების სულის მოსახსენებელი წირვა
გაიმართებოდა. პრესის სააგენტოები გამოაცხადებდნენ, მი-
სია წარმატებით დასრულდაო, და ის პრესკონფერენციებზეც

192
გამოვიდოდა სიტყვით ასობით გამაღიზიანებელი ჟურნალის-
ტის წინაშე.
ამასობაში უცნობი დურგლები ათასობით პატარა კუბოს
კეთებას შეუდგებოდნენ, ხელშეკრულებაში მითითებული ზო-
მების მიხედვით, და სხვა დაქირავებული თანამშრომლები თი-
თოეულში ძვლებით სავსე ნეილონის ტომრებს ჩააწყობდნენ.
დივიზიები, პოლკები, ბატალიონები, ასეულები – ყველა სახის
ერთეულები აირ-დაირეოდა კუბოებში. შემდეგ მათ დიდ გემზე
აზიდავდნენ, რომელიც მძიმედ დაიძვრებოდა აწ უკვე ტონო-
ბით კალციუმად და ფოსფორად ქცეული ამ არმიის სამშობ-
ლოში დასაბრუნებლად.
გემზე ლამაზად ჩაამწკრივებდნენ ალბანეთის ყველა კუთ-
ხე-კუნჭულში ნაპოვნ ყველა მიცვალებულს და, როგორც კი
გემი მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდებოდა, ძვლებს იმ რე-
გიონებში გადაანაწილებდნენ, საიდანაც ისინი იყვნენ წარმო-
შობით. ჯერ აიტანდნენ გემზე და მერე ჩამოიტანდნენ, ყველას
– იმ ორ მფრინავსაც, რომლებიც თოფით ჩამოაგდეს, იმ ოთ-
ხას კაცს, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ შეჭრას და რომლე-
ბიც პარტიზანების ტყვიამფრქვევებმა მოცელეს, იმ თვრამეტ-
საც, ერთმანეთი რომ დახოცეს ერთ-ერთ ხეობაში, იმ ორმოც-
დაათსაც, რომლებიც პირდაპირ ყაზარმაში აკუწეს ხიშტებით,
იმ მთელ ბატალიონსაც, რომელიც თავის ჯორებიანად გა-
ანადგურეს და რომელთა ძვლებიც იარაღიან-აღკაზმულობია-
ნად მიმოფანტეს გარშემო, უცნობი ალბანელების მიერ დახო-
ცილი უცნობებიც, ასე უაზროდ მოკლული ის ახალგაზრდა მე-
ძავიც, ერთადერთი ქალი ამდენ მამაკაცს შორის, რომელსაც
სხვებივით, როგორც „ჯარისკაცს“, ისე მოექცნენ, რაკი მხო-
ლოდ ანატომიის მცოდნე თუ გაარჩევს ქალის ჩონჩხს კაცის
ჩონჩხისაგან.
რაც შეეხება იმათ, ვინც ვერ იპოვეს, ისინი ალბანეთში
დარჩებოდნენ. შეიძლება მოგვიანებით სხვა ექსპედიცია, სხვა
გენერალი ჩამოვიდოდა მათ საძებნელად და სხვა გათხრები
ჩატარდებოდა. დაახლოებით ორასი იყო ასეთი და სიის თავში
პოლკოვნიკი ზ. იდგა. ახალი ექსპედიციაც გაივლიდა იმავე
დამთრგუნველ და უსასრულო მარშრუტებს, იქამდე, ვიდრე იმ

193
უბედურთა ძვლებს არ მიაგნებდნენ. ვინ იცის, რას იფიქრებდა
ოფიცერი, რომელიც იმ ექსპედიციას ჩაუდგებოდა სათავეში?
(ის, ცხადია, არ იქნებოდა გენერალი, იმიტომ რომ გენერალს
არავინ გამოაგზავნიდა სულ რაღაც ორასი კაცის მოსაძებ-
ნად.)
გზა ისევ ქვევით ეშვებოდა და მთების გარშემო ისე იხვე-
ოდა, როგორც ასვლის დროს. წრეები სულ უფრო და უფრო
ფართოვდებოდა და გენერალს დაეუფლა შეგრძნება, რომ ბო-
ლოს ყველა ხლართი იხსნება და რომ მის სულში ხელახლა
დაისადგურა სიმშვიდემ.
დაშვებისას დროგამოშვებით უკან იყურებოდა. მთები სულ
უფრო და უფრო შორს რჩებოდა. რელიეფი რბილდებოდა და
კარგავდა მრისხანებას. გენერალი ისე უყურებდა მათ, თით-
ქოს უნდოდა ეთქვა, მორჩა თქვენი ზეწოლა, დაგიძვერით, და-
გიძვერითო. შემდეგ, თვლემისას რაღაც ბუნდოვანმა შიშმა
შეიპყრო. ეზმანა, ვითომ მთებმა თავისი ყინულოვანი ხელები
გაშალეს, რათა ის თავის ხეობებში შეეთრიათ, სადაც ჯოჯოხე-
თური ქარები ქროდა.
არაფრის დიდებით აღარასდროს აბრუნდებოდა იქ, ზევით.
ერთ-ერთ სოფელში რომ ჩააღწიეს, უკვე ღამდებოდა. ათი
დღის შემდეგ პირველად გაუნათდა სახე ღიმილით გენერალს.
როგორც იქნა, ყველაფერი დასრულდა. ამაღამ აქ დაიძინებ-
დნენ და მეორე დღეს ტირანისკენ გაემგზავრებოდნენ. რამდე-
ნიმე დღეში სულაც შინ იქნებოდნენ. გენერალს ხასიათი გა-
მოუკეთდა. მართალია, ჯერ კიდევ ბუნდოვნად, მაგრამ ბედ-
ნიერი ყოფის ნიშნები ნელ-ნელა უკვე იკვეთებოდა.
სოფელში შუქები ჯერ არ ენთო. ბავშვებით გარშემორ-
ტყმული მანქანა ტალახიან მთავარ ქუჩას გაუყვა. კოოპერატი-
ვის შენობის წინ მძღოლმა შეანელა, თავი ფანჯარაში გაყო და,
კოოპერატივის საბჭო სად არისო, იკითხა. ბავშვები ხმამაღა-
ლი ყვირილით აწვდიდნენ საჭირო ცნობას, ზოგიერთი მათგა-
ნი კი მანქანის წინ გაიქცა, მათთვის მეგზურობა რომ გაეწია.
დანარჩენები უკან გაჰყვნენ და მანქანა მათ შორის მოექცა.
ისეთი წვრილი და მჭახე ხმით ყაყანებდა ყველა, ყურთასმენა
აღარ იყო.

194
ეიფორიის შეგრძნება სულ უფრო და უფრო ძლიერდებო-
და.
მანქანის წინ, პარპრიზში, გენერალი ხედავდა, როგორ
თავპირისმტვრევით გარბოდნენ ისინი. შემდეგ გვერდით გა-
იხედა და დაინახა, როგორ მოჰყვებოდნენ დანარჩენები და
სახე გაებადრა. როგორც ჩანდა, ის აინტერესებდათ ბავშვებს,
მაშინ როცა მღვდლის მიმართ სრულ გულგრილობას იჩენ-
დნენ. თავს ვერ მოერია, რომ ამით კმაყოფილება არ შეეგ-
რძნო, რადგან იცოდა, რომ ამ ინტერესს მხოლოდ მისი სამ-
ხედრო ფორმა იწვევდა.
საკუთარი სიდიადის შეგრძნება, რომელიც მთელი ამდენი
ხანი სადღაც, მისი გულის სიღრმეში მინავლებულიყო, მორ-
ცხვად ცდილობდა, კვლავ წამოეყო თავი.
ხმაურიანი ამალა, რომელმაც მთელი სოფელი გამოიარა,
კოოპერატივის სათათბიროს შენობის წინ გაჩერდა. მძღოლმა
და ექსპერტმა სწრაფად აირბინეს კიბე. ერთი წუთის შემდეგ
საბარგო მოადგა უკან და მუშები ერთიმეორის მიყოლებით
ჩამოხტნენ ძირს. საბარგო მანქანა ბავშვების ყურადღებას არ
იქცევდა. მათ სახეები მინებზე ჰქონდათ მიკრული, რომ დაენა-
ხათ ის ორი ადამიანი, რომლებიც უძრავად ისხდნენ შიგნით.
ერთი მათგანი სიგარეტს ეწეოდა. გარედან ბავშვები სხვას
ვერც ვერაფერს არჩევდნენ, მაგრამ მანქანას გარს უტრია-
ლებდნენ და დროდადრო ცნობისმოყვარეობითა და გაოცე-
ბით აღსავსე სახეებს ფანჯრის მინებზე ააკრავდნენ ხოლმე.
– შეიძლება სწორედ ამ სოფელში გაქრა პოლკოვნიკი ზ.,
– თქვა მღვდელმა.
– სავსებით შესაძლებელია, – გულგრილად დაეთანხმა
გენერალი.
– რამე უნდა გავიგოთ მის შესახებ, – დაუმატა მღვდელმა.
– უნდა ვცადოთ მაინც.
გენერალმა ორი-სამი ნაფაზი მიყოლებით დაარტყა.
– მართალი გითხრათ, სულ აღარ მაწუხებს ის ამბავი, ვი-
პოვით თუ არა მას, – თქვა ნელა, – ამ საღამოს არც ერთი
მკვდრის პოვნა არ მინდა. ჩემდათავად, ბედნიერი ვარ, ეს ჯო-

195
ჯოხეთი რომ დასრულდა, როგორც იქნა... თქვენ კი ისევ ახა-
ლი თავგადასავლისკენ მიბიძგებთ.
– კი, მაგრამ ეს ხომ ჩვენი მოვალეობაა, – მიუგო მღვდელ-
მა.
– ვიცი, ვიცი, მაგრამ ამწუთას მაგაზე ფიქრის არავითარი
სურვილი არა მაქვს. დღეს დიდი საღამოა ჩვენთვის. მიკვირს,
რომ ვერ გრძნობთ ამას. სადღესასწაულო საღამოა. მინდა,
წყნარად ვიყო. ცხელი აბაზანა. აი ჩემი მთავარი საზრუნავი ამ
საღამოსთვის. ერთ ბანაობაში გავცვლიდი ნახევარ სამეფოს!
– დაუმატა ბოლოს სიცილით.
კარგ, ძალიან კარგ გუნებაზე იდგა გენერალი. გრძელი და
ეკლიანი ყარიბობა, რომლის გახსენებაზეც კი ტანში ზარავდა,
როგორც იქნა, დასრულებულიყო. თუმცა გზა მხოლოდ ყარი-
ბობა არ ყოფილა. ეს სიკვდილის წყვდიადში სვლა იყო. რო-
გორც შვეიცარიელი ჯარისკაცების ერთ ძველ სიმღერაშია
ნათქვამი, „ჩვენი ცხოვრება მუდმივი სვლაა ზამთრისა და ღა-
მის კვალდაკვალ ...“
გენერალმა ხელები მოიფშვნიტა.
ახლა უკვე სამშვიდობოს იყო. შეეძლო შორიდან არხეინად
ეყურებინა ამ გულზვიადი, ციცაბოკალთებიანი მთებისთვის.
„ბედკრული და მარტოსული ჩიტის მსგავსად...“ კარგად
აღარ ახსოვდა ეს ფრაზა, რომელიც ერთხელ ერთმა ძალიან
პატივსაცემმა ქალმა უთხრა, როდესაც კეთილ მგზავრობას
უსურვებდა.
ექსპერტი ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდა.
– ამ სახლში დაიძინებთ, – და თითით ერთი პატარა, აივ-
ნიანი სახლი დაანახვა.
ათი წუთის შემდეგ გენერალი აივანზე გამოვიდა და ხის
მოაჯირს ჩამოეყრდნო. მღვდელი საძინებელ ოთახში იყო და
თავის ჩემოდანს ხსნიდა. სახლი ორსართულიანი იყო, გარს
პატარა ბაღი ერტყა, ხოლო აივნიდან სოფლის ერთი ნაწილი
მოჩანდა. გენერალს ვედროების ერთმანეთზე მირტყმის ხმა,
იქვე ჭიდან მომავალი ქალების ლაპარაკი, ძროხების ბღავი-
ლი, ახლად ჩართული რადიოს ხმა და ბავშვების ყვირილი ეს-
მოდა, რომლებიც მოედანზე თამაშობდნენ და აქეთ-იქით გი-

196
ჟებივით დარბოდნენ. სოფლის შუქები ნელ-ნელა აინთო.
ელექტროსადგურის ერთფეროვანი გუგუნი ყურამდე აღწევ-
და.
ეს ღამეც სხვა ღამეების მსგავსად ჩაივლიდა, არანაირი
განსაკუთრებული მოგონება არ დარჩებოდათ, გენერალს
რომ უბრალოდ ღრმად ჩაესუნთქა ალბანური სოფლებისთვის
დამახასიათებელი ეს დახვეწილი, თითქმის შეუმჩნეველი
სურნელი, რომელიც მისთვის უკვე ნაცნობი გამხდარიყო და
რომელსაც ათას სხვა სურნელში თავისუფლად გამოარჩევდა.
მღვდელი პოლკოვნიკ ზ.-ს შესახებ ცნობების შესაგროვებ-
ლად გასულიყო, გენერალი კი აივანზე გადმომდგარიყო და
მოაჯირზე ჩამოყრდნობილი გაჰყურებდა, როგორ ამოჰქონ-
დათ ქალებს ჭიდან წყალი. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდე-
ბოდა, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან, სოფლის ცენტრიდან
დოლის ხმა და ვიოლინოს დაკვრა ისმოდა, რაც ღამეს ხიბ-
ლით სავსე ახალ იდუმალებას სძენდა.
გენერალმა იმ მხარის ქორწილებისთვის დამახასიათებე-
ლი დოლის ხმა ამოიცნო. შემოდგომის მიწურული რომ არ ყო-
ფილიყო, დოლის ეს ხმა გენერალს გამაღიზიანებელ კონ-
ტრასტად მოეჩვენებოდა. მაგრამ ალბანეთის შესახებ წიგნში
წაკითხული ჰქონდა, რომ სოფლებში აქ ქორწილებს ძირითა-
დად შემოდგომაზე იხდიან, როგორც კი ჭირნახულს დააბინა-
ვებენ. მეორე წელი იწურებოდა, რაც ის და მღვდელი ერთი
სოფლიდან მეორეში გადადიოდნენ წელიწადის ზუსტად ამ
დროს. თუმცა
სადაცაა, ზამთარი დაიწყებოდა და ახლა სულ უკანასკნელ
ქორწილებს ასწრებდნენ ისინი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით ეს
საქმე ამ დროისთვის გადაედო, მაშინ, როცა მათი მარშრუტის
დასაწყისში ქორწილებს ლამის ყოველდღე ხედავდნენ.
ხშირად ისეც ხდებოდა, რომ გენერალს წვიმის ხმასთან
ერთად დოლის და ვიოლინოს ხმა ჩაესმოდა, ხან მხიარული,
ხანაც სევდიანი. როდესაც საბანში თავჩარგული მათ უსმენდა,
მისი ფიქრები წვიმაში მდგარ საბარგო მანქანასთან მიდიოდა,
რომელიც მუდამ გარეთ იდგა და რომლის შავ ტენტსაც მთელ
ღამეს აწვიმდა. გზების გასწვრივ ჩამწკრივებულ ხეებზე უფრო

197
უცხოები ჩვენა ვართ, ამ ცხვრებზე, მეცხვარეების ნაგაზებზე
და ხბორებზე, საღამოსპირს კისერზე შებმულ ეჟვნებს რომ აჟ-
ღარუნებენ, უფრო უცხოები ჩვენა ვართო, ფიქრობდა.
ეს საღამოც სხვა საღამოების მსგავსად ჩაივლიდა, გენე-
რალს ასეთი აზრების თავში ტრიალის შემდეგ რომ არ მოეს-
მინა მღვდლის ლაპარაკი პოლკოვნიკ ზ.-ს შესახებ, რომელ-
მაც უამბო, თუ როგორ მივიდა კლუბში, როგორ მიუჯდა იქაუ-
რი გლეხების მაგიდას, რა მოუთხრეს მათ პოლკოვნიკის გა-
უჩინარების თაობაზე და ბოლოს იმ ეჭვებზე, რომლებიც მათმა
სიტყვებმა აღუძრა გულის სიღრმეში. თუმცა გენერალი ისეთ
კარგ გუნებაზე იდგა, რომ მღვდლის სიტყვებს ცალი ყურით უს-
მენდა.
– კმარა, – მესამედ უთხრა გენერალმა. – მორჩა ეს ყველა-
ფერი. ჩვენ ახლა ცოტა დასვენების და გართობის მეტი არაფე-
რი გვჭირდება. არა განა?
მღვდელს არაფერი უპასუხია.
– მშვენიერი საღამოა. ცოტა მუსიკა, თითო ჭიქა კონიაკი.
– კი მაგრამ, სად წავიდეთ? – იკითხა მღვდელმა. – აქ კა-
ფეები არ არის. კოოპერატივის კლუბია და მეტი არაფერი. ხომ
იცნობთ ასეთ ადგილებს...
მაგრამ გენერალმა არ დაასრულებინა სათქმელი და ისე-
თი რამ შესთავაზა, რომ მღვდელს გაოგნებისგან თვალები
შუბლზე აუვიდა. რა თქმა უნდა, არც გაიზიარა მისი ნათქვამი.
პირველად მოხდა, რომ ასეთი მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია.
მაგრამ გენერალმა უხეშად შეახსენა, მისიის ხელმძღვანელი
მე ვარ და, იძულებული თუ გავხდები, გიბრძანებთ კიდეც, გა-
მომყვეთო.
– ვამაყობთ ჩვენი მისიით, არა განა? რამდენჯერ გამიმეო-
რეთ თქვენ ეს. და ეს დიადი მისია ჩვენ უკვე შევასრულეთ. ამ
საღამოს კი მინდა გავერთო, მუსიკას მოვუსმინო, თეატრში წა-
ვიდე, რა ვიცი, კიდევ რა! თქვენ არ მითხარით, აქაური ქორწი-
ლები ნამდვილი სპექტაკლებიაო? თუ მხოლოდ სამგლოვია-
რო ცერემონიებზე მელაპარაკებოდით? არა აქვს მნიშვნელო-
ბა. მთავარი ისაა, რომ ამ საღამოს მინდა გავერთო. პანაშვიდი
რომ ყოფილიყო, იქაც წავიდოდით, არა განა? თანაც, სულ არ

198
მომერიდება აქაური გლეხებისა! თქვენ თავად მითხარით,
ალბანელებს სტუმართმოყვარეობა მანიაში აქვთ გადასუ-
ლიო, ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მხრიდან ცუდი
მასპინძლობა არ გვემუქრება.
პასუხისთვის არც დაუცდია, ისე მოიცვა გენერალმა თავი-
სი საწვიმარი და გავიდა.
მღვდელი გაჰყვა.

199
თავი XX
ქორწილი სოფლის შუაგულში მდებარე ერთ სახლში იმარ-
თებოდა. გენერალმა და მღვდელმა შორიდანვე დაინახეს ჩახ-
ჩახა შუქები, რომლის ქვეშაც წვიმა კიდევ უფრო ხშირი მოჩან-
და. მიუხედავად ცუდი დარისა, სახლის კარი ყურთამდე ღია
იყო და სტუმრები ფართო ტალავერში იდგნენ. ხალხი მიდი-
მოდიოდა, სახლისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩა ძალიან გამო-
ცოცხლებული ჩანდა და ჩურჩული და კიდევ სხვა ათასგვარი
ხმა ისმოდა. შავ საწვიმრებში გამოხვეული გენერალი და
მღვდელი დადუმებულები მიაბიჯებდნენ და მათი ნაბიჯების
ხმა მთელ ქუჩაზე ისმოდა; გენერალი მძიმედ და მოუქნელად
მიაბიჯებდა გუბეებში, მღვდელი კი უფრო მსუბუქად და ცოც-
ხლად.
წამით ფართოდ გაღებული კარის წინ, ტალავერში შეჩერ-
დნენ, სადაც სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი
რამდენიმე ახალგაზრდა ეწეოდა და ერთმანეთს ხმადაბლა
ესაუბრებოდა; შემდეგ წინკარში შევიდნენ. გენერალმა პირ-
ველმა შეაბიჯა და მისმა საწვიმარმა შესასვლელის ნათურების
შუქზე გაიელვა – ანარეკლისგან ზურგზე თითქოს რაღაც აბ-
სტრაქტული კომპოზიცია გამოესახა. მღვდელი ფეხდაფეხ
შეჰყვა. დერეფანში ახმაურებული ქალებისა და ბავშვების ტე-
ვა აღარ იყო. დოლის ხმა მიწყდა და მთავარი ოთახიდან მა-
მაკაცების ხმები გაისმა. დერეფანში პატარა ჯგუფმა მოიყარა
თავი, რომელმაც მაცნე შეაგზავნა ოთახში, საიდანაც მათთან
ბერიკაცი გამოვიდა გაკვირვებული სახით. მათ გულზე ხელის
დადებით მიესალმა და საწვიმრების გახდაში მიეხმარა. საწ-
ვიმრები სოფლელების ნაბდების გვერდით ჩამოკიდეს. აშკა-
რად სახლის პატრონი იყო. ახალ სტუმრებს დიდ ოთახში შე-
უძღვა, სადაც მათი შესვლისთანავე ატყდა ჩურჩული და ფაცი-
ფუცი. მათ სანახავად ისე გადმოიხარა ყველა, როგორც ათას-
ფერ ჭალაში ძლიერი ქარისგან იხრება ხოლმე მცენარეები.
გენერალი ნამდვილად არ ელოდა, რომ ასე გაუკვირდე-
ბოდა იმ სანახაობის ხილვა, რომელიც ახლა მის თვალწინ

200
ტრიალებდა. იმდენად აებნა თავგზა, რომ შესვლისას ყველა-
ფერს მკვეთრ და მოძრავ, გადღაბნილ ლაქებად ხედავდა,
თითქოს ვიღაცამ ღონიერი სილა გააწნა და თვალებიდან ნა-
პერწკლები გააყრევინაო.
ვიღაცა მაგიდისკენ წარუძღვა, მეორე კი მანტოს გახდაში
დაეხმარა. მხოლოდ ის შეეძლო, რომ ამ გარშემო მოძრავ ლა-
ქებს ესალმებოდა და უღიმოდა და ამასთან გაოგნებული სა-
ხით რამდენიმე სიტყვას ბურტყუნებდა.
დოლის ბაგუნი და ვიოლინოს პირველი ნოტების წვრილი
ხმა რომ ხელახლა გაისმა და სტუმრები რომ წამოიშალნენ სა-
ცეკვაოდ, მაშინღა მოიკრიბა ოდნავ გონება. ბროლის ჭიქების
ჭახაჭუხის ფონზე გვერდიდან გაიგონა, როგორ უთხრა ვიღა-
ცამ მის ენაზე, გნებავთ, ასწიოთ ჭიქაო. ის გააკეთა, რასაც ეუბ-
ნებოდნენ. იგივე ხმა განაგრძობდა ლაპარაკს, თითქოს მის-
თვის რაღაცის ახსნა უნდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ისეთ მდგო-
მარეობაში იყო, რომ არაფერი ესმოდა და თავადვე უკვირდა,
რატომ ვარ ასეთი დაბნეულიო.
ახლა ეს ზეიმი დიდ, მძლავრ და ამორფულ ორგანიზმად
ეჩვენებოდა, რომელიც სუნთქავდა, მოძრაობდა, ჩურჩულებ-
და, ცეკვავდა და მთელ სივრცეს თავისი ცხელი, მათრობელა
და არეული სუნთქვით ავსებდა.
გენერალს რაღაც ხანი კიდევ დასჭირდა საბოლოოდ გონ-
ზე მოსასვლელად. გრძნობდა, რომ ბავშვები თვალს არ აცი-
ლებდნენ და ჩუმი სიხარულით შესციცინებდნენ. შეჯგუფებუ-
ლები ერთმანეთს თითით რაღაცას აჩვენებდნენ მის მხარეს,
თითქოს ღილებს ან ლენტებს ითვლიდნენ მის მუნდირზე,
რადგან შემდეგ ერთმანეთში კამათობდნენ, აშკარად ვერ
თანხმდებოდნენ და თავიანთ პატარა თავებს მონდომებით
აკანტურებდნენ.
პირველი, ვისი იქ ყოფნაც შენიშნა გენერალმა, ალბათ
პროფესიული მიდრეკილებების გამო, ჯარისკაცი იყო, თავ-
შიშველი, რომელიც თავგამოდებით ართობდა სტუმრებს. პა-
ტარძლის ძმაა და ქორწილიც ზუსტად მისი მიზეზით გადაიდო,
ელოდებოდნენ, შვებულებას როდის მისცემდნენ ჯარშიო, აუხ-
სნეს. ახალგაზრდა კაცმა რამდენჯერმე იცეკვა და ახლა იცი-

201
ნოდა და გოგონებს ელაპარაკებოდა. ძალიან ახალგაზრდა
იყო და ქერა თმა და პატარა, ნაცრისფერი თვალები ჰქონდა,
რომელთაც ყველა მხარეს აცეცებდა.
გენერალმა თანდათანობით ყველა გარშემო მყოფი და-
ინახა. სათითაოდ დაათვალიერა დიდულვაშიანი მოხუცები,
რომლებიც ფეხმორთხმით ისხდნენ დაბალ ტახტებზე, სერიო-
ზული სახეებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და თავიანთ
გრძელ ჩიბუხებს აბოლებდნენ, გრაციოზულად მღელვარე,
თეთრკაბიანი პატარძალი, ოფლში გახვითქული ნეფე, რომე-
ლიც მასპინძლის მოვალეობის შესასრულებლად ყველასთან
სათითაოდ მიდიოდა, გოგონების ჯგუფები, რომლებიც კუთხე-
ებში მიმდგარიყვნენ და იცინოდნენ და ჩურჩულებდნენ, გეგო-
ნება, ამის მეტი არაფერი იციანო. მათი ასეთი ქცევა უკვე თა-
ვისთავად დაპირება იყო საიდუმლო სიხარულისა, რომელსაც
არასდროს ბოლომდე არ შეასრულებდნენ. დაათვალიერა
პირში სიგარეტგაჩრილი ახალგაზრდა კაცების იმედგაცრუე-
ბული სახეები, შავგვრემანი და გაოფლილი მუსიკოსები, ქა-
ლები, რომლებიც უაღრესად საქმიანი სახეებით გადი-გამო-
დიოდნენ ოთახიდან ოთახში, და ბოლოს, შავებში ჩაცმული
ხანდაზმული ქალები, რომელთაც ემოციისა და სინაზისაგან
მზერა დამძიმებოდათ და სახეზე კვალად ეტყობოდათ გან-
ვლილი წლები. ეს უკანასკნელნი ერთ ხაზზე ისხდნენ გამწკრი-
ვებული, გახუნებული ხატებივით.
ის ახლა თვალს ადევნებდა ფეხების მარჯვე მოძრაობასა
და იატაკზე ქუსლების რიტმულ კაკუნს, რომლებიც დოლის
ვიბრაციულ ბრძანებებს ემორჩილებოდნენ, ცოტა ხნის წინ
გადმოლახული ალპების თოვლივით ქათქათა თეთრი, ათას-
ნაოჭიანი კაბების შრაშუნს, გრძელ-გრძელ და ბუნდოვან სად-
ღეგრძელოებს, რომლებიც თარგმნისას თითქმის ყოველ-
გვარ შინაარსს მოკლებული ჩანდა, მამაკაცების უხეშ სიმღე-
რებს, რომლებიც მთების ხანმოკლე საღამოებს ახსენებდა,
ქალების გაწელილ, პათეტიკურ სიმღერებს, რომლებიც თით-
ქოს ღონიერი მხრებით ეყრდნობოდნენ მამაკაცების მხრებს,
რათა მათ გვერდით ევლოთ მუდმივად და მორჩილად.

202
გენერალი გარშემო იყურებოდა და ვერაფერზე ფიქრს ვერ
ახერხებდა. მხოლოდ სვამდა და ისე იღიმებოდა განუწყვეტ-
ლივ, რომ თავადაც არ იცოდა, ვის უღიმოდა.

„არ ვიცი, რომელ არმიას ეკუთვნი, რადგან ვერასდროს


ვარჩევდი ერთმანეთისგან სამხედრო ფორმებს, ახლა კი ძა-
ლიან მოხუცი ვარ ამის სასწავლად, მაგრამ უცხოელი ხარ და
ერთერთ იმ არმიას მიეკუთვნები, რომლებმაც ჩემები დახო-
ცეს. ხელობად დაპყრობა გაქვს და ერთი იმათგანი ხარ, ვინც
ცხოვრება დამიმსხვრია და უბედურ ქალად მაქცია... ამ უცხო
ქორწილში მოვედი და კუთხეში მიმჯდარი ამ სიტყვებს ვბუტ-
ბუტებ. არავის ესმის ის, რასაც ახლა მე შენ გეუბნები, რადგან
ყველას ეზეიმება და არ მინდა, ჩავშალო ეს დღესასწაული. და
სწორედ იმიტომაც ვრჩები აქ, ამ კუთხეში და გწყევლი ხმადაბ-
ლა, კბილებში გამოცრით, რომ არ მინდა, ვინმემ გაიგონოს
და ამით დღესასწაული ჩაიშალოს. მინდა ვიცოდე, რამ მოგიყ-
ვანა ამ ქორწილში და როგორ მოხვედი აქ შენი ფეხით. დამ-
ჯდარხარ ამ მაგიდასთან და იცინი კრეტინივით. ჰოდა, ადექი,
მოისხი მხრებზე ეგ შენი საწვიმარი და წაშავდი იქ, საიდანაც
მოთრეულხარ! იმდენიც არ გესმის, რომ ზედმეტი ხარ აქ, შე
წყეულო?“

ქალები ისევ მღეროდნენ. გენერალმა იგრძნო, როგორ


აევსო გულმკერდი ცხელი სუნთქვითა და ნაზი გრძნობებით.
დაეუფლა შეგრძნება, თითქოს ბგერებისა და შუქების აბაზანა-
ში იწვა სრულიად მოდუნებული. და ეს ბგერები და სინათლის
შხეფები, რომლებიც თბილი შადრევანივით ეღვრებოდა
მთელ ტანზე, მის სხეულს სასაფლაოების ტალახისგან გან-
წმენდდა, ტალახისგან, რომელსაც შმორისა და სიკვდილის
სუნი ასდიოდა.
დაბნეულობამ გაუარა თუ არა, გენერალი კარგ გუნებაზე
დადგა. უნდოდა ელაპარაკა, თავბრუ დახვეოდა სიტყვების-
გან. თვალებით მღვდელი მოძებნა. ეს უკანასკნელი მაგიდას-
თან ოდნავ მოშორებით, მოპირდაპირე მხარეს დაინახა. აშკა-
რად ეკლებზე იჯდა.

203
გენერალმა თავი დაუკრა.
– ხომ ხედავთ, ყველაფერი მშვენივრადაა.
მღვდელს პასუხი არ გაუცია.
გენერალი დაიძაბა. იგრძნო, როგორ დაესო უჩუმარი ის-
რებივით გარშემო მყოფთა მზერები. დაესო ჯიბეებზე, სამხრე-
ებზე და ცოტა, ძალიან ცოტა – თვალებზე; მამაკაცების შავი და
მძიმე, ხოლო ახალგაზრდა გოგონების მფრთხალი, სხარტი
და გაუბედავი ისრები.
„შენ გაფრინდები, როგორც დაჭრილი, მაგრამ მუდამ ამა-
ყი ფრინველი...“
– საინტერესოა, არა განა? – ისევ ჰკითხა მღვდელს.
ამ უკანასკნელს კვლავ არ გაუცია პასუხი, ისე შეხედა,
თითქოს ეუბნებოდა, შესაძლებელიაო, და კვლავ თვალი აა-
რიდა.
– ეს ხალხი პატივისცემას გამოხატავს ჩვენ მიმართ, – გა-
ნაგრძო გენერალმა, – ჩვენი ქცევით ვიმსახურებთ ამას, მი-
უხედავად იმისა, რომ ოდესღაც მტრები ვიყავით. სიკვდილს
ყველგან მიაგებენ პატივს. ომი დიდი ხანია დასრულდა. წარ-
სული დავიწყებულია. დარწმუნებული ვარ, ამ ქორწილში არა-
ვინ ფიქრობს ძველ შუღლზე.
მღვდელი ისევ დუმდა. გენერალმა გადაწყვიტა, მისთვის
აღარაფერი ეთქვა, თუმცა თვალწინ თავისი კომპანიონის შავი
ანაფორის კალთა აუთამაშდა.
როგორც ჩანს, თავს ზედმეტად გრძნობსო, გაიფიქრა ბო-
ლოს. თუმცა მე ვარ კი აქ ლაღად? ძნელი სათქმელია. რაც
მოხდა, მოხდა. მოვედით და ახლა ზედმეტები ვართ თუ არა,
ნებისმიერ შემთხვევაში ძნელი იქნება აქედან წასვლა. უფრო
ადვილი ტყვიამფრქვევის ცეცხლის ქვეშ ადგომა და გაქცევაა,
ვიდრე ახლა საწვიმრის მხრებზე მოგდება და ამ წვიმაში გა-
რეთ გასვლა.

„შენ თვითონაც კარგად იცი, ზედმეტი რომ ხარ აქ. გრძნობ,


რომ ამ ქორწილში არის ვიღაც, ვინც გწყევლის და რომ დედის
ხმამაღლა წარმოთქმული წყევლა არასდროსაა უშედეგო. მი-
უხედავად იმ პატივისცემისა, რომელსაც შენ მიმართ იჩენენ,

204
მშვენივრად ხვდები, რომ არასდროს არ უნდა მოგედგა აქ ფე-
ხი. სულ ტყუილად ცდილობ, დამალო ეს. ჭიქას რომ სწევ, ხე-
ლი გიკანკალებს და ის აჩრდილები, რომლებიც თვალწინ გა-
დაგირბენენ ხოლმე, შენს ძრწოლას ააშკარავებენ!“

დოლი ისევ ახმაურდა. კლარნეტმა თავისი სიმღერა წამო-


იწყო და ვიოლინოებიც მას აჰყვნენ. დაგვიანებული სტუმრები
მოდიოდნენ და მოდიოდნენ გალუმპული ნაბდებით. ადიდე-
ბულმა მდინარემ ისინი შუა გზაში გააჩერა და მათაც რამდენი-
მესაათიანი ლოდინი მოუწიათ, ვიდრე გაღმიდან აქეთ ნაპირ-
ზე გადმოვიდოდნენ. ყველა იქ მყოფს სათითაოდ ჩაეხუტნენ
და თავიანთი ადგილები დაიკავეს დიდ მაგიდასთან.
საფიქრებელია, რომ ამ ხალხისთვის ქორწილი რაღაც
სიწმინდეს წარმოადგენს, თორემ ასე არ გაიჭირვებდნენ და
სხვისი სიხარულის გასაზიარებლად ამხელა გზაზე ღამე არ წა-
მოვიდოდნენ. თან ასეთ ავდარში. კოკისპირულად უნდა წვიმ-
დეს. ასეთ ღამეში სანგარსაც ვერ გათხრის კაცი, მაშინვე
წყლით გაივსება სანახევროდო, გაიფიქრა გენერალმა.

„როგორც ჩანს, დაღუპული შენიანების მოსაგროვებლად


ჩამოხვედი. შეიძლება ბევრი შეაგროვე უკვე და კიდევ ბევ-
რსაც ამიერიდან იპოვი, შეიძლება სულაც ყველას მოუყარო
თავი, მაგრამ კარგად იცოდე, რომ ერთ მათგანს ვერასდროს
იპოვი, მთელი ცხოვრება რომ ეძებო, ისევე როგორც მე ვეღარ
ვიპოვი, უკუნისამდე რომ ვეძებო, ვერც ჩემს ქალიშვილს და
ვერც ჩემს ქმარს. როგორ მინდა, იმის შესახებ დაგელაპარა-
კო, ვისაც ვერასდროს იპოვი! ამას თუ ახლა არ ვაკეთებ, ეს
იმიტომ, რომ არ მინდა, აქ მყოფ ყველა სტუმარს ომის მოგო-
ნებები გავუღვიძო. როგორ წვიმდა იმ ღამესაც. უფრო მეტად,
ვიდრე ამ საღამოს. წყალი ყველა მხრიდან მოჩუხჩუხებდა.
ორმოს ვერ ამოთხრიდა კაცი, მაშინვე წყლით ივსებოდა სანა-
ხევროდ, ფისივით შავი წყლით, თითქოს თვითონ ღამეს სდი-
ოდა ეს წყალიო. მაგრამ მაინც ამოვთხარე. არ გიამბობ არა-
ფერს, არც სხვებს მინდა, ჩავუშხამო ზეიმი და არც შენ, წყე-
ულო!“

205
გენერალმა სიგარეტს მოუკიდა. უცნაურია, და სიგარეტი
პატარა და უძლური ეჩვენა ბზის გრძელი და შავი ჩიბუხების
გვერდით, რომლებიც მოხუცებს ეჭირათ გარუჯულ ხელებში
და რომლებსაც ლაპარაკისას დროგამოშვებით ქაჩავდნენ,
რომ თითქოს საუბრის რიტმი დაეცვათ.
სახლის მასპინძელი, ბერიკაცი, რომელმაც ის საღამოს
დასაწყისში დერეფანში მიიღო, მასთან ჩამოჯდა. მასაც სხვა
მოხუცებივით ჩიბუხი ეჭირა ხელში და შავი შალის ქურთუკზე
ყვითელლენტიანი მედალი ეკიდა. გენერალს არაერთხელ
ენახა ასეთი მედალი გლეხების გულმკერდზე და ეჩვენებოდა,
რომ თითოეულს მედლის უკანა მხარეს მისი არმიის თითო და-
ღუპული ჯარისკაცის გაფითრებული სახე ეხატა. გაუღიმა ბე-
რიკაცს, რომლის დანაოჭებული სახე მერქანგამომხმარ, მაგ-
რამ ჯერ კიდეც ღონიერ ხეს აგონებდა. გვერდით მჯდომმა მა-
მაკაცმა, რომელმაც თავიდანვე ჭიქის აწევა შესთავაზა, ბერი-
კაცის პირველი სიტყვები უთარგმნა. სახლის მასპინძელმა
მოიბოდიშა სტუმრის წინაშე, რომ მასთან სასაუბროდ ვერ მო-
ვიდა, მაგრამ სულ ახალ-ახალი სტუმრები მოდიოდნენ და ის
ვალდებული იყო, ყველას დახვედროდა.
გენერალმა პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა და ზრდი-
ლობის გამომხატველი რამდენიმე ფორმულა წარმოთქვა. ბე-
რიკაცი გაჩუმდა, რამდენჯერმე სუსტად მოქაჩა ჩიბუხს და
წყნარი ხმით ჰკითხა გენერალს.
– საიდან ხარ?
გენერალმა უპასუხა.
ბერიკაცმა ჩაფიქრებული იერით გაიქნია თავი, რითაც გე-
ნერალი მიხვდა, რომ მას არასდროს გაეგონა ამ ქალაქის სა-
ხელი. არადა, ქალაქი დიდი და ძალიან ცნობილი იყო.
– ცოლ-შვილი გყავს? – ისევ დაუსვა შეკითხვა მოხუცმა.
– დიახ, ცოლი და ორი შვილი მყავს.
– დაე, დღეგრძელნი იყვნენ!
– გმადლობთ.
მოხუცმა კიდევ ერთხელ მოქაჩა ჩიბუხი და შუბლზე რამდე-
ნიმე ღრმა ნაოჭი გამოეხატა. ჩანდა, ლაპარაკი სურდა და გე-

206
ნერალს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ის მას ზუსტად იმას ეტ-
ყოდა, რის გაგონებაც მას ამ საღამოს სულ არ უნდოდა.
– ვიცი, რატომაც ჩამოხვედი ჩვენს ქვეყანაში, – განაგრძო
ბერიკაცმა მშვიდი ხმით და ეს ხმა გენერალს ხანჯალივით ჩა-
ესო გულში.
საღამოს დასაწყისიდანვე ეშინოდა ამგვარი საუბრის გაჩა-
ღებისა, რაც შეიძლება რამე პროვოკაციაში გადაზრდილიყო,
და მთელი ძალით ცდილობდა, დაევიწყებინა ამ ქვეყანაში თა-
ვისი ჩამოსვლის მიზეზი, იმ იმედით, რომ, თუ თავად დაივიწ-
ყებდა, მაშინ არც სხვებს გაახსენდებოდათ. ძალიან უნდოდა,
რომ ამ საღამოს უბრალო ტურისტი ყოფილიყო, რომელსაც
დიდი წარსულის მქონე ხალხის ადათ-ჩვევები აინტერესებს,
რომ მერე ეს ყველაფერი თავის მეგობრებს უამბოს სამშობ-
ლოში. თუმცა საუბრის ეს დაწყევლილი საგანი ვერა და ვერ
აიცილა თავიდან და გენერალი უკვე ნანობდა, რატომ მოვე-
დიო.
– ჰო, – განაგრძო ბერიკაცმა. – კარგს შვრები, შენი დახო-
ცილი ჯარისკაცების ძვლებს რომ აგროვებ. ღვთის ყველა შვი-
ლი იქ უნდა განისვენებდეს, სადაც დაიბადა.
გენერალმა თავი დაუქნია. ცოტა ხანში მასპინძელი მძიმედ
წამოდგა და ბოდიში მოიხადა, თავისი მოვალეობა უნდა შეეს-
რულებინა და ახლად მოსულ სტუმრებს უნდა დახვედროდა.
გენერალს გულზე მოეშვა და სმა განაგრძო. კვლავ დაუბ-
რუნდა კარგი გუნება. პროვოკაციის საფრთხე ჩავლილი ჩან-
და. შეეძლო, დღესასწაულის მიმდინარეობისთვის თვალ-ყუ-
რი ედევნებინა და თავის გემოზე ესვა.
– აი, ხედავთ? – გაუმეორა მღვდელს (უკვე ოდნავ უჭირდა
სიტყვების წარმოთქმა) – როგორ გვცემენ პატივს... აკი გით-
ხარით, წარსული დავიწყებულია-მეთქი. როგორ ამბობთ
ხოლმე?
– მე ვთქვი, ასეთ შემთხვევებში ადვილი არ არის ზნე-ჩვეუ-
ლებების პატივისცემასა და უბრალოდ პატივისცემას შორის
საზღვრის გავლება-მეთქი, – მიუგო მღვდელმა.
– გენერლები ყოველთვის პატივისცემას იწვევენ. გენე-
რალმა კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა.

207
– იცით, რა აზრი მომივიდა? – თქვა თითქოს ხუმრობით და
თვალებში ჩახედა მღვდელს, – მინდა წამოვდგე და ამათთან
ერთად ვიცეკვო.
– ამას სერიოზულად ამბობთ?
– კი, რატომაც არა?
მღვდელმა ნერვიულად დაუქნია თავი.
– ვერაფერი გაგიგეთ ამ საღამოს.
გენერალი გაღიზიანდა.
– გეყოთ ჩემი ძიძობა! დამანებეთ თავი, დალახვროს ეშ-
მაკმა! არავისგან არ მჭირდება გაკონტროლება.
– ხმადაბლა ცოტა, – უთხრა მღვდელმა, – ყურს გვიგდე-
ბენ.
– როდის დასრულდება ის საზიზღარი ამბავი, რომ გენერ-
ლები მუდმივად კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ?
მღვდელმა ისე იკრა შუბლში ხელი, თითქოს ამით ამბობ-
და, ესღა გვაკლდაო.
– ვდგები, მორჩა და გათავდა.
– კი მაგრამ, თქვენ არ იცით ეს ცეკვა. სასაცილოდ გამოჩ-
ნდებით.
– არა, სულაც არა. ძალიან მარტივი მოძრაობებია. თანაც,
ბოლოს და ბოლოს, ვის თვალში გამოვჩნდები სასაცილო, ამ
გლეხების?
მღვდელმა ისევ იტკიცა ხელი შუბლში.

„მითხრეს, ამ საღამოს კლუბში გაგიკითხავს იმის შესახებ.


მგონი, უკვე დიდი ხანია, ამაოდ დაეძებ. ჰო, მაგრამ რატომ
ეძებ ამდენს იმ ავადსახსენებელ პოლკოვნიკს? შენი მეგობა-
რი იყო? კი, ნამდვილად, იმდენად გაინტერესებს მისი ბედი.
მთელი საღამო გაგიტარებიათ მისი ამბების გამოკითხვაში.
ყველასთვის გიკითხავთ სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ
ყველამ იცის, სადღაც აქ, ამ მხარეში მარხია, ვერავინ გამოიც-
ნობს მისი საფლავის ზუსტ ადგილს. ისე წახვალ, რომ თან ვერ
წაიყვან მას, შენს მეგობარს, რომელმაც გლოვად მიქცია არ-
სებობა. წადი, რაც შეიძლება მალე, რადგან შენც მასავით წყე-
ული ხარ. კი, რა თქმა უნდა, ახლა კი იქცევი მამა აბრამის ბატ-

208
კანივით და ღიმილით შესცქერი სტუმრების ცეკვას, მაგრამ მე
ვიცი, გულში რაც გიდევს! ფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს
ისევ შემოესევი ამ ქვეყანას შენი ჯარებით ჩვენი სახლების გა-
დასაწვავად და ჩვენს დასახოცად, როგორც შენმა ამხანაგებმა
ქნეს უკვე. არ უნდა მოსულიყავი ამ ქორწილში. მუხლები უნდა
აგკანკალებოდა, როცა აქეთ მომავალ გზას დაადექი. თუნდაც
მხოლოდ ჩემი, შავი სვე-ბედის პატრონი საწყალი მოხუცი ქა-
ლის გამო. მაგრამ ახლა რა ხდება? გინდა, რომ ცეკვით დაუ-
არო აქაურობას? გყოფნის გამბედაობა, რომ წამოდგე? ღი-
მილსაც გამჩნევ სახეზე. ჰო, აბა რა, დგები კიდეც... და ესენიც
გიღებენ თავისთან?! მოიცათ, მოიცათ, რას აკეთებთ? ასე რო-
გორ შეიძლება? ეს უკვე მეტისმეტია! ეს უკვე მკრეხელობაა!“

დოლის ხმა ისე გაისმა ხელახლა, გეგონება, ზარბაზნიდან


გაისროლესო. კლარნეტიც ისევ აკვნესდა და ვიოლინოებმაც
მხარი აუბეს თავიანთი წვრილი, ქალური ხმებით. ოთახის შუ-
აგულში ჯერ ორმა, მერე სამმა მოცეკვავემ ჩაავლო ერთმა-
ნეთს ხელი და მათ თანდათანობით დაემატნენ სხვები.
გენერალი ცეკვას დააკვირდა. შემდეგ მღვდელს დააკვირ-
და. შემდეგ ისევ ცეკვას, შემდეგ ისევ მღვდელს. ცეკვას.
მღვდელს. ცეკვას...
წამოდგა. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. იდგა და მთვრა-
ლივით ყანყალებდა, მზად იყო, მოცეკვავეთა წრეში შეჭრილი-
ყო, რომელიც უკვე ცეცხლოვან წრედ ეჩვენებოდა. ორ-სამჯერ
გაშალა ხელები, მაგრამ მაშინვე ჩამოსწია, თითქოს რაღაცამ
დაუწვა თითებიო. მოცეკვავეების წრე მის წინ ჩიკორივით
ბზრიალებდა და ბერიკაცი, რომელიც უძღვებოდა ცეკვას, მუხ-
ლებში ისე იხრებოდა, ლამის ბოლომდე ცუცქდებოდა, შემდეგ
ისევ წამოიმართებოდა ხოლმე და ქუსლებს ისე აკაკუნებდა
იატაკზე, თითქოს ამით ამბობდა, ასე, ყოველთვის ასე იქნება
ყველაფერიო. თეთრ ცხვირსახოცს ატრიალებდა, ხელს უშ-
ვებდა გვერდით მდგომს და ბუქნაობისას ისე კეცავდა მუხ-
ლებს, კაცი იფიქრებდა, სადაცაა მოცელილივით წაიქცევაო,
მაგრამ ისევ დგებოდა და მერე ისევ ეშვებოდა მეხდაცემული-
ვით, წამის შემდეგ კი ისევ ცოცხლდებოდა ჭექა-ქუხილთან ერ-

209
თად. დოლი სულ უფრო და უფრო გააფთრებით გრგვინავდა,
კლარნეტის შეძახილები ახალ ნაკადებად მოედინებოდა და
რომელიღაც გოლიათის ყელიდან ამოხეთქილ ქვითინს ჰგავ-
და, ვიოლინოების სიმები კი თავდავიწყებით თრთოდნენ.
დოლზე სულ უფრო და უფრო სწრაფად სცემდნენ და ახლა, ამ
გოდების მიღმა, გეგონებოდა, უზარმაზარი კლდე მოსკდა და
მთის მწვერვალიდან მოცურავსო. გენერალს, რომელიც
კვლავაც ზეზე იდგა, ამ გიჟური და თვალისმომჭრელი ბზრი-
ალისგან თავბრუ დაეხვა. ვერც კი მიხვდა, რამდენ ხანს
გრძელდებოდა ეს ყოველივე. რამდენიმე წამში მუსიკოსების
გაოფლიანებული სახეები, კლარნეტის ყელი, რომელიც ისე
ციალებდა ზევით-ქვევით ქნევისას, როგორც მოძრავი სამიზ-
ნისკენ მიმართული ჰაერსაწინააღმდეგო ზარბაზნის ლულა და
ექსტაზში ჩავარდნილი მოცეკვავეების დახუჭული თვალები
დაინახა. შემდეგ დოლი დადუმდა, სიმები მიყუჩდნენ და ყვე-
ლაფერი გაირინდა. ზეიმს კარგი პირი უჩანდა და, წესით,
მთელ ღამესაც კი უნდა გაგრძელებულიყო; მაგრამ ზუსტად იმ
დროს, როცა მოცეკვავეები თავიანთ ადგილებზე ბრუნდებოდ-
ნენ, ვიღაცის კვნესამ გააპო ხმაური. გენერალს თითქოს რა-
ღაც ჩაესო გულში. ხმაური არ შეწყვეტილა, მაგრამ, უცნაურია,
და ყველამ გაიგონა ყვირილის ხმა; ვერავინ იფიქრებდა, რომ
მოხუც ნიცას ასეთი რამ შეიძლება აღმოხდენოდა.
ქვითინებდა და დროგამოშვებით წვრილი ხმით წამოიყვი-
რებდა ხოლმე. უეცრად ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მოხუცი
ქალის სლოკინი გაისმა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მის
კვნესა-გოდებას. თუმცა ამ სიჩუმემ დიდხანს არ გასტანა. გენე-
რალმა დაინახა, როგორ წამოიშალა ხალხი მოხუცი ქალისკენ
და როგორ აფუსფუსდნენ მის გარშემო. შემდეგ ვიღაცას და-
უძახეს და უბედური ქალი, რომელიც, ღმერთმა უწყის, რატომ
ტიროდა ცხარე ცრემლებით, ოდნავ დამშვიდდა.
მოხუცი ქალი მართლა რომ დამშვიდებულიყო, როგორც
ეს გენერალს და სხვებს ეგონათ, ვინც იქვე ახლოს არ იყო,
ყველაფერი კარგად წარიმართებოდა, და გენერალი შეიძლე-
ბა ძალიან გვიანობამდე, ლამის დილამდეც კი დარჩენილიყო,
მაგრამ მოხუცი ნიცა ისევ ატირდა. აშკარად, ვერაფრით

210
მშვიდდებოდა, პირიქითაც კი; მოთქმით ტიროდა; სტუმრები
ისევ ახმაურდნენ მის გარშემო, მაგრამ მისმა გოდებამ, რომე-
ლიც საყოველთაო მხიარულებას ბასრი მახვილივით ჭრიდა
შუაზე, ყველაფერი გადაფარა. სხვებმაც მოირბინეს და გენე-
რალს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ, რაც უფრო მეტ ყურადღე-
ბას აქცევდნენ, მით უფრო ხმამაღლა ზლუქუნებდა მოხუცი ქა-
ლი. მუსიკოსებმა დაკვრა განაგრძეს, მაგრამ მოხუცმა ნიცამ
ისეთი გამყინავი ხმით დაიყვირა ისევ, რომ საკრავებს თით-
ქოს შიშისგან ჩაუწყდათ ხმა. გენერალმა დაინახა, რომ ჯგუფი,
რომელიც მოხუც ქალს ერტყა გარს და მას აკავებდა, თითქოს
გაირღვა და ნიცამ თავი გამოითავისუფლა. წინ გამოვარდა და
გენერალმა პირველად იხილა მისი გადაფითრებული სახე,
ცრემლებისგან დასივებული თვალები და პატარა, სუსტი სხე-
ული ასე ახლოდან. რა სჭირს? რა უნდა? რატომ ტირისო, იკით-
ხა უეცრად შეფხიზლებულმა გენერალმა. მაგრამ პასუხი არა-
ვის გაუცია. მოხუც ქალს მისცვივდნენ; ორმა ქალმა აქეთ-იქი-
დან მოიქცია შუაში და მისი ფრთხილად გაყვანა სცადა, მაგ-
რამ ნიცა კვლავ აყვირდა და გენერალთან მიიჭრა. ამ უკანას-
კნელმა მისი სიძულვილისგან შეშლილი სახე დაინახა, მაგ-
რამ მიზეზს ვერ მიხვდა. ნიცამ რამდენიმე სიტყვა ყვირილით
და ხელების ქნევით თქვა და თვალებში ღრიალით ჩახედა. გე-
ნერალი მის წინაშე გაოგნებული იდგა და სახეზე მიტკლისფე-
რი ედო. ეს ყოველივე რამდენიმე წამს გაგრძელდა, რადგან
უკნიდან ჩაავლეს და გაყვანა დაუპირეს, მაგრამ მოხუცმა
ქალმა ისევ გაითავისუფლა თავი, სწრაფი ნაბიჯით წავიდა კა-
რისკენ და თვითონ გავიდა გარეთ.
გენერალი იდგა და არავინ უთარგმნიდა მოხუცი ნიცას
სიტყვებს, თუმცა დამსწრე საზოგადოებამ არ იცოდა, რომ
მღვდელს ალბანური ესმოდა. გარს შემოეხვივნენ აცრემლე-
ბულ პატარძალს და ოჯახის დიასახლისს, რომელიც გაფით-
რებული სახით გამწარებული იწერდა პირჯვარს.
– აკი გაგაფრთხილეთ, არ უნდა მოვსულიყავით აქ, – უთ-
ხრა მღვდელმა.
– რა მოხდა? – ჰკითხა გენერალმა.

211
– ახლა არ არის შესაფერი დრო ამის სათქმელად. მოგვია-
ნებით აგიხსნით ყველაფერს.
– მართალი იყავით, – თქვა გენერალმა, – წინდაუხედავად
მოვიქეცი.
სტუმრების ის ჯგუფი, რომელიც საღამოს დასაწყისში მრა-
ვალფერ, ხმაურიან ჭალად მოეჩვენა, მის თვალში ახლა
ზამთრის ჩაბნელებულ ტყედ ქცეულიყო. თავები, მკლავები,
ხელები, გრძელი თითები აქეთ-იქით ქანაობდა, იშლებოდა და
იხრებოდა ქარიშხლისგან მოშიშვლებული ტოტებივით, ამ
ყველაფერს კი ყვავის ჩხავილივით დასტრიალებდა თავზე
შფოთვა-წუხილი.
– რა დარჩენიათ, რას დაიარებიან ამ ჩვენს ქორწილებში?
– იკითხა ერთმა ახალგაზრდამ.
– ჩუ! არ გინდა ასეთი რამეების თქმა.
– რატომ? – ჩაერია მეორე. – თან ცეკვასაც რომ ბედავენ.
– ხომ ვერ გავყრიდით გარეთ? მამა-პაპის ადათია ასეთი.
− რა ადათი?! და საბრალო ნიცას რას ეუბნება ეგ მამა-პა-
პის ადათი?
– ჩუ! არ არის საჭირო, რომ ამათ გაიგონონ.
– ნუ გეშინია, – ჩაერთო საუბარში კიდევ სხვა, – ისეთი
ხმაურია, ვერაფერს გაიგონებენ, ალბანურიც რომ იცოდნენ,
მაინც.
გენერალსა და მღვდელს მართლაც არ ესმოდათ არაფე-
რი. სათითაოდ აკვირდებოდნენ გარშემო მყოფთა სახეებს.
გენერალმა მზერა მამაკაცებისა და ყმაწვილკაცებისაგან მა-
ლე ქალებზე გადაიტანა, რომელთაც სახეები შავ თავსაფრებ-
ში – ერთგვარ სამგლოვიარო ჩარჩოებში – მოექციათ; დაღ-
ვრემილები და დადუმებულები ისხდნენ, თითქოს გული ახალ
უბედურებას უგრძნობთო. -
გენერალს ძალიან შეეშინდა. რატომ მოვიდა? რა უაზრო
კაპრიზი იყო ახლა ეს? აქამდე ყველაფერი კარგად იყო. კანო-
ნები თან ახლდა და იცავდა მას ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
ამ საღამოს კი ძალიან დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი. ეს რა
აზრი მოუვიდა თავში, რომ მღვდელთან ერთად მარტო მოსუ-
ლიყო ამ ქორწილში? ის აქ ყველა წესისა და კანონის მიღმა

212
აღმოჩნდა. ისე შეიძლება დამართვოდათ ნებისმიერი რამე,
რომ კაციშვილი პასუხისმგებელი არ იქნებოდა.
– წავიდეთ აქედან, – თქვა მან უეცრად, – ახლავე წავიდეთ
აქედან.
– დიახ, დიახ, – დაეთანხმა მღვდელი, – მძიმე შეურაცხყო-
ფა მოგვაყენეს. იმ მოხუცმა ქალმა ჩვენზე ყველაზე აღმაშფო-
თებელი სიტყვები თქვა.
– მაშინ წასვლამდე პასუხი უნდა გავცე ამათ. მაინც რა
თქვა იმ მოხუცმა ქალმა?
მღვდელი რაღაცის სათქმელად მოემზადა, როდესაც სახ-
ლის მასპინძელი მათთან მოვიდა.
– დასხედით, – თქვა მან და ხელი ჯერ მაგიდისკენ გაიშვი-
რა, შემდეგ კი ქალებს ანიშნა რაღაც, რომლებიც მაგიდებს ემ-
სახურებოდნენ და მათ რაკი და ნაირ-ნაირი მისაყოლებლები
მოატანინა.
გენერალმა და მღვდელმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს და
მერე მასპინძელს შეხედეს ერთად.
– ასეთი რამეები ხდება ხოლმე, – თქვა ბერიკაცმა. –
გთხოვთ, დარჩეთ. დასხედით.
ზეზე დგომისგან და გარშემომყოფთა მზერებისაგან უხერ-
ხულ მდგომარეობაში აღმოჩენილები თავიანთ ადგილებზე
დასხდნენ. შეგრძნება დაეუფლათ, რომ ასე ნაკლებად შესამ-
ჩნევები გახდებოდნენ.
დიდ ოთახში ერთგვარი წესრიგი აღდგა და ხალხი კვლავ
მაგიდებს მიუსხდა. გენერალს გვერდით მიუჯდა მამაკაცი, რო-
მელიც აქამდე მთელი საღამოს განმავლობაში წარმოთქმულ
სადღეგრძელოებს უთარგმნიდა.
ამ უკანასკნელმა აუხსნა, ნიცა ჭკუიდან შეშლილი ერთი
მოხუცი ქალია, რომელიც ბოლო ომის დროს დაქვრივდა, მი-
სი ქმარი პოლკოვნიკ ზ.-ს მიერ ჩატარებული სადამსჯელო
ოპერაციებისას ჩამოახრჩვესო. ისიც უთხრეს, რომ პოლკოვ-
ნიკმა მისი თოთხმეტი წლის ქალიშვილი თავის კარავში მიაყ-
ვანინა, ხოლო დილას, როცა სახლში ბრუნდებოდა, ამ უბედუ-
რი ქალის გოგონა ჭაში ჩამხტარა. ამ ამბიდან მეორე დღეს
გამქრალა პოლკოვნიკი.

213
რაკი არ იცოდა გოგონას სიკვდილის ამბავი, როგორც
ჩანს, მის ხელახლა სანახავად სახლში მიუკითხავს. ერთი ჯა-
რისკაცი დაუყენებია საყარაულოდ სახლის წინ, თავად კი შე-
ყოვნებულა დიდხანს, საჭიროზე ბევრად უფრო მეტხანს, თუმ-
ცა ყარაულს ბრძანება ჰქონია, ფეხი არ მოეცვალა ახალი
ბრძანების მიღებამდე და ამიტომ არც განძრეულა გათენებამ-
დე. დილას ვერავინ უპოვიათ სახლში და ვერც ვერავის გა-
უგია, რა დაემართა პოლკოვნიკს. ვიღაცეები ამტკიცებდნენ,
სასწრაფოდ ტირანაში გამოიძახესო, სხვები სხვაგვარად
ხსნიდნენ მის გაქრობას, მისი ბატალიონის ოფიცრები კი
კრინტს არ ძრავდნენ ამაზე. ორი დღის შემდეგ შენაერთს და-
უტოვებია იქაურობა.
ეს ყველაფერი ნამცეც-ნამცეც, შუაში გაწყვეტილი, ბუნდო-
ვანი ფრაზებით ითქვა, რომლებიც გენერალს ჩაქუჩივით
ხვდებოდა თავში.
ამასობაში მუსიკაც განახლდა, თუმცა თავიდან არავინ
დგებოდა საცეკვაოდ. შემდეგ ჯერ ქალებმა გაბედეს და იქ
მყოფთ ყველას დაეუფლა შეგრძნება, რომ მოხუცი ნიცას ეპი-
ზოდი მის გარდა ყველას დავიწყებოდა. გენერალი მაგიდას-
თან იჯდა და გაოგნება აზრის მოკრების საშუალებას არ აძ-
ლევდა. მისი და მღვდლის მზერები კიდევ ერთხელ გადაიკვე-
თა.
– მინდა ვიცოდე, რა თქვა იმ მოხუცმა ქალმა.
მისკენ მოპყრობილმა მღვდლის ნაცრისფერმა თვალებმა
გენერალი კიდევ უფრო ააფორიაქა.
– მას ჰგონია, რომ თქვენ პოლკოვნიკ ზ.-ს მეგობარი ხართ
და თქვენი მხოლოდ დანახვაც კი მისთვის საკმარისი აღმოჩ-
ნდა, რომ განრისხებულიყო.
– მე? პოლკოვნიკ ზ.-ს მეგობარი?
– დიახ, ეს მისი სიტყვებია.
– და რამ აფიქრებინა ეს?
– ვერაფერს გეტყვით.
– შეიძლება იმიტომ, რომ მთელი საღამოს მანძილზე
პოლკოვნიკ ზ.-ს ვეძებთ, – ჩაფიქრებული სახით თქვა გენე-
რალმა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო.

214
– სავსებით შესაძლებელია, – მკვახედ მიუგო მღვდელმა.
გენერალი კიდევ უფრო მოიღუშა. ვეღარ ხედავდა და აღარ
ესმოდა არაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა.
– ახლა წამოვდგები, – თქვა მან მოულოდნელად, – წამოვ-
დგები და საჯაროდ გამოვაცხადებ, პოლკოვნიკ ზ.-ს არანაირი
მეგობარი მე არა ვარ და, როგორც სამხედრო პირს, მისი გახ-
სენებაც კი მეზიზღება-მეთქი.
– და რატომ გააკეთებთ მაგას? ამ გლეხებს კმაყოფილება
რომ მოჰგვაროთ?
– არა. მე ამას ჩვენი არმიის კეთილი სახელისა და პატი-
ვისთვის გავაკეთებ.
– ნუთუ ჩვენი არმიის კეთილი სახელი იმით შეილახება,
რომ ვიღაც მოხუცმა ალბანელმა ქალმა მას შეურაცხყოფა მი-
აყენა?
– მინდა ავუხსნა ამათ, რომ ყველა ჩვენი ოფიცერი არ ჩა-
იკეტებოდა თავის კარავში თოთხმეტი წლის გოგონასთან ერ-
თად, თავის მოვალეობას არ უგულებელყოფდა და, ბოლოს,
თავს არ მოაკვლევინებდა ვიღაც ქალს.
მღვდელმა წარბები შეჭმუხნა.
– ჩვენ აქ ამგვარი მსჯელობებისთვის არ მოვსულვართ, –
თქვა მან დინჯად, – ამ ყველაფრის განსჯა უფლის საქმეა.
– როგორც ვატყობ, ამათ მართლა ჰგონიათ, რომ მე მისი
მეგობარი ვიყავი, – განაგრძო გენერალმა, – ვერ ხედავთ,
როგორ მიყურებენ? მიმოიხედეთ ცოტათი ირგვლივ. მათი
თვალები ნახეთ.
– გეშინიათ? – ჰკითხა მღვდელმა.
გენერალმა მას მრისხანე მზერა სტყორცნა. დააპირა, რამე
უხეშად ეპასუხა, მაგრამ ამ დროს დოლი ახმაურდა. მასაც სიტ-
ყვები პირზე შეაშრა.
სინამდვილეში გენერალს ეშინოდა. ბევრი დაუფიქრებე-
ლი ნაბიჯი გადადგა ამ საღამოს. ახლა ფრთხილი უკან დახევა
იყო საჭირო. სასწრაფოდ უნდა გამიჯვნოდა პოლკოვნიკ ზ.-ს.
ისე უნდა მოეშორებინა თავიდან პოლკოვნიკი, როგორც ჩექ-
მიდან მოიძრობდა ზედ მიკრულ ტალახს.

215
მართალია, სიტუაცია თითქოს ჩაცხრობისკენ მიდიოდა,
მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანდა ასე. გრძნობდა, რომ ამ
ამორფული ორგანიზმის წიაღში რაღაცა აშკარად დუღდა. ეს
ჩანდა მზერებში, იგრძნობოდა ჩურჩულებში. თანაც კარის
უკან, დერეფანში, კედელში ჩარჭობილ ლურსმნებზე გამწკრი-
ვებულად ეკიდა სტუმრების თოფები. მღვდელსაც ნათქვამი
ჰქონდა, მკვლელობები ხშირი ამბავია ალბანურ ქორწილებ-
შიო.
უნდა ემოქმედა ახლა, ვიდრე გვიანი არ იქნებოდა. მო-
ულოდნელად რომ ამდგარიყო და წასულიყო, სავსებით შე-
საძლებელი იყო, რომელიმე მთვრალ სტუმარს მისთვის ზურ-
გში ესროლა. ძაღლი იმ ნადირს მისდევს უფრო მეტი გაცოფე-
ბით, რომელიც გარბის. უკან დახევა ფრთხილად იყო საჭირო.
გენერალმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მთელ იმ
ხალხს, რომელიც ხელ-ფეხს იქნევდა, ცეკვავდა და იცინოდა
მის გარშემო; შემდეგ მზერა კედლის გასწვრივ ჩამომსხდარ
მოხუც ქალებზე გაუჩერდა, რომელთაც მთელ საღამოს ფეხი
არ მოეცვალათ ადგილიდან. ისხდნენ ჩუმად და, ოდნავ უკან
გადახრილები, ჩამწკრივებულ ხატებს მოგაგონებდა კაცს. და-
ქანცულმა გენერალმა თავი ჩახარა და ხმა აღარ ამოუღია.
დოლის ხმა ყრუდ გაისმა, კლარნეტმა კი მთელ ქორწილს
გააგონა თავისი ჩახლეჩილი და გულის განმგმირავი კვნესა.
მაგიდებთან მიმსხდარი კაცები ამღერდნენ და გენერალს მაღ-
ლა, მთებში გატარებული საღამოები დაუდგა თვალწინ. ახლა
ქალების გამჭოლი ხმებიც ესმოდა, რომლებიც თავჩაქინდრუ-
ლები მღეროდნენ; მოგუდული სიმღერა იყო, რომელსაც მამა-
კაცების ხმები ისე ახშობდა, როგორც ქალის გახშირებულ
სუნთქვას ახშობს ხოლმე საყვარელი მამაკაცის ჩახუტება.
– მგონი, ზუსტად დროა, რომ აქედან წავიდეთ, – თქვა გე-
ნერალმა.
მღვდელმა თავი დაუქნია.
– შესაფერისი მომენტია.
– შეუმჩნევლად ავდგეთ.
– დიახ.
– მთავარია, ზედმეტად თვალში არ მოვხვდეთ ვინმეს.

216
– ჯერ თქვენ ადექით. მე გამოგყვებით.
შუაღამე ახლოვდებოდა. ზეიმი ბოლომდე გაჩაღებული
იყო და აღარავინ, თითქმის აღარავინ ფიქრობდა მოხუც ნიცა-
ზე, როდესაც მოხუცი ქალი მოულოდნელად კვლავ გამოჩნდა
ზუსტად იმ დროს, როდესაც ორი უცხოელი წამოდგომას აპი-
რებდა. შეიძლება გენერალმა პირველმა შეამჩნია მისი დაბ-
რუნება. ისე იგრძნო მან ქალის იქ ყოფნა, როგორც მოხუცი
მონადირე გრძნობს ხოლმე ჯუნგლებში ვეფხვის მოახლო-
ებას. ხალხი აწრიალდა და ატყდა ჩურჩული კარის სიახლო-
ვეს. გენერალმა თითქოს სულის სიღრმეში გაიგონა შეძახი-
ლი, „ის აქ არის!“ და ფერიც წაუვიდა. ამჯერად მოხუცი ქალი
აღარ ტიროდა, მისი ხმა აღარ ისმოდა, თუმცა ყველა მშვენივ-
რად გრძნობდა, რომ ის იქ, კართან იდგა. ორკესტრი განაგ-
რძობდა დაკვრას, მაგრამ მუსიკას აღარავინ უგდებდა ყურს.
კარის წინ რაღაც ჯგუფს მოეყარა თავი. ვერავის გაეგო, რატომ
დაბრუნდა მოხუცი ნიცა. მისი შესახედაობისა თუ მისგან წარ-
მოთქმული ვედრების გამო მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ხალ-
ხი მიიწ-მოიწია და მოხუცი ქალი შიგნით შემოუშვეს. ოთახში
საყოველთაო შეძახილების ფონზე შემოვიდა. თავიდან ფეხე-
ბამდე სველი და ტალახში ამოსვრილი იყო, სახეზე მკვდრის
ფერი ედო და მხრებზე რაღაც ტომარა ეკიდა.
გენერალი თავისდა უნებურად წამოდგა და მისკენ გაემარ-
თა. მიხვდა, რომ სწორედ მას ეძებდა. თავად წარდგა მოხუცი
ქალის წინაშე იმ მხეცების მსგავსად, რომლებიც, შორიდან
მტრის სუნის აღებისას, გაქცევის ნაცვლად მონუსხულივით
გარბიან ხოლმე მისკენ.
ხალხმა მათ გარშემო მოიყარა თავი. ყველა გაოგნებული
იყო. მოხუცი ნიცა გენერლის წინ გაჩერდა, დაბნეული მზერა
ისე მიაპყრო, თითქოს არა მას, არამედ მის ჩრდილს უყურებ-
დაო და გაბზარული და ხანგრძლივი ხველისგან ჩახლეჩილი
ხმით რამდენიმე სიტყვა მიახალა.
– ახლავე მითარგმნეთ, რასაც ამბობს! – ისე დაიყვირა გე-
ნერალმა, თითქოს საშველად იძახდაო.
არავინ შეუსრულა სურვილი. მზერა იქაურობას მოავლო
და მღვდელზე შეაჩერა. ეს უკანასკნელიც ახლოს მოვიდა.

217
– ამტკიცებს, ოდესღაც ერთ-ერთი თქვენი ოფიცერი მოვ-
კალიო, და გეკითხებათ, თქვენ ხომ არ ეძებთ უკანასკნელ ომ-
ში დაღუპულების ძვლებსო, – უთარგმნა მღვდელმა.
– დიახ, ქალბატონო, – უპასუხა გენერალმა ჩამქრალი
ხმით.
მთელი ძალის და ღონის მოკრება მოუწია, რომ თავი არ
დაეხარა ამ ქალის წინაშე, რომლის დანახვაც კი თავზარს
სცემდა.
მოხუცმა ნიცამ რამდენიმე სიტყვა დაუმატა, რომელთა
თარგმნაც მღვდელმა ვერ მოასწრო, რადგან ხმამაღალი მით-
ქმა-მოთქმა და შეძახილები ატყდა და ვიდრე ვინმე მოასწრებ-
და ხელის შეშლას, შეშინებული ქალების წივილ-კივილის მი-
უხედავად, მოხუცმა ქალმა ზურგზე მოკიდებული ტომარა
ძირს, ზუსტად ფეხებთან დაუგდო გენერალს. მღვდელს აღა-
რაფერი დარჩენოდა სათარგმნი; ყოველგვარი თარგმანი
ზედმეტი იყო, რადგან უკვე ყველაფერი ნათელი გახდა და ვე-
რაფერი იქნებოდა იმაზე უფრო გასაგები და ამავდროულად
საზარელი, ვიდრე ამ შავ, ჯერ კიდევ სველ ტალახში ამოსვრი-
ლი ტომრის ყრუ ხმა ძირს დაგდებისას. შეძრწუნებულმა ქა-
ლებმა სახეზე ხელები აიფარეს და უცბად გაიქც-გამოიქცნენ,
ასაკოვანები კი ოხვრა-კვნესით პირჯვრის წერას შეუდგნენ.
– თავისი კარის წინ ჩაუმარხავს! – დაიყვირა ვიღაცამ.
– საბრალო ნიცა!
უეცრად მოხუცმა ქალმა ზურგი შეაქცია დამსწრე სტუმ-
რებს და ისე წავიდა, როგორც მოვიდა, გაწუწული, ტალახში
ამოთხვრილი, და კაციშვილს აზრად არ მოსვლია მისი შეკავე-
ბა, რადგან მოსახდენი უკვე მომხდარიყო.
გენერალი თვალებს ვერ სწყვეტდა იატაკს. ხმაურისგან,
შეძახილებისგან და მომხდარის საშინელებისგან გაბრუებუ-
ლი იდგა. უცბად, თავადაც ვერ მიხვდა, რატომ, და სამარისე-
ბური სიჩუმე ჩამოწვა. შეიძლება საერთოდაც არ ჩამოწოლი-
ლა, მაგრამ გენერალს, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა.
მის ფერხთით და ყველა სტუმრის წინაშე მუქი და უტყვი ლაქა,
გადაკერებულ-დაკემსილი ძველი ტომარა ეგდო. ეს ვინმემ
უნდა აიღოსო, გაიფიქრა. საყოველთაო სიჩუმეში თავად და-

218
იხარა ნელა და აკანკალებული ხელებით დასწვდა ტალახიან
ტომარას, აწია და მაშინვე ძირს დააგდო. შემდეგ თავისი მან-
ტო მოისხა, კვლავ დაავლო ხელი ტომარას, მხარზე მოიგდო
და ამ ტვირთისგან წელში მოკაკული და განადგურებული ისე
გავიდა, თითქოს ზურგზე მთელი დედამიწის სირცხვილი და
წონა ჰქონოდეს მოკიდებული.

219
თავი XXI
გენერალი წყლის გუბეებში ჭყაპაჭყუპით მიდიოდა წინ.
მღვდელი მიჰყვებოდა. ვიწრო ქუჩას აუყვნენ, სოფლის მო-
ედანზე გავიდნენ, გვერდი აუარეს ძველ ეკლესიას და წყვდი-
ადში უცბად აებნათ გზა. უკან გამობრუნდნენ. თავში კვლავ გე-
ნერალი მიაბიჯებდა. ჯერ სოფლის წყაროს ჩაუარეს, შემდეგ
კლუბს და ეკლესიას, მაგრამ ვერაფრით მიაგნეს სახლს, სა-
დაც გაჩერდნენ. ორჯერ დაბრუნდნენ ერთსა და იმავე წერ-
ტილში და ამას სოფლის სამრეკლოთი მიხვდნენ, რომლის სი-
ლუეტიც მათ თავს ზემოთ აღმართულიყო. ისეთი ძლიერი ქა-
რი ქროდა, კაცი იფიქრებდა, ეს ქარი და წვიმა ისე შეაქანებს
ზარებს, რომ მალე რეკვას დააწყებინებსო.
ხელი, რომლითაც ტომარა ეჭირა, ძალიან დაუბუჟდა.

როგორ მემსუბუქები, ბეტიო, მითხრა ერთ დღეს პარკში.


ხელიხელგადახვეულები დავსეირნობდით ჩვენს ქორწინებამ-
დე ორი ღამით ადრე. შემოდგომის ღამე იყო, თბილი და ამა-
ფორიაქებელი. დღისით იწვიმა და ხეივნები სავსე იყო წყლის
პატარპატარა გუბეებით. ბავშვივით ხელში ატატებული მოვ-
ყავდი და განუწყვეტლივ მიმეორებდა, მართლა ასეთი მსუბუ-
ქი ხარ, ბეტი, თუ სიხარული, რომელსაც ახლა მე განვიცდი,
ასეთ შთაბეჭდილებას მიქმნისო... სამხედრო ჩექმებით მძი-
მედ, არხეინად დააბიჯებდა წყლის გუბეებში და იქ არეკლილ
მთვარეს ათას პატარა წვეთად აფრქვევდა აქეთ-იქით. მინდა
მთელი ცხოვრება ასე ხელში აყვანილი მყავდე, ბეტი. ჰო,
ასეო. მიაბიჯებდა, თმაზე მკოცნიდა და სულ მიმეორებდა, რა
მსუბუქი ხარ, ბეტიო.

ახლა შენი ჯერია, იყო მსუბუქი. ამქვეყნად შენზე მსუბუქი


აღარაფერია. სამ, ჰა-ჰა, ოთხ კილოს იწონიდე. და მაინც, ლა-
მისაა წელში გამწყვიტო.
კიდევ დიდხანს იბოდიალეს მთვრალებივით, სოფელს
რამდენჯერმე შემოუარეს გარს, ცდილობდნენ, რაც შეიძლება

220
მეტად დაშორებოდნენ ეკლესიას, რომელიც გამუდმებით
ჩნდებოდა შავად მათ ზევით. მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, რო-
დესაც წყვდიადში თითქმის უჩინარი თავიანთი მანქანის რა-
დიატორს დაეჯახნენ კინაღამ.
გაახსენდათ, რომ მანქანა ზუსტად იმ სახლის წინ ეყენათ,
სადაც დაბინავდნენ. გენერალმა პირველმა შეაღო ბაღის კარი
და შევიდა. კარი მის უკან მიიხურა. რამდენიმე ნაბიჯი გადად-
გა, შიდა კარი გამოაღო და წინკარში შესვლისთანავე ძირს
დააგდო ტომარა.
სანთებლის მკრთალ შუქზე ხმაურიანად აიარა კიბე, შევი-
და თავის ოთახში, ძირს დააგდო სველი საწვიმარი და ჩაცმუ-
ლი მოწყვეტით ჩავარდა ლოგინში. წამის შემდეგ გაიგონა,
როგორ გაიღო ოთახის კარი, როგორ დაიხურა და როგორ
შეხტა მღვდელი თავის ლოგინში.
სცადა ჩასძინებოდა, მაგრამ ამაოდ. მაშინ სცადა, აზრები
დაელაგებინა გონებაში, მაგრამ არც ამაში გაუმართლა.
უნდა დავიძინო. დავიძინო. დავიძინო. ისევე წყნარად უნდა
ვიყო, როგორც ის საბარგო მანქანა დგას გარეთ. დავიძინო.
ნებისმიერ ფასადო, ასე ფიქრობდა.

მთელი ძალით დახუჭა თვალები, მაგრამ ამან საერთოდ


ვერ უშველა. რაც უფრო უჭერდა ერთმანეთს ქუთუთოებს, მით
მეტად კარგავდა ძალას სიბნელე, რადგან წყვდიადს ხან ცის
რომელიმე ნაკუწიდან, ხან კი შორეული პლაჟების სილურჯი-
დან წამოსული სინათლის ლაქები და ზოლები მსჭვალავდა
ადგილ-ადგილ.
წყვდიადი მჭირდება. ულაქებო, უკუნი სიბნელე, რომ ჩამე-
ძინოსო, ფიქრობდა.
მაგრამ ლურჯი, თეთრი და მეწამული ზოლები და წითელ-
ყვითელი ლაქები არა და არ ქრებოდა. იქვე იყო, მის წინ,
წყვდიადის შუაგულში, სულ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილ-
ზე, იმ მხარეს, საითაც თავს მიატრიალებდა.
წამოდგა, ლუმინალის აბი გადაყლაპა და ისევ მიწვა.
ძლივს ჩასთვლიმა, როდესაც რაღაცამ შეაკრთო და გამოაფ-
ხიზლა. იქ, მოედნის გადაღმა, დოლი ისევ ახმაურდა.

221
ნუთუ ის წყეული ქორწილი კიდევ გრძელდება? ნეტა რა
ხდება ახლა იქაო, ფიქრობდა.
თავი საბანში ჩარგო, რომ არ გაეგონა; ცდა ამაო აღმოჩ-
ნდა. ეჩვენებოდა, რომ რაღაც სულ პატარა, ლამის თითისტო-
ლა ჯუჯა, აი, ზღაპრებში რომ არიან ხოლმე, ისეთი, მის ტვინში
მოკალათებულიყო და ციცქნა დოლზე უკრავდა, აი ტყვიის ჯა-
რისკაცებს რომ ჰკიდიათ ხოლმე წინ, ისეთზე. ყურები კი და-
იცო, მაგრამ ცეროდენა კაცუნა არსად წასვლას არ აპირებდა,
ფეხმორთხმით იჯდა და მის დოლს ბაგაბუგი გაუდიოდა.
მოეჩვენა, რომ დოლის ამ ხმაზე ჯარისკაცების მთელი კო-
ლონა მწყობრად მოაბიჯებდა.
ეს ჩემი დიდი არმია მოაბიჯებსო, გაიფიქრა. უეცრად წა-
მოიმართა და ხმამაღლა შესძახა, კმარაო!
თავი ბალიშზე დადო, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ისევ წა-
მოდგა და მღვდელს დაუძახა:
– მამაო! ჰეი, მამაო! პოლკოვნიკო, ადექით!
მღვდელი ადგილზე შეხტა გაღვიძებისას.
– რა ხდება?
– რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ აქედან, ადექით!
– წავიდეთ? სად?
– ტირანაში.
– კი მაგრამ... ჯერ ღამეა!
– მერე რა? მივდივართ მაინც.
– რატომ?
გენერლის ჩექმების ქვეშ იატაკი გაჭრაჭუნდა.
– არ გესმით? დოლის ხმა არ გესმით? იქ ყველაფერი ძვე-
ლებურად გრძელდება და გული ცუდს მიგრძნობს.
– გეშინიათ? – ჰკითხა მღვდელმა.
– დიახ, – მიუგო გენერალმა. – ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ წუთი წუთზე მოვლენ აქ, ამ სახლის წინ შეიკრიბებიან და
აახმაურებენ დოლს, როგორც ზოგიერთ ხალხშია, როცა ავი
სულების განდევნა სურთ.
გენერალმა სანთებელა აანთო და ჩემოდნის ჩალაგება და-
იწყო.
– წავიდეთ, – თქვა მღვდელმა.

222
გენერალი ჩემოდანს კრავდა.
– ერთი ცეკვა, – ჩურჩულებდა თან, – ერთი ცეკვა მოვინ-
დომე მათთან ერთად და ამას ლამის უბედურება მოჰყვა. ეს რა
ქვეყანაში მოვხვდით, ღმერთო დიდებულო!
– არ უნდა მივსულიყავით იქ.
– ერთი ცეკვა, რომელიც კინაღამ სამგლოვიარო ცეკვად
იქცა.
მღვდელმა რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბურდღუნა და
ორივენი გავიდნენ ოთახიდან. გენერლის ჩექმები ხის კიბის
საფეხურებზე არათანაბარი ჭრაჭუნის ხმებს გამოსცემდა. პირ-
დაპირ ეზოში გავიდა და მაშინვე კარს მიაშურა. მღვდელი ოდ-
ნავ ჩამორჩებოდა, გენერალმა უკან მოიხედა და მის ზურგზე
რაღაც ტვირთი დაინახა მოკიდებული.
ტომარაო, გაიფიქრა.
ქუჩაში აღმოჩნდნენ. წვიმას გადაეღო და აღარც უწინდებუ-
რად ბნელოდა.
– რომელი საათი იქნება? – იკითხა მღვდელმა.
გენერალმა სანთებელა აანთო.
– ხუთის ნახევარი.
– მალე ირიჟრაჟებს.
სადღაც პირველმა მამლებმა იყივლეს. გარშემო მთები-
დან ყინულოვანი ქარი უბერავდა. ოდნავ მოშორებით საბარ-
გო მანქანის ჩრდილი მოჩანდა.
მანქანის გვერდით გაჩერდნენ და აღმოსავლეთისაკენ გა-
იხედეს. გეგონებოდა, ვიღაც უზარმაზარი ფუნჯით ერთმანეთს
ადებდა თეთრი საღებავის ფენებს, რომლებიც ღამის სიბნე-
ლეს იწოვდა და მას შეძლებისდაგვარად ნაცრისფერ, ნოტიო
და ცივ შეფერილობას აძლევდა.
– იმათ აქ სძინავთ, – უთხრა მღვდელმა და თავით მოპირ-
დაპირე სახლზე ანიშნა.
– გააღვიძეთ მძღოლი, უთხარით, რომ თავს შეუძლოდ
ვგრძნობ და დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავროთ ტირანაში.
მღვდელი მომიჯნავე ეზოს ჭიშკარს მიაწვა. შეღებისას ზან-
ზალაკი გაწკარუნდა. ჯერ მეზობელი ეზოს ძაღლი აყეფდა, შემ-

223
დეგ მეორე აჰყვა და რამდენიმე წამის შემდეგ სოფლის ყველა
ძაღლმა ერთხმად ატეხა ყეფა.
მაგრამ ძაღლების ყეფის მიუხედავად გენერალს მაინც ეს-
მოდა დოლების ბაგაბუგი და კიდევ რაღაც შორეული ხმა.
ეზოს ჭიშკარი ისევ გაჭრიალდა და მღვდელი ზურგზე მოგ-
დებული ტომრით გამოვიდა.
„მაგ ტომარას არ იშორებ, ხომ?“ – გაიფიქრა გენერალმა.
– იცვამს, – თქვა მღვდელმა, – ახლავე გამოვა.
– ძაღლები! – თქვა გენერალმა.
– კი, ასეა ყველა სოფელში. ერთი ძაღლი რომ აყეფდება,
მერე ყველანი აჰყვებიან ხოლმე.
– ყეფა მაგათი საქმეა, – თქვა გენერალმა, – მაგას კიდევ
რა უჭირს. რომ იცოდნენ, საბარგო მანქანაში რა გვაქვს, მაგა-
თი ყეფა მერე გენახათ! უჰ, საშინელება დატრიალდებოდა.
– რა წყეული ქარია! – ამ ყველაფრის პასუხად თქვა
მღვდელმა.
ძაღლებმა ერთიმეორის მიყოლებით შეწყვიტეს ყეფა.
სადღაც შორს ნახევრად მძინარე ძროხამ დაიზმუვლა.
ეზოს კარი გაჭრიალდა და ბინდბუნდში მძღოლი გამოჩ-
ნდა. ერთმანეთს მიესალმნენ. მძღოლმა, რომელსაც ღამის
ცივი ჰაერისგან ხველება აუტყდა, მანქანის კარი გააღო და გე-
ნერალი მანქანაში ჩაჯდა.
მძღოლი ფეხით მიაწვა და ასე გაჭედა ტომარა თავის გვერ-
დით. მღვდელი უკანა სავარძელზე დაჯდა.
გზას გაუდგნენ.
ფარების შუქები გზის ორივე მხარეს გაყოლებულ ჩამუქე-
ბულ ღობეებზე მისრიალებდა და შემდეგ, გზატკეცილზე გაიშა-
ლა. მანქანა დაიძრა თუ არა, გენერალი თავის ფარაჯაში შე-
იფუთნა, კუთხეში მიიკუნტა და თვალები დახუჭა. ძრავას ჩუმი
გუგუნის გარდა ახლა აღარაფერი ესმოდა და ერთადერთი
სურვილი ჰქონდა – დასძინებოდა. მაგრამ გონებას ვერაფერი
მოუხერხა – დაწვრილებით ახსენდებოდა ყველაფერი, რაც
ქორწილში მოხდა.
უნდა დავიძინო. არ მინდა მახსოვდეს აღარაფერი. ფეხის
მიდგმა აღარ მინდა იქაო, ფიქრობდა.

224
მაგრამ ფიქრებით ისევ ქორწილში ბრუნდებოდა. იხდიდა
საწვიმარს და თავის ადგილს იკავებდა მაგიდასთან.
მღვდელს თავი ჩაექინდრა და თვლემდა.
ფარების მიერ მოულოდნელად შეღვიძებული, ნახევრად
მძინარე და ფერმკრთალი გზატკეცილი ღამის ქაოსიდან წა-
მით გამოდიოდა და მაშინვე უკან ბრუნდებოდა. ორივე მხა-
რეს, შორიშორს კილომეტრების აღმნიშვნელი პატარა,
მთლად თეთრი ბოძები ჩნდებოდა. ისეთი ბოროტი სითეთრე
იყო, გააჟრჟოლებდა ადამიანს. გენერალს საფლავის ქვებს
აგონებდა.
მძღოლმა უეცრად დაამუხრუჭა და გაკვირვებულმა
მღვდელმა თავი მიარტყა წინა სავარძელს.
– რა ხდება? – იკითხა გაბრუებულმა.
ჯერ კიდევ ფეხებდაბუჟებულმა გენერალმა გარეთ გაიხე-
და. ხიდის თავში მანქანა იყო გაჩერებული. ქვევიდან ყრუდ ის-
მოდა წყლის გუგუნი.
– რატომ გაჩერდით? – იკითხა მღვდელმა.
მძღოლმა რაღაც თქვა ძრავას შესახებ, მანქანიდან გადა-
ვიდა და კარი მოიჯახუნა.
ფარები პარალელურად ანათებდა ხიდის მოაჯირებს.
მძღოლმა კაპოტი ახადა და მოტორისკენ დაიხარა, შემდეგ
რაღაც ინსტრუმენტის მოსაძებნად გამოვიდა. გვერდზე გასწია
ტომარა, რომელიც ხელს უშლიდა, გარეთ დადო და სავარძე-
ლი ასწია.
გენერალმა თავის მხარესაც გააღო კარი და გადავიდა.
გრძელი ნაბიჯებით დაარტყა რამდენიმე წრე მანქანას.
მღვდელს ფეხი არ მოუცვლია. მძღოლმა ბურტყუნით შეიგინა
და ისევ რაღაცის მოსაძებნად დაბრუნდა. გენერალმა მეორედ
წამოჰკრა ფეხი ტომარას.
ამ ტომრის, სულ ამ ტომრის ბრალია ეს ამბავი. ერთხელ
უკვე დაგვღუპა ლამის. აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა
და რაც ეს წყეული ტომარა გამოჩნდა, ყველაფერი აირ-
დაირიაო, გაიფიქრა ანაზდად.
– ეს ტომარა გვთარსავს ყველაფერში, – თქვა ხმამაღლა.
– როგორ ბრძანეთ? – ჰკითხა მღვდელმა.

225
– ეს ტომარა გვთარსავს ყველაფერში-მეთქი, – გაიმეორა
გენერალმა.
და ამასთან მთელი ძალით გაჰკრა ფეხი. ტომარა ქვევით
ჩაგორდა და ტყაპანი გაადინა წყალში, რომელიც ქვევით მი-
ედინებოდა.
– ეს რა ქენით? – ყვირილით გადმოხტა მანქანიდან
მღვდელი.
– ამ ტომარამ შარში გაგვხვია, – უპასუხა გენერალმა. სუნ-
თქვა უჭირდა.
– ძლივს ვიპოვეთ! ორ წელიწადს ვეძებდით!
– დიახ, მაგრამ კინაღამ თავები წავაგეთ მაგის გულის-
თვის, – თქვა დაღლილი ხმით გენერალმა.
– აცნობიერებთ იმას, რაც ახლა ჩაიდინეთ? – იყვირა
მღვდელმა და მაშინვე თავისი ჯიბის ფარანი აანთო. ,
ორივენი გზის კიდეს მიუახლოვდნენ და ქვევით, სიღრმეში
ჩაიხედეს, საიდანაც ჩუხჩუხის ხმა ამოდიოდა. მათი პატარა
ლამპები სუსტად ანათებდა ციცაბო ნაპირებს.
– არაფერი ჩანს, – თქვა გენერალმა.
მძღოლი მიუახლოვდა. სამივენი ეძებდნენ თვალებით
რამდენიმე წუთის განმავლობაში მდინარის მთელ კალაპოტს.
– წყალი წაიღებდა, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
ხმაში დაქანცულობა და მონანიების სურვილი იგრძნობო-
და. მღვდელმა მრისხანე მზერა სტყორცნა და მანქანისკენ
პირველი დაბრუნდა.
– რა სიცივეა. – უთხრა გენერალმა მძღოლს, – ეს ქარიც
პირდაპირ სახეში გვცემს.
და მანქანას მიაშურა მღვდლის კვალდაკვალ.
მანქანა კვლავ გზას გაუდგა.
ალბათ ისე ტრიალებს ახლა რომელიმე ბნელ მორევში,
როგორც ცუდ სიზმარში იზამდაო, გაიფიქრა გენერალმა. თვა-
ლები დახუჭა, კილომეტრების აღმნიშვნელი ბოძები რომ
აღარ დაენახა და შეეცადა დასძინებოდა.

226
თავი XXII
ორი დღე გავიდა. ალბანეთში მათი ყოფნის უკანასკნელი
დღე იყო. გენერალი გვიან ადგა. ჟალუზები დააღო. ბნელი დი-
ლა ჩანდა.
სადაცაა, ათი საათი გახდება. საჰაერო ხაზების სააგენტო-
ში უნდა მივიდე ბილეთის ასაღებად. წირვა თორმეტის თხუთ-
მეტ წუთზე უნდა დაიწყოს, ბანკეტი კი ხუთის ნახევარზე, მგონი.
წინ ძალიან დატვირთული დღე მაქვსო, ფიქრობდა.
სასთუმლის მაგიდაზე ბლომად ეყარა სახლიდან მიღებუ-
ლი წერილები, ტელეგრამები, გაზეთები და ჟურნალები.
ყველაზე მეტი წერილები იყო. ასობით, მისი ქვეყნის ყოვე-
ლი კუთხიდან. მათში ყველანაირი ისტორია, ომის ეპიზოდები,
თუ ძველი მებრძოლების მიერ გაკეთებული ბორცვების და
სახლების ჩანახატები ინახებოდა. ზოგიერთში ამა თუ იმ სოფ-
ლის სრული გეგმაც კი იდო.
გენერალმა კონვერტები და წერილები ნაგავში ჩაუძახა და
გარეთ გავიდა. ნელა ჩაიარა კიბე, ჰოლის ფაფუკ ხალიჩას გა-
უყვა და მისაღებში კარისკაცს სთხოვა, მეტრდოტელს დამიძა-
ხეთო. ეს უკანასკნელი რამდენიმე წამში გამოეცხადა.
– გაგაფრთხილეს თქვენ, დღისით მცირე ბანკეტი რომ
გვექნება?
– დიახ, ბატონო, ყველაფერი მზად იქნება ხუთის ნახევ-
რისთვის მე-3 დარბაზში.
მღვდელი ხომ არ გინახავთო, იკითხა გენერალმა. გასუ-
ლიაო, უპასუხეს.
ჰოლში, მისაღებთან, ერთგვარი გამოცოცხლება შეიმჩნე-
ოდა. ორი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ხოლო ლიფ-
ტებთან სტუმრები ჯგუფად იდგნენ და ჩემოდნები ფეხებთან ეწ-
ყოთ. დიდ სავარძლებში ვიღაც შავკანიანები ისხდნენ. ჩინე-
ლების ჯგუფი, რომელსაც ორი ახალგაზრდა გოგო ახლდა
თან, რესტორნის დარბაზში შემოვიდა. ტელეფონებთან ორი
ახალგაზრდა ქერა ქალი, აშკარად ავსტრიელები, ზარს ელო-
დებოდა ვენიდან.

227
გენერალი იმ დარბაზში შევიდა, სადაც, ჩვეულებრივ, სვამ-
და ხოლმე ყავას, მაგრამ თავისუფალი ადგილი არ დახვდა.
მთელი მისი აქ ყოფნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა
იყო, როცა უცხოელების ასეთ მოზღვავებას ხედავდა.
უკან გაბრუნდა იმ განზრახვით, რომ გარეთ გასულიყო,
მაგრამ ჰოლში სხვა აფრიკელებს გადააწყდა, რომლებიც ჩე-
მოდნებით ხელში მთავარი კარიდან შემოდიოდნენ.
გარეთ, მაღალი ფიჭვების ქვეშ, უამრავი მანქანა იდგა.
ნეტა რას უნდა მივაწეროთ ეს გამოცოცხლებაო, გაიფიქ-
რა, როცა გარეთა კიბეებს ქვევით მიუყვებოდა. მარჯვნივ გა-
უხვია და ბულვარს აუყვა სამინისტროების მხარეს.
სკანდერბეგის მოედანს რომ მიაღწია, პატარა პარკის გარ-
შემო ჩარჭობილ, ქარისგან ტკაცატკუცით აფრიალებულ
დროშებს მოჰკრა თვალი. მაღალ ბოძებზე, სამინისტროების
ფასადებსა და კულტურის სასახლის სვეტებზე ნათურები მი-
ემაგრებინათ და ზედ ლოზუნგებიან წარწერებს კიდებდნენ.
უი, ჰო! დღეს ხომ ამათი ეროვნული დღესასწაულია, კინა-
ღამ დამავიწყდაო.
ტროტუარები გადაჭედილი იყო მოსეირნეებით. ხალხი,
როგორც წესი, საათიანი მაღალი კოშკის მოპირდაპირე მხა-
რეს, კინოაფიშების წინ გროვდებოდა. ოდნავ შეავლო თვალი
და, გონებაარეულს, ორი ნაბიჯის შემდეგ უკვე აღარ ახსოვდა
ფილმების სათაურები.
მაჯის საათზე დაიხედა. თერთმეტი შესრულებულიყო.
ბილეთს წირვის მერე ავიღებო, გაიფიქრა და მარცხნივ გა-
უხვია. ბანკის წინ, ზუსტად კაფე „სტუდენტის“ უკან, ავტობუსის
გაჩერებაზე, მგზავრები ირეოდნენ. ეს იმ ხაზების ბოლო გაჩე-
რება იყო, რომლებითაც კაცი ტექსტილის კომბინატთან, კი-
ნოსტუდიასთან, ლაპრაკეს რაიონში და დედაქალაქის სხვა
გარეუბნებში მოხვდებოდა. ამ ადგილას ყოველთვის ბევრი
იყო ხალხი, მაგრამ დღევანდელი ხალხმრავლობა ჩვეულებ-
რივს ბევრად აღემატებოდა – ნემსი არ ჩავარდებოდა. ეკლე-
სია, სადაც პარაკლისი უნდა გადაეხადათ, ერთი გაჩერებით
იქით იყო და გენერალმა გადაწყვიტა, გზის დარჩენილ ნაწილს

228
ფეხით გავივლიო. ტროტუარის შუაში მიაბიჯებდა და პოლკოვ-
ნიკის ძვლებზე ფიქრობდა.
ნაჩქარევად, დაუფიქრებლად ვიმოქმედეო.
დაავიწყდა კიდეც, როგორ მოხდა ეს. მხოლოდ ის ახსოვ-
და, რომ ცუდ გუნებაზე იდგა და ძალიან გაბრუებული იყო.
გრძნობდა, რომ სულზე მძიმედ აწვა რაღაც. ახლა კი, როცა
ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო, თავისი საქციელი სრულ უაზ-
რობად ეჩვენებოდა.
ასე იყო თუ ისე, რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა ამ საქმი-
დან. მღვდელს დაელაპარაკებოდა ამაზე. უამრავი ჯარისკაცი
მოიძებნებოდა, რომელიც სიმაღლეში მეტრი და ოთხმოც-
დაორი სანტიმეტრი, პოლკოვნიკის ტოლი იქნებოდა. რაც შე-
ეხება კბილებს, ეს ამბავი იოლად მოგვარდებოდა. ან კი სუ-
ლაც ვინ შეიტანდა ოდესმე ეჭვს, რომ ძვლები სინამდვილეში
პოლკოვნიკისა არ იყო?
შემდეგ შეეცადა ის ჯარისკაცები გაეხსენებინა, რომლებ-
საც პოლკოვნიკზ.-ს სიმაღლე ექნებოდათ, მაგრამ უშედეგოდ.
გათხრებისას, ყოველ ჯერზე, როცა კი ექსპერტის ხმას გაიგო-
ნებდა „მეტრი და ოთხმოცდაორი“, მაშინვე ეს აზრი გაუვლიდა
ხოლმე გონებაში – პოლკოვნიკი ზ.-სავით. მაგრამ ახლა ვერ-
ცერთ მათგანს ვერ იხსენებდა.
მხოლოდ ის ინგლისელი მფრინავი გაახსენდა, რომელსაც
შემთხვევით გადააწყდნენ ერთ-ერთი სოფლის გზის გვერდით
და რომელიც იქვე ჩამარხეს, სადაც იპოვეს.
შემდეგ დღიურის ჯარისკაცი გაახსენდა. ის სწორედაც მეტ-
რი და ოთხმოცდაორი იყო სიმაღლეში. ნეტა რა მოხდება, მის
ძვლებს პოლკოვნიკის ნეშტად თუ გავასაღებთო, გაიფიქრა.
წარმოიდგინა, როგორ დახვდებოდნენ პოლკოვნიკის ოჯახი
და მათი ახლობლები ამ უბრალო ჯარისკაცის ძვლებს, რო-
გორ გრანდიოზულ სამგლოვიარო წირვას გადაუხდიდნენ და
რა ამბით დაასაფლავებდნენ, როგორ იტირებდა მგლოვიარე
ბეტი და როგორ გაუკეთებდა ხელკავს გარდაცვლილის მოხუც
დედას, როგორ დაელაპარაკებოდა ეს უკანასკნელი ყველას
თავის ვაჟზე. შემდეგ ამ უბედურის ძვლებს მისივე მკვლელის
მდიდრულ საფლავზე მიიტანდნენ, ატყდებოდა ზარების რეკა,

229
რომელიმე გენერალი სიტყვას იტყოდა და ეს ყველაფერი ბუ-
ნებრივი შეურაცხყოფა, ტყუილი და სიბინძურე იქნებოდა. და
თუ მართლა არსებობენ აჩრდილები და სულები, ეს ჯარისკაცი
იმავე ღამეს წამოდგებოდა საფლავიდან.
არა, ჯობს, სხვა ვინმე ვიპოვოთ. ნამდვილად იქნება ვინმე
ასეთიო, ფიქრობდა გენერალი. ნაბიჯს აუჩქარა. წირვის დაწ-
ყებამდე ორი წუთიღა რჩებოდა. უკვე ხედავდა ეკლესიას, თა-
ნამედროვე ლამაზ შენობას, რომელიც თითქმის პირდაპირ
გამოდიოდა ქუჩაზე. შენობისწინა ვიწრო მოედანზე, ტროტუა-
რის გასწვრივ, ნაირ-ნაირი მარკის მდიდრული მანქანები ეყე-
ნა.
დიპლომატიური კორპუსის წევრები იქნებიანო, გაიფიქრა
გენერალმა და მარმარილოს საფეხურები ჩქარი ნაბიჯით აი-
არა. სულ ახალი დაწყებული იყო წირვა, როდესაც ეკლესიაში
შევიდა. თითი ნაკურთხ წყალში დაისველა, პირჯვარი გადაი-
წერა და გვერდზე გადგა. მზერა მღვდელს მიაპყრო და ყურიც
მიუგდო, თუმცა მისი სიტყვებიდან ვერცერთს ვერ ჩაეჭიდა.
გვერდებზე ჩამოკიდებული შავი ნაჭრებისა – რაც ჩვეულებრი-
ვი ამბავია მსგავსი ვითარების ჟამს – და მგალობელთა გუნ-
დის წინ დადგმული ცარიელი, ასევე შავნაჭერშემოვლებული
კუბოს მეტს ვერაფერს ხედავდა. ეს ქსოვილები და დამსწრე
საზოგადოების შავი ტანსაცმელი თითქმის მთლიანად ნთქავ-
და კელაპტრების ისედაც სუსტ შუქს და რაკი ფანჯრები ძალიან
მაღლა იღებოდა და სინათლე ასევე სუსტად აღწევდა ფერად
ვიტრაჟებში, ეკლესია იმაზე უფრო ბნელი და ცივი ჩანდა, ვიდ-
რე სინამდვილეში იყო...
მღვდელი დაღუპული ჯარისკაცების სულებისთვის ლოცუ-
ლობდა. უძილობისგან სახე გაფერმკრთალებოდა, თვალებში
კი დაღლილობისა და წვალების კვალი ეტყობოდა. დიპლომა-
ტები ყურადღებით, გაქვავებული და სერიოზული სახეებით უს-
მენდნენ და ეკლესიაში სანთლის სუნში შერეული მსუბუქი
სურნელება ტრიალებდა.
გენერლის წინ ვიღაც უხმოდ ატირდა.
ჩვენი წარმომადგენლობიდან ერთ-ერთი მოხელის ცო-
ლიაო, იცნო გენერალმა.

230
მღვდლის მჟღერი, ამაღლებული ხმა ეკლესიის ოთხივე
კუთხემდე აღწევდა:
– Requiem aeternam dona eis!
ქალმა ქვითინს უმატა და ხელჩანთიდან ცხვირსახოცი
ამოიღო.
– Et lux perpetua luceat eis! – განაგრძო მღვდელმა და
მზერა ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკებისკენ აღაპყრო.
შემდეგ მისი ხმა კიდევ უფრო ღრმად და საზეიმოდ გაისმა:
– Requiescat in pace! – თქვა ბოლოს და მისმა სიტყვებმა
ეკლესიის ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია.
– Amen! – თქვა დიაკვანმა.
რამდენიმე წამით გენერალს მოეჩვენა, რომ ანთებული
სანთლების თრთოლის ხმა ესმოდა.
დე, მშვიდად განისვენონო, გაიმეორა და უცებ გრძნობები
შემოაწვა.
და როდესაც მღვდელმა მუხლმოდრეკილი მრევლის წინა-
შე ჯერ სეფისკვერი, შემდეგ კი ბარძიმი ასწია, პური შეჭამა და
ღვინო მოსვა მათი სულების სახსნელად, გენერალს წამით
ათასობით მკვდარი ჯარისკაცი დაუდგა თვალწინ. თავიანთი
ალუმინის ჯამებით ხელში, როგორ ჩამწკრივდებოდნენ ხოლ-
მე საღამოს წვნიანის რიგში ლობიოს დიდი ქვაბის წინ, იმ
დროს, როცა ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები მათი ჯამე-
ბისა და მუზარადების ფოლადზე წითლად ირეკლებოდა მარა-
დიული ათინათებით.
დე, მარადიულმა ნათელმა გაასხივოსნოს მათი სულებიო,
გაიმეორა ჩურჩულით, როცა დაიჩოქა და მარმარილოს ფი-
ლაქნებს ბუნდოვანი და დაბნეული მზერა შეავლო.
ზანზალაკი გაწკარუნდა და ყველანი წამოდგნენ.
– lte missa est! – გაისმა მღვდლის ხმა.
– Deo gratias! – დასძინა დიაკვანმა.
ხალხი გასასვლელისკენ გაემართა. გარედან უკვე ისმოდა
დაქოქილი ძრავების გუგუნი და როცა გენერალი გავიდა, დიპ-
ლომატთა მანქანები ერთმანეთის მიყოლებით დაიძრა. ეკლე-
სიის პირდაპირ მდებარე გაჩერებასთან მივიდა და ავტობუსს

231
დაელოდა. ავტობუსში ავიდა და სიღრმეში, უკანა დიდ მინას-
თან დადგა.
– თქვენი ბილეთები, მოქალაქეებო! – დაიძახა კონტრო-
ლიორმა.
სიტყვა „ბილეთს“ მოჰკრა ყური და გაახსენდა, რომ საყი-
დელი ჰქონდა. ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან ასლეკიანი კუ-
პიურა ამოიღო.
– წვრილი ფული არ გაქვთ?
შეკითხვა უფრო გამოიცნო, ვიდრე გაიგო და უარის ნიშნად
თავი გააქნია.
– სამი ლეკი ღირს, – უთხრა კონტროლიორმა და ეს თითე-
ბით ანიშნა, – სამი ლეკი ხურდებით არ გაქვთ?
უარის ნიშნად გენერალმა ხელმეორედ გაიქნია თავი.
– უცხოელია, ამხანაგო, – თქვა ვიღაც მაღალმა ბიჭმა კონ-
ტროლიორის მისამართით.
– მივხვდი, – მიუგო ამ უკანასკნელმა და თავისი ფულის
თვლას შეუდგა, რომ მისთვის ხურდა დაებრუნებინა.
– ამერიკიდან დაბრუნებული ალბანელი უნდა იყოს, – ჩა-
ერია საუბარში კონტროლიორთან ახლოს მჯდომი ვიღაც მო-
ხუცი კაცი, – არიან ისეთები, ვისაც მთლიანად დაავიწყდა ჩვე-
ნი ენა.
– არა, პაპა, უცხოელია, დარწმუნებული ვარ, – დაიჟინა
ბიჭმა, რომელიც დინჯად ლაპარაკობდა.
– ყური დამიგდე, რას გეუბნები, – დაიჟინა მოხუცმა კაც-
მაც, – მე მაგათ თვალით ვარჩევ, როგორც გითხარი, იქიდა-
ნაა.
გენერალი მიხვდა, რომ მის შესახებ ლაპარაკობდნენ, და
რომ ამერიკელი ეგონათ.
ვინც უნდათ, დაე, ის ვეგონო ამათ, ჩემთვის სულერთიაო,
გაიფიქრა.
ავტობუსი სახელმწიფო ბანკის წინ გაჩერდა და, როცა
მგზავრებმა ჩასვლა დაიწყეს, მისი და მოხუცი კაცის თვალები
კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.
– All right! – ღიმილით და კმაყოფილი სახით გასძახა მო-
ხუცმა კაცმა და თავის გზას გაუდგა.

232
გენერალმა გზა გაიკვლია გლეხებს შორის, რომლებიც კა-
მეზისა და იზბერიშისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდნენ
და ბოლოს დიდ ბულვარზე ამოყო თავი. საჰაერო ხაზების სა-
აგენტოში დიდხანს არ მოუწია ლოდინი. მალევე აიღო ბილე-
თი და გამოვიდა.
დიბერის ქუჩაზე აუარებელი ხალხი დადიოდა ტროტუა-
რებზე, განსაკუთრებით, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების, დი-
ლის რესტორნებისა და უნივერმაღების წინ. მათ წინ გავლი-
სას, რამე სუვენირი ხომ არ ვიყიდოო, გაიფიქრა.
ვიტრინების დასათვალიერებლად გაჩერდა, შემდეგ შევი-
და. ათასი წვრილმანი ეწყო დახლებზე და გენერალი სათითა-
ოდ, აუჩქარებლად ათვალიერებდა მათ. ყოველთვის მიუწევ-
და გული ასეთი პატარ-პატარა ნაკეთობებისკენ.
ნეტა ჩვენი ჯარისკაცები რას აარჩევდნენ ალბანეთიდან
წასვლის წინ? უცხოეთში ყველანი ყოველთვის თითქმის ერ-
თსა და იმავე სუვენირებს ყიდულობენ. მათი ტელეგრამებიც
კი ერთნაირებია. იგივე შეიძლება ითქვას მათ წერილებზეცო,
გაიფიქრა.
უეცრად მის ტვინში ჩასახლებულმა ქონდრისკაცმა ისევ
დაიწყო დოლზე დაკვრა; ჯერ ნელი რიტმით, შემდეგ უფრო
ჩქარა, უფრო ჩქარა და კიდევ უფრო ჩქარა. უბრალოდ, ამჯე-
რად ფეხმორთხმით არ იჯდა, ფეხზე იდგა შავი, თეთრი და
მბზინავი, შავლენტებიანი წითელი ჯოკე ეცვა და თავზე ქუდი
ეხურა. ამავდროულად ის აქ იყო, ფაიფურისა, ვიტრინაში
ბრწყინავდა, იდგა და დოლზე უკრავდა. თვალს ვერ სწყვეტდა
გენერალი.
თითით აჩვენა.
– დოლიანი მთიელი? – ჰკითხა გამყიდველმა გოგომ.
თანხმობის ნიშნად გენერალმა თავი დაუქნია. ახალგაზ-
რდა გოგომ ნივთი ვიტრინიდან გადმოიღო, შეუხვია და გაუწო-
და.
– თვრამეტი ლეკი და ოცი კინდარკა, თუ შეიძლება.
გადაიხადა, გარეთ გამოვიდა და ბარიკადების ქუჩისკენ
გაემართა.

233
თავი XXIII
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ...
– ჰელო!
გენერალი გაკვირვებული შეტრიალდა.
– ჰელო! – მიუგო მან.
გენერალ-ლეიტენანტი აღმოჩნდა, სასტუმროს წინ, ტრო-
ტუარზე იდგა. მარცხენა სახელო ისევ ფარაჯის ჯიბეში ედო და
მეორე ხელში ჩიბუხი ეჭირა.
– როგორ ბრძანდებით?
– ცუდად. თქვენ?
– ვერც მე გახლავართ დალხენილად.
გენერალ-ლეიტენანტმა ჩიბუხი მოქაჩა, შემდეგ ტუჩები-
დან მოიშორა და თვალი პირიდან გამოშვებულ ბოლს გააყო-
ლა.
– უპირველეს ყოვლისა, უკვე დიდი ხანია, მინდა ბოდიში
მოგიხადოთ შარშანდელი ინციდენტისთვის; გადმოგვცეს
თქვენი საჩივარი. მერწმუნეთ, მე არაფერ შუაში ვარ და მარ-
თლა ვწუხვარ მომხდარის გამო.
გენერალმა ცარიელი მზერით შეხედა.
– და ვისი ბრალი აღმოჩნდა? – ჰკითხა მან.
– ჩემი მოადგილის. მისი მიზეზით მოხდა მთელი ეს გა-
უგებრობა. თუ გნებავთ, დავსხდეთ სადმე, დაწვრილებით მო-
გიყვებით ამ ამბავს.
– ვწუხვარ, მაგრამ ახლა არ მცალია. აქ მომიყევით მოკ-
ლედ.
– მაშინ ხომ არ ჯობს, ამ საღამოსთვის გადავდოთ შეხვედ-
რა? თუმცა იქამდე მითხარით, როგორ ჩაიარა თქვენმა სამუ-
შაომ?
– ცუდად, როგორც უკვე მოგახსენეთ, – მიუგო გენერალ-
მა, – ძალიან რთული გზები იყო.
– დიახ, ვიცი.
– და ამ ყველაფერთან ერთად, ერთი მუშაც მოგვიკვდა.
– მოგიკვდათ? რისგან? რამე უბედური შემთხვევა მოხდა?

234
– არა. ინფექციისგან.
– რა ინფექციისგან?
– ბოლომდე ნათლად არ ვიცით. რომელიმე ძვლიდან, შე-
იძლება, ან მეტალიდან.
გენერალ-ლეიტენანტს სახეზე გაკვირვება დაეტყო.
– ხომ ნამდვილად აპირებთ, რომ მის ოჯახს კომპენსაცია
გადაუხადოთ?
გენერალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ხანმოკ-
ლე სიჩუმის შემდეგ:
– ამდენი მთა არასდროს არსად არ მინახავს! – თქვა.
– კიდევ ბევრი დაგრჩათ სანახავი?
– არა, ჩვენ მოვრჩით უკვე; ეს ჩვენი უკანასკნელი მარშრუ-
ტი გახლდათ.
– მორჩით? ბედი გქონიათ! მე კიდევ ბევრის ნახვა მომი-
წევს.
– ირგვლივ მთები და ყმაწვილქალები და ყმაწვილკაცები,
რომლებიც ყანებს ტერასებად აკეთებენ. ნახეთ უკვე?
– რასაკვირველია. სულ თხრიან და თხრიან.
– ახალ მიწებს ამუშავებენ, ზედ მარცვლეული რომ დათე-
სონ.
– ერთ ადგილას ვნახე, რკინიგზის გასწვრივ, ორივე მხა-
რეს თესავდნენ.
– ყველგან თესავენ. შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ სათე-
სი მიწები არ ჰყოფნით.
– ნამდვილად გახარებულები იქნებიან, როცა გვხედავენ,
რომ ჩვენი ჯარისკაცების ძვლები ამოგვაქვს მიწიდან.
– დიახ, დაცარიელებული სასაფლაოს მიწებზე მყისვე რა-
ღაცას თესავენ. ისინი ამას „გამოგმირვას“ ეძახიან.
გენერალს გაეცინა.
– და თქვენი სამუშაოები როგორღა მიმდინარეობს?
– ძალიან ცუდად, – მიუგო თანამოსაუბრემ, – თვრამეტი
თვეა, მთა-მთა და ხევ-ხევ მოვიარეთ მთელი ალბანეთი, მაგ-
რამ დღეისთვის დიდი შედეგებით ვერ დავიკვეხნით.
– წვრილ-წვრილი დაბრკოლებებიო, ერთხელ მითხა-
რით...

235
– დიახ, ათასობით, – ოხვრით მიუგო გენერალ-ლეიტენან-
ტმა, – და გეგონება ეს საკმარისი არ არისო, ერთი უსიამოვნო
ამბავიც გადაგვხდა თავს.
– კერძოდ?
– საზიზღარი ამბავი. ვერ ხედავთ, მარტო რომ ვარ? მეც
სწორედ ახლა მინდოდა, თქვენთვის მეკითხა, თქვენი კოლე-
გა, წმინდა მამა სად არის-მეთქი...
– ზევით, თავის ოთახში, მგონი.
თანამოსაუბრეს სიცილი აუტყდა.
– ბოროტმა აზრმა გამიელვა თავში, – თქვა მან, – იმიტომ,
რომ ჩემი მერი, მგონი, დიდ შარში გაეხვა.
– რა დაემართა?
– სასწრაფოდ გამოიძახეს, – დაიწყო გენერალ-ლეიტენან-
ტმა, – რამდენიმე კვირაა, რაც მის გამო შევაჩერეთ ძებნა.
– და არ იცით, რისთვის გამოიძახეს?
– დაახლოებით ვხვდები და ძალიან დიდი შანსია იმისა,
რომ არ ვცდები. სკანდალმა პრესაში რომ გაჟონოს, ძალიან
ცუდად დამთავრდება ეს ამბავი.
– შემთხვევით, ძიებისთვის განკუთვნილი ფული ხომ არ
მიითვისა?
– ბევრად უარესი. მოგეხსენებათ, ჩვენ ზუსტი სიები არა
გვაქვს, – დაიწყო გენერალ-ლეიტენანტმა. – ამიტომაც, რო-
გორც ჩანს, ბევრი ოჯახი, განსაკუთრებით, ოფიცრების ოჯახე-
ბი დიდ გასამრჯელოებს ჰპირდებიან მათ, ვისაც ნეშტების ძებ-
ნა ევალება. ბუნებრივია, ეს მე არ მეხება, – დაუმატა სიცი-
ლით, – ვერავინ შემომბედავს, ასეთი წინადადებით მომმარ-
თოს. მაგრამ ჩემმა ხელქვეითებმა უთუოდ მიიღეს ასეთი შე-
მოთავაზებები. -
– სავსებით შესაძლებელია, – მიუგო გენერალმა.
– მაგრამ უბედურება ეს არ გახლავთ. რადგან, ბოლოს და
ბოლოს, ადამიანს აქვს უფლება, მისცეს ანაზღაურება იმას,
ვინც მას გარკვეულ სამსახურს გაუწევს. უბედურება სხვა რა-
მეა და, შეიძლება, არც მომხდარიყო ეს, ჯარისკაცების ძვლები
მცირე-მცირე რაოდენობებით რომ არ გაგვეგზავნა სამშობ-

236
ლოში და ყველა ერთად მოგვეგროვებინა, როგორც თქვენ
აკეთებთ.
– ჩვენ მართლაც მთელ არმიას მოვუყარეთ აქ თავი, – და-
ეთანხმა გენერალი.
– არც ჩვენ რომ არ გაგვეგზავნა ჩვენები ნაწილ-ნაწილ, ეს
ჩახლართული გარიგებები ასე მალე არ გამოაშკარავდებოდა,
რადგან თავში არავის მოუვიდოდა აზრად, შეემოწმებინა, შე-
ესაბამება თუ არა აღდგენილი ჩონჩხის სიმაღლე მოკლული
ჯარისკაცის სიმაღლეს.
– და ვინ დაადგინა ეს?
– როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ოჯახმა პირველმა აღმოაჩი-
ნა ასეთი შეუსაბამობა და, მოგეხსენებათ, საკმარისია, ერთი
ამგვარი ამბავი მოხდეს და მერე დანარჩენი აგორდება. ბოლო
აღარ უჩანს ამ ყველაფერს.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენმა ხელქვეითებმა
შეცდომები დაუშვეს ცხედრების იდენტიფიცირებაში.
– უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ვიღაც უცნობი ჯარის-
კაცების ნეშტები იმათ ნეშტებად გაასაღეს, რომელთა მოძებ-
ნაზეც განსაკუთრებული მოთხოვნა იყო. მოკლედ, ეს ამბავი
თუ მართალია, მაშინ დიდ თაღლითობასთან გვქონია საქმე.
ძვლები იმ ოჯახს გაუგზავნეს, რომელსაც ისინი არ ეკუთვნო-
და.
და ეს ყველაფერი გააზრებულად და ცივსისხლიანად მოხ-
და, ხომ?
– უნდა ვიფიქროთ, რომ ჰო, ყოველ შემთხვევაში, იმ მო-
მენტიდან, როდიდანაც ჩემი მერის შესახებ ახალი აღარაფერი
მსმენია.
– თავად ის თუ ხვდებოდა ამ გამოძახების მიზეზს?
– არა, მან ტელეგრამა მიიღო, სადაც ატყობინებდნენ, ცო-
ლი ავად გაგიხდაო. შემდეგ მეც მივიღე ერთი ჩემი მეგობრის
წერილი სამინისტროდან.
– ცუდი ამბავია, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
– ამას გარდა, პრეტენზიები შეეხებოდა იმასაც, რომ ბევრ
თავის ქალას ოქროს კბილები აკლდა, რომლებიც აუცილებ-

237
ლად ადგილზე უნდა ყოფილიყო, – დაუმატა გენერალ-ლეიტე-
ნანტმა.
– და ახალ ოქმს არ ადგენთ ხოლმე ყოველი საფლავის
გახსნისას?
– არა, – მიუგო თანამოსაუბრემ. – არც ოქროს კბილების-
თვის და არც ძვირფასი ბეჭდებისთვის, რომლებსაც ხანდახან
ვპოულობთ.
– ცუდი ამბავია ნამდვილად.
– ნელ-ნელა მბეზრდება აქაურობა. სულ მარტო ვარ. რო-
გორ მშურს თქვენი, ხვალ რომ მიემგზავრებით!
გენერალმა სიგარეტს მოუკიდა.
– განსაკუთრებით, საღამოს მოახლოებისას მეჩვენება,
რომ დრო უსასრულობამდე იწელება. ეს უფრო სასოწარმკვე-
თი რამაა, ვიდრე მთებსა და ტყე-ღრეში სირბილი და მერე კა-
რავში ძილი.
– რას იზამ...
– წელიწად-ნახევარია, ერთი მთიდან მეორისკენ, ერთი
ხეობიდან მეორისკენ გავრბივართ, გეგონება, გეოლოგები
ვიყოთ. და აი, ახლა, დასასრულს, ასეთი უსიამოვნება დაგვატ-
ყდა.
– კარგად თქვით, გეოლოგებივითო.
– და არც ის მინერალი დაგავიწყდეთ, რომელსაც ვეძებთ,
– განაგრძო გენერალ-ლეიტენანტმა. – ელემენტს, რომელიც
სიკვდილს იწვევს.
გენერალს გაეღიმა.
– უნდა მომიტევოთ, – თქვა და საათზე დაიხედა, – ძალიან
დატვირთული დღე მაქვს.
– შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველასთვის ძალიან საქ-
მიანი დღეა.
– როგორც ყველა დღესასწაულის წინა დღეო, ამბობენ.
– დიახ. ამათი განთავისუფლების დღე, ასე ეძახიან.
– აღარ შეგაყოვნებთ, ჩემო გენერალო. იმედი მაქვს, საღა-
მოს კიდევ შევხვდებით სადმე.
– აქვე ვიქნები, შორს არ მივდივარ; სასტუმროში დავბრუნ-
დები, როგორც კი დავასრულებ.

238
– მაშ, დიდი ხნით არ გემშვიდობებით.
– დროებით.
გენერალმა სიგარეტი გადააგდო და ლიფტის გამოსაძა-
ხებლად გაემართა, თუმცა ბოლო მომენტში შემოტრიალდა
და კოლეგასთან მიბრუნდა.
– ნეტა შეიძლება რამის გაკეთება იმ თერთმეტი ჯარისკა-
ცისთვის? – იკითხა მან.
გენერალ-ლეიტენანტმა მხრები აიჩეჩა.
– ძნელი იქნება, ძალიან ძნელი, – მიუგო მან.
– რატომ? წესით, იმ ოჯახების მისამართები უნდა გქონ-
დეთ, ვისაც ისინი გაუგზავნეთ.
თანამოსაუბრეს მწარედ გაეღიმა.
– ადვილი სათქმელია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა უბედუ-
რება დატრიალდება იმ ოჯახებში, რომლებსაც ძვლების უკან
დაბრუნებას სთხოვენ.
– ეს საკმარისი მიზეზია?
– მეტსაც გეტყვით, – დაიწყო გენერალ-ლეიტენანტმა, – ეს
არაფერია იურიდიული ხასიათის სხვა გართულებებთან, რომ-
ლებიც ამ ყველაფერს მოჰყვება. ასეა თუ ისე, ამაზე ამ საღა-
მოს ვილაპარაკოთ უფრო ვრცლად.
– შევთანხმდით, – მიუგო გენერალმა და ლიფტში შევიდა.

239
თავი XXIV
ექვსის თხუთმეტი წუთი იქნებოდა, როცა მიღება დასრულ-
და. გენერალმა დაიცადა, ვიდრე სტუმრები წავიდოდნენ და,
დარჩა თუ არა მარტო მღვდელთან, ორი ჭიქა კონიაკი ერთი-
მეორის მიყოლებით გადაჰკრა, შემდეგ მასთან დაუმშვიდო-
ბებლად გავიდა დარბაზიდან.
კიდევ ერთი ფორმალობა დასრულდა. ყველაფერმა ნელ-
თბილ ატმოსფეროში ჩაიარა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,
უკვე დამთავრდაო, ფიქრობდა თავისთვის.
თავისი ხალხისა და ათასობით დედის სახელით მან მად-
ლობა გადაუხადა ალბანეთის ხელისუფლებას იმ უდიდესი
ხელშეწყობისათვის, რომელიც ამ უკანასკნელმა აღმოუჩინა
მათ ძიებისას. ალბანელმა დეპუტატმა, რომელიც მათ ჩამოს-
ვლისას თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა, ჩვენ მხოლოდ ჰუ-
მანიტარულ მოვალეობას ვასრულებდით სხვა ხალხის მი-
მართ, ვისთან ერთადაც მშვიდობიანი თანაცხოვრება გვწა-
დიაო, უპასუხა. შემდეგ ცოტაოდენი შესვეს. ბროლის ჭიქების
მიჭახუნებისას გამოცემული მსუბუქი ხმა შორეული ზარბაზნე-
ბის გრგვინვას მოაგონებდა ადამიანს. ამ ყრუ ხმას ვერავინ ვე-
რაფერს მოუხერხებს, ყველამ გაიგონა ის, თუმცა არავის შე-
უმჩნევიაო, გაიფიქრა გენერალმა.
ნელა მიიკვლევდა გზას ქუჩებში სწრაფი ნაბიჯით მიმა-
ვალხალხს შორის და ყოველი მხრიდან ჩაესმოდა ყურებში ქა-
ლაქის ზუზუნში არეული ეს უცხო ენაზე ლაპარაკი.
სკანდერბეგის მოედანზე კონცერტი იმართებოდა ღია ცის
ქვეშ. ესტრადა კულტურის სასახლის წინ აღემართათ. სცენის
თავზე, მარმარილოს სვეტებზე, საგანგებოდ მიმაგრებული ნა-
ირფერი ნათურები განუწყვეტლივ ინთებოდა და ქრებოდა.
ხალხის ნაკადში გზა გაიკვლია და ფეხის წვერებზე შედგა,
უკეთ რომ დაენახა. მის უკან, აღმასკომის შენობის აივნიდან
ორი პროჟექტორი ზურგიდან ანათებდა მაყურებლებს, ოდნავ
უფრო შორიდან კი მოტორის გუგუნის ხმა აღწევდა. აშკარად
რაღაც ფილმი გადიოდა.

240
გენერალი სცენაზე მოცეკვავეებს უგულისყუროდ ადევნებ-
და თვალს.
გრუხუნი იქიდან მოდიოდა, ბროლის ჭიქების ქვევიდან, და
არა მარტო ზარბაზნების გრუხუნი, არამედ ტყვიამფრქვევების
კაკანი, ხიშტების ჭახაჭუხი და ჯამების წკარაწკური საღამოს
მოახლოებასთან ერთად, ვახშმის ჩამორიგების ჟამს. ჭიქების
ამ წკარუნში ამ ყველაფერს ერთად მოეყარა თავი, ამას ყველა
ხვდებოდა და ეს ყველას ესმოდაო, გაიფიქრა ხელმეორედ.
წამით თვალი მოსჭრა პროჟექტორების მოთეთრო შუქმა.
ათასობით ადამიანის თავის ჩრდილი ახლა მოედანს მუქ ლა-
ქებად, უცნაურად ეცემოდა. გენერალს გააჟრჟოლა და იდაყ-
ვები აამუშავა ამ ხალხმრავლობიდან გამოსასვლელად. პრო-
ჟექტორები განუწყვეტლივ მოძრაობდა და თვალისმომჭრელი
სინათლის ზოლს ხან ზევით ასწევდა, ხან ქვევით ჩამოსწევდა,
ხან კი ზუსტად მაყურებლების თავებზე ყოვნდებოდა, რომლე-
ბიც მაშინვე ტრიალდებოდნენ და, შეწუხებულები, კიდევ უფ-
რო მეტად ამოძრავებდნენ საკუთარ ჩრდილებს.
გენერალი მაყურებლებს გამოეყო და პარკის გასწვრივ,
სასტუმროსკენ მიმავალ პროსპექტს გაუყვა.
გაახსენდა, როგორ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ ორი
ხალხის და ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელ-
თაც ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე ბოთლი და ხილია-
ნი თასი აცალკევებდა.
ნუთუ მხოლოდ ეს გვაცალკევებს ერთმანეთისგან? მხო-
ლოდ ეს ჭრელი ბოთლები და ზღვისპირა ხეხილის ბაღებსა და
ვენახებში დაკრეფილი ეს ლამაზი, ქორფა ხილიო, გაიფიქრა
გენერალმა, როდესაც პირველი ჭიქა დალიეს. საღამოს ბინ-
დბუნდში ჩაფლული ხეხილის ბაღები და ვენახები გაახსენდა,
გზის ორივე მხარეს, მთვარის შუქზე რომ ჩნდებოდა მკრთა-
ლად. აქა-იქ ძაღლების ყეფა მოისმოდა შორიდან, უფრო
შორს კი მწყემსების კოცონები მოჩანდა.
– ტელეგრამაა თქვენთვის, – უთხრა სასტუმროს კარის-
კაცმა და მისი ოთახის გასაღები გაუწოდა.
– გმადლობთ.

241
ყვითელ ქაღალდზე პატარა წარწერა იკითხებოდა, სას-
წრაფო. გახსნა და წაიკითხა: „შევიტყვეთ თქვენი კეთილშობი-
ლური მისიის დასრულების შესახებ. გთხოვთ, გვაცნობოთ
პოლკოვნიკის თაობაზე. ოჯახი ზ.“
იგრძნო, როგორ აუვარდა სისხლი თავში. საფეთქლები
გახეთქვის პირას ჰქონდა. მოახერხა და თავი ხელში აიყვანა
და ნელი ნაბიჯით შევიდა ლიფტში.
რა თავში სახლელად შემოვეტენე მთელ ამ ამბავშიო, გა-
იფიქრა, როდესაც სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა
თვალი. ფერმკრთალი და დათრგუნული ეჩვენა თავი. წარუშ-
ლელი ნაოჭები ჰქონდა შუბლზე. სამი ღრმა ნაოჭი. შუა ოდნავ
უფრო გრძელი იყო დანარჩენებზე და იმ გრძელ ხაზს მოაგო-
ნებდა კაცს, მბეჭდავები რომ უსვამენ ხოლმე პატაკების ქვეშ.
შევიდა თავის ოთახში და სინათლე აანთო; პირველი ნივ-
თი, რომელმაც მისი მზერა მიიპყრო, სასთუმლის მაგიდაზე
დახვავებულ წერილებსა და ტელეგრამებზე შემოდგმული ფა-
იფურის პატარა მთიელი იყო, რომელიც დოლზე უკრავდა.
დაწვა და შეეცადა, დაეძინა.
გარედან სალუტის ხმები შემოდიოდა. ფერად-ფერადი შუ-
ქები ჟალუზებში აღწევდა და ზოლებად ისახებოდა ოთახის
ჭერსა და კედლებზე. საკუთარი თავი გაახსენდა, როგორ იჯდა
ოცი წლის წინ იმ დიდ ოთახში, გასაწვევ უბანზე, სხვა ოფიც-
რებთან ერთად სარევიზიო საბჭოს გრძელ მაგიდასთან. ხში-
რად უწევდათ ახალწვეულების რენტგენის სურათების გაშლა-
თვალიერება. სინათლის მხარეს მიუშვერდა მათ და ბნელ მხა-
რეებს თავს ზევით ააცურებდა ხოლმე. ამის შემდეგ ვინმე იტ-
ყოდა ხოლმე დაღლილი და ერთფეროვანი ხმით: „ვარგისია!“
როგორც წესი, „ვარგისია“-ს მაშინაც ამბობდნენ, როდესაც
ნეკნებს შორის რამე პატარა ლაქა ჩანდა. მხოლოდ მაშინ, რო-
ცა ჩრდილები მეტისმეტად ხილული იყო იმისათვის, რომ ვინ-
მეს ვერ შეემჩნია, ჩაიჩურჩულებდნენ ხოლმე: „დაწუნებუ-
ლია“. და ეს გრძელდებოდა მთელი დღე და ყოველდღე, თავ-
გადახოტრილი ახალგაწვეულები პირდაპირ ყაზარმებისკენ
მიაბიჯებდნენ, იქიდან კი ფრონტზე, სადაც ომი ახალი დაწყე-
ბული იყო.

242
ჟალუზებისაგან დაზოლილი სინათლის ანარეკლები თავ-
ში განუწყვეტლივ უტრიალებდა. თვალები დახუჭა, ვერაფერი
რომ ვეღარ დაენახა. მაგრამ, ჩამოუშვა თუ არა ქუთუთოები,
თვალწინ კიდევ უფრო მკაფიოდ დაუდგა შტაბის დიდი, მოურ-
თველ-მოუკაზმავი ოთახი გასაწვევ უბანზე და მაგიდის წინ
ატუზული დედიშობილა და მიტკალივით ქათქათა ახალწვეუ-
ლები დაბნეული სახეებით.
გენერალი ადგა. სადილის დრო იყო. დერეფანში გავიდა
მღვდლის მოსაძებნად. დამლაგებელმა ქალმა, რომელმაც
გვერდით ჩაუარა, გასულიაო, უთხრა. მაშინ თავის ოთახში
შებრუნდა, ტელეფონით დაურეკა კარისკაცს და, გენერალ-
ლეიტენანტი სასტუმროშია თუ არაო, ჰკითხა.
დერეფანში რომ გამოვიდა, ეს უკანასკნელი მისკენ მოდი-
ოდა.
– ზუსტადაც, თქვენთან მოვდიოდი, – უთხრა მან, – კარის-
კაცმა მითხრა, თავის ოთახშიაო.
– მობრძანდით, მობრძანდით, გთხოვთ, – მიუგო მან და
შეტრიალდა.
– გადიოდით?
– დიახ, მაგრამ ეგ არაფერი.
– სალონში ხომ არ ჩავსულიყავით?
– როგორც გენებოთ.
ნელი ნაბიჯით, მდუმარედ ჩაიარეს მარმარილოს კიბე.
ქვევით, ჰოლში ისეთივე გამოცოცხლება დახვდათ, როგორიც
დილას იყო და ორი ტელეფონი კვლავ გაუჩერებლად წკარუ-
ნებდა.
– სულ ახალ-ახალი დელეგაციები ჩამოდიან, – თქვა გენე-
რალ-ლეიტენანტმა.
სალონში, ერთ-ერთ კუთხეში, ძლივს იპოვეს დასაჯდომი
ადგილი. მათთან ახლოს, ბულვარზე გამავალი ფანჯრიდან
მოსეირნე ხალხი ჩანდა, ცაში კი სალუტის თვალისმომჭრელი
შუქები იშლებოდა, იფურჩქნებოდა და მერე სქელი, ფერადფე-
რადი თოვლივით ბრბოს და ჩამუქებულ ხეებს ეცემოდა თავზე,
იმავე წამს ქრებოდა და, შედეგად, ყველაფერი კიდევ უფრო
ღრმა წყვდიადში იძირებოდა.

243
ერთმა გენერალმა ფერნეტი შეუკვეთა, მეორემ კონიაკი.
ქვედა სართულის ტავერნიდან ორკესტრის ხმები ამოდი-
ოდა, იქ ჩამავალი ხის კიბე კი ჩამსვლელ-ამომსვლელი კლი-
ენტების ფეხქვეშ განუწყვეტლივ ჭრაჭუნებდა.
ერთმანეთს ჭიქები მიუჭახუნეს და შესვეს. ერთხანს მდუ-
მარედ ისხდნენ. გენერალმა ისევ გაავსო ჭიქები. ეს უფრო
ეადვილებოდა, ვიდრე საუბრის გაბმა.
გარეთ სალუტი არ წყდებოდა და მისი ანარეკლები დრო-
დადრო ფანჯრამდე აღწევდა.
– გამარჯვებას ზეიმობენ, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
– დიახ, ასეა.
უყურებდნენ ცას, რომელიც ვეებერთელა, ალმოდებული
მუზარადივით ნათდებოდა, ათას ნაპერწკალს ყრიდა, მერე
უცბად ფერმკრთალდებოდა, ცივდებოდა და ღამის წიაღში
ქრებოდა.
– რა მშვენიერია ჩვენი მისია!
– ომზე უარესია, – მიუგო გენერალ-ლეიტენანტმა. – მი-
ომია, მაგრამ ეს ბევრად უარესია!
გენერალმა მუნდირის ჯიბეში ჩაყოფილ ცარიელ სახელოს
შეავლო თვალი.
კარგად ჩანს, რომ გიომიაო, გაიფიქრა.
– ესეც ომია, შეიძლება ითქვას, – თქვა ცალხელამ. – ეს
ძვლები მის არსს წარმოადგენს, ბოლოს ეს რჩება ამ ყველაფ-
რიდან, როგორც ქიმიური რეაქციის შედეგი.
გენერალს მწარედ გაეღიმა. ჭიქები შეავსო. მუსიკის ხმა
კვლავ ამოდიოდა ტავერნიდან.
– უთუოდ გეცოდინებათ, რომ მარგალიტებზე მონადირე-
ებს ხანდახან ფილტვები უსკდებათ, როცა დიდ სიღრმეებში ჩა-
დიან. ჩვენ კიდევ გულები გვეფლითება იმ საქმის სიმძიმისგან,
რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.
– მართალია, იმხელა კაეშანი გვაწევს, რომ გული მარ-
თლა გვეფლითება. ჩვენ მათი იარაღის ჩრდილმა დაგვამარ-
ცხა. რა იქნებოდა, მართლა რომ გვებრძოლა აქ?
– მართლა რომ გვებრძოლა? შეიძლება უკეთესიც ყოფი-
ლიყო.

244
– მეც ასე ვფიქრობ.
– მიუხედავად იმისა, რომ მთებში ბრძოლა ძალიან მძიმეა,
განაგრძო გენერალმა, – განსაკუთრებით, ასეთ მთებში. თა-
ვის დროზე ამ საკითხის შესწავლა დავიწყე, მაგრამ შუა გზაზე
მივატოვე. აქ ომი იმაზე უფრო სასტიკი იქნებოდა, ვიდრე ამე-
რიკელების ომი იყო ვიეტნამის ჯუნგლებში.
გენერალ-ლეიტენანტმა თავი დაუქნია.
– მართლა რომ გვებრძოლა აქ? – განაგრძო გენერალმა.
– რა და, ოცი წლის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები ჩვე-
ნი ძვლების მოსაძებნად ჩამოვიდოდნენ. და შეიძლება სწო-
რედ ამ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ დასალევად და ჩვენზე
სალაპარაკოდ.
შენ კი მხოლოდ ცალი ხელის დაკარგვით არ შემოიფარ-
გლებოდიო, გაიფიქრა თავისთვის.
– სავსებით შესაძლებელია, – დაეთანხმა მეორე.
– იცით, ერთ დღეს ჩემს თანმხლებ მღვდელს ვუთხარი,
ჩვენი დიალოგები ზოგიერთ დღევანდელ თეატრალურ პიესას
მაგონებს-მეთქი. ჩვენი სიტყვებიც კი ჰგავს იმათსას. რატომ
ვიყენებთ ასეთ არაბუნებრივ, ქედმაღლურ და ეფექტის მომ-
ხდენ ფრაზებს?
– იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ნერვები გვაქვს, –
მშრალად მიუგო გენერალ-ლეიტენანტმა.
გენერალი სახეზე დააკვირდა.
– შეიძლება მართალი ბრძანდებით, – უთხრა ბოლოს.
– არის ხალხი, რომელსაც კარგად შენელებული კერძები
უყვარს. განა ეს ყველაფერი დაახლოებით იგივე არ არის?
გენერალს გაეცინა.
მიწისქვეშეთიდან ისევ ამოდიოდა მუსიკის ხმა, ყავის მან-
ქანა კი დროდადრო სტვენით უშვებდა ორთქლს პატარა ორ-
თქლმავალივით.
– გახსოვთ ის სტადიონი, რომლის შესახებაც იმ საღამოს
გელაპარაკეთ, როცა ერთმანეთი გავიცანით? – ჰკითხა გენე-
რალ-ლეიტენანტმა, – სტადიონი, სადაც ჩვენ ვაგრძელებდით
გათხრებს იმხანად?

245
– ის, რომელზე გათხრის ნებართვაც არ მოგცეს ჩემპიონა-
ტის დასრულებამდე?
– დიახ, დიახ.
– მახსოვს, კი, ბუნდოვნად. გვერდებზე დაიწყეთ თხრა,
მგონი, და აღმიწერეთ, როგორ მოედინებოდა წვიმა ბეტონის
ტრიბუნებიდან.
– დიახ. ორმოები შავი ლაქებით იფარებოდა ფეხბურთის
და კალათბურთის მოედნების გარშემო, გრძელ-გრძელი ტრი-
ბუნებიდან კი წყალი ჩამოედინებოდა. თუმცა ახლა მაგაზე არ
მეფიქრება.
– აბა, რაზე?
– მგონი, გელაპარაკეთ იმ ახალგაზრდა გოგოზე, რომე-
ლიც ყოველდღე მოდიოდა და თავის საქმროს ელოდებოდა
ვარჯიშის საათებში.
– თქვენ მართლაც მითხარით რაღაც მის შესახებ, მაგრამ
კარგად აღარ მახსოვს.
– ჰოდა, მოდიოდა ყოველდღე და, როდესაც წვიმდა, თავზე
საწვიმრის კაპიუშონს იფარებდა და რჩებოდა სტადიონის ერ-
თერთ კუთხეში, ტრიბუნის სვეტების ქვეშ და თვალს არ აცი-
ლებდა თავის საქმროს, რომელიც მოედანზე იბრძოდა.
– ა, ჰო, ახლა მახსენდება, – თქვა გენერალმა, – ცისფერი
საწვიმარი ეცვა, არა?
– დიახ, სწორედ ასე იყო, – მიუგო გენერალ-ლეიტენან-
ტმა, – ლამაზი ცისფერი საწვიმარი ეცვა და თვალები კიდევ
უფრო ღია ცისფერი ჰქონდა... მართალია, ოდნავ ცივი, მაგრამ
მასზე ლამაზი თვალები მე ჩემს დღეში არსად მინახავს. ჰოდა,
გოგო ყოველდღე მოდიოდა, ჩვენ კი ვთხრიდით და ვთხრი-
დით გაუთავებლად, იმდენი ვთხარეთ, რომ ბოლოს მოედანს
ყველა მხრიდან ორმოები ერტყა გარს.
– შემდეგ რა მოხდა? – გულგრილად ჰკითხა გენერალმა.
– არაფერი, განსაკუთრებული არაფერი. საღამოს მოახ-
ლოებასთან ერთად ბიჭები ვარჯიშს ამთავრებდნენ და მაშინ
ერთი მათგანი ხელს გადახვევდა ხოლმე გოგოს მხრებზე და
ასე ჩახუტებულები მიდიოდნენ იქიდან. და ამ დროს, დამიჯე-
რეთ, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი ჩემ გარშემო, ისე მისივ-

246
დებოდა გული, რომ სამყარო უკაცრიელი და უაზრო მეჩვენე-
ბოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ის ჩაბნელებული და ცარიე-
ლი სტადიონი იყო. და ეს ჩემს ასაკში, წარმოგიდგენიათ?
ოჰ, მომინდომა სიყვარულობანაო, გაიფიქრა გენერალმა.
– ასეთი რამეები ხდება ცხოვრებაში, – განაგრძო მანვე, –
თანაც იმ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები ამას, გი-
ჟური, უგონო ოცნება ისე ჩაითესება ადამიანის სულში, რო-
გორც უფსკრულის პირას ამოწვერილი ყვავილი. რის გაკეთე-
ბა შემეძლო მე, უცხოელ გენერალს, ყველაფერთან ერთად,
ინვალიდს და ხანდაზმულს? რა ხელი მქონდა ამ ქვეყანაში ჩე-
მი თანამემამულეების ძვლების მოსაძიებლად მოსულს ამ უც-
ხოელ ნორჩ გოგონასთან?
– არაფრის, ცხადია, არაფრის. თუმცა ოცნებას რაც შეეხე-
ბა, ამის ნება, რასაკვირველია, გქონდათ. ყველას დამართვია,
რომ რაღაც ქიმერას გაჰკიდებია, განსაკუთრებით, როცა საქ-
მე ქალს ეხება. აი, მაგალითად, გასულ ზაფხულს, პლაჟზე...
– ხანდახან იმ დადამბლავებულ მდგომარეობას, რომელ-
შიც მე ვვარდებოდი, მივაწერდი იმ ამბავს, რომ გოგონა მთელ
ჩემს გონებას იპყრობდა, თუმცა ჩემს სევდას მაინც ვერ ვხსნი-
დი ბოლომდე, – გააწყვეტინა ცალხელამ, – ის გოგო იმდენად
არ მირევდა ფიქრებს, რამდენადაც რაღაც სხვა, გაურკვევე-
ლი, ბუნდოვანი, რომელიც ირიბად მიტევდა. გესმით ჩემი?
– მგონი, კი. ის, რაც ასე ძლიერ მოქმედებდა თქვენზე, ჩემი
აზრით, მისი სინორჩე იყო. გოგონა თქვენთვის თავად სიცოც-
ხლეს განასახიერებდა. რამდენი ხანია, მთებსა და ტყე-ღრეში
დავრბივართ და აფთრებივით ვყნოსავთ სიკვდილს იქ, სადაც
ის ჩამალულა და ათასგვარი ხერხით ვცდილობთ, ის თავისი
ბუნაგიდან გამოვიტყუოთ. და ამისაგან ბოლოს გვავიწყდება
ის ყველაფერი, რაც კი ლამაზია ამ ქვეყანაზე.
– შეიძლება მართალი ბრძანდებით. ადამიანს ყოველთვის
სჭირდება ისე ჩაეჭიდოს რამეს, როგორც ჩაძირული გემიდან
გადარჩენილი ეჭიდება წყალში ფიცარს! მე ამ ახალგაზრდა
გოგოს ხატებას ჩავებღაუჭე.
ცალხელამ ნაძალადევად გაიღიმა და ეს ღიმილი პირზევე
შეაშრა.

247
– ერთ საღამოს მაგათ ქორწილში წავედი და მათთან სა-
ცეკვაოდ წამოვდექი სუფრიდან, – თქვა გენერალმა.
მაგრამ მეორემ არ გააგრძელებინა.
– ჰოდა მე, მიუხედავად ჩემი შევერცხლილი თმისა და ტაკ-
ვისა, იცით, რა გავაკეთე, როცა ერთი თვის თავზე იმ ქალაქში
დავბრუნდით? – განაგრძო მან. – ერთ დღესაც მარტო მივედი
სტადიონზე, ზუსტად იმ დროს, როცა მოთამაშეები ვარჯიშობ-
დნენ ხოლმე. მაგრამ სტადიონი დაკეტილი დამხვდა, იმ დღეს
არ ვარჯიშობდნენ. მე მაინც მოვინდომე შესვლა და დარაჯმა
ალაყაფის კარი გამიღო. სტადიონი ისეთი პირქუში და უკაც-
რიელი იყო, როგორც არასდროს. ორმოები ამოვსებული იყო,
თუმცა მიწას კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაიარევი ჭრილობე-
ბივით. წრე დავარტყი და იმ ტრიბუნასთან მივედი, სადაც, ჩვე-
ულებრივ, ის გოგონა იცდიდა ხოლმე ფეხზე და ისეთი ძლიერი
სევდა შემომაწვა, რომ იმ წამს ვიფიქრე, მთელ ჩემს დარჩე-
ნილ ცხოვრებას ეს სველი და გადმოხრილი ტრიბუნები ისე
მძიმედ დააწვება, რომ გაჭყლეტს-მეთქი. რუხი, უკაცრიელი
ტრიბუნები უხვევდა, უხვევდა და ამას ბოლო არ უჩანდა. მის-
მენთ?
– რა თქმა უნდა, გისმენთ, – მიუგო გენერალმა.
ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და გადაჰკრეს.
გარეთ უკვე კარგა ხანი იყო, რაც სალუტი აღარ ასხივოს-
ნებდა ცას და დიდი პარკი ქუჩის გადაღმა, რომელიც ძლივს
ჩანდა ახლა, ბნელი კედელივით აღმართულიყო ღამის წყვდი-
ადში.
ერთმანეთის პირისპირ მდუმარედ ისხდნენ, როდესაც კა-
რისკაცმა მეორე ტელეგრამა მოუტანა.
– ეგ რა არის? – ჰკითხა გენერალ-ლეიტენანტმა.
– ჩვეულებრივი ტელეგრამა.
გენერალმა ჭიქები შეავსო.
– დეპეშას დეპეშაზე აგზავნიან, ჰგონიათ, რომ დეპეშებით
რამის მოგვარება შეიძლება.
გენერალ-ლეიტენანტმა დაღლილი თვალები მიაპყრო და
შეკითხვის დასმა დააპირა, მაგრამ ბოლოს სიგარეტის გაბო-
ლება ამჯობინა.

248
– იცით, რა მითხრა ერთმა აქაურმა მოხუცმა ქალმა ერთ
საღამოს ქორწილში? – ჰკითხა გენერალმა. – აქ იმისთვის ჩა-
მოხვედი, რომ ნახო, როგორ ვაქორწინებ ჩემს ვაჟებს, მერე
კი, ერთ დღესაც, მათ დასახოცად დაბრუნდებიო.
– შემზარავი სიტყვებია.
– შემზარავი სიტყვებია? ა! თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შემზა-
რავი სიტყვებია? და რას იტყოდით, რომ გცოდნოდათ, რა მოხ-
და შემდეგ?!
– დალიეთ, კოლეგა, – უთხრა გენერალ-ლეიტენანტმა. –
თქვენ გაგიმარჯოთ! შინ მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ.
როგორ მშურს თქვენი
– გმადლობთ, კოლეგა.
გენერალი გრძნობდა, როგორ ეკიდებოდა ნელ-ნელა სას-
მელი.
დარბაზი თანდათანობით იცლებოდა და ტავერნის კიბე
სულ უფრო და უფრო იშვიათად ჭრაჭუნებდა, თუმცა მუსიკის
ხმა კვლავინდებურად ამოდიოდა ქვევიდან.
– თქვენს წმინდა მამას რა ბედი ეწია? – მოულოდნელად
იკითხა გენერალ-ლეიტენანტმა.
– ვერაფერს გეტყვით. ალბათ დახეტიალობს აქვე სადმე,
ანდა დეპეშებს პასუხობს.
თანამოსაუბრემ გაკვირვებული სახით შეხედა და დააპირა
ეკითხა, რატომო, მაგრამ გადაიფიქრა და ასე განაგრძო:
– იცით, რა დამემართა ერთხელ ერთ სოფელში? მიწა მა-
გარი, ქვიშიანი და მარილიანი იყო. ძალიან გაგვიჭირდა
თხრა. როდესაც საფლავები გავხსენით, ცხედრები გაუხრწნე-
ლი დაგვხვდა. ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. დიდი კუ-
ბოების შეკვეთა მოგვიწია, როგორიც ახალი მიცვალებულის-
თვისაა ხოლმე.
– უცნაურია, – მიუგო გენერალმა. – მე არასდროს მინა-
ხავს ასეთი რამ.
– თუმცა ეს არ არის ყველაფერი, – განაგრძო მეორემ, –
ხმა მთელ იმ მხარეში გავარდა და რამდენიმე დღეში ერთმა
გლეხმა სიმღერაც კი შექმნა ამის შესახებ.
– სიმღერა?

249
– დიახ, დიახ, სიმღერა. სიტყვებიც კი ჩავიწერე. ზევით
მაქვს, ოთახში. აზრი დაახლოებით ასეთია: მიწა დამპყრობ-
ლის გვამს არ ჭამსო, თუ უარს ამბობს შეჭმაზეო, თუ რაღაც ამ-
დაგვარი. როგორც ჩანს, ალბანელებს ჰგონიათ, რომ მარ-
თლა ასეა. ცუდად იციან ქიმია.
– სამაგიეროდ, ომი იციან კარგად! ერთხელ ერთი სიმღე-
რა მოვისმინეთ, რომელიც ჯერ პროვოკაციად ჩავთვალეთ, –
თქვა გენერალმა, – მაგრამ ბოლოს ძველისძველი სიმღერა
აღმოჩნდა, თანაც სასიყვარულო.
– მართლა? – იკითხა მეორემ სასხვათაშორისოდ.
– ასეთი სიტყვები იყო: „ო, პირმშვენიერო ჰანკო, მზესავით
მწყაზარო, ნუ დასეირნობ სამარეთ შორის, თორემ მკვდრე-
თით აღდგებიან მიცვალებულები.“
– ოჰო-ჰოო! – შესძახა გენერალ-ლეიტენანტმა.
დიდხანს ისაუბრეს, ამ მთისაც თქვეს და იმ ბარისაც, მაგ-
რამ ომი და სასაფლაოები გამუდმებით იჭრებოდა მათ სა-
უბარში. თითოეულ ჩვენს ფიქრს ლითონის პატარა ფირფიტა-
ზე შესრულებული წარწერა აქვს მათი გამოსახულებითო, ფიქ-
რობდა გენერალი. წარწერა გამქრქალებული და ჟანგმოდე-
ბულია და ძლივს იკითხება. წარწერა ჭრიალებს, როცა ქარი
ქრის, ქარი კი თითქმის ყოველთვის ქრის. როგორც ამ ხეობა-
ში, სადაც ეს ფირფიტები და ჯვრები დასავლეთისკენაა გადა-
ღუნული. და როდესაც ვიკითხეთ, რატომაა ყველა ერთსა და
იმავე მხარეს გადახრილიო, სოფლის ხალხმა გვითხრა, ეს ქა-
რისგანაა, რომელიც ყოველთვის ერთ მხარეს უბერავსო.
დარბაზი თითქმის მთლიანად დაცარიელებულიყო, როდე-
საც შემდეგი ტელეგრამა მოვიდა. გენერალმა კონსიერჟს ის
ისე გამოართვა და გახსნა, რომ არც უნახავს, ვისგან იყო.
წინას მსგავსად, ბოლომდე არც კი წაუკითხავს, ისიც დაჭ-
მუჭნა და ისე ჩააგდო საფერფლეში.
– ფრიად იდუმალებით მოცულ ტელეგრამებს იღებთ ამ სა-
ღამოს.
გენერალს პასუხი არ გაუცია.
ცალხელამ ამოიოხრა.
– ღამის ტელეგრამების მეშინია ძალიან.

250
ქვევიდან ამომავალი მუსიკა ჯერ კიდევ ისმოდა, თუმცა კი-
ბეზე ამომსვლელ-ჩამსვლელთა რაოდენობა სულ უფრო და
უფრო კლებულობდა.
– რომელი საათია? – ჰკითხა გენერალმა.
– მალე თორმეტი შესრულდება.
არ უნდა დავთვრე. გვიანი კია, მაგრამ ერთი-ორი ჭიქის
დალევა კიდევ შეიძლებაო, გაიფიქრა.
– მინდოდა მეკითხა თქვენთვის, – დაიწყო მან და თანამო-
საუბრის ყურისკენ გადაიხარა, – როდისმე მღვდელთან ერ-
თად თუ დაგილევიათ-მეთქი.
– მღვდელთან ერთად? არა, რამდენადაც მახსოვს, არა,
თუმცა თავს ვერ დავდებ.
გენერალმა თავი ვერ შეიკავა და ხელახლა დახედა მუნდი-
რის ღრმა ჯიბეში ჩაყოფილ ცარიელ სახელოზე.
ცალი მოჭრილი ხელიც გეყოფა, თავს ნუღარ დადებო, გა-
იფიქრა.
– არა, რამდენადაც მახსოვს, არა, – გაიმეორა გენერალ-
ლეიტენანტმა.
გენერალმა დიდხანს აქნია თავი.
– ჰო, ასეთია ეს ცხოვრება, – ჩაილაპარაკა ფიქრებში წა-
სულმა; – ერთ დღეს წვიმაში დასეირნობს კაცი, მეორე დღეს
კი მღვდელთან ერთად თითო ჭიქას სვამს. ასე არ არის?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– თქვენც მართლა ამავე აზრისა ხართ?
– და რა არის აქ დასაეჭვებელი?
– მომიტევეთ. ბოდიშს გიხდით ასეთი დაჟინებისთვის.
– როგორ გეკადრებათ.
– ჰმ!
გენერალს, რომელსაც მზერა საფერფლისთვის ჰქონდა
მიშტერებული, სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

251
თავი XXV
– შუაღამეს გადასცდა, – თქვა გენერალმა, – მგონი, დარ-
ბაზის დაკეტვას აპირებენ.
– მეც ასე მგონია.
– ჩემს ოთახში ხომ არ ავიდეთ? ცოტა ხანს კიდევ შევ-
ძლებთ საუბარს. ბოთლი არ დაგრჩეთ!
– უი, ჰო! მაპატიეთ.
– თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო, ვიფიქრე, კიდევ ერ-
თი ბოთლი ძალიანაც გამოგვადგება-მეთქი.
– დიახ, უდავოდ.
– ახლა ჩვენ-ჩვენს მისიას ვასრულებთ და ვერავინ ჩაერე-
ვა ჩვენს საქმეში.
ბარბაც-ბარბაცით აიარეს კიბე. თითოეულს თითო ბოთლი
ეჭირა ხელში.
– არ ვიხმაუროთ, – თქვა გენერალმა, – ალბანელები ად-
რე იძინებენ.
– მომეცით გასაღები, ასე მგონია, რომ ხელები გიკანკა-
ლებთ.
– მთავარია, არ ვიხმაუროთ.
– მე კი ხმაური მჭირდება, – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა.
– სიჩუმე მზარავს. ეს ომი, რომელსაც ჩვენ ვომობთ, მუნჯი
ფილმივით ჩუმია. მირჩევნია, ზარბაზნების გრუხუნი მესმო-
დეს. დრამის პერსონაჟივით ვლაპარაკობ, არა განა?
– ჩუ! ვიღაცა ახველებს.
– მომეცით გასაღები. რა უხმო ომია! გეგონება, მართლა
მკვდრების ომიაო.
– შებრძანდით, გთხოვთ. დაბრძანდით. მიხარია, რომ მეს-
ტუმრეთ.
– მეც მიხარია თქვენთან ყოფნა.
მაგიდას ერთმანეთის პირისპირ მიუსხდნენ და ერთმანეთს
გრძნობამორეული თვალებით შეხედეს. გენერალმა ჭიქები
შეავსო.

252
– გადამფრენი ფრინველებივითა ვართ, რომლებიც მაგი-
დას უსხედან და ერთი რაკის სვამს და მეორე კონიაკს, – თქვა
გონებაარეულმა გენერალ-ლეიტენანტმა.
თანამოსაუბრემ თავი დაუქნია და ერთხანს ხმაგაკმენდი-
ლები დარჩნენ.
– ტომრის გამო ვიჩხუბეთ, – თქვა ბოლოს გენერალმა და
წარბები შეჭმუხნა.
და მზერა კოლეგას მიაპყრო. თითქოს რაღაცის გახსენე-
ბას ლამობდა. შემდეგ ჩურჩულით გაენდო:
– უფსკრულში გადავუძახე.
– აკი თავის ოთახშიაო?!
– ტომარაზე გეუბნებით, – უთხრა გენერალმა.
– ა, ჰო, მესმის. ცხადია.
– უნდოდა ჩემთვის იმ ტომრის წყალში გადაგდება დაეშა-
ლა, მე კი აუცილებლად უნდა მომეშორებინა თავიდან ის
ძვლები, – განაგრძო გენერალმა.
– ძალიან სწორადაც მოქცეულხართ. ბოლოს და ბოლოს
რა ისეთი მნიშვნელოვანია რაღაც ტომარა? – თქვა გენერალ-
ლეიტენანტმა და სიგარეტს ნაფაზი დაარტყა.
– დიახ, მაგრამ აბა სცადეთ და ის დაარწმუნეთ ამაში.
– და ამიტომაც გადაუძახეთ უფსკრულში?
– ის არა, ტომარა.
– ა! ჰო, ბოდიშს ვიხდი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მსუბუქი და ერთიც საბარგო
მანქანა, რომელიც წვიმაში მიდიოდაო, გაიფიქრა გენერალ-
მა. შემდეგ ხმამაღლა განაგრძო:
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი მსუბუქი და ერთიც საბარ-
გო მანქანა, რომელიც წვიმაში მიდიოდა...
– რა ბრძანეთ? – ჰკითხა თანამოსაუბრემ. – მანქანების
მოძრაობის ამბები გაინტერესებთ?
– არა, ეს მეორე ზღაპრის დასაწყისია, რომელსაც შვილიშ-
ვილს მოვუყვები.
– ა! ესე იგი ზღაპრებს კრებთ.
– რასაკვირველია.

253
– ასეც ვფიქრობდი. იგავ-არაკები მეც ყოველთვის ძალიან
მიზიდავდა.
– ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
– ამოუხსნელი!
– როგორ მიხარია, თქვენც რომ ასე ფიქრობთ.
– კმარა ლაპარაკი, – მოულოდნელად თქვა გენერალ-
ლეიტენანტმა მკვეთრი ტონით.
გენერალმა გაოგნებული სახით შეხედა, მაგრამ გონება
მალევე გაექცა სხვაგან.
– ოთხი მღვდელია ჩემს დახოცილებს შორის, – თქვა მან.
– ჩემთან არც ერთი. – დაღონებული ხმით მიუგო თანამო-
საუბრემ.
– მეძავიც კი არ გყოლია.
– არა, არც მეძავი.
– ნუ იდარდებ, ჯერ კიდევ გაქვს დრო მათ საპოვნელად.
– სავსებით შესაძლებელია, – ჩაიჩურჩულა გენერალლეი-
ტენანტმა, – მიწის ქვეშ ყველაფერს იპოვი ადამიანი. სააბაზა-
ნო ოთახი სადაა?
– აი იქ, კარის უკან.
გენერალი დიდხანს დარჩა მარტო, მაგიდასთან მიმჯდარი.
ბოლოს სტუმარიც დაბრუნდა.
– ერთხელ, ერთ ხეობაში ჩვენი ჯარისკაცების ძვლები ვი-
პოვეთ, რომლებიც ჯორების ძვლებში იყო არეული, – თქვა
მან.
გენერალს გააჟრჟოლა.
– თავიდან ალბანეთის ხელისუფლებასთან გავაპროტესტე
ეს ამბავი. პროვოკაციად ჩავთვალე.
– და რა მოხდა?
– ისინი არაფერ შუაში არ ყოფილან. ისევ ჩვენი ბედოვლა-
თების ბრალი აღმოჩნდა, რომლებმაც ისინი ჩქარა-ჩქარა და-
ასაფლავეს; ერთ-ერთი ჩვენი სადამსჯელო ბატალიონი.
გენერალ-ლეიტენანტი ამ სიტყვებს გაჭირვებით გამოთ-
ქვამდა და სიმთვრალისგან სახეც გადაჰფითრებოდა.
– უძლურო გენერლებო! თქვენი დამარცხებისაგან დატო-
ვებული ნარჩენების შესაგროვებლად ვარ მე აქ!

254
– არ არის საჭირო მათი შეურაცხყოფა. მათ არ ჰქონიათ
იოლი ამოცანა.
– არც ჩვენი ყოფილა რამით ნაკლები.
ერთხანს მდუმარედ ისხდნენ.
– მისი მზერა რომ დაგენახათ, – განაგრძო გენერალმა.
– ვისი?
– ალბანელი მძღოლის.
– და რატომ გიყურებდათ? შეიძლება გკითხოთ?
– ვინ? მძღოლი?
– აბა, სხვა ვინ?
– მე რა ვიცი. ფაქტი ისაა, რომ ძალიან უცნაურად გვიყუ-
რებდა, როცა ჩვენ ვეჩხუბებოდით ერთმანეთს.
– ჯორის ძვლები ძალიან განსხვავდება ადამიანის ძვლე-
ბისაგან. ნებისმიერი მიხვდება ამას ერთი შეხედვით.
– რა თქმა უნდა. მე მგონი, ადამიანის ჩონჩხი ხუთას შვიდი
ძვლისგან შედგება.
– არ არის ეგ მართალი, კოლეგა, – ჩაურთო გენერალ-
ლეიტენანტმა და სახე მოეღუშა. – ყოველთვის მართალი არ
არის. აი, მე ნაკლები მაქვს, მაგალითად.
– შეუძლებელია.
– არადა ასეა, – არ დაუთმო თანამოსაუბრემ ჩახრინწული
ხმით. – მე რამდენიმე ძვალი მაკლია. ინვალიდი ვარ, ხეიბა-
რი.
– კარგი, კარგი, – დაამშვიდა გენერალმა, – ასეც ნუ და-
იტანჯავთ თავს.
– ხეიბარი გახლავართ-მეთქი, – განაგრძო მეორემ. – ვხე-
დავ, რომ არ გჯერათ, მაგრამ ახლავე დაგიმტკიცებთ ამას, ამ
წუთში.
სცადა, მუნდირი გაეხადა ცალი ხელით, მაგრამ გენერალ-
მა მხრებში ჩაავლო ხელები.
– არ არის საჭირო, კოლეგა, არა! მჯერა თქვენი. ბოდიშს
გიხდით, ძალიან დიდ ბოდიშს. უაღრესად დამნაშავე ვარ
თქვენთან. მართლა მიუტევებელი იყო ჩემი მხრიდან.
– უნდა გაჩვენოთ თქვენც და ყველა იმას, ვისაც არ სჯერა
ეს. აი, ახლავე გაჩვენებთ.

255
– ჩჩუ! – გააჩერა გენერალმა. – მგონი, აკაკუნებენ.
ორივენი გაჩუმდნენ. კაკუნის ხმა გაისმა.
– ვინ შეიძლება იყოს ასეთ დროს?
– მეშინია, ასე შუაღამისას რომ მესმის ხოლმე კარზე კაკუ-
ნის ხმა, – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა, – ასე მომიკაკუნეს იმ
ღამესაც, როცა სასწრაფოდ მომიწია ფრონტზე წასვლა. ტუკ!
ტუკ! ტუკ! შემდეგ, როცა დავბრუნდი, კარის გაღება გამიჭირ-
და. პირველად მოხდა მაშინ, ცალი ხელით რომ გავაკეთე ეს,
– გაუმხილა ბოლოს ხმადაბლა.
გენერალი აცაბაცა ნაბიჯით გაემართა კარის გასაღებად.
კარისკაცი გამოდგა.
– ბოდიშს გიხდით, ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ კი-
დევ ერთი ტელეგრამაა თქვენს სახელზე.
– არა უშავს. გმადლობთ.
გენერალი ოთახში შემობრუნდა და დეპეშა გახსნა.
– ძალიან იდუმალებით მოცული მეჩვენებით ამ საღამოს,
– უთხრა გენერალ-ლეიტენანტმა. – მთელი ეს ღამის ტელეგ-
რამები არ უნდა იყოს კარგი ნიშანი.
– ისევ ისინი არიან, – მიუგო გენერალმა, – ძალიან შეშ-
ფოთებულები ჩანან. -
ახლა ალბათ თეთრი ტელეფონები წკარუნობს, ალო,
ალო, ალო... ერთმანეთს ურეკავენ, შემდეგ სახლებიდან გა-
მოცვივდებიან შეშლილებივით და ერთმანეთს გამოეკიდები-
ანო, გაიფიქრა.
სცადა, ბუნდოვნად მაინც წარმოედგინა ისინი, როგორ იკ-
რიბებიან პოლკოვნიკის სახლში, როგორ ატყობინებენ თავი-
ანთ მეგობრებს თავიანთ წრეში, როგორ გამოჩნდება კიბის
თავში ხელებგადაჯვარედინებული მოხუცი ქალი, როგორ წა-
მოხტება ლოგინიდან თავზარდაცემული ბეტი და როგორ ჩურ-
ჩულებენ ამასობაში ყველანი, ეს უბადრუკი ესა, ჯერ კიდევ არ
უპოვია ამ უბადრუკსაო...
არ ვარ უბადრუკი, ბეტიო, ფიქრებში უპასუხა და ხმამაღლა
ასე დასძინა:
– ამ ღამეს თეთრად გაატარებენ!
– რა უნდათ? – ჰკითხა გენერალ-ლეიტენანტმა.

256
– ტომარა.
– გირჩევთ მიაშავოთ ეგ ტომარა და წერტილი დაუსვათ
მთელ ამ ამბავს. სწორდი! სმენა!
ჯანდაბასო, თავისთვის ჩაილაპარაკა გენერალმა.
ტელეგრამა მუჭში მოიქცია, დაჭმუჭნა და ძირს დააგდო.
– იცით, რა არის? – დაიწყო მან. – ვშიშობ, მღვდელი ჯაშუ-
ში არ აღმოჩნდეს.
– არ არის გამორიცხული. მაგრამ თავს ვერ დავდებ.
დიდხანს შერჩნენ დადუმებულები. ჟალუზებს მიღმა
არეული, მოთეთრო შუქი ჩანდა.
– ამასობაში ირიჟრაჟა, – თქვა გენერალმა.
– არა, ბულვარის ნეონის ლამპიონებია.
გარედან ისმოდა, როგორ აწვიმდა წვრილად აივანს.
– ტელეგრამები მაშინებს, – ჩაილაპარაკა გენერალ-ლეი-
ტენანტმა დაბნეული ხმით, – ყოველთვის ცუდი და საიდუმლო
რამეები წერია შიგ, სხვა ყველაფერი გამოტოვებულია. მახ-
სოვს, ერთხელ, ფრონტზე, შტაბის ერთმა ოფიცერმა დეპეშა
მიიღო დიდი ხნით ადრე გარდაცვლილი თავისი მეგობრისგან.
– რა შემაძრწუნებელ რამეს ჰყვებით, კოლეგა.
– ჩუ! – თქვა ცალხელამ, – გესმით?
– რა?
– დაუგდეთ ყური! არაფერი გესმით?
გენერალმა ყურები ცქვიტა.
– წვიმის ხმაა.
– არა, მაგაზე არ გეუბნებით.
შორიდან, ძალიან შორიდან აღწევდა რაღაც რიტმული და
ბუნდოვანი ხმა. შემდეგ მოკლე-მოკლე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი
სიტყვები და ბოლოს ისევ წვიმის ხმა.
– რა არის?
– გავიდეთ აივანზე, – თქვა გენერალმა და წამოდგა.
როგორც კი აივნის კარი გააღეს, სახეში ღამის ცივი და ნეს-
ტიანი ჰაერი ეცათ, შორი და თანაბარი ხმაური კი უფრო მკა-
ფიოდ გაისმა.

257
ორივენი აივანზე გავიდნენ. ცრიდა. ნეონის ცივი ნათები-
საგან თვითონ ბულვარსაც იისფერი ედო, ხოლო პარკი, სას-
ტუმროს წინ, შავ და უსიამოვნო მასად მოჩანდა.
– აქეთ, – ჩაიჩურჩულა სახეგაფითრებულმა გენერალ-
ლეიტენანტმა, – შეხედეთ! -
გენერალმა აქეთ გამოიხედა და ტანში ჟრუანტელმა დაუ-
არა. ბულვარის სიღრმეში, უნივერსიტეტის მხარეს, დიდი მუქი
კვადრატები მათკენ მოიწევდნენ.
მძიმე ნაბიჯები ახლა უკვე მკაფიოდ ისმოდა და მოკლე და
მკვეთრი ბრძანებები ღამის სიბნელეში ყინულოვანი ხმით
ჟღერდა.
ორივე გენერალი აივანზე იდგა, მოაჯირს ჩამოჰყრდნო-
ბოდნენ და იქით მხარეს იყურებოდნენ. რაკი ლაქები სულ უფ-
რო და უფრო ახლოვდებოდნენ, მათ თანდათანობით გაარჩი-
ეს მუზარადებისა და სველი ხიშტების ცივი ანარეკლები, ჯა-
რისკაცების გრძელ-გრძელი კოლონები, ოფიცრების ნაშიშ-
ვლები ხმლები და ცარიელი სივრცეები ასეულებსა და ბატა-
ლიონებს შორის. მიწა მძიმე ჩექმების ქვეშ ზანზარებდა, ხო-
ლო უფროსობის მოკლე-მოკლე შეძახილები ხიშტების წკარუ-
ნივით ისმოდა.
საჯარისო შენაერთები სულ უფრო და უფრო ახლოვდე-
ბოდნენ; ჯარისკაცები მთელ ბულვარს ჭიანჭველებივით მო-
ედნენ, ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ლამპიონების შუ-
ქები კი მუზარადების ანარეკლებს უსასრულობაში უშვებდა.
– მთელი არმიაა, – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა. – ნეტა
რა ხდება?
– ამათი არმიაა ეს. უთუოდ რეპეტიციას გადიან ხვალის-
თვის.
– სადღესასწაულოდ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
შორიდან ძრავების მოგუდული ხმები აღწევდა.
– ტანკები! – თქვა გენერალმა.
დიდი, შავი ტანკები ხიდს გაღმიდან გამოჩნდნენ. გრძელი
ლულები სადღაც სიბნელისთვის ჰქონდათ მიშვერილი.

258
ბულვარი საჯარისო ნაწილებით, მეტალით, რიტმული ნა-
ბიჯებით, ძრავების გუგუნით, მოკლე ბრძანებებით გაივსო და
ერთ სხეულად შეკრული ეს ყველაფერი სკანდერბეგის ბულ-
ვარისკენ მოემართებოდა.
როდესაც უკანასკნელი დანაყოფი სამინისტროების უკან
თვალს მიეფარა და უწინდებურად დაცარიელებული ბულვარი
ღამენათევივით უხმაურო და უფერული გახდა ლამპიონების
შუქში, ისინიც ოთახში შებრუნდნენ.
– მთელი არმია იყო.
– დიახ, არმია სრული სახით.
– მცივა.
– გავილუმპეთ.
– დალიეთ, გენერალო, თორემ გაცივდებით.
წვიმამ ორივე შეაფხიზლა.
გენერალმა თავი ასწია.
– დაინახეთ, როგორ ჩაიარეს?
– რა თქმა უნდა.
– ჩემი არმია მომაგონეს და ვცდილობ, წარმოვიდგინო,
როგორ ჩაივლიდნენ ისინი ლურჯ ტომრებში ჩაცმულები, შავი
კანტებით.
– მე კიდევ უფრო გამიჭირდებოდა ეგ ამბავი, – თქვა ცალ-
ხელამ, – ჩემი ხელქვეითები ერთი მოუწესრიგებელი და ნა-
ყარნუყარი ხალხის ჯგრო იყო. სრული გაუგებრობა.
– თენდება, – თქვა გენერალმა.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
– მგონი, რაღაც ხმა შემომესმა.
– დერეფანში დადის ვიღაც.
ერთხანს ყური მიუგდეს. ნაბიჯების ხმა სადღაც მიწყდა.
– იცით, რატომ წავეჩხუბე მღვდელს?
– არა, – მიუგო გენერალ-ლეიტენანტმა.
– ერთი ჩონჩხის გამო. ერთი ჩონჩხი გვაკლია, მეტრი და
ოთხმოცდაორი სანტიმეტრის სიგრძისა.
– დიდი ამბავი, – ჩაილაპარაკა თანამოსაუბრემ.
და უცებ აწია თავი. თვალები რაღაცნაირად უელავდა.

259
– მეტრი და ოთხმოცდაორიო? გინდათ, მოგყიდოთ ერთი
ცალი, მაგ ზომისა?
– არა, – უპასუხა გენერალმა.
– რატომაც არა? უამრავი მაქვს ეგეთი. გთავაზობთ ერთ
ცალს, მეგობრულად, სულ რაღაც ას დოლარად.
– არა!
– გეუბნებით, აუარებელი მაქვს მაგ ზომისა-მეთქი! თუ გნე-
ბავთ, მეტრი და ოთხმოცდათორმეტისაც მაქვს. ორმეტრიანიც
კი. ორი მეტრი და თხუთმეტისაც კი! ჩვენი ჯარისკაცები თქვე-
ნებზე უფრო მაღლები იყვნენ. გნებავთ?
– არა, – გაიმეორა გენერალმა, – არ მინდა.
გენერალ-ლეიტენანტმა მხრები აიჩეჩა.
– თქვენი საქმისა თქვენ იცით. მინდოდა, დაგხმარებო-
დით. გენერალი წამოდგა და თავის ჩემოდნამდე ძლივს მივი-
და. გახსნა და იატაკზე გადმოცალა. სიები, რუკები და შენიშ-
ვნებით გავსებული ფურცლები არეულად დაიყარა პირსახო-
ცებსა და პერანგებზე. სიების ერთ-ერთ დასტას დასწვდა და
ოთახიდან ტორტმანით გავიდა.
რა სჭირსო, გაიფიქრა გენერალ-ლეიტენანტმა.
გენერალმა უკაცრიელ დერეფანში რამდენიმე ნაბიჯი გა-
დადგა და ერთ-ერთი კარის წინ გაჩერდა.
მღვდლის ოთახიაო, გაიფიქრა.
– მამაო! – დაუძახა ხმადაბლა და ორად მოიკეცა, გასაღე-
ბის ჭუჭრუტანაში რომ შეეხედა. – მამაო, გესმით ჩემი ხმა? მე
ვარ, შესარიგებლად მოვედი. არა ღირს, ვიღაც პოლკოვნიკის
გამო ჩხუბი. ან რაღაც ტომრის გამო რატომ გავებუტოთ ერ-
თმანეთს? შეგვიძლია, მოვაგვაროთ ეს ამბავი, მამაო. მაგ
თქვენს პოლკოვნიკს სულ ნაწილ-ნაწილ ავაწყობთ. თანახმა
ხართ? ეს ორივეს ინტერესებში შედის. თქვენ გინდათ უთ-
ხრათ, როგორ მემსუბუქები, ბეტიო? ჰოდა ეტყვით კიდეც! ეგ
თქვენი საქმეა. ჩონჩხი გინდათ? ერთი მეგობარი მყავს! სიები
მოვიტანე, მამაო, გესმით ჩემი ხმა? აი ისინი! უამრავი ჯარის-
კაცია მეტრი და ოთხმოცდაორის სიმაღლისა. ადექით, ამო-
ვარჩიოთ აქედან ერთი. აგერ ერთი მეორე მოტომსროლელ-
თა ასეულიდან, აგერ მეორე – ტანკისტი, აი, კიდევ ერთი. ადე-

260
ქით, დაწვრილებით შევისწავლოთ სიები. უბრალოდ, ამას
ორი საკბეჩი კბილი აკლია, მაგრამ ეგ არაფერი, დანტისტს მი-
ვუტანთ და ჩავასმევინებთ. აი, კიდევ ორი-სამი ვიპოვე. მის-
მენთ? და ორივე მეტრი და ოთხმოცდაორია. მართალს გეუბ-
ნებით, მამაო, არ გატყუებთ. აგერ, მეტრი და ოთხმოცდაორი
და კიდევ მეტრი და ოთხმოცდაორი... მართალი გითხრათ, მე
თვითონაც მეტრი და ოთხმოცდაორი ვარ სიმაღლეში.
ორად მოკეცილმა გენერალმა კიდევ კარგა ხანს იბუტბუტა
კარის წინ და თან ჭუჭრუტანაში იყურებოდა. უეცრად კარი გა-
იღო და ვიღაც ფერხორციანი ქალი გაცეცხლებული სახით გა-
მოჩნდა მის წინ. ამრეზით მიახალა:
– არც კი გრცხვენიათ, თქვენს ასაკში.
გენერალს თვალები ლამის გადმოუცვივდა. კარი მის
ცხვირწინ ჯახუნით დაიკეტა. განძრევა კიდევ დიდხანს ვერ
შეძლო. შემდეგ დაიხარა, რის ვაი-ვაგლახით აკრიფა იატაკი-
დან სიები, რომლებიც ამასობაში ხელიდან გასცვენოდა და
თავის ოთახს მიაშურა.

261
ბოლოსწინა თავი
გამთენიისას, როდესაც სასტუმროს კარისკაცმა უკანას-
კნელი ტელეგრამა მოუტანა, ისინი ისევ სვამდნენ. გენერალმა
დეპეშა გახსნა, მაგრამ შიგ ერთი ასოც კი ვერ გაარჩია. ერ-
თხანს ხელში ეჭირა, თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა და
შუბლს ისე ისრესდა, აშკარად არაფერი ესმოდა. ტელეგრამის
ნაბეჭდი ზოლი თეთრი ცისაგან შუაზე გაჭრილ ნისლის ფენად
ეჩვენებოდა. დეპეშა დაჭმუჭნა, ბარბაცით მივიდა სარკმელ-
თან, გამოაღო და დაჭმუჭნილი ფურცელი გარეთ გადააგდო.
ტელეგრამა ფარფატით დაეშვა განთიადის ცივ ბინდბუნ-
დში.

262
ბოლო თავი
უცხო მიწას თოვლის ფიფქებში შერეული წვიმა ასველებ-
და. მძიმე, სველი ფიფქები მაშინვე დნებოდა, როგორც კი აე-
როდრომის ნაგებობების წინ ბეტონის ზედაპირზე ეშვებოდა.
შიშველ მიწაზე თოვლი ოდნავ უფრო მეტხანს ძლებდა, მაგრამ
თეთრი ფენის შექმნას მაინც ვერა და ვერ ახერხებდა.
საზეიმოდ გამოწყობილი გენერალი თვალს ადევნებდა
ფიფქებს, რომლებიც სველ ცემენტზე ცვიოდა, წამშივე დნებო-
და, წყლად იქცეოდა და ქრებოდა. ამ დროს კი სხვა ფიფქები
ჩამოდიოდა ციდან უსასრულოდ.
– ცივა, – თქვა ალბანელმა დეპუტატმა, რომელიც მათთან
დასამშვიდობებლად მოსულიყო.
– დიახ, ძალიან ცივა, – დაეთანხმა მღვდელი, – სიცივეში
ჩამოვედით და სიცივეშივე მივდივართ.
გენერალი უყურებდა, როგორ უახლოვდებოდა მათ დიდი
თვითმფრინავი. დინამიკში ქალის ხმა გაისმა, რომელიც
სთხოვდა დაგვიანებულ მგზავრებს, ცოტათი ეჩქარათ, აერო-
პორტის თანამშრომლები კი ამასობაში ტრაპს მიაგორებდნენ
იქით, სადაც საჰაერო ხომალდი უნდა გაჩერებულიყო.
ქარი ჩადგომას არ აპირებდა.
ტირანა, 1962-1966

263

You might also like