Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 307

1

კაზუო იშიგურო

მთარგმნელი
თამარ ჯაფარიძე

2
***
ვუძღვნი დედაჩემის,
შიზუკო იშიგუროს (1926-2019),
ხსოვნას.

3
პირველი ნაწილი

როცა მე და როზა ახლები ვიყავით, მაღაზიის ცენტრში,


ჟურნალების მაგიდის მხარეს მოგვათავსეს. ვიტრინის ერთი
ნახევრიდან მშვენიერი ხედი გვეშლებოდა. გარეთ ყველა-
ფერს ვხედავდით: აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ ოფისის თა-
ნამშრომლებს, მანქანებს, ქუჩაში საძუნძულოდ გამოსულებს,
ტურისტებს, მათხოვარსა და მის ძაღლს და რპო-ს1 შენობის
ნაწილს. ცოტა რომ მოვშინაურდით, მენეჯერმა ვიტრინასთან
ახლოს, ზედ ექსპოზიციამდე, მისვლის უფლებაც კი მოგვცა და
მაშინ დავინახეთ, რამსიმაღლე ყოფილა რპო-ს შენობა. თუ
სწორ დროს შევარჩევდით ვიტრინასთან მისასვლელად, მზე-
საც ვხედავდით – ვუთვალთვალებდით, როგორ გადადიოდა
შენობების თავზე, ჩვენი შენობიდან რპო-ს შენობის მიმართუ-
ლებით.
როცა ბედი გამიღიმებდა და მისი ასეთნაირად თვალთვა-
ლის საშუალება მეძლეოდა, სახეს მივუშვერდი ხოლმე, რომ
შეძლებისდაგვარად ბევრი კვება მიმეღო მისგან. როზაც თუ
მახლდა, ვეუბნებოდი, ჩემსავით მოიქეცი-მეთქი. ერთ-ორ
წუთში კუთვნილ ადგილს უნდა დავბრუნებოდით და, როცა ახ-
ლები ვიყავით, ამას ძალიან განვიცდიდით – მაღაზიის შუაგუ-
ლიდან მზეს ხშირად საერთოდ ვერ ვხედავდით და გვეშინოდა,
რომ თანდათან დავუძლურდებოდით. ხმ2 რექსი, რომელიც
მაშინ ჩვენთან იყო, გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, სადაც არ უნ-
და ვიყოთ, მზემ იცის, ჩვენამდე როგორ მოაღწიოსო. იატაკზე
მიგვითითა ერთხელ და გვითხრა:

1 რპო – ეს გაუგებარი აბრევიატურა ასეთივე გაუგებარი დანიშნულების შენობას


აღნიშნავს.
2 ხმ (აბრ.) – ხელოვნური მეგობარი – ასე მოიხსენიებენ წიგნში აღწერილ რეალო-

ბაში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე რობოტებს, რომლებსაც ადამია-


ნის გარეგნობა აქვთ.

4
– აი, ხომ ხედავთ, მანდ მზის გამოსახულება რომ ირეკლე-
ბა? თუ ასე ძალიან ნერვიულობთ, მიდით, იმ ადგილს ხელით
შეეხეთ და მაშინვე ძალა მოგეცემათ.
ეს რომ გვითხრა, მაღაზიაში მყიდველები არ იყვნენ, მენე-
ჯერი კი წითელ თაროებზე რაღაცას აწყობდა და მისი შეწუხება
არ მინდოდა. მისგან ნებართვა არ ამიღია, როზას გავხედე და,
მისი გულგრილი თვალები რომ დავინახე, ორი ნაბიჯი გადავ-
დგი, დავიკუზე და იატაკზე მზის ანარეკლს ხელები შევახე. მაგ-
რამ, როგორც კი შევეხე, ანარეკლი გაფერმკრთალდა და, მი-
უხედავად იმისა, რომ ბევრს ვეცადე – ჯერ ნაზად გადავუსვი
ხელი იატაკს, მერე კი უფრო ენერგიულადაც ვუფათურე, ანა-
რეკლი აღარ დაბრუნებულა. ფეხზე რომ წამოვდექი, ხმ რექ-
სმა მითხრა:
– ძალიან გაუმაძღარი ყოფილხარ, კლარა; თქვენ, ორივე
ხმ გოგონა, სულ ეგეთი გაუმაძღრები ხართ.
ახალი კი ვიყავი, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, ეგებ, ჩემი
ბრალი სულაც არ არის, ეგებ, მზემ შემთხვევით თვითონვე გა-
აქრო თავისი ანარეკლი, როდესაც შევეხე-მეთქი, მაგრამ ხმ
ბიჭუნა რექსს ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა.
– მთელი ენერგია შენ გერგო, კლარა. ნახე, როგორ ჩა-
მობნელდა.
მართლაც, მაღაზიაშიც ჩამობნელდა და გარეთაც, ტროტუ-
არზე. ლამპიონზე მიმაგრებული იძულებითი ევაკუაციის ზო-
ნის ნიშანიც კი მთლად მოიჟამა და ლამის ჩაქრა.
– ბოდიში, – ვუთხარი რექსს და იქვე როზასაც მივუბრუნ-
დი: – ბოდიშს ვიხდი, მთელი ენერგიის მითვისება ნამდვილად
არ მინდოდა.
– შენი ბრალი იქნება, საღამოს ძალა რომ გამომეცლება,
– მითხრა რექსმა.
– მეხუმრები? – გავიოცე. – ვიცი, რომ ხუმრობ.
– რა დროს ხუმრობაა? საცაა, ცუდად გავხდები. და ის სა-
ცოდავი ხმ-ები, სიღრმეში რომ დგანან? ეგენი ისედაც უკვე
სუსტად არიან. ძალიან გაუმაძღარი რამე ხარ, კლარა.

5
– მატყუებ, – ვუთხარი, მაგრამ მთლად დარწმუნებულიც
აღარ ვიყავი. როზას გავხედე.ისევ ის გულგრილი გამომეტყვე-
ლება ჰქონდა.
– უკვე ცუდად ვარ, – თქვა ხმ რექსმა და მოიკუნტა.
– ახლახან არ მითხარი, მზე თვითონ აღწევს ჩვენამდეო?
მეხუმრები, არა? ვიცი, რომ მეხუმრები.
ბოლოს თავი დავირწმუნე, რომ ბიჭუნა ხმ რექსი მეხუმრე-
ბოდა. მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ ვაიძულე, ისეთ საჩოთი-
რო თემას შეხებოდა, რომელზეც მაღაზიის ხმ გოგო-ბიჭების
უმეტესობას ერჩივნა, არაფერი ეთქვა. მალე ხმ რექსს ისეთი
რამ დაემართა, რომ ვიფიქრე, იმ დღეს თუ ხუმრობდა კიდეც,
რაღაცწილ მაინც მართალი იყო-მეთქი.
მზიანი დილა გათენდა და რექსი უკვე გვერდით აღარ
გვყავდა – მენეჯერმა წინა ნიშში გადაიყვანა. მენეჯერი გვარ-
წმუნებდა, თითოეული თქვენგანის ადგილი მკაცრად არის
განსაზღვრული და, სადაც არ უნდა იყოთ, თანაბარი შანსი
გაქვთ, მყიდველმა აგირჩიოთო. თუმცა, ყველამ ვიცოდით,
რომ მაღაზიაში შემოსულ მყიდველს თავიდან თვალი წინა ნი-
შისკენ გაურბოდა. ასე რომ, რექსი, ბუნებრივია, ძალიანაც გა-
ხარებული იყო. ჩვენი ადგილიდან ვხედავდით, როგორი გაჯ-
გიმული იდგა და მზე როგორ დასთამაშებდა. როზა ერთხელ
ჩემკენ დაიხარა და მითხრა:
– შეხედე, რა ლამაზია! სახლს მალე იპოვის!
მესამე დღეს მაღაზიაში ერთი გოგონა და დედამისი შემო-
ვიდნენ. მაშინ ასაკის გამოთვლა ჯერ კიდევ მიჭირდა, მაგრამ
მახსოვს, რომ ვიფიქრე, ცამეტ-ნახევრის იქნება-მეთქი, და ახ-
ლა მგონია, რომ არც შევმცდარვარ. დედა აშკარად ოფისის
თანამშრომელი იყო და, მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე,
მაღალი თანამდებობაც ეჭირებოდა. გოგონა პირდაპირ რექ-
სისკენ გაქანდა, მის წინ დადგა და უყურებდა; დედა კი ნელ-
ნელა ჩვენკენ წამოვიდა, თვალი შეგვავლო, მერე მაღაზიის
სიღრმისაკენ გაემართა, სადაც ორი ხმ მინის მაგიდაზე იჯდა
და ფეხებს ისე აქანავებდა, როგორც მენეჯერმა დაარიგა. ერ-
თი პირობა, დედამ ქალიშვილს დაუძახა, მაგრამ მან ყურად-
ღება არ მიაქცია. იდგა და ისევ რექსს შესციცინებდა. მერე ხე-

6
ლი გაიწოდა და რექსს მკლავზე ჩამოუსვა. რექსს, ცხადია,
არაფერი უთქვამს, მხოლოდ იღიმებოდა და გაუნძრევლად
იდგა. დაგვარიგეს, ასე მოიქეცით, თუ კლიენტი განსაკუთრე-
ბულ ინტერესს გამოიჩენს თქვენ მიმართო.
– ნახე, ნახე, მაგას აირჩევს, – გადმომიჩურჩულა როზამ.
– ძალიან შეუყვარდა. ზოგს რა ბედი აქვს!
მხარი გავკარი, რომ გამეჩუმებინა. შეიძლებოდა, კლიენ-
ტებს ჩვენი ხმა გაეგონათ.
ახლა გოგონამ მოიხმო დედამისი. მალე ორივე რექსთან
იდგა და თავით-ფეხებამდე ათვალიერებდა. გოგონა, დრო-
დადრო, ისევ ეხებოდა ხელით რექსს, დედას კარგა ხანს
ეთათბირებოდა და გავიგონე, რომ უთხრა:
– კი მაგრამ, დედიკო, შეხედე, რა ლამაზია, ძალიან მაგა-
რია!
ცოტა ხანში კი ესეც უთხრა:
– კარგი რა, დედი, კარგი რა!
ამასობაში დედა-შვილს მენეჯერიც მიუახლოვდა. ბოლოს
დედა მენეჯერს მოუბრუნდა და ჰკითხა:
– რა მოდელია?
– მესამე სერიის B2 გახლავთ, კონკრეტული ბავშვისათვის
იდეალური კომპანიონი იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ, დარ-
წმუნებული ბრძანდებოდეთ, პატარა ქალბატონს კეთილსინ-
დისიერებასა და შრომისმოყვარეობას განუვითარებს.
– ამ ქალბატონს ეგ ნამდვილად არ აწყენდა, – აღნიშნა დე-
დამ.
– დედი, მართლა იდეალურია!
– მესამე სერიის B2-ს, მგონი, მზის ენერგიით კვებასთან
დაკავშირებული პრობლემები აქვს, არა? – იკითხა დედამ.
აი, პირდაპირ ეგრე იკითხა, რექსის თანდასწრებით, და
თან იღიმებოდა! რექსიც ისევ ისე იღიმებოდა, დაბნეულმა გო-
გონამ კი მზერა დედაზე გადაიტანა.
– გეთანხმებით, თავიდან იყო რაღაც შეფერხებები, – მი-
უგო მენეჯერმა, – მაგრამ მომჩივნები მეტისმეტად აზვიადებ-
დნენ. ნორმალური განათების პირობებში, არანაირი პრობ-
ლემა არ შეგექმნებათ.

7
– ისიც გამიგონია, რომ მზის ენერგიის არასათანადო რა-
ოდენობით მიღების შემთხვევებში, სერიოზული პრობლემე-
ბის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ქცევით პრობლემებს
ვგულისხმობ.
– დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონო, ნება მი-
ბოძეთ, არ დაგეთანხმოთ. ამ სერიის მოდელებმა უამრავი ბავ-
შვი გააბედნიერეს. თუ ალასკაზე ან მაღაროში არა ცხოვ-
რობთ, საწუხარი არაფერია.
დედამ ისევ კარგა ხანს უყურა რექსს და მერე ბრძანა:
– ძალიან ვწუხვარ, ქეროლაინ. ვხვდები, რატომაც მოგ-
წონს ასე ძალიან, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გამოგვადგება.
რამე უფრო სრულყოფილი უნდა მოვძებნოთ.
რექსი კი ისევ იღიმებოდა და იღიმებოდა, სანამ კლიენტე-
ბი მაღაზიიდან არ გავიდნენ. თუმცა, მათი წასვლის მერეც არ
დადარდიანებულა. მაშინვე გამახსენდა, როგორ მეხუმრა, და
მივხვდი, რომ ეგ საკითხი – თითოეულ ჩვენგანს მზის რამდენი
ენერგია სჭირდებოდა – სულ თავში უტრიალებდა და, ბოლო
დროს, აწუხებდა კიდეც.
დღეს უკვე ვხვდები, რომ მარტო რექსს არ აწუხებდა ეგ ამ-
ბავი, მაგრამ, ოფიციალური ვერსიით, არცერთ ჩვენგანს არა-
ნაირი პრობლემა არ გააჩნდა. ჩვენი ტექნიკური მახასიათებ-
ლები სრულ გარანტიას იძლეოდა, რომ შენობაში ჩვენი ად-
გილსამყოფელის ფაქტორი უმნიშვნელო იყო. თუმცა, რამდე-
ნიმე საათს უმზეოდ ყოფნის მერე, ნებისმიერ ხმ-ს ძილი
ერეოდა, ნერვიულობას იწყებდა, მგონი, რაღაც ხდება, ეტყო-
ბა, რაღაც დეფექტი მაქვს და სახლს ვერასდროს ვეღირსებიო.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, სულ ვიტრინაში ყოფნაზე რომ
ვოცნებობდით. იქ დგომა რიგრიგობით გვიწევდა და მოუთ-
მენლად ველოდით, ჩვენი რიგი როდის დადგებოდა. მენეჯერი
ამას გარესამყაროსათვის მაღაზიის წარმოჩენის „განსაკუთ-
რებულ პატივს“ ეძახდა და არც იმას უარყოფდა, რომ ვიტრი-
ნაში ყოფნა მეტ შანსს გვაძლევდა, კლიენტს ყურადღება ჩვენ-
ზე შეეჩერებინა. მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც მზე და მის-
გან მიღებული კვება იყო და ეს ყველას კარგად გვესმოდა. სა-

8
ნამ ჩვენს რიგს ველოდებოდით, როზამ ერთხელ მკითხა კი-
დეც ჩურჩულით:
– კლარა, შენი აზრით, ვიტრინაში რომ ვიქნებით, მზისგან
იმდენ ენერგიას მივიღებთ, რომ სამუდამოდ გვეყოს?
მაშინ ძალიან ახალი ვიყავი და ამ შეკითხვაზე პასუხი არ
ვიცოდი, თუმცა ამ საკითხზე მეც სულ ვფიქრობდი.
ერთ მშვენიერ დილას ჩვენი რიგიც დადგა და მე და როზამ
ვიტრინაში ფრთხილად შევაბიჯეთ. ვცდილობდით, არაფრის-
თვის, რაც იქ იდო, ფეხი არ წამოგვეკრა და არ დაგვეზიანები-
ნა, როგორც ეს ერთი კვირით ადრე ჩვენმა წინამორბედმა
წყვილმა ჩაიდინა. მაღაზია ჯერაც დაკეტილი იყო და მეგონა,
ჟალუზი ბოლომდე დაშვებული იქნებოდა. მაგრამ, როგორც
კი ზოლიან ტახტზე ჩამოვსხედით, მაშინვე შევნიშნე, რომ ბო-
ლომდე დაშვებული არ იყო. ეტყობა, მენეჯერმა ოდნავ ასწია,
რომ სინათლე შემოეშვა და შეემოწმებინა, ვიტრინა ჩვენთვის
მზად იყო თუ არა. ღიობიდან მზის შუქი შემოდიოდა და მარ-
თკუთხედს ხატავდა. ის მართკუთხედი ჩვენს პლატფორმამდე
აღწევდა და ჩვენს ფეხებთან გრძელი ზოლის სახით მთავრდე-
ბოდა. ფეხებს ოდნავ თუ გავშლიდით, მის სითბოში ვიქნებო-
დით. მივხვდი, რომ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო პასუხი
როზას შეკითხვაზე, ცხადი იყო, რომ ახლა საჭირო კვებას მი-
ვიღებდით და ენერგია კარგა ხანს გვეყოფოდა. მერე მენეჯერ-
მა ღილაკს თითი დააჭირა, ჟალუზი ბოლომდე აიხადა და მზის
შუქით გავჩახჩახდით.
გამოგიტყდებით, კიდევ ერთი მიზეზი არსებობდა, რომლის
გამოც ვიტრინაში ყოფნა მინდოდა, და ის მიზეზი არც მზესთან
იყო დაკავშირებული და არც იმასთან, მალე ამირჩევდნენ თუ
არა. ხმ-თა უმეტესობისაგან განსხვავებით, და როზასგან გან-
სხვავებითაც, ყოველთვის მინდოდა კარში ყურება და იმის და-
ნახვა, იქ რა ხდებოდა; რაც შეიძლება, მეტის დანახვა მინდო-
და და თანაც – დეტალურად.
ამიტომ, როგორც კი ჟალუზი ბოლომდე აიხადა, გავიაზრე,
რომ ტროტუარისგან მხოლოდ ვიტრინის მინაღა მაშორებდა
და თავისუფლად შემეძლო, ახლოდან კარგად დამენახა ის,

9
რასაც აქამდე მხოლოდ ნაწილობრივ ვხედავდი. ისე ავღელ-
დი, წამით მზეც დამავიწყდა და მისი სიკეთეც.
პირველად დავინახე, რომ რპო-ს შენობა აგურით იყო ნა-
გები და თეთრი კი არ ყოფილა, როგორც აქამდე მეგონა, არა-
მედ ღია ყვითელი. თურმე უფრო მაღალიც იყო, ვიდრე წარმო-
მედგინა – ოცდაორსართულიანი – და თითოეულ ფანჯარას
შენობის ერთგვაროვანი ფანჯრებისგან საკუთარი რაფა გამო-
არჩევდა. იმ დიაგონალურ ხაზსაც ვხედავდი, რომელსაც მზე
მთელ შენობაზე ავლებდა. შენობის ერთ მხარეს დარჩენილი
სამკუთხედი თითქმის თეთრი მეჩვენებოდა, მეორე მხარის
სამკუთხედი კი – ძალიან მუქი, თუმცა უკვე ვიცოდი, რომ სი-
ნამდვილეში შენობა ღია ყვითელი იყო. ახლა მხოლოდ ყველა
ფანჯარას კი არ ვხედავდი, რამდენიმეში ხალხიც მოჩანდა –
ზოგი იჯდა, ზოგი იდგა და ზოგიც მიდი-მოდიოდა. ქვემოთ, ქუ-
ჩაშიც, ვხედავდი გამვლელებს, მათ ნაირ-ნაირ ფეხსაცმელს,
ქაღალდის ერთჯერად ჭიქებს, მხარზე გადასაკიდ ჩანთებს და
პატარა ძაღლებს. თუ მომინდებოდა, შემეძლო, თვალიც კი გა-
მეყოლებინა მათთვის გადასასვლელამდე და იმის იქითაც,
იძულებითი ევაკუაციის ზონის მეორე ნიშნამდე, სადაც ორი
მუშა საკანალიზაციო ჭასთან იდგა და რაღაცაზე მსჯელობდა.
მანქანების შიგნითაც ვხედავდი, როცა გადასასვლელთან
სვლას ანელებდნენ და ხალხს გზას უთმობდნენ; ვხედავდი,
მძღოლი თითებს საჭეს მოუთმენლად რომ უკაკუნებდა და
მგზავრის კეპსაც ვხედავდი.
დღე გრძელდებოდა, მზეს ვეფიცხებოდით და როზა ძალი-
ან ბედნიერი ჩანდა. მაგრამ შევნიშნე, რომ, იძულებითი ევა-
კუაციის ზონის პირველი ნიშნის გარდა, რომელიც ჩვენ წინ
იყო, სხვას არაფერს უყურებდა. თუ რამეზე მივუთითებდი,
თავს წამით მოაბრუნებდა, მაგრამ ინტერესს მაშინვე კარგავ-
და და ისევ ტროტუარსა და იმ ნიშანს მიაჩერდებოდა ხოლმე.
იმ ნიშანს უფრო ხანგრძლივად მხოლოდ მაშინ აშორებდა
თვალს, როცა ვიტრინასთან ვინმე ჩერდებოდა. მენეჯერმა
დაგვარიგა, როცა ვიტრინასთან ვინმე გაჩერდება და თვალიე-
რებას დაგიწყებთ, სახეზე „ნეიტრალური“ ღიმილი უნდა გქონ-
დეთ და ერთ შორეულ წერტილს უნდა უყუროთ რპო-ს შენობის

10
მიმართულებითო. ძალიან კი მინდოდა, ის გამვლელი კარგად
დამეთვალიერებინა, მაგრამ მენეჯერმა გვითხრა, ვიტრინას-
თან გაჩერებულ ადამიანს თვალებში არ უნდა ჩახედოთ, ძა-
ლიან ვულგარული საქციელი იქნებაო. თუ ის თავად რამე ნი-
შანს მოგვცემდა ანდა დაგველაპარაკებოდა, მაშინ პასუხიც
უნდა გაგვეცა, მანამდე კი – არავითარ შემთხვევაში.
ვიღაც-ვიღაცები ვიტრინასთან კი ჩერდებოდნენ, მაგრამ
ჩვენ გამო კი არა, უბრალოდ, სპორტულ ფეხსაცმელს იხდიდ-
ნენ და რაღაცას უჩხიკინებდნენ; სხვებიც მხოლოდ იმიტომ
ჩერდებოდნენ, რომ თავიანთი დაფების ეკრანზე თითი გადა-
ესვათ და რაღაც შეემოწმებინათ. თუმცა, ზოგიც ვიტრინასთან
ახლოს მოდიოდა და მაღაზიაში იჭყიტებოდა – ძირითადად, ის
მოზარდები, რომლებისთვისაც ზედგამოჭრილები ვიყავით და
გარეგნულად ძალიან კმაყოფილები ჩანდნენ. ისინი მარტო ან
უფროსთან ერთად მოდიოდნენ, აღფრთოვანებულები იშვერ-
დნენ ჩვენკენ თითს, მინაზე აკაკუნებდნენ, იცინოდნენ, ხანაც
გვეჯღანებოდნენ ან ხელს გვიქნევდნენ.
ისეც ხდებოდა, რომ ბავშვი ვიტრინასთან ჩერდებოდა
(თანდათან ვისწავლე, როგორ შემეთვალიერებინა ვიტრინას-
თან გაჩერებულები, რომ მათ ჰგონებოდათ, რპო-ს შენობას
გასცქერისო) და ისე სევდიანად ან გაბრაზებით გვიყურებდა,
თითქოს რაღაც დავუშავეთ. ასეთ ბავშვებს, ხშირად, წამშივე
ეცვლებოდათ განწყობა, სიცილს იწყებდნენ და დანარჩენები-
ვით გვიქნევდნენ ხელს. მაგრამ, ვიტრინაში ჯდომის ორი დღის
თავზე, უკვე ადვილად ვარჩევდი, სინამდვილეში ვინ როგორ
განწყობაზე იყო.
მესამედ თუ მეოთხედ რომ შევნიშნე ასეთი ბავშვი, როზას-
თან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ როზამ გამიღიმა და მით-
ხრა:
– კლარა, მეტისმეტად ღელავ. დარწმუნებული ვარ, რომ
ის ბავშვი ძალიანაც ბედნიერად გრძნობდა თავს. ასეთ დღეს
უბედური როგორ იქნებოდა? დღეს მთელი ქალაქი ძალიან
ბედნიერია.
მაგრამ ვიტრინაში ყოფნის მესამე დღის თავზე, ამ თემაზე
მენეჯერთან დალაპარაკებაც მოვახერხე. ძალიან გვაქებდა,

11
გვეუბნებოდა, ვიტრინაში ძალიან ლამაზად და ღირსეულად
გამოიყურებითო. მაღაზიაში შუქი უკვე ნახევრად ჩამქრალი
იყო, სიღრმეში გადავინაცვლეთ და იქ კედელს ვეყუდებოდით.
ზოგი ძილის წინ საინტერესო ჟურნალებს ათვალიერებდა.
როზა გვერდით მედგა და ვხედავდი, რომ მოხრილიყო და ნა-
ხევრად უკვე ეძინა. ამიტომ, როცა მენეჯერმა მკითხა, დღემ
როგორ ჩაიარაო, შემთხვევით ვისარგებლე და ვიტრინასთან
გაჩერებულ სევდიან გოგო-ბიჭებზე მოვუყევი.
– კლარა, შენ მართლაც განსაკუთრებული ხარ, – ჩუმად
აღნიშნა მენეჯერმა, რომ როზა და დანარჩენები არ შეეწუხები-
ნა. – ამდენ რამეს როგორ ამჩნევ და როგორ ითვისებ? – თქვა
და გაოცებულმა თავიც კი გადააქნია. – ისიც უნდა გესმოდეს,
რომ ჩვენი მაღაზია განსაკუთრებულია. ძალიან ბევრ ბავშვს
უნდა შენი, როზას ან რომელიმე სხვა თქვენგანის შეძენა, მაგ-
რამ ამის საშუალება არა აქვს. შენ მათთვის მიუწვდომელი ფუ-
ფუნება ხარ. ამიტომაც მოდიან ვიტრინასთან და შენზე ოცნე-
ბობენ, მერე კი სევდა ერევათ.
– როგორ გგონიათ, ეგეთებს... ეგეთ ბავშვებს შინ ხმ არა
ჰყავთ?
– ალბათ, არა. ყოველ შემთხვევაში, შენნაირი ვერ ეყოლე-
ბათ. ასე რომ, როცა ეგეთი ბავშვი უცნაურად გიყურებს, სევ-
დიანი და დაღვრემილი, ან თუ უსიამოვნო რაღაცას გეტყვის,
ყურადღებას ნუ მიაქცევ. უბრალოდ, იცოდე, რომ გულდაწყვე-
ტილია.
– ბავშვი, რომელსაც შინ ხმ არა ჰყავს, ალბათ, ძალიან
მარტოსულად გრძნობს თავს.
– მართალია, მარტოსულად, – მითხრა მენეჯერმა, – აუცი-
ლებლად ეგრე იქნება, – და თვალები დახარა. მეც აღარაფერი
მითქვამს. უბრალოდ ვუყურებდი. მერე მოულოდნელად გამი-
ღიმა, ჟურნალი, რომელიც ხელში მეჭირა, გამომართვა და
მითხრა:
– ღამე მშვიდობისა, კლარა. ხვალაც ისეთივე გასაოცარი
უნდა იყო, როგორიც დღეს იყავი. და არ დაგავიწყდეს, რომ
შენ და როზა ახლა მთელ ამ ქუჩაზე წარგვადგენთ.

12
***

ვიტრინაში ყოფნის მეოთხე დღის მიწურულისკენ ერთი


ტაქსი შევნიშნე, რომელმაც სვლა შეანელა. მძღოლმა მანქა-
ნიდან თავი გამოყო და სხვა მანქანებს ანიშნა, ჩვენი მაღაზიის
წინ მდებარე გადამკვეთ ხაზზე გადასვლის საშუალება მიეცათ.
როდესაც ჯოზი მანქანიდან გადმოვიდა, უკვე მე მომჩერებო-
და. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი იყო. მაღაზიისკენ გა-
მოემართა და შევნიშნე, რომ ისე არ დადიოდა, როგორც სხვე-
ბი – ნელა კი არ დგამდა ფეხებს, ყოველი ნაბიჯის გადადგმი-
სას თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი
რიგზე იყო და არ დაეცემოდა. ჩემი გამოთვლით, დაახლო-
ებით, თოთხმეტ-ნახევარი წლისა იქნებოდა.
როცა იმდენად მომიახლოვდა, რომ დანარჩენი გამვლე-
ლები მის ზურგს უკან აღმოჩნდნენ, გაჩერდა და გამიღიმა.
– გამარჯობა, – მითხრა ვიტრინის მინიდან. – ჩემი გესმის?
როზა ისევ წინ იყურებოდა, რპო-ს შენობისაკენ, როგორც
დაარიგეს, მე კი, რადგან უშუალოდ მე მომმართეს, შემეძლო,
გოგონასათვის პირდაპირ შემეხედა, გამეღიმა და თანხმობის
ნიშნად თავიც დამექნია.
– მართლა? – თქვა ჯოზიმ, თუმცა მაშინ არც ვიცოდი, ჯოზი
რომ ერქვა. – აქ ჩემი ხმა მეც ძლივს მესმის და შენ მართლაც
გაიგონე, რა გითხარი?
თავი ისევ დავუქნიე და ჯოზიმაც თავი გადააქნია, ოღონდ
გაოცებისაგან.
– რა მაგარია! – თქვა და ტაქსის გახედა. ეს მოძრაობაც კი
დიდი სიფრთხილით გააკეთა. ტაქსის კარი ღია დაეტოვებინა
და დავინახე, რომ უკან ორნი ისხდნენ, საუბრობდნენ და გადა-
სასვლელის მიღმა რაღაცაზე ანიშნებდნენ ერთმანეთს. ჯოზი
კმაყოფილი ჩანდა, რომ უფროსები მანქანიდან გადმოსვლას
არ აპირებდნენ, და კიდევ უფრო მომიახლოვდა. ახლა სახით
ლამის უკვე ვიტრინის მინას ეკვროდა.
– იცი, გუშინ დაგინახე, – მითხრა.
წინა დღის გახსენება დავიწყე, მაგრამ ჯოზი ვერ აღვიდგი-
ნე, ჰოდა, გაკვირვებულმა გავხედე.

13
– უი, არა, არა, ნუ იტანჯები. შენ რას დამინახავდი, ტაქსიში
ვიჯექი და სწრაფადაც მივდიოდით. ვიტრინაში შეგნიშნე და
დღეს დედას ვუთხარი, აქ გავჩერდეთ-მეთქი. – და ისევ მანქა-
ნას გახედა, ისევ ძალიან ფრთხილად. – რა მაგარია, ჯერაც მი-
სიზ ჯეფრისს ექაქანება. ძვირი კი დაუჯდება ეგ ქაქანი, ტაქსის
მრიცხველი ჩართულია, ტრიალებს და ტრიალებს.
გაიცინა და დავინახე, სიცილისას როგორი კეთილი გაუხ-
და სახე. უცნაურია, მაგრამ იმავდროულად ისიც გავიფიქრე,
ნეტავი ერთ-ერთი იმ მარტოსულ ბავშვთაგანი ხომ არ არის,
რომლებზეც მე და მენეჯერი ვსაუბრობდით-მეთქი.
ჯოზიმ როზას გახედა. როზა ისევ მორჩილად გასცქეროდა
რპო-ს შენობას.
– რა საყვარელია, – თქვა ჯოზიმ და ისევ ჩემზე გადმოერ-
თო. რამდენიმე წუთს ჩუმად მიყურა. ცოტა კი ავღელდი, მისი
თანმხლები უფროსები მანქანიდან გადმოვლენ, სანამ კიდევ
რამეს მეტყვის-მეთქი, მაგრამ უცებ მითხრა:
– იცი, ეგ შენი მეგობარიც ვინმეს კარგი მეგობარი გახდე-
ბა, მაგრამ გუშინ, აქ რომ ჩავიარეთ და შენ დაგინახე, გავიფიქ-
რე, აი, ის ხმ, რომელსაც ვეძებდი-მეთქი! – ისევ გაიცინა. – ბო-
დიში, შეიძლება ცოტა უშნოდ გამომივიდა. – ისევ ტაქსის გა-
ხედა. ტაქსიში მსხდომნი აშკარად ჯერაც არ აპირებდნენ მან-
ქანიდან გადმოსვლას. – შემთხვევით, ფრანგი ხომ არა ხარ?
რომ გიყურებ, ფრანგი მგონიხარ.
გავუღიმე და თავი დავუქნიე.
– ბოლო შეხვედრაზე ვიღაც ორი ფრანგი გოგო მოვიდა,
თმა ზუსტად შენნაირად ჰქონდათ, მოკლედ შეჭრილი და ლა-
მაზად დავარცხნილი. საყვარლები იყვნენ.
ცოტა ხანს ისევ ჩუმად იდგა და მიყურებდა. ისევ რაღაც
სევდისმაგვარი შევნიშნე, მაგრამ ძალიან ახალი ვიყავი და
დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. მერე ისევ გამოცოცხლდა და
მითხრა:
– მომისმინე, შენ და ეგ შენი მეგობარი მთელ დღეს მანდ
რომ სხედხართ, არ გცხელათ? არ იხრჩობით? რამის დალევა
ან რაღაც ეგეთი არ გინდებათ?

14
გავუღიმე და ხელის გულები ავწიე. ვანიშნე, ჩვენთვის დი-
დი სიკეთეა, მზე რომ დაგვნათის-მეთქი.
– ააა, მივხვდი! მაგაზე აღარ მიფიქრია. მზეზე ჯდომა გიყ-
ვარს, არა?
მერე ისევ მიიბრუნა თავი და ამჯერად შენობების სახურა-
ვებსა და მათ თავზე აკიაფებულ მზეს გახედა. წამიც და თვალე-
ბი მოჭუტა, ისევ მე მომიბრუნდა:
– ვერ ვხვდები, მაგას როგორ აკეთებ... ანუ აი, ეგრე რომ
უყურებ მზეს და რომ არ ბრმავდები. მე წამითაც კი ვერ ვუსწო-
რებ თვალს.
მერე თვალები ხელით მოიჩრდილა და ისევ თავი მიიბრუ-
ნა, ამჯერად მზისკენ კი არა, რპო-ს შენობის სახურავისკენ გა-
იხედა. ხუთ წამში ისევ ჩემკენ მობრუნდა.
– თქვენთვის, როგორც მივხვდი, მაგ ადგილას რომ სხედ-
ხართ, მზე იმ შენობის მიღმა ჩადის, არა? ანუ სინამდვილეში
სად ჩადის, მაგას ვერ ხედავთ, ეგ შენობა გიშლით.
მერე ისევ მანქანისაკენ გაიხედა, რომ შეემოწმებინა, უფ-
როსები ისევ იქ ისხდნენ თუ არა, და განაგრძო:
– იცი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იქ ხელს არაფერი გვიშ-
ლის. ჩემი ოთახიდან, ზედა სართულზე, დაინახავ, მზე სინამ-
დვილეში სად ჩადის. ზუსტად მიხვდები, ღამით საით მიემარ-
თება.
ეტყობა, გაოცებული სახე მქონდა და თვალის კუთხით
ისიც დავინახე, რომ როზაც განცვიფრებული უყურებდა ჯოზის.
– საიდან ამოდის, ეგ არა ჩანს, ხეები და გორაკები გვეღო-
ბება, დაახლოებით ისე, როგორც აქ – შენობები, მაგრამ საღა-
მო სულ სხვა საქმეა. იმ მხარეს, სადაც ჩემი ოთახია, წინ დიდი
სივრცეა. ჩემთან საცხოვრებლად რომ წამოხვიდოდე, თავა-
დაც ნახავდი.
ტაქსიდან ჯერ ერთი უფროსი გადმოვიდა, მერე – მეორე.
ჯოზის ისინი არ დაუნახავს, მაგრამ, მგონი, რაღაც გაიგონა და
ჩქარ-ჩქარა ალაპარაკდა:
– გეფიცები, არ გატყუებ! მართლა დაინახავ, რა ადგილას
ჩადის.

15
უფროსები, ორივე, კარგი ხარისხის საოფისე ტანსაცმელ-
ში გამოწყობილი ქალები იყვნენ. როგორც მივხვდი, მათში
უფრო მაღალი ჯოზის დედა იყო, რადგანაც ჯოზის თვალით მა-
შინაც აკონტროლებდა, როცა მეორე ქალს დამშვიდობებისას
კოცნიდა. მერე ის მეორე წავიდა, სხვა გამვლელებს შეერია,
დედა კი ჩვენკენ გამოემართა. წამით ჯოზის თვალი მოაშორა
და მზერა ჩემზე გადმოიტანა. მაშინვე რპო-ს შენობას მივაჩერ-
დი, მაგრამ ჯოზი ისევ მელაპარაკებოდა. ძალიან ჩუმად მელა-
პარაკებოდა, თუმცა მისი სიტყვები მაინც მესმოდა:
– უნდა წავიდე. მაგრამ ისევ მოვალ და ვილაპარაკოთ.
მერე ჩურჩულზე გადავიდა:
– შენ ხომ არსად წახვალ, არა?
თავი გავაქნიე და გავუღიმე.
– მაგარია! კარგი, აბა, წავედი, მაგრამ მხოლოდ დროებით
გემშვიდობები.
დედამისი უკვე ჯოზის ზურგს უკან იდგა. შავი თმა ჰქონდა
და გამხდარი იყო, მაგრამ ჯოზივით ან ქუჩაში რომ დაძუნძუ-
ლებდნენ, იმათსავით გამხდარი არა. ახლა უკვე მის სახესაც
უკეთ ვხედავდი. ჩემი გამოანგარიშებით, ორმოცდახუთისა იქ-
ნებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, მაშინ ასაკში მაინცდამა-
ინც კარგად ვერ ვერკვეოდი, მაგრამ, დაახლოებით, მაგ ხნისა
იქნებოდა. შორიდან უფრო ახალგაზრდა მომეჩვენა, ახლოს
მოსულს კი პირთან ღრმა ნაოჭებიც შევამჩნიე და თვალებში
ჩამდგარი ცოტა გაავებული თუ გაბეზრებული დაღლილობაც.
კიდევ ისიც შევნიშნე, რომ, როცა ხელი ასწია ჯოზის მხარზე
დასადებად, წამით ის ხელი ჰაერში გაუშეშდა, თითქოს უკან
დახევა დააპირა, ვიდრე საბოლოოდ შვილის მხარზე დაუშვებ-
და.
დედა-შვილი გამვლელთა ნაკადს შეერია და იძულებითი
ევაკუაციის ზონის მეორე ნიშნის მიმართულებით გაემართა.
ჯოზი წელზე შემოხვეული დედამისის მკლავით გამყარებულიც
კი ფრთხილად მიაბიჯებდა. ვიდრე თვალს მიეფარებოდნენ,
ერთხელაც გამომხედა და, მიუხედავად იმისა, რომ სიარულის
რიტმი დაერღვა, ხელი დამიქნია.

16
***

იმავე დღეს, მოგვიანებით, როზამ მითხრა:


– იცი, მეგონა, ვიტრინაში რომ მოვხვდებოდით, უამრავ
ხმ-ს დავინახავდით ქუჩაში. იმათ ვგულისხმობ, ვინც უკვე სახ-
ლი იპოვა. მაგრამ ძალიან ცოტანი არიან. ნეტავი სად უნდა იყ-
ვნენ?
როზას ერთი უცნაურობა სჭირდა: ბევრ რამეს ვერ ამჩნევ-
და ხოლმე. მაშინაც კი, როცა პირდაპირ მივუთითებდი, ვერ
ხედავდა, რა იყო განსაკუთრებული და საინტერესო. მაგრამ,
დროდადრო, ასეთ დაკვირვებებს აწარმოებდა და აზრს მიზია-
რებდა. ეს რომ მითხრა, მაშინვე მივხვდი, რომ მეც მეგონა,
ბევრ ხმ-ს დავინახავ თავის მეგობარ გოგო-ბიჭებთან ერთად
ანდა, სულაც, მარტო წამოსულებს თავიანთი მეგობრების საქ-
მეებზე-მეთქი. მოკლედ, მივხვდი, რომ თავს არ ვუტყდებოდი,
თორემ ეგ ამბავი მეც ძალიან მიკვირდა და ცოტა იმედგაცრუე-
ბულიც კი ვიყავი.
– ჰო, მართალია, – ვუთხარი და ქუჩას გავხედე. – ამდენ
ფეხით მოსიარულეში ერთი ხმ-ც არსად ჩანს.
– აი, აი, იქით გაიხედე! ხედავ? იმ შენობასთან მიდის, სა-
ხანძრო კიბე რომ აქვს.
ორივემ იქით გავიხედეთ, დავაკვირდით და მერე ერ-
თდროულად დავაქნიეთ თავი.
თვითონ კი დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, როგორც
სჩვეოდა, მალე ინტერესი სავსებით დაკარგა. მერე, როცა
რპო-ს შენობის მხარეს, წვენების აპარატთან, ერთი მოზარდი
შევნიშნე თავის ხმ-სთან ერთად, იქით გახედვაც კი დაეზარა.
მე კი ისევ იმაზე ვფიქრობდი, რაც როზამ მითხრა და, როცა
კი დავინახავდი ქუჩაში მიმავალ ხმ-ს, ძალიან ყურადღებით
ვაკვირდებოდი. მალე ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე:
ისინი ქუჩის მოპირდაპირე, რპო-ს შენობის მხარეს ამჯობინებ-
დნენ. თუ იშვიათად, მაგრამ მაინც რომელიმე ჩვენს მხარეს
ჩამოივლიდა, იძულებითი ევაკუაციის ზონის მეორე ნიშანთან
აუცილებლად მეორე მხარეს გადადიოდა და ჩვენს მაღაზიას-
თან ჩავლას თავს არიდებდა. თუ მაინც მოუწევდათ მაღაზიას-

17
თან ჩავლა, უცნაურად იქცეოდნენ – ფეხს აუჩქარებდნენ და
პირს იბრუნებდნენ ხოლმე. ვიფიქრე, ნუთუ ჩვენ, ანუ მთელი
ჩვენი მაღაზია, რაღაც უხერხულობის გრძნობას ვუჩენთ-მეთ-
ქი. მაინტერესებდა, ნუთუ მე და როზაც, როცა ჩვენი სახლი
გვექნება, ასეთ უხერხულობას ვიგრძნობთ, თუ გაგვახსენდე-
ბა, რომ ყოველთვის ჩვენს ბავშვებთან ერთად არ ვცხოვრობ-
დით და რომ ერთ დროს მაღაზია იყო ჩვენი სახლი. ბევრს კი
ვეცადე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ მე და როზა
მაღაზიის, მენეჯერისა და სხვა ხმ-ების მიმართ რამე მაგდაგ-
ვარს ვიგრძნობდით.
მერე, კარში ყურება რომ განვაგრძე, მეორე აზრი გამიჩ-
ნდა: ალბათ, ხმ-ებს კი არ ეუხერხულებათ, უბრალოდ, ეშინი-
ათ-მეთქი. იმიტომ ეშინიათ, რომ ჩვენ ახალი მოდელები ვართ
და, ადრე თუ გვიან, მათმა ბავშვებმა შეიძლება გადაწყვიტონ,
რომ ძველების გადაგდებისა და ახალი მოდელებით ჩანაც-
ვლების დრო დაუდგათ. ამიტომაც ჩაივლიან ხოლმე ჩვენს მა-
ღაზიასთან ასე უცნაურად დაძაბულები და ჩვენკენ გამოხედ-
ვაც კი არ უნდათ. ალბათ, ასე ცოტა ხმ-ს ამიტომაც ვხედავთ-
მეთქი. რამდენადაც ვხვდებოდი, პარალელურ ქუჩაზე, რპო-ს
შენობის უკან, უამრავი ხმ დასეირნობდა; ვხვდებოდი, რომ
ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ოღონდ კი ჩვენს მაღაზიასთან არ
ჩაევლოთ, რადგანაც ეშინოდათ, მათ ბავშვებს არ დავენახეთ
და ვიტრინასთან არ გაჩერებულიყვნენ.
როზასთვის ამაზე არაფერი მითქვამს. როგორც კი რომე-
ლიმე ხმ-ს თვალს წავასწრებდით, ხმამაღლა ვამბობდი, ნეტა-
ვი თავისი ბავშვებითა და სახლით კმაყოფილები თუ არიან-
მეთქი, და როზას ეს ყოველთვისაც ახარებდა და სიამოვნებდა.
ამას თამაშად აღიქვამდა, სიტყვას აიტაცებდა და ამბობდა:
– უყურე, უყურე, კლარა! ხედავ? იმ ბიჭს ნამდვილად ძალი-
ან უყვარს თავისი ხმ! ნახე, ნახე, როგორ იცინიან!
მართლაც, ვხედავდით ბედნიერ წყვილებს, მაგრამ როზა
ძალიან ბევრ სიგნალს ყურადღებას არ აქცევდა. რომელიმე
წყვილით აღფრთოვანდებოდა ხოლმე, მე კი ვხედავდი, რომ,
თუმცა ბავშვი უღიმოდა თავის ხმ-ს, სინამდვილეში ძალიანაც
გაბრაზებული იყო და, შესაძლოა, საშინელებებსაც კი ფიქ-

18
რობდა მასზე. ასეთ რამეებს ძალიან ხშირად ვამჩნევდი, მაგ-
რამ ხმას არ ვიღებდი და როზას აზრს არ ვაცვლევინებდი.
ერთხელ, ვიტრინაში ყოფნის მეხუთე დღეს, ორი ტაქსი და-
ვინახე. რპო-ს შენობის მხარეს ნელა მოძრაობდნენ, თანაც –
ისე ახლო-ახლო, ვინმეს, ჩემზე ახალს, ერთი მანქანა ეგონე-
ბოდა, ასე ვთქვათ, „ორმაგი“ ტაქსი. მერე წინა მანქანა ოდნავ
აჩქარდა, მათ შორის მანძილი გაჩნდა და მოშორებით თოთ-
ხმეტი წლის გოგონა დავინახე. ნახატებიანი პერანგი ეცვა და
გადასასვლელის მიმართულებით მიდიოდა. არც უფროსები
ახლდნენ და არც ხმ, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული და ცო-
ტა გაღიზიანებული მეჩვენა, რადგანაც ტაქსის სიჩქარით მოძ-
რაობდა. რაღაც ხანს მისთვის თვალის მიდევნება ადვილად
მოვახერხე. მერე მანძილი ორ მანქანას შორის კიდევ უფრო
გაიზარდა და დავინახე, რომ ბიჭუნა ხმ ახლდა, უბრალოდ, ის
ბიჭუნა სამი ნაბიჯით უკან მისდევდა. მაშინვე მივხვდი, რომ
შეგნებულად ჩამორჩა. ეტყობა, გოგონას უნდოდა, რომ მის
ხმ-ს ყოველთვის ასე, დისტანციაზე ევლო, და ისიც თანახმა
იყო, თუმცა იცოდა, რომ გამვლელები დაასკვნიდნენ, გოგო-
ნას არ უყვარსო. იმ ხმ-ს რაღაცნაირი დაღლილობაც შევნიშნე
და ვიფიქრე, ნეტა როგორია, სახლს რომ იპოვი, მაგრამ იცი,
რომ შენს ბავშვს არ უნდიხარ. იმ წყვილის დანახვამდე, ასეთი
რამ გულში არასდროს გამივლია, არ მიფიქრია, რომ რომე-
ლიმე ხმ-ს შეიძლებოდა ისეთ ბავშვთან ეცხოვრა, რომელსაც
არ ეყვარებოდა და ერთი სული ექნებოდა, თავიდან მოეშორე-
ბინა, მაგრამ იძულებული ყოფილიყო, მაინც მასთან ეცხოვრა.
გადასასვლელთან წინა ტაქსიმ სვლა ისევ შეაჩერა, უკანა ტაქ-
სი ისევ ძალიან მიუახლოვდა და ვეღარაფერი დავინახე. მაინც
ვიყურებოდი, ეგებ, ის წყვილი გადასასვლელთან შეჯგუფე-
ბულ ბრბოში შევნიშნო-მეთქი, მაგრამ ვერ შევნიშნე, მეორე
მხარეს კი, იქ შეჯგუფებული მანქანების გამო, საერთოდ ვე-
ღარ ვხედავდი, რა ხდებოდა.

19
***

არასდროს მდომებია, როზას ნაცვლად ვიტრინაში ვინმე


სხვასთან ერთად ვყოფილიყავი. თუმცა, იქ ერთად ყოფნის
დრომ კარგად წარმოაჩინა ჩვენ შორის არსებული დიდი გან-
სხვავება. მხოლოდ ის არ იყო, რომ მე როზაზე მეტად მინდოდა
გამეგო, გარეთ რა ხდებოდა; თავისებურად, როზაც ბევრ რა-
მეს ამჩნევდა და მასაც ბევრი რამ აღელვებდა; ისიც ცდილობ-
და, შეძლებისდაგვარად მზად ყოფილიყო, კარგი და საჭირო
ხმ გამხდარიყო. მაგრამ მე, რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი
გარესამყაროს, მით უფრო მინდოდა, უფრო მეტი და მეტი გა-
მეგო. როზასგან განსხვავებით, თავიდან ბევრი შეკითხვა და-
მებადა და დაბნეული ვიყავი, მერე კი უფრო და უფრო მაინტე-
რესებდა ის იდუმალი ემოციები, რომლებსაც გამვლელები
დროდადრო გამოხატავდნენ ხოლმე. იმასაც ვხვდებოდი, რომ
იმ იდუმალ ემოციათა ნაწილს მაინც თუ ვერ ჩავწვდებოდი, მე-
რე, როცა დრო დადგებოდა, ჩემი ბავშვისთვის სათანადო დახ-
მარების გაწევას ვერ მოვახერხებდი. ასე რომ, ძალიან ყურად-
ღებით ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი გამვლელების, მანქა-
ნებში დანახული თუ გადასასვლელთან თავშეყრილი ადამია-
ნების ქცევას. მინდოდა, გამეგო, რომელი ქცევა იყო, რომლის
ცოდნაც აუცილებლად გამომადგებოდა.
თავიდან როზას აყოლიებაც ვცადე, მაგრამ მალე მივხვდი,
რომ ამაოდ ვცდილობდი. ერთხელ, ვიტრინაში ყოფნის მესამე
დღეს, როცა მზე რპო-ს შენობის თავზე ჩავიდა, ჩვენს მხარეს
ორი ტაქსი გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა მძღოლებმა ჩხუ-
ბი გამართეს. ჩხუბს პირველად არ ვხედავდით – ჯერ კიდევ
მთლად ახლები რომ ვიყავით, ვიტრინასთან შევჯგუფდით,
რომ დაგვენახა, სამი პოლიციელი როგორ ეჩხუბებოდა მათ-
ხოვარსა და მის ძაღლს. მაგრამ გააფთრებული ჩხუბი არ ყო-
ფილა და მენეჯერმა მოგვიანებით აგვიხსნა, მათხოვარი ნას-
ვამი იყო და პოლიციელები, უბრალოდ, მის დახმარებას ცდი-
ლობდნენო. ტაქსის მძღოლები იმ პოლიციელებივით არ იქცე-
ოდნენ. ისე ჩხუბობდნენ, თითქოს მთავარი იყო, ერთმანეთი-
სათვის, რაც შეიძლება, მეტი ზიანი მიეყენებინათ. სახეები ისე

20
ეღმიჭებოდათ, რომ რომელიმე მთლად ახალ ხმ-ს შეიძლებო-
და ეფიქრა, ადამიანები სულაც არ არიანო. თანაც, სანამ ერ-
თმანეთს ურტყამდნენ, საშინელ სიტყვებსაც ყვიროდნენ. თა-
ვიდან გამვლელები შეშფოთდნენ და უკან დაიხიეს, მერე კი
მოჩხუბრებს ოფისის თანამშრომლები და ერთი მოძუნძულე
ეცნენ და გააშველეს. ერთს სახე დასისხლიანებული კი ჰქონ-
და, მაგრამ თავთავიანთ მანქანებში ჩასხდნენ და ყველაფერი
თავის ადგილას დაბრუნდა. მოგვიანებით, ისიც კი შევნიშნე,
ის ორი ტაქსისტი მოთმინებით როგორ იცდიდა მანქანების
რიგში და მშვიდად ელოდებოდა, მწვანე შუქი როდის აინთე-
ბოდა.
მაგრამ როზასთან ნანახზე დალაპარაკებას რომ შევეცა-
დე, გაკვირვებულმა შემომხედა:
– ჩხუბი? ჩხუბი არ დამინახავს, კლარა.
– შეუძლებელია! ეგ ჩხუბი ჩვენ თვალწინ მოხდა, სულ ახ-
ლახან, ორ ტაქსისტს შორის.
– ააა, იმ ტაქსისტებს გულისხმობ? უცებ ვერ მივხვდი, რომ
იმათ გულისხმობდი. რა თქმა უნდა, ისინი დავინახე, მაგრამ,
არა მგონია, რომ მართლა ჩხუბობდნენ.
– რას ამბობ, როზა? ცხადია, ჩხუბობდნენ!
– არა, არა. უბრალოდ ერთობოდნენ, ვითომ ჩხუბობდნენ,
თამაში იყო.
– ნამდვილად ჩხუბობდნენ, როზა.
– ნუ სულელობ, კლარა! რა უცნაური აზრები მოგდის ხოლ-
მე. თამაშობდნენ და ძალიანაც ხალისობდნენ თვითონაც და
გამვლელებიც.
ბოლოს უბრალოდ დავეთანხმე: – შეიძლება, მართალი
ხარ, როზა, – ვუთხარი და მგონია, მაგის მერე იმ შემთხვევაზე
საერთოდ აღარ დაფიქრებულა.
მე კი ტაქსისტები ასე ადვილად ვერ დავივიწყე. რომელიმე
გამვლელს თვალს გავაყოლებდი ხოლმე და ვფიქრობდი,
ეგებ, ამასაც შეუძლია მათსავით განრისხება-მეთქი. ხანაც
წარმოვიდგენდი, ესა თუ ის გამვლელი როგორი შესახედი იქ-
ნებოდა, სიბრაზისაგან სახე თუ დაეღმიჭებოდა. რაც მთავარია
(როზა ამას ვერასდროს გაიგებდა), ვცდილობდი, მეგრძნო ის

21
რისხვა, რომელსაც ის ტაქსისტები გრძნობდნენ ერთმანეთის
მიმართ. მინდოდა წარმომედგინა, მე და როზა ისე რომ გავ-
ბრაზებულიყავით ერთმანეთზე, რომ ჩხუბი დაგვეწყო და, რაც
შეიძლება, მეტი ზიანი მიგვეყენებინა ერთმანეთის სხეულები-
სათვის. ძალიან სასაცილო აზრი იყო, მაგრამ ასეთი რამ ხომ
ვნახე იმ ტაქსის მძღოლების შემთხვევაში? ჰოდა, ვცდილობ-
დი, გონებაში იმ შეგრძნების საწყისები გამომეწვია. თუმცა,
ამაოდ, არაფერი გამომდიოდა და ბოლოს მეცინებოდა კიდეც
ჩემს უაზრო ჩანაფიქრზე.
თუმცა, ვიტრინიდან სხვა რამეებსაც ვხედავდით – სხვანა-
ირ ემოციებს. თავიდან მათი არსი არ მესმოდა, მაგრამ მერე
ჩემში იმ ემოციათა რაღაც ვარიაციები აღმოვაჩინე, ძალიან
სუსტი ვარიაციები, აი ისეთი, ჭერის განათების სუსტი ანარეკ-
ლი რომ ეფინება ხოლმე იატაკს, როდესაც ვიტრინაზე დამცა-
ვი ჟალუზი დაეშვება ხოლმე. ასეთი იყო, მაგალითად, „ქალბა-
ტონი ყავის ჭიქის“ ამბავი.
ჯოზისთან პირველი შეხვედრიდან ორი დღე იყო გასული.
წვიმდა და გამვლელები ნახევრად თვალმოჭუტულები დადი-
ოდნენ, ქოლგებითა და ჩამოწუწული ქუდებით. იმ თავსხმაში
რპო-ს შენობა დიდად არ შეცვლილა; უბრალოდ, ბევრ ფანჯა-
რაში შუქი ისე აანთეს, თითქოს უკვე საღამო იყო. სახანძრო-
კიბიან მეზობელ შენობას ფასადის მარცხენა მხარეს დიდი
სველი ლაქა გაუჩნდა. იფიქრებდი, სახურავის კუთხიდან რა-
ღაცის წვენმა გამოჟონა და შენობას ჩამოეწუწაო. მერე უცებ
მზე გამოვიდა, სველი ქუჩები და ტაქსის სახურავები გაანათა
და ხალხმა ეს რომ დაინახა, კარში უზარმაზარ გუნდებად გა-
მოეფინა. სწორედ იმ ხალხმრავლობაში შევნიშნე ერთი ლაბა-
დიანი ჩია კაცი. რპო-ს შენობის მხარეს იდგა და, ჩემი გამოთ-
ვლით, სამოცდათერთმეტი წლისა იქნებოდა. ხელს იქნევდა,
რაღაცას ყვიროდა და ქვაფენილის კიდეს ლამის გადმოსცდა.
მახსოვს, ავღელდი კიდეც, მანქანას არ ჩაუვარდეს-მეთქი. იმ
დროს, შემთხვევით, მენეჯერიც ვიტრინაში იყო შემოსული –
წარწერას ასწორებდა ჩვენს ტახტთან – და მანაც დაინახა, ის
კაცი ხელს რომ იქნევდა. ყავისფერი ლაბადა ეცვა და ქამარი,
მარცხენა მხარეს, ლამის კოჭამდე დასთრევდა. მაგრამ ვერ

22
ამჩნევდა და ისევ ყვირილსა და ჩვენს მხარეს ხელის ქნევას
განაგრძობდა. ვიტრინასთან უცებ უამრავმა ადამიანმა მოიყა-
რა თავი. ჩვენ გამო კი არა, უბრალოდ, ქუჩა ისე გადაიტვირთა
ხალხით, რომ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა შეფერხდა.
მერე რაღაც შეიცვალა, ხალხის ნაკადი შეთხელდა და ჩვენკენ
ზურგით მდგომი პატარა ქალი დავინახე. საგზაო მოძრაობის
ოთხი რიგის გადაღმა მდგომ იმ კაცს უყურებდა. მისი სახე არ
დამინახავს, მაგრამ, მისი ოდნავ მოხრილი ზურგიდან გამომ-
დინარე, გამოვთვალე, რომ სამოცდაშვიდი წლისა იქნებოდა.
გონებაში სახელიც კი შევარქვი – „ქალბატონი ყავის ჭიქა“,
რადგანაც მხრებმოხრილი, იმ თავის შალის სქელ ქურთუკში,
ისეთივე დაბალი და განიერი ჩანდა, როგორიც წითელ თარო-
ზე შემოდგმული დაპირქვავებული კერამიკული ყავის ჭიქები.
კაცი ისევ ხელს უქნევდა და რაღაცას უყვიროდა, მაგრამ „ყა-
ვის ჭიქა“ უძრავად იდგა და ხმასაც არ იღებდა. არც მაშინ გან-
ძრეულა, როდესაც მოძუნძულეთა წყვილი იძულებული გახ-
და, გახლეჩილიყო და ისე აევლოთ მისთვის გვერდი. მას რომ
გასცდნენ, ისევ შეერთდნენ და ძუნძული ისე განაგრძეს – წუმ-
პე-წუმპე ხმაურიანად მიტოპავდნენ სპორტული ფეხსაცმლით.
მერე, როგორც იქნა, ის ქალი ადგილიდან დაიძრა. გადა-
სასვლელისაკენ წავიდა, როგორც კაცი ხელით ანიშნებდა.
თავიდან ნელ-ნელა მიდიოდა, მერე კი ფეხს აუჩქარა. შუქნი-
შანთან დანარჩენებივით გაჩერებამ მოუწია. კაცმა ხელების
ქნევა შეწყვიტა, მაგრამ ქალს მაინც გაფაციცებით მისჩერებო-
და. ისევ შევშინდი, ქვაფენილიდან ფეხი არ გადმოუცდეს და
მანქანას არ ჩაუვარდეს-მეთქი. ბოლოს დამშვიდდა და წყნა-
რად გაემართა გადასასვლელისაკენ, რომ „ყავის ჭიქას“ იქ
დალოდებოდა. მანქანები რომ გაჩერდნენ, ქალი დანარჩენებ-
თან ერთად დაიძრა და დავინახე, კაცმა მუშტი რომ მიიტანა
ერთ თვალთან. ზუსტად ისე მიიტანა, აფორიაქებული ბავშვები
რომ მიიტანდნენ ხოლმე ჩვენს მაღაზიაში. ქალი რპო-ს შენო-
ბის მხარეს რომ გადავიდა, ერთმანეთს ისე მაგრად ჩაეხუტ-
ნენ, ვიღაცას ერთი დიდი ზომის ადამიანი ეგონებოდა. მზემ ეს
რომ შენიშნა, ენერგია უხვად მოჰფინა იმ ორს. „ყავის ჭიქის“
სახეს ისევ ვერ ვხედავდი, კაცს კი თვალები დახუჭული ჰქონდა

23
და ვერ ვხვდებოდი, ძალიან ბედნიერი იყო თუ ძალიან აფო-
რიაქებული.
– იმ ორს ერთმანეთის დანახვა ძალიან გაუხარდა, – აღ-
ნიშნა მენეჯერმა და მივხვდი, რომ ისიც ჩემსავით ყურადღე-
ბით აკვირდებოდა მოხუცების წყვილს.
– დიახ, ბედნიერები ჩანან, მაგრამ თან აფორიაქებულებიც
უნდა იყვნენ.
– ოჰ, კლარა, – მშვიდად მითხრა მენეჯერმა, – შენს
თვალს ხომ არაფერი გამოეპარება.
მენეჯერი კარგა ხანს ჩუმად იდგა და ქუჩის მოპირდაპირე
მხარეს გასცქეროდა. მაშინაც კი განაგრძობდა ყურებას, რო-
დესაც მოხუცების წყვილი თვალს მიეფარა. ბოლოს თქვა:
– ალბათ, ერთმანეთი დიდი ხანია, არ უნახავთ. ძალიან,
ძალიან დიდი ხანია. ალბათ, ასეთნაირად ჩახუტებულები
ახალგაზრდობაში თუ იყვნენ ბოლოს.
– იმას გულისხმობთ, რომ ერთმანეთი დაკარგეს?
ცოტა ხანს პასუხი არ გაუცია.
– დიახ, – თქვა ბოლოს. – ეგრე იქნებოდა. ერთმანეთს და-
კარგავდნენ. ალბათ, ახლა სრულიად შემთხვევით იპოვეს
ისევ ერთმანეთი.
მენეჯერის ხმა უჩვეულოდ შეცვლილი მომეჩვენა და, მი-
უხედავად იმისა, რომ ისევ ქუჩაში იყურებოდა, ვიგრძენი, რომ
კონკრეტულად არაფერსაც არ უყურებდა. ისიც კი ვიფიქრე,
ალბათ, გამვლელებს როგორ უკვირთ, ამდენ ხანს ჩვენთან
ერთად ვიტრინაში რომ დგას-მეთქი.
მერე ვიტრინის მინას მოშორდა, ჩვენკენ მოტრიალდა და
მხარზე ხელი დამადო.
– ზოგჯერ, ასეთ განსაკუთრებულ მომენტებში, ადამიანები
სიხარულთან ერთად ტკივილსაც განიცდიან. მიხარია, ყველა-
ფერს ასე ყურადღებით რომ აკვირდები, კლარა.
მენეჯერი რომ წავიდა, როზამ მკითხა:
– უცნაურია, ნეტავი რა იგულისხმა?
– მაგაზე ნუღარ ფიქრობ, როზა, – ვუთხარი მე. – უბრა-
ლოდ, გარეთ მომხდარ ამბავზე ლაპარაკობდა.

24
როზა მაშინვე სხვა თემაზე გადაერთო, მე კი დიდხანს
ვფიქრობდი ყავის ჭიქა ქალბატონზე, მის ლაბადიან მამაკაცზე
და იმაზე, რაც მენეჯერმა მითხრა. ვცდილობდი, წარმომედგი-
ნა, დიდი ხნის მერე, იმის მერეც დიდი ხნის მერე, რაც მე და
როზა ჩვენს სახლებს ვიპოვიდით, ერთმანეთს ქუჩაში შემ-
თხვევით თუ დავინახავდით, რას ვიგრძნობდი – ნუთუ, სიხა-
რულთან ერთად, ტკივილსაც ვიგრძნობდი, როგორც მენეჯერ-
მა აღნიშნა?
ვიტრინაში ყოფნის მეორე კვირის ერთ დილას, როზას
რპო-ს შენობის მხარეს რაღაცაზე ვანიშნებდი და ვესაუბრებო-
დი, რომ უცებ ენა დამება – პირდაპირ, ქვაფენილზე, ჯოზი და-
ვინახე. დედამისთან ერთად იყო. მათ უკან ტაქსი არ იდგა. ალ-
ბათ, ტაქსით მოვიდნენ და მანქანიდან ისე გადმოვიდნენ, რომ
ვერც კი შევნიშნე, რადგანაც მაღაზიასთან ტურისტების უზარ-
მაზარმა ჯგუფმა ჩაიარა. ახლა კი ქუჩა ჩვეულ რიტმს დაჰბრუ-
ნებოდა და ვხედავდი, ჯოზის ბედნიერებისაგან თვალები რო-
გორ უბრწყინავდა. ისევ შევნიშნე, გაღიმებისას სახე როგორი
კეთილი უხდებოდა. მაგრამ ჯოზი ჩემთან ვერ მოდიოდა, რად-
განაც დედამისი მისკენ დახრილიყო, ხელი მხარზე დაედო და
რაღაცას ეუბნებოდა. დედამისს პალტო ეცვა – მუქი ფერის,
თხელი, კარგი ხარისხის ნაჭრისაგან შეკერილი. ქარიანი
ამინდი იყო. ქარი პალტოს უფრიალებდა და წამით იმ შავ
ფრინველებს მივამსგავსე, წარწერებიან მაღალ ბოძებზე რომ
შემოსხდებოდნენ ხოლმე და საშინელ ქარშიც ასე უძრავად
რომ ისხდნენ. საუბრისას ჯოზიცა და დედამისიც ჩემკენ იყურე-
ბოდნენ. ვხედავდი, რომ ჯოზის ერთი სული ჰქონდა, ჩემთან
მოსულიყო, მაგრამ დედას ისევ მის მხარზე ედო ხელი, არ უშ-
ვებდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ვიცოდი, რომ რპო-ს შე-
ნობისაკენ უნდა მეყურებინა, ზუსტად ისე, როგორც როზა იყუ-
რებოდა, მაგრამ თვალი მაინც დედა-შვილისაკენ გამირბოდა.
მეშინოდა, გამვლელებს არ შეერიონ და არ გაუჩინარდნენ-
მეთქი.
ბოლოს დედა წელში გაიმართა და, თუმცა თვალებით ისევ
მბურღავდა და, როცა წინ გამვლელები ჩამოეფარებოდნენ,
თავის მოძრაობით ცდილობდა თვალი არ მოეშორებინა ჩემ-

25
თვის, ჯოზის ხელი მაინც მოაშორა და ისიც თავისი ფრთხილი
ნაბიჯით ჩემკენ გამოემართა. ძალიან გავმხნევდი, როცა დე-
დამ ჯოზი ჩემკენ გამოუშვა, თუმცა მისი გამჭოლი მზერა წამი-
თაც არ მოდუნებულა. თანაც ძალიან უცნაურად იდგა – გულზე
დაკრეფილი ხელებით პალტოს ქსოვილს ბღუჯავდა და მივ-
ხვდი, რომ ეს ის სიგნალები იყო, რომელთა არსი ჯერ საერ-
თოდ არ მესმოდა. ამასობაში ჯოზი ვიტრინას მოუახლოვდა.
– გამარჯობა! როგორა ხარ?
გავუღიმე, თავი დავუქნიე და ცერი ავუწიე. ეგ ჟესტი ხში-
რად მხვდებოდა საინტერესო ჟურნალებში.
– ბოდიში, რომ უფრო ადრე ვერ მოვედი, – თქვა ჯოზიმ. –
მგონია, უკვე კარგა ხანია, რაც... რამდენი ხანი იქნება?
ერთი ხელით სამი თითი ვაჩვენე და მეორით – კიდევ ნახე-
ვარი თითი.
– ძალიან დიდი ხანი გამოვიდა. დიდ ბოდიშს ვიხდი. მოგე-
ნატრე?
ნაღვლიანი გამომეტყველება მივიღე და თავი დავუქნიე,
მაგრამ თან შევეცადე, მიმეხვედრებინა, რომ ვხუმრობდი და
ნაწყენი სულაც არ ვიყავი.
– მეც ძალიან მომენატრე. მეგონა, უფრო ადრე შევძლებ-
დი შენს ნახვას. ალბათ, იფიქრე, რომ გადამავიწყდი. ძალიან
ვწუხვარ, ძალიან!
მერე ღიმილი გაუქრა და თქვა:
– ალბათ, უამრავი სხვა ბავშვი მოდიოდა შენ სანახავად.
„არას“ ნიშნად თავი გავაქნიე, მაგრამ ჯოზი ვერ გადავარ-
წმუნე. დედამისს გახედა. არა, იმიტომ კი არა, რომ მას გადა-
ერწმუნებინა, უბრალოდ, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არ მო-
მიახლოვდაო. მერე ხმას დაუწია და განაგრძო:
– ცოტა უცნაური გეჩვენება, დედა ასე ჩაციებით რომ გიყუ-
რებს, არა? იმიტომ გაკვირდება, რომ შენზე ვუთხარი, სწორედ
ეგ მინდა-მეთქი, ვიპოვე, რასაც ვეძებდი-მეთქი, ჰოდა, ახლა
თვალით გზომავს.
თითქოს ჯოზის გამომეტყველებაში ისევ ის სევდა გაკრთა,
რომელიც ადრევე შევნიშნე.

26
– წამომყვები, არა? ანუ დედა თუ დამეთანხმება და ასე შემ-
დეგ, ხომ გესმის?
ისევ დავუქნიე თავი, მაგრამ კვლავაც ვერ დავარწმუნე.
– თუ შენ არ გინდა, მაშინ ნუ წამომყვები. არ მინდა, რომ
გაიძულო, ეგ უსამართლობა იქნება. მე კი ძალიან მინდა, რომ
წამოხვიდე, მაგრამ, თუ მეტყვი, ჯოზი, მე წამოსვლა არ მინ-
დაო, მაშინ დედას ვეტყვი, რომ ვერ წაგიყვანთ... მაგრამ შენ
თვითონაც ხომ გინდა წამოსვლა?
ისევ დავუქნიე თავი და ამჯერად მომეჩვენა, რომ მარ-
თლაც დავარწმუნე.
– მაგარია! – ღიმილი დაუბრუნდა ჯოზის. – მოგეწონება, მე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოგეწონოს. – ისევ დედამისს გა-
ხედა, უკვე გამარჯვებული სახით, და გასძახა: – დედი, ხედავ?
მითხრა, წამოსვლა მინდაო.
დედამ სწრაფად დაუქნია თავი, პასუხით კი არაფერი უპა-
სუხა. ისევ მე მიყურებდა და ხელით ისევ პალტო ჰქონდა ჩაბ-
ღუჯული. ჯოზი რომ მომიბრუნდა, სახე ისევ სევდიანი ჰქონდა.
– მომისმინე, – მითხრა, მაგრამ რამდენიმე წამს ხმა არ
ამოუღია. ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო: – ძალიან მიხა-
რია, წამოსვლა რომ გინდა, მაგრამ მინდა, რომ თავიდანვე
ყველაფერი გარკვეული იყოს ჩვენ შორის, ამიტომ რაღაც უნ-
და გითხრა. ნუ ღელავ, დედას ჩვენი არ ესმის... ვფიქრობ, ჩვე-
ნი სახლი ძალიან მოგეწონება, ჩემი ოთახიც მოგეწონება,
შენც მაგ ოთახში იცხოვრებ, კარადაში ან რაღაც მაგდაგვარ
სათავსოში კი არა. ერთად უამრავ კარგ რამეს გავაკეთებთ,
სანამ გავიზრდები. ერთადერთი... ზოგჯერ... – წამით ისევ უკან
გაიხედა, მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და მითხრა: – შეიძ-
ლება იმიტომ, რომ დროდადრო მთლად კარგად არა ვარ
ხოლმე, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაც ხდება ხოლმე, არც
კი ვიცი, ეგ რაღაც რა არის; შეიძლება, ცუდი სულაც არაფე-
რია, უბრალოდ... მოკლედ, რაღაც უჩვეულო და უცნაური ხდე-
ბა ხოლმე. ცუდად არ გამიგო, ძირითადად, ყველაფერი კარ-
გად იქნება, ვერაფერს იგრძნობ. მაგრამ არც ის მინდა, რომ
რამე დაგიმალო ან მოგატყუო. საშინელებაა, როცა გეუბნები-
ან, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ აღმოჩ-

27
ნდება, რომ მოგატყუეს. ამიტომაც გეუბნები ამ ყველაფერს.
გთხოვ, მითხარი, რომ მაინც გინდა ჩემთან წამოსვლა. ჩემი
ოთახი ძალიან შეგიყვარდება, დამიჯერე. იმასაც დაინახავ
ხოლმე, მზე სინამდვილეში სად ჩადის... გახსოვს, ეგ ადრეც
გითხარი... მაინც გინდა, არა, რომ ჩემთან წამოხვიდე?
თავი ისევ დავუქნიე; ძალიან დამაჯერებლად და სერიოზუ-
ლად. ისიც მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ, თუ მის სახლში
რამე სირთულე იქნებოდა, რამე ძალიან საშიში, ერთად ყვე-
ლაფერს მოვერეოდით. მაგრამ არ ვიცოდი, ეს რთული აზრი
ვიტრინიდან და თანაც უსიტყვებოდ როგორ გადამეცა მის-
თვის. ასე რომ, ხელისგულები შევატყუპე, ხელები მაღლა ავ-
წიე და აქეთ-იქით ოდნავ გავარხიე – მაგ ჟესტით ერთმა ტაქ-
სისტმა ტროტუარზე მდგომ ადამიანს, რომელიც ხელს უქნევ-
და, რაღაც ანიშნა (თუმცა, საჭიდან ორივე ხელის აღებამ მო-
უწია). არ ვიცი, ჯოზიმ ის ჟესტი როგორ გაიგო, მაგრამ სახეზე
აშკარად სიხარული დაეტყო.
– დიდი მადლობა! ცუდად ნუ გამიგებ, შეიძლება, ცუდი სუ-
ლაც არაფერია და მხოლოდ მე მეჩვენება ასე...
ამას რომ ამბობდა, დედამისი შეეხმიანა და ჩვენკენ გამოე-
მართა, მაგრამ წინ ტურისტების ჯგუფი გადაეღობა და ჯოზიმ
ამის თქმაც მოასწრო:
– მართლა ძალიან მალე დავბრუნდები, გპირდები. შეიძ-
ლება, სულაც ხვალვე, თუ მოვახერხებ. მოკლედ, შეხვედრამ-
დე!

***

მაგრამ ჯოზი მეორე დღეს არ დაბრუნებულა, არც მესამე


დღეს. მერე კი, მეორე კვირის შუაში, ჩვენი ვიტრინაში ყოფნის
დრო ამოიწურა.
როცა ვიტრინაში ვიყავით, მენეჯერი სულ გვაქებდა და
გვამხნევებდა. ყოველ დილას, ზოლიან ტახტზე რომ ვსხდებო-
დით და ვემზადებოდით, სანამ ჟალუზი აიხდებოდა, გუშინ შე-
სანიშნავები იყავით, აბა, დღესაც თქვენი იმედი მაქვსო, ან რა-

28
ღაც მაგდაგვარს გვეუბნებოდა; დღის ბოლოს კი გვიღიმოდა
და ისევ გვაქებდა – ყოჩაღ, ორივემ კარგად გაართვით თავი,
თქვენით ვამაყობო. ამიტომ მეგონა, რომ ყველაფერს სწო-
რად ვაკეთებდით და არაფერი გვეშლებოდა. ბოლო დღეს
ვფიქრობდი, ისევ შეგვაქებს-მეთქი, და ძალიან გამიკვირდა,
ჟალუზი რომ დაუშვა და ისე გაგვეცალა, არც დაგვლოდებია
და სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის. როზამ დაბნეული თვალე-
ბით შემომხედა და წუთით ასე გაოგნებულები დავრჩით იმ ზო-
ლიან ტახტზე. მაგრამ ჟალუზი რომ დაეშვა, სრულ სიბნელეში
აღმოვჩნდით, ჰოდა, ცოტა ხანში ავდექით და პლატფორმიდან
ჩამოვედით.
დარბაზისაკენ რომ მივბრუნდით, მაღაზიის მთელი შიდა
მხარე თვალწინ გადაგვეშალა, სიღრმეში მდგომი მინის მაგი-
დების ჩათვლით. აღმოვაჩინეთ, რომ მთელი სივრცე ათ მარ-
თკუთხა სექციად დაეყოთ და მთლიან, დაუნაწევრებელ სუ-
რათს ვეღარ ვხედავდით. წინა ნიში, როგორც მოსალოდნელი
იყო, უკიდურეს მარჯვენა სექციაში მოხვდა, ადრე მის წინ
მდგომი ჟურნალების მაგიდა კი სხვადასხვა სექციაზე გადანა-
წილებულიყო, ჰოდა, მისი ნაწილი მარცხენა მხარის უკიდუ-
რეს სექციასთანაც ჩანდა. ღამის განათებაში, უკანა პლანზე,
კედელთან მდგომ რამდენიმე ხმ-ს ვხედავდი. დასაძინებლად
ემზადებოდნენ. მთელი ჩემი ყურადღება სამმა ცენტრალურმა
სექციამ მიიზიდა, სადაც ჩვენკენ მობრუნებული მენეჯერის გა-
მოსახულება სამად იყოფოდა. ერთ სექციაში მხოლოდ მისი
წელიდან კისრამდე ნაწილი ჩანდა, გვერდითა სექცია მთლი-
ანად მის თვალებს მოეცვა. ჩვენთან უფრო ახლოს რომ იყო,
ის თვალი მეორეზე გაცილებით დიდი ჩანდა, მაგრამ ორივე
თვალი სიკეთითა და სითბოთი იყო სავსე. მესამე სექციაში მი-
სი ყბის ნაწილი და მთლიანი პირი მოჩანდა და მათში გაღიზია-
ნება და განაწყენება შევნიშნე. მერე მენეჯერი ბოლომდე შე-
მობრუნდა, ჩვენკენ გამოემართა და მაღაზია ისევ ერთიანი სუ-
რათის გამოსახულებად იქცა.
– გმადლობთ! ორივეს დიდ მადლობას გიხდით, – თქვა,
ხელი გამოიწოდა და შეგვეხო. – ძალიან, ძალიან დიდი მად-
ლობა.

29
მიუხედავად ამისა, ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა, რომ
რაღაცით იმედი გავუცრუეთ.

***

ამის მერე, მაღაზიის შუა ნაწილში ყოფნის პერიოდი დაგ-


ვეწყო. მე და როზა ხშირად ისევ ერთად ვიყავით, მაგრამ მენე-
ჯერი ახლა უკვე ადგილს გვიცვლიდა და მთელ დღეს ხმ რექ-
სსა და ხმ კიკუსთან ვიდექი ხოლმე. უმეტეს დროს იმ ადგილას
ვატარებდი, საიდანაც ვიტრინის ნაწილიც მოჩანდა და მის
მიღმა ქუჩაც. ასე რომ, განვაგრძობდი იმის შესწავლას, რაც
გარეთ ხდებოდა. მაგალითად, როცა ქუთინგზ-მანქანა გამოჩ-
ნდა, ჟურნალების მაგიდის მხარეს, ცენტრალური ნიშის პირ-
დაპირ ვიდექი და ყველაფერს ისევე კარგად ვხედავდი, რო-
გორც ვიტრინაში ყოფნისას.
რამდენიმე დღეში სავსებით ცხადი გახდა, რომ ის ქუ-
თინგზ-მანქანა რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა. თავიდან,
მისი გამოჩენისთვის რომ ემზადებოდნენ, რემონტის ხალხი
მოვიდა. მათ ქუჩის ნაწილი ხის ბარიერებით შემოღობეს. ტაქ-
სის მძღოლებს ეგ ამბავი ძალიან არ მოეწონათ, ხმამაღლა და
გაბმით ასიგნალებდნენ. მერე რემონტის ხალხმა ქუჩის ას-
ფალტის ბურღვა და ქვეშ მიწის თხრა დაიწყო. ქვაფენილის ნა-
წილიც კი დაამტვრიეს, რამაც ვიტრინაში მყოფი ხმ-ები ძალი-
ან შეაშინა. როდესაც ხმაური გაუსაძლისი გახდა, როზამ ხე-
ლები ყურებზე აიფარა და ეგრე იდგა, მიუხედავად იმისა, რომ
მაღაზიაში მყიდველები იყვნენ. მენეჯერი ყველა შემოსულ
კლიენტს ხმაურისათვის ბოდიშს უხდიდა, თუმცა ამაში ჩვენ
ბრალი სულაც არ მიგვიძღოდა. ერთმა კლიენტმა დაბინძურე-
ბაზე ჩამოაგდო სიტყვა. რემონტის კაცებისაკენ გაიშვირა ხე-
ლი და თქვა, ეგ დაბინძურებები ყველასთვის ძალიან სახიფა-
თოაო. ამიტომ, როდესაც ქუთინგზ-მანქანა მოვიდა, ვიფიქრე,
ალბათ, ის მანქანაა, რომელიც დაბინძურებას ებრძვის-მეთქი.
ხმ რექსმა კი თქვა, პირიქით, ეგ მანქანა დაბინძურების მატე-
ბისათვის არის შექმნილიო. ვუთხარი, შენი არა მჯერა-მეთქი

30
და მითხრა, ნუ დაიჯერებ, ცოტაც დავიცადოთ და თავადვე ნა-
ხავო.
აღმოჩნდა, რომ რექსი მართალი იყო. იმ ქუთინგზ-მანქა-
ნამ (ასე იმიტომ შევარქვი, რომ გვერდით დიდი ასოებით „ქუ-
თინგზ“ ეწერა) ხმამაღალი ღმუილი დაიწყო. ის ხმა ისეთი სა-
ზარელი არ იყო, როგორიც ბურღის ხმაური, თუმცა მენეჯერის
მტვერსასრუტის ხმასაც არ ჩამოუვარდებოდა. სახურავიდან
სამი მოკლე მილი ჰქონდა გამოჩრილი და იქიდან კვამლმა
დაიწყო ამოფრქვევა. თავიდან ის კვამლი პატარ-პატარა თეთ-
რი ბოლქვების სახით ამოდიოდა, მერე კი გამუქდა და ერთიან
შავ სქელ სვეტად ავარდა ჰაერში.
ვიტრინიდან შემდეგ ჯერზე გახედვისას დავინახე, რომ ქუ-
ჩა რამდენიმე ვერტიკალურ ბლოკად დაყოფილიყო. იმ ადგი-
ლიდან, სადაც ვიდექი, წინ გადაუხრელადაც კარგად ვხედავ-
დი სამ ბლოკს. მუქი კვამლის სისქე სხვადასხვა ბლოკში სხვა-
დასხვანაირი იყო. იფიქრებდი, რუხი ფერის სხვადასხვა ვარი-
ანტის არჩევანს გვთავაზობენო. მაგრამ იმ ადგილასაც კი, სა-
დაც ყველაზე სქელი კვამლი იდგა, მაინც ვარჩევდი ათას რა-
მეს. ერთ-ერთ ბლოკში, მაგალითად, რემონტის კაცების სექ-
ციის ხის ბარიერი იყო, რომელზეც ახლა თითქოს ტაქსის წინა
ნახევარი მიეკროთ. მეზობელ ბლოკში მეტალის სვეტი დიაგო-
ნალურად ჭრიდა მარცხენა კუთხის წვერს და მივხვდი, რომ ის
სვეტი ერთ-ერთი შუქნიშნის ნაწილს წარმოადგენდა. მარ-
თლაც, უფრო ყურადღებით რომ დავაკვირდი, ზედ შემომჯდა-
რი მუქი ფერის ჩიტის სილუეტიც კი გავარჩიე. წამით მოძუნძუ-
ლეც შევნიშნე, რომელმაც ერთი ბლოკიდან მეორეში გადაი-
ნაცვლა. გადანაცვლებისას, მისმა გამოსახულებამ მიმართუ-
ლებაც შეიცვალა და ზომაც. მერე დაბინძურებამ ისე იმატა,
რომ ცის ნაგლეჯი ჟურნალების მაგიდის მხრიდანაც კი აღარ
მოჩანდა. თავად ვიტრინის მინაც, რომელსაც შუშის მწმენდა-
ვები ასე თავდაუზოგავად წმენდდნენ მენეჯერისთვის, შავი
წერტილებით დაიფარა.
ძალიან შემეცოდა ორი ხმ ბიჭუნა, რომლებიც ვიტრინაში
მოხვედრის რიგს ამდენ ხანს ელოდებოდნენ. ლამაზად კი ის-
ხდნენ, მაგრამ ერთხელ ისიც კი დავინახე, ერთმა ხელი რომ

31
ასწია და სახეზე ისე აიფარა, თითქოს ის სიბინძურე ვიტრინის
მინაში შემოაღწევდა. მენეჯერი მაშინვე ვიტრინაში შევიდა და
ჩურჩულით ცდილობდა, გადაერწმუნებინა ის საწყალი. მაგ-
რამ, როდესაც მენეჯერი ვიტრინის პლატფორმიდან ჩამოვიდა
და პორტატიულ ვიტრინაში სამაჯურების გასწორება დაიწყო,
დავინახე, რომ თვითონაც შეშფოთებული იყო. ისიც კი ვიფიქ-
რე, ალბათ, გარეთ გავა და მუშებს დაელაპარაკება-მეთქი,
მაგრამ მერე ჩვენ შეგვნიშნა, გაიღიმა და თქვა:
– ყველას ვთხოვ, ყური დამიგდოს. ნამდვილად უსიამოვნო
ამბავია, მაგრამ საწუხარი არაფერია. ცოტაც გავუძლოთ და
მერე ყველაფერი რიგზე იქნება.
მაგრამ მეორე დღეს და იმის მომდევნო დღესაც ქუთინგზ-
მანქანა თავისას განაგრძობდა და დღეს და ღამეს ვეღარ გა-
ნასხვავებდი.
ერთი პირობა იატაკზე, კედლებსა და ნიშებში მზის ანარეკ-
ლის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. მზე, რომელ-
საც მე ვიცნობდი, ძალ-ღონეს არ იშურებდა და მეორე შავი ნა-
შუადღევის მერე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ყველაზე
საზარელი ბოლი იდგა, მზის ანარეკლები ისევ გამოჩნდა; ძა-
ლიან მქრქალად, მაგრამ – მაინც. ავღელდი და მენეჯერს
ვკითხე, მზის ენერგიით კვებას საკმარისი რაოდენობით მივი-
ღებთ თუ არა-მეთქი. მან კი გაიცინა და მითხრა:
– ეგ საზარელი დანადგარი ადრეც რამდენჯერმე იყო აქ,
მაგრამ მაღაზიაში არავინ დაზარალებულა. ასე რომ, ამაზე,
უბრალოდ, ნუღარ იფიქრებ, კლარა.
და მაინც, ოთხი დღის განუწყვეტელი დაბინძურების შემ-
დეგ ვიგრძენი, რომ ვსუსტდებოდი. ვცდილობდი, ეგ ამბავი
არავისთვის მეჩვენებინა, განსაკუთრებით, მყიდველების-
თვის. თუმცა, ალბათ, იმ ქუთინგზ-მანქანის გამო, მაღაზიაში
მყიდველები თითქმის არც შემოდიოდნენ, ჰოდა, თავს უფლე-
ბას ვაძლევდი, მოვდუნებულიყავი. ხმ რექსს ჩემი ხელით შე-
ხებაც კი უწევდა, რომ წელში გავსწორებულიყავი.
მერე, ერთ დილას, ჟალუზი აიხადა და გარეთ აღარც ქუ-
თინგზ-მანქანა იდგა და აღარც ის ბარიერები. დაბინძურებაც
აღარ იყო, კამკამა ცის ნაგლეჯიც გამოჩნდა და მზემაც უხვად

32
მოამარაგა მაღაზია თავისი ენერგიით. ტაქსები ისევ მშვიდად
მოძრაობდნენ და მძღოლებიც ბედნიერები ჩანდნენ. მოძუნძუ-
ლეებსაც კი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. სანამ
ის ქუთინგზ-მანქანა იქ იყო, სულ იმას ვდარდობდი, ჯოზის,
ალბათ, მაღაზიაში მოსვლა უნდა, მაგრამ ეს დაბინძურება სა-
შუალებას არ აძლევს-მეთქი. ახლა კი ყველაფერი დასრულდა
და ყველგან, მაღაზიაშიც და გარეთაც, ისეთი ამაღლებული
განწყობა იყო, რომ ვგრძნობდი, ჯოზი იმ დღეს აუცილებლად
გამოჩნდებოდა. მაგრამ ნაშუადღევს გავიაზრე, რომ ჩემს წი-
ნათგრძნობას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მოკლედ,
ჯოზის ლოდინს თავი გავანებე და ისევ ქუჩაში მიმდინარე ამ-
ბებზე დაკვირვება განვაგრძე.

***

ქუთინგზ-მანქანისწასვლიდან ორი დღის მერე, მაღაზიაში


ერთი გოგონა შემოვიდა. მოკლედ შეჭრილი თმა ზღარბის ეკ-
ლებივით ედგა თავზე. ჩემი გამოთვლით, თორმეტ-ნახევრისა
იქნებოდა. მოძუნძულეებივით ეცვა და ჭყეტელა მწვანე მაისუ-
რიდან მხრებამდე შიშველი წვნიკი მკლავები მოუჩანდა. ყო-
ველდღიურ, კარგი ხარისხის საოფისე ტანსაცმელში გამოწ-
ყობილ მამასთან ერთად მოვიდა. თავიდან, სანამ მაღაზიაში
უაზროდ დადიოდნენ, ხმას თითქმის არცერთი არ იღებდა. მა-
შინვე შევნიშნე, რომ გოგონას მე ვაინტერესებდი, თუმცა, უბ-
რალოდ, ერთხელ შემავლო თვალი, სანამ მაღაზიის წინა მხა-
რეს გადაინაცვლებდა. ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული,
რომ უკან დაბრუნდა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს იმ პორ-
ტატიულ ვიტრინაში გამოფენილი სამაჯურების ნახვა უნდოდა,
რომლის უკანაც მე ვიდექი. მერე მიმოიხედა, რომ დარწმუნე-
ბულიყო, ვერც მამა და ვერც მენეჯერი ვერ მხედავენო, და
პორტატიულ ვიტრინას მთელი სხეულით ისე მიაწვა, რომ ოდ-
ნავ ადგილიდან დაძრა. ეს რომ გააკეთა, შემომხედა და გამი-
ღიმა, თითქოს ვიტრინის გადაადგილება ჩვენ ორის საერთო

33
საიდუმლო იყო. მერე ვიტრინა ადგილზე დააბრუნა და მამა-
მისს გასძახა:
– მამი!
როდესაც მამამისი არ გამოეხმაურა (მინის მაგიდაზე წა-
მოსკუპებულ ორ ხმ-ს ყურადღებით ათვალიერებდა), ბოლო-
ჯერ გამომხედა და მამამისისაკენ გაემართა. ჩურჩულით საუბ-
რობდნენ და სულ ჩემკენ იყურებოდნენ. მენეჯერმა ეს რომ შე-
ნიშნა, წამოდგა და ჩემთან ახლოს გულზე ხელდაკრეფილი
დადგა.
ბოლოს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გოგონა
ჩემკენ წამოვიდა, მენეჯერს ჩაუარა და პირდაპირ ცხვირწინ
ამეტუზა. ორივე იდაყვზე შემეხო, მერე მარცხენა ხელზე მარ-
ჯვენა ხელი მომკიდა და სახეზე დამაკვირდა. მკაცრი გამომეტ-
ყველებით მიყურებდა, მაგრამ ხელი ძალიან ნაზად მომიჭირა
და მივხვდი, რომ ეს კიდევ ერთი საიდუმლო იყო ჩვენ ორს შო-
რის. მაგრამ მე მისთვის არ გამიღიმია და არც თვალებში ჩა-
მიხედავს. ვიდექი და უაზროდ ვიყურებოდი მის მიღმა, წითე-
ლი თაროებისკენ, სადაც მესამე თაროზე ყავის ჭიქები იყო და-
პირქვავებული. გოგონამ კიდევ ორჯერ მომიჭირა ხელი, მე-
ორედ უკვე ნაკლებად ნაზად, მაგრამ მისთვის მაინც არ შემი-
ხედავს და არც გამიღიმია.
ამასობაში მამამისიც მოგვიახლოვდა, საკმაოდ ჩუმად,
ალბათ, ამ განსაკუთრებული მომენტისათვის ხელი რომ არ
შეეშალა. მენეჯერიც ჩვენკენ წამოვიდა და ახლა მამის ზურგს
უკან იდგა. მე ყველაფერს ვამჩნევდი, მაგრამ თვალი ერთხე-
ლაც არ მომიშორებია წითელი თაროებისა და ყავის ჭიქები-
სათვის, ის ხელი კი, რომელიც გოგონას ეჭირა, ისეთი მოდუ-
ნებული მქონდა, უცებ ხელი რომ გაეშვა, მკლავი უსიცოც-
ხლოდ ჩამომივარდებოდა.
მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ მენეჯერი თვალს არ მა-
შორებდა. მერე მისი სიტყვებიც გავიგონე:
– კლარა მართლაც განსაკუთრებულია, ერთ-ერთი საუკე-
თესოა, მაგრამ... ეგებ, პატარა ქალბატონს ახალი B3-ების
ნახვაც სურს? სულ ახლახან მივიღეთ.

34
– B3-ების? – იკითხა მამამ საკმაოდ აღელვებული ხმით. –
უკვე მიიღეთ?
– ჩვენს მომმარაგებლებთან ექსკლუზიური ურთიერთობა
გვაქვს. B3-ები სულ ახლახან მოიტანეს, ჯერაც არ აგვიწყვია,
მაგრამ სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ.
თმააბურძგნილმა გოგონამ ისევ მომიჭირა ხელი.
– კარგი რა, მამი... მე ეს მინდა, ძალიან მომწონს!
– მაგრამ ახალი B3-ები მოუტანიათ, საყვარელო, ეგებ
თვალი მათთვისაც შეგევლო? ეგეთი შენს არცერთ ნაცნობს
არ ექნება.
გოგონა კარგა ხანს იცდიდა. მერე ხელი გამიშვა და ის ხე-
ლიც უსიცოცხლოდ ჩამომივარდა. თან ისევ წითელ თაროს
ვაშტერდებოდი.
– ეგ B3-ები ასეთი რა უნდა იყოს? – იკითხა გოგონამ და
მამამისისკენ გაემართა.
სანამ გოგონას ჩემი ხელი ეჭირა, როზაზე არ მიფიქრია, ახ-
ლა კი უცებ გავიაზრე, რომ ჩემ მარცხნივ იდგა და განცვიფრე-
ბული მიყურებდა. მინდოდა, მისი მზერა ამეცილებინა. ამი-
ტომ, სანამ გოგონა, მამამისი და მენეჯერი კარგა შორს არ წა-
ვიდნენ, ისევ წითელ თაროს მივჩერებოდი. მესმოდა, მამა მე-
ნეჯერის რაღაც ნათქვამზე რომ იცინოდა. ბოლოს, როცა მათ-
კენ გავაპარე თვალი, მენეჯერი, მაღაზიის უკანა მხარეს მდე-
ბარე „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“ ოთახის კარს აღებ-
და.
– უნდა მაპატიოთ, – ეუბნებოდა მამა-შვილს, – აქაურობა
ცოტა არეულია.
რაზეც მამამ უპასუხა:
– პირიქით, ჩვენთვის დიდი პატივია, აქ რომ შემოგვიშვით,
არა, საყვარელო?
ოთახში შევიდნენ, კარი მიხურეს და მათი საუბარი აღარ
მესმოდა, თუმცა, წამით, გაბურძგნილი გოგონას სიცილი შე-
მომესმა.
დღის დანარჩენი ნაწილი ძალიან საქმიანი იყო. მენეჯერი
ჯერ კიდევ უვსებდა მამას შეძენილი B3-ის შინ მიტანის ფორ-
მებს, როცა მაღაზიაში სხვა კლიენტები შემოვიდნენ. ასე რომ,

35
მხოლოდ საღამოს ჩამოვარდა სიჩუმე და მენეჯერი ჩემთან
მოვიდა.
– დილით ძალიან გამაკვირვე, კლარა. შენგან ასეთ რამეს
ნამდვილად არ მოველოდი.
– გთხოვთ, მაპატიოთ.
– რა დაგეტაკა? რაღაც ძალიან უცნაურად მოიქეცი.
– დიდ ბოდიშს ვიხდი, მენეჯერო. არ მინდოდა თქვენი
უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. უბრალოდ, ვიფიქრე,
რომ იმ კონკრეტული ბავშვისათვის საუკეთესო არჩევანი ნამ-
დვილად არ ვიქნებოდი.
მენეჯერმა ყურადღებით შემომხედა.
– ეგებ, მართალიც ხარ, – თქვა ბოლოს. – მჯერა, რომ ის
გოგონა ძალიან კმაყოფილი იქნება იმ B3 ბიჭუნათი. მაგრამ,
ასე რომც იყოს, მაინც ძალიან გამაკვირვე, კლარა.
– ძალიან ვწუხვარ, მენეჯერო.
– ამჯერად მხარი აგიბი, მაგრამ მომავალში ამას აღარ ვი-
ზამ, იცოდე. კლიენტმა თავად უნდა აირჩიოს სასურველი ხმ,
სხვაგვარად არ გამოვა.
– მესმის, მენეჯერო, – ვუთხარი და მშვიდად დავაყოლე: –
დიდი მადლობა იმისთვის, რაც დღეს ჩემ გამო გააკეთეთ.
– არაფრის, კლარა, მაგრამ იცოდე, ამას აღარ გავაკეთებ.
ზურგი შემაქცია და წასვლა დააპირა, მაგრამ ისევ მომიბ-
რუნდა.
– ახლა არ მითხრა, რომ რაღაც მოლაპარაკების გამო გა-
აკეთე ეს ყველაფერი.
ვიფიქრე, ახლა კი დამტუქსავს, როგორც ერთხელ ორი ხმ
ბიჭუნა დატუქსა, მათხოვარს რომ დასცინეს-მეთქი, მაგრამ მე-
ნეჯერმა მხარზე ხელი დამადო და უფრო ჩუმი ხმით განაგრძო:
– ერთ რამეს გეტყვი, კლარა. ბავშვებს ძალიან უყვართ პი-
რობის დადება. ვიტრინასთან მოდიან და ათას რამეს ჰპირდე-
ბიან ხმ-ებს. იმასაც ჰპირდებიან, დავბრუნდებითო, და სთხო-
ვენ, სხვას არავის გაჰყვეთო. მაგრამ, უმეტესწილად, აღარ
ბრუნდებიან ანდა, მით უარესი, ბრუნდებიან და იმ საწყალი
მომლოდინე ხმ-ის ნაცვლად სხვა ხმ-ს ირჩევენ. ბავშვები, სამ-
წუხაროდ, ეგეთები არიან. შენ ხომ ყველაფერს აკვირდები და

36
ბევრ რამეს სწავლობ, ჰოდა, ესეც კიდევ ერთი გაკვეთილი
იყოს შენთვის, ხომ გამიგე?
– დიახ, მენეჯერო.
– ძალიან კარგი. მოდი, ამაზე შევთანხმდეთ, – მითხრა,
მკლავზე შემეხო და გაბრუნდა.

***

როზა რომ წავიდა, მე ისევ მაღაზიის შუაგულში დავრჩი.


ორი B3 ბიჭუნა ვიტრინიდან ერთი დღის სხვაობით გაიყიდა და
დაახლოებით იმავე დროს ხმ რექსმაც იპოვა სახლი. მალე სა-
მი ახალი B3-იც შემოგვემატა, ისევ ბიჭუნა ხმ-ები იყვნენ და მე-
ნეჯერმა მათ, პრაქტიკულად, ჩემ გასწვრივ, ჟურნალების მაგი-
დასთან მიუჩინა ადგილი, ორი ძველი სერიის ბიჭუნა ხმ-ის მე-
ზობლად. ჩემსა და იმ ჯგუფს შორის მინის პორტატიული ვიტ-
რინა იდგა, ასე რომ, მათთან ბევრი ლაპარაკის საშუალება არ
მქონია. სამაგიეროდ, დრო ბევრი მქონდა მათზე დასაკვირ-
ვებლად და თვალნათლივ ვხედავდი, ძველი ხმ-ები როგორი
კეთილგანწყობილები იყვნენ ახლების მიმართ და რამდენ სა-
ჭირო რჩევას აძლევდნენ მათ. ვფიქრობდი, ერთმანეთს მშვე-
ნივრად ეწყობიან-მეთქი. მაგრამ მოგვიანებით უცნაური რა-
მეებიც შევნიშნე. მაგალითად ის, რომ დღის განმავლობაში
ახალი სერიის ხმ-ები თანდათან შორდებოდნენ ძველებს.
ზოგჯერ რომელიმე მათგანი გვერდით გადადგამდა ნაბიჯს ან
რომელიმე ვიტრინაში რაღაცის მიმართ გამოიჩენდა ინტე-
რესს, ვიტრინას უახლოვდებოდა და დაბრუნებისას იმ თავისი
ადგილიდან ოდნავ მოშორებით დგებოდა. ოთხი დღის მერე
უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ სამი ახალი ხმ შეგნებულად
ცდილობდა ძველებისაგან გამოყოფას, რომ შემოსული კლი-
ენტების თვალში ცალკე ჯგუფად წარმოჩენილიყო. თავიდან
დაჯერება არ მინდოდა, რომ ხმ-ებს, განსაკუთრებით იმ ხმ-
ებს, რომლებიც მენეჯერმა პირადად შეარჩია, ასე მოქცევა შე-
ეძლოთ. ძველები ძალიან მეცოდებოდნენ, მაგრამ მერე მივ-
ხვდი, რომ თავად ვერაფერს ხვდებოდნენ. მალე, მათგან გან-

37
სხვავებით, ისიც შევნიშნე, რომ, როდესაც ძველი ხმ-ები ახ-
ლებს რაღაცას უხსნიდნენ, ეს უკანასკნელები ერთმანეთს ეშ-
მაკურად გადახედავდნენ ხოლმე და რაღაცას ანიშნებდნენ.
ამბობდნენ, ახალი სერიის ხმ-ები ბევრად დახვეწილები
არიანო, მაგრამ ბავშვებისათვის კარგი მეგობრები როგორ
გახდებოდნენ, თუკი გუნებაში ასეთ ეშმაკობებს გაივლებ-
დნენ? როზა რომ ისევ ჩემთან ყოფილიყო, ამ საკითხზე აუცი-
ლებლად ვიმსჯელებდით, მაგრამ როზა ჩემთან აღარ იყო.

***

ერთ დღესაც, როცა მზე მთელ დარბაზს აჩახჩახებდა, მენე-


ჯერი მომიახლოვდა და მითხრა:
– კლარა, გადავწყვიტე, ისევ ვიტრინაში მოგათავსო. ამჯე-
რად მარტო იქნები, მაგრამ ვიცი, რომ ეგ დიდად არ განაღ-
ვლებს, რადგანაც ის უფრო გაინტერესებს, გარესამყაროში რა
ხდება.
ისე გამიკვირდა, რომ გაოგნებული მივაჩერდი და ხმა ვერ
ამოვიღე.
– ჩემო საყვარელო კლარა, მე სულ როზაზე ვღელავდი
ხოლმე. შენ ხომ არაფერი გაწუხებს, არა? არ იღელვო, სახლს
აუცილებლად იპოვი, მაგაზე პირადად მე ვიზრუნებ.
– სულაც არ ვღელავ, მენეჯერო, – ვუთხარი და კინაღამ
ჯოზიზეც ვთქვი რაღაც, მაგრამ დროულად დავაჭირე ენას კბი-
ლი, რადგანაც მაღაზიაში მოსულ იმ თმაგაბურძგნილ გოგოს-
თან დაკავშირებით ჩვენი ბოლო საუბარი გამახსენდა.
– ესე იგი, ხვალიდან, სულ ექვსი დღით, – თქვა მენეჯერმა.
– თანაც სპეციალურ ფასს დაგადებ. არ დაგავიწყდეს, კლარა,
რომ ისევ ჩვენი მაღაზიის წარდგენა გევალება, ასე რომ, შე-
ეცადე.
ვიტრინაში ყოფნის მეორე ვადა პირველისაგან განსხვავ-
დებოდა. თუმცა, მხოლოდ იმიტომ არა, რომ როზა ჩემთან
აღარ იყო. ქუჩა ისევ ისეთი გამოცოცხლებული და საქმიანი
ჩანდა, მაგრამ გარკვეული ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ და-

38
ნახულს ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ზოგჯერ ტაქსი
სვლას ანელებდა, მგზავრი მძღოლისკენ გადაიხრებოდა
ხოლმე და მე უნდა გამომეცნო, მეგობრები იყვნენ თუ მტრები.
კიდევ პატარა ფიგურებსაც ვხედავდი რპო-ს შენობის ფან-
ჯრებში და ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რატომ მიდიოდნენ
ერთი ადგილიდან მეორისაკენ, ანდა ფანჯარაში გამოჩენამდე
რას აკეთებდნენ და მერე რის გაკეთებას აპირებდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ვიტრინაში მეორედ
ყოფნისას დავინახე, მათხოვრისა და მისი ძაღლის ამბავი იყო.
ეგ ამბავი მეოთხე დღეს მოხდა, ისეთ მოღუშულ საღამო ხანს,
რომ ზოგიერთ ტაქსის ფარებიც კი ჰქონდა ჩართული. შევნიშ-
ნე, რომ მათხოვარი თავის ადგილას, რპო-ს შენობასა და სა-
ხანძროკიბიან შენობას შორის დარჩენილ პატარა ღიობში,
აღარ იჯდა. თავიდან ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინი-
ჭებია, რადგან ის მათხოვარი ხშირად მიდიოდა ხოლმე, ზოგ-
ჯერ – დიდი ხნითაც. მაგრამ მერე, ისევ რომ გავიხედე მათკენ
და დავაკვირდი, დავინახე, რომ თურმე მათხოვარიც და მისი
ძაღლიც ადგილზე ყოფილან. თავიდან იმიტომ ვერ შევნიშნე,
რომ მიწაზე იწვნენ; უბრალოდ, კედლისკენ ჩაწეულიყვნენ,
რომ გამვლელებს ფეხებში არ მოსდებოდნენ. ამიტომ, ჩვენი
მხრიდან რომ შეხედავდი, შეიძლებოდა ის ტომრები გგონებო-
და, რომლებსაც ზოგჯერ რემონტის კაცები ტოვებდნენ ხოლ-
მე. გამვლელთა ნაკადებს შორის დარჩენილ დროში ვხედავ-
დი, რომ ერთმანეთთან ჩახუტებულები იწვნენ და არცერთი არ
ინძრეოდა. ზოგჯერ რომელიმე გამვლელიც შენიშნავდა ხოლ-
მე ამას, ცოტა შეყოვნდებოდა, მაგრამ მერე ისევ აგრძელებდა
გზას. ბოლოს, მზე ლამის უკვე ბოლომდე რომ ჩავიდა რპო-ს
შენობის თავზე, ისინი კი ისევ ისე გაუნძრევლად იწვნენ, ცხადი
გახდა, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ გამვლელებმა ეს
არ იცოდნენ. ამან დამასევდიანა, თუმცა, მაინც კარგი იყო,
რომ ერთად დაიხოცნენ, ჩახუტებულები, როცა ერთმანეთის
დახმარებას ცდილობდნენ. მინდოდა, ვინმეს შეენიშნა ისინი
და სადმე უკეთეს ადგილას გადაეყვანა, უფრო მშვიდ ადგი-
ლას, და ვიფიქრე, მენეჯერს ხომ არ ვუთხრა-მეთქი. მაგრამ

39
ვიტრინიდან გადმოსვლის დრო რომ დადგა, ისეთი დაღლილი
და სერიოზული მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა.
მეორე დღეს, ჟალუზი რომ აიხადა, არაჩვეულებრივი დარი
იდგა. მზე თავის ენერგიას უხვად აფრქვევდა ქუჩასა და შენო-
ბებში და, იმ ადგილს რომ გავხედე, სადაც მკვდარი მათხოვა-
რი და მისი ძაღლი მეგულებოდნენ, დავინახე, რომ ცოცხლები
იყვნენ – მზის ენერგიას გამოეცოცხლებინა. მათხოვარი ფეხ-
ზე არ იდგა, მაგრამ იღიმებოდა. ზურგით კარის ცარიელ ჩარ-
ჩოს მიჰყუდებოდა, ერთი ფეხი მოეხარა, მეორე – გაეშალა და
მუხლზე მკლავი ჩამოესვენებინა. თავისუფალი ხელით ძაღლს
ეფერებოდა. ძაღლიც გამოცოცხლებულიყო და აქეთ-იქით
იყურებოდა, ხალხს ათვალიერებდა. მზის ენერგიას ორივე
ხარბად ეწაფებოდა და ყოველწამიერ ძლიერდებოდა. მივ-
ხვდი, რომ მალე, სულაც იმ დღესვე, მათხოვარი ფეხზეც წა-
მოდგებოდა და, ჩვეულებისამებრ, თავის ადგილას მდგომი,
გამვლელებსაც გამოელაპარაკებოდა.
ჩემი ვიტრინაში ყოფნის ექვსი დღე მალე ამოიწურა და მე-
ნეჯერმა მითხრა, მაღაზიას დიდი სამსახური გაუწიეო. სანამ
ვიტრინაში ვიყავი, თურმე მაღაზიაში შემოსული კლიენტების
რიცხვს საშუალო მაჩვენებლისათვის გადაუჭარბებია და ამის
გაგებამ ძალიან გამახარა. მენეჯერს მადლობა გადავუხადე
ვიტრინაში ყოფნის მეორე შანსის მოცემისათვის, იმანაც გამი-
ღიმა და მითხრა, დარწმუნებული ვარ, ახლა დიდხანს ლოდი-
ნი აღარ მოგიწევსო.

***

ათი დღის მერე უკანა ნიშში გადამიყვანეს. მენეჯერმა, რო-


მელმაც იცოდა, გარეთ ყურება როგორ მიყვარდა, დამამშვი-
და, მანდ მხოლოდ რამდენიმე დღეს დარჩები, მერე კი ისევ
შუა ნაწილში გადაგიყვანო. ისე კი, უკანა ნაწილიც მშვენიერი
პოზიციაა და დარწმუნებული ვარ, მანდ ყოფნის საწინააღმდე-
გო არაფერი გაქვსო. უკანა კედელთან მიდგმულ მინის მაგი-
დაზე შემომჯდარ ორ ხმ-თან საკმაოდ ახლოს ვიყავი, ხან-

40
გრძლივად ვესაუბრებოდი და, თუ მაღაზიაში კლიენტები არ
იყვნენ და ცოტა წინ ვიდექი, კიდეც გავძახებდი ხოლმე. უკანა
ნიში მაღაზიის თაღის მიღმა მდებარეობდა და იქიდან არათუ
ქუჩა, მაღაზიის წინა მხარეც კი ცუდად ჩანდა. მაღაზიაში შემო-
სულების დასანახავად წინ გადახრა მჭირდებოდა, რადგანაც
თაღის ერთი მხარე მეფარებოდა. ასე გადახრილსაც და მაში-
ნაც, როცა რამდენიმე ნაბიჯით გვერდით გადავიწეოდი, ხედს
ჟურნალების მაგიდაზე მდგომი ვერცხლის ლარნაკები და მა-
ღაზიის შუაგულში მდგომი B3-ები მიფარავდნენ. მეორე
მხრივ, ეგებ იმიტომ, რომ ქუჩისგან შორს ვიყავით, ან იმიტომ,
რომ უკანა მხარეს მაღაზიის ჭერი დახრილი იყო, ხმები ძალი-
ან გარკვევით მესმოდა. ალბათ, სწორედ მაგიტომაც, მხო-
ლოდ ნაბიჯების ხმაზე, სანამ ხმას ამოიღებდა, მივხვდი, რომ
მაღაზიაში ჯოზი შემოვიდა.
– იქ ამდენი სუნამო რატომ ჰქონდათ? კინაღამ დავიხუთე.
– საპონი, ჯოზი, – თქვა დედამისმა, – სუნამო კი არა, ხელ-
ნაკეთი საპნები იყო, ძალიან მაღალი ხარისხის.
– ის მაღაზია კი არ გვინდოდა, ეს მაღაზია გვინდოდა, ხომ
გითხარი, დედი.
იატაკზე ჯოზის ფრთხილი ნაბიჯების ხმა გავიგონე, შემდეგ
კი ისევ მისი ხმა გაისმა:
– სწორედ ეს მაღაზიაა, მაგრამ თვითონ აქ აღარ არის.
სამი პატარა ნაბიჯით წინ წავიწიე და ვერცხლის ლარნაკებ-
სა და ბ3-ს შორის ჯოზის დედა დავინახე. რაღაცას უყურებდა,
რასაც უკვე ვეღარ ვხედავდი. უფრო დაღლილი მეჩვენა, ვიდ-
რე მაშინ, ქუჩაში, როცა ქარში ბოძზე შემომჯდარი შავი ფრინ-
ველი გამახსენა. მივხვდი, რომ ჯოზის უყურებდა, ჯოზი კი წინა
ნიშში ახალ B3-ს ათვალიერებდა.
დიდხანს სხვა არაფერი მომხდარა. მერე კი დედამ თქვა:
– აბა, რას იტყვი, ჯოზი?
ჯოზიმ არაფერი უპასუხა და მენეჯერის ფეხის ხმა შემომეს-
მა. ვიგრძენი, რომ მაღაზიაში ის დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა,
რომლის დროსაც ყველა ხმ ყურადღებით ელოდება, რომელი-
მეს იყიდიან თუ არა.

41
– სუნ იი, ცხადია, B3 გახლავთ, – თქვა მენეჯერმა, – და
ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოდელია, რომელიც კი
ოდესმე მინახავს.
მენეჯერის მხარს ვხედავდი, მაგრამ ჯოზის ისევ ვერ ვხე-
დავდი. მერე მისი ხმა გავიგონე:
– მართლაც არაჩვეულებრივი ხარ, სუნ იი, ჰოდა, ცუდად
ნუ გამიგებ, მაგრამ...
სათქმელი აღარ დაასრულა. ისევ შემომესმა მისი ფრთხი-
ლი ნაბიჯების ხმა და უცებ დავინახე. აქეთ-იქით იყურებოდა,
მთელ მაღაზიას ათვალიერებდა.
– გამიგია, რომ ამ B3-ებს ძალიან კარგი კოგნიტური უნა-
რები და მეხსიერება აქვთ, მაგრამ ნაკლებად ემპათიურები
არიან, – თქვა დედამ.
მენეჯერმა სიცილისა და ოხვრის ნაზავის მსგავსი ხმა გა-
მოსცა.
– თავიდან ერთი-ორი მათგანი მართლაც ცოტა ხისტი იყო,
მაგრამ გარწმუნებთ, რომ სუნ იი ასეთ სირთულეებს არ შეგიქ-
მნით.
– წინააღმდეგი თუ არ იქნებით, პირდაპირ სუნ იის გავესა-
უბრები. რაღაც შეკითხვები მაქვს მასთან, – თქვა დედამ.
– მაგრამ, დედიკო, – ჩაერია ჯოზი, რომელიც ისევ გაქრა
ჩემი თვალთახედვის არიდან, – რა აზრი აქვს? სუნ იი დიდებუ-
ლია, მაგრამ ის არ არის, რაც მე მინდა.
– მუდმივად ძიებაში ხომ ვერ ვიქნებით, ჯოზი?
– ეს ნამდვილად ის მაღაზიაა, აქ იყო, უბრალოდ, დავაგვი-
ანეთ, სხვა არაფერი.
უიღბლობა იყო, ჯოზი მაღაზიაში სწორედ მაშინ რომ შემო-
ვიდა, როცა მე უკან დამაყენეს. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,
რომ, ადრე თუ გვიან, ჩემამდეც მოაღწევდა და დამინახავდა.
სწორედ ამიტომაც ვიყავი გასუსული და ადგილიდან ფეხს არ
ვიცვლიდი. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზიც არსებობდა: ის იყო,
გამიხარდა, მაღაზიაში შემოსული რომ დავინახე, რომ იქვე
შიშიც მომეძალა. იმის მეშინოდა, რაც მენეჯერმა იმ დღეს მო-
ზარდებზე მითხრა – მოსვლას დაგპირდებიან და პირობას არ
შეასრულებენ, ანდა მოვლენ, მაგრამ იმას აღარ აქცევენ ყუ-

42
რადღებას, ვისაც წაყვანას დაჰპირდნენ და სხვას ირჩევენო.
ალბათ, ასე ჩუმად იმიტომაც ვიცდიდი.
მერე ისევ მენეჯერის ხმა გავიგონე, მაგრამ ახლა ამ ხმაში
რაღაც ახალი შევნიშნე.
– მაპატიეთ, მის, თუ სწორად მივხვდი, რომელიღაც კონ-
კრეტულ ხმ-ს ეძებთ, არა? რომელიც ადრე ნახეთ.
– დიახ, მემ. ადრე ვიტრინაში იჯდა. ძალიან საყვარელი და
ჭკვიანი იყო. ფრანგს ჰგავდა, თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი,
მუქი თმა ჰქონდა. ტანსაცმელიც მუქი ეცვა და ძალიან კეთილი
თვალებით იყურებოდა, ძალიან გონიერი იყო.
– ვფიქრობ, მივხვდი, ვისაც გულისხმობთ, – აღნიშნა მენე-
ჯერმა. – ნება მიბოძეთ, მის, ახლავე მასთან მიგაცილოთ და
თავად ნახავთ.
მხოლოდ მაშინღა გადავინაცვლე უფრო გამოსაჩენ ადგი-
ლას. მთელი დღე უმზეოდ ვიდექი, ახლა კი, როცა ჯოზი და მე-
ნეჯერი ჩემკენ წამოვიდნენ, მზის ორი მართკუთხედის გადაკ-
ვეთის ადგილას მივედი. ჯოზიმ რომ დამინახა, სახე გაუბ-
რწყინდა და ნაბიჯს აუჩქარა.
– ისევ აქა ხარ?
უფრო გამხდარი მეჩვენა. ისევ იმ გაუბედავი ნაბიჯით მო-
დიოდა და ვიფიქრე, მგონი, ჩემთან ჩახუტება უნდა-მეთქი,
მაგრამ ბოლო მომენტში გაჩერდა და თვალებში ჩამხედა.
– ღმერთო ჩემო! მეგონა, რომ უკვე აღარ იყავი.
– როგორ აღარ ვიქნებოდი? – ჩუმად ვუთხარი ჯოზის. –
ჩვენ ხომ ერთმანეთს პირობა მივეცით.
– ჰო, – დამეთანხმა ჯოზი, – რაღაც ეგეთი გამოვიდა და,
მგონი, მე ეგ პირობა დავარღვიე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ
ძალიან დამაგვიანდა.
გავუღიმე. ჯოზიმ კი დედამისს გასძახა:
– დედა! აქ არის, ვისაც ვეძებდი!
დედამისი ნელა მოუახლოვდა თაღს და შეჩერდა. რაღაც
ხანს სამივე უხმოდ მიყურებდა – ჯოზი, რომელიც გაბრწყინე-
ბული სახით ყველაზე წინ იდგა, მოღიმარი მენეჯერი, რომე-
ლიც ოდნავ მოშორებით გაჩერდა (ისიც იღიმებოდა, მაგრამ
მის თვალებში ერთგვარი სიფრთხილე ამოვიკითხე, რაც მნიშ-

43
ვნელოვანი სიგნალი იყო), და დედა, რომელსაც თვალები ოდ-
ნავ მოეჭუტა, ზუსტად ისე, როგორც ის ადამიანები ჭუტავდნენ
ხოლმე, რომლებიც ცდილობდნენ, დაენახათ, მომავალი ტაქ-
სი თავისუფალი იყო თუ არა. როცა მას შევხედე, ის შიში, რო-
მელიც ჯოზის შეძახილზე „ისევ აქა ხარ“ გამიქრა, ისევ მომე-
ძალა.
– არ მინდოდა, ასე რომ დამგვიანებოდა, – მითხრა ჯოზიმ,
– მაგრამ ცოტა ავად ვიყავი. ახლა კი გამოვჯანმრთელდი და
ყველაფერი კარგადაა. – მერე დედამისს მიუბრუნდა:
– დედიკო, შეიძლება, რომ ახლავე ვიყიდოთ? ვიღაც სხვამ
არ დაგვასწროს მისი წაყვანა!
სიჩუმე ჩამოვარდა. მერე დედამ ხმადაბლა თქვა:
– ეს B3 არ უნდა იყოს, რამდენადაც ვხვდები.
– კლარა B2-ია, – უპასუხა მენეჯერმა, – მეოთხე სერიის
გახლავთ და, როგორც ამბობენ, მასზე უკეთესი არაფერი არ-
სებობს.
– მაგრამ B3 არ არის.
– B3-ებში ბევრი არაჩვეულებრივი ინოვაციაა, მაგრამ ზო-
გიერთი მყიდველი ფიქრობს, რომ გარკვეული ტიპის ბავშვე-
ბისათვის უმაღლესი კატეგორიის B2-ები საუკეთესო არჩევა-
ნია.
– გასაგებია.
– დედი, მე კლარა მინდა, სხვა არ მინდა.
– ერთი წუთით, ჯოზი, – თქვა დედამ და მერე მენეჯერს მი-
უბრუნდა: – ყველა ხელოვნური მეგობარი უნიკალურია, არა?
– დიახ, მემ, განსაკუთრებით კი ამ დონის ხელოვნური მე-
გობრები.
– ეს მოდელი... კლარა რითაა გამორჩეული?
– კლარას იმდენი გამორჩეული თვისება აქვს, მათ ჩამოთ-
ვლას მთელი დღე დასჭირდება. მაგრამ მე ერთ-ერთს გავუს-
ვამდი ხაზს – მის გასაოცარ დაკვირვებულობას და ცოდნის წა-
დილს, მის უნარს ყველაფერი, რასაც ხედავს ან იგებს, მაშინვე
აითვისოს და ლოგიკურად დააკავშიროს. ეს მისი განსაკუთ-
რებით გასაოცარი უნარია. შედეგად, მას ახლა ყველაფერი

44
უკეთ და უფრო დეტალურად ესმის, ვიდრე ამ მაღაზიაში ნების-
მიერ სხვა ხმ-ს, B3-ების ჩათვლით.
– მართლა?
დედამ ისევ მოჭუტული თვალებით დამათვალიერა. მერე
სამი ნაბიჯით მომიახლოვდა და თქვა:
– ხომ შეიძლება, რამდენიმე შეკითხვა დავუსვა?
– რა თქმა უნდა, ქალბატონო.
– დედიკო, გთხოვ...
– მაპატიე, ჯოზი. უბრალოდ, ცოტა დამაცადე. მინდა, კლა-
რას გავესაუბრო.
მოკლედ, მე და ჯოზის დედა პირისპირ დავრჩით და ძალი-
ან ვცდილობდი, სახეზე ღიმილი შემენარჩუნებინა, თუმცა, ეს
საკმაოდ ძნელი იყო და, მგონი, შიშიც ცოტა დამეტყო.
– კლარა, – დაიწყო დედამ, – მოდი, ჯოზისკენ ნუ გაიხედავ
და ისე მითხარი, რა ფერის თვალები აქვს?
– რუხი, ქალბატონო.
– კარგი. ჯოზი, გთხოვ, ხმა არ ამოიღო. აბა, კლარა, ჩემი
ქალიშვილის ხმაზე რას იტყვი? მისი ხმა ხომ მოგისმენია, ჰო-
და, მისი ხმის ტონს როგორ დაახასიათებდი?
– მისი ხმის დიაპაზონი, საუბრისას, ლა ბემოლიდან ან შუა
დოდან მომდევნო ოქტავის დომდეა.
– მართლა? – გაიოცა დედამ და ცოტა ხანში ისევ მკითხა:
– ბოლო შეკითხვაც, კლარა. რა შენიშნე, ჩემი ქალიშვილი
როგორ დადის?
– შესაძლოა, მარცხენა თეძოში სისუსტეს გრძნობს და
მარჯვენა მხარი სტკივა ხოლმე. ამიტომაც დადის ასე, მხარს
ზოგავს და ცდილობს, მკვეთრ მოძრაობებს და უნებლიე დაჯა-
ხებებს თავი აარიდოს.
დედა ჩემს პასუხზე დაფიქრდა და მერე თქვა:
– კარგი, კლარა. გამოდის, რომ უკვე ბევრი რამ იცი. შე-
გიძლია, ჯოზის სიარულის მანერა გაიმეორო? ხომ გააკეთებ
ამას ჩემთვის? მინდა, ახლავე გააკეთო. აბა, მაჩვენე, როგორ
დადის ჩემი ქალიშვილი.

45
უკან მდგომმა მენეჯერმა პირი გააღო, თითქოს რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ არაფერი მითხრა. უბრალოდ, ოდნავ
დამიქნია თავი.
მოკლედ, გავიარე. თანაც ვიაზრებდი, რომ, ჯოზის დედისა
და თავად ჯოზის გარდა, მთელი მაღაზია მიყურებდა და ყურს
გვიგდებდა. თაღში შევედი, იქ სადაც იატაკზე მზე გამოსახუ-
ლებებს ხატავდა. მერე მაღაზიის შუაგულში მდგომი B3-ისკენ
და პორტატიული ვიტრინისაკენ გავემართე. რაც შემეძლო,
ვცდილობდი, ზუსტად ისე გამევლო, როგორც ჯოზიმ გაიარა
სამჯერ: პირველად, როცა მე და როზა ვიტრინაში ვიყავით, ის
კი ტაქსიდან გადმოვიდა; მერე, ოთხი დღის თავზე, ვიტრინისა-
კენ რომ გამოემართა მას შემდეგ, რაც დედამისმა მხარზე ხე-
ლი აუშვა, და ბოლოს, სულ ახლახან რომ დავინახე, როგორ
გამოეშურა ჩემკენ გახარებული და თვალებანთებული.
მინის პორტატიულ ვიტრინას რომ მივუახლოვდი, შემო-
ვუარე და თან შევეცადე, ჯოზის სიარულის მანერა მაშინაც კი
შემენარჩუნებინა, როცა იქვე მდგომ ბიჭუნა B3-თან ახლოს
უნდა ჩამევლო.
სანამ უკან დავბრუნდებოდი, გავიხედე და ჯოზის დედის
მზერა დავიჭირე და რაღაცამ, რაც შევნიშნე, მაიძულა, გავჩე-
რებულიყავი. ისევ ძალიან ყურადღებით მაკვირდებოდა, მაგ-
რამ ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემ მიღმა იყურებოდა;
თითქოს ვიტრინაში ვიდექი და ის ცდილობდა, მაღაზიის სიღ-
რმეში დაენახა რაღაც. ეგრე გაშეშებული დავრჩი იმ მინის
ვიტრინასთან, წინ წამოწეული ფეხით, ქუსლით იატაკს რომ
აღარ ეხებოდა. მაღაზიაში უცნაური სიჩუმე იდგა. მერე მენე-
ჯერმა თქვა:
– როგორც ხედავთ, კლარა ძალიან დაკვირვებულია. ად-
რე ასეთი რამ არასდროს მინახავს.
– დედა, – ამჯერად ჯოზი ხმადაბლა ალაპარაკდა, – დედა,
გთხოვ!
– კარგი, კარგი. კლარას ვყიდულობთ.
ჯოზი აჩქარებული ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელები შემომ-
ხვია და დიდხანს არ მიშვებდა. ზემოთ რომ ავიხედე, მენეჯე-
რის გახარებული სახე დავინახე, ჯოზის დედას კი, რომელიც

46
მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში რაღაცას ეძებდა, გაწამებული
და ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა.

47
მეორე ნაწილი

სამზარეულო ყველაზე რთული ასათვისებელი გამოდგა,


რადგანაც მისი უამრავი ელემენტი ყოველწამიერ იცვლიდა
ადგილმდებარეობას. ახლაღა დავაფასე, მაღაზიაში – ცხადია,
ჩვენზე ზრუნვის გამო – მენეჯერი როგორ აკონტროლებდა,
რომ ყველა ნივთი (ისეთი პატარა ნივთების ჩათვლით, როგო-
რებიც სამაჯურები და ვერცხლის საყურეების ყუთები იყო)
მუდმივად თავის ადგილას ყოფილიყო. ჯოზის სახლში კი, გან-
საკუთრებით, სამზარეულოში, მოახლე მელანია მუდმივად
ადგილს უცვლიდა ყველაფერს და მეც ყველაფრის თავიდან
სწავლა მიწევდა. ერთ დილას, მაგალითად, თავის ბლენდერს
ოთხ წუთში ოთხჯერ შეუცვალა ადგილი. მაგრამ, როგორც კი
კუნძულის მნიშვნელოვნებას მივხვდი, საქმე უკეთესობისაკენ
შეიცვალა.
კუნძული შუაგულ სამზარეულოში უძრავად იდგა და, ალ-
ბათ, სწორედ მისი უძრაობის ხაზგასასმელად, ღია ყავისფერი
ფილებით იყო მოპირკეთებული. ის ფილები შენობის აგურებს
ჰგავდა. კუნძულის შუაგულში ჭურჭლის სარეცხი პრიალა ნი-
ჟარა ჩაემონტაჟებინათ, კუნძულის გარშემო კი სამი მაღალი
სკამი იდგა, რომლებზეც სახლის ბინადარნი სხდებოდნენ. თა-
ვიდან, სანამ ჯოზი ჯერ კიდევ ყოჩაღად იყო, იმ კუნძულს ხში-
რად მიუჯდებოდა ხოლმე სამეცადინოდ ანდა, უბრალოდ, და-
სასვენებლად, ხელში მომარჯვებული ფანქრებითა და სახატა-
ვი ალბომით. თავდაპირველად მაღალ სკამზე ჯდომა ძალიან
მიჭირდა, რადგან ფეხებს იატაკამდე ვერ ვაწვდენდი, ფეხების
ქნევას კი სკამის ფეხებს შუა გადებული ძგიდე მიშლიდა. მერე
ჯოზის მივბაძე და იდაყვებით მაგრად ვეყრდნობოდი კუნძუ-
ლის ზედაპირს, რაც სიმყარის შეგრძნებას მაძლევდა. თუმცა,
მოახლე მელანიას შეეძლო, ნებისმიერ დროს ამტუზვოდა
ზურგს უკან და ბოლომდე მოეშვა წყლის ონკანი. როცა ეს პირ-
ველად გააკეთა, მოულოდნელობისაგან ლამის წონასწორო-

48
ბაც კი დავკარგე. მაგრამ ჩემ გვერდით მჯდომი ჯოზი თითქმის
არ განძრეულა, ჰოდა, მივხვდი, რომ რამდენიმე წვეთი წყლის
შეწუწება საშიში სულაც არ იყო.
სამზარეულო მზის სხივებს უხვად შემოჭრის შესანიშნავ სა-
შუალებას აძლევდა – უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა, რომ-
ლებშიც ცის დიდი მონაკვეთი ჩანდა, გარეთ კი თითქმის არა-
ნაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა და გამვლელებიც არ ჩან-
დნენ. დიდ ფანჯარასთან თუ დადგებოდი, მოშორებით მდგარი
ხეების მიღმა გორაკზე ამავალ გზასაც დაინახავდი. სამზარეუ-
ლო ხშირად ივსებოდა მზის მკვებავი ენერგიით, რადგანაც,
დიდი ფანჯრების გარდა, მაღალ ჭერზე დამრეცი ფანჯარაც
ჰქონდა. ის ფანჯარა პულტით იღებოდა და იხურებოდა. თავი-
დან ძალიან ვწუხდი, რომ მოახლე მელანია სწორედ მაშინ ჩა-
მოუშვებდა ხოლმე იმ ფანჯარაზე ჟალუზს, როცა მზე თავის
ენერგიას უხვად გვიგზავნიდა. მაგრამ მერე დავინახე, რა მა-
ლე თბებოდა ჯოზი, და თავადაც დავიწყე იმ ჟალუზის პულტით
ჩამოშვება, როცა მზე ჯოზის თავზე ძალიან დააჭერდა ხოლმე.
თავიდან ძალიან უცნაური მხოლოდ ის კი არ მეჩვენა, რომ
ტრანსპორტი და გამვლელები არსად ჩანდნენ, არამედ ისიც,
რომ სხვა ხმ-ებსაც ვერსად ვხედავდი. ცხადია, სულაც არ მო-
ველოდი, რომ სახლში სხვა ხმ-ები დამხვდებოდნენ და იმაშიც
ვხედავდი ბევრ სასიკეთოს, ერთადერთი რომ ვიყავი, რადგა-
ნაც ამის წყალობით მთელი ყურადღება ჯოზიზე მქონდა გადა-
ტანილი. უბრალოდ, ძალიან მიჩვეული ვიყავი სხვა ხმ-ებზე
დაკვირვებას და მათ შეფასებას, ჰოდა, ამ ვითარებასთან შე-
გუებაც დამჭირდა. პირველ ხანებში, საკმაოდ ხშირად, გორა-
კისაკენ მიმავალ შოსეს რომ გავყურებდი, თვალებით სულ
სხვა ხმ-ებს ვეძებდი, მერე კი მახსენდებოდა, სადაც ვიყავი, და
რამდენად უჩვეულო იქნებოდა ხმ-ების დანახვა ქალაქგარეთ,
სხვა შენობებისაგან მოშორებით ყოფნისას.
გულუბრყვილოდ ისიც მეგონა, რომ მოახლე მელანია რა-
ღაც მენეჯერის მსგავსი იყო, და ამან უხერხულობაც კი გამო-
იწვია. მაგალითად, ვფიქრობდი, რომ სწორედ მელანიას ევა-
ლებოდა ჩემთვის ახალი ცხოვრების რაღაც დეტალების ახსნა
და, რა გასაკვირია, რომ მას ძალიან აოცებდა და აღიზიანებდა

49
კიდეც, სულ კუდში რომ დავდევდი. ბოლოს, ერთხელაც რომ
მომიბრუნდა და მიყვირა: „რა სუ კუდში დამდევ, ხმ, აღარ შე-
მეშვები?“ ძალიან გამიკვირდა, მერე კი მივხვდი, რომ მას სახ-
ლში სულ სხვა საქმეების კეთება ევალებოდა, მისი როლი მე-
ნეჯერისას არა ჰგავდა და ყველაფერში დამნაშავე თავად ვი-
ყავი. თუმცა, სრულიად ცხადი იყო, რომ მოახლე მელანია იმ-
თავითვე ჩემი იმ სახლში ყოფნის წინააღმდეგი ბრძანდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავაზიანად ვექცეოდი
და ვცდილობდი კიდეც, პატარ-პატარა რამეებით მესიამოვნე-
ბინა, ჩემს ღიმილზე ღიმილით ერთხელაც არ უპასუხია და
მხოლოდ ბრძანებებსა და შენიშვნებს მაძლევდა. დღეს, როცა
ყველა მოგონებას ერთად ვუყრი თავს, ვხვდები, რომ მისი ასე-
თი მტრული განწყობა ჯოზისთან დაკავშირებული შიშებით
იყო გამოწვეული. მაშინ კი ძალიან მიჭირდა ჩემ მიმართ მისი
ასეთი ცივი დამოკიდებულების ახსნა. მეჩვენებოდა, რომ სულ
ცდილობდა, ჯოზისთან ჩემი ყოფნის დრო როგორმე შეეკვეცა,
რაც ჩემი – როგორც ხმ-ის – მოვალეობების შესრულებაში
ხელს მიშლიდა. თავიდან იმასაც კი ცდილობდა ხოლმე, რომ
სამზარეულოში არ შევეშვი, როცა დედა იქ ყავას სვამდა და
ჯოზი საუზმობდა. მხოლოდ ჯოზის დაჟინებული მოთხოვნისა
და დედას ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მე-
რე მომეცა უფლება, დილის ამ მნიშვნელოვან ნაწილში მეც
სამზარეულოში შევსულიყავი. თუმცა, მაშინაც კი მოითხოვდა,
მაცივართან გაუნძრევლად ვმდგარიყავი, სანამ დედა-შვილი
კუნძულთან იჯდა. ბოლოს, ისევ ჯოზიმ მოითხოვა, რომ მეც
კუნძულს მივჯდომოდი და, სხვა გზა აღარ ჰქონდა, კუნძულთა-
ნაც მიმიშვა.
დედას ერთი ჭიქა ყავა დილის ძალიან მნიშვნელოვანი
ელემენტი იყო და ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა სწორედ ამ მო-
მენტისათვის ჯოზის დროულად გაღვიძება გახლდათ. ხშირად,
მიუხედავად ჩემი გულმოდგინებისა, ჯოზი ბოლო წუთამდე არ
ადგებოდა ხოლმე და მერე ტუალეტიდან, რომელიც სააბაზა-
ნო ოთახთან იყო გაერთიანებული, მიყვიროდა: „ჩქარა, კლა-
რა! ვაგვიანებთ!“ თუმცა მე უკვე კიბის თავზე ვიდექი და დაძა-
ბული ველოდებოდი.

50
მოკლედ, სამზარეულოში ჩავდიოდით, სადაც დედა კუნ-
ძულთან იჯდა, ყავას სვამდა და თავისი დაფის ეკრანს მისჩე-
რებოდა. მოახლე მელანიაც იქვე იყო ჩასაფრებული, რომ,
სურვილის შემთხვევაში, კიდევ ერთი ჭიქა ყავა დაესხა მის-
თვის. ჯოზის და დედას ერთმანეთთან დალაპარაკების დრო
ხშირად ძალიან ცოტა რჩებოდათ, მაგრამ მალე მივხვდი, რამ-
დენად მნიშვნელოვანი იყო ჯოზისთვის დედამისის გვერდით
ყოფნა დილის ყავის სმისას. ერთხელ, ავადმყოფობის გამო
მთელი ღამე შფოთვაში რომ გაატარა, კი გავაღვიძე, მაგრამ
საშუალება მივეცი, ძილი შეებრუნებინა. ვიფიქრე, კარგი იქნე-
ბა, ცოტა დაისვენოს-მეთქი. რომ გამოიღვიძა, სულ ცუდი რა-
მეები მეძახა და, სისუსტის მიუხედავად, მაინც მოინდომა სამ-
ზარეულოში ჩასვლა. მაგრამ ტუალეტიდან რომ გამოდიოდა,
დედას მანქანის ხმა გავიგონეთ ეზოში დაყრილ წვრილ კენ-
ჭებზე, წინა ფანჯარას ვეცით და დავინახეთ, როგორ გაუყვა
გორაკისაკენ მიმავალ გზას. ჩემთვის ისევ ყვირილი აღარ და-
უწყია, მაგრამ, სამზარეულოში რომ ჩავედით, საუზმობისას
ერთხელაც არ გაუღიმია. მაშინ მივხვდი, რომ დედას ყავის
სმაზე თუ დაიგვიანებდა, მისი დღე მარტოობით იჟღინთებოდა,
მიუხედავად იმისა, დღის განმავლობაში რამდენი სხვა რამ
მოხდებოდა.
ისეთი დილებიც იყო, როცა დედას არსად ეჩქარებოდა. სა-
ოფისე ტანსაცმელი ეცვა ხოლმე და ჩანთაც მაცივართან იყო
აყუდებული, მაგრამ ყავას ნელა წრუპავდა, მაღალი სკამიდა-
ნაც კი დგებოდა და აქეთ-იქით დადიოდა ყავის ჭიქით ხელში.
ზოგჯერ დიდ ფანჯარასთანაც დგებოდა, საიდანაც მზე დაჰნა-
თოდა, და რაღაც ამდაგვარსაც ამბობდა:
– იცი, ჯოზი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფერადი
ფანქრები სულ ტყუილად მიატოვე. ეგ შავ-თეთრი ნახატებიც
მშვენიერია, მაგრამ შენი ფერადი ნახატები გულს ძალიან მაკ-
ლია.
– მივხვდი, რომ ეგ ფერადი ნახატები სამარცხვინო იყო.
– სამარცხვინო? კარგი, რა!
– დედა, ჩემი ფერებში მუშაობა შენს ვიოლინოზე დაკვრას
ჰგავს და ბევრად უარესიცაა.

51
ჯოზიმ ეს რომ თქვა, დედას გაეღიმა. ხშირად არ იღიმებო-
და ხოლმე, მაგრამ, თუ გაიღიმებდა, მისი ღიმილი გასაოცრად
ჰგავდა ჯოზის ღიმილს – მთელი სახე ძალიან კეთილი უხდე-
ბოდა, ის ნაოჭები კი, რომლებიც მის სახეს დაძაბულ გამომეტ-
ყველებას აძლევდნენ, ფორმას იცვლიდნენ და სითბოსა და
მხიარულებას ასხივებდნენ.
– ჰო, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ვიოლინოზე დაკრული,
უდიდესი შთაგონების ჟამსაც კი, დრაკულას ბებიის ხმას წაა-
გავს. შენი ფერადი ნახატები კი... მოკლედ, რაღაც ლამაზ ღე-
ლეს უფრო მაგონებენ ზაფხულის საღამოს, ჰო, ჰო, ზუსტად
რაღაც ეგეთს. ფერებით ისეთ მშვენიერებას ქმნი ხოლმე, ჯო-
ზი, სხვა ვერავინ რომ ვერ შექმნის.
– დედი, ადამიანებს საკუთარი შვილების ნახატები ყო-
ველთვის მშვენიერი ეჩვენებათ, ბიოლოგიური ევოლუციის
პროცესი ჰგონიათ.
– იცი, რას ვფიქრობ? ეგ ყველაფერი იმის ბრალია, იმ შეხ-
ვედრაზე შენი არაჩვეულებრივი ნახატი რომ მიიტანე – ბო-
ლოს წინა შეხვედრას ვგულისხმობ – და იმ გოგონა რიჩარ-
დსმა რაღაც ირონიული რომ თქვა. მაგაზე უკვე ბევრჯერ ვი-
ლაპარაკეთ, ვიცი, მაგრამ ვატყობ, ისევ მაგის ბრალი უნდა
იყოს. იმ ქალბატონს შენი ნიჭიერების შურს და იმიტომაც თქვა
ის, რაც თქვა.
– კარგი, დედი, თუ მართლა ასე გგონია, ეგება, მართლაც
დავუბრუნდე ფერად ფანქრებს. შენ კი, შენი მხრივ, ვიოლონ-
ჩელოს დაუბრუნდი.
– უი, არა, არა, ეგ აღარ მოხდება! ერთადერთი, ვინმეს
ზომბიზე გადაღებული შინაური ფილმისთვის მუსიკა თუ დას-
ჭირდება, მაშინ დავფიქრდები.
მაგრამ სხვანაირი დილებიც იყო, როცა დედა დაძაბული
და გაუღიმარი რჩებოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყა-
ვის დალევას არ ჩქარობდა. თუ, მაგალითად, ჯოზი სიტყვას
თავის მასწავლებლებზე ჩამოაგდებდა, ძალიან კი ცდილობდა
ხოლმე იუმორში გაეტარებინა ყველაფერი, მაგრამ დედა სე-
რიოზული სახით უსმენდა და ბოლოს ამბობდა:

52
– შეგვიძლია, მასწავლებელი შევცვალოთ. თუ მართლა
არ მოგწონს, ყოველთვის შეგვიძლია მასწავლებლის შეცვლა.
– არა, დედიკო, კარგი, რა! უბრალოდ, ისე ვთქვი. სინამ-
დვილეში, ეგ მასწავლებელი წინას ბევრად მირჩევნია, თანაც
სასაცილოა.
– ძალიან კარგი, – თავს უქნევდა დედა, მაგრამ სახე
კვლავ სერიოზული ჰქონდა. – სულ იმას ცდილობ, ადამიანებს
შანსი მისცე. ეგ ძალიან კარგი თვისებაა.
როცა ჯოზი თავს კარგად გრძნობდა, ვახშმისთვის დედას
ელოდებოდა და, სანამ ის არ დაბრუნდებოდა, არ ვახშმობდა
ხოლმე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯოზის ოთახში ავდიოდით და
დედას დაბრუნებას იქ ვუცდიდით. თანაც, მზის იმ ადგილას
ჩასვლასაც ვუყურებდით, სადაც ის დასასვენებლად მიდიოდა.
როგორც ჯოზი დამპირდა, მისი ოთახის უკანა ფანჯრიდან
ჰორიზონტამდე გადაჭიმული მინდვრები მშვენივრად ჩანდა
და თვალნათლივ ვხედავდით, დღის ბოლოს მზე მიწაში რო-
გორ ეშვებოდა. ჯოზი „მინდორს“ კი ამბობდა, მაგრამ სინამ-
დვილეში სამი მინდორი იყო. ისინი ერთმანეთს ერწყმოდა,
მაგრამ, ყურადღებით თუ დააკვირდებოდი, მათი საზღვრების
აღმნიშვნელ ბოძებსაც შენიშნავდი. სამივე მინდორზე მაღალი
ბალახი იზრდებოდა და, როცა ქარი უბერავდა, ის ბალახი ისე
ირხეოდა, თითქოს მასში უხილავი გამვლელები დადიოდნენ.
ცა იმ ოთახის უკანა ფანჯარაში ბევრად ვრცელი იყო, ვიდ-
რე მისი ის ნაგლეჯი, რომელსაც მაღაზიიდან ვხედავდით, და
საოცრადაც იცვლებოდა: ზოგჯერ ხილის თასში ჩადებული
ლიმონის ფერისა იყო, მერე კი შეიძლებოდა ისეთივე რუხი
გამხდარიყო, როგორიც ხორცის დასაჭრელი დაფაა. როცა
ჯოზი კარგად ვერ იყო, მისი ნარწყევის ანდა განავლის ფერისა
ხდებოდა და დროდადრო სისხლიც ერეოდა. ხანაც კვადრატე-
ბად დაიყოფოდა ხოლმე და თითოეულ კვადრატს სხვადასხვა
ტონალობის იასამნისფერი გადაჰკრავდა.
იმ უკანა ფანჯარასთან რბილი, კრემისფერი დივანი იდგა,
რომელსაც, ჩემთვის, „ღილებიანი ტახტი“ შევარქვი. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ის დივანი ოთახისკენ იყურებოდა, მე და ჯოზის
ზედ მუხლებით დგომა გვიყვარდა. ხელებს საზურგეზე ჩამო-

53
ვაწყობდით და ისე გავყურებდით ცასა და მინდვრებს. ჯოზის
ძალიან სიამოვნებდა იმის ყურება, მე როგორ ვხალისობდი,
როცა საღამოობით მზის ბოლო გზას ვადევნებდი თვალს. ჰო-
და, ვცდილობდით, მაგ დროისათვის, რაც შეიძლება, ხშირად
ავსულიყავით ღილებიან ტახტზე. ერთხელ დედა ადრე დაბ-
რუნდა სამსახურიდან და ის და ჯოზი კუნძულთან მაღალ სკა-
მებზე შემომსხდარნი საუბრობდნენ. მე კი, მათი სიმყუდროვე
რომ არ დამერღვია, მაცივართან გადავინაცვლე. დედა იმ სა-
ღამოს ძალიან ენერგიული იყო, სწრაფად ლაპარაკობდა, თა-
ვის თანამშრომლებზე სასაცილო ამბებს ყვებოდა, დროდად-
რო სიცილიც კი უვარდებოდა და, მთლად გადაბჟირებული,
დიდხანს ვეღარ ჩერდებოდა. შუა ლაპარაკში, როდესაც ვი-
ფიქრე, საცაა ისევ გადაბჟირდება-მეთქი, ჯოზიმ სიტყვა გააწ-
ყვეტინა:
– დედიკო, ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, წინა-
აღმდეგი ხომ არ იქნები, მე და კლარა ერთი წუთით ჩემს ოთახ-
ში რომ ავიდეთ? კლარას მზის ჩასვლის ყურება უყვარს და, ახ-
ლავე თუ არ ავალთ, მაგ მომენტს გამოვტოვებთ.
ეს რომ თქვა, მიმოვიხედე და დავინახე, რომ სამზარეუ-
ლოში მოსაღამოებულიყო. დედა ჯოზის მიაჩერდა და ვიფიქ-
რე, ახლა ძალიან გაბრაზდება-მეთქი. მაგრამ სახეზე კეთილმა
ღიმილმა გადაურბინა და თქვა: – რა თქმა უნდა, საყვარელო,
წადით და მზის ჩასვლის ცქერით ისიამოვნეთ. მერე კი ვივახ-
შმოთ.
ცისა და მინდვრების გარდა, ჯოზის ოთახის უკანა ფანჯრი-
დან კიდევ რაღაცას ვხედავდით, რამაც ჩემი ყურადღება მი-
იზიდა – მუქი ფერის ყუთივით საგანი იყო, უშორესი მინდვრის
ბოლოს. ის საგანი არ ინძრეოდა, როცა ბალახი რხევას იწყებ-
და. როდესაც მზე იმდენად ეშვებოდა, რომ ბალახამდე აღწევ-
და, მუქი გამოსახულება მისი სხივების ფონზე კიდევ უფრო
მკვეთრად მოჩანდა. იმ საღამოს, როცა ჯოზი ჩემ გამო დედას-
თან წაჩხუბების რისკის ქვეშ აღმოჩნდა, იმ ყუთზე მივუთითე.
ჯოზი ღილებიან ტახტზე წამოიმართა და ხელით თვალები მო-
იჩრდილა.
– ააა, მისტერ მაკბეინის ფარდულს გულისხმობ?

54
– ფარდულს?
– შეიძლება, მთლად ფარდული არც არის, რადგანაც ორი
მხრიდან გახსნილია. ალბათ, უფრო საჩრდილობელია. მის-
ტერ მაკბეინი მანდ ათას რამეს ინახავს. ერთხელ რიკთან ერ-
თად ვიყავი მაგ ადგილას.
– უცნაურია, რომ მზე დასასვენებლად ეგეთ ადგილას ჩა-
დის.
– ჰო. კაცი რომ დაუფიქრდეს, მზეს სულ ცოტა სასახლე მა-
ინც სჭირდება. შესაძლოა, მისტერ მაკბეინმა, მას მერე, რაც მე
იქ ვიყავი, იქაურობა სასახლედ აქცია.
– მაინტერესებს, ჯოზი იქ როდის იყო.
– უუუჰ, ძალიან დიდი ხნის წინ. მე და რიკი მაშინ ძალიან
პატარები ვიყავით. მოკლედ, სანამ ავად გავხდებოდი.
– იქვე ახლოს რამე უჩვეულო თუ ნახეთ? მაგალითად, კა-
რიბჭე ან მიწაში ჩასასვლელი საფეხურები.
– არა, არაფერი მაგდაგვარი. უბრალოდ, ფარდული იყო
და ძალიან გაგვიხარდა, რადგანაც პატარები ვიყავით და იმ-
ხელა გზამ ძალიან დაგვღალა. მაგრამ ეგ მზის ჩასვლისას კი
არა, დღისით იყო. თუ სადმე სასახლეში შესასვლელია, ალ-
ბათ, დღისით არ ჩანს, იფარება. ეგებ, კარიბჭე მაშინ იღება,
როცა მზე ჩასვლას დააპირებს? ერთი ფილმი ვნახე, რომელ-
შიც რაღაც მაგდაგვარი იყო: იქ ცუდ ადამიანებს თავშესაფარი
ვულკანის შიგნით ჰქონდათ, ზედაპირზე რაც ჩანდა, ის შეიძ-
ლებოდა ლავის ტბა გგონებოდა, სინამდვილეში კი სახურავი
იყო. ის სახურავი იხსნებოდა, როცა ვერტმფრენებით ვულკან-
ში ეშვებოდნენ. შეიძლება მზის სასახლეშიც ეგრეა. მე და რიკი
ხომ ეგეთ რამეს არ ვეძებდით. უბრალოდ, ისე წავედით, მერე
კი ძალიან დაგვცხა და ჩრდილი მოგვინდა, ჰოდა, მისტერ მაკ-
ბეინის ფარდულში ჩამოვსხედით. იქ ცოტა რომ დავისვენეთ,
უკან დავბრუნდით. – ხელი ნაზად შემახო და განაგრძო: –
მართლაც არ გვინახავს არაფერი მაგდაგვარი, ძალიან ვწუხ-
ვარ, კლარა, ნეტავი, გვენახა.
ამასობაში მზე ბალახის თავზე ვიწრო ზოლად გადაიქცა.
– აი, უკვე ჩადის. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგად გამოიძი-
ნებს.

55
– ეგ რიკი ვინ იყო, ძალიან მაინტერესებს.
– რიკი? ჩემი საუკეთესო მეგობარია, სხვა არაფერი.
– ააა, გასაგებია.
– მომისმინე, კლარა, რაღაც ისე არ ვთქვი თუ რა იყო?
– არა, მაგრამ... ახლა ჯოზის საუკეთესო მეგობრად ყოფნა
ჩემი მოვალეობაა.
– შენ ჩემი ხმ ხარ, ეგ სულ სხვა რამეა. რიკი კი... მოკლედ,
მე და რიკი ვაპირებთ, ცხოვრება ერთად გავატაროთ.
მზისაგან ბალახზე მხოლოდ ვარდისფერი წერტილიღა
რჩებოდა.
– რიკი ჩემთვის ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ძალი-
ან ნერვიულობს. სულ იმას დარდობს, რომ რაღაც ხელს შეგ-
ვიშლის.
– მაგალითად, რა?
– როგორ აგიხსნა? ათასი სასიყვარულო-რომანტიკული
რამე და, როგორც ვხვდები, კიდევ რაღაც.
– კიდევ რაღაც?
– მაგრამ ტყუილად ნერვიულობს, რადგანაც ჩვენი ამბავი
დიდი ხნის გადაწყვეტილია და არაფერი შეიცვლება.
– და ის რიკი ახლა სადაა? ახლოს ცხოვრობს?
– მთლად მეზობლად. ერთხელაც გაგაცნობ. მეტსაც გეტ-
ყვი, ერთი სული მაქვს, როდის გაიცნობთ ერთმანეთს.

***

რიკი მომდევნო კვირას გავიცანი. იმ დღეს ჯოზის სახლი


გარედან პირველად ვნახე.
მე და ჯოზი ხშირად ვკამათობდით იმაზე, თუ როგორ იყო
სახლის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული.
მაგალითად, ჯოზი არ მეთანხმებოდა, რომ მტვერსასრუტის
შესანახი საკუჭნაო პირდაპირ დიდი სააბაზანო ოთახის ქვეშ
მდებარეობდა. მერე, ერთ დილას, მორიგი მეგობრული წაკა-
მათების შემდეგ, ჯოზიმ მითხრა:

56
– კლარა, მაგ საკითხთან დაკავშირებით ლამის გამაგიჟო.
როგორც კი პროფესორ ჰელმთან გაკვეთილს დავასრულებ,
გარეთ გაგიყვან და ყველაფერს გარედან შევამოწმებთ.
ამ ამბავმა ძალიან ამაღელვა. მაგრამ ჯერ ჯოზის გაკვეთი-
ლი უნდა ჰქონოდა და ვუყურებდი, როგორ გაშალა კუნძულზე
თავისი ფურცლები და როგორ ჩართო თავისი მოგრძო დაფის
ეკრანი.
მისთვის განმარტოების საშუალება რომ მიმეცა, ერთი მა-
ღალი სკამის გამოტოვებით დავჯექი. მალე მივხვდი, რომ გაკ-
ვეთილი მთლად კარგად ვერ მიდიოდა: მასწავლებლის ხმა,
რომელიც ჯოზის ყურსასმენებიდან მოისმოდა, დროდადრო
საყვედურიანი იყო, თავად ჯოზი რაღაცას უაზროდ ჯღაბნიდა
ფურცლებზე და მერე იმ ფურცლებს გვერდით ისე მიყრიდა
ხოლმე, რომ ლამის ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ჩაცვენილიყ-
ვნენ. ერთი პირობა ისიც შევნიშნე, რომ ფანჯარაში რაღაც და-
ინახა და იმ რაღაცამ სრულიად გაუფანტა ყურადღება – პრო-
ფესორს საერთოდ აღარ უსმენდა. ცოტა ხანში, გაღიზიანე-
ბულმაც კი უთხრა ეკრანს:
– ეგ ხომ უკვე გავაკეთე. მართლა გავაკეთე. რატომ არ მი-
ჯერებთ? დიახ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ მითხარით!
გაკვეთილი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს
ჯოზიმ მშვიდად მიმართა თავის პედაგოგს:
– გასაგებია, პროფესორო ჰელმ. დიდი მადლობა. დიახ.
აუცილებლად. ნახვამდის. გმადლობთ დღევანდელი გაკვეთი-
ლისათვის.
მერე ეკრანი ოხვრით გამორთო და ყურსასმენები მოიხ-
სნა. მე რომ დამინახა, მაშინვე სახე გაუბრწყინდა.
– მახსოვს, კლარა, მახსოვს! გარეთ უნდა გავიდეთ, არა?
უბრალოდ, მაცალე, რომ ჭკუაზე მოვიდე. ეგ პროფესორი
ჰელმი... ღმერთო, რა ბედნიერებაა, მაგის სიფათს რომ აღარ
უნდა ვუყურო! სადღაც ძალიან ცხელ ადგილას ცხოვრობს,
როგორც ვხვდები – მუდმივად საშინლად გაოფლიანებულია.
მაღალი სკამიდან ჩამოვიდა და გაიზმორა.

57
– დედამ მითხრა, კარში თუ გახვალთ, მელანიას აუცილებ-
ლად უთხარითო. იცი, რა? შენ უთხარი, სანამ მე ტანსაცმელს
გამოვიცვლი.
დავინახე, რომ ჯოზიც ღელავდა, მაგრამ მივხვდი, რომ მი-
სი აღელვება იმ რაღაცამ გამოიწვია, რაც გაკვეთილის დროს
ფანჯრიდან დაინახა. მოკლედ, მე მოახლე მელანიას მოსაძებ-
ნად გაშლილი გეგმარებისკენ გავემართე.
გაშლილი გეგმარება მთელ სახლში ყველაზე დიდი ოთახი
იყო. იმ ოთახში ორი დივანი და რამდენიმე რბილი დასაჯდომი
მართკუთხედი იდგა; კიდევ იქ უამრავი ბალიში, ლამპა, მცენა-
რე და კუთხის საწერი მაგიდა განეთავსებინათ. იმ დღეს გორ-
გოლაჭებიანი კარი რომ გავაღე, მის უკან ერთმანეთზე გადაბ-
მული ცხაურების მთელი რიგი დამხვდა. მოახლე მელანია
ძლივს გავარჩიე ამ რთული კონსტრუქციის მიღმა. წელგამარ-
თული იჯდა ერთ-ერთ მართკუთხედზე და თავისი დაფის ეკ-
რანს ჩასჩიჩინებდა. მტრული სახით გამომხედა, მაგრამ, რო-
ცა ვუთხარი, მე და ჯოზის კარში გასვლა გვინდა-მეთქი, თავისი
დაფა გადადო და გვერდით აჩქარებული ნაბიჯით ჩამიარა.
ჯოზი ჰოლში დამხვდა, თავის საყვარელ ყავისფერ დალი-
ანდაგებულ ქურთუკს იცვამდა. ის ქურთუკი ზოგჯერ სახლშიც
ეცვა, როცა თავს ცუდად გრძნობდა.
– აბა, კლარა, არც კი მჯერა, რომ ამდენი ხანია ჩვენთან
ცხოვრობ და კარში ერთხელაც არ გასულხარ.
– ჰო, კარში არასდროს გავსულვარ.
ჯოზიმ წამით მიყურა და მერე მკითხა:
– იმის თქმა გინდა, რომ გარეთ საერთოდ არასდროს გა-
სულხარ? მხოლოდ ამ სახლიდან კია არა, საერთოდ?
– ეგრეა. ადრე სულ მაღაზიაში ვიყავი, ახლა კი აქ ვარ.
– ჰოოო, აბა, შენთვის დიდი მოვლენა ყოფილა! გარეთ სა-
შიში არაფერია, იცოდე; არც გარეული მხეცები და არც სხვა
რამ. ასე რომ, წავედით.
როცა მოახლე მელანიამ კარი გააღო, სუფთა ჰაერიც ვიგ-
რძენი და მზის ენერგიაც, რომელიც ჰოლში ჯიქურ შემოიჭრა.
ჯოზიმ გამიღიმა, სახე სიკეთით ჰქონდა აღსავსე. მაგრამ მერე
მოახლე მელანია ჩაგვეჩხირა და, სანამ აზრზე მოვიდოდი, ჯო-

58
ზის მკლავი გაუყარა. ამან ჯოზიც გააკვირვა, მაგრამ არ გაუპ-
როტესტებია. მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რადგა-
ნაც გარეთ ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო და მოახლე მელა-
ნია არ შემცდარა, როცა იფიქრა, რომ იქ ჯოზის სათანადოდ
ვერ მივხედავდი. მოკლედ, ისინი წინ წავიდნენ და მეც უკან
მივყევი.
ბილიკზე მიმობნეულ კენჭებზე შევდგით ფეხი. ის კენჭები,
ჩემი აზრით, შეგნებულად იყო დაყრილი, რომ მანქანას ადვი-
ლად გაევლო. ნაზი და სასიამოვნო სიო უბერავდა და ძალიან
გამიკვირდა, რომ მაღალი ხეები გორაკზე ამ სიოს დაბერვა-
ზეც კი იხრებოდნენ და ტოტებს აქეთ-იქით იქნევდნენ. მაგრამ
მალე სიარულზე მომიწია ყურადღების გადატანამ, რადგანაც
ბილიკზე მანქანის ბორბლებს უამრავი ღრმული დაეტოვები-
ნა.
თვალწინ გადაშლილი ხედი ჩემთვის ნაცნობი იყო, რადგა-
ნაც ოთახის წინა ფანჯრიდან ვხედავდი ხოლმე. ჯოზის და მო-
ახლე მელანიას ფეხდაფეხ მივყვებოდი გზატკეცილზე, რომე-
ლიც ოთახის იატაკივით მყარი და გლუვი იყო. იმ გზაზე კარგა
ხანს ვიარეთ – მას მერეც ვიარეთ, როცა გზის ორსავე მხარეს
მოჭრილი ბალახი გამოჩნდა. მინდოდა, მოვტრიალებულიყა-
ვი, სახლისთვის გამეხედა და წარმომედგინა, გამვლელები
მას როგორს ხედავდნენ. თანაც მსურდა დავრწმუნებულიყავი,
რომ ჩემი ვარაუდები სახლის ნაწილების ურთიერთგანლაგე-
ბასთან დაკავშირებით სწორი იყო, მაგრამ ჯოზი და მოახლე
მელანია ხელიხელგაყრილები განაგრძობდნენ სიარულს და
მე შეჩერება ვერ გავბედე.
მალე მთელი ყურადღების სიარულზე კონცენტრირება
აღარ მჭირდებოდა, ჰოდა, თავი ავიღე და მარცხენა მხარეს ბა-
ლახით დაფარული ფერდობი დავინახე, რომელზეც ბიჭი
ადიოდა. ჩემი გამოთვლით, თხუთმეტი წლისა იქნებოდა, თუმ-
ცა მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, რადგანაც მის სილუეტს
ფერმკრთალი ცის ფონზე ვხედავდი. ჯოზი იმ ფერდობისაკენ
გაემართა და ამ დროს მოახლე მელანიამ უთხრა რაღაც, რა-
საც შენობაში ნამდვილად გავიგონებდი, მაგრამ გარეთ ხმები

59
სხვაგვარად „იქცეოდნენ“. იმას კი მივხვდი, რომ მათ შორის
რაღაც უთანხმოება ჩამოწვა, და გავიგონე, ჯოზიმ რომ თქვა:
– ჰო, მაგრამ მინდა, რომ კლარას გავაცნო.
კიდევ რაღაც სიტყვები იყო, მაგრამ ვერ გავარჩიე. ბოლოს
მოახლე მელანიამ თქვა:
– კაი. ოღონდ ძაან ცოტა ხნით.
და ჯოზის ხელი გაუშვა.
– წამო, კლარა, – მომიბრუნდა ჯოზი, – ფერდობზე ავიდეთ
და რიკი ვნახოთ.
მწვანე ფერდობს რომ მივუყვებოდით, ჯოზის უცებ სუნთქვა
გაუჭირდა, შეჩერდა და მაგრად მომეკრა. ამიტომაც მოვახერ-
ხე წამით უკან გახედვა და იმის დანახვა, რომ უკან მხოლოდ
ჯოზის სახლი კი არა, კიდევ ერთი სახლი იდგა, ოდნავ მოშო-
რებით. ის სახლი ჩვენი ფანჯრიდან არ ჩანდა. ერთი სული
მქონდა, ორივე სახლი გარედანაც შემესწავლა, მაგრამ მთე-
ლი ყურადღება იმაზე უნდა გადამეტანა, რომ ჯოზის არაფერი
მოსვლოდა. ფერდობი რომ ავიარეთ, ჯოზი ისევ გაჩერდა და
სული მოითქვა. იმ ბიჭს ჩვენკენ არც გამოუხედავს და არც
მოგვსალმებია. ხელში რაღაც მრგვალი ხელსაწყო ეჭირა და
ორ სახლს შუა მოქცეულ ცაზე მოფარფატე ჩიტების გუნდს აკ-
ვირდებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ მექანიკური ჩიტები იყ-
ვნენ. ბიჭი იმ ჩიტებს თვალს არ აშორებდა და, როცა თავის
პულტზე რაღაცას თითი დააჭირა, ჩიტები სხვაგვარად გადაჯ-
გუფდნენ.
– ვა, რა მაგარია! – თქვა ჯოზიმ, რომელსაც სუნთქვა ჯერ
კიდევ უჭირდა. – ახლები არიან?
რიკს ჩიტებისთვის თვალი არ მოუშორებია.
– ბოლო ორი ახალია. ეტყობათ, რომ დანარჩენებისაგან
განსხვავდებიან.
ჩიტების გუნდი ჩვენკენ გამოემართა და ახლა თავს დაგ-
ვტრიალებდნენ.
– ჰო, მაგრამ ნამდვილი ჩიტებიც არ არიან ხოლმე ერ-
თნაირები, – უთხრა ჯოზიმ.

60
– ალბათ. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მივაღწიე, რომ
მთელი გუნდი ერთნაირად რეაგირებდეს მიცემულ ბრძანება-
ზე. აი, უყურე!
მექანიკურმა ჩიტებმა დაშვება დაიწყეს და რიგრიგობით
სხდებოდნენ ბალახზე, პირდაპირ ჩვენ წინ. მაგრამ ორი ისევ
ცაში დარჩა და წარბშეკრულმა რიკმა ისევ დააჭირა ღილაკს
თითი თავის პულტზე.
– ჯანდაბა! მაინც არეულია.
– კარგი რა, რიკი, არაჩვეულებრივები არიან.
ჯოზი უცნაურად ახლოს იდგა რიკთან. შეხებით არ ეხებო-
და, მაგრამ ხელები ზედ მის ზურგთან და მარცხენა მხართან
ჰქონდა აწეული.
– იმ ორს სრული გადაწყობა სჭირდება.
– ნუ ღელავ, შენ ყველაფერს მოახერხებ. მომისმინე, რიკი,
სამშაბათი ხომ გახსოვს?
– მახსოვს, მაგრამ მოვალ-მეთქი, ეგ არ მითქვამს.
– კარგი ერთი! ხომ დამთანხმდი!
– დაგთანხმდი არა, ჩემი ფეხები! თანაც, არა მგონია, შენს
სტუმრებს ჩემი დანახვა ძალიან ესიამოვნოთ.
– დიასახლისი მე ვარ და, ვისაც მინდა, იმას დავპატიჟებ!
დედასაც ძალიან გაუხარდება. კარგი რა, რიკი, მაგაზე ხომ ად-
რეც ბევრი ვილაპარაკეთ. ჩვენს გეგმას სერიოზულად თუ ვე-
კიდებით, ეგეთი რამეები ერთად უნდა ვაკეთოთ. შენც ისევე
კარგად უნდა გაართვა თავი ყველაფერს, როგორც მე. თანაც,
მთელ მაგ ბრბოს მე მარტო რატომ უნდა შევხვდე?
– მარტო არც იქნები, ახლა ხომ გვერდით შენი ხმ გყავს.
ბოლო ორი ჩიტიც დაეშვა. რიკმა ისევ დააჭირა ხელი რა-
ღაც ღილაკს და ბალახზე ყველა ჩიტი ძილის რეჟიმში გადავი-
და.
– ღმერთო ჩემო, ერთმანეთს არც კი გაგაცანით! რიკ, ეს
კლარაა!
რიკი კვლავაც თავის პულტს უკირკიტებდა და ჩემკენ არც
კი გამოუხედავს.
– შენ არ ამბობდი, ხმ-ს არასდროს გავიჩენო, – თქვა უცებ.
– ეგ დიდი ხნის წინ იყო.

61
– მაგრამ ამბობდი, არასდროსო.
– დიდი ამბავი! ახლა გადავიფიქრე. თანაც, კლარა უბრა-
ლო ხმ არ გეგონოს! კლარა, მიდი, რამე უთხარი რიკის.
– ამბობდი, არასდროსო.
– მორჩი, რა! პატარები რომ ვიყავით, ათას რამეს ვამბობ-
დით. რატომაც არ უნდა მყავდეს ხმ?
ორივე ხელი უკვე რიკის მარცხენა მხარზე ედო. ისე ეყ-
რდნობოდა, თითქოს მისი სიმაღლეში დაპატარავება და მას-
თან გათანაბრება უნდოდა. თავად რიკს კი, აშკარად, მისი სი-
ახლოვის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა; ფაქტობრივად,
ეს მისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ვიფიქრე, ალბათ, ჯოზის-
თვის ეს ბიჭი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც დედა,
და, ეგებ, ამ ბიჭის მიზნები სულაც ჩემს მიზნებს ჰგავს-მეთქი.
ჰოდა, გადავწყვიტე, კარგად დავკვირვებოდი და დამედგინა,
ჯოზის ცხოვრებაში რა ადგილი ეჭირა.
– რიკის გაცნობა ძალიან მიხარია, – ვთქვი მე. – მაინტე-
რესებს, იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც ჩვენი სახლის მე-
ზობლადაა? უცნაურია, მაგრამ ეგ სახლი ადრე არასდროს შე-
მინიშნავს.
– ჰო, რა, – მიპასუხა რიკმა, თუმცა პირდაპირ ისევ არ შე-
მოუხედავს, – მაგ სახლში ვცხოვრობ, მე და დედა ვცხოვ-
რობთ.
მერე სამივემ სახლებს გავხედეთ და პირველად მოვახერ-
ხე ჯოზის სახლის ექსტერიერის წესიერად დანახვა. შენობა უფ-
რო პატარა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, სახურავის კუთხეებიც
უფრო წაწვეტებული მომეჩვენა, მაგრამ მთლიანობაში მაინც
ისეთი იყო, როგორიც შიგნით ცხოვრებისას წარმომედგინა.
კედლები მთლიანად ერთმანეთზე მჭიდროდ წაფენილი მო-
თეთრო ფიცრებისაგან იყო ნაგები. თავად სახლი სამი დამოუ-
კიდებელი, მაგრამ ერთიან კომპლექსად შეკრული ყუთისაგან
შედგებოდა. რიკის სახლი უფრო პატარა ჩანდა, მხოლოდ იმი-
ტომ არა, რომ უფრო შორს იდგა და ასე ვხედავდი. ისიც ხის
ფიცრებით იყო ნაგები, მაგრამ უფრო მარტივი სტრუქტურა
ჰქონდა – ერთი ყუთისგან შედგებოდა, რომელიც სიმაღლეში
უფრო დიდი იყო, ვიდრე სიგანეში, და ბალახში იდგა.

62
– ჩემი აზრით, რიკი და ჯოზი ერთმანეთის გვერდიგვერდ
გაიზარდნენ, – ვუთხარი რიკს, – როგორც თქვენი სახლები.
რიკმა მხრები აიჩეჩა.
– ჰო რა, გვერდიგვერდ.
– ჩემი აზრით, რიკს ბრიტანული აქცენტი აქვს.
– ალბათ, ცოტათი.
– მიხარია, რომ ჯოზის ასეთი კარგი მეგობარი ჰყავს. იმე-
დი მაქვს, რომ ჩემი არსებობით ხელს არ შევუშლი მათ შესა-
ნიშნავ ურთიერთობას.
– მეც. მაგრამ ურთიერთობას ათასმა სხვა რამემ შეიძლე-
ბა შეუშალოს ხელი.
– კაი, გეყოფათ ახლა! – გაისმა მოახლე მელანიას ხმა
ფერდობის ძირიდან.
– მოვდივართ! – მიაძახა ჯოზიმ და მერე რიკს მიუბრუნდა:
– მომისმინე, რიკ, ეგ შეხვედრა შენსავით მეც არ მსიამოვნებს,
ჰოდა, შენი იქ ყოფნა ძალიან მჭირდება. აუცილებლად უნდა
მოხვიდე.
რიკი ისევ თავის პულტს ჩაუღრმავდა და ჩიტებიც ერთბა-
შად და ერთდროულად აფრინდნენ. ჯოზიმ ჩიტებს გახედა, ხე-
ლები ისევ რიკის მხრებზე ეწყო, ასე რომ, მეგობრები ერთიან
ფიგურას ჰგავდნენ ცის ფონზე.
– გეყოფა, ფეხი გამოადგი! – ყვიროდა მოახლე მელანია.
– ვერა ხედავ, რა ქარია? მანდ ხო არ უნდა მოკვდე?
– მოვდივართ-მეთქი, ჰო! – გასძახა ჯოზიმ და მერე ძალი-
ან მშვიდად უთხრა რიკს:
– სამშაბათს, სამხრობისას, გელოდები, კარგი?
– კარგი.
– ყოჩაღ, რიკი! ესე იგი, პირობა მომეცი და კლარა ამის
მოწმეა.
ჯოზიმ ხელები რიკის მხრებიდან აიღო, ახლა მე ჩამებღაუ-
ჭა და ფერდობიდან დაშვება დავიწყეთ.
ფერდობს მეორე მხრიდან დავუყევით და პირდაპირ ჯოზის
სახლთან აღმოვჩნდით. ეს მხარე უფრო ციცაბო იყო და მოახ-
ლე მელანიამ ქვემოთ ვიშვიში ატეხა. ბოლოს გაჩუმდა და სას-
წრაფოდ ჩვენს დასახვედრად გამოემართა. როდესაც მოცე-

63
ლილ ბალახზე ვეშვებოდით, უკან გავიხედე და რიკის ფიგურა
დავინახე. ისევ ცის ფონზე გამოსახული სილუეტი იყო. ჩვენკენ
არ იყურებოდა, რუხ ცაზე მოფარფატე ჩიტებს გასცქეროდა.
შინ რომ დავბრუნდით და ჯოზიმ თავისი დალიანდაგებული
ქურთუკი გაიხადა, მოახლე მელანიამ იოგურტის სასმელი და-
უმზადა და ორივე კუნძულს ვუსხედით, სანამ ჯოზი თავის სას-
მელს კოქტეილის ჩხირით წრუპავდა.
– ვერ დამიჯერებია, რომ პირველად გახვედი კარში, –
მითხრა ჯოზიმ. – აბა, როგორი იყო?
– ძალიან მომეწონა. ქარი, განსხვავებული აკუსტიკა –
ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, – ვთქი და მერე დავუ-
მატე: – და ძალიან გამიხარდა რიკის გაცნობა.
ჯოზიმ კოქტეილის ჩხირს იმ ადგილას მოუჭირა თითები,
საიდანაც სასმელიდან ამოდიოდა.
– მეეჭვება, რომ რიკმა დღეს შენზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა. ზოგჯერ ძალიან დაიმორცხვებს ხოლმე. მაგრამ ძა-
ლიან კარგი ვინმეა. როცა ცუდად ვხდები და მინდა, რამე კარ-
გზე ვიფიქრო, სულ იმ კარგ რამეებზე ვფიქრობ, რის გაკეთე-
ბასაც ერთად ვაპირებთ... აი, ნახავ, შეხვედრაზე აუცილებ-
ლად მოვა.

***

იმ საღამოს, ვახშმობისას, ყველა ლამპა გამორთეს, გარ-


და იმ ერთისა, რომელიც პირდაპირ კუნძულს დაჰნათოდა.
ამას საერთოდაც ხშირად აკეთებდნენ. მეც სამზარეულოში ვი-
ყავი, რადგან ჯოზის ასე უნდოდა, მაგრამ ვცდილობდი, მათი
პირადი ურთიერთობისათვის ხელი არ შემეშალა და ჩაბნელე-
ბულ ნაწილში დავრჩი, სახით მაცივრისაკენ მიბრუნებული.
რამდენიმე წუთს ვუსმინე ჯოზისა და დედამისის მხიარულ საუ-
ბარს. ბოლოს, ისეთივე მსუბუქი ტონით, როგორითაც მანამ-
დე, ჯოზიმ იკითხა:
– დედა, როცა ასეთი მაღალი ნიშნები მაქვს, ჩემთვის მა-
ინც სავალდებულოა ეგ სოციალიზაცია?

64
– რა თქმა უნდა, საყვარელო. მხოლოდ ის არ კმარა, რომ
ჭკვიანი ხარ, სხვებთან ურთიერთობის დამყარებაც უნდა მო-
ახერხო.
– ურთიერთობის დამყარებას ისედაც ვახერხებ, ოღონდ
მაგათთან ვერა.
– ეგენი შენი დონისა და შენი ასაკის სოციალური ჯგუფია.
კოლეჯში ათასნაირ ადამიანთან მოგიწევს ურთიერთობა. მე,
სანამ კოლეჯში გადავიდოდი, წლები და წლები ყოველდღიუ-
რად ვურთიერთობდი სხვა ბავშვებთან, მაგრამ შენთვის, მთე-
ლი შენი თაობისათვის, ეგ ყველაფერი ადვილი არ იქნება, ახ-
ლავე თუ არ მივხედავთ მაგ ამბავს. ვისაც ეგეთი სოციალური
შეხვედრები ცოტა ჰქონია, ყველა ცუდად სწავლობს კოლეჯში.
– კოლეჯამდე ძალიან დიდი დროა, დედი.
– არც ისე დიდი, როგორც ახლა გეჩვენება, – უთხრა დე-
დამ და მერე უფრო რბილად დასძინა: – ნუ ჯიუტობ, საყვარე-
ლო. შეგიძლია, კლარაც გააცნო, მათთვის ძალიან საინტერე-
სო იქნება.
– ისინი ჩემი მეგობრები არ არიან, დედა. და, თუ აუცილე-
ბელია, რომ მაინცა და მაინც მე ვუმასპინძლო მაგ შეხვედრას,
მინდა, რომ რიკიც აქ იყოს.
წამით ჩემ უკან სიჩუმე ჩამოწვა. მერე დედამ თქვა:
– კი ბატონო, რიკიც მოვიდეს.
– მაგრამ შენ ეგ აზრი დიდად არ მოგწონს, არა?
– არა, რას ამბობ. რიკი ძალიან კარგი პიროვნებაა და, თა-
ნაც, ჩვენი მეზობელია.
– ესე იგი, დავპატიჟოთ?
– რა თქმა უნდა. ოღონდ, თუ თვითონაც მოინდომებს მოს-
ვლას. ეს მისი არჩევანი უნდა იყოს.
– ფიქრობ, რომ სხვები ცუდად მიიღებენ?
კიდევ ერთი დაყოვნების მერე, დედამ თქვა:
– არა მგონია, ვინმე ცუდად მოექცეს. და, თუ ცუდად მოექ-
ცევიან, ეს მათი ჩამორჩენილობის ნიშანი იქნება, სხვა არაფე-
რი.
– ესე იგი, მიზეზი, რომ რიკი არ მოვიდეს, არ არსებობს.

65
– ერთადერთი მიზეზი ის იქნება, თავად თუ არ მოინდო-
მებს მოსვლას.
მოგვიანებით, როცა ჯოზის ოთახში მარტო დავრჩით და
ჯოზი დასაძინებლად დაწვა, ჩუმად წაილაპარაკა:
– იმედია, რიკი მოვა იმ საზიზღარ წვეულებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო, გამიხარ-
და, ჯოზიმ იმ წვეულების საკითხი რომ აღძრა, რადგანაც ჩემ-
თვის, ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ იყო გაუგებარი.
– ჰო, მეც იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოვა, – ვთქვი
და დავუმატე: – სტუმრები თავიანთი ხმ-ებით მოვლენ?
– არა, ეგ მიღებული არ არის. ასეთ შეხვედრებს მხოლოდ
იმ სახლის ხმ-ები ესწრებიან, სადაც ეს სოციალიზაცია იმარ-
თება ხოლმე.
– ესე იგი, ჯოზის უნდა, რომ შეხვედრას მეც დავესწრო?
– აბა, რა. მაგრამ შენ შეიძლება სულაც არ მოგეწონოს. ეგ
შეხვედრები დიდი საზიზღრობაა, გაფრთხილებ.

***

სოციალიზაციის დღის დილას ჯოზი ძალიან აღელვებული


იყო. ნასაუზმევს თავის ოთახში აბრუნდა, რომ სათანადო ტან-
საცმელი შეერჩია. მაშინაც კი, როცა პირველი სტუმრები მო-
ვიდნენ და მოახლე მელანიამ უკვე მესამედ დაუძახა ჯოზის,
ჯერ ისევ თმას ივარცხნიდა. ბოლოს, ქვედა სართულიდან მო-
მავალი ბევრი ხმის ფონზე, ვუთხარი:
– მგონია, დროა, რომ მე და ჯოზი ქვედა სართულზე ჩავი-
დეთ.
მაშინღა დააგდო თმის ჯაგრისი ტუალეტის მაგიდაზე და
თქვა:
– მართალი ხარ, სხვა რა გზა გვაქვს.
კიბეზე ჩამავალმა დავინახე, რომ ჰოლი მხიარულად მოსა-
უბრე უცნობებით იყო სავსე. ბავშვების თანმხლები უფროსები
იყვნენ, მხოლოდ ქალები. ახალგაზრდული ხმები გაშლილი
გეგმარებიდან ისმოდა, მაგრამ გორგოლაჭებიანი კარი დახუ-

66
რული იყო, ასე რომ, ჯოზის სტუმრები არ ჩანდნენ. ჩემ წინ მი-
მავალი ჯოზი მეოთხე საფეხურზე გაჩერდა. შეიძლებოდა, უკა-
ნაც აბრუნებულიყო, ერთ-ერთი უფროსი რომ არ შეხმიანებო-
და:
– გამარჯობა, ჯოზი! როგორა ხარ?
ჯოზიმ ხელი აუწია და მერე დედამ, რომელმაც უფროსებში
გზა გამოიკვლია, გაშლილი გეგმარებისაკენ მიუთითა:
– იქით შედი, მეგობრები იქ გელოდებიან.
მეგონა, დედა კიდევ რამეს იტყოდა ჯოზის შესაგულიანებ-
ლად, მაგრამ უფროსები ღიმილითა და მხიარული საუბრით
შემოესივნენ და მათკენ მიბრუნებამ მოუწია. ჯოზი, ახლა უკვე
უფრო გათამამებული, დარჩენილ საფეხურებსაც ჩაუყვა და
ბრბოს შეერია. უკან გავყევი და მეგონა, გაშლილი გეგმარები-
საკენ გაუხვევს-მეთქი, მაგრამ სადარბაზო კარისაკენ გაემარ-
თა. კარი ღია იყო და იქიდან სუფთა ჰაერი შემოდიოდა. ჯოზი
ისე მიდიოდა, თითქოს კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა.
გამვლელი იფიქრებდა, სტუმრებმა რაღაც მნიშვნელოვანი
დაავალეს და საქმეზე მიეშურებაო. ასე იყო თუ ისე, არავის შე-
უჩერებია, მე კი, ფეხდაფეხ რომ მივდევდი, ათასობით ხმა მეს-
მოდა. ვიღაც ამბობდა: „დიახ, პროფესორი კვანი შესანიშნა-
ვად ასწავლის ჩვენს შვილებს მათემატიკურ ფიზიკას, მაგრამ
ეგ იმის უფლებას მაინც არ აძლევს, რომ ბავშვებს ეუხეშოს“.
მეორე ხმამ თქვა: „ევროპა. საუკეთესო შინამოსამსახურეები
ისევ ევროპიდან არიან“. ვიღაცამ ჯოზისაც მიმართა, როდესაც
გვერდით ჩაუარა, და აი, სადარბაზო კარსაც მივაღწიეთ და
სუფთა ჰაერი შევისუნთქეთ.
ჯოზიმ ცალი ფეხი და თავი კარში გაჰყო და დაიყვირა:
– მოდი, მოდი, მანდ რას დგახარ!
მერე კარის სახელურს მოეჭიდა და სახლის კუთხისკენ გა-
დახრილმა ისევ დაიძახა: – ჩქარა, რა! ყველა უკვე ადგილზეა!
რიკი კარს მოუახლოვდა. ჯოზი მკლავზე მოებღაუჭა და ჰო-
ლისაკენ წაიყვანა.
რიკს ზუსტად ისე ეცვა, როგორც ფერდობზე – ჯინსებსა და
სვიტრში იყო გამოწყობილი, მაგრამ უფროსების ყურადღება

67
მაინც მიიქცია. საუბარი არ შეუწყვეტიათ, მაგრამ ხმას და-
უწიეს. მერე ბრბოს დედა გამოეყო.
– გამარჯობა, რიკ! მობრძანდი, კეთილი იყოს შენი მოს-
ვლა! – ხელი ზურგს უკან ამოსდო და სტუმრებით სავსე ჰოლი-
საკენ გაუძღვა. – მეგობრებო, ეს რიკია, ჩვენი ახლობელი და
მეზობელი. ზოგიერთი თქვენგანი უკვე იცნობს.
– როგორა ხარ, რიკ? რა კარგია, რომ მოხვედი, – უთხრა
ახლოს მდგომმა ქალმა.
მერე ყველა უფროსი ერთბაშად მიესალმა და თან სასია-
მოვნო რამეებს ეუბნებოდნენ, მაგრამ უცნაური დაეჭვება მა-
ინც შევნიშნე მათ ხმებში. დედამ სხვების ხმა გადაფარა და
რიკს ჰკითხა:
– მომისმინე, რიკ, დედა ხომ კარგადაა? რამდენი ხანია,
აღარ შემოუვლია.
– კარგადაა, გმადლობთ, მისიზ არტურ.
რიკმა ეს რომ თქვა, ყველა გაყუჩდა. მაღალმა ქალმა, ჩემ
უკან, ჰკითხა:
– როგორც მივხვდი, აქვე ახლოს ცხოვრობ, არა?
რიკი აქეთ-იქით იყურებოდა, რომ მიმხვდარიყო, ვინ მი-
მართავდა.
– დიახ, მემ. სინამდვილეში, ჩემი სახლი ერთადერთი სახ-
ლია, რომელსაც კარში გასული დაინახავთ, – მერე ოდნავ ჩა-
იცინა და დააყოლა: – ამ სახლის გარდა, რა თქმა უნდა.
მის ამ ნათქვამზე ყველამ ხმამაღლა გაიცინა, რიკის გვერ-
დით მდგომმა ჯოზიმ კი ნერვიულად ჩაიღიმა, თითქოს ეს ბო-
ლო რეპლიკა რიკმა კი არა, თვითონ თქვა.
კიდევ ერთმა ხმამ აღნიშნა:
– აქ ისეთი სუფთა ჰაერია, თავს დავდებ, საცხოვრებლად
იდეალური ადგილი იქნება.
– გმადლობთ, მემ. აქ მართლაც ძალიან კარგია, – თქვა
რიკმა, – სანამ საქმე პიცის სწრაფ დაკვეთაზე მიდგება.
ყველამ კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა და მათ ამჯერად
ჯოზიც შეუერთდა, ბედნიერი და გაბრწყინებული.

68
– კარგი, ჯოზი, რიკს გაუძეხი და სხვებთან მიიყვანე. ხომ
იცი, დღეს ყველას დიასახლისი შენა ხარ. მიდი, მიდი, საყვა-
რელო!
უფროსებმა გზა გაუთავისუფლეს და ჯერ კიდევ რიკის
მკლავს ჩაბღაუჭებული ჯოზი მეგობარს გაშლილი გეგმარები-
საკენ გაუძღვა. ჩემკენ არცერთს არ გამოუხედავს და მთლად
დარწმუნებული არ ვიყავი, უნდა გავყოლოდი თუ არა. როცა
წავიდნენ, უფროსები კვლავ შეჯგუფდნენ, მე კი კართან დავ-
რჩი. ვიღაცის ხმამ იქვე თქვა:
– მშვენიერი ბიჭია. მგონი, მეზობლად ცხოვრობს, არა?
კარგად ვერ გავიგონე.
– დიახ, რიკი ჩვენი მეზობელია. ეგ და ჯოზი ლამის დაბადე-
ბიდან მეგობრობენ, – თქვა დედამ.
– რა კარგია!
მერე ერთმა ზორბა, სამზარეულოს ბლენდერის ფორმის
ქალმა თქვა:
– ძალიან გონიერი ჩანს. რა საცოდაობაა, ეგეთ ბიჭს არა-
ნაირი პერსპექტივა რომ არა აქვს.
– მაგას ვერც კი წარმოვიდგენდი, – გაიკვირვა მეორე
ხმამ. – თავი ისე კარგად ეჭირა. ბრიტანული აქცენტი აქვს,
არა?
– ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, – თქვა ბლენდერ-
მა, – რომ მომავალმა თაობამ ისწავლოს, თავი კომფორტუ-
ლად როგორ იგრძნოს ნებისმიერი ტიპის ადამიანთან. პიტერი
სულ მაგას გაიძახის.
მერე, როცა კიდევ ერთმა ხმამ დასტურად რაღაც წაილუღ-
ლუღა, ბლენდერმა დედას ჰკითხა:
– მისმა მშობლებმა რა... უბრალოდ, იფიქრეს და გადაწ-
ყვიტეს, უარი ეთქვათ? შეეშინდათ?
დედას სახიდან კეთილი ღიმილი გაუქრა და ყველა, ვინც
ბლენდერის სიტყვები გაიგონა, ერთბაშად გაჩუმდა. თვით
ბლენდერსაც კი, სრულიად თავზარდაცემულს, ენა ჩაუვარდა.
– უიმე, კრისი, ეგ რა სულელურად მომივიდა! სულაც არ
მინდოდა...
– არა უშავს, – უთხრა დედამ. – დავივიწყოთ.

69
– კრისი, ძალიან ვწუხვარ! ზოგჯერ ისე გამოვტვინდები
ხოლმე, რომ... მხოლოდ ის მინდოდა...
– მაგის ჩვენ ყველას გვეშინია, – გაისმა უფრო თამამი ხმა,
– ყველა აქ მყოფს!
– ყველაფერი რიგზეა, ნუღარაფერს ვიტყვით, – თქვა დე-
დამ.
– კრისი, მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ასეთი სასია-
მოვნო ყმაწვილი... – ისევ ალუღლუღდა ბლენდერი.
– ზოგს მეტად გაგვიღიმა ბედმა და ზოგს – ნაკლებად, –
თქვა ერთმა შავკანიანმა ქალმა, წინ წამოიწია და დედას მხარ-
ზე თანაგრძნობის ნიშნად ხელი დაადო.
– მაგრამ ჯოზი ახლა ხომ კარგადაა, არა? – თქვა სხვა ხმამ.
– ბევრად უკეთ გამოიყურება.
– ხან კარგადაა და ხან ცუდად, – თქვა დედამ.
– ნამდვილად ბევრად უკეთ გამოიყურება.
– აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, – თქვა ბლენდერ-
მა. – შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, მხნეობა რომ არ დაკარგე და ამ
ყველაფერს გაუძელი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება
და ჯოზი ერთ დღესაც დიდ მადლობას გეტყვის ყველაფრისათ-
ვის.
– საკმარისია, პამ! – თქვა შავკანიანმა, ბლენდერს ხელი
მოჰკიდა და გვერდით გაიყვანა. დედამ კი ბლენდერს გახედა
და მშვიდად წარმოთქვა:
– როგორ ფიქრობ, სალიც მადლობას მეტყოდა?
ამის გაგონებაზე ბლენდერი აქვითინდა.
– მაპატიე, მაპატიე, გთხოვ! რა სულელი ვარ, პირს გავა-
ღებ თუ არა... – ხმამაღლა ამოიოხრა და განაგრძო: – ახლა
ხომ ყველა ხედავთ, რა შტერი ვარ, ქვეყნად ყველაზე სულელი
ქალი ვარ. უბრალოდ, ის ბიჭი ძალიან მომეწონა და ვიფიქრე,
რა უსამართლობა არის-მეთქი... მაპატიე, კრისი, მაპატიე.
– ძალიან გთხოვ, გეყოფა უკვე, ნუღარ განიცდი, – უთხრა
დედამ, მერე თავს ძალა დაატანა, მასთან მივიდა და ოდნავ
გულში ჩაიკრა. ბლენდერიც მაშინვე მოეხვია და ახლა დედას
მხარზე აქვითინდა.

70
უხერხული დუმილი იდგა. მერე შავკანიანმა ქალბატონმა
მხიარულად აღნიშნა:
– ბავშვები ისე წყნარად არიან, მე მგონი, ყველაფერი რიგ-
ზეა, თორემ ერთმანეთს რომ წაჰკიდებოდნენ, აუცილებლად
გავიგონებდით.
ყველამ გაიცინა, მერე კი დედამ შეცვლილი ხმით თქვა:
– აქ რას ვდგავართ? ყველას სამზარეულოში გეპატიჟე-
ბით. მელანიამ ისევ თავისი ნაციონალური ღვეზლები გამოგ-
ვიცხო.
ვიღაცის ხმამ მოჩვენებითი ჩურჩულით წარმოთქვა:
– ვფიქრობ, ფეხს იმიტომ ვითრევთ, რომ ყური კარზე
გვაქვს მიდებული.
ამას ისევ მხიარული სიცილი მოჰყვა და დედასაც სახეზე
ღიმილი დაუბრუნდა:
– მოკლედ, ჩვენი ჩარევა საჭირო თუ გახდება, ამას ისედაც
გავიგონებთ. გთხოვთ, წამობრძანდით.
უფროსები სამზარეულოსაკენ რომ გაემართნენ, გაშლი-
ლი გეგმარებიდან ბავშვების ხმები უკეთ გავიგონე, მაგრამ
რას ამბობდნენ, მაგას უკვე ვეღარ ვარჩევდი. ერთმა უფროს-
მა, რომელმაც გვერდით ჩამიარა, თქვა: – ჩემი ჯენი საკმაოდ
აფორიაქებული იყო იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ. მთელი შა-
ბათ-კვირა ვუხსნიდით, რომ ყველაფერი არასწორად გაიგო.
– კლარა, შენ ისევ აქ ხარ?
დედა ჩემ წინ იდგა.
– დიახ.
– და შიგნით რატომ არ შეხვედი ჯოზისთან ერთად?
– მაგრამ... თვითონ არ წამიყვანა.
– მიდი, მიდი, იქ სჭირდები. თანაც სხვა ბავშვებსაც უნდათ
შენი გაცნობა.
– დიახ, რა თქმა უნდა. გთხოვთ, მაპატიოთ.
მზემ ერთად შეყრილი ამდენი ბავშვი რომ შენიშნა, უხვად
მოჰფინა თავისი ენერგია გაშლილ გეგმარებას. იქაური დივ-
ნების, მართკუთხა დასაჯდომების, დაბალი მაგიდების, ქოთ-
ნის მცენარეებისა და ფოტოალბომების რთული კომპლექსი,
რომელიც ძლივს ავითვისე, ახლა ისე შეცვლილიყო, რომ

71
ოთახი ძლივს ვიცანი. ბავშვები ყველგან იყვნენ. იატაკი და
ოთახში არსებული ყველა ზედაპირი მოფენილი იყო მათი ჩან-
თებით, ქურთუკებითა და აპარატურით. თანაც ოთახის მთელი
სივრცე, უშორეს კედლამდე, ორ იარუსად განთავსებულ ოც-
დაოთხ სექციად იყო დაყოფილი. ასეთი დაყოფის გამო, ძალი-
ან გამიჭირდა სრული სურათის დანახვა, მაგრამ თანდათან
როგორღაც მაინც გავერკვიე. ჯოზი ოთახის შუაგულში იდგა
და სამ სტუმარს ელაპარაკებოდა. თავები ლამის ერთმანეთზე
ჰქონდათ მიდებული და ისე იდგნენ, რომ მათი სახეების ზედა
ნაწილი, თვალების ჩათვლით, ზედა იარუსის სექციაში აღმოჩ-
ნდა, ყბები და ნიკაპები კი ქვედა იარუსის ერთ სექციაში შეჭეჭ-
ყილიყო. ბავშვების უმეტესობა ფეხზე იდგა და მათი ნაწილი
სექციიდან სექციაში გადადიოდა. უშორეს კედელთან სამი ბი-
ჭი მოდულურ დივანზე ჩამომჯდარიყო და, მიუხედავად იმისა,
რომ შორიშორს ისხდნენ, მათი სახეები ერთ სექციაში მოხ-
ვედრილიყო. კიდეში, ფანჯარასთან ახლოს მჯდომი ბიჭის ერ-
თი გაშლილი ფეხი კი მხოლოდ მეზობელ სექციამდე კი არ იწე-
ლებოდა, არამედ კიდევ ერთ სექციაშიც გადადიოდა. ამ სამ
სექციას უსიამოვნო შეფერილობა ჰქონდა – ავადმყოფურად
ყვითელი – და ამან ცოტა ხნით ამაფორიაქა. მერე, ოთახში
მობორიალე სხვა ბავშვებმა გადაფარეს მათი ხედი და მეც ირ-
გვლივ გაჟღერებულ ხმებზე გადავერთე.
ოთახში რომ შევედი, ვიღაცამ მაშინვე თქვა: „უი, აი ახალი
ხმ, ნახეთ, რა საყვარელია“, დანარჩენი ხმები კი რიკზე ლაპა-
რაკობდნენ. ეტყობა, ჯოზი აქამდე რიკთან ერთად იყო, მაგრამ
სტუმრებთან საუბარმა აიძულა, რომ მასთან ზურგით დამდგა-
რიყო. ამიტომ რიკი ახლა მარტო იდგა და არავის ელაპარაკე-
ბოდა.
– ჯოზის მეგობარია, ახლოს ცხოვრობს, – თქვა ვიღაც გო-
გონამ ჩემს ზურგს უკან.
– კარგად უნდა მოვექცეთ. საწყალი, ალბათ, ძალიან
უხერხულ მდგომარეობაშია.
– ნეტავი, ჯოზიმ რატომ მოიყვანა? ცხადია, აქ უხერხულად
იქნება.

72
– მოდი, რამე შევთავაზოთ, რომ თავი უცხოდ აღარ იგ-
რძნოს.
გოგონამ, რომელიც ძალიან გამხდარი იყო და უჩვეულოდ
გრძელი მკლავები ჰქონდა, შოკოლადით სავსე მეტალის
ლანგარს დაავლო ხელი და რიკისკენ გაემართა. მეც ცოტა წინ
წავიწიე და გავიგონე, რიკს რომ მიმართა:
– უკაცრავად, კამფეტები ხომ არ გინდა?
რიკი, რომელიც აქამდე სამ სტუმართან მომუსაიფე ჯოზის
უყურებდა, ახლა გრძელმკლავება გოგონასაკენ მოტრიალ-
და.
– მიდი, მიდი, მიირთვი, – უთხრა გოგონამ და ლანგარი
გაუწოდა, – ძალიან გემრიელია.
– დიდი მადლობა, – თქვა რიკმა, ლანგარს დახედა და
პრიალა მწვანე ქაღალდში გახვეული შოკოლადი აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ყაყანი იდგა, ახლა უცებ
ყველა, ჯოზისა და მისი სამი სტუმრის ჩათვლით, ერთბაშად გა-
ჩუმდა და რიკს მიაჩერდა.
– ყველას ძალიან გვესიამოვნა შენი ნახვა, – განაგრძო
გრძელმკლავებამ. – ჯოზის მეზობელი ხარ, არა?
– დიახ, აქვე ახლოს ვცხოვრობ, აქედან მეორე სახლში.
– მეორე სახლში? რა სასაცილოა! აქ ხომ, ჯოზის და შენი
სახლების გარდა, გარშემო სხვა სახლი არც არის.
სამი გოგონა, რომელიც აქამდე ჯოზის ესაუბრებოდა, ახ-
ლა გრძელმკლავებას მიუცუცქდა და რიკს უღიმოდა. ჯოზის
ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, მაგრამ გაფაციცებული და
დაძაბული მისჩერებოდა მოსაუბრეებს.
– მართალია, – ჩაიცინა რიკმა, – მაგრამ ჩემი სახლი მაინც
მეორეა, პირველი ხომ არა.
– გეთანხმები. დარწმუნებული ვარ, აქ, ასე მოშორებით
რომ ცხოვრობთ, ძალიანაც მოგწონთ; გარშემო ისეთი სიწყნა-
რეა.
– დიახ, ძალიან კარგია, სანამ კინოში წასვლა არ მოგინ-
დება.
მივხვდი, რომ რიკს ეგონა, მის ამ ნათქვამზე მსმენელები
ისევე გაიცინებდნენ, როგორც უფროსებმა გაიცინეს პიცის მო-

73
ტანასთან დაკავშირებულ ხუმრობაზე. მაგრამ ოთხი გოგო
ისევ თანაგრძნობით აღსავსე თვალებით უყურებდა.
– ესე იგი, კინოებს შენს DS-ზე არ უყურებ ხოლმე? – ჰკით-
ხა ერთ-ერთმა.
– კი, ზოგჯერ. მაგრამ ნამდვილ კინოთეატრში სიარული
უფრო მიყვარს – ფართო ეკრანი, ნაყინი. მე და დედას ეგეთი
რამეები ძალიან გვიყვარს. უბედურება ისაა, რომ ძალიან
შორს წასვლა გვიწევს.
– ჩვენი კვარტალის ბოლოში დიდი კინოთეატრია, – თქვა
გრძელმკლავებამ, – მაგრამ ძალიან იშვიათად დავდივართ.
– რა მაგარია! კინოები ჰყვარებია!
– მისი, გთხოვ! დიდი ბოდიში, ჩემს დას უნდა აპატიოთ. ესე
იგი, კინოები გიყვართ? ალბათ, ისვენებ ხოლმე, არა?
– ნაღდად ბოევიკები გეყვარება, – თქვა გოგონამ, რო-
მელსაც მისი ერქვა.
რიკმა შეხედა, გაიღიმა და თქვა:
– ზოგი მართლაც კარგია, მაგრამ მე და დედას ძველი
ფილმების ყურება გვიყვარს. მაშინ ყველაფერი სხვანაირად
იყო. მაგ ფილმებს რომ უყურებ, ხვდები, როგორი რესტორნე-
ბი არსებობდა, ადამიანები როგორ იცვამდნენ.
– მაგრამ ბოევიკები მაინც გიყვარს, ხომ ასეა? – თქვა
გრძელმკლავებამ. – მანქანებით ერთმანეთს გიჟებივით რომ
დასდევენ და რაღაც ეგეთები.
– გაიგონეთ? – თქვა ერთმა გოგონამ ჩემ უკან. – თურმე
კინოში დედასთან ერთად დადის. რა საყვარლობაა.
– დედაშენს არ უყვარს, როცა კინოში მეგობრებთან ერ-
თად მიდიხარ?
– არა, მთლად ეგრე არ არის... უბრალოდ, მე და დედას
ერთად სიარული გვიყვარს.
– „ოქროს სტანდარტი“ ნანახი გაქვს?
– დედამისს ეგეთი კინო ნაღდად არ მოეწონებოდა.
ჯოზი ახლა კი დაიძრა ადგილიდან და რიკს წინ აეტუზა.
– კარგი რა, რიკ! – ხმაზე გაბრაზება დაეტყო. – უთხარი,
რისი ყურება გიყვარს, ეგ აინტერესებთ, სხვა არაფერი. რისი
ყურება გიყვარს?

74
რამდენიმე სტუმარმა კიდევ მოიყარა თავი რიკის გარშემო
და მას ახლა მხოლოდ ნაწილობრივ ვხედავდი, მაგრამ მივ-
ხვდი, რომ უცებ რაღაც შეიცვალა.
– რისი ყურება? – თქვა რიკმა, მაგრამ ჯოზის კი არა, და-
ნარჩენებს მიმართა. – იმ ფილმების ყურება მიყვარს, ათასი
საშინელება რომ ხდება: ადამიანებს პირიდან მწერები რომ
გამოუძვრებიან და რაღაც მაგდაგვარების.
– მართლა?
– შეიძლება, ვიკითხო, ასეთი დაკითხვა რატომ მომიწყეთ?
რაში გაინტერესებთ, როგორი ფილმები მიყვარს?
– ამას დაკითხვა კი არა, საუბარი ჰქვია, – უთხრა გრძელ-
მკლავებამ.
– შოკოლადს რატომ არ ჭამს? უბრალოდ, ხელში უჭირავს,
– აღნიშნა მისიმ.
რიკი მიუბრუნდა, შეფუთული შოკოლადი გაუწოდა და უთ-
ხრა:
– აჰა, გამომართვი, ეგებ, შენ უფრო გამოგადგეს.
მისიმ გაიცინა და უკან დაიხია.
– მომისმინე, – თქვა გრძელმკლავებამ, – ეს, ასე ვთქვათ,
მეგობრული შეხვედრაა, ხვდები?
რიკმა სწრაფად გახედა ჯოზის, რომელიც კიდევ უფრო გაბ-
რაზებული უყურებდა. მერე ისევ სხვა გოგონებს მიუბრუნდა:
– მეგობრული, როგორ არა! ალბათ, ძალიან გესიამოვნე-
ბოდათ იმის გაგება, რომ ხოჭოებიანი ფილმების ყურება მიყ-
ვარს.
– ხოჭოებიანი ფილმების? – იკითხა ვიღაცამ. – ეგ რა, ახა-
ლი ჟანრია?
– ნუ დასცინი, – ბრძანა გრძელმკლავებამ, – უფრო გუ-
ლისხმიერი უნდა იყო. ხომ ხედავ, როგორ ცდილობს და გა-
მოსდის კიდეც.
– ჰო, მაგრა გამოსდის, – და რამდენიმე ხმამ ერთად ჩა-
იქირქილა. ის იყო, რიკი სწრაფად მიუბრუნდა მოქირქილეებს,
რომ ჯოზიმ ხელი გაიწოდა და შოკოლადი გამოართვა.
– მომისმინეთ, მინდა, კლარა გაგაცნოთ. აი, შეხედეთ, ეს
კლარაა.

75
ჟესტით მანიშნა, მომიახლოვდიო, და, როცა მისკენ წავე-
დი, ყველამ მე შემომხედა. რიკმაც გამომხედა, მაგრამ წამით,
და მერე კუთხეში ცარიელი მაგიდისაკენ გადაინაცვლა. ყველა
მოეშვა, რადგანაც ყურადღება ახლა ჩემზე გადმოიტანეს.
გრძელმკლავებამაც კი დაკარგა ინტერესი რიკის მიმართ და
მე მომაჩერდა.
– ვაი, რა ლამაზი ხმ ყოფილა! – თქვა და ჯოზისკენ კონფი-
დენციალური სახით დაიხარა. მეგონა, ჩემზე კიდევ რაღაცას
ეტყოდა, მაგრამ სულ სხვა რამე უთხრა:
– დენის ხომ ხედავ? მოვიდა თუ არა, მაშინვე ამაყად გამო-
აცხადა, პოლიციამ დამაკავაო. არც გამარჯობა უთქვამს და
არც არაფერი. ვუთხარი, ჯერ უნდა მოგვესალმო და მოგვი-
კითხო-მეთქი, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ვერ შეიგნო, ისევ
იმით ტრაბახობდა, პოლიციამ დამაკავაო.
– მართლა? – ჯოზიმ მოდულურ ტახტზე მსხდომ ბიჭებს გა-
ხედა. – ესე იგი, ჰგონია, რომ კრიმინალი თუ ხარ, მაგარია?
გრძელმკლავება გოგომ გაიცინა და ჯოზი იმ ფიგურის ნა-
წილად იქცა, ხუთი გოგოს გამოსახულება რომ იყო.
– მერე საკუთარმა ძმამ გაყიდა. ძალიან ბევრი ლუდი და-
ლია, ეგ იყო და ეგო.
– ჩუმად, იცის, რომ მასზე ვლაპარაკობთ, – აღნიშნა რო-
მელიღაცამ.
– იცის და იცოდეს. პოლიციელებს გათიშული უპოვიათ და
შინ წაუყვანიათ. ეგ კიდე, დამაპატიმრესო და რაღაც ეგეთებს
გაიძახის.
– არც გამარჯობა და არც როგორ გიკითხოთ.
– მისი, შენ თვითონ თუ მიესალმე ჯოზის? რაღაც ვერ გავი-
გონე, რომ სალამი გეთქვა. ნეტავი, მაგ დენიზე უკეთესი რითი
ხარ?
– როგორ არა, მივესალმე.
– ჯოზი, შენ თუ გაიგონე, ჩემი და რომ მოგესალმა, როცა
შემოხვედი?
მისი აშკარად ანერვიულდა.
– სალამი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ, ეტყობა, ვერ გაიგონა.

76
– ეი, ჯოზი! – გამოსძახა ბიჭმა დენიმ შორეული კუთხიდან,
სადაც დივანზე იჯდა და ფეხები ბალიშებზე შემოეწყო. – ჯოზი,
მაგ შენს ახალ ხმ-ს უთხარი, ერთი აქეთ მოვიდეს.
– მიდი, კლარა, და იმ ბიჭებს მიესალმე, – მითხრა ჯოზიმ.
მაშინვე არ გავნძრეულვარ. ნაწილობრივ, ალბათ, იმი-
ტომ, რომ ჯოზის ხმამ გამაკვირვა. ისეთი ხმა იყო, როგორი-
თაც მოახლე მელანიას მიმართავდა ხოლმე, და არა ისეთი,
როგორითაც მე მელაპარაკებოდა.
– რა სჭირს? – დენი ტახტიდან წამოდგა. – ბრძანებებს ვერ
აღიქვამს?
ჯოზიმ მკაცრად შემომხედა. მეც ავიღე და ბიჭების ტახტის-
კენ გავემართე. მაგრამ დენი, რომელიც ოთახში ყველაზე მა-
ღალი მოზარდი იყო, ტახტიდან სწრაფად წამოდგა, მომიახ-
ლოვდა, შუა გზაში შემაჩერა, ორივე იდაყვზე ჩამაფრინდა და
თავისუფლად მოძრაობის საშუალება შემიზღუდა. ბოლოს თა-
ვით-ფეხებამდე ამხედ-დამხედა და მკითხა:
– აბა, უკვე მოშინაურდი?
– დიახ. გმადლობთ.
ერთ-ერთმა ბიჭმა ბიჭების ტახტიდან დაიყვირა:
– ვაუ, ლაპარაკობს კიდეც! გიხაროდენ!
– მოკეტე, სკრაბ! – გასძახა დენიმ და მერე მე მომიბრუნ-
და: – რა გქვია? აღარ მახსოვს.
– კლარა ჰქვია, – უპასუხა ჯოზიმ, რომელიც ზურგს უკან
მედგა. – ხელი გაუშვი, დენი, არ უყვარს, როცა ეგრე აკავებენ.
– ეი, დენი, – ისევ გამოსძახა სკრაბმა, – ერთი აქეთ გად-
მომიგდე, ვნახოთ, კოორდინაციის როგორი უნარი აქვს.
– გინდა, რომ დაათვალიერო? ადექი მაგ ტახტიდან და
აქეთ მობაჯბაჯდი.
– უბრალოდ, გადმომიგდე, ვნახოთ, კოორდინაციის რო-
გორი უნარი აქვს.
– შენი ხმ კი არ არის, სკრაბ, – დენი კვლავ იდაყვებზე ჩამ-
ფრენოდა. – ეგეთი რამე ჯოზის უნდა სთხოვო.
– ჯოზი! – სკრაბმა ახლა ჯოზის გამოსძახა. – ნებას მომ-
ცემ? ჩემს B3-ს ისე ვაბურთავებ, როგორც მომეპრიანება. ვის-

77
ვრი ხოლმე და ეგრევე ორივე ფეხზე ეშვება. მიდი, მიდი, დენი,
ტახტისკენ მოისროლე, არაფერი მოუვა.
– რა ტუტუცობაა, – ჩუმად თქვა გრძელმკლავებამ და რამ-
დენიმე გოგომ, ჯოზის ჩათვლით, ჩაიქირქილა.
– ჩემი B3 ჰაერში ყირაზე გადადის, – თქვა სკრაბმა, – და
წელგამართული, ორ ფეხზე იდეალურად ეშვება, ერთხელაც
არ წაფორხილებულა. ჰოდა, აბა, ვნახოთ, ამას რა შეუძლია.
– შენ B3 არა ხარ, არა? – მკითხა დენიმ.
მე პასუხი არ გამიცია, მაგრამ ჯოზიმ, რომელიც უკან მედ-
გა, უპასუხა:
– არა, მაგრამ საუკეთესოა.
– ეგრეა? ესე იგი, იმის გაკეთებაც შეუძლია, რასაც სკრაბი
ამბობს?
– მე ახლა B3 მყავს, – თქვა გოგონას ხმამ. – შემდეგ შეხ-
ვედრაზე გაგაცნობთ.
მერე სხვა ხმამ იკითხა:
– რატომ B3 არ იყიდე, ჯოზი?
– იმიტომ, რომ... მე ეს მომეწონა, – არცთუ დამაჯერებ-
ლად წარმოთქვა ჯოზიმ, მაგრამ მერე ხმაში სიმტკიცე დაუბ-
რუნდა: – კლარას ყველაფრის გაკეთება ისევე კარგად შეუძ-
ლია, როგორც B3-ებს.
უკან რაღაც გადაადგილების ხმა გავიგონე და გრძელ-
მკლავება გოგონა დენის გვერდით დაუდგა. დენის მისი მოახ-
ლოების გამო მღელვარება და ცოტა შიშიც შევატყვე, ხელი მა-
შინვე გამიშვა, მაგრამ ახლა გრძელმკლავებამ ჩამავლო ხე-
ლი მარცხენა მაჯაზე, თუმცა დენივით უხეშად არა.
– გამარჯობა, კლარა, – მითხრა და მანაც კარგად შემათ-
ვალიერა. – აბა, ვნახოთ. კლარა, შეგიძლია, რომ ჰარმონიუ-
ლი მინორული გამა მიმღერო?
არ ვიცოდი, ამ შეთავაზებაზე ჯოზი ჩემგან როგორ რეაქცი-
ას მოელოდა, ჰოდა, მისგან კონკრეტულ მითითებებს დავე-
ლოდე, მაგრამ ჯოზიმ არაფერი მითხრა.
– უი, სიმღერა არ შეგიძლია?

78
– მიდი, რა! – დაიყვირა ისევ იმ ბიჭმა, სკრაბს რომ ეძახ-
დნენ. – გადმოაგდე და, კოორდინირებას თუ ვერ მოახერხებს,
მე დავიჭერ.
– მუნჯო, – მომმართა გრძელმკლავებამ, მომიახლოვდა
და თვალებში ჩამხედა. – ეგებ მზის ენერგია გამოელია?
– არაფერიც არ სჭირს, – ისე ჩუმად თქვა ჯოზიმ, რომ, ალ-
ბათ, მხოლოდ მე გავიგონე.
– კლარა, – ისევ მომმართა გრძელმკლავებამ, – აბა, მო-
მესალმე.
მე ისევ ჩუმად ვიყავი და ჯოზის მითითებას ველოდებოდი.
– ვერა? ისევ ვერაფერს ამბობ?
– მომისმინე, ჯოზი, – თქვა ხმამ ჩემ უკან. – B3-ის ყიდვაც
ხომ შეგეძლო? რატომ არ იყიდე?
ჯოზიმ გაიცინა და თქვა:
– ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ეგრე აჯობებდა.
ამან სხვებიც გააცინა, მერე კი ახალმა ხმამ თქვა:
– B3-ები ისეთი გასაოცრები არიან!
– მიდი, რა, კლარა, – თქვა გრძელმკლავებამ, – პატარა
მისალმება მაინც წარმოთქვი.
მაგ დროისათვის უკვე კეთილგანწყობილი გამომეტყვე-
ლება მივიღე და გრძელმკლავებას მიღმა დავიწყე ყურება –
ზუსტად ისე, როგორც მაღაზიაში გვასწავლეს მსგავს სიტუ-
აციაში თავის დაჭერა.
– ხმ, რომელიც გამარჯობის თქმაზე უარს ამბობს! ჯოზი,
ეგებ შენ უთხრა კლარას, რომ რამე მაინც გვითხრას?
– გეუბნებით, ჩემკენ გადმოაგდეთ-მეთქი და ეგრევე გამო-
ცოცხლდება.
– კლარას შესანიშნავი მეხსიერება აქვს, – თქვა ჩემ უკან
მდგომმა ჯოზიმ. – ისეთივე კარგი, როგორიც ნებისმიერ ხმ-ს.
– მართლა? – იკითხა გრძელმკლავებამ.
– და მხოლოდ მეხსიერება კი არა, შეუძლია, ისეთი რამეე-
ბი შენიშნოს და დაიმახსოვროს, სხვები რომ ვერასდროს ამ-
ჩნევენ.
– ძალიან კარგი, – თქვა გრძელმკლავებამ, რომელსაც
კვლავაც მაგრად ეჭირა ჩემი მაჯა. – მოდი, კლარა, ახლა ისე,

79
რომ არ მოტრიალდე და არ შეხედო, მითხარი, ჩემს დას რა აც-
ვია.
მე ისევ მის მიღმა, კედლის აგურებს გავყურებდი.
– მგონია, მთლად გაითიშა. მაგრამ ისე ძალიან საყვარე-
ლია, სხვა რა გითხრა.
– კიდევ ერთხელ სთხოვე, – უთხრა ჯოზიმ. – მიდი, მარშა,
სთხოვე.
– კარგი. კლარა, ვიცი, რომ შეგიძლია.ჰოდა, მითხარი, მი-
სის რა აცვია.
– ბოდიშს ვიხდი, – ვუთხარი ისე, კედლისთვის თვალი არ
მომიშორებია.
– ბოდიშს იხდი? – გრძელმკლავებამ ოთახს გახედა და
ყველას მიმართა: – ეგ რაღას ნიშნავს? – და ყველამ გაიცინა.
მერე ისევ მე მომაშტერდა და მკითხა: – რას გულისხმობ, კლა-
რა? ბოდიშს რისთვის იხდი?
– ბოდიში, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.
– დახმარებას არ აპირებს, – თქვა გრძელმკლავებამ, თვა-
ლების გამომეტყველება დაურბილდა და, როგორც იქნა, ხე-
ლიც გამიშვა. – კარგი, კლარა, შეგიძლია, მობრუნდე და და-
ინახო, მისის რა აცვია.
შესაძლოა, ცუდად გამომივიდა, მაგრამ არ მოვბრუნდი,
რადგანაც, რომ მოვბრუნებულიყავი, მხოლოდ მისის კი არ
დავინახავდი (ისედავ ვიცოდი, რაც ეცვა, მაჯაზე იასამნისფერი
სახვევისა და გულზე ჩამოკიდებული დათუნიას ციცქნა კულო-
ნის ჩათვლით), არამედ ჯოზისაც და ერთმანეთის თვალებში
ჩახედვა მოგვიწევდა.
– ვნებდები! – თქვა გრძელმკლავებამ.
– კარგი, – თქვა დენიმ, – მაშინ სკრაბის ტესტი მოვსინ-
ჯოთ, რომ არ ვაწყენინოთ. ფილ, ერთი აქეთ მოდი და ერთად
გავაქანოთ. სკრაბ, შენ ადგილზე დარჩი და მისი დაჭერისათ-
ვის მზად იყავი. ჯოზი, შენ საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექ-
ნება?
ჩემ უკან მდგომი ჯოზი ხმას არ იღებდა, მაგრამ სხვა გოგო-
ნამ თქვა:
– ხმ-ს ოთახში აქეთ-იქით სროლა ცუდი საქციელია.

80
– ცუდი რატომაა? ეგენი ასეთ რამეებზეც გათვლილები
არიან.
– ეგ რა შუაშია? უბრალოდ, ცუდი საქციელია, მორჩა და
გათავდა!
– ვაიმე, როგორი წესიერები და ნაზები ვართ! ფილ, შენ
მკლავებში მოკიდე ხელი, მე ფეხებში მოვკიდებ.
– და ჯიბეში რა გიდევს?
ეს რიკის ხმა იყო და ოთახში ყველა ერთბაშად გაჩუმდა.
– რას ამბობ, ძმაო?
რიკმა სტუმრებს გვერდი აუარა, ჩემგან ოდნავ მარჯვნივ
გაჩერდა და დენის პერანგის გულის ჯიბეზე მიუთითა. შიში სა-
ერთოდ არ ეტყობოდა. მე ის რაღაც ადრევე შევნიშნე – რბილი
სათამაშო ძაღლი იყო, ისეთი პატარა, რომ ჯიბეში თავისუფ-
ლად ეტეოდა. ჯიბეში ეგეთი სათამაშოებით მაღაზიაში შემო-
სული შვიდი-რვა წლის ბავშვები მინახავს. ადგილი ყველამ
შეიცვალა, რომ დაენახათ, რიკი რას გულისხმობდა, დენიმ კი
ორივე ხელი აიფარა ჯიბეზე.
– სათამაშო საყვარელი ცხოველი, მე ასე ვიტყოდი, – თქვა
რიკმა.
– რა სისულელეა!
– მე მაინც ეგრე მგონია. ალბათ, მაგის წყალობით, თავს
ამ ტიპის თავყრილობებზე ბევრად უფრო მშვიდად გრძნობ.
– რას ბოდავ? საერთოდ, შენ ვინ გეკითხება?
– თუ მართლა ეგრეა და მანდ მნიშვნელოვანი არაფერია,
ეგებ მაჩვენო? – თქვა რიკმა და ხელი გაუწოდა. – ნუ გეშინია,
ძალიან ფრთხილად მოვექცევი.
– მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო, რა შენი საქმეა?
– დამაჭერინე, რა მოგივა? სულ ერთი წუთით, გთხოვ.
– ჩემთვის სულაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ შენ მაინც არ
მოგცემ.
– არა? ოდნავადაც არ შეიძლება, რომ თვალი შევავლო?
– არაფერსაც არ გათხოვებ. რატომ უნდა გათხოვო? საერ-
თოდაც, ამ შეხვედრაზე რატომ მობრძანდი?
რიკი ისევ ხელგაწვდილი იდგა. სხვა სტუმრები კი დუმ-
დნენ.

81
– ეგება შენ თვითონ ხარ ცოტათი ნაზი, დენი, ა? – უთხრა
რიკმა. – ყოველ შემთხვევაში, საყვარელი პატარა სათამაშოე-
ბის მიმართ.
– საკმარისია! დენის თავი გაანებე!
დიდი ქალის ხმა იყო. ბავშვებმა აქეთ-იქით გაიწიეს და გზა
მისცეს ოთახში ჯიქურ შემოჭრილ ქალბატონს.
– დენი მართალია, შენ ამ შეკრებაზე საერთოდ არაფერი
გესაქმება!
მერე დედაც ფეხდაფეხ შემოჰყვა იმ ქალს, ღია კარში კი
სხვა უფროსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც გაშლილ გეგმარე-
ბაში შემოხედვას ლამობდნენ.
– რას შვრები, სარა? წესებს ნუ დავარღვევთ.
ბავშვებმა თავად უნდა მოაგვარონ ამგვარი უთანხმოებე-
ბი!
სარა ჯერ კიდევ გაავებული სახით უყურებდა რიკს, მაგრამ
დედას საშუალება მისცა, ჰოლში მდგომი უფროსების ყაყანში
ოთახიდან გაეყვანა. ერთმა ხმამ თქვა, სხვაგვარად ვერაფერს
ისწავლიანო, მერე კი უფროსების ყაყანი თანდათან მიწყდა და
გაშლილ გეგმარებაში კვლავაც სიჩუმემ დაისადგურა.
დენიმ უფროსების ჩარევის გამო კიდევ უფრო უხერხულად
იგრძნო თავი, ვიდრე თავისი სათამაშოს გამო გრძნობდა. ხე-
ლებით ისევ გულის ჯიბეს იფარავდა, მობუზული რომ გაემარ-
თა შორეული ტახტისკენ და ყველასაგან ზურგშექცევით ჩა-
მოჯდა.
– კარგი, გვეყოფა, – თქვა გრძელმკლავებამ. – მოდი, ახ-
ლა გარეთ გავიდეთ და გავისეირნოთ! ნახეთ, კარში რა კარ-
გია!
ირგვლივ მოწონების ხმები გაისმა და მათ შორის ჯოზის
ხმაც გავარჩიე:
– შესანიშნავი აზრია, გავიდეთ!
ბავშვები ოთახიდან ჯოზისა და გრძელმკლავებას მეთაუ-
რობით გავიდნენ. დენი და სკრაბიც მათ გაჰყვნენ. ახლა ოთახ-
ში მხოლოდ მე და რიკი დავრჩით.
რიკმა მიყრილ ქურთუკებს, ადგილიდან დაძრულ ბალი-
შებს, თეფშებს, გაზიანი სასმელის ბოთლებს, კარტოფილის

82
პაკეტებსა და მიყრილ ჟურნალებს მოავლო თვალი, მაგრამ
ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. მაინტერესებდა, ნეტავი,
ვინმე უფროსი თუ შემოვა აქაურობის მისალაგებლად, ბავშვე-
ბი ხომ კარში გავიდნენ-მეთქი, მაგრამ არავინ შემოსულა. მა-
თი მიყრუებული ხმები ისევ სამზარეულოდან ისმოდა.
– ვფიქრობ, იმ ბიჭს ჩემ გამო წაეკიდე. დიდი მადლობა, –
ვუთხარი ბოლოს.
რიკმა მხრები აიჩეჩა.
– მართლა გამაბრაზა. საერთოდაც, ყველამ გამაღიზიანა,
– თქვა რიკმა, მაგრამ ჩემკენ ისევ არ გამოუხედავს. – მგონია,
მათთან ყოფნა არც შენ გსიამოვნებდა.
– ჰო, თავს უხერხულად ვგრძნობდი. რიკის დიდი მადლო-
ბელი ვარ, რომ გადამარჩინა. მაგრამ თან ძალიან მაინტერე-
სებდა.
– გაინტერესებდა?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯოზის საქციელს სხვა-
დასხვა სიტუაციაში კარგად დავაკვირდე. ისიც ძალიან საინ-
ტერესო იყო, როგორ განსხვავებულ ფიგურებს ქმნიდნენ ბავ-
შვები ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლისას.
ამაზე არაფერი რომ არ მიპასუხა და ისევ რომ არ მიყურებ-
და, ვუთხარი:
– ეგება, რიკს სურს, რომ გარეთ გავიდეს და დანარჩენებს
შეუერთდეს, ყველას შეურიგდეს.
რიკმა თავი გააქნია. მერე მზის ანარეკლში გაიარა (შევ-
ნიშნე, რომ გაშლილი გეგმარება სექციებად აღარ იყო დაყო-
ფილი), მოდულურ დივანზე დაჯდა და ფეხები გაშალა.
– რაღაც მხრივ მართლები არიან, – თქვა რიკმა. – მე აქ
სრულიად ზედმეტი ვარ. ეს ხომ გენმოდიფიცირებული ბავშვე-
ბის შეკრებაა.
– რიკი იმიტომ მოვიდა, რომ ჯოზიმ სთხოვა.
– დაიჟინა, აუცილებლად მოდიო. მაგრამ ახლა, ეტყობა,
ძალიან დაკავებულია და იმისთვის აღარ სცხელა, რომ მოვი-
დეს და მკითხოს, მსიამოვნებს თუ არა აქ ყოფნა, – თქვა რიკ-
მა, დივნის საზურგეზე გადაწვა და სახე მზეს შეუშვირა. ამის გა-
მო თვალები მოეჭუტა. – უბედურება ისაა, – განაგრძო მშვი-

83
დად, – რომ ჯოზი იცვლება. ვიფიქრე, დღეს თუ მოვიდოდი...
სისულელე კი იყო, მაგრამ მაინც ვიფიქრე... ვიფიქრე, ეგებ არ
შეიცვალოს, იგივე ჯოზი დარჩეს-მეთქი.
ეს რომ თქვა, სოციალიზაციისას ჯოზის ხელების სხვადას-
ხვა მდგომარეობა გამახსენდა: მიმსალმებელი ხელები, რა-
იმეს შემთავაზებელი ხელები, დაძაბული ხელები. და კიდევ
მისი სახე და ხმა, როდესაც ეკითხებოდნენ, B3 რატომ არ აირ-
ჩიეო. ისიც გამახსენდა, რომ თქვა: ახლა უკვე ვფიქრობ, რომ
ეგრე აჯობებდაო. მენეჯერის სიტყვები წამომიტივტივდა. აკი
მაფრთხილებდა, ზოგი ბავშვი ვიტრინასთან პირობას დებს,
მაგრამ უკან აღარ ბრუნდება ან კიდევ უარესი – ბრუნდება და
სხვა ხმ-ს ირჩევსო. ის ბიჭუნა ხმ-ც გამახსენდა, თავის ბავშვს
სამი ნაბიჯის დაშორებით რომ მისდევდა, და ვიფიქრე, ნეტავი
მე და ჯოზიც ოდესმე ეგრე ხომ არ ვივლით-მეთქი.
– ეგება, ახლა უკვე ხვდები, – წამოიწყო რიკმა და, მიუხე-
დავად ძლიერი მზისა, თვალები გაახილა, – რატომ უნდა და-
ვიხსნა ჯოზი მაგ ხალხისაგან.
– მესმის, რომ რიკი შიშობს, იმათ არ დაემსგავსოს. წეღან
უცნაურად კი იქცეოდა, მაგრამ ვიცი, რომ იქ, გულში, მაინც ძა-
ლიან კეთილია. ის სხვა გოგო-ბიჭებიც არათავაზიანად იქცე-
ვიან, მაგრამ, ეგებ, ისინიც კეთილები არიან? ეგება, ასე იმი-
ტომ იქცევიან, რომ მარტოობის ეშინიათ? ეგება ჯოზისაც ეში-
ნია?
– ჯოზის მაგათთან დიდხანს თუ ექნება ურთიერთობა, მა-
ლე ჯოზი აღარ იქნება. სულის სიღრმეში თავადაც ხვდება ამას.
ამიტომაც ლაპარაკობს მუდმივად ჩვენს გეგმაზე. ეგ გეგმა, რა
ხანია, აღარ გახსენებია, ახლა კი სულ მაგაზე ლაპარაკობს.
– ამას წინათ გეგმა ჩემთანაც ახსენა. ეგ რიკის და ჯოზის
საერთო სამომავლო გეგმაა?
ისევ ამარიდა თვალი და გაშლილი გეგმარების ფანჯარაში
გაიხედა. ვიფიქრე, ჩემ მიმართ მტრული განწყობა დაუბრუნ-
და-მეთქი, მაგრამ მერე მითხრა:
– ეგ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ძალიან პატარები
ვიყავით და არ გვესმოდა, საქმე როგორ წავიდოდა, რაღაც-

84
რაღაცები ხელს როგორ შეგვიშლიდა. თუმცა, ჯოზის ჯერ კი-
დევ სჯერა ჩვენი გეგმისა.
– რიკსაც სჯერა?
ამჯერად პირდაპირ შემომხედა.
– ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, მაგ გეგმის გარეშე, ბოლოს
ზუსტად მათნაირი გახდება. აჯობებს, ახლავე წავიდე, ვიდრე
ის ბავშვები დაბრუნდებიან ან ის გიჟი დედა დაბრუნდება, –
თქვა და სწრაფად წამოდგა.
– იმედია, ამ ყველაფერზე მალე ისევ შევძლებთ დალაპა-
რაკებას, რადგანაც მჯერა, რომ მე და რიკს, ბევრი თვალსაზ-
რისით, ერთი და იგივე მიზანი გვაქვს.
– მომისმინე... ამას წინათ რომ ვუთხარი ჯოზის, არ მინდა
ხმ გყავდეს-მეთქი, პირადული არაფერი მიგულისხმია. უბრა-
ლოდ... ვფიქრობდი, კიდევ ერთი ხელის შემშლელი რამე იქ-
ნება-მეთქი.
– იმედია, ასე არ არის. ფაქტობრივად, ახლა უფრო მეტი
რამ მესმის და მინდა, რიკს დავეხმარო მისი და ჯოზის გეგმის
განხორციელებაში. ეგებ, იმ წინაღობების მოსპობაშიც დაგეხ-
მაროთ, რომლებიც, შენი აზრით, ხელს გიშლით.
– სჯობს, წავიდე და ვნახო, დედაჩემი როგორაა.
– დიახ, გასაგებია.
გვერდი ამიარა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი
გადავდგი, რომ დამენახა, როგორ გავიდა სადარბაზოდან
პირდაპირ მზის მცხუნვარებაში.

***

როგორც რიკს იმ დღეს ვუთხარი, სოციალიზაციის შეხვედ-


რამ მართლაც ბევრ რამეზე დაკვირვების საშუალება მომცა.
ჯერ ერთი, მივხვდი, რომ ჯოზის შეცვლა შეეძლო, რაც რიკმაც
აღნიშნა, ჰოდა, ძალიან ყურადღებით დავიწყე ჯოზიზე დაკვირ-
ვება, რომ დროულად შემენიშნა, თუ ასეთი რამ კვლავ განმე-
ორდებოდა. ამას გარდა, მინდოდა ისიც გამეგო, სინამდვილე-
ში რამდენად ნანობდა, რომ B3 არ აირჩია. მისი სიტყვები, ალ-

85
ბათ, უფრო ხუმრობად უნდა აღმექვა; ალბათ, არ უნდოდა, იმ
შეხვედრაზე ჰარმონიულობა დარღვეულიყო. და მაინც, არც
იმის უარყოფა შეიძლებოდა, რომ ჩემთან შედარებით B3-ს
ბევრად მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, და ისიც უნდა გამეთ-
ვალისწინებინა, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ჯოზის მართლაც
მოუნდებოდა ჩემი B3-ით ჩანაცვლება.
შეხვედრის შემდგომ რამდენიმე დღეს იმაზეც ვწუხდი, ნე-
ტავი, ჯოზიმ როგორ აღიქვა, გრძელმკლავება გოგონას შე-
კითხვებზე პასუხს რომ არ ვცემდი და ჩუმად ვიდექი-მეთქი.
შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯოზისგანაც არანაირი ნიშანი
არ მიმიღია, ისე ვიმოქმედე, როგორც, ჩემი აზრით, უკეთესი
იქნებოდა. მაგრამ ახლა ვფიქრობდი, ჯოზი ამ ყველაფერს
რომ გაიხსენებს, ალბათ, ჩემზე გაბრაზდება-მეთქი.
ყოველივე ამის გამო, მეშინოდა, რომ სოციალიზაციის
შეხვედრა ჩვენს ურთიერთობაზე ცუდ კვალს დატოვებდა. მაგ-
რამ დღეები გადიოდა და ჯოზი კვლავაც ისეთივე კეთილგან-
წყობილი და გულღია დარჩა, როგორიც ადრე იყო. ველოდი,
როდის დაილაპარაკებს იმ შეხვედრაზე მომხდარ ამბებზე-
მეთქი, მაგრამ არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, ხმა-
მაღლა.
ვიმეორებ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მი-
ვიღე – არა მხოლოდ ის შევიტყვე, რომ „ცვლილებები“ ჯოზის
ნაწილი იყო და მე მათი მიღება უნდა შემძლებოდა, არამედ
ისიც, რომ ასეთი რამ მხოლოდ ჯოზის არ ახასიათებდა, რომ
ადამიანებს ხშირად უჩნდებოდათ მოთხოვნილება, გარკვეუ-
ლი კუთხით დაენახათ ისინი, როგორც გამვლელებს ვიტრინა-
ში, და ამ სავიტრინო ჩვენების სერიოზულად აღქმა სულაც
აღარ იყო საჭირო, როცა გამოფენის მომენტი ჩაივლიდა.
მაშინ ძალიან მიხაროდა, რომ სოციალიზაციის შეხვედრამ
ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვალა. მერე კი, ძალიან მა-
ლე, რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ჩვენი მეგობრობა გაანელა.
ეს მორგანზ-ფოლზში გამგზავრება იყო, რომელმაც ძალიან
ამაფორიაქა, რადგანაც დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რამ გამო-
იწვია ჩვენი ურთიერთობის შეცვლა და ასეთი რამეები თავი-
დან როგორ ამეცილებინა.

86
***

ერთ ადრიან დილას, იმ შეხვედრიდან სამი კვირის თავზე,


ჯოზის შევხედე და მისმა პოზამ და სუნთქვამ მიმახვედრა, რომ
ისე არ ეძინა, როგორც ყოველთვის. განგაშის ღილაკს დავა-
წექი და დედა მაშინვე მოვარდა. ექიმ რაიენს დაურეკა, ცოტა
ხანში კი ისიც გავიგონე, მოახლე მელანიამ იმავე ექიმს რომ
დაურეკა და უთხრა, უნდა იჩქაროთო. როდესაც ექიმი მოვი-
და, ჯოზი ყურადღებით გასინჯა და თქვა, საშიში არაფერიაო.
დედამ შვებით ამოისუნთქა და, ექიმი რომ წავიდა, გამოცოც-
ხლდა კიდეც. ჯოზის საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და უთხრა:
– მაგ ენერგეტიკულ სასმელს თავი უნდა გაანებო. სულ
იმას გეუბნებოდი, შენზე ცუდად მოქმედებს-მეთქი.
ჯოზის ბალიშიდან თავი არ აუწევია, ისე უპასუხა:
– ვიცოდი, რომ არაფერიც არ მჭირდა, უბრალოდ, ძალიან
დავიღალე. ასე არ უნდა აღელვებულიყავი. ამის გამო სამსა-
ხურშიც კი დაიგვიანე.
– ჩემი ძირითადი სამსახური სწორედ შენზე ზრუნვა და
ღელვაა, ჯოზი, – უპასუხა დედამ და მერე დააყოლა: – კლარას
ძირითადი მოვალეობაც ეგაა და სწორად მოიქცა, განგაში
რომ ატეხა.
– უბრალოდ, ცოტა კიდევ უნდა ვიძინო, დედიკო. პირობას
გაძლევ, რომ მერე უკეთ ვიქნები.
– მომისმინე, საყვარელო, – ჯოზის ყურისკენ დაიხარა დე-
და, – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყო,
გესმის?
– მესმის, დედიკო.
– კარგი, მეგონა, არ მისმენდი.
– გისმენდი. უბრალოდ თვალები დახუჭული მქონდა და
ისე გისმენდი.
– კარგი. ესე იგი, მოვილაპარაკეთ. კვირის ბოლოსთვის
გამოჯანმრთელდი და მორგანზ-ფოლზში წავიდეთ. ეგ ადგი-
ლი ხომ ისევ გიყვარს?
– კი, ძალიან.

87
– კარგი, აბა. მოკლედ, შევთანხმდით, კვირას მორგანზ-
ფოლზისკენ გავემგზავრებით, ოღონდ მანამდე უნდა გამო-
კეთდე.
– დედი, თუ კარგად ვიქნები, ხომ შეიძლება, რომ კლარაც
თან წავიყვანოთ? მორგანზ-ფოლზს დავათვალიერებინებ. გა-
რეთ სულ ერთხელ არის ნამყოფი და ისიც – აქვე ახლოს.
– ცხადია, კლარაც წავიყვანოთ. მაგრამ მანამდე კარგად
უნდა გახდე, თორემ ვერ წავალთ, ხომ გამიგე?
– გაგიგე. ახლა კი ცოტა კიდევ უნდა დავიძინო.

***

სამხრობამდე ეძინა და, ის იყო დავაპირე, მოახლე მელა-


ნიასათვის მეთქვა (როგორც დამარიგეს), ჯოზიმ გაიღვიძა-
მეთქი, რომ ჯოზიმ მკითხა:
– კლარა, შენ სულ აქ იყავი, ვიდრე მეძინა?
– რა თქმა უნდა.
– ხომ გაიგონე, დედამ რაც თქვა ჩვენს მორგანზ-ფოლზში
გამგზავრებაზე?
– დიახ. და დიდი იმედი მაქვს, რომ წასვლას მოვახერხებთ.
დედამ ხომ გითხრა, იმ შემთხვევაში წავალთ, თუ გამოკეთდე-
ბიო.
– გამოვკეთდები. რომ მომენდომებინა, ამ საღამოსაც წა-
ვიდოდით. უბრალოდ, დაღლილი ვარ, სულ ეგ არის.
– ეგ მორგანზ-ფოლზი რა არის, ჯოზი?
– რა და წარმოუდგენელი სილამაზე. ძალიან მოგეწონება.
მოგვიანებით ფოტოებსაც გაჩვენებ.
დღის მეტი წილი ჯოზი ისევ დაღლილი იყო. მაგრამ საღამო
ხანს, როდესაც ფარდები გადავწიე და მზის შუქი ოთახში შე-
მოვუშვი, საგრძნობლად მოყოჩაღდა. მოახლე მელანია მის
სანახავად ოთახში ამოვიდა და თქვა, ჯოზის შეუძლია ადგეს
და ჩაიცვას, თუკი პირობას მომცემს, რომ საღამოს მშვიდად
გაატარებსო. აი, ამიტომაც დავრჩით მის ოთახში საღამოს და
ჯოზიმ საწოლის ქვეშიდან მუყაოს კოლოფი გამოაძვრინა.

88
– ახლა ნახავ, – მითხრა და ყუთი გადმოაპირქვავა. ხალი-
ჩა სხვადასხვა ზომის ფოტოსურათებით აივსო, ზოგი უკუღმა
ეყარა, ზოგიც – წაღმა. მივხვდი, რომ ეს ჯოზის წარსულის ამ-
სახველი ის საყვარელი ფოტოები იყო, რომლებსაც საწოლის
ქვეშ ინახავდა, რომ, როგორც კი მოუნდებოდა, თავი იმ ფო-
ტოებით გაემხნევებინა. სურათების ნაწილი ერთმანეთზე კი
იყო წაფენილი, მაგრამ მაინც დავინახე, რომ უმრავლესობაზე
ბევრად უფრო პატარა ასაკის ჯოზი იყო ასახული; ზოგზე დე-
დასთან ერთად იყო, ზოგზე – მოახლე მელანიასთან, ზოგზე კი
იმ ადამიანებთან ერთად იყო, მე რომ არ ვიცნობდი. ჯოზიმ სუ-
რათები ხალიჩაზე გაასწორა, მერე ერთი აიღო და გაიღიმა.
– მორგანზ-ფოლზია. აქ მივდივართ კვირას. აბა, რას ფიქ-
რობ?
ფოტო გამომიწოდა. მე ხალიჩაზე მის გვერდით ვიყავი და-
ჩოქილი და ფოტოზე უფრო პატარა ჯოზი დავინახე. გარეთ იჯ-
და, ხის უხეშ მაგიდასთან. სკამიც კი დაუმუშავებელი მორები-
საგან იყო გაკეთებული. გვერდით დედა ეჯდა, არც ისეთი გამ-
ხდარი, როგორიც ახლა იყო, და თმაც უფრო მოკლედ ჰქონდა
შეჭრილი. მესამე ფიგურაც დავინახე და იმან დამაინტერესა –
დაახლოებით, თერთმეტი წლის გოგონა იყო, ბამბის თხელ,
მოკლე ქურთუკში. მის სახეს ვერ ვხედავდი, ზურგით იჯდა. ყვე-
ლას მზის ათინათები დასთამაშებდა. ჯოზის და დედას უკან გა-
მოსახულება შავ-თეთრი და ბუნდოვანი იყო. ყურადღებით და-
ვაკვირდი და ვთქვი:
– ეს ჩანჩქერია.
– ყოჩაღ შენ! ჩანჩქერი ადრეც გინახავს?
– კი, მაღაზიაში რომ ვიყავი, იქ ვნახე, ჟურნალში. აი, ნახე,
შენ ზუსტად ჩანჩქერის წინ ზიხარ და ჭამ.
– მორგანზ-ფოლზთან ეგ სავსებით შესაძლებელია. ზიხარ,
სამხრობ და თან წყლის შხეფები გეცემა. ჭამ, ჭამ და მერე
გრძნობ, რომ ზურგი მთლად დაგისველდა.
– ეგ შენთვის კარგი სულაც არ იქნება, ჯოზი.
– როცა თბილა, სასიამოვნოც კია, მაგრამ ისე მართალი
ხარ, თუ ცივა, მოშორებით უნდა დაჯდე. იქ უამრავი დასაჯდო-
მი ადგილია, რადგანაც მორგანზ-ფოლზს ცოტა იცნობს.

89
ხელი გამოიწოდა და სურათი გადავეცი. სურათს ისევ და-
ხედა და მითხრა:
– შეიძლება, ეგ ადგილი მხოლოდ ჩემთვის და დედასთვის
არის განსაკუთრებული და ამიტომაც არ არის იქ დიდი ხალ-
ხმრავლობა. ჩვენ კი მშვენიერ დროს ვატარებთ ხოლმე და იქ
წასვლა ძალიან გვიყვარს.
– ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავს უკეთ იგ-
რძნობ და კვირას იქ წასვლას მოვახერხებთ.
– კვირა დღე ყველაზე კარგი დღეა მორგანზ-ფოლზის-
თვის. კვირაობით იქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. გეგო-
ნება, ჩანჩქერმა იცის, რომ კვირა დასვენების დღეა.
– ჯოზი, ფოტოზე შენთან და დედასთან ერთად ვინ არის?
– აჰ... – სახე დაუსერიოზულდა. – ეგ სალია, ჩემი და.
სურათი ისევ ხალიჩაზე დააგდო, მერე სურათები გადააჯ-
გუფა და ბოლოს ერთმანეთში აურია. მინდორში, სათამაშო
მოედანზე, მოთამაშე ბავშვების ფოტოებს მოვკარი თვალი.
– ჰო, ჩემი დაა, – გაიმეორა ცოტა ხნის მერე.
– სალი ახლა სადაა?
– სალი მოკვდა.
– ძალიან ვწუხვარ!
ჯოზიმ მხრები აიჩეჩა.
– ძალიან კარგად არც კი მახსოვს. პატარა ვიყავი, როცა ეგ
მოხდა. ამიტომ ვერ ვიტყვი, ძალიან მაკლია და მენატრება-
მეთქი.
– ძალიან სამწუხარო ამბავია... და იცი, რამ მოკლა?
– ავად გახდა. არა, იგივე დაავადება არ სჭირდა, რაც მე;
ბევრად უფრო უარესი რამე იყო, ჰოდა, მოკლა.
მეგონა, ჯოზი ახლა სხვა სურათს მოძებნის, სადაც თავის
დასთან ერთად იქნება-მეთქი, მაგრამ შევცდი, სურათები
სწრაფად შეაქუჩა და მუყაოს კოლოფში ჩააბრუნა.
– იქაურობა ძალიან შეგიყვარდება, კლარა. რა უცნაურია,
აქამდე მხოლოდ ერთხელ გახვედი კარში და ახლა უცებ იქ აღ-
მოჩნდები!

90
***

ჯოზი დღითიდღე უკეთ და უკეთ გრძნობდა თავს და კვირის


ბოლოს, თითქოს, ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ კვირას ჩან-
ჩქერთან წასვლას მოვახერხებდით. პარასკევს, საღამო ხანს,
დედა შინ გვიან დაბრუნდა – ჯოზის ვახშმობიდან უკვე დიდი
დრო იყო გასული – და სამზარეულოში მიმიხმო. ჯოზი უკვე
თავის ოთახში იყო ასული და სამზარეულოში თითქმის უკვე
ბნელოდა, იქურობას მხოლოდ ჰოლიდან შემომავალი ერთი
ნათურის შუქი ანათებდა. დიდ ფანჯარასთან მდგომი დედა
ღვინოს წრუპავდა, სიბნელეს გასცქეროდა და საკმაოდ ბედ-
ნიერი ჩანდა. მე მაცივართან ვიდექი და მის ღუღუნს ვუგდებდი
ყურს.
– კლარა, – მითხრა ცოტა ხნის მერე, – ჯოზი ამბობს, რომ
კვირას ჩვენთან ერთად წამოსვლა გინდა მორგანზ-ფოლზში.
– თუ ხელს არ შეგიშლით, მართლაც ძალიან მინდა და, ჩე-
მი აზრით, ჯოზისაც უნდა, რომ წამოვიდე.
– ცხადია, უნდა, ჯოზის ძალიან შეუყვარდი და, თუ შეიძლე-
ბა ასე ითქვას, მეც ძალიან მიყვარხარ.
– დიდი მადლობა.
– სიმართლე გითხრა, თავიდან ვერც კი წარმომედგინა,
ასე თუ იქნებოდა, როცა სულ ჩვენთან იქნებოდი და მთელ
დღეს აქეთ-იქით ივლიდი, მაგრამ ჯოზი აშკარად ბევრად მშვი-
დადაა, ხალისიც მოემატა, რაც შენ ჩვენთან ხარ.
– ძალიან მიხარია.
– ძალიან ყოჩაღი გამოდექი, კლარა, მინდა, ეს იცოდე.
– ძალიან დიდი მადლობა.
– მორგანზ-ფოლზში კარგად იქნები. უამრავ ბავშვს დაჰ-
ყავს იქ თავისი ხმ-ები. ვიცი, ამის შეხსენება არც გჭირდება,
მაგრამ იცოდე, ფრთხილად უნდა იყო, თავსაც უნდა მიხედო
და ჯოზისაც. იქ ათას მოულოდნელობას შეიძლება წავაწყდეთ.
თანაც, ასეთი გასვლების დროს, ჯოზი ზოგჯერ მეტისმეტად
აიგზნება ხოლმე.
– გასაგებია, ფრთხილად ვიქნები.

91
– კლარა, ჩვენთან ყოფნა მოგწონს? თავს ბედნიერად
გრძნობ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– უცნაურია, ასეთ შეკითხვას ხმ-ს რომ ვუსვამ. სიმართლე
გითხრა, ისიც კი არ ვიცი, ეგებ, უაზრო შეკითხვა გამომივიდა.
მაღაზია არ გენატრება?
ღვინო ისევ მოწრუპა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ჰოდა,
სახის ერთ მხარეს შუქი მოეფინა, მეორე მხარე კი, ცხვირის
დიდი ნაწილიანად, სიბნელეში დარჩა. იმ თვალში, რომელიც
მოუჩანდა, დაღლილობა ეტყობოდა.
– ზოგჯერ მაღაზიაზეც ვფიქრობ, – ვუთხარი მე. – ვიტრი-
ნიდან დანახულზე, სხვა ხმ-ებზე. მაგრამ ხშირად – არა. აქ
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
დედამ ცოტა ხანს მიყურა და შემდეგ თქვა: – ნამდვილად
შესაშურია, არაფერი გენატრებოდეს, არსად დაბრუნება არ
გინდოდეს, სულ წარსულზე არ გეფიქრებოდეს. ასე ბევრად
უფრო... – გაჩუმდა, მერე კი განაგრძო: – კარგი, კლარა. მოკ-
ლედ, კვირას ჩვენთან ერთად მოდიხარ. მაგრამ არ დაგავიწ-
ყდეს, რაც გითხარი. მოგზაურობისას თავგადასავლები არ
გვჭირდება.

***

ეტყობა, რაღაც სიგნალები სულ მომდიოდა, რადგანაც დი-


დად არ გამკვირვებია, რაც იმ კვირა დილას მოხდა. თუმცა,
მოგვიანებით, ძალიან შევწუხდი და ისევ მივხვდი, ჯერ კიდევ
რამდენი რამის გაგება მმართებდა.
პარასკევს ჯოზი ბოლომდე დარწმუნდა, რომ მოგზაურობი-
სათვის მზად იყო და ძალიან ბევრი დრო დახარჯა ტანსაცმლის
ცვლასა და მაღალ სარკესთან ტრიალში. ზოგჯერ მეც მეკით-
ხებოდა, რას ფიქრობო, და მეც ვუღიმოდი და ვცდილობდი,
მაქსიმალურად გამემხნევებინა. მაგრამ სიგნალებს, ეტყობა,
უკვე ვგრძნობდი და, როდესაც გარეგნობას ვუქებდი, მეტისმე-
ტის თქმისაგან თავს მაინც ვიკავებდი.

92
უკვე ვიცოდი, რომ კვირაობით, საუზმობისას, დაძაბულო-
ბა იყო ხოლმე მოსალოდნელი. სხვა დღეებში, მაშინაც კი, რო-
ცა დედა თავისი დილის ყავის მერე ცოტა ხნით შეყოვნდებო-
და, ნებისმიერი ნათქვამი ფრაზა თავისუფლად შეიძლებოდა,
ბოლო ყოფილიყო და საღამომდე ერთმანეთისათვის სიტყვაც
აღარ ეთქვათ. და, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ჯოზიც და
დედაც ზოგჯერ ერთმანეთს უხეშად ელაპარაკებოდნენ, საუზ-
მე მაინც არ იყო ხოლმე სიგნალებით აღსავსე. მაგრამ კვირა-
ობით, როცა დედა შინ რჩებოდა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ
ნებისმიერ მის შეკითხვას შეიძლებოდა უხერხული საუბარი
გამოეწვია. სანამ სახლში ჯერ კიდევ ახალი ვიყავი, ვფიქრობ-
დი, რომ ჯოზი გარკვეულ თემებზე მწვავედ რეაგირებდა და, თუ
დედა იმ თემებს არ შეეხებოდა, იმ დღეს სახლში სიმყუდროვე
არ დაირღვეოდა. მერე კი თანდათან მივხვდი, რომ მწვავე თე-
მებზე (მაგალითად, დავალებების შესრულებაზე, სოციალიზა-
ციის პროცესში მიღებულ ქულებზე და ასე შემდეგ) საუბრისა-
გან თავის შეკავების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იყო, დის-
კომფორტის შეგრძნებისაგან განთავისუფლება, რადგანაც ეს
დისკომფორტი, სინამდვილეში, რაღაც ისეთისაგან მომდინა-
რეობდა, რაც ამ თემების მიღმა იმალებოდა, და რომ დედა
შეგნებულად იწყებდა საშიშ თემებზე საუბარს, რომ ჯოზის
გარკვეული ემოციები აღძვროდა.
ამიტომაც ავფორიაქდი, როცა კვირა დილით, მორგანზ-
ფოლზში გამგზავრების დღეს, დედამ ჯოზის ჰკითხა, რატომ
მოგწონს შენს აპარატურაზე იმ თამაშების თამაში, სადაც
მგზავრები საგზაო კატასტროფებში აუცილებლად იღუპები-
ანო. თავიდან ჯოზიმ მხიარულად მიუგო:
– ეგ თამაშები, უბრალოდ, ეგრეა აწყობილი. სუპერბუსში
სულ უფრო მეტსა და მეტ შენიანს სვამ, მაგრამ, მარშრუტს
სწორად თუ ვერ გამოთვლი, ავარიაში მოყვები და ყველა ახ-
ლობელს დაკარგავ.
– მერე ეგეთ თამაშებს რატომ თამაშობ, ჯოზი? მაინცა და
მაინც ისეთ თამაშებს, სადაც რაღაც საშინელება უნდა მოხ-
დეს?

93
ჯოზი ცოტა ხანს ისევ მოთმინებით უხსნიდა დედას, მაგრამ
მალე სახიდან ღიმილი გაუქრა. ბოლოს უბრალოდ იმეორებ-
და, ეს ის თამაშია, რომელიც ძალიან მომწონსო, დედა კი ისევ
აყრიდა შეკითხვებს და თანდათან ბრაზი ეკიდებოდა.
მერე ბრაზი ერთბაშად გაუქრა. გამხიარულებით არ გამ-
ხიარულებულა, მაგრამ ჯოზის სიყვარულით შეხედა და კე-
თილმა ღიმილმა სახის გამომეტყველება შეუცვალა.
– მაპატიე, საყვარელო, დღეს ამ თემაზე საუბარი არ უნდა
წამომეწყო, ძალიან ცუდად გამომივიდა.
ეს რომ თქვა, თავისი მაღალი სკამიდან წამოდგა, ჯოზის
სკამს მიუახლოვდა და შვილს მაგრად ჩაეხუტა. ჩახუტებულე-
ბი იმდენ ხანს იყვნენ, რომ ბოლოს დედა იძულებულიც კი გახ-
და, ჩახუტების ხანგრძლივობის გასამართლებლად აქეთ-
იქით რწევა დაეწყო. ვხედავდი, რომ ჯოზი ასეთი ჩახუტების წი-
ნააღმდეგი სულაც არ იყო, ჰოდა, როდესაც ერთმანეთს დაეხ-
სნენ (მე ისევ მაცივართან ვიდექი და ფეხს არ ვიცვლიდი), მათ
შორის ყოველგვარი უთანხმოება უკვე გამქრალიყო.
მოკლედ, იმდღევანდელი საუზმობა, რომელიც მეშინოდა,
ბოლო წამს ჩვენი სამოგზაუროდ წასვლისათვის დაუძლეველი
ბარიერი არ აღმოჩნდეს-მეთქი, სრული სიამტკბილობით დას-
რულდა. თუმცა ბოლოს, როცა დედა და მოახლე მელანია უკვე
მანქანასთან გავიდნენ, დავინახე, თავისი საყვარელი დალი-
ანდაგებული ქურთუკის სახელოში ხელების გაყრისას, ჯოზის
ისევ რომ გადაურბინა დაღლილობის სუსტმა ტალღამ. ქურ-
თუკი მაინც ბოლომდე ჩაიცვა და, ჰოლში რომ დამინახა, კმა-
ყოფილმა გამიღიმა. მალე ამუშავებული მანქანისა და მის
ბორბლებქვეშ აღრჭიალებული კენჭების ხმაც შემოგვესმა.
მოახლე მელანია, ხელში გასაღებით, უკან დაბრუნდა და გვა-
ნიშნა, დროა, გარეთ გამოხვიდეთო. უკვე საკმაოდ გაფაციცე-
ბული ვიყავი და ისევ შევნიშნე ერთი პატარა სიგნალი – რაღაც
ძალიან უცნაური ჯოზის ფეხის აჩქარებაში, როდესაც გვერ-
დით ჩამიარა და მანქანისაკენ გაემართა.
დედა საჭესთან იჯდა, საქარე მინიდან გვაკვირდებოდა და
წამით ძალიან შემეშინდა. მაგრამ ჯოზის თავი არაფრით გა-

94
უცია; პირიქით, კენჭებიანი ბილიკი ლამის კუნტრუშით ჩაიარა
და მანქანის კარიც თვითონ გამოაღო.
ადრე მსუბუქ მანქანაში არასდროს ვმჯდარვარ, მაგრამ მე
და როზა იმდენად ხშირად ვხედავდით, ადამიანები როგორ
სხდებოდნენ მანქანებში, იქ როგორ ისხდნენ და როგორი
მოძრაობით გადმოდიოდნენ იქიდან, რომ ამჯერად არაფერი
გამკვირვებია. მგზავრის სკამი ბევრად რბილი აღმოჩნდა,
ვიდრე მეგონა. ის წინა სკამი, რომელშიც ჯოზი იჯდა, პირდა-
პირ ცხვირწინ მქონდა, ასე რომ, წინ საერთოდ ვერაფერს ვხე-
დავდი. მაგრამ მანქანის სალონის თვალიერების დრო არც
იყო, რადგან ვიგრძენი, რომ უსიამოვნო ატმოსფერო ისევ
დაბრუნდა. ჩემ წინ მჯდომი ჯოზი ხმას არ იღებდა, გვერდით
მჯდომ დედას ყურადღებას არ აქცევდა და სახლსა და ბილიკზე
მომავალ მოახლე მელანიას უყურებდა. მელანიას ხელში
უფორმო ჩანთა ეჭირა, რომელშიც, უამრავ სხვა რამესთან ერ-
თად, ჯოზის წამლებიც ჩაელაგებინა იმ შემთხვევისათვის, თუ
უცებ ცუდად გახდებოდა. დედა ორივე ხელით ისე ჩასჭიდებო-
და საჭეს, თითქოს ერთი სული ჰქონდა, ადგილიდან დაძრუ-
ლიყო. ისიც იქით იყურებოდა, საითაც ჯოზი, მაგრამ არც მე-
ლანიას უყურებდა და არც სახლს – თავად ჯოზის აკვირდებო-
და. თვალებგაფართოებული უყურებდა და გამხდარ, ლოყებ-
ჩაცვენილ სახეზე ის თვალები კიდევ უფრო დიდი მოუჩანდა,
ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა. მოახლე მელანიამ უფორმო
ჩანთა საბარგულში ჩადო და საბარგული ხმაურიანად ჩაკეტა.
მერე მანქანის უკანა კარი გამოაღო, ჩემ გვერდით დასკუპდა
და მითხრა:
– ხმ, ეგ ღვედი შეიკარი, თორე დაილეწები.
მე ჯერ კიდევ ვცდილობდი გავრკვეულიყავი ღვედის სის-
ტემაში, რომელიც ამდენ მგზავრზე შემინიშნავს, როცა დედამ
თქვა:
– გგონია, მომატყუე, შვილო, არა?
ჯოზი ჯერ ჩუმად იყო, მერე კი კითხვა შეუბრუნა:
– მაგით რისი თქმა გინდა, დედა?
– ნუ ცდილობ, მშვენივრად ვხედავ, რომ ისევ ცუდად ხარ.
– ცუდად სულაც არა ვარ, მშვენივრად ვარ.

95
– ასეთ რამეს რატომ მიკეთებ, ჯოზი? თანაც მუდმივად. ასე
რატომ უნდა იყოს?
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– გგონია, იქ წასვლა მე არ მინდა? ერთადერთი თავისუფა-
ლი დღის შვილთან ერთად გატარება მე არ მენატრება? ერთა-
დერთ საყვარელ შვილთან, რომელიც მარწმუნებს, რომ კარ-
გადაა, მაგრამ, სინამდვილეში, კარგად სულაც არ არის.
– გეშლება, დედიკო, კარგად ვარ-მეთქი, გითხარი.
ჯოზის ხმაში ცვლილება შევნიშნე. თითქოს ის ძალისხმევა,
რომლითაც აქამდე თავი ეჭირა, სადღაც გაქრა და ერთბაშად
დაიქანცა.
– ეს თვალთმაქცობა რა საჭიროა, ჯოზი? გგონია, მაგით
უარესად არ მტკენ გულს?
– დედიკო, გეფიცები, არ ვთვალთმაქცობ, მართლა კარ-
გად ვარ. ძალიან გთხოვ, წავიდეთ! კლარას ჩანჩქერი არას-
დროს უნახავს, იქ წასვლას მოუთმენლად ელის.
– კლარა ელის?
– დედა, გთხოვ!
– მელანია, ჯოზის დახმარება სჭირდება, – თქვა დედამ. –
მანქანიდან გადადით, მასთან მიდით და გადასვლაში დაეხმა-
რეთ. თვითონ თუ შეეცდება გადასვლას, შეიძლება წაიქცეს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– მელანია, რა გჭირთ? თქვენც ავად ხომ არ გახდით?
– ეგება, მის ჯოზი შეძლებს?
– ვერ გავიგე?
– მეც აგერა ვარ და ეს ხმ-ც, ხოდა, მის ჯოზი კიდე კარქათ
იქნება, ეგება.
– მოიცა, მოიცა, ერთი გამარკვიეთ, რა. ესე იგი, თქვენი აზ-
რით, ჩემი ქალიშვილი კარგადაა და შეუძლია მთელი დღე გა-
რეთ გაატაროს? ჩანჩქერთან? მგონია, თქვენი საქმეც ცუდა-
დაა, მელანია!
მოახლე მელანიას ხმა არ ამოუღია, მაგრამ არც ადგილი-
დან დაძრულა.

96
– მელანია, თქვენი საქციელი ისე უნდა გავიგო, რომ მან-
ქანიდან გადასვლა და ჩემი ქალიშვილის დახმარება არ გნე-
ბავთ?
მოახლე მელანია წინა სკამებს შორის დაშორებაში დაძა-
ბული იყურებოდა. თითქოს მაღლა, გორაკზე, რაღაცას ხედავ-
და, მაგრამ კარგად ვერ არჩევდა, რა იყო, და ამიტომ დაიძაბა.
მერე უცებ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
– დედა, – თქვა ჯოზიმ, – ძალიან გთხოვ, წავიდეთ, რა!
– შენი აზრით, მე არ მინდა წასვლა და ეს ყველაფერი მსი-
ამოვნებს? კარგი, შენ ავად ხარ, ეგ შენი ბრალი არ არის, მაგ-
რამ ამის ყველასაგან დამალვა? საქმის იქამდე მიყვანა, რომ
ყველანი უკვე მანქანაში ჩავსხედით და წინ მთელი დაძაბული
დღე გველის? ეგ განა სწორი საქციელია, ჯოზი?
– და ის კარგია, რომ მეუბნები ავად ხარო, როცა მე სუ-
ლაც...
მოახლე მელანიამ ჯოზის კარი გამოაღო და ჯოზიც გაჩუმ-
და. მერე ძალიან სევდიანი სახით გამომხედა.
– მაპატიე, კლარა. სხვა დროს აუცილებლად წავალთ,
გპირდები. ახლა კი უნდა მაპატიო.
– ყველაფერი რიგზეა, – ვუთხარი მე. – ისე უნდა მოვიქ-
ცეთ, როგორც უკეთესი იქნება ჯოზისთვის.
ის იყო, მეც უნდა გადავსულიყავი მანქანიდან, რომ დედამ
თქვა:
– ერთი წუთით, კლარა! ჯოზიმ ხომ თქვა, რომ შენ ძალიან
გინდოდა ჩანჩქერის ნახვა? ჰოდა, ეგებ, დარჩე, სადაც ზიხარ?
– მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით.
– სრულიად მარტივია. ჯოზი ავადაა, ვერ მოდის. ეგ შეეძ-
ლო ჩვენთვის ადრევე ეთქვა, მაგრამ არ გვითხრა. რა გაეწყო-
ბა, ახლა შინ დარჩენა მოუწევს მელანიასთან ერთად. მაგრამ,
რატომ არ შეიძლება, მე და შენ რომ წავიდეთ?
დედას სახეს ვერ ვხედავდი, წინა სკამების საზურგეები ძა-
ლიან მაღალი იყო. მაგრამ ჯოზი ჯერ კიდევ ჩემკენ შემობრუ-
ნებული იჯდა. თვალები მთლად ჩაუქრა, თითქოს მათთვის უკ-
ვე სულ ერთი იყო, რას უყურებდნენ.

97
– მელანია, – უფრო ხმამაღლა თქვა დედამ, – დაეხმარეთ
ჯოზის მანქანიდან გადმოსვლაში, ოღონდ ძალიან ფრთხი-
ლად. არ დაგავიწყდეთ, რომ ავადაა.
– კლარა, – მომმართა ჯოზიმ, – დედასთან ერთად მარ-
თლა წახვალ?
– დედას შეთავაზება ძალიან გულისხმიერია, – ვთქვი მე,
– მაგრამ, ალბათ, აჯობებს, თუ ამჯერად...
– ერთი წუთით, კლარა! – სიტყვა გამაწყვეტინა დედამ და
იქვე ჯოზის მიუბრუნდა: – ეგ რა გამოვიდა, ჯოზი? სულ ახლა-
ხან განიცდიდი, კლარას ჩანჩქერი არ უნახავსო, და ახლა გინ-
და, აიძულო, რომ შინ დარჩეს?
ჯოზი ისევ მე მომჩერებოდა, მანქანის ღია კართან კი ჯო-
ზისკენ ხელგაწვდილი მელანია იდგა. ბოლოს ჯოზიმ თქვა:
– კარგი. ალბათ, ჯობს შენ და დედა წახვიდეთ, კლარა. რა
აზრი აქვს მთელი დღის ჩაშხამებას მხოლოდ იმის გამო,
რომ... მაპატიეთ. ყველამ მაპატიეთ, სულ ავად რომ ვარ. არ
ვიცი, რატომ, მაგრამ... – ვიფიქრე, ახლა ცრემლები წამოუვა-
მეთქი, მაგრამ თავი როგორღაც შეიკავა და ჩუმად განაგრძო:
– მაპატიე, დედა, დამნაშავე ვარ, ყველას იმედს ვუცრუებ
ხოლმე. კლარა, აუცილებლად წადი. აი, ნახავ, ის ჩანჩქერი
როგორ მოგეწონება.
და მისი სახე საზურგის მიღმა გაუჩინარდა.
რამდენიმე წამს სრულიად დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი,
რა მექნა. ორივემ, დედამაც და ჯოზიმაც, მოისურვეს, რომ მან-
ქანაში დავრჩენილიყავი და ჩანჩქერთან წავსულიყავი. კარ-
გად მესმოდა, რომ, თუ წავიდოდი, ახალ, შესაძლოა, ძალიან
მნიშვნელოვან, გამოცდილებას მივიღებდი, უკეთ გავიაზრებ-
დი ჯოზის მდგომარეობას და მის პრობლემებს, რაც მერე მის
უკეთ დახმარებაში ხელს შემიწყობდა. მაგრამ ჯოზი კენჭებით
მოფენილ ბილიკს მიუყვებოდა და მისი გულისწყვეტა აშკარა
იყო. ახლა, როცა აღარაფერს მალავდა, ფეხებს ძლივს მიათ-
რევდა და მოახლე მელანიას ხელზე მთელი ძალით, დაუფარა-
ვად ებღაუჭებოდა.

98
ვუყურებდით, მოახლე მელანიამ კარი როგორ გააღო და
ის ორნი სახლში როგორ შევიდნენ. მერე კი დედამ მანქანა
დაძრა და გზას გავუყევით.

***

მანქანაში პირველად ვიჯექი და მისი სიჩქარის გამოთვლა


ამიტომაც გამიჭირდა. მეჩვენებოდა, რომ დედა უჩვეულოდ
სწრაფად მიდიოდა და წამით შევშინდი კიდეც. მაგრამ მერე
გამახსენდა, რომ იმ გორაკზე ყოველდღიურად ადიოდა, და
გადავწყვიტე, საშიში არაფერი იქნება-მეთქი. ყურადღება ხე-
ებზე გადავიტანე, რომლებიც სწრაფად ჩაგვიქროლებდნენ
ხოლმე, და კიდევ – ცარიელ სივრცეებზე, რომლებიც ხან ერთ
მხარეს ჩანდნენ და ხანაც მეორე მხარეს. იმ ცარიელი სივ-
რცეებიდან კარგად ვხედავდი გორაკის წვერსაც და ქვემოთ,
მის ფერდობზე მდგარი ხეების კენწეროებსაც. მერე აღმართი
შეწყდა და გზა ტრიალი მინდვრის გასწვრივ გაგრძელდა. მინ-
დორში არაფერი მოჩანდა იმ ფარდულის გარდა, რომელსაც
ჯოზის ოთახის ფანჯრიდანაც ვხედავდი.
მერე დედამ პირველად ამოიღო ხმა. საჭესთან იჯდა და თა-
ვი ჩემკენ ამიტომაც არ მოუბრუნებია. მარტო რომ არ ვყოფი-
ლიყავი, ვერც კი მივხვდებოდი, რომ მე მომმართავდა.
– სულ ეგრე იქცევიან, შენი გრძნობებით თამაშობენ, –
თქვა და ცოტა ხანში დააყოლა: – შეიძლება სხვის თვალში ძა-
ლიან დაუნდობლად ვიქცევი, მაგრამ სხვანაირად როგორ გა-
ვაგებინო? უნდა შეიგნონ, რომ გრძნობები ჩვენც გვაქვს. – ცო-
ტა ხანს ისევ გაჩუმდა და მერე განაგრძო: – ჰგონია, მე კი მომ-
წონს, მთელი დღე მის გარეშე რომ ვარ ხოლმე?
გზაზე სხვა მანქანებიც გამოჩნდნენ, მაგრამ, მაღაზიის ქუ-
ჩისაგან განსხვავებით, აქ ორმხრივი მოძრაობა იყო – მანქა-
ნები შორიდან გამოჩნდებოდნენ ხოლმე და მერე დიდი სიჩქა-
რით ჩვენკენ მოემართებოდნენ, მაგრამ მძღოლებს არაფერი
ეშლებოდათ და ამიტომ არ გვეჯახებოდნენ. მალე გარემო ისე-
თი სისწრაფით შეიცვალა, რომ დანახული სურათების მწყობ-

99
რად დალაგება გამიჭირდა. რაღაც ხანს ერთი სექცია მანქანე-
ბით გაივსო, დანარჩენები კი – გზისა და მიმდებარე მინდვრე-
ბის მონაკვეთებით. რაც ძალი და ღონე მქონდა, ვცდილობდი,
ერთი სექციიდან მეორეში გადანაცვლებისას გზატკეცილის
სწორი ხაზი შემენარჩუნებინა, მაგრამ სურათები ყოველწამიე-
რად იცვლებოდა და ბოლოს დავნებდი, აღარ ვუძალიანდებო-
დი, როცა გზა სექციიდან სექციაში გადასვლისას წყდებოდა და
მერე თავიდან იწყებოდა. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა,
მთელმა გარემომ, ხედთა მრავალფეროვნებამ და უზარმაზარ-
მა ცამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მზეს ღრუბლები
ხშირად ეფარებოდნენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვხედავდი მის
მიერ დახატულ ფიგურებს სწორ ადგილებსა და მინდვრებში.
როცა დედა ისევ ალაპარაკდა, უკვე ცხადი იყო, რომ სწო-
რედ მე მომმართავდა.
– ზოგჯერ, ალბათ, ძალიან კარგია, არანაირი გრძნობა
რომ არ გაწუხებს. ჰოდა, შენი კიდევაც მშურს ხოლმე.
მის სიტყვებს ჩავუკვირდი და ვუთხარი:
– ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრი გრძნობა მაქვს და, რაც მე-
ტად ვაკვირდები ყველაფერს, მით მეტი გრძნობა მიჩნდება.
მოულოდნელად ისე გაიცინა, რომ შევკრთი კიდეც.
– თუ ასეა, ეგებ, არც ღირდეს ყველაფერზე დაკვირვება, –
მერე კი დააყოლა: – მაპატიე, შენი წყენინება სულაც არ მინ-
დოდა. დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობები მართლაც გექნე-
ბა.
– ახლა ჯოზი ჩვენთან ერთად რომ ვერ წამოვიდა, ძალიან
დავსევდიანდი.
– ესე იგი, სევდა შემოგაწვა, გასაგებია, – თქვა და გაჩუმ-
და. ალბათ, გზაზე და შემხვედრ მანქანებზე გადაიტანა ყურად-
ღება. მერე ისევ ალაპარაკდა: – იყო დრო, არც ისე დიდი ხნის
წინ, როცა მეგონა, გრძნობები მომიჩლუნგდა-მეთქი. ყოველ-
დღე ნაკლებს და ნაკლებს ვგრძნობდი. ისიც კი არ ვიცოდი, ეს
ამბავი მიხაროდა თუ მწყინდა. მაგრამ ამ ბოლო დროს, სულ
უფრო და უფრო მგრძნობიარე ვხდები ყველაფრის მიმართ...
კლარა, აბა, მარცხნივ გაიხედე. მანდ ხომ კარგად ზიხარ? მარ-
ცხნივ გაიხედე და მითხარი, რას ხედავ.

100
იმ ადგილას, სადაც ახლა მივდიოდით, მიწა არც ზემოთ
ადიოდა და არც ქვემოთ ჩადიოდა, და ცაც ისევ დიდი ჩანდა.
ტრიალ მინდვრებს ვხედავდი, არც ფარდულები მოჩანდა სად-
მე და არც – ფერმერების მანქანები. თვალუწვდენელი მინ-
დვრები იყო, მაგრამ ჰორიზონტზე რაღაც დავლანდე და ის რა-
ღაც მხოლოდ მეტალის ყუთებისაგან შემდგარ პატარა დასახ-
ლებას ჰგავდა.
– ხედავ? – მკითხა დედამ ისე, რომ გზისთვის თვალი არ
მოუშორებია.
– აქედან შორი კია, მაგრამ რაღაც დასახლების მსგავსს
ვხედავ. იქ, ალბათ, მანქანებს ან რაღაც ეგეთებს ამზადებენ.
– სიმართლესთან ძალიან ახლოსაა, ყოჩაღ! სინამდვილე-
ში იქ ქიმიური ქარხანაა და თანაც ძალიან თანამედროვე. ქიმ-
ბალ რეფრიჯერეიშენი ჰქვია, თუმცა, მრავალი წელია, მაცივ-
რებთან არაფერი ესაქმებათ. აქეთ საცხოვრებლად სწორედ
ამიტომ გადმოვედით. ჯოზის მამა მანდ მუშაობდა.
მეტალისყუთებიანი დასახლება შორს კი იყო, მაგრამ უკვე
მშვენივრად ვარჩევდი იმ მილებს, რომლებითაც შენობები
ერთმანეთს უერთდებოდა; ცისკენ აღმართულ მილებსაც ვხე-
დავდი. ამ ყველაფერმა რაღაცით ის საშინელი ქუთინგზ-მან-
ქანა მომაგონა და დაბინძურების გამო ავნერვიულდი. მაგრამ
სწორედ მაშინ დედამ მითხრა:
– მშვენიერი ადგილია. სუფთა ენერგია შედის შიგნით და
გარეთაც სუფთა გამოდის. ჯოზის მამა ერთ დროს მაგ ადგი-
ლის ამომავალი ვარსკვლავი იყო.
მერე მეტალის დასახლება თვალს მიეფარა და მეც ჩემს
სკამზე გავსწორდი.
– ახლაც მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, შეიძლება ით-
ქვას, კარგ მეგობრებად დავრჩით, რაც ჯოზისთვის ძალიან სა-
სიკეთოა, რა თქმა უნდა.
– მინდა გკითხოთ, მამა ისევ იმ მაცივრების ქარხანაში მუ-
შაობს?
– ბატონო? ააა, არა, უბრალოდ... ჩაანაცვლეს, როგორც
ყველა დანარჩენი. ძალიან ნიჭიერი იყო, არის კიდეც. ახლა

101
ადრინდელზე ბევრად უკეთესი ურთიერთობა გვაქვს. ეგ ჯო-
ზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ჩუმად ვიარეთ. გზა ახლა ცი-
ცაბო გახდა. მერე დედამ სვლას უკლო და ვიწრო გზაზე ქვე-
მოთ ჩავუხვიეთ. ბოლოს რომ გავიჭყიტე წინა სკამებს შუა, და-
ვინახე, რომ გზა ისეთი ვიწრო იყო, მხოლოდ ერთი მანქანა თუ
გაეტეოდა. ორივე მხარეს ტალახიანი ზოლები გასდევდა – ეტ-
ყობა, ჩვენი წინამორბედი მანქანის დანატოვარი კვალი,
აქეთ-იქიდან კი ხეები ისე მჭიდროდ ჩამწკრივებულიყვნენ,
როგორც ქალაქის ქუჩებში – მაღალი შენობები. დედა ისევ იმ
ვიწრო გზას მიუყვებოდა და, მგონია, მანქანას უფრო ნელაც
მართავდა. ვფიქრობდი, ნეტავი, რა მოხდება, წინიდან შემ-
ხვედრი მანქანა რომ გამოჩნდეს-მეთქი. მერე კიდევ ერთ კუთ-
ხეში შევუხვიეთ და გავჩერდით.
– მოვედით, კლარა. აქედან უკვე ფეხით მოგვიწევს წას-
ვლა. ხომ არ გაგიჭირდება?
მანქანიდან რომ გადმოვედი, სუსხიანი ქარი ვიგრძენი და
ჩიტების ჟღურტულიც გავიგონე. ქვაღორღიან, ატალახებულ
ბილიკს რომ ავუყევით, ველური ხეები თანდათან მომრავ-
ლდა. ფრთხილად უნდა მევლო, დედას ფეხდაფეხ. მალე ხის
ორ სვეტს შორისაც გავიარეთ და სხვა ბილიკზე გადავედით. ის
ბილიკი კიდევ უფრო ციცაბო აღმოჩნდა და დედას ხშირად
უწევდა გაჩერება, რომ არ ჩამოვრჩენოდი. გავიფიქრე, მარ-
თალი ყოფილა, ეს მოგზაურობა ჯოზისთვის ძალიან რთული
რომ ეჩვენა-მეთქი.
სწორედ იმ დროს, სრულიად შემთხვევით, მარცხნივ გავი-
ხედე და იქ, იმ ღობის გადაღმა, რომელიც ბილიკს გასდევდა,
მინდორში ხარი შევნიშნე. ის ხარი ძალიან ყურადღებით გვაკ-
ვირდებოდა. ხარის სურათები ჟურნალებში ხშირად მენახა,
მაგრამ ცოცხალ ხარს პირველად ვხედავდი. ვიცოდი, რომ
საკმაოდ შორს იყო და თანაც ღობეს ვერ გადმოახტებოდა,
მაგრამ მაინც შევშინდი და წამოვიკივლე კიდეც. ადრე მსგავსი
რამ, რომელიც მრისხანებისა და განადგურების სურვილის ამ-
დენ სიგნალს ერთდროულად გამოსცემდა, არასოდეს მენახა.
მისი დრუნჩი, რქები, ცივი თვალები, რომლებითაც მომჩერე-

102
ბოდა, საშინელ შიშს აღძრავდნენ ჩემს გონებაში, მაგრამ კი-
დევ რაღაცას ვგრძნობდი, უფრო უცნაურსა და ღრმას. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა
ასეთ არსებას მზის გულზე დგომის უფლება მისცეს. მისი ადგი-
ლი მხოლოდ მიწაში ღრმად, ქვესკნელში, სრულ უკუნეთში უნ-
და ყოფილიყო და მისი მინდორში, ბალახზე დგომა რაღაც სა-
შინელებით დასრულდებოდა.
– ყველაფერი რიგზეა, ეგ ხარი ახლოს ვერ მოგვეკარება,
– დამამშვიდა დედამ. – წამო, წამო, ყავის დალევა მჭირდება.
თავი ვაიძულე, ხარისთვის აღარ შემეხედა და დედას გავ-
ყევი. მალე აღმართი დასრულდა და ჯოზის ფოტოებზე ნანახ,
ხისგან ტლანქად გამოჩორკნილ მაგიდებს შორის აღმოვ-
ჩნდით. სულ თოთხმეტი ასეთი მაგიდა მოვთვალე და მათთან
მიდგმული ფიცრის სკამებიც დავინახე. მაგიდებთან უფროსე-
ბი, ბავშვები, ხმ-ები და ძაღლები ისხდნენ, იდგნენ ან დარბოდ-
ნენ. მაგიდების იქით ჩანჩქერი მოჩანდა. უფრო დიდი და შიშის
მომგვრელი აღმოჩნდა, ვიდრე ის ჩანჩქერი, რომელიც ჟურ-
ნალში მენახა. რვა სექცია ერთბაშად მოიცვა. მზის დანახვა
მომინდა, მაგრამ რუხ ცაზე ვერსად დავინახე.
– აი, აქ დავსხდეთ. მოდი, კლარა, დაჯექი, – მითხრა დე-
დამ, – მე ყავა უნდა დავლიო.
იქვე, ოც ნაბიჯში, ასეთივე უხეში მორებისაგან ნაგები ქო-
ხისკენ გაემართა. იმ ქოხს წინ ღია დახლი ჰქონდა, ასე რომ,
მაღაზიასავით შეეძლო ფუნქციონირება. ჰოდა, ადამიანები იმ
დახლთან რიგში იდგნენ.
გამიხარდა, ხის ტლანქ მაგიდასთან წყნარად ჯდომისა და
გარემოში გარკვევის საშუალება რომ მომეცა და, ვიდრე დე-
დას დაბრუნებას ველოდებოდი, გარემოს სქემა გონებაში
ნელ-ნელა დამილაგდა კიდეც. ჩანჩქერს უკვე ამდენი სექცია
აღარ ეჭირა და გოგო-ბიჭებიც, თავიანთი ხმ-ებით, ადვილად
გადანაწილდნენ სექციიდან სექციაში, ყოველგვარი შეფერხე-
ბის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინტერესით არავინ მიყურებ-
და და ყველა თავის ბავშვზე იყო კონცენტრირებული, მაინც
მსიამოვნებდა სხვა ხმ-ების გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი და

103
რაღაც ხანს სიხარულითაც კი ვადევნებდი თვალს ყოველ მათ-
განს. მერე დედა დაბრუნდა და მასთან პირისპირ დაჯდომამ
მომიწია. დედა აღმუვლებულ ჩანჩქერთან ზურგშექცევით დაჯ-
და და ყავით სავსე მუყაოს ერთჯერადი ჭიქა პირთან მიიტანა.
გამახსენდა, ჯოზიმ რაც მითხრა ჩანჩქერთან ახლოს ჯდომაზე
– ზურგი ისე დაგისველდება, ვერც მიხვდებიო – და ვიფიქრე,
დედას ხომ არ შევახსენო-მეთქი. მაგრამ რაღაცამ მის გამო-
მეტყველებაში მიკარნახა, რომ ჯერ სულაც არ იყო ჩემთან და-
ლაპარაკების განწყობაზე. სახეზე ზუსტად ისე მაკვირდებოდა,
როგორც მაშინ, მე და როზა ვიტრინაში რომ ვისხედით. ყავას
სვამდა და წამითაც არ მაშორებდა თვალს. იქამდე მიყურა,
ვიდრე მისმა სახემ ექვსი სექცია არ მოიცვა და მისი ოდნავ მო-
ჭუტული თვალები სამ სექციაში არ გადანაწილდა, თითოეულ-
ში – სხვადასხვა რაკურსით. ბოლოს მითხრა:
– აბა, აქაურობა როგორ მოგწონს?
– არაჩვეულებრივია.
– ესე იგი, ახლა უკვე ნამდვილი ჩანჩქერიც ნანახი გექნება.
– თქვენი ძალიან მადლიერი ვარ, აქ რომ მომიყვანეთ.
– უცნაურია, მაგრამ ახლა მომეჩვენა, რომ აქ ყოფნა სუ-
ლაც არ გიხარია. სადაა შენი ჩვეული ღიმილი?
– მაპატიეთ და უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ. ძალიან
მიხარია, ჩანჩქერი რომ ვნახე, მაგრამ თან გული მწყდება, ჯო-
ზიმ ჩვენთან ერთად წამოსვლა რომ ვერ მოახერხა.
– მეც. და ამის გამო გული ძალიან დამძიმებული მაქვს, –
თქვა დედამ და მერე დასძინა: – მაგრამ თან ძალიან ცუდადაც
არა ვგრძნობ თავს, რადგანაც შენ აქა ხარ.
– გმადლობთ.
– ეგება, მელანია არც შემცდარა, როცა მითხრა, ჯოზი ცუ-
დად არ იქნებაო.
ამაზე არაფერი მითქვამს. დედამ ყავა მოწრუპა და ისევ
მომაჩერდა.
– ჯოზიმ ამ ადგილზე რა გითხრა?
– მითხრა, არაჩვეულებრივი ადგილია და იქ დედასთან
ერთად სიარული ძალიან მიყვარსო.

104
– მართლა ასე გითხრა? და ის აღარ უთქვამს, სალისთან
ერთად რომ მოვდიოდით და სალის აქაურობა რომ ძალიან
უყვარდა?
– ჯოზიმ თავისი დაც ახსენა. მისი დაიკო ფოტოებზეც ვნახე.
დედა ამჯერად ისეთი დაძაბული მიყურებდა, რომ ვიფიქ-
რე, ეტყობა, რაღაც შემეშალა-მეთქი. მაგრამ მერე მითხრა:
– მგონი, მივხვდი, რომელ სურათზე ამბობ, სადაც ჩვენ
სამნი ერთად ვართ. მახსოვს, ეგ სურათი მელანიამ გადაგვი-
ღო. აი, იმ მაგიდასთან ვისხედით მე, სალი და ჯოზი... რა იყო,
კლარა, ხომ კარგად ხარ?
– ძალიან დამწყდა გული, როცა გავიგე, რომ სალი გარდა-
იცვალა.
– გულის წყვეტა კარგი ნათქვამია...
– მაპატიეთ. მგონი, სულ არ უნდა...
– ყველაფერი რიგზეა. კარგა ხანია, სალი ჩვენთან აღარ
არის. სამწუხაროა, მისი გაცნობა რომ ვერ მოასწარი. სალი
სულ სხვანაირი იყო. ჯოზი ყველაფერს ამბობს, რაც პირზე მო-
ადგება, იმაზე სულაც არ ფიქრობს, ეგებ, ამის თქმა არ ღირ-
დაო. ზოგჯერ ეს ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ზოგჯერ
სწორედ მაგიტომაც მიყვარს. სალი სულ სხვანაირი იყო, ას-
ჯერ გაზომავდა ხოლმე, ვიდრე რამეს იტყოდა. ძალიან
მგრძნობიარე აღმოჩნდა. ალბათ, თავის დაავადებასაც სწო-
რედ ამიტომ ვერ უმკლავდებოდა ისე მარჯვედ, როგორც ჯოზი.
– მინდა გკითხოთ, თუ არ მიწყენთ, სალი რისგან გარდა-
იცვალა?
დედას თვალების გამომეტყველება უცებ შეეცვალა, პირ-
თან კი ავი ნაოჭი გაუჩნდა.
– ეგ რა შეკითხვაა?!
– მაპატიეთ, უბრალოდ, დამაინტერესა...
– ცნობისმოყვარეობა შენი საქმე არ არის.
– დიდ ბოდიშს ვიხდი.
– ნეტავი, რაში გაინტერესებს? გარდაიცვალა, მორჩა და
გათავდა.
კარგა ხნის მერე სახე დაურბილდა.

105
– ვფიქრობ, სწორი იყო, ჯოზი დღეს აქ რომ არ წამოვიყვა-
ნეთ. თავს კარგად არ გრძნობდა. მაგრამ აქ ახლა ასე რომ
ვსხედვართ მხოლოდ მე და შენ, ჯოზი ძალიან მაკლია.
ირგვლივ მიმოიხედა და მერე ჩანჩქერს გახედა. როცა
მობრუნდა, უკვე მე კი არა, გამვლელებს, ძაღლებსა და ხმ-ებს
უყურებდა.
– კარგი, კლარა. რადგან ჯოზი აქ არ არის, მინდა, რომ შენ
იყო ახლა მისი მაგიერი. სულ ცოტა ხნით, სანამ აქა ვართ.…
– მაპატიეთ, მაგრამ ვერ მიგიხვდით.
– ეგ შენ ერთხელ უკვე გააკეთე ჩემთვის. აი, იმ დღეს, რო-
ცა მაღაზიიდან წამოგიყვანეთ. აღარ გახსოვს?
– მახსოვს, რა თქმა უნდა.
– იმის თქმა მინდოდა, რომ, ალბათ, არ დაგავიწყდა, ეს
როგორ გააკეთე. ჯოზივით რომ დადიოდი.
– დიახ, ახლაც შემიძლია, მასავით ვიარო, თანაც უკვე ბევ-
რად უკეთ ვიცნობ და უფრო მეტ სიტუაციაშიც ვნახე. ამიტომ
კიდევ უფრო ზუსტად შემიძლია მისი იმიტირება. თუმცა...
– თუმცა რა?
– მაპატიეთ, მგონი, ზუსტად ვერ გამოვხატე, რისი თქმაც
მინდოდა.
დედამ ერთხანს მიყურა და მერე მითხრა:
– კარგი. ასეა თუ ისე, იმას სულაც არა გთხოვ, მის სია-
რულს მიბაძე-მეთქი. აი, ახლა აქ ხომ ვსხედვართ ჩვენ ორნი...
საკმაოდ სასიამოვნო გარემოა, მშვენიერი ამინდია და ისიც
მინდოდა, რომ ჯოზისთან ერთად ვყოფილიყავი. ამიტომ იცი,
რას გთხოვ, კლარა? შენ ხომ ძალიან გონიერი ხარ. წარმოიდ-
გინე, ახლა აქ შენ კი არა, ჯოზი რომ იჯდეს, როგორ იჯდებოდა?
ცხადია, შენ რომ ახლა ზიხარ, ეგრე არა.
– არა. ალბათ, დაახლოებით... აი, ასე.
დედა მაგიდაზე დაიხარა. თვალები ისე მოჭუტა, რომ სახემ
რვა სექცია მოიცვა და ჩანჩქერს მხოლოდ განაპირა სექციები
დაუტოვა. ცოტა ხანს ისეთი გრძნობაც კი მქონდა, რომ თვა-
ლების გამომეტყველება სექციიდან სექციაში ეცვლებოდა.
ერთ სექციაში, მაგალითად, ავად უცინოდა, მეზობელ სექცია-
ში კი თვალებში სევდა ედგა. ჩანჩქერის ხმა, ბავშვების ჭყლო-

106
პინი და ძაღლების ყეფა – ყველაფერი ერთბაშად მიჩუმდა და
ადგილი დაუთმო იმას, რის სათქმელადაც დედა ემზადებოდა.
– მშვენიერია. შესანიშნავი! მაგრამ ახლა მინდა, ცოტა
იმოძრაო. მოდი, რამე ისე გააკეთე, რომ ისევ ჯოზი იყო. საშუა-
ლება მომეცი, ამოძრავებული ჯოზი დავინახო.
ისეთნაირად გავუღიმე, ჯოზი რომ გაუღიმებდა, და მასავით
თავისუფლად, ოდნავ მოფლაშული დავჯექი.
– კარგი. ახლა რამე მითხარი. მინდა გავიგონო, როგორ
ლაპარაკობ.
– მაპატიეთ. დარწმუნებული არა ვარ, რომ...
– არა, ეგ კლარა იყო, მე კი ჯოზი მინდა.
– გამარჯობა, დედი. აი, მეც მოვედი!
– კარგია. მიდი, კიდევ, კიდევ.
– გამარჯობა, დედი. რომ იცოდე, ძალიან კარგად ვარ. აჰა,
შემომხედე და ნახავ, რომ ასეა.
დედა კიდევ უფრო გადმოიხარა ჩემკენ და სექციებში ახლა
სიხარულს, შიშს, სევდას და სიცილს ვხედავდი. იმის გამო,
რომ გარშემო ყველაფერი მიჩუმდა, გარკვევით მესმოდა, რო-
გორ ჩურჩულებდა, კარგია, კარგია, კარგიაო.
– ხომ ვამბობდი, გამოვკეთდები-მეთქი, – განვაგრძე ლა-
პარაკი. – მელანია სწორი იყო. ისეთი არც არაფერი მჭირს,
უბრალოდ, ცოტა დავიღალე, სულ ეგაა.
– მაპატიე, ჯოზი, – მითხრა დედამ, – მაპატიე, დღეს რომ
არ წამოგიყვანე.
– არა უშავს, დედიკო. ვიცი, რომ ჩემ გამო ღელავ. მე კი
მართლაც კარგად ვარ, ვერ ხედავ?
– როგორ მინდა, აქ რომ იყო, მაგრამ აქ არა ხარ. ძალიან
მინდა, რომ როგორმე გამოჯანმრთელდე.
– ასე ნუ განიცდი, დედი. აი, ნახავ, მალე უკეთ გავხდები და
ყველაფერი კარგად იქნება.
– რა იცი? ამ ყველაფრის რა გაგეგება? ბავშვი ხარ, ბავშვი,
და უბრალოდ ცხოვრება გიყვარს... გჯერა, რომ ყველაფრის
გამოსწორება შეიძლება. ამ საშინელებისა რა გაგეგება?
– ყველაფერი რიგზეა-მეთქი, დედა. ნუღარ ღელავ. მალე
ძალიან კარგად ვიქნები. ისიც კი ვიცი, ეგ როგორ მოხდება.

107
– რაა? რა თქვი? გგონია, ექიმებზე მეტი იცი? ჩემზე მეტიც?
შენი დაც ასე ამბობდა, ისიც მპირდებოდა, მაგრამ პირობა ვერ
შეასრულა. შენ მაინც ნუ იქცევი ასე, ძალიან გთხოვ!
– მაგრამ, დედიკო, მომისმინე! სალის სულ სხვა რამე
სჭირდა. მე აუცილებლად გამოვჯანმრთელდები.
– კარგი, საყვარელო. მაშინ ის მაინც მითხარი, როგორ გა-
მოჯანმრთელდები.
– განსაკუთრებული დახმარება გამოჩნდება. ამის შესახებ
არავინ არაფერი იცის და არავის არასდროს უფიქრია. აი, ნა-
ხავ, მართლა გამოვჯანმრთელდები.
– რა დახმარებაა? ვინ გითხრა?
ახლა უკვე ყველა სექციაში ვხედავდი, დედას გამხდარ სა-
ხეზე ყვრიმალები როგორ გამოეკვეთა.
– მართალს ვამბობ, დედა, აუცილებლად გამოვჯან-
მრთელდები.
– საკმარისია, საკმარისი!
დედა წამოდგა და მაგიდას გაეცალა. მაშინვე ისევ დავინა-
ხე ჩანჩქერი და მისი ხმაც გავიგონე. ჩემს ზურგს უკან მყოფი
ადამიანების ხმაც თითქოს უფრო მკვეთრად და ხმამაღლა
მესმოდა.
დედა ხის ბარიერთან გაჩერდა, რომელთანაც ხმელეთი
მთავრდებოდა და ჩანჩქერი იწყებოდა. მის წინ ჩამოწოლილ
ბურუსს ვხედავდი და ვიფიქრე, ახლა გაილუმპება-მეთქი, მაგ-
რამ დედა ადგილიდან არ იძვროდა, ისევ ჩემკენ ზურგშექცე-
ვით იდგა.
ბოლოს, როგორც იქნა, მოტრიალდა და ხელი დამიქნია.
– კლარა, მოდი, აქეთ მოდი. მოდი და შეხედე.
ფეხზე წამოვდექი და მისკენ გავემართე. „კლარა“ მიწოდა
და მივხვდი, რომ ჯოზის იმიტირება საჭირო აღარ იყო. ხელით
მანიშნებდა, მომიახლოვდიო.
– აი, შეხედე. ადრე ჩანჩქერი ხომ არასდროს გინახავს.
აბა, რას ფიქრობ?
– არაჩვეულებრივია. ბევრად უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე
ჟურნალში იყო.

108
– მართლაც განსაკუთრებულია, არა? მიხარია, რომ ამას
ამჩნევ. ახლა კი შინ დავბრუნდეთ, ჯოზიზე ძალიან ვღელავ.
სანამ მანქანისაკენ მივდიოდით, დედას ხმა აღარ
ამოუღია. სწრაფად მოძრაობდა, მთელი გზა, სულ ცოტა, ოთხი
ნაბიჯით მაინც მისწრებდა, ჰოდა, ძალიან ფრთხილად უნდა
ვყოფილიყავი, რომ შეცდომა არ დამეშვა საშინელ დაღმარ-
თში ჩასვლისას. იმ ადგილს რომ ჩავუარეთ, სადაც ხარი დავი-
ნახე, მინდორი კარგად შევათვალიერე, მაგრამ ის ურჩხული
აღარ დამინახავს. ვიფიქრე, ეგებ, მართლა მიწამ უყო პირი და
ქვესკნელში დაბრუნდა-მეთქი.

***

მანქანასთან რომ მივედით, ისევ ჩემს ადგილას დაჯდომა


დავაპირე, მაგრამ დედამ მითხრა:
– წინ დაჯექი, კლარა. აქედან უკეთ დაინახავ ყველაფერს.
ასე რომ, გვერდით მივუჯექი და ისეთივე სხვაობა ვიგრძე-
ნი, მაღაზიაში დარბაზის შუაგულსა და ვიტრინას შორის რომ
იყო. მინდვრებს ჩავუარეთ, მზეც ღრუბლებიდან იჭყიტებოდა
და კარგად ვხედავდი, ჰორიზონტზე მაღალი ხეები მჭიდრო
ჯგუფებად რომ იკვრებოდნენ შვიდი ან რვა ხის შემადგენლო-
ბით, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო სრულიად ცარი-
ელი, ტრიალი მინდორი იყო. მანქანა იმ გრძელსა და ვიწრო
ხაზს მიუყვებოდა, მიწაზე რომ გაედოთ, და დავინახე, რომ ის,
რაც თავიდან, უბრალოდ, მინდვრის რაღაც შორეული ნახატი
მეგონა, ცხვრები აღმოჩნდა. ერთ ისეთ მინდორსაც ჩავუარეთ,
სადაც ორმოცამდე ასეთი არსება იყო და, მიუხედავად იმისა,
რომ ძალიან სწრაფად მივდიოდით, ვხედავდი, რომ ყოველი
მათგანი სიკეთით იყო აღსავსე, იმ საზარელი ხარის სრულიად
საწინააღმდეგო არსებები იყვნენ. თვალი განსაკუთრებით
ოთხმა ცხვარმა მომტაცა, კიდევ უფრო თავმდაბლებმა, ვიდრე
დანარჩენები იყვნენ. ერთმანეთის უკან გამწკრივებულები
თითქოს სადღაც მიემართებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად იმი-
სა, რომ ძალიან სწრაფად მივდიოდით, მაინც შევნიშნე, რომ

109
არსადაც არ მიდიოდნენ, უბრალოდ, ადგილზე იდგნენ, ბა-
ლახს ძოვდნენ და მხოლოდ პირს ამოძრავებდნენ.
– შენი მადლობელი ვარ, კლარა. ერთად რომ ვიყავით,
თავი უკეთ ვიგრძენი.
– ძალიან მიხარია.
– ეგებ, სხვა დროსაც ასე მოვიქცეთ, თუ ჯოზი ისევ ცუდად
იქნება.
არაფერი რომ არ ვუპასუხე, დედამ მკითხა:
– შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ასეთი რამ რომ გავიმე-
ოროთ, კლარა?
– არა, სულაც არა, თუ ჯოზი წამოსვლას ვერ მოახერხებს.
– იცი, რას გეტყვი? აჯობებს, ჯოზის ამაზე არაფერი ვუთ-
ხრათ. არც იმის მოყოლაა საჭირო, ჩანჩქერთან ჯოზის რომ ბა-
ძავდი. შეიძლება, ცუდად გაგვიგოს. – ცოტა ხანში ისევ მკით-
ხა: – შევთანხმდით, არა? ჯოზის არაფერს ვუყვებით.
– როგორც გენებოთ.
მალე ისევ დავინახე მეტალის ყუთების დასახლება. ამჯე-
რად მარჯვენა მხარეს აღმოჩნდა. მეგონა, დედა კიდევ რამეს
მეტყვის ამ ადგილზე ან მამაზე-მეთქი, მაგრამ ხმა არ
ამოუღია. ცოტა ხანში ის მეტალის ყუთებიც თვალს მიეფარა.
მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, სავსებით მოულოდნელად:
– ზოგჯერ ბავშვები ტკივილს გაყენებენ. ფიქრობენ, რად-
გან უფროსი ხარ, გულს არაფერი გატკენს. მაგრამ, რაც შენ
ჩვენთან მოხვედი, ჯოზი თითქოს ცოტა გაიზარდა და უფრო გუ-
ლისხმიერი გახდა.
– ძალიან მიხარია.
– ჰო, ამ ბოლო დროს ეგ ამბავი ძალიან თვალშისაცემია.
სხვების მიმართ აშკარად უფრო ყურადღებიანი გახდა.
ხე დავინახე, რომლის ტანიც სინამდვილეში სამი თხელი,
ერთმანეთში გადახლართული ღეროსგან შედგებოდა. ძალი-
ან ყურადღებით შევათვალიერე, სკამზეც კი მოვტრიალდი,
რომ, რაც შეიძლება დიდხანს მეყურებინა მისთვის.
– შენ რაღაცას მეუბნებოდი ჯოზის გამოჯანმრთელებაზე, –
თქვა დედამ. – რაღაც დახმარება მოდისო... ეგ, უბრალოდ,
ისე თქვი, არა?

110
– უნდა მაპატიოთ. ვიცი, რომ თქვენ, ექიმები და მოახლე
მელანია ძალიან დიდ ყურადღებას იჩენთ ჯოზის ჯანმრთელო-
ბის მიმართ და ამაზე ხმ-მ...
– ეგ, უბრალოდ, იმედია თუ რამე უფრო სერიოზული, რაც
მაგ იმედს გისახავს? ისეთი რა არის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ?
– ვფიქრობ... მხოლოდ იმედია, მაგრამ ძალიან რეალური.
დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზი მალე გამოჯანმრთელდება.
ამის მერე დედას რამდენიმე წუთი ხმა აღარ ამოუღია. მან-
ქანა მიჰყავდა და საქარე მინიდან სადღაც შორს იყურებოდა.
ისეთი გამოხედვა ჰქონდა, ვფიქრობდი, ნეტა, გზას თუ ხედავს-
მეთქი. მერე მშვიდად თქვა:
– შენ ძალიან გონიერი ხმ ხარ. ეგება, ისეთ რამეებსაც ხე-
დავ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ეგებ, მართალიც ხარ, იმედს
რომ არ კარგავ. ეგებ, მართალი ხარ.

***

შინ რომ დავბრუნდით, ჯოზი არც სამზარეულოში იყო და


არც – გაშლილ გეგმარებაში. დედა და მოახლე მელანია სამ-
ზარეულოს კართან იდგნენ და ჩუმად რაღაცაზე საუბრობდნენ.
მივხვდი, რომ მელანია დედას ანგარიშს აბარებდა, ჯოზი მშვე-
ნივრად იყო, სანამ თქვენ აქ არ იყავითო. დედა თავს უქნევდა,
მერე კი კიბესთან მივიდა და ჯოზის ასძახა. როცა ჯოზიმ მარ-
ტივად, კარგიო, უპასუხა, დედა ცოტა ხანს ისევ გაუნძრევლად
იდგა კიბის ძირში, მერე კი მხრები აიჩეჩა და გაშლილ გეგმა-
რებაში გავიდა. ჰოლში მარტო დავრჩი და გადავწყვიტე, ჯო-
ზისთან ავალ-მეთქი.
ძირს, ხალიჩაზე იჯდა, საწოლთან ზურგშექცევით. მოხ-
რილ მუხლებზე სახატავი ალბომი ედო. ფანქრით რაღაცას ხა-
ტავდა და თავი არც აუწევია, როცა მივესალმე. გარშემო ალ-
ბომიდან ამოხეული ფურცლები ეყარა: ზოგზე სულ რამდენიმე
შტრიხი იყო გავლებული, ზოგი კი ნახატებით იყო დახუნძლუ-
ლი.
– ძალიან მიხარია, რომ ჯოზი თავს უკეთ გრძნობს.

111
– ჰო, ყველაფერი რიგზეა, – მიპასუხა ჯოზიმ ისე, რომ ნა-
ხატისათვის თვალი არ მოუშორებია. – მოგზაურობამ როგორ
ჩაიარა?
– შესანიშნავად. სამწუხაროა, რომ ჯოზიმ ჩვენთან ერთად
წამოსვლა ვერ შეძლო.
– მართლაც, სამწუხაროა. ჩანჩქერი ნახე?
– ჰო, არაჩვეულებრივია.
– დედამ ხომ ისიამოვნა?
– ვფიქრობ, ისიამოვნა, თუმცა ძალიან განიცდიდა, ჯოზი
იქ რომ არ ჰყავდა.
როგორც იქნა, ალბომიდან თავი აიღო, გამომხედა და მის
გამოხედვაში ის დავინახე, რაც აქამდე არასდროს დამენახა.
მაშინვე ის ხმა გამახსენდა, რომლითაც სოციალიზაციის შეხ-
ვედრაზე თქვა, ახლა უკვე ვნანობ, B3 რომ არ ავირჩიეო. ჯო-
ზიმ ისევ ამარიდა თვალი და თავის ალბომს ჩაუღრმავდა. კარ-
გა ხანს ვიდექი გაუნძრევლად იმ ადგილას, საიდანაც ოთახში
შევდგი ფეხი. ბოლოს ვუთხარი:
– ძალიან ვწუხვარ, თუ რამე ისეთი ჩავიდინე, რამაც ჯოზი
გააბრაზა.
– სულაც არ გავბრაზებულვარ, ეგ რამ გაფიქრებინა?
– ესე იგი, ისევ მეგობრებად დავრჩით?
– შენ ხომ ჩემი ხმ ხარ, ჰოდა, მეგობრები უნდა ვიყოთ, სხვა
რა გზაა.
მაგრამ მის ხმაში ღიმილი არ იგრძნობოდა. ცხადი იყო,
რომ თავის ნახატებთან მარტო დარჩენა სურდა. მეც ავიღე,
ოთახიდან გამოვედი და კართან, კიბის ბაქანზე გავჩერდი.

112
მესამე ნაწილი

იმედი მქონდა, რომ ის ჩრდილი, რომელიც მორგანზ-


ფოლზში წასვლამ უნებურად მომაყენა, დილისკენ უკვალოდ
გაქრებოდა. მაგრამ შევცდი – ჯოზის ჩემდამი ცივი დამოკიდე-
ბულება ამის მერეც კარგახანს გაგრძელდა.
კიდევ უფრო დამაბნეველი ის იყო, იქ წასვლის მერე დედაც
რომ შეიცვალა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგზაურობამ
კარგად ჩაიარა და ჩვენ შორის დამოკიდებულება უფრო თბი-
ლი გახდებოდა. მაგრამ, ჯოზისა არ იყოს, ჩემ მიმართ დედაც
დაიძაბა და, კიბის ბაქანზე თუ შემხვდებოდა, უწინდელივით
აღარ მომიკითხავდა ხოლმე.
ბუნებრივია, მომდევნო დღეებში ხშირად ვფიქრობდი, თუ
სოციალიზაციის დღემ ასე უკვალოდ ჩაიარა და ჩრდილი არ
მომაყენა, ჩანჩქერს რატომ უნდა გამოეწვია ასეთი მძიმე შე-
დეგები, მით უფრო, რომ ჯოზის და დედას სურვილებს ვასრუ-
ლებდი-მეთქი. ისევ ვიეჭვე, ეტყობა, B3-ებთან შედარებით ჩე-
მი შეზღუდული უნარები სწორედ იმ დღეს გამოვლინდა და
ორივემ, ჯოზიმაც და დედამაც, ძალიან ინანეს, მე რომ ამირ-
ჩიეს-მეთქი. თუ მართლაც ასე იყო, მაშინ მეტი ძალისხმევა
მჭირდებოდა, რომ ჯოზისათვის უკეთესი ხმ გავმხდარიყავი და
იმ ჩრდილიდან თავი როგორმე დამეხსნა. ამავდროულად,
იმასაც მივხვდი, რომ ადამიანები, მარტოობის შიშით, ათას
ისეთ რთულად ამოსახსნელ მანევრს მიმართავდნენ, რომ
მორგანზ-ფოლზის მძიმე შედეგების გამომწვევ ჭეშმარიტ მი-
ზეზს, ალბათ, ვერც ვერასოდეს ჩავწვდებოდი.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მორგანზ-ფოლზში გამგზავ-
რებით მოყენებულ ჩრდილზე საფიქრალი დრო ძალიან ცოტა
მქონდა, რადგანაც, იმ მოგზაურობიდან რამდენიმე დღის თავ-
ზე, ჯოზის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა.

113
***

ისე დასუსტდა, რომ დილაობით, როცა დედა თავის ფინჯან


ყავას მიირთმევდა ხოლმე, ქვემოთ ვერ ჩამოდიოდა. ამიტომ
დედა თავად ამოდიოდა მის ოთახში და დიდხანს დასცქეროდა
მძინარეს. სარგადაყლაპულივით იდგა ყავის ჭიქით ხელში;
წელში მაშინაც კი არ იხრებოდა, როცა ყავას წრუპავდა.
როდესაც დედა სამსახურში მიდიოდა, მას მოახლე მელა-
ნია ენაცვლებოდა: სავარძელს ჯოზის საწოლთან მიაჩოჩებდა,
მუხლებზე თავის ეკრანიან დაფას შემოიდებდა და ხან ეკრანს
უყურებდა და ხანაც მძინარე ჯოზის. ერთ ასეთ დილას, როცა
მე კართან ატუზული ვიდექი და მზად ვიყავი, ნებისმიერ წამს
დავხმარებოდი, მოახლე მელანია მომიბრუნდა და მითხრა:
– ხმ, თავზე რას მადგახარ და რას მანერვიანებ? გადი გა-
რეთ.
გარეთო, რომ მითხრა, კარისკენ შევტრიალდი და მშვი-
დად ვკითხე:
– მაპატიეთ, მოახლე მელანია, სახლიდან უნდა გავიდე?
– გინდა ოთახიდან, გინდა სახლიდან, რა მნიშვნელი აქს?
მარა რო დაგიძახებ, ეგრევე აქ უნდა იყო.
კარში მარტო არასდროს გავსულვარ, მაგრამ ნათელი
იყო, რომ მოახლე მელანიას ამის საწინააღმდეგო არაფერი
ჰქონდა. კიბეზე ფრთხილად დავეშვი. ჯოზიზე დარდის გარდა,
ახლა ახალმა მღელვარებამაც შემიპყრო.
გარეთ, კენჭებიან ბილიკზე რომ გავედი, მზე ზენიტში იყო,
მაგრამ ცოტა დაღლილი მეჩვენა. არ ვიცოდი, კარი უნდა და-
მეკეტა თუ არა, მაგრამ ბოლოს, რადგანაც გამვლელები არ-
სად ჩანდნენ, გადავწყვიტე, რომ ჯობდა, უკან მობრუნებულს,
ჯოზი ზარის რეკვით არ შემეწუხებინა. ამიტომ კარი უბრალოდ
მივხურე, საკეტი არ ამიმოქმედებია, და გზას გავუყევი.
მარცხენა მხარეს ვხედავდი ბალახით დაფარულ გორაკს,
სადაც რიკი გავიცანი, როცა ჩიტებს უშვებდა. გორაკის გადაღ-
მა ის გზა მოჩანდა, რომლითაც დედა მიემგზავრებოდა ხოლმე
დილაობით და რომლითაც მეც ვიმოგზაურე მორგანზ-ფოლ-
ზისკენ. მაგრამ იმ გზას ზურგი ვაქციე, კენჭებიან ბილიკს საპი-

114
რისპირო მიმართულებით გავუყევი და სახლს უკნიდან შემო-
ვუარე. იქიდან მინდვრებისაკენ მშვენიერი ხედი იშლებოდა.
ცა ძალიან დიდი და უფერული იყო. შორს მინდვრები თან-
დათან ზემოთ-ზემოთ მიდიოდნენ და მისტერ მაკბეინის ფარ-
დული მშვენივრად მოჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ზემო-
დან, სახლის მეორე სართულის უკანა ფანჯრიდან არ ვუყურებ-
დი. ბალახის წვრილ ღეროებს ახლა უფრო გარკვევით ვხედავ-
დი, ვიდრე ჯოზის ოთახის ფანჯრიდან, მაგრამ მთავარი სიახ-
ლე ის იყო, რომ იმ ბალახებიდან ამოზრდილი რიკის სახლიც
დავინახე. მივხვდი, რომ, უკანა ფანჯარა ცოტა მარცხნივ რომ
ყოფილიყო, ის სახლი ჯოზის ოთახიდანაც გამოჩნდებოდა.
თუმცა, რიკის სახლზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგანაც
გონება კვლავ ჯოზიზე ფიქრით მქონდა მოცული. განსაკუთრე-
ბით ის მაწუხებდა, მზე რატომ არ უგზავნიდა ჯოზის იმ განსა-
კუთრებულ დახმარებას, მათხოვარსა და მის ძაღლს რომ გა-
მოუგზავნა. მზისაგან დახმარებას პირველად მაშინ ველოდი,
როცა ჯოზი მორგანზ-ფოლზში წასვლამდე დასუსტდა. მაშინ
ვიფიქრე, ალბათ, მზე არ ცდება და ეგ დახმარება ჯერ არ სჭირ-
დება-მეთქი. მაგრამ ახლა ჯოზი ბევრად უარესად იყო და ბევ-
რი რამ, რაზეც მისი მომავალი იყო დამოკიდებული, სრულიად
გაურკვეველი რჩებოდა. ამიტომ ის, რომ მზე ასე აგვიანებდა,
ძალიან მაშფოთებდა.
ამ თემაზე ადრეც ბევრი მიფიქრია, მაგრამ ახლა, როცა გა-
რეთ მარტო აღმოვჩნდი, მინდვრებთან ასე ახლოს და ზენიტში
მყოფი მზის ქვეშ, გარკვეულ აზრებს თავი ადვილად მოვუყა-
რე. მესმოდა, რომ, მთელი მისი გულკეთილობის მიუხედავად,
მზე ძალიან დაკავებული იყო; რომ მისი ყურადღება მხოლოდ
ჯოზის კი არა, უამრავ სხვა ადამიანსაც სჭირდებოდა; რომ შე-
იძლებოდა, თვით მზესაც ზოგჯერ მხედველობიდან გამორჩე-
ნოდა მსგავსი ერთეული შემთხვევები, მით უფრო, რომ ჯოზი,
შეიძლება ითქვას, დედას, მოახლე მელანიას და ხმ-ის სანდო
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე,
ვიფიქრე, მზის განსაკუთრებული დახმარების მისაღებად, მი-
სი ყურადღების მოსაზიდად, ჯოზის მდგომარეობის თვალსაჩი-
ნოდ, კონკრეტული გზით წარმოჩენა იქნება-მეთქი საჭირო.

115
რბილ მიწას იქამდე მივუყვებოდი, სანამ პირველი მინ-
დვრის ღობესა და მის ხის ჭიშკარს არ მივადექი. ის ჭიშკარი
სურათის ჩარჩოს ჰგავდა და ძალიან ადვილად იღებოდა ერთ-
ერთ ბოძზე გადაცმული თოკის ყულფის აწევით. დავინახე,
რომ, თუ ჭიშკარს გავაღებდი, შეუფერხებლად მოვახერხებდი
მინდორში გასვლას. იქ საკმაოდ მაღალი ბალახი იზრდებო-
და, მაგრამ რიკმა და ჯოზიმ, ჯერ კიდევ სულ პატარებმა, მაინც
ხომ მოახერხეს მინდვრის გადავლა და მისტერ მაკბეინის
ფარდულთან მისვლა? ვიღაცის ფეხებით გათელილი სავალი
გზაც დავინახე და ვიფიქრე, რა უცნაურია, რომ ამავე გზაზე ახ-
ლა მე უნდა გავიარო-მეთქი. მერე ისევ იმაზე დავფიქრდი,
მზემ მათხოვარსა და მის ძაღლს განსაკუთრებული დახმარება
რომ გაუწია და მათსა და ჯოზის მდგომარეობას შორის დიდი
სხვაობაც აღმოვაჩინე. ჯერ ერთი, მათხოვარს ბევრი გამვლე-
ლი იცნობდა და მისი მდგომარეობა ხალხის თვალწინ, ხალ-
ხმრავალ ქუჩაზე გაუარესდა. ნებისმიერს შეეძლო მზის ყუ-
რადღების მისი და ძაღლის მდგომარეობისაკენ მოზიდვა. მე-
რე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც გამახსენდა – იმაზე
ცოტა ხნით ადრე, სანამ მზე იმ ორს განსაკუთრებულ დახმარე-
ბას გაუწევდა, ქუთინგზ-მანქანამ იქაურობა რომ დააბინძურა
და მზეც კი აიძულა, გარკვეული დროით უკან დაეხია. მერე კი,
როცა ის საზიზღარი მანქანა წავიდა, ახალი, სუფთა ეპოქა
დადგა და მზემ, სრულიად განთავისუფლებულმა და სიხარუ-
ლით აღსავსემ, თავისი განსაკუთრებული დახმარების ძალა
გამოაჩინა.
ცოტა ხანს ჩარჩოს მსგავს ჭიშკართან ვიდექი და ვუყურებ-
დი, როგორ ირხეოდა ბალახი. თანაც ვფიქრობდი, ნეტა, კიდევ
რამდენ გაკვალულ ბილიკს მალავს ეს ბალახი ან ჯოზი რო-
გორ მოვარჩინო-მეთქი. მაგრამ კარში მარტო ყოფნას მიჩვეუ-
ლი არ ვიყავი და ვგრძნობდი, რომ დეზორიენტირების საფ-
რთხე მელოდა. ასე რომ, მოვტრიალდი და შინისკენ გამოვე-
მართე.

***

116
მთელი იმ დროის განმავლობაში, ექიმი რაიენი ძალიან
ხშირად მოდიოდა ხოლმე, ჯოზის კი დღის მეტი წილი ეძინა.
მზე თავის ენერგიას ყოველდღე ჩვეულებრივად გზავნიდა
ოთახში და მისი ათინათები ჯოზის მძინარე სხეულის ნაწილებ-
საც დასთამაშებდა, მაგრამ განსაკუთრებული დახმარების
ნიშნები მაინც არ ჩანდა. თუმცა, ალბათ, მზე ისევ სწორი იყო,
რომ არ ჩქარობდა, რადგანაც ჯოზიმ ნელ-ნელა გამოკეთება
დაიწყო და ბოლოს საწოლში წამოჯდომაც კი მოახერხა.
ექიმმა რაიენმა ჯოზი მკაცრად გააფრთხილა, ეკრანიან და-
ფაზე ჩატარებულ გაკვეთილებს თავი არიდეო. ჰოდა, ახლა,
საწოლში ბალიშებზე მიყრდნობილი, გათლილი ფანქრებით
ძალიან ბევრს ხატავდა თავის ალბომში. ყოველ ჯერზე, როცა
კი სურათს დაასრულებდა ანდა გადაწყვეტდა, რომ დასრულე-
ბა არ ღირდა, ფურცელს ალბომიდან ამოხევდა, ზემოთ ააგ-
დებდა და ის ფურცელი ფრიალ-ფრიალით ეშვებოდა ხოლმე
ხალიჩაზე. ჩემი საქმე კი იმ ფურცლების აკრეფა და მოწესრი-
გებულ დასტებად შენახვა იყო.
რაც უფრო იშვიათად მოდიოდა ექიმი რაიენი, მით უფრო
ხშირად სტუმრობდა რიკი ოდნავ გამოკეთებულ ჯოზის. მოახ-
ლე მელანია რიკს ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ ისიც კი
ამჩნევდა, მისი ვიზიტები ძალიან კარგ გუნებაზე რომ აყენებდა
ჯოზის. მოკლედ, რიკს მოსვლის უფლება მისცა, მაგრამ მისი
ვიზიტები ნახევარ საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელებული-
ყო. რიკი პირველად რომ გვესტუმრა, ოთახიდან გამოვედი,
რომ მეგობრებისთვის სიმყუდროვე არ დამერღვია. მაგრამ
მოახლე მელანიამ კიბის ბაქანზე შემაჩერა და წამჩურჩულა:
– არა, ხმ! ოთახში, ჩქარა! არშიყობა და სხვა სისულელეე-
ბი რო არ იყოს!
ასე რომ, ჩემთვის ნორმად იქცა ოთახში ყოფნა, როცა რი-
კი მოდიოდა. ზოგჯერ მის მზერაში „აქედან მოშორდისაც“
ვკითხულობდი, თუმცა პირდაპირ არასდროს მიყურებდა, არც
მესალმებოდა და არც მემშვიდობებოდა ხოლმე. ასეთივე სიგ-
ნალები ჯოზისგანაც რომ მომსვლოდა, ოთახში არაფრით არ
დავრჩებოდი, მიუხედავად მოახლე მელანიას ინსტრუქციები-

117
სა, მაგრამ ჯოზი ძალიანაც კმაყოფილი ჩანდა ჩემი გვერდით
ყოფნით; პირიქით, მგონი, ეგ ამბავი შვებასაც კი ჰგვრიდა,
თუმცა ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს ამაზე.
მე მაინც ჩემსას ვცდილობდი – მათთვის მყუდროება რომ
არ დამერღვია, ღილებიან დივანზე ზურგშექცევით ვჯდებოდი
და მინდვრებს თვალს არ ვაშორებდი. ყველაფერი მესმოდა,
რასაც ამბობდნენ. ზოგჯერ მიყურადება სულაც არ მინდოდა,
მაგრამ ისიც მახსოვდა, ჯოზიზე რაც შეიძლება მეტი რომ უნდა
გამეგო, ჰოდა, მათი საუბრისას ისეთ ახალ ინფორმაციას ვაგ-
როვებდი, სხვა შემთხვევაში რომ ვერ შევაგროვებდი.
რიკის ჯოზისთან ვიზიტებმა სამი ფაზა გაიარა. პირველ
ეტაპზე, შემოსვლისას ნერვიულად აცეცებდა ხოლმე თვალებს
აქეთ-იქით და მთელ ოცდაათ წუთს ისე იქცეოდა, თითქოს ნე-
ბისმიერი მისი დაუდევარი მოძრაობა ოთახის ავეჯს გააფუჭებ-
და. პირდაპირ ხალიჩაზე ჯდებოდა ხოლმე, მოდურ გარდე-
რობზე მიყრდნობილი. რიკისა და ჯოზის გამოსახულებას ფან-
ჯარაში ვხედავდი და ეს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა,
თითქოს გვერდიგვერდ ისხდნენ – რიკი ცოტა დაბლა და ჯოზი
ცოტა მაღლა.
იმ ეტაპზე ოთახში ძალიან კეთილგანწყობილი ატმოსფე-
რო სუფევდა და მათი ნალაპარაკევიც ნაკლებად ინფორმა-
ციული იყო. ერთმანეთს ბავშვობის დროინდელ ამბებს ახსე-
ნებდნენ და იმ პერიოდზე ხუმრობდნენ კიდეც. ერთი სიტყვა თუ
პატარა გახსენებაც კი საკმარისი იყო, რომ მოგონებებში ჩა-
ძირულიყვნენ. ასეთ დროს რაღაც კოდირებულ ენაზე იწყებ-
დნენ ლაპარაკს. თავიდან მეგონა, ასე ჩემი ოთახში ყოფნის
გამო იქცევიან-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ, უბრალოდ,
ერთმანეთის ცხოვრებას ძალიან კარგად იცნობდნენ, ერთმა-
ნეთის კარგად ესმოდათ და ჩემთან დასამალი არც არაფერი
ჰქონდათ.
თავიდან, როცა რიკი მოდიოდა, ჯოზი სურათებს არ ხატავ-
და. მერე, როცა უფრო გაუშინაურდნენ ერთმანეთს, მთელი
ოცდაათი წუთის განმავლობაში თან რიკს ელაპარაკებოდა და
თან ხატავდა. მერე ფურცლებს ალბომიდან ამოხევდა ხოლმე
და რიკისკენ ფრიალ-ფრიალით ისტუმრებდა. სწორედ ასე,

118
თავიდან საკმაოდ გულუბრყვილოდ დაიწყო „ბუშტობანას“
თამაში.
სწორედ „ბუშტობანამ“ დაუდო საწყისი მეორე ფაზას. შე-
საძლოა, ეს თამაში ადრევე მოიგონეს, ღრმა ბავშვობაში. ეს
იმან მაფიქრებინა, რომ წესების შეხსენება ან დადგენა არ-
ცერთს არ უცდია. ჯოზიმ, უბრალოდ, ამოხეული ნახატების რი-
კისკენ სროლა დაიწყო და თან საუბარი არ შეუწყვეტიათ, ჰო-
და, ერთხელაც რიკმა სურათს დახედა და თქვა:
– ესე იგი, ახლა „ბუშტობანაზე“ გადავედით?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენც გინდა, რიკ.
– ფანქარი არა მაქვს. ერთი მუქი ფერის ფანქარი გადმო-
მიგდე.
– ყველა მუქი ფანქარი მე მჭირდება. აქ მხატვარი ვინ
არის, არ იცი?
– აბა, ბუშტებში როგორ ჩავწერო, თუ ფანქარსაც არ მომ-
ცემ?
მიუხედავად იმისა, რომ მათთან ზურგით ვიჯექი, თამაშის
არსს მალე ჩავწვდი და, როცა რიკის წასვლის შემდეგ ფურ-
ცლებს ვკრეფდი, ნახატების დანახვასაც ვახერხებდი. ნელ-ნე-
ლა სწორედ ამიტომაც გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი
იყო ეს თამაში ორივესათვის.
ჯოზი ძალიან ოსტატურ ჩანახატებს ქმნიდა, ჩვეულებრივ,
ორი ან სამი ფიგურის გამოსახულებით. თავებს, ტანებთან შე-
დარებით, შეგნებულად ძალიან დიდს უხატავდა. პირველ
ეტაპზე ფიგურებს ძალიან კეთილი სახეები ჰქონდათ და ის სა-
ხეები მხოლოდ გათლილი შავი ფანქრით იყო დახატული, ხო-
ლო მათი მხრები, ტანი და გარემო უკვე ფერადი ფანქრებით
იხატებოდა. ყოველ ნახატზე, რომელიმე ფიგურას თავზე ცა-
რიელი ბუშტი ჰქონდა მიხატული; ზოგჯერ ასეთი ბუშტი ორი
ფიგურის თავზეც კი ეკიდა. იმ ცარიელ ბუშტებს რიკი სიტყვიე-
რი ტექსტით ავსებდა. მალევე მივხვდი, რომ, თუმცა ფიგურე-
ბის სახეები რიკსა და ჯოზის არ ჰგავდნენ, ამ თამაშის ფარ-
გლებში ნებისმიერი გოგო ჯოზი იყო, ბიჭი კი – რიკი. შესაბა-
მისად, სხვა ფიგურები ჯოზის გარემოცვიდან სხვა ადამიანები
იყვნენ, მაგალითად, დედა ან სოციალიზაციის ჯგუფის ბავშვე-

119
ბი ანდა კიდევ სხვები, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობდი. მე კი მი-
ჭირდა იმის გამოცნობა, ბევრი ამ ფიგურათაგან ვის აღნიშნავ-
და, მაგრამ ცხადი იყო, რომ რიკისთვის ეს პრობლემას არ
წარმოადგენდა. არცერთხელ არ უკითხავს, ეს ვინ არისო, რო-
ცა ნახატები მისკენ მიფრიალებდნენ, და სიტყვებსაც ბუშტებში
მაშინვე წერდა.
მერე იმასაც მივხვდი, რომ იმ ბუშტებში ჩაწერილი სიტყვე-
ბი დახატული ადამიანების ფიქრებს ან ნათქვამს ასახავდნენ
და, ამდენად, რიკის ხაზი გარკვეულ საფრთხესაც შეიცავდა.
თავიდანვე ვშიშობდი, რომ ის, რასაც ჯოზი ხატავდა, და ის, რა-
საც რიკი წერდა, დაძაბულობას გამოიწვევდა. თუმცა, ამ სტა-
დიაზე „ბუშტობანა“ მხოლოდ მშვიდობიანი, სასიამოვნო მო-
გონებებით აღსავსე თამაში აღმოჩნდა. ფანჯრის მინაში ვხე-
დავდი, როგორ იცინოდნენ და ერთმანეთისაკენ თითს რო-
გორ იშვერდნენ. იმ თამაშის თავდაპირველ ვარიანტზე კონ-
ცენტრირებულები რომ დარჩენილიყვნენ, მათი საუბარი სხვა
მიმართულებით რომ არ წასულიყო, ეგებ, დაძაბულობა საერ-
თოდაც არ გაჩენილიყო მათ ურთიერთობაში. მაგრამ, სანამ
ჯოზი ისევ ხატავდა და რიკი ბუშტებს სიტყვებით ავსებდა, ისეთ
თემებზე წამოიწყეს საუბარი, რომლებსაც ნახატებთან საერ-
თო არაფერი ჰქონდა.
ერთ მზიან დღეს, როცა რიკი ისევ მოდურ გარდერობზე
მიყრდნობილი იჯდა და მზე მის ტერფებზე ნახატებს ხატავდა,
ჯოზიმ თქვა:
– იცი, რიკ, მგონი, ეჭვიანობ. მაგ პორტრეტზე სულ უცნაუ-
რად მეკითხები ხოლმე.
– ვერ მივხვდი. შენ ახლა ჩემს პორტრეტს ხატავ თუ რა
ხდება?
– არა. იმას ვგულისხმობ, სულ ჩემს პორტრეტზე რომ მე-
კითხები ხოლმე, აი, ქალაქში რომ მხატავს ის კაცი.
– ააა, ისა... ჰო, ერთხელ, მგონი, ვახსენე, მაგრამ მეტი არც
მიხსენებია.
– როგორ არა, სულ ახსენებ. გუშინ, მაგალითად, ორჯერ
ახსენე.
რიკმა წერა შეწყვიტა, მაგრამ თავი არ აუწევია.

120
– ალბათ, უბრალოდ დავინტერესდი. მაგრამ პორტრეტის
გამო ეჭვიანობა ვის გაუგია?
– მართლაც, სისულელეა. თუმცა, ისეთნაირად მეკითხე-
ბოდი, რომ ეგეთი გრძნობა დამრჩა.
ამის მერე ცოტა ხანს ხმა აღარ ამოუღიათ და თავთავიანთ
საქმეს განაგრძობდნენ. მერე რიკმა თქვა:
– ვერ ვიტყვი, რომ ვეჭვიანობ, მაგრამ ცოტა დაეჭვებული
კი ვარ. ის ტიპი, აი, მხატვარი... მაგაზე რასაც მიყვები ხოლმე,
რაღაცნაირად უსიამოვნო მეჩვენება.
– უბრალოდ, ჩემს პორტრეტს ხატავს. ყოველთვის პატი-
ვისცემით მეპყრობა, სულ იმას წუხს, არ დაგღალოო.
– მე კი სულ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც რიგზე ვერ
არის. ამბობ, სულ მეკითხებიო. იმიტომ გეკითხები, რომ ყო-
ველ ჯერზე, როცა რამეს გკითხავ, რაღაც ისეთს მეუბნები, რომ
ვფიქრობ, ღმერთო, რა საზიზღრობაა-მეთქი.
– საზიზღარს, ნეტავი, რას ხედავ?
– ჯერ ერთი, უკვე რამდენჯერ იყავი მაგის სახელოსნოში?
ოთხჯერ, არა? მერე რას აკეთებს? არც ერთი ესკიზი არ უნახ-
ვებია შენთვის, მხოლოდ ფოტოებს გიღებს მსხვილი ხედით –
ხან ერთ ნაწილს, ხან მეორეს, სულ ეგ არის. მხატვრები განა
ეგრე მუშაობენ?
– ფოტოების გადაღება ურჩევნია, იმიტომ, რომ ასე არ
ვიღლები, უწინდელი მოდელებივით საათობით გაუნძრევ-
ლად ჯდომა არ მიწევს ხოლმე. ასე მხოლოდ ოცი წუთი ვიმყო-
ფები სტუდიაში. იმ ნაწილების სურათებს მიღებს, რომლებიც
გარკვეულ ეტაპზე სჭირდება; თანაც დედაც სულ იქ არის. რო-
გორ ფიქრობ, დედა ვინმე გარყვნილს დაიქირავებდა ჩემი
პორტრეტის დასახატად?
რიკმა არაფერი უპასუხა და ჯოზიმ განაგრძო:
– მაინც მგონია, რომ ცოტა ეჭვიანობ, რიკი. მაგრამ, იცი,
რას გეტყვი? ეგ სულაც არ მაღიზიანებს. პირიქით, ეგ იმას ნიშ-
ნავს, რომ სრულიად სწორი დამოკიდებულება გაქვს, ჩემი
დაცვა გინდა და, ესე იგი, ჩვენს სამომავლო გეგმაზე ფიქრობ.
ასე რომ, ნუ ნერვიულობ.

121
– სულაც არ ვნერვიულობ, ეგ რაღა სულელური ბრალდე-
ბაა?
– ბრალდება რა შუაშია? იმას ხომ არ გეუბნები, სექსის ამ-
ბავია-მეთქი. უბრალოდ, ვამბობ, რომ ეგ პორტრეტი გარე სამ-
ყაროს ნაწილია, შენ კი შიშობ, რომ ჩვენთვის ხელის შემშლე-
ლი აღმოჩნდება. როცა გეუბნები, ეჭვიანობ-მეთქი, ეგეთ ეჭ-
ვიანობას ვგულისხმობ.
– გასაგებია.
თავიანთ გეგმას ხშირად კი ახსენებდნენ, მაგრამ დეტა-
ლებზე იშვიათად ლაპარაკობდნენ. მიუხედავად ამისა, სწო-
რედ ვიზიტების ამ, ჯერ კიდევ თბილსა და გულისხმიერ, ფაზა-
ში მოვახერხე ცალკეული შენიშვნების ერთიან მოსაზრებად
ჩამოყალიბება. მივხვდი, რომ მათი გეგმა გააზრებული და ჩა-
მოყალიბებული სამოქმედო სქემა კი არ იყო, არამედ უფრო
მათ მომავალთან დაკავშირებული ოცნება. მაგ გეგმის მნიშ-
ვნელოვნებაც გავიაზრე ჩემი საკუთარი მოვალეობის აღსრუ-
ლების საქმეში – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში მეც, მო-
ახლე მელანიაც და დედაც ჯოზის სულ გვერდით ვეყოლებო-
დით, იმ გეგმის გარეშე, ალბათ, მარტოობას მაინც ვერ აიცი-
ლებდა თავიდან.

***

მერე ის დროც დადგა, როცა „ბუშტობანას“ უკვე სიცილი კი


აღარ მოჰქონდა, არამედ შიში და უნდობლობა. ჩემს ამჟამინ-
დელ გონებაში ეს ამბავი რიკის ვიზიტების მესამე და ბოლო
სტადიად კვალიფიცირდა.
ახლა მიჭირს იმის ზუსტად განსაზღვრა, კერძოდ, მერამდე-
ნე ვიზიტისას შეიცვალა ზოგადი განწყობა. წინა სტადიებზე ჯო-
ზი ხშირად სპეციალურად ხატავდა ისეთ რამეებს, მათი ზიარი
გამოცდილებიდან ბედნიერი და სახალისო მომენტების გახსე-
ნება რომ მოსდევდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მა-
შინ რიკი ძალიან ადვილად და ყოველგვარი შეფერხების გა-
რეშე ავსებდა იმ ბუშტებს. ახლა კი მისკენ გაფრიალებულ

122
ფურცლებზე სულ სხვაგვარი რეაქცია ჰქონდა – იმ ფურცლებს
სულ უფრო და უფრო ხანგრძლივად მისჩერებოდა, ოხრავდა
ან იღუშებოდა. მერე, როცა წერას იწყებდა, სიტყვები ძალიან
ნელა და ყურადღებით გამოჰყავდა და ხშირად არც ჯოზის შე-
კითხვებს პასუხობდა, ვიდრე წერას არ დაასრულებდა. ჯოზის
რეაქცია, როცა რიკი ფურცლებს უბრუნებდა, საერთოდაც ძნე-
ლად გამოსაცნობი იყო: ხან სრულიად ნეიტრალურ მზერას შე-
ავლებდა ხოლმე და საწოლზე დებდა, ხანაც შევსებულ ფურ-
ცელს ისევ ძირს მოისვრიდა, ოღონდ ისე, რომ რიკის ხელი ვე-
ღარ მიეწვდინა.
დროდადრო უწინდელი განწყობაც უბრუნდებოდათ, ჰო-
და, იცინოდნენ ან მეგობრულად კამათობდნენ, მაგრამ უფრო
ხშირად ჯოზის ნახატი ან რიკის სიტყვები საკმაოდ უსიამოვნო
ცვლილებას იწვევდა. თუმცა, ნახევარი საათი რომ ამოიწურე-
ბოდა და მოახლე მელანია შეეხმიანებოდათ, სასიამოვნო ატ-
მოსფერო ისევ აღდგებოდა ხოლმე.

***

ერთხელ რიკი გადაიხარა, შორს მოსროლილი ფურცელი


აიღო, ყურადღებით დააკვირდა და თავისი გათლილი ფანქა-
რი დადო. სურათს ცოტა ხანს კიდევ აკვირდებოდა, სანამ ჯოზი
შენიშნავდა, ხატვას შეწყვეტდა და ჰკითხავდა:
– რაღაც ისე არ არის, რიკ?
– მმმ... უბრალოდ, ვუყურებ და ვფიქრობ, ესენი ვინ არიან.
– რომლები?
– აი, ესენი, გოგოს გარშემო. ეტყობა, უცხოპლანეტელები
უნდა იყვნენ... მათთვის, თავის ნაცვლად, რაღაც უზარმაზარი
თვალის მაგვარი დაგიხატავს. ბოდიში, სწორად თუ ვერ გავი-
გე.
– არა, ზოგადად სწორად გაიგე, – უპასუხა ჯოზიმ. მის ხმა-
ში ოდნავი სიცივე და შიში შევნიშნე.
– კარგი, ვთქვათ „თვალთა“ ტომია, მაგრამ რაღაც ძალიან
საეჭვოდ უყურებენ გოგოს და ეგ მაშფოთებს.

123
– რატომ გაშფოთებს?
ჩემს ზურგს უკან სიჩუმემ დიდი ხნით დაისადგურა. ფან-
ჯრის მინაში ვხედავდი, რომ რიკი ნახატს თვალს არ აშორებ-
და.
– რატომ გაშფოთებს-მეთქი? – შეკითხვა გაიმეორა ჯოზიმ.
– არც კი ვიცი. თანაც ძალიან დიდი ბუშტი დაგიხატავს გო-
გოს თავზე. აზრზე არა ვარ, შიგნით რა ჩავწერო.
– რასაც ყოველთვის წერ. ის ჩაწერე, რასაც, შენი აზრით,
ახლა ფიქრობს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მზემ მინას დააჭირა და მათ გამო-
სახულებებს კარგად ვეღარ ვხედავდი. ჰოდა, ერთი სული
მქონდა, მოვბრუნებულიყავი, თუნდაც მათი მყუდროების
დარღვევის ხარჯზე. მაგრამ, ვიდრე რამეს ვიღონებდი, რიკმა
თქვა:
– მართლაც საშინელი თვალები აქვთ. მაგრამ უფრო საში-
ნელი ისაა, რომ გოგოს უნდა, ასე რომ უყურონ.
– ხომ არ გააფრინე? რატომ უნდა უნდოდეს, რომ ასე უყუ-
რონ?
– მე რა ვიცი. შენ გეცოდინება და შენ მითხარი.
– მე როგორ უნდა გითხრა? სიტყვების ჩაწერა შენი საქმეა!
– ჯოზის ხმაში გაღიზიანება შეეპარა.
– თან ოდნავ იღიმება, თითქოს გულში კმაყოფილიც კია.
– მსგავსი არაფერია, რიკ, სულ ნუ გადაირევი ახლა!
– მაპატიე. ეტყობა, სწორად ვერ გავიგე.
– ეტყობა. ასე რომ, იჩქარე და ჩაწერე, რას ფიქრობს. სა-
ცაა მეორე სურათსაც დავასრულებ... ეი, რიკ, გესმის, რას გე-
უბნები?
– ალბათ, ჯობია, ეს ნახატი გამოვტოვო.
– კარგი, რა!
მზემ ცოტა უკან დაიხია და მინაში უკვე გარკვევით გამოჩ-
ნდა, ის ფურცელი რიკმა როგორ ფრთხილად გადადო ჯოზის
საწოლთან მოუწესრიგებლად დახვავებული ნახატებისკენ.
– იმედი ძალიან გამიცრუე, რიკ!
– მაშინ ეგეთ სურათებს ნუ ხატავ.

124
ისევ გაჩუმდნენ. ვხედავდი, რომ ჯოზის თავი ისე ეჭირა,
თითქოს ახალ ნახატში იყო ჩაღრმავებული. რიკის გამოსახუ-
ლება კი ისე კარგად აღარ ჩანდა, მაგრამ ვიცოდი, რომ გაუნ-
ძრევლად იჯდა მოდურ გარდერობზე მიყრდნობილი და ჩემ
მიღმა, ფანჯარაში, იყურებოდა.

***

რიკის წასვლის მერე, ჯოზი ძალიან დაღლილი იყო ხოლმე.


ფანქრებს, ალბომსა და ამოხეულ ფურცლებს ძირს ყრიდა, მუ-
ცელზე წვებოდა და ისვენებდა.
მე ღილებიანი დივნიდან ვდგებოდი და მთელ იატაკზე მო-
ფენილ ფურცლებსა და ფანქრებს ვკრეფდი. ჰოდა, სწორედ მა-
შინ მომეცა საშუალება, თვალი შემევლო ნახატებისთვის,
რომლებმაც ამხელა კამათი გამოიწვია.
ჯოზი ბალიშთან ჩახუტებული იწვა და თვალები დახუჭული
ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა და რაღაც აზრებს გამოთქვამდა. ამ-
დენად, იმასაც იაზრებდა, რომ, ნახატებს როცა ვკრეფდი, თან
ვათვალიერებდი, მაგრამ ამის წინააღმდეგი აშკარად არ იყო.
სინამდვილეში, უნდოდა კიდეც, რომ ყველა სურათი სათითა-
ოდ შემესწავლა.
ერთხელ, სურათებს რომ ვალაგებდი, ერთი ფურცელი ავი-
ღე და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სწრაფად შევავლე
თვალი, მაშინვე მივხვდი, რომ ორი მთავარი პერსონაჟი სო-
ციალიზაციაზე მოსული გრძელმკლავება გოგონა და მისი და-
იკო მისი იყვნენ. ჯოზის რაღაც უზუსტობები კი გაჰპარვოდა,
მაგრამ მისი განზრახვა სრულიად ნათელი იყო. დები წინა
პლანზე იდგნენ, საკმაოდ ბოროტი სახეებით, და მათ გარშემო
უამრავ, შედარებით ბუნდოვან სახეს მოეყარა თავი. მიუხედა-
ვად იმისა, რომ სურათზე ავეჯი არ იყო ასახული, მაინც ცხადი
იყო, რომ გაშლილ გეგმარებაში იმყოფებოდნენ. თავზე დიდი
ბუშტი რომ არ ჰქონოდა მიხატული, ვერც კი შენიშნავდი ერთ
პატარა, დებს შორის ჩაჭეჭყილ, გაურკვეველ ფიგურას. ნახა-
ტი მისისა და ნახატი გრძელმკლავება გოგოსაგან განსხვავე-

125
ბით, ამ ფიგურას ისეთი ჩვეულებრივი ადამიანური ნაკვთებიც
კი არ გააჩნდა, როგორებიცაა სახე, მხრები და მკლავები, და,
საერთოდაც, იმ გადღაბნილ წყლის ლაქას წააგავდა, სამზა-
რეულოს კუნძულზე წყლის ნიჟარასთან რომ ჩნდებოდა ხოლ-
მე. ფაქტობრივად, ბუშტი რომ არა, გამვლელი ვერც კი მიხ-
ვდებოდა, ეს ლაქა ადამიანს რომ გულისხმობდა. მიუხედავად
სიახლოვისა, დები წყლის ლაქას ყურადღებას საერთოდ არ
აქცევდნენ. ბუშტში რიკს ჩაეწერა: „ამ კოხტაპრუწა ბავშვებს
ჰგონიათ, რომ ფორმა არც კი გამაჩნია, მაგრამ ასე არ არის.
უბრალოდ, ვმალავ. ანკი ვის უნდა, რომ მაგათ დაენახვოს?“
იმ ფურცელს მხოლოდ წამით კი შევავლე თვალი, მაგრამ
ჯოზიმ იცოდა, რომ სურათიც კარგად აღვიქვი და წარწერაც.
ჰოდა, საწოლიდან ნახევრად მიძინებული ხმით მკითხა:
– არ გეჩვენება, რომ მანდ ძალიან უცნაური რამ დაწერა?
როცა ჩავიცინე და დალაგება განვაგრძე, დასძინა:
– როგორ გგონია, იფიქრა, რომ მაგ პატარა ფიგურაში,
ორი საზიზღარი გოგოს შუა, თავად რიკი ვიგულისხმე და ასე-
თი რამ იმიტომაც დაწერა?
– სრულიად შესაძლებელია.
– მაგრამ შენ ასე არ ფიქრობ, არა, კლარა? – და მერე და-
აყოლა: – კლარა, არ მისმენ? მოდი, რა, მაგაზე ვიმსჯელოთ.
– მე მგონია, რომ, მისი აზრით, ეს პატარა ფიგურა ჯოზია.
აღარაფერი უთქვამს, სანამ ფურცლებს დასტებად ვალა-
გებდი და სხვა ნახატებთან ვაწყობდი ტუალეტის მაგიდის ქვეშ.
ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ უეცრად იკითხა:
– ამას რატომ ამბობ?
– ეგ მხოლოდ ჩემი აზრია. მგონია, რომ რიკმა ეგ პატარა
ფიგურა ჯოზიდ აღიქვა და, დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთის
გამოჩენა უნდოდა.
– სიკეთის? სიკეთეს რაში ხედავ?
– მჯერა, რომ რიკი ძალიან ზრუნავს ჯოზიზე, წუხს, რომ
ზოგჯერ, სხვადასხვა სიტუაციაში, იცვლება ხოლმე. ამ სურათ-
ზე კი სიკეთე გამოიჩინა და თქვა, რომ ჯოზი ძალიან ჭკვიანია
და მხოლოდ თავდაცვის მიზნით აკეთებს ამას, თორემ სინამ-
დვილეში სულაც არ იცვლება.

126
– დიდი ამბავი, ზოგჯერ სხვაგვარად მოქცევა თუ მინდება
ხოლმე. ვის უნდა, სულ ერთნაირი იყოს? რიკის უბედურება
ისაა, რომ სულ მკიცხავს, როგორც კი ისეთი არა ვარ, როგო-
რიც თვითონ უნდა, რომ ვიყო; უნდა, რომ ზუსტად ისეთი დავ-
რჩე, ბავშვობაში რომ ვიყავი.
– არა მგონია, რიკს სინამდვილეში ეგ სურდეს.
– აბა, მაშ, ეს რა ჯანდაბაა? უფორმობა, დამალვები და ასე
შემდეგ? მაგაში ვერანაირ კეთილგანწყობას ვერა ვხედავ. ეს
თავად რიკის პრობლემაა. არ უნდა, რომ გაიზარდოს. ყოველ
შემთხვევაში, დედამისს ნამდვილად არ უნდა და რიკიც თანახ-
მაა. მაგ ამბის მთელი არსი ისაა, რომ სულ დედამისთან ერ-
თად უნდა იცხოვროს. ეგ ჩვენს გეგმას რანაირად შეუწყობს
ხელს? როგორც კი რაღაცით გამოვავლენ, რომ გავიზარდე,
ეგრევე ღიზიანდება.
მისთვის პასუხი არ გამიცია და ჯოზიც ისევ თვალდახუჭუ-
ლი იწვა. მალე მართლაც დაიძინა, მაგრამ მანამდე მოასწრო
და მითხრა:
– რა ვიცი, შეიძლება, მართლაც კეთილგანწყობით მოუვი-
და.
მაინტერესებდა, რიკის მორიგი ვიზიტის დროს ჯოზი ამ სუ-
რათს და მის წარწერას ისევ მოუბრუნდებოდა თუ არა. და,
რომ აღარ მიუბრუნდა, მივხვდი, რომ წესად ჰქონდათ, უკვე
დასრულებულ სურათებსა და მათ ბუშტებში ჩაწერილ სიტ-
ყვებს აღარ მიბრუნებოდნენ. შესაძლოა, ასე იმიტომ იქცეოდ-
ნენ, რომ თავისუფლად ეხატათ და ეწერათ. და მაინც, აკი თა-
ვიდანვე ვშიშობდი, რომ ეს „ბუშტობანა“ საკმაოდ დიდ საფ-
რთხეს შეიცავდა. მართალიც აღმოვჩნდი – სწორედ ამის გამო
იყო, რომ რიკის ოცდაათწუთიანი ვიზიტები ერთბაშად შეწყდა.

***

წვიმიანი დღე კი იყო, მაგრამ მზის მკრთალი სხივები მაინც


აღწევდა ოთახში. მანამდე, რამდენიმე მშვიდი ნახევარსა-
ათიანი ვიზიტი მაინც შედგა და იმდღევანდელი ვიზიტიც საკმა-

127
ოდ გულითადად დაიწყო. რიკის მოსვლიდან მეთორმეტე წუთ-
ზე, ისევ „ბუშტობანას“ თამაში წამოიწყეს და ჯოზიმ რიკს საწო-
ლიდან გამოსძახა:
– აბა, მანდ რა ხდება? ჯერ ვერ დაასრულე?
– ჯერ ვფიქრობ.
– რიკ, თამაშის არსი ისაა, რომ არ უნდა იფიქრო; ის უნდა
დაწერო, რაც პირველი მოგაფიქრდება.
– მართალია, მაგრამ ეს ნახატი დაფიქრებას მოითხოვს.
– რატომ? ასეთი განსაკუთრებული მაგ ნახატში რა არის?
ცოტა იჩქარე, საცაა მეორე ნახატსაც დავასრულებ.
ფანჯრის მინაში რიკს თავის ჩვეულ პოზაში ვხედავდი, ია-
ტაკზე მჯდომს, ხელებდაშვებულსა და მუხლებმოხრილს, რომ
ნახატი მუხლებზე ჩამოედო. სურათს დაეჭვებული დასცქერო-
და. ცოტა ხანში – ისე, რომ ხატვა არ შეუწყვეტია – ჯოზიმ უთ-
ხრა:
– იცი, ყოველთვის მინდოდა მეკითხა, დედაშენი მანქანას
რატომ აღარ ატარებს. ის მანქანა ხომ ისევ გყავთ, არა?
– წლებია, ის მანქანა აღარავის დაუქოქავს და ჰო, ისევ გა-
რაჟში დგას. ალბათ, ერთხელაც, როცა მართვის უფლებას
ავიღებ, თვითონ შევამოწმებ, რა მდგომარეობაშია.
– უბედური შემთხვევების ხომ არ ეშინია?
– ჯოზი, მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ.
– ჰო, მაგრამ აღარ მახსოვს, საჭესთან დაჯდომის ეშინია?
– ჰო, რაღაც ეგეთია.
– დედაჩემი პირიქითაა, საჭიროზე სწრაფად ატარებს
ხოლმე. – ამაზე რიკს არაფერი უთქვამს და ისევ ჯოზიმ ჰკით-
ხა: – რიკ, აღარ მორჩები?
– ახლავე, კიდევ ერთი წუთიც მაცალე.
– მანქანაზე არ ჯდება და ნუ ჯდება, მაგრამ მეგობრები რა-
ტომ არ ჰყავს?
– როგორ არ ჰყავს. ის მისიზ რივერსი წამდაუწუმ აკითხავს
ხოლმე. დედაშენთანაც ხომ მეგობრობს?
– მაგას არ ვგულისხმობ. ერთი-ორი ახლო მეგობარი ყვე-
ლას ჰყავს, მაგრამ დედაშენს თავისი წრე არ გააჩნია. ბევრი

128
მეგობარი არც დედაჩემს ჰყავს, მაგრამ საკუთარ წრეში ტრია-
ლებს.
– წრე? ცოტა უცნაურად ჟღერს. წრე რას ნიშნავს?
– იმას, რომ, მაღაზიაში როცა შედიხარ ანდა ტაქსიში ჯდე-
ბი, ადამიანები სერიოზულად აღგიქვამენ, მოწიწებით გექცე-
ვიან. გარკვეულ წრეში ტრიალი ძალიან მნიშვნელოვანია, არ
მეთანხმები?
– მომისმინე, შენც ხომ იცი, რომ დედაჩემი ყოველთვის
კარგად ვერ არის ხოლმე, შეგნებული გადაწყვეტილება კი არ
მიუღია.
– მაგრამ გადაწყვეტილებებს ხომ იღებს ხოლმე. მაგალი-
თად, მაშინ შენზე ხომ მიიღო გადაწყვეტილება?
– არ მესმის, ამაზე ახლა რატომ ვლაპარაკობთ.
– იცი, რიკ, რას ვფიქრობ? თუ მეშლება, გამისწორე – დე-
დაშენმა მაშინ უარი იმიტომ თქვა, იმიტომ დაგტოვა ასე, რომ
უნდოდა, კაბის კალთაზე გამოები, ახლა კი უკვე გვიანაა.
– ვერ გამიგია, რა საჭიროა ახლა ამაზე ლაპარაკი? და, სა-
ერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს? ეგ შენი წრე ვის რა ფეხებად
უნდა? ეგ ყველაფერი ხელს არაფერს უშლის.
– როგორ არა, ძალიანაც უშლის! მაგალითად, ჩვენს გეგ-
მას უშლის.
– მომისმინე, მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ…
– არა, ყოველ ღონეს სულაც არ ხმარობ. ჩვენს გეგმაზე
ბევრს კი ლაპარაკობ, მაგრამ მისი განხორციელებისათვის
რას აკეთებ? ასაკი ყოველდღიურად გვემატება. ხან ერთი
პრობლემა ჩნდება, ხან – მეორე და ხან – მესამე. მე მართლაც
ძალიან ვცდილობ, შენ კი არაფერს აკეთებ, რიკ.
– მაგალითად, მითხარი, აბა, რას უნდა ვაკეთებდე და არ
ვაკეთებ? იმ შენს სოციალიზაციებზე უფრო ხშირად უნდა ვი-
არო?
– ყოველ შემთხვევაში, მეტად უნდა ეცადო, როგორც მო-
ვილაპარაკეთ; მეტი უნდა იმეცადინო და ატლას-ბრუკინგსზე
აიღო ორიენტაცია.
– რა აზრი აქვს მაგ ატლას-ბრუკინგსზე ორიენტირებას,
როცა არანაირი შანსი არა მაქვს?

129
– როგორ არა გაქვს, რიკი, შენ ისეთი გონიერი ხარ! დედა-
ჩემიც კი ამბობს, შანსი აქვსო.
– თეორიული შანსი. ატლას-ბრუკინგსს შეუძლია მაგით
იტრაბახოს, მაგრამ, რეალურად, ორ პროცენტზე ნაკლებს
იღებს ხოლმე. სულ ეგაა. არაგენმოდიფიცირებულების მხო-
ლოდ ორ პროცენტს.
– მაგრამ შენ იმ დანარჩენ არაგენმოდიფიცირებულებზე
ჭკვიანი ხარ, იქ მოხვედრას რომ ცდილობენ, ჰოდა, რატომ
ვერ უნდა მოხვდე? მე გეტყვი, რაც ხდება – უბრალოდ, დედა-
შენს უნდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან დარჩე. არ უნდა, იქ
რომ წახვიდე და ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბდე. აბა,
ჯერ კიდევ არ მორჩი? ახალი სურათი უკვე მზადაა.
რიკი ხმას არ იღებდა და სურათს დასცქეროდა, ჯოზი კი,
მიუხედავად ამაყი განცხადებისა, სურათს ჯერ კიდევ უმატებ-
და დეტალებს.
– ასეა თუ ისე, შენი აზრით, როგორ უნდა ავამოქმედოთ,
ჩვენს გეგმას ვგულისხმობ, თუ მე საზოგადოებრივი ცხოვრე-
ბით ვიცხოვრებ, შენ კი არა? დედაჩემს ძალიან სწრაფად დაჰ-
ყავს მანქანა. ყოველ შემთხვევაში, გამბედაობა არ აკლია. ჩე-
მი დის საქმე, შენც იცი, ცუდად წავიდა, მაგრამ, მიუხედავად
ამისა, მაინც გაბედა და ჩემთანაც იგივე გაიმეორა. გამბედაო-
ბა ყველაფერს სჭირდება, ხომ ასეა?
რიკი მოულოდნელად წინ გადმოიხარა და წერას შეუდგა.
ასეთ დროს სურათებს ხშირად ჟურნალს ამოუდებდა ხოლმე,
მაგრამ ამჯერად სურათი პირდაპირ ბარძაყზე ედო და იჭმუჭ-
ნებოდა. მაგრამ რიკს წერა არ შეუწყვეტია. გამალებით წერდა
და, რომ დაასრულა, ფანქარი ძირს დააგდო და წამოდგა.
ფურცელი ჯოზისთვის არ დაუბრუნებია, უბრალოდ, საწოლი-
საკენ მოისროლა. ფურცელი საბანზე დაეცა. რიკი კარისკენ
უკან-უკან წავიდა და თან ჯოზის უყურებდა. გაფართოებულ
თვალებში ბრაზი და შიში ერთდროულად ჩასდგომოდა.
ჯოზიმ გაკვირვებულმა გახედა. მერე თავისი გათლილი
ფანქარი დადო და სურათს გადასწვდა. კარგა ხანს უყურა სრუ-
ლიად გულგრილი თვალებით, კართან მისული რიკი კი მას
მისჩერებოდა.

130
– არა მჯერა, ასეთი რამ რომ დაწერე, – თქვა ბოლოს. – ეს
რატომ გააკეთე?
მე დივანზე შემოვტრიალდი, რადგანაც მივხვდი, რომ და-
ძაბულობამ იმ დონეს მიაღწია, როცა სიმყუდროვის არდარ-
ღვევა გამართლებად აღარ გამოდგებოდა. შესაძლოა, რიკს
აღარც კი ახსოვდა, მეც ოთახში რომ ვიყავი, რადგანაც, რომ
შემოვტრიალდი, უცებ დაიბნა. წამით ჩემკენ გამოიხედა ბრა-
ზითა და შიშით აღსავსე თვალებით, მერე ისე, რომ სიტყვაც არ
უთქვამს, ოთახიდან გავიდა და კიბეზე ჩამავალის ნაბიჯების
ხმაც გავიგონეთ.
როდესაც სადარბაზო კარი გაჯახუნდა, ჯოზიმ დაამთქნარა
და საწოლიდან ყველაფერი ისე გადმოყარა, თითქოს რიკის
ვიზიტი ჩვეულებრივად დასრულებულიყოს.
– ეს რიკი ზოგჯერ ძალიან დამღლელია ხოლმე, – უთხრა
ბალიშს.
მე ღილებიანი დივნიდან ავდექი და ოთახის მოწესრიგება
დავიწყე. ჯოზი თვალდახუჭული იწვა და მეტი აღარაფერი უთ-
ქვამს, მაგრამ ვიცოდი, რომ არ ეძინა. სანამ ვალაგებდი, ბუ-
ნებრივია, იმ სურათისაკენ გამექცა თვალი, რომელმაც ასეთი
დაძაბულობა შექმნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სურათზე რიკის და ჯოზის
ნახატი ვერსიები იყო ასახული. ბევრ უზუსტობასაც ჰქონდა
ადგილი, მაგრამ მსგავსებაც ბევრი იყო და ეჭვი არ შემპარვია,
რომ სწორედ ეს ორნი იყვნენ. ნახატი ჯოზი და ნახატი რიკი ცა-
ში დალივლივებდნენ, ხოლო მათ ქვემოთ ხეები და შენობები
ძალიან დაპატარავებულიყვნენ. მათ უკან, ცის ერთ სექციაში,
შვიდი ჩიტი ტარანის ფორმით გამწკრივებული მიფრინავდა.
ნახატ ჯოზის ხელში ბევრად დიდი ჩიტი ეჭირა და ნახატ რიკს
უწვდიდა, როგორც ძალიან ძვირფას საჩუქარს. ნახატი ჯოზი
რიკს უღიმოდა, ნახატ რიკს კი სახეზე გაოცებული აღტაცება
ეწერა.
ნახატ რიკს თავზე ბუშტი არ ჰქონდა, ის ბუშტი მხოლოდ
ჯოზის ედგა თავზე, მისი ფიქრების ჩასაწერად, და იმ ბუშტში
რიკს ჩაეწერა:

131
„ნეტავი გარეთ გასვლა, სეირნობა, სირბილი, სკეიტბორ-
დით სრიალი და ტბაში ცურვა შემეძლოს. მაგრამ არ შემიძ-
ლია, რადგანაც დედაჩემი ძალიან გამბედავია. ამიტომ ახლა
ავადა ვარ და საწოლში ვწევარ, და ეს ძალიან მახარებს, მარ-
თლაც მიხარია“.
სურათი იმ კოლექციას დავუმატე, რომელიც ხელში მეჭი-
რა, მაგრამ შუაში შევაცურე, რომ ზემოდან არ მოქცეულიყო.
ჯოზი ხმას არ იღებდა, მშვიდად იწვა, თვალდახუჭული, მაგრამ
ვიცოდი, რომ არ ეძინა. მორგანზ-ფოლზში წასვლამდე, ასეთ
დროს აუცილებლად დაველაპარაკებოდი და ჯოზიც გულ-
წრფელ პასუხს გამცემდა. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა უწინდე-
ბური აღარ იყო, ჰოდა, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა. ტუ-
ალეტის მაგიდასთან მივედი, დავიკუზე და ახალი დასტა ძვე-
ლების გვერდით დავდე.

***

რიკი არც მეორე დღეს მოსულა და არც მომდევნო დღეებ-


ში. როცა მოახლე მელანიამ იკითხა: „ბიჭი რა იქნა? ავად შე-
იქნა?“ – ჯოზიმ მხრები აიჩეჩა და არაფერი უთხრა.
დღეები გადიოდა და რიკი ისევ არ ჩანდა. ჯოზი მთლად და-
მუნჯდა, მისი სიგნალები კი „არ მომეკაროთ“ ხასიათის გახდა.
საწოლში ისევ ხატავდა, მაგრამ რიკისა და „ბუშტობანას“ გა-
რეშე ენთუზიაზმი სწრაფად უქრებოდა, დაუმთავრებელ სურა-
თებს იატაკზე ყრიდა, საწოლზე გადაწვებოდა და ჭერს მისჩე-
რებოდა.
ერთ დღესაც, ასე რომ იწვა, ვუთხარი:
– თუ გინდა, ჯოზი, მე და შენ ვითამაშოთ ის „ბუშტობანა“.
თუ ჯოზი დახატავს, მე შევეცდები, შესაბამისი სიტყვები მოვი-
ფიქრო ბუშტებში ჩასაწერად.
ისევ სიცარიელეს მისჩერებოდა. მერე მომიბრუნდა და
მითხრა:

132
– არა, ეგ არ გამოვა. წინააღმდეგი არა ვარ, როცა გვისმენ
ხოლმე, მაგრამ რიკის ნაცვლად შენ ვერ ითამაშებ, არ არსე-
ბობს.
– გასაგებია. ბოდიშს ვიხდი, ასეთი რამ არ უნდა შემომე-
თავაზებინა...
– მართალია, არ უნდა შემოგეთავაზებინა.
დღეები ერთმანეთს მისდევდა და რიკი ისევ არ ჩანდა, ჰო-
და, ჯოზის ძილქუში დაეცა. ძალიან მაწუხებდა, რომ ვხედავდი,
როგორ სუსტდებოდა. ვიფიქრე, ახლა კი ნამდვილად დროა,
მზემ თავისი განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს-მეთქი, და
ყოველ ჯერზე, როგორც კი მისი სხივები ოთახში შემოიჭრე-
ბოდნენ ანდა ღრუბლებს გაგლეჯდნენ და იქიდან გამოიჭყიტე-
ბოდნენ, გაფაციცებული შევყურებდი. მაგრამ, მიუხედავად
იმისა, რომ თავის ენერგიას ისევ უხვად არიგებდა გარშემო,
მის განსაკუთრებულ დახმარებას მაინც არ დაადგა საშველი.

***

ერთ დილას, როცა საუზმის ნარჩენებით სავსე ლანგარი


სამზარეულოში ჩავიტანე და ოთახში ამოვბრუნდი, დავინახე,
რომ ჯოზი საწოლში წამომჯდარიყო, ბალიშებს მიყრდნობოდა
და გულმოდგინედ ხატავდა. რაღაც უწინდელი ენთუზიაზმის
მაგვარი დაჰბრუნებოდა. სახის გამომეტყველება ძალიან სე-
რიოზული ჰქონდა, ასეთი სერიოზული ადრე, ხატვისას, არას-
დროს მენახა. რომ დაველაპარაკე, პასუხი არ გამცა. ოთახის
დალაგება რომ დავიწყე და მის საწოლს მივუახლოვდი, პოზა
შეიცვალა, რომ მისი ნახატისათვის თვალი არ მომეკრა.
ცოტა ხნის მერე, ნახატი ალბომიდან ამოგლიჯა, ფურცელი
დაჭმუჭნა და საბნის კონვერტში, კედელსა და საწოლს შორის
ჩაჩურთა. მერე ახალი ნახატის ხატვას შეუდგა გადიდებული
და დაძაბული თვალებით. მე ღილებიან ტახტზე ვიჯექი, ამჯე-
რად სახით მისკენ, რომ მიმეხვედრებინა, მზად ვარ დაგელა-
პარაკო, როცა კი მოგინდება-მეთქი.

133
დაახლოებით ერთ საათში, გათლილი ფანქარი დადო და
კარგა ხანს ათვალიერა თავისი ნახატი.
– კლარა, მანდ, ქვემოთ, მარცხენა ქვედა უჯრას ხომ ხე-
დავ? შეგიძლია, მანდედან კონვერტი ამოიღო? მანდ დიდი
კონვერტებია.
უჯრასთან რომ ჩავცუცქდი, დავინახე, რომ გათლილი ფან-
ქარი ისევ აიღო, და, იმ ფანქრის მოძრაობის მიხედვით მივ-
ხვდი, რომ კი არ ხატავდა, რაღაცას წერდა. მერე ფურცელი
ორად გაკეცა, შუაში ასევე გაკეცილი ცარიელი ფურცელი ჩა-
უდო, რომ ნახატი არ გადღაბნილიყო, დიდი, ტევადი კონვერ-
ტი გამომართვა და შიგნით ნახატი ფრთხილად ჩადო. შემდეგ
კონვერტს თხელი დამცავი ლენტი გადააძრო, დაბეჭდა და კი-
დეებზე ხელი კიდევ ერთხელ გადაატარა, რომ არ გახსნილი-
ყო.
– რა ბედნიერებაა, საქმეს რომ მოვრჩი, – თქვა და კონ-
ვერტი ხელში ისე შეათამაშა, თითქოს მართლაც დიდი შვება
იგრძნო, მაგრამ, როდესაც საწოლს ვშორდებოდი, უცებ ის
კონვერტი გამომიწოდა: – ისევ იმ უჯრაში ჩადე, თუ შეიძლება,
აი, ქვედა მარცხენა უჯრა რომ არის, საიდანაც კონვერტი
ამოიღე.
– ახლავე, – ვუთხარი, მაგრამ უჯრისკენ მაშინვე არ წავ-
სულვარ, – ვფიქრობ, ეს ნახატი ჯოზის განსაკუთრებული საჩუ-
ქარი უნდა იყოს რიკისთვის.
– რატომ გგონია?
– უბრალოდ, მივხვდი.
– სწორად მიხვდი, რიკისთვისაა, როცა კიდევ მოვა.
უხმოდ მომჩერებოდა და არ ვიცოდი, რას მოელოდა – ის
კონვერტი სასწრაფოდ შემენახა უჯრაში თუ კიდევ რაღაც მეთ-
ქვა რიკის მოსვლასთან დაკავშირებით. ბოლოს ვუთხარი:
– ალბათ, რიკი მალე მოვა.
– შეიძლება, თუმცა, ვინ იცის...
– ჩემი აზრით, ძალიან გაუხარდება, ამ ნახატს რომ ნახავს.
მიხვდება, რომ ჯოზიმ განსაკუთრებით მოინდომა.
– განსაკუთრებით სულაც არ მომინდომებია, – გაბრაზებუ-
ლი თვალები შემომანათა ჯოზიმ. – უბრალოდ, მომბეზრდა და

134
კიდევ ერთი ნახატი დავხატე, სულ ეგაა. მაგრამ იმაში არ შემ-
ცდარხარ, რომ რიკისთვისაა. პრობლემა ისაა, რომ ამ ნახა-
ტის სანახავად აქ უნდა მოვიდეს, მაგრამ აღარ მოდის.
ისევ მომაჩერდა და მეც ისევ გაუნძრევლად ვიდექი.
– ჯოზი, თუ გინდა, შემიძლია, ეს ნახატი რიკს მივუტანო.
თვალებში გაოცება და მღელვარება შევნიშნე.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მასთან მიხვალ და გადასცემ?
– ჰო. ის ხომ აქვე, მეზობლად ცხოვრობს.
– ალბათ, უცნაური სულაც არ იქნება, სხვების ხმ-ები სულ
აქეთ-იქით დადიან რაღაც დავალებებზე, ხომ ასეა?
– სიამოვნებით წავალ. ვფიქრობ, მის სახლს ადვილად მი-
ვაგნებ.
– რამე რომ იყოს, დღესვე წახვიდოდი? სამხრობამდე?
– ნებისმიერ დროს, როცა ჯოზი მეტყვის. თუ გინდა, ახლა-
ვე წავუღებ.
– გგონია, ეს კარგი აზრია?
კონვერტი ავწიე და ვუთხარი:
– ძალიან კარგი იქნება, ამ კონვერტს რიკს თუ წავუღებ.
ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, გარემოს უკეთ შევის-
წავლი. თანაც, როცა რიკი ამ განსაკუთრებულ სურათს მიი-
ღებს, შეიძლება, ჯოზის აპატიოს და ისევ კარგი მეგობრები
გახდნენ.
– როგორ თუ „მაპატიოს“? პირიქით, მე უნდა ვაპატიო. დი-
დი სისულელე თქვი, კლარა... არა, სულაც არ მინდა, რომ ახ-
ლა წაუღო.
– მაპატიე, ჩემი ბრალია. მაგ პატიების წესები ჯერ კარგად
არ ვიცი და... მაგრამ მაინც მგონია, რომ კარგი იქნება, თუ მაგ
ნახატს მივუტან. ჩემი აზრით, ძალიან მოეწონება.
ჯოზის სახიდან ბრაზი ცოტა გადაეყარა.
– კარგი, წაუღე. – მერე, რომ შევტრიალდი, დაამატა: –
ალბათ, მართალი ხარ, იმან უნდა მაპატიოს.
– მივუტან და ვნახოთ, როგორ მოიქცევა.
– კარგი, – მითხრა და გაიღიმა. – თუ არათავაზიანად მო-
იქცევა, უბრალოდ, იქვე დახიე ეგ კონვერტი.

135
თითქმის ისე მიღიმოდა, როგორც მორგანზ-ფოლზამდე,
და მეც გავუღიმე:
– იმედია, ამის გაკეთება არ მომიწევს.
ჯოზი ბალიშებს ხალისიანად მიესვენა და სახუმარო ტო-
ნით მითხრა:
– კარგი, მომეშვი ახლა. ცოტა უნდა დავისვენო.
მაგრამ როცა ის კონვერტი გულში ჩავიხუტე და ოთახიდან
გავდიოდი, უცებ მომაძახა:
– კლარა!
– ბატონო?
– ალბათ, როგორი მოსაბეზრებელია აქ, ავადმყოფ გოგო-
ნასთან ცხოვრება, არა?
ჯერ კიდევ იღიმებოდა, მაგრამ იმ ღიმილს მიღმა შიში იგ-
რძნობოდა.
– ჯოზისთან ერთად ყოფნა არასდროსაა მოსაბეზრებელი.
– მაღაზიაში დიდხანს მელოდებოდი. დარწმუნებული ვარ,
ახლა ნანობ, სხვა ბავშვს რომ არ გაჰყევი.
– წამითაც არ მინანია. მინდოდა, ჯოზისთან ვყოფილიყავი,
მისი ხმ გავმხდარიყავი, ჰოდა, ამისრულდა.
– ჰო, მაგრამ... – სევდიანად ჩაიცინა. – ეს მანამდე იყო,
ვიდრე აქ იცხოვრებდი. გპირდებოდი, ყველაფერი შესანიშნა-
ვად იქნება-მეთქი.
– აქ ძალიანაც ბედნიერი ვარ და მხოლოდ ის მინდა, რომ
ჯოზის ხმ ვიყო.
– თუ უკეთ გავხდები, გარეთ სულ ერთად ვისეირნებთ
ხოლმე. ქალაქშიც წავალთ, მამაჩემს ვესტუმრებით. შეიძლე-
ბა, მამამ სხვა ქალაქებშიც კი წაგვიყვანოს.
– ეგ სულ მომავლის ამბებია. ჯოზიმ უნდა იცოდეს, რომ ამ
სახლზე უკეთეს სახლს ვერც კი ვინატრებდი და ვერც – ჯოზიზე
უკეთეს ბავშვს. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ გიცდიდი და,
რომ მენეჯერმაც მომცა უფლება, შენ დაგლოდებოდი.
ჯოზი ჩემს ნათქვამს ჩაუფიქრდა. მერე, როცა ისევ გაიღიმა,
მისი ღიმილი სიკეთით იყო აღსავსე, ყოველგვარი შიშის გარე-
შე.
– ესე იგი, მეგობრები ვართ, არა? საუკეთესო მეგობრები.

136
– რა თქმა უნდა.
– კარგი და დაიმახსოვრე, რიკისგან არანაირი უზრდელო-
ბა არ მოითმინო.
მეც გავუღიმე და მსუქანი კონვერტი ისევ დავანახვე, ამაზე
კარგად ვიზრუნებ-მეთქი.

***

მოახლე მელანია ჩემი დავალებით რიკთან მარტო წას-


ვლის წინააღმდეგი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, როდესაც
კენჭებიანი გზა გადავიარე ჩარჩო ჭიშკრის მიმართულებით,
სადარბაზო კართან იდგა და მიყურებდა და მხოლოდ მაშინ
შებრუნდა სახლში, როდესაც პირველ მინდორში შევდგი ფე-
ხი.
ბალახებში გაკვალულ ფარულ ბილიკს გავუყევი. ნიადაგი
მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა – მაგარ ნაბიჯს ზოგ-
ჯერ რბილი ნაბიჯი მოსდევდა, ბალახი მხრებამდე მწვდებოდა
და ჩემი გონება შიშმა მოიცვა, ვაითუ, გზა ამებნეს-მეთქი. მაგ-
რამ მინდვრის ეს ნაწილი მოწესრიგებულ სექციებად იყო და-
ყოფილი, ჰოდა, ერთი სექციიდან მეორეში გადასვლისას კარ-
გად ვხედავდი წინ ერთმანეთის მიყოლებით განფენილ სექცი-
ებს. ცუდი ის იყო, რომ ბალახი ხან ერთი მხრიდან გადმოეკი-
დებოდა ხოლმე და ხან მეორიდან და გზას მიფარავდა, მაგრამ
ამის გაკონტროლებაც მალე ვისწავლე ხელის წინ გაშვერით.
ორივე ხელი თავისუფალი რომ მქონოდა, უფრო სწრაფადაც
კი ვიმოძრავებდი, მაგრამ ერთში ჯოზის კონვერტი მეჭირა და
მისი დაზიანების რისკი თავიდან უნდა ამეცილებინა. მერე მა-
ღალი ბალახი დამთავრდა და რიკის სახლის წინ აღმოვჩნდი.
შორიდან რომ ვუყურებდი, მაშინაც მივხვდი, რომ რიკის
სახლი ჯოზის სახლზე დაბალი კლასის ნაგებობა იყო. ახლა
იმასაც ვხედავდი, რომ მისი ფიცრები, რომლებიც ერთ დროს
თეთრად იქნებოდა შეღებილი, რუხი ფერისა გამხდარიყო და
ალაგ-ალაგ ყავისფერიც გამორეოდა. ისიც დავინახე, რომ ამ
სახლის ფანჯრებიდან სამი ფანჯარა ჩაბნელებულ ოთხკუთ-

137
ხედს წარმოადგენდა, უფარდებოსა და უჟალუზებოს. ფიცრე-
ბისაგან ნაგებ კიბეს ავუყევი და ის ფიცრები ჩემი სიმძიმისაგან
იზნიქებოდა. მერე ასევე ფიცრებისაგან ნაგებ პარმაღზე შევ-
დგი ფეხი. ამჯერად ფიცრებს შორის დიდი ღრიჭოები დამხვდა
და იმ ღრიჭოებიდან კარგად ვხედავდი ატალახებულ მიწას.
სადარბაზო კართან, ცალ მხარეს მიდგმული მაცივარი გამ-
ვლელებისკენ ზურგშექცევით იდგა და ვხედავდი, ობობებს
როგორ გაებათ ქსელები მის რთულსა და ერთმანეთში გადახ-
ლართულ მეტალის სისტემაში. ცოტა შევყოვნდი და კარგად
დავაკვირდი იმ ნაზ ქსელებს. ამ დროს კარი გაიღო (თუმცა მე
ღილაკზე ხელი არ დამიჭერია) და პარმაღზე რიკი გამოვიდა.
– ბოდიშს ვიხდი, – სწრაფად ვუთხარი რიკს, – თქვენი
მყუდროების დარღვევა არ მინდოდა. მნიშვნელოვანი დავა-
ლებით მოვედი.
გაბრაზებული არ მეჩვენა, მაგრამ ხმას არ იღებდა და მომ-
ჩერებოდა.
– ხმ-ები ხშირად ასრულებენ მნიშვნელოვან დავალებებს.
ჯოზიმ აი, ეს გამომატანა, – ვუთხარი და კონვერტი დავანახვე.
წამით სახეზე აღელვება დაეტყო, მაგრამ მხოლოდ წამით.
– მაშინ კარგია, რომ მოხვედი.
ალბათ, მოელოდა, რომ, უბრალოდ, კონვერტს გადავცემ-
დი და წავიდოდი, მაგრამ მე წინასწარ გამოვთვალე ასეთი შე-
საძლებლობა და კონვერტის გადაცემის მაუწყებელი მოძრაო-
ბა არ გამიკეთებია. ჰოდა, ვიდექით ასე, ერთმანეთს ვუყურებ-
დით და ღრიჭოებიდან ქარი გვიქიქინებდა.
– თუ ასეა, – თქვა ბოლოს, – ალბათ, შიგნით უნდა შეგიპა-
ტიჟო. გაფრთხილებ, დიდი ვერაფერი სანახაობა დაგხვდება.
ჰოლში ხის მუქი იატაკი იყო და ერთი დიდი თავახდილი
სკივრი იდგა. ის სკივრი დამტვრეული ლამპებით, ცალ-ცალი
ფეხსაცმლითა და მსგავსი ძველმანებით იყო სავსე. რიკი დიდ
ოთახში შემიძღვა. იმ ოთახის დიდი ფანჯარა მინდვრებს გაჰ-
ყურებდა. ოთახის ავეჯი არც თანამედროვე იყო და არც იმგვა-
რად შეხამებული ერთმანეთთან, როგორც – გაშლილ გეგმა-
რებაში: ერთი მძიმე, მუქი ფერის გარდერობი, ხალიჩები გახუ-
ნებული ნახატებით და სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის რბილი

138
და მაგარი სკამები. კედლებზე უამრავი გამოსახულება ეკიდა:
ფოტოები, გათლილი ფანქრით დახატული სურათები და სუ-
რათების ჩარჩოებთან გაბმული აბლაბუდები. კიდევ, ოთახში
წიგნებიც იყო, მრგვალციფერბლატიანი საათიცა და დაბალი
მაგიდებიც. მივხვდი, რომ იქ ორიენტირება ადვილი არ იქნე-
ბოდა, ჰოდა, იატაკზე ისეთი ადგილი შევარჩიე, რომელიც შე-
დარებით ცარიელი იყო, იქით გავემართე და ფანჯარასთან
ზურგით დავდექი.
– მოკლედ, აქ ვცხოვრობთ მე და დედაჩემი, – მითხრა რიკ-
მა.
– შენი ძალიან მადლობელი ვარ, შიგნით შემოსვლის უფ-
ლება რომ მომეცი.
– ზემოდან დავინახე, აქეთ რომ მოდიოდი. მალე ისევ ზე-
მოთ მომიწევს ასვლა, – მითხრა და თვალით ჭერზე მანიშნა.
– ალბათ, სუნი იგრძენი.
– ყნოსვა არ მაქვს.
– ააა, მაპატიე, არ ვიცოდი. მეგონა, ყნოსვა მნიშვნელოვა-
ნი შეგრძნებაა, უსაფრთხოებას ვგულისხმობ, მაგალითად,
ხანძრის და მსგავსი რამეების დროს.
– ალბათ, სწორედ მაგიტომაც აღჭურვეს B3-ები ყნოსვის
მცირედი უნარით, მაგრამ მე ეს უნარი არა მაქვს.
– ახლა შენთვის ეს ძალიანაც კარგია, რადგანაც აქაურო-
ბა ძალიან ყარს, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ჰოლს
ვრეცხავ. ვრეცხე და ვრეცხე, მოვკვდი რეცხვით.
თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ჩემთვის თვალი არ
აურიდებია.
– რიკის დედა თავს შეუძლოდ გრძნობს?
– შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა, ის სხვაგვარადაა ავად,
ჯოზისავით კი არა. მოდი, თუ წინააღმდეგი არა ხარ, დედაზე ნუ
ვილაპარაკებთ. ჯოზი როგორაა?
– ვშიშობ, ისევ შეუძლოდაა.
– უფრო ცუდადაა?
– არა, ალბათ, უფრო არა, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი მდგო-
მარეობა საკმაოდ სერიოზულია.

139
– ასეც ვფიქრობდი, – ამოიოხრა რიკმა და დივანზე ჩემ
პირდაპირ ჩამოჯდა. – ესე იგი, ჩემთან დავალებით გამოგიშ-
ვა?
– ჰო. უნდოდა, შენთვის ეს გადმომეცა. ამაზე განსაკუთრე-
ბული მონდომებით იმუშავა.
კონვერტი ისეთნაირად გავუწოდე, რომ დივნიდანაც კი შე-
ეძლო მისი ჩამორთმევა. მაგრამ მაინც ფეხზე წამოდგა, თუმცა
ის-ის იყო, რაც დაჯდა. კონვერტი გამომართვა და ფრთხილად
გახსნა.
სურათს ცოტა ხანს უყურა, სახე ლამის უღიმოდა.
– რიკი და ჯოზი სამუდამოდ, – თქვა ბოლოს.
– ბუშტში ეგ წერია?
– მეგონა, ნანახი გქონდა.
– ჯოზიმ კონვერტში ისე ჩადო, რომ ჩემთვის არ უჩვენებია.
სურათს ცოტა ხანს ისევ უყურა და მერე ჩემკენ მოაბრუნა,
რომ მეც შემეხედა.
ის სურათი ძალიან განსხვავდებოდა იმ სურათებისაგან,
ჯოზი „ბუშტობანას“ დროს რომ ხატავდა. ფურცლის მეტი ნაწი-
ლი წაწვეტებული საგნებით იყო მოხატული. რამდენიმეს ავა-
დაც კი ჰქონდა ფორმები წაწვეტებული და წვეტების გაუვალ
ქსელს ქმნიდა. იმ ქსელის ხატვისას ჯოზის სხვადასხვა ფერის
ფანქრები გამოეყენებინა, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილება მა-
ინც რაღაც ბნელისა და უსიამოვნოსი იყო. თუმცა, მარცხენა
ქვედა მხარე ცარიელი, სუფთა და დამამშვიდებელი დაეტოვე-
ბინა და იქ ორი პატარა ფიგურა ჩაეხატა. ისინი გამვლელები-
საკენ ზურგით იდგნენ და ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ. ძა-
ლიან სქემატურად იყვნენ დახატულები და მხოლოდ იმას მიხ-
ვდებოდი, გოგო და ბიჭი რომ იყვნენ. ძალიან უზრუნველები
და კმაყოფილები ჩანდნენ. მათ თავზე ბუშტი ეკიდა და რადგან
ის ბუშტი ფიგურებს არც წერტილებით და არც წაწვეტებული
კუდით არ უერთდებოდა, შიგნით ჩაწერილი სიტყვები რაღაც
სარეკლამო ფრაზას ანდა ტაქსის კარზე მიწერილ მოწოდებას
უფრო ჰგავდა, ვიდრე რომელიმეს ფიქრებს.
– აბა, რას ფიქრობ?

140
– ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ძალიან კეთილი სურა-
თია.
– ჰო, მეც ასე მგონია. და წარწერაც კეთილია.
უცებ ზედა სართულიდან ძალიან ხმამაღალი მუსიკა და
ელექტრონული ხმები გაისმა. რიკს სახე შეეცვალა. ჯოზის ნა-
ხატით ხელში სასწრაფოდ გავარდა ოთხიდან და ჰოლიდან ზე-
და სართულს ასძახა:
– დედი! ღვთის გულისათვის, ხმა დაუწიე!
ზედა სართულიდან დედამ რაღაც უთხრა და რიკმა ახლა
უფრო დაყვავებით ასძახა:
– ერთ წუთში ამოვალ, მაგრამ ახლა, ძალიან გთხოვ, და-
უწიე.
ელექტრონული ბგერები უფრო ხმადაბალი გახდა. როდე-
საც რიკი ოთახში შემობრუნდა, კვლავაც ჯოზის ნახატს დას-
ცქეროდა.
– ჰო, ნამდვილად კეთილი სურათია, ჯოზის ჩემგან დიდი
მადლობა გადაეცი.
– ვფიქრობ, ჯოზის იმედი ჰქონდა, რომ რიკი მასთან მივი-
დოდა და პირადად ეტყოდა მადლობას.
რიკის სახიდან ღიმილი გაუქრა.
– განა ეგრე მარტივია? – მითხრა. – შენ სულ იქ იყავი და
თავად შეესწარი ყველაფერს. ამიტომ შენც მშვენივრად იცი,
რომ მარტივი არ არის. ძალიან მაბრაზებს და გაუგებარია, ეგ
ყველაფერი რატომ უნდა ვუთმინო. ჯერ მეტისმეტი მოსდის და
მერე ფიქრობს, რომ ერთი სურათის გამოგზავნით ყველაფრის
გამოსწორება შეიძლება – თავის ხმ-ს აფრენს და ყველაფერი
გამოსწორდება. გატეხილი ეგრე ადვილად არ მთელდება,
ამას უნდა მიხვდეს.
– რიკი ერთხელაც რომ მოსულიყო, ვფიქრობ, ჯოზი სი-
ამოვნებით მოუხდიდა ბოდიშს.
– მართლა? მომისმინე, ჯოზის ძალიან კარგად ვიცნობ და
დარწმუნებული ვარ, რომ ჰგონია, ბოდიში მე მაქვს მოსახდე-
ლი.
– მე და ჯოზიმ ამაზე უკვე ვიმსჯელეთ და ვიცი, რომ რიკთან
ბოდიშის მოხდა უნდა.

141
– ალბათ, მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გაუთავებლად
არ უნდა მილანძღოს დედა. დედაჩემი ძალიან ცდილობს და
თანდათან უკეთ ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ რიკი, რომელმაც კარი გამიღო,
ძალიან ჰგავდა იმ რიკს, რომელიც თავისი ვიზიტების დროს
საერთოდ ვერ ამჩნევდა ოთახში ჩემს არსებობას, ახლა იმ რი-
კის ვერსიას მიუახლოვდა, რომელსაც სოციალიზაციის დღეს
ველაპარაკე, როცა სხვა ბავშვები გარეთ გავიდნენ. და ეს ძა-
ლიან საინტერესო იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ის
რიკი, რომელიც მაშინ გავიცანი, ამდენი ხნის მერე ისევ აგ-
რძელებდა ჩემთან იმ დღეს წამოწყებულ საუბარს.
– გეთანხმები, ჯოზის სიტყვები დროდადრო ცუდად ჟღერ-
და, მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ, რომ, ჯოზის აზრით, რიკის დე-
დას რიკი მეტისმეტად ჰყავს კალთაზე გამობმული იმისათვის,
რომ რიკმა და ჯოზიმ თავიანთი სამომავლო გეგმა განახორ-
ციელონ.
– მაგრამ დედაჩემს დაუსრულებლად რატომ ადანაშაულე-
ბს? ეს უსამართლობაა.
– ჯოზი გეგმის გამო წუხს. ფიქრობს, რომ დედა რიკს არ გა-
უშვებს, რადგან მარტო დარჩენისა ეშინია.
– მომისმინე. შენ, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანი ხმ ხარ,
მაგრამ უამრავი რამაა ისეთი, რაც შენ არ იცი. მხოლოდ ჯოზის
თუ მოუსმენ, სრულ სურათს ვერასდროს დაინახავ. ეს მხო-
ლოდ დედაჩემს არ ეხება. ჯოზი, ამ ბოლო დროს, სულ ჩემს გა-
მოჭერას ცდილობს.
– გამოჭერას?
– დიახ, ხომ გესმოდა? ამ ბოლო დროს სულ ეგრე იქცევა:
ხან იმას მიჩივის, რომ მე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ რაღაცებ-
ზე და ხან იმაში მდებს ბრალს, რომ მასზე საკმარისად არ
ვფიქრობ. სულ ჩემს გამოჭერაზეა, რაც არ უნდა ვთქვა. მაბრა-
ლებს, იმ გოგოების გამო გიჟდები, შენს DS-ზე რომ ხედავო,
მერე კი, როცა შემდეგ ჯერზე ისევ ამ თემაზე იწყებს საუბარს
და მე რეაქცია არა მაქვს, მეუბნება, რა გჭირს, ბუნებრივად რა-
ტომ არ იქცევიო. ხშირად იმასაც ამბობს, ერთმანეთს ბავშვო-
ბიდან ახლოს ვიცნობთ და მთელი ეს სექსუალური ამბები,

142
ჩვენს შემთხვევაში, შესაძლოა არც არასოდეს ამოქმედდესო.
მოკლედ, რაც არ უნდა ვთქვა და რაც არ უნდა გავაკეთო, ყვე-
ლაფერი არასწორია. ჰო, რა! გამოჭერილი ვარ. და დედაზე
რასაც მეუბნება ხოლმე... მეტისმეტი მოსდის. გეგმის გამოა
თუ რაც არის, ძალიან უსამართლოა.
ისევ დივანზე დაჯდა და მზის შუქი დაეცა. ჯოზის ნახატიც იქ-
ვე გვერდით დაიდო, ამობრუნებული, მაგრამ მაინც ყურადღე-
ბით დაჰყურებდა.
– მოკლედ, როგორც არის, – თქვა ჩუმად, – ჯოზი ახლა
ავადაა. არაფერი, მათ შორის, არც ჩვენი გეგმა არ ასრულდე-
ბა, თუ მალე არ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერჯერობით...
ჯერჯერობით არც ვიცი, რა ვიფიქრო, – დააყოლა და ამომხე-
და. – კლარა, შენ, წესით, ძალიან გონიერი უნდა იყო, ჰოდა,
როგორ გგონია, ჯოზი რამდენად ცუდადაა?
– ჩემი აზრით, როგორც უკვე გითხარი, ჯოზი ძალიან სე-
რიოზულადაა ავად. შეიძლება ისე დასუსტდეს, რომ სულაც
დაგვტოვოს, როგორც მისმა დამ. მაგრამ მჯერა, რომ მისი გა-
მოჯანმრთელება შესაძლებელია. არის საშუალება, რომელ-
ზეც უფროსებმა ჯერ არაფერი იციან. იმასაც ვფიქრობ, რომ ახ-
ლა მდგომარეობა იმდენად დამძიმებულია, მეტის დაცდა
აღარ შეიძლება. გინდა უზრდელობად ჩამითვალოთ და გინდა
პირად სივრცეში შეჭრად, დროა, რამე ვიღონო. დღეს აქ, რა
თქმა უნდა, ჯოზის დავალებით მოვედი, მაგრამ თან იმედი
მქონდა, რომ რიკს რჩევას ვკითხავდი.
– შენ ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ, მე კი ერთი სულელი
ბიჭი ვარ, რომელსაც გენმოდიფიცირებაც კი არ გაუვლია. მაგ-
რამ კარგი, თუ ასე ძალიან გინდა, რჩევას მოგცემ. მიდი, მით-
ხარი, რა ხდება.
– მინდა, მინდორი გადავიარო და მისტერ მაკბეინის ფარ-
დულში შევიდე. ვიცი, რომ რიკი იქ ნამყოფია, ერთხელ მაინც,
ჯოზიმ მიამბო.
– იმ ფარდულს გულისხმობ, იქით რომ ჩანს? იქ ერთადერ-
თხელ წავედით, როცა ძალიან პატარები ვიყავით, სანამ ჯოზი
ავად გახდებოდა. მე მერეც ვყოფილვარ, მარტო. განსაკუთრე-

143
ბული არაფერია. უბრალოდ, სეირნობისას თავს შეაფარებ,
როცა მზე ძალიან აჭერს. მაგან ჯოზის როგორ უნდა უშველოს?
– ჯერ არ მინდა ყველაფერი გითხრა, ანუ, თუ აღმოჩნდება,
რომ ეს საიდუმლოდ შესანახი ამბავია, სანანებელი რომ არ
გამიხდეს. შეიძლება ისედაც ძალიან ბევრ რამეს ვიღებ საკუ-
თარ თავზე, მისტერ მაკბეინის ფარდულში წასვლა რომ გადავ-
წყვიტე. მაგრამ ვგრძნობ, რომ უნდა ვცადო.
– გინდა, რომ მისტერ მაკბეინს ჯოზის ჯანმრთელობაზე და-
ელაპარაკო? ბედი გქონია, მაგ ადამიანს იქ თუ ოდესმე გადა-
ეყრები. აქედან ხუთი მილის დაშორებაზე ცხოვრობს, თავის
ფერმაში. აქ კი, ბოლო დროს, ძალიან იშვიათად მოდის.
– მისტერ მაკბეინთან დალაპარაკება სულაც არ მინდა.
მაგრამ, რასაც ვაპირებ, ჯერჯერობით არავის არ უნდა გავან-
დო, თორემ, შესაძლოა, ჯოზიმ სულაც ვერ მიიღოს ის განსა-
კუთრებული დახმარება, რომლის დიდი იმედიც მაქვს. რიკის-
გან მხოლოდ საჭირო რჩევა მჭირდება.
შევბრუნდი და ახლა ორივე ფანჯრიდან ვიყურებოდით.
– მითხარი, ბალახში გაკვალული საიდუმლო საცალფეხო
ბილიკი ხომ არ არსებობს, რომელიც იმ ფარდულამდე მიმიყ-
ვანს? აი, ისეთი ბილიკი, როგორითაც რიკის სახლთან მოვე-
დი.
რიკი წამოდგა და ფანჯარას მოუახლოვდა.
– ჰო, რაღაც მაგდაგვარი ნამდვილად არის. ხან ადვილად
გაივლი და ხანაც ძნელად. როგორც თავად თქვი, საცალფე-
ხოა, მაგ ბილიკით თითქმის არავინ დადის და არც არავინ
წმენდს. ზოგჯერ მიდიხარ და ხედავ, რომ მთლად ბალახითაა
დაფარული. მაგრამ, თუ ერთი ბილიკი ბალახით იფარება ან
დატბორილია, ყოველთვის შეიძლება მეორე ბილიკის პოვნა.
რაღაც გზას ყოველთვის მიაგნებ, გინდაც ზამთარი იყოს.
უცებ თავით-ფეხებამდე ისე შემავლო თვალი, თითქოს
პირველად გადაწყვიტა ჩემი საფუძვლიანად შესწავლა.
– ხმ-ების ბევრი არაფერი გამეგება და ზუსტად ვერ გეტყვი,
იმ გზებზე სიარული რამდენად გაგიჭირდება. თუ გინდა, წა-
მოგყვები. თუ ეს ჯოზის მართლაც უშველის, მოხარული ვიქნე-

144
ბი, ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მარ-
თალია, ხმას არა ვცემ, მაგრამ მაინც.
– ძალიან კარგი შეთავაზებაა რიკის მხრიდან. მაგრამ,
ვფიქრობ, ჯობს მარტო წავიდე. როგორც გითხარი, გამორიც-
ხული არ არის...
– ღმერთო ჩემო... – რიკი უცებ შებრუნდა და კარისკენ გა-
ემართა.
ნაბიჯების ხმა მანამდეც მესმოდა, მაგრამ ახლა ისინი ჰო-
ლიდან მოდიოდა. მერე მის ჰელენი – თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ
არ ვიცოდი, ასე რომ ერქვა – ოთახში შემოვიდა. ოთახს თვა-
ლი კი მოავლო, მაგრამ, მგონი, მე ვერც შემნიშნა. მხრებზე
თხელი ქურთუკი მოესხა, ზუსტად ისეთი, ოფისის თანამშრომ-
ლები კარში გასვლისას რომ ატარებენ, მაგრამ სახელოებში
ხელები გაყრილი არ ჰქონდა, ჰოდა, ქურთუკი მხრებზე რომ
გაეჩერებინა, მის ბორტებს თითებით ჩაჰფრენოდა. ფანჯრის
რაფის ქვეშ მდგომი სკივრისკენ გაემართა.
– სად ჯანდაბაშია, ნეტავი? ეს რა სისულელე მომივიდა!
სკივრს თავი ახადა და შიგნით ხელების ფათურს მოჰყვა.
– რას ეძებ, დედა?
რიკს გაბრაზებული ხმა ჰქონდა, თითქოს დედამისმა რა-
ღაც წესი დაარღვია. მერე ჩემთან მოვიდა, გვერდით დამიდგა
და ორივე ერთად ვუყურებდით სკივრზე წახრილ მის ჰელენს.
– ვიცი, ვიცი! – თქვა მის ჰელენმა. – სტუმარი გვყავს. წა-
მიც და შემოგიერთდებით.
მალე წელში გასწორდა და ჩვენკენ მობრუნდა. დავინახე,
რომ ხელში ცალი ფეხსაცმელი ეჭირა, მისი წყვილი კი იმავე
ფეხსაცმლის აბურდულ თასმაზე კონწიალობდა.
– გთხოვთ, მაპატიოთ, – თქვა და პირდაპირ მე შემომხედა.
– მანერები არ მივარგა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
– გმადლობთ, ქალბატონო.
– არ ვიცი, თქვენნაირი სტუმარი როგორ უნდა მივიღო, ან-
და, საერთოდ, სტუმარი ბრძანდებით თუ არა. ან ეგებ მტვერ-
სასრუტივით უნდა მოგექცეთ? მგონია, ახლა სწორედ ეგრე
ვიქცევი. მაპატიეთ, თუ შეიძლება.
– დედა, – წყნარად უთხრა რიკმა.

145
– ნუ ღელავ, ჩემო კარგო. ნება მიბოძე, ჩვენს სტუმარს ჩე-
მებურად გავეცნო.
ჩამოკონწიალებული ფეხსაცმელი თავისით მოსწყდა თას-
მას და ისევ სკივრში ჩავარდა. მის ჰელენი, ხელში შერჩენილი
ცალი ფეხსაცმლით, სკივრს მიაჩერდა. რიკს უხერხულობის
გრძნობა თანდათან ეძალებოდა, ჰოდა, ვიფიქრე, წავალ და
აღარ ვანერვიულებ-მეთქი, მაგრამ ამ დროს მის ჰელენმა
მომმართა:
– ვიცი, ვინც ბრძანდებით, ჯოზის პატარა კომპანიონი. რო-
გორი წარმატებებისათვის მიგიღწევიათ! კრისიმ ყველაფერი
მიამბო. აქ ძალიან ხშირად მოდის, რომ იცოდეთ, არა, რიკ?
ეგებ დაბრძანდეთ?
– დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩე-
მი წასვლის დროა.
– იმედია, ჩემ გამო არა. ქვემოთ იმიტომ ჩამოვედი, რომ
მეგონა, ცოტას სასიამოვნოდ ვისაუბრებდით.
– დედი, კლარას თავისი მოვალეობები აქვს, შენ კი, ალ-
ბათ, ჯერაც დაღლილი ხარ.
– სულაც არა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, დიდი მადლობა,
საყვარელო, – თქვა მის ჰელენმა და ისევ მე მომმართა: – ეტ-
ყობა, წუხელ მაინცა და მაინც კარგად ვერ ვიყავი. ვფიქრობ,
ჩემი ამბავი ძალიან გაინტერესებთ, კლარა, და, თუ მართლაც
ასეა, ალბათ, უკვე შენიშნავდით, რომ ინგლისელი ვარ. აქცენ-
ტების გარჩევა ხომ შეგიძლიათ? ან, ეგებ, ისიც კი შეგიძლიათ,
უფრო ღრმად დამაკვირდეთ, გენეტიკის დონეზე?
– დედა, ძალიან გთხოვ!
– ჩვენს მაღაზიაში ინგლისელები საკმაოდ ხშირად შემო-
დიოდნენ, – ვუთხარი ღიმილით. – ამიტომ ყველა ხმ კარგად
იცნობდა იმ აქცენტს, რომლითაც თქვენ ლაპარაკობთ. ვფიქ-
რობდით, რომ ძალიან სასიამოვნო აქცენტია. თანაც მენეჯე-
რი, რომელიც გვივლიდა, გვარიგებდა, თქვენთვის მნიშვნე-
ლოვანი ელემენტები დაიმახსოვრეთო.
– რა საოცარია! ესე იგი, რობოტები დიქციის გაკვეთილებ-
საც იღებენ? დიდებულია!
– დედა...

146
– რადგან გაკვეთილები სიტყვამ მოიტანა, კლარა... კლა-
რა გქვიათ, ხომ ასეა? მოკლედ, რადგან გაკვეთილები ვახსე-
ნეთ, ერთი იდეა უნდა გაგაცნოთ, რომელიც ამ სახლში დაიბა-
და.
– დედა, საკმარისია! კლარას საერთოდ არ აინტერესებს...
– თქმას რატომ არ მაცლი, საყვარელო? კლარა აქ პირა-
დად გვეახლა და ამ შემთხვევით რატომაც არ უნდა ვისარგებ-
ლოთ? იცი, რას გეტყვი, ჩემო ბიჭო? ამ ბოლო დროს მბრძანებ-
ლობა შეგიყვარდა და ეს ძალიან მაღიზიანებს. კლარა, ხომ
გინდათ, ჩვენი იდეა გაგაცნოთ?
– რა თქმა უნდა.
რიკი ოთახიდან გასასვლელად მოემზადა. თითქოს ის,
რაც იმ ოთახში ხდებოდა, ზიზღს ჰგვრიდა. მაგრამ კარში გა-
ჩერდა და იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი, მხოლოდ მისი
ზურგისა და ერთი იდაყვის ნაწილს ვხედავდი.
– მე მაგ საკითხთან არაფერი მაკავშირებს, – ისე თქვა
რიკმა, თითქოს ვიღაც მის წინ მდგომს ეუბნებოდა.
მის ელენმა გამიღიმა და იმ დივანზე დაეშვა, სადაც მანამ-
დე რიკი იჯდა. მერე ერთი ხელით ქურთუკი გაისწორა, მეორე-
ში კი ისევ ცალი ფეხსაცმელი ეჭირა.
– უნდა მოგახსენოთ, რომ რიკი ადრე სკოლაში დადიოდა.
ნამდვილ ძველ სკოლას ვგულისხმობ. იქ სრული განუკითხაო-
ბა კი იყო, მაგრამ რამდენიმე კარგი მეგობარი მაინც შეიძინა.
ხომ მართალი ვარ, რიკ?
– მე მაგ საუბარში არ ვმონაწილეობ-მეთქი!
– აბა, კარში რას ჩამდგარხარ? ძალიან უცნაურად იქცევი,
საყვარელო. ან წადი, ან დარჩი.
რიკს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, ისევ ჩვენკენ ზურ-
გით იდგა, მაგრამ ახლა მხრით კარის ჩარჩოს ეყუდებოდა.
– მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რიკიც შინ სწავლე-
ბის რეჟიმზე გადავიდა, როგორც ყველა გონებაგახსნილი ბავ-
შვი. მაგრამ მერე, ალბათ, თქვენც უკვე მოგეხსენებათ, სიტუ-
აცია გართულდა.
მის ჰელენი ერთბაშად დადუმდა და ჩემს მხარს მიღმა რა-
ღაცას გაუშტერა თვალი. ვიფიქრე უკან, ფანჯარაში, რაღაც

147
დაინახა-მეთქი და, ის იყო, იქით გახედვას ვაპირებდი, რომ
უცებ მითხრა:
– არა, კლარა, იქ არაფერია, უბრალოდ, ფიქრებში წავე-
დი, ერთი შემთხვევა გამახსენდა. ზოგჯერ ეგეთი რამეც მემარ-
თება ხოლმე, რიკი აგიხსნით. ასეთ დროს, უბრალოდ, ვიღა-
ცამ მუჯლუგუნი უნდა მკრას და გამომაფხიზლოს.
– დედა, ღვთის გულისათვის...
– რას ვამბობდი? ააა, ჰო, რიკსაც შინ უნდა ესწავლა-მეთ-
ქი, ეკრანის პროფესორებთან, როგორც ყველა გონიერ
ბავშვს, მაგრამ მერე, მოგეხსენებათ, ყველაფერი გართულდა
და აქამდე მოვედით. საყვარელო, ეგებ, ამ ადგილიდან შენ გა-
ნაგრძო მოყოლა? არა? კარგი, აბა... მოკლედ, მიუხედავად
იმისა, რომ რიკი გენმოდიფიცირებული ბავშვი არ არის, ერთი
არჩევანი მაინც აქვს – ატლას-ბრუკინგსი არაგენმოდიფიცი-
რებულთა მცირე ნაწილს იღებს. ეგ ერთადერთი წესიერი კო-
ლეჯია, რომელიც ჯერ კიდევ აკეთებს ამას. თავიანთ პრინციპს
არ ღალატობენ და ღმერთმა უშველოთ ამისათვის. მაგრამ წე-
ლიწადში სულ რამდენიმე ასეთ სტუდენტს იღებენ და, ბუნებ-
რივია, საშინელი კონკურსია. რიკი ძალიან გონიერი ბიჭია,
ჰოდა, თუ განცხადებას შეიტანს და იქამდე ვინმე მცოდნე ცო-
ტას წაამეცადინებს, რაც, სამწუხაროდ, მე არ შემიძლია, მაშინ
საკმაოდ დიდი შანსი ექნება. ჰო, ჰო, ჩემო საყვარელო, სწო-
რედაც დიდი შანსი, ასე რომ, თავს ნუ აქნევ! ბევრი რომ აღარ
გავაგრძელო, მისთვის ეკრანის პროფესორებს ვერ ვშოუ-
ლობთ. ასეთი პედაგოგები ან ტვი-ს წევრები არიან – ორგანი-
ზაციის, რომელიც თავის წევრებს უკრძალავს არაგენმოდიფი-
ცირებული მოსწავლეების აყვანას, ან, უბრალოდ, ყაჩაღები
და ისეთ წარმოუდგენელ თანხებს ითხოვენ, ჩვენ რომ ვერას-
დროს შევწვდებით. მერე გავიგეთ, რომ მეზობელ სახლში
თქვენ მობრძანდით და მე შესანიშნავი აზრი დამებადა.
– დედა, სერიოზულად გეუბნები, საკმარისია ამაზე საუბა-
რი! – თქვა რიკმა, ოთახში შემობრუნდა და პირდაპირ დედა-
მისისაკენ ისე დაიძრა, თითქოს მისი ოთახიდან სასწრაფოდ
გაყვანა უნდოდა.

148
– კარგი, საყვარელო, თუ ასე განიცდი, აღარაფერს ვიტ-
ყვი.
რიკი უკვე დივანთან იდგა და განრისხებული დასცქეროდა
დედამისს. მის ჰელენმა დივანზე ოდნავ შეიცვალა ადგილი,
რომ ჩემი დანახვა ისევ მოეხერხებინა.
– სწორედ ახლა, კლარა, როცა ოცნებას ავყევი... იცით, სი-
ნამდვილეში, აუხდენელი ოცნება სულაც არ არის. უბრალოდ,
იქით ვიყურებოდი, – თქვა მის ჰელენმა და ფეხსაცმლიანი ხე-
ლი ფანჯრისკენ გაიშვირა, – და უცებ რაღაც გამახსენდა. შე-
გიძლიათ მიბრუნდეთ და თქვენც იქით გაიხედოთ. გარწმუ-
ნებთ, ახლა მანდ არაფერია, მაგრამ ერთხელ, ადრე, გავიხე-
დე და რაღაც დავინახე.
– დედა! – ისევ თქვა რიკმა, მაგრამ ამჯერად, როცა დედა-
მისმა თემა შეცვალა, რიკს ხმა ისეთი მრისხანე აღარ ჰქონდა.
ოდნავ გვერდითაც კი მიდგა, რომ დედამისისთვის ჩემს დანახ-
ვაში ხელი არ შეეშალა.
– მშვენიერი დღე იყო, – მოყოლა განაგრძო მის ჰელენმა.
– დაახლოებით, დღის ოთხი საათი. რიკს დავუძახე, ისიც მო-
ვიდა და თვითონაც დაინახა, არა, საყვარელო? თუმცა, მერე
მარწმუნებდა, მე უფრო გვიან მოვედი და არ დამინახავსო.
– ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო, – ჩაურთო
რიკმა. – აბსოლუტურად ნებისმიერი რამ.
– კრისი იყო, ჯოზის დედა, ის დავინახე. დავინახე, ბალახი-
დან რომ ამოყვინთა, აი, იქით, და ვიღაც მოჰყავდა, იდაყვზე
ექაჩებოდა... ეტყობა, კარგად ვერ ავხსენი. იმის თქმა მინდა,
რომ თითქოს იმ ვიღაცას ძალით მოათრევდა და იმ საწყალს
გაქცევა უნდოდა, მაგრამ კრისი არ უშვებდა. ალბათ, გაექცა
კიდეც, კრისი კი დაეწია და ახლა იდაყვზე ჩაფრენილს მოათ-
რევდა. მოკლედ, ორივე გამოჩნდა იმ ბალახიდან, ჩვენს ტე-
რიტორიაზე გამოვიდნენ.
– ალბათ, დედა იმ დღეს იმ მდგომარეობაში არ იყო, რომ
ყველაფერი გარკვევით და სწორად დაენახა.
– ყველაფერს მშვენივრად ვხედავდი. უბრალოდ, რიკს ეგ
ამბავი არ მოსწონს და უნდა, თქვენც ეჭვი შეგატანინოთ ჩემს
სიმართლეში.

149
– იმის თქმა გნებავთ, რომ ჯოზის დედა ბალახიდან სხვა
ბავშვთან ერთად გამოვიდა?
– კრისი იმ ბავშვის დაკავებას ცდილობდა და ცოტა ხანში
დაიმორჩილა კიდეც. აი, იმ ადგილას. ორივე მკლავი მაგრად
შემოხვია იმ გოგონას. რიკი სწორედ მაგ დროს მოვიდა და ეგ
სცენა დაინახა. მერე ორივე ისევ მაღალ ბალახში გაუჩინარ-
და.
– ეგ ნებისმიერი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, – თქვა
რიკმა. მერე, უფრო დამშვიდებული, დედას გვერდით მიუჯდა
და თვითონაც ფანჯარაში გაიხედა. – კარგი, იმაში გეთანხმე-
ბი, რომ ჯოზის დედა იყო, მაგრამ მეორე...
– მეორე სალის ჰგავდა, – თქვა მის ჰელენმა, – ჯოზის დას.
ამიტომაც დავუძახე რიკს. ეს სალის სიკვდილიდან ორი წლის
თავზე მოხდა.
რიკმა გაიცინა, დედას ხელი მოხვია, ჩაიხუტა და მოსხმუ-
ლი ქურთუკი ლამის მხრებიდან ჩამოუგდო.
– დედას დროდადრო ასეთი გიჟური თეორიების შექმნა უყ-
ვარს, მაგალითად, რომ სალი ცოცხალია და მათ სახლში, რო-
მელიმე კარადაში ჩუმად ცხოვრობს.
– ეგეთი რამ სულაც არ მითქვამს, მაგას სერიოზულად რო-
გორ ვიტყოდი? სალი გარდაიცვალა და ეს დიდი ტრაგედიაა;
მის ხსოვნასთან დაკავშირებით სულელურ თამაშებს როგორ
წამოვიწყებ... უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ის ადამიანი, რო-
მელიც კრისისაგან გაქცევას ცდილობდა, სალის ძალიან ჰგავ-
და. ეგ არის და ეგ.
– ძალიან უცნაური ამბავია, – ვთქვი მე.
– იცი, რას გეტყვი, კლარა? ჯოზი, ალბათ, ფიქრობს, ნეტა-
ვი კლარას რა დაემართაო.
– ჰო, მაგრამ ჩვენი პატარა მეგობარი ჯერ ვერ წავა, – თქვა
მის ჰელენმა. – გამახსენდა, რაზე ვსაუბრობდით, რიკის გა-
ნათლებაზე ვმსჯელობდით.
– არა, დედა, გეყოფა!
– მაგრამ, საყვარელო, კლარა აქ არის და მინდა, ბარემ
დაველაპარაკო... ეს რა არის? – იკითხა უცებ მის ჰელენმა,

150
რომელმაც ჯოზის ნახატს მოჰკრა თვალი. რიკს ის ნახატი დი-
ვანზე დაეტოვებინა, ამობრუნებული იდო თავის კონვერტზე.
– საკმარისია! – თქვა რიკმა, სურათს ხელი დაავლო და
დივნიდან სასწრაფოდ ადგა.
– აი, კიდევ! ისევ მბრძანებლობ, რიკ! ძალიან გთხოვ, შეწ-
ყვიტო!
მის ჰელენისაგან ზურგით მდგომმა რიკმა, დედამისისგან
ფარულად და ძალიან ფრთხილად ჩადო ჯოზის ნახატი კონ-
ვერტში და მერე ოთახიდან ისე გავიდა, რომ ამჯერად კართან
აღარ გაჩერებულა. გვესმოდა, მტკიცე ნაბიჯით როგორ გადაი-
არა ჰოლი, სადარბაზო კარი გააღო და მაგრად გაიჯახუნა.
– ცოტა ჰაერზე ყოფნა ნამდვილად არ აწყენს, – თქვა მის
ჰელენმა. – სულ ამ ოთხ კედელშია გამომწყვდეული. ამ ბო-
ლო დროს ჯოზისთანაც კი აღარ დადის.
ისევ ფანჯრისკენ იყურებოდა. ამჯერად მეც გავიხედე და
რიკი დავინახე. პარმაღის მოაჯირს გადაჰყუდებოდა, მინ-
დვრებს გაჰყურებდა და მხრებზე მზე დასთამაშებდა. ქარი
თმას უწეწავდა, მაგრამ ადგილიდან მაინც არ იძროდა.
მის ჰელენი დივნიდან წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ
გადმოდგა და ფანჯარასთან გვერდით ამომიდგა. დედაზე და-
ახლოებით ხუთი სანტიმეტრით მაღალი იყო, თუმცა დედასა-
ვით წელგამართული არ იდგა, ოდნავ იხრებოდა იმ მაღალი
ბალახივით, ქარი თავს რომ ახრევინებდა. იმწუთას მის ჰელე-
ნი სექციებად არ იყო დაყოფილი და ფანჯრიდან შემოსულ სი-
ნათლეში კარგად ვხედავდი, ნიკაპთან ჭაღარა ღინღლი რომ
ამოსვლოდა.
– წესიერად ვერც კი გაგეცანით, შეგიძლიათ ჰელენი დამი-
ძახოთ. თანაც, ვშიშობ, რომ ცუდად დაგხვდით.
– სულაც არა, პირიქით. მაგრამ მგონია, ჩემმა ვიზიტმა ერ-
თგვარი უსიამოვნება გამოიწვია.
– ეჰ, ეგ უსიამოვნება სულ გვაქვს... სხვათა შორის, მინდა
დაგასწროთ, ვიდრე მკითხავთ, და პირდაპირ გითხრათ, რომ
პასუხია „დიახ“, ინგლისი ძალიან მენატრება, განსაკუთრე-
ბით, იქაური ცოცხალი ღობეები. ინგლისში, ყოველ შემთხვე-
ვაში იმ ადგილებში, საიდანაც მე ვარ, გარშემო ყველგან მდე-

151
ლოებია და ყველაფერი ცოცხალი ღობეებითაა გატიხრული.
ყველგან, ყველგან ცოცხალი ღობეებია, საოცარი წესრიგია.
აბა, ახლა იქით გაიხედეთ – ყველაფერი უსასრულოდაა გაწე-
ლილი. შესაძლოა, სადმე მესრებიც არის, თუმცა, ვინ იცის?
გაჩუმდა და ამიტომაც ჩავდგი სიტყვა:
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მესრები ნამდვი-
ლად არის. სინამდვილეში, სამი მინდორია და ერთმანეთისა-
გან მესრებითაა გამიჯნული.
– ეგეთი მესრის მოშლა ნებისმიერ წამს შეიძლება. მერე,
შეგიძლია ახალიც დადგა, ოღონდ – სხვაგან. მიწის კონფიგუ-
რაცია შეგიძლია ერთ-ორ დღეში მთლიანად შეცვალო. მეს-
რით მიწის შემოფარგვლა ყოველთვის დროებითია – ისე შე-
გიძლია ყველაფრის შეცვლა, როგორც თეატრალური დეკო-
რაციების. იცით, მე სცენაზეც გამოვდიოდი. ზოგჯერ – საკმა-
ოდ კარგ თეატრებშიც. თუმცა, ცუდებშიც გამოვსულვარ. მესე-
რი სინამდვილეში რა არის? სასცენო დეკორაციაა, სხვა არა-
ფერი. ინგლისის მთელი ხიბლი სწორედ ისაა, რომ ცოცხალი
ღობე ისტორიის კარგ შეგრძნებას გიჩენს, მიწაში ფესვგად-
გმული ისტორიის. როცა ვთამაშობდი, სიტყვები არასდროს
მავიწყდებოდა. ჩემს პარტნიორებს კი სულ ავიწყდებოდათ.
საერთოდაც, დიდი ვერაფერი მსახიობები იყვნენ. აი, მე კი
არასდროს მავიწყდებოდა. არცერთი რეპლიკა არ დამვიწყე-
ბია. მთელი ეს წლები ხშირად ვფიქრობდი, ეგება, კრისის
ვკითხო, რა დავინახე-მეთქი. აქ დროდადრო მოდის ხოლმე
და ყოველთვის სასიამოვნოდ ვსაუბრობთ. ხშირად მიფიქრია,
ვკითხო თუ არა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ.
ვფიქრობ, აჯობებს, თუ არ ვკითხავ. ბოლოს და ბოლოს, რა ჩე-
მი საქმეა?
– ვიცი, რომ რიკის დედას ახლა ჩემთან რიკის განათლე-
ბაზე საუბარი სურს.
– ძალიან გთხოვთ, ჰელენი დამიძახოთ. დიახ, მართალი
ბრძანდებით. რიკის მაგ საკითხის აღძვრაც კი არ სურს –
თქვენს დახმარებას ვგულისხმობ. ალბათ, უმჯობესი იქნება,
ჯერ კრისის დავეკითხო ანდა სულაც ჯოზის. არ ვიცი, როგორ
მოვიქცე. ეტიკეტი ძალიან გაუგებარი რამეა. მტვერსასრუტის

152
თხოვება რომ იყოს… მაგრამ ეს სულ სხვა რამეა, ეგეც მესმის.
უნდა მაპატიოთ, მოქცევა სულ არ ვიცი. რიკს, ერთადერთი,
კარგი ხელმძღვანელი სჭირდება, სხვა არაფერი. საუკეთესო
სახელმძღვანელოები ვუყიდე. იმ ეპოქის სახელმძღვანელო-
ებია, როცა ბავშვების გენმოდიფიცირება ჯერ კიდევ არ ხდე-
ბოდა. ზუსტად ეგ სჭირდება. მაგრამ მისი წიგნები პედაგოგის
ჩარევას გულისხმობს. რიკი მართლაც ძალიან ნიჭიერია, გან-
საკუთრებით ფიზიკაში, ინჟინერიასა და მაგდაგვარ დარგებ-
ში, მაგრამ რაიმე გაუგებარს თუ გადააწყდა და ვერავინ უხ-
სნის, მაშინვე მხნეობას კარგავს. ათასჯერ მითქვამს, ჯოზის მა-
ინც ჰკითხე-მეთქი, და ძალიან ბრაზობს.
– მის ჰელენს სურს, რომ რიკს მე დავეხმარო?
– უბრალოდ, ეგეთი აზრი დამებადა. თქვენ ის სახელ-
მძღვანელოები საბავშვო წიგნებად მოგეჩვენებათ. ძალიან
მინდა, გამოცდებისთვის ვინმე დაეხმაროს. დაეხმარეთ, თუ
შეიძლება. მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ატ-
ლას-ბრუკინგსში ჩაბარება. ეს მისი ერთადერთი შანსია. რა-
იმე ხანგრძლივ დახმარებას კი არ გთხოვთ. თუმცა, მართა-
ლია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ჯერ კრისისთვის უნდა
მეთხოვა.
– თუ რიკი კოლეჯ ატლას-ბრუკინგსში ჩააბარებს, არაჩ-
ვეულებრივი იქნება. ამიტომ დიახ, რა თქმა უნდა, სიამოვნე-
ბით დავეხმარები, თუკი ეს ჯოზიზე ზრუნვაში ხელს არ შემიშ-
ლის. თუ რიკი ჯოზისთან ისევ მოვა ხოლმე, ეგებ ის სახელ-
მძღვანელოებიც თან წამოიღოს.
ჩემმა პასუხმა, ცხადი იყო, მის ჰელენი არ დააკმაყოფილა.
კვლავაც პარმაღზე უძრავად მდგომ რიკს გასცქეროდა. მერე
კი მითხრა:
– გულწრფელად რომ გითხრათ, დიახ, თქვენი დახმარება
რიკს ნამდვილად წაადგება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა,
რომ ამჟამად რიკს საერთოდ არ სურს, რომ ბედი სცადოს.
მონდომებას თუ არ დაიშურებს, დარწმუნებული ვარ, რომ შან-
სი ნამდვილად გაუჩნდება. მით უფრო, რომ, უნდა გამოგიტ-
ყდეთ, მისი დახმარების საიდუმლო იარაღიც მაქვს, რომ ცოტა

153
ხელი წავუკრა. ეს ხომ ატლას-ბრუკინგსია. მაგრამ არ უნდა,
რომ მობილიზდეს და სცადოს. ჩემ გამო არ უნდა.
– თქვენ გამო?
– თვითონ დარწმუნებულია, რომ ვერაფრით ვერ წავა და
მარტო ვერ დამტოვებს. მე მშვენივრადაც მოვახერხებ მარტო
ყოფნას, მაგრამ რიკი ისე იქცევა, თითქოს უსუსური ვიყო.
დარწმუნებულია, რომ აუცილებლად რაღაც საშინელებებს ჩა-
ვიდენ მის არყოფნაში.
– ატლას-ბრუკინგსი შორსაა?
– მანქანით ერთი დღის სავალზეა, მაგრამ მთავარი ეგ არ
არის. უბრალოდ, ფიქრობს, რომ ჩემი მარტო დატოვება მაქ-
სიმუმ ერთი საათით შეიძლება. ნეტავი როგორ გაიზრდება და
ამ სამყაროში როგორ იცხოვრებს, თუ ყოველ ჯერზე მხოლოდ
ერთი საათით შეძლებს ჩემს დატოვებას?
კარში რიკი კიბეზე დაეშვა, ბალახებისკენ. ისე ნელა მოძ-
რაობდა, თითქოს სიზმარში იყო. ერთი ხელი ისევ მკერდზე
ედო და მივხვდი, რომ ჯოზის ნახატი ეჭირა. როდესაც მისი თა-
ვი და მხრები თვალს მიეფარა, მის ჰელენმა განაგრძო:
– სინამდვილეში, აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთხოვა,
კლარა. ჩემი ნამდვილი სათხოვარი უფრო ღრმაა. ხომ ვერ
სთხოვდით ჯოზის, რიკი როგორმე დაერწმუნებინა? ჯოზი ერ-
თადერთი ადამიანია, ვისაც მის აზრებზე ზეგავლენის მოხდენა
შეუძლია. როგორც ხედავთ, რიკი საკმაოდ ჯიუტია და, ისე ვატ-
ყობ, ძალიან შეშინებულიცაა. აბა, ამაში როგორ დავადანაშა-
ულო? იცის, რომ იმ სამყაროში ცხოვრება, რომელიც ჩვენ
გარშემოა, სულაც არ არის ადვილი. მაგრამ ჯოზი სწორედ
ისაა, ვისაც შეუძლია ამაზე აზრი შეაცვლევინოს, სხვა კუთხით
დაანახვოს ყველაფერი. ხომ დაელაპარაკებით? ვიცი, რომ
მასზე დიდი გავლენა გაქვთ. ამას ჩემთვის ხომ გააკეთებთ?
მაგრამ ჯოზისთვის ამის ერთხელ თქმა საკმარისი არ იქნება.
სულ უნდა უმეოროთ და უმეოროთ, რომ რიკი მაქსიმალურად
აიძულოს.
– კი ბატონო, სიამოვნებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ,
რომ ჯოზი ამ საკითხზე რიკს უკვე ელაპარაკა. მათ შორის ბო-

154
ლო უსიამოვნებაც სწორედ იმან გამოიწვია, რომ ჯოზი მეტის-
მეტად სწორედ მაგ თემაზე შეუჩნდა.
– რა საინტერესოა. თუ რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეა,
მაშინ ის, რაც მე გთხოვეთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყო-
ფილა. ჯოზიმ, შესაძლოა, შერიგების მიზნით, უკან დაიხიოს.
შეიძლება ისიც კი იფიქროს, ნეტავი ამ საკითხს საერთოდ არ
შევხებოდიო. სწორედ ამიტომაც აუცილებლად უნდა დაელა-
პარაკოთ. უთხარით, რომ არაფრით არ დანებდეს, რიკის ხა-
სიათის სიფიცხესა და მის უხეშ გამოხდომებს არ უნდა შეუშინ-
დეს... რაღაც ისე არ ვთქვი, ძვირფასო?
– მაპატიეთ, მაგრამ... ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ.
– მართლა? და რამ გაგაკვირვათ?
– იცით, მე... მე ის მიკვირს, რომ მის ჰელენის თხოვნა რიკ-
თან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, ძალიან გულწრფე-
ლია. ჰოდა, მიკვირს, რომ ვინმეს ასე ძალიან უნდოდეს იმ გზა-
ზე შედგომა, რომელიც გარდაუვალ მარტოობამდე მიიყვანს.
– ეგ გიკვირთ?
– დიახ. სულ ცოტა ხნის წინათ არ მეგონა, ადამიანები მარ-
ტოობას რომ აირჩევდნენ და რომ არსებობდა რაღაც ძალა,
რომელიც მარტოობის თავიდან აცილების სურვილზე ძლიერი
იქნებოდა.
მის ჰელენს გაეღიმა.
– მართლაც ძალიან საყვარელი ვინმე ბრძანდებით. ასე
არ გითქვამთ, მაგრამ თქვენ მაგივრად მე ვიტყვი, რაზეც ფიქ-
რობთ. დედის სიყვარული ვაჟის მიმართ ძალიან კეთილშობი-
ლური გრძნობა ყოფილა, რომელიც მარტოობის შიშს სძლევ-
სო. და, შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით. მაგრამ იმასაც
გეტყვით, რომ ისეთ ცხოვრებაში, როგორიც მე მაქვს, ბევრი
სხვა სერიოზული მიზეზიც არსებობს, ადამიანმა მარტოობა
აირჩიოს. ასეთი არჩევანი ადრეც არაერთხელ გამიკეთებია,
მაგალითად, მაშინ, როცა გადავწყვიტე, რიკის მამასთან არ
დავრჩენილიყავი. სამწუხაროდ, აწ გარდაცვლილ მამასთან,
რომელიც რიკს არც კი ახსოვს. მაგრამ ჩემი ქმარი ხომ იყო
რაღაც ხანს? და თანაც არცთუ უსარგებლო. სწორედ მისი წყა-
ლობით გაგვაქვს როგორღაც დღესაც თავი, თუმცა დალხენი-

155
ლი ცხოვრებით არა ვცხოვრობთ. აი, რიკიც ბრუნდება... თუმ-
ცა, არა, არა, კიდევ უნდა გარეთ ყოფნა და ისევ გაბუტულია.
რიკმა მართლაც ამოიარა ხის საფეხურები, მაგრამ შიგნით
არ შემოვიდა, ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა, ჩვენკენ ზურგშექ-
ცევით.
– ჯოზისთან უნდა დავბრუნდე, – ვუთხარი მის ჰელენს. –
მის ჰელენის მხრიდან დიდი სიკეთე იყო, ასეთი ნდობა რომ გა-
მომიცხადა. თქვენს თხოვნას აუცილებლად გავითვალისწინებ
და ჯოზის დაველაპარაკები.
– სულ უნდა უმეოროთ. ეს რიკის ერთადერთი შანსია. თა-
ნაც, როგორც მოგახსენეთ, საიდუმლო იარაღიც მაქვს. ნაცნო-
ბობა. როცა კრისი ისევ წაიყვანს ჯოზის ქალაქში იმ მხატვრის
სტუდიაში მორიგ სეანსზე, გამორიცხული არ არის, ვთხოვო,
რომ მე და რიკიც გაგვიყოლოს. მაშინ რიკი ჩემს იარაღსაც გა-
ეცნობა და, იმედია, მასზე შთაბეჭდილებას მოახდენს. მე და
კრისიმ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ ამ ყველაფერს აზრი
არ ექნება, თუ რიკმა აზრი არ შეიცვალა.
– გასაგებია. ახლა კი უნდა წავიდე. კარგად მენახეთ, მის
ჰელენ.
გარეთ რომ გამოვედი, ვიგრძენი, რომ ფიცარნაგის ღრი-
ჭოებიდან ქარი ბევრად უფრო ძლიერად უბერავდა. მინდვრე-
ბი სექციებად აღარ იყო დაყოფილი, ასე რომ, ჰორიზონტამდე
ერთიან და ნათელ სურათს ვხედავდი. მისტერ მაკბეინის ფარ-
დულს ახლა სხვა კუთხით კი ვუყურებდი, მაგრამ ისევ იქ დამ-
ხვდა, სადაც მეგულებოდა, თუმცა მისი ფორმები ოდნავ გან-
სხვავდებოდა იმისაგან, რასაც ჯოზის ფანჯრიდან ვხედავდი
ხოლმე.
აბლაბუდებიან მაცივარს ჩავუარე და იმ საფეხურთან მივე-
დი, რომელზეც რიკი იჯდა. ვიფიქრე, შესაძლოა, ისევ ბრაზობს
და ყურადღება არც კი მომაქციოს-მეთქი, მაგრამ კეთილგან-
წყობილი თვალებით ამომხედა.
– ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა ვიზიტმა უსიამოვნება გამო-
იწვია, – ვუთხარი რიკს.
– შენი ბრალი არ არის, ასეთი უსიამოვნება ხშირად მოგ-
ვდის ხოლმე.

156
ორივემ თვალწინ გადაშლილ მინდვრებს გავხედეთ. ცოტა
ხანში მივხვდი, რომ ორივე მისტერ მაკბეინის ფარდულს ვუყუ-
რებდით.
– რაღაცას ამბობდი, სანამ დედა დაბლა ჩამოვიდოდა. ამ-
ბობდი, იმ ფარდულთან მისვლა მინდაო.
– ჰო. და აუცილებლად საღამო ხანი უნდა იყოს. დროის
სწორად გათვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი წამოყოლა არ გინდა?
– რიკის მხრიდან დიდი სიკეთეა, დახმარებას რომ მთავა-
ზობს, მაგრამ, თუ იმ ფარდულისაკენ მიმავალი ბილიკები არ-
სებობს, სჯობს, მარტო წავიდე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ წი-
ნასწარ ასი პროცენტით არაფერი ვირწმუნო.
– კარგი, თუ ასე გინდა.
თვალებმოჭუტულმა ამომხედა. ნაწილობრივ, იმიტომ,
რომ მზე თვალს სჭრიდა და, ალბათ, იმიტომაც, რომ თვალით
მზომავდა, რამდენად მოვახერხებდი იმ გზის გავლას.
– მომისმინე, – მითხრა ბოლოს, – მართლაც აზრზე არა
ვარ, რა ჩაიფიქრე, მაგრამ, თუ შენი ჩანაფიქრი ჯოზის უშვე-
ლის, წარმატებას გისურვებ.
– დიდი მადლობა. ახლა კი შინ უნდა დავბრუნდე.
– იცი, რა ვიფიქრე? ეგებ ჯოზის უთხრა, რომ მისი ნახატი
ძალიან მომეწონა და რომ დიდ მადლობას ვუხდი და, თუ წინა-
აღმდეგი არ იქნება, მინდა, უახლოეს დღეებში ვესტუმრო და
პირადად ვუთხრა ეს ყველაფერი.
– ჯოზის ძალიან გაუხარდება ამის გაგონება.
– შეიძლება, ხვალაც კი შემოვუარო.
– ძალიან კარგი. აბა, ნახვამდის, ჩემთვის ძალიან საინტე-
რესო იყო თქვენთან ყოფნა. დიდი მადლობა სასარგებლო
რჩევისათვის.
– კარგად, კლარა. ფრთხილად იარე.

157
***

მისტერ მაკბეინის ფარდულში მისვლის დრო, როგორც


რიკსაც ვუთხარი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და როდესაც
კენჭებიანი გზით იმ დღეს უკვე მეორედ გავემართე ჩარჩო-
ჭიშკრისაკენ, უცებ შემეშინდა, ვაითუ დრო ზუსტად ვერ გამოვ-
თვალე-მეთქი. მზე უკვე ძალიან დაბლა ჩამოსულიყო და დარ-
წმუნებული სულაც არ ვიყავი, რომ მეორე და მესამე მინ-
დვრებსაც ისევე ადვილად გადავივლიდი, როგორც პირველი
გადავიარე.
ჩემი ექსპედიცია წარმატებით დაიწყო – რიკის სახლისკენ
მიმავალი საცალფეხო ბილიკი ზუსტად ისეთივე იყო, როგო-
რიც დილით. ამჯერად ორივე ხელი თავისუფალი მქონდა და
ბალახში გზას ადვილად მივიკვლევდი. ბალახს რომ გადავ-
წევდი, საღამოს მწერები გუნდებად წამოიშლებოდნენ ხოლმე.
სხვა მწერებიც ბლომად ირეოდნენ ჰაერში და ნერვიულად იც-
ვლიდნენ პოზიციებს, თუმცა მეგობრების მიტოვება არცერთს
არ სურდა.
იმის შიშით, ვაითუ, მისტერ მაკბეინის ფარდულთან დრო-
ზე ვერ მივიდე-მეთქი, რიკის სახლს მხოლოდ გაკვრით გავხე-
დე და საცალფეხო ბილიკით გზა განვაგრძე. უკან მოვიტოვე
ყველა ის ადგილი, სადაც უკვე ნამყოფი ვიყავი და მეორე ჩარ-
ჩო-ჭიშკარიც გავიარე. გზადაგზა ბალახი იმსიმაღლე გახდა,
რომ ფარდულს საერთოდ ვეღარ ვხედავდი. მინდორი მარ-
თკუთხა სექციებად დაიყო. ზოგი სექცია უფრო დიდი იყო, ზო-
გი – უფრო პატარა, მე კი წინ მივისწრაფვოდი და სექციიდან
სექციაში გადასვლისას თითოეულში გამეფებული ატმოსფე-
როს მკვეთრ ცვლილებებს ვგრძნობდი. ბალახი ხან რბილი და
დამყოლი ხდებოდა და გზაც – ადვილი სავალი, ხანაც, სექცი-
ის საზღვარს რომ ვკვეთდი, გარშემო სრული წყვდიადი ისად-
გურებდა, ბალახი სიარულში ხელს მიშლიდა, გარშემო უცნაუ-
რი ხმებიც ისმოდა და ვშიშობდი, ვაითუ, სერიოზულად შევ-
ცდი, სრულიად უაზროდ მოვინდომე მზის მყუდროების დარ-
ღვევა და ნებისმიერი ჩემი ძალისხმევა ჯოზისთვის სავალალო
შედეგის მომტანი აღმოჩნდეს-მეთქი. ერთ განსაკუთრებით

158
ავადგანწყობილ სექციას რომ ვკვეთდი, დაჭრილი ცხოველის
ღმუილისმაგვარი ხმა შემომესმა და წარმოვიდგინე, რომ რო-
ზა მაგარ მიწაზე იჯდა, გარშემო მეტალის პატარა ნატეხები
ეყარა და, წინ გადახრილი, ორივე ხელით თავის გაშეშებულ
ფეხს ებღაუჭებოდა. ამ სურათმა მხოლოდ წამით გამიელვა
გონებაში, მაგრამ ცხოველი კვლავაც ბღაოდა და ვიგრძენი,
ფეხქვეშ მიწა როგორ გამომეცალა. ის საზარელი ხარი გამახ-
სენდა, ალბათ, ქვესკნელიდან ამოსული რომ დავინახე მორ-
განზ-ფოლზისკენ მიმავალ გზაზე. წამით ისიც კი გავიფიქრე,
ეგებ, მზე კეთილი სულაც არ არის და ჯოზის მდგომარეობის
გაუარესების ნამდვილი მიზეზიც სწორედ ეგ იქნება-მეთქი.
ასეთი ფიქრებით დატანჯული მაინც დარწმუნებული ვიყავი,
რომ უფრო კეთილ სექციამდე თუ მივაღწევდი, უსაფრთხო გა-
რემოში აღმოვჩნდებოდი. ისიც მესმოდა, ვიღაც რომ მეძახდა
და წინ, ბალახში უცებ რაღაც დავინახე. ის რაღაც რემონტის
კაცების საგზაო ნიშანს, კონუსს, ჰგავდა. ხმა იმ კონუსის უკნი-
დან მოდიოდა. იქით რომ გავემართე, დავინახე, რომ სინამ-
დვილეში ორი კონუსი ყოფილა – ერთი მეორეს თავზე ჰქონდა
წამოცმული და ზედა კონუსი ირხეოდა. ალბათ, იმიტომ ირხე-
ოდა, რომ გამვლელების ყურადღება მიექცია.
– კლარა, აქეთ, აქეთ წამოდი!
უფრო ახლოს მივედი და მივხვდი, რომ კონუსები კი არა,
რიკი იყო, ცალი ხელით ბალახი გადაეწია, მეორეს კი ჩემკენ
იშვერდა. რიკი რომ ვიცანი, კიდევ უფრო წინ წასვლა მომინ-
და, მაგრამ ვიგრძენი, რომ ტერფები მიწაში ღრმად ჩამეფლო.
ერთ ნაბიჯსაც თუ გადავდგამდი, წონასწორობას დავკარგავდი
და მიწა პირს მიზამდა. იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ მეგონა,
რიკი იმდენად ახლოსაა, ხელსაც კი მივაწვდენ-მეთქი, სინამ-
დვილეში კი არც ისე ახლოს იყო, რადგანაც ჩვენს სექციებს
შორის მკაცრი საზღვარი გადიოდა. და მაინც, რიკი ისევ ხელს
იწვდიდა ჩემკენ და, როდესაც მისი მკლავი ჩემს სექციაში შე-
მოიჭრა, გაწელილი და უსწორმასწორო ჩანდა.
– კლარა, აქეთ!
მაგრამ მე უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ მალე მი-
წაში ჩავეშვებოდი, რომ მზე ჩემზე გაბრაზებული იყო და, ალ-

159
ბათ, – ბოროტიც, და რომ ჯოზი ძალიან დავაღალატე. ორიენ-
ტაცია სრულიად დავკარგე. ამასობაში, რიკის ხელი კიდევ უფ-
რო დაგრძელდა, კიდევ უფრო უსწორმასწორო გახდა და, რო-
გორც იქნა, ჩემამდეც მოაღწია. მისი წყალობით, ქვემოთ ვარ-
დნა შევწყვიტე და ფეხქვეშ ერთგვარი სიმყარეც ვიგრძენი.
– კარგია, კლარა! აქეთ წამოდი!
მკლავი წინ გამიძღვა, უფრო სწორად, წინ მიმათრევდა და
ბოლოს ისეთ სექციაში აღმოვჩნდი, სადაც მზემ კარგად გამა-
ნათა და აზრებსაც როგორღაც თავი მოვუყარე.
– დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ჩემს დასახმარებლად
რომ მოხვედი!
– ფანჯრიდან დაგინახე. ხომ კარგად ხარ?
– კი, ახლა ყველაფერი უკვე რიგზეა. ამ მინდორმა მეტი
პრობლემა შემიქმნა, ვიდრე მოველოდი.
– ეს პატარა ღელეები საკმაოდ დამაბნეველია. ზემოდან
რომ გიყურებდი, იმ ბუზს ჰგავდი, საცოდავად რომ დაბზუის
ფანჯრის მინაზე და გზას ვერ პოულობს. მგონი, ცოტა უხეშად
გამომივიდა, მაპატიე.
რიკს გავუღიმე და ვუთხარი:
– თავს ნამდვილ ბრიყვად ვგრძნობ. – მერე გამახსენდა და
მზეს გავხედე, რომ მენახა, სად იყო. – ეს ექსპედიცია ძალიან
მნიშვნელოვანია, – ვთქვი და ისევ რიკს შევხედე, – მაგრამ
არასწორად გავთვალე დრო და ახლა იქ დროულად ვერ მოვ-
ხვდები.
ბალახი ამ სექციაშიც ძალიან მაღალი იყო და მისტერ მაკ-
ბეინის ფარდულს ვერ ვხედავდი, მაგრამ რიკმა თვალები ხე-
ლით მოიჩრდილა და ფარდულისკენ გაიხედა. ვიფიქრე, რიკი
მაღალია და ფარდულს უთუოდ აქედანაც კარგად ხედავს-მეთ-
ქი.
– შინიდან უფრო ადრე უნდა გამოვსულიყავი, მიუხედავად
ყველა იმ სირთულისა, რომელსაც თქვენთან ყოფნის მერე წა-
ვაწყდი, – ვუთხარი რიკს. – ვიცდიდი, სანამ ჯოზი დაიძინებდა;
მინდოდა, მოახლე მელანიას ეფიქრა, რომ ისევ რიკთან მივ-
დიოდი ახალი დავალებით. ვიფიქრე, დრო საკმარისი არის-

160
მეთქი, მაგრამ ეს მინდვრები უფრო რთული გადასალახი აღ-
მოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.
რიკი კვლავ მისტერ მაკბეინის ფარდულს გასცქეროდა.
– სულ იმას ამბობ, დროზე ვერ მივალო, ჰოდა, მაინც რო-
დის გინდა იქ მისვლა?
– როცა მზე მისტერ მაკბეინის ფარდულს მიაღწევს, მაგ-
რამ ჯერ დასასვენებლად წასული არ იქნება.
– მომისმინე, საერთოდ ვერ ვიგებ, რას გულისხმობ. და აშ-
კარად რაღაც გიშლის, რომ წესიერად გამაგებინო.
კარგი, კარგი, ვალდებული არა ხარ, ამიხსნა, მაგრამ, თუ
გინდა, მე მიგიყვან იქამდე.
– რიკი ძალიან კეთილია. მაგრამ იქამდე რომც მიმაცი-
ლოს, მაინც დამაგვიანდება.
– მიცილებას კი არ გიპირებ, მხრებზე შემოსმულს წაგიყ-
ვან. იქამდე კიდევ კარგა დიდი მანძილია გასავლელი, მაგ-
რამ, თუ ვიჩქარებთ, ვფიქრობ, დროზე მივასწრებთ.
– მაგას მართლა იზამ?
– სულ იმას გაიძახი, მნიშვნელოვანიაო, ჯოზისთვის ძალი-
ან მნიშვნელოვანიაო, ასე რომ, ჰო, დაგეხმარები. მართალია,
ვერ ვხვდები, რას აპირებ, მაგრამ უკვე შევეჩვიე. მოკლედ, თუ
მივდივართ, უნდა ვიჩქაროთ.
რიკი მოტრიალდა და დაიკუზა. მივხვდი, რომ მხრებზე უნ-
და შემოვჯდომოდი. და, როგორც კი მხრებზე შემოვაჯექი და
ხელებითა და ფეხებით ჩავაფრინდი, მაშინვე ადგილიდან და-
იძრა.

***

ზემოდან უკვე მშვენივრად ვხედავდი საღამოს ცასა და მის-


ტერ მაკბეინის ფარდულის სახურავს. რიკი ძალიან მტკიცე ნა-
ბიჯით მოძრაობდა და გზას მარჯვედ იკვლევდა ბალახში. ხე-
ლებით მე ვეჭირე, ამიტომ ბალახს ძირითადად შუბლითა და
მხრებით მიაპობდა. ამის გამო თავს ძალიან დამნაშავედ

161
ვგრძნობდი და განვიცდიდი, რომ ბალახის გადაწევაშიც კი
ვერ ვეხმარებოდი.
ზემოთ რომ ავიხედე, დავინახე, რომ ცა უცნაურ, უსწორ-
მასწორო ფორმის სეგმენტებად დაყოფილიყო. ზოგს ნარინ-
ჯისფერი ან ვარდისფერი შეფერილობა ჰქონდა, სხვები კი ღა-
მის ცის ნაგლეჯები იყო და მათში, კუთხეებსა და საზღვრებ-
თან, მთვარის ფრაგმენტებიც მოჩანდა. რიკი წინ რომ მიიწევ-
და, ეს სეგმენტები ერთმანეთს ეფინებოდნენ და ადგილსაც უც-
ვლიდნენ. ამასობაში კიდევ ერთი ჩარჩო-ჭიშკარი გავიარეთ.
ამის შემდეგ ბალახი ნაზი და მღელვარე კი აღარ იყო, ბრტყე-
ლი ფარებივით გვეღობებოდა, თითქოს იმავე მასალისაგან
გაეკეთებინათ, ქუჩის რეკლამებს რომ აკეთებენ. ძალიან შე-
მეშინდა, რომ რიკი დაშავდებოდა. მერე სეგმენტები დამთავ-
რდა და ცა და მინდორი ერთიან სურათად გაერთიანდნენ,
ჩვენ წინ კი მისტერ მაკბეინის ფარდული იყო.
ეჭვი, რომელიც აქამდეც მიღრღნიდა გულს, ახლა სრული
სიმართლე აღმოჩნდა – მანამდეც, სანამ რიკი ჩემს საშველად
მოვიდოდა, ეჭვი შემეპარა, ვაითუ, მზე დასასვენებლად მის-
ტერ მაკბეინის ფარდულთან არ ეშვება-მეთქი. ცხადია, ის აზ-
რი, რომ მზე სწორედ ფარდულთან ეშვებოდა, ჯოზიმ კი არა,
პირველმა მე გამოვთქვი, როცა ფანჯრიდან ვიყურებოდით.
ჰოდა, აქედან გამომდინარე, შეცდომაც მე დავუშვი. იმის გა-
ფიქრებაც კი ზედმეტი იყო, რომ ჯოზიმ ოდესმე თავად შემიყვა-
ნა შეცდომაში. ასე იყო თუ ისე, ის აზრი, რომ მზე, შესაძლოა,
იქ კი არ ჩადიოდა, სადაც მე მეგონა, არამედ სადღაც უფრო
შორეულ ადგილას, სრულიად თავზარდამცემი აღმოჩნდა.
რასაც ახლა ვხედავდი, მაიძულებდა მეფიქრა, რომ ჩემი
შიში გამართლდა. მისტერ მაკბეინის ფარდული არ ჰგავდა იმ
შენობებს, რომლებიც ადრე მენახა. დაუსრულებელი სახლის
კარკასს მაგონებდა. მისი რუხი სახურავი, წინ გაშვერილი სამ-
კუთხედით, მარჯვენა და მარცხენა მხარეს შეყუდებულ უფრო
მუქი ფერის ბოძებს ეყრდნობოდა. კედლები არცერთ მხარეს
არ იყო ამოყვანილი – არც უკან და არც წინ. ვხვდებოდი, რომ
ქარი მასში შეუფერხებლად დასეირნობდა, ყოველგვარი წი-

162
ნაღობის გარეშე. მზე კი უკვე ფარდულის უკან იყო და სხივები
ჩვენკენ მოემართა.
ამასობაში გათიბულ ადგილსაც მივადექით, რომელიც იმ
ნაკვეთს ჰგავდა, რიკის სახლი რომ იდგა. ბალახი აქაც იყო,
მაგრამ მხოლოდ კოჭამდე თუ მოგწვდებოდა. ეტყობა, ის ბა-
ლახი თავად მისტერ მაკბეინმა გათიბა. ძალიან ოსტატურად
იყო გათიბული და მშვენივრად მოჩანდა ფარდულის შესას-
ვლელისკენ მიმავალი გზა. რადგან მზე ახლა პირდაპირ იმ
ფარღალალა ფარდულში იჭყიტებოდა, ფარდულის ჩრდილი
ბალახზე ეფინა და ჩვენამდეც კი აღწევდა.
ცოტა არათავაზიანად კი გამოვიდა, მაგრამ რიკს ხელები
და ფეხები ოდნავ მოვუჭირე და ვანიშნე, გაჩერდი-მეთქი.
– გაჩერდი, თუ შეიძლება, – წავჩურჩულე. – გაჩერდი და
ჩამომსვი!
ფრთხილად დამიშვა და ორივემ თვალწინ გადაშლილ სუ-
რათს გავხედეთ. უკვე ვიცოდი, ის ფარდული მზის დასასვენე-
ბელი ადგილი რომ არ იყო, მაგრამ ერთი გამამხნევებელი აზ-
რი მაინც დავუშვი ჩემთვის: მიუხედავად იმისა, რომ მზე ამ
ფარდულში არ შედის დასასვენებლად, ფაქტია, რომ ყოველ
საღამოს აქ აუცილებლად ისევე შემოივლის, როგორც ჯოზი
შეივლის ხოლმე ტუალეტში დაწოლის წინ-მეთქი.
– შენი დიდი მადლობელი ვარ, – ისევ ჩუმად ვუთხარი
რიკს, თუმცა გარეთ აკუსტიკა ისეთი არ იყო, როგორიც შენო-
ბაში. – მაგრამ ახლა აჯობებს, რიკმა დამტოვოს და გზა მარ-
ტომ განვაგრძო.
– როგორც მეტყვი. თუ გინდა, აქ დაგელოდები. როგორ
გგონია, რამდენი დრო დაგჭირდება?
– აჯობებს, რიკი შინ დაბრუნდეს, მის ჰელენმა რომ არ
იღელვოს.
– დედა კარგად იქნება. სჯობს, დაგელოდო. ხომ გახსოვს,
რა დღეში ჩავარდი, სანამ გამოვჩნდებოდი? თანაც უკანა გზა-
ზე სიბნელეში სიარული მოგიწევს.
– როგორმე თავად მოვახერხებ. რიკმა ისედაც უკვე დიდი
სიკეთე გამოიჩინა. თანაც აჯობებს, შიგნით მარტო შევიდე.

163
ისიც კი, რომ ახლა აქ ასე ვდგავართ, ალბათ, მზის სიმყუდრო-
ვეს არღვევს.
რიკმა ისევ გახედა მისტერ მაკბეინის ფარდულს და მხრები
აიჩეჩა.
– კარგი, წავალ და მაგ რაღაცასთან, რაც არის, მარტო
დაგტოვებ.
– დიდი მადლობა.
– წარმატებას გისურვებ, კლარა, მართლა, მართლა!
რიკი შეტრიალდა, მაღალ ბალახში შევიდა და მალე იმ ბა-
ლახში გაუჩინარდა.
როგორც კი მარტო დავრჩი, მთელი გონება ჩემი მიზნისკენ
მივმართე. ვფიქრობდი, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ მაგ ფარ-
დულთან გამვლელი რომ მდგარიყო, მხოლოდ საღამოს ცას
და ფარდულის უკან მინდვრის გაგრძელებას კი არ დაინახავ-
და, არამედ ფარდულის ჩრდილიან ინტერიერშიც უამრავ რა-
მეს მოჰკრავდა-მეთქი თვალს. მაგრამ ახლა, როცა მზის სხი-
ვები პირდაპირ ჩემკენ იყო მომართული, მხოლოდ რაღაც დი-
დი, ერთმანეთზე შემოწყობილი ყუთების ბუნდოვან სილუე-
ტებს ვარჩევდი. და სრულიად ცხადად გავიაზრე, რომ, მიუხე-
დავად მზის საოცარი გულუხვობისა, ის, რის გაკეთებასაც მე
ვაპირებდი, ძალიან სარისკო იყო და ყურადღების მაქსიმა-
ლურ კონცენტრირებას მოითხოვდა. მესმოდა ჩემ უკან, ბა-
ლახში, ქარი რომ დანავარდობდა და ფრინველების შორეუ-
ლი ხმებიც მესმოდა, ჰოდა, გონება მოვიკრიბე და გათიბულ
ბალახზე გამავალი ბილიკით პირდაპირ ფარდულისაკენ გავე-
მართე.

***

ფარდული ნარინჯისფერი შუქით იყო სავსე. თივის ნაფშვე-


ნები ჰაერში ღამის მწერებივით დაფარფატებდნენ, მზე კი ნა-
ხატებს ფარდულის მთელ ხის იატაკზე ხატავდა. უკან რომ გა-
ვიხედე, ჩემი ჩრდილი იმ მაღალ ხეს წააგავდა, რომელსაც,
ცოტაც და, ქარი წააქცევდა.

164
გარშემო რაღაც უცნაურს ვხედავდი. შიგნით რომ შევედი,
შუქსა და ჩრდილს შორის ისეთი კონტრასტი დამხვდა, რომ
იქაურობას თვალი ძლივს შევაჩვიე. და მაინც, მალე დავაფიქ-
სირე, რომ დაპრესილი თივის კუბები, რომლებიც ადრევე შევ-
ნიშნე, ახლა ჩემს მარცხნივ აღმოჩნდნენ ერთმანეთზე შემოწ-
ყობილები და ერთგვარ ბაქნებს ქმნიდნენ. ის ბაქნები დაახ-
ლოებით მხრებამდე მწვდებოდა. ბაქნებზე გამვლელებს შეეძ-
ლოთ წამოწოლილიყვნენ კიდეც დასასვენებლად. ბაქნებსა
და კედელს შორის ცარიელი ადგილი დაეტოვებინათ, ალბათ,
მისტერ მაკბეინს მათთან მეორე მხრიდან მიდგომაც რომ მო-
ეხერხებინა. თივის ბაქნების უკან რომ გადავიხედე, დავინახე,
რომ მთელ კედელზე ჩვენი მაღაზიის წითელი თაროების
მსგავსი თაროები დაემაგრებინათ და ზედ ამობრუნებული კე-
რამიკული ყავის ჭიქები დაემწკრივებინათ.
მეორე მხარეს, მარჯვნივ, სადაც ჩრდილი უფრო მკვეთრი
იყო, კედლის მონაკვეთი დავინახე, რომელსაც ჩვენი მაღაზი-
ის წინა ნიშისგან ვერ გაარჩევდი. ის ნიში, როგორც იცით, პირ-
ველი სივრცე იყო, რომელშიც შემოსული კლიენტები იყურე-
ბოდნენ ხოლმე. მართალი გითხრათ, ისიც კი ვიფიქრე, ახლოს
თუ მივალ, შიგნით ხმ-ს ამაყი ფიგურა დამხვდება-მეთქი.
მარჯვენა მხარესვე, თუმცა ისე შორს არა, როგორც ნიში
იყო, დავინახე ის, რისთვისაც შეიძლებოდა ერთადერთი ავეჯი
მეწოდებინა – პატარა დასაკეცი მეტალის სკამი, რომელიც ახ-
ლა გაშლილ მდგომარეობაში იდგა და რომლის გაჩახჩახე-
ბულსა და ჩრდილში დარჩენილ ნაწილებს ერთმანეთისაგან
დიაგონალი გამოყოფდა. ამ სკამმაც ის სკამები მომაგონა, მე-
ნეჯერი უკანა ოთახში რომ ინახავდა ხოლმე და ზოგჯერ მაღა-
ზიაშიც შლიდა. მაგრამ აქაურ სკამს საღებავი ალაგ-ალაგ გა-
დაქერცლილი ჰქონდა და იქიდან შიშველი მეტალის ლაქები
მოჩანდა.
ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უხერხული არ იქნებოდა,
თუკი მზის მოლოდინში იმ სკამზე ჩამოვჯდებოდი. სანამ დავ-
ჯდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სკამიდან სურათს ჩემ
გარშემო სულ სხვაგვარი კუთხით დავინახავდი, და ძალიან
გავოცდი, რომ ამის ნაცვლად მთელი სურათი ნაწილებად და-

165
იყო. თანაც – ჩვეულებრივ მართკუთხა სექციებად კი არა, რა-
ღაც უფორმო სეგმენტებად. ზოგ სეგმენტში მისტერ მაკბეინის
იარაღების ნაწილს ვხედავდი: ბარის სახელურს, მეტალის კი-
ბის ქვედა ნაწილს. მეორე სეგმენტში პლასტმასის ორი, გვერ-
დიგვერდ მდგომი ვედროს ზედა ნაწილი შევიცანი, თუმცა, ალ-
ბათ ცუდი განათების გამო, ერთმანეთში გადახლართული
ოვალების სახით ვხედავდი.
ვიცოდი, რომ მზე ახლა ჩემთან ძალიან ახლოს იყო, და
თუმცა დროდადრო ვფიქრობდი, ალბათ, აჯობებს, სკამიდან
ისე წამოვდგე, როგორც მყიდველებს წამოვუდგებოდი-მეთქი,
მაინც რაღაც მკარნახობდა, რომ, თუ გაუნძრევლად ვიჯდებო-
დი, მზის მყუდროებას არ დავარღვევდი და მის გაღიზიანებას
არ გამოვიწვევდი. ამიტომ საკუთარი სილუეტი რაც შეიძლე-
ბოდა კარგად მოვარგე სკამის სილუეტს და გავირინდე. მზის
სხივები სულ უფრო და უფრო კაშკაშა და ნარინჯისფერი ხდე-
ბოდა. ისიც კი გავიფიქრე, ალბათ, სწორედ ეს სხივები აშორე-
ბენ თივის კვადრატებს პატარა ნაფშვენებს და ჰაერშიც ეგენი
აბზრიალებენ-მეთქი, რადგანაც იმ ნაფშვენების რაოდენობა-
მაც მკვეთრად იმატა.
მერე ისიც ვიფიქრე, თუ არ ვცდები და მზე ახლა მართლაც
მისტერ მაკბეინის ფარდულშია, რომ აქედან თავისი ნამდვი-
ლი დასასვენებელი ადგილისაკენ გაემართოს, მეტისმეტი მო-
რიდებულობა არ ივარგებს, ბედნიერი შანსი ხელიდან არ უნ-
და გავუშვა, თორემ მთელი ჩემი ძალისხმევა და რიკის დახმა-
რება ფუჭად ჩაივლის-მეთქი. მოკლედ, გონება მოვიკრიბე და
ავლაპარაკდი. ხმამაღლა არაფერი მითქვამს, რადგანაც ვი-
ცოდი, რომ მზეს სიტყვები სულაც არ სჭირდებოდა. მაგრამ
მინდოდა, აზრი ცხადად ჩამომეყალიბებინა და სიტყვები თუ
რაღაც მათი მსგავსი სწრაფად და აუღელვებლად ჩამოვაყა-
ლიბე გონებაში:
– გევედრები, ჯოზისაც ისე დაეხმარე, როგორც იმ მათხო-
ვარს!
თავი ოდნავ ავიღე და, მისტერ მაკბეინის იარაღების ფრაგ-
მენტებისა და თივის ნამცეცების გარდა, ახლა საგზაო ნიშნის
ფრაგმენტი და რიკის მექანიკური ჩიტის ფრთის ნაწილი დავი-

166
ნახე. უცებ მენეჯერის ნათქვამი გამახსენდა: „ეგ შეუძლებე-
ლია“, და ბიჭუნა ხმ რექსის სიტყვებიც გავიგონე: „შენ ძალიან
ეგოისტი ხარ, კლარა“. ჰოდა, ავიღე და მეც სასწრაფოდ ვთქვი:
– მაგრამ ჯოზი ხომ ჯერ სულ ბავშვია და ცუდი არაფერი ჩა-
უდენია!
მერე დედას გამომცდელი მზერა გამახსენდა, მაგიდასთან
რომ ვისხედით ჩანჩქერთან, და ხარიც გამახსენდა, ისე ავად
რომ მიყურებდა, თითქოს მის ღობესთან ჩავლის უფლება არა
მქონდა. და ერთბაშად მივხვდი, ასე ურცხვად რომ გადავეღო-
ბე მზეს მაშინ, როცა დასვენება ესაჭიროებოდა, ალბათ, ძალი-
ან გავაბრაზე-მეთქი. გონებაში სასწრაფოდ დავიწყე მოსაბო-
დიშებელი ტექსტის თხზვა, მაგრამ ჩრდილები ახლა კიდევ უფ-
რო გაწელილიყო – თითებს თუ გავშლიდი, მათი ჩრდილი
ფარდულის შესასვლელამდე მივიდოდა. უცებ ცხადი გახდა,
რომ მზეს არ სურდა, ჯოზიზე რაიმე დაპირება მოეცა ჩემთვის,
რადგანაც, მიუხედავად მისი გულკეთილობისა, ჯერ მზად არ
იყო, ჯოზი გამოერჩია იმ სხვა ადამიანებისაგან, რომელთაგა-
ნაც ბევრმა ძალიან განარისხა გარემოს დაბინძურებითა და
უგულისყურო დამოკიდებულებით, ჰოდა, მე კიდევ სულელი
ვიყავი, აქ რომ მოვედი ასეთი თხოვნით! ფარდული კიდევ უფ-
რო გაივსო ნარინჯისფერი შუქით და ისევ დავინახე როზა მა-
გარ მიწაზე, ტკივილისაგან სახედაღმეჭილი, ორივე ხელს რომ
იწვდიდა გაფშეკილი ფეხის დასაჭერად. თავი ჩავღუნე და რაც
შემეძლო მოვიკუნტე, მთლად დავპატარავდი დასაკეც სკამ-
თან შერწყმული. მერე გამახსენდა, რა ცოტა დრო მრჩებოდა,
რომ მზისთვის თხოვნით მიმემართა, ჰოდა, ბოლო მხნეობა
მოვიკრიბე და თითქმის ელვის სისწრაფით ვთქვი გონებაში
სიტყვები:
– ვიცი, რა უმსგავსობა და უნამუსობაა ჩემი მხრიდან აქ
მოსვლა. მზეს სრული უფლება აქვს, ჩემზე გაბრაზდეს, და ისიც
მესმის, ჩემი თხოვნის მოსმენაზეც რომ უარს მეუბნება. და მა-
ინც, შენი დიდი სიკეთის გამო, ვბედავ და გთხოვ, წამით შეყოვ-
ნდე და კიდევ ერთხელ მომისმინო! ვთქვათ, მოვახერხე და
რამით ძალიან გასიამოვნე, რაღაც განსაკუთრებით სასიამოვ-
ნო გავაკეთე შენთვის, ამის სანაცვლოდ არ დამთანხმდები,

167
ჯოზის მიმართ განსაკუთრებული სიკეთე გამოიჩინო? აი, ისე-
თი, იმ მათხოვრისა და მისი ძაღლის მიმართ რომ გამოიჩინე?
როდესაც ამ სიტყვებს გონებაში ვამბობდი, რაღაც აშკა-
რად შეიცვალა ჩემ გარშემო. წითელი ნათება ფარდულში ჯერ
კიდევ ინტენსიური იყო, მაგრამ ახლა მასში რაღაც სინაზეც იგ-
რძნობოდა. სეგმენტები, რომლებადაც ფარდულის მთელი ინ-
ტერიერი დაიყო, თითქოს მზის ბოლო სხივებში ატივტივდნენ.
შევნიშნე, რომ პორტატიული ვიტრინის ქვედა ნაწილი ნელ-
ნელა ზევით აცურდა და თანდათან მეზობელი სეგმენტის უკან
გაუჩინარდა. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ თავი ავწიე და
ყველაფერი კარგად დავათვალიერე, იმ საშინელი ხარის სახ-
სენებელიც არსად იყო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანს მივაღწიე და რომ არცერთი წამის დაკარგვა
არ შეიძლებოდა. ჰოდა, დაუფიქრებლად განვაგრძე:
– ვიცი, მზეს როგორ სძულს დაბინძურება. როგორ ძალიან
სტკენს გულს და ასევდიანებს ეგ ამბავი. მინდა გითხრა, რომ
მაგ დაბინძურების გამომწვევი მანქანა ვნახე და ამოვიცანი.
ვთქვათ, ის მანქანა რამენაირად თუ ვიპოვე და გავანადგურე,
ამით დაბინძურებას ბოლო თუ მოვუღე, მაშინ ჯოზის განსა-
კუთრებულ დახმარებას ხომ გაუწევ?
ფარდულში სიბნელე წვებოდა, მაგრამ ეს საშიში სიბნელე
არ იყო. მალე სეგმენტებიც გაქრა და ინტერიერიც გამთლიან-
და. ვიცოდი, რომ მზე თავის გზას განაგრძობდა, ჰოდა, დასა-
კეცი სკამიდან წამომდგარი, პირველად გავემართე ფარდუ-
ლის შორეული ბოლოსკენ. მინდვრის გაგრძელებას ჩამწკრი-
ვებული ხეების რიგამდე ვხედავდი. ის რიგი თავისებური ცოც-
ხალი ღობე იყო და იმ ღობის მიღმა მზე, დაღლილი და ლამის
ჩამქრალი, ნელ-ნელა მიწაში ჩადიოდა. ცა ღამის ვარსკვლა-
ვებიანი ცა ხდებოდა და ვგრძნობდი, უფრო სწორად, ვიცოდი,
რომ დასასვენებლად მიმავალი მზე კეთილი ღიმილით მიღი-
მოდა.
მადლიერებისა და მოწიწების გრძნობით აღსავსე იქამდე
ვიდექი ფარდულის უკანა ნაწილში, სანამ მზის ბოლო სხივიც
არ გაუჩინარდა. მერე კი მისტერ მაკბეინის ფარდული უკან

168
გადმოვკვეთე და შინ იმავე გზით გავემართე, რომლითაც მო-
ვედი.

***

მაღალი ბალახი ნაზად მომელამუნა ფეხებზე. ჩაბნელებუ-


ლი მინდვრის გადავლა სასიამოვნო პერსპექტივა ნამდვილად
არ იყო, მაგრამ ისეთი გამხნევებული ვიყავი იმით, რაც მოხდა,
რომ შიშიც თითქმის გამიქრა. თუმცა, ფეხქვეშ უსწორმასწო-
რო ნიადაგს რომ ვგრძნობდი და ის საფრთხეები მახსენდებო-
და, რომლებიც წინ მელოდა, უზომოდ გამიხარდა, შორიდან
უცებ რიკის ხმა რომ შემომესმა.
– კლარა, შენა ხარ?
– სად ხარ?
– აქა ვარ, შენგან მარჯვნივ. შენი რჩევა არ გავითვალისწი-
ნე და არ წავედი.
იქით გავემარე, საიდანაც რიკის ხმა მესმოდა. მალე მაღა-
ლი ბალახი დამთავრდა და გათიბულ მინდორზე აღმოვჩნდი.
იფიქრებდი, ეს ადგილი მტვერსასრუტით გაწმინდესო – პატა-
რა მრგვალი მონაკვეთი იყო, სადაც ბალახი მხოლოდ კოჭამ-
დე მწვდებოდა, მაღლა კი, ღამის ცაზე, ნამგალა მთვარე ამო-
სულიყო. რიკი იქვე იჯდა, ალბათ, პირდაპირ მიწაზე, მაგრამ
რომ მივუახლოვდი, დავინახე რომ მიწაში ღრმად ჩაფლულ
ლოდზე შემოსკუპებულიყო. ძალიან მშვიდი ჩანდა და გამიღი-
მა კიდეც.
– დიდი მადლობა, რომ დამელოდე, – ვუთხარი რიკს.
– ეგ სუფთა წყლის ეგოიზმის გამო გავაკეთე. აქ რომ გაჩ-
ხერილიყავი მთელი ღამით და რამე დაგეზიანებინა, პასუხს მე
მომთხოვდნენ შენი აქ წამოყვანისათვის.
– მე კი მგონია, რომ რიკმა ეს სიკეთის გამო გააკეთა და
მისი ძალიან მადლობელი ვარ.
– ის თუ იპოვე, რისთვისაც აქ მოხვედი?
– კი. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. და კიდევ მგონია,
რომ ახლა იმედიც გაჩნდა, ჯოზის გამოკეთების იმედი. მჯერა,

169
რომ მალე უკეთ გახდება, მაგრამ მანამდე ერთი საქმე მაქვს
გასაკეთებელი.
– რა საქმეა? ეგებ მეც დაგეხმარო?
– ვწუხვარ, მაგრამ მაგ საკითხის განხილვა რიკთან არ შე-
მიძლია. ვფიქრობ, ამ საღამოს მნიშვნელოვანი მოლაპარაკე-
ბა შედგა, კონტრაქტი დავდეთ, ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ
შეიძლება გაუქმდეს, თუ ამ თემაზე ვილაპარაკებ.
– კარგი, კარგი, ნუ გავრისკავთ. მაგრამ იცოდე, თუ რამით
შემიძლია, რომ…
– სიმართლე თუ გინდა, თუ რიკს რაიმეში დახმარება უნდა,
ატლას-ბრუკინგსის კოლეჯში ჩაბარება უნდა სცადოს. მაშინ
ჯოზი და რიკი გვერდიგვერდ იქნებიან და ის ოცნება, რომე-
ლიც ჯოზიმ თავის კეთილ სურათში დახატა, ასრულდება.
– ღმერთო, კლარა! ეტყობა, დედაჩემმა მაგრად დაგამუშა-
ვა. დედაჩემს რომ დაუგდოს კაცმა ყური, ყველაფერი ძალიან
ადვილია. მაგრამ შენ წარმოდგენა არა გაქვს, ჩემნაირისთვის
იმ ადგილას მოხვედრა რა რთულია. კიდეც რომ ჩავაბარო,
დედაჩემს რა მოუვა? აქ მარტო დავტოვო?
– მის ჰელენი იმაზე ძლიერია, ვიდრე რიკს ჰგონია. თანაც,
მიუხედავად იმისა, რომ რიკი გენმოდიფიცირებული არ არის,
ძალიან ნიჭიერია. თუ ძალიან მოინდომებს, დარწმუნებული
ვარ, რომ ატლას-ბრუკინგსში აუცილებლად მოხვდება. ამას
გარდა, მის ჰელენმა ბრძანა, რომ რაღაც საიდუმლო იარაღიც
აქვს, რომლითაც აუცილებლად დაეხმარება.
– საიდუმლო იარაღი? ვიღაც ტიპი, რომელიც იქ მუშაობს,
მაგის ნაცნობი! მისი ძველი სიყვარული. მაგაში მონაწილეო-
ბას არ ვაპირებ. მოკლედ, აი, ეგრეა. ახლა კი წასვლის დროა,
კლარა.
– მართალი ხარ, ძალიან დიდი ხნით მოგვიწია წამოს-
ვლამ. მის ჰელენი, ალბათ, უკვე ღელავს. თანაც, მეც თუ მოვა-
ხერხებ შინ მანამდე მისვლას, სანამ ჯოზის დედა დაბრუნდება,
უხერხულ შეკითხვებს ავიცილებ თავიდან.

170
***

მეორე დილას, როდესაც კარზე ზარმა დარეკა, ჯოზი მიხ-


ვდა, ვინც იქნებოდა, და საწოლიდან წამომხტარი კიბის ბაქან-
ზე გავარდა. მეც უკან გავყევი და, როცა რიკმა მოახლე მელა-
ნიას გვერდი აუარა და ჰოლში შემოვიდა, ჯოზი აღელვებული
ღიმილით მომიბრუნდა. მერე კი, კიბესთან რომ მივიდა, სახე-
ზე ნეიტრალური გამომეტყველება დაიყენა.
– ეი, მელანია! – გასძახა მოახლეს კიბის თავიდან. – ხომ
არ იცი, ეგ უცნაური ბიჭი ვინ არის?
– გამარჯობა, ჯოზი! – რიკმა ზემოთ ფრთხილი ღიმილით
ამოიხედა. – ჭორი გავრცელდა, რომ შეგვიძლია, ისევ ვიმე-
გობროთ.
ჯოზი ზედა საფეხურზე ჩამოჯდა. მიუხედავად იმისა, რომ
მის ზურგს უკან ვიდექი, ვიცოდი, რომ სახეს კეთილი ღიმილი
უნათებდა.
– მართლა? რა უცნაურია. ნეტავი ეგ ჭორი ვინ დაყარა?
რიკმა ამჯერად უფრო თამამად გაიღიმა.
– უბრალოდ, ერთ-ერთი მორიგი ჭორია. სხვათა შორის, ის
ნახატი მართლაც ძალიან მომეწონა, წუხელ ჩარჩოშიც კი ჩავ-
სვი.
– ერთ-ერთ იმ ჩარჩოში, შენ თვითონ რომ აკეთებ?
– სიმართლე გითხრა, დედას ძველი ჩარჩოებიდან ავარ-
ჩიე. უამრავი უყრია. ზებრა გამოვაძვრინე და შენი სურათი
ჩავსვი.
– მშვენიერი ცვლილება ჩაგიტარებია.
მოახლე მელანია სამზარეულოში შევიდა, რიკი და ჯოზი კი
კიბის სხვადასხვა ბოლოდან ისევ ერთმანეთს უღიმოდნენ. მე-
რე, ეტყობა, ჯოზიმ რაღაც სიგნალი გაუშვა, რადგანაც ორივე
ერთდროულად დაიძრა ადგილიდან – ჯოზი ფეხზე წამოდგა,
რიკი კი კიბეს ამოუყვა.
როდესაც ოთახში ერთად შევიდნენ, მოახლე მელანიას
ნათქვამი გამახსენდა და მეც შიგნით შევყევი. რაღაც ხანს ყვე-
ლაფერი ისევ ძველებურად იყო: მე ღილებიანი ტახტიდან ფან-

171
ჯარაში ვიყურებოდი, რიკი და ჯოზი კი ჩემს ზურგს უკან ხალი-
სობდნენ და იცინოდნენ. მერე ჯოზიმ თქვა:
– რიკ, სულ ვფიქრობ, როგორ უნდა გეჭიროს სწორად –
ასე? თუ ასე?
ფანჯრის მინაში ვხედავდი, რომ ოთახში დარჩენილი საუზ-
მის თეფშიდან დანა აიღო და იმაზე ეკითხებოდა.
– აბა, მე რა ვიცი?
– ვიფიქრე, ინგლისელია და, ალბათ, ეცოდინება-მეთქი.
ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა მითხრა, ასე უნდა გეჭიროსო,
მაგრამ იმან რა იცის.
– ჰოდა, არც მე ვიცი. თანაც, რას დაიჩემე, ინგლისელი ხა-
რო? ხომ იცი, რომ ინგლისში არც მიცხოვრია.
– შენ თვითონ დაიჩემე, რიკ, ორი თუ სამი წლის წინ, აღარ
გახსოვს? სულ იმას გაიძახოდი, ნამდვილი ინგლისელი ვარო.
– მართლა? ეტყობა, ეგეთი პერიოდი მქონდა.
– კი აბა, პერიოდი! თვეები გაგრძელდა ეგ შენი პერიოდი.
სულ „უკაცრავად“, „ვწუხვარ“ და „თუ შეიძლება“ გეკერა პირ-
ზე. ჰოდა, ვიფიქრე, ალბათ, ისიც იცის, დანა როგორ უნდა გე-
ჭიროს-მეთქი.
– მაგრამ ინგლისელს სხვებზე უკეთ ეგ რატომ ეცოდინება?
რამდენიმე წუთის მერე რიკის ნაბიჯების ხმა გავიგონე, მე-
რე კი სიტყვებიც:
– იცი, ერთ-ერთი მიზეზი ეს ოთახი რომ მიყვარს, რა არის?
აქ შენი სუნი დგას, ჯოზი.
– რაა? არ მჯერა, რომ ასეთი რამ თქვი!
– კარგი აზრით გითხარი.
– ეგეთ რამეს გოგონებს ვინ ეუბნება?
– გოგონებს არც ვეუბნები, შენ გითხარი.
– ბოდიში, მაგრამ რა ხდება? მე გოგო აღარა ვარ შენთვის?
– გოგო ხარ, მაგრამ ნებისმიერი – არა. უბრალოდ, იმის
თქმა მინდოდა, რომ კარგა ხანია აქ არ ვყოფილვარ და, ცოტა
არ იყოს, დამავიწყდა, ეს ოთახი როგორია, როგორ გამოიყუ-
რება და შიგნით როგორი სუნი დგას.

172
– ღმერთო, რიკ! ეგ ხომ ძალიან შეურაცხმყოფელია! –
თქვა ჯოზიმ, მაგრამ ხმაში სიცილი გაერია. ჰოდა, რიკმა ცოტა
ხნის დუმილის შემდეგ უთხრა:
– ყოველ შემთხვევაში, გამოდის, რომ ერთმანეთზე აღარ
ვიბოღმებით და ძალიან მიხარია.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი ჯოზიმაც თქვა:
– მეც. მეც მიხარია, – და დასძინა: – მაპატიე, ათას სისუ-
ლელეს რომ გეუბნებოდი დედაშენზე და ასე შემდეგ. დედაშე-
ნი ძალიან კარგი ქალია და მასზე ცუდს სულაც არ ვფიქრობ...
და მაპატიე, სულ ავად რომ ვარ და განერვიულებ.
მინაში დავინახე, რიკი ჯოზისთან რომ მივიდა და ხელი გა-
დახვია. მერე, ცოტა ხანში, მეორე ხელიც მოხვია. ჯოზიმ უფ-
ლება მისცა, რომ ასე მოქცეულიყო, თუმცა, თვითონ არ ჩახუ-
ტებია, როგორც დედასთან დამშვიდობებისას აკეთებდა ხოლ-
მე.
– გინდა, რომ ჩემი სუნი უკეთ იგრძნო? – ჰკითხა ჯოზიმ ცო-
ტა ხნის მერე.
რიკმა ამაზე არაფერი უპასუხა, მაგრამ მე მომმართა:
– კლარა, აქა ხარ?
როდესაც შემოვტრიალდი, ერთმანეთს ოდნავ მოშორ-
დნენ და ორივე მე მომაჩერდა.
– ბატონო?
– ეგებ, ისა... თვითონ რომ ამბობ ხოლმე, ერთად ყოფნის
„სიმყუდროვე“ არ დაგვირღვიო?
– რა თქმა უნდა.
მიყურებდნენ, ტახტიდან რომ ავდექი და კარისკენ გავე-
მართე. კართან რომ მივედი, მოვტრიალდი და ვუთხარი:
– თქვენი სიმყუდროვის დარღვევა არასდროს მდომებია,
უბრალოდ, არშიყობის თემაზე ღელავდნენ. – ორივე გაკვირ-
ვებული მიყურებდა და მეც დავაზუსტე: – ინსტრუქცია მქონდა,
არშიყობა არ დაუშვაო. ამიტომაც ვრჩებოდი ხოლმე ოთახში.
„ბუშტობანას“ დროსაც ხომ აქ ვიყავი.
– კლარა, – მითხრა ჯოზიმ, – მე და რიკი აქ სექსის გამარ-
თვას არ ვაპირებთ, მიხვდი? უბრალოდ, ერთმანეთისთვის რა-
ღაც გვაქვს სათქმელი, სულ ესაა.

173
– მივხვდი. მაშინ დაგტოვებთ.
ეს ვუთხარი, ოთახიდან გამოვედი და კარი გამოვიხურე.

***

მომდევნო დღეებში სულ იმ ქუთინგზ-მანქანაზე ვფიქრობ-


დი, როგორ ვიპოვო და როგორ გავანადგურო-მეთქი. გონება-
ში ათას გეგმას ვსახავდი, დედას რა მიზეზით წავაყვანინო თა-
ვი ქალაქში და მერე იქ ცოტა ხნით მარტო როგორ დავრჩე-
მეთქი, მაგრამ დამაჯერებელი ვერაფერი მოვიფიქრე. ჯოზი
მის მიმართ ჩემს ხშირ უყურადღებობას ამჩნევდა და რაღაც
ამდაგვარს მეკითხებოდა ხოლმე:
– კლარა, ისევ გათიშული ხარ, ბატარეები ხომ არ დაგიჯ-
და?
ისიც კი ვიფიქრე, ეგებ, დედას გავენდო-მეთქი, მაგრამ მე-
რე გადავიფიქრე, რადგანაც ვხვდებოდი, რომ სისულელე იყო;
ერთი იმიტომ, რომ მზე შეიძლებოდა გამენაწყენებინა, და მე-
ორეც იმიტომ, რომ დედა ვერც გამიგებდა და არც დამიჯერებ-
და, მზესთან ხელშეკრულება რომ დავდე. მაგრამ მერე საშუა-
ლება თავისთავად მომეცა, ყოველგვარი ძალისხმევის გარე-
შე.
ერთ საღამოს, როდესაც მზე დასასვენებლად ერთი საათის
წასული იყო, სამზარეულოში მაცივართან ვიდექი და მის სა-
სიამოვნო ღუღუნს ვუსმენდი. ზედა განათება ჩართული არ იყო
და შუქი ჰოლიდან შემოდიოდა. იმ დღეს დედა ოფისიდან ცო-
ტა გვიან დაბრუნდა და მე ჯოზის ოთახიდან გამოვედი, რომ
დედა-შვილისთვის პირადი ურთიერთობის საშუალება მიმე-
ცა. ცოტა ხანში კიბეზე დედას ნაბიჯების ხმა გავიგონე, მერე ის
ნაბიჯები სამზარეულოსაკენ გამოემართნენ. სამზარეულოს
კარში მალე დედას სილუეტიც გამოჩნდა, რის გამოც სამზა-
რეულოში სრული წყვდიადი ჩამოწვა და დედამ თქვა:
– კლარა, მინდა რაღაც გითხრა, რადგანაც ეს ამბავი შენც
გეხება.
– დიახ?

174
– შემდეგ ხუთშაბათს სამსახურიდან თავი გავითავისუფ-
ლე. ჯოზი ქალაქში უნდა წავიყვანო და ღამითაც იქ დავრჩე-
ბით. ჯოზის ახლა სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი, შეხვედრა
აქვს დანიშნული.
– შეხვედრა?
– ხომ იცი, რომ ჯოზის პორტრეტს ხატავენ. შენს ვიტრინას-
თან რომ მოვიდა, მაშინაც ასეთ სეანსზე ვიყავით ჩამოსულები.
მერე ავად გახდა და დიდი შესვენება გამოგვივიდა. ახლა უკე-
თაა და მინდა, პროცესი განვაახლოთ. მისტერ კაპალდიმ დი-
დი გულისხმიერება გამოიჩინა და ამდენ ხანს გვიცადა.
– გასაგებია. ჯოზის დიდხანს მოუწევს უძრავად ჯდომა?
– მისტერ კაპალდი სულ იმაზე ზრუნავს, რომ ჯოზი არ და-
ღალოს. ფოტოებს უღებს ხოლმე და მერე იმ ფოტოებით მუშა-
ობს. მაგრამ მაინც სჭირდება, რომ ჯოზი დროდადრო მივიდეს
სტუდიაში. ამას იმიტომ გიყვები, რომ შენს წაყვანასაც ვაპი-
რებ. ვფიქრობ, ჯოზის ძალიან გაუხარდება, თუ წამოგვყვები.
– დიახ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით.
დედა სამზარეულოს ზღურბლს გადმოსცდა და ახლა მისი
სახის ნაწილს უკვე ჰოლიდან შემომავალი შუქი ანათებდა.
– კლარა, მინდა, რომ შენ მასთან ერთად იყო, სანამ მის-
ტერ კაპალდის სტუდიაში იქნება. თანაც, მისტერ კაპალდის
შენი გაცნობაც უნდა, ხმ-ები ძალიან აინტერესებს, შეიძლება
ითქვას, ეს მისი ერთგვარი ვნებაც კია. შენ ხომ არაფერი გაქვს
საწინააღმდეგო?
– არა, პირიქით. მისტერ კაპალდის სიამოვნებით გავიც-
ნობ.
– შეიძლება შენთან რაღაც შეკითხვებიც ჰქონდეს თავის
გამოკვლევებთან დაკავშირებით. აკი გითხარი, ხმ-ების მი-
მართ სერიოზული ინტერესი აქვს-მეთქი. წინააღმდეგი ხომ არ
იქნები?
– არა, რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, ქალაქში წასვლა ჯო-
ზის ძალიან წაადგება ახლა, როცა თავს უკეთ გრძნობს.
– ძალიან კარგი. და ჰო, მართლა, სხვა მგზავრებიც იქნე-
ბიან, ჩვენი მეზობლები უნდა დავიმგზავროთ.
– რიკი და მის ჰელენი?

175
– ჰო, რაღაც საქმე აქვთ ქალაქში, ჰელენი კი მანქანას
აღარ მართავს. ნუ გეშინია, ადგილი ყველას გვეყოფა, შენ სა-
ბარგულში ჯდომა არ მოგიწევს.
მომდევნო კვირადღეს, როცა საღამოს ჩვენთან სტუმრად
მხოლოდ რიკი კი არა, დედამისიც მოვიდა, კიდევ ერთხელ
მოვისმინე ქალაქში გამგზავრების ამბავი. მე ისევ კიბის ბაქან-
ზე გამოვედი, რომ რიკისა და ჯოზისთვის ოთახში მყუდროება
არ დამერღვია. კიბის მოაჯირთან რომ ვიდექი და ქვემოთ, ჰო-
ლისკენ ვიყურებოდი, სამზარეულოდან დედას და მის ჰელე-
ნის სიცილი მომესმა. სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევდი, თუ ერ-
თი ან მეორე რაღაცას ხმამაღლა არ შესძახებდა ხოლმე. ერ-
თხელ მის ჰელენმა სიცილით წამოიძახა: „ოჰ, კრისი, ეგ პირ-
დაპირ აღმაშფოთებელია!“, მოგვიანებით კი დედას სიცილით
წამოძახებული „მართალია, მართალი, აბსოლუტურად გე-
თანხმები“ გავიგონე.
ვინაიდან ბევრი მათი ნათქვამი სიტყვა არ მესმოდა და
ვერც დედას გამომეტყველებას ვხედავდი, ზუსტი დასკვნები
ვერ გამომქონდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,
რომ დედა ამდენად გალაღებული, ანუ დაუძაბავი, ჩემი მათ-
თან ყოფნის პერიოდში პირველად იყო. მინდოდა, უფრო ყუ-
რადღებით მომესმინა, რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამ დროს
რიკმა კარი გამოაღო და ოთახიდან გამოვიდა.
– ჯოზი საპირფარეშოშია, – მითხრა ახლოს მოსულმა. –
ვიფიქრე, რომ ასეთ დროს ოთახიდან დროებით გამოსვლა
ტაქტიანი საქციელი იქნებოდა.
– ნამდვილად ტაქტიანი საქციელია.
რიკმა ჩემს მზერას თვალი გააყოლა, თავით სამზარეულო-
ზე მანიშნა და თქვა:
– ყოველთვის კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს. რა ცუ-
დია, მისიზ არტურს ასე იშვიათად რომ სცალია ხოლმე. დე-
დასთვის ძალიან სასარგებლოა ვინმესთან ასე ურთიერთობა.
მისიზ არტურთან ყოველთვის მოცოცხლდება ხოლმე. მეც
ვცდილობ, რაც შემიძლია, მაგრამ ჩემთან ასეთნაირად არას-
დროს იცინის; ეტყობა, საკუთარ ვაჟთან ბოლომდე გახსნა უჭი-
რს.

176
– დარწმუნებული ვარ, რიკი საუცხოო კომპანიონია დედა-
მისისთვის, მაგრამ, როგორც ხედავ, მასთან თუ არ იქნები,
მშვენივრად მოახერხებს სხვა კომპანიონის მოძიებას, კიდეც
ისაუბრებს და კიდეც იცინებს.
– არ ვიცი, ალბათ, ასეა, – მითხრა რიკმა და მერე დაამატა:
– მომისმინე, სულ იმ ამბავზე ვფიქრობ, აი, ამასწინათ რომ
მითხარი. ჰოდა, დედას დავთანხმდი და პირობაც კი მივეცი,
რომ ძალიან შევეცდები, ყველაფერს ვიღონებ ატლას-ბრუკინ-
გსში მოსახვედრად.
– რა შესანიშნავია!
რიკი მოაჯირს კიდევ უფრო გადაეყუდა, ალბათ, დედების
საუბრის უკეთ მოსასმენად, და ძალიან შემეშინდა, თავმა არ
გადასძალოს და თავისი სიმაღლის გამო კიბიდან არ გადა-
ვარდეს-მეთქი. მაგრამ მალევე გასწორდა და ორივე ხელი მო-
აჯირზე ჩამოდო.
– იმ ტიპის... მოკლედ, თავისი ძველი სატრფოს გაცნობა-
ზეც კი დავთანხმდი, – მითხრა ხმადაბლა.
– საიდუმლო იარაღის?
– ჰო, დედას საიდუმლო იარაღის. მიმტკიცებს, აუცილებ-
ლად დაგეხმარებაო. მაგაზეც კი წავედი.
– შეიძლება ეგ საუკეთესო გადაწყვეტილებაც კი იყოს და
ჯოზის კეთილი ნახატის ოცნებები ახდეს.
– გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მაგაზე ქაქანებენ,
ანუ იმაზე, რომ, ბოლოს და ბოლოს, დედაჩემის ჭკუაზე გადა-
ვედი. ნაღდად სწორედ მაგაზე იცინიან.
– არა მგონია, რომ ბოროტად იცინოდნენ. ჩემი აზრით, მის
ჰელენს რიკის პირობა ახარებს და იმედით აღსავსეა.
რიკი გაჩუმდა და დედების ხმებს მიაყურადა, მერე კი თქვა:
– როგორც ვატყობ, ჯოზისთან და მისიზ არტურთან ერთად
ჩვენც გავემგზავრებით ქალაქში.
– ჰო, ვიცი. და მეც მოვდივარ.
– ვა, რა მაგარია! მაშინ ორივე, შენც და ჯოზიც, გამიწევთ
მორალურ მხარდაჭერას, იმიტომ, რომ სულაც არ მომწონს, იმ
ტიპს დახმარება რომ უნდა ვთხოვოთ.
უცებ ოთახიდან ჯოზის ხმა გავიგონეთ:

177
– რა კარგია! ყველამ ერთბაშად მიმატოვა!
მერე, როცა რიკი კარისკენ გაემართა, ჯოზიმ ახლა მე მომ-
მართა:
– კლარა, შენც შემოდი, ყველაფერი რიგზეა, დიდი სექსის
გაჩაღებას აქ არ ვაპირებთ.

***

ორი დღის მერე, ისევ ქალაქში გამგზავრებაზე მოვისმინე


რაღაც და ამჯერად ძალიან გამიკვირდა.
წვიმიანი სამუშაო დღე იყო, ყოველგვარი სტუმრების გა-
რეშე. ჯოზი ნასამხრევს გაშლილ გეგმარებაში შევიდა ეკრანის
პედაგოგთან სამეცადინოდ, მე კი საძინებელში ავედი. იატაკ-
ზე ვიჯექი, გარშემო გაშლილი ჟურნალებით, როცა კარში მო-
ახლე მელანიამ შემოყო თავი. სახე არც კეთილი ჰქონდა და
არც მოღუშული და ვიფიქრე, ახლა საყვედურს მეტყვის, ჯოზის
და რიკს მარტო რომ ვტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ არშიყო-
ბაზე გამაფრთხილა-მეთქი. მაგრამ ოთახში მშვიდად შემოვი-
და და ჩუმი, მაგრამ კეთილი ხმით მითხრა:
– ხმ, მის ჯოზის დახმარება ხო გინდა?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– მაშინ მომისმინე აქით. ქალბატონი ხუთშაფათს ჯოზის
ქალაქში წაიყვანებს. ვეუნები, მეც წამოვალ და მეუნება, არაო.
კი-თქვა ვეუნები და ისევ არა და არაო. მიტო რო იცის, რო ყუ-
რებს ვცქვიტავ ხოლმე. შენი წაყვანება უნდა, ხოდა, იცოდე,
თვალი გეჭიროს მის ჯოზიზე იმ ოხერ ქალაქში, გამიგე?
– დიახ. – მეც ხმადაბლა ვუპასუხე, რომ ჯოზის არაფერი
გაეგონა. – მაგრამ ამიხსენით, რას გულისხმობთ, რა გაწუ-
ხებთ?
– მისმინე, ხმ. ქალბატონი მის ჯოზის მისტერ კაპალდის-
თან წაიყვანებს, პორტრეტის კაცთან. ეგ მისტერ კაპალდი დი-
დი ოხერი ნაბიჭვარია. ქალბატონმა შენზე თქვა, ძალიან ყუ-
რადღებიანი დაკვირვება იცისო, ხოდა, ყურადღებით დააკ-
ვირდი იმ ოხერ-მუდრეგს. ხო გინდა, მის ჯოზის შველა? ჩვენ

178
ერთი მხარე ვართ, – თქვა და კარისკენ გაიხედა, თუმცა, ჯოზის
ფეხის ხმა კიბეზე არ ისმოდა.
– მაგრამ განა მისტერ კაპალდის მხოლოდ ჯოზის პორ-
ტრეტის დახატვა არ უნდა?
– პორტრეტის არა, ჩემი ფეხები! ხმ, შენ ყურადღებით უყუ-
რე მაგ ოხერ კაცს, მის ჯოზის რამე ცუდი არ შეამთხვიოს.
– მაგრამ... – კიდევ უფრო დავუწიე ხმას, – მაგრამ დედა
არასდროს არ...
– დედას უყვარს მის ჯოზი, მარა მის სალი მოკვდა და ქალ-
ბატონმა ჭკუა საშინლად დაკარგა, გამიგე, ხმ?
– კარგი. მაშინ ძალიან ყურადღებით ვიქნები მისტერ კა-
პალდის მიმართ, მაგრამ...
– რა „მარა“ აგიტყდა, ხმ?
– თუ მისტერ კაპალდი მართლაც ისეთია, როგორიც თქვენ
თქვით, მხოლოდ ჩემი ყურადღებით დაკვირვება იკმარებს?
მოახლე მელანია ისე დამყურებდა, გამვლელს ეგონებო-
და, ემუქრებაო, მაგრამ ვიცოდი, რომ, უბრალოდ, ძალიან შე-
შინებული იყო.
– საიდან მეცოდინოს, ამის დედაც, იკმარებს თუ არა? მინ-
და, მის ჯოზის წავყვე, ქალბატონმა არა და არაო. ხმ მიყავს ჩემ
მაგივრად, მე რა ვიცი? შენ უნდა ახლოს უყურო, როცა იმ ნა-
ბიჭვარ კაცთან არი. მაგრა ეცადე, ხმ! ჩვენ ერთი მხარე ვართ.
– მოახლე მელანია, მე ჯოზის დახმარების სპეციალური
გეგმა მაქვს, – ვუთხარი მელანიას. – ამაზე ღიად ვერ ვილაპა-
რაკებ. მაგრამ, თუ ჯოზის და დედას ქალაქში გავყვები, იმ გეგ-
მის განხორციელებას მოვახერხებ.
– გეგმაო? მომისმინე, ხმ, უარესს თუ უზამ ჯოზის, დაგამ-
ტვრევ, გამიგე?
– მაგრამ, თუ ჩემი გეგმა ამუშავდება, ჯოზი ჯანმრთელი და
ძლიერი იქნება. კოლეჯშიც მოახერხებს წასვლას და გაიზრდე-
ბა კიდეც. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ
იცოდეთ, რომ თუ ქალაქში მოვხვდები, გეგმის განხორციელე-
ბის შანსი მომეცემა.
– კაი, ხმ. მთავარი იქნება ჯოზიზე ყურადღება ხუთშაფათს
ქალაქში, გამიგე?

179
– დიახ.
– და კიდე გეუნები, ხმ, ეგ შენი დიდი გეგმა... ჯოზი თუ უა-
რესად გახდეს, დაგამტვრევ, ნაგავში გისვრი.
– მოახლე მელანია, – პირველად ვუთხარი ღიმილით მას
მერე, რაც ჯოზისთან მოვედი, – დიდი მადლობა ამ საუბრისა
და გაფრთხილებისათვის. და კიდევ იმისთვის, რომ მენდო-
ბით. ჯოზის დასაცავად ყოველ ღონეს ვიხმარ.
– კაი, ხმ. ჩვენ ერთი მხარე ვართ.

***

ქალაქში გამგზავრებამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი


რამ მოხდა, რაც ჩემთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. შუ-
აღამისას ჯოზის ხმამ გამაღვიძა. ოთახში ბნელოდა, მაგრამ
ჯოზის სრული სიბნელე არ უყვარდა, ჰოდა, წინა ფანჯრის ჟა-
ლუზი ცოტათი აწეული იყო ხოლმე. მთვარე და ვარსკვლავები
თავიანთ ნახატებს ხატავდნენ კედლებსა და იატაკზე. საწოლს
გავხედე და დავინახე, რომ ჯოზის საბანი ზვინივით დაედგა და
შიგნიდან რაღაც უსიტყვებო ღიღინი ისმოდა – თითქოს ჯოზი
რაღაც მელოდიის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ არ უნდო-
და, სახლში სხვების მყუდროება დაერღვია.
საბნის ზვინს მივუახლოვდი და ნაზად შევახე ხელი. ზვინი
მაშინვე დაიშალა, საბანი თითქოს გარშემო გამეფებულმა
წყვდიადმა დანთქა და ოთახი ჯოზის მოთქმამ აავსო.
– რა დაგემართა, ჯოზი? – ვკითხე ჩუმად, მაგრამ გარკვე-
ვით. – ისევ აგტკივდა?
– არა, არ მტკივა. დედა მინდა! დედა მომიყვანე! დედა მო-
ვიდეს!
მხოლოდ ხმამაღლა კი არ ამბობდა, თითქოს ხმა ორად გა-
უკეცეს და ორი სხვადასხვა ტემბრის ხმა ერთდროულად ლა-
პარაკობდა. ადრე ასეთი რამ ჯოზისგან არასდროს გამეგონა
და რამდენიმე წუთს სრულიად დაბნეული ვიდექი. მერე მუხ-
ლებზე დადგა და დავინახე, რომ საბანი სიბნელეში კი არ დან-
თქმულიყო, უბრალოდ, ზურგს უკან გადაეგდო.

180
– დედა მოიყვანე!
– მაგრამ დედას დასვენება სჭირდება, – ვუთხარი ჩურჩუ-
ლით. – მე ხომ აქა ვარ, შენი ხმ ვარ და სულ შენ გვერდით ვარ,
სულ აქა ვარ.
– შენ არ მჭირდები. დედას დაუძახე!
– მაგრამ, ჯოზი...
ზურგს უკან რაღაც მოძრაობის ხმა გავიგონე და მერე ვი-
ღაცამ გვერდით ისე გამწია, რომ კინაღამ წონასწორობა დავ-
კარგე. გონს რომ მოვეგე, საწოლზე დიდი მოძრავი რაღაც და-
ვინახე, რის აღქმასაც სიბნელისა და მთვარის შუქის ურთიერ-
თმონაცვლეობაც მირთულებდა. მივხვდი, რომ ის რაღაც ერ-
თმანეთთან ჩახუტებული ჯოზი და დედამისი იყვნენ. დედას
ღია ფერის გრძელი სამოსი ეცვა, ჯოზის კი – თავისი მუდმივი
ლურჯი პაჟამა. მხოლოდ მათი ხელები კი არ გადაჭდობოდა
ერთმანეთს, არამედ თმაც. მერე კი მათმა სილუეტმა რწევა
დაიწყო და გამახსენდა, ერთმანეთს როგორ ემშვიდობებოდ-
ნენ ხოლმე, როცა დედას ძალიან არ ეჩქარებოდა.
– სიკვდილი არ მინდა, დედა, არ მინდა!
– ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა, – ეუბნებო-
და დედა ისევე ჩუმად, როგორც მე.
– არ მინდა, დედი.
– ვიცი, ვიცი, ყველაფერი კარგადაა.
დედა-შვილს ჩუმად გავეცალე, კარისკენ წავედი და ოთა-
ხიდან კიბის ბნელ ბაქანზე გავედი. მოაჯირთან ვიდექი და ღა-
მის ნახატებს გავცქეროდი ჭერსა და ჰოლში; თან მომხდარზე
და იმაზე ვფიქრობდი, რაზეც ეს მომხდარი მეტყველებდა. ცო-
ტა ხანში დედა ოთახიდან გამოვიდა. ჩემკენ არც გამოუხე-
დავს, თავისი ოთახისკენ მიმავალი ისე დაინთქა პატარა კო-
რიდორის სიბნელეში. ჯოზის ოთახიდან ჩამიჩუმი აღარ ისმო-
და. შიგნით რომ შევბრუნდი, დავინახე, რომ ეძინა. საწოლი და
საბანი ახლა მოწესრიგებული იყო და ჯოზიც მშვიდად და თა-
ნაბრად სუნთქავდა.

181
მეოთხე ნაწილი

მეგობრის ბინა თაუნჰაუზში იყო. დიდი სასტუმრო ოთახის


ფანჯრიდან მსგავს თაუნჰაუზებს ქუჩის მოპირდაპირე მხარე-
საც ვხედავდი. სულ ექვსი ასეთი შენობა იდგა და ყველა სხვა-
დასხვა ფერის საღებავით შეეღებათ, რომ მცხოვრებლებს
თავ-თავიანთი სახლები ადვილად ეცნოთ და შემთხვევით
სხვის სახლში არ შესულიყვნენ.
ეს დაკვირვება ჯოზისაც გავანდე პორტრეტის კაცთან, მის-
ტერ კაპალდისთან წასვლამდე ორმოცი წუთით ადრე. ჩემ
უკან, ტყავის ტახტზე იყო წამოწოლილი, მოხრილ მუხლზე
მზის ათინათი დასთამაშებდა და შავი თაროებიდან ჩამოღე-
ბულ რბილყდიან წიგნს კითხულობდა. საკითხავში ჩაფლულ-
მა პასუხად რაღაც გაუგებარი წაიბურდღუნა. კმაყოფილი ვი-
ყავი, რადგანაც ლოდინმა ძალიან დაძაბა და, რომ დავპირდი,
სამმაგ ფანჯარასთან დავდგები და მამას ტაქსის მოსვლას გა-
ნიშნებ-მეთქი, საგრძნობლად მოდუნდა.
დედაც სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, თუმცა ზუსტად არ
ვიცოდი, რა მიზეზით – მისტერ კაპალდისთან შეხვედრის გამო
თუ იმიტომ, რომ მალე მამა უნდა ენახა. დიდი სასტუმრო ოთა-
ხიდან ცოტა ხნით ადრე გავიდა და მესმოდა, მეზობელ ოთახში
ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა. ისიც კი ვიფიქრე, ეგებ, მის-
ტერ კაპალდის ელაპარაკება, ჰოდა, ყური კედელს ხომ არ მი-
ვადო, რომ მოვუსმინო, რას ეუბნება-მეთქი. მაგრამ მერე მივ-
ხვდი, რომ ეს ჯოზის კიდევ უფრო აანერვიულებდა. თანაც, ალ-
ბათ, უფრო მამას ელაპარაკებოდა, რომ ზუსტი მისამართი ეთ-
ქვა მისთვის.
რადგან ჯოზი ჩემს იმედად იყო, რომ მამას ტაქსის მოს-
ვლას დროულად ვაუწყებდი, ბინის შესწავლის გეგმა დრო-
ებით გადავდე და მთელი ყურადღება სამმაგ ფანჯარასა და
იქიდან დანახულ ხედზე გადავიტანე. ამის საწინააღმდეგო
ისედაც არაფერი მქონდა, რადგანაც არ გამოვრიცხავდი, რომ

182
სადმე იქვე ქუთინგზ-მანქანა ჩამოივლიდა. ცხადია, უკან ვერ
ავედევნებოდი, მაგრამ მისი დანახვა მაინც უკვე სერიოზული
წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
მალე მივხვდი, რომ ქუთინგზ-მანქანის მეგობრის ბინას-
თან ჩავლის შანსები ძალიან მცირე იყო. ცოტა ხნის წინ, როცა
ქალაქისაკენ მანქანით მოვდიოდით, იმედი გამიჩნდა, რადგა-
ნაც ქალაქის მისადგომებთან უამრავ რემონტის კაცს ჩავუ-
არეთ. მაშინაც კი, როცა რემონტის კაცები არსად ჩანდნენ,
მათ მიერ დადგმულ, ქუჩების ერთმანეთისაგან გამტიხრავ ბა-
რიერებს მაინც ვხედავდი. სწორედ მაშინ გავიფიქრე, ქუ-
თინგზ-მანქანაც სადმე გამოჩნდება-მეთქი. მოკლედ, გაფაცი-
ცებული ვიყურებოდი მანქანის გვერდითა სარკმლიდან და,
მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მსგავს მანქანასაც ჩავუარეთ,
თავად ქუთინგზ-მანქანას ვერც ერთხელ ვერ მოვკარი თვალი.
თანდათან სამანქანო მოძრაობაც შემცირდა და რემონტის კა-
ცებიც აღარსად ჩანდნენ. დედა და წინ, მის გვერდით მჯდომი
მის ჰელენი ჩვეულებისამებრ მხიარულად საუბრობდნენ, ჩემ
გვერდით მსხდომი ჯოზი და რიკიც სულ რაღაცაზე ანიშნებ-
დნენ ერთმანეთს ნეიტრალური კომენტარებით. ზოგჯერ რო-
მელიმე ხელსაც კი წაჰკრავდა ხოლმე მეორეს და სიცილს იწ-
ყებდნენ, თუმცა თქმით არაფერს ამბობდნენ. ვარდისფრად
გადაპენტილ პარკს ჩავუარეთ და მერე რაღაც შენობას, რო-
მელზეც აბრა იყო გაკრული: „მხოლოდ სატვირთო მანქანების
პარკინგი“. წინ დედა და მის ჰელენი რაღაცამ გაამხიარულა,
მაგრამ ორივეს სიცილში ერთგვარი სიფრთხილეც იგრძნო-
ბოდა. – მასთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო, კრისი, – თქვა
მის ჰელენმა. მერე ჩინური წარწერები და მოაჯირებზე ჯაჭვით
მიბმული ველოსიპედების რიგი გამოჩნდა და მალე – მიუხე-
დავად იმისა, რომ მზე თავისას ცდილობდა – გაწვიმდა კიდეც.
ჰოდა, ქოლგიანი წყვილები და თავზე გაზეთგადაფარებული
ტურისტებიც გამოჩნდნენ. ერთ ხმ-საც მოვკარი თვალი, როცა
თავის მოზარდთან ერთად თავშესაფრისაკენ გარბოდა. –
რიკ, ნახე, ნახე, რა სასაცილოა! – თქვა ჯოზიმ რაღაცაზე და ჩა-
იცინა. მერე, როცა იმ ქუჩაზე გავიარეთ, ორივე მხარეს ჩარი-
გებული ცათამბჯენების გამო ქვაფენილები მუდმივად

183
ჩრდილში რომ ჰქონდა, წვიმამაც გადაიღო. შენობების კიბე-
ებზე მაისურების ამარა კაცები ისხდნენ, ერთმანეთში საუბ-
რობდნენ და თვალს გვაყოლებდნენ.
– მართლა, კრისი, – თქვა მის ჰელენმა, – მოდი, სადმე
გაგვიჩერე და ჩამოვალთ. ისედაც ძალიან გაგიგრძელეთ გზა.
ორი რუხი, სხვადასხვა სიმაღლის შენობა დავინახე. ის შე-
ნობები გვერდიგვერდ იდგა და ერთ-ერთის კედელზე, მეორის
სახურავთან, ვიღაცას კომიქსივით დაეხატა რაღაც. ალბათ, ამ
ორ შენობას შორის განსხვავების მისაჩქმალავად. როცა იძუ-
ლებითი ევაკუაციის ზონის ნიშნებს მოვკრავდი ხოლმე
თვალს, გული სიხარულით მევსებოდა. თუმცა ეს ნიშნები ოდ-
ნავ მაინც განსხვავდებოდა იმ ნიშნებისაგან, ჩვენს მაღაზიას-
თან რომ იყო. ჯოზი წინ გადაიხარა და რაღაც სასაცილო თქვა,
რაზეც უფროსებს გაეცინათ.
– კარგი, მოკლედ ხვალ სუში-ბარში ვხვდებით, – თქვა დე-
დამ. – თეატრის გვერდითაა, შეუძლებელია, ვერ მოაგნოთ.
– დიდი მადლობა, კრისი, – უპასუხა მის ჰელენმა. – ვიცი,
რომ ძალიან დამეხმარება; მეც დამეხმარება და რიკსაც.
შადრევნებიან მოედანს ჩავუარეთ, მერე ფოთლებით სავ-
სე პარკს, სადაც კიდევ ორი ხმ შევნიშნე, და ერთ გადატვირ-
თულ, ცათამბჯენებიან ქუჩაზე შევუხვიეთ.
– აგვიანებს, – აღნიშნა ტახტზე წამოწოლილმა ჯოზიმ. გა-
ვიგონე, წიგნი ხალიჩაზე რომ დააგდო. – თუმცა, როგორც ვი-
ცი, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
მივხვდი, რომ ხუმრობაში უნდოდა მამამისის დაგვიანების
გატარება, ჰოდა, გავიცინე და ვთქვი:
– თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთი სული აქვს, ჯო-
ზის როდის ნახავს. ხომ გახსოვს, ტრანსპორტი რა ნელა მოძ-
რაობდა, აქეთ რომ მოვდიოდით? ალბათ, ახლაც იგივე ხდება
და მაგის ბრალი იქნება.
– მამა არასდროს არსად დროზე არ მიდის ხოლმე, ყველ-
გან აგვიანებს. და ეს მაშინ, როცა დედამ უთხრა, ტაქსის ფულს
მე გადაგიხდიო... კარგი, როგორც არის... გადავწყვიტე, ცოტა
ხანს მამაზე აღარ ვიფიქრო, მით უფრო, რომ არც იმსახურებს,
ვინმემ მასზე იდარდოს.

184
წიგნის ასაღებად რომ დაიხარა, მე ისევ სამმაგ ფანჯარას
მივუბრუნდი.
მეგობრის ბინის ფანჯრიდან დანახული ხედი ძალიან გან-
სხვავდებოდა მაღაზიიდან დანახული ხედისაგან. ტაქსები ამ
მხარეს იშვიათად დადიოდნენ, მაგრამ სხვა მანქანები – ყვე-
ლა ზომის, ყველა ფერისა და ყველანაირი ფორმის – გიჟები-
ვით დაქროდნენ და მხოლოდ შორეულ კუთხესთან, ჩვენგან
მარცხნივ ჩერდებოდნენ, რადგანაც იქ შუქნიშანი იყო. მოძუნ-
ძულეები და ტურისტებიც ცოტანი იყვნენ, სამაგიეროდ, ბევრი
ყურსასმენიანი გამვლელი და ველოსიპედისტი დადიოდა. იმ
ველოსიპედისტებს ხშირად ერთ ხელში რაღაც ეჭირათ და მე-
ორით ველოსიპედს მართავდნენ. მას მერე, რაც ჯოზიმ მამამი-
სის მუდმივ დაგვიანებაზე გამოთქვა აზრი, ერთმა ველოსიპე-
დისტმა იღლიაში ამოდებული დიდი და ბრტყელი, ჩიტის ფორ-
მის დაფით ჩაიარა. შემეშინდა, ქარმა არ დაუბეროს და მაგ ჩი-
ტის გამო წონასწორობა არ დააკარგვინოს-მეთქი. მაგრამ ძა-
ლიან ყოჩაღი აღმოჩნდა, მანქანებს შორის იდეალურად გაიკ-
ვლია გზა და მალე შუქნიშანთან გაჩერდა.
მეზობელ ოთახში დედას უფრო მშფოთვარე გაუხდა ხმა და
ვიცოდი, რომ ამას ჯოზიც შენიშნავდა. მაგრამ ტახტისკენ რომ
გავიხედე, ისევ მშვიდად იწვა, თავის წიგნში ჩაღრმავებული.
ერთმა ქალმა ჩაიარა, საბელიანი ძაღლით, მერე – დიდმა
ფურგონმა წარწერით „ჯიო, ყავა, დელიკატესები“, მერე ერ-
თმა ტაქსიმ სვლა პირდაპირ ჩვენი ფანჯრების ქვეშ შეანელა.
დიდი სასტუმრო ოთახი ტროტუარიდან საკმაოდ მაღლა იყო,
ამიტომ შიგნით ვინ იჯდა, ვერ დავინახე, მაგრამ დედამ ლაპა-
რაკი შეწყვიტა და მივხვდი, რომ მამა იქნებოდა.
– მოვიდა, ჯოზი.
ჯოზიმ, რაღაც ხანს, კითხვა განაგრძო. მერე ღრმად ამოი-
ოხრა, წამოჯდა და წიგნი კვლავ დაუვარდა.
– ალბათ, ფიქრობ, რომ დოყლაპიაა. ზოგს დოყლაპიად
მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ჭკუის კოლოფია. უბრალოდ,
შანსი უნდა მისცე და დარწმუნდები.
ტაქსიდან გადმოსული მაღალი და ოდნავ მოხრილი ფიგუ-
რა დავინახე. რუხი საწვიმარი ეცვა და ხელში ქაღალდის პარ-

185
კი ეჭირა. დაბნეულმა ამოხედა ჩვენს სახლს და მივხვდი, რომ
მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ სწორად მოაგნო ერთმა-
ნეთის მსგავსი შენობების გარემოცვაში. ქაღალდის პარკი ძა-
ლიან ფრთხილად ეჭირა, ზუსტად ისე, ადამიანებს სიარულით
დაღლილი პატარა ძაღლები რომ უჭირავთ ხოლმე. ბოლოს
სწორი შესასვლელი აირჩია და, მგონი, მეც შემნიშნა ფანჯარა-
ში, თუმცა, ჯოზის რომ ვუთხარი, მოვიდა-მეთქი, ოთახის სიღ-
რმისკენ გადავინაცვლე. ვფიქრობდი, დედა ახლა დიდ სას-
ტუმრო ოთახში დაბრუნდება-მეთქი, მისი ნაბიჯების ხმაც კი
გავიგონე, მაგრამ ჰოლში შეყოვნდა. მოკლედ, მე, ჯოზი და
ჰოლში მდგომი დედა, როგორც მომეჩვენა, საკმაოდ დიდხანს
ჩუმად ვიცდიდით. ბოლოს ზარი დაირეკა და ისევ გავიგონეთ
დედას ნაბიჯების ხმა, მერე კი – მათი საუბარიც.
ერთმანეთს საკმაოდ ხმადაბლა ელაპარაკებოდნენ. დიდი
სასტუმრო ოთახის კარი ოდნავ გამოღებული იყო, ჰოდა, შუა
ოთახში მდგომი ჯოზი და მე რამე ნიშანს გაფაციცებულები ვე-
ლოდებოდით. მერე ოთახში მამა შემოვიდა. საწვიმარი უკვე
გაეხადა, მაგრამ ქაღალდის პარკი ისევ ორივე ხელით ეჭირა.
ოფიციალური, არცთუ დაბალი ხარისხის პიჯაკი ეცვა, მაგრამ
პიჯაკის შიგნით საკმაოდ გაცვეთილი ყავისფერი სვიტრი მო-
უჩანდა, რომლის ყელიც ნიკაპამდე სწვდებოდა.
– გამარჯობა, ჩემო საყვარელო მხეცუნია!
აშკარა იყო, რომ ჯოზის გულში ჩაკვრა უნდოდა და თვა-
ლით პარკის დასადებ ადგილს ეძებდა. მაგრამ ჯოზი მიუახ-
ლოვდა და იმ პარკიანად ჩაიხუტა. სანამ ჯოზი ეხვეოდა, მამამ
ოთახს თვალი მოავლო და მეც დამინახა. სასწრაფოდ გვერ-
დით გაიხედა, ჯოზის კეფას ტუჩებით დააკვდა და თვალები და-
ხუჭა. ცოტა ხანს ასე იდგნენ, სრულიად გაუნძრევლად, არც კი
ირწეოდნენ, როგორც დილაობით დამშვიდობებისას ჯოზი და
დედა ირწეოდნენ ხოლმე.
დედაც უძრავად იდგა, ცოტა მოშორებით, შავ თაროებთან.
მამა-შვილს გაუღიმარი სახით უყურებდა. ჩახუტება საკმაოდ
დიდხანს გაგრძელდა და, დედას რომ გავხედე, ოთახის მთე-
ლი ის ნაწილი სექციებად დაიყო. ყველა სექციაში მისი ოდნავ

186
მოჭუტული თვალები ჩანდა. ზოგან ის თვალები ჯოზისა და მა-
მას უყურებდნენ, ზოგან კი მე მომჩერებოდნენ.
ბოლოს ჯოზი და მამა ერთმანეთს დაეხსნენ, მამამ გაიღიმა
და ქაღალდის პარკი ზემოთ ისე ასწია, თითქოს იმ პარკს ჟან-
გბადის კარგად ჩასუნთქვა სჭირდებოდა.
– აჰა, მხეცუნია, ჩემი ბოლო ქმნილება მოგიტანე, – უთხრა
ჯოზის.
მერე პარკი გაუწოდა – ხელი არ გაუშვია, სანამ ჯოზიმ პარ-
კის ძირს ხელი კარგად არ შეუშვირა – და ტახტზე გვერდიგ-
ვერდ ჩამოსხდნენ, რომ შიგნით ერთად ჩაეხედათ. ჯოზიმ სა-
ჩუქარი პარკიდან კი არ ამოიღო, უბრალოდ, პარკს გვერდები
შემოახია და იქიდან პატარა, უხეშად ნაკეთები, დაბალ ფეხზე
შემომდგარი მრგვალი სარკე გამოჩნდა. ჯოზიმ ის სარკე მუხ-
ლზე ისე შემოიდგა, ხელი არ გაუშვია, და მამას ჰკითხა.
– ეს რა არის, მამი, მაკიაჟისთვისაა?
– მაგისთვისაც, თუ მოგინდება, მაგრამ შიგნით წესიერად
არ ჩაგიხედავს. ჰოდა, ჩაიხედე.
– ვაუ! ეს ნამდვილი სენსაციაა! რა ხდება?
– განა არ გიკვირს, ამდენ ხანს როგორ ვიტანდით, სარკე
პირიქით რომ ასახავს ყველაფერს, მარცხენას მარჯვნივ რომ
ვხედავთ და მარჯვენას – მარცხნივ? ამაში კი ისეთი ჩანხარ,
როგორიც სინამდვილეში ხარ, და თანაც პატარა ხელსარკეზე
მძიმე არ არის.
– ბრწყინვალე რამეა! შენ გამოიგონე?
– სიამოვნებით დავიბრალებდი, მაგრამ სინამდვილეში
ჩემი მეგობრის, ჩვენი გაერთიანების წევრის, ბენჯამინის გა-
მოგონებაა. იდეა მას ეკუთვნის, მაგრამ არ იცოდა, პრაქტიკუ-
ლად როგორ განეხორციელებინა. ჰოდა, ეგ ნაწილი მე განვა-
ხორციელე. ღუმელიდან ახლახან გამოვიღეთ, გასულ კვირას.
აბა, რას იტყვი?
– ვაუ! ნამდვილი შედევრია! ახლა ხალხში რომ გავალ,
სულ სარკეში ყურებას დავიწყებ. დიდი მადლობა, მამი! ნამ-
დვილი გენიოსი ხარ! ელემენტებზე მუშაობს?
მამამ და ჯოზიმ კიდევ რამდენიმე წუთს ისაუბრეს სარკეზე,
თან დროდადრო ჩერდებოდნენ და სახუმარო მისალმებებს

187
ისე უგზავნიდნენ სარკეში ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთი
ახლა გაიცნეს. ერთმანეთს მხრებით ეხებოდნენ და საუბრისას
კიდევ უფრო ეხუტებოდნენ. მე ისევ ოთახის შუაგულში ვიდექი,
მამა დროდადრო მეც გამომხედავდა ხოლმე და ვფიქრობდი,
ახლა კი გაგვაცნობს ჯოზი ერთმანეთს-მეთქი. მაგრამ მამამი-
სის მოსვლამ ძალიან ააფორიაქა, სულმოუთქმელად ელაპა-
რაკებოდა და ბოლოს მამამ ჩემკენ ყურება შეწყვიტა.
– თავს დავდებ, მამი, რომ ჩემმა ახალმა ფიზიკის მასწავ-
ლებელმა იმის ნახევარიც არ იცის, რაც შენ იცი. თანაც უცნაუ-
რი ტიპია. ასეთი დაფასებული და აკრედიტებული რომ არ
იყოს, დედას ვეტყოდი, მოდი, ვუჩივლოთ, რომ დააპატიმრონ-
მეთქი. არა, არა, ნუ გეშინია, წესიერად იქცევა. უბრალოდ, ეტ-
ყობა, რომ თავის საიდუმლო სარდაფში რაღაც საშინელებას
ამზადებს, რომ ყველა აგვაფეთქოს. მომისმინე, მუხლი რო-
გორ გაქვს?
– ბევრად უკეთ, დიდი მადლობა. შეიძლება ითქვას, რომ
უკვე მომირჩა.
– ის შენი ნამცხვარი გახსოვს? აი, ბოლოს საჭმელად რომ
შევედით და ჩინეთის პრეზიდენტს რომ განასახიერებდა?
ჯოზი სწრაფად და შეუფერხებლად კი ლაპარაკობდა, მაგ-
რამ ვგრძნობდი, რომ ყოველ ნათქვამ სიტყვას გონებაში წო-
ნიდა. ამასობაში დედა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჰოლში გა-
ვიდა, უკან პალტოში გამოწყობილი დაბრუნდა. ხელში ჯოზის
თბილი ქურთუკი ეჭირა. პაუზას არც კი დალოდებია, ისე ჩა-
ერია ჯოზისა და მამას საუბარში:
– პოლ, ეგრე როგორ იქნება? კლარას არც კი მისალმები-
ხარ. გაიცანი, ეს კლარაა.
ჯოზიმ და მამამ საუბარი შეწყვიტეს და ორივე მე მომაჩერ-
და. მერე მამა მომესალმა და ის ღიმილი, რომელიც ოთახში
შემოსულს სახიდან არ მოშორებია, ერთბაშად გაუქრა.
– ძალიან ვწუხვარ, რომ გაჩქარებთ, მაგრამ შენ დაგაგვი-
ანდა, პოლ, ჩვენ კი შეხვედრა გვაქვს დანიშნული.
მამას ღიმილი კი დაუბრუნდა, მაგრამ თვალებში გაბრაზე-
ბა ეტყობოდა.

188
– სამი თვე იქნება, რაც ჩემი ქალიშვილი არ მინახავს, ჰო-
და, ხუთი წუთით მასთან დალაპარაკების უფლებაც აღარ
მაქვს?
– პოლ, თავად არ დაიჩემე, თქვენთან ერთად წამოვალო?
– ვფიქრობ, იმის სრული უფლებაც მაქვს, რომ თქვენთან
ერთად წამოვიდე, კრისი, ხომ ასეა?
– მაგას ვინ უარყოფს? უბრალოდ, ნუ დაგვაგვიანებ.
– ნუთუ ის ტიპი ისეთი დაკავებულია, რომ...
– უბრალოდ, ნუ დაგვაგვიანებ, პოლ, და იქაც წესიერად
მოიქეცი.
მამამ ჯოზის შეხედა და მხრები აიჩეჩა.
– ხედავ, უკვე უსიამოვნებაში გავეხვიე, – თქვა და გაიცინა.
– წამო, წამო, მხეცუნია, ჯობია, დროზე წავიდეთ.
– პოლ, კლარასთვის ხმა არ გაგიცია.
– როგორ არა, ხომ მივესალმე.
– არა, პოლ, დაელაპარაკე-მეთქი.
– იმის თქმა გინდა, რომ ოჯახის წევრია?
დედა მამას მიაჩერდა. მერე აშკარად რაღაც გადაიფიქრა,
ჯოზის ქურთუკი ჰაერში დაბერტყა და თქვა:
– წამო, საყვარელო, უნდა წავიდეთ.

***

სანამ გარეთ დედას მანქანას ველოდებოდით, ისევ საწვი-


მარში გამოწყობილი მამა ჯოზისთან ხელგადახვეული იდგა.
ტროტუარის კიდესთან იდგნენ, მე კი – შედარებით მოშორე-
ბით, ლამის სახლის ღობესთან, და გამვლელები ჩვენ შორის
მიმოდიოდნენ. ჩვენი ურთიერთგანლაგებისა და ქუჩის უჩვეუ-
ლო აკუსტიკის გამო, არ მესმოდა, მამა და ჯოზი რაზე საუბ-
რობდნენ. რაღაც დროს ჩემკენ მობრუნდა და ყურადღებით
დამათვალიერა, თუმცა საუბარს კვლავ ჯოზისთან განაგრძობ-
და. მერე ჩვენ შუა შავკანიანი ქალი ჩადგა, დიდრონი საყურე-
ებით, და როცა ჩაიარა, მამა კვლავ შეტრიალებული დამხვდა.

189
მანქანა რომ მოვიდა, მე და ჯოზი უკან ჩავსხედით. როცა
დავიძარით, შევეცადე, ჯოზისთვის თვალებში ჩამეხედა, რომ
ცოტა გამემხნევებინა, თუ სეანსის გამო ღელავდა. მაგრამ ჯო-
ზი სარკმლიდან იყურებოდა და ჩემკენ ერთხელაც არ გამოუ-
ხედავს.
დედას მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა. ზოლიდან ზოლში
გადადიოდა, მაგრამ მაინც საცობში ვიჩხირებოდით. დარაბებ-
ჩაკეტილ და ფანჯრებაჭედილ შენობებს ჩავუარეთ. ფანჯრებზე
ფიცრები ჯვარედინად აეკრათ. ისევ გაწვიმდა და ისევ გამოჩ-
ნდნენ ქოლგიანი წყვილები. საბელიანი ძაღლებით მოსეირ-
ნეებმა ფეხი ისევ ააჩქარეს. ერთხელ, ჩემ მხარეს, ერთი ავი
გამონათქვამებით მოხატული სველი კედელიც გამოჩნდა. იმ-
დენად ახლოს ჩავუარეთ, მინა რომ დამეშვა, ხელითაც მივ-
წვდებოდი.
– მთლად ეგრე ცუდადაც არ არის საქმე, – სწორედ მაგ
დროს უთხრა დედამ მამას. – მართალია, იმაზე ცოტანი ვართ,
ვიდრე სასურველია, კომპანიის ბიუჯეტიც ორმოცი პროცენ-
ტით შემცირდა, თანაც PR-ის ხალხთანაც სულ კონფლიქტი
გვაქვს, მაგრამ სხვაფრივ არა გვიშავს.
– სტივენი ისევ აქტიურია?
– რა თქმა უნდა. ისევ კომპანიის სული და გულია.
– იცი, კრისი, სულ იმას ვფიქრობ, ღირს კი, ასე რომ იკლავ
თავს?
– ვერ მიგიხვდი, მაგ თავის მოკვლაში რას გულისხმობ.
– გუდვინზს, შენს იურიდიულ კანტორას, მაგ ყველაფერს...
შენს სამსახურს. შენი ცხოვრების ყოველი წამი იმ კონტრაქტე-
ბით განისაზღვრება, ოდესღაც ხელი რომ მოაწერე.
– ისევ თავიდან ნუ დავიწყებთ, ძალიან გთხოვ, პოლ. ვწუხ-
ვარ იმის გამო, რაც შენ დაგემართა.
მართლაც ვწუხვარ და ძალიანაც ვბრაზობ. მაგრამ „თავის
მოკვლას“, როგორც შენ აღნიშნე, მაინც განვაგრძობ, რადგა-
ნაც საკმარისია გავჩერდე, რომ ჯოზის სამყაროც და ჩემი სამ-
ყაროც წამსვე დაინგრევა.
– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, კრისი? მესმის, რომ
ეგ სერიოზული ნაბიჯი იქნება, მაგრამ, უბრალოდ, მინდა, ცო-

190
ტა კიდევ დაფიქრდე. შეეცადო, ყველაფერს სხვა, ახალი თვა-
ლით შეხედო.
– ახალი თვალით? კარგი რა, თუ ღმერთი გწამს! ახლა იმის
დამტკიცებას ნუ შეეცდები, რომ ის, რაც მოხდა, სავსებით გაკ-
მაყოფილებს. მთელი შენი ნიჭი, მთელი შენი გამოცდილება...
– სიმართლე თუ გაინტერესებს, ეგ „ჩანაცვლება“ ყველაზე
კარგი რამ იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ბედნიერი ვარ,
თამაშიდან რომ გამოვედი.
– მაგას როგორ ამბობ? შენ უმაღლესი კლასის სპეცია-
ლისტი იყავი, უნიკალური ცოდნით და საოცარი უნარებით.
როგორ უნდა მომხდარიყო, რომ აღარავის სჭირდები?
– კრისი, უნდა გითხრა, რომ მაგ ამბავს შენ უფრო განიც-
დი, ვიდრე მე. მაგ ჩანაცვლებამ სრულიად ახლებური თვალით
დამანახვა სამყარო და ძალიან შემიწყო ხელი მთავარისა და
უმნიშვნელოს ერთმანეთისაგან გარჩევაში. სადაც ახლა
ვცხოვრობ, იქ ბევრი ძალიან კარგი ადამიანია და ისინიც ასე
ფიქრობენ. ყველამ იგივე გზა გაიარა, რაც მე, და ზოგს ჩემზე
უკეთესი კარიერაც ჰქონდა. თანაც ყველა ვთანხმდებით, სხვა-
თა შორის, სრულიად გულწრფელად, რომ თავს სულაც არ
ვიტყუებთ. მოკლედ, ბევრად უკეთ ვართ, ვიდრე ადრე.
– მართლა? ყველანი ასე ფიქრობთ? შენი ის მეგობარიც,
რომელიც მილუოკიში მოსამართლე იყო?
– იმას არ ვამბობ, რომ ყველასთვის მუდმივად ადვილია
ყველაფერი. ცუდი დღეებიც ხომ არსებობს. მაგრამ იმასთან
შედარებით, როგორც ადრე ვიყავით, ყველას ისეთი გრძნობა
გვაქვს, თითქოს... თითქოს პირველად ვცხოვრობთ.
– ეგ ბოლო ფრაზა ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო ყო-
ფილი ქმრისგან.
– მაპატიე და გულთან ახლოს ნუ მიიტან. ახლა მინდა იმ
პორტრეტზე რაღაც გკითხო.
– ახლა და აქ ამაზე არ ღირს საუბარი.
– ჰმ, გასაგებია. კარგი.
– მიდი, მამი, მიდი და ჰკითხე, რაც გაინტერესებს. მე მაინც
არ გისმენთ, – თქვა ჯოზიმ.
– მაშ, სულ არ გვისმენ, არა? – ჩაიცინა მამამ.

191
– პორტრეტზე არანაირი კამათი აღარ მინდა, პოლ, – უთ-
ხრა დედამ. – უნდა დამპირდე.
– უნდა დაგპირდე? საერთოდ ვერ გამიგია, რატომ უნდა
დაგპირდე რამეს.
– ახლა ამაზე ნუ დაიწყებ, ძალიან გთხოვ!
სწორედ მაგ დროს გავიაზრე, რომ იძულებითი ევაკუაციის
ზონის ჩემთვის ძალიან ნაცნობ ნიშანთან ვიყავით და მალე,
ჯოზის მხარეს, რპო-ს შენობასაც მოვკარი თვალი. გარშემო
ნაცნობი ტაქსებიც ბლომად იყვნენ. საკმაოდ აღელვებულმა
გულის ფანცქალით რომ გავიხედე ჩვენი მაღაზიისკენ, დავი-
ნახე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
მართალია, ჩვენი მაღაზია გარედან არასდროს დამინა-
ხავს, მაგრამ ახლა ვიტრინაში ვერც ზოლიან ტახტს ვხედავდი
და ვერც ხმ-ებს. სამაგიეროდ, ვიტრინა ფერადი ბოთლებით
იყო სავსე და წარწერაც ეკიდა: „ჭერის განათება“. მარჯვნივ
შემოვტრიალდი, რომ მაღაზიისთვის ისევ შემეხედა, და სწო-
რედ მაშინ ჯოზიმაც თქვა:
– უი, კლარა, აბა, თუ იცი, სადა ვართ?
– კი, რა თქმა უნდა.
მაგრამ უკვე იძულებითი ევაკუაციის მეორე ნიშანსაც გავ-
ცდით, გადასასვლელთან, და იმის დანახვაც კი ვერ მოვასწა-
რი, შუქნიშნების ბოძზე ჩიტები ისხდნენ თუ არა. მაღაზიის იე-
რის შეცვლამ ძალიან გამაოგნა და, ფაქტობრივად, გარემო
ვერც კი შევათვალიერე ისე, როგორც მინდოდა. მერე, საერ-
თოდ, ქუჩის სხვა სეგმენტში აღმოვჩნდით და ისევ რომ შევ-
ტრიალდი, მანქანის უკანა მინიდან მხოლოდ დაპატარავებულ
რპო-ს შენობასღა შევავლე თვალი.
– იცი, რა მგონია? – ჯოზის შეწუხებული ხმა ჰქონდა. – ალ-
ბათ, შენი მაღაზია სადღაც სხვაგან გადავიდა.
– ჰო, ალბათ.
მაგრამ მაღაზიაზე ფიქრის დრო აღარ მქონდა, რადგანაც
მანქანის წინა სკამებს შუა გავიხედე და ქუთინგზ-მანქანა და-
ვინახე. შორიდანვე ვიცანი, ვიდრე წარწერას წავიკითხავდი.
იდგა და, როგორც ყოველთვის, გარემოს აბინძურებდა თავი-
სი სამი მილიდან ამოსული გამონაბოლქვით. ვიცი, უნდა გავ-

192
ბრაზებულიყავი, მაგრამ მაღაზიის გამო გაოგნებულმა რომ
დავინახე, ამ ნაცნობი და საზიზღარი მანქანის მიმართ რაღაც
სითბოს მსგავსიც კი ვიგრძენი. მალე მასაც ჩავუარეთ. დედა
და მამა კვლავ დაძაბულად საუბრობდნენ და ჩემ გვერდით
მჯდომმა ჯოზიმ ისევ თქვა:
– ეგ მაღაზიები ისე მალ-მალე იცვლიან ადგილებს, რომ...
იმ დღეს, შენთან რომ მოვდიოდი, სწორედ მაგის მეშინოდა –
ვფიქრობდი, ვაითუ, მაღაზია შენიანად და შენი მეგობრებია-
ნად სხვაგან გადასული დამხვედროდა.
გავუღიმე, მაგრამ არაფერი მითქვამს. წინ მსხდომი უფრო-
სები ახლა უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
– მომისმინე, პოლ, მაგაზე ასჯერ ვილაპარაკეთ. ახლა მე,
ჯოზი და კლარა იქ მივდივართ და ყველაფერი ისეა, როგორც
დავგეგმეთ. შენც დამეთანხმე, თუ გახსოვს.
– ახლა ამაზე არ გინდა, აქ, ამ მანქანაში, ეს ოხერი!
ჯოზი მთელი ეს დრო რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ
მერე ყურადღება გაეფანტა და გაჩუმდა. უფროსებიც გაჩუმ-
დნენ. ბოლოს ჯოზიმ ისევ მე მომმართა:
– კლარა, თუ ხვალ დრო გვექნება, გინდა, წამოვიდეთ და
მოვძებნოთ?
მეგონა, ქუთინგზ-მანქანაზე მეუბნება-მეთქი, მაგრამ მერე
მივხვდი, რომ იმ ახალ ადგილს გულისხმობდა, სადაც შეიძ-
ლებოდა მენეჯერი და დანარჩენი ხმ-ები გადასულიყვნენ. ვი-
ფიქრე, ცოტა ნაადრევად ხომ არ გამოიტანა დასკვნა, რომ მა-
ღაზია სხვა ადგილას გადავიდა, რადგან ვიტრინა სხვანაირად
გამოიყურებოდა-მეთქი, და მინდოდა, მისთვისაც მეთქვა, მაგ-
რამ ჯოზი უფროსებისკენ დაიხარა.
– დედი, ხვალ თუ დრო დაგვრჩება, კლარას უნდა, რომ გა-
არკვიოს თავისი მაღაზიის ამბავი, შეიძლება?
– თუ ასე გინდა, საყვარელო, რა თქმა უნდა. ხომ შევთან-
ხმდით, რომ დღეს მისტერ კაპალდისთან მივდივართ და იმას
აკეთებ, რასაც გეტყვის, ხვალ კი იმას, რაც თვითონ მოგინდე-
ბა.

193
მამამ თავი გადააქნია და მანქანის სარკმლისკენ მიტრი-
ალდა, მაგრამ ჯოზი ზუსტად მის უკან იჯდა და ამიტომ მისი სა-
ხის გამომეტყველება არ დაუნახავს.
– ნუ ღელავ, კლარა, – მითხრა ჯოზიმ და ხელი მომკიდა, –
ხვალ აუცილებლად მოვძებნით.

***

დედამ ქუჩიდან გადაუხვია და მანქანა მავთულის ღობით


შემოსაზღვრულ პატარა ეზოში შეიყვანა. ღობეზე ნიშანი გაეკ-
რათ, მანქანები აქ არ გააჩეროთო, მაგრამ დედამ სწორედ იმ
ნიშნის წინ დააყენა მანქანა, ეზოში მდგომი ერთადერთი მან-
ქანის გვერდით. მანქანიდან რომ გადმოვედით, დავინახე,
რომ ეზოში ასფალტი ოღროჩოღრო და ალაგ-ალაგ დახეთქი-
ლიც კი იყო. ჯოზი თავისი ფრთხილი ნაბიჯით მამასთან ერთად
წავიდა ეზოში მდგომი აგურის შენობისაკენ. ალბათ, დაზიანე-
ბული და უსწორმასწორო ასფალტის გამო იყო, რომ მამამ ხე-
ლი მაგრად ჩასჭიდა. მანქანასთან დარჩენილმა დედამ მიმა-
ვალ მამა-შვილს კარგა ხანს ისე უყურა, ადგილიდან არ დაძ-
რულა. მერე, ჩემდა გასაოცრად, მომიახლოვდა და ხელი ჩამ-
კიდა. ჰოდა, ერთად წავედით, ზუსტად ისე, როგორც ჯოზი და
მამა მიდიოდნენ.
ახლომახლო სხვა შენობები არ იდგა. ის შენობა, რომლის-
კენაც მივდიოდით, სწორედაც შენობად მივიჩნიე და არა სახ-
ლად, რადგანაც აგურის კედლები შეუღებავი ჰქონდა და თა-
ნაც სახანძრო კიბე ზიგზაგებად გასდევდა მთელ სიმაღლეზე.
შენობა ხუთსართულიანი იყო, სახურავი ბრტყელი ჰქონდა და,
საერთოდაც, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ასე ეულად, მე-
ზობელი შენობების გარეშე, უბედური შემთხვევის გამო დარ-
ჩენილიყო, რომლის მერეც რემონტის კაცებმა სიახლოვეს
მდგომი შენობები დაანგრიეს. დახეთქილ ასფალტზე გადაბი-
ჯებას რომ ვცდილობდი, დედა ჩემკენ დაიხარა და ჩუმად მით-
ხრა:

194
– კლარა, არ დაგავიწყდეს, რომ მისტერ კაპალდი შეკით-
ხვებს დაგისვამს. შეიძლება ბევრი შეკითხვა სულაც არ იყოს.
შენ, უბრალოდ, მშვიდად გაეცი პასუხი ყველაფერს, კარგი, ჩე-
მო საყვარელო?
ასე პირველად მომმართა. რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე
და ამასობაში აგურის კედელსაც მივადექით. დავინახე, რომ
შენობის ფანჯრები მილიმეტრული ქაღალდივით, ციცქნა უჯ-
რედებად იყო დაყოფილი.
სადარბაზო კარი მიწის დონეზე იყო და გვერდით ორი სა-
ნაგვე ყუთი ედგა. კართან მისული ჯოზი და მამამისი გაჩერ-
დნენ და მოტრიალდნენ. ისე იცდიდნენ, თითქოს მხოლოდ დე-
დას შეეძლო მათი შენობაში შეყვანა. დედამ ეს რომ დაინახა,
ხელი გამიშვა და კარისაკენ მარტო გაემართა. წამით უძრავად
იდგა, მერე კი ღილაკს დააჭირა თითი და ზარი დარეკა.
– ჰენრი, – უთხრა კარის მიკროფონს, – ჩვენ ვართ.

***

მისტერ კაპალდის სახლის ინტერიერი მისი ექსტერიერი-


საგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მთავარ ოთახში იატაკი
დაახლოებით ისეთივე თეთრი იყო, როგორიც კედლები. ჭერ-
ზე დამაგრებული მძლავრი პროჟექტორები თავზე ისე დაგვნა-
თოდა, ზემოთ ახედვისას შეიძლებოდა დაბრმავებულიყავი.
ამხელა სივრცისთვის ძალზე ცოტა ავეჯი იდგა: ერთადერთი
დიდი შავი ტახტი, წინ დაბალი მაგიდით, რომელზეც მისტერ
კაპალდის ორი ფოტოაპარატი და მათი ობიექტივები ეწყო.
დაბალ მაგიდას ზუსტად ისეთი გორგოლაჭები ჰქონდა, როგო-
რიც ჩვენს პორტატიულ ვიტრინას მაღაზიაში, ასე რომ, მისი
გადაადგილება ძალიან ადვილად შეიძლებოდა.
– ჰენრი, მოდი, ჯოზის ნუ დავღლით, – თქვა დედამ. – ეგებ,
პირდაპირ დაგვეწყო?
– კი ბატონო, – თქვა მისტერ კაპალდიმ და ხელი შორეუ-
ლი კუთხისკენ გაიშვირა, სადაც კედელზე, ერთმანეთის გვერ-
დით, ორი მოზრდილი უჯრედებიანი სქემა ეკიდა. თითოეულ

195
სქემაზე უამრავ პარალელურ ხაზს ვხედავდი და ის ხაზები ერ-
თმანეთთან სხვადასხვა კუთხით იკვეთებოდა. სქემების წინ
მეტალის მსუბუქი სკამი იდგა. იქვე იყო სამფეხაზე დამაგრებუ-
ლი ლამპა. ლამპა ჯერ კიდევ არ ენთო და ის შორეული კუთხე
ჩაბნელებული და მიტოვებული ჩანდა. ჯოზი და დედა იქით ცო-
ტა შიშით იყურებოდნენ. მისტერ კაპალდიმ, ეტყობა, ეს შენიშ-
ნა, მაგიდაზე რაღაცას დააჭირა ხელი და სამფეხაზე შემოდ-
გმული ლამპაც აინთო. ლამპა ახლა უკვე მკვეთრად ანათებდა
შორეულ კუთხეს და უცნაურ ჩრდილებსაც ხატავდა.
– სრულიად მოდუნებულები უნდა ვიყოთ, – თქვა მისტერ
კაპალდიმ.
ამ კაცს, რომელსაც გამელოტება დასწყებოდა, პატარა
წვერიც მოეშვა, რომელიც თითქმის მთელ პირს უფარავდა.
ჩემი ანგარიშით, ორმოცდათორმეტი წლისა იქნებოდა. სახე
თითქოს ღიმილისათვის სულ მზადყოფნაში ჰქონდა.
– არაფერი არ დაგვძაბავს. ასე რომ, შეგვიძლია დავიწ-
ყოთ, თუ ჯოზი მზადაა. ჯოზი, თუ არ შეწუხდები, აქეთ მობრძან-
დი.
– არა, ერთი წუთით, ჰენრი, – თქვა დედამ და მისმა ხმამ
ცარიელ სივრცეში ექოც კი გამოსცა. – ვფიქრობდი, ჯერ პორ-
ტრეტს ვნახავდით, ანუ იმას, რაც უკვე დახატეთ.
– რა თქმა უნდა, – უთხრა მისტერ კაპალდიმ, – მაგრამ
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით დასრულებუ-
ლი არ არის, ჰოდა, არასპეციალისტისათვის ხშირად ძნელი
წარმოსადგენია, პროცესში რისგან რა შეიძლება გამოვიდეს.
– მაინც მინდა, რომ ვნახო.
– კარგი, გაჩვენებთ. თუმცა, კრისი, ნებართვის აღება სა-
ჭირო არც არის, უფროსი აქ თქვენ ბრძანდებით.
– ცოტა კი მეშინია, მაგრამ მეც მინდა, თვალი შევავლო, –
თქვა ჯოზიმ.
– აჰ, არა, არა, საყვარელო! მისტერ კაპალდის პირობა მი-
ვეცი, რომ შენ, ჯერჯერობით, დაუსრულებელ პორტრეტს არ
ნახავდი.
– ეგ სწორად არც მე მიმაჩნია, – თქვა მისტერ კაპალდიმ,
– თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები, ჯოზი. პირადი

196
გამოცდილებით ვიცი, რომ, თუ ადამიანი თავის პორტრეტს
დაუსრულებელს ნახავს, საქმე ცუდად მიდის ხოლმე. მინდა,
რომ სრულიად ლაღი და დაუძაბავი დარჩე.
– დაუძაბავი რა თვალსაზრისით? – იკითხა მამამ ხმამაღ-
ლა და ძლიერი ექოთი. თავისი საწვიმარი ისევ ეცვა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მისტერ კაპალდიმ ორგზის შესთავაზა, გაიხა-
დეთ და შემოსასვლელთან საკიდზე დაკიდეთო. მამა სქემებ-
თან ახლოს მისულიყო და საკმაოდ მოღუშული სახით ცდი-
ლობდა მათ შესწავლას.
– იმას ვგულისხმობ, პოლ, რომ, თუ მოდელი, ამ შემთხვე-
ვაში ჯოზი, დაიძაბება, არაბუნებრივად პოზირებას დაიწყებს.
მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
მამა ისევ სქემებს აკვირდებოდა, მერე კი თავი ზუსტად ისე
გადააქნია, როგორც მანქანაში.
– ჰენრი, – ისევ თქვა დედამ, – მოკლედ, შემიძლია თუ
არა, რომ სახელოსნოში შევიდე და ვნახო ის, რაც უკვე მზა-
დაა?
– რა თქმა უნდა, წამობრძანდით.
მისტერ კაპალდი დედას მეტალის კიბით ზემოთ, აივნისა-
კენ გაუძღვა. მე მათ ნაბიჯებს საფეხურებს შორის დარჩენილ
სიცარიელეში ვადევნებდი თვალს. აივანზე რომ ავიდნენ, მის-
ტერ კაპალდიმ იასამნისფერ კართან რაღაც ღილაკს დააჭირა
თითი. ოდნავი წკაპუნი გაისმა და ორივე კარს მიღმა გაუჩი-
ნარდა.
იასამნისფერი კარი რომ დაიხურა, შავი ტახტისკენ გავე-
მართე, სადაც ჯოზი იჯდა. მინდოდა, ცოტას გავხუმრებოდი,
რომ დაძაბულობა მომეხსნა მისთვის, მაგრამ უცებ, გაჩახჩა-
ხებული კუთხიდან მამამისი ალაპარაკდა.
– ამ ყველაფრის აზრი, მხეცუნია, როგორც მივხვდი, ის
არის, რომ ამ მილიმეტრული სქემების ფონზე გადაგიღონ სუ-
რათები, – თქვა და სქემებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. – აი,
შეხედე, ყველა ხაზთან ზომებია მიწერილი.
– იცი, მამი, დედამ გვითხრა, რომ აქ წამოსვლა გინდოდა,
– თქვა ჯოზიმ. – მაგრამ ეგებ ეგ კარგი აზრი სულაც არ იყო;

197
ეგებ სადმე სხვაგან ჯობდა შეხვედრა – რამე სხვას გავაკეთებ-
დით ერთად.
– ნუ გეშინია, სხვა რამესაც გავაკეთებთ ცოტა მოგვიანე-
ბით, რამე უფრო უკეთესს, – თქვა მამამ, ჯოზისკენ მოტრიალ-
და და თბილად გაუღიმა. – ეს შენი პორტრეტი... ვთქვათ, უკვე
დასრულებულია. მე ის მაწუხებს, რომ ჩემთან არ იქნება. დე-
დაშენს მოუნდება, რომ მასთან იყოს.
– ნებისმიერ დროს მოდი და შეხედე. მიზეზიც გაგიჩნდება,
რომ ხშირად მოხვიდე ხოლმე.
– მომისმინე, ჯოზი, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე
უშნოდ აეწყო. ძალიან მინდა, ხშირად რომ გნახო ხოლმე, ბევ-
რად უფრო ხშირად.
– ნუ განიცდი, მამიკო, ყველაფერი რიგზეა. კლარა! აბა,
მამაჩემი როგორ მოგწონს? მთლად ისეთი გიჟიც არ არის, ხომ
მართალია?
– ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მისტერ პოლის გაცნობა,
– ვთქვი მე.
მამა კვლავ სქემებს აკვირდებოდა და თითით რაღაცაზე
ანიშნებდა. ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მეთქვას. ბო-
ლოს, ჩემკენ რომ მოტრიალდა, თვალებთან ღიმილის ნაოჭე-
ბი აღარ ჰქონდა.
– ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა, კლარა, – მით-
ხრა და ისევ ჯოზის მიუბრუნდა.
– იცი, რას გეტყვი, მხეცუნია? მოდი, ეს ყველაფერი სწრა-
ფად მოვამთავროთ და მერე სადმე წავიდეთ, მხოლოდ მე და
შენ, და რამე შევჭამოთ. ერთი ადგილი ვიცი, დარწმუნებული
ვარ, ძალიან მოგეწონება.
– ძალიან კარგი, თუ დედას და კლარას საწინააღმდეგო
არაფერი ექნებათ.
ჯოზიმ თავი მოატრიალა და გადმომხედა. სწორედ იმ მო-
მენტში, აივანზე იასამნისფერი კარიც გაიღო და იქიდან მის-
ტერ კაპალდი გამოვიდა. მერე, ღია კარში, დედას გასძახა:
– შეგიძლიათ მანდ იმდენს ხანს დარჩეთ, რამდენიც გენე-
ბოთ. მე კი ჩავალ და ჯოზის ვნახავ.

198
გავიგონე, დედამ რაღაც რომ თქვა, მერე ისიც აივანზე გა-
მოვიდა. ისეთი წელში გამართული აღარ იყო, როგორიც ყო-
ველთვის. მისტერ კაპალდიმ ხელი მისკენ ისე გაიწვდინა,
თითქოს მზად იყო დაეჭირა, თუ წაქცევას დააპირებდა.
– თავს როგორ გრძნობთ, კრისი?
დედამ მისტერ კაპალდის გვერდი აუარა და, მოაჯირს ჩაფ-
რენილმა, კიბეზე დაშვება დაიწყო. კიბე ნახევრად რომ ჩამოი-
არა, გაჩერდა, რომ თმა უკან გადაეწია, და მერე გზა განაგ-
რძო.
– აბა, როგორ მოგეწონა? – ჰკითხა ჯოზიმ ოდნავ აღელვე-
ბული მზერით.
– კარგია, – უპასუხა დედამ, – კარგი გამოვა. პოლ, შენც
თუ გინდა ნახვა, მიდი და ნახე.
– ახლავე, ერთი წუთით. კაპალდი, ძალიან დამავალებთ,
თუ დღეს ყველაფერს მალე მორჩებით. მინდა, ჯოზი ერთ ად-
გილას წავიყვანო ყავასა და ნამცხვარზე.
– კი ბატონო, პოლ, არავითარი პრობლემა არ იქნება. კრი-
სი, ხომ ნამდვილად კარგად ხართ?
– კი, კი, ნორმალურად, – უთხრა დედამ, თუმცა ტახტისა-
კენ აჩქარებული ნაბიჯით გამოემართა, რომ სასწრაფოდ დამ-
ჯდარიყო.
– ჯოზი, – მიმართა მისტერ კაპალდიმ, – ახლავე დავიწ-
ყებთ. მაგრამ მანამდე მინდა კლარას ვთხოვო, ერთი პატარა
სამსახური გამიწიოს. მსუბუქი დავალება გავუმზადე, ვიფიქრე,
თავს მაგით შეიქცევს, სანამ ჩვენ ფოტოებს გადავიღებთ-მეთ-
ქი. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
– მე არა, მაგრამ ჯერ კლარას უნდა ვკითხოთ.
მაგრამ მისტერ კაპალდიმ ახლა მამას მიმართა:
– პოლ, ეგებ თქვენ, როგორც კოლეგა-მეცნიერი, დამე-
თანხმოთ? ჩემი აზრით, ხმ-ებს ჩვენთვის ბევრად მეტის მოცემა
შეუძლიათ, ვიდრე ახლა გვგონია. მათი ინტელექტის არ უნდა
გვეშინოდეს. პირიქით, მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ,
რადგანაც მათ ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ.

199
– მე ინჟინერი ვიყავი, მეცნიერი არასდროს ვყოფილვარ,
ალბათ, ეგ იცით კიდევაც. ყოველ შემთხვევაში, ხმ-ებთან საქ-
მე არასდროს მქონია.
მისტერ კაპალდიმ მხრები აიჩეჩა. მერე ხელი წვერისკენ
წაიღო და ზედ ისე გადაიტარა, თითქოს მისი სტრუქტურის შეს-
წავლა უნდოდა. ბოლოს მე მომიბრუნდა:
– კლარა, შენთვის პატარა გამოკვლევის ჩატარება მინდა.
პატარა კითხვარიც კი შევადგინე, ზემოთაა. იქ ეკრანიც არის
და საერთოდ ყველაფერი მზადაა. თუ შენ იმ კითხვარზე პასუ-
ხების გასაცემად მზადა ხარ, ძალიან დამავალებ.
სანამ პირს გავაღებდი, დედამ დამასწრო და თქვა:
– მშვენიერი აზრია, კლარა. სანამ ჯოზი პოზირების პრო-
ცესში იქნება, თავსაც შეიქცევ.
– რა თქმა უნდა. მიხარია, თუკი რაიმეში დაგეხმარებით.
– დიდი მადლობა. რთული არ გეგონოს, საკმაოდ ადვი-
ლია, გეფიცები. უფრო მეტიც: მინდა, რომ სულაც არ დაიძაბო.
საუკეთესო შედეგებს მაშინ მივაღწევთ, თუკი სწორედ დაუძა-
ბავად და სპონტანურად უპასუხებ შეკითხვებს.
– გასაგებია.
– შეკითხვებსაც ვერ დაარქმევ. მოდი, ახლა, უბრალოდ,
ზემოთ ავიდეთ და ყველაფერს გაჩვენებ. კრისი, პოლ, ჯოზი –
ჩემო მეგობრებო, სულ ერთი წუთი დამჭირდება. კლარას დავ-
სვამ და მაშინვე დაგიბრუნდებით. ჯოზი, დღეს შესანიშნავად
გამოიყურები! აქეთ წამოდი, კლარა!
მეგონა, მეც იასამნისფერი კარისკენ წამიყვანდა, მაგრამ
საპირისპირო მხარეს გავემართეთ. იქიდან სხვა მეტალის კი-
ბე აივნის სხვა მხარეს ადიოდა. კიბეს მისტერ კაპალდი პირვე-
ლი აუყვა და მეც უკან მივყევი, ძალიან ფრთხილად, ყოველი
ნაბიჯის კარგად მოზომვით. ქვემოთ რომ ჩავიხედე, დავინახე,
რომ სამივე – ჯოზი, დედა და მამა – ჩვენ შემოგვყურებდა. დე-
და ჯერ კიდევ შავ ტახტზე იჯდა. ჯოზის ხელი დავუქნიე, მაგრამ
ქვევიდან არავინ გამომხმაურებია. ბოლოს ჯოზიმ ამომძახა:
– აბა, შენ იცი, კლარა!
– კლარა, აქეთ წამოდი, – მითხრა მისტერ კაპალდიმ. საკ-
მაოდ ვიწრო აივანი იმავე მუქი ფერის მეტალისაგან იყო ნაგე-

200
ბი, რომლითაც კიბე. მისტერ კაპალდიმ მინის კარი გამოაღო
და ჯოზის ოთახზე ბევრად პატარა ოთახში შემიშვა. რბილი სა-
ვარძელი, წინ ეკრანით, ოთახს თითქმის მთლიანად ავსებდა.
– აი, მანდ დაბრძანდი, ყველაფერი უკვე მოწყობილია და
შენ გელოდება.
რომ დავჯექი, მხრები ლამის თეთრ კედელს მივაბჯინე. ეკ-
რანის ქვეშ პატარა თარო იყო, ზედ შემოდებული სამი სამარ-
თავი მოწყობილობით.
ოთახი იმდენად პატარა იყო, რომ მისტერ კაპალდი და მე
ერთად ვერც დავეტეოდით. ამიტომ მასპინძელი მინის ღია
კართან იდგა და ინსტრუქციებს გარედან მაძლევდა. დრო-
დადრო ხელს სამართავი მოწყობილობისაკენ იშვერდა და
რაღაც ბრძანებებს კრეფდა. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი,
მაგრამ ქვემოდან დედას და მამას ხმებიც მესმოდა და ვიგრძე-
ნი, რომ ტონი ისევ დაძაბული გაუხდათ. მისტერ კაპალდის
სიტყვებთან ერთად ისიც გავიგონე, დედამ რომ თქვა:
– აქ ყოფნას არავინ გაიძულებს, პოლ!
– უბრალოდ, არათანმიმდევრული ხარ, – უთხრა მამამ. –
მხოლოდ იმაზე გითითებ, რომ არათანმიმდევრული ხარ!
– არც ვცდილობ, თანმიმდევრული ვიყო; უბრალოდ,
ვცდილობ, წინ სავალი გზა ვიპოვო. ყველაფერს რატომ ართუ-
ლებ, პოლ? ისედაც ყველაფერი ძალიან რთულია.
მისტერ კაპალდიმ გაიცინა, ინსტრუქციების მოცემა შეწ-
ყვიტა და თქვა:
– ღმერთო! ეტყობა, ქვემოთ ჩასვლა და მომრიგებელი მო-
სამართლის როლის შესრულება მომიწევს. შენთვის ხომ ყვე-
ლაფერი ნათელია, კლარა?
– დიახ, გმადლობთ.
– ძალიან კარგი. თუ რამე დაგაეჭვებს, მაშინვე დამიძახე.
კარი რომ მოხურა, ლამის მინა მხარზე მომეკრო, მაგრამ
საკმაოდ კარგად ვხედავდი, მისტერ კაპალდი აივნიდან რომ
ჩადიოდა. მერე თავს უფლება მივეცი და თვალი იმ იასამნის-
ფერი კარისკენ გავაპარე, საიდანაც ცოტა ხნით ადრე დედა გა-
მოვიდა.

201
ბოლოს კითხვარზე გადავიტანე ყურადღება. ზოგჯერ შე-
კითხვები ეკრანზე ჩნდებოდა დაბეჭდილი ტექსტის სახით, ხან
მოძრავ დიაგრამებს ვხედავდი, ან ეკრანი ბნელდებოდა და
დინამიკებიდან მრავალშრიანი ხმები ისმოდა. ხანაც სახეები
– ჯოზის, დედას, უცნობების – ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ.
თავიდან მოკლე პასუხების გაცემა კმაროდა, დაახლოებით
თორმეტი სიმბოლოს ანდა ციფრის შემადგენლობით, მერე კი
შეკითხვები გართულდა და უფრო გრძელი პასუხების გაცემა
მიწევდა. ზოგისთვის ასი სიმბოლოსა თუ ციფრის გამოყენებაც
კი მჭირდებოდა. მთელი ეს დრო, ქვემოდან დაძაბული საუბა-
რი ისმოდა, მაგრამ მინის კარი დაკეტილი იყო და სიტყვებს
ვერ ვარჩევდი.
კითხვარის შუა ნაწილს რომ მივაღწიე, თვალის კუთხით
მინის კარს მიღმა რაღაც მოძრაობა დავაფიქსირე. იქით გავი-
ხედე და დავინახე, რომ მისტერ კაპალდი და მამა აივანზე ამო-
სულიყვნენ. მე დავალების შესრულება განვაგრძე, მაგრამ,
რადგანაც შეკითხვების მთავარ არსს ჩავწვდი, პასუხების გა-
ცემაზე მთელი ყურადღების კონცენტრირება აღარ მჭირდებო-
და. ჰოდა, საშუალება მომეცა დამენახა, იასამნისფერი კარის-
კენ მიმავალი მამა როგორ ნერვიულად ბღუჯავდა თავის საწ-
ვიმარს. ჩემკენ ზურგით მდგომ მამას ნახევრად გამჭვირვალე
მინიდან ვუყურებდი და ამიტომ ზუსტად დანახვა მიჭირდა, მაგ-
რამ მომეჩვენა, რომ ძალიან ავადმყოფურად გამოიყურებო-
და.
მამას გვერდით მდგომი მისტერ კაპალდი აღელვებული
სულაც არ ჩანდა; მამას ენერგიულად უხსნიდა რაღაცას და
იღიმებოდა. მერე იასამნისფერ კართან დამონტაჟებული ღი-
ლაკებიანი მოწყობილობისაკენ ასწია ხელი. ჩემს ციცქნა სა-
კანში ჩაგმანულს კარის გაღების ხმა არ გამიგონია, მაგრამ
ერთხელაც რომ გავხედე, მამა უკვე ოთახში იყო, მისტერ კა-
პალდი კი კარში იდგა და რაღაცას ეუბნებოდა. მერე დავინახე,
რომ მისტერ კაპალდიმ უცებ უკან დაიხია და ოთახიდან მამა
გამოვიდა. ნახევრად გამჭვირვალე მინიდან ისიც შევნიშნე,
რომ მამას ავადმყოფური იერი აღარ ედო; პირიქით, სრული-
ად ჯანსაღი და ახალი ენერგიით აღსავსე მეჩვენა. მისტერ კა-

202
პალდის ისეთი ტემპით აუარა გვერდი, რომ კინაღამ წააქცია,
და სრულიად უდარდელად, საშინელი სისწრაფით ჩაირბინა
კიბე. მისტერ კაპალდიმ თავი ისე გადააქნია, როგორც მშობე-
ლი გადააქნევს ხოლმე, როცა მისი შვილი მაღაზიაში ისტერი-
კას მართავს, და იასამნისფერი კარი დინჯად დახურა.
ახლა ეკრანზე გამოსახულებები კიდევ უფრო სწრაფად იც-
ვლებოდა, მაგრამ ჩემი ამოცანა ნათელი იყო და რამდენიმე
წუთში, დავალებების შესრულების პარალელურად, მინის კა-
რის გამოღებაც მოვახერხე. ქვემოდან ამომავალი ხმები ახლა
უკვე კარგად მესმოდა.
– ის, რასაც ახლა თქვენ ხაზს უსვამთ, პოლ, – ამბობდა
მისტერ კაპალდი, – ისაა, რომ ნებისმიერი ჩვენ მიერ შესრუ-
ლებული სამუშაო გარკვეულ იარლიყს გვაკრავს. ხომ მაგის
თქმა გინდოდათ, არა? დიახ, იარლიყს გვაკრავს და ხშირად –
უსამართლოდაც.
– ეს ჩემი აზრის ძალიან ოსტატური დამახინჯებაა, კაპალ-
დი!
– გეყოფა, პოლ! – თქვა დედამ.
– გთხოვთ მაპატიოთ, კაპალდი, თუ ცოტა უხეშად მომდის.
მაგრამ, გინდათ, სიმართლე გითხრათ? ჩემი აზრით, თქვენ
შეგნებულად ამახინჯებთ ჩემს სიტყვებს.
– არა, პოლ, აშკარად არ გსურთ, რომ გაიგოთ. ნებისმიე-
რი სამუშაო გვაყენებს ეთიკური ნორმების არჩევანის წინაშე,
ასეა. მნიშვნელობა არა აქვს, ამ სამუშაოში ფულს გვიხდიან
თუ არა.
– ძალიან ტაქტიანი ბრძანდებით, კაპალდი.
– პოლ, გეყოფა-მეთქი! – ისევ გაიმეორა დედამ. – ჰენრი
მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ჩვენ თვითონ ვთხოვეთ, არც მეტს
და არც ნაკლებს.
– სულაც არ მიკვირს, კაპალდი – ბოდიში, ჰენრი. თქვენ-
ნაირი ტიპისთვის ადვილი გასაგები არ არის, რასაც აქ ვამბობ.
მე ჩემი გორგოლაჭებიანი სავარძელი უკან გავაგორე, წა-
მოვდექი და მინის კარიდან აივანზე გავედი. უკვე დადგენილი
მქონდა, რომ აივანი მართკუთხედის სახით იყო განფენილი
ოთხივე კედელზე. მისი შორეული ნახევარი ავირჩიე, თეთრ

203
კედელს დავუყევი და ვცდილობდი, ისე მევლო, რომ მეტალის
ბადურას ფეხქვეშ ჟღრიალი არ გამოეცა და, თუ პროჟექტო-
რის ქვეშ მოვყვებოდი, არც ქვემოთ გაჩენილიყო ჩემი მოძრა-
ვი ჩრდილი. იასამნისფერ კარს შეუმჩნევლად მივაღწიე და სა-
კეტზე ავკრიფე ციფრული კოდი, რომელიც მანამდე ორჯერ
დავინახე. პატარა წკაპანი გაისმა, მაგრამ ქვემოთ მყოფებმა
ის ხმა ვერ აღიქვეს. მერე მისტერ კაპალდის სტუდიაში შევიპა-
რე და კარი მივიხურე.
ოთახს ლ ასოს ფორმა ჰქონდა. ის სექცია, რომელშიც მე
ვიმყოფებოდი, კუთხესთან მეორე სექციაში გადადიოდა, რო-
მელიც შენობის ფარგლებს აშკარად სცდებოდა. იმ კუთხეს-
თან, ორივე მხარეს, სამუშაო მაგიდების გრძელი მწკრივი
დამხვდა. მაგიდები სხვადასხვა მხატვრული ფორმით, მასა-
ლით, პატარა დანებითა და სხვა იარაღებით იყო სავსე. მაგრამ
ამ ყველაფრის დეტალურად დათვალიერების დრო არ მქონ-
და, ამიტომ პირდაპირ კუთხისკენ გავემართე. თანაც მახსოვ-
და, რომ ფრთხილად უნდა მევლო, რადგანაც იატაკი აქაც იმა-
ვე მეტალის ბადისგან იყო დამზადებული.
კუთხეში რომ შევუხვიე, ჰაერში გამოკიდებული ჯოზი დავი-
ნახე. ძალიან მაღლაც არ ეკიდა, მისი ტერფები ჩემს მხრებს
უსწორდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ წინ იყო გადმოხრი-
ლი, ხელები წინ ჰქონდა წამოწეული და თითები – გაფარჩხუ-
ლი. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ვარდნისას ჰა-
ერში გაშეშდა. პატარა სხივები ყოველი მხრიდან ანათებდნენ
და თავშესაფრისაგან სავსებით განძარცულს ტოვებდნენ. მისი
სახე ნამდვილი ჯოზის სახეს ძალიან ჰგავდა, მაგრამ თვალებ-
ში კეთილი ღიმილი არ ედგა, ხოლო ზემოთკენ აწეული ტუჩის
კუთხეები ისეთ გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს, უწინ
არასდროს რომ არ მენახა. სახე შეწუხებული და შეშინებული
ჰქონდა. ტანზე ნამდვილი ტანსაცმელი არ ეცვა, მისი მაისური
და შორტები თხელი შესაფუთი ქაღალდისაგან იყო გაკეთებუ-
ლი. ქაღალდი ბაცი ყვითელი და გამჭვირვალე იყო, რის გა-
მოც, ძლიერი განათების ფონზე, ჯოზის ხელები და ფეხები კი-
დევ უფრო თხელი და უსუსური უჩანდა. თმა უკან ჰქონდა გა-
დაწეული, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ჯოზი ავადმყოფო-

204
ბის დროს იწევდა ხოლმე. ეს ერთადერთი არადამაჯერებელი
დეტალი იყო: ასეთი მასალისაგან დამზადებული თმა არც ერთ
ხმ-ზე არ მენახა და ვიცოდი, რომ ამ ჯოზის ასეთი თმა კმაყო-
ფილებას ნამდვილად ვერ მოჰგვრიდა.
ამ დაკვირვების მერე, მინდოდა, ჩემს საკანში დავბრუნე-
ბულიყავი, სანამ ვინმე შენიშნავდა, რომ ადგილზე არ ვიყავი.
სამუშაო მაგიდებს ისევ ძალიან ფრთხილად ჩავუარე და ია-
სამნისფერი კარი გამოვაღე. კარმა კვლავ ოდნავ დაიწკაპუნა,
მაგრამ ქვემოდან ამომავალი ხმების მიხედვით მივხვდი, რომ
ეს წკაპუნი ვერც ამჯერად აღიქვა ვინმემ. იმასაც მივხვდი, რომ
ატმოსფერო კიდევ უფრო დაძაბულიყო.
– პოლ, – ლამის ყვირილით ამბობდა დედა, – ყველაფრის
გართულება თავიდანვე დაისახე მიზნად?
– წამო, ჯოზი, ახლავე წავიდეთ აქედან! – თქვა მამამ.
– მაგრამ მამიკო...
– დამიჯერე, ახლავე უნდა წავიდეთ. ვიცი, რასაც ვაკეთებ.
– არა მგონია, იცოდე, – თქვა დედამ, ხოლო მისტერ კა-
პალდიმ მისი ხმაც გადაფარა:
– პოლ, კარგით რა, ასეთი გართულება რა საჭიროა? თუ
რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პასუხისმგებლობას სა-
კუთარ თავზე ვიღებ და ბოდიშს გიხდით.
– კიდევ რა ინფორმაცია გჭირდებათ, ნეტავი ვიცოდე? –
უკვე მამაც ყვიროდა, თუმცა, შესაძლოა, ასე გამოვიდა, რად-
განაც ეს შეკითხვა უკვე მიმავალმა დასვა. – მიკვირს, რომ მი-
სი სისხლის ნიმუშს არ ითხოვთ.
– პოლ, სულ ნუ გაგიჟდები ახლა! – თქვა დედამ.
მამამ და ჯოზიმ ერთდროულად დაიწყეს რაღაცის თქმა,
მაგრამ მისტერ კაპალდიმ ორივეს სიტყვა გააწყვეტინა:
– არა უშავს, კრისი, წავიდნენ, წავიდნენ, მაგით რა შეიც-
ვლება?
– დედა! მოდი, ახლავე წავალ მამასთან ერთად. ყოველ
შემთხვევაში, ყვირილს მაინც მორჩებით. აქ თუ დავრჩებით,
ვგრძნობ, რომ უარესი მოხდება.
– შენზე სულაც არ ვბრაზობ, საყვარელო, მამაშენი მაგი-
ჟებს. აქ ბავშვივით სწორედ ეგ იქცევა.

205
– წამო, მხეცუნია, წავიდეთ!
– კარგი, დედი, წავედი, კარგი? ნახვამდის, მისტერ კაპალ-
დი...
– გაუშვი, კრისი, წავიდნენ!
როდესაც კარი გაიჯახუნეს, ექომ მთელი შენობა შეაზანზა-
რა. გამახსენდა, რომ დედას მანქანით მოვედით და ვიფიქრე,
ნეტავი, მამას ტაქსის ფული თუ აქვს, ჯოზი იქ რომ წაიყვანოს,
სადაც აპირებს-მეთქი. ცოტა უცნაური მომეჩვენა, ჯოზიმ თან
რომ არ წამიყვანა, მაგრამ დედა ხომ აქ იყო. ჰოდა, ის დღე გა-
მახსენდა, მორგანზ-ფოლზში რომ გავემგზავრეთ.
აივანს გადმოვეყუდე. აღარც ნაბიჯების ჩუმად გადადგმას
ვცდილობდი და აღარც დამალვას. მოაჯირზე გადმოყუდებულ-
მა დავინახე, რომ დედა იქ დამჯდარიყო, სადაც მანამდე ჯოზი
იჯდა – მეტალის სკამზე სქემების წინ. მისტერ კაპალდიც ად-
გილიდან დაიძრა და ზუსტად ჩემ ქვემოთ აღმოჩნდა. ზემოდან
ახლა კარგად ვხედავდი მის მელოტ თავს, მაგრამ სახის გამო-
მეტყველება არ ჩანდა. დედასკენ ნელი ნაბიჯით გაემართა –
გეგონება, ნელა სიარული სიკეთის ნიშანი იყო – და სამფეხაზე
შემოდგმულ ლამპასთან გაჩერდა.
– ვხედავ, რომ შიშები გაგიჩნდათ, – თქვა მისტერ კაპალ-
დიმ შეცვლილი, დამყვავებელი და მშვიდი ხმით.
– აი, რას გეტყვით, ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს და ისიც
ვიცი, რომ წარმატებას ისინი აღწევენ, ვინც არ ნებდება, ვინც
რწმენას არ კარგავს.
– ჰო, მართლაც შევშინდი, დასწყევლოს ღმერთმა!
– პოლის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეთ. ნუ გავიწყდე-
ბათ, რომ ეს ყველაფერი თქვენ მოიფიქრეთ, პოლმა კი არა,
ჰოდა, ახლა დაბნეულია...
– პოლი არაფერში მენაღვლება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია...
მე ეგ... პორტრეტი მაწუხებს.
ეს რომ თქვა, ზემოთ ამოიხედა და დამინახა. დამაბრმავე-
ბელი შუქის მიუხედავად, თვალს არ მაშორებდა. მისტერ კა-
პალდიც მოტრიალდა და ისიც მომაჩერდა. მერე დედას ისე შე-
ხედა, თითქოს რაღაცას ეკითხებოდა. დედა ისევ დაჟინებით
მიყურებდა და თან ხელით შუბლს ისრესდა.

206
– კარგი, კლარა, – მითხრა ბოლოს. – ქვემოთ ჩამოდი.
მეტალის კიბეზე რომ ვეშვებოდი, გამიკვირდა, როცა მივ-
ხვდი, რომ დედა არ ბრაზობდა, მაგრამ ცოტა აღელვებული კი
იყო. მისკენ გავემართე, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის დაშორე-
ბაზე გავჩერდი. პირველი მისტერ კაპალდი ალაპარაკდა.
– აბა, რას ფიქრობ, კლარა, კარგი გამოდის?
– ჯოზის ძალიან ჰგავს.
– ანუ, ეს „დიახს“ ნიშნავს. ახლა ის მითხარი, კვლევამ რო-
გორ ჩაიარა?
– ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც თქვენ მითხარით,
მისტერ კაპალდი.
– მაშინ, მადლობელი ვარ ნაყოფიერი თანამშრომლობი-
სათვის. მონაცემები ხომ შეინახე?
– დიახ, ყველა პასუხი შევინახე.
სიჩუმე ჩამოვარდა. დედა თავისი სკამიდან მომჩერებოდა,
მისტერ კაპალდი კი – თავისი სამფეხა ლამპიდან. მივხვდი,
რომ ჩემგან კიდევ ელოდნენ კომენტარებს და ვთქვი:
– სამწუხაროა, ჯოზი და მამა რომ წავიდნენ. მისტერ კა-
პალდის მუშაობა პორტრეტზე ცოტა ხნით გადაიდება.
– ყველაფერი რიგზეა, ეგ სერიოზულად ვერ შეგვაფერ-
ხებს.
– მინდა, მოვისმინო, – თქვა დედამ, – შენი აზრის მოსმენა
მინდა იმაზე, რაც ნახე.
– ბოდიშს ვიხდი, რომ პორტრეტი დაუკითხავად ვნახე,
მაგრამ შექმნილ ვითარებაში, ვიფიქრე, რომ ასე აჯობებდა.
– კეთილი, – თქვა დედამ და ისევ დავინახე, რომ კი არ
ბრაზობდა, უბრალოდ, შეშინებული იყო. – ახლა ის მითხარი,
რა აზრი შეგექმნა; მთავარია, ის მითხრა, შენი აზრით, რა ნახე.
– კარგა ხანია, ვეჭვობდი, რომ პორტრეტი, რომელსაც
მისტერ კაპალდი ქმნიდა, არც სურათი იყო და არც ქანდაკება,
არამედ იყო ხმ. ჰოდა, სწორედ ჩემი ეჭვის დასადასტურებლად
შევედი სტუდიაში. მისტერ კაპალდიმ ჯოზი გარეგნულად ძა-
ლიან ზუსტად გამოსახა, ოღონდ თეძოები ცოტა უფრო ვიწრო
უნდა ჰქონდეს.

207
– დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ. სამუ-
შაო ხომ ჯერ დასრულებული არ არის.
დედამ თავი ხელებში ჩარგო და თმა ხელებზე ჩამოეშალა.
მისტერ კაპალდიმ თანაგრძნობით შეხედა, მაგრამ ადგილი-
დან არ დაძრულა. დედა არ ტიროდა, უბრალოდ, ხელებში სა-
ხეჩარგულმა ყრუდ წაილაპარაკა:
– ეგებ, პოლი სწორია. ეგებ, ეს ყველაფერი საშინელი შეც-
დომაა.
– კრისი, რწმენა არ უნდა დაკარგოთ.
დედამ თავი აიღო და დავინახე, რომ თვალებში ბრაზი გა-
უკრთა.
– რწმენა რა შუაშია, ჰენრი? რატომ გგონიათ, რომ მაგ ხმ-
ს, რომელსაც აკეთებთ, შევეგუები, რაც არ უნდა კარგად გა-
აკეთოთ? სალიზე არ გამოგვივიდა და ჯოზიზე რატომ გამოგ-
ვივა?
– სალი სულ სხვა საქმე იყო, რა შედარებაა. ამაზე ხომ უკვე
ვიმსჯელეთ, კრისი. სალის შემთხვევაში, უბრალოდ, თოჯინა
იყო, გულის მოსაოხებელი თოჯინა, სხვა არაფერი. მას მერე
ძალიან დიდი გზა გავიარეთ. ახალი ჯოზი მხოლოდ მსგავსება
არ იქნება, ეს უნდა გაიაზროთ; ახალი ჯოზი ნამდვილი იქნება,
ჯოზის გაგრძელება იქნება.
– გინდათ, ეგ ამბავი დავიჯერო? თავად კი გჯერათ?
– რა თქმა უნდა, მჯერა. ყველაფერს გეფიცებით, რაც რამ
ძვირფასი გამაჩნია! მიხარია, კლარა სტუდიაში რომ შევიდა
და თავისი თვალით ნახა. მისი დახმარება ძალიან გვჭირდება,
დიდი ხანია, გვჭირდება, რადგანაც სწორედ კლარაშია მთელი
განსხვავება, ძალიან, ძალიან დიდი განსხვავება წინა შემ-
თხვევასთან შედარებით. რწმენა უნდა შეინარჩუნოთ, კრისი,
ახლა სისუსტის გამოჩენის დრო არ არის!
– მაგრამ ის დღე რომ დადგება, თავის დარწმუნებას შევ-
ძლებ? მართლა შევძლებ?
– მაპატიეთ, შეიძლება რაღაც ვთქვა? – წავილუღლუღე მე.
– ეგება, ისეც მოხდეს, რომ ახალი ჯოზი სულაც არ დაგჭირ-
დეთ. ახლანდელი ჯოზი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს. მჯე-
რა, რომ ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. ცხა-

208
დია, საშუალება უნდა მომეცეს, რომ ეს სინამდვილედ ვაქციო.
რადგანაც ასე განიცდით, ამიტომაც გითხარით ეს ამბავი სწო-
რედ ახლა. თუ ის საშინელი დღე დადგება და ჯოზი ჩვენთან
აღარ იქნება, ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ დარდი შეგიმსუბუ-
ქოთ. მისტერ კაპალდი მართალია, როცა ამბობს, რომ საქმე
უწინდებურად აღარ იქნება, რადგანაც ახლა მეც დაგეხმარე-
ბით. ახლა მესმის, რატომ მთხოვდით, რომ ჯოზი კარგად შე-
მესწავლა. იმედია, ის საშინელი დღე არასდროს დადგება,
მაგრამ, თუ მაინც დადგება, ამ ახალ ჯოზის, ზემოთ რომ არის,
ყველაფერს ვასწავლი, რომ ძველი ჯოზი გახდეს, რამდენადაც
ეს შესაძლებელი იქნება.
– კლარა, – თქვა დედამ უფრო მტკიცე ხმით და უცებ ბევრ
სექციად დაიყო, ბევრად მეტად, ვიდრე მეგობრის ბინაში, რო-
ცა მამა მოვიდა. რამდენიმე სექციაში თვალები დავიწროებუ-
ლი ჰქონდა, სხვებში – ფართოდ გახელილი. ერთ სექციაში,
მხოლოდ მისი თვალის კაკალი ჩანდა. რამდენიმე სექციის კი-
დეებთან მისტერ კაპალდის ნაწილებიც გამოჩნდა და ამიტო-
მაც ვიცოდი, რომ ხელი ასწია და რაღაც გაუგებარი ჟესტი გა-
აკეთა.
– კლარა, – თქვა დედამ, – შენ შესანიშნავი დასკვნები გა-
მოიტანე და შენი ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რაც ახლა
გვითხარი. მაგრამ კიდევ რაღაც უნდა იცოდე.
– არა, კრისი, ოღონდ ახლა არა!
– რატომაც არა? რა ჯანდაბად უნდა ვიცადოთ? თავად არ
თქვით, რომ კლარას დახმარება გვჭირდება, რომ მთელი
სხვაობა სწორედ კლარაშია?
რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მისტერ კაპალდიმ
თქვა:
– კეთილი, რადგან ასე გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ, ყველა-
ფერი უთხრათ.
– კლარა, – დაიწყო დედამ, – ჩვენი დღევანდელი ვიზიტის
მთავარი მიზანი ჯოზის კი არა, შენი მოყვანა იყო.
– მესმის, – ვუთხარი დედას. – გამოკვლევის დროს მივ-
ხვდი, რომ მამოწმებდით, რამდენად კარგად ვიცნობ ჯოზის,
როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და რაზე რა ემოცია უჩნდე-

209
ბა. ვფიქრობ, შედეგებით დარწმუნდებით, რომ ახალ ჯოზის შე-
მიძლია ყველაფერი ვასწავლო. მაგრამ ვიმეორებ, იმედი არ
უნდა დავკარგოთ.
– მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გესმის, კლარა, – მითხრა
მისტერ კაპალდიმ. ჩემ წინ კი იდგა, მაგრამ მისი ხმა თითქოს
შორეული სექციებიდან მოდიოდა, რადგანაც მე მხოლოდ დე-
დას თვალებს ვხედავდი.
– ნება მიბოძეთ, მე ავუხსნა, კრისი, მე უკეთ გავაგებინებ.
კლარა, იმას სულაც არ გთხოვთ, რომ ახალ ჯოზის რამე ასწავ-
ლო; გვინდა, რომ ახალი ჯოზი გახდე. ჯოზი, რომელიც ზემოთ
ნახე, ალბათ, შენიშნავდი, რომ ცარიელია. როცა ის დღე დად-
გება – იმედია, რომ არ დადგება, მაგრამ მაინც – გვინდა, იმ
ჯოზიში ჩასახლდე, მთელი შენი ცოდნებით.
– გინდათ, რომ მასში ჩავსახლდე?
– კრისიმ შენ სწორედაც შეგნებულად შეგარჩია, როცა გი-
ყიდეს; გადაწყვიტა, რომ შენ ყველაზე უკეთ შეგეძლო ჯოზის
შესწავლა, არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ უფრო
ღრმად და სრულყოფილად, იმდენად სრულყოფილად, რომ
არანაირი სხვაობა აღარ დარჩენილიყო ძველსა და ახალ ჯო-
ზის შორის.
– ჰენრი ამას ისე გეუბნება, – თქვა დედამ, რომელიც სექ-
ციებად აღარ იყო დაყოფილი, – თითქოს ეს ყველაფერი წი-
ნასწარ დავგეგმეთ. მაგრამ ასე არ ყოფილა. ისიც კი არ ვიცო-
დი, მჯეროდა თუ არა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებო-
და... შესაძლოა, ერთ დროს მჯეროდა, მაგრამ... ამ პორტრეტს
რომ შევხედე, ახლაც არ ვიცი.
– მოკლედ, ახლა ხომ იცი, შენგან რაც გვინდა, კლარა? –
თქვა მისტერ კაპალდიმ. – შენ მხოლოდ ჯოზის წაბაძვას კი არ
გთხოვთ, არამედ ჯოზის გაგრძელებად ქცევას კრისისთვის და
ყველასთვის, ვისაც ჯოზი უყვარს.
– მაგრამ ნუთუ ეს შესაძლებელია? მართლაც შეძლებს,
რომ ჯოზი ჩემთვის გააგრძელოს?
– დიახ, შეძლებს, – უპასუხა მისტერ კაპალდიმ. – ახლა,
როცა კლარამ გამოკვლევა გაიარა, ამის დამტკიცება მეცნიე-
რულ დონეზეც კი შემიძლია. შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ

210
კლარამ უკვე თითქმის ბოლომდე შეისწავლა ჯოზი, მისი იმ-
პულსებისა და სურვილების ჩათვლით. უბედურება მხოლოდ
ის არის, კრისი, რომ თქვენ ჩემსავით ხართ, ერთნაირად სენ-
ტიმენტალურები ვართ და ამას ვერაფერს ვუხერხებთ. ჩვენს
თაობას ჯერ კიდევ შემორჩა ძველი გრძნობები. ჩვენი ნაწილი
ჯერ კიდევ უარს ამბობს ახალი გზების დანახვაზე. ამ ნაწილს
უწინდებურად სჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში არის რაღაც
სრულიად მიუწვდომელი, უნიკალური, რისი გადაცემაც შეუძ-
ლებელია. თუმცა, უკვე ვიცით, რომ მსგავსი არაფერია. თქვენ
ეს ნამდვილად იცით. ჩვენი ასაკის ადამიანებს ძალიან უჭირთ
ამ ცრუ წარმოდგენის შეცვლა. მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერ-
ხოთ, კრისი. ჯოზიში არაფერია ისეთი, რისი გაგრძელებაც
ჩვენი დროის კლარებს არ შეუძლიათ. მეორე ჯოზი პირველის
ასლი კი არ იქნება, ზუსტად იგივე იქნება და თქვენ სრული უფ-
ლება გექნებათ, ის ისევე შეიყვაროთ, როგორც ამჟამინდელი
ჯოზი გიყვართ. რწმენა კი არ გჭირდებათ, რაციონალურობაა
საჭირო. მე ამას უკვე შევეჩვიე. ადვილი იყო-მეთქი, ვერ გეტ-
ყვით, მაგრამ ახლა ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამაა და თქვენ-
თვისაც ასე იქნება.
დედა ადგა და ოთახში სიარულს მოჰყვა.
– შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით, ჰენრი, მაგრამ ძა-
ლიან დავიღალე და მეტის ფიქრი აღარ შემიძლია. კლარას-
თან დალაპარაკება მჭირდება, მას ცალკე უნდა დაველაპარა-
კო. ძალიან ვწუხვარ, რომ სიტუაცია დღეს აქ ასე დაიძაბა.
კარისკენ გაემართა, რომ საკიდიდან ჩანთა ჩამოეღო.
– ძალიან მიხარია, რომ კლარამ ყველაფერი გაიგო, –
თქვა მისტერ კაპალდიმ. – შეიძლება ითქვას, გულზე მომეშვა.
დედას უკან ისე მიჰყვებოდა, თითქოს მართლაც ამოისუნ-
თქა, მალე მარტო რომ უნდა დარჩენილიყო.
– კლარა, მონაცემებში ის ადგილები, რომლებიც მთლად
ზუსტი არ იქნება, გაფერადდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონ-
კრეტული ასპექტების უფრო ღრმად შესწავლა მოგიწევს. მაგ-
რამ მიხარია, რომ ახლა ღიად შეგვიძლია ამაზე საუბარი.
– წამო, კლარა, წავიდეთ.
– აბა, კრისი, უწინდებურად თანახმა ვართ ყველაფერზე?

211
– ჰო, მაგრამ ახლა ცოტა ყურადღების სხვა რამეზე გადა-
ტანა მჭირდება.
დედა მისტერ კაპალდის მხარზე შეეხო და სადარბაზო კა-
რისკენ წავედით, რომელიც მისტერ კაპალდიმ სასწრაფოდ
გაგვიღო. ლიფტამდე მიგვაცილა და, სანამ ლიფტის კარი და-
იხურებოდა, ხელი მხიარულად დაგვიქნია.
ლიფტით რომ ვეშვებოდით, დედამ ჩანთიდან თავისი დაფა
ამოიღო და დააჩერდა. ლიფტიდან რომ გამოვედით, დაფა
ისევ ჩანთაში ჩააბრუნა და დამსკდარ ასფალტს დავუყევით.
მავთულის ღობიდან შემოჭრილი მზე იმ ასფალტზე თავის სა-
ღამოს ნახატებს ხატავდა. ვიფიქრე, ეგებ, ჯოზი და მამა სადმე
აქვე გველოდებიან-მეთქი, მაგრამ არავინ იყო. მხოლოდ ხის
ჩრდილი ეცემოდა დედას მანქანას და გარშემო ქალაქის ხმა-
ური ისმოდა.
– კლარა, საყვარელო, წინ ჩაჯექი.
მანქანაში კი ჩავსხედით, რომლის საქარე მინიდანაც გაჩე-
რების ამკრძალავი ნიშანი მოჩანდა, მაგრამ დედას მანქანა
მაშინვე არ დაუძრავს. მე მისტერ კაპალდის შენობას ვუყურებ-
დი, იმ ნახატებს ვაკვირდებოდი, რომლებსაც მზე მის კედლებ-
სა და სახანძრო კიბეზე ხატავდა, და ძალიან მიკვირდა, რომ ეს
შენობა გარედან ასეთი ბინძური იყო. დედამ ისევ ამოიღო თა-
ვისი დაფა ჩანთიდან.
– რომელიღაც ბურგერ-ბარში წასულან. ჯოზი მწერს, ყვე-
ლაფერი რიგზეა, კარგად ვარ და ისიც კარგად არისო.
– იმედია, კარგ დროს ატარებენ.
– რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ ჯერ აქედან უნდა წავიდეთ.
ეზოდან რომ გამოვედით და ქუჩას მივუახლოვდით, გაჩე-
რებამ მოგვიწია, რომ კალათიანი ველოსიპედით მიმავალი
ერთი ქალი გაგვეტარებინა. ცოტა ხანში ისევ გავჩერდით, ამ-
ჯერად შუქნიშანთან, თუმცა ჩვენ გარდა სხვა მანქანა არსად
ჩანდა. მალე მწვანე შუქი აინთო, ისევ დავიძარით და ერთ დიდ
ყავისფერ შენობას ჩავუარეთ. ის შენობა ქვაფენილიდან საკ-
მაოდ მოშორებით აეგოთ და ფანჯრები საერთოდ არ ჰქონდა,
თუმცა სახურავიდან უზარმაზარი საკვამური მილი მოუჩანდა.
მერე ხიდის ქვეშ აღმოვჩნდით, სადაც ბევრი ჩრდილი, წუმპე

212
და სკეიტბორდით მოსრიალეები იყვნენ. იქიდან მზით განათე-
ბულ შენობასთან გამოვედით, რომელსაც ეწერა „ვაკანსიები
გვაქვს“ და მალე ფეხით მოსიარულეებისა და დაბალი ხეებით
გამოყოფილი ტროტუარების სიახლოვეს აღმოვჩნდით. ბო-
ლოს დედამ სვლას უკლო და იმ შენობასთან გავჩერდით, რო-
მელსაც ეწერა: „ჩვენ თავად ვამზადებთ ფარშს“. იქ მანქანის
გაჩერების ამკრძალავი ნიშანი არ ეკიდა, მაგრამ მანქანები
არ ჩერდებოდნენ და ხმაურიანად გვივლიდნენ გვერდს. საქა-
რე მინიდან წინ კიდევ ერთი ხიდის ქვეშ გამავალი გზა ჩანდა
და ის მანქანები, რომლებმაც გვერდი აგვიქციეს, რიგში დგე-
ბოდნენ, რომ იმ ხიდის ქვეშ გაევლოთ.
– მოვედით. შიგნით არიან, – თქვა დედამ. – პოლი გარ-
კვეულწილად მართალია, ზოგჯერ მას და ჯოზის მარტო ყოფნა
სჭირდებათ, მხოლოდ ეგ ორნი რომ იყვნენ. ძალიან, ძალიან
სჭირდებათ. ჩვენ სულ გვერდით არ უნდა ვყავდეთ, ჩემი ხომ
გესმის, კლარა?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ჯოზის მამა ძალიან ენატრება. ეგ სრულიად ბუნებრივია.
ჰოდა, ამიტომ მოდი, უბრალოდ, ცოტა ხანს აქ ვისხდეთ.
ჩვენ თავზე შუქნიშანმა ფერი შეიცვალა და დავინახეთ,
მანქანები ხიდქვეშ, სიბნელისკენ როგორ დაიძრნენ.
– ალბათ, ამ ყველაფერმა შოკი მოგგვარა და შეკითხვებიც
დაგებადა.
– ვფიქრობ, ყველაფერს მივხვდი.
– მართლა? ყველაფერს მიხვდი? ხვდები, რას გთხოვ? ამას
პირადად მე გთხოვ, არც კაპალდი და არც პოლი. ყველაფრის
ინიციატორი მე ვარ, მე ვარ ყველაფრის მიზეზი. ამის გაკეთე-
ბას გთხოვ, რადგანაც, თუ ეს მოხდება, თუ ყველაფერი გამე-
ორდება, ვეღარ ვიცოცხლებ. ეს ერთხელ უკვე გადავიტანე სა-
ლის გამო, მაგრამ მეორედ ვეღარ გადავიტან. ამიტომაც გე-
ვედრები, კლარა, რომ დამეხმარო. ჩემ გამო შეეცადე, რომ
ამოცანას თავი როგორმე გაართვა. მაღაზიაში მითხრეს, რომ
შენ სრულიად არაჩვეულებრივი ხარ. საკმაო ხანია გაკვირდე-
ბი და ვიცი, რომ ასეც არის. თუ შენ მართლაც მოინდომებ, ვინ

213
იცის, ეგებ, მართლაც რაღაც გამოგვივიდეს. ეგებ, მეც მთელი
გულით შეგიყვარო.
ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს, ორივე წინ ვიყურებო-
დით, საქარე მინაში. ჩემს მხარეს იმ შენობიდან, ფარშს თავად
რომ ამზადებდნენ, წინსაფრიანი კაცი გამოვიდა და ტროტუა-
რის დაგვა დაიწყო.
– პოლს არაფერში ვადანაშაულებ, მას თავისი ემოციები
ამოძრავებს და ამის სრული უფლება ნამდვილად აქვს. სალის
მერე თქვა, რისკზე აღარ უნდა წავიდეთ, დიდი ამბავი, თუ ჯოზი
გენმოდიფიცირებული არ იქნება, ამის გარეშეც ხომ უამრავი
ბავშვი არსებობსო. მაგრამ ჯოზის ასე ვერ მოვექეცი. მისთვის
ყველაფერი საუკეთესო მინდოდა; მინდოდა, კარგი ცხოვრება
ჰქონოდა. ჩემი ხომ გესმის, კლარა? მოკლედ, გადავწყვიტე და
აი, ჯოზი ავად გახდა, ჩემი გადაწყვეტილების გამო გახდა
ავად. ახლა ხომ გესმის, რას ვგრძნობ?
– დიახ. ძალიან სამწუხარო ამბავია.
– დამწუხრებას კი არ გთხოვ, მინდა, შეეცადო და ყველა-
ფერი იღონო. ისიც წარმოიდგინე, შენთვისაც რამდენი რამ შე-
იცვლება – შენც ისე შეგიყვარებენ, როგორც ამქვეყნად ვინმე
ძალიან უყვართ ხოლმე. ეგებ, ოდესმე სხვა კაცთანაც შევძლო
ურთიერთობის გაბმა, ვინ იცის? მაგრამ პირობას გაძლევ,
რომ ის არასდროს მეყვარება ისე, როგორც შენ მეყვარები.
შენ ჯოზი იქნები და ქვეყნად ყოველთვის ყველაზე მეტად შენ
მეყვარები. გააკეთე ეს ჩემთვის, ძალიან გთხოვ, ჩემთვის გა-
აკეთე! გახდი ჩემთვის ჩემი ჯოზის გაგრძელება! მიდი, რამე
მითხარი!
– მხოლოდ ერთი რამ არ მესმის. თუ მე ჯოზის გაგრძელება
გავხდები, თუ ახალ ჯოზიში ჩავსახლდები, ამ ყველაფერს... ამ
ყველაფერს რა უნდა ვუყოთ?
ხელები ზემოთ ავწიე და დედამ პირველად შემომხედა. ჯერ
სახეში შემომხედა, მერე ჩემს ფეხებს დახედა. მერე კი თვალი
ამარიდა და თქვა:
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ეგ მხოლოდ მასალაა.
კლარა, კიდევ რაღაც უნდა გაითვალისწინო. შეიძლება, ჩემი
სიყვარული შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ კიდევ არის

214
რაღაც. ის ბიჭი, რიკი. ვხედავ, რომ მის მიმართ გულგრილი არ
ხარ. მოიცა, ბოლომდე მათქმევინე. აი, რისი თქმა მინდა. რიკი
ჯოზის აღმერთებს, ყოველთვის აღმერთებდა. თუ შენ ჯოზის
გაგრძელება იქნები, მხოლოდ მე კი არა, რიკიც გეყოლება.
მერე რა, რომ გენმოდიფიცირებული არ არის? როგორღაც მა-
ინც მოვახერხებთ ერთად ცხოვრებას. ყველასგან და ყველაფ-
რისაგან შორს... მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, შორს ამ ყველაფ-
რისაგან – მე, შენ, რიკი და დედამისი, თუ მასაც მოუნდება
ჩვენთან ცხოვრება. ეგ ნამდვილად გამოგვივა. მაგრამ ამი-
სათვის ძალიან უნდა ეცადო, ჯოზი კიდევ უკეთ უნდა შეისწავ-
ლო, ხომ გესმის ჩემი, საყვარელო?
– დღემდე, ანუ სანამ ყველაფერს გავიგებდი, ვფიქრობდი,
რომ ჩემი ვალი ჯოზის გადარჩენა იყო. ახლა კი ვფიქრობ,
ეგებ, ეს უკეთესი გზა არის-მეთქი?
დედა ნელ-ნელა შემობრუნდა ჩემკენ, ხელები გამოიწოდა
და ჩამეხუტა. სკამებს შორის მოწყობილობა ხელს უშლიდა,
რომ მართლაც ბოლომდე ჩამხუტებოდა. მაგრამ თვალები და-
ხუჭული ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც ჯოზისთან ჩახუტები-
სას, სამსახურში წასვლამდე ერთმანეთს ნაზად რომ იკრავ-
დნენ გულში და ირწეოდნენ ხოლმე, და ვიგრძენი, მისი სიკეთე
როგორ ჩამეღვარა გულში.

***

მძღოლები, რომლებიც ხიდის ქვეშ გავლას აპირებდნენ,


ძალიან ღიზიანდებოდნენ, დედას მანქანისათვის გვერდი წვა-
ლებით რომ უნდა აევლოთ. რომ გაგვისწორდებოდნენ, ისეთი
გაბრაზებულები მიყურებდნენ, თითქოს მძღოლი ვიყავი და
არა მგზავრი, რომელიც გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებს.
თუმცა მე ახლა მძღოლები და მათი გაბრაზება ნაკლებად
მაინტერესებდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა ხდებოდა
იქ, სადაც ფარშს თვითონ ამზადებდნენ. გონება დედას სიტ-
ყვებით და მისი ალერსით რომ არ მქონოდა დატვირთული,
ეგებ დამეყოლიებინა კიდეც, შიგნით არ შესულიყო. მაგრამ

215
როგორც კი ხვევნას მორჩა, მიუხედავად მისივე ნათქვამისა,
რომ ჯოზის და მამას ერთად ყოფნა სჭირდებოდათ, უცებ ად-
გილს მოსწყდა და მანქანის კარიც მაგრად მოიჯახუნა.
წუთი წუთს მისდევდა, თანდათან ვიხსენებდი მისტერ კა-
პალდის სახლში მომხდარ დაძაბულ ეპიზოდებს და ვფიქრობ-
დი, თავხედობაში კი ჩამომერთმევა, მაგრამ, ეგებ, მაინც
სჯობდეს, მეც შევიდე, სადაც ფარშს თავად ამზადებენ, და რო-
გორმე ჯოზი სტრესული მომენტების ხელახალი გადატანისა-
გან დავაზღვიო-მეთქი. მაგრამ, ვიდრე საბოლოო გადაწყვე-
ტილებას მივიღებდი, ტროტუარზე, ჩემს ფანჯარასთან, მამა
გამოჩნდა. მანქანის კარის პულტით გაღება სცადა და, როცა
არაფერი მოხდა, ღილაკს ისევ დააჭირა თითი. ამჯერად კარის
გაღების წკაპუნი შემომესმა – ეტყობა, დედამ გადასვლისას
კარი ჩამიკეტა. ჰოდა, მამამ მანქანას შემოუარა და მძღოლის
ადგილას დაჯდა. თვალი ოდნავ შემავლო და მაშინვე წინ გა-
იხედა, ხიდის ქვეშ გასავლელი გვირაბისაკენ. მერე ხელი სა-
ჭეს დაადო და თითები აათამაშა.
– გასაოცარია, რომ დღემდე ამ მანქანით დადის. მე ავარ-
ჩევინე. გერმანული მანქანის ყიდვას აპირებდა, მაგრამ მე ეს
ვურჩიე, უფრო საიმედო არის-მეთქი. მართალიც გამოვდექი,
ამდენ ხანს გაუძლო. მე აღარა ვარ, ის კი ისევ ამ მანქანით და-
დის.
– მისტერ პოლი ინჟინერია, – ვთქვი მე, – და, ალბათ, ყო-
ველთვის სწორ რჩევებს იძლევა მანქანებთან დაკავშირებით.
– მთლად ასეც არ არის. მანქანის ძრავები ჩემი სპეციალო-
ბა არასდროს ყოფილა.
საჭეს ისევ უსვამდა ხელს, მაგრამ ამჯერად მისი ხელების
მოძრაობაში დაძაბულობა კი არა, სევდა უფრო იგრძნობოდა.
– ჯოზი და დედაც მალე გამოვლენ?
– რა? ააა, არა, არა მგონია, მალე გამოვიდნენ, – თქვა მა-
მამ და მერე დასძინა: – სინამდვილეში, კრისიმ შემომთავაზა,
სადმე წადიო. უნდა, რაც შეიძლება შორს გამიტყუოს, სანამ
ჯოზის ელაპარაკება.
ისეთი გაბრაზებული აღარ მეჩვენა, როგორც მისტერ კა-
პალდის შენობაში. ფაქტობრივად, ჩაფიქრებული უფრო იყო.

216
– სიმართლე გითხრა, კრისის გამოჩენა დიდად არც მწყე-
ნია. თუმცა, ალბათ, უნდა მწყენოდა. სინამდვილეში, მე და ჯო-
ზის ცოტა დაძაბული საუბარი გამოგვივიდა და მძიმე მდგომა-
რეობაში აღმოვჩნდი. იცი, შესაძლოა, ცოტა უდიერადაც მოგე-
ქეცი, – მითხრა და, ბოლოს და ბოლოს, შემომხედა კიდეც. –
თუ ასეა, უნდა მაპატიო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნამ-
დვილად ასეა.
– არა უშავს. ახლა უკვე კარგად მესმის, მისტერ პოლს რა-
ტომ გაუჭირდებოდა ჩემთან გულთბილად შეხვედრა.
– შენნაირებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის დამყარება
არასდროს მეხერხებოდა. ეგეც უნდა მაპატიო... არა, მართლა
არ მწყენია, კრისი რომ შემოგვივარდა, რადგანაც ჯოზი ძალი-
ან მძიმე შეკითხვებს მისვამდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა
პასუხი გამეცა. ეს ჯოზი უჭკუო გოგო სულაც არ არის.
ისევ ხიდისკენ გაიხედა და თითებიც ისევ აათამაშა საჭეზე.
– იმ ვიზიტის მერე, მინდოდა, ცოტა მოვდუნებულიყავით,
ყავა დაგველია, წაგვესაუზმებინა... არადა მეკითხება, თუ ის
კაპალდი, როგორც შენ ამბობ, ცდილობს დაგვეხმაროს, ასე
ცუდად რატომ ხარ მის მიმართ განწყობილიო.
– მერე, მისტერ პოლმა რა უპასუხა?
– ჯოზის ვერასდროს ვატყუებდი. მოკლედ, რაღაც მივკიბ-
მოვკიბე. ვიცოდი, რომ მშვენივრად ხვდებოდა, ჰოდა, კრისი
სწორედ მაგ მომენტში დაგვეცა თავს.
– როგორ გგონიათ, ჯოზი ხვდება... მაგ გეგმას ვგულის-
ხმობ... აი, მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
– არ ვიცი. შესაძლოა, ეჭვობს, მაგრამ არ უნდა, რომ სი-
მართლეს თვალებში ჩახედოს. თუმცა, სულელი სულაც არ
არის, მთელი ეს შეკითხვები, ასეთი წინააღმდეგი რატომ ხარ,
ვინმემ ჩემი პორტრეტი დახატოსო... ახლა კრისი შეეცადოს,
პასუხები თავად გასცეს.
უცებ გასაღები გადაატრიალა.
– გვითხრეს, ცოტა ხნით გადაიკარგეთო, ასე... – საათს და-
ხედა, – დაახლოებით ექვს რომ თხუთმეტი დააკლდება, მანამ-
დეო. მერე რაღაც პაემანი გვაქვს სუში-კაფეში. ყველას, რო-
გორც ვხვდები – ჯოზის, კრისის და მეზობლებს. ასე რომ, გა-

217
ჩერებულ მანქანაში ჯდომა თუ არ გინდა, შეგვიძლია, ცოტა გა-
ვისეირნოთ.
მამამ ძრავა აამუშავა, მაგრამ გზა ტრანსპორტით ისე გა-
დატვირთულიყო, რომ ადგილიდან ვერ დავიძარით. მე ღვედი
გადავიჭირე და ვიცდიდი. მერე შუქნიშანზე ფერი შეიცვალა და
მანქანებიც ნელ-ნელა ამოძრავდნენ.

***

გარშემო შუქჩრდილების ნახატები ენაცვლებოდნენ ერ-


თმანეთს, მერე კი ხიდის ქვეშ გავიარეთ და მაღალი, ყავისფე-
რი შენობებით განაშენიანებულ პროსპექტზე აღმოვჩნდით.
ტროტუარზე რაღაც მრავალკიდურებიანი და მრავალთვალე-
ბა არსება დავინახე, მერე შუაზე გაიპო და მივხვდი, რომ ორი
ადამიანი ყოფილა – მოძუნძულე და ქალი ძაღლით. ისინი ერ-
თმანეთისკენ მიეშურებოდნენ და, როცა შეიყარნენ, ერთ არ-
სებად იქცნენ. მერე მაღაზია გამოჩნდა წარწერით „ადგილზე
ან შინ წაღებით“, რომლის წინაც, ტროტუარზე, ვიღაცის და-
კარგული კეპი ეგდო.
– სადმე კონკრეტულ ადგილას წასვლა ხომ არ გინდა? –
მკითხა მამამ. – ჯოზი შენს მაღაზიას ახსენებდა, ამბობდა,
დღეს გვერდით ჩავუარეთო.
ეს რომ მითხრა, მივხვდი, რომ შესაძლებლობა მეძლე-
ოდა, და შევძახე, მგონი, ძალიან ხმამაღლა:
– უი, დიახ, დიახ! – მერე თავი ხელში ავიყვანე და უფრო
მშვიდად ვთქვი: – თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მე დი-
დი სიამოვნებით მოვინახულებდი იმ მაღაზიას.
– იმასაც ამბობდა, შეიძლება სხვაგან გადაიტანესო.
– დიახ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ასეც რომ იყოს, მაინც ძა-
ლიან გამიხარდება, თუ მისტერ პოლი იმ უბანში მიმიყვანს.
– ძალიან კარგი, დროსაც მოვკლავთ.
მომდევნო გზაჯვარედინზე მარჯვნივ რომ შეუხვია, თქვა:

218
– ძალიან მაინტერესებს, კრისი როგორ გამოდის მდგომა-
რეობიდან, რაზე ლაპარაკობენ. ეგებ, მოახერხა და თემა შეც-
ვალა.
სამანქანო მოძრაობა უფრო გახშირდა და ძალიან ნელა
მივდიოდით, სხვა მანქანების უკან. მზე დროდადრო გამოჩ-
ნდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე ძალიან დაბლა იყო და ხშირად
შენობები ეფარებოდნენ. ტროტუარები სამსახურიდან გამო-
სული ოფისის თანამშრომლებით იყო გადატვირთული; ვიღაც
კიბეზე ამძვრალ კაცს ჩავუარეთ. ის კაცი წითელ წარწერასთან
„გრილზე შემწვარი ქათამი“ რაღაცას ასწორებდა. გადასას-
ვლელები და იძულებითი ევაკუაციის ზონის ნიშნები უკან მო-
ვიტოვეთ და ვგრძნობდი, რომ ჩემს მაღაზიას ვუახლოვდებო-
დით.
– შეიძლება რაღაც გკითხო? – თქვა მამამ.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ჩემი აზრით, ჯოზი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ბოლომდე ვე-
რაფერს, მაგრამ შენზე დარწმუნებული არ ვარ. ადრე რას
ხვდებოდი? დღეს რისი გარკვევა გინდოდა? თუ არ გიჭირს,
ეგებ, ამიხსნა, საერთოდ რა იცი?
– სანამ დღეს მისტერ კაპალდის ვესტუმრებოდით, რაღა-
ცას კი ვეჭვობდი, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა, ვიზი-
ტის შემდეგ, ძალიან კარგად მესმის მისტერ პოლის გაღიზია-
ნების მიზეზი და ისიც შემიძლია გავიგო, ასე ცივად რატომ მექ-
ცეოდა.
– კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს ამისათვის. ესე იგი, ყვე-
ლაფერი აგიხსნეს და ისიც გითხრეს, შენ რა როლი გაქვს ამ
საქმეში?
– დიახ, ვფიქრობ, ყველაფერი ამიხსნეს.
– მერე, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? გგონია, მოახერხებ?
მაგ როლს კარგად შეასრულებ?
– ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, თუ
ჯოზის კიდევ უფრო კარგად დავაკვირდები, ნამდვილად შევ-
ძლებ.
– მაშინ, მოდი, ახლა სხვა რამეს გკითხავ. აი, რა მაინტე-
რესებს – ადამიანის გულისა თუ გჯერა? ცხადია, ორგანოს არ

219
ვგულისხმობ, პოეტური აზრით გეკითხები. როგორ გგონია,
ადამიანური გული არსებობს? ანუ ის, რაც თავისებურებად და
განუმეორებლებად გვაქცევს ხოლმე? და თუ დავუშვებთ, რომ
ასეთი რამ არსებობს, მაშინ როგორ გგონია, მართლაც შეძ-
ლებ ჯოზის შესწავლას? მხოლოდ მისი გარეგნული მხარეებით
რომ არ შემოიფარგლო და უფრო ღრმად ჩასწვდე? მისი გუ-
ლის შესწავლას მოახერხებ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– მაგრამ ეგ ძალიან რთული იქნება, ხომ ასეა? შენმა წარ-
მოუდგენელმა შესაძლებლობებმაც კი შეიძლება, ამას ვერ გა-
უძლოს, რადგანაც უბრალოდ როლში შესვლა, თუნდაც ძალი-
ან ოსტატურად, ცხადია, არ იკმარებს. შენ ჯოზის გულის შეს-
წავლა მოგიწევს, ძალიან ღრმად და სერიოზულად. სხვა შემ-
თხვევაში ნამდვილი ჯოზი ვერ გახდები, ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით.
ქუჩაში მიტოვებულ ხილის ყუთებთან სამგზავრო ავტობუ-
სი გაჩერდა. სანამ მამა მისთვის გვერდის ავლას ცდილობდა,
უკნიდან გაავებული სიგნალების ხმა ისმოდა, მაგრამ ის ხმა
შორიდან მოდიოდა, ასე რომ, ჩვენ არ გვეხებოდა.
– გული, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ალბათ, ჯოზის
ყველაზე რთული ნაწილია კარგად შესასწავლად, – ვუთხარი
მამას. – ალბათ, მრავალოთახიანი სახლივით არის. მაგრამ
ერთგული ხმ, თუ დრო ექნება, მაინც ყოველ კუთხე-კუნჭულს
მოივლის და იმ სახლს იქამდე შეისწავლის, სანამ მის საკუ-
თარ სახლად არ იქცევა.
მამამ დაუსიგნალა მანქანას, რომელმაც გვერდითა ქუჩი-
დან გამოუხვია და მანქანების რიგში ჩაჩხერას შეეცადა.
– ვთქვათ, რომელიმე მაგ ოთახში შეხვედი და იქ კიდევ
ერთი ოთახი აღმოაჩინე, იმის შიგნით კიდევ ერთი და ასე შემ-
დეგ, სულ უფრო მეტი და მეტი. იქნებ ასეთ პრობლემას წააწ-
ყდე ჯოზის გულის შესწავლისას? რა იქნება, თუ რამდენიც არ
უნდა იბოდიალო მაგ ოთახებში, მაინც აღმოჩნდება ისეთი,
რომელშიც ჯერ არ ყოფილხარ?
ნათქვამს დავუფიქრდი და მერე ვთქვი:

220
– დიახ, ადამიანის გული ძალიან რთული რამაა, მაგრამ
რაღაც საზღვრები მაინც ექნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასზე
პოეტურად ვსაუბრობთ, როგორც მისტერ პოლმა ბრძანა. ის,
რაც შესწავლას ექვემდებარება, სადღაც აუცილებლად სრულ-
დება. სავსებით დასაშვებია, რომ ჯოზის გული უცნაურ სახლს
ჰგავდეს, სადაც ოთახების შიგნით კიდევ ოთახებია, მაგრამ,
თუ აღმოჩნდება, რომ ეს ჯოზის გადარჩენის საუკეთესო საშუა-
ლებაა, მე მაინც ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ ყველაფერი გავა-
კეთო, რაც ჩემს ხელში იქნება. და მჯერა, რომ წარმატებას აუ-
ცილებლად მივაღწევ.
– ჰმ.
რაღაც ხანს ჩუმად მივდიოდით. მერე, როდესაც იმ შენო-
ბას ჩავუარეთ, რომელსაც „ფრჩხილების ბუტიკი“ ეწერა, და
მერე – იმ კედლების მთელ რიგს, რომლებზეც პლაკატების
ნაგლეჯები მოჩანდა, მამამ მითხრა:
– ჯოზი ამბობს, რომ შენი მაღაზია ამ რაიონშია.
შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მანქანიდან დანახული ხედი
ჯერჯერობით საერთოდ არ მეცნობოდა. მამას მივუბრუნდი და
ვუთხარი:
– მისტერ პოლი ძალიან გულწრფელად მელაპარაკა.
ეგებ, ახლა უფლება მომცეს, მეც გულწრფელად ვუთხრა რა-
ღაც?
– შეგიძლია, სრულიად თავისუფლად ილაპარაკო.
– სინამდვილეში, ამ რაიონში მოსვლა ჩემი მაღაზიის გამო
სულაც არ მითხოვია.
– მართლა?
– დღეს აქეთ რომ ჩამოვიარეთ, მაღაზიის მახლობლად
ერთი მანქანა დავინახე. იმ მანქანას რემონტის კაცები ამუშა-
ვებდნენ და გარემოს საშინლად აბინძურებდა.
– გასაგებია, მერე?
– ეგ ადვილი ასახსნელი არ იქნება, მაგრამ ძალიან მნიშ-
ვნელოვანია, მისტერ პოლმა, უბრალოდ, დამიჯეროს, რასაც
ვეტყვი. ის მანქანა უნდა გავანადგუროთ. ნამდვილი მიზეზი
იმისა, რომ აქ წამოყვანა გთხოვეთ, სწორედ ეგაა. სადღაც აქ
ახლოს უნდა იყოს, ადვილად ვიცნობთ, ზედ „ქუთინგზ“ აწე-

221
რია. სამი მილი აქვს და სამივე საშინელი გამონაბოლქვით
აბინძურებს გარემოს.
– და ახლა იმ მანქანის პოვნას აპირებ?
– დიახ. უნდა ვიპოვო და გავანადგურო.
– რადგანაც გარემოს აბინძურებს?
– საშინელი მანქანაა!
წინ გადაწეული ვიჯექი და თავს ხან მარჯვნივ ვატრიალებ-
დი და ხან მარცხნივ.
– და მაინც როგორ აპირებ მის განადგურებას?
– ზუსტად არ ვიცი. ამიტომაც მინდოდა, გულწრფელად
დაგლაპარაკებოდით. მინდა, მისტერ პოლს დახმარება ვთხო-
ვო. მისტერ პოლი საინჟინრო საქმეში ერკვევა და თანაც
ზრდასრული ადამიანია.
– იმას მეკითხები, ეგ მანქანა როგორ გავაფუჭოთ?
– მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ. მაგალითად, შეიძლება
გთხოვოთ, რომ ამ ქუჩაზე ჩაუხვიოთ?
– აქ ჩახვევა აკრძალულია, ცალმხრივი მოძრაობაა. და-
ბინძურება არც მე მომწონს, მაგრამ ეგ ძალიან შორსმიმავა-
ლი გეგმა ხომ არ არის?
– უფრო დაწვრილებით ვერაფერს აგიხსნით, მაგრამ მის-
ტერ პოლი, უბრალოდ, უნდა მენდოს. ეს ჯოზისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. მისი ჯანმრთელობისთვისაა ძალიან მნიშ-
ვნელოვანი.
– ამან ჯოზის როგორ უნდა უშველოს?
– მაპატიეთ, მაგრამ ვერ აგიხსნით. უბრალოდ, მისტერ პო-
ლი უნდა მენდოს. თუ მაგ „ქუთინგზ-მანქანას“ მივაგნებთ და
გავანადგურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზი სრულად გა-
მოჯანმრთელდება. ასეთ შემთხვევაში, მისტერ კაპალდი, ჯო-
ზის პორტრეტი და ისიც, რამდენად კარგად შევისწავლი ჯო-
ზის, სრულიად უმნიშვნელო გახდება!
მამა დაფიქრდა.
– კარგი, – თქვა ბოლოს, – ცდა ბედის მონახევრეა. ეგ რა-
ღაც ბოლოს სად ვნახეო, რას ამბობდი?
გზა განვაგრძეთ და წინ რპო-ს შენობა გამოჩნდა. ისიც და
მისი მომდევნო სახანძროკიბიანი შენობაც სწრაფად გვიახ-

222
ლოვდებოდნენ. მათ უკან მზე უკვე ჩადიოდა ჩემთვის ძალიან
ნაცნობი ნაბიჯებით. მალე მაღაზიასაც ჩავუარეთ. ისევ გამოჩ-
ნდნენ ვიტრინაში გამოდებული ფერადი ბოთლები და ჭერის
განათების რეკლამა, მაგრამ ისე ვშიშობდი, ქუთინგზ-მანქანა
არ გამომეპაროს-მეთქი, რომ მათთვის ნამდვილად არ მცხე-
ლოდა. როდესაც გადასასვლელს მივუახლოვდით, მამამ
თქვა:
– ნეტავი ვიცოდე, ამ ქუჩაზე მხოლოდ ტაქსები დადიან თუ
რა ხდება? ნახე, ნახე, გარშემო სულ ტაქსები დადიან.
– მგონი, ეს შესახვევი უნდა იყოს. ძალიან გთხოვთ, თუ შე-
საძლებელია, მანდ შეუხვიეთ.
ქუთინგზ-მანქანა იქ აღარ იყო, სადაც ადრე დავინახე. ისევ
უცნობი ქუჩების რიგი წამოვიდა და მე თვალებს აქეთ-იქით ვა-
ცეცებდი. შენობებს შორის, დროდადრო, მზე გამოანათებდა
ხოლმე და არ ვიცოდი, ამით ჩემი გამხნევება სურდა თუ, უბრა-
ლოდ, მითვალთვალებდა, რას ვაკეთებდი. როცა კიდევ ერთ
ქუჩაზე შევუხვიეთ და მანქანა არც იქ აღმოჩნდა, პანიკა ისე
მომეძალა, რომ, ეტყობა, ძალიან თვალშისაცემი გახდა, რად-
განაც მამამ უწინდელზე კეთილი ხმით მკითხა:
– შენ მართლა გჯერა, რომ ეგ ჯოზის უშველის, არა?
– დიახ, დიახ, დარწმუნებული ვარ!
მომეჩვენა, რომ ამის მერე რაღაც დიდი ცვლილება მოხდა.
მამა წინ გადაიხარა და, ჩემი არ იყოს, მანაც აქეთ-იქით ყურე-
ბა წამოიწყო.
– იმედი, ეს ოხერი, ადამიანს მოსვენებას არ აძლევს, –
თქვა და თავი ლამის გაბრაზებულმა გადააქნია, მაგრამ აშკა-
რად ვიგრძენი, რომ ახალი ძალა შეემატა. – კარგი, ესე იგი,
შენ ამბობ, რომ რაღაც ტრანსპორტია, რომელსაც საგზაო სა-
მუშაოებში იყენებენ?
– ბორბლები აქვს, მაგრამ არა მგონია, ტრანსპორტი
იყოს. თვითონ არ მოძრაობს, უნდა მიაგორო იმ ადგილას, სა-
დაც საჭიროა. ღია ყვითელი ფერისაა გვერდით „ქუთინგზ“
აწერია.
საათს დახედა.

223
– საგზაო სამუშაოები დღეს უკვე დასრულებული იქნება.
ახლა სხვაგვარად ვცადოთ ბედი.
მამამ უფრო მარჯვედ წაიყვანა მანქანა. სხვა მანქანები,
გამვლელები და მაღაზიის ვიტრინები უკან მოვიტოვეთ და უფ-
რო ვიწრო ქუჩებზე გავედით. ძალიან მოჟამული ქუჩები იყო,
უფანჯრო შენობებითა და უსასრულო კედლებით, რომლებზეც
ფერად-ფერადი წარწერები გაეკეთებინათ. დროდადრო მამა
მანქანას აჩერებდა, უკან ხევდა და მერე ძალიან ნელა მიჰყავ-
და გვერდითა ქუჩებით, მავთულის ღობეების გაყოლებაზე,
რომლების შიგნითაც სატვირთოები და ბინძური მსუბუქი მან-
ქანები იდგნენ.
– აბა, რამეს ხედავ?
თავს რომ გავაქნევდი, ისე სწრაფად დაძრავდა ხოლმე
მანქანას, მეშინოდა, მოსახვევში სახანძრო ჰიდრანტს ან შე-
ნობის კუთხეს არ დავეჯახოთ-მეთქი. ეზოს ეზოზე ვათვალიე-
რებდით და ერთხელ ერთ ეზოში შევედით კიდეც დაფერდებუ-
ლი ჭიშკრიდან, რომელსაც „შესვლა აკრძალულია“ არ ეწერა.
ეზო მანქანებითა და ყუთებით იყო სავსე. შორეულ კუთხეში
ამწესაც მოვკარით თვალი, მაგრამ ქუთინგზ-მანქანა არც იქ
დაგვხვდა. ჰოდა, იმ ეზოს წრე დავარტყით, გარეთ გამოვე-
დით. მერე მამამ იმ ჩაბნელებული ქუჩებისაკენ აიღო გეზი, სა-
დაც ასფალტი მთლად დამტვრეული იყო და მხოლოდ ერთი-
ორი მარტოხელა გამვლელი დადიოდა. იქიდან ერთ მასიურ
შენობასთან, წარწერით „სართულები ქირავდება“, ვიწრო ჩიხ-
ში შევუხვიეთ და კიდევ ერთი მავთულის ბადით შემოღობილი
ეზო დავინახეთ.
– აგერ, მისტერ პოლ, აი, ის არის, ის!
მამამ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა. მზე ჩემს მხარეს იყო
და მანქანის მინას ავეკარი, მამა კი უკან გადაჯდა, რომ უკეთ
დაენახა, რა ხდებოდა.
– ისა? მილები რომ აქვს?
– დიახ. ვიპოვეთ, ვიპოვეთ!
სანამ მამას მანქანა ნელ-ნელა უკანა სვლით მიჰყავდა, ქუ-
თინგზ-მანქანისათვის თვალი წამითაც არ მომიშორებია. ბო-
ლოს გავჩერდით.

224
– შესასვლელი ჩაკეტილია, ჭიშკარზე ჯაჭვი დაუდიათ.
თუმცა, გვერდითა შესასვლელი...
– დიახ, პატარა შესასვლელი ღიაა, ფეხით შეიძლება შეს-
ვლა.
ღვედი გავიხსენი და, ის იყო, მანქანიდან გადასვლას ვაპი-
რებდი, რომ მამამ მკლავზე წამავლო ხელი.
– მე შენს ადგილას იქ არ შევიდოდი, ვიდრე ზუსტად არ მე-
ცოდინებოდა, რა უნდა მექნა. იქაურობა მიტოვებულ ადგილს
კი ჰგავს, მაგრამ, ვინ იცის, ეგებ, სიგნალიზაცია ან ვიდეოთვა-
ლია დაყენებული. იქ დგომისას ამაზე ფიქრის დრო არ გექნე-
ბა.
– დიახ, მართალი ბრძანდებით.
– სავსებით დარწმუნებული ხარ, რომ ეგ მანქანაა?
– დიახ. აქედან კარგად ვხედავ და ეჭვი არ მეპარება, რომ
ნამდვილად ეგაა.
– და თუ წყობიდან გამოვიყვანთ, ამბობ, ეგ ჯოზის უშველი-
სო?
– დიახ.
– და ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ, შენი აზრით?
გავხედე ქუთინგზ-მანქანას, რომელიც სხვა მანქანებისა-
გან განცალკევებით, შუაგულ ეზოში იდგა. მზე სხივებს ორი მა-
ღალი შენობის სილუეტებს შორის დარჩენილი ღიობიდან
გზავნიდა. ის შენობები ეზოსთან არც ახლოს იდგნენ და არც
შორს, და იმწამს მზეს ხელს არ უშლიდნენ სხვა მანქანების კი-
დეების გაჩახჩახებაში.
– თავს ძალიან სულელად ვგრძნობ, – ვთქვი ბოლოს.
– ეგ ადვილი საქმე არ გეგონოს. თანაც იმას, რასაც შენ
აპირებ, სისხლის სამართლის კოდექსში სხვისი ქონების და-
ზიანება ჰქვია და დასჯას ექვემდებარება.
– დიახ. მაგრამ იმ მაღალი შენობების ფანჯრებიდან თუ და-
მინახავენ, ძალიან გაუხარდებათ, ეს მანქანა წყობიდან რომ
გამოვა. იმათაც იციან, რა საზარელი დანადგარია.
– შეიძლება. მაგრამ მაინც როგორ აპირებ მის განადგურე-
ბას?

225
მამა საზურგეზე გადაწოლილი იჯდა, ერთი მოდუნებული
ხელი საჭეზე ჰქონდა ჩამოსვენებული და ისეთი გრძნობა დამ-
რჩა, თითქოს უკვე იცოდა, რა უნდა მექნა, მაგრამ რატომღაც
ჯერ არ მეუბნებოდა.
– მისტერ პოლი საინჟინრო საქმის დიდი მცოდნეა, –
ვთქვი და მისკენ ბოლომდე მივტრიალდი. – იმედი მქონდა,
რომ რამეს მოიფიქრებდა.
მაგრამ მამა ისევ ჩუმად იყო და ეზოს მანქანის სარკმლი-
დან გასცქეროდა.
– იქ, კაფეში რომ ვისხედით, ჯოზის ვერ ავუხსენი, კაპალდი
ასე ძალიან რატომ მძულს, რატომ არ შემიძლია, თავაზიანად
ველაპარაკო. მაგრამ, ეგებ, შენთვის შევძლო ამის ახსნა,
კლარა? თუ, ცხადია, წინააღმდეგი არა ხარ.
თემის ასეთნაირად შეცვლა ძალიან არ მესიამოვნა, მაგ-
რამ მისი კეთილგანწყობის დაკარგვა არ მინდოდა და ამიტო-
მაც არაფერი ვუთხარი.
– ვფიქრობ, რომ კაპალდი იმიტომაც მძულს, რომ გულის
სიღრმეში ვიცი, შეიძლება, მართალიცაა. რასაც გვიმტკიცებს,
სრული სიმართლეა, მეცნიერულადაც უკვე დამტკიცებულია
და არავითარი ეჭვის საფუძველი აღარ არსებობს – ჩემს ქა-
ლიშვილში ისეთი უნიკალური რამ, რისი თანამედროვე საშუა-
ლებებით აღმოჩენა და კოპირებაც შეუძლებელია, არ არსე-
ბობს. ადამიანები, მთელი ეს დრო, საუკუნეების განმავლობა-
ში, ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთი უყვარდათ ანდა სძულ-
დათ სრულიად მცდარი წარმოდგენების საფუძველზე, რაღაც
ცრუ წარმოდგენებზე დაყრდნობით, რომლებისაც გვწამდა,
ვიდრე არ გავიგებდით, სინამდვილეში საქმე როგორაა. აი, კა-
პალდი ამას ყველაფერს ასეთნაირად უყურებს და ჩემს ერთ
ნაწილს ეშინია, რომ მართალიცაა. კრისი ჩემნაირი არ არის.
შეიძლება ჯერ თვითონაც არ იცის, მაგრამ თავს არასოდეს
არაფერში დაარწმუნებინებს. თუ ის საზარელი მომენტი დად-
გება, შენ, კლარა, რაც არ უნდა კარგად შეასრულო შენი რო-
ლი, კრისის რაც არ უნდა უნდოდეს, რომ ამან იმუშაოს, დამი-
ჯერე, რომ ამას ვერასდროს შეეგუება. კრისი ძალიან… ძალი-
ან არათანამედროვეა. რომც იცოდეს, რომ მეცნიერებისა და

226
მათემატიკის წინააღმდეგ მიდის, მაინც ვერ შეეგუება. აქამდე
ვერაფრით ვერ მივა. მე სულ სხვა საქმე ვარ. მე… შინაგანად
ის სიცივე მაქვს, რომელიც კრისის აკლია. შეიძლება იმიტომ,
რომ, როგორც შენ ამბობ, საინჟინრო საქმის დიდი მცოდნე
ვარ. აი, ამიტომაც მიჭირს, ვიყო თავაზიანი ისეთ ადამიანებ-
თან, როგორიც კაპალდია. როდესაც ისინი ამბობენ იმას, რა-
საც ამბობენ, და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, მართმევენ
იმას, რასაც ყველაფერზე მეტად ვაფასებ ამ ცხოვრებაში. გა-
საგებად ვლაპარაკობ?
– დიახ. მისტერ პოლის განცდები კარგად მესმის, – ვთქვი,
რამდენიმე წამს ჩუმად ვიჯექი და მერე დავამატე: – იქიდან,
რაც მისტერ პოლმა თქვა, გამოდის, რომ კიდევ უფრო მნიშ-
ვნელოვანი ყოფილა, მისტერ კაპალდის წინადადება არავის-
ზე არ გამოვცადოთ. თუ ჩვენ ჯოზის გამოვაჯანმრთელებთ, არც
პორტრეტს და არც იმას, რომ ჯოზი დეტალურად შევისწავლო,
მნიშვნელობა აღარ ექნება. ამიტომ ისევ და ისევ გთხოვთ, ძა-
ლიან გთხოვთ, მირჩიოთ, ეგ ქუთინგზ-მანქანა როგორ გავა-
ნადგურო. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მისტერ პოლმა იცის, რა
უნდა გავაკეთო.
– დიახ, ერთი აზრი მიტრიალებს. იმედი მქონდა, რომ უკე-
თესი აზრი დამებადებოდა, თუმცა, ამაოდ.
– მითხარით, ძალიან გთხოვთ. ნებისმიერ წამს შეიძლება
რაღაც შეიცვალოს და ეს შანსი დავკარგოთ.
– კარგი, მაშინ მომისმინე. მაგ დანადგარს შიგნით აუცი-
ლებლად ექნება სილვესტერის გენერაციის ფართო დიაპაზო-
ნის ბლოკი, საშუალო კატეგორიის ნაწარმი. ეგ საწვავის დამ-
ზოგველი საკმაოდ საიმედო ბლოკია, მაგრამ კარგად არ არის
დაცული. ეგ იმას ნიშნავს, რომ მანქანა ნებისმიერი რაოდენო-
ბის მტვერს, ბოლსა და წვიმის წყალს გაუძლებს. მაგრამ, თუ
სისტემაში მოხვდა რამე აკრილამიდის მაღალი შემცველო-
ბით, მაგალითად, ხსნარი პეგ-9, ამას ვერ მოერევა. ეგ დაახ-
ლოებით იგივეა, დიზელის ძრავაში ბენზინი რომ ჩაასხა, და
კიდევ უფრო უარესიც. თუ მაგ ხსნარს შევუშვებთ, მისი სწრაფი
პოლიმერიზაცია მოხდება, რაც დამღუპველ შედეგს გამოიღე-
ბს.

227
– ხსნარი პეგ-9.
– სწორედაც.
– მისტერ პოლმა იცის, ეგ ხსნარი სასწრაფო წესით რო-
გორ მივიღოთ?
– ცხადია. – რამდენიმე წამს ჩუმად მიყურა და მერე თქვა:
– ეგ ხსნარი შენ უნდა გქონდეს, შენს თავში უნდა იყოს, კლა-
რა.
– გასაგებია.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მანდ ჩვეულებრივ არ-
ცთუ დიდი ზომის ღრუა, კეფასთან, სადაც თავი კისერს უერ-
თდება. თუმცა, ეს ჩემი სფერო არ არის, კაპალდის ამაზე გაცი-
ლებით მეტი ეცოდინება. მაგრამ ვვარაუდობ, რომ მაგ ხსნა-
რის მცირე რაოდენობის დაკარგვა დიდი ზიანს არ მოგაყე-
ნებს.
– თუ... თუ შევძლებთ მაგ ხსნარის ჩემი თავიდან მცირე რა-
ოდენობით ამოღებას, ეყოფა, რომ ეგ მანქანა განადგურდეს?
– სიმართლე გითხრა, არც ეგაა ჩემი სფერო, მაგრამ შე-
მიძლია ვივარაუდო, რომ შენში დაახლოებით მაგ ხსნარის
500 მილილიტრია. ასეთ, საშუალო კატეგორიის, დანადგარს
მაგის ნახევარიც კი გამოიყვანს მწყობრიდან. მაგრამ მინდა
ისევ ხაზგასმით ვთქვა, რომ მაგ წინადადების მომხრე არა
ვარ. ყველაფერი, რაც შენს უნარებს დაქვეითებას უქადის, კა-
პალდის გეგმას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. კრისის ეს ძა-
ლიან არ მოეწონება.
საშინელმა შიშმა ამიტანა, მაგრამ მაინც ამოვღერღე:
– მაგრამ მისტერ პოლი სავსებით დარწმუნებულია, რომ,
თუ მაგ ხსნარს ამოვიღებთ, ქუთინგზ-მანქანა წყობიდან აუცი-
ლებლად გამოვა, არა?
– დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება.
– ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მისტერ პოლმა ეს გეგმა
არა მხოლოდ დანადგარის გასანადგურებლად შემომთავაზა,
არამედ კლარას წყობიდან გამოსაყვანადაც, რომ მისტერ კა-
პალდის გეგმას ხელი შეეშალოს?
– ეგ მეც გავიფიქრე, მაგრამ შენი განადგურება რომ მინ-
დოდეს, ამისათვის ბევრად მარტივი საშუალებებიც არსებობს.

228
ამიტომ არა, ცხადია, არა. შენ, უბრალოდ, იმედი ჩამისახე;
იმედი, რომ შენი ნათქვამი შეიძლება რეალობად იქცეს.
– ეგ ხსნარი როგორ უნდა ამოვიღოთ?
– სულ პატარა ჭრილი უნდა გაკეთდეს ყურს უკან. ნების-
მიერი ყური გამოდგება. ოღონდ რამე ბასრი დაგვჭირდება.
მხოლოდ ზედა შრე უნდა გავჭრათ. იმ შრის ქვეშ, წესით, პატა-
რა ხუფი თუ რაღაც მაგდაგვარი უნდა იყოს. იმ ხუფს თითებით
ავხსნი და მერე ისევ დავაცობ.
ამას რომ ამბობდა, თან დედას მანქანაში ხელთათმანების
განყოფილების ქექვა დაიწყო და პლასტიკის ბოთლი იპოვა.
– სითხე ამაში გადმოვღვაროთ. ეს კი, – პატარა სახრახნი-
სიც იქვე აღმოაჩინა, – იდეალური არ არის, მაგრამ გამოდგე-
ბა... თუ პირს ოდნავ ავულესავ... – გაჩუმდა და სახრახნისს სი-
ნათლეზე გახედა. – მერე, უბრალოდ, მანქანასთან უნდა მივი-
დეთ და ერთ-ერთ ღიობში სითხე ფრთხილად ჩავასხათ. ალ-
ბათ, ცენტრალურში აჯობებს, სილვესტერის ბლოკი მანდ უნდა
იყოს.
– უნარებს დავკარგავ?
– როგორც გითხარი, ზოგადი უნარები დიდად არ შეგეც-
ვლება, მაგრამ ეგ ჩემი სფერო არ არის. ჩემი აზრით, შესაძ-
ლოა, კოგნიტიური უნარები ცოტა დაგიქვეითდეს. თუმცა, შენი
ენერგიის ძირითადი წყარო მზეა და საგრძნობლად არაფერი
დაგიზიანდება.
თავის მხარეს მანქანის მინა დაუშვა და ბოთლიდან წყალი
მიწაზე გადაცალა.
– შენი ახირება იყო, კლარა, ასე რომ, თუ გინდა, შეგვიძ-
ლია მანქანა ახლავე დავქოქოთ და აქაურობას გავეცალოთ.
ჯერ კიდევ... მოიცა, ვნახო... ჰო, შეხვედრამდე ჯერ კიდევ
გვაქვს ოცი წუთი.
მავთულის ღობიდან ისევ ეზოს გავხედე და შევეცადე, შიში
როგორმე დამეძლია. ხედი მანქანიდან არც ახლა დაყოფილა
სექციებად და მზეც კვლავ ორი შენობის სილუეტებს შუა იჭყი-
ტებოდა.
– იცი, კლარა, წარმოდგენა არა მაქვს, ამ ყველაფერს რა
აზრი აქვს, მაგრამ ჯოზისთვის ყოველივე საუკეთესო მინდა

229
ზუსტად ისევე, როგორც შენ. ამიტომ ნებისმიერ შანსს ვებღაუ-
ჭები.
მისკენ მივტრიალდი, გავუღიმე და ვუთხარი:
– დიახ. მოდი, ვცადოთ.

***

სუში-ბარის ფანჯრიდან თეატრის შენობასთან დაფენილ


მოგრძო ჩრდილებს რომ გავცქეროდი, უცებ ავფორიაქდი –
ვიფიქრე, ეგებ მზე სწორედ ამწამს, ამ ფანჯარაში აფრქვევს
თავის განსაკუთრებულ დახმარებას ჩემ წინ მჯდომი ჯოზის-
თვის-მეთქი. თუმცა, ისიც მესმოდა, როგორი დაღლილი იქნე-
ბოდა ახლა, დღის მიწურულს, და რომ მისი ასეთი სწრაფი გა-
მოხმაურების მოლოდინი ცოტა არარეალურიც იყო და თავხე-
დობაც კი გამოდიოდა ჩემი მხრიდან. მაგრამ მცირედი იმედი
მაინც მიღვიოდა გულში და ამიტომ ჯოზის ძალიან ყურადღე-
ბით ვაკვირდებოდი. მალე იმ აზრსაც შევეგუე, რომ, სულ ცო-
ტა, დილამდე მაინც უნდა მომეთმინა.
ისიც მესმოდა, რომ სუში-ბარიდან თვალწინ გადაშლილი
ხედი დამტვერილი ფანჯრების გამო იყო ბუნდოვანი და არა
იმიტომ, რომ ის, რაც ეზოში მოხდა, ჩემს შესაძლებლობებზე
მნიშვნელოვნად აისახა. თეატრის შესასვლელთან მოფრია-
ლე დროშაზე ხომ მშვენივრად ვხედავდი, რაც ეწერა –
„ბრწყინვალე და გამაოგნებელი!“ – მიუხედავად იმისა, რომ
იმ დროშას ქარი ძალიან აფრიალებდა, და იმასაც ვარჩევდი,
შესასვლელთან შექუჩებულებში რომელი ადამიანი იყო
ახალმოსული და რომელი – რიგში უკვე დიდი ხნის ნადგომი.
ყოველი ახალი ადამიანის გამოჩენაზე მისალმებებიც გაისმო-
და ხოლმე და რაღაც სახუმარო ფრაზებიც. მართალია, სქელი
მინების გამო სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ ეგეც ხომ ბუნებ-
რივი იყო და სიტუაციას შეეფერებოდა.
იმას, რაც ეზოში გავაკეთეთ, დიდი დრო არ დასჭირვებია,
მაგრამ, როცა მე და მამამ ის სუში-ბარი ვიპოვეთ, ჯოზი, რიკი,
დედა და მის ჰელენი უკვე რამდენიმე წუთის დამსხდრები იყ-
ვნენ ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან. მამამ ყველას ისე

230
გულთბილად გაუღიმა, თითქოს მისტერ კაპალდისთან გამარ-
თული დაძაბული სცენები არც ყოფილა. ცოტა ხანში დედა ად-
გა, გარეთ გავიდა, ხალხს შეერია და თავისი დაფა ყურთან მი-
იდო.
მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი მამა რიკის ბლოკნოტს ათ-
ვალიერებდა და კმაყოფილების გამომხატველ ბგერებს გა-
მოსცემდა. მაგრამ მე ის მაწუხებდა, რომ ჯოზი უჩვეულოდ გა-
ყუჩებულიყო. მალე ეს ამბავი მამამაც შენიშნა.
– ხომ კარგადა ხარ, მხეცუნია?
– კი, მამიკო, ყველაფერი რიგზეა.
– კარგა ხანია, აქეთ-იქით დავიარებით, ჰოდა, ბინაში დაბ-
რუნება ხომ არ მოგინდა?
– არ დავღლილვარ, ცუდად არა ვარ, ყველაფერი რიგზეა,
მამა. უბრალოდ, მინდა, ჩემთვის ვიჯდე.
ჯოზის გვერდით მჯდომი რიკიც ცოტა შეფიქრიანებული
შეჰყურებდა თავის მეგობარს.
– მომისმინე, ჯოზი, – ლამის ყურში უთხრა რიკმა, – გინდა,
ჩემი პორციაც შენ დაგითმო? – და სტაფილოს ღვეზელი მის-
კენ მიაჩოჩა. – ენერგიას შეგმატებს.
– ენერგია არ მაკლია, რიკ. ყველაფერი რიგზეა. უბრა-
ლოდ, ასე ჯდომა მინდა, სულ ესაა.
მამამ ყურადღებით შეავლო თვალი ჯოზის, მერე კი ისევ
რიკის ბლოკნოტს ჩაუღრმავდა.
– ძალიან საინტერესოა, რიკ.
– რიკი, საყვარელო, – წამოიწყო მის ჰელენმა, – იცი, ახ-
ლა რა ვიფიქრე? რა დიდებული აზრი იყო, ეგ დიაგრამები რომ
წამოიღე. მაგრამ, ეგებ, ვენსისთვის მათი ჩვენება არ ღირდეს,
თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ მოითხოვა?
– დედა, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?
– უბრალოდ, იმიტომ ვამბობ, რომ ცოტა უადგილო არ გა-
მოვიდეს. ეს ხომ, ასე ვთქვათ, ძველი მეგობრების შემთხვევი-
თი შეხვედრა უნდა იყოს.
– დედა, შემთხვევითი შეხვედრა როგორ იქნება, როცა ასე
დეტალურად დავგეგმეთ და ქალაქში სპეციალურად მაგ მიზ-
ნით ჩამოვედით?

231
– იმას ვამბობ, საყვარელო, რომ ისე უნდა მოიქცე, თით-
ქოს შემთხვევითი შეხვედრაა, ვენსზე ეგ უფრო იმოქმედებს.
და, თუ გკითხავს, ნამუშევრები შემთხვევით თან ხომ არ გაქ-
ვსო...
– გასაგებია, დედა. ნუ ღელავ, ყველაფერს გავაკონტრო-
ლებ.
რიკი ძალიან დაძაბული მეჩვენებოდა და მინდოდა, რამით
გამემხნევებინა. მაგრამ მაგიდა გვყოფდა და მისკენ გადახრა
და ხელით ხელზე ან მხარზე შეხება არ შემეძლო. მამა კვლავ
ჯოზის მისჩერებოდა, მაგრამ ჯოზის ავადმყოფური იერი სუ-
ლაც არ ჰქონდა, უბრალოდ, ფიქრებში იყო წასული.
– დრონები ჩემი სპეციალობა არასდროს ყოფილა, – თქვა
მამამ ცოტა ხნის მერე, – მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ნამ-
დვილად შთამბეჭდავი და სახალისოა. – მერე მის ჰელენს მი-
მართა: – ვიღაც გენმოდიფიცირებულია, ვიღაც – არა, მაგრამ
ჭეშმარიტი ტალანტი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, თუ, რა
თქმა უნდა, ჩვენი სამყარო საბოლოოდ არ შეიშალა ჭკუიდან.
– თქვენ ყოველთვის მამხნევებდით და მხარს მიჭერდით,
მისტერ არტურ, – თქვა რიკმა, – ყოველთვის, რაც ამ მიმარ-
თულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე. იმას, რასაც
ახლა ხედავთ, სწორედ ის დაედო საფუძვლად, რაც თქვენ მა-
შინ მაჩვენეთ.
– ძალიან სასიამოვნო მოსასმენია შენგან, რიკ, ასეთი კე-
თილი სიტყვები, თუმცა მე ისინი ნამდვილად არ დამიმსახურე-
ბია.
ფანჯრიდან ახლა იმ ბოლო ნახატებს ვხედავდი, რომლებ-
საც მზე ჯერ კიდევ ახატავდა შავებში გამოწყობილ ქალბატო-
ნებს, ბაფთა-ჰალსტუხიან ბატონებს, ჟილეტიან კაპელდინე-
რებს, ჭრელ კოსტიუმებში გამოწყობილ წყვილებსა და ბრბო-
ში შერეულ მუსიკოსებს პატარა გიტარებით, რომელთა ინ-
სტრუმენტების ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერებიც ჩემამდე აღწევდა.
– მომისმინე, მხეცუნია, დედამ ხომ არ გითხრა რაღაც ისე-
თი, რომ შეწუხდი? ისე ჩუმად ზიხარ, ვერა გცნობ.

232
– კარგად ვარ, მამა. სატელევიზიო შოუ ხომ არა ვარ, სულ
რომ ვიციმციმო და ვიბრჭყვიალო? ზოგჯერ, უბრალოდ ასე,
ჩემთვის ჯდომა მინდება ხოლმე.
– ძალიან გვაკლიხართ, პოლ, თავადაც მოგეხსენებათ, –
თქვა მის ჰელენმა. – რამდენი გავიდა უკვე, მგონი, ოთხი წე-
ლი, არა? უყურეთ, ხალხი სულ ემატება და ემატება. შიგნით
შეშვება აღარ უნდა დაიწყონ? კიდევ კარგი, აქ ტრანსპორტს
არ უშვებენ. კრისი სადღა გაქრა? ისევ გარეთაა?
– ვხედავ, დედა. ისევ ტელეფონით ლაპარაკობს.
– ძალიან მიხარია, დღეს ჩვენთან ერთად რომ არის. მას-
თან ერთად ყოველთვის მშვიდად ვარ ხოლმე. შესანიშნავი მე-
გობრობა იცის. ყველას მადლობელი ვარ, აქ რომ ხართ და მე
და რიკს მხარს გვიჭერთ. – მის ჰელენმა მაგიდას თვალი მო-
ავლო და მომეჩვენა, რომ ჩემზე განსაკუთრებით შეაჩერა მზე-
რა. – ძალიან ვღელავ, მართალი გითხრათ. საცაა ჩვენი შეხ-
ვედრის დროც დადგება. მხოლოდ რიკის გამო აღარ ვღელავ,
ამაშიც უნდა გამოვტყდე. ნეტავი, თქვენთვის თუ მითქვამს,
პოლ, რომ მე და იმ ადამიანს, რომელსაც უნდა შევხვდეთ,
ერთ დროს დიდი გრძნობა გვაკავშირებდა? შაბათ-კვირის ეპი-
ზოდი ან რამდენიმეთვიანი კავშირი კი არ იყო, წლები და წლე-
ბი...
– დედა, ძალიან გთხოვ...
– თქვენ, პოლ, მასთან გასაუბრების საშუალება თუ მოგე-
ცემათ, მაშინვე მიხვდებით, რომ რაღაც საერთო გაქვთ. მაგა-
ლითად, ისიც ფაშიზმითაა გატაცებული. ყოველთვის ასე იყო,
თუმცა მე ვცდილობდი, ამაზე თვალი დამეხუჭა.
– დედა, თუ ღმერთი გწამს...
– ერთი წუთით, ჰელენ! იმის თქმა გინდათ, რომ მე...
– მხოლოდ იმის გამო, რასაც ახლა ამბობდით, პოლ. აი, იმ
თქვენს საზოგადოებაზე.
– არა, ჰელენ, ამას ასე ვერ დავტოვებ, ვერ წავუყრუებ, მით
უმეტეს, ბავშვების წინაშე. მე რასაც ვამბობდი, ფაშიზმთან რა
საერთო აქვს? ჩვენ აგრესიულები კი არა ვართ, უბრალოდ, სა-
ჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვას ვგეგმავთ. იქ, სადაც
თქვენ ცხოვრობთ, ჰელენ, ჯერჯერობით საწუხარი არაფერი

233
გაქვთ და მინდა, მჯეროდეს, დიდხანს არც გექნებათ. მაგრამ
სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი სხვაგვარადაა.
– მაშინ რატომ არ მოდიხარ მაგ ადგილიდან, მამა? რატომ
უნდა ცხოვრობდე ისეთ ადგილას, სადაც ბანდიტები და იარა-
ღია?
მამას აშკარად გაუხარდა, ჯოზი საუბარში რომ ჩაერია.
– იმიტომ, რომ იქ ჩემი საზოგადოებაა, ჯოზი. იქ არც ისე
ცუდადაა საქმე, როგორც ზოგიერთს ჰგონია. იმ საზოგადოე-
ბაში ცხოვრება მომწონს. მე და რამდენიმე არაჩვეულებრივი
ადამიანი საერთო ცხოვრებითა და ინტერესებით ვცხოვრობთ
და მათმა უმეტესობამ იგივე გადაიტანა, რაც მე. ახლა უკვე
ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, რომ უამრავი საშუალება არ-
სებობს, ადამიანმა ღირსეულად და სავსე ცხოვრებით იცხოვ-
როს.
– იმის თქმა გინდა, მამიკო, რომ სამსახურის დაკარგვა გი-
ხარია?
– მრავალი თვალსაზრისით, მართლაც მიხარია, ჯოზი. თა-
ნაც სამსახურის დაკარგვა მთლად ზუსტი ნათქვამი არ არის.
ეგ ყველაფერი ცვლილებების ნაწილი იყო. ყველას მოუწია
ახალი საშუალებების გამოძებნა ცხოვრების გასაგრძელებ-
ლად.
– გთხოვთ, მაპატიოთ, პოლ, თქვენ და თქვენი ახალი მე-
გობრები ფაშისტებად რომ მოგიხსენიეთ, – თქვა მის ჰელენ-
მა. – ამის გაკეთება ნამდვილად არ მმართებდა. უბრალოდ,
თავად რომ ამბობდით, ჩვენ ყველა თეთრკანიანები და ყოფი-
ლი პროფესიული ელიტის წევრები ვართო... დიახ, ზუსტად ასე
თქვით. და კიდევ ისიც ბრძანეთ, რომ სხვა კატეგორიების წი-
ნააღმდეგ საფუძვლიანად შეიარაღებამ მოგიწიათ. დამეთან-
ხმებით, ეგ გამონათქვამები ცოტა ფაშისტურად ჟღერს...
– არა, ჰელენ, კატეგორიულად არ გეთანხმებით! ჯოზიმ
იცის, რომ ეს ეგრე არ არის, მაგრამ მაინც არ მომწონს, თქვენ-
გან ასეთი რამეები რომ ესმის. და არც ის მომწონს, რიკსაც
რომ ესმის. ეს უბრალოდ სიცრუეა. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვ-
რობთ, სხვადასხვა კატეგორიის ხალხია, არ უარვყოფ. ეს მე
არ დამიდგენია. ადამიანები მაგ კატეგორიებად ბუნებრივად

234
დაიყვნენ, ეგ არის და ეგ. და, თუ რომელიმე სხვა კატეგორია
ჩვენს საზოგადოებას უპატივცემულოდ მოეპყრობა, უნდა იცო-
დეს, რომ ჩვენთან შერკინება მოუწევს.
– დედა დღეს ძალიან არეულია, – თქვა რიკმა. – ალბათ,
იმიტომ, რომ ძალიან ღელავს. ამიტომ უნდა აპატიოთ.
– ნუ ღელავ, რიკ. დედაშენს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და
ძალიანაც მიყვარს.
– ვენსი ჰქვია, – თქვა მის ჰელენმა. – დღეს რომ უნდა შევ-
ხვდეთ, იმ კაცს ვენსი ჰქვია. მე და რიკი თქვენი ყველას მად-
ლობლები ვართ, ჩვენთან ერთად რომ ხართ და მორალურ
მხარდაჭერას რომ გვიწევთ. მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ უნდა
დავადგათ საქმეს თავი. უნდა გითხრათ, პოლ, რომ ერთ დროს
ვენსი ჩემზე ჭკუას კარგავდა. რიკ, საყვარელო, გთხოვ, ასეთი
სახით ნუ მიყურებ. რიკი ვენსს არ იცნობს, ეგ ყველაფერი რი-
კამდე იყო. თუმცა, ერთხელ კი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ
ეგ არ ითვლება. თქვენ, პოლ, მას რომ ნახავთ, გაგიკვირდე-
ბათ, ნეტავი, ამ კაცში რა ნახეო, მეტყვით. მაგრამ გარწმუ-
ნებთ, ადრე თქვენზე ლამაზიც კი იყო. უცნაურია, მაგრამ რაც
მეტ წარმატებას აღწევდა ცხოვრებაში, მით უფრო აკლდებო-
და სილამაზე. ახლა მდიდარი და გავლენიანი კაცია, მაგრამ
საზარლად გამოიყურება. და მაინც, მე, რა თქმა უნდა, შევეც-
დები, მის დანაოჭებულ სახეში ის ძველი მზეჭაბუკი დავინახო.
საინტერესოა, ნეტავი, ისიც თუ შეეცდება, ასე შემომხედოს.
– გარეთ რა ხდება, მხეცუნია? დედაშენს ხედავ?
– ისევ ტელეფონით ლაპარაკობს.
– ისე ვატყობ, ჩემზე ჯერ კიდევ ძალიან ბრაზობს და, სანამ
აქ ვზივარ, შიგნით არ შემოვა.
შეიძლება მამას იმედი ჰქონდა, რომ ვინმე შეეწინააღმდე-
გებოდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მის ჰელენმა წარბებიც
კი აქაჩა და ოდნავ ჩაიცინა.
– მგონი, უკვე დროა, რიკ, – თქვა ბოლოს. – წესით უკვე
უნდა გავიდეთ, საყვარელო.
ეს რომ თქვა, შიშმა მომიცვა: დარწმუნებული აღარ ვიყავი,
რომ ის, რაც ეზოში მოხდა, უცხო ტერიტორიაზე მოხვედრის-

235
თანავე თვალსაჩინო ნაყოფს არ გამოიღებდა და წუთი-წუთზე
ცვლილებებს ყველა არ შენიშნავდა.
– საინტერესოა, – განაგრძო მის ჰელენმა, – როდესაც
ვენსმა თეატრთან შეხვედრა შემომთავაზა, განა არ იცოდა,
რომ სპექტაკლის დაწყებამდე აქ დიდი ხალხმრავლობა იქნე-
ბოდა? უნდა გავიდეთ. შეიძლება ცოტა ადრეც მოვიდეს და ამ-
დენ ხალხში დაიბნევა.
რიკმა ჯოზის ხელი მხარზე დაადო და ჩუმად ჰკითხა:
– დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა, ჯოზი?
– გეფიცები, კარგად ვარ, რიკ. ასე რომ, წადი და შენს საქ-
მეს მიხედე, ახლა მხოლოდ ეგ მაღელვებს.
– კარგი ნათქვამია, – თქვა მამამ. – არ დაივიწყო, რომ ძა-
ლიან ნიჭიერი ხარ. კეთილი, მგონი დროა, ყველანი დავიძ-
რათ.
მამა წამოდგა და მე უფრო ყურადღებით დამაკვირდა, ვიდ-
რე ჩვეულებრივ დამაკვირდებოდა. მაშინვე ავფორიაქდი,
სხვებმა არ შენიშნონ, რომ რაღაც ისე არ არის-მეთქი; თუმცა
ჭრილობა თმით კარგად მქონდა შენიღბული. მამამ მზერა ახ-
ლა ჯოზიზე გადაიტანა.
– მხეცუნია, შენი უკან დაბრუნების დროა. წამო, დედა ვი-
პოვოთ.

***

სუში-ბარიდან რომ გამოვედით, მზე იმდღევანდელი დღის


ბოლო შტრიხებს ხატავდა და იმის იმედი, რომ ჩასვლამდე
დარჩენილ მოკლე დროში განსაკუთრებულ დახმარებას გა-
მოუგზავნიდა ჯოზის, საბოლოოდ გადამეწურა. ახლა უკვე ყო-
ველგვარი შეფერხების გარეშე მესმოდა თეატრთან თავშეყ-
რილი ადამიანებისა და მუსიკის ხმა და ისიც შევნიშნე, რომ
თეატრის შესასვლელის წინ მდგარი ლამპიონი თანდათან სი-
ნათლის მთავარი წყარო ხდებოდა. ერთი პირობა მეგონა, თე-
ატრის ადამიანებმა წინასწარ მოილაპარაკეს და ლამპიონთან
წრიულად განლაგდნენ-მეთქი, მაგრამ მერე ფიგურა დაიშალა

236
და დავინახე, რომ ბრბო ფორმას სრულიად უსისტემოდ იც-
ვლიდა.
ბრბოსაკენ მიმავალი მამა და მის ჰელენი რამდენიმე ნაბი-
ჯით მისწრებდნენ, რიკი და ჯოზი კი თითქმის ფეხდაფეხ მომ-
ყვებოდნენ, ასე რომ, უეცრად შეჩერება რომ დამჭირვებოდა,
აუცილებლად დამეჯახებოდნენ. გავიგონე, ჯოზიმ რომ თქვა:
– არა, რიკ, მოგვიანებით აგიხსნი. ხომ იცი, რაღაც დღეებ-
ში დედა უცნაურად იქცევა ხოლმე. ჯერჯერობით მხოლოდ
ამას გეტყვი.
– მაგრამ რა თქვა, რა ხდებაო?
– მომისმინე, რიკი, ახლა მთავარი ეგ არ არის; მთავარი
თქვენი იმ ვიღაცასთან შეხვედრაა და შენ როგორ მოიქცევი.
– მაგრამ ვხედავ, რომ მოშლილი ხარ...
– არა, რიკ, სულაც არა ვარ მოშლილი, მაგრამ აუცილებ-
ლად მოვიშლები, თუ შენ ყოველ ღონეს არ იხმარ და იმ ადა-
მიანთან თავს სწორად არ წარმოაჩენ! მთავარი სწორედ ეგ
არის ახლა. შენთვისაც მთავარია და ჩვენთვისაც.
ვფიქრობდი, თეატრის ადამიანებს მინის ბარიერის გარეშე
უკეთ დავინახავ-მეთქი, მაგრამ ახლა მათ შორის ვიყავი და მა-
თი სხეულები უფრო გამარტივებული მეჩვენებოდა: თითქოს
გლუვი მუყაოს კონუსებისა და ცილინდრებისაგან იყვნენ გაკე-
თებულები. მათ სამოსელს, მაგალითად, საერთოდ არ ჰქონდა
ის ნაოჭები თუ ნაკეცები, რომლებიც ჩვეულებრივ აქვს ხოლმე
ტანსაცმელს; ლამპიონის შუქზე მათი სახეებიც კი თითქოს ერ-
თმანეთთან შეწებებული ბრტყელი ფრაგმენტებისაგან ისე
იყო შეკოწიწებული, რომ რაღაც კონტურების შთაბეჭდილება
დაეტოვებინათ.
ისეთ ადგილამდე მივაღწიეთ, სადაც ყოველი მხრიდან
ხმაური ისმოდა. ერთი პირობა გავჩერდი და ხელი უკანაც კი
გავიშვირე, რომ ჯოზისთვის ჩამეკიდებინა, მაგრამ ჯოზი უკან
არ დამხვდა. მისი ხმა კი გავიგონე, რიკს რომ ეუბნებოდა, აი,
დედაჩემი იქით არის, ვერ ხედავო, და ხმაზე მოვტრიალდი კი-
დეც, მაგრამ ვერც ჯოზი დავინახე და ვერც რიკი; მათ ნაცვლად
ვიღაცის გლუვი შუბლი პირდაპირ ჩემკენ მოიწევდა. მერე ვი-
ღაცამ ზურგში წამკრა... არა, ბოროტად კი არა, უფრო შემ-

237
თხვევით, და მამას ხმაც გავიგონე. რომ შემოვბრუნდი, მამა
და მის ჰელენი დავინახე, ვიღაც უცნობის იდაყვთან იდგნენ და
მამა ამბობდა:
– ამის თქმა ბავშვების თანდასწრებით არ მინდოდა, ჰე-
ლენ. ფაშისტს კი მეძახით და ჯანდაბას, რაც გინდათ, ის დამი-
ძახეთ, მაგრამ სრულიად არა ვარ დარწმუნებული, რომ იქ, სა-
დაც ამჟამად ცხოვრობთ, სულ ასეთი სიმშვიდე იქნება. არ გა-
გიგიათ, გასულ კვირას ამ ქალაქში რა მოხდა? იმას არ ვამ-
ბობ, რომ ამწუთას უკვე საფრთხე გელით, მაგრამ ადამიანმა
წინასწარ უნდა იფიქროს ყველაფერზე. კრისის ამას რომ ვეუბ-
ნები, უბრალოდ, მხრებს იჩეჩს, მაგრამ თქვენ მაინც იფიქრეთ.
თქვენს თავზეც იფიქრეთ და რიკზეც.
– სწორედაც წინასწარ ვფიქრობ, პოლ. აბა, თქვენი აზრით,
დღეს აქ რა მინდა? როგორ გგონიათ, რატომ ვაცეცებ თვა-
ლებს აქეთ-იქით, იმ ჩემმა ყოფილმა საყვარელმა, დიდი ხნის
წინანდელმა საყვარელმა რომ არ გამასწროს? სწორედაც წი-
ნასწარ ვფიქრობ და ვგეგმავ ყველაფერს. და, თუ სწორად
ვგეგმავ, რიკი მალე სხვა ადგილას აღმოჩნდება. იმედია, ეს ის
საზოგადოება არ იქნება, რომელმაც თავის გარშემო ბარიკა-
დები აღმართა და იარაღდება. მე რიკისთვის წარმატებული
ცხოვრება მინდა, სწორედ მაგიტომაც მჭირდება ვენსის დახმა-
რება. ნეტავი, სად არის? ნუთუ თეატრი აერია?
– რიკი მშვენიერი ყმაწვილი დადგა. იმედია, გზას გაიკა-
ფავს იმ კოშმარში, რომელიც მისმა თაობამ ჩვენგან მემკვიდ-
რეობით მიიღო. მაგრამ, თუ თქვენი ან მისი საქმე ცუდად წავა,
აუცილებლად დამიკავშირდით. ორივესთვის მოვიძიებ ად-
გილს ჩემს საზოგადოებაში.
– ძალიან კეთილი ბრძანდებით, პოლ, და კიდევ ერთხელ
გთხოვთ პატიებას, უხეშად რომ მოგექეცით. ალბათ, გაგიკ-
ვირდებათ, მაგრამ სულაც არ მაბრაზებს ის ვითარება, რო-
მელშიც აღმოვჩნდით. თუ ერთი მოზარდი მეორეზე ნიჭიერია,
სწორედაც სამართლიანი უნდა იყოს, რომ წინსვლის შესაძ-
ლებლობა სწორედ მას მიეცეს. მაგრამ პასუხისმგებლობაც მე-
ტი დაეკისრება და ეგეც სწორია. ერთადერთი იმას არ ვეთან-
ხმები, რომ რიკს ნორმალურ პირობებში ცხოვრების შანსს არ

238
აძლევენ. ამ სისასტიკეს ვერ ვეგუები. რიკი გენმოდიფიცირე-
ბული არ არის, მაგრამ შეუძლია, წინ წავიდეს და დიდ წარმა-
ტებას მიაღწიოს.
– რიკს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. უბრალოდ, იმას
ვამბობ, რომ წარმატების მიღწევის სხვა გზებიც არსებობს.
გარშემო უამრავი სახე ირეოდა, მაგრამ ერთი ახალიც გა-
მოჩნდა და ისე გამალებით მიახლოვდებოდა, ლამის ჩემს სა-
ხეს შეეხო. მხოლოდ მაშინღა ვიცანი რიკი და გაოცების შეძა-
ხილიც კი დამცდა.
– კლარა, ხომ არ იცი, ჯოზის რა სჭირს? – მკითხა რიკმა. –
რამე მოხდა?
– არ ვიცი, დედას რაზე ელაპარაკა, მაგრამ მე ერთი კარგი
ახალი ამბავი მაქვს. ის საქმე, რომელიც მისტერ მაკბეინის
ფარდულში დავივალე, როცა იქ მიმიყვანე, უკვე შესრულებუ-
ლია. მაგ საქმის დასრულება ძალიან მინდოდა, მაგრამ დიდ-
ხანს არ ვიცოდი, როგორ დამესრულებინა. ჰო, რიკ, ეგ საქმე
დასრულდა!
– რა მაგარია! მართალია, მაინც ვერ ვხვდები, რას გულის-
ხმობ, მაგრამ მიხარია.
– ჯერჯერობით ვერ აგიხსნი. რაღაცის გაცემა დამჭირდა,
მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ, ახლა იმედი გაგვიჩნდა.
ახალი კონუსები და ცილინდრები – უფრო სწორად ის, რაც
მათ ფრაგმენტებს ჰგავდა – ყველა ცარიელ ადგილს იკავებ-
დნენ გარშემო. მერე ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც რიკის
ჩაენაცვლა, ჯოზი აღმოჩნდა. როგორც კი ვიცანი, ბევრად უკეთ
დავინახე და მერე უკვე მისი ხატის გონებაში შენარჩუნება აღა-
რც გამჭირვებია.
– მომისმინე, კლარა, ეს სინდია. სინდი ის ოფიციანტია,
რომელიც ჩვენს მაგიდას ემსახურებოდა.
შენი მაღაზიის ამბავი იცის.
მკლავზე შეხება ვიგრძენი და მერე ხმაც გავიგონე:
– იცი, შენს მაღაზიაზე პირდაპირ შეყვარებული ვიყავი!
ხმაზე რომ მივტრიალდი, ორი გრძელი მილი დავინახე. ზე-
და მილი ქვედაში იყო ჩამონტაჟებული და ოდნავ ჩემკენ იხრე-
ბოდა. როცა გავიღიმე და მილებს მივესალმე, მათ განაგრძეს:

239
– შენს პატრონსაც ვეუბნებოდი. გასულ შაბათ-კვირას ჩა-
ვუარე და ვნახე, რომ ახლა იქ ავეჯი და ეგეთი რამეებია. მო-
მისმინე, იცი, ზუსტად მახსოვს, რომ იმ მაღაზიის ვიტრინაში
გნახე!
– კლარას აინტერესებს, მისი მაღაზია სად გადავიდა. შენ
ხომ არ იცი, სინდი?
– მმმ... დარწმუნებული არა ვარ, რომ სხვაგან გადავიდა.
ვიღაცამ ხელზე მომქაჩა, მაგრამ ჩემ წინ იმდენი ფრაგმენ-
ტი იყო, რომ ერთიანი მყარი კედელი შემიქმნეს. ისიც კი ვიეჭ-
ვე, რომ ამ ფორმათაგან ყველა სამგანზომილებიანი არ იყო,
სიბრტყეზე იყო ასახული, მაგრამ შუქჩრდილების ოსტატური
განლაგებით აესახათ და ამიტომ სიღრმისა და სიმრგვალის
შთაბეჭდილებას ტოვებდა. მერე მივხვდი, რომ ის გამოსახუ-
ლება, რომელიც გვერდით მედგა და ხელზე მექაჩებოდა, დე-
და იყო. დედა ლამის პირდაპირ ყურში მეუბნებოდა:
– კლარა, დღეს ძალიან ბევრი რამ ითქვა, ვიცი. ჩვენს საუ-
ბარს ვგულისხმობ, მანქანაში. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ერ-
თდროულად სამ თუ ოთხ რაღაცაზე ვფიქრობდი... იმის თქმა
მინდა, რომ ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამ ყველაფერს,
რაც გითხარი. ჩემი ხომ გესმის?
– ანუ იმას გულისხმობთ, მანქანაში მხოლოდ ორნი რომ
ვიყავით და ხიდთან რომ ვიდექით?
– ჰო, ზუსტად მაგას. ისე არ გაიგო, თითქოს რაიმეზე უკან
ვიხევთ, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ იცოდე, კარგი? ღმერ-
თო ჩემო, როგორ ჩაიხლართა ყველაფერი და პოლიც საერ-
თოდ არ მეხმარება. ერთი უყურე, რა! ნეტა ახლა რას უჩიჩი-
ნებს?
ჩვენგან არცთუ ძალიან შორს, მამა ჯოზისკენ დახრილიყო
და რაღაცაზე ძალიან სერიოზულად ელაპარაკებოდა.
– ბოლო დროს იმდენ სისულელეს გაიძახის, – თქვა დედამ
და, ის იყო, მათკენ წასვლა დააპირა, რომ საიდანღაც ხელი გა-
მოძვრა და მაჯაზე ჩააფრინდა.
– კრისი, – თქვა მის ჰელენის ხმამ, – ერთი წუთით კიდევ
აცალე მარტო ყოფნა. ახლა ხომ იმდენ დროს ვეღარ ატარებენ
ერთად.

240
– დღეს პოლმა თავისი წილი სიბრძნე უკვე ბლომად მოგ-
ვახვია თავს, – თქვა დედამ. – ახლა კი... უყურე, ჩხუბობენ კი-
დეც.
– არ ჩხუბობენ, კრისი, გარწმუნებ. წყნარად საუბრის სა-
შუალება მიეცი.
– ჰელენ, შენი სახით სიტუაციის ინტერპრეტატორი ნამ-
დვილად არ მჭირდება; ჯერ კიდევ მშვენივრად ვიცნობ ჩემს
შვილსაც და ქმარსაც.
– ყოფილ ქმარს, კრისი. ჰოდა, ყოფილები ხშირად ამოუც-
ნობები ხდებიან ხოლმე, ამაში სწორედ ახლა დავრწმუნდი.
ვენსი იფიცებოდა, არ დავიგვიანებო, მაგრამ აჰა! ჩვენ, თქვენ-
გან განსხვავებით, დაქორწინებულები არ ვყოფილვართ და
ამიტომ სიმწარესაც განსხვავებულად ვგრძნობ, მაგრამ ხელ-
წამოსაკრავი არც ჩვენი ურთიერთობა ყოფილა. ბოლოს
თოთხმეტი წლის წინ ვნახე და ისიც სრულიად შემთხვევით და
გაკვრით. ნუთუ ერთმანეთი ვერ ვიცანით ამ ბრბოში?
– გული არ გწყდება, ჰელენ? – ჰკითხა უცებ დედამ. – გული
არ გწყდება, რომ რიკს გენმოდიფიცირება არ ჩაუტარე?
მის ჰელენი კიდევ რამდენიმე წამს იყურებოდა ჯოზისა და
მამასკენ, მერე კი თქვა:
– კი. გულწრფელად რომ გითხრა, კრისი, ნამდვილად
მწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ვნახე, თქვენ ეს რად დაგიჯ-
დათ. ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ მისთვის ყველაფერი არ გავა-
კეთე. ისიც კი მეჩვენება, რომ წესიერად არც კი მოვიფიქრე ეგ
ამბავი, შენგან და პოლისგან განსხვავებით. ღრუბლებში დავ-
ფრინავდი და ეგ მომენტი ხელიდან გავუშვი. ალბათ, ყველაზე
მეტად გული ამაზე მწყდება. ეტყობა, საკმარისად არ მიყვარ-
და, რომ პასუხისმგებლობა ამეღო და სწორი გადაწყვეტილება
მიმეღო, როგორი შედეგიც არ უნდა მოეტანა იმ გადაწყვეტი-
ლებას.
– არა უშავს, – უთხრა დედამ და ხელი ალერსიანად და-
ადო მხარზე. – ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ არა უშავს.
– ახლა კი ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია; ყველა-
ფერს, ოღონდ კი ის ჩემი ყოფილი საყვარელი გამოჩნდეს! უი!
აი, ვენსიც! ვენს! ვენს! მაპატიე, კრისი...

241
– პეტიციაზე ხელს ხომ არ მოგვიწერთ?
დედას წინაშე აღმოცენებულ კაცს შავი თმის ფონზე სახე
თეთრი საღებავით ჰქონდა შეღებილი. დედამ ისეთნაირად
დაიხია უკან, თითქოს ეშინოდა, იმ საღებავით თვითონაც არ
დასვრილიყო.
– რა პეტიციაზე?
– ოქსფორდ-ბილდინგის დაცლის წინადადებას ვაპრო-
ტესტებთ. იქ, ამჟამად, ოთხას ოცდასამი უმუშევრად დარჩენი-
ლი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მათ შო-
რის, ოთხმოცდაექვსი ბავშვია. არც „ლექსდელმა“ და არც ქა-
ლაქმა მათი დისლოკაციის არანაირი გეგმა არ წარმოადგინა.
იმ შავ-თეთრმა კაცმა დედას კიდევ რა უთხრა, ვეღარ გავი-
გონე, რადგანაც მამა მოგვიახლოვდა, დედას ცხვირწინ აეტუ-
ზა და უთხრა:
– კრისი, რა ჯანდაბა შეიტყო ჩვენმა შვილმა შენგან, ეს
ოხერი? – ხმადაბლა კი ეუბნებოდა, მაგრამ ტონი ძალიან გა-
ღიზიანებული ჰქონდა. – ძალიან უცნაურად იქცევა. შენ რა,
რამე აუხსენი?
– არა, პოლ, არა! – დედას ხმაში მისთვის უჩვეულო შიში
გაეპარა. – ყოველ შემთხვევაში... ყველაფერი არა.
– მაინც, რა უთხარი?
– უბრალოდ, პორტრეტზე ვილაპარაკეთ, სულ ეგ იყო. ყვე-
ლაფერს ხომ ვერ დავუმალავთ. იმდენ რამეს ეჭვობს, რომ
სულ არაფერი რომ არ მეთქვა, მის ნდობას დავკარგავდით.
– პორტრეტზე უთხარი რამე?
– მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ნახატი კი არა, ქანდაკება იქ-
ნება-მეთქი. სალის თოჯინა ახსოვს, ბუნებრივია...
– ღმერთო ჩემო! მეგონა, მოვილაპარაკეთ...
– ჯოზი პატარა ბავშვი აღარ არის, პოლ, რაღაც-რაღაცებს
თავადაც ხვდება. სწორია, როცა ჩვენგან გულწრფელობას მო-
ელის...
– რიკ! – მის ჰელენის ხმა ვიცანი ჩემს ზურგს უკან. – რიკ,
აქეთ მოდი! ვენსი აქაა, ვიპოვე! მოდი, მოდი, მიესალმე! აჰ,
კრისი, მინდა ვენსი გაგაცნო, ჩემი ძვირფასი ძველი მეგობა-
რი!

242
მისტერ ვენსს მაღალი ხარისხის საოფისე კოსტიუმი, ბო-
ლომდე შეკრული თეთრი პერანგი და ცისფერი ჰალსტუხი ამ-
შვენებდა. ისიც მისტერ კაპალდივით მელოტი იყო და მის ჰე-
ლენზე დაბალი აღმოჩნდა. დაბნეული, თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა.
– სალამი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – უთხრა დედას.
მერე მის ჰელენს მიუბრუნდა: – აქ რა ხდება? ყველა ეს ადა-
მიანი სპექტაკლზე მიდის?
– მე და რიკი აქ გელოდებოდით, როგორც გვითხარი. რო-
გორ მიხარია, ისევ რომ გხედავ, ვენს! საერთოდ არ შეც-
ვლილხარ.
– შენც მშვენივრად გამოიყურები, ჰელენ... მაგრამ გამაგე-
ბინე, აქ რა ხდება? შენი ვაჟი სად არის?
– აი, იქ არის! რიკ!
ახლა უკვე რიკსაც ვხედავდი. ცოტა მოშორებით იდგა და
ხელი აგვიწია. მერე ფრაგმენტებში გზის ჩვენკენ გამოკვლევა
იწყო. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მისტერ ვენსმა, რომელიც სწო-
რი მიმართულებით იყურებოდა, რიკი დაინახა თუ არა, მაგრამ
სწორედ იმ მომენტში თეატრის ჟილეტში გამოწყობილი თა-
ნამშრომელი მისტერ ვენსსა და მისკენ მომავალ რიკს შუაში
ჩაეჩხირა.
– სპექტაკლის ბილეთი უკვე შეიძინეთ? და, თუ უკვე შეიძი-
ნეთ, უკეთეს ადგილებში გადაცვლა ხომ არ გნებავთ?
მისტერ ვენსი გაოგნებული შეჰყურებდა მას და არაფერს
ამბობდა. ამასობაში რიკმა თეატრის თანამშრომელს გვერდი
აუარა და მისტერ ვენსმაც ხმა ამოიღო:
– ოოო, ეს არის შენი ვაჟი? არაჩვეულებრივად გამოიყურე-
ბა.
– გმადლობთ, ვენს, – მშვიდად უპასუხა მის ჰელენმა.
– სალამი, სერ! – თქვა რიკმა და ზუსტად ისე გაიღიმა, უფ-
როსებს რომ უღიმოდა ჯოზის სოციალიზაციის შეხვედრაზე.
– გამარჯობა, რიკ! მე ვენსი ვარ, შენი დედიკოს დიდი, დი-
დი ხნის მეგობარი. შენზე ბევრი რამ მსმენია.
– ძალიან დიდი სიკეთე იყო თქვენი მხრიდან, ჩვენთან შეხ-
ვედრას რომ დათანხმდით, სერ!

243
– აი, სად ყოფილხარ!
ჩემ წინ სივრცე უცებ ჯოზიმ შეავსო. გვერდით თვრამეტი
წლის გოგონა ედგა. როგორც მივხვდი, სინდი იყო, ოფიციან-
ტი, რომელიც ახლა ნაკლებად მარტივად გამოიყურებოდა.
– ჰო, არა მგონია, რომ შენი მაღაზია სხვაგან გადავიდა, –
თქვა სინდიმ, – მაგრამ „დალენსიზში“ ახალი მაღაზია გაიხსნა
და შეიძლება ზოგი ხმ ძველი მაღაზიიდან იქ გადაიყვანეს.
– უკაცრავად, – თქვა კარგი ხარისხის ლურჯ კაბაში გამოწ-
ყობილმა, ჩემი გამოთვლით ორმოცდაექვსი წლის ქალბა-
ტონმა, რომელიც წინ ჩამიდგა, სახით ჯოზისა და სინდისკენ
მიტრიალებული, – გვაინტერესებს, ამ მანქანის თეატრში შეყ-
ვანას თუ აპირებთ.
– კიდევაც რომ ვაპირებდეთ, თქვენ ეს რაში გეხებათ? –
უთხრა სინდიმ.
– ადგილები ცოტაა, მსურველი კი ბევრი. ჰოდა, ამ ადგი-
ლებს მანქანები არ უნდა იკავებდნენ. ამ მანქანას თუ შეიყ-
ვანთ, აუცილებლად ვიჩივლებთ.
– ვერ გამიგია, თქვენ საერთოდ რაში გეხებათ ეგ ამბავი?
– ყველაფერი რიგზეა, – თქვა ჯოზიმ, – კლარა სპექტაკ-
ლზე არ შედის და არც მე შევდივარ.
– ეგ იქით იყოს, – თქვა სინდიმ, – უბრალოდ, საერთოდ
ვცოფდები! – მერე იმ ქალბატონს მიუბრუნდა: – თქვენ არ
გიცნობთ და ვერ გამიგია, რატომ მოგვადექით და ასე რატომ
გველაპარაკებით!
– ესე იგი, შენი მანქანაა? – ჰკითხა ქალმა ჯოზის.
– კლარა ჩემი ხმ გახლავთ, თუ ეგ გაინტერესებთ.
– ჯერ სამუშაო ადგილებს გვართმევენ, მერე კი თეატრის
ადგილებსაც.
– კლარა! – მამამ სახე ახლოს მოიტანა. – თავს როგორ
გრძნობ, არა გიშავს?
– დიახ, ყველაფერი რიგზეა.
– დარწმუნებული ხარ?
– წეღან ცოტა დეზორიენტირებული ვიყავი, მაგრამ ახლა
ყველაფერი რიგზეა.

244
– კარგი. მომისმინე, აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდები, ჰო-
და, ეგებ ამიხსნა, იქ რა გავაკეთეთ და რა შედეგს ველოდე-
ბით?
– მისტერ პოლმა ნდობა გამომიცხადა და ეს შესანიშნავი
იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ადრე გითხარით, მეტს
ვერაფერს გეტყვით, რადგანაც მეშინია, ამით ჩვენი მიღწევა
ეჭვქვეშ არ დავაყენო. მჯერა, რომ ახლა საფუძვლიანი იმედი
გაგვიჩნდა. უბრალოდ, გთხოვთ, ცოტა მოითმინოთ და კარგ
ამბებს დაელოდოთ.
– კარგი, როგორც გინდა. დილით ბინაში შემოვივლი ჯო-
ზისთან გამოსამშვიდობებლად და, ალბათ, შენც გნახავ.
სადღაც უკან დედას ხმამ თქვა:
– მოდი, ამაზე ბინაში ვილაპარაკოთ, აქ არ გამოვა.
– მაგრამ მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა, – უთხრა ჯოზიმ.
– კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ სალის ოთახივით ჩა-
კეტო. მინდა, ჩემი ოთახი მხოლოდ კლარასი იყოს და მაშინ
წავიდეს და მოვიდეს, როცა გაუხარდება.
– ამაზე საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ? შენ აუცილებ-
ლად მორჩები, საყვარელო, ასეთ რამეებზე ფიქრი რა საჭი-
როა...
– ააა, კლარა, აი, სად ყოფილხართ. – ჩემ გვერდით მის ჰე-
ლენი აღმოცენდა. – კლარა, მომისმინეთ, ახლა კრისის მოვე-
ლაპარაკე და თქვენ ჩვენთან ერთად მოდიხართ.
– თქვენთან?
– კრისის უნდა, ჯოზი ბინაში წაიყვანოს და იქ მშვიდად და-
ელაპარაკოს. ამიტომ თქვენ ჩვენთან ერთად უნდა იყოთ. ნა-
ხევარ საათში კრისი მოვა და წაგიყვანთ. – ჩემს ყურთან და-
იხარა და ჩუმად მითხრა: – ხედავთ, ვენსი და რიკი მშვენივ-
რად შეეწყვნენ ერთმანეთს! მაგრამ მაინც, რიკი ძალიან მად-
ლობელი დაგრჩებათ, ამ შეხვედრისას გვერდით თუ ეყოლე-
ბით. მისთვის ეს მაინც არ არის ადვილი.
– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ დედა...
– მალე მოვა თქვენს წასაყვანად, ნუ ღელავთ. უბრალოდ,
ჯოზისთან ცოტა ხნით მარტო დარჩენა სჭირდება.

245
– იცით, ყველაზე მეტად ახლა რა მინდა? – სიცილით თქვა
მისტერ ვენსმა. – ამ ზედახორას სასწრაფოდ რომ გავეცა-
ლოთ. აი, იქით სასაუზმეს ვხედავ, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს.
უბრალოდ, მინდა დავსხდეთ, ერთმანეთს ნორმალურად შევ-
ხედოთ და მშვიდად ვისაუბროთ.
ვიღაცის შეხება ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჯოზი იყო და
მეხვეოდა; დაახლოებით ისე მეხვეოდა, როგორც მაღაზიაში
იმ დღეს, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღე-
ბული. ამჯერად ყურში ჩამჩურჩულა, რომ არავის გაეგონა:
– ნუ ღელავ, არ დავუშვებ, რომ რამე ცუდი დაგემართოს.
დედას მოველაპარაკები, ახლა კი რიკს წაჰყევი. ჩემი გჯერო-
დეს.
მერე ხელი გამიშვა და ახლა მის ჰელენმა მომკიდა ნაზად
ხელი.
– წამობრძანდით, კლარა, ძვირფასო.
თეატრთან თავშეყრილ ბრბოს გამოვეყავით. მისტერ ვენ-
სი სასაუზმისაკენ მიგვიძღოდა, მის ჰელენმა კი ფეხს აუჩქარა,
რომ მის მხარდამხარ ევლო. მე და რიკი უფროსებს რამდენიმე
ნაბიჯით უკან მივყვებოდით. როგორც კი სუფთა ჰაერი და თა-
ვისუფლება ვიგრძენი, ორიენტაციის უნარი მაშინვე დამიბ-
რუნდა. უკან რომ გავიხედე, გავოცდი, სინამდვილეში როგო-
რი ბნელი და ჩუმი ყოფილა ქუჩა; ხალხის მცირე ჯგუფს მხო-
ლოდ ქუჩის ლამპიონთან მოეყარა თავი. კიდევ უფრო წინ
რომ წავედით, ბრბო, რომლის ნაწილიც სულ ცოტა ხნით ადრე
თავადაც ვიყავი, ფაქტობრივად, მინდორში ნანახი მწერების
გუნდს დაემსგავსა. ის გუნდი ბზუოდა, მისი წევრები ადგილებს
იცვლიდნენ უკეთესი პოზიციის ძებნაში, მაგრამ გუნდის საერ-
თო სილუეტის ფარგლებს არცერთი არ ტოვებდა. დავინახე
ჯოზი, რომელიც დაბნეული სახით გვიქნევდა ხელს, და დედაც
დავინახე, რომელიც მის უკან იდგა, ხელები ჯოზის მხრებზე ეწ-
ყო და ცარიელი თვალებით მოგვჩერებოდა.

246
***

უფრო და უფრო ბნელდებოდა, თეატრის ხალხის ხმები


სუსტდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მხედველობა დიდად არ
დამზიანებია – წინ შესანიშნავად ვხედავდი იმ გაჩირაღდნე-
ბულ სასაუზმეს, რომლისკენაც მივემართებოდით. ის სასაუზმე
ფორმით ღვეზლის მოჭრილ ნაჭერს ჰგავდა, ჩვენკენ მომარ-
თული წვეტიანი ბოლოთი. ქუჩა იქ ორად იყოფოდა, ასე რომ,
სასაუზმის ფანჯრები ქუჩის ორივე სეგმენტს უყურებდა. გამ-
ვლელს რომელი მხრიდანაც არ უნდა ჩაევლო, მშვენივრად
დაინახავდა მის განათებულ ინტერიერს – პრიალა ტყავის სკა-
მებს, გაპრიალებულ მაგიდებსა და მინის დახლს, რომლის
მიღმაც სასაუზმის თეთრ წინსაფარსა და ჩაჩში გამოწყობილი
მენეჯერი იდგა და კლიენტებს ელოდებოდა.
ქუჩაში მანქანები არ დადიოდნენ და გარშემო ჩაბნელებუ-
ლი შენობები აღმართულიყო. ამიტომ სასაუზმე მთელ ქუჩაზე
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და მისი შუქი ირიბ ფიგუ-
რებად ეფინა ქვაფენილს. ძალიან მაინტერესებდა, ქუჩის რო-
მელ მხარეს აირჩევდა მისტერ ვენსი, მაგრამ, როდესაც შენო-
ბას მივუახლოვდით, დავინახე, რომ კარი ზედ წვეტიან მხარეს
გამოდიოდა. ადრე, ალბათ, იმიტომ ვერ შევნიშნე, რომ ის კა-
რი სასადილოს ფანჯრებს ძალიან ჰგავდა – ისიც თითქმის
მთლიანად მინისა იყო და იმ მინაზე წარწერები გაეკეთებინათ.
მისტერ ვენსმა კარი გამოაღო, გვერდით მიდგა და მის ჰელენი
გაატარა.
რიკის ფეხდაფეხ შევყევი შენობაში. ყვითელი განათება იმ-
დენად მძაფრი იყო, რომ თავიდან თვალის შეჩვევა გამიჭირ-
და. მხოლოდ თანდათან გავარჩიე ხილის ღვეზლის ზუსტად შე-
ნობის ფორმის ნაჭრები, რომლებიც მინის დახლში თაროებზე
ეწყო, და სასაუზმის მენეჯერი – ზორბა შავკანიანი კაცი, რომე-
ლიც დახლის უკან სრულიად უძრავად იდგა და სახე ჩემკენ
არც მოუტრიალებია. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მისტერ ვენსსა
და მის ჰელენს უყურებდა, რომლებიც თავიანთ მაგიდას ირ-
ჩევდნენ და ერთმანეთის პირისპირ დასაჯდომად ემზადებოდ-
ნენ.

247
რიკის ფიგურა დავინახე. მოპრიალებული იატაკი გადაი-
არა და დედამისს გვერდით მიუჯდა. რიკს რომ ვუყურებდი, ჯო-
ზის სიტყვები გამახსენდა და დავფიქრდი, ნეტავი ასეთი რა უნ-
და უთხრას დედამისმა მეგობრის ბინაში, რომ ჩემი დასწრება
სასურველი არ არის-მეთქი.
მის ჰელენი და მისტერ ვენსი, სანამ მათკენ მივემართებო-
დი, ერთმანეთს უსიტყვოდ უყურებდნენ. მისტერ ვენსს იმდე-
ნად კარგად ჯერ არ ვიცნობდი, გვერდით რომ მივჯდომოდი.
თანაც ორ ადამიანზე გათვლილი სკამის შუა ნაწილზე დაჯდა
და გვერდით ისე ვერც მივუჯდებოდი, მისთვის დისკომფორტი
რომ არ შემექმნა. ამიტომ მეორე მხარეს, გვერდით მდგომ მა-
გიდას მივუჯექი.
მისტერ ვენსმა, როგორც იქნა, მის ჰელენს თვალი მოაშო-
რა და მენეჯერს ხმამაღლა მიმართა დაკვეთით. მხოლოდ მა-
შინღა შევნიშნე, რომ ყველა მაგიდა ახალი კლიენტების მო-
ლოდინში გაემზადებინათ, თუმცა იმჟამად სასაუზმეში მხო-
ლოდ ჩვენ ვიყავით. გავიფიქრე, ალბათ, მენეჯერი სინამდვი-
ლეში ძალიან მარტო გრძნობს თავს ამ ცარიელ შენობაში,
რომელიც ბნელ ქუჩაზე გამვლელებისათვის ასეთი შესაშუ-
რად გაჩახჩახებულია-მეთქი.
– სერ, – წამოიწყო რიკმა, – თქვენი ძალიან მადლობელი
ვარ, დროს რომ მითმობთ, და კიდევ თუნდაც იმისთვის, ჩვენი
დახმარების შესაძლებლობას რომ განიხილავთ.
– იცი, რიკ, – მეოცნებე გამომეტყველებით თქვა მისტერ
ვენსმა, – ღმერთმა უწყის, დედაშენი რამდენი ხანია აღარ მი-
ნახავს.
– მესმის, სერ, მე კი საერთოდაც არ გინახივართ. მგონი,
მხოლოდ ერთხელ მნახეთ და ისიც გაკვრით, როცა ორი წლის
ვიყავი. ამიტომ ძალიან კეთილშობილური საქციელია თქვენი
მხრიდან, რომ შეხვედრაზე დაგვთანხმდით. სხვათა შორის,
დედა ყოველთვის ამბობდა, რომ უაღრესად კეთილშობილი
კაცი ბრძანდებით.
– გულზე მომეშვა, დედაშენი ჩემზე კარგ რამეებს თუ გეუბ-
ნებოდა. მაგრამ, შესაძლოა, ერთი-ორი უარყოფითიც გაურია
რამე.

248
– არა, როგორ გეკადრებათ! დედა თქვენზე მხოლოდ კარ-
გი აზრისაა.
– მართლა? მე კი მთელი ეს წლები მეგონა, რომ... კარგი,
ამაზე აღარ გვინდა. ჰელენ, შენმა ვაჟმა უკვე შესანიშნავი შთა-
ბეჭდილება დატოვა ჩემზე.
მთელი ეს დრო მის ჰელენი ძალიან ყურადღებით აკვირ-
დებოდა მისტერ ვენსს.
– იმის თქმას აღარ ვაპირებ, ვენს, მეც როგორი მადლობე-
ლი ვარ შენი. ძალიან დიდხანს შემეძლო ამაზე ლაპარაკი,
მაგრამ დღეს მთავარი გმირი რიკია და არ მინდა, სიტყვაში შე-
ვეცილო.
– ეგ კარგადა თქვი, ჰელენ! აბა, რიკ, მითხარი ერთი, რა
ხდება.
– მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... მაგ-
რამ... მოკლედ, დრონების ტექნოლოგია ძალიან მაინტერე-
სებს. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ნამდვილი ვნებაა. საკუთარი
სისტემაც კი შევიმუშავე და ახლა დრონი ჩიტების მთელი გუნ-
დიც კი მყავს.
– ერთი წუთით. საკუთარი სისტემაო, რომ ამბობ, რას გუ-
ლისხმობ, რიკ? იმის თქმა გინდა, რომ არსებულ სისტემებზე
წინ წახვედი?
რიკი უცებ პანიკამ მოიცვა. ჩემკენ გამოიხედა და მეც გავუ-
ღიმე, თანაც შევეცადე, მეგრძნობინებინა, რომ ჯოზის სახელი-
თაც ვუღიმოდი და ვამხნევებდი. არ ვიცი, ამის გადაცემა რამ-
დენად მოვახერხე, მაგრამ აშკარად შეგულიანდა.
– არა, სერ, არა მგონია, – თქვა და ჩაიცინა. – იმას არ ვამ-
ბობ, გენიოსი ვარ-მეთქი. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ
ეგ სისტემა დამოუკიდებლად შევიმუშავე, არავინ დამხმარე-
ბია, მასწავლებელს ვგულისხმობ. ინტერნეტში არსებულ წყა-
როებს გავეცანი, თანაც დედაც ძალიან მიწყობდა ხელს, ძვი-
რად ღირებული წიგნები გამომიწერა. სხვათა შორის, ნახაზე-
ბიც თანა მაქვს – ვიფიქრე, ეგებ, მისტერ ვენსს ჩახედვა მოუნ-
დეს-მეთქი. მაგრამ, ზოგადად, არა, არა მგონია, რაიმე ძალი-
ან მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორი ვიყო. ამას პროფესიუ-
ლი დახმარების გარეშე ვერც მოვახერხებდი.

249
– გასაგებია. მოკლედ, ახლა მიზნად გაქვს, კარგ კოლეჯში
ჩააბარო, რომ საკუთარ ნიჭს ფართო გზა მისცე.
– დიახ, რაღაც ასეთს ვგეგმავ. მე და დედამ ვიფიქრეთ,
ეგება ატლას-ბრუკინგზში მომესინჯა ბედი.
ეგ კოლეჯი თავისი კეთილშობილური ლიბერალიზმითაა
ცნობილი...
– მართლაც კეთილშობილური ლიბერალიზმია, რომ კო-
ლეჯის კარი ღიაა ყველა კარგი მონაცემების მქონე სტუდენტი-
სათვის, თუნდაც ზოგიერთ მათგანს გენმოდიფიცირება არც
ჰქონდეს გავლილი.
– დიახ, სერ.
– და, რა თქმა უნდა, რიკ, დედაშენისგან გეცოდინება, რომ
ამჟამად დამფუძნებელთა კომიტეტის თავკაცი მე ვარ, ანუ იმ
ორგანოსი, რომელიც სტიპენდიების ამბავს აკონტროლებს.
– დიახ, სერ, დედამ ეგეც მითხრა.
– მაგრამ, იმედია, დედას ის არ უთქვამს, რომ ატლას-ბრუ-
კინგზში სტუდენტების შერჩევა რაიმე სახის პროტექციით ხდე-
ბა, ხომ ასეა?
– არც დედაჩემი და არც მე არასდროს ვიკადრებთ, რომ
ასეთი დახმარება გთხოვოთ, სერ. უბრალოდ გთხოვთ, იმ შემ-
თხვევაში დამეხმაროთ, თუ ჩათვლით, რომ ატლას-ბრუკინ-
გზში სწავლის ღირსი ვარ.
– ეგ კარგადა თქვი. მოდი, აბა, ვნახოთ, ერთი მანდ რა
გაქვს.
რიკს უკვე დაედო მაგიდაზე თავისი ბლოკნოტი და მისტერ
ვენსმა ახლაღა ჩახედა ნახაზებს. ჯერ იმ ნახაზს დააკვირდა,
რომელზეც ბლოკნოტი შემთხვევით გადაიშალა, მერე გვერდი
გადაფურცლა და ახლა სხვა ნახაზს შეხედა. მისი სახის გამო-
მეტყველებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ ძალიან და-
ინტერესდა. ბლოკნოტის ფურცვლა ნელ-ნელა განაგრძო,
ზოგჯერ წინა გვერდსაც უბრუნდებოდა ხოლმე. ერთხელ თა-
ვისთვისაც კი ჩაილაპარაკა ისე, რომ ნახაზისათვის თვალი
არც მოუშორებია:
– და ამ ყველაფრის განხორციელებას სამომავლოდ გეგ-
მავ?

250
– ძირითადად ასეა, მაგრამ ზოგიერთი რამ უკვე განვა-
ხორციელე, მაგალითად ის, რაც მომდევნო გვერდზეა.
მის ჰელენი უხმოდ ადევნებდა ყველაფერს თვალს და სა-
ხიდან ნაზი ღიმილი არ შორდებოდა. ხან მისტერ ვენსს უყუ-
რებდა და ხანაც – რიკის ნახაზებს. სწორედ იმწამს, წამით,
მაგრამ მკაფიოდ ისევ ვიგრძენი მამას ხელი – ჩემი თავი სწო-
რი კუთხით ეჭირა. პლასტიკის ბოთლში ჩაღვრილი სითხის
წანწკარის ხმაც გავიგონე, მეორე ხელით რომ მიშვერდა თავ-
ქვეშ.
– ახლა აი, რას გეტყვი, რიკ, – თქვა მისტერ ვენსმა, – ამ
საკითხებში პირადად მე საკმაოდ ცუდად ვერკვევი, მაგრამ მა-
ინც მგონია, რომ შენს დრონებს თვალთვალის თვალსაზრი-
სით სერიოზული პერსპექტივა აქვთ.
– ჩემს ჩიტებს მონაცემების შეგროვება ნამდვილად შეუძ-
ლიათ, სწორი ბრძანდებით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ
პირად ცხოვრებაში შეჭრის მიზნით უნდა გამოვიყენოთ. ათას
რამეში შეიძლება მათი გამოყენება: უსაფრთხოებისათვის, პა-
ტარა ბავშვების მოსავლელადაც. თანაც, ალბათ, არიან ისეთი
ადამიანებიც, რომელთა თვალთვალიც აუცილებელია.
– ბოროტმოქმედებს გულისხმობ?
– დიახ, ან თუნდაც შეიარაღებულ დაჯგუფებებს ანდა სექ-
ტანტებს.
– გასაგებია, ეგ ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ
ამაში ვერანაირ სერიოზულ ეთიკურ პრობლემას ვერ ხედავ?
– მართალი ბრძანდებით, უამრავი ეთიკური პრობლემაც
შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეგ პრობ-
ლემები სამართალდამცავებმა უნდა მოაგვარონ და არა ჩემ-
ნაირმა ადამიანებმა. მე, ჯერჯერობით, უფრო მეტის სწავლა
მინდა, საკუთარი შეგნების უფრო მაღალ დონეზე აყვანა.
– ეგეც კარგად თქვი, – თავი დაუქნია მისტერ ვენსმა და
რიკის ბლოკნოტის თვალიერება განაგრძო.
სასაუზმის ეული მენეჯერი ლანგრით ხელში მოგვიახლოვ-
და და მაგიდაზე, რიკის, მისტერ ვენსისა და მის ჰელენის წინ,
სასმელების დაწყობას შეუდგა. ყველამ ჩუმად გადაუხადა
მადლობა და მენეჯერი მაგიდას გაეცალა.

251
– კარგად გამიგე, რიკ, აქ დაკითხვას კი არ გიწყობ, უბრა-
ლოდ, მინდა ცოტა ფხა მოგისინჯო, მივხვდე, რა კაცი ხარ, –
თქვა მისტერ ვენსმა და მერე მის ჰელენს მიუბრუნდა: – ჯერჯე-
რობით ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
– ვენს, ძვირფასო, მაგ ყავას რამეს ხომ არ დააყოლებდი?
მშვენიერ ფუნთუშებს ვხედავ და მახსოვს, რომ ფუნთუშები ყო-
ველთვის გიყვარდა.
– არა, ჰელენ, დიდი მადლობა, მაგრამ ნაცნობებთან ვახ-
შამი მაქვს დაგეგმილი, – თქვა მისტერ ვენსმა და საათს დახე-
და. მერე ისევ რიკს მიუბრუნდა:
– ახლა, რიკ, ყური დამიგდე, რას გეტყვი. ატლას-ბრუ-
კინგზს კარგად ესმის, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა,
შენსავით, რომლებსაც უსახსრობისა თუ სხვა მიზეზით გენმო-
დიფიცირება არ გაუვლიათ და ამ მხრივ პრივილეგიებით ვერ
სარგებლობენ. თანაც, კოლეჯს მიაჩნია, რომ თანამედროვე
საზოგადოება ძალიან ცდება, ასეთ ნიჭიერ ადამიანებს განვი-
თარების საშუალებას რომ არ აძლევს. სამწუხაროდ, სხვა სა-
განმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა ასე არ ფიქ-
რობს. ამიტომ შენნაირ აბიტურიენტთა რაოდენობა ჩვენთან
გაცილებით აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. სუსტებს
ვცხრილავთ, მაგრამ ამის შემდეგ, მართალი გითხრა, ლატა-
რეა იწყება. ასე რომ, რიკ, შენ ახლახან თქვი, პროტექცია არ
მჭირდებაო. თუ მართლა ასე ფიქრობ, მაშინ მითხარი, რატომ
ვზივარ მე ახლა შენ წინაშე?
ამ სიტყვებით მისტერ ვენსმა ისე ერთბაშად შეიცვალა გან-
წყობა, რომ ლამის გაოცების შეძახილიც კი დამცდა. რიკიც აშ-
კარად შეცბა. მხოლოდ მის ჰელენი არ ჩანდა გაკვირვებული
– თითქოს, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ის მოხდა, რასაც ამ-
დენ ხანს ელოდა. მერე გაიღიმა და თქვა:
– მაგ შეკითხვას, სჯობს, რიკის ნაცვლად მე ვუპასუხო,
ვენს. დიახ, ჩვენ დახმარებას გთხოვთ, პროტექცია დავარ-
ქვათ, თუ გინდა. ვიცით, რომ შენ ამის შესაძლებლობა ნამდვი-
ლად გაქვს და ამიტომაც გთხოვთ. სხვაგვარად გეტყვი – მე
გთხოვ დახმარებას. გთხოვ, რომ ჩემს შვილს საშუალება მის-
ცე, თავი გაიტანოს ამ სამყაროში.

252
– დედა...
– არა, რიკი, ჩემო საყვარელო, სწორედ ასეა. ვენსს შენ კი
არა, მე უნდა ვთხოვო. და სწორედაც პროტექციის გაწევა უნდა
ვთხოვო, სწორედაც პროტექციის.
შევცდი, როდესაც მეგონა, რომ ჩვენ მენეჯერის ერთადერ-
თი კლიენტები ვიყავით. ახლაღა შევნიშნე, რომ სამი მაგიდის
იქით ერთი ორმოცდაორი წლის ქალბატონი იჯდა, მარტო. ად-
რე იმიტომაც ვერ შევნიშნე, რომ, ფანჯარაზე შუბლით აკრუ-
ლი, ბნელ ქუჩას გასცქეროდა. ვიფიქრე, ვინიცობაა მენეჯერ-
მაც ვერ შენიშნა, ქალს კი ჰგონია, რომ განგებ არ აქცევს ყუ-
რადღებას და ამის გამო, კიდევ უფრო მარტოსულად
გრძნობს-მეთქი თავს.
– იცი, ჰელენ, – დაიწყო მისტერ ვენსმა, – ძალიან უცნაური
ტაქტიკა კი აირჩიე. პროტექციონიზმი, როგორც კორუფციის
ერთ-ერთი ფორმა, ყველაზე უკეთ მაშინ მუშაობს, როცა მასზე
ღიად არ ლაპარაკობენ! მაგრამ ეგ იქით იყოს. – მისტერ ვენსი
მაგიდაზე მის ჰელენისკენ გადაიხარა. – სანამ ვფიქრობდი,
რომ რიკი მთხოვს-მეთქი, ეგ ერთი ამბავი იყო. ძალიან შთამ-
ბეჭდავი და სასიამოვნო ახალგაზრდაა და ყველაფერი კარ-
გად მიდიოდა. მაგრამ ნახე, შენ რა ჰქენი: შენ მითხარი, ჩემ-
თვის გააკეთეო! შენთვის, ჰელენ, ამდენი წლის შემდეგ! ამდე-
ნი შეტყობინება გამოგიგზავნე და ერთხელაც არ გამეცი პასუ-
ხი! ამდენი წუთის, დღის, თვისა და წლის მერე, როცა შენზე
გაბმით ვფიქრობდი!
– ამის თქმა აქ, რიკის წინაშე, რა აუცილებელი იყო? – მის
ჰელენი ჯერ კიდევ ნაზად იღიმებოდა, მაგრამ ხმა ცოტა აუკან-
კალდა.
– რიკი ჭკვიანი ახალგაზრდაა. ამ ყველაფრის შედეგი მისი
წაგება ან მოგება იქნება, ჰოდა, რატომ უნდა დავუმალოთ რა-
მე? დაე, მთელი სურათი დაინახოს, იცოდეს, ამის მიღმა რაც
დგას.
რიკმა ისევ გამომხედა და მეც ისევ გავუღიმე ჩემი და ჯოზის
სახელით.
– და მაინც ასეთი რა დგას, ვენს? – თქვა მის ჰელენმა. –
ნუთუ ეს ყველაფერი ამდენად ძნელია შენთვის? უბრალოდ,

253
გთხოვე, ჩემს შვილს დაეხმარე-მეთქი. თუ ეს შენთვის ამდე-
ნად რთულია, წერტილი დავუსვათ ამ საუბარს და, უბრალოდ,
მშვიდობიანად დავიშალოთ.
– ვინა თქვა, რომ რიკის დახმარება არ მინდა? განა ვერა
ვხედავ, რომ ნიჭიერი ბიჭია? ეს ნახაზები ძალიან იმედის მომ-
ცემია. ყველა საფუძველი არსებობს, რომ ვიფიქრო, ატლას-
ბრუკინგზში წარმატებას მიაღწევს-მეთქი. პრობლემა მხო-
ლოდ ისაა, რომ შენა მთხოვ დახმარებას!
– ესე იგი, ხმა არ უნდა ამომეღო. სანამ ხმას ამოვიღებდი,
ყველაფერი კარგად იყო, ვხედავდი, ერთმანეთი როგორ გე-
სიმპათიურებოდათ და რიკიც დიდი პატივისცემით გელაპარა-
კებოდა. მერე კი მე ჩავერიე და პრობლემა შევქმენი.
– სწორედაც შექმენი, ჰელენ, ეს ოხერი! ოცდაშვიდი წე-
ლია, სულ პრობლემას ქმნი. ოცდაშვიდი წელია, ჩემთან ურ-
თიერთობაზე უარს ამბობ. მთელი ეგ წლები დედაშენს არ ვა-
წუხებდი, რიკ, არ მინდა, ასე გაიგო. თავიდან, უბრალოდ, რო-
გორ გითხრა, ემოციებმა ამიტანა და ეს, ალბათ, საუბრის ტონ-
ზეც მეტყობოდა, მაგრამ არასდროს მიწვალებია, არ დავმუქ-
რებივარ და არც ვადანაშაულებდი. უბრალოდ, ვევედრებოდი.
ხომ ასე იყო, ჰელენ? ხომ სიმართლეს ვამბობ?
– კი, სიმართლეა. ძალიან კი ჩამციებოდი, მაგრამ უსია-
მოვნო არაფერი ჩაგიდენია. მაგრამ, ვენს, ამ ყველაფრის რიკ-
თან თქმა რა საჭიროა?
– კარგი, ალბათ, მართალი ხარ, უნდა გავჩუმდე; ეგებ, ახ-
ლა დროა, შენ ალაპარაკდე, ჰელენ?
– სერ, არ ვიცი, წარსულში რა იყო და როგორ იყო, მაგრამ,
თუ ამჟამად ჩვენს თხოვნაში რამე დასაძრახისს ხედავთ...
– ერთი წუთით, რიკ, შენი დახმარება ნამდვილად მინდა,
მაგრამ, ვფიქრობ, დროა, დედაშენს საშუალება მივცეთ, ყვე-
ლაფერი ამიხსნას.
რამდენიმე წუთს ყველა ჩუმად იყო. მენეჯერს გავხედე. მა-
ინტერესებდა, ამ ყველაფერს ისმენდა თუ არა. მაგრამ ის ისევ
სიბნელეს გასცქეროდა ფანჯრიდან და საერთოდ არ ეტყობო-
და, რამე თუ მოისმინა ანდა რამემ თუ დააინტერესა.

254
– ვაღიარებ, – დაიწყო მის ჰელენმა, – რომ ძალიან ცუდად
მოგექეცი, ვენს, მართალი ხარ. მაგრამ საკუთარ თავსაც ცუ-
დად ვექცეოდი და საერთოდ ყველას ჩემ გარშემო. არ იფიქ-
რო, რომ შენ გამონაკლისი იყავი, ჩემი ცუდი დამოკიდებულე-
ბა ყველაფერსა და ყველაზე ვრცელდებოდა.
– შესაძლოა, მაგრამ მე ხომ ყველა არ ვიყავი. ხუთი წელი
ერთი ცხოვრებით ვიცხოვრეთ...
– დიახ, ძალიან დამნაშავე ვარ შენთან. ზოგჯერ, ვენს, და
შენც მინდა იცოდე, რიკ, ზოგჯერ, საკმაოდ ხშირად, მინდა
ხოლმე, რომ ყველა, ვისაც ცუდად მოვექეცი, გრძელ რიგად
დავამწკრივო, ამ რიგს ჩავუარო ზუსტად ისე, მონარქები რომ
ჩაუვლიან ხოლმე, ყოველ მათგანს ხელი ჩამოვართვა, თვა-
ლებში ჩავხედო და ვუთხრა, ძალიან მრცხვენია, ასე ცუდად
რომ ვიქცეოდი-მეთქი.
– ფანტასტიკურია, დაუჯერებელი! ახლა, ეტყობა, რიგში
ჩადგომაც მომიწევს, რომ დედოფალმა პატივი დამდოს და პა-
ტიება მთხოვოს!
– ღმერთო ჩემო, ეტყობა, ცუდად გამომივიდა. მე უბრა-
ლოდ ვცდილობ... ვცდილობ, აგიხსნა, რას ვგრძნობ. ვიცი,
რომ ძალიან ცუდად გაიჟღერა ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ უკან
რომ ვიხედები, ჩემს წარსულს რომ გადავხედავ ხოლმე,
ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი გამოუსწორებელია, და ვფიქ-
რობ, რა კარგი იქნებოდა-მეთქი, რამე საშველი რომ მეპოვა,
მაგალითად, დედოფალი რომ ვყოფილიყავი, მაშინ...
– დედა, მომისმინე, ვიცი, რის თქმასაც ცდილობ, მაგრამ
ეს საუკეთესო საშუალება არ არის...
– ოდესღაც, ჰელენ, შენ მართლაც დედოფალი იყავი. ლა-
მაზი დედოფალი. და გეგონა, ყველაფრის გაკეთება შეგეძლო,
რაც კი მოგეპრიანებოდა. ახლა თან განვიცდი და თან მიხა-
რია, რომ ყველაფერი არ შეგრჩა, ის მოგეზღო, რაც დაიმსახუ-
რე და სათანადოდაც დაისაჯე.
– მაინც რითი დავისაჯე, ვენს? იმას გულისხმობ, რომ ღა-
რიბი ვარ? ეგ, რომ იცოდე, დიდად არც მაწუხებს.
– შეიძლება, არც გაწუხებს, მაგრამ უსუსური გახდი, ჰე-
ლენ, და, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეგ გაგიჟებს.

255
მის ჰელენი რამდენიმე წამით ისევ დადუმდა, მისტერ ვენ-
სი კი ისევ თვალებგაფართოებული შეჰყურებდა. ბოლოს მის
ჰელენმა თქვა:
– მართალი ხარ. იმ დროსთან შედარებით, როცა შენ მიც-
ნობდი, უსუსური გავხდი... იმდენად უსუსური, რომ ქარმა თუ
დაუბერა, დავიფშვნები. მომხიბვლელობაც ასაკის გამო კი
არა, სწორედ ამ უსუსურობის გამო დავკარგე. მაგრამ, ვენს,
ჩემო ძვირფასო ვენს, ეგებ, ახლა ნაწილობრივ მაინც მაპა-
ტიო? ეგებ, მაინც დაეხმარო ჩემს ვაჟს. მზად ვარ, ყველაფერი
შემოგთავაზო, ნებისმიერი რამ, თუმცა შემოსათავაზებელი
არაფერი დამრჩა, საერთოდ არაფერი, ამ ხვეწნა-მუდარის
გარდა. ასე რომ, გევედრები, ვენს, ჩემს შვილს დაეხმარე!
– დედა, ძალიან გთხოვ, საკმარისია, არ შეიძლება...
– ხედავ, რიკ, რა დღეში ვარ? კარგად არ მესმის, დედაშენი
ახლა რას გულისხმობს. ამბობს, ბოდიშს გიხდიო, მაგრამ რის-
თვის იხდის ბოდიშს? ძალიან ზოგადად ჟღერს, ჰელენ, ამიტომ
უმჯობესია, რაიმე კონკრეტულზე გადავერთოთ.
– უბრალოდ, გთხოვ, ჩემს ვაჟს დაეხმარო, ვენს. ამაზე
კონკრეტული რაღა იქნება?
– რამე კონკრეტულზე-მეთქი, ჰელენ. მაგალითად, ის სა-
ღამო გაიხსენე მაილზ მარტინთან. ხვდები, რომელ საღამოს
ვგულისხმობ?
– ჰო, ჰო, როცა ყველას ვუთხარი, რომ ჯენკინზის ანგარიში
ჯერ წაკითხული არა გქონდა...
– ჰო, ამით ყველა გააცინე ჩემი დამცირების ხარჯზე, ჰე-
ლენ. და მშვენივრად იცოდი, რაც ჩაიდინე.
– მაშინ, ვენს, იმ საღამოსთვის გიხდი ბოდიშს. თავს ვერ
ვაკონტროლებდი, სამაგიეროს გადახდა მინდოდა, ძალიან
გაბრაზებული ვიყავი. ახლა ძალიან ვნანობ...
– კიდევ ერთი კონკრეტული ამბავი გავიხსენოთ. ახლა, უბ-
რალოდ, უსისტემოდ ვიხსენებ ცალკეულ შემთხვევებს ძალიან
გრძელი სიიდან. გახსოვს, სასტუმროში რა შეტყობინება დამი-
ტოვე? პორტლენდში, ორეგონში. გგონია, ამით გული ძალიან
არ მატკინე?

256
– გული ძალიან გატკინე, საზიზღარი შეტყობინება იყო,
კარგად მახსოვს. მე... მე ახლაც სულ ყურში მიდგას ის სიტყვე-
ბი, მაშინ მახსენდება და მახრჩობს, როცა საერთოდ არ ველი
ხოლმე. ზოგჯერ ჩემთვის ვზივარ, მშვიდად, და უცებ ტელე-
ფონს ვიღებ და იმ საზიზღარ სიტყვებს ვამბობ. თუმცა, ვცდი-
ლობ ხოლმე, ის შეტყობინება შევცვალო, რედაქტირება გავუ-
კეთო, ასე საზარლად რომ არ ჟღერდეს. ფაქტობრივად, თავად
არც მომისმენია ის შეტყობინება, მხოლოდ საკუთარი ხმა მეს-
მოდა, როცა იმ სიტყვებს ვამბობდი. ზოგჯერ მგონია, რომ ჯერ
კიდევ არ არის გვიან, ის შეტყობინება რომ გადავაკეთო. ამას
ვერაფერს ვუხერხებ, გონება ეგრე მერევა ხოლმე და მერე
ისევ საზიზღრად ვგრძნობ თავს. დამიჯერე, ვენს, ძალიან
ვბრაზობდი ჩემს თავზე იმ შეტყობინების გამო. თანაც გაითვა-
ლისწინე, რომ მაშინ არც კი ვიცოდი, ტექნიკურად როგორ უნ-
და წამეშალა ის ოხერი შეტყობინება, რომელიც უკვე ჩაწერი-
ლი მქონდა...
– დედა, გეყოფა! სერ, არა მგონია, დედასთვის ეს სასარ-
გებლო იყოს. ბოლო დროს მშვენივრად არის, მაგრამ...
მის ჰელენმა რიკს მკლავზე მოქაჩა, რომ გაეჩუმებინა.
– ვენს, ბოდიშს გიხდი, – განაგრძო საუბარი. – გევედრები!
ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდად მოგექეცი და, თუ გინდა, ფიც-
საც დავდებ, რომ თავის დასჯას მანამდე განვაგრძობ, სანამ
ბოლომდე არ მოვინანიებ იმ უკეთურ საქციელს.
– დედა, წავიდეთ აქედან. შენთვის ძალიან საზიანოა ეს
ყველაფერი.
– თუ გინდა, ვენს, შეგვიძლია ისევ შევხვდეთ, ვთქვათ,
ორი წლის თავზე, ამავე ადგილას. მაშინ შეამოწმებ, როგორ
ვასრულებ ჩემს დანაპირებს. შემომხედავ და დაინახავ, საკმა-
რისად დავისაჯე თავი თუ არა.
– საკმარისია, ჰელენ! რიკი აქ რომ არ იყოს, მოგახსენებ-
დი, ამ ყველაფერზე რასაც ვფიქრობ.
– სერ, არანაირ დახმარებას აღარ გთხოვთ. ამაში მონაწი-
ლეობა აღარ მინდა.
– არა, რიკ, თვითონ არ გესმის, ახლა რას ამბობ, – თქვა
მის ჰელენმა. – რიკს ყურს ნუ უგდებ, ვენს.

257
მისტერ ვენსი ფეხზე წამოდგა.
– ჩემი წასვლის დროა.
– დედა, ძალიან გთხოვ, დამშვიდდი. ეს ყველაფერი ამდე-
ნად მნიშვნელოვანი სულაც არ არის.
– არ გესმის, რას ამბობ, რიკ! ვენს, მოიცადე, ნუ მიდიხარ!
ასე დაშორება როგორ შეიძლება? ფუნთუშები ყოველთვის
გიყვარდა. ეგებ, ერთი მაინც შეგეჭამა?
– რიკს ვეთანხმები, ჰელენ. ეს ყველაფერი სულაც არ არის
შენთვის სასარგებლო. ასე რომ, ჯობს წავიდე. რიკ, შენი ნახა-
ზები ძალიან მომეწონა და შენც ძალიან მომეწონე. აბა, კარ-
გად იყავი! ნახვამდის, ჰელენ!
მისტერ ვენსი გასასვლელისაკენ გაემართა. ერთხელაც
არ გამოუხედავს ჩვენკენ. მინის კარი გამოაღო და სიბნელეში
გაუჩინარდა. მის ჰელენი და რიკი ისევ გვერდიგვერდ ისხდნენ
და მაგიდას დასჩერებოდნენ. მერე რიკმა თქვა:
– კლარა, მოდი და აქ დაჯექი, ჩვენთან ერთად.
– ნეტავი, ვიცოდე, – თქვა მის ჰელენმა.
– რა უნდა იცოდე, დედა? – ჰკითხა რიკმა, უფრო ახლოს
მიიწია მასთან და ხელი გადახვია.
– ნეტავი, ვიცოდე, საკმარისი იყო თუ არა, დაკმაყოფილდა
თუ არა.
– მართალი გითხრა, დედა, რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც
ამის ნახევრამდე მივიდოდა საქმე, კატეგორიულ უარს გეტყო-
დი ამ შეხვედრაზე.
მე მისტერ ვენსის ადგილას დავჯექი, მაგრამ არც მის ჰე-
ლენს და არც რიკს ჩემთვის არ შემოუხედავთ. მის ჰელენს ვუ-
ყურებდი და იმ წლებზე ვფიქრობდი, როცა მას და მისტერ
ვენსს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. მერე ვიფიქრე, ნეტა-
ვი მის ჰელენი და მისტერ ვენსი ისევე ნაზად თუ ექცეოდნენ-
მეთქი ერთმანეთს, როგორც რიკი და ჯოზი, და ნეტავი თუ არის
შესაძლებელი, რომ რიკს და ჯოზის ერთმანეთის მიმართ
ოდესმე ასეთივე მტრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ-მეთ-
ქი. და მანქანაში ნათქვამი მამას სიტყვები გამახსენდა, როცა
ამბობდა, ადამიანის გული ძალიან რთული რამ არისო. მერე
კი დავინახე მამა, იმ ეზოში დაბლა ჩამოსული მზის ფონზე რომ

258
იდგა. მაშინ მისი ფიგურა და მისი ჩრდილი ერთიან წაგრძელე-
ბულ სილუეტად გაერთიანდნენ. ქუთინგზ-მანქანას დამცავ
ხუფს ფრთხილად ხსნიდა, მე კი მის უკან ვიდექი, ძალიან
აღელვებული, სითხით სავსე პლასტიკის ბოთლით.
– მაინც რა მოხდა? ვენსი რას აპირებს? – იკითხა მის ჰე-
ლენმა. – დაგვეხმარება? ან ისე ეთქვა, ან ასე, მაგ დალოც-
ვილს.
– მაპატიეთ, – ვთქვი მე, – არ მინდა, ტყუილი იმედი ჩაგი-
სახოთ, მაგრამ ის, რაც მოვისმინე და რაც დავინახე, მაფიქრე-
ბინებს, რომ მისტერ ვენსი რიკს აუცილებლად დაეხმარება.
– მართლა ასე ფიქრობთ? – მკითხა მის ჰელენმა. – და რა-
ტომ გგონიათ?
– შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ მისტერ ვენსი
ისევ არ არის გულგრილი მის ჰელენის მიმართ და ამიტომ რი-
კის დახმარებას გადაწყვეტს.
– ჩემო საყვარელო პატარა რობოტო! როგორ მინდა, რომ
არ ცდებოდეთ! არ ვიცი, მეტი რა უნდა მექნა.
– ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, დედა! უმისოდაც ყველაფერი
კარგად მექნება!
– არც ისე დამახინჯებულა, როგორც მეგონა, – თქვა მის
ჰელენმა და ფანჯრიდან ქუჩის სიბნელეს გახედა. – გულწრფე-
ლად რომ გითხრათ, კარგადაც კი გამოიყურება. დასანანია,
რომ კონკრეტული მაინც არაფერი გვითხრა.

***

ჩვენი მაგიდა, ეტყობა, კარგად მოჩანდა, რადგან დედამ


სწორედ ჩვენ მხარეს გააჩერა მანქანა. ფარები კი ჩააქრო,
მაგრამ მანქანიდან არ გადმოსულა. ალბათ, უნდოდა, მყუდ-
როება არ დაერღვია. მაგრამ იმასაც დაინახავდა, რომ მისტერ
ვენსი ჩვენთან ერთად აღარ იყო.
როდესაც სასაუზმიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით
და მანქანა ჩაბნელებული ქალაქის ქუჩებს გაუყვა, მივხვდი,
რომ დედა ჯოზის გამო წუხდა. ჯოზი მარტო იყო მეგობრის ბი-

259
ნაში და დედას უნდოდა, ჯერ მე მივეყვანე სასწრაფოდ მასთან,
მერე კი რიკი და მის ჰელენი წაეყვანა მათს იაფფასიან სასტუმ-
როში. როგორც კი მანქანაში ჩავსხედით, დედამ იკითხა, აბა,
საქმე როგორ არისო, მაგრამ როცა მის ჰელენმა მიუგო, არ
ვიცი, ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერიო, ბევრი
აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისათვის. ყველა თავის საფიქ-
რალს ფიქრობდა.
ღამით მეგობრის სახლი მეზობელ შენობებს შორის კიდევ
უფრო ძნელი ამოსაცნობი იყო. დედამ სწორ სადარბაზოსთან
მიმიყვანა და კარებამდე ამაცილა. ზედა საფეხურიდან ქვე-
მოთ, ლამპიონთან მომლოდინე მანქანას გავხედე და რიკის
და მის ჰელენის სილუეტები დავინახე. მარტო დარჩენილები,
ალბათ, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და ძალიან მაინტერესებ-
და, რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს.
მეგობრის ბინა ზუსტად ისეთივე დაგვხვდა, როგორიც დავ-
ტოვეთ. ერთი ის იყო, რომ ახლა უკვე ბნელოდა. ჰოლიდან
მთავარი სასტუმრო ოთახი დავინახე და კიდევ ღამის ჩრდი-
ლები, რომლებიც იმ ტახტს ეცემოდნენ, ჯოზი რომ იყო წამო-
წოლილი მამამისის მოლოდინში. რბილყდიანი წიგნი ისევ ია-
ტაკზე ეგდო და მისი ერთი კუთხე ქუჩიდან შემოსულ სინათ-
ლეს მკრთალად გაენათებინა.
დედამ ერთ-ერთ კარზე მანიშნა კორიდორში და ჩუმად
მითხრა:
– ალბათ, უკვე ღრმა ძილით სძინავს და ფრთხილად შედი,
არ გააღვიძო. თუ რამე პრობლემა გაჩნდება, დამირეკე. მე
სადღაც ოც წუთში დავბრუნდები.
დედა უკვე გადიოდა და მე არც იაფფასიან სასტუმროში მი-
მავალი რიკისა და მის ჰელენის შეყოვნება მინდოდა, მაგრამ
მაინც ჩუმად ვთქვი:
– ახლა უკვე იმედი გაგვიჩნდა.
– ეგ რას ნიშნავს?
– დილით, როცა მზე დაბრუნდება, კარგის იმედი უნდა ვი-
ქონიოთ.
– კარგი. ძალიან კარგია, ასეთი ოპტიმისტი რომ ხარ.
მერე ხელი სადარბაზო კარისკენ გაიწოდა.

260
– იცოდე, შუქი არსად არ აანთო. შეიძლება, თავის ოთახ-
შიც კი შეაწუხოს.
წამით უჩვეულოდ გაირინდა, კარისკენ დაიხარა და სიბნე-
ლეში ლამის შუბლითაც კი დაეტაკა. მერე არც მობრუნებულა,
ისე მითხრა:
– მე და ჯოზიმ ვისაუბრეთ და საუბარი უცნაური გამოგვივი-
და. ორივე ძალიან დაღლილები ვიყავით და, ალბათ, იმიტომ.
თუ უცებ გაიღვიძებს და რამე შენთვის მოულოდნელს იტყვის,
ყურადღებას ნუ მიაქცევ. და, ჰო, აი, კიდევ რა – კარს ჯაჭვით
ნუ ჩაკეტავ, თორემ ვერ შემოვალ. ძილი ნებისა.

***

მეორე საწოლ ოთახში ფრთხილად შევედი და დავინახე,


რომ ჯოზის ღრმა ძილით ეძინა. ეს ოთახი ჯოზის საძინებელზე
ბევრად ვიწრო იყო, მაგრამ ჭერი უფრო მაღალი ჰქონდა. ჯო-
ზის ჟალუზი ნახევრად აეწია, ამიტომ ტანსაცმლის კარადასა
და მის მეზობლად მდებარე კედელს ღამის ნახატები ეცემოდა.
ფანჯარას მივუახლოვდი, გარეთ გავიხედე და შევეცადე, და-
მედგინა, დილით მზეს რა გზა უნდა გამოევლო და რამდენად
ადვილი იქნებოდა მისთვის ამ ოთახის ფანჯარაში შემოხედვა.
ფანჯარა, ოთახისა არ იყოს, ვიწრო და მაღალი იყო. უცნაურად
ახლოს მოჩანდა ორი მეზობელი შენობის კედლები, ჰოდა,
კარგად გავარჩიე წვიმის მილებიცა და ჟალუზებჩამოფარებუ-
ლი ანდა ცარიელი ფანჯრებიც. ორ შენობას შორის პატარა ქუ-
ჩას ვხედავდი და მივხვდი, რომ დილისკენ ეს ქუჩა ძალიან გა-
დაიტვირთებოდა. იმ ქუჩაზე ახლაც კი ჩანდა თითო-ოროლა
მანქანა. ქუჩის იმ მონაკვეთს, რომელსაც ფანჯრიდან ვხედავ-
დი, ღამის ცის სვეტი დასდგომოდა თავზე და ვიფიქრე, მზეს შე-
უძლია თავისი განსაკუთრებული კვება ამ ვიწრო სვეტიდანაც
მოგვაწოდოს-მეთქი. ისიც გავიაზრე, რამდენად ყურადღებით
უნდა ვყოფილიყავი, რომ, ირიჟრაჟებდა თუ არა, მაშინვე ბო-
ლომდე ამეწია ჟალუზები.

261
– კლარა, – მომესმა ჯოზის ხმა უკნიდან, – დედაც დაბრუნ-
და?
– მალე დაბრუნდება, რიკსა და მის ჰელენს სასტუმრომდე
მიიყვანს და დაბრუნდება.
მეგონა, ძილი შეიბრუნა-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წამში
მისი ქვეშაგების შარიშური ისევ შემომესმა.
– არ დავუშვებ, რომ რაიმე უსიამოვნო შეგემთხვეს, – მით-
ხრა და სუნთქვა უფრო ღრმა გაუხდა. ვიფიქრე, ახლა კი ნამ-
დვილად ჩაეძინა-მეთქი, თუმცა, ცოტა ხანში, უფრო დაწმენდი-
ლი ხმით მითხრა:
– ყველაფერი ძველებურადაა.
შევატყვე, რომ გამოფხიზლდა, და ამიტომ ვკითხე:
– დედამ და შენ რამე ახალ იდეაზე ხომ არ იმსჯელეთ?
– ვერ ვიტყოდი, რომ მთლად იდეა იყო. ვუთხარი, მსგავსი
არაფერი მოხდება და არც შეიძლება, რომ მოხდეს-მეთქი.
– მაინტერესებს, დედამ რა შემოგთავაზა.
– შენთვის არ უთქვამს? დიდი არაფერი, თავში რაღაც სი-
სულელე მოუვიდა, ეგ იყო და ეგ.
არაფერი მითქვამს და ველოდებოდი, ეგებ, თავად დაამა-
ტოს რამე-მეთქი. მერე საბანი კვლავ შეირხა.
– ცდილობდა... როგორც ვხვდები, ცდილობდა, რაღაც შე-
მოეთავაზებინა ჩემთვის. მითხრა, თუ გინდა მუშაობას თავს
დავანებებ და მთელ დღეს შენთან ვიქნები, წამითაც არ მოგ-
შორდებიო. ასეც მოიქცეოდა, მართლაც რომ მნდომებოდა –
მართლაც წამოვიდოდა სამსახურიდან, მაგრამ ვკითხე, ასეთ
შემთხვევაში კლარას რა ბედი ელის-მეთქი, და მითხრა, კლა-
რა აღარ დაგვჭირდება, რადგანაც შენთან მე ვიქნებიო. კარ-
გად გააზრებულიც არ ჰქონდა, რას ამბობდა, მაგრამ ძალიან
კი ჩამაცივდა, მითხარი, შენი გადასაწყვეტიაო. ბოლოს ვუთ-
ხარი, არა, დედიკო, არ გამოვა, შენ ეგ სამსახური ძალიან
გჭირდება, მე კი კლარა მჭირდება-მეთქი. ამით ჩვენი საუბარი
დასრულდა. მოკლედ, არაფერი მაგდაგვარი არ მოხდება და
დედაც დამეთანხმა ამაზე.
ამის მერე რაღაც ხანს ორივე ჩუმად ვიყავით. ჯოზი სიბნე-
ლეში იწვა, მე კი ფანჯარასთან ვიდექი.

262
– ეგებ, – ვუთხარი ბოლოს, – დედა ფიქრობს, რომ ჯოზის-
თან თუ იქნება, ჯოზი ამდენად მარტოსულად აღარ იგრძნობს
თავს.
– ვინა თქვა, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობ?
– თუ დედა მართალია და ჯოზი დედასთან ნაკლებად იგ-
რძნობს მარტოობას, მაშინ მე სიამოვნებით წავიდოდი.
– ვინა თქვა, რომ მარტოობა მაწუხებს? მარტოობას საერ-
თოდ არა ვგრძნობ.
– ეგებ, ყველა ადამიანი გრძნობს მარტოობას? ან ერთხე-
ლაც იგრძნობს.
– მომისმინე, კლარა, ეგ სრულიად სულელური აზრი იყო,
დედა მთლად გადაირია. მანამდე პორტრეტზე ვკითხე რაღაც
და ძალიან დაიბნა. მერე კი ეს სულელური აზრი შემომთავაზა.
აზრიც არ იყო, საერთოდ არაფერი იყო, ასე რომ, ჯობს, დავი-
ვიწყოთ ეგ ამბავი.
ისევ გაჩუმდა და ბოლოს ჩაეძინა კიდეც. გადავწყვიტე, თუ
ისევ გამოიღვიძებს, რაღაცას მაინც ვეტყვი, რომ შევამზადო
იმისთვის, რაც დილას მოხდება-მეთქი; ყოველ შემთხვევაში,
ხელს მაინც არ შეუშლიდა მზეს, რომ განსაკუთრებული დახ-
მარება გაეწია მისთვის. მაგრამ ეტყობა იმის გამო, რომ მე
მასთან ვიყავი, ბოლომდე დამშვიდდა და ღრმა ძილით დაიძი-
ნა. ასე რომ, ფანჯარას გამოვეცალე და კარადასთან დავდექი.
ვიცოდი, იქიდან მშვენივრად დავინახავდი მზის დაბრუნების
პირველ ნიშნებს.

***

უკანა გზაზე, მანქანაში იმავე რიგით ჩავსხედით, როგორი-


თაც აქეთობისას ვისხედით. წინა სკამების მაღალი საზურგეე-
ბის ფონზე, მხოლოდ ნაწილობრივ ვხედავდი საჭესთან მჯდომ
დედას, მის ჰელენს კი საერთოდაც ვერ ვხედავდი, თუ არ მობ-
რუნდებოდა და უკან არ გამოიხედავდა ხოლმე თავისი ნათ-
ქვამის დასტურსაყოფად. ერთხელაც, ვიდრე ქალაქის დილის

263
სამანქანო მოძრაობაში ნელა მივდიოდით, მოტრიალდა და
თქვა:
– არა, რიკ, ჩემო საყვარელო, არ მინდა, მასზე კიდევ რამე
ცუდი რომ თქვა. საერთოდ არ იცნობ და მისი გაგება გიჭირს.
მერე მისი სახე გაქრა და ხმამ განაგრძო:
– მგონია, მე თვითონაც ზედმეტები მომივიდა გუშინ, დი-
ლას კი მივხვდი, რამდენად უსამართლო ვიყავი. საერთოდ,
რა უფლება მაქვს, რამე მოვთხოვო?
ბოლო შეკითხვა, როგორც ჩანს, დედას დაუსვა, მაგრამ
დედა თავის ფიქრებში იყო წასული. მორიგ გზაჯვარედინს
რომ მივადექით, წაილუღლუღა:
– არა, პოლი სულაც არ არის ამდენად ცუდი. ზოგჯერ ძა-
ლიან მკაცრად ვექცევი ხოლმე. არადა, ცუდი ვინმე საერთო-
დაც არ არის. დღეს უკვე მებრალება კიდეც.
– გაგეცინებათ, მაგრამ დღეს უფრო იმედიანად გავიღვი-
ძე. ვფიქრობ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ვენსი დაგ-
ვეხმაროს. გუშინ, უბრალოდ, ძალიან აიშალა ნერვები, მაგ-
რამ, რომ დამშვიდდება და დაფიქრდება, ალბათ, გადაწყვეტს,
რომ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს. საერთოდაც უყვარს,
როდესაც საკუთარ თვალში გულისხმიერი და წესიერი ადამი-
ანია ხოლმე.
ჩემ გვერდით მჯდომი რიკი ცოტა შეირხა.
– ხომ გითხარი, დედა, მაგ კაცთან საერთოდ აღარ მინდა
საქმის დაჭერა-მეთქი. შენც ამავეს გირჩევ.
– ჰელენ, – თქვა დედამ, – ეს ყველაფერი რას გაძლევს? ამ
საკითხს დაუსრულებლად რატომ უბრუნდები? უბრალოდ, და-
ვიცადოთ და ვნახავთ. თავს ნუღარ იტანჯავ. თქვენ ორივემ
ყველაფერი იღონეთ, რაც თქვენზე იყო დამოკიდებული.
რიკის მეორე მხარეს მჯდომმა ჯოზიმ მეგობარს ხელი ხელ-
ზე დაადო და თითები თითებზე გადააჭდო. მერე გამამხნევებ-
ლადაც კი გაუღიმა, თუმცა მომეჩვენა, რომ – ოდნავ სევდია-
ნადაც. რიკმაც ღიმილითვე უპასუხა და გავიფიქრე, ალბათ,
თვალებით ფარულ შეტყობინებებსაც კი გადასცემენ-მეთქი
ერთმანეთს.

264
ჩემი სარკმლისკენ მივბრუნდი და მინას შუბლით ავეკარი.
მას მერე, რაც ირიჟრაჟა, თვალებად ვიქეცი და სასწაულს ვე-
ლოდებოდი. მზის პირველმა სხივებმა შენობებს შორის მდება-
რე ვიწრო ქუჩიდან მეორე საძინებელში კი გადაინაცვლეს,
მაგრამ წამითაც არ მიფიქრია, აი, მისი განსაკუთრებული დახ-
მარებაც მოვიდა-მეთქი. მახსოვდა, რომ მისი მადლიერი უნდა
ვყოფილიყავი, მაგრამ იმედგაცრუებისაგან თავი მაინც ვერ
შევიკავე. მერე, მთელი ის დრო, სანამ ადრეული საუზმე
გრძელდებოდა, სანამ ბარგს ვალაგებდით, სანამ დედა მე-
გობრის ბინას ათვალიერებდა და სიგნალიზაციას ამოწმებდა,
ისევ ცას გავყურებდი და ვიცდიდი. ახლაც, როცა უკვე მანქა-
ნაში ვისხედით, წინ ვიყავი გადაწეული და დროდადრო მზესაც
ვხედავდი, როცა ის თავის დილის მარშრუტს გადიოდა და
ალაგ-ალაგ მაღალ შენობებს შორისაც გამოჭიატდებოდა
ხოლმე. მახსენდებოდა, ამავე მანქანიდან გადმოსულმა მამამ
კარი რომ დაკეტა, ეზოში მდგომ ქუთინგზ-მანქანას რომ გახე-
და და მითხრა, ნუ გეშინია, შიშინის ხმა მომესმა და ეგ იმის ნი-
შანია, რომ ურჩხული საბოლოოდ ჩაკვდა, ვეღარ გაცოც-
ხლდებაო. მისი ის სახეც მახსენდებოდა, ცოტა ხანში ჩემ წინ
რომ აღმოცენდა და მკითხა, კლარა, თავს როგორ გრძნობ,
ჩემს თითებს ხომ ხედავ, აბა, მითხარი, რამდენიაო. და უცებ
ისევ ის შიში მომეძალა, რომელიც მთელი დილა გულს მიღ-
რღნიდა – ვაითუ, მზემ მისტერ მაკბეინის ფარდულში ჩემთვის
მოცემული სიტყვა გატეხოს-მეთქი.
– რიკ, – წამოიწყო დედამ, – გუშინ საღამოს რაც არ უნდა
მომხდარიყო, ფაქტია, რომ შენმა ნამუშევრებმა, შენმა პორ-
ტფოლიომ მოწონება დაიმსახურა და ამან უნდა გაგამხნევოს.
ახლა საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო უნდა ირწმუ-
ნო.
– დედა, გეხვეწები, რა! მაგ მაღალფარდოვანი ლექციების
მოსმენა რიკს ახლა ნამდვილად არ სჭირდება!
უფროსებს ეს არ დაუნახავთ, მაგრამ ჯოზიმ კიდევ უფრო
მოუჭირა რიკს ხელი და გაუღიმა. რიკმა ჯოზის გამოხედა და
თქვა:

265
– დიდი მადლობა, მისიზ არტურ! თქვენ ჩემ მიმართ ყო-
ველთვის ასეთი კეთილი ბრძანდებოდით.
– ვენსისას ვერასდროს ვერაფერს გაიგებ, – აღნიშნა მის
ჰელენმა.
ამასობაში იმ მაღალ შენობასაც მივუახლოვდით, რომელ-
მაც ადრევე მიიქცია ჩემი ყურადღება. ის შენობა რაღაცით
რპო-ს შენობას ჰგავდა და ცოტა მასზე მაღალიც კი იყო. ტრან-
სპორტის მოძრაობა აქ ოდნავ შენელდა და, ამის წყალობით,
მისი ყურადღებით შესწავლაც კი მოვახერხე. მზე შენობას სხი-
ვებს უხვად უგზავნიდა და მისი ერთი ნაწილი, თითქოს, მზის
სარკედაც კი იქცა. შენობის აურაცხელი ფანჯარა ვერტიკა-
ლურ და ჰორიზონტალურ რიგებად იყო განლაგებული, მაგ-
რამ ის რიგები მოწესრიგებული წყობის შთაბეჭდილებას მა-
ინც არ ტოვებდნენ, დროდადრო ირიბდებოდნენ და ზოგჯერ
ერთმანეთსაც კი კვეთდნენ. ზოგ ფანჯარაში ოფისის თანამ-
შრომლებს ვხედავდი. ისინი შენობაში მიმოდიოდნენ და ხან-
დახან ფანჯრებიდან ქუჩასაც გადმოჰყურებდნენ. თუმცა, ზოგი
ფანჯარა ძალიან ცუდად მოჩანდა იქვე მოფარფატე რუხი ნის-
ლის ღრუბლების გამო. მერე, როცა დედამ მანქანა კიდევ უფ-
რო წინ წასწია, რაღაც დანადგარი დავინახე, გამორჩეულ ად-
გილას მდგომი, რემონტის კაცების დადგმული ბარიერებით
გარემოცული. მის ერთ მხარეს მიწერილი რამდენიმე ასოც გა-
ვარჩიე: ქუთ... საშინელმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა, მაგ-
რამ მაინც შევნიშნე, რომ ეს ის მანქანა არ იყო, რომელიც მე
და მამამ ეზოში გავანადგურეთ; მისი კორპუსი სხვა ტონალო-
ბის ყვითელი საღებავით შეეღებათ, თავად მანქანაც უფრო
დიდი ზომისა იყო და გაცილებით მეტ დაბინძურებას იწვევდა,
ვიდრე მისი განადგურებული წინამორბედი.
– უბრალოდ დამშვიდდი, ჰელენ, და დაიცადე. თანაც ნახე,
ეგებ, რიკისთვის სხვა არჩევანიც გამოინახოს, – თქვა დედამ.
ქუთინგზ-მანქანას გვერდით რომ ჩავუარეთ, რუხ ნისლად
ქცეულმა დაბინძურებამ საქარე მინა დაგვისვარა და დედა აღ-
შფოთდა:
– ეს რა უბედურებაა? ასეთი რამეებისთვის რატომ არ ის-
ჯებიან?

266
– რომც გამოჩნდეს ასეთი არჩევანი, ეგეთ კოლეჯში გამიშ-
ვებდი, დედა?
– არ მესმის, შენ და რიკმა აუცილებლად ერთ კოლეჯში
რატომ უნდა ისწავლოთ? უკვე დაქორწინდით თუ რა ხდება?
ახალგაზრდები სად აღარ მიდიან ხოლმე და მაინც არ წყვეტენ
ურთიერთობას.
– დედა, რა ჯანდაბად წამოიწყე ახლა ეგ საუბარი? რიკს ეს
საერთოდ არ სჭირდება.
მივტრიალდი და ახლა მანქანის უკანა მინიდან გავიხედე.
ის მაღალი შენობა ისევ ჩანდა, მაგრამ ქუთინგზ-მანქანა ტრან-
სპორტის ნაკადის მიღმა გაუჩინარებულიყო. უკვე ვიცოდი, მზე
თავის განსაკუთრებულ დახმარებას ჯოზის რატომ არ უგზავნი-
და. როგორც ჩანს, ამ დროს მხრებშიც მოვიხარე და თავიც
ჩავღუნე, ჰოდა, ჯოზი წინ გადმოიწია და კარგად შემათვალი-
ერა:
– ხედავ, დედა? კლარაც დაასევდიანე. საწყალი, ისედაც
გულდაწყვეტილი იყო თავისი მაღაზიის გამო. ახლა ყველას
მხიარულ თემებზე საუბარი გვჭირდება.

267
მეხუთე ნაწილი

თერთმეტი დღის თავზე, ჯოზიმ დასუსტება დაიწყო. თავი-


დან ეს ფაზა სხვა ფაზებზე უარესი არ ჩანდა, მაგრამ მერე
ახალმა სიმპტომებმა იჩინა თავი: უცნაურმა სუნთქვამ და დი-
ლაობით ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში ყოფნამ, როდესაც
ჯოზი თვალებს ახელდა, მაგრამ სრულიად ცარიელი გამოხედ-
ვა ჰქონდა. თუ მაგ დროს დაველაპარაკებოდი, პასუხს არ
მცემდა. დედა ჯოზის ოთახში ყოველდღე სისხამ დილით ამო-
დიოდა და, ჯოზი ასეთ ძილ-ღვიძილში რომ დახვდებოდა, მის
საწოლთან დამდგარი გიჟივით იმეორებდა: „ჯოზი, ჯოზი, ჯო-
ზი“, თითქოს ეს სიტყვები იმ სიმღერის მისამღერი იყო, რომ-
ლის დამახსოვრებასაც ცდილობდა.
უკეთესი დღეებიც დგებოდა, როცა ჯოზი საწოლში წამოჯ-
დომასაც ახერხებდა, ლაპარაკსაც და ეკრანიდან ჩატარებულ
გაკვეთილებსაც უსმენდა. მაგრამ სხვა დღეებში სულ ეძინა და
ეძინა. ექიმი რაიენი ახლა ისევ ყოველდღე მოდიოდა და საერ-
თოდ აღარ იღიმებოდა. დედა სამსახურში უფრო გვიან მიდიო-
და ხოლმე და ის და ექიმი რაიენი დიდხანს საუბრობდნენ გაშ-
ლილ გეგმარებაში, მინის კარს მიღმა.
ქალაქიდან რომ დავბრუნდით, სანამ ჯოზი კარგად იყო,
შევთანხმდით, რომ რიკს სწავლაში მივეხმარებოდი. ჰოდა,
რიკი იმხანად ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მაგრამ ჯო-
ზის მდგომარეობა რომ გაუარესდა, რიკმა გაკვეთილების მი-
მართ ინტერესი საერთოდ დაკარგა; ჰოლში იჯდა ხოლმე და
ელოდებოდა, დედა ან მოახლე მელანია როდის მისცემდნენ
ჯოზის ოთახში შესვლის უფლებას. ეს კი საკმაოდ იშვიათად
ხდებოდა და მაშინაც სულ რამდენიმე წუთით აჩერებდნენ,
კართან ატუზულს რომ ეყურებინა მძინარე ჯოზისთვის. ერ-
თხელ, ასე რომ იდგა და უყურებდა, ჯოზიმ თვალები გაახილა
და გაუღიმა.

268
– გამარჯობა, რიკ. დღეს სურათების ხატვის თავი არა
მაქვს.
– არა უშავს. რაც მთავარია, დაისვენე და მერე ყველაფერი
კარგად იქნება.
– შენი ჩიტები რას შვრებიან?
– ყველაფერი რიგზეა, ჯოზი, წარმატებას წარმატებაზე აღ-
წევენ.
სულ ეს იყო, რისი თქმაც ერთმანეთისთვის მოახერხეს,
ვიდრე ჯოზი თვალებს ისევ დახუჭავდა.
რიკის სასოწარკვეთილება რომ დავინახე, კიბეზე ჩავყევი
და გარეთაც გავყევი. იქ ცოტა ხანს კენჭებიან გზაზე ვიდექით
და მოღუშულ ცას ერთად გავცქეროდით. ვიგრძენი, რომ და-
ლაპარაკება უნდოდა, მაგრამ, ალბათ, იმის გამო, რომ ჩვენი
საუბარი შეიძლებოდა საძინებელშიც გაეგონათ, ხმას ვერ
იღებდა. იდგა და სპორტული ფეხსაცმლის წვერით კენჭებს
აქეთ-იქით ფანტავდა. ამიტომ ვუთხარი:
– ეგებ რიკს ჩემთან ერთად ცოტა გავლა სურს? – და ჩარ-
ჩო-ჭიშკარზე ვანიშნე.
პირველ მინდორში ფეხი რომ შევდგით, დავინახე, რომ ბა-
ლახი იმაზე ყვითელი იყო, ვიდრე მისტერ მაკბეინის ფარდულ-
ში წასვლის დღეს. ფარული ბილიკის პირველი ნაწილი ნელა
ჩავიარეთ. დროდადრო ქარი ბალახს თავს ახრევინებდა და
რიკის სახლიც გამოჩნდებოდა ხოლმე.
იმ ადგილამდე მივედით, სადაც ფარული ბილიკი ფართოვ-
დებოდა, რაღაც ოთახისმაგვარ სივრცეში გადადიოდა და
გარშემო მოშრიალე ბალახის ხმა ისმოდა. რიკი გაჩერდა, შე-
მოტრიალდა და პირდაპირ შემომხედა.
– ჯოზი ასე ცუდად არასდროს ყოფილა, – მითხრა და თვა-
ლები დახარა. – შენ სულ იმას გაიძახოდი, რაღაც იმედი არსე-
ბობსო. რაღაც განსაკუთრებული მიზეზი არსებობს, რომ იმე-
დი არ დავკარგოთო, და მეც დავიმედდი.
– დამნაშავე ვარ. რიკი, ალბათ, ძალიან ბრაზობს. მართა-
ლი გითხრა, მეც გაწბილებული ვარ, მაგრამ მაინც მგონია,
რომ რაღაც იმედი მაინც არსებობს.

269
– კარგი, რა, კლარა! უარესად და უარესადაა. ექიმი, მისიზ
არტური... ვერა ხედავ, იმედი საერთოდ აღარა აქვთ.
– მე კი მაინც არ ვკარგავ იმედს. მჯერა, რომ დახმარება
შეიძლება იქიდან მოვიდეს, საიდანაც უფროსები საერთოდ არ
ელიან. მაგრამ ახლა ერთი რამ უნდა გავაკეთოთ, სასწრა-
ფოდ.
– საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ, კლარა. ალ-
ბათ, იმ რაღაც მნიშვნელოვანზე, რისი გამხელაც არავისთვის
შეგიძლია.
– სიმართლე გითხრა, რაც ქალაქიდან დავბრუნდით, მეც
ეჭვი შემეპარა მაგ ყველაფერში. ვიცდიდი, ვეჭვობდი, მაგრამ
მაინც მქონდა იმედი, რომ განსაკუთრებული დახმარება გა-
მოჩნდებოდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი
საქციელი ისევ იქ წასვლა და კიდევ უფრო კარგად ახსნაა. თუ
ძალიან შევევედრები... მაგრამ ამაზე დაწვრილებით ვერ ვი-
ლაპარაკებ. უბრალოდ, რიკი კიდევ ერთხელ უნდა მენდოს,
ისევ მისტერ მაკბეინის ფარდულში უნდა დავბრუნდე.
– გინდა, რომ ისევ მე წაგიყვანო?
– დაუყოვნებლივ უნდა წავიდე. თუ რიკს ჩემი წაყვანა არ
შეუძლია, თავად უნდა მოვახერხო იქამდე მისვლა.
– აბა, აბა! ეგეთები აღარ იყოს! დაგეხმარები, აბა რა! არ
ვიცი, ეს ჯოზის როგორ უშველის, მაგრამ, რადგან შენ ამბობ,
უშველისო, რა თქმა უნდა, დაგეხმარები.
– დიდი მადლობა. მაშინ დღესვე უნდა წავიდეთ, ამ საღა-
მოსვე. და წინა ჯერისა არ იყოს, დღესაც მაშინ უნდა მივუს-
წროთ, სანამ მზე დასასვენებლად გაემგზავრება. რიკი აქ უნდა
შემხვდეს, ზუსტად ამ ადგილას, რვის თხუთმეტ წუთზე. შეძ-
ლებ?
– ასი პროცენტით.
– დიდი მადლობა. კიდევ ერთი რაღაც არის. როცა ფარ-
დულთან მივალ, ცხადია, ბოდიშის მოხდა დამჭირდება. მაშინ
შეცდომა დავუშვი, ბოლომდე ვერ გავიაზრე ჩემი ამოცანის
მნიშვნელოვნება. კიდევ რაღაც მჭირდება, რაღაც დამატები-
თი, რითაც ჩემს თხოვნას გავამყარებ. ამიტომაც ვეკითხები
რიკს, თუნდაც ეს პირად საქმეში ჩარევა გამომივიდეს. უნდა

270
მითხრა, შენი და ჯოზის სიყვარული ნამდვილია? სამუდამოა?
ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე, რადგანაც თუ პასუხი „ჰო“ იქ-
ნება, მაშინ ამასაც დავამატებ იმას, რაც ქალაქში მოხდა. ძა-
ლიან გთხოვ, რიკ, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.
– დაფიქრება არც მჭირდება. მე და ჯოზი ერთად გავიზარ-
დეთ, ერთმანეთის ნახევრები ვართ და გეგმაც გვაქვს. ასე
რომ, დიახ, ჩვენი სიყვარული ნამდვილი და სამუდამოა. ჩვენ-
თვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ვართ გენმოდიფიცი-
რებული და რომელი – არა. ჩემი პასუხი ასეთია, კლარა, და
სხვანაირი ვერც იქნება.
– დიდი მადლობა. ახლა ნამდვილად მაქვს მნიშვნელოვა-
ნი სათქმელი! მოკლედ, გთხოვ, არ დაგავიწყდეს. აქ შემხვდი
ზუსტად რვის თხუთმეტ წუთზე; ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახ-
ლა ვდგავართ.

***

ამჯერად, რიკის მხრებზე ჯდომა ნაკლებად გამიჭირდა. ხე-


ლის გაშვერასა და ბალახის გადაწევასაც კი ვახერხებდი მის-
თვის სიარულის გასაადვილებლად. ბალახი მხოლოდ უფრო
ყვითელი კი არა, უფრო რბილი და დამყოლიც მეჩვენა. საღა-
მოს მწერთა გუნდებიც თითქოს უფრო კეთილგანწყობილები
იყვნენ და სახეზეც კი არ მეხებოდნენ, ისე გვითმობდნენ გზას.
აღარც მინდორი იყოფოდა სექციებად და, როცა მესამე ჩარ-
ჩო-ჭიშკარში გავიარეთ, ფართო ნარინჯისფერი ცის ქვეშ
თვალნათლივ დავინახე მისტერ მაკბეინის ფარდული და მისი
სამკუთხა სახურავისკენ მიმავალი მზე.
გათიბულ მდელოს რომ მივადექით, რიკს ვთხოვე, გაჩერე-
ბულიყო და მხრებიდან ჩამოვესვი. ცოტა ხანს ვიდექით და ვუ-
ყურებდით, მზე თანდათან როგორ ეშვებოდა და, როდესაც
ფარდულის წაგრძელებულმა ჩრდილმა ჩვენამდე მოაღწია,
გამახსენდა, რომ არაფრით არ უნდა დამერღვია მზის მყუდ-
როება, ამის გადაუდებელი საჭიროება თუ არ იქნებოდა. ამი-
ტომ რიკს ვთხოვე, დამტოვე-მეთქი.

271
– მაინც ასეთი მნიშვნელოვანი რა ხდება იმ ფარდულში? –
მკითხა რიკმა,
მაგრამ ვიდრე პასუხს გავცემდი, მხარზე გამამხნევებლად
დამადო ხელი და მითხრა: – კარგი, კარგი! ისევ იქ დაგელო-
დები, სადაც მაშინ გელოდებოდი.
რიკი წავიდა. ახლა უკვე მარტო ვიდექი და ველოდებოდი,
როდის დაეშვებოდა მზე ფარდულის სახურავზე დაბლა და,
ფარდულში გავლისას, როდის გამოგზავნიდა ჩემკენ თავის
ბოლო სხივებს. მშვენივრად მესმოდა, რომ ჩემზე გაბრაზებუ-
ლი იქნებოდა ქალაქში წარუმატებლობის გამო, და ისიც მეს-
მოდა, რომ ეს იყო ჩემი უკანასკნელი შანსი, მისთვის განსა-
კუთრებული დახმარება მეთხოვა. უცებ წარმოვიდგინე, ჯოზის
რა ბედი ეწეოდა, ეს ბოლო შანსიც ხელიდან რომ გამეშვა, და
საშინელმა შიშმა ამიტანა. მაგრამ მერე მზის დიადი და კეთი-
ლი ბუნება გამახსენდა და ამით გამხნევებული გავემართე
მისტერ მაკბეინის ფარდულისაკენ.

***

ფარდული ახლაც ნარინჯისფერი სინათლით იყო სავსე და


თავიდან ისევ გამიჭირდა იქაურობის კარგად აღქმა. მაგრამ
თვალი რომ შევაჩვიე, მარცხნივ ისევ ერთმანეთზე დაწყობი-
ლი დაპრესილი თივის კუბები დავინახე და შევნიშნე, რომ ამ
კუბებით ნაგები ბაქანი უფრო დადაბლებულიყო. თივის ნაფ-
შვენებიც ისევ ისე დალივლივებდნენ მზის სხივებში, მაგრამ,
თუ წინა ჯერზე მშვიდად ფარფატებდნენ ჰაერში, ახლა უფრო
აფორიაქებულები მეჩვენებოდნენ. ისეთი გრძნობა დამრჩა,
თითქოს ერთ-ერთი კუბი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა და
ხის იატაკზე დაცემული მთლიანად დაიფშვნა. ნაფშვენებისკენ
ხელი რომ გავიშვირე, ჩემი თითების ჩრდილი ფარდულის შე-
სასვლელამდე გაიწელა.

272
კუბებით ნაგები ბაქნის მიღმა, მთელ კედელზე, ისევ ჩვენი
მაღაზიის თაროების მსგავსი წითელი თაროები ეკიდა და მათი
დანახვა ძალიან მესიამოვნა. თუმცა, ისიც შევნიშნე, რომ ახ-
ლა ისინი ცოტა დაფერდებულიყვნენ, განსაკუთრებით, შენო-
ბის შორეულ ნაწილში. თაროებზე ისევ იმავე რიგით ეწყო ყა-
ვის ფინჯნები, მაგრამ ერთგვარი უცნაური ცვლილება აქაც
შევნიშნე: მაგალითად, მოშორებით, იმავე თაროზე, ვიღაცას
მოახლე მელანიას სამზარეულოს ბლენდერიც შემოედგა.
გამახსენდა, რომ წინა ჯერზე, სანამ მზის ფარდულში შე-
მობრძანებას ველოდებოდი, დასაკეც მეტალის სკამზე ვიჯექი.
იმედი მქონდა, რომ ფარდულის მეორე მხარეს ისევ ის სკამი
და ჩვენი მაღაზიის მსგავსი ნიში დამხვდებოდა (და ეგებ სუ-
ლაც იმ ნიშში ამაყი ხმ-ც მდგარიყო). მაგრამ, იქით რომ გავი-
ხედე, ფარდულის უკანა შესასვლელიდან წინა შესასვლელამ-
დე მზის ჰორიზონტალურად გაწოლილი სხივები დავინახე.
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს გადატვირთულ ქუჩაზე
სატრანსპორტო მოძრაობას გავცქეროდი და, როცა იმ „ქუჩის“
მოპირდაპირე მხარეს გახედვა ვცადე, აღმოვაჩინე, რომ იქაუ-
რობა უამრავ სხვადასხვა ზომის სექციად დაყოფილიყო. მხო-
ლოდ რამდენიმე წუთის მერეღა შევნიშნე მეტალის დასაკეცი
სკამი, უფრო სწორად, სხვადასხვა სექციებში დაფანტული მი-
სი ნაწილები. რომ გამახსენდა, რა კომფორტული იყო იმ სკამ-
ზე ჯდომა, მაშინვე მისკენ გავემართე. მაგრამ, როგორც კი
მზის სხივებში შევდგი ფეხი, მაშინვე გავიაზრე, რომ, თუ მზის
ყურადღების მოზიდვა მინდოდა, სანამ ფარდულიდან გავიდო-
და, დაუყოვნებლივ უნდა ავმოქმედებულიყავი. ასე რომ, პირ-
დაპირ მზის სხივების ნაკადში მდგომმა დავიწყე გონებაში
სათქმელის დალაგება.
– ალბათ, ძალიან დაღლილი ბრძანდები და ძალიან მერი-
დება, რომ გაწუხებ. გემახსოვრება, აქ ერთხელ ზაფხულშიც
შეგაწუხე. მაშინ დიდი გულისხმიერება გამოიჩინე და რამდე-
ნიმე წუთი დამითმე. ახლაც ვბედავ, რომ ამ საღამოსაც იმავე
ძალიან სერიოზული საკითხის გამო შეგაწუხო.
ის იყო, ეს ტექსტი გონებაში ჩამომიყალიბდა, რომ უცებ
სოციალიზაციის შეკრების დღე გამახსენდა, გაშლილ გეგმა-

273
რებაში ჯიქურ შემოჭრილი ქალბატონი რომ კიოდა, დენი მარ-
თალია, აქ ყოფნა შენ საერთოდაც არ გმართებდაო, და იქვე,
ერთ-ერთ სექციაში, მარჯვენა მხარეს, იმ ბოროტი წარწერის
მსგავსი წარწერაც დავინახე, ქალაქის ერთ-ერთ შენობაზე
რომ წაეწერათ. მიუხედავად ამისა, გონებაში ჩამოყალიბებუ-
ლი სიტყვების ნაკადს კიდევ სხვა სიტყვებიც დავამატე:
– ვიცი, რომ აქ ასე მოსვლის უფლება არ მაქვს, და ისიც ვი-
ცი, რომ მზე ჩემზე გაბრაზებულია, რადგანაც დავაღალატე და
დაბინძურება ბოლომდე ვერ შევაჩერე. ახლა უკვე ვხედავ, რა
გულუბრყვილო ვიყავი, როცა არ გავითვალისწინე, რომ
მსგავსი საზარელი მანქანა კიდევ იქნებოდა და ერთის წყობი-
დან გამოყვანით დაბინძურებას ვერ შევაჩერებდი. მაგრამ მზე
ხომ ხედავდა, როგორ ვცდილობდი იმ ეზოში; მსხვერპლიც კი
დიდი სიამოვნებით გავიღე, მიუხედავად იმისა, რომ უნარები
დამიქვეითდა. და იმასაც ხომ დაინახავდა, მამა როგორ მეხმა-
რებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა ჩვენს შე-
თანხმებაზე; უბრალოდ სიტყვაზე მენდო და იმედი ჩაესახა.
გულწრფელად ვნანობ, რომ ჩემი ამოცანა სათანადოდ ვერ შე-
ვაფასე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო, სხვისი
არ გეგონოს. და, თუმცა მზე მართალია, ჩემზე რომ ბრაზობს,
მინდა, ისიც გაითვალისწინოს, რომ ჯოზი სრულიად უდანაშა-
ულოა. მამასავით, არც მან იცოდა ჩვენი შეთანხმების შესახებ
და დღემდეც არ იცის. ახლა ყოველდღიურად სულ უფრო და
უფრო სუსტდება. დღეს აქ ასე უტიფრად იმიტომ გეახელი, რომ
არასდროს დამვიწყებია, როგორი კეთილი შეიძლება იყოს
მზე. ნეტავი ჯოზის მიმართ ისეთივე თანაგრძნობა გამოიჩი-
ნოს, მათხოვრისა და მისი ძაღლის მიმართ რომ გამოიჩინა!
ნეტავი ჯოზისაც გამოუგზავნოს ის განსაკუთრებული დახმარე-
ბა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება!
ამ სიტყვებმა რომ გამიელვეს გონებაში, ის საზარელი ხა-
რი გამახსენდა, მორგანზ-ფოლზის გზაზე რომ ვნახე; მისი სა-
ზარელი რქები და ცივი თვალებიც გამახსენდა და ის გრძნო-
ბაც, მაშინ რომ გამიჩნდა, ასეთი ბოროტებით აღსავსე არსები-
სათვის მზით გამთბარ ბალახზე დგომის უფლების მიცემა უდი-
დესი შეცდომა უნდა იყოს-მეთქი. მერე დედას ყვირილის ხმაც

274
შემომესმა: „არა, პოლ, ახლა და ამ მანქანაში არ გინდა, ეს
ოხერი!“ ის მარტოხელა ქალიც დავინახე, მისტერ ვენსის სასა-
უზმეში ეულად რომ იჯდა, ფანჯარაზე შუბლით აკრული ცარი-
ელ ქუჩას რომ გასცქეროდა და მის არსებობას ვერავინ რომ
ვერ ამჩნევდა, თვით კაფეს მენეჯერის ჩათვლით. ვიფიქრე, ის
ქალი როზას როგორ ჰგავდა-მეთქი. მაგრამ ჩემთვის ცხადი
იყო, რომ სხვა რამეზე ფიქრის უფლება საკუთარი თავისთვის
არ უნდა მიმეცა, რომ მზე შეიძლებოდა ფარდულიდან ნების-
მიერ წამს გასულიყო, და ისევ ნებას მივუშვი ფიქრთა ნაკადი,
ამჯერად მათი სიტყვებად ჩამოყალიბების მცდელობის გარე-
შე.
– არ ვნანობ, იმ ძვირფას სითხეს რომ შეველიე. მეტსაც გა-
ვიღებდი, მთლიანადაც კი დავთმობდი, თუ ეს აუცილებელი
იქნებოდა, რომ ჯოზისთვის შენი განსაკუთრებული დახმარება
გამოგეგზავნა. ისიც გეცოდინება, რომ მას მერე, რაც ბოლოს
აქ ვიყავი, ჯოზის გადარჩენის სხვა საშუალებაზეც შევიტყვე
რაღაც და, თუ სხვა გზა არ იქნება, ყველაფერს ვიღონებ, რაც
ჩემზეა დამოკიდებული. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ,
რომ, ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, ის მეორე საშუალება გა-
ამართლებს. ამიტომ ჩემი სანუკვარი ოცნება ახლა ის არის,
მზემ თავისი დიდი მოწყალება მოიღოს ჯოზიზე.
მზის სხივების ნაკადში შესულმა ხელი წინ რომ გავიშვირე,
ვიგრძენი, რომ მეტალის დასაკეც სკამს შევეხე. ძალიან გამი-
ხარდა, ის სკამი რომ ვიპოვე, მაგრამ აღარ დავმჯდარვარ,
რომ უპატივცემულობაში არ ჩამომრთმეოდა. უბრალოდ, სკა-
მის უკან დავდექი და მის საზურგეს ორივე ხელით ჩავეჭიდე.
ფარდულის უკანა მხრიდან შემოჭრილი მზის სხივების შუ-
ქი იმდენად მჭახე იყო, რომ თვალის გასწორება მიჭირდა. ჰო-
და, ეგებ, მთლად თავაზიანი საქციელი არც იყო, მაგრამ თვა-
ლი ავარიდე და მარჯვნივ გავიხედე, იქით მოლივლივე ცვლა-
დი სილუეტებისაკენ, იმ იმედით, რომ, ეგებ, სასაუზმეში ეუ-
ლად მჯდომი როზასთვის მომეკრა თვალი. სწორედ მაშინ, წი-
ნა ნიში დროებით ერთმა სხივმა გაანათა და იმ ნიშში ხმ-ები კი
არა, კედელზე მიმაგრებული დიდი ოვალური ფოტო დავინახე.
ფოტოზე დიდი მწვანე მინდორი იყო ასახული და იმ მინდორში

275
ის ოთხი ცხვარი ძოვდა, მორგანზ-ფოლზიდან მომავალმა მან-
ქანიდან რომ დავინახე. ახლა ის ცხვრები კიდევ უფრო მოკ-
რძალებულები მომეჩვენნენ. ისევ მწყობრად იდგნენ, თავდახ-
რილები, და ბალახს წიწკნიდნენ. მაშინ იმ ცხვრების დანახვა
ძალიან გამიხარდა; იმ სათნო არსებებმა ის საზარელი ხარი
დამავიწყეს, ჰოდა, ახლაც ძალიან გამიხარდა მათი დანახვა,
თუნდაც იმ ოვალურ ფოტოზე. თუმცა, მალე მივხვდი, რომ რა-
ღაც ისე არ იყო: ოთხივე ისევ ისე მწყობრად კი იდგა, როგორც
იმ დღეს, მაგრამ თითქოს ჰაერში იყვნენ გამოკიდებულნი, მი-
წაზე აშკარად არ იდგნენ. შედეგად, ბალახისაკენ კი იწვდიდ-
ნენ პირს, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ, ჰოდა, ამ ბედნიერ არსე-
ბებს ახლა ცოტა სევდა შეჰპარვოდათ.
– გევედრები, ცოტა ხანს კიდევ დარჩი, არ წახვიდე! – შე-
ვეხვეწე მზეს. – ერთი წამიც დამითმე, გთხოვ! ვიცი, რომ დაპი-
რებული სამსახური ბოლომდე ვერ გაგიწიე და უფლება არა
მაქვს, კიდევ რამე გთხოვო. მაგრამ ისიც მახსოვს, როგორ გა-
გიხარდა, როცა იმ დღეს ქალბატონმა ყავის ჭიქამ და ლაბადი-
ანმა კაცმა ერთმანეთი ისევ იპოვეს. იმდენად გაგიხარდა, რომ
სიხარული ვერც დაფარე. ამიტომაც ვიცი, როგორი მნიშვნე-
ლოვანია შენთვის, როცა მოყვარული ადამიანები ერთმანეთს
ხვდებიან, ერთმანეთს პოულობენ, თუნდაც მრავალი წლის მე-
რე. ვიცი, რომ მზეს მათთვის ყოველთვის სიკეთე სურს, ეგებ,
ერთმანეთის პოვნაშიც კი ეხმარება. ასე რომ, ჯოზისა და რიკ-
ზეც მოიღე წყალობა. ისინი ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდები
არიან. ჯოზი რომ ახლა წავიდეს, ეს მათი სამუდამო დაშორება
იქნება. ჯოზისთვის ის განსაკუთრებული დახმარება რომ გაგე-
წია, რომელიც მათხოვარსა და მის ძაღლს გაუწიე, მაშინ ჯოზი
და რიკი ზრდასრულ ცხოვრებაში ერთად შეაბიჯებდნენ, რო-
გორც ეს მათ კეთილ ნახატზეა ასახული. თავს დავდებ, რომ მა-
თი სიყვარული ისეთივე ძლიერი, ნამდვილი და სამუდამოა,
როგორიც ქალბატონი ყავის ჭიქისა და ლაბადიანი კაცის!
ახლა ნიშიდან რამდენიმე ნაბიჯის იქით, მარცხენა მხარეს,
იატაკზე რაღაც სამკუთხა საგანი შევნიშნე. წამით ვიფიქრე,
მგონი, იმ ღვეზლის ნაჭერია, სასაუზმის მენეჯერს მინის დახ-
ლზე რომ ჰქონდა გამოფენილი-მეთქი. მაშინვე მისტერ ვანსის

276
მრისხანე ხმით ნათქვამი „თუ პროტექციას არ ეძებთ, აბა, მე
აქ რატომ ვზივარ“ გამახსენდა. მერე – მის ჰელენის ნათქვა-
მიც: „დიახ, სწორედაც პროტექციას ვითხოვთ, სწორედაც
პროტექციას“ – და გავაცნობიერე, რომ ის სამკუთხა საგანი
ღვეზლის ნაჭერი კი არა, ჯოზის იმ რბილყდიანი წიგნის კუთხე
იყო, მამას მოლოდინში მეგობრის ბინაში ხალიჩაზე რომ ჩა-
მოუვარდა. სინამდვილეში, სამკუთხედი სულაც არ იყო, უბრა-
ლოდ, სამკუთხედი იმიტომ მეგონა, რომ მხოლოდ მისი ერთი
ნაწილი მოხვედრილიყო მზის სხივებში, დანარჩენი კი ისევ
ჩრდილში იყო. ნიშის მარცხენა მხარეს, სექციები ატივტივ-
დნენ და ერთმანეთს ისე წაეფინნენ, თითქოს ქარი მიერეკებო-
დათ. რამდენიმე მათგანში მკვეთრმა ფერებმაც გაიელვა და
მივხვდი, რომ იმ სექციების უკანა პლანზე მაღაზიის ახალ ვიტ-
რინაში გამოფენილი ფერად-ფერადი ბოთლები ისახებოდა.
ბოთლები კონტრასტულ ფერებში ლივლივებდნენ და რამდე-
ნიმე სექციაში წარწერის ნაწილიც გამოჩნდა: „ჭერის განათე-
ბა“. მივხვდი, რომ ჩემი დრო იწურებოდა და ავჩქარდი.
– ვიცი, რომ პროტექციონიზმი კარგი რამ სულაც არ არის.
მაგრამ, თუ მზე გამონაკლისს დაუშვებს, იცოდეს, რომ ყველა-
ზე ღირსეული ახალგაზრდები ისინი არიან, ვისაც ერთმანეთი
მთელი ცხოვრება ეყვარებათ.
ალბათ, მზე იმასაც იკითხავს, ასე დარწმუნებული როგორ
ვიქნებით, მოზარდებს ნამდვილი სიყვარულის რა გაეგებათო.
მაგრამ მე მათ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი და დავ-
რწმუნდი, რომ სწორედ ასეა. ერთად გაიზარდნენ და ერთმა-
ნეთის ნახევრებად იქცნენ. რიკმა ეს დღეს თვითონ მითხრა.
ვიცი, რომ დანაპირები ვერ შეგისრულე, მაგრამ გევედრები,
კიდევ ერთხელ გამოიჩინე გულისხმიერება და ჯოზის დაეხმა-
რე! ხვალ ან თუნდაც ზეგ წყალობის თვალით გადმოხედე და
ისეთივე განსაკუთრებული დახმარება გაუწიე, როგორიც მათ-
ხოვარსა და მის ძაღლს. სწორედ ამას გთხოვ, თუნდაც ეს პრო-
ტექციონიზმად მოგეჩვენოს; ვკადნიერდები და გთხოვ, მიუხე-
დავად იმისა, რომ მე ჩემი ამოცანა ვერ შევასრულე!
ჩამავალი მზის სხივებმა გაფერმკრთალება იწყეს და ნელ-
ნელა ფარდულში სიბნელეს დაუთმეს გზა. სულ ვცდილობდი,

277
რომ სახით უკანა შესასვლელისაკენ ვმდგარიყავი, რადგანაც
მზის სხივები ფარდულში სწორედ იქიდან აღწევდა, თუმცა ცო-
ტა ხნით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემს მხარს უკან, მარჯვენა მხრი-
დან, სინათლე რაღაც სხვა წყაროდანაც მოდიოდა. თავიდან
მეგონა, ფერადი მინის ბოთლების ანარეკლია-მეთქი, მაგრამ,
რაც უფრო იკლებდა მზის შუქი, სინათლის ეს ახალი წყარო
მით უფრო თვალშისაცემი ხდებოდა. მოკლედ, მოვტრიალდი,
რომ დამენახა, რა ხდებოდა და, ჩემდა გასაოცრად, დავინახე,
რომ ეს თავად მზე იყო – ეტყობა, მისტერ მაკბეინის ფარდუ-
ლიდან გასვლას არ ჩქარობდა, ჰოდა, შიგნით შემოსული ია-
ტაკზე გაწოლილიყო წინა ნიშსა და წინა შემოსასვლელს შუა.
წამით შევშინდი, რომ დეზორიენტაციის საფრთხის წინაშე ვი-
დექი, მაგრამ მერე თვალი შევაჩვიე, გონებაც დამეწმინდა და
მივხვდი, რომ, სინამდვილეში, მზე ფარდულში აღარ იყო, უბ-
რალოდ, იმ ადგილზე ვიღაცას რაღაც ისეთი დაეტოვებინა,
რაც ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებს ირეკლავდა. სხვა
სიტყვებით, ეს „რაღაც“ მზის სარკის ფუნქციას ზუსტად ისევე
ასრულებდა, როგორც რპო-ს შენობისა და სხვა შენობების
ფანჯრები ასრულებდნენ ხოლმე. სანამ იმ „სარკისაკენ“ მივე-
მართებოდი, ნარინჯისფერი შუქი სიმძაფრეს კარგავდა, მაგ-
რამ მაინც ჯერ კიდევ კაშკაშებდა გარშემო ჩამოწოლილი ბინ-
დბუნდის ფონზე.
იმ სარკისებურ საგანთან სულ ახლოს რომ მივედი, მაშინ-
ღა მივხვდი, რომ მისტერ მაკბეინს – ანდა რომელიმე მის მე-
გობარს – იმ ადგილას, კედელთან, რამდენიმე, ერთმანეთზე
მიყუდებული მართკუთხა მინის ფირფიტა დაედო. ალბათ, მის-
ტერ მაკბეინმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, წინა და უკანა
კედლები ამოეყვანა და ფანჯრებში ჩასასმელი მინა მოიმარა-
გა. ასე იყო თუ ისე, მინის მართკუთხა ფირფიტები – ჩემი გა-
მოთვლით, სულ შვიდი ცალი – საღამოხნის მზის სახეს ირეკ-
ლავდა. იმ ანარეკლს კიდევ უფრო მივუახლოვდი და ლამის
ხმამაღლა ვთქვი:
– ძალიან გთხოვ, ჯოზიზე მოწყალება მოიღე!
მერე მინის ფირფიტებს კიდევ უფრო ყურადღებით დავაკ-
ვირდი. ანარეკლი ჯერ კიდევ ნარინჯისფრად ბრდღვიალებდა,

278
მაგრამ აღარ მაბრმავებდა, ჰოდა, კიდევ უფრო რომ შევისწავ-
ლე მზის მართკუთხა მინაში არეკლილი სახე, მივხვდი, რომ
ერთ გამოსახულებას კი არ ვხედავდი, არამედ, სინამდვილე-
ში, ცალკეულ მინაში არეკლილი, ერთმანეთზე წაფენილი შვი-
დი გამოსახულება იყო, რომლებსაც ჩემი თვალი ერთდროუ-
ლად აღიქვამდა. სულ ზედა მინაში მზე მკაცრი გამომეტყველე-
ბით მიყურებდა, მომდევნოზე – კიდევ უფრო მტრულად, მომ-
დევნო ორ მინაში კი უფრო თბილად და მეგობრულად მომჩე-
რებოდა და, თუმცა ქვედა მინებში არეკლილი მისი სახეების
გარჩევა უკვე მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ იქ მზის იუმორითა
და სიკეთით აღსავსე სახეები იყო არეკლილი. ასე იყო თუ ისე,
მინის ფირფიტებში ასახული სახეები, რაგვარობის მიუხედა-
ვად, ერთიანად დანახულები ერთ სახეს ქმნიდნენ. უბრალოდ,
ის სახე ბევრნაირ ემოციას ასხივებდა.
მზის გამოსახულებას თვალს ვერ ვაშორებდი, მერე კი ყვე-
ლა გამოსახულება ერთბაშად გაბუნდოვანდა და მისტერ მაკ-
ბეინის ფარდულში იმდენად ჩამობნელდა, რომ ვეღარც ჯოზის
რბილყდიან წიგნს ვხედავდი და ვეღარც იმ ცხვრებს, პირით
ბალახს რომ ვერ სწვდებოდნენ. ჰოდა, ვთქვი:
– ისევ მიმიღე და მომისმინე. ამისთვის შენი დიდი მადლო-
ბელი ვარ. ძალიან განვიცდი, ჩემზე დაკისრებული დავალება
რომ ვერ შევასრულე, მაგრამ გეხვეწები, ჩემი ვედრება შეის-
მინო.
მაგრამ ეს სიტყვები გონებაშიც კი ჩურჩულით წარმოვ-
თქვი, რადგანაც ვიცოდი, რომ მზე უკვე წასული იყო.

***

მომდევნო დღეებში, დედა და ექიმი რაიენი ბევრს კამა-


თობდნენ გაშლილ გეგმარებაში, ღირდა თუ არა ჯოზის სა-
ავადმყოფოში გადაყვანა. და თუმცა მათი ხმები ხშირად ერ-
თმანეთს გადაფარავდნენ ხოლმე, მაინც მესმოდა, კარს მიღმა
რასაც ამბობდნენ. ბოლოს ორივე თანხმდებოდა, რომ საავად-
მყოფოში ჯოზის მხოლოდ ტანჯვა გაუმრავლდებოდა და სხვა

279
არაფერი. თუმცა, შეთანხმება შეთანხმებად რჩებოდა და ექი-
მის ყოველ მოსვლაზე კვლავ გაშლილ გეგმარებაში იკეტე-
ბოდნენ და ისევ იმავე საკითხზე იწყებდნენ დავას.
რიკი ყოველდღე მოდიოდა და მძინარე ჯოზისთან მორი-
გეობის საკუთარ რიგს ელოდა. მერე მის ოთახში შედიოდა და,
სანამ დედა და მოახლე მელანია ისვენებდნენ, მძინარე ჯოზის
დაჰყურებდა. ორივე ქალი იმ პერიოდში სრულიად არეული
რეჟიმით ცხოვრობდა და, სანამ წაქცევამდე არ მივიდოდნენ,
დასაძინებლადაც არ წვებოდნენ. ჩემი ოთახში ყოფნა სასურ-
ველი კი იყო, მაგრამ, რაღაც მიზეზით, უაზრობად მიაჩნდათ,
მიუხედავად იმისა, რომ დედამ იცოდა, საგანგაშო ნიშნების
ამოცნობა სხვებზე უკეთ და უფრო დროულად შემეძლო. დღე-
ები რომ გადიოდა, დედა და მოახლე მელანია ისე დაიქანცნენ,
რომ ეს ყველაფერში ეტყობოდათ.
მისტერ მაკბეინის ფარდულში მეორედ სტუმრობის ექვსი
დღის თავზე, ნასაუზმევს, ცა უცნაურად მოიქუფრა. ნასაუზ-
მევს-მეთქი, ვთქვი, მაგრამ დღის რეჟიმი იმდენად იყო დარ-
ღვეული, რომ არც საუზმის და არც რომელიმე სხვა იჯრისთვის
თავის დროზე არავის ეცალა. იმ დილას, მოქუფრული ცის გა-
მო, ყველანი დეზორიენტირებულები ვიყავით და რიკის გამო-
ჩენა ერთ-ერთი ის მომენტი იყო, რომელმაც შეგვახსენა, რომ
ღამე დასრულდა და შემდეგი დღე გათენდა.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ცა მით უფრო იქუფრებო-
და, საავდრო ღრუბლები მთელ ცას მოედვნენ და ქარიც ძლი-
ერდებოდა. სახლის უკანა ნაწილში რაღაც მორყეულ დეტა-
ლებს ჭრიალი გაჰქონდა და, ფანჯრიდან რომ გავიხედე, დავი-
ნახე, რომ გორაკზე მდგომი ხეები ტოტებს აქეთ-იქით იქნევ-
დნენ და მიწისკენ იხრებოდნენ.
ჯოზის კი ეძინა და ეძინა. სრულიად გათიშული, სუსტად და
გახშირებულად სუნთქავდა. იმ მოღუშულ დილას, როდესაც მე
და რიკი ჯოზის დავყურებდით, ოთახში მოახლე მელანია შე-
მოვიდა. დაღლილობისაგან თვალები ლამის ეხუჭებოდა, მაგ-
რამ მაინც გამოგვიცხადა, ახლა ჩემი მორიგეობის ჯერიაო. ვუ-
ყურებდი, დარდით მხრებში მოხრილი რიკი ნელა როგორ ჩა-
დიოდა კიბეზე და ბოლო საფეხურზე როგორ ჩამოჯდა. ვიფიქ-

280
რე, ახლა, ალბათ, მარტო ყოფნა ურჩევნია-მეთქი, და ჩუმად
ჩავუარე გვერდით. ჰოლში რომ გავედი, დედა სწორედ მაშინ
გამოვიდა გაშლილი გეგმარებიდან. ტანზე (უკვე მერამდენე
დღე იყო) თხელი შავი ხალათი ეცვა, რომელიც მის გამხდარ
კისერს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ისეთი აჩქარებული ნაბი-
ჯით გაემართა სამზარეულოსაკენ, თითქოს სასწრაფოდ ყავის
დალევას აპირებდა. მაგრამ სამზარეულოს კართან მისულმა
კიბის ქვედა საფეხურზე მჯდომი რიკი შენიშნა, გაჩერდა და ყუ-
რადღებით მიაჩერდა. რიკი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ დედა
უყურებდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, გაბედულად გაუღიმა.
– როგორ ბრძანდებით, მისიზ არტურ?
დედა კვლავ თვალს არ აშორებდა. მერე უთხრა, აქ შემო-
დიო, და სამზარეულოში გაუჩინარდა. ფეხზე წამომდგარმა
რიკმა გაკვირვებული სახით შემომხედა და, მიუხედავად იმი-
სა, რომ დედას მე არ დავუპატიჟებივარ, გადავწყვიტე, რიკს
უკან გავყოლოდი.
მოქუფრული ცის გამო, სამზარეულო სრულიად სხვანაირი
მომეჩვენა. დედას შუქიც კი არ აენთო, უბრალოდ, ფანჯარას-
თან იდგა და იმ გზას გაჰყურებდა, რომლითაც სამსახურში და-
დიოდა ხოლმე. რიკი დაბნეული იდგა კუნძულთან, მე კი, მათი
მყუდროება რომ არ დამერღვია, მაცივრისაკენ გავეშურე. იქი-
დან ფანჯარასთან მდგომ დედასაც კარგად ვხედავდი და ფან-
ჯრის მიღმა – გორაკს, სამანქანო გზასა და ქარში აქეთ-იქით
მოქანავე ხეებსაც.
– რიკ, მინდოდა, რაღაც მეკითხა შენთვის, – თქვა დედამ,
– თუ, ცხადია, წინააღმდეგი არ იქნები.
– გისმენთ, მისიზ არტურ.
– მაინტერესებს, თავს გამარჯვებულად თუ გრძნობ. გეჩვე-
ნება, რომ მოიგე, არა?
– ვერ გავიგე, მისიზ არტურ...
– ყოველთვის ძალიან კარგად გექცეოდი, რიკ, ხომ ასეა?
იმედია, ასეა.
– რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან კარგად მექცეოდით
და დედას დიდი მეგობარიც ბრძანდებით.

281
– ჰოდა, ახლა გეკითხები და მითხარი, რიკ, თავს გამარ-
ჯვებულად გრძნობ თუ არა? ჯოზი რისკზე წავიდა... კი ბატონო,
კამათელი მის ნაცვლად მე გავაგორე, მაგრამ მოგებაც და წა-
გებაც ხომ მისი უნდა ყოფილიყო? ძალიან დიდ ფსონს ჩამოვი-
და და, თუ ექიმი რაიენი არ ცდება, მალე წააგებს. შენ კი, რიკ,
სხვაგვარად მოიქეცი, ფრთხილი მოთამაშე აღმოჩნდი. ამი-
ტომაც გეკითხები, ახლა თავს გამარჯვებულად გრძნობ თუ
არა-მეთქი.
ეს ყველაფერი დედამ ფანჯარაში მოქუფრული ცისაკენ
მაცქერალმა თქვა, ახლა კი მობრუნებულიყო და რიკს პირდა-
პირ სახეში უყურებდა.
– იმიტომ, რომ, თუ თავს გამარჯვებულად გრძნობ, მინდა
ამიხსნა, მაინც რა მოიგე მაგ გამარჯვებით? ჯოზი რომ დაიბადა
და ხელში ავიყვანე, მაშინვე ვიგრძენი, რომ სიცოცხლე სწყუ-
როდა, გარშემო ყველაფერი აინტერესებდა და აღელვებდა.
ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ შანსებს ვერაფრით წავარ-
თმევდი. ისეთი მომავალი სჭირდებოდა, მის ბუნებას რომ შე-
ეფერებოდა. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, დიდ ფსონს
ჩამოვიდა-მეთქი. შენ კი, რიკ, შენ რა გააკეთე? გგონია, ყვე-
ლაფერი გონივრულად გათვალე? ფიქრობ, რომ თქვენ ორში
გამარჯვებული შენა ხარ? თუ ასე ფიქრობ, მაშინ ისიც ჰკითხე
საკუთარ თავს, შენი აზრით, მაინც რა მოიგე? შეხედე, შენს მო-
მავალს შეხედე. – დედამ ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. – შენ
დაბალ ფსონს ჩამოხვედი და მოგებაც მიიღე, პატარა, უმნიშ-
ვნელო მოგება. ახლა, ალბათ, თვითკმაყოფილებას გრძნობ,
მაგრამ, იცი, რას გეტყვი? მაგ თვითკმაყოფილების მიზეზი არა
გაქვს, საერთოდ არ გაგაჩნია!
სანამ დედა ლაპარაკობდა, რიკს სახე წამოენთო, რაღაც
საშიში ცეცხლი აუგიზგიზდა, ზუსტად ისეთი, გაშლილ გეგმა-
რებაში რომ შევნიშნე სოციალიზაციის დღეს, როდესაც ბიჭებს
უფლება არ მისცა, აქეთ-იქით ვებურთავებინე. დედასკენ ნაბი-
ჯი რომ წადგა, მომეჩვენა, რომ დედაც ისევე აფორიაქდა, რო-
გორც მე.
– მისიზ არტურ, – წამოიწყო რიკმა, – ამ ბოლო დროს აქ
რომ მოვდივარ, ხშირად ჯოზი იმდენად ცუდადაა, რომ ლაპა-

282
რაკის თავიც არა აქვს. მაგრამ გასულ ხუთშაბათს ცოტა უკეთ
იყო და მის საწოლთან ახლოს დავჯექი, რომ ყოველი მისი
ნათქვამი სიტყვა დამეჭირა. მითხრა, მინდა შეტყობინება და-
გიტოვოო, თქვენთვის გადმოსაცემი შეტყობინება, მისიზ არ-
ტურ. მაგრამ ეს ისეთი შეტყობინება იყო, რომელიც ჯერ არ უნ-
დოდა, რომ გადმომეცა თქვენთვის. ანუ მთხოვა, ეგ შეტყობი-
ნება ცოტა ხანს შეინახე, სანამ არ გეტყვი, რომ დროა, დედა-
ჩემს გადასცეო. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რომ სწორედაც დროა.
დედას თვალები გაუფართოვდა და ცრემლებით აევსო,
მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
– შეტყობინება დაახლოებით ასეთია, – განაგრძო რიკმა.
– ჯოზი გეუბნებათ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ
უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, მაინც ძალიან უყვარხართ
და ყოველთვის ეყვარებით. ძალიან უხარია და ბედის მადლო-
ბელია, მისი დედა რომ ხართ, და არცერთი წამით არ სდომე-
ბია, რომ დედამისი ვინმე სხვა ყოფილიყო. სწორედ ასე მით-
ხრა. და კიდევ, გენმოდიფიცირებასთან დაკავშირებით, უნდა
რომ იცოდეთ, არასდროს ნდომებია, სხვაგვარად რომ ყოფი-
ლიყო. ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ ჰქონოდა
და, ამჯერად, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ეგ საკითხი,
ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც თქვენ მოიქეცით, რადგა-
ნაც ქვეყნად ყველაზე კარგი დედა ბრძანდებით. როგორც
გითხარით, არ უნდოდა, ეს თქვენთვის მეთქვა, სანამ დრო არ
დადგებოდა, ჰოდა, იმედია, ეს დრო სწორად განვსაზღვრე, ახ-
ლა რომ გეუბნებით.
დედა რიკს სრულიად უმეტყველო თვალებით მისჩერებო-
და. სამაგიეროდ, სანამ რიკი ლაპარაკობდა, მე დედას ზურგს
უკან, ფანჯრებს მიღმა რაღაც შევნიშნე – რაღაც, შესაძლოა,
ძალიან მნიშვნელოვანი. და ახლა, როცა რიკი გაჩუმდა, ხელი
ავწიე. მაგრამ დედა ყურადღებას არ მაქცევდა და ისევ რიკს
მისჩერებოდა.
– ესე იგი, ასეო? – თქვა დედამ ბოლოს.
– უკაცრავად, – ვთქვი მე.
– ღმერთო ჩემო, – თქვა დედამ და ჩუმად ამოიოხრა, – ესე
იგი, ასეაო?

283
– უკაცრავად! – ლამის დავიყვირე და ორივე, დედაც და
რიკიც, ჩემკენ შემობრუნდნენ. – მაპატიეთ, რომ გაწყვეტი-
ნებთ, მაგრამ გარეთ რაღაც ხდება. მზემ გამოანათა!
დედამ დიდ ფანჯარას გახედა, მერე კი ისევ მე შემომხედა.
– გასაგებია. და რა მერე? რა გჭირს, საყვარელო?
– ახლავე ზემოთ უნდა ავიდეთ, ჯოზისთან!
დედა და რიკი გაოცებული თვალებით მიყურებდნენ და,
ბოლო ფრაზა რომ ვთქვი, შეშინდნენ კიდეც. ჰოლისკენ რომ
შევტრიალდი, ორივემ გვერდით ჩამიქროლა და თავქუდმოგ-
ლეჯილი გავარდა ჯოზის ოთახისკენ. მეც ფეხს ავუჩქარე და
უკან გავეკიდე.
ალბათ, ვერ მიხვდნენ, ასე აღელვებულმა რატომ მივმარ-
თე, და იფიქრეს, რომ ჯოზის რაღაც საფრთხე ელოდა. ამიტომ
ოთახში შევარდნილებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა ნახეს,
რომ ჯოზის ეძინა და მშვიდად სუნთქავდა. როგორც ყოველ-
თვის, გვერდულად იწვა და სახეც ჩამოყრილ თმაში ჰქონდა
ჩაფლული. მოკლედ, თავად ჯოზი ჩვეულებრივად გამოიყურე-
ბოდა, მაგრამ ოთახი საკმაოდ შეცვლილი იყო: მზის ნახატები
ყველა კედელს, მთელ იატაკსა და ჭერს საოცარი ინტენსივო-
ბით ეცემოდა: ნარინჯისფერი სამკუთხედი ტუალეტის მაგიდას
დასთამაშებდა, კაშკაშა დაგრეხილი ზოლი – ღილებიან ტახტს
და დამაბრმავებლად მკვეთრი ხაზები – ხალიჩას. მაგრამ ჯო-
ზის საწოლი და თავად ჯოზი ჩრდილში იყვნენ, ისევე, როგორც
ბევრი სხვა საგანი. მერე ჩრდილები ათამაშდნენ, გადაადგი-
ლება დაიწყეს და, მკვეთრ განათებას თვალი რომ შევაჩვიე,
დავინახე, რომ იმ ჩრდილებს მოახლე მელანია ქმნიდა. წინა
ფანჯარასთან იდგა, ჟალუზებს უშვებდა და სქელ ფარდას აფა-
რებდა. ფაქტობრივად, ჟალუზები უკვე ბოლომდე ჩამოეშვა და
ახლა, ორმაგი დაცვისათვის, ზემოდან კიდევ ფარდის წაფარე-
ბას ცდილობდა. მაგრამ მზის სინათლე, რაღაცნაირად, მაინც
აღწევდა ოთახში ფანჯრების კიდეებიდან და საოცარ სურა-
თებს ხატავდა.
– შე ოხერო მზე! – ხმამაღლა თქვა მოახლე მელანიამ. –
მოშორდი აქედან, საზიზღარო!

284
– არა, არა! – შევძახე და მოახლე მელანიას მივეჭერი. –
ფარდები უნდა გადავწიოთ, ჟალუზებიც უნდა ავწიოთ, ყველა-
ფერი უნდა გავაღოთ! მზეს საშუალება უნდა მივცეთ, რაც საჭი-
როა, ყველაფერი გააკეთოს!
მერე მოახლე მელანიას ხელებში ვეცი და ფარდის წარ-
თმევას ვცდილობდი. თავიდან წინააღმდეგობას მიწევდა, მაგ-
რამ მერე დამნებდა და გაოცებული სახით მიყურებდა. ამ
დროს რიკიც ჩემ გვერდით გაჩნდა. ეტყობა, იგუმანა, რომ
სწორი ვიყავი და მანაც დაიწყო ჟალუზების აწევა და ფარდე-
ბის გადაწევა.
მზის ენერგია ისეთი ძალით შემოიჭრა ოთახში, რომ მე და
რიკმა უკანაც კი დავიხიეთ და კინაღამ წონასწორობა დავკარ-
გეთ. მოახლე მელანიამ თვალებზე ხელები აიფარა და ისევ
თავისას გაიძახოდა: – ოხერო მზე! – მაგრამ მზისთვის გზა
აღარ გადაუღობავს.
ფანჯარას გამოვეცალე, მაგრამ მანამდე შევნიშნე, რომ ქა-
რი ისევ ისე ძლიერად უბერავდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ხეებს
კი არ აქნევინებდა ტოტებს, არამედ ცაზე უამრავ ღრუბელს
ერეკებოდა. ის ღრუბლები გათლილი ფანქრით დახატულ ცი-
ლინდრებსა და პირამიდებს ჰგავდნენ. მაგრამ მზემ ჯიქურ გა-
არღვია საავდრო ღრუბლები და ყველამ ერთად (თითქოს თი-
თოეულმა რაღაც საიდუმლო ნიშანი მივიღეთ) ჯოზისკენ გავი-
ხედეთ.
მზე მკვეთრი ნარინჯისფერი ნახევარსფეროს სახით დას-
ცემოდა მის საწოლს და ჯოზისაც აცისკროვნებდა და მის სა-
წოლსაც. მისი სინათლე იმდენად მძაფრი იყო, რომ საწოლ-
თან ყველაზე ახლოს მდგომმა დედამ ხელებიც კი აიფარა სა-
ხეზე. მივხვდი, რომ რიკი, რაღაცნაირად, უკვე გრძნობდა, რაც
ხდებოდა, მაგრამ ამაზე საინტერესო ის იყო, რომ, მგონი, დე-
დამ და მოახლე მელანიამაც იგრძნეს რაღაც. ასე გახევებულე-
ბი, სრულიად უძრავად ვიდექით, მზე კი სულ უფრო და უფრო
კაშკაშებდა და მთელ ენერგიას ჯოზისკენ უშვებდა. ჩვენ ვუყუ-
რებდით და ვიცდიდით და მაშინაც კი არ გავნძრეულვართ,
როცა ნარინჯისფერი ნახევარწრე ლამის აალდა. მერე ჯოზი
შეირხა, თვალები მოჭუტა და ხელი ჰაერში ასწია.

285
– ვაჰ, ეს რა შუქია? საიდან?
მზე ისევ დაუნდობლად დაჰნათოდა. ჯოზი ზურგზე გადაბ-
რუნდა და ბალიშებისა და საწოლის თავის დახმარებით, ფაქ-
ტობრივად, საწოლში ნახევრად წამოჯდა.
– რა ხდება?
– თავს როგორ გრძნობ, საყვარელო? – ლამის ჩურჩულით
იკითხა ცოტა შეშინებულმა დედამ.
ჯოზი ბალიშებზე ისე გადაწვა, რომ ახლა პირდაპირ ჭერს
გასცქეროდა, მაგრამ მისი მოძრაობები ცხადყოფდა, რომ ძა-
ლა აშკარად შეემატა.
– რა ხდება, ფარდა გაიჭედა თუ რა არის?
სახლის უკანა მხარეს ისევ ის მოფამფალებული დეტალი
ჭრიალებდა და, როცა კიდევ გავიხედე ფანჯარაში, მივხვდი,
რომ ცას ისევ ჯანღი ედებოდა. მერე, პირდაპირ ჩვენ თვალწინ,
ჯოზის ირგვლივ მზის ნახატები ნელ-ნელა გახუნდნენ და ის
ისევ ნაცრისფერი და ღრუბლიანი დილის მოჟამულობაში აღ-
მოჩნდა.
– ჯოზი, – მიმართა დედამ. – თავს როგორ გრძნობ?
ჯოზიმ დაღლილი გამომეტყველებით შეხედა და საწოლში
გასწორდა, რომ უკეთ დავენახეთ. დედამ ეს რომ დაინახა, მის-
კენ გაემართა. ალბათ, უნდოდა, ჯოზის სწორად დაწოლაში
მიხმარებოდა. მაგრამ რომ მიუახლოვდა, გადაიფიქრა და ჯო-
ზის უფრო კომფორტული მჯდომარე პოზის მოძებნაში დაეხმა-
რა.
– უკეთ გამოიყურები, საყვარელო, – თქვა ბოლოს.
– მომისმინე, რა ხდება? – იკითხა ჯოზიმ. – ყველა აქ რა-
ტომ ხართ? რას უყურებთ?
– უი, ჯოზი, – წამოიწყო უცებ საკმაოდ აღელვებულმა რიკ-
მა. – რას ჰგავხარ, რომ იცოდე!
– ყოჩაღ, დიდი მადლობა! შენს თავს მიხედე, ის გირჩევ-
ნია, – და მერე დააყოლა: – მაგრამ აშკარად უკეთ ვარ, უბრა-
ლოდ, ცოტა თავბრუ მეხვევა.
– არა უშავს, – უთხრა დედამ, – ეგეც გაგივლის. რამის და-
ლევა ხომ არ გინდა?
– ალბათ, წყლის.

286
– კარგი. თავს ნურაფერს დააძალებ, – თქვა დედამ. – ყვე-
ლაფერი ერთბაშად ხომ არ იქნება.

287
მეექვსე ნაწილი

მზის განსაკუთრებული დახმარება ისეთივე ეფექტური აღ-


მოჩნდა ჯოზისთვის, როგორიც მათხოვრისა და მისი ძაღლის-
თვის. იმ ავდრიანი დილის მერე, ჯოზი არა მხოლოდ გამოკეთ-
და, არამედ თითქოს უფრო მომწიფდა და გაიზარდა კიდეც.
წელიწადის დროები და წლები ერთმანეთს ძველებურად
მისდევდნენ. მისტერ მაკბეინის დანადგარებმა სამივე მინ-
დვრის მაღალი ბალახი გათიბეს და მინდვრებს ოდნავ მოყა-
ვისფრო ფერი დაედო. მისი ფარდული ახლა უფრო თვალნათ-
ლივ ჩანდა და უფრო მაღალიც აღმოჩნდა, მაგრამ მისტერ მაკ-
ბეინს ახალი კედლები არ ამოუყვანია. უღრუბლო დღე რომ
მოსაღამოვდებოდა ხოლმე, ისევ ვხედავდი, როგორ იწყებდა
მზე დასასვენებლად გამგზავრებას და როგორ გზავნიდა ფარ-
დულის უკანა შესასვლელიდან თავის ბოლო სხივებს მიწაში
გაუჩინარებამდე.
ჯოზი თავდაუზოგავად მეცადინეობდა თავის პედაგოგებ-
თან და ბევრსაც კამათობდნენ, რომელი კოლეჯი აერჩია. მას
და დედას ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული მოსაზრებე-
ბი ჰქონდათ, მაგრამ ატლას-ბრუკინგსზე თითქმის საერთოდ
აღარ ლაპარაკობდნენ, მით უფრო, რომ რიკმაც გადაიფიქრა
იქ ჩაბარება. მამა არც ჯოზის ეთანხმებოდა და არც დედას და
ერთხელ მოვიდა კიდეც, რომ თავისი მყარი პოზიცია დაეფიქ-
სირებინა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მამა ჩვენთან
მოსული ვნახე, და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახვა მარ-
თლაც გამიხარდა, ყველა ვხვდებოდით, რომ ამ ვიზიტით რა-
ღაც წესი დაარღვია.
იმხანად ჯოზი სულ უფრო და უფრო ხშირად მიდიოდა ში-
ნიდან; რამდენიმე დღითაც კი რჩებოდა ხოლმე თავის თანა-
ტოლებთან და გასვლით სემინარებშიც მონაწილეობდა. ვი-
ცოდი, რომ ეს გასვლები კოლეჯისათვის მზადების სერიოზუ-

288
ლი ნაწილი იყო, მაგრამ ჯოზის ერჩივნა, მათზე ჩემთვის არა-
ფერი მოეყოლა, და ამიტომ ამაზე ბევრი არაფერი ვიცოდი.
თავიდან, როდესაც ჯოზი გამოჯანმრთელდა, რიკი ისევ რე-
გულარულად მოდიოდა მის სანახავად. მაგრამ გარკვეული
დროის მერე, დაახლოებით იმ პერიოდიდან მოყოლებული,
როცა მისტერ მაკბეინმა თავისი მინდვრები გათიბა, მისი ვიზი-
ტების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს ნაწილობრივ ჯოზის
ხშირი გასვლებით იყო განპირობებული, თუმცა, თავად რიკიც
ახალი პროექტებით იყო დაკავებული. მანქანაც კი იყიდა, რო-
მელსაც „ჯაბახანა“ შეარქვა, და რეგულარულად მიემგზავრე-
ბოდა ქალაქში ახალ მეგობრებთან შესახვედრად. ჯაბახანას
ჩვენს ეზოში, კენჭებიან გზასთან ტოვებდა ხოლმე. ამბობდა,
აქედან უფრო ადვილია ქალაქში გამგზავრება, რადგანაც ჩემი
სახლიდან აქამდე მომავალ ოღროჩოღრო მონაკვეთს ავცდე-
ბიო. მოკლედ, ბოლო დროს ჯაბახანას გამო უფრო მოდიოდა
ჩვენთან, ვიდრე ჯოზის სანახავად. სწორედ იმ კენჭებიან გზას-
თან შედგა ჩვენი ბოლო საუბარიც.
იმ დილას ჯოზი და დედა შინ არ იყვნენ. ასე რომ, მისი ნა-
ბიჯების ხმა რომ გავიგონე, ვიფიქრე, მოდი, გავალ და მოვი-
კითხავ-მეთქი. რატომღაც ძალიან არ ეჩქარებოდა, ჰოდა, გავ-
ჩერდით და მსუბუქ ნიავში ცოტა ხანს ვისაუბრეთ. რიკი თავის
ჯაბახანაზე მიყუდებული იდგა, მე – ოდნავ მოშორებით. ცა
მთელი დილა მოღუშული იყო და, ალბათ, სწორედ ამან გაახ-
სენა ის უცნაური დღე.
– ის დილა გახსოვს, კლარა, საზიზღარი ამინდი რომ იყო
და მერე, უეცრად, მზე მთელი ძალით რომ შემოიჭრა ჯოზის
ოთახში?
– რა თქმა უნდა და არც არასდროს დამავიწყდება.
– ახლა ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ დღეზე და ისე-
თი გრძნობა მაქვს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო ჯოზიმ გამო-
ჯანმრთელება. ეგებ, ვცდები, მაგრამ რომ ვიხსენებ ყველა-
ფერს, ვფიქრობ, რომ სწორედ ეგრე იყო.
– გეთანხმები.
– ეგ დღე ხომ გახსოვს? ყველანი ძალიან დაღლილები და
სასოწარკვეთილები ვიყავით. მერე უცებ ყველაფერი შეიცვა-

289
ლა. სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, თუმცა მაგ თემაზე ხმას
არ იღებდი... მოკლედ, მინდოდა მეკითხა, იმ დღეს რაც მოხ-
და, ამინდის ეს უცნაური და უეცარი ცვლილება და, ასე შემ-
დეგ, იმ ამბავთან ხომ არ იყო დაკავშირებული, თვითონაც
ხვდები, რას ვგულისხმობ, მხრებზე შესმული რომ წაგიყვანე
და რაღაც საიდუმლო ხელშეკრულება რომ დადე. მაშინ ვფიქ-
რობდი, ალბათ, რაღაც ცრურწმენა აქვთ-მეთქი ხმ-ებს, რაღაც
ისეთი, იღბალთან დაკავშირებული. ამ ბოლო დროს კი ვფიქ-
რობ, ეგებ, რაღაც უფრო მეტიც იყო-მეთქი.
ძალიან დაკვირვებით მიყურებდა, მაგრამ მე კარგა ხანს
ხმას არ ვიღებდი.
– სამწუხაროდ, – ვუთხარი ბოლოს, – დღესაც ვერ ვბედავ
მაგ თემაზე ვინმესთან დალაპარაკებას. ძალიან დიდი პატივი
დაგვდეს და მეშინია, თუ ვინმეს მოვუყვები, თუნდაც ის „ვინმე“
რიკი იყოს, ის, რაც ჯოზისთვის გამოვითხოვე, არ წაგვერთვას.
– მაშინ, ნუ მომიყვები. არ მინდა, თუნდაც სულ მცირედი
რისკი შევქმნა და ჯოზი ისევ ავად გახდეს. თუმცა, ექიმები სულ
გაიძახიან, იმ ფაზას თუ გადაიტან, რომელიც ჯოზიმ გადაიტა-
ნა, მერე საშიში აღარაფერიაო.
– მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ჯოზის
შემთხვევა სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მაგ-
რამ, რადგან რიკი ამ თემას შეეხო, მინდა ამასთან დაკავშირე-
ბით რაღაც ვკითხო, რაც, ცოტა არ იყოს, მაწუხებს.
– რა გაწუხებს?
– რიკი და ჯოზი ერთმანეთის მიმართ ისევ ძალიან კეთილ-
განწყობილები არიან, მაგრამ ახლა სულ სხვადასხვა მომა-
ვალზე ფიქრობენ.
რიკმა პირი მიიბრუნა და გორაკს გახედა. თან ხელით ჯა-
ბახანას გვერდითა სარკეს აწვალებდა.
– მგონი, ვხვდები, რასაც გულისხმობ, – თქვა ბოლოს. –
მახსოვს ის დღე, მეორედ რომ წავედით ფარდულისაკენ. სანამ
წავიდოდით, ძალიან დასერიოზულდი და მკითხე, ერთმანეთი
ნამდვილი სიყვარულით თუ გიყვართო, და მეც გითხარი, რომ
ჩვენი სიყვარული ნამდვილი და სამუდამო იყო. როგორც
ვხვდები, სწორედ ეგ ამბავი გაინტერესებს.

290
– სწორად მიხვდი. ძალიან ვღელავ, როცა ვხედავ, რომ
რიკი და ჯოზი საერთო მომავალზე აღარ ფიქრობენ.
რიკმა ფეხსაცმლის წვერით ოდნავ გადაქექა კენჭები და
თქვა:
– მომისმინე, არ მინდა, რაღაც ისეთი გათქმევინო, რაც
ჯოზის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ ასე გეტ-
ყვი: როდესაც შენ ჩემი ნათქვამი გაიმეორე, რომ მე და ჯოზის
ერთმანეთი ნამდვილად და სამუდამოდ გვიყვარდა, მაშინ ეგ
სრული ჭეშმარიტება იყო. ამიტომ არავინ არ მოგიტყუებია.
მაგრამ ახლა უკვე გავიზარდეთ, ბავშვები აღარა ვართ და ყვე-
ლაზე სწორია, ერთმანეთს ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ
და ჩვენ ჩვენი გზით წავიდეთ. კიდევაც რომ ჩავაბარო იმ კო-
ლეჯში და გენმოდიფიცირებულებთან შეჯიბრში ჩავება, მაგ
საქმიდან კარგი მაინც არაფერი გამოვა. ახლა სხვა გეგმები
მაქვს და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ შენ არ მომიტყუები-
ხარ, მაშინ სწორედ ასე იყო და, შეიძლება ითქვას, ახლაც
ასეა.
– ამით რიკი რას გულისხმობს?
– იცი, მგონია, რომ მე და ჯოზი, რაღაც დონეზე, ყოველ-
თვისაც ერთად ვიქნებით, უფრო ღრმა დონეზე ვიქნებით ერ-
თად, თუნდაც სხვადასხვა გზით წავიდეთ და ერთმანეთი ვე-
ღარც ვნახოთ. ჯოზის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე,
სადაც არ უნდა ვიყო, სულ ჯოზისნაირის ძებნაში ვიქნები, ყო-
ველ შემთხვევაში, ისეთი ჯოზის, რომელსაც ადრე ვიცნობდი.
მოკლედ, არ მომიტყუებიხარ, კლარა. არ ვიცი, შეთანხმება
ვისთან გქონდა, მაგრამ ჩემს გულში და ჯოზის გულში თუ ჩა-
იხედავენ, მიხვდებიან, რომ არავინ მოგიტყუებია.
ამის მერე კიდევ ცოტა ხანს ჩუმად ვიდექითკენჭებზე. ვფიქ-
რობდი, ნებისმიერ წამს შეიძლება ადგეს და თავის ჯაბახანაში
ჩაჯდეს-მეთქი, მაგრამ უფრო მსუბუქი ტონით მკითხა:
– მოახლე მელანიასი ხომ არაფერი გსმენია? ვიღაცამ
მითხრა, მგონი, ინდიანაში წავიდაო.
– ვფიქრობთ, კალიფორნიაში უნდა იყოს. ბოლო ის ვიცით,
რომ იქ რაღაც გაერთიანებაა, რომელში მოხვედრის იმედიც
ჰქონდა.

291
– მაგ ქალის ძალიან მეშინოდა, მაგრამ ბოლოს შევეჩვიე
კიდეც. იმედია, ყველაფერი რიგზე აქვს. და შენზე რას მეტყვი,
კლარა? შენი საქმე როგორღა იქნება? ანუ იმას ვგულისხმობ,
როცა ჯოზი კოლეჯში წავა.
– დედა ყოველთვის ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემ
მიმართ.
– მომისმინე. თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდება, უბ-
რალოდ, მითხარი, კარგი?
– კარგი, დიდი მადლობა.
ახლა, ამ მაგარ მიწაზე რომ ვზივარ, ისევ რიკის იმ დილას
ნათქვამი მახსენდება და ვიცი, რომ მართალი იყო. აღარ მეში-
ნია, რომ მზე თავს გაბრიყვებულად იგრძნობს და სამაგიეროს
გადახდას გადაწყვეტს. ფაქტობრივად, როდესაც ჯოზის შვე-
ლას ვევედრებოდი, ალბათ, უკვე იცოდა, რომ ჯოზი და რიკი
თავთავიანთი გზით წავიდოდნენ, და მაინც ხვდებოდა, რომ,
მიუხედავად ყველაფრისა, მათი სიყვარული სამუდამო იყო.
როდესაც იკითხა, მოზარდებს სიყვარულისა რა ესმითო, ალ-
ბათ, პასუხიც იცოდა. უბრალოდ, ეს შეკითხვა ჩემთვის დასვა.
ისიც კი მგონია, რომ მაშინ, ეგებ, სულაც ქალბატონ ყავის ჭი-
ქასა და ლაბადიან კაცზე ფიქრობდა – წინა წუთში ხომ მათზეც
ვილაპარაკეთ. ჰოდა, ალბათ, ვარაუდობდა, რომ ბევრი წლის
მერე, უამრავი ცვლილების შემდეგ, ჯოზი და რიკი ისევ შეხ-
ვდებიან ერთმანეთს, ზუსტად იმ ლაბადიანი კაცივით და ქალ-
ბატონი ყავის ჭიქასავით.

***

ჯოზის კოლეჯში გამგზავრების დრო რომ ახლოვდებოდა,


სხვა ახალგაზრდებმა იწყეს ჩვენთან სტუმრად სიარული. გო-
გონები იყვნენ და, ძირითადად, სათითაოდ მოდიოდნენ ხოლ-
მე. თუმცა, ზოგჯერ წყვილ-წყვილადაც გვსტუმრობდნენ. ისი-
ნი, ჩვეულებრივ, დაქირავებულ მძღოლებს მოჰყავდათ, ზოგი
კი საკუთარი მანქანითაც მოდიოდა. მაგრამ იმ ახალგაზრდებს
ახლა მშობლები აღარ ახლდნენ. ჩვენთან ორი და ზოგჯერ სა-

292
მი დღითაც რჩებოდნენ. ყოველთვის ვხვდებოდი, ასეთი ვიზი-
ტი როდის იყო მოსალოდნელი, რადგანაც ახალ მოახლეს ჯო-
ზის ოთახში ფუტონი ან დასაკეცი საწოლი შეჰქონდა ხოლმე.
ამ ახალი სტუმრების გამო, ჩემთვის ერთი სათადარიგო
ოთახი მოვიძიე. ცხადია, როდესაც სტუმრები ჩვენთან რჩე-
ბოდნენ, ჩემი ადგილი ჯოზის ოთახში აღარ იყო და ისიც მეს-
მოდა, რომ იმ სტუმრებთან ერთად ჩემი ოთახში ყოფნა, ასე თუ
ისე, მთლად უწინდელივით სასურველი არც დღის განმავლო-
ბაში იქნებოდა. მოახლე მელანია ისევ ჩვენთან რომ ყოფილი-
ყო, დარწმუნებული ვარ, თავად შემირჩევდა ადგილს, მაგრამ
ის ჩვენთან აღარ იყო. ჰოდა, მე ის ოთახი თავად აღმოვაჩინე
სახლის სხვენში. დამალვას არავინ გთხოვსო, მითხრა ჯოზიმ,
მაგრამ ალტერნატიული გეგმა არ შემოუთავაზებია, ჰოდა,
ამიტომ იმ სათადარიგო ოთახში გადავსახლდი.
ძალიან დაძაბული კვირები იყო და ჯოზი, მაშინაც კი, როცა
სტუმრები არ ჰყავდა, გიჟივით დაქროდა მთელ სახლში და ხან
დედას უყვიროდა და ხანაც – ახალ მოახლეს. მერე, ერთ დღე-
საც, სათადარიგო ოთახის კარი გამოაღო და შიგნით მოღიმა-
რი სახით შემოიხედა.
– აი, თურმე, სად ყოფილხარ. აბა, როგორა ხარ?
– ყველაფერი რიგზეა, დიდი მადლობა.
ჯოზიმ ხელები გაშალა, კარის ჩარჩოს მიაბჯინა, თავი და-
ხარა (თითქოს ეშინოდა, მანსარდის დახრილ ჭერს თავი არ
მივარტყაო) და თვალი სწრაფად მოავლო იმ საგნებს, რომლე-
ბიც ოთახში ინახებოდა. მერე მზერა ერთადერთ პატარა სარ-
კმელზე შეაჩერა და მკითხა:
– მაგ სარკმლიდან ოდესმე თუ იხედები ხოლმე?
– სამწუხაროდ, ძალიან მაღლაა, ვერა ვწვდები. თანაც ვენ-
ტილაციისათვის არის გაკეთებული და არა გარეთ საყურებ-
ლად.
– ახლავე ყველაფერს გავარკვევთ.
ჯოზი ოთახში ისევ ისე თავდახრილი შემოვიდა და იქაურო-
ბა ყურადღებით შეათვალიერა. მერე საქმეს შეუდგა: რაღაც
ნივთებს სწევდა, რაღაცას ფეხს ჰკრავდა, ადგილს უცვლიდა
და ახალ კონფიგურაციებს ქმნიდა. ერთი პირობა, მისი სხარ-

293
ტი მოძრაობა ვერ გავთვალე და კინაღამ დავეჯახე. ჯოზიმ ხმა-
მაღლა გაიცინა:
– კლარა! შენ უბრალოდ მანდ გაჩერდი, აი, მანდ! რაღაც
ჩავიფიქრე და მშვიდად გამაკეთებინე.
მალე მაღალი სარკმლის ძირში ადგილი გაათავისუფლა
და იქ ხის სკივრი გადადგა. მერე ის პლასტიკის ყუთი აიღო,
რომელსაც თავი მჭიდროდ ეხურებოდა და სკივრზე ფრთხი-
ლად შემოდგა.
– აჰა! – უკან მიდგა და კმაყოფილი სახით შეათვალიერა
თავისი ნამოქმედარი, თუმცა ოთახის დანარჩენი ნაწილი ძა-
ლიან კი არია. – აბა, მოდი, კლარა, და სცადე, მაგრამ ძალიან
ფრთხილად, მეორე საფეხური მაღალი გამოვიდა. მოდი, მო-
დი, მინდა, რომ მოსინჯო.
კუთხიდან გამოვედი, სრულიად უწვალებლად ავედი ორ
საფეხურზე და პლასტიკის ყუთის თავსახურზე გავჩერდი.
– არ შეგეშინდეს, ორივე ეგ ნივთი ძალიან მყარია. წარმო-
იდგინე, რომ იატაკია. დამიჯერე, მართლაც ძალიან მყარია და
სრულიად უსაფრთხო.
ისევ გაიცინა და თვალს არ მაშორებდა. მეც გავუღიმე და
სარკმლიდანაც გავიხედე. ხედი ზუსტად ისეთივე იყო, როგო-
რიც ჯოზის ოთახის ფანჯრიდან, ორი სართულით ქვემოთ. ბუ-
ნებრივია, ტრაექტორია ცოტა განსხვავდებოდა და მარჯვენა
მხარეს მთელი სურათის დანახვას სახურავის ნაწილიც მიშ-
ლიდა, მაგრამ გათიბულ მინდვრებს, რუხ ცასა და მისტერ მაკ-
ბეინის ფარდულს მაინც ვხედავდი.
– რატომ ადრევე არ მითხარი? მე ხომ ვიცი, ფანჯრიდან ყუ-
რება როგორ გიყვარს.
– დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.
წამით ერთმანეთს ნაზი ღიმილით ვუყურეთ, მერე კი ჯოზიმ
ირგვლივ დაყრილ საგნებზე გადაიტანა მზერა.
– ღმერთო ჩემო, რა არეულობაა! გპირდები, რომ ყველა-
ფერს დავალაგებ, მაგრამ ახლა რაღაც სასწრაფო საქმე მაქვს.
იცოდე, შენ ხელი არაფერს ახლო, მოგვიანებით მე მივხედავ
ყველაფერს, კარგი?

294
***

იმ პერიოდში, ჯოზისა არ იყოს, დედაც იშვიათად მამჩნევ-


და ხოლმე. ზოგჯერ, სადმე სახლში შემთხვევით რომ გადამეყ-
რებოდა, ზედაც კი არ მიყურებდა. მესმოდა, რომ ეს მისთვისაც
ძალიან დაძაბული დრო იყო და, ალბათ, ჩემი არსებობით იმ
საშინელ დღეებსაც ვახსენებდი. მაგრამ ერთხელ განსაკუთ-
რებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ.
იმ დღეს ჯოზი სადღაც წავიდა, მაგრამ გამოსასვლელი დღე
იყო და ამიტომ დედა სამსახურში არ წასულა. თითქმის მთელი
დილა სათადარიგო ოთახში ვიყავი, მაგრამ ქვემოდან ხმები
რომ შემომესმა, კიბის ბაქანზე გამოვედი. მალევე მივხვდი,
რომ ის კაცი, დედას რომ ელაპარაკებოდა ჰოლში, მისტერ კა-
პალდი ბრძანდებოდა.
ძალიან გამიკვირდა, რადგანაც მისტერ კაპალდის ხსენება
კარგა ხანია აღარ ყოფილა ჩვენს სახლში. ის და დედა საკმა-
ოდ მსუბუქი ტონით საუბრობდნენ, მაგრამ თანდათან დედას
ხმაში დაძაბულობა შეეპარა. მერე მისი ნაბიჯების ხმაც შემო-
მესმა და მალე დავინახე კიდეც. სამი სართულით დაბლა იდგა
და ჩემკენ იყურებოდა.
– კლარა! – ამომძახა ქვემოდან. – მისტერ კაპალდი გვეს-
ტუმრა. რა თქმა უნდა, მისტერ კაპალდი მშვენივრად გახსოვს,
ჰოდა, ჩამოდი და მიესალმე.
როცა კიბეზე ფრთხილად ჩავდიოდი, გავიგონე, დედამ
რომ თქვა:
– მაგაზე არ შევთანხმებულვართ, ჰენრი! ეგ არ გითქვამთ!
მისტერ კაპალდიმ კი უპასუხა:
– უბრალოდ, მინდა, საქმის ვითარება გავაცნო, სულ ესაა.
მისტერ კაპალდი საკმაოდ მოკეთებულიყო მას მერე, რაც
იმ შენობაში ვნახე, და საფეთქლებთან თმაც უფრო გასჭაღა-
რავებოდა. ძალიან თბილად მომესალმა, გაშლილი გეგმარე-
ბისაკენ გამიძღვა და გზად მითხრა:
– უბრალოდ, მინდა, რაღაც საკითხზე ვიმსჯელოთ, კლარა.
შენ დიდი დახმარების გაწევა შეგიძლია ჩვენთვის.

295
გაშლილ გეგმარებაში დედაც შემოგვყვა, მაგრამ ხმა არ
ამოუღია. მისტერ კაპალდი მოდულურ დივანზე დაჯდა და ბა-
ლიშებზე ზუსტად ისე გაითხლაშა, როგორც სოციალიზაციის
დროს დენი, რომელმაც ტახტზე ფეხიც კი შემოდო. მისგან გან-
სხვავებით, დედა სრულიად წელგამართული იდგა შუა ოთახ-
ში და, როდესაც მისტერ კაპალდიმ დაჯდომა შემომთავაზა,
თქვა:
– ვფიქრობ, კლარას ფეხზე დგომა ურჩევნია. მოდით, პირ-
დაპირ საქმეზე გადავიდეთ, ჰენრი.
– კარგით რა, კრისი! ასე დაძაბვა რა საჭიროა?
ამის შემდეგ მისტერ კაპალდი დივანზე გასწორდა და ჩემ-
კენ გადმოიხარა.
– ალბათ, გახსოვს, კლარა, როგორი გატაცებული ვარ ხმ-
ებით. ყოველთვის ჩვენს მეგობრებად მიმაჩნდით, განათლე-
ბისა და შემეცნების სწორუპოვარ წყაროდ. მაგრამ, მოგეხსე-
ნება, ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც თქვენ გამო ძა-
ლიან ღელავენ, თქვენი ეშინიათ და ავი თვალით გიყურებენ.
– ჰენრი, გთხოვთ, პირდაპირ სათქმელზე გადახვიდეთ, –
თქვა დედამ.
– კეთილი, კრისი. მოკლედ, საქმე ისაა, კლარა, რომ ხმ-
ების მიმართ ცუდი განწყობა და მღელვარება დღითი დღე მა-
ტულობს. ადამიანებმა არ იციან, თქვენში რა ხდება. ისინი
თქვენს ქმედებებს ხედავენ, იმაზეც თანხმდებიან, რომ თქვენი
გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და რჩევები ყოველ-
თვის სწორია, მაგრამ ძალიან აწუხებთ ის, რომ არ იციან, ამას
რის ხარჯზე აკეთებთ. სწორედ აქედან მომდინარეობს თქვენ
მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება, ათასგვარი
ცრუ წარმოდგენა. ამას რამენაირად უნდა შევებრძოლოთ,
ასეთ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ იმიტომ აქვთ ასეთი
განწყობა, რომ არ ესმით, ხმ-ები რის ხარჯზე აზროვნებენ. კი
ბატონო, მოდით, ყველაფერს ფარდა ავხადოთ. დახურული
შავი ყუთები არ გიყვართ? კი ბატონო, გავხსნათ ისინი. რო-
გორც კი შიგნით ჩაიხედავთ, ყველაფერი ნათელი გახდება და
შიშიც გაგიქრებათ. თანაც გასაოცარ ახალ რამეებსაც ისწავ-
ლით. აი, სწორედ მანდ დაგვჭირდები, კლარა.

296
ჩვენ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ მხარესა ვართ,
დამხმარეები გვჭირდება, მოხალისეები. რამდენიმე შავი ყუ-
თი უკვე გავხსენით, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის, კიდევ და
კიდევ მეტი უნდა გავხსნათ. თქვენ, ხმ-ები, არაჩვეულებრივები
ხართ. ისეთ რამეებს აღმოვაჩენთ ხოლმე, სრულიად წარმო-
უდგენელი რომ გვეგონა. სწორედ ამიტომაც მოვედი დღეს აქ.
შენ არასდროს დამვიწყებიხარ, კლარა. ვიცი, რომ ფასდაუდე-
ბელი დახმარების გაწევა შეგიძლია ჩვენთვის. ხომ დაგვეხმა-
რები?
თვალს არ მაშორებდა და ამიტომაც ვუთხარი:
– სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ ეს ჯოზისა და დედას
რაიმე უხერხულობას არ...
– მოიცადე! – დედამ სასწრაფოდ შემოუარა ჟურნალების
მაგიდას და გვერდით დამიდგა. – ეს ის არ არის, რაზედაც ტე-
ლეფონით ვილაპარაკეთ, ჰენრი!
– უბრალოდ, მინდოდა, კლარასთვის მეკითხა, სხვა არა-
ფერი. ეს მისთვის უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი წვლი-
ლის შეტანას შეძლებს...
– კლარა ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებს.
– შეიძლება მაგაში მართალიც ბრძანდებით, კრისი, და შე-
იძლება მე შევცდი და ყველაფერი სწორად ვერ განვსაჯე. მაგ-
რამ ახლა აქა ვარ და კლარაც აგერ, ჩემ წინაშეა. ჰოდა, უფ-
ლებას ხომ მომცემთ, უბრალოდ, რომ ვკითხო?
– ვერა, ჰენრი, ვერ მოგცემთ. კლარა უკეთესს იმსახურებს
– ის თავისით, ნელ-ნელა უნდა გაილიოს.
– მაგრამ ჩვენ წინაშე სერიოზული ამოცანა დგას. ამ უკმა-
ყოფილებას როგორმე უნდა შევებრძოლოთ...
– სხვაგან შეებრძოლეთ, სხვა შავი ყუთები მოძებნეთ და
ისინი გახსენით, ჩვენს კლარას კი თავი დაანებეთ. ის ნელ-ნე-
ლა, თავისით უნდა გაილიოს.
დედა კიდევ უფრო წინ წამოიწია და ლამის ფარივით ამე-
ფარა, თითქოს მისტერ კაპალდისაგან მიცავდა. ძალიან გაბ-
რაზებული იყო და ეს მოძრაობა ძალიან სწრაფად გააკეთა,
ჰოდა, ახლა მისი ერთი მხარი თითქმის სახეზე მედებოდა. შე-
დეგად, მე არა მხოლოდ კარგად შევისწავლე მისი მუქი სვიტ-

297
რის ნაზი ფაქტურა, არამედ ისიც გამახსენდა, მანქანაში რო-
გორ ჩამეხუტა, იმ შენობასთან როცა გავჩერდით, „ჩვენ თავად
ვამზადებთ ფარშს“ რომ ეწერა. მისი მხრით დაცულმა მისტერ
კაპალდისაკენ რომ გავიჭყიტე, დავინახე, რომ თავი გადააქ-
ნია და ისევ ბალიშებზე გადაწვა.
– მაინც სულ მეჩვენება, რომ ჩემზე ისევ გაცოფებული
ხართ, კრისი, – თქვა მისტერ კაპალდიმ. – უკვე კარგა ხანია,
ასეთი გაცოფებული ხართ. დიდი უსამართლობაა. მაშინ
თქვენ თავად მომაკითხეთ, თუ გახსოვთ, მე კი ყოველ ღონეს
ვხმარობდი, რომ დაგხმარებოდით. ძალიან მიხარია, ბოლოს
ჯოზის ამბავი კეთილად რომ დასრულდა; მთელი სულითა და
გულით მიხარია, მერწმუნეთ. მაგრამ ეგ იმის უფლებას არ გაძ-
ლევთ, რომ ჩემზე მუდმივად ასე გაცოფებული იყოთ.

***

ჯოზის გამგზავრებამდე დარჩენილი ბოლო დღეები ძალი-


ან დაძაბულიც იყო, ამაღელვებელიც და მოლოდინებით აღ-
სავსეც. მოახლე მელანია ისევ ჩვენთან რომ ყოფილიყო, ბევ-
რად მშვიდი ატმოსფერო იქნებოდა. ახალი მოახლე საქმეს
ხშირად ბოლო წუთამდე გადადებდა ხოლმე და მერე ცდი-
ლობდა, ყველაფერი ერთბაშად გაეკეთებინა. ეს კი ძალიან
ნერვიულ ატმოსფეროს ქმნიდა. ვგრძნობდი, რომ ფეხებში არ
უნდა მოვდებოდი არავის და სათადარიგო ოთახში უფრო ხან-
გრძლივად ვრჩებოდი ხოლმე. იქ იმ შემაღლებაზე ვდგებოდი,
რომელიც ჯოზიმ გამიკეთა, სარკმლიდან მინდვრებს გავყუ-
რებდი და გარეთა ხმებს ვაყურადებდი. მერე, ერთ ნაშუადღევ-
საც, ჯოზის გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, ჯოზის ნაბიჯების
ხმა გავიგონე და ისიც მალე გამოჩნდა.
– კლარა, ეგებ ცოტა ხნით ჩემს ოთახში ჩამოხვიდე? ანუ
თუ, რა თქმა უნდა, სხვა რამით არა ხარ დაკავებული.
ჯოზის კიბეზე ჩავყევი და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი ჩვენს
ძველ ოთახში. ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. ჯოზის საწო-
ლის გარდა, იქ ახლა მუდმივად იდგა მეორე, დასარჩენად მო-

298
სული სტუმრებისათვის განკუთვნილი საწოლი, ღილებიანი
ტახტი კი საერთოდ აეღოთ. კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი
დეტალიც შეეცვალათ, მაგალითად, ჯოზი ახლა ახალ, გორგო-
ლაჭებიან სავარძელში ჯდებოდა ხოლმე და იმ სავარძლით
მთელ ოთახში შეეძლო გადაადგილება. სამაგიეროდ, კედ-
ლებზე მზე ზუსტად ისეთსავე ნახატებს ხატავდა, როგორსაც
მაშინ, როცა მეც ამ ოთახში ვცხოვრობდი. საწოლის კიდეზე
ჩამოვჯექი და კარგა ხანს მხიარულად ვისაუბრეთ.
– ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა იმას გაიძახის, კოლეჯის
არ მეშინიაო, – თქვა ჯოზიმ, – მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ,
კლარა, ზოგს სინამდვილეში როგორ ეშინია. რა დასამალია
და, ცოტა არ იყოს, მეც გული მიკანკალებს. მაგრამ იცი, რას
გეტყვი? მაგ შიშს საშუალებას არ მივცემ, რამეში ხელი შემი-
შალოს. საზეიმო ფიციც კი დავდე, რომ ასე იქნება! უი, შენთვის
არ მითქვამს? ჩვენ ყველამ ოფიციალური მიზანი უნდა დავისა-
ხოთ – ორ-ორი მიზანი ხუთივე კატეგორიიდან თითოეულში.
მოკლედ, ანკეტა უნდა შეგვევსო, მაგრამ მე იმ ანკეტაში ტყუ-
ილები ჩავწერე, იმიტომ, რომ სინამდვილეში საიდუმლო მიზ-
ნები მაქვს და იმ მიზნებს ანკეტებთან საერთო არაფერი აქვს.
უიმეეე, ჩემი ნამდვილი მიზნების სია რომ ენახათ! დედასაც
არასდროს ვეტყვი! – მხიარულად გადაიკისკისა. – წარმოიდ-
გინე, შენც კი არ გაგანდობ ჩემს ნამდვილ მიზნებს, კლარა!
მაგრამ შობის არდადეგებზე რომ დავბრუნდები, თუ კიდევ აქ
დამხვდები, აუცილებლად ჩაგიკაკლავ, იმ მიზნებიდან უკვე
რომელს მივაღწიე.
ეს ერთ-ერთი იყო ჩემს წასვლაზე გადაკრული იმ რამდენი-
მე ნათქვამიდან, რომლებიც ჯოზიმ იმ პერიოდში მითხრა. და
ამის შესახებ იმ დილასაც შემახსენა, როცა, ბოლოს და ბო-
ლოს, დედასთან ერთად კოლეჯისაკენ გაემგზავრა.
ვიცი, რომ იმედი ჰქონდა, რიკი ჩემს გასაცილებლად მო-
ვაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რიკი სწორედ იმ დღეს რამდენი-
მე მილის სიშორეზე იმყოფებოდა თავის ახალ მეგობრებთან
შესახვედრად – მის მონაცემების საიდუმლოდ შემგროვებელ
დანადგარებზე უნდა ესაუბრათ. ასე რომ, კენჭებიან გზაზე, სა-

299
ნამ ჯოზი და დედა საბარგულში ბარგს ალაგებდნენ, მხოლოდ
მე და ახალი მოახლე ვიდექით.
მერე, როცა დედა უკვე საჭესთან იჯდა, ჯოზი ჩემკენ გამოე-
მართა (კენჭებზე ფეხს ისევ ძალიან ფრთხილად ადგამდა,
რადგანაც ფრთხილი ნაბიჯით სიარული უკვე ჩვევად გადაჰ-
ქცეოდა). ძალიან ძლიერი, მაგრამ აღელვებული მეჩვენა. სა-
ნამ მომიახლოვდებოდა, ხელები ისე აღმართა, თითქოს ჰაერ-
ში უზარმაზარი ყ ასოს გამოსახვა უნდოდა. მერე ხანგრძლივი
ჩახუტებით ჩამეხუტა. ახლა უკვე ჩემზე მაღალი იყო, ამიტომ
ოდნავ მოხრამ მოუწია. ნიკაპი მარცხენა მხარზე ჩამომადო და
მისი ფუშფუშა თმა ნაწილობრივ თვალებზეც კი ჩამომეფარა.
როდესაც ისევ გაიმართა, იღიმებოდა, თუმცა იმ ღიმილში ოდ-
ნავი სევდაც ამოვიკითხე. სწორედ მაშინ მითხრა:
– როცა დავბრუნდები, ალბათ, აქ აღარც იქნები. მინდა
იცოდე, რომ შეუდარებელი იყავი, მართლაც შეუდარებელი,
კლარა!
– დიდი მადლობა, – ვუთხარი ჯოზის. – დიდი მადლობა, მე
რომ ამირჩიე.
– ეგ ძნელი სულაც არ იყო, – მითხრა ჯოზიმ, კიდევ ერ-
თხელ ჩამეხუტა შედარებით მოკლე ჩახუტებით და დაამატა: –
აბა, შენ იცი, კლარა, კარგად იყავი.
– ნახვამდის, ჯოზი.
მანქანაში რომ ჩაჯდა, ისევ გულთბილად დამიქნია ხელი;
ალბათ, სწორედ მე დამიქნია და არა – ახალ მოახლეს. მერე
მანქანა დაიძრა და მოშრიალე ხეების გასწვრივ, გორაკისაკენ
გაუყვა გზას. ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც ყოველთვის მი-
დიოდა ხოლმე, როცა ჯოზი მას ფანჯრიდან უყურებდა.

***

ბოლო დღეებში ზოგი ჩემი მოგონება უცნაურად შეერწყა


ერთმანეთს. მაგალითად, ის მოღუშული დილა, როცა მზემ ჯო-
ზი გადაარჩინა, მორგანზ-ფოლზისაკენ გამგზავრება და მის-
ტერ ვენსის შერჩეული გაჩახჩახებული სასაუზმე ერთდრო-

300
ულად, ერთ სურათად შერწყმული მახსენდება. დედა ჩემკენ
ზურგით დგას და ჩანჩქერიდან ავარდნილი შხეფების ბურუსს
გაჰყურებს, მაგრამ მე მას ხის ტლანქ მაგიდასთან მდგომი კი
არ ვუყურებ, არამედ მისტერ ვენსის სასაუზმის მაგიდასთან
ვზივარ და, თუმცა, თავად მისტერ ვენსს ვერა ვხედავ, მისი გაბ-
რაზებული სიტყვები მაინც მესმის. ამასობაში დედას და ჩან-
ჩქერის თავზე საავდრო ღრუბლები გროვდებიან – ზუსტად ის
საავდრო ღრუბლები, ჯოზის გადარჩენის დილას რომ იყო –
და ქარი პატარა ცილინდრებსა და პირამიდებს ღრუბლებივით
ერეკება.
ვიცი, რომ ეს დეზორიენტაციის ბრალი არ არის, რადგა-
ნაც, თუ მოვინდომებ, ყოველთვისაც შემიძლია ეს ეპიზოდები
ცალკეულ ფრაგმენტებად დავშალო, საკუთარ კონტექსტებში
ჩავსვა და ისე გავიხსენო. ამას გარდა, მოგონებათა ასეთი
შერწყმისასაც ვგრძნობ ხოლმე, რომ მათი საზღვრები (რომ-
ლებიც, მაგალითად, ჩანჩქერთან მდგომ დედასა და მისტერ
ვენსის სასაუზმის იმ მაგიდას შორისაა, რომელთანაც მე ვზი-
ვარ) არათანაბარია; გეგონება, სულსწრაფმა ბავშვმა მაკრატ-
ლით კი არ მოჭრა, აიღო და პირდაპირ ხელით მოხია. და, თუ
საავდრო ღრუბლებსაც კარგად დავაკვირდები, მაშინვე დავი-
ნახავ, რომ მასშტაბით სრულიადაც არ ესადაგებიან დედას
ფიგურასა და ჩანჩქერს. მაგრამ მაინც, ეს შერწყმული მოგო-
ნებები იმდენად ცხადლივ შემომიტევენ ხოლმე, რომ ცოტა
ხნით მავიწყდება, სად ვიმყოფები; მავიწყდება, რომ ეზოში
ვზივარ, მაგარ მიწაზე.
საკმაოდ ვრცელი ეზოა და ჩემი ადგილიდან ერთადერთი
მაღალი რამ, რასაც ვხედავ, მოშორებით მდგომი ამწეა. ცა
ეზოს თავზე ძალიან ფართო და სრულიად თავისუფალია. მე
და რიკი ისევ რომ წავსულიყავით მისტერ მაკბეინის ფარდუ-
ლისაკენ გათიბული მინდვრებით, ცა იქიდანაც ზუსტად ასეთი
გამოჩნდებოდა. ასეთი ფართო და ღია ცა იმას ნიშნავს, რომ
შემიძლია მზის ნებისმიერ გადაადგილებას თავისუფლად ვა-
დევნო თვალი; ღრუბლიან ამინდშიც კი შემიძლია, ზუსტად
განვსაზღვრო, მზე ცაზე სად იმყოფება.

301
აქ პირველად რომ მოვხვდი, ვიფიქრე, რა არეულ-დარეუ-
ლი ეზოა-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ არეული სულაც არ
არის; პირიქით, საგნები სწორედაც რომ გეგმაზომიერად არის
განთავსებული. თავიდან არეული იმიტომ მეგონა, რომ თავად
აქაური საგნები ტოვებენ მოუწესრიგებლობის შთაბეჭდილე-
ბას: ზოგს მავთული აქვს გამოჩრილი, ზოგს ნაწილები დაჟან-
გებია. მაგრამ, როცა დააკვირდები, დაინახავ, აქაურ მუშებს
რა აკურატულად დაუწყვიათ ეს საგნები მოწესრიგებულ რიგე-
ბად კუთვნილ ადგილებზე. ასე რომ, როდესაც მნახველები მო-
დიან და გრძელ რიგებს დაუყვებიან, ძალიან ადვილად ათვა-
ლიერებენ თითოეულ ნივთს. თუმცა, ცხადია, ფრთხილად უნ-
და იარონ, გამოჩრილ მავთულს ან რკინის წკირებს რომ არ
წამოედონ და რამე არ დაიზიანონ.
ფართოდ გაშლილი ცისა და კიდევ იმის წყალობით, რომ
გარშემო მაღალი საგნები არსადაა და ხედს არაფერი მიზღუ-
დავს, აქ მოსულ მნახველებს მაშინვე შევნიშნავ ხოლმე. ადა-
მიანებს შორიდანვე ვამჩნევ – რიგებს შორის მობოდიალე პა-
წაწინა ფიგურებს. მაგრამ მნახველები აქ ხშირად არც მოდიან.
თუ ადამიანების ხმა მესმის, ვხვდები, რომ ძირითადად აქაური
მუშების ხმებია, რომლებიც, უბრალოდ, ერთმანეთს ესაუბრე-
ბიან.
ზოგჯერ ჩიტებიც მოფრინდებიან ხოლმე, მაგრამ მალევე
წბილდებიან – ხვდებიან, რომ აქ მათთვის საინტერესო არა-
ფერია. ამას წინათ შავ-შავი ჩიტების მთელი გუნდიც კი დაეშვა
და ჩემს მახლობლად რაღაც მექანიზმზე ჩამოჯდა. წამით ისიც
კი ვიფიქრე, რიკის ჩიტები ხომ არ არიან, ჩემს მოსაძებნად
ხომ არ გამოგზავნა-მეთქი. მაგრამ იქვე მივხვდი, რომ ნამდვი-
ლი ჩიტები იყვნენ. ცოტა ხანს მშვიდად ისხდნენ იმ მექანიზმზე,
სრულიად უძრავად, თუმცა ქარი ბუმბულს კი უწეწავდა. მერე
ერთბაშად წამოიშალნენ და გაფრინდნენ.
დაახლოებით იმავე დროს, ერთმა კეთილმა მუშამაც ჩა-
მოიარა, ჩემ წინ გაჩერდა და მითხრა, სამხრეთ ნაწილში სამი
ხმ-ა და წრესთან – კიდევ ორიო. თუ გინდა, რომელიმე ჯგუფ-
თან შემიძლია გადაგიყვანოო. ვუთხარი, ჩემი ადგილი სავსე-
ბით მაკმაყოფილებს-მეთქი. თავი დამიკრა და გამეცალა.

302
რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებული რამ მოხდა.
მართალია, გადაადგილება არ შემიძლია, მაგრამ თავს
ადვილად ვატრიალებ და ირგვლივ ყველაფერს მშვენივრად
ვხედავ. ამიტომაც ვიცოდი, რომ ჩემს ზურგს უკან ვიღაც დადი-
ოდა. ის ადამიანი გრძელ პალტოში იყო გამოწყობილი და
ზურგზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. თავი პირველად რომ
მივაბრუნე, ჩემგან საშუალო მანძილით იყო დაშორებული და
დავინახე, რომ ქალი იყო. როცა იხრებოდა რომელიმე ნივთის
კარგად დასათვალიერებლად, მისი ჩანთა თასმაზე კონწიალს
იწყებდა. ცხადია, მისი გამუდმებით თვალთვალი არ შემეძ-
ლო, რადგანაც ჩემს ზურგს უკან იყო. თანაც, ცოტა ხანს, ალ-
ბათ, უფრო იმის გამო, რომ ისევ მოგონებებში ჩავიძირე, ის
ქალი საერთოდ გადამავიწყდა კიდეც. მერე რაღაც ხმა შემო-
მესმა და დავინახე, რომ გრძელპალტოიანი ჩემ წინ გაჩერებუ-
ლიყო. სანამ პირდაპირ სახეში შემომხედავდა და ჩემთან ჩა-
მოჯდებოდა, მანამდე ვიცანი ჩვენი მაღაზიის მენეჯერი და გუ-
ლი სიხარულით ამევსო.
– კლარა! შენ კლარა არა ხარ?
– დიახ, – ვუთხარი და გავუღიმე.
– კლარა! რა კარგია! ერთი წუთით, რამეს მოვიტან, რომ
ჩამოვჯდე.
მალე დაბრუნდა და თან მეტალის პატარა ყუთი მოათრია,
რომელიც გზაში მაგარ მიწაზე ფხაჭუნის ძალიან უსიამოვნო
ხმას გამოსცემდა. როდესაც ის ყუთი ჩემ წინ დადგა და ზედ ჩა-
მოჯდა, მიუხედავად იმისა, რომ გაშლილი ცის ფონზე ვუყუ-
რებდი, მის სახეს მშვენივრად ვხედავდი.
– იმედი მქონდა, რომ სწორედ აქ გიპოვიდი. ერთხელ, და-
ახლოებით ერთი წლის წინ, აქ რაღაც აღმოვაჩინე და მეგონა,
შენ იყავი, მაგრამ შევცდი. ახლა კი ვხედავ, რომ ნამდვილად
შენა ხარ, ხომ შენა ხარ, კლარა? რომ იცოდე, შენი ნახვა რო-
გორ მიხარია!
– მეც ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, მენეჯერო.
ისევ გამიღიმა და მკითხა:
– ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობ ახლა, როცა ამდენი
ხნის მერე ისევ მხედავ. ალბათ, ძალიან დაიბენი.

303
– მხოლოდ უზომო ბედნიერებას ვგრძნობ, რომ მენეჯერს
ისევ ვხედავ.
– მაშინ ისიც მითხარი, კლარა, მთელი ეს დრო... ანუ სანამ
აქ მოხვიდოდი, სულ იმ ოჯახთან იყავი, რომელმაც მაღაზიი-
დან წაგიყვანა? მაპატიე, ამას რომ გეკითხები, მაგრამ უწინდე-
ბურად აღარა მაქვს ინფორმაციასთან წვდომა.
– დიახ, სულ ჯოზისთან ვიყავი, სანამ კოლეჯში წავიდოდა.
– ესე იგი, წარმატებული არჩევანი ყოფილა, კარგი სახლი
შეგხვედრია.
– დიახ. და ვფიქრობ, მეც კარგი სამსახური გავუწიე და ჯო-
ზის მარტოობა არ ვაგრძნობინე.
– ეჭვიც არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, შენ გვერდით
შენი ბავშვი ვერც კი იგრძნობდა, მარტოობა რას ნიშნავს.
– იმედია, სწორედ ასეც იყო.
– იცი, კლარა, ყველა იმ ხმ-ს შორის, რომლებიც მე მება-
რა, შენ აშკარად ყველაზე გამორჩეული იყავი, საოცრად გო-
ნიერი და დაკვირვებული. ეგ იმთავითვე შევნიშნე და ახლა ძა-
ლიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად აგეწყო. თუმცა, შენ-
ნაირი უნარების მქონეებიც კი ხშირად ვერ აღწევენ ხოლმე
წარმატებას.
– მენეჯერი ისევ ხმ-ებზე ზრუნავს?
– უი, არა, ჩემო კარგო. ეგ ამბავი კარგა ხანია წარსულს
ჩაბარდა. – ეზოს თვალი მოავლო და ისევ გამიღიმა. – სწო-
რედ ამიტომაც მიყვარს აქ მოსვლა. ზოგჯერ, მემორიალურ
ხიდთან რომ ეზოა, იქაც მივდივარ ხოლმე, მაგრამ ეს ეზო უფ-
რო მიყვარს.
– მენეჯერი აქ მხოლოდ… მხოლოდ თავისი ხმ-ების საძებ-
ნელად მოდის ხოლმე?
– მხოლოდ მაგიტომ არა. პატარ-პატარა სუვენირების შეგ-
როვება მიყვარს, – თავის ჩანთაზე მანიშნა. – რამე დიდსა და
მნიშვნელოვანს არც გვატანენ, მაგრამ პატარა რამეების წა-
ღებაზე უარს არ გვეუბნებიან. აქაური მუშები კარგად მიცნო-
ბენ. თუმცა, მართალი ხარ, აქ მოსვლის ყოველ ჯერზე იმედი
მაქვს, რომ ჩემს ძველ ხმ-ებს წავაწყდები.
– როზა ხომ არ გიპოვიათ?

304
– როზა? ჰო, ფაქტობრივად, როზაც ვიპოვე აქ, დაახლოე-
ბით ორი წლის წინ აღმოვაჩინე. როზას შენსავით არ გაუმარ-
თლა.
– თავისი მოზარდი არ მოსწონდა?
– მთლად ეგრეც არ იყო… მაგრამ ნუ იდარდებ. როზას თა-
ვი გავანებოთ, შენს ამბავს მომიყევი. შენ ისეთი გამორჩეული
უნარები გქონდა, რომ დარწმუნებული ვარ, შენი ბავშვი ამას
ნამდვილად აფასებდა.
– მგონი, მართლაც აფასებდა. მის სახლში ყველა ძალიან
კარგად მექცეოდა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამე ვისწავ-
ლე.
– ის დღე მშვენივრად მახსოვს, მაღაზიაში რომ მოვიდნენ
და შენ რომ აგირჩიეს. ქალბატონმა ტესტიც კი ჩაგიტარა –
გთხოვდა, ჩემს ქალიშვილს სიარულში მიბაძეო. მახსოვს, ეგ
ამბავი ცოტა არ მესიამოვნა. რომ წახვედი, სულ მაგაზე ვფიქ-
რობდი.
– მენეჯერს ჩემზე დარდის საფუძველი ნამდვილად არ
ჰქონდა. ჩემთვის საუკეთესო სახლი იყო და ჯოზიც საუკეთესო
მოზარდი გახლდათ.
მენეჯერი ცოტა ხანს ჩუმად იყო, უბრალოდ, მიყურებდა და
მიღიმოდა, ჰოდა, მეც განვაგრძე:
– რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი ჯოზის კარგად
ყოფნისათვის. ახლა ამაზე ხშირად ვფიქრობ. საჭირო რომ
გამხდარიყო, ჯოზის გავაგრძელებდი კიდეც, მაგრამ რაც მოხ-
და, ბევრად უკეთესია. თუმცა, ჯოზი და რიკი ერთად აღარ
არიან.
– დარწმუნებული ვარ, მართალი ხარ, მაგრამ „ჯოზის გა-
ვაგრძელებდიო“, რომ თქვი, რა იგულისხმე?
– მენეჯერო, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჯოზი კარგად შე-
მესწავლა და, თუ საჭირო იქნებოდა, მეტსაც ვიზამდი. მაგრამ
არა მგონია, ეგ ამბავი კარგად დასრულებულიყო. არა, იმი-
ტომ კი არა, რომ მე რაღაცას ვერ შევასრულებდი, მაგრამ თა-
ვიც რომ მომეკლა, მაინც დარჩებოდა რაღაც, რაც ჩემთვის მი-
უწვდომელი იქნებოდა. დედა, რიკი, მოახლე მელანია, მამა –
მათ გულებში ჯოზის ადგილს ვერასდროს დავიკავებდი, ჩემ

305
მიმართ ვერასდროს იგრძნობდნენ იმას, რასაც ჯოზის მიმართ
გრძნობდნენ. ამაში ახლა უკვე დარწმუნებული ვარ.
– კარგი, კლარა, მიხარია, რომ, შენი აზრით, უკეთესია ის,
რაც მოხდა.
– მისტერ კაპალდი დარწმუნებული იყო, რომ ჯოზიში ისე-
თი განსაკუთრებული არაფერი იყო, რისი გაგრძელებაც შეუძ-
ლებელი იქნებოდა. დედას ეუბნებოდა, ბევრი ვიკვლიე და
განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინეო. მაგრამ ახლა
ვხვდები, რომ არასწორ ადგილას იკვლევდა; რაღაც განსა-
კუთრებული ნამდვილად იყო, მაგრამ ჯოზიში კი არა, იმ ადა-
მიანებში, რომლებსაც ის უყვარდათ. ამიტომაც ვფიქრობ ახ-
ლა, რომ მისტერ კაპალდის ეშლებოდა და მე წარმატებას ვერ
მივაღწევდი. ჰოდა, ძალიან მიხარია, ის გადაწყვეტილება რომ
მივიღე, რომელიც უნდა მიმეღო.
– დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არ შეცდებოდი,
კლარა. სწორედ ეგ მინდა ხოლმე ჩემი ყოფილი ხმ-ებისგან
მოვისმინო, როცა მათ ისევ ვხვდები. ანუ მინდა მითხრან, რომ
ყველაფერი კარგად დასრულდა, რომ არაფერს ნანობენ და
გული არაფერზე სწყდებათ. სხვათა შორის, თუ იცი, რომ იქით,
შორეულ ბოლოში, სამი B3-ია? ჩვენი მაღაზიიდან არ არიან,
მაგრამ, თავს მარტო თუ გრძნობ, მუშებს ვეტყვი და იქით გა-
დაგიყვანენ.
– დიდი მადლობა, მენეჯერო! თქვენ, როგორც ყოველ-
თვის, ძალიან კეთილი და მზრუნველი ბრძანდებით, მაგრამ მე
აქ ყოფნა მირჩევნია, ჩემს მოგონებებთან, რომლებსაც უნდა
გადავხედო და სათანადო ადგილი მივუჩინო.
– კარგი, ალბათ, ეგრე აჯობებს. მაღაზიაში ამას ვერ ვიტ-
ყოდი, მაგრამ მაგ B3-ების მიმართ არასდროს ვგრძნობდი
იმას, რასაც თქვენი თაობის მიმართ, და ასე მგონია, კლიენტე-
ბიც ამასვე იტყოდნენ. ისინი ხომ დიდად არც მათ მოსწონდათ,
მიუხედავად მათი ტექნიკური დახვეწილობისა. ძალიან მიხა-
რია, დღეს სწორედ შენ რომ გიპოვე, კლარა. შენზე ძალიან
ხშირად ვფიქრობდი. შენ ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყავი.
მენეჯერი წამოდგა და მხარზე გადაკიდებულმა ჩანთამ
ისევ დაიწყო კონწიალი.

306
– სანამ წახვალთ, კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. მზე
ძალიან კეთილი იყო ჩემ მიმართ.
ყოველთვისაც ძალიან დიდ სიკეთეს იჩენდა ხოლმე, მაგ-
რამ, როცა ჯოზისთან ვიყავი, ერთხელ განსაკუთრებული სიკე-
თე გამოიჩინა. მინდა, მენეჯერმა ესეც იცოდეს.
– ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ მზე შენ მიმართ ყოველ-
თვის კეთილგანწყობილი იყო, კლარა.
ეს რომ თქვა, ხელით თვალები მოიჩრდილა და ცას გახე-
და. ცოტა ხანს ორივე ერთად ვუყურებდით მზეს. მერე ისევ მე
მომიბრუნდა და მითხრა:
– ახლა უნდა წავიდე. აბა, შენ იცი, კლარა. ნახვამდის!
– ნახვამდის მენეჯერო, გმადლობთ.
მერე იმ რკინის ყუთს დასწვდა, რომელზეც იჯდა, და უსია-
მოვნო ფხაჭუნ-ფხაჭუნით კვლავ თავისი ადგილისაკენ წაათ-
რია. მერე გრძელ რიგებს დაუყვა და მაშინვე თვალში მეცა,
რომ ახლა სულ სხვანაირად დადიოდა – ყოველი მეორე ნაბი-
ჯის გადადგმისას მარცხნივ იხრებოდა, ჰოდა, დავდარდიანდი,
გრძელი პალტოს ერთ ბოლოს ჭუჭყიან მიწაზე ხომ არ მიათ-
რევს-მეთქი. ნახევარი გზა რომ გაიარა, გაჩერდა, მობრუნდა
და ვიფიქრე, ეტყობა უნდა, ბოლოჯერაც შემავლოს თვალი-
მეთქი. მაგრამ შორს, ლამის ჰორიზონტთან მდგომ ამწეს უყუ-
რებდა. მერე კი მიტრიალდა და გზა განაგრძო.

307

You might also like