Re-15 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა 1900 წელს ქუთაისში ივლიანე ანჯაფარიძეს

ოჯახში. ვერიკო წმინდა ნინოს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ სწავლობდა


ჯერ მოსკოვის ხოლო შემდეგ თბილისის დრამატულ სტუდიებში. მსახიობი
სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილისის, ბათუმის, მოსკოვის თეატრებში. იგი
1933 წელს უკვე საბოლოოდ დაბრუნდა თბილისში, მარჯანიშვილის სახელობის
თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მოღვაწეობას. ანჯაფარიძე
ძირითადათ იყო ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი, თუმცა არა
ჩვეულებრივი სილაღით გაანსახიერა მირანდოლა კ. გოლდონის „სასტუმროს
დიასახლისში“. მსახიობისთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური
მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების
მელოდიურობა, პროფესიონალიზმი. ანჯაფარიძის შემოქმედებაში სრულყოფილი
ასახვა პოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიულმა ტრადიციებმა.
მსახიობის სახელს უკავშირდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო
აკადემიური თეატრის მრავალი სპექტაკლები. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის
მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეია
შექმნა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს
განვითარებაში.
ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წლის 30 იანვარს. მსახიობი
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

You might also like