Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მოგესალმებით,

გიგზავნით ლინკს სადაც წიგნი ხელმისაწვდომია, როგორც ონლაინ, ასევე შესაძლებელი pdf სახით
ჩამოტვირთვა.

https://eon.ge/book/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B
%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98/

ოთხშაბათს - 4 ოქტომბერს ქვიზისთვის მოსამზადებელი თემები:

1. თავი 1 - უჩვეულო გარიჟრაჟი - წინარესიტორიული და პირველყოფილი ხალხები


საკითხი - წინარეისტორიული ხალხის ხელოვნება

პირველყოფილ ხალხებს ძირითადად ჰქონდათ ძალიან პრიმიტიული ხელოვნების ნიმუშები.


ნახატები არ იყო დაკავშირებული რაიმე ფუფუნების საგანთან ან ესტეთიურ სიამოვნებასთან.
ნახატებზე პირველყოფილი ადამიანები ასახავდნენ ყოველდღიურ სიტუაციებს, მაგალითად,
ნადირობის სცენებს, ან ისეთ სიტუაციებს, რომლებიც უნდოდათ რომ მომხდარიყო მომავალში,
მაგალითად როგორ კლავენ ნადირს. მათ სჯეროდათ, რომ ნახატს მაგიური ძალა ჰქონდა და თუ
ნახატზე რაღაცას ასახავდნენ ის რეალურ ცხოვრებაშიც აუცილებლად მოხდებოდა. ისინი ხატვას
არა, როგორც რაიმე ღირებულის შესაქმნელად, ან განსატვირთად, არამედ სიცოცხლისთვის
ბრძოლაში იყნებდნენ.
ერთ-ერთი პირველი ნახატები, რომლებიც პირველყოფილმა ადამიანებმა მღვიმეებისა და
გამოქვაბულების კედლებზე დახატეს აღმოჩენილია ესპანეთსა და საფრანგეთში. ნახატებზე
გამოსახულია ირმები და ასევე ამ გამოქვაბულებში არის აღმოჩენილი ცხოველის ძვლები და
სანადირო იარაღები, რითაც მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს ნახატები, მართლაც იმ ადამიანების
დახატულია, რომლებიც ამ ნახატებზე გამოსახულ ცხოველებზე ნადირობდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველყოფილი ადამიანების მიერ შექმნილი ნახატები ან ნივთები,
მართალია, პრიმიტიული მიზნით იყო შექმნილი, თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ რთული
დასამზადებელი იყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ სამუშაო ირაღები არ ჰქონდათ.
მაგალითად, მაორის ბელადის სახლის ტიხარი, აფრიკული ნიღბები, აცტეკების ღვთაებების ქვის
მონუმენტები და ა.შ.

2. თავი 2 - საუკუნო ხელოვნება - ეგვიპტე, მესოპოტამია, კრეტა


საკითხი - ეგვიპტური ხელოვნება

ეგვიპტური ხელოვნება არის პირველი, რომელიც გვხვდება ერთიანი, გაბმული საქმიანობის


სახით. ეგვიპტელებისგან ძალიან ბევრი რამ გადაიღეს ბერძნებმა, ხოლო ბერძნებმა მთელ
მსოფლიოში გაავრცელეს სხვადასხვა კულტურული საქმიანობები, შესაბამისად, გამოდის რომ,
დღევანდელ მსოფლიზეც კი ეგვიპტურ ხელოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგვიპტეში
პირველად გვხვდება ოსტატი - ადამიანი, რომელმაც ორფესიის დონეზე იცის ხელოვნების
რომელიმე მიმართულება და ჰყავს მოსწავლე, რომელსაც გადასცემდა თავის ცოდნას, მოსწავლე კი
დანარჩენ საზოგადოებას უზიარებდა მიღებულ ინფორმაციას. ეგვიპტური ხელოვნების ყველაზე
გამორჩეული და ცნობილი ნამუშევრები, რა თქმა უნდა, პირამიდებია, რომლებიც გარდა იმისა,
რომ იდუმალებით მოცული ნაგებობია, ბევრს გვეუბნება ეგვიპტელ ხალხზე. მაგალითად, იმას
რომ ეგვიპტელები იმდენად მოწესრიგებულები და ორგანიზებულები იყვნენ, რომ ერთი
ფარაონის მმართველობის განმავლობაში ამხელა ნაგებობის აშენება შეეძლოთ. ასევე შეგვიძლია
მივხვდეთ, რომ ფარაონები ეგვიპტეში ძალიან მდიდრები და ძლევამოსილები იყვნენ, რადგან
ჰქონდათ მასალის მოპოვების საშუალება და მონებისა და მუშების დამორჩილების უნარი, რომ
პირამიდები აეშენებინათ. პირამიდებში ტენიანობა ისე არის დარეგულირებული, რომ შიგნით
ადამიანის სხეული არ დალპეს, რადგან ეგვიპტელ ხალხს სჯეროდა, იმისთვის რომ ფარაონს
საიქიო ცხოვრება გაეგრძელებინა, აუცილებელი იყო მის სხეულს პირვანდელი სახე
შეენარჩუნებინა. მუმიფიცირებაც ამის ნიშანია. ასევე ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ნახატზე
ფარაონები და ზოგადად ყველა და ყველაფერი ისე უნდა გამოესახათ, რომ აბსოლუტურად ყველა
კიდური, და გარეგანი ორგანო ხილული ყოფილიყო, რადგან სჯეროდათ, რომ თუ მაგალითად,
რომელიმე ფეხს არ გამოაჩენდნენ ნახატზე, ფარაონი საიქიო ცხოვრებაში ცალი ფეხით
წარსდგებოდა, ან ამ ცხოვრებაშიც დაკარგავდა ფეხს.

ასევე ეგვიპტელი მხატვრები ნახატებზე ფარაონებს სხვადასხვა ზომისას ხატავდნენ, რითიც იმ


ადამიანის იერარქიულ საფეხურს ვიგებთ. რაც უფრო დიდია ეგვიპტურ ნახატზე ადამიანი, ანუ ის
რეალურ ცხოვრებაში ძლიერი და გავლენიანი იყო.

ეგვიპტური ბიუსტები გამოირჩევა სისადავით და ასევე განსაკუთრებული სიმყარით, რადგან


ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ გარდა სხეულისა მათი ბიუსტებიც უნდა ყოფილიყო მთელი და
ამიტომ მასალად გრანიტს. მოქანდაკის მნიშვნელობა ეგვიპტურიდან ითარგმნება როგორც - ის
ვინც სულს უნარჩნებს.

ეგვიპტურ ხელვნებაში ასევე მნიშვნელოვანია გეომეტრიული წესრიგი და ბუნება. ასევე


მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ ხელოვანს ძალიან კარგად სცოდნოდა ის წესები, რომლის
მიხედვითაც ნახატი უნდა დაეხატა ან ქანდაკება აეგო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ
დაახლოებით 30 საუკუნის განმავლობაში ეგვიპტურ ხელოვნებაში არაფერი შეცვლილა და ყველა
ერთი სტილით მუშაობდა, რადგან აუცილებელი იყო შემორჩენილი ნამუშევრების იდენტური
ყოფილიყო ახლებიც.

3. თავი 3 - დიდი გამოღვიძება - საბერძნეთი, ძვ. წ. მეშვიდე-მეხუთე საუკუნეები


საკითხი - მოკლდ დაახასიათეთ ძვ. წ. მეშვიდე-მეხუთე საუკუნეების ხელოვნება

საბერძნეთის ხელოვნება ამ პერიოდში დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიას. თავდაპირველად,


ბერძნების ხელოვნების ნიმუშები ძალიან მარტივი და პრიმიტიული იყო. ძირითადად,
გემეტრიულ ფიგურებზე და დიზაინზე აწყობილი. მათ შორის თიხის ჭურჭელიც ძალიან მარტივი
მოყვანილობის ჰქონდათ, თუმცა მასზე აღნიშნული მოხატულობები სერიოზული თემატიკის იყო,
მაგალითად, როგორიცაა მიცვალებულის დატირება, თუმცა ეს სცენაც ძალიან მარტივი
გემოეტრიული ფიგურებით იყო გადმოცემული.

არქაულ პერიოდში საბერძენთში ხელოვნების კუთხით მოხდა დიდი რევოლუცია. აქამდე თუ


ბერძნები ცდილობდნენ ეგვიპტელებისთვის მიებაძათ და მათი დატოვებული საქმე
გაეგრძელებინათ და არ შეეცვალათ წლების განმავლობაში სტილი, ახლა პირიქით, ცდილობდნენ
თავიდან ბოლომდე შეეცვალათ ხელოვნების არსი და ის გაეხადათ ადამიანის ნატურაზე
კონცენტრირებული და უფრო რეალისტური, ბუნებრივი. დაიწყეს ადამიანის სხეულის უფრო
დეტალურად გამოჭედვა ქვიდან, თუმცა მაინც იგრძნობოდა ეგვიპტური გავლენა და ადამიანების
სკულპტურები ძირითადად უბრალოდ მდგომარე პოზიციაში გვხვდებოდა ამ პერიოდისთვის.
როცა ეგვიპტეში, პირიქით მაქსიმალურად სადად და მინიმალისტურად გამოსახავდნენ ადამიანის
სახის ფორმებს.
არქიტექტურაში დაიწყეს ე.წ. დორიული სვეტების გამოყენება.

მესამე პერიოდი ამ დროისთვის იყო პლასიკური პერიოდი, რომელიც ითვლება ძველბერძნული


ხელოვნების პიკად. ამ პერიოდში ადამიანების სკულპტურებს უკვე ვხვდებით მოძრავ
პოზიციებში და ამ ნაგებობებზე ადამიანის კუნთი იდეალური იდენტობით არის წარმოჩენილი.
იგრძნობა სიმსუბუქე და რეალისტურობა ყველა ამ პერიოდის ნიმუშში. ადამიანის სხეული გახდა
ცენტრალური ყურადღების წყარო.

ათენში მდებარე პართენონი არის ყველაზე ნათელი მაგალითი ამ პერიოდის არქიტექტურის.


სწორედ ასეთ ნაგებობებს აგებდნენ ძირითადად.

4. თავი 4 - მშვენიერების საუფლო - საბერძნეთი და ბერძნული სამყარო, ძვ. წ. მეოთხე-ახ.წ.


პირველი საუკუნე
საკითხი - მოკლდ დაახასიათეთ ძვ. წ. მეოთხე-ახ. წ. პირველი საუკუნეების ხელოვნება

წითლად მონიშნული საკითხებიდან ქვიზზე იქნება 2 საკითხი დასაწერი!

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like