Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თარიღი: 05.09.

2023

პროექტში მიღების წერილი

პროექტი „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის


ელჩები“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების
მხარდაჭრას, ერთმანეთთან კავშირების გაძლიერებას და საზოგადოებაში მათი
ჩართულობის გაზრდას. პროექტი 5 ეტაპისგან შედგება და მოიცავს შემდეგ აქტივობებს :

● უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები

● ლიდერობისა და მენტორობის ტრენინგები

● სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

● ლიდერ ქალთა ფორუმი

● მინი საგრანტო პროექტების განხორციელება

პროექტი დაიწყება უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებით, რომლებიც ახალციხესა


და მარნეულში ჩატარდება და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

მოდული 1:
გენდერულად სენსიტიური ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღება; ქალთა
მონაწილეობა კონფლიქტის მართვის პროცესში;
მოდული 2:
ადვოკატირება; სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა.

პროექტის სხვა ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია თანდათან, პროექტის


მსვლელობისას მოგეწოდებათ.

მნიშვნელოვანი თარიღები

● 11 სექტემბერი, 19:00-20:00, zoom-ში გაცნობითი შეხვედრა მონაწილეებთან და


შესავალი მენტორინგში.
● 16-17 სექტემბერი, 12:00-17:00 ტრენინგები ახალციხესა და მარნეულში.

1
თარიღი: 05.09.2023

● 19 სექტემბერი, 19:00-20:30 მენტორინგის სესია, ონლაინ.

● 23-24 სექტემბერი, 12:00-17:00 ტრენინგები ახალციხესა და მარნეულში.

● 26 სექტემბერი, 19:00-20:30 მენტორინგის სესია, ონლაინ.

ტრენინგებზე და სესიებზე დასწრება სავალდებულია და შემდეგ ეტაპებზე


გადასვლის წინაპირობაა.

იმისათვის, რომ დაადასტუროთ პროექტში თქვენი მონაწილეობა, მნიშვნელოვანია


გაეცნოთ ქცევის კოდექსს, ხელი მოაწეროთ პროექტში მონაწილეობის თანხმობის
ფორმას და 11 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ.

2
თარიღი: 05.09.2023

პროექტში მონაწილეობის თანხმობის ფორმა

დაბადების თარიღი:

მისამართი:

მე, --------------- ----------------------- ვადასტურებ, რომ ვიღებ პროექტში „ეთნიკური უმცირესობის


წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ მონაწილეობის შეთავაზებას .
გავეცანი და ვეთანხმები ქცევის კოდექსს და მაქვს მზაობა, რომ აქტიურად ჩავერთო
პროექტის აქტივობებში.

თარიღი:

ხელმოწერა:

You might also like