Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

საბუნებისმეტყველო კლუბი „ჩხირკედელა“

VII – XII კლასის მოსწავლეები.


სამიზნე ჯგუფი
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

კლუბის ხანგრძლივობა 20 სამუშაო შეხვედრა - 40 სთ.

ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი.

განხორციელების ვადა 2021 წელი

მოსწავლეებმა შეისწავლონ თანამედროვე ციფრული


მიზანი ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირების (coding)
საფუძვლები ღია კომპიუტერული პლატფორმა
მიკროკონტროლერით Arduino-ს გამოყენებით.

მიღებული ცოდნით და უნარების გამოყენებით შექმნან


ინტერაქტიული მოდელები, რომლებიც დაეხმარებათ
მნიშვნელოვანი მეცნიერული კონცეფციების გააზრებაში.

გაიაზრონ საქართველოსა და მსოფლიოსათვის აქტუალური,


ცხოვრებისეული პრობლემები ( სოფლის მეურნეობის,
გარემოსდაცვის და სხვა მიმართულებით), მათ გადაწყვეტაში
ციფრული ინოვაციების როლი.

გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა STEM საგნების


სწავლების პროცესში, დაეხმაროს მათ პროფესიულ ორიენტაციაში.

სკოლის ბაზაზე შეიქმნას სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი და


შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც საპილოტე პროგრამის
შემდეგაც დამოუკიდებლად განაგრძობს საქმიანობას.

 მოსწავლეები საკუთარი ხელით ქმნიან ინტერაქტიულ


შედეგები მოდელებს, მნიშვნელოვანი მეცნიერული კონცეფციების
დემონსტრირებისათვის.
 მოდელების ავტომატიზებულ მართვას ახორციელებენ ღია
კომპიუტერული პლატფორმა Arduino-ს მიკროკონტროლერის
გამოყენებით.
 შეუძლიათ საკუთარი მოდელებისათვის პროგრამული
უზრუნველყოფის (coding) მოძიება და განვითარება.
 მოსწავლეები საკუთარი ხელით ქმნიან მინირობოტებს და
მცირე საინჟინრო ინოვაციურ კონსტრუქციებს.
 ახორციელებენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების
მოდელირებას, მწვავე ეკოლოგიური პრობლემების კვლევებს
და სხვა.
 კლუბში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით
მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო
კონკურსებში, ინოვაციების ფესტივალზე და სამეცნიერო
პიკნიკებში.
 წერენ ვიდეოგაიდის ფორმატში საკუთარ აქტივობებს და
ანთავსებენ მათივე შექმნილ YOUTUBE არხზე, კლუბის
ვებგვერდზე.
 ინტერნეტ სივრცეში კლუბები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ
გამოცდილებას და თანამშრომლობენ ერთობლივი პროექტების
განხორციელების დროს.
 მოსწავლეები ახორციელებენ პროექტებს აქტუალური,
ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების მიზნით.
 კლუბი ეხმარება სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების
სწავლების ტრანსფორმაციას STEM სწავლების
მიმართულებით, მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო
წიგნიერების განვითარებას.

მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-


Based Learning), კვლევა-ძიების უნარების განმავითარებელი
მეთოდები (enquiry-based learning) და პრობლემის გადაჭრაზე
(Problem-based learning) დაფუძნებული მეთოდოლოგია.
Arduino-ს მიკროკონტროლერის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის
მოდელების შექმნა.
Arduino-ს მიკროკონტროლერის პროგრამული უზრუნველყოფის
(coding) საბაზო პრინციპების შესწვალა.
ონლაინ პროგრამების გამოყენება კომპიუტერული პროგრამირების
(coding) შესასწავლად:
კოდის სტუდია (https://code.org/) და Scratch-ის პროგრამა
(https://scratch.mit.edu/)

კლუბის ამოქმედების 5-თვიანი პერიოდის განმავლობაში


კურსის მოკლე აღწერილობა მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან თანამედროვე ციფრულ
ტექნოლოგიებს, კომპიუტერული პროგრამირების (coding)
საფუძვლებს, შეისწავლიან ღია კომპიუტერული პლატფორმის
Arduino-ს გამოყენებას მოდელების ავტომატიზებული
მართვისათვის.

მიღებული ცოდნით, საკუთარი ხელით შექმნიან ინტერაქტიულ


მოდელებს, რომლებიც დაეხმარებათ მნიშვნელოვანი მეცნიერული
კონცეფციების გააზრებაში.

მათივე შექმნილი მოდელებით განახორციელებენ STEM პროექტებს


საკუთარ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში, აქტულაური,
ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების მიზნით.
კლუბი დაეხმარება სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების
სწავლების ტრანსფორმაციას STEM სწავლების მიმართულებით,
მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო წიგნიერების განვითარებას და
მომავალში პროფესიულ ორიენტაციას.
სკოლაში დაარსებული კლუბის ბაზაზე გაგრძელდება მუშაობა
პირველი სამოდელო კურსის დასრულების შემდგომაც, მისი
ტექნიკური ბაზა შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მეზობელი
სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

სამუშაო შეხვედრა I (2 სთ.)


საკლუბო მუშაობის დეტალური STEM სწავლების პრინციპების გაცნობა. რა განასხვევებს მას
აღწერა ტიპური საბუნებისმეტყველო განათლებისგან.
მნიშვენელოვანი მეცნიერული კონცეფციებით სწავლება.
მიკროკონტროლერ არდუინოს შესახებ ზოგადი ინფორმაციის
გაცნობა და პროგრამირების (coding) პრინციპების განხილვა.
არდუინოს დახმარებით განხორციელებული პროექტების
მიმოხილვა - მათი გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების
შესწავლაში.
ინტერაქტიული მოდელების მიმოხილვა.
ინტერნეტში არსებული რესურსების მიმოხილვა არდუინოს
დაპროგრამებისთვის.

სამუშაო შეხვედრები II და III (2-2 სთ.)


„უსასრულობის სარკის და საათის“ შექმნაზე მუშაობა.
ჩემი პირველი მექანიკური რობოტი - მოძარვი მექანიზმის შექმნა.

სამუშაო შეხვედრა IV (2 სთ.)


პროექტი „შუქნიშანი“ (Arduino Traffic Light Simulator ).

პირველი გამოცდილება arduino -ს მიკროკონტროლერით მოდელის


შექმნის და მისი დაპროგრამების.

სამუშაო შეხვედრები V და VI (2-2 სთ.)


პროექტი „კარის გამღები ბარათი“ - მარტივი მექანიზმის შექმნა,
რომლის მოქმედებას უზრუნველყოფს პროგრამული მართვის
სისტემა.

სამუშაო შეხვედრები VII, VIII და IX ( 2-2-2 სთ.)


პირველი კომპლექსური პროექტი „ლაზერული დაცვის სისტემა“
(Laser Beam Alarm).

მოსწავლეები იწყებენ სენსორული სისტემების გაცნობას და ქმნიან


ლაზერის სხივით ინფორმაციის გადატანის სისტემას. იყენებენ
ხმოვანი სიგნალის სისტემის შექმნას და პროგრამირებას.

ინფორმაციის გადაცემა ლაზერით და ბოჭკოვანი კაბელით.


სამუშაო შეხვედრები X და XI (2-2 სთ.)
მოსწავლეები ეცნობიან მრავლფეროვან სენსორებს:
წნევის, ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერში ნახშიროჟანგის
შემცველობის. Stem პროექტის დაგეგმვა გარემოსდაცით თემაზე,
რომლის განხორციელების პროცესში, სენსორების გამოყენებით
ქმნიან გარემო პირობების მაკონტროლებელ, ავტომატურად მოქმედ
მოდელს.

სამუშაო შეხვედრები XII და XIII (2-2 სთ.)


დამოუკიდებლად მოძრავი რობოტის აწყობა, რომელიც რეაგირებს
წინაღობებზე.

სამუშაო შეხვედრები XIV და XV (2-2 სთ.)


პროექტი „გონიერი ნაგვის ყუთი“. ვიზუალური სენსორების
გამოყენება. საშუალო სირთულის ავტომატურად მოქმედი
ინჟინერული კონსტრუქციის შექმნა რომლის მოქმედება
რეგულირდება ვიზუალური სენსორებიდან მიღებული
ინფორმაციით.
Arduinos არსებული კოდის განვითარებაზე მუშაობა.

სამუშაო შეხვედრები XVI, XVII და XVIII (2-2-2 სთ.)


პროექტი „ მცენარეზე მზრუნველი რობოტი“.
მოსწავლეები ირჩევენ მათ საყვარელ ქოთნის მცენარეს და ქმნიან
მისი საცხოვრებელი გარემოს მაკონტროლებელ ავტომატიზებულ
სისტემას. სესნორების დახმარებით სისტემა იღებს ინფორმაციას
მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების შესახებ: ნიადაგის ტენიანობა
და მინერალური შემცველობა, ტემპერატურა და განათება,
ნახშირორჟანგის და ჟანგბადის შემცველობა. ავტომატიზებული
სისტემა. იღებს რა ინფორმაციას გარკვეული ფაქტორის ნორმასთან
შეუსაბამობის შესახებ, აკონტროლებს წყლის და საკვების
(ორგანული) მიწოდებას, განათებას და ტემპერატურულ რეჟიმს.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები ეცნობიან მცენარეების ზრდის
ჰიდროპონიკულ სისტემებს (მცენარის გაზრდა ნიადაგის გარეშე
გარემოში) და ქმნიან მარტივ, ჰიდროპონიკულ მოდელს.
მცენარის მოვლის ავტომატიზებული სისტემის კონტროლი
ხორციელდება arduino-ს მიერ. Arduino-ს არსებული პროგრამის
მორგება კონკრეტული მცენარის საარსებო გარემოსთან.
სამუშაო შეხვედრა XIX - XX (2 - 2სთ.)
საპილოტე პროექტის შემაჯამებელი შეხვედრebi.
მოსწავლეები მსჯელობენ და გეგმავენ, მათივე შექმნილი
მოდელებით განახორციელონ კომპლექსური STEM პროექტი მათ
რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში, აქტუალური, ცხოვრებისეული
პრობლემების მოგვარების მიზნით.
პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს სოფლის მეურენობის,
ეკოლოგიური პრობლემების, ეკონომიკური განვითარების და
ყოფაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.

გეგმავენ კლუბში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით,


მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო
კონკურსებში, ინოვაციების ფესტივალზე და სამეცნიერო
პიკნიკებში.

რესურსები

ადამიანური კლუბს უძღვება საბუნებისმეტყველი მიმართულების (ფიზიკა,


ბიოლოგია ან ქიმია) ან ისტ-ის მიმართულების მასწავლებელი.
ერთი მასწავლებელი მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენების კარგი უნარები (windows-ის ოპერაციულ სისტემაში
მუშაობა, საოფისე პროგრამების ცოდნა - word, excel, paint, power
point; ინეტრნეტში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება,
იყენებს ელ. ფოსტას და სოციაურ ქსელებს, არის youtub არხის
კვალიფიციური მომხმარებელი).
ინგლისური ენის ცოდნა - ინეტრენეტში ინგლისურენოვანი
ვებგვერდებიდან ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.

ლიტერატურა: 1. 2. https://gtu.ge/book/Cigni_Arduino.pdf - Arduino-ს


ვიზუალური დაპროგრამება FLProg გარემოში
3. http://tron.ge/%E1%83%A0%E1%83%90-
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-arduino/ -
4. https://www.arduino.cc/ - არდუინოს ვებგვერდი
5. https://arduinomaster.ru/
6. https://www.instructables.com/circuits/
7. https://www.stemmayhem.com/get-kids-started-with-arduino/

სასარგებლო ბმულები 1. https://www.youtube.com/watch?v=VTONKZkaVX4


2. https://www.youtube.com/watch?v=jYudJgT1KVE
3. https://howtomechatronics.com/tutorials/arduino/rfid-works-make-arduino-
based-rfid-door-lock/
4. https://create.arduino.cc/projecthub/techno_z/arduino-traffic-light-simulator-
2ec9f7?ref=platform&ref_id=424_trending_part%27A=0_beginner_&offset=7
5. https://create.arduino.cc/projecthub/148907/laser-beam-alarm-915b1c?
ref=platform&ref_id=424_trending_part%27A=0_beginner_&offset=11
6. https://create.arduino.cc/projecthub/MisterBotBreak/how-to-use-a-soil-
moisture-sensor-ce769b?
ref=platform&ref_id=424_trending_732_beginner_&offset=13
7. https://create.arduino.cc/projecthub/bcarbs/measuring-co2-levels-aka-the-
sleepiness-multiplier-a4d4bf?ref=search&ref_id=carbon%20diox&offset=2
8. https://create.arduino.cc/projecthub/interpeo/temperature-humidity-on-lcd-
0396b3?ref=tag&ref_id=weather&offset=6
9. https://create.arduino.cc/projecthub/maverick/pathfinder-229d5d?
ref=platform&ref_id=424_trending_870_beginner_&offset=8
10. https://create.arduino.cc/projecthub/omer-beden/smart-trash-77be58?
ref=search&ref_id=Smart%20Trash&offset=0
https://www.youtube.com/watch?v=bI9_hpsGCEI

11. https://www.instructables.com/id/Arduino-Controlled-Smart-Hydroponic-
Modular-System/

აღჭურვილობა/მასალები იხ. თანდართული რესურსების ჩამონათვალი

კლუბის ფუნქციონირებისთვის მინიმუმ 20 კვ.მ. სამუშაო ფართი (საკლასო ოთახის სატნდარტული


საჭირო ინფრასტრუქტურა ფართობი).

კარადა, თაროები - რესურსების შესანახად.

მინიმუმ 1 კომპიუტერი, ჩართული ინტერნეტის ქსელში. იდეალურ


ვარიანტში, მაქსიმუმ 4 კომპიუტერი - მაგიდაზე ერთი.

კარგი იქნება პროექტორის არსებობა, თუმცა, შესაძლებელია მის


გარეშეც მოქმედება.

1 მაგიდა და სკამი მასწავლებლისათვის.

4 სამუშაო მაგიდა - 1.5 მ X 1მ. ფართის.

16 კომფორტული საკმი.

დენის წყარო, 2 დამაგრძელებლი.

კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების ხარჯთაღრიცხვა


რესურსის დასახელება ერთეულების ერთეულის ფასი სულ
რაოდენობა ლარში (თანხის ჯამური ოდენობა)

კლუბის ხელმძღვანელი
40 25 1000
მასწავლებელი

You might also like