Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

სამოტივაციო წერილი

მოცემულ სამოტივაციო წერილში შევეცდები ვისაუბრო იმ ფაქტორებზე, რომლებმაც


მიბიძგა ამერჩია მასწავლებლის მომზადების მოცემული პროგრამა.

უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო ის ფაქტორი, რომ მასწავლებლის პროფესიის


არჩევაში სავსებით დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის პროფესია რომელიც
საშუალებას მომცემს ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან მიყვარს და ასევე რაიმე ღირებული
გავაკეთო იმ სოციუმისთვის, რომლის ნაწილიც ვარ.

ამის გარდა, ვთვლი რომ მოცემული პროგრამა სრულად აკმაყოფილებს ჩემს


მოლოდინებს და ის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელსაც მისი გავლის
შემდეგ მივიღებ, მომცემს იმის შესაძლებლობას რომ კარგ მასწავლებლად
ჩამოვყალიბდე.

აგრეთვე, მინდა ავღნიშნო ის ფაქტორიც რომ თუ მომეცემა იმის საშუალობა, რომ


გავიარო მოცემული პროგრამა, სრულად დავესწრები პროგრამის მიერ
გათვალისწინებულ ლექციებს და აქტიურად ვიქნები ჩართული მის თითოეულ
კომპონენტში.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ის


ფაქტი, რომ მტკიცედ ვარ დარწმუნებული ჩემს პროფესიულ არჩევანში და თუ
მომეცემა მოცემული პროგრამის გავლის საშუალება მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი
ის, რაც ღირსეული სტუდენტის მოვალეობაში მოაზრება.

You might also like