Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ჩემი აზრით, ორივე კერძო და საერთო საკუთრებას თავისი დადებითი და

უარყოფითი მხარეები გააჩნია. ჯერ ვილაპარაკებ კერძო საკუთრების დადებით და


უარყოფით მხარეებზე, ხოლო შემდეგ საერთო საკუთრებას განვიხილავ.
კერძო საკუთრება : დადებითი მხარეები
1. პირადი თავისუფლება - კერძო საკუთრების უფლებების მიხედვით
ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი კერძო საკუთრება გამოიყენონ როგორც
მათ სურთ, რაც ადამიანს უფრო მეტ თავისუფლებას და მეტის გაკეთების
შესაძლებლობას აძლევს. ცხადია, ეს თავისუფლებაც შემოსაზღვრულია
გარკვეული კანონებით რომლის დარღვევაც არ შეიძლება.
2. როცა ინდივიდს აქვს კერძო საკუთრება მას უჩნდება სურვილი რომ თავის
ტერიტორიას მოუაროს და მიხედოს (მაგალითად, თუ კონკრეტული
ინდივიდი სკოლის მეპატრონეა, მაშინ იგი თავის სკოლას მეტ ყურადღებას
მიაქცევს და უკეთ მოუვლის თავის ტერიტორიას). ზოგადად სულ ასეა,
არამარტო სკოლის შემთხვევაში - ადამიანები კერძო საკუთრებას უფრო
უვლიან ვიდრე საერთო საკუთრებას. ეს ყველაფერი ხალხს ასევე აიძულებს
რომ მეტი იმუშავონ, შემოსავალი გაიზარდონ რათა მათ ინვესტირება
შეძლონ.
3. ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესსაც აადვილებს კერძო საკუთრება.
უარყოფითი მხარეები :
1. პირველი და ჩემი აზრით კერძო საკუთრების ყველაზე დიდი პრობლემა
არის უთანასწორობა. კერძო საკუთრების სისტემა ხელს უწყობს ქონებრივი
უთანასწორობის განვითარებას. ცხადია, ვინც უფრო მეტ ქონებას ფლობს
მეტ რესურსაც ფლობს და ხშირად ეგ უთანასწორობას იწვევს, რადგან ბევრ
ადამიანს საშუალება არ ააქვს რომ კერძო საკუთრება ქონდეთ. არამარტო
ქონებრივი ასევე შემოსავლების უთანასწორობაც დიდი პრობლემაა.
2. კერძო საკუთრების ფლობა როგორც ვთქვი ერთგვარად „ჩაგრავს“ იმ
ხალხს ვისაც წვდომა არ ააქვს იგივე რესურსების რაოდენობასთან რაც მათ
შესაძლებლობებს ამცირებს და ცხოვრების სტილს აფერხებს.
3. კერძო საკუთრების მფლობელები ხშირ შემთხვევაშ სრაფ შემოსავალს
უფრო ყურადღბას აქცევენ ვიდრე გრძელვადიან მდგრადობას რაც ხშირ
შემთხვევაში გარემოს დეგრადაციას და რესურსების გადაჭარბებულად
გამოყენებას იწვევს.
რადგან მეტნაკლებად უკვე განვიხილე კერძო საკუთრება, ახლა გადავალ
საერთ საკუთრებაზე.
საერთო საკუთრება : დადებითი მხარეები
1. საჯარო საკუთრება როგორიცაა პარკები, დასასვენებელი ადგილები და
სხვა ხალხის ფართო სპეტრზე ვრცელდება და ყველა ადამიანს აძლევს იმის
საშუალებას რომ ნებისმიერ დროს საერთო ტერიტორიაზე დაისვენოს,
გაისეირნოს და ისიამოვნოს იქაურობით. ასევე ეს ყველაფერი ხელს უწყობს
ინკლუზიურობას.
2. ზოგ შემთვევაში საერთო საკუთრება ხელს უწყობს რესურსების უკეთ
მართვას. მაგალითად, საზოგადოების ნაწილი შეიძლება გაერთიანდეს და
ყველამ ერთად მოუაროს საერთო საკუთრებას როგორიცაა ტყე.
3. საერთო საკუთრება ხელს უწყობს უთანასწორობის საკითხების მოგვარებას.
უთანასწორობის პრობლემა უკვე განვიხილე როცა კერძო საკუთრებას
განვიხილავდი. საერთო საკუთრების სისტემამ ეს პრობლემა შესაძლოა
გადაჭრას, რადგან ეს სისტემა საზოგადოებას თავაზობს აუცილებელ
მომსახურეობას როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა. ‘
უარყოფითი მხარეები :
1. თუ სწორედ არ არის აწყობილი სისტემა საზოგადოებრივი რესურსების
ბოროტად გამოყენების დიდი ალბათობა არსებობს. საზოგადოებრივი
რესურსების ბოროტად გამოყენება ბევრ ცუდ რაიმეს იწვევს მაგალითად
გარემოს დეგრადაციას, განადგურებას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს.
მაგალითად : გვყავს ორი მეთევზე და მათგან ორივეს გააჩნია საკუთარი
სათევზაო ადგილი. მათთან ახლოს ასევე განთავსებულია საჯარო სათევზაო
ადგილი. თუ რომელიმე მეთევზე ადგება, საზოგადოებრივ რესურს
ბოროტად გამოიყენებს და იმ საჯარო ადგილას მოყვანილ ყველა თევზს
დაიჭერს, გარემოც დაზიანდება და რესურსიც გამოილევა (შესაბამისად
სხვას არ დარჩება არაფერი). სამაგიეროდ ეს მეთევზე დარჩება კმაყოფილი
იმიტომ რომ, ეს ქმედება მისთვის მომგებიანი იყო. მან ამოწურა
საზოგადოებრივი რესურსი რითითაც მეტი რესურსი მოიპოვა და პლიუს
კიდე საკუთარი სათევზაო ადგილი, თევზებიც შემორჩა.
2. რესურსების გაზიარება - საჯარო რესურსების გაზიარებამ და მისი
შენარჩუნების მცდელობამ ხშირად შეიძლება გმოიწვიოს საზოგადოების
შიგნით კონფლიქტი.
3. საჯარო საკუთრების შენარჩუნება ძალიან რთულია, რადგან ხშირად
ადამიანები საჯარო რესურსებს არ უფრთხილდებიან და პატივს არ ცემენ.

მინდა განვიხილო ერთი კონკრეტული მაგალითი სადაც მიმაჩნია რომ კერძო


საკუთრებას უფრო დიდი უპირატესობა აქვს ვიდრე საჯარო საკუთრებას. ეს
მაგალითი არის - განათლების სფერო. კერძო სკოლების უპირატესობა
ნათლად ჩანს. პირველ რიგში, კერძო სკოლა ბავშვს აძლევს უფრო სუფთა და
მოწესრიგებულ გარემოში სწავლის საშუალებას, ასევე კერძო სკოლებში,
რათქმაუნდა, განათლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საჯარო
სკოლებში. გარდა ამისა, კერძო სკოლებს ააქვთ ფინანსური უპირატესობა. მათ
უფრო მეტი საშუალება აქვთ და ზუსტად ამიტომ არის კერძო სკოლებში
განათლების უკეთესი ხარისხი. რაც უფრო მეტი ფული აქვს სკოლას, მით
უკეთესი მასწავლებლების აყვანის საშუალება აქვს მას. სტატისტიკურად
საჯარო სკოლებში უფრო მეტი ბავშვი სწავლობს ვიდრე კერძოში და ეგ
იმიტორო ბევრს არ ააქვს კერძო სკოლაში ბავშვის გაშვების საშუალება. ნელ-
ნელა კერძო სკოლებში მოწაფეების რაოდენობა იზრდება -
https://www.etaloni.ge/geo/main/index/82460
კვლევები გვიმტკიცებს რომ კერძო სკოლს მოვსწავლეები უკეთ ახერხებენ
ტესტების ჩაბარებას. საგანმანათლებლო პროგრესის ეროვნული შეფასება,
რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ერის მოხსენების ბარათს“,
აფასებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეებს ისეთ საგნებში,
როგორიცაა მათემატიკა, კითხვა, მეცნიერება და წერა. NAEP-ის უახლესი
მონაცემები აჩვენებს რომ : კერძო სკოლის მოსწავლეები უკეთეს ქულებს
იღებენ თითქმის ყველა საგანში.
სტატისტიკა, დამადასტურებელი ლინკები :
https://www.usnews.com/education/k12/articles/private-school-vs-public-school
ამ გრაფიკზეც კარგად ჩანს კერძო სკოლების უპირატესობა

You might also like