6.ქართული ენის ლექსიკა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

6.

ქართული ენის ლექსიკა

იდიომები;
ფრაზეოლოგიზმები;
ნასესხები სიტყვები;
კალკები

იდიომები.
რა არის იდიომი? ამ ცნების გაგების საკითხში “მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ყველაზე ზოგადი და, ჩვენი აზრით, სწორი განმარტება იქნება შემდეგი: იდიომი ენის
სპეციფიკური სიტყათშეერთებაა, რომელიც სხვა ენაზე ზუსტად არ ითარგმნება.
იდიომში გაერთიანებული ერთი მნიშვნელობის სიტყვებით გადმოცემულია სულ სხვა
აზრი. თანაც აქ სიტყვები ნახმარია გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობით. ამიტომ
იდიომის დაშლა და მასში შემავალ სიტყვათა სემანტიკის ცალ-ცალკე გაგება შეუძლებელია, იგი
განუყოფელია და დამოუკიდებელ ლექსიკურ ერთეულს წარმოადგენს. მშვენიერი ქართული
იდიომი ჭურში ზის ორი სიტყვისაგან შედგება: ჭური –– ღვინის ჭურჭელი, ზის –– ზმნა, ჯდომა.
მაგრამ იმ აზრს, რაც ამ იდიომითაა გადმოცემული, არავითარი დამოკიდებულება არა აქვს არც
ჭურთან (ქვევრთან) და არც ჯდომასთან, აქ სიტყვები გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი,
წარმოდგენილ სიტყვათშეერთებას ვერ დავშლით, იგი მყარი ერთეულია.
ქართული იდიომები შეტანილია ქართული ენის დიდ განმარტებით ლექსიკონში
გავრცელებული ქართული იდიომებია:
ენა ჩაუვარდა,
ენა მუცელში ჩაიგდო,
მდუღარეში ფეხი ჩაკრა,
ენა უსწრებს,
თვალში ეცა,
თავი აიშვა,
ილაჯი გაუწყდა,
ფეხს ითრევს,
წერილი წაიღო,
გულთან არ მიიტანა,
პირში ჩალა გამოავლო,
პირში ბურთი ჩასჩარა,
ჭკუაში დაუჯდა,
წელებზე ფეხს იდგამს,
ბოლთას სცემს,
აბუჩად იგდებს,
მკლავი უჭრის,
თვალს უხვევს,
მანდილი მოხადა,
ლეჩაქი ახადა,
თავს ლაფი დაასხა,
მარილი მოაყარა,
იხტიბარი არ გაიტეხა...

ფრაზეოლოგიზმები.
ენის ექსპრესიულ შესაძლებლობათა საგანძურში გვაქვს სემანტიკური სიტყვათშეერთებანი,
რომლებითაც გადმოცემულია გარკვეული მოკვეთილი აზრი, მისი ნაწილი, ან შეგონება.
ამისთანა სიტყვათშეერთებანს ფრაზეოლოგიური ერთეულები, ან ფრაზეოლოგიზმები ჰქვია.
ფრაზეოლოგიური სიტყვათშეერთების ცალკე კორელატები მეტაფორულადაა გაგებული. ხალხი
ამბობს: სული დალიაო. დალია აქ მეტაფორულადაა გაგებული, თორემ სული წყალი არ არის,
კაცმა რომ დალიოს, ამასთან, საყურადღებოა, რომ არ იტყვიან: სულს სვამს.
სულს ღაფავს იდიომია, თანაც სულ სხვა მნიშვნელობისა –– გაჭირვებულია, უჭირს!
ფრაზეოლოგიზმები მოსწრებული გამოთქმების, ფრთოსანი სიტყვების, სიტყვის მასალების,
ანდაზებისა თუ მისთ. სახითაა დამკვიდრებული ენაში და ფართო ადგილს იჭერს სიტყვა-
პასუხში. მდიდრულადაა იგი აღბეჭდილი მხატვრულ ლიტერატურაში ფრაზეოლოგიურ
ერთეულებად იქცა ხალხურ ენაში გავრცელებული. გამოთქმები:
ჩაილურის წყალი დალია,
ყურზე ხახვი არ დამაჭრა,
სახე ჩამოსტირის,
თვალს წყალი დაალევინ,
ტუჩზე დეღის რძე არ შეშრობია,
სირცხვილი ჭამა,
დიდი შიში ჭამა,
ენას კბილი დააჭირა,
პირი ეწვის,
ლელო გაიტანა,
წყალს ნაყავს,
სუფრაზე ჩიტის რძეც მოიტანა...
ასევე ანდაზებისა და სიტყვის მასალათა ერთი ნაწილი ფრაზეოლოგიზმებად ქცეულა და
ახლა ერთ განუყოფელ ლექსიკურ ერთეულადაა გაგებული. ამის ნიმუშებია:
გაწყდეს, სადაც წვრილია!
დაბალი ღობეა;
თავის ჭიას ახარებს;
შვიდი პარასკევი აქვს კვირაში;
მუქთ კუბოში ჩაწვება;
სული კბილით უჭირავს;
ფეხები უკან რჩება;
სიტყვა ბანზე ააგდო...
ფრაზეოლოგიზმების სემანტიკურ-ლექსიკური თვისებები ჯერ კიდევ არ არის
საფუძვლიანად შესწავლილი. არც ისაა მთლად ნათელი, თუ ენათმეცნიერების რომელმა დარგმა
უნდა იკვლიოს ფრაზეოლოგიურ სიტყვათშეერთებათა სტრუქტურა და სემანტიკა სინტაქსმა თუ
ლექსიკოლოგიამ. რამდენადაც ფრაზეოლოგიზმი განუყოფელი და მთლიანია, ამდენად ის ჩვენ
ლექსიკურ ერთეულად მიგვაჩნია.

ნასესხები სიტყვები.
ქართული ენის ლექსიკის მარაგი გარკვეულ ადგილს იჭერს ნასესხები, სხვა ენობრივი
სამყაროდან შემოსული სიტყვები. სესხება ენის ლექსიკის გამდიდრების ფრიად მნიშვნელოვანი
საშუალებაა. სიტყვის სესხებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ის ბუნებრივია არა მარტო
ქართული ენისათვის, არამედ მას დედამიწახე არსებული ყველა ენა მიმართავს, ამასთან ზოგი
მეტად, ზოგი ნაკლებად მეორე მხრით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ქართველი
მწეგნობრები, ჩანს, არ იდგნენ არასაჭირო პურიზმის პრინციპებზე, საყოველთაოდ
გავრცელებულ ტერმინოლოგიას სიამოვნებით იღებდნენ უცხოური ენებისაგან და უგუებდნენ
ქართულის სტრუქტურულ-სემანტიკურ ნორმებს.
არასაჭირო პურიზმს ქართველი მწიგნობრები მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ, როგორც
სამეცნიერო ლიტერატურამია აღნიშნული, ზოგჯერ მათ თხზულებებში პურისტული
ტენდენციები მაინც იჩენდა თავსეს პირველ რიგში ითქმის ეფრემ მცირის თარგმანებზე. ს.
ენუქაშვილმა გამოარკვია, რომ „ეფრემ მცირის ლექსიკას ახასიათებს ენობრივი პურიზმიო“.
მართლაც, ეფრემს ქართულად გადმოუღია არა მარტოოდენ ჩვეულებრივი ბერძნული სიტყვები,
არამედ საყოველთაოდ ცნობილი ბერძნული ტერმინებიც. თარგმანი ასე გამოიყურება: ანალოგია
– შეტყუებულობა; ანტაგონისტი – წინაგანმწყობი; გენეზისი - დაბადებაი; ენერგია – მოქმედება;
თეოლოგია – ღმრთის-მეტყუელება; თეორია - ხედვა; ისტორია – თხრობა; მისტერია –
საიდუმლო; მელოდია – გალობა: ოპტიკა - სახედველი: პოლიტიკა - მოქალაქობას„ სიმბოლო -
სახე იგავი: სიმეტრია - შეზავებულება; სიმფონია- - ერთხმობა; სინთეზი - შეწობილება
ფანტაზია– ოცნება; ფიზიოლოგია – ბუნებისმეტყუელება; ფილანტროპია - კაცთმოყუარეობა:
ფილოსოფია - სიბრძნის - მოყუარეობა ჰიერარქია – მღდელთ– მთავრობა; ჰიმნოლოგია – ქების-
მეტყუელება; პიპერბოლა –ზეშთაგარდამეტებულება?...
მაგრამ ამისთანა განწყობილებას ხელი არ შეუშლია სიტყვათსესხების განვითარებისათვის.
სიტყვათსესხება ქართულში წარმოებდა როგორც უშუალოდ, უპირატესად ძველ
საუკუნეებში (V--VIII სს.), ისე შუალობით, უპირატესად XIX-XX საუკუნეებში. შუალობით,
რუსული ენის მეშვეობით, განსაკუთრებით ბევრი სიტყვა (ტერმინი) შემოვიდა ქართულში
ფრანგულიდან, ინგლისურიდან, გერმანულიდან.
ნასესხები სიტყვარი უმთავრესად მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის სფეროებს
განეკუთვნება ქართულს უცხოური ენებისაგან შეუთვისებია მხოლოდ არსებითი სახელები,
იშვიათად ზედსართავი სახელები. რაც შეეხება ზმნებს, ნაცვალსახელებს, რიცხვით სახელებს,
ზმნიზედებს, თანდებულებს, ნაწილაკებს, შორისდებულებს, მოდალურ სიტყვებს აქ ნასესხები
სიტყვარი ან სულ არა გვაქვს, ან თითო-ორორ შემთხვევას თუ აღნიშნავს კაცი. ამის ნიმუშია,
მაგალითად, ზმნიზედა ალბათ, რომელიც არაბული ენისაგან ჩანს შეთვისებული – ჰელბეთ...
მიუხედავად იმისა, რომ ნასესხები სიტყვარი თითქოს ფეხის ყველა გადადგმაზე გვხვდება,
ქართულში იგი მაინც ცოტაა და ენის მთლიან ლექსიკურ საგანძურში მცირე პროცენტს
შეადგენს.
ქართულ ენას უძველესი დროიდან მოყოლებული შეუთვისებია უცხოური სიტყვები
ბერძნული, ლათინური, სპარსული, არაბული, მოგვიანებით ინგლისური, ფრანგული,
გერმანული, რუსული, იტალიური, ესპანური, ჰოლანდიური ენების სამყაროდან. უცხოური
სიტყვები ისე შეუგუებია ჩვენს ენას, ისე მოუქცევია თავის გრამატიკულ სისტემაში, რომ ახლა
ზოგი მათგანის გაშიფვრა და ნამდვილი წარმომავლობის დადგენა მეტად რთულია და მრავალ
სიძნელესთანაა დაკავშირებული. ეს ითქმის განსაკუთრებით უშუალოდ, არამწიგნობრობის
გზით ნასესხები სიტყვების მიმართა დავიმოწმოთ რამდენიმე ნიმუში ნასესხები სიტყვა-
ტერმინებისა.
ბერძნულიდან: გრამატიკა – მეცნიერება ენის შესახებ; აგვისტო – ქველთობის თვე; გრამი –
ნიშანი, ასო; გრაფიტი –– რბილი მინერალი, მოშავო ფერისა; თეორია –– ხედვითი სწავლა;
გრამაფონი -- სპეციალურ ფირფიტაზე ჩაწერილი ხმის გადმომცემი აპარატი; გრაფიკა - ხატვა
ხაზებითა და შტრიხებით, უსაღებავოდ; ფანტაზია -- წარმოსახვა...
ლათინურიდან: აბორტი - მუცლის მოშლა; აბრევიატურა - შეკვეცა, შემოკლება; კომუნიკაცია
– ურთიერთობა; კონსერვი - შეზავებული პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად დახურულ
ჭურჭელში ინახება; კონგრესი - ყრილობა; კონკურსი - შეჯიბრება საუკუთესოს
გამოსავლინებლად; კოლონია - დაპყრობილი მხარე; ფატალური - საბედისწერო, გარდაუვალი;
ფატუმი - გარდაუვალი ხვედრი; ფაუნა - ცხოველთა სამყარო; ფაქტი –- სინამდვილეში
მომხდარი მოელენა...
სპარსულიდან: აზატი - თავისუფალი; აივანი – დერეფანი, ამქარი – ერთი ხელობის
ოსტატთა გაერთიანება; გუფთა – დაკეპილი ხორცი; დუქანი - სავაჭრო სახლი; ვერანი -
აოხრებული ადგილი; ფანჯარა – კედელში დატანებული სარკმელი; ლალა – გამზრდელი;
ფარატინა -ნაგლეჯი, ნაფლეთი; ფარგალი – სამხატვრო იარაღი; ფაქიზი –– სუფთა, წმინდა...
არაბულიდან: ასლი – ნამდვილი; ექიმი (პაქიმ) –– მკურნალი; ვექილი –– მაგიერი, დესპანი;
თამამი –– გამბედავი; იშტა –- მადა; ლაზათი –– სილამაზე; ყისმათი –– ბედი, იღბალი; ყომარი –
თამაში ოთხი კოჭით...
ფრანგულიდან: აკვარელი –– საღებავი გახსნილი წყალში; აკომპანემენტი –– თანმხლები;
კომუნიკე –– ოფიციალური ცნობა; კომპლიმენტი ––- ქათინაური; კომპანიონი –– თანამონაწილე;
კომისიონერი –შუამავალი სავაჭრო გარიგებაში; კომბინეზონი –– მუშათა სპეციალური
ტანსაცმელი; გრენადერი –– ხელის გრანატით შეიარაღებული ჯარისკაცი; გრიპი -- ინფექციური
დაავადება; ჟურნალი –– პერიოდული გამოცემა.
ინგლისურიდან: კონვეიერი –– გადამტანი მოწყობილობა; კომფორტი–– კეთილმოწყობა;
კოლეჯი –– სასწავლებელი; კლუბი –-კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება: ნოკაუტი
– ძლიერი დარტყმა; ნოკდაუმი ––ძლიერი დარტყმის შედეგად მოწინააღმდეგის დაცემა;
გრეიპფრუტი –– ციტრუსოვანი ხეხილი; პიჯაკი –– კოსტუმის ნაწილი; პლედი ––- შალის
წამოსასხამი...
გერმანულიდან: აბლაუტი –- ხმოვანთმონაცვლეობა სიტყვის ძირში; კომენდატურა --
კომენდანტის სადგომი; კომანდირი ––- მეთაური; კიტელი - სამხედრო ფორმის ქურთუკი;
გრაფი – მეფის მიერ დანიმნული უმაღლესი თანამდებობის პირი შუა საუკუნეებში; გრიფი -
ყელი სიმებიანი საკრავისა; გრუნტი – ნიადაგი...
იტალიურიდან: კოლორიტი – ფერების შეხამება სურათის საერთო იერის მისაცემად; კასა -
საალარო; ლაზარეთი – სამხედრო ჰოსპიტალი; ლატარია – ფულის ან ნივთის გათამაშება
ბილეთებით; ლაქი –- სპირტში გახსნილი ფისი; ნოველა –– პატარა მოთხრობა; გირლანდა ––
დაწნული ყვავილების ლენტი; გონდოლა --– ბრტყელძირა ნავი; პროფილი - ადამიანის
გამოსახულება გვერდიდან; რეჩიტატივი-–ვოკალური მუსიკის ერთ-ერთი სახეობა...
რუსულიდან: პლიტა – ქურა; პოლკი– - ჯარის ნაწილი; პოლკოვნიკი –– ოფიცრის ხარისხი:
ბოლშევიკი -–– მეუმრავლესე; მენშევიკი–მეუმცირესე; სამოვარი –– ჭურჭელი, რომლითაც წყალს
ადუღებენ, „თვითმადუღარი/“; ნაროდნიკი -- ხალხოსანი; კნიაზი –- თავადი; კნეინა –– თავადის
ცოლი; გროში –– ფულის ერთეული; პლაშჩი –- საწვიმარი...
ესპანურიდან: პლატინა- ყველაზე ძვირფასი ლითონი; რეალი– – ძველესპანური ვერცხლის
ფული...
ჰოლანდიურიდან: კლიპერი -–- აფრიანი ხომალდი; ლავირება –ცურვა; ფარვატერი -
სანაოსნოდ გამოსადეგი სივრცე წყალში...
მეცნიერებას დადგენილი აქვს უცხოური ლექსიკის შემოსვლისა და გავრცელების გზები,
ნასესხებ სიტყვათა ამოცნობის საშუალებანი, სესხების ხარისხი. გამორკვეულია აგრეთვე ისიც,
რომ ქართულში არა მარტოოდენ შემოსულა უცხოური ლექსიკა, სხვა ენებსაც შეუთვისებიათ
ქართული სიტყვებიც. პროფ. ს. ჯიქიას გამოკვლევით, ქართველური ენობრივი სამყაროდან
თურქულს შეუთვისებია სიტყვა ლაზუტ სიმინდის აღსანიშნავად. თანახმად რუსული ენის
განმარტებითი ლექსიკონის,ა რომელიც პროფ. დ. ნ. უშაკოვის რედაქციით გამოიცა (1935--1940
წწ.), რუსულ ენაში ქართულიდან შესულა მაწონი.
სიტყვათა ურთიერთსესხება და გაცვლა ინტერნაციონალური მოვლენაა.

კალკები.
კალკი ჰქვია უცხოური სიტყვის ისეთნაირად გადმოღებას, რომ ერთნაირად აღინიშნოს
ცნება. მსესხებელი ენა თავისი გრამატიკული სტრუქტურის ყალიბში აქცევს გადმოღებულ
სიტყვას, უთანხმებს მის მორფოლოგიურ სისტემას. კალკი ამისთანა შემთხვევაში ასლია, ერთი
ცნების პირის გადაღებაა მეორე ენაში. ქართული რკინიგზა, მაგალითად, რუსულის კალკია,
ხოლო უკანასკნელი თავის მხრით გერმანულის. ასევე ქართ. წყალსადენი რუს.-ის კალკია,
უკანასკნელი კი გერმ. -ის კალკი; ქართ. წყალსაქაჩი, რუს. გერმ. ქართ. წყალსაზომი, რუს. გერმ.
და ა. შ.
კალკი ენის ლექსიკის გამდიდრების ერთ-ერთი პროდუქტული საშუალებაა.
განსაკუთრებით ფართო გავრცელება აქვს კალკებს მეცნიერულ ტერმინოლოგიაში. ძნელად
ვიპოვით მეცნიერების რომელიმე დარგს, რომლის ტერმინოლოგიის ძირითადი ნაწილის
საფუძველს კალკირებული ერთეულები არ წარმოადგენდეს. ქართულში კალკირებულ
ტერმინთა დიდი ნაწილის საფუძველი რუსული ენობრივი სამყაროა, რომელშიაც გარკვეული
წყება ტერმინებისა უცხოური ენებისაგან მომდინარეობს.
კალკები გვქონდა ძველ ქართულ ტერმინოლოგიაშიაც. ქართული გრამატიკული ტერმინები:
წინადადება ქვემდებარე, დამატება, განსაზღვრება, პირი, რიცხვი, სახე შესაბამისი რუსულის
კალკებია.
ქართულ მეცნიერულ. ტერმინოლოგიაში გავრცელებულია შესაბამისი რუსული ტერმინების
ასეთი კალკები: ადვილაალებადი, ადვილანთებადი, ადვილაღდგენადი,
ადვილდასამუშავებელი, ადვილხსნადი, აირშეუღწევი, აირსადენი, ბურთულსაკისარი,
გამოშუქება, ელექტროწევა, თანაზომადი, –-თვითგანმუხტვადი,თვითგორია, ფეროშენადნობი,
საქალაქთაშორისო, თვითმფრინავი, სამხედრო ვალდებული, ცრუმეცნიერება, მცირეწლოვანი,
მცირერიცხოვანი...
კალკებს ამჟამადაც მიმართავს ქართული ენა თავისი ტერმინოლოგიის დასახვეწად და
შესავსებად.

Maka Tetradze-მ და Maia Mania Arabuli-მ გააზიარეს Zeinab Saradze-(ი)ს პოსტი.

Zeinab Saradze
გუშინ 16:54-ზე ·

რუსულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ქართულ ენაზე, მათ შორის, კალკების – როგორც
სიტყვათწარმოებითი, ისე ფრაზეოლოგიური კალკების სახითაც.
სიტყვათწარმოებით კალკებს თითქოს არც ვებრძვით (მაგალითად: სავსებით, სიტყვიერება, განსახიერება,
ერთსულოვნება, კეთილისინდისიერება, კეთილდღეობა, წამყვანი, წარმოდგენა, ზომიერი /ზომიერად,
მნიშვნელოვანი. სწორხაზოვანი, ცალსახა, მრავალ/მცირერიცხოვანი, მონაწილეობა, ნაწილობრივ, მომხრე და ა. შ.)
მით უმეტეს, თუ ეს მეცნიერულ ტერმინოლოგიას ეხება (მაგ. ბოტანიკაში: რძის ხე - молочное дерево, თაგვიკუდა–
мышехвостник , ფეხფოთოლა - ноголист და ა.შ.). ფრაზეოლოგიურ კალკებს კი, რაც თავი მახსოვს, ვებრძვით, ზოგს
გამეტებით, ამოჩემებით (მაგ., ‘რაშია საქმე’ / ’საქმე იმაშია’ /‘როგორ მიდის საქმე?’).
ქვემოთ ჩამოვთვლი რუსულ ფრაზეოლოგიურ კალკებს, რომელთა უმეტესობის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩემი აზრით,
უკვე აზრი აღარ აქვს (ესეც რომ კალკია – не имеет смысла). ეს კალკები უკვე ქართული ენის კუთვნილებაა –
თანამედროვე ქართული ენის ისტორიისა. თავი იმითაც შეიძლება დავიმშვიდოთ, რომ ყველა წინწასული ენა
უამრავი ნასესხობისა და გავლენის შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას ახალ რუსულ ენაზეც. ადრე რუსულზე გავლენას
ახდენდა და კვალსაც ტოვებდა (კალკების სახითაც) ჰოლანდიური, გერმანული, უფრო ადრე, უგრო–ფინური,
მონღოლური, ბერძნული, ლათინური (მაგალითად, на–секомое, მე რომ ძირძველი რუსული მეგონა, ლათინურის
სემანტიკური კალკი ყოფილა in-sectus) და, რა თქმა უნდა, დაპყრობილი ხალხების ენებიც. რომ აღარაფერი ვთქვათ
ფრანგულზე, რომელსაც დედის(ჰმ!?) რძესთან ითვისებდნენ პროვინციელი მემამულის შვილებიც კი მე–19 საუკუნის
პირველ ნახევარში. ალექსანდრ პირველმა რუსული არ იცოდა. არც მისმა კარისკაცებმა. თუ იცოდნენ, არ
ამჟღავნებდნენ. თავად პუშკინიც, რომლის დაბადების დღე – 6 ივნისი – რუსული ენის დღეცაა, სამყაროს თავიდან
ფრანგულის მეშვეობით გაეცნო. მის ოჯახში ფრანგულად ლაპარაკობდნენ, არამარტო ოჯახის წევრები და
გუვერნიორები, არამედ მოსამსახურეებიც. პუშკინის სოციალური ურთიერთობების ენა ფრანგული იყო. მისი
განათლების ენა იყო ფრანგული. მისი წიგნების ენა იყო ფრანგული. მისი ფრანგული სიტყვიერების მასწავლებელი
იყო დავიდ დე ბუდრი (დავიდ დე მარა(ტ), უმცროსი ძმა ჟან პოლ მარატისა, ფრანგული რევოლუციის ერთ–ერთი
იაკობინელი ლიდერისა), მისი საყვარელი მწერლები და პოეტები იყვნენ ფრანგები. მისი გმირები ლაპარაკობდნენ
ფრანგულად – ონეგინი, ტატიანა, ლენსკი... ტატიანამ ხომ არც იცოდა რუსული. პოეტი ედგა თარჯიმნად თავის
პერსონაჟებს რუს მკითხველებთან. გასაკვირი არაა, რომ პუშკინის რუსულენოვანი შემოქმედება განიცდის ფრანგული
ენის მრავალმხრივ გავლენას. კალკირებასაც სად გაექცეოდა. ამგვარი რამ მწერალს არც უცდია. ვინძლო პირიქითაც
კი. ასე რომ (так что!), რაც ჩვენ რუსულის კალკები გვგონია, შეიძლება სულაც სხვათა ენების კალკები იყოს...

რუსულის ფრაზეოლოგიური კალკები:


გამოდის, რომ ....
გამომდინარე
რაც შეეხება ამას, იმას ...... და ა.შ.
რიგზეა/არ არის რიგზე
მოკლედ/ რბილად /მკაცრად /ზუსტად რომ ვთქვათ...
ადგილი აქვს/ ჰქონდა/ ჰქონია ...
საქმე გვაქვს (ამასთან /იმასთან)...
სახეზეა... სახეზე გვაქვს...
(პრობლემა) მდგომარეობს იმაში, რომ......
უნდა ითქვას სამართლიანობისათვის/ სიცხადისათვის/სიზუსტისათვის...
შეიძლება ითქვას, რომ...
ყველაფერი რიგზეა/არ არის რიგზე...
როგორ მიდის საქმე?
ვეჭვობ... ვშიშობ ... ვიმედოვნებ... ვთვლი...
ეს ნიშნავს ...
ეჭვია არაა,....
მიუხედავად ამისა/იმისა .....
სინამდვილეში ...
პირველ რიგში...
მოკლედ...
საუბედუროდ ... საბედნიეროდ
როგორც წესი
მთლიანობაში
პრაქტიკულად
შესაბამისად
ასე რომ
მით უმეტეს
უნდა ითქვას....
ამ ნიადაგზე...
ამასთან დაკავშირებით
ამ მიზნით
ამ/ იმ/ მაგ ... შემთხვევაში
შენს /ჩემს /მათ... შემთხვევაში...
ყოველ შემთხვევაში /უარეს შემთხვევაში / საუკეთესო შემთხვევაში /უკეთეს შემთხვევაში/ ნებისმიერ შემთხვევაში/
წინააღმდეგ შემთხვევაში /არავითარ შემთხვევაში / მოცემულ შემთხვევაში/ სხვა შემთხვევაში /რიგ შემთხვევაში/
სურვილის შემთხვევაში....
მწერალთა/მხატვართა .... რიგები
რიგითი მოქალაქე /ჯარისკაცი/ დიასახლისი...
რიგი საკითხებისა
პირველ რიგში
კვალის დატოვება
ღირს/არ ღირს (ღირს დაფიქრება ... ღირს ცხოვრება და ა.შ.)
წარმოდგენა მაქვს/არ მაქვს
შედგება/შედგა როგორც მსახიობი, ექიმი, პროფესიონალი .... და ა.შ.
დაშვება/არ დაშვება: გამოცდაზე დაშვება
მოსაზრების, შეხედულების...... დაშვება/არდაშვება
დგომა: იდგა / დგას – დღის რომელიმე მონაკვეთი, თვე ან წელიწადის რომელიმე სეზონი. მაგ. ‘იდგა ზაფხული’
მიდგომა: ‘საკითხს უდგებიან არასერიოზულად.’
ტარება: ’მასობრივ ხასიათს ატარებს.’
იწვევს ზიზღს/ სიმპათიას/ აღტაცებას...
ამა თუ იმ მხარეზე ყოფნა
ერთი მხრივ, მეორე მხრივ
ამოსვლა: ამოვდივარ/ამოდის იმ დაშვებიდან/ ვარაუდიდან/ პრინციპიდან /გაგებიდან
წყობიდან გამოსვლა
მაგალითის მოყვანა
ჩავარდნა: ისტერიკაში/ ნაყროვანებაში...
ჭერა: თავს ვიჭერ იმაზე, რომ
მაღალი /დიდი .... წარმოდგენა აქვს
მაღალი აზრის არის
მოითხოვს გადახედვას /რემონტს / შეკეთებას...
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ
ეჭვქვეშ
ბიძგის მიცემა
ერთი სიტყვით
წამყვანი ძალა /ორგანიზაცია, როლი და სხვა
ეწევა ცხოვრებას. საქმიანობას
აკრძალვის მოხსნა
სამსახურში მიღება
იძლევა საშუალებას /შანსს
ბოროტად იყენებს
წრეში (=ჯგუფში) ტრიალი
არ წავა ამასა და ამაზე.... არ არის წამსვლელი
დიდი ალბათობით
ფართო აზრით
სცენ(ებ)ის მოწყობა /სამსახურში მოწყობა /უმაღლესში მოწყობა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი..

You might also like