არჩევნები კაზუსი 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

კაზუსი#1

საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა რეფერენდუმის დანიშვნის


მოთხოვნით „სუროგაციის წესების” შესახებ საქართველოს კანონის გაუქმების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე.
თუმცა, საქართველოს პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნო იმ მოტივით,
რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ შეიცავდა პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა პლებისციტი იმის გასარკვევად, თუ
რამდენად სურთ საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი კანონის გაუქმება. შედეგების
თანახმად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ეთანხმებიან ამ კანონის გაუქმებას.
შესაბამისად, პრეზიდენტმა მიმართა პარალმენტს პლებისციტის შედეგების
გათვალისწინებისა და დასახელებული კანონის გაუქმების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ
კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს პლებისციტის შედეგების გათვალისწინებას.
პარლამენტმა უარი განაცხადა პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საბოლოოდ,
პრეზიდენტი საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან.
სამართლებრივად შეაფასეთ მოცემული გარემოება და პასუხი დაასაბუთეთ.
ამოხსნა:
• კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან იკვეთება,რომ საქართველოს მთავრობამ
საქართველოს პრეზიდენტს მიმართ რეფერენდუმის დანიშვნის
მოთხოვნით ,,სუროგაციის წესების“ შესახებ საქართველოს კანონის გაუქმების
თაობაზე, რაც არაკანონიერია და საქართველოს მტავრობა არღვევს საქართველოს
საარჩევნო კოდექსის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 172-ემუხლის
2პუნქტის ა ქვეპუნქტს,რომლის თანახმად რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს
კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად. მეორე მხრივ პრეზიდენტიც არღვევს ამ კანონს
და ნიშნავს რეფერენდუმს.
• კაზუსის ფატობრივი გარემოებიდან იკვეთება რომ პარლამენტმა ბათილად ცნო იმ
მოტივით, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ შეიცავდა პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერას, რაც მათი მხრიდან არაკანონიერია რადგან საარჩევნო კოდექსის
174 მუხლის 1 ქვეპუნქტის ტანახმად ბრძანებულება არ საჭიროებს პრემიერის
თანახელმოწერას თუ იგი საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება.
• კფგდან ჩანს რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა პლებისციტი იმის
გასარკვევად,თუ რამდენად სურთ საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი განონის
გაუქმება.პრეზიდენტის მხრიდან ირღვევა საარჩევნო კოდექსის 173 მუხლის 2
ქვეპუნქტი რომლის თანახმად პლებისციტს ნიშნავს პრემიერ მინისტრი.
• ასევე კაზუსში იკვეთება კანონდარღვევა კერძოდ პრეზიდენტს არ შეეძლო
პლებისციტის ჩატარება კანონის გასაუქმებლად რადგან იგი არღვევს საარცევნო
კოდექსის 173 მუხლის 4 პუნქტის თანახმად ეს დაუზსვებელია.
• კფგდან იკვეთება რომ პრეზიდენტმა მიმართა პარალმენტს პლებისციტის შედეგების
გათვალისწინებისა და დასახელებული კანონის გაუქმების მოთხოვნით იმ
საფუძვლით, რომ კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს პლებისციტის
შედეგების გათვალისწინებას,რისი უფლებაც პრეზიდენტს არ ჰქონდა საარჩევნო
კოდექსის 2 მუხლის ბ ქვეპუქტის თანახმად პლებისციდის შედეგები სარეკომენდაციო
ხასიათისაა და მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა მისი გათვალისწინება.
კაზუსი#2
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს რეფერენდუმის
დანიშვნის მოთხოვნით შემდეგ საკითხზე: „შეიზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება
ქუჩებში საპროტესტო აქციების გამართვის გზით პანდემიის კონკტროლის მიზნით“.
საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა რეფერენდუმი ქ. თბილისში მოთხოვნის მიღებიდან 10
დღეში საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტის გამო. თუმცა, ვინაიდან რეფერენდუმი მაინც
დროში გაიწელებოდა, რეფერენდუმის გამართვის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა
გამოსცა ბრძანება ქუჩებში საპროტესტო აქციების დროებით აკრძალვის თაობაზე, ვინაიდან
ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ქვეყანაში.
მიმდინარე მოვლენებმა აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. მათ დაიწყეს მასობრივი
პროტესტის გამოხატვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების გადაყენების
მოთხოვნით. საბოლოოდ, გამოუვალი მდგომარეობის არსებობის გათვალისწინებით,
საქართველოს პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც გადადგნენ თანამდებობებიდან.
შედეგად, ქვეყანაში დაინიშნა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები.
სამართლებრივად შეაფასეთ მოცემული გარემოება და პასუხი დაასაბუთეთ.
• კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან იკვეთება შემდეგი კანონდარღვევა კერძოდ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს
რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით შემდეგ საკითხზე: „შეიზღუდოს აზრის
გამოხატვის თავისუფლება ქუჩებში საპროტესტო აქციების გამართვის გზით
პანდემიის კონკტროლის მიზნით“,რისი უფლებაც მას არ ჰქონდა საქართველოს
საარჩევნო კოდექსის 171 მუხლის 1 პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან
არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი
დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან30 დღის განმავლობაში.
აქვე იკვეთება მეორე კანონდარღვევა კერძოდ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება ამ
საკითხზე რადგან ამავე კანონის 172 მუხლის 2 პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად
რეფერენდუმი შეუძლებელია ჩატარდეს ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს
ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
• კაზუსის ფაქტ გარემოება გვეუბნება რომ რეფერენდუმი დაინიშნა ქ.თბილისში რაც
კანონდარრევაა კერძოდ საარჩევნო კოდექსის 2 მუხლის ა ქვეპუქვის თანახმად იგი
ინიშნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
• კაზუსში ვკითხულობთ რომ ვინაიდან რეფერენდუმი მაინც დროში გაიწელებოდა,
რეფერენდუმის გამართვის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება
ქუჩებში საპროტესტო აქციების დროებით აკრძალვის თაობაზე, ვინაიდან ვირუსი
ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ქვეყანაში. რაც პრემიერის მხრიდან კანონდარღვევაა
და არღვევს საარჩევნო კოდექსის 183 მუხლის 2 პუნქტს.
• ასევე კაზუსში იკვეთება შემდეგი გარემოება პრეზიდენტმა პრემიერის
თანახელმოწერის გარეშე დანიშნა რეფერენდუმი რაც არღვევს საარჩევნო კოდექსის
174 მუხლის 1 პუნქტს.

• კაზუსის ფაქტობრივი გარემოება გვეუბნება რომ გამოუვალი მდგომარეობის


არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც
გადადგნენ თანამდებობებიდან. შედეგად, ქვეყანაში დაინიშნა ხელახალი
საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არღვევს საარჩევნო კოდექსის მე2 მუხლის დ.ბ)
ქვეპუნქტს რომლის მიხედვით უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები.

კაზუსი #3
2020 წლის 31 დეკემბერს საქართველოში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები.
შედეგების გამოქვეყნებამდე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტი
გამოხატეს არჩევნების ჩატარების თაობაზე, კერძოდ, მათი მტკიცებით, არჩევნების პროცესი
არაკონსტიტუციურად წარიმართა და შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმური. ოპოზიციისვე
მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშაულება არ მიეცა არცერთ საარჩევნო
სუბიექტს - არც პოლიტიკური პარტიის წევრებს და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ
საფუძვლით, რომ პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებასთან ერთად დაუშვებელია ასევე
გამოყენებული იქნას აქტიური საარჩევნო უფლებაც. ამასთან, ქ. თბილისში, მაჟორიტარული
წესით ჩატარებულ არჩევნებში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, რადგან ვერცერთ
მაჟორიტარულ ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა
შუალედური არჩევნები, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ყველაზე მაღალი შედეგის მქონე
ორ-ორ კანდიდატს. პარალელურად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდ 19-ით
ინფიცირებულთა რაოდენობა, უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ასაკოვანი
ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ იმსჯელა
არსებულ მძიმე რეალობაზე და მიიღო შემდეგი შეზღუდვა: არჩევნებში მონაწილეობას ვერ
მიიღებენ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეები, მათი სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
საბოლოოდ, სანამ არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა,
მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე არჩევნების შედეგების აბსოლუტური
უმრავლესობა გააბათილა საკონსტიტუციო სასამართლომ. შედეგად, საქართველოს
ხელისუფლებამ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიები
აგრძელებდნენ პროტესტს ქუჩაში მანიფესტაციის გამართვით, ამდენად, ქ. თბილისის
საქალაქო სასამართლოს მიმართეს ერთ-ერთი პარტიის - ქართული მარშის, რომლიც არ
წყვეტდა პროტესტს, აკრძალვის მოთხოვნით. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და
აკრძალა პარტია არაკონსტიტუციურად მოქმედების საფუძვლით.

სამართლებრივად შეაფასეთ მოცემული გარემოება. პასუხი დაასაბუთეთ


1.კაზუსის ფაქტობრივი გარემოება გვეუბნება რომ 2020 წლის 31 დეკემბერს
საქართველოში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. რაც კანონდარღვეაა და
არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108 მუხლის 1 პუნტქტს.
2. აქვე ვკითხულობთ რომ ოპოზიციისვე მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობის
მიღების საშაულება არ მიეცა არცერთ საარჩევნო სუბიექტს - არც პოლიტიკური
პარტიის წევრებს და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ საფუძვლით, რომ
პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებასთან ერთად დაუშვებელია ასევე
გამოყენებული იქნას აქტიური საარჩევნო უფლებაც. რაც ოპოზიციის მხრიდან
არასწორი მოთხოვნაა რადგან საარჩევნო კოდექსის 3 მუხლის ა.ა ა.ბ პუნქტის
თანახმად მათ ამის უფლება აქვთ.
3.კაზუსის ფაქტობრივი გარემოება გვეუბნება რომ ქ. თბილისში, მაჟორიტარული
წესით ჩატარებულ არჩევნებში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, რადგან ვერცერთ
მაჟორიტარულ ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში
დაინიშნა შუალედური არჩევნები, რაც არღვევს საარჩევნო კოდექსის 2მუხლის ვ.ბ)
და თ ქვეპუნქტს.
4.ასევე იკვეთება შემდეგი კანონდარვევა კერძოდ: არჩევნებში მონაწილეობას ვერ
მიიღებენ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეები, მათი სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,რაც არღვევს საარჩევნო კოდექსის 3 მუხლის ა.ა)
ქვეპუნქტს რომლის იხედვით აქტიური საარჩევნო უფლება აქვს ყველა სრულწლოვან
პირს.
5. აქვე იკვეთება კანონდარღვევაკერძოდ საბოლოოდ, სანამ არჩევნების შედეგები
ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე
არჩევნების შედეგების აბსოლუტური უმრავლესობა გააბათილა საკონსტიტუციო
სასამართლომ. შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ დანიშნა რიგგარეშე
არჩევნები,რაც არაკანონიერია რადგან უნდა ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები
საარჩევნო კოდექსის 2 მუხლის ვ ქვეპუნქტის თანახმად.

You might also like