Professional Documents
Culture Documents
Text
Text
მან თხრობა ასე დაიწყო: ყველამ იცის ინდოეთის შვიდი სამეფოს შესახებ. ექვსი სამეფოს
მბრძანებელი იყო მეფეთ-მეფე ფარსადანი: მდიდარი, უხვი, ამაყი, ახოვანი, მზესავით
მშვენიერი სახის, დიდებული მეომარი და მხედართმთავარი. მეშვიდე სამეფოს კი ტარიელის
მამა, სარიდანი, ფლობდა. სარიდანიც სწორუპოვარი მებრძოლი იყო, მტრებს შიშის ზარს
სცემდა, ვერავინ უბედავდა შებრძოლებას.
ტარიელს უკვე შეეძლო ომში წასვლა, ნესტანიც გაიზარდა. ფარსადანმა დაინახა, რომ მისი
ქალიშვილი მეფობას შეძლებდა, ღირსეული მემკვიდრე ჰყავდა და ტარიელი მამასთან
დააბრუნა.
ფარსადანმა ნესტანისთვის ძვირფასი ქვებით ააგო კოშკი, მას უმშვენიერესი ბაღი ჰქონდა,
დასაბანად მილებით იყო შეყვანილი ვარდის წყალი. კოშკში ძვირფასი თვლებით შემკული
ტახტი იდგა.
მეფეს ჰყავდა ქაჯეთში გათხოვილი, თუმცა უკვე დაქვრივებული და, დავარი. სწორედ მას
მიაბარა თავისი ასული სიბრძნის სასწავლებლად. ნესტანს ასევე ემსახურებოდნენ ასმათი და
ორი მონა.
ამ დროს ტარიელს თავს დიდი უბედურება დაატყდა - მამა გარდაეცვალა. ის ერთი წელი
გლოვობდა, სიბნელეში იჯდა, დღედაღამ ტიროდა. ერთი წლის შემდეგ ფარსადანმა უბრძანა
შავების გახდა. მამის თანამდებობაც მას მისცა. ტარიელი ლაშქრობდა, მოსაზღვრე ქვეყნებს
არბევდა, ნადირობდა, თანატოლებთან ერთად ქეიფობდა, დროს ატარებდა. მას ყველა
შეჰხაროდა და აქებდა, მაგრამ ცრუ და მოღალატე წუთისოფელი ხანგრძლივად არავის
ახარებს.
“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან