Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 19

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ლობჟანიძე ლუკა

პოლონეთის ტურისტული დახასიათება

ნაშრომი შესრულებულია ევროპის ტურიზმის გეოგრაფია კურსის


ფარგლებში

კურსის ხელმძღვანელი: ნინო პავლიაშვილი

2022
შინაარსი

შესავალი......................................................................................................................................................3
ქვეყნის გეოგრაფია, რელიეფი და ლანდშაფტი...................................................................................3
მდინარეები და ტბები...............................................................................................................................5
მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.........................................................................................................6
მოსახლეობა, დედაქალაქი, დიდი ქალაქები........................................................................................7
ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა...............................................................................................................8
ტრანსპორტი...............................................................................................................................................8
ტურიზმის ინდუსტრია..........................................................................................................................10
გამოყენებული ლიტერატურა...............................................................................................................14
დანართი....................................................................................................................................................15
შესავალი

პოლონეთის რესპუბლიკა ცენტრალურ ევროპაში მდებარე სახელმწიფოა. ქვეყნის


ფართობი 312 ათას კმ2-ს აღემატება და დაყოფილია 16 ადმინისატრაციულ
პროვინციად. ქვეყნის მოსახლეობა 38 მილიონს აღწევს (World Bank, 2022) და
მაჩვენებლით ევროკავშირის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ქვეყნის
დედაქალაქია ვარშავა, რომელიც ამავდროულად სიდიდით პირველი ქალაქია
პოლონეთში. ქვეყანას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიტვა და რუსეთი,
აღმოსავლეთიდან უკრაინა და ბელორუსია, სამხრეთიდან სლოვაკეთი და ჩეხეთის
რესპუბლიკა, ხოლო დასავლეთიდან გერმანია.

სახელმწიფო მოწინავე ადგილზე ჰუმანური განვითარების ინდექსის მხრივ და ის


0.88-ით 35-რ პოზიციას იკავებს მსოფლიოში (UNDP, 2022). რაც შეეხება მთლიან შიდა
პროდუქტს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, პოლონეთი
მოწინავე ქვეყნების ოცეულში შედის მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით და ეს
ციფრი უშუალოდ 1.3 ტრილიონს შეადგენს (World bank, 2022). პოლონეთს ასევე აქვს
ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა და უფასო უმაღლესი განათლება ქვეყნის
მოქალაქეებისთვის. პოლონეთი ევროკავშირის გარდა არის გაეროს, ნატოს მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაციის და წევრი და ასევე შედის შენგენის ზონის სახელმწიფოთა
სიაში.

ქვეყნის გეოგრაფია, რელიეფი და ლანდშაფტი

პოლონეთის ფართობი 312 696 კმ2-ია საიდანაც 98.52 %-ს მშრალი ხმელეთი, ხოლო
1.5 %-ს წყლები შეადგენს. ტოპოგრაფიულად ქვეყანა საკმაოდ მრავალფეროვანია და
აქვს გასასვლელი ზღვაზე, ასევე მოიცავს მთიან რეგიონებს და გაშლილ
ტერიტორიებსაც. მთიანი რეგიონები ძირითადად ქვეყნის სამხრეთით არის
წარმოდგენილი და ცენტრალური ნაწილს ძირითადად დაბლობები შეადგენს, სადაც
უხვად გვხვდება მდინარეები, ტბები, ჭაობები თუ ტყეები.

ქვეყანას ჩრდილოთიდან ბალტიის ზღვაა წარმოდგენილი (770 კმ), რომელიც


პომერანიის უბიდან გდანსკის ყურემდეა გადაჭიმული. პოლონეთის ამ რელიეფიდან
აღსანიშნავია შჩეცინის ყურე, პაკის ყურე და ვისტულას ლაგუნა.

პოლონეთის ცენტრალური და ჩრდილოეთ ხმელეთი მდებარეობს შუა ევროპის


ვაკეში. აქ საინტერესო რელიეფს ქმნის მყინვარები, მორენები და მისგან
წარმოქმნილი ტბების რეგიონები: პომერანიის ტბების რეგიონი, დიდი ტბების
რეგიონი, კაშუბიის ტბები და მაზურიის ტბების რეგიონი. რაც შეეხება მთიან
სამხრეთს აქ გვხდება სუდეტები და სავლეთში და კარპატები აღმოსავლეთში.
უმღლესი მწვერვალია რიზი (2473 მ) მაღალი ტატრას მთებში.

ჰავა

პოლონეთში გვაქვს ზომიერი კლიმატი. ის ოკეანურია ჩრდილო-დასავლეთში და


გადადის კონტინენტურში სამხრეთ აღმოსავლეთისკენ. ზაფხული ზოგადად თბილია
18-30 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ზამთარი ცივი 3-დან მინუს 6 გრადუს
ცელისუსამდე. ატმოსფერული ნალექები მთელი წლის განმავლობაში გვხდება
თუმცა ზამთარი გაცილებით მშრალია სხვა სეზონებთან შედარებით. პოლონეთის
ყველაზე თბილი ქალაქებია ტარნოვი და ვროკლავი. ტარნოვი გამოირჩევა ყველაზე
ხანგრძლივი ზაფხულითაც, რომელიც 115 დღე გრძელდება. რაც შეეხება ცივ
ტერიტორიას, სუვალკია აღსანიშნავია სადაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა -6 და
-4 გრადუსს შორის მერყეობს.
საშუალო ტემპერატურა პოლონეთში გრადუსი
ცელსიუსი
27.5
17.5
7.5
-2.5 იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღლი ტემპერატურა 2 3 7 13 19 22 24 24 18 13 6 2
Axis Title

საშუალო დაბალი -3 -3 -1 4 8 11 13 13 9 5 1 -3
ტემპერატურა

დიაგრამა 1. პოლონეთის საშუალო ტემპერატურა (NAVA, 2022)

მდინარეები და ტბები

პოლონეთის მდინარეებიდან აღსანიშნავია ვისტულა ( 1047 კმ), ოდერი (854 კმ),


რომელსაც ქვეყნის დასავლეთ საზღვარი მიუყვება, ვარტა (808 კმ), ბუგი(772 კმ) და
სხვა. ვისტულა და ოდერი ბალტიის ზღვაში ჩაედინება და ისინი აღსანიშნავია
ფართო კალაპოტებით, რომლებიც ჯერ კიდევ ვიკინგებმა გამოიყენეს სანაოსნოდ.
პოლონეთში 150-ზე მეტი კაიაკის ტურია და 10 000-ზე მეტი სანაოსნოდ გამოსადეგი
ტბა. რეკრეაციული მიზნებისთვის ყველაზე პოპულარული მდინარეებია ცზარნა,
როსპუდა, დრავა, უდა და დრვეცა. ქვეყნაში მრავლადაა ვინდსერფინგის და
კაიტსერფინგის ტურებიც, აგრეთვე სანაოსნო მარშრუტებიც. ამჟამად
რეკონსტრუქცია უტარდება მაზურიის ტბების რეგიონის 15 კმ-იან მონაკვეთს რათა
უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდეს ის ტურისტებისთვის (European
Commission, 2021).
ევროპაში ტბების რაოდენობით პოლონეთი მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება. ყველაზე
დიდი ტბები სნიადრვი, მამრი, დრავსკო და ლებსკო 100 კმ 2-ს აღემატებიან საერთო
ფართობით, ყველაზე ღრმა ტბა კი ჰანცზაა 100 მეტრით.

მცენარეთა და ცხოველთა სამყარო

პოლონეთის 29.6% ტყეებით არის დაფარული. ქვეყნის ამ ნაწილის რეფორესტაციის


ეროვნული პროგრამა განაგებს, რომლის მიზანიც მაჩვენებლის 33%-მდე გაზრდაა
2050 წლისთვის. ყველაზე ფართო კი ქვედა სილესიის ტყეებია, რომელიც
ძირითადად ფიჭვის ხეებითაა დაფარული. ზოგადად პოლონეთის ტყეთა 68%
წიწვოვანია, უმეტესად კი ფიჭვი, ნაძვი და სოჭი.

დაახლოებით 1% პოლონეთის საერთო ტერიტორიის ( 3145 კმ2), 23 ეროვნული


პარკითაა მოცული. ამჟამად მიმდინარეობს 3 ახალი დაცული ტერიტორიის
მშენებლობაც. ასევე დაცულია ჭაობები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და
ცენტრალური პოლონეთის ტბები და მდინარეები. 130-მდე ტერიტორია კი
გაერთიანებულია ბუნებრივ ნაკრძალებში. 2017 წლის მონაცემებით ფერმებს
დაახლოებით 164 000 კმ2 უკავიათ (Gazeta Promorska, 2018).

ისტორიულად პოლონეთის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ გვხდებოდა


ევროპული ბიზონი, იგივე დომბა და ასევე უკვე გადაშენებული პირველყოფილი
ძროხა (auruch), რომელიც ბოლოს სწორედ პოლონეთში მოკლეს 1627 წელს. სხვა
გარეული ცხოველებიდან აღსანიშნავია ყავისფერი დათვი, მგელი, ევრაზიული
ლინქსი და ლოსი, ასევე მაზურიის რეგიონში ფართოდ გვხდება თახვიც. პოლონეთი
წარმოადგენს ბევრი გადამფრენი ფრინველის გამრავლების კერას. მსოფლიოში
არსებული თეთრი ლაკლაკის მეოთხედი სწორედ აქ იყრის თავს. ეს საკმაოდ
ხელსაყრელ გარემოს ქმნის ჩიტების ყურების (bird watching) განვითარებისთვის რაც
საკმაოდ მომგებიანია ტურისტული კუთხით.
მოსახლეობა, დედაქალაქი, დიდი ქალაქები

პოლონეთის მოსახლეობა 38 მილიონს აღწევს. სიმჭიდროვე 122 ადამიანია კმ 2-ზე.


შობადობის მაჩვენებლი 1.44 იყო 2020 წელს, რაც საკმაოდ გაზრდილია გასულ
წლებთან შედარებით (UN, 2019). არცთუ ისე სახარბიელო საშუალო ასაკი, რაც 41.1
წელია და პოლონეთის დემოგრაფიულ დაბერებაზე მიგვანიშნებს.

მოსახლეობის 60% ურბანულ არეალში განსახლებული. მოსახლეობის რაოდენობის


მხრივ მოწინავეა მაზოვიის სავოევოდო, სადაც დედაქალაქი ვარშავაა განთავსებული
1.8 მილიონი მოსახლით. გარდა ამისა დედაქალაქის გარშემო არსებულ
მეტროპოლიაში ცხოვრობს დამატებით 2-2.5 მილიონი მოსახლე. ყველაზე დიდი
კონურბაცია კატოვიცეა 3-დან 5 მილიონამდე მოსახლით. 2011 წლის მოსახლეობის
აღწერის მიხედვით 37 მილიონმა ადამიანმა თავი პოლონელად ცნო, 846 ათასმა
სილესიელად, 230 ათასმა კეშუბიელად, ხოლო 150 ათასმა გერმანელად. პოლონეთში
საკმაოდ ბევრი იყვნენ თუმცა დღეს უმნიშვნელო რაოდენობის უმცირესობას
შეადგენენ, პოლონელი ებრაელები, სომხები, ბერძნები და პოლონელ-ლიტველი
თათრები. ცალკე არის აღსანიშნავი პოლონური დიასპორა, რომელიც საკმაოდ
ძლიერია აშშ-ში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. დაახლოებითი მონაცემებით 20
მილიონზე მეტი პოლონელი ცხოვრობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

დედაქალაქის გარდა მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა კარაკოვი (800 ათასი);


ლოძი (680 ათასი); ვროკლავი (650 ათასი) და პოზნანი (570 ათასი).

ევროპის მასშტაბით პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური სახელმწიფოა.


ქვეყანაში 2015 წელს ჩატარებული პოლონეთი სტატისტიკის ბიუროს კვლევის
მიხედვით 94% რელიგიურია, საიდანაც 92.8% კათოლიციზმის აღმსარებელია. გარდა
ამისა მოსახლეობის 75-90%-ის მიერ დაფიქსირებული პასუხებით რელიგია მათ
ცხოვრებაში დიდ, ან ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამის მიუხედავად მუდმივად
იკლებს მესაზე დამსწრე ადამიანთა რაოდენობა და მოსახლეობის 30-38% თუ
ესწერება წირვას სხვადასხვა მონაცემების მიხედვით.

ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა

პოლონეთი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, სადც პრეზიდენტი წარმოადგენს


ქვეყნის მეთაურს. პრემიერ-მინისტრიც მოწინავე პოზიციაზეა, ვინაიდან ის განაგებს
მინისტრთა საბჭოს. პარლამენტი, სეიმი, ბიკამერულია სადაც ქვედა პალატაში არის
460 დეპუტატი, ხოლო ზედა პალატაში 100. გადაწყვეტილების მიღებაში დიდ როლს
თამაშობს სასამრთლოც, უზენაესი სასამართლოსა და კონსტიტუციური
ტრიბუნალის მეშვეობით. სეიმის არჩევა ხდება პროპორციული არჩევენების
მეშევეობით, ხოლო სენატის უბრალო უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ ხმების 50%-
იც კი არაა საჭირო პოსტზე მოსახვედრად, აუცილებელია უმრავლესობა ხმების ქონა.

ადმინისტრაციულად პოლონეთი დაყოფილია სავოევოდოებად, რაც ეყრდნობა


ქვეყნის ისტორიულ რეგიონებს. სულ 16 სავოევოდო გვაქვს, რომლებიც თავის მხრივ
მეორე დონეზე წარმოდგენილია 380 პოვიატით. 66 ქალაქს აქვს პოვიატის სტატუსი,
თუმცა ისინი გარშემო არსებულ ტერიტორიებს და სოფლებს არ აკონტროლებენ.
ყველაზე დაბალ დონეზე კი გვაქვს გმინები, რომელთა რაოდენობაც 2500-მდეა.
ევროპის სხვა თვითმმართველობების მსგავსად პოლონეთის რაიონებსაც საკმაო
უფლებამოსილებები აქვთ, თუმცა შეზღუდულები არიან ფინანსური
დამოუკიდებლობის მხრივ. გმინები განსხვავდება სასოფლო და საქალაქო ტიპის
მიხედვით, თუმცა ადმინისტრაციული კანონდმებლობით ეს განსხვავება მხოლოდ
ცერემონიალურია.

ტრანსპორტი
პოლონეთში გადაადგილება და მოხვედრა საკმაოდ მარტივია, ისევე როგორც
ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში. საჰაერო მიმოსვლისთვის აღსანიშნავია,
რომ აეოროპორტები ქვეყნის თითქმის ყველა წერტილს ფარავენ, მიუხედავად მისი
სიდიდისა (იხ. დანართი), თუმცა საერთაშორისო დონის აეროპორტები მხოლოდ
ვარშავაში, ვროკლავში, გდანსკში, კატოვიცეში, კრაკოვში და პოზნანშია. 2004
წლამდე ვარშავის აეროპორტები დახურული მარკეტის მოდელით ფუნქციონირებდა,
სადაც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა 2004-ის შემდგომ
მოხდა მათი დერეგულაცია, რამაც მრავალი ახალი საჰაერო კომპანია წარმოშვა და ამ
მარკეტის განვითარებასაც შეუწყო ხელი. პოლონეთის მთავარი ფლაგმანი
ავიაკომპანიაა LOT Polish Airlines, რომელიც ევროპაში მგზავრთა რაოდენობით
ევროპაში მე-18 ადგილზეა.

ქვეყანაში მაღალ დოენზეა ავტომაგისტრალებიც. თუმცა ტერიტორიის ნაწილი


დღემდე გადის რეკონსტრუქციას. 2022 წლის მონაცემებით მაგისტრალები 4650 კმ-ს
ფარავენ რაც არსებული გეგმის 57%-ია. ქვეყანაში 1999 წლამდე გაყვანილი
ავტომასიტრალები თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, რის გამოც
აუცილებელია მათი რეკონსტრუქცია. თუმცა ამ გზებიდან დღეს მხოლოდ A4-ია
აღსანიშნავი, რომელიც 103 კმ-ს ფარავს და 1967 წელს მოხდა მისი დასრულება.

საკმაოდ დიდი სარკინიგზო ხაზების რაოდენობაც. თუმცა აქაც არის განსხვავება


დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, შორის, სადაც დასავლეთის მხარე გაცილებით
მეტი სიმჭიდიროვით გამოირჩევა. მეტრო მხოლოდ დედაქალაქში ფუნქციონირებს.
რაც შეეხება სწრაფმავალ ლიანდაგებს, ის 223 კმ-მოიცავს და ვარშავას, კრაკოვსა და
კატოვიცეს აკავშირებს ერთმანეთთან.

დიდი ქალაქების მსგავსად პატარა ქალაქებსაც აქვთ კარგად განვითარებული


მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც როგორც წესი ქალაქის მფლობელობაშია.
თბილისის მსგავსად ქალაქების უმრავლესობაში ფუნქციონირებს რეგულარული
ავტობუსების მსგავსად მინი-ავტობუსებიც. პოლონეთის 30 ქალაქში არის ტრამვაის
სისტემაც, რომელიც საკმაოდ ბევრ მგზავრს ემსახურება და 15 სისტემას აერთიანებს.
ზოგიერთი ტრამვაის გზის სიგრძე 200 კმ-ს კი აღწევს.

გადაადგილებისთვის ყველაზე ხელსაყრელია მდინარე ვისტულა, რომელიც


განსაკუთრებულად ფართო კალაპოტით გამოირჩევა და მას შუა საუკუნეებიდან
იყენებდნენ გემები სავაჭროდ. რაც შეეხება საზღვაო პორტებს სიდიდით გამოირჩევა
გდანსკი და სცზეცინი. ვისტულას გარდა სამდინარო ტრანსპორტით სარგებლობა
შესაძლებელია დანუბი-ოდერისა და ელბლაგის მდინარეებზეც. საერთო ჯამში
სანავიგაციოდ გამოსადეგი მდინარეების სიგრძე 4000 კმ-ს აღწევს.

ტურიზმის ინდუსტრია

OECD-ის ბოლო, 2018 წლის მონაცემებით პოლონეთში ტურისტულმა ეკონომიკამ


126.7 მილიარდს მიაღწია რაც დაახ. 7%-იანი ზრდა იყო გასულ წელთან შედარებით.
საერთო ჯამში ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ ქვეყნის მშპ-ს 6% შეადგინა.
ტურისტულ სექტორში დასაქმებული იყო 200 000-მდე ინდივიდი რაც ასევე მზარდი
მაჩვენებელია 2017 წელთან შედარებით. ეს წელი რეკორდული აღმოჩნდა
პოლონეთისთვის ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ, რაც 19.6 მილიონი
ადამიანი იყო. პოლონეთი არის მტო-ს წევრი 1976 წლიდან.

მთავარი ტურისტული მარკეტი მაინც გერმანიაა, რომელიც წლების მანძილზე ამ


პოსტს სტაბილურად იკავებს. 2018 წელს, ტურსიტთა რაოდენობის 34.2% სწორედ
გერმანიიდან ეწვია პოლონეთს. შედარებისთვის კი მეორე ადგილზე უკრაინა იყო
10.4%-ით. დანარჩენი ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ბელარუსია და
რუსეთის ფედერაციაა აღსანიშნავი.

შიდა ტურიზმიც საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში და საერთაშორისო


ტურისტთა რაოდენობსა 2-ჯერაც კი აღემატება, 47.7 ვიზიტორით. მაგრამ ეს არცთუ
ისე მომგებიანია საერთაშორისო ტურიზმის ფონზე და მხოლოდ 27.7 მილიარდი
დოლარის შემოსავალი მოიტანა. ამის მიზეზი ვიზიტების მცირე დროითი
მაჩვენებლიც იყო, რადგან მათი უმრავლესობა 2-დან 4 დღემდე გრძელდებოდა.

საინტერესოა ტურისტების მიერ დახარჯული თანხების დინამიკაც ბოლო 10 წლის


მანძილზე. რაც საკმაოდ სტაბილურად მიმიდნარეობს, თუმცა გაცილებით იზრდება
2015-2018 წლებში და მცირედი ვარდნა აქვს 2019 წელს. ექპერტთა ვარაუდით ეს
ვარდნა უფრო მაღალი იქნება მომავალ წლებში კოვიდ ვირუსის გამო.

ტუიზმის შემოსავალი პოლონეთში 2009-2019 წ .

11

7
Axis Title

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019
მილიარდი აშშ 7.88 8.88 8.67 8.91 8.91 9.17 8.28 8.5 9.42 10.36 10.16
$
~

დიაგრამა 2. პოლონეთის შემოსავალი ტურიზმიდან (World Bank, 2022)

ქვეყანაში ტურიზმის მთავარი სახეობა ღირშესანიშნაობების მონახულებაა, თუმცა


გვაქვს ექსტრემალური ტურიზმიც. უმთავრესი და პოპულარული ატრაქციებიდან
აღსანიშნავია:

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი (იგივე აუშვიცის ბანაკი), სადაც მეორე


მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელების მიერ ხდება ებრაელების, ბოშების და სხვა
დატყვევებული ადამიანების დასჯა. დღეს აქ მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც ამ
შემზარავ ისტორიას ფენს ნათელს. მემორიალი ბანაკის ტერიტორიაზე 1947 წელსვე
დაარსდა. 2016 წლის მონაცემებით ტერიტორიას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი
ესტუმრა.

ველიჩკის მარილის მაღარო, რომელიც მეცამეტე - მეოცე საუკუნეებში მოიპოვებდა


და ამუშავებდა ქვამარილს. ლოკაციის მთლიანი სიგრძე 200 კმ-ია, ხოლო სიღრმე 60-
200 მ. 2007 წლამდე მაღარო ფუნქციონირებდა კიდეც, რაც უფრო მეტ ტურისტს
იზიდავდა, თუმცა ჭირდა მათი დიდი რაოდენობის მომსახურება. დღეს,
დესტინაციის ადმინისტრაციის მონაცემებით ყოველწლიურად 1-დან 1.2
მილიონამდე ადამინი სტუმრობს მათ. ლოკაცია არის როგორც, პოლონეთის
ისტორიული მონუმენტი, ისე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის
ძეგლთა ნუსხაში. დანარჩენი ლოკაციები ქალაქებს მოიცავს, სადაც არნახული
რაოდენობის ტურებია, რომელთა მეშვეობითაც უამრავი მუზეუმის, ძეგლისა თუ
ისტორიული მნიშვნელობის ატრაქციის მონახულებაა შესაძლებელი. პოპულარული
ქალაქებია: კრაკოვი, ვარშავა, გდანსკი, ლუბლინი, ტორუნი, ზაკოპანე, ვროკლავი და
პოზნანი.

მსოფლიო დონის სასტუმროების, როგორებიცაა ჰილტონი, რედისონი და მარიოტი,


პოლონეთში დიდ ხანია ფუნქციონირებს აკორის სასტუმროების ქსელი, რომელიც
ფრანგული წარმოშობისაა და 2002 წელს მოახდინა პოლონური კომპანია ორბისის
20%-ის შეძენა. ამის შემდგომ სასტუმროთა რაოდენობით ის მოწინავე ადგილზეა
პოლონეთში. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების უმრავლსობაში მარტივად არის
შესაძლებელი სასურველი სასტუმროს მოძებნა, ისევე როგორც უფრო დაბალ და
საშუალო ბიუჯეტიანი ალტერნატივის ნახვა.
პოლონეთის სასტუმროები რაოდენობის
მიხედვით 2020წ
Arche

Radisson

Desilva

Marrito Int.

Best Western

Louvre HG

Hilton

PHH

Accor
0 10 20 30 40 50 60 70 80 90

დიაგრამა 3. პოლონეთის სასტუმროთა ქსელი რაოდენობის მიხედვით (Statista, 2022)


გამოყენებული ლიტერატურა

1. European Commission. (2021, Jan 15). Canal upgrades to boost tourism in Poland’s Masurian
lake distric. Retrieved from
https://ec.europa.eu/regional_policy/en/newsroom/news/2021/01/15-01-2021-canal-upgrades-
to-boost-tourism-in-poland-s-masurian-lake-district

2. Gazeta Promorska. (2018, March 1). Powierzchnia Polski to 31,3 mln ha. Ile zajmują
gospodarstwa rolne? Retrieved from https://pomorska.pl/powierzchnia-polski-to-313-mln-ha-
ile-zajmuja-gospodarstwa-rolne/ar/12971568#:~:text=Og%C3%B3lna%20powierzchnia
%20Polski%20to%20ok,15%2C1%20mln%20ha%20grunt%C3%B3w

3. NAVA. (2022, Jan 20). AVERAGE HIGH/LOW TEMPERATURE FOR POLAND. Retrieved
from https://study.gov.pl/climate#:~:text=Poland%20has%20a%20moderate%20climate,and
%20more%20or%20less%20snowy.

4. Statista. (2022, Jan 20). Statista.com. Retrieved from Leading hotel chain groups in Poland in
2020, based on number of hotels: https://www.statista.com/statistics/809625/leading-hotel-
chain-groups-by-number-of-hotels-in-poland/

5. UN. (2019). 2019 Revision of World Population Prospects. Retrieved from


https://population.un.org/wpp/

6. UNDP. (2022, 01 20). UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME. Retrieved from


http://hdr.undp.org/en/countries/profiles/POL

7. World bank. (2022, January 20). GDP, PPP (current international $). Retrieved from
https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.PP.CD?
most_recent_value_desc=true&year_high_desc=true

8. World Bank. (2022, Jan 1). International tourism, expenditures (current US$). Retrieved from
https://data.worldbank.org/indicator/ST.INT.XPND.CD?end=2019&locations=PL&start=2009

9. World Bank. (2022, 01 20). World bank. Retrieved from


https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?locations=PL
დანართი

სურ.1 პოლონეთის აეროპორტები


სურ.2 პოლონეთის სარკინიგზო სისტემა

სურ 3. ველიჩკის მარილის მაღარო


სურ.4 პოლონეთის ადმინისტრაციული დაყოფა

სურ 5. ევროპული ბიზონი


სურ.6 ვროკლავის ზოოპარკი, რომელიც 1.2 მილიონ ტურისტს ემსახურება ყოველწლიურად

სურ. 7 ქალაქ პოზნანის სავაჭრო ცენტრი


სურ. 8 ქალაქი გდანსკი. წმ. მარიას სახელობის ტაძარი

სურ 9. ქ კრაკოვში მდებარე სამეფო სასახლე. შესულია იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში

You might also like