თოლია ჯონათანი (რიჩარდ ბახი)

You might also like

Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

თოლია ჯონათანის დახასიათება

თოლია ჯონათანი, რიჩარდ ბახის მოთხრობის "თოლია ჯონათან


ლივინგსოტონი" ს მთავარი პერსონაჟია. ჯონათანი გამხდარი თოლია
იყო და როგორც მისი მშობლები იტყოდნენ, მისგან "ცარიელი ბურტყლი
და ძვლებიღა დარჩა".

ჯონათანი ყველა სხვა თოლიისაგან განსხვავებული იყო, მას საკუთარი


თავის და მისი შესაძლებლობების შეცნობა სურდა და არ უნდოდა მისი
ცხოვრება, სხვა თოლიების მსგავსად მხოლოდ საკვების მოპოვებაში
გაეტარებია, ჯონათანი ვერაფრით მიმხვდარიყო, თუ "რატომ
ჩერდებოდა ჰაერში მეტხანს, როცა წყლიდან ცალი ფრთის სიმაღლეზე
მიფრინავდა და რატომ ეხარჯებოდა ამ დროს ნაკლები ენერგია".
ჯონათნის მიმართ ყველას ერთი კითხვა უჩნდებოდა, "რატომ ისე არ
იქცევი, როგორც ყველა?.." პასუხი კი მარტივი იყო ჯონათანი არ გავდა
არავის და იყო განსხვავებული ყველასაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონათანის სურვილს ესწავლა ფრენა უკეთ,


ბევრი ეწინააღმდეგებოდა, ის მაინც განაგრძობდა სვლას თავისი
მიზნისკენ. ჯონათანი მიზანდასახული იყო, ვერცერთი დაბრკოლება ვერ
უშლიდა ხელს მიზნისკენ სწრაფვაში, ვერც მშობლებმა შეაჩერეს, "ნუ
დაივიწყებ - იმიტომ დაფრინავ, რომ ჭამო". ჯონათანმა მართლაც სცადა
რამდენიმე დღე სხვა თოლიების მსგავსად მოქცეულიყო, თუმცა მალევე
გაანალიზა მათი ცხოვრების ამაოება და მის საქმეს დაუბრუნდა.

"ჯონათან ლივინგსტონ! დადექი ცენტრში" უხუცესს, და თოლიების


საბჭოს ჯონათანისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ. საბჭომ ის
დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ შერაცხა, "ჯონათან
ლივინგსტონ, შენი თანაგუნდელების წინაშე შერცხვენილად ცხადდები!"
ჯონათანს გუნდიდან გაძევება და შორეულ კლდეებზე მარტოდმარტო
გადასახლება მიუსაჯეს. კლდეებზე მარტო გადასახლება არ ადარდებდა
ჯონათანს, მას მხოლოდ ის ადარდებდა, რომ მის ცოდნას სხვებს ვერ
გაუზიარებდა, ჯონათანს "მარტოობა არ ადარდებდა, იმაზე წუხდა, რომ
თოლიებმა არ ისურვეს დაეჯერებინათ ფრენის სიდიადე, არ ისურვეს
თვალის გახელა და დანახვა... მარტოკას მოუწია იმით სარგებლობა, რისი
განდობაც მთელი გუნდისთვის სურდა." ჯონათანი მზრუნველი იყო
სწორედ ამიტომ ადარდებდა თავისი გუნდი და ფიქრობდა მათზე.

"ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა!" სწორედ ამ აზრს


გაეტაცა ჯონათანი მისი მთელი ცხოვრება, იგი თავისუფლების
მოყვარული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისუფლად ეცხოვრა.
მისი თავი მას ეკუთვნოდა და ის წარმართავდა როგორც მას სურდა.
ფიქრობდა, რომ "თოლიას აქვს ფრენის უფლება, იგი თავისი არსებით
თავისუფლებისთვისაა მოწოდებული" და რათქმაუნდა მართალი იყო.
თოლიების კანონი, რომ ცხოვრება მხოლოდ საჭმლის მოპოვებას უნდა
შეალიო ჯონათანისთვის მიუღებელი იყო და ამბობდა, რომ
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ
მივყავართ, სხვა არ არსებობს."

საბოლოოდ, თოლია ჯონათან ლივინგსტონი, თავისუფალი ადამიანის


სახეა, რომელიც ცდილობს გაექცეს ბრბოს ჩაკეტილ აზროვნებას და
რაიმე გზით მოახერხოს მათი დახსნა, მათივე შეზღუდული გონებიდან.
ჯონათანი წინსვლისკენ და განვითარებისკენ იყო მიდრეკილი, რაც
ნამდვილად დასაფასებელია, ხშირად ადამიანები არ მოძრაობენ,
უბრალოდ დგანან ერთ ადგილას და წლობით ერთ წრეზე ბრუნავენ ეს კი
ნამდვილად შესაცვლელია და როგორც ილია იტყოდა "მოძრაობა და
მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის
მიმცემი"

You might also like