Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 350

1 მკითხველთა ლიგა

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

შვიდი მომაკვდინებელი
გრძნობა

2 მკითხველთა ლიგა
შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

იქნებ შეცდომის დაშვება წრეზე სიარულს ჰგავს? რამდენიც


უნდა იარო, ბოლოს ისევ იმ ადგილს უბრუნდები, საიდანაც დაიწ-
ყე. ნუთუ შესაძლებელია, იმ ადამიანმა გასწავლოს სიყვარული
და თავისუფლება, რომელსაც თავად არასოდეს განუცდია ის?!
ადამიანის სული ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა, რომელსაც
სათითაოდ სწყდება იმედები და ნდობის პატარა ნაგლეჯები, მაგ-
რამ ამ "ვარსკვლავებს" ვერასოდეს ჩაუთქვამ სურვილს, ისინი
სწყდებიან და ყოველთვის თან მიაქვთ სურვილები, ოცნებები...
ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო, დიდი შანსია, ეს იმედი გაცრუე-
ბული იყოს, მაშინ რაღა აზრი აქვს, თავში მოკვდება ის თუ ბო-
ლოში?
ამბავი იან კლაინზეა, მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი
დღე ერთნაირია, უიმედო; რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ის,
მაინც რუტინულია, რადგან არ გააჩნია ბედნიერებისკენ სწრაფ-
ვის დაუღალავი სურვილი, მას ცხოვრების თავისებური ფილო-
სოფია აქვს – ფერების ფილოსოფია. მიუხედავად იმისა, რომ
ბევრი მეგობარი ჰყავს, ის მაინც მარტოსულია და სწორედ ესაა
მისი განსაკუთრებულობის მიზეზი. მართალია, იანმა საკუთარი
თავისა და შემოქმედების სიყვარული ისწავლა, მაგრამ მაინც
ვერ შეძლო ის, რომ თვითონ და თავისი ნახატებიც მიუწვდომე-
ლი დარჩენილიყო ადამიანებისთვის. ის გახდება პოლიციის გან-
ყოფილების მხატვარი და დახატავს ფოტორობოტებს დეტექტი-
ვებისთვის – მორგანისა და ფორდისთვის, რომლებიც ქალაქში
სერიულ მკვლელობებს იძიებენ. თუმცა დამნაშავის კვალი ყო-
3 მკითხველთა ლიგა
ველთვის იან კლაინთან მიდის, მაგრამ საინტერესოა, ვინ არის
რეალური დამნაშავე: თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული
თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

4 მკითხველთა ლიგა
წიგნი 1

გატეხილი ტკივილების ყულაბაა ადამიანი,


თუმცა იქიდან არასოდეს ცვივა ეს ტკივილი, პირიქით – ემა-
ტება.
– იან, გაიღვიძე, უნივერსიტეტში გაგვიანდება, – ძილ-ბურან-
ში მყოფს დედის მშვიდი ხმა მესმის. ასეთ დროს საშინელებაა
თბილი საწოლიდან წამოდგომა, მით უფრო მისთვის, ვისაც დი-
ლის ძილი ყველაფერს ურჩევნია. სწორედ იმ კატეგორიას განვე-
კუთვნები, ვისაც მარტივად შეუძლია, მიუხედავად იმისა, საჩქა-
როა თუ არა მისი საწოლიდან წამოდგომა, გადაბრუნდეს, გემ-
რიელად ამოიკეცოს საბანი და გაუგებრად ჩაიბუტბუტოს: კიდევ
ხუთი წუთი, რაა. ვინც იცის, როგორი ტკბილია ახალგაღვიძე-
ბულზე ძილი, მარტივად მიხვდება, რამდენს ნიშნავს ეს ხუთი წუ-
თი ჩემთვის. თვალები წესიერად არც გამიხელია, მაგრამ
ვგრძნობ, საშინლად ცივი და ღრუბლიანი ამინდია და ასეთ
დროს არქიტექტურის სემინარზე ჯდომას ძილი ნამდვილად
სჯობს.
– იან, რვა საათია, ლექციაზე დააგვიანებ! – მიმეორებს დედა.
ლექციის დაწყებამდე დარჩენილი დრო სავსებით საკმარისია სა-
წოლიდან წამოსადგომად, წელში გასაშლელად, აბაზანაში შე-
სასვლელად, ჩასაცმელად, ფეხსაცმლის გასაწმენდად, ჩანთის
ასაღებად და, რაც მთავარია, სასწავლებელში მისასვლელად.
მარტივი არითმეტიკა ზოგჯერ დამღუპველია პუნქტუალური ადა-
მიანისთვის, მაგრამ ვინც დროის ფასი იცის, მან მისი სწორად გა-
მოყენებაც იცის.
ჩემი ქალაქი ჩვეულებრივ ტალახიანი, სიგარეტის ნამწვების-
თვის განკუთვნილი სასაფლაოა, რომელმაც დიდი ხანია დაკარ-
გა დამლაგებელი, თუ არ ჩავთვლით წვიმისგან წარმოქმნილ პა-

5 მკითხველთა ლიგა
ტარა ნიაღვრებს, რომლებიც მარტივად რეცხავენ ზედმეტ ლაფსა
და ნაგავს და ის ყველაზე ღრმა ხეობისკენ მიაქვს.
დილის ცხრის ნახევარია. ქალაქის სუსტად განათებულ ქუჩებ-
ში მივდივარ და ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ, ადამიანებმა ერ-
თმანეთამდე მისასვლელი გზების დაგება ჯერ კიდევ უხსოვარ
დროს ისწავლეს, თუმცა, საუბედუროდ, მათ არც იმის შესწავლა
გასჭირვებიათ, თუ როგორ უნდა მოუჭრან ან გადაუღობონ ეს
გზები ერთმანეთს. სისულელეა, ოცდაერთი წლის ბიჭს მსგავსი
ფიქრები რომ მაწუხებს მაშინ, როცა ამ მილიონიან ქალაქში მარ-
ტივად შემიძლია ვნახო გოგონა, რომელსაც იზიდავს შავგვრემა-
ნი, მაღალი, რომანტიკული მამაკაცები და... მშვენიერი ღამე გა-
ვატარო მასთან. არადა, სულაც არ ვტრაბახობ, მიყვარს რეალო-
ბის სწორად აღქმა და ამაზე საუბარი, ნუთუ ეს დანაშაულია? უბ-
რალოდ, ყველას ასე ჰგონია: რასაც ვამბობ, ან ვაზვიადებ, ან სა-
კუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. თემიდან გადავუხვევ, –
აღიარების არ მრცხვენია, – და ჩვეულ სტილში ხმამაღლა ვიტ-
ყვი: ნარცისი ვარ! ეს სახელი ერთმა გოგონამ შემარქვა, ასე მით-
ხრა შეგეფერებაო. თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა,
მაგრამ შევძელი და ნარცისზე სათანადო ინფორმაცია მოვიძიე
და მივხვდი, რომ მართალი იყო. როგორც აღვნიშნე, რეალობის
სწორად აღქმა შემიძლია, მაგრამ სხვებისგან განსხვავებული
ნარცისი ვარ. როგორ აგიხსნათ? აი, ისეთი საკუთარ თავზე გა-
მუდმებით სიმართლეს რომ ლაპარაკობს, უბრალოდ, სხვები არ
ეთანხმებიან და ამას ამპარტავნობასა და ქედმაღლობაში უთ-
ვლიან. ვფიქრობ, აზრი არა აქვს სულელურ თავმდაბლობას, რო-
ცა გაქებენ ან რაიმე კარგს გეუბნებიან, მით უმეტეს მაშინ, თუ
ეთანხმები.
– გმადლობ, გმადლობ, ეს სწორედ მე ვარ.
– დიახ, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ასეთი ვარ, – ვპასუ-
ხობ და ელვის სისწრაფით გავეცლები ხოლმე იმ ადამიანს, ვინც
6 მკითხველთა ლიგა
მაქებს, სანამ მიხვდება, რომ საკუთარ თავზე მასზე მეტი ვიცი და
სანამ სხვებივით არ იფიქრებს, რომ ამპარტავანი და ქედმაღალი
ვარ.
უნივერსიტეტს რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს. საშინლად არ
მიყვარს მის უზარმაზარ ეზოში შესვლა, რადგან ამ დროს ისე მაშ-
ტერდებიან, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ. რომ შემეძლოს,
სიამოვნებით გავიყვანდი ჩემი სახლიდან მის სარდაფამდე სა-
იდუმლო გვირაბს და ყოველდღე ამ გზით ვივლიდი. მაგრამ დამ-
ლაგებელ ბრენტონის ამბავი რომ ვიცი, უმალ აღმოაჩენდა მას
და ლანძღვა-გინებით ამოქოლავდა და ასე დარჩებოდა მანამ,
სანამ ვინმე ჩემისთანა შეშლილი არ იპოვიდა და გოგონებთან
ფარული შეხვედრებისთვის არ გამოიყენებდა.
– უკაცრავად, მეგობარო, განზრახ არ მინდოდა, – მეუბნება
თავიდან ფეხებამდე ლაფში ამოსვრილი, ჭამისთვის თავდადებუ-
ლი კურსელი, რომელმაც ამწამს დამაბიჯა ფეხზე. არადა, ამ დი-
ლით ოცდაათი წამი საგულდაგულოდ მის გადაწმენდას შევა-
ლიე. თავს ვხრი და ასე მივდივარ აუდიტორიისკენ, სადაც სემი-
ნარი უნდა ჩატარდეს.
– ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, შეიძლება შემოვიდე?
– შემოდი. – მპასუხობს სამოცდაათ წელს გადაცილებული,
ოდნავ წელში მოხრილი და დასაუთოებელ პერანგში გამოწყო-
ბილი მისტერ გრანტი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გარდაეც-
ვალა ცხოვრების თანამგზავრი და მას აქეთ კიდევ უფრო მკაცრი
და აუტანელი გახდა. თავისი საქმე კი ნამდვილად კარგად იცის,
აი, გადმოცემის უნარზე კი, რა გითხრათ – მის სემინარზე ჯდომას
ჯოჯოხეთის ხმების მოსმენა მირჩევნია, ამიტომ გამუდმებით
აქეთ-იქით ვიყურები და საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ გადაწ-
ყვიტეს ამ კედლის მწვანედ და არა ლურჯად შეღებვა? მოუთმენ-
ლად ველოდები, როდის მოგვცემს მოხუცი დასვენების საშუალე-
ბას.
7 მკითხველთა ლიგა
– გასასვლელთან დაგელოდები, ტომ.
ტომი ჩემი მეგობარია, განიერი მხრებითა და ღია ფერის
თმით, ძალიან მიყვარს მასთან საუბარი, თუმცა ყოველთვის
ვცდილობ, საუბრისას, განსაკუთრებით, როცა საინტერესო თემა
წამოიჭრება, აზრის გამოთქმისგან თავი შევიკავო – ამის პრერო-
გატივა ტომს დავუტოვო, ვაცადო ლაპარაკი, რადგან ვიცი, დიდი
შანსია, უცნაურად შეიშმუშნოს სახე და მერე მისი დასაცინი გავ-
ხდე. ვიმედოვნებ, არ იფიქრებთ, რომ ეს არასრულფასოვნების
კომპლექსს მიჩენს ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ, მიზეზი ის არის,
რომ ხშირად ჩემი და ტომის სალაპარაკო თემა განსხვავებულია.
ზოგჯერ მგონია, ერთმანეთისგან სრულიად განვსხვავდებით და
როცა ამას ვფიქრობ, ცოტათი მოვიწყენ ხოლმე, მაგრამ ტომს
ამის შემჩნევა არ უჭირს, პასუხად კი იმდენად ძლიერად მიკრავს
ხოლმე გულში, რომ ცოტაც და თვალები გადმომცვივდება.
ტომი ცოტა ნერვიული და ბრაზიანი, თუმცა შინაგანად კე-
თილშობილი ადამიანია. ის სასწავლებელში მისვლის დღესვე
გავიცანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაცნობობა სულ რამდე-
ნიმე წელიწადს ითვლის, ერთმანეთი ღვიძლი ძმებივით გვიყ-
ვარს. ალბათ იმიტომ, რომ ურთიერთობის სიმყარეს დრო კი
არა, ორი ადამიანი, მათი გულწრფელი სიყვარული და ერთმანე-
თისადმი ერთგულება განსაზღვრავს.
ტომთან დრო სწრაფად გადის, მასთან ყოფნა განსაკუთრებით
მაშინ მიყვარს, როცა ჩვენს სიახლოვეს ლამაზი გოგონა ჩაივლის
– ამ დროს ტომი ერთიანად აგიზგიზდება ხოლმე. ზოგჯერ ვფიქ-
რობ, მას ყველა ქალი ელამაზება, თუ, უბრალოდ, უნარი აქვს,
ყველას მიმართ დადებითად განეწყოს. ქუჩაში მიმავალი გოგო-
ნასკენ რომ გამახედებს, გემრიელად მითავაზებს იდაყვს ფერ-
დებში და თან თვალები ისე უელავს, თითქოს სანადიროდ გამო-
სული მტაცებელი იყოს.

8 მკითხველთა ლიგა
სასწავლებლიდან ნაშუადღევს გამოვედი და შინ ფეხით დავ-
ბრუნდი. ძველი ხის კიბე ავირბინე და კართან დედას შევეჩეხე.
– მოხვედი, შვილო? – როგორც ყოველთვის, რიტორიკულად
მკითხა დედამ.
– ჯერ ისევ გზაში ვარ, – ვპასუხობ სიცილით და დედასაც ეცი-
ნება. მერე ოთახში მიყრილი ჩემი ნივთებისა და ტანსაცმლის
შეგროვებას იწყებს.
დედაჩემი, ანნა, ხანში შესული ქალია, რომელმაც ყველაზე
უკეთ იცის, რა მიყვარს და რა მძულს. თუმცა, ყოველთვის მასწავ-
ლიდა, რომ სიძულვილი ცუდია და თუ არ გიყვარს, არ უნდა
გძულდეს მაინც. არაფერი გამოუვიდა. ნებისმიერ ადამიანს სი-
ცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია მომენტი, როდესაც რაღაც,
თუნდაც სამახსოვრო მომენტი სძულდა ან სძულს. ეს განცდა ალ-
ბათ ანნას ცხოვრებაშიც არის, მაგრამ მსგავს თემებზე არასოდეს
უსაუბრია ჩემთან. იშვიათად შემოდის ჩემს ოთახში ფინჯანი ჩაის
თანხლებით – ამ დროს თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვება.
რა თქმა უნდა, ინტერესით ვუსმენ, მაგრამ ერთი უცნაურობა ახა-
სიათებს: მოულოდნელად შეწყვეტს თხრობას და ოთახიდან გა-
დის , თითქოს რაღაცას მალავს ან ჩემს დაცვას ცდილობს.
– როგორ ჰგავხარ მამაშენს ღიმილით, – მითხრა გულაჩუყე-
ბულმა დედამ. ეს სიტყვები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ზედმიწევ-
ნით ზუსტად ვიცი, რაც იგულისხმა. ამისთვის საკმარისია, ხანში
შესული მამაჩემი – ალექსანდრე წარმოვიდგინო, ერთი შეხედ-
ვით საკმაოდ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს,
მაგრამ ახლოს თუ გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ პირველი
შთაბეჭდილება თითქმის არასოდეს არის სწორი ადამიანის შესა-
ფასებლად. მამა ჩემით მუდამ უკმაყოფილოა, მიზეზი კი მარტი-
ვია: უბრალოდ, მას არ ვგავარ. მსგავსებაში არა გარეგნობას,
არამედ ხასიათს, ბუნებას ვგულისხმობ, ვინაიდან და რადგანაც
მამაჩემს თავი ღირსეულ, მშრომელ, დაუზარელ და სამაგალითო
9 მკითხველთა ლიგა
მამაკაცად მიაჩნია (ეს, რა თქმა უნდა, ასეა), მე კი, მისი თქმით,
ასეთი არ ვარ. ჩემი ნარცისიზმის გათვალისწინებით, ცხადია,
ამაში არ ვეთანხმები. მოკლედ რომ ვთქვა, მე და ალექსანდრე
ნარცისები ვართ და სწორედ ამიტომ ჩვენ შორის სამკვდრო-სა-
სიცოცხლო ბრძოლა სამუდამოდ გაგრძელდებოდა, რომ არა ან-
ნა. დედაჩემი ყოველთვის ცდილობს, ხუმრობით განმუხტოს სი-
ტუაცია და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს.
– ნეიტრალიტეტი კარგია, – ამბობს დედა, – ყოველთვის უნ-
და გეჭიროს ოქროს შუალედი, იან, ყოველთვის, გარდა იმ შემ-
თხვევისა, როცა გიყვარს. ამ დროს უნდა მიფრინავდე და თან სა-
კუთარი სიყვარული მიგქონდეს, გაჩერება ნიშნავს დაცემას!
ის მართალი იყო და ეს სიმართლე გვიყვარდა მასში მე და მა-
მას. ვიცოდი, რომ თუ სადმე ძლიერი სიყვარული არსებობდა, ის
სწორედ ჩემს მშობლებთან იყო, მათი იყო, მაგრამ მიუხედავად
იმისა, რომ ასეთი გრძნობის შემხედვარე გახარებული ვარ, გა-
მუდმებით ვცდილობ, თავად არასოდეს გავეკარო მას.
ჩემი აზრით, სიყვარულს ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს.
სჯობს, გაერთო და ის დრო, რომელიც მას უნდა დაუთმო, სხვა
გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარო, მაგალითად, კა-
რიერას ან ჰობის. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერე-
ბისთვის, მეორე ადამიანთან ყოფნისთვის არ გაჩენილან? საკმა-
რისია ამას მიხვდე და ისედაც ბედნიერი იქნები. პარადოქსია,
მაგრამ ძალიან მიყვარს მსგავსი შემთხვევები. ვხვდები, რომ ერ-
თი შეხედვით გულნატკენი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ,
მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რა ვთქვი პირველ შთაბეჭდილებასთან
დაკავშირებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი შეხედვი-
თაც ჩანს, რომ ჩემი გულნატკენობა ცასავით უკიდეგანოა. მხო-
ლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: როცა ადამიანს რაღაც ან ვიღაც
ძვირფასი ტოვებს, ის ქვასავით ცივდება და გამოქვაბულს ემ-
სგავსება, პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულს, რომლის
10 მკითხველთა ლიგა
კედელზეც გარკვევით თუ გაურკვევლად, მინიშნებით თუ მარტი-
ვად და გასაგებად, ნახშირით თუ ოქროს ასოებით წერია: – მე წა-
ვედი! – ან რაღაც მსგავსი. მიტოვებული ადამიანები გამუდმებით
ასე საუბრობენ სიყვარულზე, რადგან მათ ასე სწამთ, ისევე რო-
გორც მე. რწმენა ხომ ძალიან ჰგავს ხელებით გაჭიმულ რეზინს –
რაც უფრო გაჭიმავ და მანძილს გაზრდი, უფრო და უფრო წვრილ-
დება, ბოლოს კი ერთი წამი სჭირდება, რომ გაწყდეს და მწარედ
მოგხვდეს რომელიმე ხელის მტევანზე. ასე იწელება ჩემი რწმე-
ნაც, მაგრამ მისი გაწყვეტა არ ემსგავსება მხოლოდ რეზინის ტკა-
ცუნს, ამ დროს ხერხემალში ილეწება ადამიანი.

***
შუაღამე ის დროა, როდესაც საშინლად იწელება გარდამავა-
ლი პერიოდი ძილსა და სიფხიზლეს შორის. როგორც ნებისმიერი
ადამიანი, მეც სრულიად მარტო ვრჩები საკუთარ თავთან და
ვფიქრობ იმაზე, რაც ვიცი, რომ არასოდეს ასრულდება, იხსნება
კარი ფანტაზიასა და რეალობას შორის და სადღაც მათ შორის
გაჩენილი უფსკრულის პირას ვდგები, კვლავინდებურად სრული-
ად მარტო. ვიცი, რომ ადამიანი ყოველთვის მარტოა. ეს აუტანე-
ლი გრძნობა ისეთივე მძაფრია, როგორიც არარსებულის მონატ-
რება, იმის, რაც ან ვინც შეიძლება ნანახიც არ გყავდეს და გენატ-
რებოდეს. მსგავსი შეგრძნებები ყოველთვის ღამით მოდის, რო-
ცა ნახევრად თბილ საწოლში ვწევარ და სამარისებურ სიჩუმეში
არაფერი მესმის, გარდა საკუთარი სუნთქვისა, რომელიც ძალი-
ან დამიმძიმდა და გამიუხეშდა სიგარეტის წყალობით – ხუმრობა
ხომ არ არის დღეში ოცდაათი ღერის მოწევა?! ბავშვობიდან დამ-
ჩემდა: ჭერზე ერთ ამოჩემებულ წერტილს ვაშტერდები, რომე-
ლიც, სინამდვილეში, არც კი ჩანს და ასე, ფიქრში ვიძირები –
ფიქრში, რომლისგანაც შეუძლებელია გამოფხიზლება ჩაძინების
11 მკითხველთა ლიგა
გარეშე. სწორედ ამ დროს, როგორც კი თვალებს დავხუჭავ,
ჩნდება ოქროსფერი და ვერცხლისფერი პატარა ბრჭყვიალები.
მათ დავიწყების ფერებს ვეძახი და როდესაც ისინი ჩნდება, იმის
გახსენებას ვცდილობ, რაც მთელი მონდომებით მიიწევს დავიწ-
ყებისკენ. მხოლოდ ძველი სილუეტები მოჩანს სადღაც შორს –
საკუთარი თვალების ფსკერზე. მკვდარი სილუეტები და მოგონე-
ბები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, მიებარნენ
მეხსიერების სასაფლაოს, მაინც ფსკერისკენ მიიწევენ და იძირე-
ბიან, ნაცვლად იმისა, რომ იტივტივონ. მე კი ვცდილობ, გადავეშ-
ვა მოგონებებში და რომელიმეს მაინც ჩავკიდო ხელი, რომელი-
მეს მაინც გამოვკრა ბასრი ბრჭყალები, რომ ამტკივდნენ მაინც.
ვინმეს უფიქრია, რატომ კივიან ღამით ჩიტები, ვისთვის ან რის-
თვის უნდათ თავისი განწირული ხმის მიწვდენა? იქნებ ადამიანე-
ბი არ ემეტებათ ძილისთვის, სიზმრებისთვის, ტკივილებისთვის
და ცდილობენ, გამოაფხიზლონ.
– ხვალ მზის დაბნელება იქნება, – მეუბნება დედაჩემი.
– არასოდეს მინახავს და რატომღაც არც მჯერა მსგავსი რამე-
ების, – ვპასუხობ მკვახედ.
– გაიზარდე და დიდი ბიჭი ხარ, აშკარად აღარ გახსოვს, სო-
ფელში როგორ ეძებდი მუქ ბოთლებს, დაბნელებული მზისთვის
რომ გეყურებინა.
– ადრე სხვა იყო, მაშინ ოთხი წლის ვიქნებოდი და ეგ ამბავი
აღარც მახსოვდა. საერთოდაც, რატომ გაიხსენე ახლა ეს?
– გაზეთში წავიკითხე და გითხარი, ნუ ხარ უხასიათოდ, გაიღი-
მე მაინც.
– ასე ვიზამ, – ვპასუხობ და შინიდან გავდივარ.
ყოველთვის მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და გამუდმე-
ბით სხვასთან მივდივარ რჩევისთვის, როგორი მნიშვნელოვანიც
უნდა იყოს ის, მაგრამ შემიძლია დავსვა ჩემი რომელიმე მეგობა-
რი და საათობით ველაპარაკო ამ ცხოვრების ავ-კარგზე, ათასი
12 მკითხველთა ლიგა
სისულელით გამოვუტენო ყურები და შემდეგ, გაურკვევლობით
სავსე მათ თვალებში ამოვიკითხო იმედი: რომ ყველაფერი კარ-
გად იქნება!
ლექციების შემდეგ ჩემს მეგობარ ენდრიუს შევხვდი. ეს რო-
მანტიკოსი მხატვარი წლებია, ერთ გოგონაზეა შეყვარებული. თუ
ენდრიუს ჰკითხავთ, რა აქვს ახალი პირად ცხოვრებაში, თავს
დახრის და ყველაფერს მოგიყვება, რაც ასე უჭამს ნერვებს. მეც
ვუსმენ და ბოლოს გულდაწყვეტილი ვუბრუნებ პასუხს:
– ენდრიუ, ყველა ასეა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას უჭი-
რს, ზოგიერთის ცხოვრებაში ეს პერიოდი ადრე დგება, ზოგის-
თვის – გვიან, საბოლოოდ კი, ეს გზა ყველას გასავლელია და ამ
ეტაპზე ყველას უჭირს, შენც გაგიჭირდება. შეიძლება ყველამ მი-
გატოვოს, სრულიად მარტო დარჩე, თუმცა გექნება დრო, რომ
იფიქრო, გააანალიზო და მიხვდე, ვინ ვინ არის, ვის ენდო, ვისზე
დაამყარო იმედი. გამოჩნდება ნაღდი და ყალბი, ძალიან დიდი
ტკივილის ატანა მოგიწევს, მაგრამ უნდა გაუძლო, რათა გაძლი-
ერდე, ეს აუცილებელია. როგორც ბავშვს ამოსდის მოცვლილი
კბილის ნაცვლად მეორე, ეს ასეა – ამის შემდეგ იწყებ ნამდვილ
ცხოვრებას, რომელიც კლდესავით მყარი იქნება. ნუ შეგეშინდე-
ბა, რადგან ეს უნდა მოხდეს, ბოლოს ყველაფერი ისე იქნება, რო-
გორც შენ გინდა. აუცილებელი არ არის, შენს სცენარში გმირები
იგივენი იყვნენ, მთავარია, სცენარი განვითარდეს ისე, როგორც
გსურს. – ამ რჩევით მასაც და საკუთარ თავსაც ვურტყამ მუჯლუ-
გუნს, ვფიქრობ, რჩევისთვის სხვასთან მისვლას, სჯობს, იგივე
ჩემს თავსაც ხშირად ვუთხრა. მაგრამ ასე არ ვაკეთებთ და მხო-
ლოდ იმიტომ, რომ უიმედოდ დარჩენილი ადამიანი მუდამ სხვა-
გან ეძებს, სხვებისგან ელოდება კითხვებზე პასუხს, ვინმე ისე-
თისგან, ვისაც უყვარს და ვინც შეეცდება, ნაკლებად ატკინოს. ეს
ეგოისტური სიყვარულია, რადგან სისულელეა ფუჭი იმედის გა-
ჩენა, პირიქით, მეტად უნდა იგრძნო ტკივილი – იმდენად ძლი-
13 მკითხველთა ლიგა
ერად, რომ ძვლებში გამტვრევდეს საკუთარი უსუსურობა, გულში
დაგუბებული სისხლის სუნი გიწვავდეს ცხვირს, რადგან, რაც უფ-
რო მძლავრად გრძნობ ტკივილს, მით სწრაფად იცლები მისგან,
საბოლოოდ კი ხელახლა ახერხებ ძალის მოკრებას. ენდრიუს-
თან საჭირბოროტო საკითხების განხილვის შემდეგ სახლში ფე-
ხით დაბრუნება გადავწყვიტე. მთელი გზა ვფიქრობდი და ეს ფიქ-
რი შინ მისვლის შემდეგაც არ შემიწყვეტია. მხოლოდ მას შემდეგ
დავუბრუნდი რეალობას, რაც კედლის საათმა თორმეტჯერ ჩა-
მოჰკრა. საწოლში ვწევარ და ჭერს ვუყურებ, ისევ ერთი ამოჩემე-
ბული წერტილი, დავიწყების ფერებიც გამოჩნდა... ნეტავ მალე
გათენდეს.
წელს საშინლად ცივი ზამთარია. თოვლი დადნობას ვერ ას-
წრებს, რომ ახალ-ახალი მოდის და უკვე ნახევრად დამდნარსა
და გაყინულს ფენა-ფენა ემატება ისევე, როგორც ადამიანის
გულში დაგროვილ სევდას ემატება სევდა. ფანჯრის რაფაზე ჩა-
მომსხდარი მობუზული და სიცივით ბუმბულაშლილი ბეღურები,
ყოველ დილით ელოდებიან დედაჩემისგან პურის ნამცეცებს.
იანვარს გვარიანად აქვს ფესვები გადგმული და, როგორც ჩანს,
ზამთარი ჯერ არ აპირებს უკან დახევას. ფანჯრებზე შემორჩენილ
მერცხლის ბუდეებსაც კიდევ დიდხანს მოუწევს პატრონების ლო-
დინი. თუმცა, ადრე თუ გვიან, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ჩიტე-
ბი დაუბრუნდებიან საკუთარ ბუდეებს, არადა შეუძლიათ სამუდა-
მოდ დარჩნენ იქ – ასე ხომ აღარასოდეს მოუწევთ სადმე გაფრე-
ნა გამოსაზამთრებლად. რა მოხდება, დაბრუნებულები ბუდეებმა
რომ არ მიიღონ? მაგრამ არა, შინიდან მრავალჯერ წასულ ფრინ-
ველებს ბუდეები მუდამ იბრუნებენ, ალბათ იმიტომ, რომ სიყვა-
რული იმდენივე შანსს იმსახურებს, რამდენადაც დიდია ის და
რამდენადაც დიდია სიყვარული, იმდენად დიდი დრო სჭირდება
მის წარსულად გადაქცევას. თვის ბოლოს აღარ მოუთოვია. იყო
დღეები, როცა მზემ გამოიხედა ღრუბლებიდან, თითქოს შეგვახ-
14 მკითხველთა ლიგა
სენებდა თავის არსებობას, ალაგ-ალაგ დარჩენილ თოვლსაც
მოავლებდა სხივებს და ისევ ღრუბლებში იმალებოდა. სამაგი-
ეროდ, თებერვალში წვიმიანმა და ქარიანმა ამინდებმა მოიმატა.
ხან დღეგამოშვებით, ხანაც საერთო ძალებით დაატყდებოდნენ
ხოლმე ქალაქს და ყველა კუთხე-კუნჭულს ავლებდნენ სველსა
და ცივ ხელებს.
– მძულს ზამთარი. ეს თოვლიც მძულს. ეს სიცივეც. ყველაფე-
რი მძულს, რაც ზამთარს მოაქვს და ზამთარში ხდება.
– რა დაგიშავა ასეთი? – სიცილით, თუმცა გაკვირვებული მე-
კითხება ენდრიუ.
– მშვენივრად იცი, თავიდან მოყოლას არ ვაპირებ.
– ოდესმე ხომ მაინც უნდა დაივიწყო? წავიდა და აღარასოდეს
დაბრუნდება, ეგრე არ გამოვა, მთელი ცხოვრება წინ არის.
– მთელი ცხოვრება კი არა, ნახევარიც არ არის წინ, თუ ასეთი
ყინვები გაგრძელდა, უსათუოდ მომიღებს ბოლოს.
– შენი თმის პატრონს, სიცივის გეშინია? დათვივით ხარ, პი-
რიქით, უნდა გცხელოდეს. მე გეტყვი, რაც გიშველის: საყვარელი
ქალი გჭირდება, თბილი, ერთგული და მოსიყვარულე. ვერც კი
გაიგებ, ისე გავა ზამთარი და წარსულსაც დაივიწყებ. ამდენი გო-
გონაა შენ გარშემო, დავიჯერო, არავინ მოგწონს? სცადე, შენი რა
მიდის.
– არ მჭირდება სიყვარული და მსგავსი ამბები, მით უმეტეს,
ვეჭვობ, ვინმე ისეთი გამოჩნდეს, რომ ჩემი გაბედნიერება შეძ-
ლოს. ამის ისევე არ მჯერა, როგორც უცხოპლანეტელების არსე-
ბობის.
– გამოჩნდება ვინმე უცხოპლანეტელი გოგონა და მაგ აზრებს
შეგაცვლევინებს, გადაგარწმუნებს. დაანებე მონოგამიას თავი,
გააბედნიერე ვინმე და შენც ბედნიერი იქნები.
მაინც ჩემს აზრზე ვრჩებოდი: არ მჭირდება სიყვარული – მის
გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს. საათობით ვიკეტებოდი ოთახ-
15 მკითხველთა ლიგა
ში, სინათლეს ვაქრობდი, ვუსმენდი კლასიკას და ასე გამყავდა
დრო, უფრო სწორად, დროს გავყავდი მეორე დილამდე. ათასში
ერთხელ თუ წამომივლიდა, დავავლებდი ფუნჯს ან ფანქარს
ხელს და ვხატავდი. ხო, სულ გამომრჩა, თქვენთვის არ მითქვამს,
რომ მე ვხატავ! ეს ახალი ამბავი არ არის. არ მგონია, რომ კარ-
გად ვხატავ, მაგრამ ეს საქმე ერთადერთია, რომელიც საკუთარ
თავზე მეტად მიყვარს. კედლები სავსე მაქვს ჩემი თუ სხვისი ნა-
ხატებით, რომლებიც ნამდვილად არ გახლავთ ძვირად ღირებუ-
ლი ხელოვნების ნიმუშები, თუმცა მათი ერთობლიობა გარკვეულ
წესრიგს ქმნის. ამ ჰარმონიას მხოლოდ ოთახის კუთხეში მდგარ
მოლბერტზე ნახევრად შესრულებული ნახატი არღვევს, არა იმი-
ტომ, რომ უშნოდ დგას ან ხელს მიშლის, უბრალოდ, მისი ხატვა
გამიჭიანურდა, ვერა და ვერ დავასრულე და არც ის ვიცი, რა იქ-
ნება ნახატზე. ათასნაირად წარმოვიდგენ. ხან რას ვცვლი, ხან
რას, მაგრამ ვერ დავსვი ბოლო წერტილი, ზოგჯერ ისიც კი მგო-
ნია, რომ ამ ნახატით რაღაცას წინასწარვმეტყველებ, თუმცა მა-
ინც მჯერა, ოდესმე საწოლის მოპირდაპირე კედელზე ჩამოვკი-
დებ დასრულებულს და იმ ამოჩემებული წერტილის ნაცვლად,
მას მივაშტერდები ჩაძინებამდე.
ერთფეროვნებაში დრო მალე გადის. წინასწარ იცი, როგორი
იქნება ხვალინდელი დღე, არაფერი განსაკუთრებული არ მოხ-
დება. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ, როცა თვეები ემ-
სგავსება ერთმანეთს, ერთფეროვნებასაც სხვანაირად უყურებ
და ძალიან სწრაფად გადის დრო. უკან მიხედვისას მხოლოდ ის
მომენტი გახსენდება, რომელმაც შენს მოგონებებში ადგილის
დამკვიდრება შეძლო. ჩემს მოგონებებში ერთი ძალიან ლამაზი
გოგონაა, რომელსაც რესტორანში შევხვდი, ცოტა სასმელი დავ-
ლიეთ, ვიცეკვეთ და იქიდან გამოსულებმა ფეხით ვისეირნეთ. მას
შემდეგ სამი თვე გავიდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თით-
ქოს სულ ახლახან იყო, ამიტომაც ვყვები ჩემს ამბავს ასე მოკ-
16 მკითხველთა ლიგა
ლედ. დარწმუნებული ვარ, რაღაც შეიცვლება, მაგრამ არ ვიცი
როგორ – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
დღეს საღამოს ტომს შევხვდი. რამდენიმე კათხა ლუდი ჰქონ-
და დალეული და, ჩემგან განსხვავებით, შესანიშნავ ხასიათზე
იყო. დაჟინებით მთხოვდა უგუნებობის მიზეზის ახსნას, მაგრამ
არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა, როცა თავადაც არ ვიცო-
დი, რატომ ვიყავი ასე.
– იან, გილოცავ ორშაბათს, მოდი, აღვნიშნოთ, – მეუბნება
ტომი. ვერ მივხვდი მისი სიტყვების მნიშვნელობას და გაურკვე-
ველი გამომეტყველებით მივაშტერდი. – ვხუმრობ, ვცდილობ,
კარგ ხასიათზე დაგაყენო. – ტომმა ხელკავი გამომდო და დასა-
ლევად წავედით.
– დავლიოთ, ტომ, ოღონდ ისე ნუ ვიზამთ, რომ ალკოჰოლის
სუნით ავყროლდეთ.
– რა მნიშვნელობა აქვს, შენ მაინც ორი ჭიქა გყოფნის იმის-
თვის, რომ საშინლად დათვრე და აღორძინების ეპოქაზე დაიწყო
ლაპარაკი. როცა საშინლად მთვრალი ხარ, მომაკვდავ მარატს
ემსგავსები ხოლმე, – თქვა ტომმა და ახარხარდა.
– რას ერჩი ასეთ საუბარს, შენც ხომ გიყვარს?
– მიყვარს, ნამდვილად მიყვარს, – მპასუხობს და მერე ჩუმდე-
ბა.
დასალევად მივდივართ.
ცოტა ხანში ჩემ გარშემო ყველაფერი დატრიალდა. ვცდი-
ლობ, გახსნილი ქამარი ისე შევიკრა, რომ არაფერს წამოვდო
ფეხი და სახით არ დავენარცხო. აქეთ-იქით ვიყურები და ჩემკენ
მომართულ უამრავ ღიმილიან მზერას ვხედავ. მიკვირს. განსა-
კუთრებით ახალგაზრდა გოგონები მიღიმიან. "ალბათ მოვეწო-
ნე". ვიღიმი. მთვრალსაც არ მტოვებს ნარცისიზმი და ვცდილობ,
ფხიზლის გამომეტყველება მივიღო. ალკოჰოლისგან ვერ ვიც-
ლები. მერე კი ჩემ გარშემო შეკრებილი ადამიანების სილუეტები
17 მკითხველთა ლიგა
თითქოს თანდათან იდღაბნება – ნეგატივს ემსგავსება. ახლა ისი-
ნი მომჩერებიან, მაგრამ მათ სახეზე ვერაფერს ვკითხულობ, უც-
ნაურად ლამაზია სახის გარეშე ადამიანი. სახლამდე ძლივს მივე-
დი და ოთახში ბარბაცით შევედი. დედა ლოცულობდა. სათვალის
ზემოდან გამომხედა და მკაცრი ტონით მკითხა:
– მთვრალი ხარ, იან?
– სულ ორი ჭიქა დავლიე.
– მეტი არც გჭირდება, – მპასუხობს და ლოცვას აგრძელებს.
აღარაფერი მითქვამს. ჩემს ოთახში შესვლა დავაპირე, მაგრამ
ისევ მომესმა მისი ხმა:
– იან, იმედი მაქვს, ქამარი სახლში შემოსვლისას გაიხსენი და
მთელი გზა ასე არ გივლია.
მრცხვენია. პასუხს ვერ ვუბრუნებ. ოთახში შევდივარ და სა-
წოლზე ტანსაცმლით ვწვები. ვფიქრობ: რა მარტივია წლების
ერთ სიტყვაში – "არაფერი" – ჩატევა! როცა გეკითხებიან, თუ რა
ხდებოდა ამ დროის განმავლობაში შენს ცხოვრებაში, ჩვეულებ-
რივად ვპასუხობ, რომ არაფერი და ეს არაფერი კითხვისთვის თა-
ვის არიდების მცდელობა კი არა, ჭეშმარიტად არაფერია. ასეთია
ჩემი ცხოვრების ბოლო ერთი წელიწადი და ამ დროის განმავ-
ლობაში არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, თუ არ ჩავ-
თვლით იმ ნახატებს, რომლებიც დავასრულე და რომელთაც სა-
პატიო ადგილი დაიკავეს ჩემი ოთახის კედლებზე, მაგრამ ამაზე
ლაპარაკი არ მიყვარს. შეუძლებელია, ვინმეს ნახატი აღუწერო,
მოუყვე – უთხრა, ასეთი და ასეთიაო, ის უნდა ნახო. მხატვრის
სულში ჩახედვას მხოლოდ ასე შეძლებ, მაგრამ ეს რამდენადაც
საინტერესოა, იმდენად საშიშიც არის, რადგან იქ შეიძლება...
მხატვრის სიკვდილი დაგხვდეს.
"თქვენ გიფიქრიათ სიკვდილზე?" – ვეკითხები საზოგადოდ
არავის და კონკრეტულად საკუთარ თავს. მე მიფიქრია ამაზე და
თუ თქვენ არა, ოდესმე მაინც იფიქრებთ ცნობისმოყვარეობის ან
18 მკითხველთა ლიგა
ეგოიზმის გამო. მაგალითისთვის, ვყოფილვარ გულნატკენი, გა-
ნაწყენებული და ამ დროს მსურდა, ჩემი სიკვდილით მარადიული
სინანულისთვის გამეწირა ის ადამიანი, ვინც მაწყენინა. შეიძლე-
ბა მონატრებამ, ბრაზმა, იმედგაცრუებამ ან მსგავსმა გრძნობებ-
მა გაფიქრებინოს ამეებზე. ამ დროს ადამიანის ხორცი ხდება მი-
სივე ქოხი, რომელშიც ცხოვრობს მოზრდილი ფრჩხილებითა და
თმით, ტკივილებით, რომლებიც თვალებიდან იწყებენ მის მოხ-
რჩობას: დააბრმავებენ, რეალობის დანახვის უნარს ართმევენ
და მერე საკუთარ ოცნებებს გამოკიდებული ადამიანი, როგორც
თევზი ანკესზე, ისე ფართხალებს და ნაპირს ეძებს.
შემდეგ ვერთქმული სიტყვები იწყებს მოხრჩობას. ყელთან
მოსული ბგერები სასულესთან გუბდება და გულზე ისე ადგება
ადამიანს, არც წყლის დალევა შველის და არც ამოხველება.
მერე დააყრუებენ, რომ ვერ გაიგონონ სხვისი ნათქვამი, შემ-
წყნარებელი საუბარი, ოდნავ მაინც რომ დაწყნარდეს გული, ოდ-
ნავ მაინც რომ არ იგრძნოს მარტოობა.
შეიძლება, მთელი ცხოვრება ეძებდე საკუთარ თავს და ის შენ-
ში კი არა, სრულიად სხვა ადამიანში იყოს, ადამიანში, რომელიც
სრულიად არ გგავს, მაგრამ რომ შემოგხედავს, მის თვალებში
ამოიკითხავ: ჩემო თავო, როგორ შეცვლილხარ, რას დაემსგავ-
სე, ნუთუ ასეთი დაგტოვე, რომ წლების მერე სხვანაირი მე მეპო-
ვა? ვისაც მიატოვებ, ანდა დატოვებ, თუ დაბრუნდი, ისეთი აღარა-
სოდეს დაგხვდება, როგორიც გსურდა, რომ გენახა და განა, სა-
კუთარი თავი გამონაკლისია? არა, პირველი სწორედ ის კარგავს
ჩვეულ იერსა და ქცევებს.
– შენთვის ნაცნობია ეს გრძნობა, მილენა? არ მინდა, ასე
იყოს, – ვუთხარი ერთხელ ჩემს მეგობარ გოგონას.
– არ ვიცი, იან. მე, უბრალოდ, შენთან ყოფნა მინდა, მინდა,
გიყვარდე და მიყვარდე, გამუდმებით გეხუტებოდე.

19 მკითხველთა ლიგა
– ამას მხოლოდ სურვილი არ ჰყოფნის. არ მინდა, შენ ან ვინ-
მეს გული ვატკინო, არ მინდა, ვინმე მიყვარდეს, მით უმეტეს, ვინ-
მემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ბედნიერი ვიყო, რადგან ყველა-
ფერი სხვაგვარად რომ წარიმართოს, ეს მომკლავს, უნდა გამი-
გო, – უკან ვიხევდი, არადა მისი შეხების წყურვილი მკლავდა, მი-
სი თოვლივით თეთრი მუხლებისა და... წითელი ტუჩების, რომე-
ლიც მჭიდროდ მოეკუმა და ვხვდებოდი, რომ ახლა მილენას ბა-
გეებს მხოლოდ ჩემი კოცნა თუ გახსნიდა; მისი ჭაობისფერი თვა-
ლები სამუდამოდ მასში დატოვებას მიქადდა.
– იქნებ, უბრალოდ, ვიმეგობროთ, მილენა? არ მინდა, გატკი-
ნო...
– იმდენსაც ვერ ხვდები, რომ უკვე მტკენ? – აკანკალებული
ხმით მეკითხება.
– არასოდეს მომიცია შენთვის იმედი და არც არაფერს დაგპი-
რებივარ.
– იქნებ ვერც კი ხვდები, ისე აჩენ იმედებს, მაგრამ ის ნამდვი-
ლად იცი, როგორ უნდა მოკლა ისინი, იან. მთელი გულით გისურ-
ვებ ბედნიერებას და იქნები კიდეც. მშვიდობით. – ამბობს და
მტოვებს. ასე მარტოსულად არასოდეს მიგრძნია თავი. ფანჯრი-
დან ვიყურები. უკვე ზამთარია, დრო ნელა გადის, თუმცა გამოდა-
რების მოლოდინში დეკემბერმა და იანვარმა ისე სწრაფად გაირ-
ბინა, თითქოს პოლარულმა ექსპრესმა ჩამოიქროლა და თოვლი
და ყინვა თან გაიყოლაო. თებერვალი კი არასოდეს ყოფილა ასე-
თი თბილი. დიდი ხანია ის დავიწყების ფერებიც აღარ გამოჩენი-
ლან. საწოლზე ვწვები, კალენდარზე ოცდაერთი თებერვალია,
ერთ ამოჩემებულ წერტილს მივშტერებივარ. თვალებს ვხუჭავ,
მაგრამ წინათგრძნობა არ მასვენებს, რაღაც მოხდება, მაგრამ არ
ვიცი ცუდი თუ კარგი, ნეტავ მალე გათენდეს...

20 მკითხველთა ლიგა
***
ადამიანები არ ვიმსახურებთ იმედგაცრუებას,
ადამიანები უარესს ვიმსახურებთ.
ტრანსპორტიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და გზა ფე-
ხით გავაგრძელე. იდეალური თუ არა, კარგი მეხსიერება მაქვს,
შემიძლია გავიხსენო რომელ წელს, რომელ რიცხვში, რომელ
დღეს, რომელ საათსა და რომელ წუთზე რა გავაკეთე, რა გააკე-
თა ან რა მითხრა ვინმემ. მახსოვს, შარშან ამ დროსაც ასე მოვი-
ქეცი – ტრანსპორტიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი. მაში-
ნაც ხუთის ოცდახუთი წუთი იყო. იმ დღეს ძალიან ციოდა, დღეს
კი მზეა. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, ზურგჩანთა ერთი
მხრიდან მეორეზე გადავიტანე და გზა გავაგრძელე. ჯერ კიდევ
მაწუხებდა წინა ღამის წინათგრძნობა, რომ რაღაც უნდა მომხდა-
რიყო. გზაჯვარედინზე ისე გავიარე, გვერდზე არ გამიხედავს. გა-
ურკვეველ ხასიათზე ვიყავი – არც იქით, არც აქეთ. ერთ პატარა
დეტალს შეეძლო რომელიმე მხარეს გადავეყვანე: ან გამხარე-
ბოდა, ან მწყენოდა რამე. ქუჩის ბოლოს მარჯვნივ შევუხვიე და
უცნობ პარკთან აღმოვჩნდი. აქ არასოდეს ვყოფილვარ და ამდე-
ნად, რაღაც ახლის მოლოდინით შევედი და იქვე პირველივე
სკამზე ჩამოვჯექი, ზურგჩანთა გვერდით დავიდე, კიდევ ერთ სი-
გარეტს მოვუკიდე და საინტერესოს აღმოჩენის იმედით, გარემო
შევათვალიერე. ჩემი შავი თვალებიდან ყველაფერს ფერადად
ვხედავდი! ვფიქრობდი ჩიტებზე, ჭიანჭველებზე, ერთ კათხა
ლუდზე, სახლზე, დაუმთავრებელ ნახატზე, ვფიქრობდი ყველა-
ფერზე, რასაც შეიძლება, ადამიანის გონება მისწვდეს. ზუსტად
არ მახსოვს, რამდენი დრო გავატარე სკამზე. ის იყო, ადგომა და
წასვლა დავაპირე, რომ... გამოჩნდა. სიარულის უცნაური მანერა
ჰქონდა, თუმცა მომეწონა. მოდიოდა და ზუსტად ისე იღიმოდა,
როგორც მე ვიღიმი ვინმე საინტერესოს დანახვისას. სამსაფეხუ-
რიანი კიბე ერთი ნაბიჯით ამოირბინა და პირდაპირ ჩემ წინ დად-
21 მკითხველთა ლიგა
გა. ისეთი სახით შევხედე, სახეზე ალბათ "რამე ხომ არ დავაშავე"
მეწერა. მშვიდი, აუღელვებელი, ძალიან ნაზი, მაგრამ გოგონას-
თვის შეუფერებელი ხმა ჰქონდა. ლაპარაკი ისე დაიწყო, გამარ-
ჯობაც არ უთქვამს:
– როგორ ფიქრობ, რა ფერი აქვს დავიწყებას?
– ალბათ ბრჭყვიალა, – ოდნავ გაკვირვებული, თუმცა საკუ-
თარ პასუხში დარწმუნებული ხმით ვუპასუხე.
– გმადლობ.
– რისთვის? – კიდევ უფრო მეტი გაკვირვება გამომეხატა სა-
ხეზე.
– ბრჭყვიალა პასუხისთვის, – მითხრა მან, შეტრიალდა და წა-
ვიდა.
წასვლის ნაცვლად კიდევ ერთი საათი გავატარე ამ უცხო ად-
გილას, ამჯერად უცნაურ გოგონაზე ფიქრში. ყოველთვის მომ-
წონდა მაღალი, კლასიკურად ჩაცმული, მაღალქუსლიან ფეხსაც-
მელში გამოწყობილი გოგონები, ეს კი არაფრით ჰგავდა ჩემს
იდეალს. ჰგავდა კი არა, რადიკალურად განსხვავდებოდა მის-
გან. უკვე ღამე იყო, მთავარ ქუჩაზე რომ გამოვედი და სახლში წა-
ვედი. თავი მანქანის მინას მივადე, ვათვალიერებდი ხეებს, რომ-
ლებიც ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში პატარები იყვნენ. შინ რო-
გორც კი მივედი, პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე. არც ტანსაც-
მელი გამიხდია, არც მიჭამია, ისე მივეგდე საწოლზე. ოთახში დე-
და შემოვიდა:
– იან, არ გშია?
– არ მშია, შეგიძლია, წყალი დამალევინო?
დედა გავიდა და წყლით სავსე ჭიქა შემომიტანა. სულმოუთ-
ქმელად გამოვცალე და ისევ საწოლზე მივწექი:
– რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარ? – შუბლზე ხელი დამადო და
მაკოცა.

22 მკითხველთა ლიგა
– კარგად ვარ, უბრალოდ, ძალიან დავიღალე სასწავლებელ-
ში, – დავუბრუნე პასუხი და კედლისკენ გადავბრუნდი.
არ ვიცოდი, რა მჭირდა – ვერ მოვისვენე. ტანსაცმელი გავი-
ხადე და მოლბერტს მივუჯექი. ნახატზე რამდენიმე შტრიხი დავი-
ტანე, ახლა იმაზე მეტად ვიყავი გაურკვეველ ხასიათზე, ვიდრე იმ
უცნაურ გოგონას გადავეყრებოდი. ვცდილობდი, რამე მომეძებ-
ნა, რაც ყურადღებას გადამატანინებდა, მაგრამ ყველაფერი უინ-
ტერესო მეჩვენებოდა. რასაც ხელს მოვკიდებდი, მხოლოდ მასზე
ფიქრი მიღვივებდა ინტერესს. ვინ იყო, საიდან მოვიდა, რატომ
მოვიდა? თავი მსგავსი კითხვებით მევსებოდა და თითქოს უცნაუ-
რად ვპატარავდებოდი ამაზე ფიქრით. საწოლი არ გამიშლია, ისე
დავწექი და დაძინება ვცადე. ვხვდებოდი, აზრი არ ჰქონდა იმაზე
ფიქრს, ვინ იყო, იმასაც ვხვდებოდი, რომ ადამიანები ასე უბრა-
ლოდ არ ჩნდებიან. დამთხვევების ისედაც არ მჯეროდა, ახლა
მით უმეტეს, აღარ... ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტ
როლს ითამაშებდა... ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
მეორე დილით ადრე ავდექი, მხოლოდ შარვალი ჩავიცვი და
აივანზე გავედი. ციოდა. ერთიანად ავკანკალდი, ოთახში შემო-
ვედი და წასასვლელად მოვემზადე. ქუჩაში ჩემს ძველ მეგობარს
– ჯენის შევხვდი. მახსოვს, წლების წინ ვუყვარდი. ისე ვუყვარდი,
რომ... კატა ჰყავდა და ჩემი სახელი დაარქვა, არადა მისი თან-
დასწრებით არასოდეს მიკნავლია და არც კრუტუნი დამიწყია,
ეგეც რომ არა, ის კატა თეთრი იყო, მე კი შავგვრემანი ვარ, თან
თვალის ფერითაც განვსხვავდებოდით. ერთხელ ვკითხე:
– მომწონს, ჩემი სახელი რომ დაარქვი, თუმცა, ვერ ვხვდები,
რატომ, – ჯერ გამიცინა, უცნაურად თეთრი კბილები ჰქონდა, თმა
ყურს უკან გადაიწია და მიპასუხა:
– მომწონს, იანის დაძახებაზე რომ მოდის.
ჩემი თავისებურებების გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არა-
ფერი გამოვიდა. ჯენი მალევე მიხვდა, რომ არ ვაპირებდი, მეგობ-
23 მკითხველთა ლიგა
რობის გარდა, მასთან რამე ურთიერთობა მქონოდა, თუმცა ეს
მეგობრობაც თავისებურად არ იქნებოდა ისეთი, როგორიც უნდა
ყოფილიყო, რადგან ვიცოდი, მას ვუყვარდი და სამუდამოდ იქნე-
ბოდა ჩვენ შორის დისტანცია. ბოლოს ორი წლის წინ, თექვსმეტ
მარტს, საღამოს ცხრის ოცდახუთ წუთზე ვნახე, მას შემდეგ დიდი
დრო გავიდა. ახლა უფრო გაზრდილა. ყოველთვის მომწონდა მი-
სი ლურჯი თვალები, გამუდმებით აქეთ-იქით რომ აცეცებდა, გე-
გონება, თვალებში ზღვა უდგას და ღელავსო. მოვიკითხეთ ერ-
თმანეთი, მითხრა, ჩემს ცხოვრებაში ახალი მამაკაცია, რომელიც
თავდავიწყებით მიყვარს და ისიც ყურებამდე შეყვარებულია ჩემ-
ზეო. არ დავუჯერე, შეიძლება ეგოისტი ვარ და იმიტომ. როგორ
შეიძლება, ორი წლის წინ სხვა გყვარებოდა თავდავიწყებით და
ახლა სხვა გიყვარდეს.
– ბედნიერებას გისურვებ, ჯენი, – ვუთხარი ბოლოს.
– შენც, იან! თუ ჯერ ისევ არ გჯერა მაგის? – ოდნავ დამცინავი
ხმით დამიბრუნა პასუხი.
ხმა არ გამიცია, ისე გავეცალე. ავიარე აღმართი და სასწავ-
ლებლის ეზოში შევედი, მივესალმე მისტერ გრანტს. მოხუცს ისევ
დასაუთოებელი პერანგი ეცვა, სალამზე თავის დაკვრით მიპასუ-
ხა და ისე გამომაყოლა თვალი, აშკარაა, რომ დიდად გულზე არ
ვეხატები. ტომს ველოდებოდი, ის ყოველთვის ხუთი წუთით აგ-
ვიანებს ხოლმე, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ხუთ წუთს! დღე-
საც მისთვის დამახასიათებელი "პუნქტუალურობით" ცხრის ხუთ
წუთზე გამოჩნდა. იცინოდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით
გადავეხვიეთ ერთმანეთს და შენობაში შევედით.
– მეჩვენება, რომ რაღაც უცნაური ხარ, რამე მოხდა?
– არაფერი განსაკუთრებული, გუშინ ერთი გოგონა გავიცანი,
უფრო სწორად, სულ რამდენიმე წამით ვესაუბრე. უცნაური რა-
ღაც მკითხა და მას მერე მასზე ვფიქრობ. არ გვინდა ამაზე საუბა-
რი. დღეს ქალბატონი "თუნუქის ქილა" კითხულობს სემინარს, სა-
24 მკითხველთა ლიგა
ინტერესო იქნება, – მოკლედ მოვუჭერი ტომს და მეტი კითხვა
რომ აღარ დაესვა, რამდენიმე ნაბიჯით გავუსწარი, თუმცა მთელი
დღის განმავლობაში ცდილობდა, ჩემი უცნაური მდგომარეობის
მიზეზის გაგებას.
შუადღით ენდრიუს შევხვდი, ყავა დავლიეთ. მკითხა, ნახატის
საქმე როგორ მიდის, როდის ასრულებო. ვერ ვიტან ამ კითხვას,
ამ დროს არ ვიცი, როგორ ვუპასუხო. მგონია, რომ არც დამიწყია
და რომელ დასრულებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ვუპასუხე, წინ მი-
ვიწევ-მეთქი და ამ თემას მეტად აღარც დავბრუნებივართ. საღა-
მომდე ერთად ვიყავით. მასთან ყოფნისას იმაზე მეტს ვეწევი,
ვიდრე მინდა, ამიტომ სულ ვცდილობ, მალევე გავეცალო, სიგა-
რეტი ჯიბეში ისე ღრმად მივმალო, რომ თუ მოწევა მომინდება,
მოძებნა გამიჭირდეს. ენდრიუსგან პირდაპირ სახლში წავედი,
მაგიდაზე წერილი დამხვდა. ანნა მწერდა, რომ ის და მამა მეორე
სახლში რჩებოდნენ. გამიხარდა, დღეს შინ მარტო ვიქნები-მეთ-
ქი, თუმცა ჩემი ოთახიდან, ფაქტობრივად, არ გამოვსულვარ. ჩა-
ისთვის წყალი ავადუღე. სამზარეულოში ტრიალი დიდად არ მე-
ხერხება, ამიტომ ჩაის მომზადებისას ხელი დავიწვი. ოთახში შე-
ვედი და სავარძელში ჩავჯექი. ისევ იმ უცნაურ გოგონაზე დავფიქ-
რდი. ვცდილობდი, გონებაში აღმედგინა, როგორი იყო, სახის
როგორი ნაკვთები ჰქონდა, თმა, ტანი... ყველაფერი ხელახლა
წარმოვიდგინე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შევძელი მისი
სრულყოფილების დანახვა. ოთახს უკვე მთვარის შუქი ანათებდა,
სავარძლიდან რომ წამოვდექი და ფარდა გადავწიე. მიყვარს,
ჩაბნელებული ოთახის ფანჯრიდან ყურება. უცებ ისეთმა შიშმა და
სევდამ შემიპყრო, რომელსაც ნამდვილად არ ველოდი: მას ვე-
ღარასოდეს ვნახავ! თავს ვსაყვედურობდი, სახელი მაინც გეკით-
ხა-მეთქი. დილის ექვს საათამდე ვფხიზლობდი და ბოლოს სა-
ვარძელში ჩამეძინა. შუადღე იყო, რომ გამეღვიძა. ავდექი, ხელ-
პირი დავიბანე და გადავწყვიტე, ისევ იმ პარკში წავსულიყავი, სა-
25 მკითხველთა ლიგა
დაც უცნობ გოგონას შევხვდი. იქ სიცარიელე დამხვდა. იმის იმე-
დად, რომ გამოჩნდებოდა, გვიანობამდე დავრჩი. საშინლად
მომშივდა, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა შიმშილი მაწუხებდა:
მინდოდა, იმდენ ხანს ვყოფილიყავი იმ უცნაურ გოგონასთან, სა-
ნამ საბოლოოდ არ მოვიკლავდი მასთან ყოფნის სურვილს. სა-
ღამოს რვის თექვსმეტ წუთზე გამოჩნდა, შორიდანვე შევამჩნიე,
მივხვდი, რომ ჩემკენ მოდიოდა, მაქსიმალურად მოვიწესრიგე
თავი მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ამოვიღე სიგარეტი,
მოვუკიდე, თავი ავწიე და ის უკვე ჩემ წინ იდგა.
– სიცივე რა ფერია? – მკითხა.
– მუქი ლურჯი, – დაუფიქრებლად ვუპასუხე.
– ვერ ვიტან სიცივეს!
– მეც სითბო მიყვარს, თავად ცივი ვარ.
– გინდა, ზრუნავდე და ათბობდე, თუ ზრუნავდეს და გათბობ-
დეს?
– მზე იყოს, მე მზესუმზირა ვიქნები.
– შენ მზე არ გყავს?
– არ მყავს.
– მე თვალებში მყავდნენ და დამიპატარავდნენ. მზეებს მოფ-
რთხილება სჭირდებათ, მაგრამ ვიღაც არ უფრთხილდება, ვიღაც
ვერც ამჩნევს... მერე პატარავდებიან და ბოლოს სულაც ქრებიან.
– მე ვუფრთხილდებოდი, მაგრამ გაქრა.
– თვალებში მზეებს, თუ შენს მზეს?
– ჩემსას.
– ესე იგი, ნამდვილად შენი მზე არ ყოფილა, თუ ნამდვილად
შენი იყო, შენ გარეშე არ ჰქონდა ყოფნის უფლება, ვერც შეძლებ-
და, ეგეთები არ ხდება.
მზე არასოდეს მყოლია, თუმცა იყო პლანეტა, რომელსაც, უბ-
რალოდ, არ გაუმართლა და წავიდა. მას შემდეგ მეც აღარ მჯერა
ჩემი ბედნიერების. რამდენი ქალი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,
26 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ყველასთან დავამთავრე ურთიერთობა. აღარ ვიკარებ,
ახლოს არ ვუშვებ არავის, ვინც შეიძლება შემიყვარდეს. შეიძლე-
ბა ვინმემ იფიქროს, რომ იდიოტივით ვიქცევი და არც ვუსაყვედუ-
რებ, უბრალოდ, ეს ჩემი არჩევანია, გადაწყვეტილებაა, რწმენაა.
არ ვარ წარსულზე დამოკიდებული ადამიანი, მაგრამ მიმაჩნია,
რომ წარსული მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც განსაზ-
ღვრავს მომავალს.
ერთხანს ჩუმად ვიყავით, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა; არ ვი-
ცოდი, მას რამე თუ ჰქონდა სათქმელი. უხერხული სიჩუმე იყო,
მაგრამ მომწონდა. მინდოდა, ამ სიჩუმეში მომესწრო მისი თავი-
სებურებებისა და ქცევების დამახსოვრება. ცოტა ხნის შემდეგ
ისევ მან დაიწყო:
– გინდა, სული შეგიბერო?
– რისთვის? – ვკითხე ოდნავ გაკვირვებულმა. ეტყობა, ეს გაკ-
ვირვება აშკარად გამოიხატა ჩემს სახეზე, მიხვდა, რომ ვერ გავი-
აზრე, რის თქმას ცდილობდა.
– რა ვიცი, იქნებ გტკივა? – ოდნავ დაბნეულმა და დამორცხვე-
ბულმა მკითხა.
– დავუძმაკაცდი ტკივილს, – მოკლედ მოვუჭერი. ამ პასუხით
მისთვის აშკარა გახდა, რომ ამ თემაზე საუბარი არ მომწონდა,
ყველანაირად ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას და საუბარი
სხვა თემაზე გადამქონდა.
– როგორ ფიქრობ, გაგვივლის?
– ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანი მჭირდება, აი, ადამიანი-სიმ-
შვიდე, მაგრამ მეშინია, რომ ვატკენ.
– ახლა ერთი რამის თქმა შემიძლია: თუ უბრალოდ ჩახუტება
მოგინდება, იქნებ შევძლო და პატარა სითბო მოგცე. მე არ შემიყ-
ვარდები და ვერც მატკენ.
– შენ ძალიან კარგი ხარ, – ვუთხარი და ისევ გავჩუმდი. ისიც
ჩუმად იყო, თვალებით მეუბნებოდა, რომ არ სურდა, ზედმეტი
27 მკითხველთა ლიგა
კითხვებისგან დავეღალე, თუმცა ჩემი თვალები ისე მიშტერე-
ბოდნენ მის მხრებს, ადვილი მისახვედრი იყო ჩემი პასუხის შინა-
არსი, რომელიც "საერთოდ არ მღლი"-ს ნიშნავდა.
– უნდა წავიდე, – მითხრა და შეტრიალდა.
– მოიცადე! მე არ ვიცი, რა გქვია.
გაჩერდა, ჩემკენ შემობრუნდა. ერთმანეთს თვალებში ვუყუ-
რებდით და იმ ენაზე ვსაუბრობდით, რომელიც მხოლოდ ჩვენ
ორს გვესმოდა. ვუყურებდით ერთმანეთს და ვხვდებოდით, რომ
დიალოგი შედგა. გამიღიმა და დაბალ ხმაზე, ისე თითქოს სურდა,
არავის გაეგონა, მითხრა:
– სანი. შენ კი იანი ხარ.
– მომავალ შეხვედრამდე, სანი.

***
იმას, რასაც ვგრძნობდი, უცნაურობის არაფერი ეტყობოდა.
ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი იყო, იმდენად კარგი და განსხვავე-
ბული, რომ საკუთარ თავში გამომკეტა და გასაქცევს არსაით მი-
ტოვებდა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მაგრამ სანი თავი-
სი უეცარი გამოჩენით, რაღაც განსხვავებულს მპირდებოდა.
პარკიდან წამოსული პირველივე ბარში შევედი. კუთხეში დავჯე-
ქი და ერთი კათხა ლუდი მოვითხოვე. არ მინდოდა სანისთან დამ-
შვიდობება. ვსვამდი ლუდს და თან მლაშე საკვებივით ვაყოლებ-
დი ჩემსავე სიტყვებს "მომავალ შეხვედრამდე, სანი", "მომავალ
შეხვედრამდე"... ისევ დამეუფლა შიში, რომ ვეღარასოდეს ვნა-
ხავდი. ეს არ იყო ჩემი სტილი, არ მახასიათებს ადამიანებზე იმ-
დენად დამოკიდებულება, რომ წასვლისას მათი გაშვება ვერ შევ-
ძლო.
შინ დაბრუნება ასე არასოდეს დამიგვიანია. შუაღამის სამის
თორმეტ წუთზე მივედი, დედა მელოდებოდა, საშინლად მკაც-
28 მკითხველთა ლიგა
რად, ნერვიული ხმით მკითხა, აქამდე სად იყავიო, ოთახიდან კი
მამაჩემის ჩხუბი მესმოდა. ტყუილის თქმა არ მიყვარს, თუმცა
იდეალურად გამომდის. სიმართლე ვთქვი, ლუდის დასალევად
ვიყავი ბარში-მეთქი. დედას გაუკვირდა, თანაც იმდენად, რომ
კითხვებით მეტად აღარ შევუწუხებივარ. საწოლი გაშლილი დამ-
ხვდა, მაგრამ დაწოლის ნაცვლად კედლებიდან ნახატების ჩა-
მოხსნა და მათთვის ადგილის შეცვლა დავიწყე. ასე მაშინ ვიქცე-
ვი, როცა სრულ გაურკვევლობაში ვარ. მერე ფარდები ბოლომდე
გადავწიე, ოთახი მთვარის შუქს რომ გაენათებინა და იატაკზე წა-
მოვწექი. ჩემს ოთახში ხის იატაკია, ფიცრებს შორის ღრიჭეები-
დან სიცივე ამოდიოდა და ზურგს მიწვავდა, მაგრამ არ გავნძრე-
ულვარ. ჩამეძინა და უცნაური სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, თით-
ქოს ჩარჩოში ჩასმული ნახატი ვიყავი და ერთ-ერთ გამოფენაზე
ყველაზე მიყრუებულ კედელზე ვეკიდე, ადამიანები მიმოდიოდ-
ნენ ჩემ წინ, თუმცა არავინ გაჩერებულა, მხოლოდ ერთმა გოგო-
ნამ შემამჩნია, ჯერ შორიდან მიყურებდა, შემდეგ უფრო ახლოს
მოვიდა, ბოლოს კი მთლად ჩემ წინ დადგა. დიდხანს მიყურა,
ცდილობდა, ჩემი იქ ყოფნის აზრი ამოეხსნა და ამით ჩარჩოები-
დან მათავისუფლებდა. სწორედ ამ დროს გამეღვიძა, საშინლად
მტკიოდა ძვლები და კისერი. ოთახიდან გამოვვარდი, საკუჭნაო-
ში შევედი და ჩაქუჩი მოვძებნე, მერე ოთახში დავბრუნდი, სათი-
თაოდ ჩამოვხსენი კედლიდან ნახატები და ჩარჩოებიდან ამოვი-
ღე. სავარძელში გადავწექი და ერთხანს ასე ვიყავი. მაცივარში
მამაჩემის დაყენებული კონიაკი მეგულებოდა. სამზარეულოში
გავედი, კონიაკს ცოტაოდენი წყალი გავურიე, ოთახში დავბრუნ-
დი, კოლოფიდან ბოლო ღერი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
ოთახი კვამლში გაეხვია. ხველა ამიტყდა, კონიაკი მივაყოლე,
თუმცა უფრო გამიმწარა ყელი, ფანჯარაში გავყავი თავი და ამო-
ვახველე, ცოტაოდენი სისხლი ამოჰყვა, საშინლად წითელი იყო,
სულმა წამძლია, ფუნჯი ამეღო, სისხლში ამომევლო და კედელ-
29 მკითხველთა ლიგა
თან მდგარ დაუსრულებელ ნახატზე რამე დეტალი მიმემატებინა.
ვერ გავრისკე, არ მინდოდა რამე გამეფუჭებინა. კონიაკი ბო-
ლომდე ჩავცალე და ხველებით ჩავირბინე ხის კიბე. მანამდე დე-
და გავაფრთხილე, შინ გვიან მოვალ-მეთქი და სანის ნახვის იმე-
დით, ნაცნობი პარკისკენ გავეშურე. ზამთრის ბოლო დღე იყო,
საშინლად ციოდა, თითქოს ბოლო ძალებს ერთიანად იკრებს თე-
ბერვალიო, ძვლებში ისე ატანდა სიცივე. ვიცოდი, ასეთ ცივ დი-
ლას სანი პარკში არ დამხვდებოდა, თუმცა შორიდანვე მაინც შე-
ვათვალიერე იქაურობა. არავინ იყო. ვგრძნობდი, ახლა როგორ
გამათბობდა მისი გამოჩენა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადა-
ვედი და ბარში დავჯექი, ჭიქა წყალი მოვითხოვე და იმაზე დავ-
ფიქრდი, რა მინდოდა სანისგან. საკუთარ თავს საკმარისად კარ-
გად ვიცნობ და შემეძლო მეთქვა, რომ არ შემიყვარდება-მეთქი.
ასეც იყო, მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, თანაც ჩვენ შორის
რაღაც უძირო უფსკრული იდგა, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ამ
უფსკრულის პირას მხოლოდ ჩვენ ორნი ვიდექით და სხვა არა-
ვინ, თუმცა, რაც უნდა ყოფილიყო და რამდენადაც უნდა დავეშო-
რებინეთ ამ უზარმაზარ ნაპრალს ერთმანეთისგან, მაინც პირის-
პირ ვიდექით. მე სანი არ შემიყვარდება, პირველივე შესაძლებ-
ლობისას ვეტყვი ამას, თუმცა არც ის შემიძლია, ასე უბრალოდ
გავუშვა. ამდენი ხნის მერე გამოჩნდა ვიღაც, ვინც ამაღლებულზე
დამაფიქრა. სანი ჩემზე უკეთესი მხატვარი იყო, ის, უბრალოდ,
თავისი გამოჩენითა და უცნაური კითხვებით ახერხებდა ჩემი შავ-
თეთრი ცხოვრების, მისი ყველა კადრისა და დეტალის გაფერა-
დებას. თავსხმა წვიმა წამოვიდა. ბარის ფანჯრიდან ქუჩის მეორე
მხარეს სანი დავინახე. შუა ქუჩაში იდგა. არ ვიცი, რამდენი ხანია,
რაც ასე იდგა და საკუთარ თავზე გავბრაზდი, უფრო ადრე რომ
ვერ შევამჩნიე. ქურთუკს ხელი დავავლე, ბარიდან გავვარდი და
ქუჩა გადავირბინე. შორიდანვე დავუძახე, მაგრამ არ გაუგონია –

30 მკითხველთა ლიგა
წვიმის ხმა ფარავდა ყველაფერს, ის კი იდგა და სახე შეეშვირა
წვეთებისთვის. კიდევ დავუძახე: – სანი!
გაიგონა. ჩემკენ მოტრიალდა. მთლად სველი ვიყავი, მისკენ
წავედი, ძლიერად ჩავკიდე ხელი და გავიქეცი. წინააღმდეგობის
გაწევა არც უფიქრია – გამომყვა. მივრბოდი და მაგრად მეჭირა
სანის ხელი, იმწამს ვერაფერი დაგვაშორებდა. პარკში შევირბი-
ნე და ისეთი ადგილი მოვნახე, სადაც წვიმა არ აღწევდა.
– სანი, შენ შეიძლება გაცივდე, – მოვითქვი სული.
– იან, რა ჰქვია იმას, ადამიანი უცნაურად რომ მიგინდობს, მი-
გიჩვევს, მოგიშინაურებს და მერე წავა?
– შეიძლება იმას, რომ უნდა, ენატრებოდე, ან გენატრებოდეს.
მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ დაბრუნდება.
– არა, ბოროტება ჰქვია ამას.
– არ ვიცი, სანი. შესაძლებელია, ასე მოექცე ადამიანს?
– კი, შესაძლებელია. მეტყვი, როგორ ხარ?
– დავიღალე, სანი.
– როცა იღლები, ორი გზა გრჩება: ან უნდა აიტანო, ან დანებ-
დე. რომელი სჯობს?
– ოდესმე მაინც დანებდები, ალბათ.
– გთხოვ, ახლა არა და არც მალე. რაღაცნაირია ეს ყველაფე-
რი, ალბათ მოგონილსა და აბსურდს ჰგავს: საიდანღაც ჩნდება
გოგონა, მოდის შენთან, რამდენჯერმე რაღაცა გეკითხება და ახ-
ლა გეუბნება, არ დანებდეო.
– მაინც ძვირფასია, როცა ამას მეუბნები, სანი.
– არ მინდა, ეს ყველაფერი მოგონილი გეგონოს.
– მთავარი ის არ არის, რა გვგონია, მთავარია, რა ვიცით.
– იან, მითხარი, რა იცი ჩემზე? რას ფიქრობ უცებ გამოჩენილ
გოგოზე, რომელიც გთხოვს, არ დანებდეო.

31 მკითხველთა ლიგა
– რამეს უნდა ვფიქრობდე? – ვცდილობდი, ყველაფერი, რაც
ამ დღეების განმავლობაში მიფიქრია, სადღაც გულის სიღრმეში
მიმეჩქმალა.
– გასაგებია, – საშინლად ნაწყენი ხმით დამიბრუნა პასუხი.
– არასწორად გამიგე, სანი. შენ ძალიან კარგი ხარ, მე ახლა
მხოლოდ ეს ვიცი და მიხარია, რომ უკვე ამდენი რამ ვიცი შენზე.
...და შენ რას ფიქრობ ჩემზე?
– ვფიქრობ, რომ შენს თვალებში მეთევზეები არიან, რომლე-
ბიც ოქროს თევზებს ხელებით იჭერენ და მერე ისევ უკან, ზღვაში
აბრუნებენ... უსურვილებოდ.
– იმაზე რას ფიქრობ, რომ ადამიანთან ყოფნა სიყვარულის
გარეშე შემიძლია? მე მჯერა სულიერი ძაფების არსებობის.
– მეც მჯერა ამის, იან, თუმცა არ შემიძლია, სიყვარულის გა-
რეშე ვიყო ადამიანთან. შენ გაქვს პლუსი, მე – არა, რა უნდა
ვქნა?
– სანი, შენ ან იპოვი შენს სიყვარულს, ან მე დამემსგავსები, –
საშინელებას ვგრძნობდი, როცა ამ სიტყვებს ვეუბნებოდი, თუმცა
მაინც ბოლომდე ვუთხარი, რისი თქმაც მინდოდა.
შემეძლო, დაუსრულებლად მეცქირა, მაგრამ არ მეკოცნა მი-
სი ტუჩებისთვის და რაც უფრო ვითმენდი, მით მეტად მსიამოვნებ-
და მათი ყურება. ყველაზე დიდ სიგიჟეს პირველ კოცნამდე რამ-
დენიმე წამით ადრე განიცდი, ამ დროს გული ისე გიცემს, გგონია,
ღმერთსაც კი ესმის. თითები ნერვიულად ავათამაშე, თითებს
მუხლები აჰყვა, თითქოს გაქცევას აპირებენო. სანი დიდი ყავის-
ფერი თვალებით მომჩერებოდა. ჩუმად ვიდექით. ყურებს მატკი-
ვებდა ეს სიჩუმე.
– რა ფერი იყო ჩვენი საუბარი?
ჯიბიდან იისფერი ცხვირსახოცი ამოვიღე და მაჯაზე შევაბნიე.
მიხვდა, რაც ვიგულისხმე და გამიღიმა, ზუსტად ისე, როგორც
პირველად, როცა გამოჩნდა.
32 მკითხველთა ლიგა
– რას ეძებ ადამიანებში? – მკითხა.
– დარჩენის მიზეზს.
– და რა გიშლის ხელს ამაში?
– თვითონ ადამიანი.
– ჩვენ, ყველანი, რაღაც მისიით ვიბადებით და ერთმანეთის
ცხოვრებაშიც რაღაც მისიით მოვდივართ, წასვლასაც მისია აქვს,
ნებისმიერი მოსვლა-წასვლა გვიტოვებს რაღაც მნიშვნელოვანს,
რაც საჭიროა სამომავლოდ. შეიძლება, მე მხოლოდ ის მისია
მაქვს, რომ შენ ცხოვრების რაღაც მუსიკა მოგასმენინო.
– მუსიკა ისედაც შეიძლება მოვისმინო. შენ ალბათ ის მისია
გაქვს, რასაც ვერც სხვა და ვერც მე რომ ვერ შევძლებთ.
– მგონია, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მიცნობს,
თვალის ფერზე, სუნზე მიცნობს... დარჩება ჩემთან და აღარასო-
დეს წავა.
– ეს ძალიან გამახარებს, სანი. მინდა, რომ არანორმალურად
ბედნიერი იყო.
– მე ისიც მგონია, რომ ასეთი ადამიანი შენთანაც გამოჩნდება
და იცნობ.
– არა, სანი, მე არ ვარ ბედნიერებისთვის გაჩენილი, არც არა-
სოდეს შემიყვარდება ვინმე. ვიცი, რომ ვატკენ და ამის მეშინია.
მე მარტო უნდა ვიყო, შენ კი ძალიან ბედნიერი იქნები, უბრა-
ლოდ, ხანდახან მაინც, ერთად მოვუსმინოთ არარსებული მდინა-
რეების ხმაურს.
გავჩუმდით. ორივე დარწმუნებულები ვიყავით საკუთარი სიტ-
ყვების სიმართლეში. ვერც კი შევამჩნიეთ, რომ ამასობაში წვიმა
შეწყდა და ახლა ის სასიამოვნო სუნი იდგა, ნაწვიმარზე მიწას
რომ ასდის ხოლმე. უსიტყვოდ დავშორდით ერთმანეთს. მოვდი-
ოდი, ღრმად ვსუნთქავდი და ვფიქრობდი... ისიც კი არ გვით-
ქვამს, კიდევ როდის შევხვდებოდით. ეს ისევ პარკში იქნებოდა,
მაგრამ როდის? ყოველდღიურ მოთხოვნილებად მექცა მისი ნახ-
33 მკითხველთა ლიგა
ვა, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ არ უნდა შემყვარებოდა. ის
ელოდებოდა ადამიანს, რომელიც დაინახავდა, იცნობდა და შე-
იყვარებდა, მე კი შეიძლება, ტკივილი მიმეყენებინა მისთვის. ის
ამას ვერ გადაიტანდა. ვიგრძენი, როგორ დამეუფლა ზიზღის
გრძნობა საკუთარი თავისადმი. არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი,
არ უნდა ჩამოვსულიყავი ორი გაჩერებით ადრე და არც იმ პარკში
არ უნდა შევსულიყავი. "აუტანელი სიყვარული იცი", – დედა მე-
უბნება ხოლმე, როცა ჩასახუტებლად დავდევ, ამიტომაც არის,
რომ ერთმა სიტყვამაც, ერთმა პატარა გულისტკენამაც კი შეიძ-
ლება, ბოლო მომიღოს... ამიტომ ვიქეცი ასეთად, არადა, ვინ
იცის, იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა. რამდენჯერ გავიფიქრე:
ნეტავ, მეც ისევე ვფიქრობდე, როგორც სანი-მეთქი, მაგრამ მა-
შინვე უკუვაგდე ეს აზრი. ძალიან ემოციური და შესაბამისად, სუს-
ტი ვარ. საშიშია ჩემი ჩამონგრევა ჩემთვისაც და მათთვისაც, ვინც
ჩემი ნანგრევების ქვეშ მოყვება. კოჭებამდე გუბეში გავტოპე და
მასში ჩახედვა ვცადე – არ ავირეკლე. არ ვიცოდი, რას ვგრძნობ-
დი სანის მიმართ, ეგეც რომ არა, ის ვიღაცას ელოდება, ვინც მო-
ვა, იცნობს და სამუდამოდ დარჩება მასთან, მე კი ვერ ვიცანი, ან
რომელ ცნობაზეა ლაპარაკი, ორჯერ ისე ვნახე, სახელიც კი არ
ვიცოდი. რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ მასზე არ მეფიქრა. მის-
თვის არც მიკოცნია, ამიტომ ღალატად არ ჩამეთვლებოდა, თუ
ვინმეს ვნახავდი და გულს გადავაყოლებდი.
სახლს სამი შესახვევით გავცდი და ქვაფენილს ავუყევი. უკვე
კარგად ბნელოდა, როცა ჰარიეტის კარზე დავაკაკუნე. ეს გოგო-
ნა ჩემი ძველი ნაცნობი იყო. წარსულში მასთან ერთად ბევრი სი-
გიჟე მქონდა გაკეთებული და ახლაც ამიტომ მივედი, თუმცა ფე-
ხები და გული უკან მრჩებოდა. ვეღარაფერს შევცვლიდი – უკვე
კარზე დავაკაკუნე. კარი თმაგაშლილმა ჰარიეტმა გამიღო. წითე-
ლი ღამის პერანგი ეცვა და თმა წელამდე ჩამოშლოდა. ბოლოს

34 მკითხველთა ლიგა
გასული წლის ცხრამეტ სექტემბერს ვნახე და ამიტომ ჩემი დანახ-
ვა ღამის თერთმეტის ნახევარზე, ძალიან გაუკვირდა:
– იან, შენ ხარ? ასეთ დროს აქ რას აკეთებ? – მკითხა.
– შეიძლება, შემოვიდე? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. კარი
გამიღო.
ოთახში საშინლად ბნელოდა, დივანზე ჩამოვჯექი. ჰარიეტმა
ჩაიდანი დადგა ჩაის ასადუღებლად, მერე ჩემ პირდაპირ დაჯდა
და მკითხა:
– იქნებ მიპასუხო, ასეთ დროს აქ რას აკეთებ?
– მთლად სახარბიელოდ ვერ გამოვიყურები, ალბათ...
– შეგატყვე, – არ დამამთავრებინა სათქმელი.
მასთან ყოფნის სურვილი გამიქრა, მივხვდი, სრულიად აღარ
იწვევდა ჩემში ინტერესს. ახლა ჩემი მიზანი აბსოლუტურად აღარ
იყო ჰარიეტთან ღამის გატარება, გულით, გონებით სანისთან ვი-
ყავი. ჰარიეტმა მაშინვე იგრძნო ჩემს სიახლოვეს სხვა ქალი და
გვერდით მომიჯდა, მეფერებოდა, მკოცნიდა. გაქვავებული ვიჯე-
ქი და ხმას არ ვიღებდი, უცებ წამოვდექი და ვუთხარი, ამისთვის
არ მოვსულვარ-მეთქი და გარეთ გავვარდი. ქვაფენილზე მივ-
რბოდი, ისევ წამოვიდა წვიმა. შინ მივედი. დედას ისევ ეღვიძა.
სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე და დავწექი. მაკანკალებდა,
თვალწინ კი სანი მედგა. ცხოვრებაში პირველად, ამდენი წლის
შემდეგ მომინდა, ქალის გვერდით ვწოლილიყავი, ჩავხუტებოდი
არა ვნებით, არამედ გრძნობით. საბანი ამოვიკეცე და გადავ-
ბრუნდი.
– მშვიდი ღამე, იან.
– მშვიდი ღამე, – დავუბრუნე პასუხი დედას.

35 მკითხველთა ლიგა
***
სასწავლებელში სიარულს გადავეჩვიე, აღარც ვხატავდი, ვე-
ღარც მეგობრებისთვის ვიცლიდი. მთელ დროს საკუთარ თავთან
ვატარებდი, არავინ მყავდა მასზე უკეთესი მოსაუბრე, იდეალურ
რჩევებს მაძლევდა, ხანდახან მარტოც მტოვებდა, თუმცა, ყო-
ველთვის, როცა ბრუნდებოდა, საყვედურის გარეშე ვიბრუნებდი.
მარტის შუა რიცხვებამდე ისე გადიოდა ყოველი დღე, რომ ერთი
დასამახსოვრებელი მომენტიც კი არ ყოფილა. სასწავლებელი,
სახლი, მეცადინეობა, კითხვა, ძილი, სასწავლებელი და ასე გა-
დიოდა დრო. თექვსმეტ მარტს ჩემთან ტომი მოვიდა, სიგარეტი
მთხოვა, მთლიანი კოლოფი მივაწოდე, თუმცა მასში ერთი ღე-
რიც არ ყოფილა. ცარიელი კოლოფი ურნაში მოისროლა და
მკითხა, რა გჭირსო:
– არაფერი, – ვუპასუხე.
– იან, წლებია, გიცნობ და ასეთი არასოდეს ყოფილხარ. შენს
თავს რაღაც ხდება და არ მელაპარაკები. საწყენია, თუმცა ჯერ იმ
დონემდე არ მისულხარ, რომ მაწყენინო. მომიყევი, რა ხდება.
– არაფერიც არ ხდება, ტომ, – გავიმეორე.
ტომმა ძლიერად ჩამავლო ხელი კისერში და ერთი-ორჯერ შე-
მაჯანჯღარა.
– არ მომწონხარ ასეთი, იან. ან ახლავე მომიყვები, რა ხდება,
ან, უბრალოდ, მაგრად გცემ. მერე კი ნამდვილად გექნება მოსა-
ყოლი, როგორ გაგიმეტა საუკეთესო მეგობარმა.
– ერთი გოგონაა... გახსოვს, რომ მოგიყევი, მოვიდა და რამ-
დენიმე კითხვა დამისვა-მეთქი? რაღაც განსაკუთრებული აქვს.
ვიცი, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, ისიც ვიცი, რომ მალე გადა-
მივლის. უბრალოდ, შეძლო და ბევრ რამეზე დამაფიქრა მისმა
სიძლიერემ, აი, ისეთია, შეგიძლია, დასვა და შენს ცხოვრებაზე
ელაპარაკო, მერე სხვების ცხოვრებაზეც და მერე საერთოდ
ცხოვრებაზე, მაგრამ არ ვიცი, ტომ, მართლა არ ვიცი...
36 მკითხველთა ლიგა
– იან, მგონი, შეყვარებული ხარ.
– არა, ტომ, მის მიმართ სიყვარულს ნამდვილად არ ვგრძნობ.
არ ვიცი, რას ვგრძნობ, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. ამ სიტ-
ყვას იმდენად დაუკარგეს ფასი, ხანდახან მგონია, რაღაც მასზე
ძლიერი უნდა მოვიფიქროთ. უბრალოდ, მის ბედნიერებაზე ვფიქ-
რობ, განა შეიძლება, ასეთი ადამიანი ბედნიერი არ იყოს?
– არ ვიცი, როგორია, ისიც არ ვიცი, რა გირჩიო, ხომ იცი, ძა-
ლიან მიყვარხარ, ჩემო ბიჭო. დაივიწყე თუ შეძლებ და თუ ოდეს-
მე მაინც მის გვერდით აღმოჩნდები და თუ ერთად იქნებით, არა-
სოდეს მოუყვე, რას ფიქრობდი და როგორი იყავი მაშინ, როცა
ერთმანეთს ასე შორიდან იცნობდით.
– კარგი, ტომ, მაგრამ, რატომ არ უნდა მოვუყვე? – ვკითხე.
– ასე აჯობებს, დამიჯერე. ვიცი, ტყუილის თქმა არ გიყვარს და
თუ მაინც გკითხა რამე, უბრალოდ, თავი აარიდე ამ კითხვას.
დავპირდი, ასე მოვიქცევი-მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რატომ,
თუმცა მეგობრის მჯეროდა და ვიცი, ამას უსაფუძვლოდ არ მეტ-
ყოდა. კათხა ლუდზე დავპატიჟე და სასწავლებლის მოპირდაპი-
რედ ბარში გადავედით. ტომი მხატვრობაზე ლაპარაკობდა. ხასი-
ათზე არ ვიყავი, თუმცა ახლა ეს თემა სასაუბროდ იდეალური
იყო, რაღაც განსხვავებულზე უნდა მეფიქრა. ორი კვირაა, სანი
არ მინახავს და მასთან არ მილაპარაკია.
სეზანი ტომის საყვარელი მხატვარია. ერთი კათხა ლუდის
შემდეგ მასზე დაიწყო ლაპარაკი. ჰყვებოდა, როგორ დააკავშირა
ერთმანეთს იმპრესიონიზმი და კუბიზმი და ალბათ არც გაჩერდე-
ბოდა, უცებ რომ არ წამომეყვირა:
– ტომ, იმპრესიონიზმი ეს მე ვარ!
ისტერიკული სიცილი აუტყდა.
– ხა-ხა-ხა, ქურდი ხარ, იან, ქურდი. ეგ სიტყვები დალის ეკუთ-
ვნის და ეგეც რომ არა, ის ამბობდა: – სიურრეალიზმი ეს მე ვარ,
შენ კი ჩვეულებრივი ქურდი ხარ, ხა-ხა-ხა...
37 მკითხველთა ლიგა
– ვიცი, რასაც ამბობდა დალი, შენგან განსხვავებით, მე კარგი
გემოვნება მაქვს მხატვრობაში, – მწარე სარკაზმის მოშველიე-
ბით შევძელი ტომის გაჩუმება. ბოლოს მითხრა:
– წავიდეთ, სახლამდე მიგაცილებ.
ბარიდან გამოვედით და გადავწყვიტეთ, ფეხით გაგვესეირნა.
ტომს მოსწონდა ჩემთან ერთად ფეხით სიარული, ხელი გადამ-
ხვია, მე ჯიბეში ჩავიწყვე ხელები და ასე მივდიოდით. ენა არ გაგ-
ვიჩერებია, ყველაფერს მივედ-მოვედეთ, ვცდილობდით, მოგვეს-
წრო და ყველაფერზე გველაპარაკა. ჩემს სახლთან გავჩერდით,
ტომი ისე გადამეხვია, ცოტაც და, ძვლებს დამიმტვრევდა.
– მიყვარხარ, იან.
– მეც მიყვარხარ, მეგობარო.
სახლში ავედი, დედას საჭმლის გაცხელება ვთხოვე, ამასობა-
ში კი გამოვიცვალე. მერე მაგიდას მივუჯექი, ორი ლუკმა შევჭამე
და ავდექი. ჩემს ოთახში გავედი, წინსაფარი ჩამოვიკიდე, კარა-
დიდან საღებავები და პალიტრა გადმოვიღე, კუთხესთან მიდგმუ-
ლი მოლბერტი ოთახის ცენტრში გადმოვდგი, ზედმეტი სინათლე
რომ არ შემოსულიყო, ფარდები ჩამოვაფარე და მაღალ სკამზე
შემოვჯექი. ამ ნახატს ყოველთვის აკლდა რაღაც და ვიცოდი, რო-
ცა დავასრულებდი, მაშინაც დამაკლდებოდა რაღაც დეტალი.
სიგრძეში 20 დუიმი იქნებოდა, სიგანეში – 15. მისი ხატვა ორი
წლის წინ ვცადე, ისიც იმიტომ, რომ სიზმარში ვნახე, რაც უნდა
დამეხატა, მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, ვეღარ გამიხ-
სენებია, ზუსტად როგორი იყო, რა უნდა ყოფილიყო და ა.შ. ამი-
ტომ გამიგრძელდა ასე. თუმცა დღეს ისე მომინდა, ცოტათი მაინც
წავსულიყავი წინ, რომ მასტიხინი ავიღე და შავი საღებავის შეზა-
ვება დავიწყე. მიუხედავად იმისა, ვიცოდი, დედა ასეთ დროს არ
შემაწუხებდა, კარი მაინც ჩავკეტე – თავი დავიზღვიე. მსურდა,
ბოლომდე გავმხდარიყავი ნახატის ნაწილი – მასში მეცხოვრა.
ალბათ ერთ მხატვარს მაინც უფიქრია იმაზე, თუ რა იქნებოდა,
38 მკითხველთა ლიგა
თავისივე დახატულ ნახატში რომ გადასულიყო და საკუთარი თა-
ვი იქიდან დაეხატა. ახლა სწორედ ასე ვიყავი: ტილოს ფუნჯს ვუს-
ვამდი და თითქოს იქიდან ჩემი მეორე მე იმავეს აკეთებდა. მთე-
ლი შუადღე და საღამო ოთახში გავატარე. ყოველთვის, როცა რა-
ღაც ახალს ვქმნიდი, მიხაროდა – თითქოს პირველად ვხატავდი.
დედამ კარზე დამიკაკუნა, ლანგრით ძეხვი, პური და ალუბლის
წვენი შემომიტანა და გავიდა. წავიხემსე და ისევ მოლბერტს მი-
ვუჯექი. ვინ იცის, იქნებ ნახატსაც ისევე სურდა დამესრულებინა,
როგორც წლების წინ მე მინდოდა წელში გამართული მენახა სა-
კუთარი თავი იმ ჩამონგრევის შემდეგ. როცა მივხვდი, რომ იმაზე
მყარად ვიდექი მიწაზე, ვიდრე დედამიწის გულამდე ფესვებგად-
გმული ხე იდგა, სარკესთან მივედი და ჩავიხედე, თავიდან ბო-
ლომდე შევათვალიერე თავი და მივხვდი, რომ საკუთარი თავის-
თვის ბრძოლა ღირდა. მას შემდეგ, როცა ნახატს დავასრულებ,
სარკის მოპირდაპირე მხარეს ვკიდებ ხოლმე ისე, რომ მასში
მთლიანად ჩანდეს. შუაღამისას ხატვა დავასრულე. მოლბერტი
ისევ კუთხეში მივდგი და ფარდები გადავწიე. მოღრუბლული,
ბნელი ღამე იყო, თუმცა მხატვარს არც მოღრუბლულ ცაზე უჭირს
ვარსკვლავების დანახვა და შეთვალიერება. ჯიბეში სიგარეტის
კოლოფი მოვძებნე და ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე და მთე-
ლი ძალით მოვქაჩე, იქამდე ვეწეოდი, სანამ არ გამაბრუა. ნამწვი
ფანჯრიდან გადავაგდე და საწოლზე გულაღმა მივწექი. შორიდან
ბუს გაბმული კივილი ისმოდა, დაძინებაზე არც მიფიქრია, ჭერზე
ამოჩემებულ წერტილს მივაშტერდი, მერე თვალები დავხუჭე და
ბრჭყვიალები დავინახე, ბევრი ბრჭყვიალა! საწოლიდან გიჟივით
წამოვვარდი. დიდი ხანია, ისინი არ გამოჩენილან და მივხვდი,
ჩემი გონება და გული რაღაცას ან ვიღაცას ივიწყებდა.
– ღმერთო, სანი! – წამოვიყვირე.
ვეცადე, წარმომედგინა, მსურდა, გამეხსენებინა, როგორი
იყო, როგორი მანერები ჰქონდა ან როგორ უკიდებდა სიგარეტს,
39 მკითხველთა ლიგა
როგორ ურტყამდა ნაფაზს, როგორ მიღიმოდა და მიქნევდა
ხელს, როცა ერთმანეთს ვშორდებოდით. ადამიანები არასოდეს
უნდა დავივიწყოთ, რაც უნდა ჩაიდინონ, არც ცუდის და, მით უმე-
ტეს, არც კარგის გამო. მე კი მას ვივიწყებდი, ვინც ყველაფერზე
სხვაგვარად დამაფიქრა. როცა ჩემს ქვეცნობიერში სანის პორ-
ტრეტი დავხატე, ისევ საწოლზე მივწექი და თვალები დავხუჭე.
"ასე ბევრად უკეთესია", გავიფიქრე და ხვალინდელ დღეზე ფიქ-
რში ჩამეძინა.
როგორც ამბობენ, დღეები დღეებს მიჰყვებოდა, კვირები კვი-
რებს, თვეები თვეებს, სიცივე თანდათანობით იკლებდა და ასპა-
რეზს მზიან ამინდებს უთმობდა. თითქოს დღეები ერთმანეთს
ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო თბილი იქნებოდა. ჩემი ყოველ-
დღიურობა მეგობრების ნახვა, შინ საქმიანობა და ხატვა იყო,
თუმცა სანი ყოველდღე მახსენებდა თავს – ხან ვის სიტყვებში ან
ქცევაში ამოვიცნობდი, ხან ვისაში და მერე გარკვეული პერიოდი
მასზე ვფიქრობდი ხოლმე. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერ-
მე ვესტუმრე ჩვენს ნაცნობ ადგილს, თუმცა ერთხელაც აღარ შემ-
ხვედრია. სადღაც დროსა და სივრცეში ვცდებოდით ერთმანეთს.
ადრე თუ უბრალოდ ავდგებოდი, მივიდოდი და სანიც მხვდებო-
და, ახლა პირიქით იყო, ის წინათგრძნობა, რომ აუცილებლად
ვნახავდი, აღარ მქონდა. ამიტომ ისეთს ვიმახსოვრებდი, როგო-
რიც ბოლოს ვნახე. ბოლო შეხვედრის შემდეგ ერთხელაც არ მიც-
დია მისი ნახვა, მხოლოდ ამ ადგილს ვუბრუნდებოდი. ვფიქრობ-
დი, გული ვატკინე და საკუთარი თავისთვის ამდენის უფლება არ
უნდა მიმეცა.
მას შემდეგ, რაც სანი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, რაღაც
ძვირფასი ადგილი დაიკავა და მის დატოვებას არ აპირებდა. სანი
მომწონდა. არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან მომწონდა. ერთი წა-
მით მაინც რომ მეგრძნო მის მიმართ სიყვარული, დაუფიქრებ-

40 მკითხველთა ლიგა
ლად ჩავკიდებდი ხელს და მილიონჯერ გავუმეორებდი, რომ მიყ-
ვარს.
უკვე მაისის პირველი რიცხვები იყო. ექვსი მაისის ღამეს მძი-
ნარეს უცნაური ძახილი შემომესმა და გამეღვიძა. ძლივს გამო-
ვერკვიე და საათს დავხედე, ზუსტად ცხრა საათი იყო. ავდექი,
თუმცა ხმა მეტად არ გამიგონია. თხელი პერანგი ჩავიცვი და კი-
ბეზე ჩავირბინე. სწრაფად მივდიოდი, ამას სიარულიც აღარ ერ-
ქვა, უფრო მივრბოდი, ნაცნობ ქუჩაზე შევუხვიე და პარკში შევე-
დი. ათის ოცდაერთი წუთი იყო. კუთხეში სკამზე სანი იჯდა და სი-
გარეტს ეწეოდა. მივუახლოვდი. არ შემოუხედავს. მე პირდაპირ
დავიწყე:
– მომენატრე, მახსენდებოდი... მაგრამ მონატრება რომ გავი-
ხანგრძლივო, ხანდახან ასე ვაკეთებ ხოლმე, ლამაზი რაღაც
არის.
ამომხედა და აუღელვებლად მიპასუხა:
– იცი, მეც მახსენდებოდი.
– კი, ვიცი, სანი.
– საიდან იცი, იან?
– არ ვიცი, ვგრძნობდი.
– უცნაურია, ასე შეიძლება ბევრს ახსენდებოდე... მომიყევი,
როგორია ეგ გრძნობა.
– უცნაურად ჩვეულებრივია, ერთხელ ვიგრძენი და მივხვდი,
რომ შენ იყავი, კარგი იქნებოდა, რომ გეთქვა, მახსენდებოდიო.
– გაქრი და როდის მეთქვა?
– სანი, ასე შენც გაქრი.
– არა, მე გელოდებოდი, შენ კი დაგავიწყდა.
– თავს არ ვიმართლებ, არ მჩვევია, მაგრამ მართალი ხარ.
სანი მართალი იყო, მე გავქრი, მაგრამ სადღაც უნდა მეპოვა
სიმშვიდე. ადრეც ვთქვი, სულიერად ძლიერი არ ვარ-მეთქი. სანი
სულს მიფორიაქებდა, ზღვის სანაპიროზე ამოვარდნილ ქარს
41 მკითხველთა ლიგა
ჰგავდა და როცა მასთან ვიყავი, ზღვასავით ვღელავდი, მაგრამ
მაინც შეიძლებოდა სიმშვიდის პოვნა. ის ყველაზე კარგი რამ
იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს ხდებოდა, მისმა გამო-
ჩენამ ხატვასთან დამაბრუნა. ისე ხშირად არ ვხატავდი, როგორც
ადრე, მაგრამ, რაც იყო, სულ არაფერს ჯობდა. სანი არ იყო ჩემი
ინსპირაცია, მაგრამ ის ერთადერთი გახლდათ, ვისაც ჩემს ყვე-
ლა ნახატს ვაჩვენებდი.
– მეც მომნატრებიხარ, თურმე, – მითხრა მოულოდნელად.
არ ვიცი, რა ვიგრძენი, მაგრამ ამწუთას განცდილი ძალიან მა-
გარი რაღაც იყო. აქამდე მსგავსი არაფერი მომისმენია, ცაზე გა-
მოკიდებულ ვარსკვლავს ვგავდი, მოწყვეტამდე ცოტა რომ უკ-
ლია.
– სანი, სადმე სხვა პლანეტაზე წაგიყვანდი, სამუდამოდ.
– გამოგყვებოდი, – მიპასუხა.
– რატომღაც მინდა, ჩემი იყო, მაგრამ არა აქ, დედამიწაზე.
– საინტერესო სურვილია და რამ გააჩინა ის?
– არ ვიცი. საშინლად მინდა, სადმე სხვა პლანეტაზე შენთან
ერთად.
– ადამიანს უნდა იცნობდე, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდეს,
არა, იან?
– იქნებ საკმარისად ვიცნობთ ერთმანეთს? შენც ხომ თქვი, წა-
მოგყვებოდიო?
– კი და მარტო მე კი არ ვიქნებოდი შენი, პირიქითაც. არავინ
რომ არ არის და ერთმანეთის ხართ, ისეთი მაგარი არ მგონია,
როგორიც ის, რომ გარშემო სხვებიც არიან და მაინც ერთმანე-
თის ხართ.
– ძალიან მინდა გაქრობა და სადმე დიდი ხნით დაკარგვა.
– თუ გაქრები და მაინც მოგენატრები, შეძლებ ჩემს პოვნას, –
მითხრა და გამიღიმა.

42 მკითხველთა ლიგა
– დიდი ალბათობით, მომდევნო ღამეებს გავათენებ, სანი,
ამიტომ ვიცი, სადაც გიპოვო, – გავუღიმე.
– სად მიპოვი, იან? არც კი იცი, სად ვცხოვრობ.
– საკუთარ თავში, სანი. ჩემში გიპოვი.
– იან, შეგიძლია ხელი მომკიდო? მინდა, ჩაგეხუტო.
სანის ხელი მოვკიდე, ავაყენე და ძლიერად ჩავეხუტე. იმწამს
სადმე თუ არსებობდა კარი, რომელსაც სხვა პლანეტაზე გავყავ-
დი, ის ამ ჩახუტებაზე გადიოდა. რამდენიმე წუთი ვიყავით ასე,
გვესმოდა და ვგრძნობდით ერთმანეთის გულისცემას. ამ დროს
მითხრა, როცა მივხვდი, მსგავსი ტკივილები გვქონდა, მომინდა
სამუდამოდ ყოფილიყავი ჩემს ცხოვრებაშიო. მისი ხმა ჩემზე და-
მამშვიდებელივით და ანტიდეპრესანტივით მოქმედებდა, შემეძ-
ლო, საათობით მომესმინა და არ დავღლილიყავი. ერთმანეთს
გვიან დავშორდით. შინ შუაღამისას მოვედი და, როგორც ვუთხა-
რი, ის ღამე გავათენე. როგორი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას
სანისთან ერთად?!. სხვა რა დამრჩენოდა, ყურმილი ავიღე და სა-
ნის ნომერი ავკრიფე, დიდი ლოდინი არ დამჭირდა, ცოტა ხანში
მისი ხმა გავიგონე:
– ალო, გისმენთ.
– სანი, იანი ვარ. მინდოდა, მშვიდი ღამე მესურვებინა.
– გმადლობ, შენც ძილი ნებისა, – მიპასუხა.
– იქნებ შევძლოთ და ერთი ღამე ერთად გავატაროთ? უბრა-
ლოდ, ვილაპარაკოთ, თუნდაც თითო ჭიქა დავლიოთ, ასე უფრო
ბევრი რამის მოყოლას შევძლებთ ერთმანეთისთვის.
– კარგი იქნებოდა. ამ დღეებში დამირეკე და შევთანხმდეთ.
– დროებით, სანი.
– დროებით, – მითხრა და ყურმილი დაკიდა.
თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ეს დღე, დრო და წუთი სამუდა-
მოდ ჩამოეკიდა ჩემს მეხსიერებაში შესაფერის ადგილზე. წინ
მთელი კვირა იყო, ყველა დღე სხვანაირი ხალისით იწყებოდა.
43 მკითხველთა ლიგა
ლოდინი არ მიყვარს, უფრო სწორად, დამანგრეველად მოქმე-
დებს ჩემს ფსიქიკაზე, თუმცა არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ
დრო ასე უფრო ნელა გადის. ჩემთან პირიქითაა, როცა რაღაც
კარგს ველოდები, დაღამება გათენებას ვერ ასწრებს და პირი-
ქით. თაროდან ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპრების წიგნი
გადმოვიღე და კითხვა დავიწყე. უდარდელ დროში მაბრუნებს ეს
პატარა საოცარი ამბები და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის
დევებისა და ცხრათავიანი დრაკონის არსებობის უფრო მწამდა,
ვიდრე ჩემი ბედნიერების, იმ დღეს სხვანაირი ხალისით ვკითხუ-
ლობდი სამი ძმის ამბავს.
დილით უჰაერობამ გამაღვიძა, თავს ცუდად ვგრძნობდი, მა-
ღალი სიცხე მქონდა და მახველებდა. საწოლიდან წამოდგომა
ვერ შევძელი, თავბრუ მესხმოდა და გულისრევის შეგრძნება
მქონდა, მოკლედ, საშინლად ვიყავი გაცივებული. რა დროს ეს
იყო? თუმცა ეს სანის ნახვაში ხელს ვერ შემიშლიდა, მაინც ერთი
დღით გადავდე მასთან დაკავშირება და დედას ვთხოვე, ჟოლოს
ჩაი მოემზადებინა. დღის განმავლობაში ხუთი ჭიქა მაინც დავ-
ლიე და საღამოს უკვე კარგად ვიყავი, თუმცა მაინც მახველებდა.
ყურმილი ავიღე და სანის ტელეფონის ნომერი ავკრიფე.
– გისმენთ, – მიპასუხა და მისმა ხმამ კიდევ უფრო გამომაკე-
თა.
– იანი ვარ, ვერ შევძელი აქამდე დაკავშირება, გავცივდი და
თავს ცუდად ვგრძნობდი, ახლა შედარებით უკეთ ვარ. ვფიქრობ,
შევძლებ, გნახო.
– იქნებ ჯობია, ბოლომდე გამოკეთდე და მერე შევხვდეთ?
– არა, კარგად ვარ, მხოლოდ მახველებს და ოდნავ სისუსტეს
ვგრძნობ, მაგრამ პრობლემა არ არის, აუცილებლად უნდა გნა-
ხო.
– კარგი, – მითხრა სანიმ.

44 მკითხველთა ლიგა
შაბათი იყო, 14 მაისი, საღამოს ცხრის ორმოცდაოთხ წუთზე
უკვე შეხვედრის ადგილზე ვიყავი და სანის ველოდებოდი. ათის
ხუთ წუთზე გამოჩნდა, ვერ შემამჩნია, მოშორებით დაჯდა, ალბათ
იფიქრა, რომ ჯერ არ მოსულაო. ფეხაკრეფით მივეპარე და მივე-
სალმე. წამოდგა და გადამეხვია.
– მიხარია შენი დანახვა.
– მე კი მიხარია, რომ გიხარია.
ტრანსპორტში ავედით, სანიმ უკანა რიგში დაიკავა ადგილი,
მე გვერდით მივუჯექი. მესიამოვნა, უკანა ადგილი რომ აირჩია –
ეს პირველი მსგავსება იყო ჩვენ შორის. გზა ოც წუთს გაგრძელ-
და. ამ დროის განმავლობაში უამრავ რამეზე მოვასწარით საუბა-
რი. თერთმეტის ოცდაორ წუთზე სანი უკვე სახლის კარს აღებდა.
საშინლად მახველებდა, თავის შეკავებას ვცდილობდი, მაგრამ
ასე უფრო მახრჩობდა რაღაც. სახლში შესვლისთანავე სანიმ სამ-
ზარეულოს მიაშურა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
– ყავას დალევ?
– დავლევ.
ყავას ვერ ვიტან, არასოდეს დამილევია, მხოლოდ ჩაი და მეტი
არაფერი, მაგრამ იმ მომენტში სანის მოდუღებულ ყავაზე უარს
ნამდვილად ვერ ვიტყოდი. პირიქით, მივხვდი, ასეთი გემრიელი
არაფერი დამილევია, არ ვიცი, იქნებ ეს იმიტომ, რომ სანიმ მო-
ინდომა, ყავა გემრიელი გამოსულიყო. მთელი ღამე საუბარში
გავატარეთ. მომწონდა სანის სიცილი – ვხვდებოდი, ის ჩემი საყ-
ვარელი მელოდია ხდებოდა, რომლის დატრიალება და ხელახ-
ლა მოსმენა გამუდმებით შემეძლო. რომ ეცინა, რაც შეიძლება
მეტი სასაცილო ამბის მოყოლას ვცდილობდი. ხველა თავს არ
მანებებდა, თუმცა ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ჩემ პირდაპირ
იჯდა და ძალიან ბევრს მიყვებოდა საკუთარ თავზე. მასთან ყოფ-
ნა სიმშვიდეს მგვრიდა. მასთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც
თევზი წყალში და ჩიტი თავის ბუდეში. ვერც კი გავიგეთ, როგორ
45 მკითხველთა ლიგა
გახდა თორმეტი საათი. მითხრა, დაღლილი ვარ და დაძინება
მინდაო. სახლში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, ისიც ძალიან ვიწ-
რო და პატარა ორი ადამიანისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, დივან-
ზე მოვკალათებულიყავი. მითხრა, შეგვიძლია, დაძინებამდე ვი-
ლაპარაკოთო. თავთით დავუჯექი და ვუყურებდი. ოთახში ბნე-
ლოდა, თუმცა გარკვევით ჩანდა მისი სილუეტი, თვალები მიჭ-
რელდებოდა, ასე მეგონა, სანი ცა იყო და მის ფონზე ვარსკვლა-
ვები კაშკაშებდნენ.
– იცი, სანი, ასე მგონია, ცოტა ახლოს რომ მოვიდე შენთან,
ფრენასაც შევძლებ.
– იქნებ გგონია კი არა, ასეა? – მიპასუხა სანიმ.
უფრო ახლოს მოვიწიე, საწოლზე გვერდულად დავწექი, ასე
მის სახეს პირდაპირ ვხედავდი. არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდი, ძალი-
ან ლამაზი იყო. მხარზე ხელი გადავუსვი.
– მეშინია, სანი, – ვუთხარი.
– რისი?
– გაკოცო და შენში გაფრენა ვცადო. ეს ყველაფერი, აი, ეს
ყველაფერი ძალიან მაგარია, აუტანლად მაგარია, მაგრამ ჩამო-
ვარდნის მეშინია. იმის კი არა, რომ დავეცემი, ცასაც გავბზარავ
და მაგის.
– ყოველთვის ის უნდა გააკეთო, რაც გინდა, რაც მოსახდენია,
ისედაც მოხდება. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ხელი შევუწყოთ,
თორემ ხელს ვერასოდეს ვუშლით.
წამით მომეჩვენა, რომ სანი ჩემი გამოგონილი სილუეტი იყო
და არა რეალური, რომელიც საჩუქრად კი არა, ჩემი გადაწყვეტი-
ლების – სიყვარული არ მჭირდება – სასჯელად მომევლინა. ღა-
მის პირველის ოც წუთზე მე და ის ერთმანეთის პირისპირ ვიწე-
ქით. თვალებზე ხელი ამაფარა, მეც იმავეთი ვუპასუხე და ძალიან
ნაზად, თითქოს რაღაც ამოუცნობს ვეხებოდი, ქვედა ტუჩზე ვაკო-
ცე. ერთი წამი საუკუნედ მომეჩვენა. ასე თვალებზე ხელაფარებუ-
46 მკითხველთა ლიგა
ლები ვკოცნიდით ერთმანეთს და იმაზე მეტად ვხედავდით ერთი-
მეორის თვალებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში დავინა-
ხავდით. შემეძლო, გათენებამდე ასე ვყოფილიყავი. სპაზმური
ხველა ამიტყდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მახველებდა.
სანი წამოდგა და ჭიქით წყალი მომიტანა. ძალიან მწყუროდა,
თუმცა რამდენიმე ყლუპი მოვსვი. იმ მომენტში ერთ ჭიქა წყალს
კი არა, ადიდებულ მდინარეს არ შეეძლო ჩემთვის მისი თავი წა-
ერთმია. უცებ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ საშინლად მოვიწყინე. იგ-
რძნო და მკითხა. რა ხდებოდა.
– არ ვიცი, სანი. ასე მემართება ხოლმე. უცნაურად ვგრძნობ
თავს და ამ დროს ცუდი ვარ ხოლმე, – ვუპასუხე.
– რამე მოხდა?
– არაფერი, მემართება ხოლმე. იცი, ყველაზე ცუდი რა არის?
ყოველთვის ვამბობდი, რომ მთვარეს ვგავარ, უბრალოდ, ჩემი
ბნელი მხარე იშვიათად მაინც გამოდის ხოლმე სინათლეზე.
– მეც მაქვს ასეთი ბნელი მხარე.
– არ დამინახავს.
– უკეთესად რომ გამიცნობ, დაინახავ. ასეთ დროს თვალები
მიბნელდება და მარტივი შესამჩნევია.
არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, სანი იმ
ახდენილ სიზმარს ჰგავდა, რომელიც ჯერ არც კი დამსიზმრებო-
და. სახე მის კისერში ჩავმალე. ღრმად ვსუნთქავდი. მინდოდა,
მისი სუნი, რომელიღაც ნამცხვრის სურნელს რომ მაგონებდა,
სამუდამოდ დამხსომებოდა. ბევრს, ბევრს ვლაპარაკობდით, ხო-
ლო როცა აღარ ვიცოდით, რა გვეთქვა, ერთმანეთს ვკოცნიდით.
დრო შეუმჩნევლად გადიოდა, თენდებოდა. სანი ზურგით დაწვა
ჩემკენ და მშვიდი ღამე მისურვა. წელზე ხელები შემოვხვიე და
ჩემკენ მოვწიე, ისე მივიხუტე, თითქოს მინდოდა, ერთმანეთს
შევხორცებოდით, რომ ერთმანეთისგან წასვლის ყოველი მცდე-

47 მკითხველთა ლიგა
ლობა აუტანელი ტკივილის მომგვრელი ყოფილიყო. ...მერე ჩა-
მეძინა.
მზის შუქმა გამაღვიძა – თერთმეტი საათი ხდებოდა. მაგიდაზე
ყავა დამხვდა. სიგარეტს მოვუკიდე და კიდევ ერთი საათი სა-
უბარში გავიყვანეთ. სანი იჯდა და მასზე შეყვარებულ მამაკაცებ-
ზე მიყვებოდა. ერთმანეთს წარსულისგან დატოვებულ ტკივი-
ლებზე მოვუყევით, სიხარულზე ნაკლებად – ის არც ისე ბევრი
იყო, თუმცა ვხედავდი, როგორ უბრწყინავდა თვალები ზოგიერ-
თი ამბის მოსმენისას. წასვლის დროც დადგა. ძლიერად ჩავეხუ-
ტე, ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე:
– დროებით, სანი.
– დროებით, – მიპასუხა ღიმილით.
არ მინდოდა წასვლა, რომ შემძლებოდა, სამუდამოდ დავრჩე-
ბოდი მასთან, იმ პატარა სახლში. სანი ფანჯრიდან მიყურებდა.
ქუჩა გადავჭერი და ხელი დავუქნიე. სიამოვნებით დავხატავდი ამ
ყველაფერს. ვერ ვიტყვი, ბედნიერებას ვგრძნობდი-მეთქი, მაგ-
რამ სანი რაღაც ახალ გრძნობას აღვივებდა ჩვენ შორის.

***
გადავწყვიტე, ქალაქგარეთ, პაპისეულ სახლში წავსულიყავი.
სახლი ტყის პირას დგას, უფრო სწორად, ტყეში, ძველია და თით-
ქმის დანგრევის პირასაა. შესვლისთანავე იგრძნობა ნესტისა და
სიძველის სუნი, წლების წინ გაკრული შპალერი გაშავებული და
ალაგ-ალაგ ჩამოხეულია. კედლებზე ძველი ნოხები კიდია, ნო-
ხებზე წინაპრების სურათებია ჩამწკრივებული, მათ შორის, არა-
კანონიკური ხატებიც. ოთახის ერთ კუთხეში წიგნების კარადა
დგას, რომელშიც წიგნებია მეორე მსოფლიო ომზე. ჭერის ცენ-
ტრში მსხლის ფორმის ჭაღი, ოთახის საყრდენ ბოძზე კი ხის ძვე-
48 მკითხველთა ლიგა
ლი საათი კიდია. ეს უკანასკნელი მოპირდაპირე კედელზე ჩამო-
კიდებულ, ფერადკანიანი მოცეკვავე ქალის პლასტმასის ფიგუ-
რას მისჩერებია. ახლა ამ სახლის ეზოში ვარ, ეზოს მუხლამდე ბა-
ლახი მოსდებია. სახლს გვერდი ავუარე და იქით წავედი, საიდა-
ნაც ტყეში გასვლას შევძლებდი. ტყის სუნი ვიგრძენი, ახალი ნაწ-
ვიმარი იყო. პლედი მქონდა წამოღებული, გავშალე და წამოვწე-
ქი. ცას ვერ ვხედავდი – ხეების ტოტებს დაეფარა, ამიტომ თვა-
ლები დავხუჭე და თავი ვაიძულე, არაფერზე მეფიქრა. ვგრძნობ-
დი, როგორ სველდებოდა პლედი და უკვე ზურგზე ვგრძნობდი სი-
ცივეს. ამის მიუხედავად, რამდენიმე საათი გავატარე ასე და ამა-
სობაში მზეც ჩავიდა. სიცივემ მძლავრად მომიჭირა ხელი მუხ-
ლებზე. შინ დავბრუნდი, შეშის ღუმელი ავანთე და თბილად მოვ-
კალათდი, უზარმაზარ ოთახს ერთი ცვილის სანთელი ანათებდა.
ამ სანთელს მიშტერებულს, თითქოს უცებ თავში რაღაც გადამიტ-
რიალდა – ქალაქში დასაბრუნებლად გავემზადე. სწრაფად ჩავა-
ლაგე ნივთები და წამოვედი. სახლში მისვლისთანავე ტელეფო-
ნის ყურმილი ავიღე და სანის ნომერი ავკრიფე.
– გისმენთ, – მოისმა ნაცნობი ხმა.
– იანი ვარ, შეძლებ ჩემს ნახვას? თხუთმეტ წუთში ჩვენს ად-
გილზე ვიქნები.
– ყველაფერი რიგზეა?
– კი, – ვუპასუხე და ყურმილი დავკიდე.
თხუთმეტ წუთში პარკში ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი. რამდენიმე
წუთში სანიც გამოჩნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ადამიანს
მთელი გულით ელი, ის კი შენკენ მოდის, ზუსტად იცი, რომ შენ-
კენ მოდის და გიახლოვდება. როგორც კი ჩემ წინ აღმოჩნდა და
გამისწორდა... არც მისალმება, არც მოკითხვა, პირდაპირ ვუთ-
ხარი:
– შენ ხარ მზე!
– ალბათ გადამწვარი. ადრე ძალიან ვანათებდი, – მითხრა.
49 მკითხველთა ლიგა
– არა, ახლა სხვა პლანეტის მზე ხარ, ჩემი მზე ხარ, სანი.
– რატომ ხარ დარწმუნებული, რომ შევძლებ გაბრწყინებას?
– მე...… მე, უბრალოდ, ასე გადავწყვიტე.
– ვერ ვითმენ, რაღაც უნდა გაჩვენო, – მითხრა სანიმ.
ბავშვს რომ ეტყვი, შენთვის საჩუქარი მაქვსო და გაფართოე-
ბული თვალებით შემოგხედავს, ზუსტად ეგრე მივაშტერდი – ერ-
თდროულად მოლოდინით, ინტერესით, სიხარულითა და ბედ-
ნიერებით სავსე თვალებით. სანიმ ჩანთიდან პატარა უბის წიგნა-
კი ამოიღო, არ მოუცია, უბრალოდ, დამანახვა და გადაფურცლა
– დღიურს აკეთებდა ჩემთვის. თავისი ფოტოები ჩაუკრავს და ჩა-
ნაწერებიც გაუკეთებია. ვთხოვე, ეჩვენებინა, მაგრამ არაო, როცა
დავასრულებ, მაშინ მოგცემო. დავთანხმდი, სხვა გზა მაინც არ
მქონდა, სანი ჩემზე ნაკლებად ჯიუტი და პრინციპული როდი იყო.
– როცა არ ვიქნები, დაათვალიერებ და გაგახსენდები.
– სად არ იქნები? – ერთდროულად გაკვირვებითა და გაბრა-
ზებით ვკითხე.
– საერთოდ, – მიპასუხა.
ამაზე ფიქრი საერთოდ არ მინდოდა, ამიტომ შევეცადე, საუბა-
რი, რაც შეიძლება, მალე დამესრულებინა. სანი გვერდით დავის-
ვი, ხელი ხელზე მოვკიდე – ჩემს ხელს ჩაეხუტა. ასე უყვარდა, მე
კი მიყვარდა, როცა ის ამას აკეთებდა. ჩვენ ერთმანეთის ხსნა ვი-
ყავით, სანი და იანი, იანი და მზე, თუმცა ჩვენ შორის მაინც იყო
რაღაც, რაც ჩვენი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებ-
და: რაც მეტად ვცდილობდით ერთმანეთთან მისვლას, ის "რა-
ღაც" საპირისპირო მხარეს გვექაჩებოდა, მაგრამ იმდენი ძალა
მაინც შეგვწევდა, რომ იქ გავჩერებულიყავით, სადაც ვიყავით –
წინ თუ ვერ წავიდოდით, უკანაც არ დაგვეხია. სანის მზე დავარ-
ქვი, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ბნელი ცხოვრება გაანათა და კი-
დევ იმიტომ, რომ, რაც ის გამოჩნდა, ჩემმა სამყარომ მის გარშე-
მო დაიწყო ტრიალი. მზე მიყვარს, ის ერთადერთი იყო, რომელიც
50 მკითხველთა ლიგა
სითბოს იმეტებდა ჩემთვის და უცებ საიდანღაც გამოჩნდა ეს უც-
ნაური გოგონა, რომელიც მზესავით მოეფინა ჩემს ცხოვრებას და
სხვა რა უნდა დამერქმია მისთვის, თუ არა მზე?
მაისის შუა რიცხვები იყო, მიხაროდა ზაფხულის მოახლოება,
მიხაროდა და ერთი სული მქონდა, როდის გაივლიდა დარჩენი-
ლი ორი კვირა. ტომი შემეხმიანა, მითხრა, საქმე მაქვსო. შეხვედ-
რაზე შევთანხმდით. მანქანით გამომიარა, ქუჩის კუთხეში დავ-
ხვდი. მანქანაში რომ ჩავჯექი, მითხრა:
– იან, ერთ ადამიანთან უთანხმოება მაქვს, მინდა, გამომყვე.
თავი დავუქნიე და ტომმა მანქანა დაძრა. კონფლიქტური და
ჩხუბისთავი არ ვარ, პირიქით, მაქსიმალურად ვერიდები მსგავს
სიტუაციებს, მაგრამ ტომს უარს ვერ ვეტყოდი. სამი შესახვევის
შემდეგ, ერთ მიყრუებულ ქუჩაზე შეუხვია და ქვაფენილიან გზას
აუყვა, მანქანა პურის საცხობთან გააჩერა და გადმოვიდა, მეც
გადმოვედი. არ მომწონდა ეს სიტუაცია. ისეთი შეგრძნება მქონ-
და, თითქოს ტომი თავისი ნებით ადიოდა გილიოტინაზე და მე,
როგორც მისი თანამზრახველი, რომელმაც არ იცოდა, რა დააშა-
ვა თვითონ ან მეგობარმა, უკან მივყვებოდი. ქუჩის ბოლოს ძვე-
ლი, ნახევრად წაქცეული სახლი იდგა. დაახლოებით თორმეტი
ადამიანი გამოვიდა იქიდან. აუჩქარებლად მივდიოდით მათკენ.
ათი მეტრის გავლის შემდეგ ტომი გაჩერდა, ორი ნაბიჯით გავუს-
წარი, მოვტრიალდი და ვკითხე:
– რა ხდება, ამიხსნი?
– არაფერი ისეთი. დაველოდოთ, ჩამოვიდნენ.
არ ვიცი, ის ადამიანები, ამ შემთხვევაში, სტუმრები იყვნენ თუ
მასპინძლები, მაგრამ იმდენად დინჯად მოდიოდნენ, რომ დამღა-
ლა მათმა ყურებამ. სიგარეტი ამოვიღე და ტომს გავუწოდე, უარი
მითხრა. მოვუკიდე და ლამპიონთან ჩამოვჯექი. ჯგუფს ერთი მა-
ღალი ტიპი გამოეყო. შთაბეჭდილებას ტოვებდა, სხეული ძლივს

51 მკითხველთა ლიგა
მოაქვსო. ტომი მისკენ გაემართა, მეც წამოვდექი და გაყოლა და-
ვაპირე, მაგრამ გამაჩერა:
– იან, აქ დამელოდე. თუ რამეა, დაგიძახებ.
უკანა ჯიბეში დანა მოვსინჯე, ამოვიღე და სახელოში დავმალე.
ტომს თვალს არ ვაშორებდი, რამდენიმე წუთს ისაუბრეს. მერე
ტომმა დამიძახა. ქვაფენილი ავირბინე და უცნობს თავდაჯერებუ-
ლი და მკაცრი ტონით მივესალმე:
– გამარჯობა.
– გაუმარჯოს, – მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველაფერი ვთქვით
და მეტი აღარაფერი იყო საჭირო.
– იან, გაიცანი, ეს რომეროა. რომერო, ეს კი იანია, ვისზეც
გიყვებოდი.
უცნობმა, რომელიც ტომმა ეს წუთია, ვიღაც რომეროდ გამაც-
ნო, გამომცდელად გამომხედა, თავიდან ფეხებამდე შემათვა-
ლიერა და სიგარეტი მთხოვა. ისე მივაწოდე, ხმა არ გამიცია. ვე-
ლოდებოდი, რას იტყოდა. ისევ ტომმა განაგრძო:
– იან, რომერო ჩვენს ქალაქში საკმაოდ ცნობილი მხატვარია,
შენზე მოვუყევი და შენი გაცნობა მოისურვა.
მზად ვიყავი, ტომი იქვე დამეხრჩო. ხელი უკან წავიღე და მა-
ჯიდან დანა ისევ ჯიბეში ჩავიდე. ტომს უყვარდა მსგავსი ხუმრო-
ბები, თუმცა ამჯერად გადააჭარბა. იცოდა, ის ტიპი არ ვიყავი,
ვინც ვინმეს რამეს დაუშავებდა, მით უმეტეს, დანას დაარტყამდა,
ალბათ ამიტომაც ჩამაგდო მსგავს სიტუაციაში.
– მე და ტომი დიდი ხანია ვმეგობრობთ, – დაიწყო რომერომ.
– სასიამოვნოა, – გავაწყვეტინე სიტყვა.
– სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს, პირ-
ველად შენი ნახატი მასთან, სახლში ვნახე, მომეწონა და ავტო-
რის ვინაობა ვკითხე. მას შემდეგ ვთხოვ შენთან შეხვედრას და აი,
ძლივს დააყენა საშველი. ქალაქში გამოფენებს ვმართავ, უახ-
52 მკითხველთა ლიგა
ლოეს მომავალშიც ვაპირებ და გამახარებ, თუ დათანხმდები და
შენს გამოფენას გამაკეთებინებ.
– ვნახოთ, მოვიფიქრებ. – ვუთხარი.
რომეროს დავემშვიდობე და მანქანაში დავბრუნდი. ათ წუთში
ტომიც მოვიდა. იცინოდა. მერეც, სანამ სახლამდე მივედით, დამ-
ცინოდა, ჯერ ჩემს დაბნეულ, მერე გაბრაზებულ გამომეტყველე-
ბაზე. მთელი გზა ხმა არ გამიცია, არც მაშინ, როცა სახლთან მან-
ქანიდან ჩამოვედი. ასე იყო თუ ისე, ამ ამბავმა სტიმული მომცა
და კუთხეში მიდგმული მოლბერტი კვლავ ოთახის ცენტრში და-
ვაბრუნე, სამზარეულოდან კონიაკი შემოვიტანე და ხატვას შევუ-
დექი. გვიანობამდე ვხატავდი, სანამ დაღლილობამ და ალკო-
ჰოლმა არ იმოქმედა და ძილი არ მომერია. ტელეფონზე ჩემი ძვე-
ლი მეგობრის, შაინის ნომერი ავკრიფე და ხვალისთვის შეხვედ-
რა ვთხოვე. ამ ფრანგული წარმომავლობის გოგონას საათობით
შეეძლო მოესმინა ჩემთვის, თან ისე მშვიდად და აუღელვებლად,
თითქოს ზღაპარს ვუყვებოდი. დამთანხმდა. უკვე შემეძლო დამე-
ძინა და ხვალ სასწავლებლის შემდეგ მენახა. ჯიბეში ფული მოვ-
ძებნე, ჩაისთვის მეყოფოდა. დასაძინებლად დავწექი. ჭერზე ამო-
ჩემებულ წერტილს მივაშტერდი და ჩამეძინა. ასე მშვიდად არა-
სოდეს მძინებია, სანი დამესიზმრა, ვნახე, რომ ჩემი ძილის მცვე-
ლი იყო.
შაინის ჩემს სახლთან ახლოს ბარში შევხვდი, ჩაი შევუკვეთე.
ის ერთადერთი გოგონა იყო, რომელსაც ჩემგან მეგობრობის
გარდა, არაფერი უნდოდა, მე კი მისგან მხოლოდ მოსმენას ვით-
ხოვდი. ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით, მთავარი
სხვაობა მაინც ის იყო, რომ მას გულწრფელად სწამდა ქალისა და
კაცის მეგობრობის შესაძლებლობის, მე კი არა. ასეა თუ ისე, იმ
დღეს მე და ის მეგობრები ვიყავით და ერთმანეთს ჩვენს ამბებს
ვუყვებოდით. შაინის არ ჰქონდა ისეთი გარეგნობა, რომლის გა-
მოც ნებისმიერი მამაკაცი ფეხქვეშ გაეგებოდა, მაგრამ რაღაც სა-
53 მკითხველთა ლიგა
იდუმლო ხერხებით ის ამას ახერხებდა. ჩაის ისე სვამდა, იფიქ-
რებდი, ჭიქასთან რომანტიკული ურთიერთობა აქვსო. თვალები
ჩაცვივნული და ჩამუქებული ჰქონდა, თუმცა ეს მომხიბვლელო-
ბას მატებდა, სურვილს მიჩენდა, მასთან მეცეკვა და იმავდროუ-
ლად სკამზე მოკალათებულს ჩვენი ცეკვისთვის მეცქირა. რო-
გორც უკვე ვთქვი, ფრანგული წარმომავლობის იყო და ალბათ
ამიტომაც არანორმალურად იყო შეყვარებული ამ ქვეყანაზე. სი-
არულის მანერა, გამოკვეთილად გაყოფილი ზედა ტუჩი, თხელი
ლავიწები, ჩაღრმავება ლავიწებს შორის, საოცარ არისტოკრა-
ტულ იერს სძენდა. ბევრჯერ წარმომიდგენია კორსეტში გამოწ-
ყობილი: მიდის და ნაზად ამოძრავებს თეძოებს.
ჩემს ამბებს ვუყვებოდი, სანიზე ვუამბობდი. გულისყურით მის-
მენდა და თან გამომცდელად მათვალიერებდა. ჩემს თავს რაღაც
ისეთი ხდებოდა, რომ მინდოდა, სანიზე ყველას სცოდნოდა. შა-
ინის წარბიც არ შეუხრია, ისე მომისმინა და ცარიელი ჭიქა მაგი-
დის კუთხისკენ გასწია და მითხრა:
– რაღაც არ მომწონს ეს ამბავი, იან.
– რატომ? დამიჯერე, ის ძალიან კარგია, თან ჯერ ხო არაფე-
რია, უბრალოდ, ის არის და მე მიხარია, რომ არის.
– არ ვიცი, ზედმეტად აჟიტირებული მეჩვენები და ეს არ მომ-
წონს, მას არაფერს ვერჩი.
მას შემდეგ, რაც შაინისგან ის პასუხი მოვისმინე, რომელსაც
სრულებით არ ველოდი, უფრო სწორად რომ ვთქვა, საერთოდ
არ მიფიქრია, ამას თუ მეტყოდა, თავი უცნაურად ვიგრძენი. ის
მართალი იყო, რაღაც ზედმეტად ვაზვიადებდი ყოველივეს, მაგ-
რამ სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?
– ბილიარდი ვითამაშოთ, იან?
– ალბათ მოგენატრა წაგების გემო, – ვუპასუხე.
ქალაქში რამდენიმე ასეული მეტრი ფეხით გავიარეთ და მა-
ღალსართულიანი შენობის სარდაფში ჩავედით. იქაურობა სიგა-
54 მკითხველთა ლიგა
რეტის კვამლში იყო გახვეული, ყოველი მხრიდან მთვრალი კა-
ცების ხორხოცი ისმოდა. შაინიმ თავისუფალ ოთახში მდგარი მა-
გიდა აირჩია და ორი საათით ყველასა და ყველაფრისგან გან-
ვმარტოვდით.
– დაიწყებ თამაშს?
– მხოლოდ თქვენ შემდეგ, ქალბატონო.
– გამოუსწორებელი ხარ, – მიპასუხა სიცილით.
წარმოუდგენლად უხდებოდა ბილიარდის თამაში, სადაც უნდა
მდგარიყავი, იდეალურად ჩანდა ყველაფერი და ალბათ ამიტო-
მაც ყოველთვის ვმარცხდებოდი.
– ლუდი დალიე, ცივი ლუდი იდეალურია ბრაზის გასანეიტრა-
ლებლად, – კისკისით მითხრა მას შემდეგ, რაც ჩემზე მეტი ბურ-
თულა ჩააგდო ლუზებში.
ხოლო, როდესაც თამაში გათანაბრდა, ვუთხარი:
– შეგიძლია, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდე და უყურო, როგორ თა-
მაშობს პროფესიონალი. – ბორტის ზედა მარცხენა კუთხეში.
– წარმოუდგენელია, ვერ ჩააგდებ, – ბლუზა გაიხადა და ჩემ-
კენ გადმოიხარა.
განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ჩემს ნერვებზე თამა-
შობდა. საშინლად დავიბენი, თუმცა ბურთულა სწორედ იქ ჩავაგ-
დე, სადაც გამიზნული მქონდა. თამაში სამით ორი დასრულდა
შაინის სასარგებლოდ.
– რევანშის მოლოდინში ვარ.
– კი, კი, შეგიძლია, იოცნებო. მომავალში აუცილებლად მო-
მიგებ, თუ დღეში რამდენიმე საათს მაინც გაატარებ ბილიარდის
მაგიდასთან.
სარდაფიდან ამოვედით, სუფთა და ნესტიანი ჰაერი გვესია-
მოვნა. ერთმანეთს გადავეხვიეთ, დავემშვიდობეთ და სხვადას-
ხვა მხარეს წავედით. შინ მივედი, დედა და მამა ვახშმობას აპი-

55 მკითხველთა ლიგა
რებდნენ და შევუერთდი. მთელი ოჯახი ერთად იშვიათად ვვახ-
შმობდით და არ მინდოდა ეს შესაძლებლობა ხელიდან გამეშვა.
– რაღაც გჭირს, შვილო, – დაიწყო დედაჩემმა, თან ჩაის მის-
ხამდა.
– რა მჭირს, ჩვეულებრივად ვარ.
– დედაშენს იმის თქმა უნდოდა, რომ შინ თითქმის არასოდეს
ხარ. არ მახსოვს ბოლოს როდის დავინახე შენს ხელში წიგნი,
ზედმეტად ბევრ დროს უთმობ მეგობრებსა და მხატვრობას. ასე
ვერაფერს მიაღწევ, ჩემგან მაინც აიღე მაგალითი, – დაიწყო
ლექციის წაკითხვა მამაჩემმა.
– მამაშენი მართალია, იან, მომწონს, რომ ხატავ და ამ საქმე-
ში წარმატებული ხარ, ისიც მომწონს, დიდი სამეგობრო რომ
გყავს, მაგრამ ამით რას გამორჩები? ვერაფერს! შემდეგ უფრო
მეტი შრომა მოგიწევს.
ხმა არ გამიცია, თავი დავუქნიე, ავდექი, ჩაის ჭიქა ავიღე,
ოთახში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე, რაღაც დეტექტივი
იყო. დამაინტერესა და გვიანობამდე შემიყოლია. შუაღამისას
დავწექი დასაძინებლად.

***
– ხვალ რა გეგმები გაქვს? ერთი მხატვრის გამოფენაა და მინ-
და, წამოხვიდე.
– საათი?
– ხუთის ნახევარზე, ნაცნობ ადგილას.
– ხვალამდე.
– ხვალამდე.
მეორე დღეს, ხუთის ოცდაშვიდი წუთი იყო, დათქმულ ადგილს
რომ მივუახლოვდი. სანიც მოდიოდა, ოღონდ თავდახრილი და
56 მკითხველთა ლიგა
ამიტომ ისე გამცდა, თითქოს უცხოს ჩაუარაო. როგორც კი გამ-
ცდა, მოვტრიალდი, მკლავში ჩავავლე, ჩემკენ მოვატრიალე და
ჩავეხუტე.
– ჯანდაბა, იან, საშინლად შემაშინე.
– განზრახ არ მინდოდა, უბრალოდ, ისე უცნობივით ჩამიარე...
გუშინ დაძინებამდე საშინლად მენატრებოდი. ალბათ დილის
ხუთზე თუ ჩამეძინა.
– მეც ეგრე დამემართა. რა უცნაურია, ერთ ღამეს, ერთი გან-
ცდით, ერთმანეთის გარეშე ვათენებდით სხვადასხვა სახლში.
– შენთან უნდა ვყოფილიყავი, სანი.
– ხო, უნდა ყოფილიყავი და ასეთი საშინელი აღარ იქნებოდა,
– მიპასუხა.
– მინდა დაგეხმარო, შემიძლია?
– როგორ უნდა დამეხმარო ამხელა სიცარიელეში? მიჩვეული
ვარ ამას, ჩემი აგრეგატული მდგომარეობაა ეს ყველაფერი. ასე
ნუ მომჩერებიხარ, გთხოვ. ვკომპლექსდები, როცა ვინმე დიდ-
ხანს მიყურებს ან როცა რამდენიმე ადამიანი მიყურებს ერთად.
კიდევ არ მიყვარს, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, მით უმეტეს,
სხვების თანდასწრებით.
ჩვენი შეხვედრის ადგილიდან გამოფენა ახლოს იყო, ამიტომ
არ დაგვიგვიანია. დაბალ, დანგრეულ შენობაში შევედით და რამ-
დენიმე ბნელი სადარბაზოს გავლის შემდეგ ნათელ, ღია ეზოში
გავედით. ხალხი ცოტა იყო, თუმცა ერთმანეთისგან განცალკევე-
ბით ჯგუფებად იდგნენ. მათ შორის ენდრიუს ნაცნობი სილუეტი
გამოვარჩიე და მისკენ წავედი. მანაც დამინახა და გადამეხვია.
სანის ხელი ჩავკიდე:
– გაიცანი, ეს სანია. სანი, ეს ენდრიუა.
– სასიამოვნოა, – ერთდროულად თქვა ორივემ და სიჩუმე ჩა-
მოვარდა.
– ძალიან ცოტა ხალხია, არა?
57 მკითხველთა ლიგა
– კი, თუმცა ხო იცი, ეს არ განსაზღვრავს მხატვრობის ხა-
რისხს, – ჩაიცინა ენდრიუმ.
მე და სანიმ ნახატების თვალიერება დავიწყეთ. საშინლად არ
მოსწონდა, არც ჩემში გამოუწვევია აღფრთოვანება უცნობი ბი-
ჭის შემოქმედებას, უბრალოდ, სანისთან ყოფნის მიზეზი მჭირდე-
ბოდა და ამჯერად ეს მიზეზი ამ გამოფენის სახით ვიპოვე. სანის
მალე მოსწყინდა.
– იან, არ მომწონს ეს გამოფენა და ამას არასოდეს გაპატიებ.
სამაგიეროს ელოდე ჩემგან, – ოდნავ ხუმრობით, თუმცა დამაჯე-
რებლად მითხრა.
– კარგი, წავიდეთ.
– დარჩები დღეს ჩემთან? – მითხრა მოულოდნელად.
პასუხად ღიმილი დავუბრუნე და მხარზე ხელი მოვხვიე. გზაში
ათას რამეზე ვლაპარაკობდით, ვიცინოდით. უეცრად აღმოვაჩი-
ნე, რომ ერთმანეთს სარკაზმულ, ირონიულ სიტყვებს ვეუბნებო-
დით. ჩვენ არ ვიცნობდით საკმარისად კარგად ერთმანეთს, მაგ-
რამ ამას მაინც ვახერხებდით, ბოლოს ორივე გავჩუმდით. მე აღა-
რც ვიღიმოდი. მგზავრობის საფასური გადავიხადე და ასე ჩუმად
გავაგრძელეთ სახლამდე გზა, სახლშიც ასე ჩუმად შევედით და
ოთახშიც. სანი აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. საშინლად
დაძაბულები ვიყავით, თუმცა არც ერთმა არ ვიცოდით, რატომ,
რა ხდებოდა, რატომ ვეღარ ვახერხებდით ლაპარაკს. მხოლოდ
ერთმანეთისთვის ძვირფას ადამიანებს შეუძლიათ ასე მოექცნენ
ერთიმეორეს. ასე აღარ შემეძლო და აივანზე გავედი. სანი იჯდა,
სიგარეტს ეწეოდა და ცრემლები მოსდიოდა.
– რას აკეთებ, სანი, ტირი?
არაფერი უთქვამს.– თუ ჩემი ბრალია, მაპატიე. არ მინდოდა,
ჩემ გამო გეტირა.
საშინლად გაბრაზებულმა შემომხედა და მითხრა:

58 მკითხველთა ლიგა
– გგონია, იმდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, რომ შეიძ-
ლება, ჩემი ტირილის მიზეზი გახდე?
გავშეშდი. როგორც ვთქვი, ერთ სიტყვასაც კი შეუძლია გული
მატკინოს, მაწყენინოს. ის კი არ მწყენია, სანის ცრემლების მიზე-
ზი რომ არ ვიყავი, ეს გამოხედვა, ეს ხმა, ასე ნათქვამი სიტყვები
მკლავდა. არაფერი მითქვამს, ავდექი და კარისკენ წავედი. ის
იყო, გასვლას ვაპირებდი, რომ ზურგზე მისი შეხება ვიგრძენი –
ჩამეხუტა. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, სხვა შემთხვევაში, ნე-
ბისმიერ გოგოს მოვიშორებდი და მასთან აღარასოდეს დავ-
ბრუნდებოდი, მაგრამ ის სხვა იყო... მოვტრიალდი, ხელში ავიყ-
ვანე. ფეხები წელზე შემომხვია და მაკოცა.
– ყავას გაგიკეთებ.
ისევ არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე. სიგარეტს
მოვუკიდე, საშინელი გემო ჰქონდა სანის ტუჩების მერე. სანიმ
სამზარეულოდან გამომძახა, მივედი, მაგიდასთან დავჯექი, ყავა
ავიღე, სანი მუხლზე დავისვი და მივიხუტე. ერთხანს ასე ვისხე-
დით და ვსაუბრობდით. მერე ძილი მოგვერია, საძინებელში გა-
ვედით, დავწექით, ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ და ასე ჩაგვე-
ძინა.
შუაღამისას გამეღვიძა, სანის ჩემს მკლავზე ედო თავი და
მშვიდად ეძინა. ადგომა და სიგარეტის მოწევა მინდოდა, მაგრამ
ვერ ვბედავდი, მისი ძილი უფრო წმინდა იყო, ვიდრე ჩემი სიფხიზ-
ლე. იქამდე დაველოდე, სანამ არ გადაბრუნდა და მერე წამოვდე-
ქი საწოლიდან. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე.
ასანთის ხმაზე გაეღვიძა, თითქოს ჩემს სიტყვებს ქვემოდან ცეც-
ხლი შეუნთესო, აღელვებული ხმით დავიწყე:
– საოცარია, არა? – ვთქვი და თან სანის გაკვირვებულ სახესა
და მთვარის შუქით განათებულ მის თეთრ მუხლებს შევხედე.
– რა არის საოცარი? – ოთახის ბნელი კუთხიდან მოისმა მისი
ხმა.
59 მკითხველთა ლიგა
– ახლა, ამწამს, როცა მე ნაფაზს ვურტყამ, როცა ამ სიტყვებს
ვამბობ, სადღაც დედამიწის რომელიღაც კუთხეში ვიღაც კვდება,
ვიღაც კი იბადება, აი, სულ ახლახან ვისზეც ვსაუბრობდი, უკვე
მოკვდა ან დაიბადა და ახლა სხვების ჯერია.
– ეს დაუწერელი კანონია, იან, ყოველთვის ასე ხდება, აქ არა-
ფერია გასაოცარი.
– მართალი ხარ, აქ არაფერია გასაოცარი, მაგრამ საოცრება
ის არის, რომ როცა ახლა სიგარეტს ჩავაქრობ, გვერდით მოგიწ-
ვები და მაგრად ჩაგეხუტები, მე მოვკვდები და იმავდროულად
დავიბადები. ვიღაცები კვდებიან და იბადებიან, მე კი ამას ერთ
ღამეში ათასჯერ ვასწრებ.
გავიღიმე, საწოლთან მივედი და სიკვდილისთვის მოვემზადე.
სანიმ ხელები შემომხვია კისერზე. მხარზე ვაკოცე, თვალები დავ-
ხუჭე. სანის სუნთქვას ვუსმენდი და ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ
ხანს ვიყავით ასე, არც ის ვიცი, გვერდი შევიცვალე თუ არა, მაგ-
რამ დილით, როცა თვალები გავახილე, პირველი სანის თვალე-
ბი დავინახე, ჩემზე ადრე გაუღვიძია და მიყურებდა.
– როგორი კარგი ხარ, რომ იცოდე, – ვუთხარი.
ტუჩებზე თითები ამაფარა, გამაჩუმა და მაკოცა.
– ხო გითხარი, კომპლიმენტები არ მიყვარს-მეთქი, ავდგეთ,
ვისაუზმოთ, ყავა დავლიოთ.
ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჩვეულებრივი დღე იყო.
დავჯექი და დაველოდე წყლის ადუღებას. მაგრამ სანი... ვფიქ-
რობდი, როგორ შეუძლია ამ გოგონას ერთი ჩვეულებრივი და
არაფრით გამორჩეული დღე, გასაოცარ მომენტად აქციოს...
"რომ იცოდე, როგორი კარგი ხარ, სანი", ახლა უკვე გულში ვამ-
ბობდი მისთვის სათქმელ კომპლიმენტს, მაგრამ, როგორც ჩანს,
თვალებმა გამცეს – სანიმ შემომხედა და მითხრა:
– რა გთხოვე?

60 მკითხველთა ლიგა
– კარგი, კარგი, უბრალოდ, ეს ყავა ძალიან გემრიელია, – სი-
ცილით ვუპასუხე.

***
ჩემ გარშემო ყველა ქალი უფერულდებოდა, მხოლოდ სანი
იყო, მეტი არავინ და არაფერი. მის გამოჩენამდე, წლების განმავ-
ლობაში ვარწმუნებდი თავს, რომ, თუმცა სიყვარული ყოველ-
თვის დაუკითხავად მოდის, მე შემეძლო, არავინ შემყვარებოდა,
რომ შემეძლო, უარი მეთქვა მასზე, სამუდამოდ მის გარეშე ვყო-
ფილიყავი: ვიღაც ვინმესთან ყოფნისთვის იბადება, ზოგიც მარ-
ტოობისთვის. მე ამ უკანასკნელ კატეგორიას მივეკუთვნებოდი
და ჩემი რწმენა სიყვარულისგან შორს ყოფნას მავალდებულებ-
და. სიყვარულზე სანისთან საუბარს ვერიდებოდი. ამ თემაზე თა-
ვადაც არასოდეს არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ერთ გა-
მორჩეულ ღამეს. ამაზე მერე გიამბობთ. ახლა მხოლოდ იმაზე
ვფიქრობდი, რომ რასაც განვიცდიდი, სიყვარული არა, მაგრამ
რაღაც განსაკუთრებული კი იყო. მე და სანის შეგვეძლო, სამუდა-
მოდ ერთად ვყოფილიყავით ისე, რომ ამ ურთიერთობისთვის სა-
ხელი არ დაგვერქმია. სახელები ყველაფერს აფუჭებს! იტყვი, აი,
ეს ეს არის, ესა და ეს ვიყოთ ერთმანეთისთვის და მაშინვე ის
დოგმები და წესები გამოჩნდება, რომელიც ამ ურთიერთობასა
და სახელს ახლავს. ყველას არ შეუძლია ამ დადგენილი წესების
შესრულება და ამიტომ ყველაფერი მთავრდება ხოლმე. ცუდია
ადამიანის დაკარგვა, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს ის. და-
კარგავ და მერე სულ გაკლია რაღაც, რასაც ის გაძლევდა და ყო-
ველთვის გამოუსადეგარ ნივთად გრჩება რაღაც კონკრეტული,
რასაც მას აძლევდი, რადგან ზუსტად იმავეს სხვისთვის ვერ გა-
იმეტებ და არც უნდა გაიმეტო. ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც ან ვი-
61 მკითხველთა ლიგა
ღაც სამუდამოდ დავტოვოთ ჩვენთან. დღე, რომელსაც ხვალეს
ვუწოდებთ, ხვალ დღევანდელი დღე იქნება და ზეგ გუშინდელი.
ერთადერთი, რაც სამუდამოდ ჩვენთან არის, მარტობაა. მარტო
მოვდივართ ამქვეყნად და მარტო მივდივართ. ეს ცხოვრებაც
მუცლად ყოფნაა და ალბათ სიკვდილია დაბადება, რა დროსაც
ქვეყანას მოვევლინებით ხოლმე.
სახლისკენ ფეხით მივდიოდი, ქარი ქროდა. სტიქიებიდან
თოვლი და ქარი არ მიყვარს – სიცივეს ვერ ვიტან. ზოგჯერ მგო-
ნია, ცივსისხლიანი ვარ და მიზეზიც ეს არის, მაგრამ ასე რომ
იყოს, ვერ ვიგრძნობდი, როგორ მიდუღდება სისხლი სანის შეხე-
ბაზე. ნაბიჯს ავუჩქარე, საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, შინ რომ
მივედი. მამამ მთხოვა, ნარდი მეთამაშეო და უარი ვერ ვუთხარი.
არ მიყვარს გამარჯვებულის როლში ყოფნა, მაგრამ ეს ის მომენ-
ტი იყო, როცა ჩვენი დავა ნარცისიზმზე, ასე თუ ისე, ჩემს მხარეს
გადმოიხრებოდა ხოლმე. ფაქტია, მასზე უკეთ ვთამაშობ და კამა-
თელშიც უფრო მეტად მიმართლებს. დავამთავრეთ თუ არა თამა-
ში, ჩემს ოთახში შევედი და შევეცადე, დამეძინა. ცხოვრებაში ხან
ისეა, რომ არავითარ ემოციას აღარ გრძნობ, ხან კი ისე, რომ
მათგან გადაიტვირთვები. ორივენაირად ვყოფილვარ და დიდად
არც ერთი არ არის სახარბიელო. ამჯერად ჩემი ცა ვარსკვლავე-
ბით იყო მოჭედილი და დიდი დრო დამჭირდებოდა ემოციებისგან
დასაცლელად. საწოლში ემბრიონის პოზა მივიღე და არ ვიცი,
როდის და რაზე ფიქრში ჩამეძინა, თუმცა მშვიდად კი მეძინა. დი-
ლით გაღვიძებისთანავე ჩავიცვი და სასწავლებელში წავედი. ცო-
ტა დავაგვიანე. დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვარ და ვიგრძენი,
მომნატრებია. ისეთი მონდომებით ვათვალიერებდი სასწავლებ-
ლის ეზოს, შესასვლელსა და ხალხსაც კი, როგორც უცხო და
ძველ შენობაში დაკარგული ადამიანი. ტომს შევხვდი. მაგრად
გადავეხვიეთ ერთმანეთს. როგორც უკვე ვთქვი, ტომს შეუძლია,
ერთი ჩახუტებით მოგგუდოს და ეს სიყვარულის მისეული გამო-
62 მკითხველთა ლიგა
ხატულებაა. დერეფანი გავიარეთ, აუდიტორიაში შევედით, უკანა
რიგში დავსხედით. მითხრა, შენთან ერთად დალევა და გოგოებ-
თან დროის ტარება მომენატრაო. ირონიულად გამეღიმა და დავ-
ლიოთ-მეთქი, ვუპასუხე. მიხვდა, რაშიც იყო საქმე და აღარ ჩამე-
ძია, მაგრამ უკვე ვიცოდი, წინ კარგი არაფერი მელოდა. რო-
გორც კი აუდიტორია კურსელებით აივსო, ბოლო ხმაზე დაიყვი-
რა, იანი ბერად აღკვეცას აპირებსო. ყველას გაეცინა და მანამ
იცინოდნენ, სანამ ტომმა თავისი სათქმელი ბოლომდე არ თქვა.
მე ამ დროს წიგნაკში რაღაცებს ვხაზავდი, ვიწერდი...
– მიდი, მიდი, იან, ხო იცი, კარგ დროს გავატარებთ.
არაფერი მითქვამს, კვლავ წიგნაკს ჩავკირკიტებდი. მისი შე-
მოთავაზების მიღება არ მინდოდა, თუმცა დალევაზე უარს არ
ვიტყოდი. ჩემთან სახლში დავპატიჟე კონიაკზე. უკვე მთვრალები
ვიყავით და ამ დროს ტომმა კონიაკი დიდ ჭიქაში ჩამოასხა და შე-
მომაჩეჩა. მივხვდი, რასაც ცდილობდა. გამოვცალე ეს ჭიქაც,
თუმცა ვიცოდი, მეტს ვეღარ შევძლებდი. სკამის საზურგეს მივე-
ყუდე და თავი ძილმა წამართვა. მეძინა, თუმცა ყველაფერი მეს-
მოდა:
– იან, იან, მონაზვნის კაბას მე გიყიდი, – მღეროდა ტომი.
გამეცინა. სიმღერის რა გითხრათ, მაგრამ დაჭრილი ლომის
ბღავილს ნამდვილად ჰგავდა. მოკლედ, როგორც შეეძლო, ეცა-
და, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და მა-
ლევე წავიდა. მთვრალს ხატვა არასოდეს მიცდია, ახლა კი ფურ-
ცელი და ფანქარი ავიღე და თვალდახუჭული ვხატავდი, ვხატავ-
დი გაუჩერებლად. დილით მაგიდაზე ფურცელი და მასზე დახატუ-
ლი სანის თვალები დამხვდა. ფანქრით იყო შესრულებული, ასე-
თი მსგავსება არასოდეს მინახავს. ვუყურებდი და მიყურებდა,
თითქოს მეძახდა. არანორმალური მონატრება ვიგრძენი, რაც
უფრო იზრდებოდა ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობა, მით მე-
ტად მცირდებოდა მის გარეშე ყოფნის პერიოდები. გუშინდელი
63 მკითხველთა ლიგა
ქარის შემდეგ მზე გამოვიდა, ზუსტად ისეთი მზე, სანის რომ შე-
ვარქვი. უნდა მენახა, აუცილებლად უნდა მენახა. დავურეკე. სა-
შინელი ხმით მიპასუხა:
– იანი ვარ. მინდოდა, მომეკითხე.
– ცუდად ვარ, იან, ძალიან მინდა, გავქრე, საერთოდ ყველაფ-
რისა და ყველასგან.
– მე კი მინდა, რომ ყველაზე კარგად იყო.
– გამორიცხე, ეგ შეუძლებელია, იან. აღარ მჯერა ჩემი კარგად
ყოფნების შესაძლებლობის.
– მე მჯერა და ახლა მითხარი, ხომ იქნები ბედნიერი?
– სისულელის თქმას მთხოვ. რისთვის მოდიან, თუ უნდა წა-
ვიდნენ?
– არ ვიცი, ამაზე ადრეც ხო ვისაუბრეთ, სანი. ვერაფერს გეტ-
ყვი. დიდი ხნით აპირებ გაქრობას?
– არ ვიცი, იან, დროებით.
ყურმილი დაკიდა. გაქრობა მეც მინდოდა, მაგრამ რაც ჩემს
ცხოვრებაში სანი გამოჩნდა ეს ერთადერთხელ ვინატრე, მეტად
აღარასოდეს. მას ვერ დავიჭერდი, ერთადერთი მხოლოდ ლო-
დინი შემეძლო და მეც მოთმინებით ველოდებოდი მის დაბრუნე-
ბას. დღეები უხალისოდ გადიოდა. გამოცდები ჩავაბარე, რამ-
დენჯერმე დავხატე, მეგობრები ვნახე. სანის გაქრობიდან ერთი
კვირა გავიდა, ამ ხნის განმავლობაში მასზე ბევრს ვფიქრობდი,
ზოგჯერ მეგონა, თუ ჩვენს პარკში მივიდოდი, იქ დამხვდებოდა,
მაგრამ იქ არ მივდიოდი. გაქრობიდან მეთერთმეტე დღეს სანი
გამოჩნდა, ასე ჩვეულებრივად, ტელეფონის ყურმილი აწკრიალ-
და და ვუპასუხე
– მომნატრებიხარ, – მითხრა.
– ხუთზე, შეხვედრის ადგილას, სანი.
არც ერთს არ დაგვიგვიანია. ძლიერად ჩავეხუტეთ ერთმა-
ნეთს და კარგა ხანს ასე ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ნიკაპი
64 მკითხველთა ლიგა
მის მხარზე მქონდა ჩამოდებული და შორს ვიყურებოდი, ასე მე-
გონა, თვალებში ვუყურებდი. ადრეც ხშირად მომხდარა ასე:
დიდხანს არ გვინახავს ერთმანეთი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი,
მისი მოძებნის უფლება არ მქონდა. ამის გამო უფრო მეტად მე-
ნატრებოდა და რის გამოც კიდევ უფრო ვკარგავდი ფერებს:
– უფერული ვარ. მომეფერები?
– მოგე-ფერები. შენი სუნი ისევ აქვს ჩემს ბალიშს, იან, – მით-
ხრა.
– ზოგჯერ მინდა, სამუდამოდ როცა წავალ, აღარავის ვახსოვ-
დე.
– სამწუხაროდ, შენს სურვილს ასრულება არ უწერია, ყოველ
შემთხვევაში, მე ვერ აგისრულებ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამეღიმა. ეტყობა, ამჯერად ეს ღიმი-
ლი სხვანაირი იყო, უცებ ჩემი ლოყები ხელებში მოიქცია და მა-
კოცა.
– ბედმა სხვას გაუღიმოს, მე შენი ღიმილიც მყოფნის.
ისევ გავუღიმე და ახლა მე ვაკოცე. ვთხოვე, მოეყოლა, რა
ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში.
– არაფერი განსაკუთრებული, უმეტესად შინ ვიყავი, ზოგჯერ
გვიან ღამით სასეირნოდ გავდიოდი. ერთ ბიჭს ვუყვარვარ. მომ-
წერა, შეხვედრა მინდაო. ალბათ, შევხვდები, მაგრამ მის გრძნო-
ბას იმავეთი ვერ ვუპასუხებ. ასეთ დროს თავს დამნაშავედ და
სრულ არარაობად ვგრძნობ. აღარ მინდა აქ, სადმე სხვაგან მინ-
და, იცი, როგორ ქალაქში? ხშირად რომ წვიმდეს, ისეთი ამინდე-
ბი იყოს, თბილად რომ უნდა ჩაიცვა. მქონდეს პატარა სახლი,
ორი ქუჩის კვეთაზე ზუსტად კუთხეში. სახლს ბოლო სართულზე
პატარა ფანჯარა ჰქონდეს, საიდანაც გუბეებზე მორბენალ ადა-
მიანებს ვუყურებ. ისეთი ქალაქი იყოს, სადაც ბევრს იღიმიან და
ცოტას ლაპარაკობენ. ერთი მხატვარი ბიჭი გავიცანი, იან, არა-
ფერი განსაკუთრებული, მაგრამ კარგად ხატავს, მომწონს, ვფიქ-
65 მკითხველთა ლიგა
რობ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს, თუმცა ძალიან დამოკიდებუ-
ლი ხდება ჩემზე, მე კი არ მიყვარს, როცა ასე მომეკედლებიან. არ
მინდა, ამდენს ვუყვარდე და არც ის მინდა, ჩემთან ყოფნა უნდო-
დეთ. იან, თუ კარგად მოუვლი, ჩემს რომელიმე გრძნობას მოგაშ-
ვილებ. ოდესმე შევძლებ, ყველა ის ღამე გაპატიო, როცა შენი ხე-
ლი არ მეჭირა. მჭამს ჩემი სიცარიელე შიგნიდან, ვეღარ ვერევი,
ხომ გესმის ჩემი?
– ყოველთვის ისე ხდება, სანი, რომ სიცარიელე ბუშტივით იზ-
რდება შენში და იმის ნაცვლად, ცისკენ აგწიოს, გამძიმებს.
ვთხოვე, რამე სხვა ეთქვა ჩემთვის. იმწამს ყველასა და ყველა-
ფერზე მეტად მინდოდა, მის მუხლებზე დამედო თავი, მას კი ჩემ-
თვის ზღაპარი წაეკითხა. ხომ ვთქვი, ზღაპრები მიყვარს-მეთქი,
განსაკუთრებით სანის მოყოლილი ზღაპარი შემიყვარდებოდა,
თუმცა იმის მაგივრად, რომ ეს მეთხოვა, რატომღაც ვკითხე, რას
ელოდები-მეთქი:
– ველოდები, რომ მოვა, მიცნობს და მეტყვის, მოვედიო, მერე
გაიცინებს. მე ვერ მივხვდები და დავიბნევი, ის ჩამეხუტება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისთვის არასოდეს აგვიხ-
სნია სიყვარული, მე და სანი მაინც ერთად ვიყავით. მე ის მყავდა,
მას კი – მე, თუმცა ის მაინც სხვას ელოდებოდა. არ შევიმჩნიე,
რომ მეწყინა მისი ნათქვამი. ჩემში მესაკუთრემ გაიღვიძა, თუმცა
ისიც ვიცოდი, რომ ამით შეიძლებოდა სანისთვის ბედნიერებაში
ხელი შემეშალა, ამიტომ ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოჩ-
ნდებოდა ის, ვისაც ელოდა და ბედნიერი იქნებოდა, მე კი მის
ბედნიერებას შორიდან ვუყურებდი.
– რას ამბობ, საკუთარ თავს შენს წასვლაზე ფიქრს ვუკრძა-
ლავ, – მითხრა.
– ხო, მაგრამ...
– არავითარი მაგრამ. დღეს სანამ შენ გნახავდი, ერთ ბიჭს
შევხვდი. მასაც ვუყვარვარ, თუმცა მე მხოლოდ ვემეგობრები.
66 მკითხველთა ლიგა
მითხრა, მომენატრეო. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წამოვედი.
კარგი ადამიანია, უბრალოდ, ისე ვერ შევხედავ, როგორც მამა-
კაცს, არ შემიძლია მიყვარდეს.
– იქნებ შენი გაბედნიერება შეუძლია?
– აი, ერთხელ შენთან ვინმესთან ერთად რომ მოვიდე და გით-
ხრა, ერთად ვართ-მეთქი, რას იზამ? ხო ვიჩხუბებთ?
– არა, სანი, ჩაგეხუტები და ბედნიერებას გისურვებ, – ვუპასუ-
ხე.

***
ორი კვირის განმავლობაში შინიდან არ გავსულვარ, ჩემს
ოთახში ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი, თუმცა არ მავიწყდე-
ბოდა სანის მოკითხვა – დილით და გვიან ღამით ვურეკავდი და
მინიმუმ ერთი საათი მაინც ვლაპარაკობდით. თვალებს ვხუჭავდი
და ისე ვისმენდი მის ხმას, ასე შემეძლო წარმომედგინა, რომ იმ
მომენტში ის ჩემ წინ იჯდა და მიყვებოდა საკუთარ ამბებს. ამ ორი
კვირის განმავლობაში ისევ ბევრი მამაკაცი გამოჩნდა მის ცხოვ-
რებაში, მათზე მიამბო, სანაცვლოდ ჰარიეტის, ჯენისა და მილე-
ნას ამბები ვუამბე, თუმცა ჩემი ისტორიები იმდენად გასაოცარი
მოსასმენი არ იყო, როგორიც სანის. გარდა ამისა, სანისგან გან-
სხვავებით, ამ ამბების მოყოლისას, ვერ ვგრძნობდი აღტაცებას,
ის კი თითქოს ხელახლა განიცდიდა იმ ყველაფერს. მის ხმაში იგ-
რძნობოდა ბედნიერება, ტკივილი, გულის დაწყვეტა, ბრაზი, სი-
ხარული და ყველაფერი ის, რაც მოგონებებს ახლავს. ზოგჯერ,
უბრალოდ, ჩუმდებოდა და მის დუმილს ვისმენდი. თუ ვჩუმდებო-
დით, შეგვეძლო, ერთმანეთის სიჩუმისთვის მოგვესმინა. ერთად
რომ ვყოფილიყავით, მაგრად მივიხუტებდი და რაიმე ამბავს თუ
არა, საკუთარ გულისცემას მაინც მოვასმენინებდი.
67 მკითხველთა ლიგა
საათი არ მიყვარს, ის ზუსტად იმ დროს უჩვენებს, რომლის
იდეალურად გაყვანა შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ რაღაც სისულელე-
ში დავხარჯეთ, ამიტომ არ მაქვს ოთახში საათი, მაჯის საათსაც
იშვიათად ვატარებ და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ სადმე არ და-
მაგვიანდეს. გუშინ დედამ მთხოვა, ერთად დავლიოთ ჩაიო. დავ-
სხედით, ვილაპარაკეთ. დედა იდეალური მრჩეველია, ყოველ-
თვის იცის, როდის, რას ვგრძნობ, როცა რამეს ვხატავ, პირველი
მას ვაჩვენებ. მეუბნება, ადრე უკეთ ხატავდიო. საუბარში მამაც
ჩაერთო, საზოგადოდ, ის არასოდეს ინტერესდება ჩემი მხატ-
ვრობით, მხოლოდ მაშინ, როცა შეთვრება და ახლა სწორედ ეს
შემთხვევა იყო. მაგრად ჩავეხუტე, ვერ იტანს, როცა ასე ვიქცევი
და ცდილობს მომიშოროს, უცნაური სიყვარულის გამოხატულე-
ბა აქვს, უფრო სწორად, საერთოდ არ გამოხატავს. დედასგან ვი-
ცი, რომ ბავშვობაში ხელშიც არ ავუყვანივარ, მისგან "მიყვარ-
ხარ" არ მომისმენია, დაბადების დღეს, უბრალოდ, ხელის ჩა-
მორთმევით მილოცავს, სულ ეს არის. ჩემს ნახატზე ველაპარაკე-
ბოდი, ვცდილობდი, ამეხსნა, რისი თქმაც მსურდა, მაგრამ ვერ
მოვახერხე. ამასობაში გაწვიმდა კიდეც და ყურადღება მასზე გა-
დავიტანეთ – გაღებული ფანჯრები დავხურეთ. მერე ჩემს ოთახში
გავედი და იქ პირიქით – ფანჯარა გავაღე, სკამი დავიდგი, სიგა-
რეტს მოვუკიდე და გავაბოლე. სანიზე ვფიქრობდი: ნეტავ, მასთა-
ნაც თუ წვიმს? ასე მგონია, ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი
ადამიანი წვიმის ხმას ერთდროულად თუ მოუსმენს, ერთმანე-
თისთვის სათქმელსაც გაიგებენ. გვიანობამდე ვიყავი ასე და
სკამზევე ჩამეძინა. დილით სასწავლებელში წავედი, წუხანდელი
წვიმის მიუხედავად, ქუჩები მთლიანად გამშრალიყო. ბოლო გა-
მოცდა მქონდა და აუცილებლად უნდა ჩამებარებინა, შემდეგ ჩი-
ტივით თავისუფალი ვიქნებოდი და დროს ზუსტად ისე გავიყვან-
დი, როგორც მინდოდა. ამ დროში განსაკუთრებული მონაკვეთი
სანისთან ურთიერთობის პერიოდი იქნებოდა. გამოცდაზე რთუ-
68 მკითხველთა ლიგა
ლი ბილეთი შემხვდა, თუმცა შევძელი ჩაბარება. გამოსვლისთა-
ნავე ენდრიუს სანახავად წავედი – კარგა ხანია, ერთმანეთი არ
გვენახა. ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე შევხვდი, ჩემი
და სანის ამბავს მოვუყევი, ძალიან გაუხარდა. ჩვენი ძველი სა-
უბარი გამახსენა და დაამატა, რომ ინტუიცია არასოდეს ღალა-
ტობდა. მეც მეტი რა მინდოდა, მოუთმენლად ველოდებოდი მისი
ინტუიციის საოცარ დასასრულს. მიყვარს მასთან ყოფნა, შეიძ-
ლება ითქვას, რომ ზედმეტად მგავს. თითო კათხა ლუდი გამოვ-
ცალეთ, რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად და შემდეგ დავემ-
შვიდობეთ ერთმანეთს. პარკში შევიარე. სანი იქ იყო. დამინახა
და ჩემკენ გამოიქცა, მეც ხელები გავშალე და ჩავეხუტე. თითქმის
ერთი თვე იყო, ერთმანეთი არ გვენახა.
– როგორ ძალიან მომნატრებიხარ და არ ვიცოდი.
– მეც როგორ მენატრებოდი, რომ იცოდე?!
იმწუთას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რა ვიცოდით ან რა არ
ვიცოდით. მთავარი ის იყო, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩვენმა თვა-
ლებმა ერთი შეხედვით იცნეს ერთმანეთი. ის ღამე ერთად გავა-
ტარეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ახალი დისტანცია იყო
ჩვენ შორის, ალბათ სწორედ ამიტომ ვეღარ გავუგეთ ერთმანეთს
და საშინლად ვიჩხუბეთ. სამზარეულოდან საძინებელში გავედი
და საწოლზე დავჯექი, კედელს ზურგით მივეყრდნე, თვალები
დავხუჭე და სიჩუმისა და სიბნელის ნაწილი გავხდი. სანი სამზა-
რეულოდან ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა. შევხედე და გა-
ვუღიმე.
არაფერი უთქვამს. მომიახლოვდა, თავი მუხლებზე დამადო,
ფეხები კედელს მიაყრდნო და თქვა:
– მეშინია.
– რისი გეშინია?

69 მკითხველთა ლიგა
– ტკივილის მეშინია. ის, რაც ჩვენ შორის ხდება, შეიძლება,
ოდესმე საშინლად მეტკინოს. შენ რომ წახვიდე ან ოდესმე ჩემ-
თან აღარ იყო...
– შეგვიძლია, ასე იქამდე ვიყოთ, სადამდეც გვენდომება, სა-
ნი. შემდეგ ალბათ გამოჩნდება ის, ვისაც ასე ელოდები, ვინც გიც-
ნობს და შენ ბედნიერი იქნები. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? იცი, არ
მინდა გული გატკინო. ეს რომ მოხდეს, მეც გავნადგურდები. იქ-
ნებ, ჯობდა, საერთოდ არ გამოვჩენილიყავი შენს ცხოვრებაში? –
ეს ვთქვი და სანი ატირდა. ის ტიროდა, მას ნებსით თუ უნებლიეთ
უკვე ვატკინე, როცა ვთქვი, იქნებ ჯობდა საერთოდ არ გამოვჩე-
ნილიყავი-მეთქი. არ ვიცი, სანი იმ ყველაფრით, რასაც ვაძლევ-
დი, ბედნიერი იყო თუ არა, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა საშინელი
ტკივილი განაცდევინა. გაქცევა სცადა, მაგრამ დავიჭირე და
გულში ჩავიკარი. ჩემი მკლავებისგან გათავისუფლებას ცდი-
ლობდა, მთელი სხეულით ცდილობდა, მე კი მის კისერში თავ-
ჩარგული მაგრად ვიხუტებდი და მთელი ძალით ვსუნთქავდი.
– დარჩი, სანი, ნუ ცდილობ, გამექცე.
ბოლოს მოეშვა. საწოლზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი.
გული მასზე მეტად მტკიოდა – მისი ცრემლების მიზეზი ხომ ჩემი
სიტყვები იყო?! ვწუხდი ამის გამო, თუმცა არ შემეძლო, მისთვის
ის არ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი.
– როგორ ხარ, მეტყვი? – ვკითხე, ცოტა რომ დამშვიდდა.
– შენც ხო იქნები ბედნიერი, მითხარი, გთხოვ.
– არა, სანი, მე ბედნიერებისთვის არ ვარ გაჩენილი.
ვიცოდი, რომ ამის თქმით კიდევ ერთხელ ვატკინე გული. ჩვე-
ნი საუბრები უკვე აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე. კედლისკენ
გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. სანიმაც ზურგი შემაქცია.
ორივემ ვიცოდით, ასე დიდხანს ვერ გავუძლებდით, მაგრამ სა-
დამდეც შეგვეძლო, უნდა აგვეტანა. ბოლოს ხელი ნელა გავაცუ-

70 მკითხველთა ლიგა
რე მისი ხელისკენ და მაგრად ჩავკიდე, სანიმაც მომიჭირა ხელი.
ერთმანეთისკენ გადავბრუნდით და ჩავეხუტეთ.
– მიყვარხარ, სანი, ოღონდ არ ვიცი, როგორ მიყვარხარ, ისე
არა, როგორც ბიჭს გოგო უყვარს. მგონი, რაღაც ახალი სიყვარუ-
ლი მოვიფიქრე, ასე მგონია, ყველანაირად მიყვარხარ, ისიც
მგონია, რომ თუ ერთ-ერთს დასასრული უწერია, დანარჩენები
სამუდამოდ დარჩებიან ან პირიქით. ეს ხომ ძალიან მაგარია, გიყ-
ვარდეს ადამიანი ათასნაირი სიყვარულით და იცოდე, რომ თა-
ვად ამ ადამიანსაც არ შეუძლია ამხელა გრძნობას ბოლო მო-
უღოს. განა ეს ლამაზი არ არის, სანი?
– კი, ძალიან ლამაზია და მიხარია, თუ ასეა.
სანის მხრებიდან მუხლებამდე ვკოცნიდი და ვცდილობდი, მი-
სი სხეულის ყველა საიდუმლოს ამოხსნას, იმავდროულად ამ სა-
იდუმლოებებს სახელებს ვუცვლიდი, რომ ჩემ გარდა ვერავის გა-
ნეცადა ეს ყოველივე.
– იცი, გარკვეული ხნის წინ ერთი ბიჭი მიყვარდა და ვუყვარ-
დი, მერე რაღაც მიზეზების გამო ისე მოხდა, რომ ერთად აღარ
ვართ, ახლა აღარ მიყვარს, თუმცა გადავწყვიტე, კვირას ვნახო.
– მახსოვს, რომ მომიყევი, მაგრამ, რატომ უნდა ნახო?
– არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემ გარშემო მყოფ ყველა
ბიჭზე მეტად ვუყვარვარ. ალბათ ამიტომ უნდა ვნახო.
– შენ უკეთ იცი, სანი, – ვუპასუხე.
– როგორ მამშვიდებ ხოლმე, – მიპასუხა.
– იქამდე ვიქნები, სანამ გჭირდები, მერე კი, უბრალოდ, გავ-
ქრები.
– დავიღალე იმის მოსმენით, რომ იცით, როდის უნდა ადგეთ
და წახვიდეთ კონკრეტული ადგილიდან. ხომ თქვი, ჯობდა, საერ-
თოდ არ გამოვჩენილიყავიო, შენც გეტყვიან ამას და მიხვდები,
როგორი საწყენია ეს.
– სანი, მე დარჩენა მინდა, მაგრამ შენ თუ გინდა, წავალ.
71 მკითხველთა ლიგა
– დავიღალე, იან, მივხვდი, რომ ადამიანების ორი კატეგორია
არსებობს: ბაქანი და მატარებელი. როგორც ჩანს, მე ბაქანი ვარ.
– ...და მე მატარებელი?
– ჩემს ცხოვრებაში ასეა.
– მე არასოდეს ვარ ზედმეტი, თუ შენ გენდომება, წავიდე, თუ
ჩათვლი, რომ ჩემი ყოფნა საჭირო აღარაა, უსიტყვოდ წავალ.
– იფიქრე და მიხვდები, რომ საჭიროება ძალიან ცუდი სიტყვაა
და ყოფნა მაშინაა ყოფნა, როცა საჭიროების გარეშე ხარ, ხარ და
მორჩა.
სანისგან გამოვედი და პირდაპირ დასალევად წავედი. ბოლო
რამდენიმე ჭიქის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. შინ, ჩემს საწოლ-
ში გამეღვიძა. თავზე დედა მადგა და მივლიდა. საშინლად მტკი-
ოდა მხარი, თავი და ფეხი. წავქცეულვარ და დამირტყამს. სანის
ამბავი არ ვიცოდი, ამიტომ დავურეკე. მოვუყევი როგორ ვიყავი.
ჩემთვისაც რთული ღამე იყოო, მითხრა მოულოდნელად. მის
სიტყვებში არანორმალურად დიდი ჭეშმარიტება დავინახე.
– იან, მომენატრე...
– მეც აუტანლად მომენატრე, ჩემო მზეო.

***
ისეთი შეხვედრა გვქონდა, თითქოს პირველად ვნახეთ და ახ-
ლა გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ ადრე თუ უსიტყვოდ ვუგებ-
დით ერთმანეთს, ახლა ამას ვერ ვახერხებდით. ბოლო კამათის
მერე აღარ მინდოდა მასთან ჩხუბი, ამიტომ მის საუბარს უბრა-
ლოდ ვუსმენდი. მომიყვა, როგორ მივიდა იმ სხვასთან სახლში,
როგორ ეფერებოდა ის თითებზე, სანი კი როგორ ცდილობდა
მისგან თავის დაღწევას; როცა კაცმა ჩახუტება სცადა, როგორ
იუარა და როგორ წამოვიდა იქიდან. აი, ამ ყველაფერს ვისმენდი,
72 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მძაფრად აღარ აღვიქვამდი – ისე ვუსმენდი, თითქოს რო-
მელიმე წიგნის შინაარსს მიყვებოდა.
– შენ ნავი ხარ, იან. ხანდახან მგონია, რომ სადღაც უხალხო
სოფელში მოიისფრო ტბაა და იქ ხარ დარჩენილი. მხოლოდ ვინ-
მეს დასანახად ცურავ, თითქოს არ გინდა დაინახონ, რომ ცურვა
აღარ გინდა და როცა თვალს მიეფარებიან, ისევ ჩერდები. კიდევ
მგონია, რომ ნავი ხარ, რომელსაც ნავსაყუდელების აღარ სწამს,
ვიღაცისგან ან რაღაცისგან თავდასაცავად შექმენი სხვა იანი და
ნამდვილი სადღაც გამოკეტე. ვხედავ, ხანდახან რომ გამოგეპა-
რება ხოლმე და გარეთ შენი თვალებიდან იყურება და როცა ამას
ამჩნევ, ეჩხუბები და კიდევ უფრო ბნელ ოთახში კეტავ. კიდევ
მგონია, პირისპირ თუ დამიჯდები და ხმას არ ამოიღებ, ჩემით
შევძლებ შენ მაგივრად ყველაფრის თქმას. იქნებ ერთხელ ყვე-
ლაფერს მოგიყვე, რაც შენზე ამდენი ხნის განმავლობაში დამიგ-
როვდა სათქმელი?! მე ცუდი გოგო ვარ, დიდი ხანია, საკუთარ
თავს ვებრძვი. როცა ადამიანი ერთ სიტყვას ამბობს, ჩემს გონე-
ბაში ხის ტოტებივით გამოსდის ამ სიტყვას მიზეზები, შედეგები,
ფიქრები და ერთ-ორ წუთში ვიცი, რა იდგა რეალურად მის უკან.
ხანდახან მიკვირს შენი, ისე სასტიკად ეწინააღმდეგები საკუთარ
თავს, არადა ვხედავ, რამხელა სიყვარული შეგიძლია. გთხოვ,
აღარ ვიჩხუბოთ. რთული იყო უშენოდ გატარებული დღეები. დამ-
პირდი, რომ, რაც უნდა მოხდეს, ჩემთან იქნები.
– გპირდები.
ხელი ჩავკიდე და სასეირნოდ გავედით. ბნელოდა. მომწონს
ასეთ დროს ქალაქში სიარული. სანის ხელი მეჭირა, მივდიოდით
და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწაზე კი არა, ღრუბლებ-
ზე დავაბიჯებდი, ალბათ იმიტომ, რომ გვერდით ჩემი მზე მომყვე-
ბოდა. ერთმანეთს ჩვენს პარკთან დავშორდით. სახლში სირბი-
ლით მივედი და დედას გადავეხვიე, მერე ვცადე, მამასაც ჩავხუ-
ტებოდი, თუმცა, როგორც ყოველთვის, მომიშორა. მერე ჩემს მე-
73 მკითხველთა ლიგა
ზობელ ჯორჯს დავუძახე და თითო ჭიქა დავლიეთ. სანაცნობოში
ბევრი ჯორჯი მყავს, ჩვენს ქალაქში საკმაოდ გავრცელებული სა-
ხელია, აი, იანი კი ამ ქალაქში მგონი მხოლოდ მე მქვია. ჯორჯს
მხატვრობის არაფერი ესმის, უფრო სწორად, საერთოდ არ ესმის,
რა არის ხელოვნება, ამიტომ ოთახში ჰარმონია არ დარღვეულა
– ის თავისთვის იჯდა, კითხვებით არ მაწუხებდა და რამდენიმე
საათის განმავლობაში მშვიდად ვიმუშავე ნახატზე. უკვე გვიანი
იყო, რომ მითხრა, ქალაქში გავიდეთ ლუდზე გეპატიჟებიო. ქუჩა-
ში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ჩვენ ორნი მივდიო-
დით და რაღაც გაურკვეველს ვღიღინებდით. ბარში შევედით. რა-
ღაც უცნაური სახელი – რაღაცის კუთხე ერქვა. ბართან ლურჯ კა-
ბაში გამოწყობილი ახალგაზრდა, ქერა, ცისფერთვალება გოგო-
ნა იდგა. ჯორჯს ვერ ვაჩერებდი, ათჯერ მაინც მივიდა ლუდისთვის
და ყოველ ჯერზე სთხოვდა, პატარა ჭაქაში ჩამომისხიო – ასე
ბართან ხშირად მისვლისა და იმ გოგონას დეკოლტეში ჩახედვის
შესაძლებლობა ჰქონდა. სასაცილო სანახავი იყო პატარა ჯორჯი.
მალე ბარი ხალხით გაივსო, ერთი ადგილიც აღარ იყო თავისუ-
ფალი, იქაურობა სიგარეტის კვამლში გაეხვია. კუთხეში შავებში
ჩაცმული მამაკაცი შევამჩნიე, დაჟინებით გვიყურებდა მე და
ჯორჯს. არ მომეწონა მისი გამოხედვა და მეც დაჟინებით მივაშ-
ტერდი – ვცდილობდი, მიმენიშნებინა, რომ თუ რამის თქმა სურ-
და ან პრობლემა ჰქონდა, უკან დახევას არ ვაპირებდი. უცნაუ-
რად გამიღიმა და ახალგაზრდა მიმტან გოგონას საჯდომზე ხელი
მისცხო. სულ ეს იყო და მალე ბარიც თითქმის დაცარიელდა.
ჯორჯი უგონოდ იყო მთვრალი, ამიტომ მხარი შევუდგი, ბარიდან
გამოვიყვანე და შინისაკენ წავიყვანე. დაახლოებით ოც წუთში
პოლიციის ოფიცრებმა გაგვაჩერეს.
– მოგესალმებით, დეტექტივი მორგანი და დეტექტივი ფორ-
დი. თქვენი საბუთები, ახალგაზრდებო, – მოგვმართეს, უფრო
სწორად, მე მომმართეს.
74 მკითხველთა ლიგა
ჯორჯი იქვე მდგარ სკამზე ჩამოვსვი და როცა ჯიბეში საბუთე-
ბის მოძებნა დავიწყე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ საშინაო ტა-
ნისამოსით ვიყავი გამოსული და ყველაფერი სახლში მქონდა.
არც ჩემს მეგობარს აღმოაჩნდა თან, ამიტომ მორჩილი ტონით
ვუპასუხე, რომ არ გვქონდა.
– ამ შემთხვევაში ჩვენთან ერთად უნდა წამობრძანდეთ, ბა-
ტონებო.
თავი დავუქნიე, ჯორჯს ისევ მხარი შევუდგი და გავყევით. გან-
ყოფილებაში მძინარე ჯორჯი ისევ დავსვი და ჩემთვის განკუთ-
ვნილ ადგილზე მოვკალათდი. ოთახში დეტექტივი მორგანი შე-
მოვიდა და წინ დამიჯდა. საკმაოდ სანდომიანი შესახედაობა
ჰქონდა, მუქი კანი, ლამაზად დაყენებული ულვაში, მაღალი და
განიერი მხრებით... პოლიციელის ფორმა აშკარად მისთვის იყო
შეკერილი. მაგიდაზე რაღაც საქაღალდეები დაყარა, ჯიბიდან სა-
მაგრმოტეხილი ლურჯი კალამი ამოიღო და დაიწყო:
– სახელი?
– იანი.
– გვარი?
– კლაინი.
– მამის სახელი?
– ალექსანდრე.
– ასაკი?
– 22.
– ოჯახური მდგომარეობა?
– მარტოსული ვარ, როგორც დღისით მზე და ღამით მოღრუბ-
ლულ ცაზე მთვარე, ვარსკვლავები რომ ემალებიან.
– ვფიქრობ, ხუმრობა მთლად სახარბიელო არ იქნება თქვენს
სიტუაციაში, ახალგაზრდავ.
კალამი დადო და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ფორ-
დი შემოვიდა. დაბალი, ხანში შესული, საფეთქლებთან თმა გას-
75 მკითხველთა ლიგა
ჭაღარავებოდა. მკაცრი იერი ჰქონდა. ისიც მისი მეწყვილის
მსგავსად წინ დამიჯდა, ოღონდ ამას ხმა არ ამოუღია. დაახლოე-
ბით ხუთი წუთის განმავლობაში ასე ვიყავით, მერე დაიწყო:
– რამე ხომ არ გსმენიათ ოსტინის ქუჩაზე მომხდარი მკვლე-
ლობის შესახებ?
მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
ფორდმა კითხვა გამიმეორა.
– რამე ხომ არ გსმენიათ ოსტინის ქუჩაზე მდებარე ბარ "ლუ-
დის კუთხეში" მომხდარი მკვლელობის შესახებ?
– არა, ნამდვილად არ მსმენია, – ვუპასუხე.
– სად იმყოფებოდით საღამოს თერთმეტი საათიდან პირველ
საათამდე თქვენ და თქვენი მეგობარი?
– "ლუდის კუთხეში", ოსტინის ქუჩაზე, – ვუპასუხე.
– იცით თუ არა, რომ მკვლელობა ზუსტად იმ დროს მოხდა,
როცა თქვენ ბარი დატოვეთ?
– სამწუხაროდ, არ ვიცი. როგორც კი ჩემი მეგობარი სასმელ-
მა ამ მდგომარეობაში ჩააგდო, წამოვედი. იქ რა მოხდა, არ ვიცი.
– რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ?
– კი, როგორ არა, ბართან მდგომი გოგონას მკერდი ჩემი მე-
გობრისთვის მეტად საეჭვო და გამომწვევი იყო, სწორედ ამიტო-
მაც ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში.
– ახალგაზრდავ, თქვენ მგონი სწორად ვერ აფასებთ საქმის
ვითარებას. გოგონა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მოკლული
იპოვეს და როგორც აღმოჩნდა, მკვლელობა მაშინ მოხდა, რო-
დესაც თქვენ და თქვენი მეგობარი ბარში იყავით ან უბრალოდ
თქვენ ხართ ის, ვინც ხელთ შეგვრჩა.
საფეთქლებთან საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი, რომელ-
მაც უცებ მთელ ტანში დამიარა. საშინელ სიტუაციაში აღმოვ-
ჩნდით, მაგრამ ამას ჯერ მხოლოდ მე ვაცნობიერებდი, ჯორჯი არ-
ხეინად იწვა პოლიციის განყოფილების სკამზე და ისე ხვრინავდა,
76 მკითხველთა ლიგა
რომ მთელ შენობას ესმოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა
მეთქვა ოფიცრებისთვის. ჩვენ რომ ბარი დავტოვეთ, ხალხი ჯერ
კიდევ იყო იქ, ამიტომ ვინმე თვითმხილველიც იქნებოდა და ახ-
ლა მის იმედზე თუ ვიქნებოდით, თუმცა აღარ მჯეროდა, რომ ასე
გაგვიმართლებდა.
– მე და ჩემი მეგობარი ჯორჯი კანონმორჩილი ადამიანები
ვართ, დეტექტივო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ არქივი და ნახავთ,
რომ დღემდე არაფერი დაგვიშავებია, – ვთქვი და ენაზე ვიკბინე.
– დღემდე? – ღრმად ამოისუნთქა ფორდმა. – თქვენ გინდათ
თქვათ, რომ დღეს დააშავეთ?
– თუ მეგობართან ერთად ღამით დალევა და შემდეგ ქალაქში
გასეირნება დანაშაულია, მაშინ დაგვიშავებია. ამის მეტი კანონ-
საწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია.
– მაშინ, რას იტყვით თქვენი მეგობრის, ჯორჯის, ჯიბეში ნა-
პოვნ დანაზე?
– იდიოტი, – გამოვცერი კბილებში.
ფორდმა გამჭვირვალე პარკში ჩაგდებული შავტარიანი დანა
დადო მაგიდაზე, ეს ოფიცერი აშკარად მეორეზე გამოცდილი
იყო. ეს დანა ჯორჯს მე ვაჩუქე რამდენიმე წლის წინ დაბადების
დღეზე და სულ თან დაატარებდა. ამბობდა, შენ მაგივრობას მი-
წევს, როცა ჩემთან არ ხარო, თუმცა ახლა რაში სჭირდებოდა, არ
ვიცოდი. საქმე იმაზე მეტად რთულდებოდა, ვიდრე მეგონა, თუმ-
ცა, ასე თუ ისე, მესმოდა საკითხი და დამაჯერებელი ტონით ვუპა-
სუხე:
– შეგიძლიათ, შეამოწმოთ, დანაზე სისხლის არავითარი კვა-
ლი არ არის და რომ ის ჯორჯს არ გამოუყენებია.
– არ ვამბობ, გამოიყენა-მეთქი, მე ვამბობ, რომ ეს კანონსაწი-
ნააღმდეგო ქმედებაა. რამდენიმე დღეს – იქამდე, სანამ ნამ-
დვილ დამნაშავეებს ვიპოვით, განყოფილებაში გაატარებთ ეჭ-

77 მკითხველთა ლიგა
ვმიტანილის სტატუსით, – თქვა, საქაღალდე დახურა და ოთახი-
დან გავიდა.

***
რკინის საწოლზე ვწევარ ათ კვადრატულ მეტრ საკანში, რო-
მელსაც ფანჯარა არა აქვს, თუმცა გარკვევით მესმის წვიმის ხმა
და ვხვდები, როგორი ამინდია. საშინელი ნესტია, ძველი, დახეუ-
ლი პლედი მახურავს, ბინძური ბალიში ისეთი მაგარია, შეგრძნე-
ბა მაქვს, თითქოს თავი ქვის ლოდზე მედოს. სამი დღეა, ხელ-პი-
რი არ დამიბანია, ფრჩხილები ჭუჭყით მაქვს სავსე, დღეში დაახ-
ლოებით სამ ჭიქა წყალს ვსვამ და ოთხ ნაჭერ პურს ვჭამ. კედლი-
დან ჩამოვარდნილი თეთრი ქვის ნატეხით მწვანე კედელზე შუა
ზაფხულში რატომღაც თოვლის პაპა დავხატე. მესამე დღეა აქ
ვარ და არავის მოვუკითხავვარ. ჩემები ალბათ ფიქრობენ, ისევ
განმარტოება გადაწყვიტაო. ჰო, შეიძლება ასეც არის. გუშინ ის
ბებერი ფორდი შემოვიდა, მითხრა, ახალი არაფერიაო. რამდე-
ნიმე დღეში მე და ჯორჯს განმეორებით დაგვკითხავენ, რათა გა-
იგონ, ემთხვევა თუ არა ჩვენი ჩვენებები. არ ვიცი ჯორჯი სად
არის, ფორდმა მითხრა, საშიში არაფერია, თავს კარგად გრძნობ-
სო, თუმცა მაინც მეშინია, რადგან ცოტა არ იყოს, ჩხუბისთავი და
უტიფარია. გვერდით საკანში ხანში შესული მამაკაცი ზის, რომე-
ლიც მთელი ღამე ოხრავს. ვცადე, გამოვლაპარაკებოდი, თუმცა,
უშედეგოდ, პასუხად მხოლოდ ამოიგმინა და მეც თავი დავანებე.
არ ვიცი, რატომ უახლოვდებიან საკანში მყოფი ადამიანები
ღმერთს, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გუშინ პირვე-
ლად ვილოცე, ისიც დედასთვის. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ
ამბავს. აქ დღისითაც ბნელა და ღამით ხომ საერთოდ არაფერი
ჩანს. თუმცა ტყუილის არ იყოს, თუ დიდხანს ხარ სიბნელეში, მა-
78 მკითხველთა ლიგა
საც ეჩვევა თვალი. მხოლოდ სინათლისთვის, ისევე როგორც სი-
მართლისთვის, ხანგრძლივად თვალის გასწორებაა ძნელი. სა-
ნიზე ვფიქრობდი: ნეტავ, რას აკეთებდა მაშინ, როცა მე აქ, ამ ქვა-
სავით მაგარ საწოლზე ვიწექი? ალბათ ნერვიულობდა, რომ აღარ
გამოვჩნდი, არ დავურეკე... დარეკვა აკრძალული მქონდა მანამ,
სანამ რაიმე ხელჩასაჭიდს არ იპოვიდნენ. საღამოს მორგანი მეს-
ტუმრა ბანანის ნამცხვრითა და ჩაით.
– თავს როგორ გრძნობთ, მისტერ კლაინ? – მკითხა.
– რომ გითხრათ შესანიშნავად ვარ-მეთქი, დამიჯერებთ, მის-
ტერ მორგან?
– თქვენთვის დეტექტივი ვარ, ახალგაზრდავ. მიირთვით, მოძ-
ლიერება გჭირდებათ, დაახლოებით ერთ საათში დაკითხვაზე უნ-
და გავიდეთ.
ნამცხვარი და ჩაი საწოლის კიდეზე დადგა. რომ გადიოდა, სი-
გარეტი ვთხოვე. ასანთისა და სიგარეტის კოლოფები დამიტოვა
და გავიდა. სიგარეტის კოლოფში სამი ღერი აღმოჩნდა, ასანთის
კოლოფში კი მხოლოდ ერთი ღერი ასანთი. გულიანად გადავი-
ხარხარე, უკვე მეზიზღებოდა ეს ადამიანი. ჯორჯზე ვღელავდი,
მაგრამ ვიცოდი, სანამ ერთმანეთს არ შეგვახვედრებდნენ, მანამ
ცალ-ცალკე არ დაგვკითხავდნენ. გასვლის დრო ახლოვდებოდა,
მორგანმა ჭკუით ვერ მაჯობა – ერთი ღერი მოწეული არ მქონდა,
მეორეზე გადავუკიდე და ასე მესამემდე. სწორედ მესამე ღერს ვე-
წეოდი, ოთახში ბადრაგი რომ შემოვიდა. მისი მეოთხედი თუ ვიქ-
ნებოდი წონით. ხმა არ ამოუღია, ისე დამადო ხელბორკილი და
ვიწრო დერეფნით დეტექტივ ფორდის ოთახში შემიყვანა.
– საღამო მშვიდობისა, – დაიწყო ჭაღარა დეტექტივმა.
– ვეჭვობ, ჩემთვის მშვიდი საღამო გსურდეთ, – ირონიულად
ვუპასუხე.
– ადამიანები ვერასოდეს ხვდებიან ჩვენს კეთილ სურვილებს,
ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. გავარკვიე, რომ მხატვარი ხართ,
79 მკითხველთა ლიგა
მინდა გკითხოთ, რომელი ფერებით დახატავდით სურათს "ადა-
მიანის მკვლელობა"? მე რატომღაც წითელში ვხედავ.
– აი, მე კი ლურჯ და ყვითელ ფერებს გამოვიყენებდი.
– საინტერესოა, მაგრამ რატომ?
– საქმეზე გადავიდეთ. ვფიქრობ, მხატვრობაზე საუბარს სხვა
დროსაც მოვასწრებთ. სად არის დეტექტივი მორგანი?
– გვერდით ოთახშია, თქვენი მეგობრის დაკითხვაზე. მაშ, ასე,
დავიწყოთ?
– დავიწყოთ.
– კვლავ გკითხავთ, ბარში ყოფნისას, რამე საეჭვო ხომ არ შე-
გინიშნავთ?
– ჩვენ გარდა იქ დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი იყო.
არ მიყვარს ხალხმრავლობები და ამდენად, როდესაც ასეთ ვი-
თარებაში მიწევს ყოფნა, სხვებით არ ვინტერესდები. მეგობარ-
თან ან მეგობრებთან ერთად ვსვამ და მერე მოვდივარ, ეს არის
და ეს.
– თუ შეიძლება, მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეთ, მის-
ტერ კლაინ.
– საეჭვო არაფერი შემინიშნავს, დეტექტივო.
– რომელ საათზე დატოვეთ ბარის ტერიტორია?
ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე იყო ჩემი საქმე.
სადღაც მაინც გამომადგა ჩემი იდეალური მეხსიერება, ამიტომ
დამაჯერებელი ტონით ვუპასუხე:
– ღამის პირველს აკლდა რვა წუთი.
– თქვენი მეგობარი როდის გაითიშა?
– ბარიდან სუფთა ჰაერზე გამოსვლისთანავე.
– გმადლობთ გულახდილობისთვის, მისტერ კლაინ, ცოტა
ხნით დაგტოვებთ.
ფორდი ოთახიდან გავიდა და ისევ მარტო დავრჩი. არ ვიცი,
რატომ, მაგრამ იმედი მომეცა, რომ ამ ამბიდან გამოვძვრებოდი.
80 მკითხველთა ლიგა
ბადრაგმა ისევ ჩემს ოთახში გამიყვანა, სადაც ჯორჯი დამხვდა.
გადავეხვიე და ერთმანეთი მოვიკითხეთ, თუმცა ახალი რა უნდა
გვეთქვა, როგორც მე, მანაც ეს სამი დღე სადღაც ოთახში გაატა-
რა, უბრალოდ, ჩემგან განსხვავებით, მას ბანანის ნამცხვრითა
და ჩაით არ გამასპინძლებიან.
– ჯორჯ, რატომ გქონდა თან ჩემი ნაჩუქარი დანა?
– არც კი მახსოვდა, ჯიბეში თუ მედო, იან.
თავი გავიქნიე და საწოლზე ჩამოვჯექი. ორი საათის განმავ-
ლობაში ვისხედით ასე – ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მე-
რე ოთახში ფორდი შემოვიდა და განყოფილებაში წაგვიყვანა.
– თავისუფლები ხართ. თქვენ წინააღმდეგ სამხილი არ
გვაქვს, ეგეც რომ არა, მეეჭვება, რომელიმე თქვენგანს მსგავსი
რამის გაკეთება შეეძლოს. თუმცა მე ჩემი საქმე უნდა გამეკეთე-
ბინა. რაც შეეხება დანას, სამწუხაროდ, ის განყოფილებაში დარ-
ჩება და ჯორჯს ჯარიმის გადახდა მოუწევს. ხო, სანამ განყოფილე-
ბას დატოვებთ, მინდა დამნაშავეთა ფოტოალბომს გადახედოთ,
იქნებ რომელიმე იმ დღეს დანაშაულის ადგილას იყო?
ფორდმა ორი უზარმაზარი მტვრიანი ალბომი გამოიტანა და
მაგიდაზე დადო. მის საგულდაგულოდ დათვალიერებას ალბათ
მთელ დღეს მოვანდომებდით, ამიტომ ზერელედ გადავხედეთ და
რადგან არავინ გვეცნო, დავხურეთ და დავაბრუნეთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ. იმედია, აღარასოდეს შევხვდებით
ერთმანეთს და იმედია, ამას მაინც მიიღებთ კეთილ სურვილად,
მისტერ კლაინ, – მითხრა ღიმილით.
– მშვიდობით, დეტექტივო, – ღიმილითვე ვუპასუხე, ჯორჯს ხე-
ლი გადავხვიე და გასასვლელისკენ წავედით. ის იყო, განყოფი-
ლების ტერიტორიას ვტოვებდით, რომ ვიღაცამ დამიძახა:
– იან კლაინ. იან კლაინ.
გავჩერდი და შემოვბრუნდი. ჩემკენ მოხუცი დეტექტივი მორ-
ბოდა. მოახლოებისთანავე, დაიწყო:
81 მკითხველთა ლიგა
– შეიძლება, კიდევ ერთი კითხვა?
– კი, რა თქმა უნდა, გისმენთ.
– რატომ დახატავდით სურათს "ადამიანის მკვლელობა"
ლურჯ-ყვითელსა და არა წითელში?
– ალბათ იმიტომ, რომ ადამიანის მკვლელობა არის არა ხორ-
ცის, არამედ სულის სიკვდილი, სული კი ჩემთვის ლურჯთან ასო-
ცირდება.
– საინტერესოა. ...და ყვითელი?
– ყვითელი იმიტომ, რომ შემოდგომა მიყვარს. სიკვდილსა და
აღდგომას კი ისე არაფერი ჰგავს, როგორც შემოდგომა, – ვუპა-
სუხე და შენობა დავტოვე.

***
– სად ხარ, იან, თითქმის ოთხი დღეა, სახლში არ მოსულხარ...
ფიქრობ მაინც იმაზე, რა მდგომარეობაში ვიყავით მე და მამაშე-
ნი? ალბათ საერთოდ არ გადარდებს, რა მოგვივა, არა? შინ მოს-
ვლა აღარ გინდა, მთელ დროს გარეთ ატარებ. პასუხს ველოდე-
ბი, სად იყავი ეს დღეები, რატომ არ გვითხარი, წასვლას თუ აპი-
რებდი? იქნებ საერთოდ აღარ გინდა ჩვენთან ცხოვრება, ალბათ
ცუდი მშობლები ვართ და ამიტომ.
არ მიყვარს, დედა რომ ბრაზობს. რაც მოხდა, აშკარად არ იყო
ჩემი ბრალი, ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი დაწვრილებით
მომეყოლა მისთვის, რაც ამ სამი დღის განმავლობაში მოხდა.
მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და მივხვდი, კარგი არაფერი მე-
ლოდა, ამიტომ დროულად უნდა მემოქმედა: რომ დამემშვიდები-
ნა, უამრავი სისულელე ველაპარაკე, თან ჭიქით წყალი მოვიტანე
და ვცდილობდი, ცოტაოდენი მაინც დამელევინებინა.
– იან... იან... შენ იქნები ჩემი სიკვდილის მიზეზი.
82 მკითხველთა ლიგა
– დედა, ძალიან გთხოვ, ნუ მეუბნები მსგავს სიტყვებს, ხომ
იცი, მანადგურებს ეგეთი ნათქვამი.
ცოტა რომ დამშვიდდა და მივხვდი, უკეთ იყო, ჩემს ოთახში შე-
ვედი და ჩემსა და დეტექტივ ფორდის საუბარზე ჩავფიქრდი. ამ
დიალოგმა მიბიძგა, დაწყებულ ნახატს მივბრუნებოდი. ჯორჯი
მოვიდა, ლუდი მოეტანა, დავლიოთო. ერთხანს მიყურა, როგორ
ვემზადებოდი ხატვისთვის და მითხრა:
– იმედია, ყვითელი და ლურჯი საღებავის მომზადებას არ აპი-
რებ.
– ჯორჯ, მოკეტე და მარტო დამტოვე. საკმარისად აგიტანე ეს
სამი დღე და ახლა მარტო ყოფნა მინდა.
ჯორჯმა ლუდის ქილა მაგიდაზე დადგა და გავიდა. სიგარეტს
მოვუკიდე და ხატვა დავიწყე. წითელი საღებავი მოვამზადე და სა-
ღამომდე სხვა ფერი არ გამომიყენებია, მხოლოდ წითლით ვხა-
ტავდი. ლუდი უკვე გათბა, მაგრამ მაინც ბოლომდე გამოვცალე.
სამი დღეა, ნორმალურად არ მძინებია, ლუდმაც მომთენთა და
ვიგრძენი, დაწოლა მიშველიდა. წამოვწექი და გავიფიქრე თუ
არა, ნეტავ ახლა რას აკეთებს სანი-მეთქი, ტელეფონმა დარეკა:
– იან, სანი ვარ. როგორ ხარ?
– უკვე კარგად ვარ, სანი, შენ როგორ ხარ?
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, იან.
– მე შემიძლია ყველაფერი აგი...
ყურმილი დაკიდა. გვიანი იყო სანისთან წასასვლელად და
ყველაფრის ასახსნელად. ხვალამდე დაცდა გადავწყვიტე, იქამ-
დე, სანამ წყენა გადაუვლიდა და მშვიდად შევძლებდი მასთან ამ
ყველაფერზე საუბარს.
მეორე დღეს უწყება მომივიდა. პოლიციის განყოფილებაში
გვიბარებდნენ მე და ჯორჯს. რას ვიფიქრებდი, ერთი კათხა ლუ-
დის დალევა ამდენ პრობლემას თუ შემიქმნიდა. ჯორჯს გავუარე
და წავედით. განყოფილების მისაღებში მაგიდასთან მჯდომ გო-
83 მკითხველთა ლიგა
გონას უწყება ვაჩვენე და მანაც საკონფერენციო დარბაზისკენ
მიგვითითა. მორჩილად გავემართეთ მითითებული კარისკენ.
შესასვლელში დეტექტივ მორგანს გადავეყარეთ.
– დააგვიანეთ, ახალგაზრდებო.
– ჩვენ არა, უწყებამ დააგვიანა, დეტექტივო.
მორგანმა პატარა კარით უზარმაზარ ოთახში შეგვიყვანა, რო-
მელიც სავსე იყო დეტექტივებით, პოლიციელებით, პროკურო-
რებითა და რიგითი მოქალაქეებით. მორგანმა ფორდის გვერ-
დით მიგვიჩინა ადგილი.
დაახლოებით ათ წუთში დარბაზის ცენტრში მდებარე ოდნავ
მორყეულ ხის ტრიბუნასთან შავებში ჩაცმული სათვალიანი მამა-
კაცი მივიდა და მოგვესალმა:
– მოგესალმებით, კოლეგებო, მეგობრებო და თანამოქალა-
ქენო. ბევრი თქვენგანი მიცნობს, ხოლო ვინც არა, გეტყვით, რომ
მე კაპიტანი სკოტ უილიამსი ვარ. დღეს აქ მოგიწვიეთ, რათა ქა-
ლაქში შექმნილი ვითარება გაგაცნოთ, უფრო სწორად პრობლე-
მა, რომელსაც სახელად კრიმინალის გაზრდა ჰქვია. ყოველ-
დღიურად ჩვენს ქალაქში საშუალოდ ხუთი მკვლელობა, ათი
ძარცვა, თხუთმეტი დაყაჩაღება და კიდევ უამრავი სხვა დანაშაუ-
ლი ხდება, რომლის აღკვეთასა და შემდგომ გამოძიებასაც ვერ
ვახერხებთ. მესმის, სამარცხვინოა, რასაც ახლა ვამბობ, თუმცა
ეს თქვენთვის ახალი ამბავი არ არის. გასულ ღამეს დაუდგენელ-
მა პირებმა ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელი მოხუცი ჯოი
თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს და რამდენიმე ძვირფა-
სი ნივთი წაიღეს. გარდა ამისა, ალბათ ყველას გსმენიათ ოსტი-
ნის ქუჩაზე მომხდარი ამბის შესახებ, რომელსაც ჩვენი საუკეთე-
სო დეტექტივები მორგანი და ფორდი იძიებენ. დღეს მათთან ერ-
თად ორი ადამიანია, რომელთაც პირდაპირი თუ არა, გარკვეუ-
ლი კავშირი აქვს ამ ამბავთან. არ მინდა, ეს დანაშაულიც ისევე
მიიჩქმალოს, როგორც სხვა დანარჩენი, ამიტომ გთხოვთ, დე-
84 მკითხველთა ლიგა
ტექტივებს ამ საქმის გახსნაში დაეხმაროთ. ამ ეტაპზე ეს საკით-
ხია პრიორიტეტული.
ფორდს ჩუმად გადავულაპარაკე:
– შეგიძლიათ ამიხსნათ, რას ვაკეთებთ ამ შეკრებაზე მე და
ჯორჯი?
– მოუსმინე, ახალგაზრდავ, ეს ყველაფერი სწორედ თქვენს
საკეთილდღეოდ ხდება.
– ეს მცდელობა დასაფასებელია, მაგრამ უკეთესი არ იქნება,
ეს დრო სწორედ ამ საქმის გამოძიებაში დახარჯოთ და არა იმაზე
ლაპარაკში, რომ კრიმინალმა მოიმატა, როცა თავად ამბობთ,
რომ ეს ისედაც აშკარაა?
– გეთანხმებით, თუმცა ამ საქმის გასახსნელად ხელჩასაჭიდი
არაფერი გვაქვს.
– ამ საუბრით ან ჩვენი აქ ყოფნით რამე ხელჩასაჭიდი გამოჩ-
ნდება, თუ როგორ არის თქვენი საქმე, დეტექტივო?
– კაპიტნის სურვილი ასეთია, მისტერ კლაინ, გთხოვთ, მოუს-
მინეთ.
არაფერი მითქვამს. კაპიტანი სკოტი სათვალის ქვევიდან მი-
ყურებდა და თან თავის მოსაბეზრებელ მონოლოგს აგრძელებ-
და:
– ვფიქრობთ, რომ ქალაქში მოქმედებს კრიმინალური დაჯგუ-
ფება, რომელსაც სურს პატიოსანი მოქალაქეების ხარჯზე მოიწ-
ყოს კომფორტული ცხოვრება, თუმცა ვერ ვხვდები, მიზეზს თუ
რატომ მიდიან ეს ადამიანები სისხლის ღვრამდე. ჩვენი ქალაქი
არსებობის სამასწლიან ისტორიას ითვლის და მთელი ამდენი
ხნის მანძილზე მსგავსი პრობლემა, როგორიც ახლაა, არ ყოფი-
ლა. მე თქვენ გენდობით და მწამს, რომ პატიოსანი მოქალაქეე-
ბის ერთ წვეთ სისხლსაც არ აპატიებთ არავის, ამიტომ ახალი
ენერგიითა და შემართებით შეუდექით საქმეს. რაც შეგეხებათ
თქვენ, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს აქ ხართ, ამ
85 მკითხველთა ლიგა
საქმეში თანადგომასა და დახმარებას გთხოვთ. ახლა კი ტრიბუ-
ნასთან ვთხოვ ოსტინის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელო-
ბების ერთ-ერთ თვითმხილველს, იან კლაინს. გთხოვთ, ახალ-
გაზრდავ, – მომმართა კაპიტანმა სკოტმა. ვერ ვიჯერებდი, რომ
მართლა მე მიხმობდა. სანამ ფორდმა ხელი არ მომარტყა, ხუმ-
რობა ან რაღაც გაურკვევლობა მეგონა.
– ტრიბუნასთან გადი, იან.
– ტრიბუნასთან? რა მინდა იქ? ორი სიტყვის გადაბმა არ შე-
მიძლია. გარდა ამისა, არ ვიცი, რაზე ვილაპარაკო. მე მკვლელო-
ბას არ შევსწრებივარ, ყველაფერი ჩემი წამოსვლის შემდეგ მოხ-
და, ეს ყველაფერი თქვენ უკვე მოგიყევით, მეტი არაფერი ვიცი
და სათქმელიც არაფერი მაქვს, მისტერ ფორდ. თქვენ თუ საქმეს
ასე იძიებთ, ნამდვილად შესაშურ დღეში ყოფილა ჩვენი ქალაქი,
– ვეჩურჩულებოდი ფორდს.
– ჰა, ჰა, ჰა... და თქვენ ამბობთ, რომ ორი სიტყვის გადაბმა არ
შეგიძლიათ? კაპიტანი გელოდებათ, ახალგაზრდავ. დიდხანს ნუ
ალოდინებთ.
წამოვდექი და ტრიბუნისკენ გავემართე. ფეხები უკან მრჩებო-
და, რას გადამეკიდნენ ეს იდიოტები? დარბაზიდან ჯორჯის საში-
ნელი სიცილი მესმოდა, ზურგზე ასამდე ადამიანის მზერას
ვგრძნობდი. სცენაზე ავედი და კაპიტნისკენ გავემართე. ხელი ჩა-
მომართვა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ადგილი დამითმო
ტრიბუნაზე. ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები მუცელ-
თან დაილაგა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს სადღაც, ოთახის
მიღმა იყურებაო. დარბაზში დაახლოებით ასი ადამიანი იჯდა და
თითქმის ყველა სერიოზული სახით მომჩერებოდა, მხოლოდ
ჯორჯს ეწერა სახეზე არანორმალური სურვილი, გულიანად გა-
დაეხარხარა. რაც შეეხება მორგანს, დამცინავი გამომეტყველება
ჰქონდა. შევეცადე, აზრებისა და სიტყვების თავმოყრას და არ-
ცთუ მცირე პაუზის შემდეგ დავიწყე:
86 მკითხველთა ლიგა
– მოგესალმებით. როგორც კაპიტანმა აღნიშნა, მე და ჩემი მე-
გობარი ჯორჯი იმ ღამით სწორედ ოსტინის ქუჩაზე ვიმყოფებო-
დით, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უშუალოდ დანაშაუ-
ლის შემსწრენი არ გავმხდარვართ, რის გამოც სათანადოდ ვერ
დავეხმარეთ გამოძიებას. ერთი მხრივ, ეს კარგი იყო, რადგან
არავინ იცის, იქ რომ ვყოფილიყავით, რა დღეში ჩავცვივდებო-
დით და მეორე მხრივ, ცუდია, რადგან ვერ ვახერხებთ დამნაშა-
ვეების გამოაშკარავებას. მე, როგორც ამ ქალაქის მოქალაქე,
მოხარული ვიქნები, თუ დამნაშავენი სათანადოდ აგებენ პასუხს
და ისევ ძველებური სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს ქა-
ლაქში. გმადლობთ ყურადღებისთვის.
გამოსვლა დავასრულე და ჩემი ადგილისკენ წავედი. სანამ
ვლაპარაკობდი, ფორდს თავი არ გაუჩერებია, სულ ზევით-ქვე-
ვით აქნევდა, თითქოს ძალიან მოსწონდა ჩემი საუბარი. ჯორჯს
ხელი ჩავავლე და გასასვლელისკენ წავათრიე. როგორც კი გა-
მოვედით, მაშინვე ახარხარდა. საშინლად ვიყავი გაბრაზებული
და ჯორჯს იქვე დავემშვიდობე. გზად პირველივე ბარში შევედი,
ორი კათხა ლუდი და სამი ჭიქა კონიაკი დავლიე, ერთი ღერი სი-
გარეტი მოვწიე და გადავწყვიტე, სანი მენახა. ფეხით ავუყევი ნო-
ემბრის ქუჩას და ქალაქის მაღალ წერტილში მდგარი ორსართუ-
ლიანი სახლის მეორე სართულზე მცხოვრები ყველაზე ლამაზი
გოგონას კარზე დავაკაკუნე. არავის უპასუხია, ამიტომ უფრო
ძლიერად დავაკაკუნე და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როცა კარს
მიღმა ფეხის ხმა და "მოვდივარ" გავიგონე. კარი გამიღო, თუმცა
სანი აშკარად ნაწყენი ჩანდა. ერთხანს ასე ვიდექით ხმის ამოუ-
ღებლად. ბოლოს, როგორც იქნა, სიჩუმე დავარღვიე:
– არ შემომიშვებ?
სანიმ უფრო ფართოდ გააღო კარი და ხელით მანიშნა, შემო-
დიო. პატარა ოთახი გავიარე და სამზარეულოში შევედი. სიგა-
რეტს მოვუკიდე და ჩემი დღევანდელი თავგადასავლის მოყოლა
87 მკითხველთა ლიგა
დავიწყე. ხმა არ ამოუღია, მიყურებდა და მისმენდა. ის იყო, ჩემი
სათქმელი დავამთავრე და სიგარეტს ბოლო ნაფაზი დავარტყი,
რომ ჩემკენ გადმოიხარა, მაკოცა და ჩემი ამოსუნთქული სიგარე-
ტის კვამლი ფილტვებში გადაუშვა. საფერფლე გადავდე და ხელ-
ში ავიტაცე.
– როგორ მენატრებოდი თურმე, ჩემო მზეო...
– რა სულელი ხარ, რომ იცოდე, – მითხრა სიცილით.
– მომწონს ეს სიტყვებით თამაში.
ქალში უცნაური რაღაცები მომწონს, მაგალითად ჩაცვივნული
თვალები, სულ ოდნავ მუქად რომ გამოიყურება. რამდენ სევდას
ინახავენ ისინი და რამდენად ალამაზებენ ქალს?! კიდევ ჭორ-
ფლები მომწონს სახესა და მხრებზე – მათ რომ ვუყურებ, მოწმენ-
დილ ცაზე ვფიქრობ, რომელსაც ვარსკვლავებმა გამოაყარა.
მუხლები მომწონს, თხელი და გამოკვეთილი მუხლები, ემოციის-
გან გადაღლილს სასთუმლობას რომ გაგიწევს. საუბრისას აქ-
ცენტი მომწონს, არა რომელიმე ქვეყნის ან კუთხის, უბრალოდ
მისთვის დამახასიათებელი აქცენტი. დიდხანს, დიდხანს მოვუს-
მენდი მის მიერ წაკითხულ რომანტიკულ მონაკვეთს ბალზაკის
რომელიმე წიგნიდან. პაუზებს შორის ღრმა ამოსუნთქვა მიყვარს
ყველაზე მეტად. ჰო, კიდევ მაჯებზე, საფეთქლებსა და მკერდზე
დაჩნეული ვენები გამომრჩა. მიყვარს ლურჯი ფერი, ქალის სხე-
ულზე კი ის განსაკუთრებით ლამაზია. გზებივით არიან და თით-
ქოს გასწავლიან კოცნით გასავლელ გზას. ეს ყველაფერი განა-
პირობებს ქალის სექსუალურობას. თვალები? თვალებზე რა უნ-
და ვთქვა, თვალები თვითონ ამბობენ ყველაფერს.
ასეთი იყო სანის სხეული. იმ დღეს მასთან დავრჩი. თაროდან
რომელიღაც პოეტის მძიმე და სევდიანი ლექსების კრებული
გადმოვიღე, სანიმ კლასიკური მუსიკა ჩართო, ჩემს მუხლებზე ჩა-
მოჯდა. კითხვა დავიწყე. ორი საათი მაინც ვიყავით ასე. მას ცრემ-
ლები მოსდიოდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორი ლამაზი
88 მკითხველთა ლიგა
იყო ასეთ დროს. ნაზად მოვხვიე წელზე ხელი და თვალებზე ვაკო-
ცე. მერე ავიყვანე და საძინებელში გავედით.
– ხუთი თვეა გიცნობ, – მითხრა.
– საინტერესოა, მე მთელი ცხოვრება მეგონა.
– ვინ იცის, იქნებ ასეც არის.
ღამე ის დროა, როცა არაფრის აღიარების არ გრცხვენია,
თითქმის არაფრის, განსაკუთრებით მასთან, ვინც შენთვის რაღა-
ცას ნიშნავს ან უბრალოდ მთელი სამყაროა, ან მზე. ზოგჯერ ძა-
ლიან რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც სინამდვილეში
გრძნობ. საუბედუროდ, ხშირად ვერც ქცევებით გადმოსცემ შენს
შინაგან მდგომარეობას. შესაძლოა, ეს ვერც გაგიგონ. არასო-
დეს გამომითქვამს პრეტენზია, რომ ჩემი არ ესმით. ალბათ მაწუ-
ხებს, მაგრამ მივეჩვიე. არ მინდა, ვილაპარაკო ჩვენზე, რადგან
არ შეიძლება ჩვენ არსებობდეს, როცა ერთად ვართ – უბრალოდ
ერთნი ვართ. წარსული ძალიან მძიმეა, თუმცა ძალას ის დღეები
მაძლევს, რომლებიც ძვირფას ადამიანთან გამიტარებია. სასია-
მოვნოა იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას არანორმალურად უყვარ-
ხარ. ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ბევრი მეგობარი არ მყავს, უფ-
რო ხშირად იმაზე ვფიქრობ, რომ ზედმეტად მარტო ვარ ამხელა
სამყაროში. მხოლოდ სანიმ იცის ჩემი ცრემლების ფასი, მხო-
ლოდ მან იცის ჩემი ცრემლების გემო, მხოლოდ მან იცის ჩემი ბა-
ლიშის სუნი და მხოლოდ მან იცის, რას ვამბობ, როცა ჩუმად ვარ,
რადგან თავი ჩემს მკერდზე უდევს. ვეწევით და სიგარეტის კვამ-
ლივით გავდივართ ფანჯრიდან სადღაც უსასრულობაში, ვიკარ-
გებით და ვიძირებით, მე ბევრჯერ მოვკვდი, ბევრჯერ მოგკალი
შენც და ვიცი, კიდევ ბევრჯერ მოვკვდებით ერთად, თუმცა იქამდე
ვიცოცხლებთ, სანამ ერთმანეთი გვემახსოვრება. თვალებს რომ
ვხუჭავ, ვხვდები, ეს დავიწყების ფერებიც როგორ ჰგვანან ვარ-
სკვლავებით მოჭედილ ცას. დღითი დღე ვცარიელდები,
ვგრძნობ, რომ ვერაფერს ვტოვებ.
89 მკითხველთა ლიგა
დილით სანი აბაზანაში შევიდა, მე აივანზე გავედი სიგარეტის
მოსაწევად, თან ქუჩაში ხალხს ვათვალიერებდი. ამ დროს მისი
ხმა გავიგონე:
– იან, იან, შეგიძლია, ერთი წუთით მოხვიდე?
ოთახისკენ შევბრუნდი, სააბაზანოს კარიდან თავი გამოეყო
და მეძახდა. მთხოვა, პირსახოცი მომიტანეო. მოვძებნე, მივუტა-
ნე და როგორც კი პირსახოცს ხელი მოჰკიდა, მისკენ გადავიხარე
და ვაკოცე. ძალიან ჰგავდა ეს ყველაფერი ჩემს მომავალ ცხოვ-
რებას, რომელიც სანისთან ერთად მექნებოდა და მომინდა, ასეც
ყოფილიყო. მის შიშველ მხრებზე წყლის წვეთები დაცურავდა.
პირსახოცს ხელს არ ვუშვებდი, გაოგნებული ვიდექი და ვუყურებ-
დი. ისევ მისმა ხმამ გამომაფხიზლა:
– გაუშვი ხელი, გავიყინე.
– ჰო, რა თქმა უნდა.
ისევ აივანზე გავედი, ცოტა ხანში სანიც გამოვიდა და ერთად
მოვწიეთ, მერე შინიდან გავედით და სხვადასხვა მხარეს გავუყე-
ვით ქუჩას.
შინ დაბრუნებულს მთელი დღე რაღაც მაწუხებდა. ბავშვობი-
დან მოყოლებული სულ ვხატავ, თუმცა წერის სურვილი არასო-
დეს გამჩენია. ვიცოდი, რაზე ოცნებობდა სანი და მომინდა, რა-
ღაც დამეწერა მისთვის. ზღაპარი დავუწერე. ფერად კონვერტში
ჩავდე და სახლის მისამართზე გავუგზავნე. ზღაპარში კი ეწერა:
"იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქალაქი. ლამაზი გახ-
ლდათ მაღალსართულიანი შენობებითა და მათ შორის გადაჭი-
მული უზარმაზარი პარკით, სადაც შეყვარებული წყვილები დასე-
ირნობდნენ. თუმცა ერთი უცნაურობა სჭირდა ამ ქალაქს – ყველა
ლაბადაში ან საწვიმარში გამოწყობილი დადიოდა. ეს იმიტომ,
რომ სულ წვიმდა. ქალაქში არ იყო მანქანები, ადამიანები ფეხით
ან ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. უცნობი ადამიანები
ყოველთვის ზრდილობიანად ესალმებოდნენ ერთმანეთს. ქუჩებ-
90 მკითხველთა ლიგა
საც უცნაური სახელები ერქვა: მონატრების, ტკივილის, შიშის,
ბრაზის, მარტოობის, იმედგაცრუების, ლოდინისა და სიყვარუ-
ლის. ეს ქუჩები ერთმანეთს კვეთენ. მონატრების ქუჩა ლოდინის
ქუჩას კვეთს, ბრაზისა – იმედგაცრუებისას, შიშისა – მარტოობი-
სას, ხოლო ტკივილისა – სიყვარულისას. ზუსტად ამ უკანასკნე-
ლი ქუჩების გადაკვეთის კუთხეში ერთი სახლი დგას – ყველაზე
მაღალია ქალაქში. შვიდი სართული ცისარტყელის ფერებშია შე-
ღებილი, ხოლო ბოლო, უფრო სწორად, სახურავი, მზის ფერია.
იქ სულ სამი ოთახია: ერთი საძინებელი, სამზარეულო და კიდევ
ერთი პატარა ოთახი, რომელიც ამ ორს ერთმანეთთან აკავში-
რებს. საძინებელში მხოლოდ ერთი საწოლი დგას, კედლები
ათასგვარი ნახატითა თუ წარწერით არის შემკული. სამზარეულო
საძინებელზე პატარაა, მისი ერთადერთი ფანჯარა კი თითქმის
მთელ კედელს იკავებს. ეს ფანჯარა გზაჯვარედინსა და პარკს გა-
დაჰყურებს. მის დიდ რაფებზე ბალიშები ალაგია. ამ სახლში ერ-
თი გოგონა ცხოვრობს. ის იისფერია და პლანეტები უყვარს. ყო-
ველთვის, როცა ტკივილის ქუჩიდან შინ ბრუნდება, ყავის ჭიქით
ხელში ფანჯრის რაფაზე ჯდება და ფანჯრიდან ქუჩას გაჰყურებს.
გვერდით მუდმივად კატა უზის. გოგონა რადიოში მუშაობს და ღა-
მით მათ, ვისაც ღამისთევა უწევთ, ხან ლექსებს უკითხავს, ხანაც
საყვარელ მუსიკას ასმენინებს. სახლში კი, როგორც ყოველ-
თვის, ტკივილის ქუჩით ბრუნდება. სულ ზურგჩანთით დადის და
ქალაქში ყველა იცნობს, თუმცა არავინ იცის ვინაა. ოთახიდან
ბამბის ნაყინის აპარატს გამოაგორებს ხოლმე და პარკში მიდის
და უფასოდ ურიგებს ხალხს ნაყინს. ეს გოგონა იისფერია და სახ-
ლში ისევ ტკივილის ქუჩით ბრუნდება. ხშირად ტირის, როცა ფან-
ჯრის რაფაზე ზის და მონატრების ქუჩას უყურებს, მაშინ უფრო,
როცა ლოდინის ქუჩასაა მიშტერებული, მაგრამ ლოდინის ქუჩა
ცალმხრივია, მას მხოლოდ ქალაქიდან გაჰყავს ადამიანები და
უკან აღარასოდეს აბრუნებს. გოგონა ცრემლებს ბოთლში აგრო-
91 მკითხველთა ლიგა
ვებს და სჯერა, რომ ოდესმე, თუ მისთვის ძვირფას ადამიანს ეტ-
კინება, ამ ცრემლებით გაუყუჩებს.
ახლა ზის ფანჯრის რაფაზე და ლოდინის ქუჩას გაჰყურებს.
ისევ წვიმს. ღამის სამი საათია. როგორც ყველა ქალაქში, უჩვეუ-
ლო ამბები აქაც ხდება და აი, ლოდინის ქუჩაზე ვიღაც გამოჩნდა
თხლად ჩაცმული. ცხადია, ეს ყველაფერი ასეთ დროს, ასეთ ამინ-
დსა და ამ ქალაქში უჩვეულო იყო. გოგონა წამოდგა, ამინდის შე-
საფერისად ჩაიცვა და ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბე.
იმ უცხოს ძებნაში სიყვარულის ქუჩით ლოდინის ქუჩაზე გადა-
ვიდა. ერთ-ერთი ლამპიონის ქვეშ იპოვა. აქაური არ იყო. გრძე-
ლი ნატიფი თითები და გამხდარი სახე ჰქონდა. მისი ოდნავ ღია
ფერის თვალები გოგონასთვის რაღაც გაუგებარს ამბობდა.
– გამარჯობა! როგორ ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება? –
ჰკითხა გოგონამ.
უცხო დუმდა. გოგონას არ უყვარდა ერთხელ ნათქვამის გა-
მეორება და ამიტომ წასვლა დააპირა, თუმცა ამ დროს უცხომ
ჰკითხა:
– შენ ის ხარ? მე შენ გეძებდი.
სუსტი ხმა ჰქონდა. მათი საუბარი ალბათ გაგრძელდებოდა,
მაგრამ წვიმას ქარიც დაემატა და ქუჩაში გაჩერება შეუძლებელი
იყო.
– ალბათ გშია და გცივა. შეგიძლია, ჩემთან წამოხვიდე, – უთ-
ხრა გოგონამ და ფერადი შენობისკენ მიანიშნა. უცხო დათან-
ხმდა. სახლში ავიდნენ. გოგონამ საჭმელი მოუტანა, რომელიც,
როგორც წესი, მისი მოგონილი იყო; მშრალი მაისური ჩააცვა,
რომელზეც ციფრები ეწერა და ამ დროს ისევ მოისმინა იგივე
ფრაზა:
– იცი, მე შენ გეძებდი.
გოგონა წამით შეყოყმანდა, მერე კი თავად ჰკითხა:
– მართლა? და ვინ ვარ მე?
92 მკითხველთა ლიგა
უცხო სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა და მშვიდი, თავდაჯერე-
ბული ხმით განაგრძო:
– საქმე ის არ არის, ვინ ხარ, საქმე ისაა, ვინ მინდა, რომ იყო.
მე შენ გიცნობ, შენ იისფერი გოგონა ხარ, ხანდახან ძალიან მტკი-
ვა უშენობა, ეს საშინელებაა, მაგრამ მაინც გავრბივარ შენგან იმ
იმედით, რომ აუცილებლად დავბრუნდები. ახლაც წავალ. მაი-
სურს კი თან წავიღებ, რომ დაბრუნების მიზეზი მქონდეს, თუმცა
იცოდე, მე ისედაც დავბრუნდები და მერე აღარ წავალ. გთხოვ,
დამელოდე.
უცხო ტკივილის ქუჩით წავიდა და გოგონა კვლავ მარტო დარ-
ჩა. შვიდი დღე-ღამე ელოდა გოგონა მოლოდინის ქუჩაზე. მერე,
როცა გოგონამ მისი დაბრუნების იმედი გადაიწურა, ის გამოჩნდა
– უცხომ კარზე დააკაკუნა და მოთმინებით დაელოდა პასუხს და
აი, ისევ გაისმა ნაცნობი ხმა:
– ვინ არის?
უცნაური შეგრძნება დაეუფლა, რადგან ფიქრობდა, გოგონას
ასეთი კითხვა არ უნდა გასჩენოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის, მის
გარდა, ვიღაც სხვასაც ელოდებოდა.
– მე ვარ. ხომ გითხარი, დავბრუნდებოდი.
შინ შესული მაშინვე სავარძელში ჩაჯდა და გოგონას უთხრა,
საშინლად მტკივა და ამ ტკივილების მორჩენაში მხოლოდ შენ
შეგიძლია დამეხმაროო. გოგონამ ცრემლებით სავსე ბოთლი მი-
ურბენინა. აქ ყველა ცრემლი იყო: ტკივილის, ლოდინის, მონატ-
რების, შიშის, იმედგაცრუების, მარტოობისა თუ ბრაზისგან გა-
მოწვეული...
– იცი, მიშველა. მე მინდა, რომ ყოველთვის სიყვარულის ქუ-
ჩით ბრუნდებოდე შინ, მე მინდა შენთან ვიყო და ბამბის ნაყინების
დარიგებაში დაგეხმარო.
გოგონას ხელი ჩაჰკიდა, სწორ, ნატიფ თითებს შორის მისი
თითები იგრძნო. ორივენი ხვდებოდნენ, რომ აქ იწყებოდა მათი
93 მკითხველთა ლიგა
ამბავი. ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ციცინათელებით განათებუ-
ლი პარკი, სადაც ხვალ ნაყინებს დაარიგებდნენ. გოგონა დუმდა
და უყურებდა ფანჯრის თავზე მიწერილ წარწერებს ზრუნვაზე,
სიყვარულსა და ერთგულებაზე".
საღამოს სანიმ დამირეკა. ჩანდა, ჩემი ნაჩუქარი ზღაპარი წა-
იკითხა და ახლა ნამტირალევი ხმით რაღაცას მეუბნებოდა. ვერ
გავიგე, ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ ტკივილის და არ ვიცო-
დი, რა მეთქვა. მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, რომ მენატრებო-
და. ყურმილი დაკიდა. დილამდე ვხატავდი. არ დავღლილვარ და
მიხაროდა, რომ წინ მივიწევდი. ამასთან, ახალ-ახალი გრძნობე-
ბი მიჩნდებოდა და ეს რამდენადაც დადებითად მოქმედებდა ჩემ-
ზე, იმდენადვე უარყოფითად. სანის გარეშე აღარ შემეძლო. მას-
თან ყოფნა და მისი გაბედნიერება მინდოდა, თუმცა კარგად მეს-
მოდა, რომ შეუძლებელია, ვინმე გააბედნიერო, თუ თავად არ
გჯერა საკუთარი ბედნიერების. ამიტომ ბოლო ლუკმასავით ჩავ-
ყლაპე სანისთან სამუდამოდ ყოფნის შესაძლებლობა იმ იმედით,
რომ ის ბედნიერი იქნებოდა, მე კი ამ ყველაფერს საკუთარი თვა-
ლით დავინახავდი.
ოთახის კარი ჩავკეტე. ფანჯარა ღია იყო. საერთოდ, მარტოო-
ბისგან თავის დასაღწევად, ყოველთვის საკმარისი გასასვლე-
ლია. თვითმკვლელობაზე არასოდეს მიფიქრია, არც ახლა ვფიქ-
რობდი, მაგრამ ფანჯარა რაღაცნაირად ასოცირდება მასთან –
ხანდახან ფანჯრები ძალიან ჰგვანან იმ ადამიანამდე მისასვლელ
გზებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ მიგვატოვეს და გვგონია, რომ
მათთან შეხვედრის დაჩქარება მხოლოდ მათზე თუ მათში გავ-
ლით შეგვიძლია. ახლა, უბრალოდ, ვიჯექი ძველ, გახუნებულ
ლურჯ სავარძელში და ფანჯრიდან ვიყურებოდი. სიგარეტს ვე-
წეოდი ფიქრებში გართული, როცა ტელეფონის წკრიალმა გამო-
მაფხიზლა გადავწვდი ყურმილს და ისე ვუპასუხე გაბრაზებული
და შეწუხებული ხმით, რომ ყურმილის იქით მყოფს ეგრძნო, უდ-
94 მკითხველთა ლიგა
როოდ რომ დარეკა. ყურმილში ტლანქი, თუმცა მშვიდი ხმა მო-
ისმა:
– რომერო ვარ, ალბათ ტომისგან გახსოვვარ. მინდა, გნახო
და გესაუბრო, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა ხართ, ბატონო იან.
– როდის და სად? – პირდაპირ ვკითხე და პასუხს დაველოდე.
რომერომ შინ დამპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ჩემთან ახლოს
ცხოვრობდა. ქალაქის ტალახიანი ნაწილი გავიარე და ვიწრო ქუ-
ჩით სანაპიროზე გავედი, საიდანაც ყველაზე მოკლე გზით გადავ-
ჭერი გზა რომეროს ბინისკენ. წითელი აგურით მოპირკეთებულ
ქუჩას გავუყევი და მალევე აყლაყუდა სხეული დავლანდე. ნაბი-
ჯის აუჩქარებლად მივედი მასთან. როგორც უწინ, ახლაც ძლი-
ერად ჩამომართვა ხელი და თაღებიანი შენობის გავლით პატარა
ოროთახიან კერძო სახლთან მიმიყვანა. გზად ხმა არც ერთს არ
ამოგვიღია. რომერომ შინ შემიპატიჟა და ბუხრის პირას მდგარი
სარწეველა სკამი შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნა-
ხევრად ხის სახლი გარეგნულად საშინლად გამოიყურებოდა და
მის გარშემოც ნაგვისა და ხარახურის მეტი არაფერი ეყარა, შიგ-
ნით სრული სისუფთავე და სიმყუდროვე სუფევდა. ამ ბინაში ერ-
თი ოთახი ოდნავ გამოყოფილი იყო ძირითადი ოთახებისგან და
დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ის რომეროს
სახელოსნო გახლდათ. კოლეგამ ერთი ჭიქა ვისკი დამისხა და
ყინული არ მაქვსო, მომიბოდიშა. ვისკით სავსე ჭიქა ერთ მოყუ-
დებაზე დავცალე. ოთახის კედლები ნახატებით იყო სავსე, თუმცა
მათგან არც ერთი არ მეცნო, როგორც ჩანს, რომერო ჩემსავით
არა ხელოვნების ნიმუშებს, არამედ მისთვის ძვირფას ნახატებს
უფრო მეტ პატივს სცემდა, სწორედ ამიტომაც, როცა კედლების,
უფრო სწორად, ნახატების დათვალიერებას რომ ვამთავრებდი,
დასავლეთის კედელზე, ბუხრის საკვამურის ოდნავ მარცხნივ ჩე-
მი ნახატი "ჩიტის ბუდე" დავინახე. ეს ნახატი ჯერ კიდევ ბავშვობა-
ში დავხატე, მახსოვს თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდი,
95 მკითხველთა ლიგა
როგორ აშენებდა ორი ძალიან ლამაზი ჩიტი ამ ბუდეს. ამ ბუდის
დახატვა სწორედ მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩიტებმა მისი აშენება
დაამთავრეს. მასში განსაკუთრებული არაფერი იყო, თუმცა ძა-
ლიან მიყვარდა. ისიც არ მახსოვდა, როგორ ან რატომ აღარ იყო
ჩემს ოთახში ან თუნდაც მამაჩემის მიერ მოწყობილ საკუჭნაოში,
სადაც სწორედ ბავშვობისდროინდელ ნახატებს ვინახავდი, მაგ-
რამ ახლა, როცა ამდენი ხნის შემდეგ დავინახე, რაღაც საოცარი
გრძნობა დამეუფლა. დაუფიქრებლად ვკითხე რომეროს:
– რომერო, შეგიძლია, მითხრა, ვისია ეს ნახატი ბუხრის საკ-
ვამურთან რომ კიდია?
– რომელზე ამბობ, იან? აქ ბევრი ნახატია.
– ამაზე, მეგობარო, – ხელით ვანიშნე.
– აჰ, მივხვდი. "ჩიტის ბუდეზე" მეკითხები, ხომ? არ ვიცი, ერთ-
ერთი გადამყიდველისგან ვიყიდე ნახატების ბაზრობაზე. მით-
ხრა, უცნობი მხატვრისაა, რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა ახ-
ლობლებმა გაჭირვების გამო გასაყიდად გამოიტანეს, მე მომე-
წონა და ვიყიდეო.
– აჰა, გასაგებია. აშკარად ეტყობა გამოუცდელი ხელი, ან უბ-
რალოდ ბავშვის ნახატია, მაგრამ რაღაც საოცრებას ვგრძნობ,
როცა მას ვუყურებ. ეგ ჩიტის ბუდე ძალიან ჰგავს ჩემს პატარა
ქოხს და ალბათ ამიტომ.
არ მითქვამს, რომ ჩემი ნახატი იყო, უბრალოდ, შეფასებაში
დავეთანხმე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ჭიქა ვისკით შევივსე
და ერთ ყლუპად დავლიე. ამასობაში რომერომ მაგიდაზე წასა-
ხემსებლად რაღაცრაღაცები დაალაგა და მიმიპატიჟა. ამ ტლანქ
ტიპს ხატვასთან ერთად მზარეულობაც ეხერხებოდა – დედაჩე-
მის მომზადებულის შემდეგ პირველად მომეწონა სხვისი ნახე-
ლავი, მით უმეტეს კაცისა.
– იან, მინდა შენი ნახატების გამოფენა მოვაწყო, ეს უკვე გა-
დაწყვეტილია.
96 მკითხველთა ლიგა
– ცუდი არ იქნებოდა, რომერო, თუმცა ბოლომდე არ ვარ
დარწმუნებული.
– რას ამბობ, იან, ბევრი იცნობს შენს შემოქმედებას და ბევრს
უყვარხარ. წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი მოვა, გაყიდი კი-
დეც, ფულს იშოვი, უფრო მეტი ხალხი გაგიცნობს.
– არა! არა! – მკვახედ ვუპასუხე. – იმიტომ არ ვხატავ, რომ
გავყიდო, ისინი მხოლოდ ჩემები არიან, მით უმეტეს, ფულისთვის
არ ვხატავ, მაქსიმუმ, გავაჩუქო, მაგრამ არ გავყიდი, ეს თავიდან-
ვე გამორიცხე.
რომერო ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა, მერე ვისკი და-
ისხა, მოწრუპა და ისევ დაიწყო:
– კარგი, ასე ვქნათ: გავაკეთოთ გამოფენა მასთან ერთად,
ვისთანაც გინდა და არ გავყიდოთ. ეს იქნება უფასო გამოფენა,
ხალხიც მოვა და სულ რომ არაფერი, მეტად შეგიყვარებენ, იან.
– ეს შეიძლება, მეგობარო, – ვუთხარი და წასასვლელად მო-
ვემზადე – საქმე მოვიმიზეზე.
რომერომ წითელი აგურით მოკირწყლულ გზამდე მიმაცილა
და დამშვიდობებისას მითხრა, რომ გამოფენასთან დაკავშირე-
ბით შემეხმიანებოდა. სახლში არ წავსულვარ, გადავწყვიტე, ენ-
დრიუსთან შემევლო. კარზე ათწუთიანი ბრახუნის შემდეგ, რო-
გორც იქნა, გამიღო და ოთახში შემიპატიჟა.
– სად ხარ აქამდე, ლამის ჩამოვიღე კარი, – ვუსაყვედურე.
– ბოდიში, ხომ იცი, რომ ვხატავ, ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნი,
– სიცილით მიპასუხა.
– შენ სულ ხატავ და გამოდის, საერთოდ არ ყოფილხარ ამ-
ქვეყნად.
ენდრიუს რომეროს შემოთავაზებაზე ვუთხარი და შევთავაზე,
თავადაც დაინტერესებულიყო ამ თემით, ოღონდ დავამატე, რომ
ნახატებს არც გავყიდდით და არც გავაჩუქებდით, უბრალოდ, ეს
გამოფენა სამივესთვის სასარგებლო იქნებოდა.
97 მკითხველთა ლიგა
– იქნებ როგორმე ამ ქალაქისა და ქვეყნის საზღვრებს გას-
ცდეს ჩვენი სახელები და რაღაცას მივაღწიოთ.
ამ ყოველივეზე ენდრიუს პასუხი ჩემთვის მოულოდნელი აღ-
მოჩნდა:
– რატომაც არა, იან, გავყიდოთ და ცოტა ფულიც ვიშოვოთ.
მეც მიჭირს ფინანსურად და შენც, საღებავების ფულს ძლივს ვშო-
ულობ, როგორ დავხატავთ ახალ ნახატს, თუ საჭირო ფერები და
ტილო არ გვექნება? ჩემი ხელფასი მხოლოდ საჭმელსა და ბინის
ქირაზე მყოფნის, ეგეც რომ არა, მფლობელი გაძვირებას აპი-
რებს და უფრო გამიჭირდება.
ენდრიუს პასუხით გაკვირვებული ვიყავი, თუმცა არაფერი
მითქვამს. შევთავაზე, ლუდი დაგველია და ისიც დამთანხმდა.
ვერ გეტყვით, რატომ – ჩემი არანორმალურობისა თუ რისკის
დამსახურებით – ბარ "ლუდის კუთხეში" შევედით. რამდენიმე სა-
ათში მთვრალები ვიყავით და ენდრიუს ამ ბარში მომხდარ ამბავს
ვუყვებოდი. როდესაც დეტექტივ ფორდსა და მორგანთან ჩემი
შეხლა-შემოხლის ამბავი მოისმინა, მხოლოდ ამის თქმა შეძლო:
– შეეშლიილიიი ხარ, მეგობარო, შეეეეშლილი!
მივხვდი, რომ ალკოჰოლით გაჟღენთილი გონების მიუხედა-
ვად, მარტივად გააცნობიერა, რომ მაგარი შარიდან ვიყავი გა-
მომძვრალი. იმ დღეს ენდრიუ ჩემთან დარჩა, შუაღამემდე ვითა-
მაშეთ ბანქო და ჭადრაკი, მხოლოდ მაშინ დავიძინეთ, როცა ან-
გარიში გავათანაბრეთ.
– შენი საწოლი ძალიან რბილია, ძმაო, – ბუტბუტებდა ძილ-
ბურანში წასული ენდრიუ. – მე კი ოთახის კუთხეში მდგარ ტახტზე
გვერდები მემტვრეოდა.
– ეგ შენ გაქვს რბილი გვერდები, თორემ, აბა, მე მკითხე, –
ვუთხარი და ასე ხუმრობა-ხუმრობაში ჩაგვეძინა.

98 მკითხველთა ლიგა
***
დილით რომეროს ზარმა გამაღვიძა. ნაბახუსევზე საშინლად
მტკიოდა თავი. რომერო მეუბნებოდა, რომ გამოფენისთვის შე-
საფერისი ადგილი მოძებნა და ახლა მხოლოდ ჩემი და ენდრიუს
მისვლა იყო საჭირო. ჰო, ისიც დაამატა, რომ გამოფენის შესახებ
ინფორმაციის გავრცელებას საკუთარ თავზე იღებდა. შეხვედრა
საღამოს რვის ნახევარზე დაგვითქვა. საღამოს მე და ენდრიუ
დათქმულ ადგილას მივედით და აღმოვაჩინეთ, რომ გამოფენა
ქალაქის ძველ თეატრში უნდა ყოფილიყო. შენობა საკმაოდ ძვე-
ლი გახლდათ, კედლები და თაღები ალაგ-ალაგ ჩამონგრეოდა,
ფანჯრის მინები ზოგი ჩამსხვრეოდა, ზოგიც დროსა და ჟამს გაეც-
რიცა და გაეუფერულებინა. თავის დროზე ეს შენობა, ალბათ,
თავს იწონებდა მშვენიერებით, მაგრამ დღეს უსახურად გამოიყუ-
რებოდა და მის წინ გამვლელ-გამომვლელს გულგრილს ტოვებ-
და. როგორ ჰგავს ამ თეატრის ისტორია იმ ადამიანისას, რომე-
ლიც თავის დროზე ადამიანებს აღაფრთოვანებდა, მაგრამ ახლა,
როცა ცხოვრებამ და დრომ თავისი ხელი დაატყო, აღარავის
სჭირდება. შენობაში შევედით და ხის დახვეული კიბით მეორე
სართულზე უზარმაზარ ჰოლში ავედით. დიდი ალბათობით სწო-
რედ აქ უნდა გამართულიყო ჩვენი გამოფენა. კუთხიდან დაბალი,
ჩასხმული მოხუცი გამოვიდა, რომელსაც, ასაკის მიუხედავად,
სრულად ჰქონდა შენარჩუნებული თმა და წვერი, მხოლოდ ჭაღა-
რას ვერ მოუხერხა ვერაფერი. მოხუცმა გვერდი ისე ამიარა თით-
ქოს არც დავუნახავვარ. მივხვდი, თეატრის დარაჯი იყო. მოხუცმა
ასევე ჩაუარა ენდრიუს და რომეროსკენ გაემართა, რომელიც კი-
ბეზე ამოდიოდა, უკან კი უცნობი მამაკაცი მოჰყვებოდა სიგარე-
ტით ხელში. დარაჯი რომეროს მიესალმა თუ არა, ბოლო კიბის
კიდეზე გაჩერდა და მბრძანებლური ტონით მიმართა უცნობს:
– ახალგაზრდავ, თუ შეიძლება სიგარეტი ჩააქრეთ! ჩვენთან
არ ეწევიან, თეატრი ბინძურდება.
99 მკითხველთა ლიგა
უცნობმა სიგარეტი ჩააქრო და ჩაიცინა. დარაჯმა კი უფრო
მკაცრად მიმართა:
– სწორედ ასეთმა დაუდევრობამ მიიყვანა თეატრი ამ მდგო-
მარეობამდე. ეს რომ არა, ის ისეთივე დიდებული იქნებოდა, რო-
გორიც მაშინ იყო, როცა თქვენ დაბადებულიც არ იქნებოდით,
ახალგაზრდავ. აქ ჯერ კიდევ მაშინ იქმნებოდა ხელოვნების ნიმუ-
შები, როცა თქვენ ფუნჯის დაჭერაც არ იცოდით, ამიტომ გთხოვთ,
პატივისცემით მოეპყროთ მას, სანაცვლოდ კი გულითადად გი-
მასპინძლებთ.
მოხუცი თეატრზე ისე საუბრობდა, როგორც ადამიანზე. უც-
ნობმა სახიდან ღიმილი მოიშორა და ბოდიში მოიხადა.
უნდა ვაღიარო, გარემომ ვერ აღმაფრთოვანა, მაგრამ ეს ზუს-
ტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა, ამიტომ რომეროს დავთანხმდით
და ისიც დაგვპირდა, რომ, როგორც კი დეტალებს მოაგვარებდა,
შეგვატყობინებდა. ბიჭები გავაცილე და თეატრში ავბრუნდი,
თითქმის ცხრა საათი იქნებოდა. რომეროს დატოვებული ვისკი
ჯიბიდან ამოვაცურე და დარაჯი მოვძებნე – მინდოდა, სცენის ნახ-
ვის უფლება მოეცა. ძველ საკუჭნაოში ვიპოვე, იატაკზე გაშლილ
ლეიბზე იწვა და "რომეო და ჯულიეტას" კითხულობდა, თხოვნაზე
კითხვით მიპასუხა:
– "რომეო და ჯულიეტა" წაგიკითხავთ ან სპექტაკლი გინა-
ხავთ?
– უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
– კეთილი. მერწმუნეთ, ორივე შემთხვევაში ბევრი დაგიკარ-
გავთ. შეგიძლიათ, დარბაზში შეხვიდეთ, შესასვლელი კარი
ჰოლშია, როგორც კი გახვალთ, მეორე კარია, ოდნავ დაზიანებუ-
ლი, ფრთხილად შედით, – მითხრა და კითხვა განაგრძო.
მითითებული კარისკენ წავედი, ორივე ხელით ოდნავ ავწიე
და შევაღე, თმასა და პიჯაკზე მტვერი დამეყარა, თუმცა არ გავჩე-
რებულვარ. ჩემ წინ უზარმაზარი დარბაზი გადაიშალა, არ მეგო-
100 მკითხველთა ლიგა
ნა, ამ პატარა შენობას ამხელა დარბაზის დატევა თუ შეეძლო.
ორიათასი კაცის ადგილი მაინც იქნებოდა, თუმცა სკამები თით-
ქმის აღარ იყო. რიგებს შორის ჩავიარე, მრთელი სკამი მოვძებნე
და ჩამოვჯექი. რომეროს ნაჩუქარი ვისკი გავხსენი და მოვიყუდე,
ვფიქრობდი, წლების წინ ვინ შეიძლება მჯდარიყო ჩემს ადგილზე:
ლოთი, არისტოკრატი ქალბატონი, სმოკინგში გამოწყობილი
ჯენტლმენი, ქარხნის მუშა, ბოსტნეულის გამყიდველი, მღვდელი,
ექიმი, სკოლის მოსწავლე და ა.შ. ვისკის ბოთლი ნახევრამდე
ჩავცალე. სასმელი გულს მირევდა, მაგრამ ჩემი ფიქრები მთხოვ-
დნენ საჭირო დოზას. თავბრუ მესხმოდა, თუმცა სცენას თვალს
არ ვაშორებდი. წამით თვალები დავხუჭე და რომ გავახილე ყვე-
ლაფერი სხვანაირად მომეჩვენა – სულ სხვა გარემოში აღმოვ-
ჩნდი, იმ დროში ვიყავი, როცა ეს თეატრი დიდების ზენიტში იყო:
ხალხით სავსე დარბაზი, დიდებული სცენა საინტერესო დეკორა-
ციებით; მარჯვნივ ახალგაზრდა ქალბატონი მეჯდა საღამოს კაბა-
ში გამოწყობილი, ღრმა დეკოლტით აშკარად საკუთარი "სიმ-
დიდრისთვის" ხაზგასმას ცდილობდა. მის გვერდით ორმოც წელს
გადაცილებული მამაკაცი იჯდა, ხელი ამ გოგონას მუხლზე და-
ედო და ნელნელა ზემოთ აცურებდა. შევეცადე, არ შემემჩნია და
სხვა მხარეს გავიხედე, იქ კი ხანში შესული, ოდნავ მსუქანი ქალ-
ბატონი დამხვდა, ისიც ღრმა დეკოლტით, თუმცა ამ სანახაობამ
ოდნავადაც არ ამაღელვა. ერთადერთი, რამაც ჩემი ყურადღება
მიიქცია, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ალბათ ჩემი ასაკის, რომე-
ლიც ამ ქალის გვერდით იჯდა. ქალს ხელი ბიჭის მუხლზე ედო და
ნელ-ნელა ზემოთ მიაცურებდა. "ოჰ, ეს ანგარება", გავიფიქრე და
დარბაზიც ჩაბნელდა. სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ აქა-იქ ის-
მოდა ჩურჩული, დროდადრო კი პატარა გოგონა კისკისებდა.
სცენაზე მამაკაცი გამოჩნდა, მალევე ვიცანი დარაჯი, თუმცა სრუ-
ლებით არ ჰგავდა მოხუცს, შავი ტალღოვანი თმა უკან გადაევარ-
ცხნა, სახე კი სუფთად გაეპარსა. აი, ხმა კი დიდად არ შესცვლო-
101 მკითხველთა ლიგა
და. დარაჯმა სპექტაკლის დაწყება გამოაცხადა და სცენა დატოვა.
ფარდები გადაიწია და სცენაზე თეთრ, გამჭვირვალე პერანგში
გამოწყობილი გოგონა გამოვიდა. ისეთი ლამაზი იყო, თვალს
ვერ ვაშორებდი. მუსიკა ჩაირთო და გოგონა აცეკვდა. ისე საოც-
რად ამოძრავებდა თეთრ მუხლებსა და მხრებს, ნატიფ თითებს,
რომ მის გარშემო სივრცე მოლბერტი რომ ყოფილიყო, მას კი
ფუნჯი სჭეროდა, საუცხოო ნახატს დახატავდა. მასში საოცარ არ-
ტისტიზმს ვხედავდი, ეს უზარმაზარი სცენა თითქოს არ ჰყოფნი-
და, პატარა იყო მისი მოძრაობის მასშტაბისთვის. მინდოდა, წა-
მოვმდგარიყავი და მეყვირა: "მიეცით მეტი თავისუფლება!" მაგ-
რამ გაშეშებული ვიყავი, თითქოს მისი თითოეული მოძრაობისას
ხელ-ფეხზე ბორკილები მედებოდა და მოძრაობის შესაძლებლო-
ბას არ მაძლევდა. პირი მიშრებოდა, მაგრამ სასმელს ვერ ვპო-
ულობდი... და მერე, ირგვლივ თითქოს ყველა გაქრა და მხო-
ლოდ მე და ის დავრჩით არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ სამ-
ყაროშიც. მერე გოგონამ ნაზად, ცეკვა-ცეკვით ჩამოიარა სცენის
კიბე და ისე, თითქოს მიწას არ ეხებაო, ჩემკენ წამოვიდა. რაც უფ-
რო მიახლოვდებოდა, მით მეტად ვგრძნობდი, რომ ჩემთვის უც-
ხო არ იყო. მინდოდა, ნერწყვი გადამეყლაპა, მაგრამ პირი საშინ-
ლად მქონდა გამშრალი და მტვრის გემოს ვგრძნობდი. მერე
თვალებში შევხედე, მანაც შემომხედა და ვიცანი – ის სანი იყო,
მაგრამ აქ რა უნდოდა, საიდან გაჩნდა, როდის ისწავლა ასეთი
ცეკვა... ის ჩემ წინ იდგა და თითქოს ყველა ბორკილი ერთად შე-
მეხსნა, გავთავისუფლდი. წამოვდექი, ხელი გავუწოდე და მხო-
ლოდ ახლა შევნიშნე, რომ თითქმის არაფერი ეცვა. სანის თოვ-
ლივით თეთრი და ცივი სხეულიც კი მწვავდა და შეხების ცდუნე-
ბას მიჩენდა – მინდოდა, მხრებზე მომეხვია ხელი და ჩავხუტებო-
დი, მისკენ მივიწევდი და უცებ... რაღაც უცნაური ხმა ჩამესმა:
– ახალგაზრდავ, გაიღვიძეთ. აქ დასაძინებლად მოხვედით?

102 მკითხველთა ლიგა


თავზე მოხუცი დარაჯი მადგა და მანჯღრევდა. თვალები მო-
ვიფშვნიტე და ავხედე.
– სიზმარი იყო? – საკუთარ თავს ვკითხე განაწყენებულმა და
წამოვდექი. ისევ მწყუროდა, მაგრამ რომეროს ნაჩუქარ ვისკის
ბოთლში წვეთიც აღარ იყო. წყურვილს სიზმრიდან გამოყოლი-
ლი საოცარი განცდა მიქარწყლებდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო
სანი ამ სიზმარში?! ანგელოზს ჰგავდა!
თეატრიდან რომ გამოვედი, უკვე ბნელოდა, საათს დავხედე –
ღამის ორი საათი იყო დაწყებული. ქუჩაში ვიდექი და ვერ გადა-
მეწყვიტა, სად წავსულიყავი. სიზმარმა, ერთი მხრივ, სანის ნახ-
ვის სურვილი გამიჩინა – მენატრებოდა, მეორე მხრივ, საშინელი
დაღლა და სისუსტე მაგრძნობინა. საბოლოოდ, მაინც შინ წას-
ვლა გადავწყვიტე, ფეხით გავიარე ქალაქის ჩაბნელებული ქუჩე-
ბი და სახლში ღამის სამ საათზე მივედი, ფეხაკრეფით შევიპარე
ოთახში და ხატვა გავაგრძელე. ყოველთვის ასე ვიქცეოდი, როცა
სანი მენატრებოდა ან როცა რამეს მძაფრად განვიცდიდი. ვხა-
ტავდი გათენებამდე, გაუჩერებლად, ხელის რაღაც საოცარი და
უნებლიე მოძრაობებით, ზუსტად ისე, როგორც სანი ხატავდა სიზ-
მარში ცეკვით რაღაც შესანიშნავს...

***
გამოფენაზე, რა თქმა უნდა, უმეტესობა ჩემი ნაცნობი და ახ-
ლობელი იყო, თუმცა ჩემს ბევრ ნახატს არ იცნობდნენ. დილიდან
დავიწყე იმ ნახატების გადარჩევა, რომლებიც თეატრში უნდა მი-
მეტანა. საბოლოოდ ოცი ნახატი შევარჩიე. ტომმა მანქანით გა-
მომიარა და ნახატები საბარგულში ჩავალაგეთ. თეატრის უკანა
ეზოსთან რომერო და დარაჯი გველოდებოდნენ, ისინი ნახატების
მეორე სართულზე ატანაში დაგვეხმარნენ. ყველაფერი თითქმის
103 მკითხველთა ლიგა
უკვე მზად იყო, როცა დამთვალიერებლებიც გამოჩნდნენ და რო-
მერომაც გამოფენა გახსნილად გამოაცხადა. მე და ენდრიუ ოთა-
ხის ერთ-ერთ კუთხესთან განვმარტოვდით და ისეთივე ყურად-
ღებით ვათვალიერებდით ადამიანებს, როგორითაც ისინი ჩვენს
ნახატებს. რომეროს ყველაფერი გაეთვალისწინებინა და დამ-
თვარიელებელთათვის მაგიდაც გაემზადებინა შამპანურითა და
ტკბილეულით. ვიღაც ჩია, კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი
ყოველწუთას აცხადებდა ამა თუ იმ ნახატის სახელს და დამთვა-
ლიერებელსაც მასზე მიუთითებდა. გამოფენის დაწყებიდან ნახე-
ვარი საათის შემდეგ საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, იქ მყოფ-
თაგან განსხვავებით, მსგავსი საღამოები არ მხიბლავდა. იქვე შე-
დარებით ჩაბნელებულ ადგილას მდგარ მაგიდასთან ჩამოვჯექი
ვისკის დასალევად. მალევე დავინახე, როგორ ანიშნა რომერომ
ელეგანტურ კაბაში გამოწყობილ ქალს ჩემზე. ასე ოცდაჩვიდმეტ
წლამდე იქნებოდა, ყვავილებით მორთული მთლიანი, მოკლე კა-
ბა ეცვა, მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელში გამოწყობილიყო, სა-
ღამოს მაკიაჟი ამშვენებდა, ქერა თმა ნახევრად შეეკრა. ქალი
შამპანურის ჭიქით ხელში მომიახლოვდა და მომმართა:.
– შეიძლება, ჩამოვჯდე? – მაგიდასთან მდგარ ცარიელ სკამზე
მანიშნა.
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე და სკამზე გავიმართე.
– ძალიან მომწონს გამოფენა, განსაკუთრებით თქვენი ნახა-
ტებით დავინტერესდი. გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით, "თქვენო-
ბით" რომ მოგმართავთ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ერთმა-
ნეთს, გარდა ამისა, გათხოვილი ქალი ვარ და ვფიქრობ, არ შემ-
შვენის ახალგაზრდა, ნიჭიერ და სიმპათიურ მამაკაცთან კეკლუ-
ცობა და შენობით ლაპარაკი, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა
აქვს, მთავარია, რომ ძალიან მომწონს თქვენი ნახატები, განსა-
კუთრებით "მეძავის ქადაგებამ" აღმაფრთოვანა. ვიმედოვნებ, ნა-

104 მკითხველთა ლიგა


ტურის მიხედვით არის შესრულებული. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ნა-
ხატები არ მომეწონა, თუმცა...
– გმადლობთ, ვაფასებ თქვენს შეფასებას, – გავაწყვეტინე.
– პირიქით, მადლობა თქვენ ამ ნამუშევრებისთვის. იცით, ყო-
ველთვის მინდოდა, მხატვრის მუზა ვყოფილიყავი, თუმცა გარე-
მოებებმა არ მომცა ამის საშუალება.
– სამწუხაროა, თუმცა, შესაძლებელია, ასე იმიტომ მოხდა,
რომ თქვენში ჯერჯერობით ვერავინ დაინახა შთაგონების წყარო.
– იმედია, ეს მხოლოდ დროის ფაქტორია და სურვილი აუცი-
ლებლად ამისრულდება, მაგრამ ასევე დროის დამსახურებაა
ისიც, რომ ჩემი სხეული ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ
იყო.
– ამმ... თქვენ სწორად ვერ შეაფასეთ ჩემი ნახატი, იქ აქცენტი
შიშველ სხეულზე არ არის გაკეთებული, ქალბატონო. სამწუხა-
როა, რომ თქვენ მხოლოდ ეს შეამჩნიეთ.
– არა, ასე არ არის, ძვირფასო იან. მგონი, სწორად დავიმახ-
სოვრე თქვენი სახელი. შეიძლება, ნახატში მთავარი აქცენტი სი-
შიშვლეზე არ არის, მაგრამ ის გარკვეულ როლს თამაშობს, არ
მეთანხმებით? იქნებ განვმარტოებულიყავით და მშვიდად გვესა-
უბრა?! აქ ხალხმრავლობაა, – ღიმილით მითხრა.
– ხალხმრავლობა მეც არ მომწონს, მაგრამ, ვფიქრობ, არ
შემშვენის ახალგაზრდა მამაკაცს გათხოვილ ქალთან ერთად
განმარტოება, – ღიმილითვე ვუპასუხე.
აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა მის გამოხედვაში. ჭიქა
ბოლომდე დაცალა და ახლის მოსატანად წავიდა, მეც დრო ვი-
ხელთე და ერთ-ერთ ნახატთან გაჩერებული შაინისკენ გავემარ-
თე, მივეპარე და მხარზე ხელი მოვხვიე.
– აქ შენს ნახვას არ ველოდი. მიხარია შენი ნახვა.
– როგორ გამოვტოვებდი შენი მოღიმარი სახის ხილვის შე-
საძლებლობას? – მითხრა კისკისით.
105 მკითხველთა ლიგა
– ნუ იცი ასეთი მწარე ლაპარაკი, თორემ შეიძლება გადავი-
ფიქრო და ნახატი არ გაჩუქო.
– ოდესმე მაინც დაიკავებს ჩემს კედელზე საჭირო ადგილს, –
მითხრა და ლოყაზე ნაზად მომისვა ხელი. უყვარს ამ გოგონას
ვნებებთან თამაში, თუმცა ბოლო დროს ადრინდელივით აღარ
იწვევდა ჩემში აღტაცებას.
– წამომყევი, იან, ცოტა გავისეირნოთ, – მითხრა და ხელი
ჩამკიდა.
მორჩილად გავყევი. თეატრის კიბე ჩავირბინეთ და კართან
მისულები იმ ქალს გადავეყარეთ, წეღან რომ გამომელაპარაკა.
– მეგობარი შეგიძენიათ, – მითხრა დამცინავად.
– დიდი ხნის წინ! იშვიათად ეძლევათ ადამიანებს მსგავსის
პოვნის შესაძლებლობა. ეს გოგო ჩვეულებრივი მელაკუდაა.
– მის ფაფუკ კუდს რომ ვერ ვხედავ?
– ყველას არ შეუძლია მისი ნახვა, – მეც დამცინავად ვუპასუ-
ხე.
ქალისთვის ზურგშექცევასა და უკან გაბრუნებას ვაპირებდი,
რომ კარში სანი დავინახე – უცნობ მამაკაცთან ერთად ხელჩაკი-
დებული მოდიოდა.

***
– გამარჯობა, – მოგვესალმა სანი.
ძლიერად ჩავიკარი გულში და ვაკოცე.
– იან, გაიცანი ჩემი მეგობარი კლარკი. კლარკ, ეს იანია, ჩემი
მეგობარი.
"მეგობარი", – ჩუმად ჩავილაპარაკე. გამოდის, მეც და ეს ვი-
ღაც გაბღენძილი ტიპიც მისი მეგობრები ვართ. მეც და ისიც,
ვინც, დიდი ალბათობით ჭამის მეტს არაფერს აკეთებს, დაუვარ-
106 მკითხველთა ლიგა
ცხნელი წვერი და ჭუჭყიანი ცხვირი აქვს, სიმაღლით სანიზე და-
ბალია და იმსიგანეა, რომ კარში ძლივს ეტევა? თუ სანი ორივეს
მეგობრად გვთვლის, მაშ, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? თუმცა
აბა, რა უნდა ეთქვა სანის ჩემზე, მეგობარია, რომელთანაც ისეთი
ურთიერთობა მაქვს, როგორიც შეყვარებულებს აქვთო? მიუხე-
დავად იმისა, რომ არც მე და არც მას არ მოგვწონდა ურთიერთო-
ბებისთვის სახელის დარქმევა, მაინც საშინლად ვგრძნობდი
თავს მომხდარის გამო, ეჭვები გამიჩნდა, რომელიც, წესით, არ
უნდა გამჩენოდა. თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა. ნდობა
ეჭვს ბადებს, იმედი კი ეჭვს აბრმავებს და მეც იმის იმედად, რომ
ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ნაცნობობა იქნებოდა, იმ ადამიანს
ზრდილობიანად გავუღიმე და გამოფენაზე მივიპატიჟე. შაინის
ხელი ჩავკიდე და მათთან ერთად დახვეული კიბით მეორე სარ-
თულზე ავედით. სანი კლარკთან ერთად განმარტოებით დადგა
და ენდრიუს სურათებს ათვალიერებდა, ჩემი ნახატებისკენ კი
თითქმის არ გაუხედავს, არ მიახლოებია, თითქოს ყველა ნახატი
დეტალურად იცოდა, ახალს ვერაფერს იპოვიდა და ამიტომ არ
აინტერესებდა. არ ვიცი, ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ალბათ
ჰქონდა მიზეზი. სანისთან მივედი და ვთხოვე, გამომყოლოდა.
– იან, ახლა ამის დროა?
– გააჩნია, რის დროს გულისხმობ, ჩემო მზეო.
– უბრალოდ, ვამბობ...
– მაშინ ასევე უბრალოდ გამომყევი, – დაძაბული და ნერვიუ-
ლი ხმით ვუპასუხე.
სანი გამომყვა. იმ დარბაზში შევიყვანე, სადაც სიზმარი ვნახე.
იმ სკამისკენ წავიყვანე, სადაც ვიჯექი და სიზმარი მოვუყევი.
– საინტერესო ისტორიაა, იან, – ღიმილით მითხრა.
– გინდა, სცადო?
– არა, არა, ტანისამოსი დამესვრება.

107 მკითხველთა ლიგა


– თუ გინდა, მე დავჯდები და კალთაში ჩამიჯექი, ასე არ დაის-
ვრები.
– ჯობია, გავიდეთ, კლარკი სრულიად მარტოა უცნობ გარემო-
ში.
არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ დავტოვე დარბაზი და ისევ
კუთხეში ჩამოვჯექი სკამზე. დარაჯმა მალე აუქციონიც დაიწყო,
რომელზეც ენდრიუს ნახატები გამოიტანეს. მართალია, სულ
ათამდე ნახატი გაიყიდა, მაგრამ მიღებული თანხა საკმარისი იქ-
ნებოდა ფუნჯებისა და საღებავების შეძენისთვის. აუქციონიც
დამთავრდა და ხალხიც დაიშალა, შაინის დავემშვიდობე, სანი და
მისი მეგობარი კარამდე მივაცილე და ნახატების ჩამოხსნა დავა-
პირე, რომ ზურგიდან შემომესმა:
– ნუ იჩქარებთ, ბატონო კლაინ. დავაგვიანეთ, თუმცა გვსურს,
დავათვალიეროთ თქვენი შემოქმედება. ნებას დაგვრთავთ? –
ვიცანი – ეს დეტექტივ ფორდის ხმა იყო.
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე და ნახატებისკენ გზა გავუთავი-
სუფლე.
– ძალიან ადრე დაგიმთავრებიათ, მეგობარო.
– უბრალოდ, ხალხი წავიდა მალე, – ვუპასუხე.
დეტექტივი ფორდი ნახატებს ათვალიერებდა, უმეტესად პორ-
ტრეტებთან ჩერდებოდა და ჩაფიქრებული უყურებდა. ათიოდე
წუთი მოანდომა ყველა სურათის დათვალიერებას, შემდეგ ფან-
ჯარასთან მივიდა და ქალაქს გახედა.
– კეთილი, მისტერ კლაინ, თქვენთვის შემოთავაზება მაქვს და
იმედია, დამთანხმდებით. როგორც შევამჩნიე, შესანიშნავად ხა-
ტავთ პორტრეტებს. ჩვენი ქალაქის განყოფილებას კი დიდი ხა-
ნია აღარ ჰყავს მხატვარი დამნაშავეთა ფოტორობოტების შესაქ-
მნელად. როცა კაპიტანმა მთხოვა, ვინმე მოძებნეო, პირველი
თქვენ გამახსენდით. ახლა კი, როცა თქვენი ნამუშევრები ვნახე,

108 მკითხველთა ლიგა


დავრწმუნდი, ზუსტად სათქვენო საქმეა. ვფიქრობ, შევძლებთ სა-
ერთო ენის გამონახვას.
– საინტერესო გამოწვევაა, დეტექტივო, თუმცა მე განწყობის
მიხედვით სიამოვნებისთვის ვხატავ და ვეჭვობ, თქვენი შემოთა-
ვაზებული საქმით ვისიამოვნო.
– მე კი თქვენს სიტყვებში შემაქვს საფუძვლიანად ეჭვი. იმაზე
სასიამოვნო რა უნდა იყოს, როდესაც თქვენ მიერ შექმნილი ფო-
ტორობოტის დახმარებით დამნაშავეს დავიჭერთ, თანაც, არა
მგონია, მსგავსმა ამბავმა ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ, რას იტ-
ყვით?
– შესაძლოა, მართალიც ხართ, მაგრამ არ ვიცი, როგორ გა-
მოვნახავ დროს ამ საქმისთვის.
– იან კლაინ... – ჩაიცინა ფორდმა.. – მე დეტექტივი ვარ და
ვიცი, რომ ინსტიტუტში სიარულით თავს არ იწუხებთ, სხვა საქმეც
თითქმის არაფერი გაქვთ. გააკეთეთ სიკეთე და დაგიფასდებათ
– ხელფასს დაგინიშნავთ და იქნებ ჟეტონი და იარაღიც მიიღოთ,
კაპიტანთან მე გიშუამდგომლებთ.
– იარაღი რომ მნდომოდა, პოლიციის აკადემიაში ჩავაბარებ-
დი, დეტექტივო, და არა არქიტექტურის ფაკულტეტზე. ფულიც დი-
დად არ მაინტერესებს, ასე რომ იყოს, ნახატებს გავყიდდი.
– კეთილი, ვიმედოვნებ, გადაიფიქრებთ. იცით, სადაც უნდა
მომძებნოთ.
დეტექტივი წავიდა, მე დაწყებული საქმე დავამთავრე – ნახა-
ტები ჩამოვხსენი. მალე ტომიც მოვიდა და შინ წამიყვანა. სახ-
ლთან რამდენიმე ინსპექტორი და დეტექტივი დამხვდა. მათ და-
ნახვაზე მანქანიდან გიჟივით გადმოვხტი, მათი რიგები გავარ-
ღვიე და გულგახეთქილმა სახლში ავირბინე.
– რა ხდება, დედა? – დავიყვირე შესვლისთანავე.
– ჩვენთან არაფერი, მაგრამ... ჯორჯი, იან...

109 მკითხველთა ლიგა


აღარ დაველოდე, რას იტყოდა, ოთახიდან გავვარდი და ჯორ-
ჯის ბინისკენ გავიქეცი. გამაჩერეს, არ მიშვებდნენ, მაგრამ როცა
ჩემი ვინაობა ვუთხარი, შემიშვეს. ტახტზე დასისხლიანებული
ჯორჯი იწვა, საშინლად იყო ნაცემი. თვალები ჩალურჯებული და
დასივებული, ცხვირი ჩაშავებული, ტუჩები დახეთქილი, ტანზე ია-
რები ეტყობოდა, ძლივს სუნთქავდა. გამომძიებელი, ექიმი და
დედამისი თავთან ესხდნენ.
– რა მოხდა? – ვიკითხე.
– ვინ ბრძანდებით? – კითხვაზე კითხვით მიპასუხა გამომძიე-
ბელმა და წამოდგა.
– ჯორჯის მეგობარია, ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, ძმები-
ვით არიან, – ხმის კანკალით უპასუხა ჯორჯის დედამ.
– თუ ასეა, გეტყვით, რომ თქვენი მეგობარი ორმა დაუდგე-
ნელმა პირმა სცემა. ორი ნეკნი აქვს გატეხილი, სამი თითი მოტე-
ხილი, ბარძაყის არეში კი მსუბუქადაა დაჭრილი. გამოძიება უკვე
მიმდინარეობს, არაფერზე იღელვოთ.
– კი მაგრამ, საავადმყოფოში რატომ არ მიგყავთ?
– სასწრაფო უკვე გზაშია, მისტერ...
– იან კლაინი, – ვუპასუხე.
– მისტერ კლაინ, როგორც კი მოვა მანქანა, მაშინვე გადავიყ-
ვანთ თქვენს მეგობარს საავადმყოფოში. მერწმუნეთ, მას საფ-
რთხე აღარ ემუქრება.
– მეც მოვდივარ, – კატეგორიულად ვთქვი და ოთახიდან გა-
ვედი.
ეზოში ჩავედი და სიგარეტს მოვუკიდე. საშინლად ვბრაზობდი
საკუთარ თავზე – ჯორჯი გვერდით უნდა მყოლოდა, მაგრამ გა-
დავიფიქრე და გამოფენაზე არ წავიყვანე, რადგან, მისი ამბავი
რომ ვიცოდი, იქ მყოფ ქალებს შეაწუხებდა, თან დიდად არ უყ-
ვარს მხატვრობა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. წარმოვიდგინე,
როგორ ურტყამდნენ ის ძაღლიშვილები და ბრაზი უარესად მე-
110 მკითხველთა ლიგა
რეოდა. ამასობაში სასწრაფოც გამოჩნდა. მანქანაში ჯორჯის
გვერდით დავჯექი და ჯიბიდან წიგნაკი და ფანქარი ამოვიღე.
– ჯორჯ, ლაპარაკი შეგიძლია?
– კი.
– შეძლებ თავდამსხმელების აღწერას?
სანამ საავადმყოფომდე მივედით, ჯორჯმა დეტალურად აღმი-
წერა ორივე პიროვნება და მეც მათი სახის ესკიზები წიგნაკში გა-
დავიტანე. მეგობარი ექიმებს გადავაბარე და ფორდის სანახავად
გავეშურე. საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ გამიმართლა და დეტექ-
ტივი განყოფილებაში დამხვდა. ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია:
– როგორც ჩანს, გადაიფიქრეთ.
– მიზეზი მაქვს, – ვუპასუხე და ორივე დამნაშავის პორტრეტი
გავუწოდე.
– ესენი ვინ არიან? – დეტექტივმა სათვალე გაიკეთა და ესკი-
ზებს დახედა.
– ჩემი მეგობარი სცემეს, ახლა საავადმყოფოშია. გთხოვთ,
ორივე ნახატი ამ საქმის გამომძიებელს გადაეცით. თუ ხვალის-
თვის ამ დამნაშავეებს დააპატიმრებთ, თქვენთან ვიმუშავებ, თუ
არა და, აღარასოდეს მოხვიდეთ ჩემთან მსგავსი თხოვნით.
განყოფილებიდან რამდენიმე საათში გამოვედი და ჯორჯის
მოსანახულებლად წავედი. ოპერაცია თითქმის დასრულებული-
ყო. როდესაც მისი ამბავი ვიკითხე მითხრეს, რომ მოტეხილ
ნეკნს პლევრის ქსოვილი დაუზიანებია და ამიტომ მცირე ოპერა-
ციული ჩარევა გახდა საჭირო. ბარძაყზე რამდენიმე ნაკერი და-
ადეს და თითები თაბაშირით დაუფიქსირეს. ბევრი თხოვნის შემ-
დეგ მისი ნახვის უფლება მომცეს. ოთახში შევიხედე, მშვიდად
ეძინა და მივხვდი, საშიში აღარაფერი იყო. შენობის დატოვებას
ვაპირებდი, როდესაც გასასვლელში თეთრ ხალათში გამოწყო-
ბილი მაღალი მამაკაცი გადამეყარა.
– ნუ ნერვიულობთ, საშიში აღარაფერია, – მითხრა მან.
111 მკითხველთა ლიგა
– თქვენ ალბათ მისი ექიმი ბრძანდებით, არა?
– დიახ, ექიმი მეთიუ გახლავართ. ოპერაცია მე გავაკეთე. გა-
ტეხილი ნეკნები გულსა და ფილტვებს საფრთხეს უქმნიდა. ამ
ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფ-
რთხე არ ემუქრება, რამდენიმე კვირაში თავისუფლად სუნთქვას
შეძლებს, დაახლოებით ერთ თვეში კი სრულიად ჯანმრთელი და-
გიბრუნდებათ, – ექიმს ხელი ჩამოვართვი და მადლობა გადავუ-
ხადე.
– მადლობას ნუ მიხდით. უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე.
მებრძოლი ადამიანი ჩანს, აშკარაა, რომ სიკვდილი არ უნდოდა
და სწორედ ეს დამეხმარა საქმის ბოლომდე მიყვანაში, ახლა კი
უნდა დაგტოვოთ, სხვა პაციენტები მელოდებიან.
ექიმს დავემშვიდობე და საავადმყოფო დავტოვე. ისე ვიყავი
გადაღლილი გონებრივადაც და ფიზიკურადაც, რომ ნაბიჯებს კი
არ ვადგამდი, ფეხებს მივათრევდი. შუა ზაფხული იყო, მაგრამ
მციოდა. ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. ჯორჯის დედა შინ
იყო, რადგან პატარა გოგონას ვერავის უტოვებდა, რომ საავად-
მყოფოში წასულიყო, ამიტომ სულმოუთქმელად მელოდებოდა.
დავამშვიდე და ვუთხარი, რომ საშიში აღარაფერი იყო. გადამეხ-
ვია, ნეტავ შენ გარეშე რა ეშველებოდა ჯორჯსო. როგორც შემეძ-
ლო, ვანუგეშე და დავამშვიდე. სახლში რომ მივედი მოწყვეტილი
დავეცი საწოლზე და მაშინვე ჩამეძინა. მკვდარივით მეძინა, დი-
ლით კი ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა.
– გისმენთ.
– იან, დეტექტივი ფორდი ვარ. რაც შეიძლება მალე მოდით
განყოფილებაში, საქმესთან დაკავშირებით სიახლეა, – მითხრა
მოხუცმა.
ჩავიცვი და განყოფილებაში წავედი. ფორდი და მორგანი შე-
სასვლელთან დამხვდნენ, სიგარას ეწეოდნენ, შემომთავაზეს, უა-
რი ვუთხარი. მერჩია, საქმეზე ესაუბრათ. ჯორჯის მიცემული ჩვე-
112 მკითხველთა ლიგა
ნებისა და ჩემ მიერ დახატული ესკიზების დახმარებით ეჭვმიტა-
ნილები ჰყავდათ.
– ჩხუბი თქვენს სახლთან ახლოს მოხდა. შემთხვევის ადგილ-
ზე აღმოვაჩინეთ ჯორჯის სისხლის კვალი, ასევე "ფიგის" ფირმის
ახალი მოსაცმელი, რომელზეც ჯორჯის სისხლი იყო. ისიც დავად-
გინეთ, რომ ეს მოსაცმელი ახალი ნაყიდია. ეს სარწმუნო სამხი-
ლი არ არის, მაგრამ ქალაქში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, სადაც
მისი ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის გამყიდველმა ადვილად
იცნო ქურთუკი და შენ მიერ შექმნილი ესკიზებიდან ერთ-ერთზე
მისი მყიდველიც ამოიცნო, აღწერილობა ზუსტად დაემთხვა. გამ-
ყიდველმა ასევე გვითხრა, რომ ის პიროვნება მაღაზიის ხშირი
სტუმარია და ამ ქუჩაზეც ხედავს ხოლმე. ქალაქის ყველა გასას-
ვლელი გადაკეტილია, ყველგან და თქვენი სახლიდან ამ მაღაზი-
ამდეც დეტექტივები არიან გაგზავნილი. ფოტორობოტის ასლები
გაკეთებულია. ამ ეტაპზე მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ეს პი-
როვნებაა, მისი პოვნის შემთხვევაში კი, მეორესაც ადვილად მი-
ვაგნებთ, უბრალოდ დროის საკითხია. ჩვენ ამ საქმეს სერიოზუ-
ლად ვეკიდებით, მისტერ კლაინ, მისი გახსნა არც ისე მარტივია,
მაგრამ, მერწმუნეთ, რომ არა თქვენ მიერ შექმნილი ნახატები,
დამნაშავეებს ასე ვერ დავუახლოვდებოდით, დააფასეთ თქვენი
ნიჭი და იმუშავეთ ჩვენთან, – დაასრულა დეტექტივმა ფორდმა.
დეტექტივს თავი დავუქნიე, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ
ეს საქმე უნდა გამეკეთებინა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საფ-
რთხე ჩემს ახლობელს დაემუქრა, არამედ იმიტომ, რომ საქმის
ასე სწრაფად წინ წაწევამ სტიმული მომცა. არასოდეს მქონია
სურვილი, კრიმინალსა და მართლმსაჯულებას შორის ჩავმდგა-
რიყავი, თუმცა ამ მცირე წარმატებამ სასიამოვნო გრძნობა გა-
აჩინა ჩემში. მშვიდად დავტოვე განყოფილება და ფეხით გავუყე-
ვი გზას. რატომღაც ზედმეტად მშვიდადაც კი ვგრძნობდი თავს,
მით უმეტეს იმის ფონზე, რომ იმხანად კარგი არაფერი ხდებოდა
113 მკითხველთა ლიგა
ჩემს ცხოვრებაში. გამონაკლისად გამოფენა შეიძლება ჩავთვა-
ლოთ, სადაც სანი ვნახე, მაგრამ ამ სიამოვნებას მისი უცნობ მა-
მაკაცთან ერთად გამოცხადება აქარწყლებდა. ამ ფიქრებში გარ-
თული მივაბოტებდი ქალაქის წვიმიან ქუჩებში და უცებ სანისთან
წასვლა გადავწყვიტე. ტაქსი გავაჩერე. გული მიგრძნობდა, რომ
შინ იყო და ეს მახარებდა. თუმცა ერთი უცნაურობა მჭირს: როცა
გული რაღაც კარგს მიგრძნობს, არასოდეს მიმართლდება მო-
ლოდინი, ხოლო როცა ცუდის მოლოდინი მაქვს, კარგი ხდება...
ახლა ის მომენტი იყო, როცა ორივეს ერთდროულად ვგრძნობ-
დი, უკან დახევა არც კი მიფიქრია. სანის სახლიდან ოდნავ მოშო-
რებით გავაჩერებინე მანქანა და გზას ფეხით გავუყევი. სწრაფად
მივდიოდი, თუმცა წვიმამ მაინც დამასველა თავიდან ფეხებამდე.
ის იყო, სახლს მივუახლოვდი, რომ ქუჩის მეორე მხრიდან შავებ-
ში ჩაცმულმა მოხუცმა ქალმა დამიძახა – ფიცრით გადახურული
აივნის ქვეშ იდგა ნახევრად სველი და ხელს მიქნევდა. ვიფიქრე,
რაღაც უჭირდა, ამიტომ ქუჩა გადავირბინე. მოხუცმა ყბის კანკა-
ლითა და ოდნავ ჩახრინწული ხმით დაიწყო:
– ბოდიში, შვილო, არ მინდოდა შენი შეშინება. არ ვიცი, სა-
იდან, მაგრამ მგონია, რომ გიცნობ, ახალგაზრდობაში მყავხარ
ნანახი.
გამეცინა და ვუთხარი:
– ალბათ მამაჩემი გყავთ ნანახი, ერთმანეთს ვგავართ, – ვუთ-
ხარი და ჯიბეში ხურდა მოვძებნე.
– არა, არა, სად იყო, შვილო, მაშინ ასეთი სათვალეები.
ალბათ დაბერდა და აურია-მეთქი, გავიფიქრე, ჯიბიდან ხურდა
ამოვიღე, მუჭში ჩავუყარე, დავემშვიდობე და ქუჩა გადავირბინე.
მან კი მომაძახა:
– მაშინაც ეს ტანსაცმელი გეცვა! ნუ გეშინია, ყველაფერი კარ-
გად იქნება.

114 მკითხველთა ლიგა


არაფერი მითქვამს. სახლთან მივედი, კარზე დავაკაკუნე და
დაველოდე სანის გამოჩენას – იმ მომენტში მისი დანახვა ყველა-
ფერზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
– რომელი ხარ? – გაისმა სანის ხმა.
– იანი ვარ.
– იან, უხასიათოდ ვარ და არ მინდა შენთანაც ვიჩხუბო. იქნებ
სჯობს, სხვა დროს მოხვიდე?
– კარგი, – ვუპასუხე და გამოვტრიალდი, თუმცა იმწამსვე ვი-
ღაც მომეხვია ზურგიდან – სანი იყო.
– მაპატიე, შემოდი, გთხოვ. არ მინდა, გაცივდე, – ხელი ჩამ-
კიდა და შინ შემიყვანა.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც ცუდ ხასიათზე დავდექი, მაგ-
რამ ვცდილობდი სანის ეს არ შეემჩნია, ამიტომ ხშირად ვიღიმო-
დი.
– სანი, ვაპირებ, რაღაც გაჩუქო, თუმცა ჯერ არ გეტყვი, ეს რა
იქნება. შეიძლება, უკანასკნელი რამ იყოს, რასაც ჩემი ხელით
გავაკეთებ და ვინმეს ვაჩუქებ, ოღონდ ეს არ იქნება ნახატი. ნაყი-
დი საჩუქრები არ მიყვარს.
– მე კი მინდა, რაღაც გითხრა: სანის ძალიან უყვარხარ და
მინდა ეს იცოდე!
– იანსაც ძალიან უყვარს სანი და უნდა იცოდე, რომ ყოველ-
თვის ასე იქნება!
– შეიძლება, რაღაც გკითხო?
– მკითხე, – ვუთხარი და უფრო ახლოს მივიწიე მასთან.
– მინდა რაღაც გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, რა. იქნებ შეძლო
დახმარება?
– ყველა იმას აკეთებს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის და რისი
ნიჭიც აქვს...
– და შენ რას აკეთებ, იან?
– მე მიყვარხარ, სანი.
115 მკითხველთა ლიგა
სანი ისე ჩამეხუტა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. დიდხანს ვი-
ყავით ასე ჩახუტებულები, მერე კი ვუთხარი:
– რომ იცოდე, როგორ მინდა, ძალიან ბედნიერი გნახო, სანი.
– ვიქნები, ვიცი, მოვა ის, ვინც მიცნობს და დარჩება. ხელს ძა-
ლიან მაგრად ჩავკიდებ და არასოდეს გავუშვებ.
– ჰო, სანი, ასე იქნება, – ვუთხარი, თუმცა სინამდვილეში არ
მინდოდა, ასე მომხდარიყო. რამდენჯერ თქვა სანიმ ეს სიტყვები,
ალბათ ჩვენი ყოველი შეხვედრისას, თუმცა დღეს მათი მოსმენა
ყველაზე მეტად არ მესიამოვნა.
უკვე საღამო იყო, სანის რომ დავემშვიდობე და ჯორჯის სანა-
ხავად წავედი, საბედნიეროდ, ექიმი მეთიუ საავადმყოფოში დამ-
ხვდა და მისი შუამდგომლობით უფლება მომცეს, ჯორჯი მენახა
და მასთან ხუთ წუთზე მეტხანს დავრჩენილიყავი. ბევრად უკეთ
გამოიყურებოდა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მთელი
მონდომებით ცდილობდა ექიმის დარწმუნებას, რომ კარგად იყო
და დროზე ადრე გაეწერათ. ცხადია, ამაზე უარს ეუბნებოდნენ და
მასაც რაღა დარჩენოდა, მთელ დღეებს ექიმ მეთიუს დამხმარეს-
თან ხან ბანქოს, ხან ჭადრაკის თამაშში ატარებდა.
– ექიმმა მითხრა, რომ შენი დახმარებით დამნაშავეებს მალე
დაიჭერენ, ასეა, იან?
– შეიძლება ასეც ითქვას. რაღაც წვლილი მეც შევიტანე.
– ეს ყველაფერი ჩემი გულისთვის გააკეთე, ხო, მეგობარო?
– არა, რა თქმა უნდა, ისე უბრალოდ. რა სულელი ხარ, ჯორჯ.
შენი აზრით, რამე სხვა მიზეზი შეიძლება მქონოდა იმ არაკაცების
დასაჭერად?
– რა ვიცი, მაინც გკითხე, ნუ მიბრაზდები.
– დაისვენე. ახლა წავალ, ექიმს უნდა დაველაპარაკო.
ექიმ მეთიუს კაბინეტი დერეფნის ბოლოში იყო. მასზე ადრეც
მსმენოდა, ის საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ქირურგი იყო,
არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
116 მკითხველთა ლიგა
ვერ ვხვდებოდი, ასეთი შესაძლებლობების ექიმმა რატომ გადაწ-
ყვიტა მაინცდამაინც ამ მიყრუებულ ქალაქში მუშაობა. კაბინეტის
კარი ნახევრად ღია იყო, მსუბუქად დავაკაკუნე და თან შევაღე.
ექიმმა მანიშნა, შემოდიო და სკამზე მიმითითა. კარადიდან ორი
ჭიქა და წითელი ღვინო გადმოიღო.
– ღვინოს დალევთ, მისტერ იან? – მხოლოდ მას მერე მკითხა,
რაც ჭიქები უკვე შევსებული ჰქონდა.
– სასმლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ექიმო.
– მერწმუნეთ, ერთი ჭიქა არაფერს გავნებთ, თან მგონი, ექიმს
დაეჯერება.
ჭიქა გამოვართვი და სკამზე კომფორტულად მოვკალათდი,
სიგარეტი ამოვიღე და ის იყო, მოკიდებას ვაპირებდი, რომ ექიმ-
მა შემაჩერა.
– აი, ეს კი ნამდვილად გავნებთ, მისტერ კლაინ.
არ გავჩერებულვარ, სიგარეტს მოვუკიდე და ჯერ ექიმს შევხე-
დე გამომცდელად, შემდეგ კი მისი მაგიდის კუთხეში მდგარ სა-
ფერფლეს, რომელიც ნამწვებით იყო სავსე. არ მომწონდა, როცა
ჭკუას მარიგებდნენ. არც ექიმები მიყვარს, თუმცა ამ კაცისადმი
პირველივე დღიდან დადებითად განვეწყვე, ალბათ იმიტომაც,
რომ ჯორჯი სიკვდილს გადაარჩინა, თუმცა მის ადგილზე ნების-
მიერი სხვა ექიმიც ასე მოიქცეოდა.
– თუ თქვენი მეგობრის ამბის გასაგებად მოხვედით, გეტყვით,
რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.
ჩემი ყურადღება მისმა მარცხენა ხელმა მიიქცია, რომელიც
საშინლად უკანკალებდა. ექიმმა ჩემი მზერა დაიჭირა და ხელი
პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო. თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ არ
შევიმჩნიე.
– კარგი, მისტერ კლაინ, მომიყევით, რას საქმიანობთ?
– ვსწავლობ, ექიმო, იმავდროულად ვხატავ, სულ ეს არის.

117 მკითხველთა ლიგა


– ხელოვნება მშვენიერი რამ არის, მიყვარს მხატვრობა. რო-
გორც გავიგე, სწორედ თქვენ დაეხმარეთ დეტექტივებს საქმის
გამოძიებაში.
– შეიძლება ასეც ითქვას.
– ხელოვნება და მედიცინა ახლოს არიან ერთმანეთთან. იყო
დრო, მეც ვხატავდი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გახდა ჩემი, ამი-
ტომ გადავწყვიტე, ექიმი გავმხდარიყავი. სიმართლე გითხრათ,
ასე იმიტომ კი არ გადავწყვიტე, რომ ხატვა არ შემეძლო, უბრა-
ლოდ, რაღაც შემემთხვა, რამაც მაიძულა, მედიცინა ამერჩია. ჩე-
მი საქმე გულს ეხება, მისტერ კლაინ, ადამიანის ყველაზე ძვირ-
ფას ორგანოს. სხვა ორგანოებს არ ვაკნინებს, მაგრამ გული...
მოკლედ, გრძნობებიც ხომ გულიდან მოდის. ვინმე თუ გიყვართ
ან გყვარებიათ?
– თუ საზოგადოდ სიყვარულზე ვსაუბრობთ, კი, მიყვარს. სი-
მართლე რომ გითხრათ, მსგავსი შინაარსის სიტყვების – მყვარე-
ბია და მიყვარდა – არ მწამს, რადგან, მიმაჩნია, რომ სიყვარულს
წარსული ფორმა არ გააჩნია.
– დიახ, დიახ, ნამდვილად ასეა, იან, თუკი გიყვარს, გიყვარს
სამუდამოდ, აბსოლუტურად გეთანხმები. მოხარული ვიქნები, თუ
ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით ნათქვამს: მგონია, რომ
გულგატეხილი ხართ, სწორად გამიგეთ, ჩემი პროფესიაა ასეთი,
იმას არ ვგულისხმობ, რომ გულის ექიმი ვარ და ამიტომ შევამ-
ჩნიე თქვენი გულგატეხილობა, ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ
მიდგომას ადამიანებთან, თქვენ რაღაც გადარდებთ და ამ რაღა-
ცით მთლიანად ხართ მოცული, იმდენად, რომ ზედაპირზე ამოს-
ვლა და რეალობის სწორად შეფასება გიჭირთ.
– შემიძლია, ყველაფერში დაგეთანხმოთ, გარდა ერთისა –
რეალობის სწორად შეფასება ნამდვილად არ მიჭირს. თუ თქვენი
დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რომ მხატვარი, მაშასადამე
მეოცნებე ვარ და საკუთარი სამყარო მაქვს, იყოს ასე, მაგრამ სა-
118 მკითხველთა ლიგა
კუთარი სამყარო ყველას ზუსტად ისეთი აქვს, როგორშიც უნდა
რომ ცხოვრობდეს. გთხოვთ, ახლა თქვენ მითხარით, გაქვთ სა-
კუთარი სამყარო, სადაც წარმოიდგენთ და აცოცხლებთ იმას, რა-
საც ამ სამყაროში არსებობა და სიცოცხლე არ შეუძლია?
ექიმი რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა, მერე სიგარეტი მთხოვა,
მოუკიდა და ფანჯრიდან გაიხედა. მზე თითქმის ჩასულიყო, ის კი
თვალს არ აშორებდა სიბნელეს.
– ვინ იცის, იქნებ ოდესმე ვისაუბროთ ამაზეც, ძვირფასო იან.
ახლა კი, სჯობს, საუბარი დავამთავროთ, – მითხრა ღიმილით და
ხელი გამომიწოდა. ექიმს ღიმილითვე ვუპასუხე, ხელი ჩამოვარ-
თვი და მისი ოთახი დავტოვე. გარეთ საკმაოდ ბნელოდა, სახლში
მისვლა არ მინდოდა და რომეროსთან წასვლა გადავწყვიტე. მა-
ინტერესებდა, რას ფიქრობდა გამოფენაზე. ფული არ მქონდა და
ფეხით წასვლამ მომიწია. რომეროს პატარა სახლიდან სინათლე
გამოდიოდა, გადავწყვიტე, კარზე არ დამეკაკუნებინა და ფანჯრი-
დან შევძახე. მეოთხე თუ მეხუთე დაძახებაზე გამომხედა, მთლი-
ანად საღებავებში გათხუპნილმა.
– იან, შენ ხარ? რამ მოგიყვანა ასეთ დროს?
– აქვე ვიყავი და გადავწყვიტე, შემომევლო. ვიმედოვნებ, ცუდ
დროს არ მოვედი. ვიფიქრე, ცოტას დავლევდით და გამოფენაზე
ვისაუბრებდით.
– კი, მესმის, რა თქმა უნდა... – დაიწყო დაბნეულად.
– თუ მარტო არ ხარ, შემიძლია, სხვა დროს მოვიდე. მითხარი,
არ მეწყინება.
– არა, შემოდი, ოღონდ ხატვის დასრულებამდე დამელოდე.
მალე მოვალ.
დავჯექი, რომერომ სასმლის ბოთლი და ჭიქა დამიდგა მაგი-
დაზე და თავის პატარა სახელოსნოში გავიდა. "უცნაურად იქცევა
ეს ბიჭი", – გავიფიქრე და ჭიქაში ვისკი ჩამოვისხი. ნახევარ საათს
მაინც მომიწია ლოდინმა და ამასობაში კედელზე ჩამოკიდებულ
119 მკითხველთა ლიგა
ნახატებს ვათვალიერებდი. უცებ რომეროს საკუჭნაოდან ქალის
კისკისი შემომესმა. ეს ხმა მეცნო, სავარძლიდან წამოვდექი და
ოთახისკენ წავედი. ხის ძველი იატაკი ისე ჭრიალებდა, მეზობელ
ოთახშიც გაიგონებდი და ამდენად, იქ მყოფიც ადვილად მიხვდე-
ბოდა, რომ ოთახისკენ მივდიოდი. ორიოდე ნაბიჯი მაკლდა იმ
ოთახის კარამდე, როცა კარი გაიღო, რომერო გამოვიდა და
ზღურბლზე გაჩერდა.
– იან, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, გეფიცები.
– რას გულისხმობ, მეგობარო?
– მან, უბრალოდ, მთხოვა დამეხატა და უარი ვეღარ ვუთხარი,
ხომ გესმის ჩემი, ის არაჩვეულებრივია, უბრალოდ...
რომეროს სიტყვა გავაწყვეტინე და ოთახში შევედი. კუთხეში
მდგარ საწოლზე ის ქალბატონი იჯდა, გამოფენაზე რომ გავიცანი.
ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და რომეროს მივაწოდე.
– კი მაგრამ, ამაზე ნერვიულობდი? – მივმართე გაფითრებულ
რომეროს.
– შენ მასთან ერთად იყავი და ვიფიქრე, რომ...
– რა სისულელეა, შეგეძლო თავიდანვე გეთქვა, – ხმამაღლა
გავიცინე და საწოლთან მდგარ მოლბერტთან მივედი. ამ დროს
ქალი წინდებს იცვამდა.
– იმედია, არ გეწყინება, ერთ რჩევას თუ მოგცემ, მეგობარო.
ნახატზე ამ ქალის ძუძუსთავები ზედმეტად ვარდისფერია, არადა,
სინამდვილეში ყავისფერი აქვს. არ მგონია, ქალბატონს ეს მო-
ეწონოს, მას სწორედ ის უნდოდა, რომ სხეული ისეთი დაეხატათ,
როგორიც სინამდვილეშია. გარდა ამისა, ნახატზე ზედმეტად
ახალგაზრდულად გამოიყურება. არ იფიქროთ თქვენი სილამა-
ზის დაკნინებას ვცდილობდე, პირიქით, ვფიქრობ, რომ მშვენივ-
რად გამოიყურებით, რომეროს ნამუშევარიც შესანიშნავია, მაგ-
რამ ნახატზე 25 წლის გოგონას ჰგავხართ. შესაძლებელია, რო-
მეროს თქვენი შინაგანი სამყაროს დახატვა სურდა და ამის ამოც-
120 მკითხველთა ლიგა
ნობას თვალებიდან ცდილობდა, მაგრამ რომეროს, ასე თუ ისე,
კარგად ვიცნობ, ის შესანიშნავი მხატვარია. მას რომ თქვენი ში-
ნაგანი სამყარო დაეხატა, მერწმუნეთ, ნახატზე თქვენი შიშველი
სხეული ნამდვილად იქნებოდა, ოღონდ მასზე იქნებოდა მომენ-
ტი, როდესაც გაყიდული სხეულის სანაცვლოდ კლიენტისგან
ფულს იღებთ. ახლა კი ჩაიცვით და წადით. ვფიქრობ, სახლში
ქმარი და შვილები გელოდებიან, თუმცა მანამდე მე წავალ.
ოთახიდან გამოვედი, რომეროც გამომყვა. მასზე არ ვბრაზობ-
დი და არც არაფერი მწყენია, მაგრამ ის მაინც მებოდიშებოდა გა-
უთავებლად.
– იან, იან, გაჩერდი, არ მინდოდა, ასე გამოსულიყო, – მხარში
ხელი ჩამავლო და გამაჩერა.
– არ იფიქრო, რომ შენზე ვბრაზობ ან ეს ჩვენს ურთიერთობას
გააფუჭებს, მეგობარო, მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალის საქციე-
ლი მგვრის ზიზღს. მითხარი, იწექი მასთან?
– კი, მაგრამ არ ვიცოდი, ქმარი თუ ჰყავდა, მით უმეტეს შვი-
ლები. ხომ იცი, სიმართლე მიყვარს, რომ მცოდნოდა, ალბათ მა-
ინც დავწვებოდი, მაგრამ ვიფიქრე, შენ არ გესიამოვნებოდა ჩემ-
გან მსგავსი საქციელი და ამიტომ უნდა გამიგო, მეგობარო.
– ჩემი საქმე არ არის, ვისთან დაწვები და ვის გაჟიმავ. შენი
ნახატი შესანიშნავია, თუმცა რეალობას მოკლებული. მხოლოდ
და მხოლოდ ის ქალი მაღიზიანებს, – ვუთხარი რომეროს და გა-
დავეხვიე. მერე დავემშვიდობე და სახლისკენ მიმავალ გზას და-
ვადექი.
სახლში გულისრევის საშინელი შეგრძნებით ვბრუნდებოდი.
ვერ ვიტან მოღალატეებს და მატყუარებს. თავბრუ მესხმოდა,
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ატრაქციონზე ვიჯექი, ის კი ტრი-
ალებდა და გაჩერებას არ აპირებდა. აგვისტოს ხვატში სიცივემ
ამიტანა. არა, ყველაფერს ცოტა ხნის წინ მომხდარს ვერ დავაბ-
რალებ, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. წავბარბაცდი და
121 მკითხველთა ლიგა
ვიგრძენი, როგორ შემაშველა ვიღაცამ ხელი და იქვე სკამზე ჩა-
მომსვა. დეტექტივი ფორდი იყო, მის უკან კი დეტექტივი მორგანი
იდგა და გაკვირვებული სახით მომჩერებოდა.
– ჯანდაბა, დეტექტივებო, ოდესმე გძინავთ? – ვკითხე და თან
ვცდილობდი, წონასწორობა შემენარჩუნებინა.
– საინტერესოა თქვენგან ამის მოსმენა. უკვე მერამდენედ გა-
დავეყარეთ ერთმანეთს შუაღამით ქუჩაში.
– თავი ცუდად ვიგრძენი და ამიტომ გავჩერდი ამ დრომდე.
– კეთილი, სახლამდე მიგაცილებთ, – მითხრა ფორდმა და
მორგანს ანიშნა, მიეხმარეო. ორივენი აქეთ-იქიდან შემომიდ-
გნენ მხრებში და სახლისკენ წამიყვანეს. ერთი შეხედვით
მთვრალს ვგავდი, რომელსაც ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია
სხვისი დახმარების გარეშე. გზად ფორდი გამოძიების ახალ დე-
ტალებს მიამბობდა. მისი თქმით, დამნაშავეებს სულ მალე და-
იჭერდნენ, ისიც დაამატა, რომ როგორც კი თავს უკეთესად ვიგ-
რძნობდი, განყოფილებაში გამოვცხადებულიყავი, რაღაც ახალი
საქმე ჰქონდათ და ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. შევპირდი,
მოვალ-მეთქი. ამასობაში სახლთანაც მივედით, მორგანმა კიბე-
ზე ამიყვანა და კარზე მძიმედ დააბრახუნა. ვცადე, შემეჩერებინა,
არ მინდოდა დედაჩემს ასეთ მდგომარეობაში ვენახე, მაგრამ ამ
გოლიათს ჩემთან რაღაც უფრო პირადული აკავშირებდა და მე-
ორედ უფრო მძიმედ დააბრახუნა. მხოლოდ ის გავიგონე, რო-
გორ დაიყვირა დედამ მამაჩემის სახელი, ამის მერე, რა მოხდა
აღარაფერი მახსოვს.
დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა. საშინლად მტკიოდა თავი
და მუცელი, საწოლიდან წამოდგომის თავიც არ მქონდა. დარ-
წმუნებული ვიყავი, მშობლების ორსაათიან ლექციას ვერ გადა-
ვურჩებოდი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად არც ერთს გუშინდელზე
სიტყვა არ დასცდენიათ. საჭმელი ოთახში მამამ შემომიტანა და
ერთი კოლოფი სიგარეტიც დამიდო თავთან, ეს უკვე მეტისმეტი
122 მკითხველთა ლიგა
იყო, თუმცა ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავე და მხოლოდ
მადლობის გადახდით შემოვიფარგლე.
– სასწავლებელში გიბარებენ, იან, თორმეტ საათზე იქ უნდა
იყო. უმჯობესია, ჩაიცვა, – მითხრა გასვლისას მამამ.
სასწავლებლის ეზოში მეგობრები ვნახე და შემდეგ დირექტო-
რის კაბინეტისკენ გავეშურე. კაბინეტი საპირფარეშოს გვერდით
იყო და პირველი საყვედური სწორედ მაშინ მივიღე, როცა აბრა
დირექტორის სახელითა და გვარით ტუალეტის კარზე გადავიტა-
ნე, ხოლო დირექტორის კაბინეტის კარზე "ტუალეტი" მივაკარი.
ორმეტრიან კიბორგს მას შემდეგ აღარ ვეხატებოდი გულზე და
მუდამ ჩემს გამოჭერას ცდილობდა, მიზეზს ეძებდა, რომ საყვე-
დურის წერილი გაეგზავნა ჩემებისთვის და მამაჩემისგან ბოდი-
შის წერილი მიეღო. ალბათ შანსი რომ ჰქონოდა, გამრიცხავდა
სასწავლებლიდან, თუმცა არ უღირდა საუკეთესო მოსწავლის
გაშვება. კარზე არ დამიკაკუნებია, ისე შევაღე, ოთახში არავინ
დამხვდა. ის იყო, მზისგან გახუნებულ სკამზე ჩამოვჯექი, რომ
ოთახის პატარა კარში წელში მოხრილი დირექტორი შემოვიდა.
სახეზე ისეთი მჟავე გამომეტყველება ჰქონდა, იფიქრებდი, ეს წუ-
თია, ლიმონის წვენი დალიაო. მაგიდასთან მივიდა და ფურცლებ-
ში დაიწყო ქექვა, ათი წუთი მოანდომა ამდენ ნაგავში საჭირო სა-
ბუთის მონახვას, მერე უსიტყვოდ გამომიწოდა და სავარძელში
გადაწვა ახლა უკვე კმაყოფილი სახით. განათლების საბჭო იუწ-
ყებოდა:
"მოგესალმებით, მისტერ კლაინ!
ჩვენთვის ცნობილი გახდა თქვენი დაბალი აკადემიური მოს-
წრების შესახებ. საბჭო ამას ვერ შეეგუება. ამდენად, დირექტორ
ალფრედის შუამდგომლობით გაძლევთ შანსს, რომ უახლოესი
ერთი კვირის განმავლობაში დაასაბუთოთ ლექციების გაცდენის
მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დირექტორის გადაწყვეტი-
ლებით, გაირიცხებით სასწავლებლიდან.
123 მკითხველთა ლიგა
პატივისცემით, განათლების
საბჭოს თავმჯდომარე სტივ ბენტონი".
წერილი გადავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. დირექტორს არც დავ-
მშვიდობებივარ, ისე დავტოვე მისი ოთახი. თავში მხოლოდ ერთი
ფიქრი მიტრიალებდა, როგორ გამოვმძვრალიყავი ამ სიტუ-
აციიდან. როგორც ჩანს, კიბორგმა მაინც შეძლო ჩემთვის პრობ-
ლემის შექმნა. ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი პოლიციის განყოფი-
ლებისკენ, სადაც ფორდი მელოდებოდა ახალი საქმის დეტალებ-
ზე სასაუბროდ. მოხუცმა მაშინვე შემატყო უგუნებობა და მიზეზი
მკითხა. ვიუარე და ვთხოვე, საქმეზე გადასულიყო. მითხრა, კარ-
გი ინფორმაცია მაქვსო, ჯორჯის საქმეში ეჭვმიტანილები დაუკა-
ვებიათ და მათაც დანაშაული უღიარებიათ. დამნაშავეები ჩვენი
ქალაქის მკვიდრნი არ აღმოჩნდნენ, მათი ჩვენებიდან ისიც გაირ-
კვა, რომ ქალაქში კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს და ისი-
ნიც ამ დაჯგუფებაში გაწევრებას ცდილობდნენ. მოხუცი განყოფი-
ლების ეზომდე გამომყვა და იქ მანქანაზე მიმითითა, რომელშიც
მორგანი გველოდებოდა. უკანა სავარძელზე ტყავის პატარა ჩან-
თა დამხვდა, ფურცლებითა და ფანქრებით.
– მაშ, ასე, საქმეში ხართ, მისტერ კლაინ? – მკითხა მოხუცმა.
– საქმეში ვარ, – ვუპასუხე.
მორგანმა მანქანა დაძრა და ქალაქის მიყრუებული უბნისკენ
გაეშურა ახალი საქმის გამოსაძიებლად. იქაურობას პროგრესი-
სა და განვითარების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. დანგრეული
და ტალახიანი გზა, სახლები დაბზარულ-დახეთქილი კედლებით,
არც განათება და არც მწვანე გაზონი, ხალხიც კი არ დადიოდა ქუ-
ჩაში, თითო-ოროლა გამვლელი და მათხოვარი, სულ ეს იყო.
თითქოს მზესაც კი ეთაკილებოდა აქეთ გამოხედვა, ისეთი ჩაბნე-
ლებული იყო მისი ყველა კუთხე-კუნჭული. მორგანმა მანქანა შე-
დარებით ახალ და მოვლილ სახლთან შეაჩერა. ფორდმა მკითხა:
– იარაღის ხმარება იცი, იან?
124 მკითხველთა ლიგა
– თეორიულად.
– კარგი, გამომართვი ეს იარაღი და მხოლოდ იმ შემთხვევაში
გამოიყენე, თუ შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ახლა კი
გადავიდეთ.
სახლის ჭიშკართან გამაფრთხილეს, ხმა არ ამოიღოო და ასეც
ვიქცეოდი. ეს სიტუაცია მძაბავდა. ჯერ მორგანი შევიდა, მერე მე,
ჩემ შემდეგ კი დეტექტივი ფორდი. სახლის ორი სართული ავია-
რეთ და რკინის შავ კართან შევჩერდით. მორგანმა იარაღი ორი-
ვე ხელით დაიჭირა და კარს მხრით მიაწვა. ოთახში შევიდა, ფორ-
დი მიჰყვა, მეც. მუცელი მეწვოდა ნერვიულობისგან.
– სუფთაა, – დაიყვირა მორგანმა.
– სუფთაა, – დაიყვირა ფორდმა.
ახლა სხვა ოთახისკენ გაემართნენ. ფორდმა, მანიშნა შემო-
სასვლელი კარი დახურეო და მეც იქით წავედი. ის იყო, დახურვას
ვაპირებდი, რომ დერეფნის ბოლოს კიბესთან შავებში ჩაცმული
ახალგაზრდა კაცი დავინახე.
– აქ არის! – დავიყვირე და კაცისკენ გავიქეცი.
კაცი ჩემს დანახვაზე კიბეზე დაეშვა, მე მივდევდი. იარაღი გა-
დატენილი მქონდა და თითი სასხლეტზე მედო, თან უკან ვიყურე-
ბოდი, მორგანი საკმაოდ შორს იყო, ფორდზე კი ლაპარაკიც ზედ-
მეტია – ასაკის გამო კუს ნაბიჯებით ძლივს მოდიოდა. ორი სარ-
თული სწრაფად ჩავირბინე და სახლიდან გამოვედი. შავებში ჩაც-
მულ მამაკაცამდე ათიოდე მეტრი თუ მაშორებდა.
– ესროლე, იან! – ყვიროდა ფორდი.
იარაღი დავუმიზნე, სროლას ვაპირებდი, თუმცა... ვეღარ შევ-
ძელი. იარაღი დავაგდე და მორგანის მანქანას მივეყრდნე. როცა
დეტექტივები მოვიდნენ, შავებში ჩაცმული მამაკაცი უკვე აღარ
ჩანდა. ორივეს საშინელი იმედგაცრუება ეტყობოდა სახეზე.
– რატომ არ ესროლე, იან? – მკითხა ფორდმა.

125 მკითხველთა ლიგა


– შემეშინდა, ვერ შევძელი, მაპატიეთ, – ვუთხარი ენის ბორ-
ძიკით.
– ბოდიში ჩვენ კი არა, იმ გოგონას მოუხადე, ცოცხალი რომ
აღარ არის, – მითხრა მორგანმა და ძალით დაარტყა ხელი მან-
ქანას.
– მესმის, ეს შენი საქმე არ არის, უბრალოდ ძალიან ახლოს
ვიყავით, დასანანია... მაგრამ არა უშავს, თვითმხილველი
გვყავს, ამიტომ ფურცელი და ფანქარი აიღე და ის გააკეთე, რაც
კარგად გამოგდის, – მითხრა ფორდმა და მხარზე ხელი მომხვია.
თვითმხილველის სანახავად ისევ სახლში ავბრუნდით. მანიშ-
ნა, მარჯვნივ ღია კარში შედიო. მოწმის მოსვლამდე ოთახში დი-
ვანზე ჩამოვჯექი, მალე ფორდიც გამოჩნდა თვითმხილველთან
ერთად. შიში და გაოცება ვერ დავმალე, როცა ფორდის გვერდით
ის მოხუცი ბებია დავინახე, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუჩაში შემ-
ხვდა და მიმტკიცებდა, ახალგაზრდობაში გნახეო. ფურცელი და
ფანქარი მაგიდაზე დავდე და დეტექტივებს ვუთხარი, რომ დამნა-
შავის ფოტორობოტს არ დავხატავდი.
– რატომ? – მკითხა გაკვირვებულმა ფორდმა.
დეტექტივი გვერდით ოთახში გავიყვანე და ყველაფერი დაწ-
ვრილებით ვუამბე, რაც იმ დღეს მოხდა. ვუთხარი სასარგებლო
ინფორმაციას ვერ მოგვცემს, ფსიქიკური პრობლემები აქვს –
ორი დღის წინ თავისი თანატოლი ვეგონე-მეთქი. მაგრამ ამ არ-
გუმენტმა არ გაჭრა, ფორდი დაჟინებით მთხოვდა, ქალისთვის
მომესმინა. სხვა რა გზა მქონდა. დავბრუნდი ოთახში, დივანზე
დავჯექი და მოხუცს ვთხოვე, ყველაფერი დეტალურად აღწერა,
მათ შორის დამნაშავის გარეგნობაც. მოხუცი ისე მელაპარაკე-
ბოდა და მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა და სრულიად
უცხო ვიყავი. მისი თქმით, დამნაშავე ორჯერ ნახა, პირველად ერ-
თი კვირის წინ და მეორედ დღეს, როცა დანაშაულის ადგილას
მიდიოდა. მოთმინებით ვუსმენდი და ყველაფერს წიგნაკში ვი-
126 მკითხველთა ლიგა
ნიშნავდი. ბოლოს მოხუცმა დამნაშავის გარეგნობის აღწერა და-
იწყო. ფორდი ზურგს უკან მედგა და ხატვის პროცესს აკვირდებო-
და. მერე მორგანმა დაუძახა და ისიც ქვემოთ ჩავიდა. ათი წუთის
შემდეგ მეც ჩავედი. ეტყობა, ისე ვიყავი გაფითრებული, დეტექტი-
ვები შეშინებულები გადმოვიდნენ მანქანიდან და ჩემ წინ გაჩერ-
დნენ, თუმცა მეტი შიში და გაურკვევლობა მაშინ დაეუფლათ, რო-
დესაც მოხუცის მიერ აღწერილი დამნაშავის პორტრეტი გავუწო-
დე – მათ ნახატზე იან კლაინი ამოიცნეს.

***
მანქანაში ჩავჯექი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. გაოცებული
ფორდი ხან იან კლაინის პორტრეტს დაჰყურებდა, ხან სარკეში
გამომხედავდა ხოლმე. ნახატზე აშკარად მე ვიყავი, თუმცა ვერ
ვხვდებოდი მოხუცის დაეჭვების მიზეზს და ეს ძალიან მაბნევდა.
ბოლოს და ბოლოს, როდესაც აუტანელი გახდა სიჩუმე, ფორდმა
თქვა:
– ვიმედოვნებ, რომ ეს დიდი გაურკვევლობაა, იან,
– თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ჩავიდინე და იმავდროულად
ფურცელზე საკუთარი ფოტორობოტი დავხატე? – ვუპასუხე გაღი-
ზიანებულმა.
– ზედმეტად ბევრი კითხვის ნიშანია. ჯერ იყო და, ბარში მომ-
ხდარ მკვლელობას დაუკავშირდა თქვენი სახელი და ახლა კი
მოხუცმა ამოგიცნო. ორჯერ აღმოჩნდი დანაშაულის ადგილას
და, შენი აზრით, ეს ყველაფერი დამთხვევაა და მეტი არაფერი?
– თავის მართლებას არ ვაპირებ. გითხარით, ეგ მოხუცი შეშ-
ლილია, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მიმტკიცებდა, რომ ახალგაზ-
რდობაში მნახა, ახლა კი თურმე მკვლელი ვარ.

127 მკითხველთა ლიგა


– მოხუცს ვესაუბრე და მითხრა, რომ პირველად გნახათ, თუ
არ ჩავთვლით შენს დღევანდელ და შესაძლოა წინა სტუმრობას
იმ ბინაში, სადაც მოკლული გოგონა ვნახეთ.
– კარგი, თუ მისი გჯერათ, იყოს ასე, თუმცა მე ალიბი მაქვს, –
ვუთხარი დეტექტივს და შარვლის უკანა ჯიბიდან "განათლების
საბჭოს" ბრძანება ამოვიღე და დეტექტივს გავუწოდე. – შეგიძლი-
ათ, ჩემს სასწავლებელში მიბრძანდეთ, სადაც დირექტორი დაგი-
დასტურებთ, რომ დღის თორმეტი საათიდან განყოფილებაში
მოსვლამდე მის კაბინეტში ვიყავი, თორმეტ საათამდე კი სახლში
და ამის დამოწმება მამაჩემს შეუძლია. ესეც რომ არა, თქვენი აზ-
რით, ვინ იყო შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც შემთხვევის
ადგილიდან გაიქცა? დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ვესროდი და
ჩემს დადანაშაულებას ვეღარასოდეს შეძლებდით, დეტექტივო.
ამ ყველაფრის შემდეგ, საწყენია, მსგავს ბრალს რომ მდებთ.
დეტექტივი დუმდა, მის დუმილში ჩემდამი ნდობა იგრძნობო-
და, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ზედმეტად ჩახლართუ-
ლი იყო. შევეცადე, თავი მის ადგილზე წარმომედგინა, მივხვდი,
ამ ყველაფრის შემდეგ ფორდიც არ იყო კარგ სიტუაციაში.
მორგანმა მანქანა განყოფილებასთან გააჩერა და იარაღის
დაბრუნება მთხოვა. რევოლვერი გავუწოდე და მანქანიდან გადა-
ვედი.
– იან, ამ საქმეში შენი დახმარება კიდევ დაგვჭირდება, – მით-
ხრა ფორდმა.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, ოღონდ მეც მინდა, რაღაც
გთხოვოთ. ჩემი დირექტორის დამსახურებით, შესაძლებელია,
სასწავლებლიდან გამრიცხონ, ამდენად, თქვენგან ცნობა მჭირ-
დება, რომ მაშინ, როცა სასწავლებელს ვაცდენდი, თქვენ გვერ-
დით ვიყავი.
– ეს პრობლემა არ არის, ხვალ გვესტუმრე და ცნობას გაგა-
ტან. მშვიდობიან ღამეს გისურვებ, იან.
128 მკითხველთა ლიგა
დეტექტივებს დავემშვიდობე და სახლში წავედი. საოცარი გა-
ორება მჭირდა – ჩემი ერთი "მე" ბოლომდე დარწმუნებული იყო
ჩემს უდანაშაულობაში, მეორე კი, ცდილობდა დავერწმუნებინე,
რომ რაღაც რიგზე არ იყო, რომ შეუძლებელია ამდენი დამთხვე-
ვა. მაგრამ მშვენივრად ვაცნობიერებდი იმასაც, რომ მხოლოდ
იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ეს დანაშაული ჩამედინა, თუ მთვა-
რეული ვიქნებოდი, ეს კი ისეთივე აბსურდი იყო, როგორიც ის,
რომ მზეს ღამით გაენათებინა. ამით ვინუგეშებდი თავს, თუმცა
ჩემდა უნებურად ფანჯრიდან გავხედე ღამეს, სადმე მზემ ხომ არ
გამოანათა-მეთქი. მომინდა, დამეხატა. მოლბერტი ოთახის ცენ-
ტრში გადმოვდგი და ხატვა დავიწყე. ვხატავდი ისე, თითქოს პირ-
ველად მოვკიდე ფუნჯს ხელი, ზუსტად ისე, როგორც დღეს იარა-
ღი მეჭირა, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში სასხლეტს თი-
თი ვერ გამოვკარი, ფუნჯი კი მთლიანად დავიმორჩილე – ტილო-
ზე ერთმანეთის მიყოლებით სრულიად ახალი დეტალები ცოც-
ხლდებოდა. საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა – ხატვის პროცე-
სი ნარკოტიკივით მოქმედებდა ჩემზე – უფრო და უფრო მტოვებ-
და ექსტაზში და მეც გაუჩერებლად ვხატავდი, ვხატავდი მანამდე,
სანამ "იარაღში ტყვია" არ გამითავდა. არასოდეს გამომლევია
საღებავების მარაგი, ახლა კი, როცა ხატვა ასეთ სიამოვნებას
მგვრიდა, უბრალოდ მორჩა, გათავდა. ყველაფერი გადავქექე,
ვერაფერი ვნახე და გაწბილებული დავრჩი, თუმცა თითქოს ყურ-
ში ვიღაც ჩამძახოდა: "დახატე, იან, დახატე!" მე კი არაფერი შე-
მეძლო, საშინელ ბრაზსა და იმედგაცრუებას ვგრძნობდი, ეს კი
ხატვის სურვილს მიასმაგებდა. დაძინებასაც ვერ შევძლებდი,
იმედგაცრუებით მოცულმა მოლბერტი თავის ადგილას დავაბრუ-
ნე და ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე. ნათელი ღამე იყო და ჩემი
ფანჯრიდან ქალაქის ის მიყრუებული უბანი ჩანდა, სადაც დანა-
შაული მოხდა და სადაც დეტექტივებთან ერთად ვიყავი. იქაურო-
ბას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა – სრულ უკუნეთს მო-
129 მკითხველთა ლიგა
ეცვა იქაურობა. თითქოს სიკვდილი დაიარება და სიცოცხლის ნე-
ბისმიერ გამოვლინებას სპობსო. თუმცა შევამჩნიე, რომ მხო-
ლოდ ერთ ბინაში ინთებოდა სინათლე და რამდენიმე წამის შემ-
დეგ, ქრებოდა, მერე ისევ ინთებოდა და ა.შ. შესაძლოა, სულაც
ვიღაც დადიოდა ოთახში და ფანჯარასთან გავლისას, სინათლის
ჩაქრობის იმიტაცია იქმნებოდა. ასე იყო თუ ისე, საშინლად მო-
მინდა იქ წასვლა და ყველაფრის გარკვევა. ჩემი სურვილი სიგი-
ჟეს ჰგავდა, მაგრამ სურვილსა და ინტერესს ვერაფერს ვუხერ-
ხებდი, თანაც არ მასვენებდა ფიქრი მოხუცზე, რომლის წყალო-
ბით საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვინ იცის, ახლა რას
აკეთებს? ალბათ მშვიდად სძინავს მაშინ, როცა მე ფიქრით თავი
მისკდება.
დედას და მამას ეძინათ, ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე,
ქუჩაში გამოვედი და იმ იდუმალი უბნისკენ მიმავალ გზას დავა-
დექი. უფრო და უფრო ბნელდებოდა. საერთოდ, ყოველთვის ასე
იყო: ისეთი ცნობისმოყვარე ვიყავი, რომ შიშისთვის, მასზე ფიქ-
რისთვის ადგილს აღარ ვტოვებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ შიშს
ვგრძნობდი – ფეხებს მივათრევდი, მაგრამ გამობრუნება არც კი
მიფიქრია. აი, შევაბიჯე ამ იდუმალ უბანში და თითქოს ერთიანად
ჩავიკარგე სიბნელეში, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ
არაფერი ჩანდა. ვცდილობდი, ის ბინა მომეძებნა, სადაც სინათ-
ლე "თამაშობდა". კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ქუჩის კი-
დისკენ, რომ ზურგს უკან რაღაც უცნაური ხმა გავიგონე. მივიხე-
დე, მაგრამ არავინ იყო. ერთადერთი სულიერი, რომელიც იქ იყო
და რომლის გულისცემაც მესმოდა, მე ვიყავი. თუმცა, არა, იქ აშ-
კარად ვიღაც ან რაღაც იყო, რადგან ისევ მომესმა უცნაური ხმა
და ახლა სხვა მხარეს მივბრუნდი. ისევ არავინ დამინახავს. ამჯე-
რად შიშმა იმდენად დაჯაბნა ცნობისმოყვარეობა, რომ უკან გა-
მობრუნება დავაპირე, თუმცა ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული,
რომ თვალწინ რაღაც უცნაურმა, პატარა არსებამ ჩამიქროლა.
130 მკითხველთა ლიგა
ისე შემეშინდა და დავიბენი, რომ უკან, სახლისკენ კი არა, ამ
იდუმალი უბნის ჩაბნელებული ნაწილის ცენტრისკენ გავიქეცი.
დაახლოებით ორასი მეტრის გარბენის შემდეგ შევჩერდი და
ღრმად ჩავისუნთქე. "ის, უბრალოდ, კატა იყო", – ვიმეორებდი და
თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, მაგრამ ისე ბნელოდა, გზის გაგნე-
ბას ვეღარ ვახერხებდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დავიკარგე.
ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ანათებდა მთვარე ქალაქის ამ ნა-
წილს. მშვენივრად მახსოვდა, შინიდან რომ გამოვედი, როგორი
ნათელი, მთვარის შუქით განათებული ღამე იყო. სიგარეტს მო-
ვუკიდე და სულ რამდენიმე წამით, ისიც ჩემგან ერთი მეტრის რა-
დიუსში, ასანთის ალმა გაფანტა სიბნელე, მერე ყველაფერი ისევ
წყვდიადმა მოიცვა. ალბათ ღამის ორი საათი იქნებოდა. რისი გა-
კეთება შემეძლო? ან როგორმე უნდა გამეღწია აქედან ან გათე-
ნებას დავლოდებოდი. არც ერთი იყო ადვილი და არც – მეორე.
უცებ, ჩემგან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე მაღალ შენობა-
ში სინათლე აინთო და მერე წეღანდელივით ნათდებოდა და
ბნელდებოდა – ის სახლი იყო, ჩემი ოთახიდან რომ შევამჩნიე და
რომლის გამოც აღმოვჩნდი ამ უბანში. ვერ გადამეწყვიტა, წავსუ-
ლიყავი მისკენ თუ არა, ასე უქმად ყოფნაც აღარ შემეძლო. გა-
დავწყვიტე – ნელი ნაბიჯით წავედი შენობისკენ. დიდი დრო არ
დამჭირვებია – სიგარეტის 5 ღერი "შეიწირა" ამ სახლამდე გასავ-
ლელმა გზამ. შესასვლელთან ძლივს ბჟუტავდა ნათურა და, ფაქ-
ტობრივად, ვერაფერს აკლებდა გამეფებულ უკუნეთს. ის იყო, სა-
დარბაზოში შესვლა დავაპირე, რომ პირველი სართულის ფანჯა-
რაში ადამიანის აჩრდილი შევამჩნიე – გადიოდა და გამოდიოდა,
ჩემი ვარაუდით, ქალი იყო. ამან თითქოს გამათამამა ავსულიყა-
ვი და კარზე დამეკაკუნებინა, იქნებ აქედან გასასვლელი გზა მა-
ინც ესწავლებინა. კარზე ორჯერ დავაკაკუნე, თუმცა არავინ მიპა-
სუხა. მერე ფრთხილად მივაყურადე. ქალის ხმა გავიგონე:

131 მკითხველთა ლიგა


– ...არ მაინტერესებს, იცი, რომ არ მიყვარხარ! გთხოვ, აღარ
დამირეკო.
ყურმილი დაკიდა, ლანძღვას კი მაინც აგრძელებდა. კიდევ
დავაკაკუნე, ამჯერად უფრო ძლიერად.
– ვინ არის? იცოდე, თუ შენ ხარ, ახლავე პოლიციას გამოვიძა-
ხებ.
– გააჩნია, ვის გულისხმობთ, – ვუპასუხე და თან ყოველი შემ-
თხვევისთვის, ცალი ფეხი კიბეზე დავდგი, რომ საჭიროების შემ-
თხვევაში, სწრაფად გავქცეულიყავი. კარი ნახევრად გაიღო და
ქალიც ნახევრად გამოჩნდა, უფრო სწორად, გოგონა, რომელსაც
ლურჯი კაბა ეცვა და მაჯაზე ძვირფასი სამაჯური მოუჩანდა.
– შემიძლია, დაგეხმაროთ? – იკითხა მან.
– მგონი დავიკარგე, იქნებ მითხრათ, აქედან როგორ გავიდე?
– დამელოდეთ, – თქვა და ძლიერად მომიხურა ცხვირთან კა-
რი. სადარბაზოში დაველოდე, რამდენიმე წუთში გოგონაც მოვი-
და. ნათურის მკრთალ სინათლეზე მაინც გავარჩიე, რომ თავზე
ლურჯი თავსაბურავი ეხურა, თავდახრილი აქეთ-იქით იყურებო-
და.
– აქ ვარ, – დაველაპარაკე სიბნელიდან. აშკარად შეეშინდა
და უცნაური მოძრაობით დაიხია უკან.
– იმედია, არ შეგაშინეთ.
– მიჩვეული ვარ, – მიპასუხა მკვახედ და რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით გამომყევიო, დაამატა. მდევარივით გავყევი გოგო-
ნას, რომელიც აშკარად სადღაც მიიჩქაროდა და ცდილობდა,
ასეთ სიბნელეშიც კი შეუმჩნეველი ყოფილიყო. ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს ყოველი ჩაბნელებული ფანჯრის მიღმა ვიღაც
იდგა და ყველა ჩვენ გვითვალთვალებდა.
– მე პირდაპირ მივდივარ, შენ ამ გზას გაჰყევი და მალე გააღ-
წევ, – მითხრა და კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს. მადლობის თქმა
ძლივს მოვასწარი, რომ სიბნელეში გაუჩინარდა. ერთი ამოსუნ-
132 მკითხველთა ლიგა
თქვით გავირბინე მითითებული გზა და მალე ქალაქის ნათელ ნა-
წილში გავედი. ემოციურად და ფიზიკურად დაღლილი ძლივს
წავლასლასდი სახლისკენ. ჩუმად შევიპარე ოთახში და იმის ნაც-
ვლად, რომ მაშინვე დავწოლილიყავი, კვლავ ფანჯარასთან დავ-
დექი და კვლავ ქალაქის იდუმალებით მოცულ ნაწილს გავხედე.
ისევ ინთებოდა და ქრებოდა სინათლე რომელიღაც ბინაში. არ
მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი ასე და შევჩერებოდი ამ სანახა-
ობას. ხოლო როცა საწოლზე დავწექი და ჭერს მივაშტერდი, და-
ვიწყების ფერები გამოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ მომენატრა, თუმცა
ხომ შეიძლება, დავიწყებაც დაგავიწყდეს და მერე ყველაფერი
გახსოვდეს ადამიანს? თხუთმეტი აგვისტო, ღამის ოთხ საათს
შვიდი წუთი აკლია.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა, თუმცა მალევე, 6საათისთვის
გამომეღვიძა და დაძინება ვეღარ შევძელი. ავდექი და სახლში
დავიწყე ბორიალი. ჩემებმა შეამჩნიეს ჩემი მოუსვენრობა, თუმცა
არაფერი უკითხავთ. საუზმეზე დედამ ისე დამისხა ჩაი და პურზე
ჟოლოს ჯემი გადამისვა, რომ სიტყვა არ დასცდენია, მამაც დუმ-
და. ისევ მე წამოვიწყე საუბარი – სასწავლებლის ამბები მოვუყე-
ვი. მერე დედას შუბლზე ვაკოცე, დავემშვიდობე და ქუჩაში გავე-
დი სასეირნოდ. ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა ფიქრი მინდა. ახ-
ლა ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ შეიძლებოდა, ახლობ-
ლებსა და მეგობრებს ჩემი არ ერწმუნათ და ეფიქრათ, რომ
მკვლელობა მართლა ჩავიდინე. ვიცოდი, რომ ამის დაჯერება
ისეთივე აბსურდი იყო, როგორიც საკუთარ თავში დაეჭვება, მაგ-
რამ მაინც ვერაფერს ვუხერხებდი ამგვარ ფიქრებს, ვერ ვუმ-
კლავდებოდი განცდებს – მარტოდ დარჩენის შიშით ვიყავი შეპ-
ყრობილი და ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ მიწა. ამ-
ბობენ, ნაპერწკალს ხანძრის გაჩენა შეუძლიაო, ჩემს სხეულში
კი, თითქოს გაღვივებული ნაკვერჩხლის მთელი გროვა ეყარა.
ნიავის ერთი დაბერვა და თიხასავით გამოვიწვებოდი და იმ დიდ
133 მკითხველთა ლიგა
ჭურჭლად ვიქცეოდი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმავეს რომ
ამოგძახებს. ფიქრი კარგია, თუმცა გადაჭარბებული ისიც საწამ-
ლავივით მოქმედებს ფსიქიკაზე, რაც უფრო დიდხანს იტოვებ რა-
იმეზე ფიქრს, მით მეტად წებოვანი ხდება, როგორც ორმოში დი-
დი ხნით დაგუბებული წყალი, თუმცა ამ უკანასკნელისგან გან-
სხვავებით, თუ ფიქრმა შენში ფესვები გაიდგა, ვეღარ დააშრობ.
ასეთი ფიქრებში გართული განყოფილებას მივუახლოვდი. დე-
ტექტივ ფორდის ნახვა მინდოდა. სასწავლებელში წარსადგენად
ცნობას რომ დამპირდა, ის უნდა წამომეღო, რათა ერთხელ და
სამუდამოდ ბოლო მომეღო ჩემი მშობლების საყვედურებისა და
დირექტორის მტრული დამოკიდებულებისთვის. დეტექტივი გან-
ყოფილებაში არ დამხვდა, მხოლოდ მორგანი იყო, რომელმაც
მითხრა, რომ ფორდს რაღაც პირადი პრობლემები ჰქონდა მო-
საგვარებელი და სასწრაფოდ მოუწია წასვლამ. რადგან აქ ვიყა-
ვი, გადავწყვიტე ბარემ მემუშავა კიდეც და მორგანს იმ დამნაშა-
ვეთა მონაცემები ვთხოვე, რომელთა ფოტორობოტიც ჯერ არ
იყო შექმნილი. მსურდა, საქმე პირნათლად შემესრულებინა და
თან, ფორდის დაბრუნებამდე დრო გამეყვანა. პირველი საქა-
ღალდის საქმე ქალაქის ყველაზე დიდი ბანკის ძარცვას ეხებოდა.
თვითმხილველთა ცნობით, ეჭვმიტანილი ორი იყო, აქედან მხო-
ლოდ ერთს ეკეთა ნიღაბი, ხოლო მეორეს მრგვალი სახე, ბრტყე-
ლი ტუჩები, გაბუშტული ცხვირი, მსხვილი, გადაბმული წარბები,
შავი თვალები, ნაყვავილარი სახის კანი და გრძელი თმა ჰქონდა,
ამასთან ყელზე გამოკვეთილად ეტყობოდა ლათინური ასო T-ს
ფორმის ნაიარევი. მისი დახატვა არ გამჭირვებია, თუმცა სათამა-
შო დათუნიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს, რომელმაც ბანკი
გაძარცვა და უკვალოდ მიიმალა. მეორე საქაღალდე გაცილებით
საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დე-
ტექტივის მიერ აღწერილი დანაშაულის ადგილი:

134 მკითხველთა ლიგა


"საღამოს თვრამეტ საათსა და ოცდაათ წუთზე გამოვცხადდი
შემთხვევის ადგილზე, სადაც დამხვდნენ ინსპექტორები, რომ-
ლებიც იქაურობას იცავდნენ და მოკვლევას ახორციელებდნენ.
მისაღებ ოთახში დამხვდა ახალგაზრდა ქალის გვამი. აღწერი-
ლობა: ასაკი 20-25 წელი; სიმაღლე დაახლოებით 170 სმ; ღია ფე-
რის კანი; მუქი წაბლისფერი თმა. გვამი დასახიჩრებულია – ცხვი-
რი და ორივე ყური ბასრი საგნით ჰქონდა მოკვეთილი, გოგონას
აღენიშნებოდა სისხლის კვალი თითების ფალანგებზე. დაკვირ-
ვებისას აღმოჩნდა, რომ დაძრობილი ჰქონდა ფრჩხილები და
ისინი ერთ მწკრივად ელაგა თვალებზე; სხეულზე, კერძოდ ორი-
ვე სარძევე ჯირკვალზე, X-ის ფორმის ჭრილობები, მუცლის, კერ-
ძოდ ჭიპის მიდამოებში კი დამდნარი სანთლის ნარჩენები აღი-
ნიშნებდა; ორივე მაჯაზე ბასრი საგნით წრიულად მიყენებული
ჭრილობები ჰქონდა, ორივე მუხლის სახსრის მიდამოებში კი –
მრავლობითი სისხლჩაქცევები. აღნიშნული გარემოება მაფიქ-
რებინებს, რომ შემთხვევა ძალიან ჰგავს რიტუალურ მკვლელო-
ბას, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია რომელიღაც სატანის-
ტური სექტის მიერ. კარიდან მარცხნივ, კედელზე ჩანს გაურკვე-
ველი ფორმის, წითელი ლაქები და ნახატები, რომელიც ტოვებს
იეროგლიფის ან პენტაგრამის შთაბეჭდილებას. სავარაუდოდ, ის
სისხლით არის შესრულებული. საეჭვო იყო ის გარემოება, რომ
ოთახში არ დაგვხვდა სისხლის გუბე, რაც მაფიქრებინებს, რომ
მკვლელობა სრულიად სხვა ადგილას მოხდა..."
ბოლომდე წაკითხვა ვეღარ შევძელი, გულისრევის შეგრძნება
დამეუფლა. საღამომდე კიდევ რამდენიმე ფოტორობოტი შევქმე-
ნი და საქაღალდეებში ჩავდე. როგორც იქნა, ფორდიც მოვიდა.
დაღლილობა ეტყობოდა, ხმის ამოუღებლად დამიდო ფურცელი
მაგიდაზე და ოთახიდან გავიდა. ცნობა ავიღე და განყოფილების
შენობა დავტოვე. სასწავლებლამდე გზა ფეხით გავიარე, დირექ-
ტორის კაბინეტში შევედი და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც
135 მკითხველთა ლიგა
ფორდმა: მაგიდაზე ფურცელი დავდე და უსიტყვოდ გამოვბრუნ-
დი. უკვე ეზოს ვტოვებდი, ჩემი სახელი რომ გავიგონე. მოვტრი-
ალდი და ტომი დავინახე, გოგონებთან ერთად იდგა და ხელს
მიქნევდა. ახლა მასთან მისვლა და გამოლაპარაკება ყველაზე
ნაკლებად მინდოდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა – გზას
ისე ვერ გავაგრძელებდი, თითქოს ვერც მისი ხმა გავიგონე და
ვერც დავინახე, ამიტომ მისკენ წავედი, ერთი-ორი ნაბიჯი ტომმაც
გადმოდგა და გადამეხვია.
– სად ხარ, რატომ დაიკარგე? – მეკითხებოდა ტომი და მე არ
ვიცოდი, რა მეპასუხა. ათასი სულელური მიზეზი მოვიგონე, ისე-
თი, თავადაც რომ არ მჯეროდა და ტომს მით უმეტეს. ბოლოს მეც
მოვიკითხე, არა მხოლოდ ზრდილობის გამო, მართლა მაინტე-
რესებდა, როგორ იყო. თუმცა ჩვენ შორის უკვე გაჩენილიყო სი-
ცარიელე, რაღაც დისტანცია, რომელიც კარგს არაფერს მოასწა-
ვებდა და ეს ორივეს ბრალი იყო. არ მახსოვს ბოლოს როდის მო-
მიკითხა ან როდის მნახა. მე კი ასეთი უკუღმართი ვარ: გამუდმე-
ბით იმდენს გავცემ, რამდენსაც ვიღებ. ისინი ისე მტკენენ გულს,
რომ ვერ ხვდებიან, მე კი პირიქით, ყოველთვის ვიცი, რომ მათ
საქციელზე ჩემი პასუხი მათი გულისტკივილის მიზეზი გახდება,
მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია. არც ის შემიძლია,
იმას გამოვეკიდო, ვინც ჩემგან მიდის. ასეთ დროს დიდი სინანუ-
ლით ვტრიალდები საპირისპირო მხარეს და გზას ვაგრძელებ,
თუმცა ჩემი წასვლა არ არის ისეთი, თითქოს დედამიწას წრეს და-
ვარტყამ და მერე ისევ მას გადავეყრები. ეს წასვლა მაღლობზე
ასვლას ჰგავს, რთულად სავალს, თუმცა ამ გზის ბოლოდან მაინც
სასიამოვნო სანახავია გაშლილ ველზე მიმავალი ადამიანი, რო-
მელიც შენგან წავიდა. ახლა ის განაწყენებულია, რადგან წას-
ვლისას არ შეაჩერე. ტომთანაც ეს შემთხვევა იყო.
ტომს დაუძახეს, წავიდეთო და მანაც გაყოლა შემომთავაზა.
მარტო ყოფნა მერჩია, ამიტომ ვიუარე. ალბათ ახლა გართობა,
136 მკითხველთა ლიგა
გულის გადაყოლება ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა, მაგრამ
რატომღაც მაინც მარტო ყოფნას ვარჩევდი. სახლში წავედი. რო-
გორც ჩანს, მოულოდნელობები არ მთავრდებოდა – ბოლო
დროს ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბებს ისიც დაემატა, რომ შინ
ჩემს სახელზე გამოგზავნილი წერილი დამხვდა. წერილი აქამდე
არასოდეს მიმიღია, ახლა კი სრულიად მოულოდნელად, ეს რა-
ღაც სიახლეც დამემატა. თითქოს არაფერი, რაღაც კონვერტი
იყო, რომელსაც არაფერი ეწერა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემში
შიშს უფრო აღძრავდა, ვიდრე ინტერესს. მაგიდაზე დავდე და ისე-
თი დაჟინებით მივაშტერდი, თითქოს მინდოდა, კონვერტის გაუხ-
სნელად წამეკითხა, რა ეწერა მასში. ბოლოს შიშს მაინც ცნობის-
მოყვარეობამ სძლია და კონვერტი გავხსენი, იქიდან კი თეთრი
ქაღალდი ამოვაცურე. ქაღალდის შუაში მუქი ფანქრით ეწერა
"იანს". ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი, სანი მწერდა, მაგრამ შიშის
განცდის სიმძაფრე არ გამნელებია. მეშინოდა, რადგან აქამდე
ასე არასოდეს მოქცეულა, თუ რამის თქმა სურდა, შეეძლო და-
ერეკა ან ვენახე. მან კი წერილი გამომიგზავნა. ვბრაზობდი მის
საქციელზე, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ორიგინალუ-
რობისა და სიურპრიზების მოყვარულთან მქონდა საქმე. ფურ-
ცლის გაშლამდე მჯეროდა, რომ წერილის დაწერის მიზეზი მო-
ნატრება იქნებოდა – სანის, უბრალოდ, მოვენატრე. შევცდი. სანი
მწერდა:
"ძვირფასო, იან!
ვიმედოვნებ, მიხვდი, ვინც ვარ, ეს მარტივია, ჩვენს ურთიერ-
თობაზე მარტივიც კი. მართალია, მენატრები და შენი ნახვა მინ-
და, მაგრამ ამ წერილს ამიტომ არ გწერ, მას სულ სხვა მიზანი
აქვს. მოკლედ, სხვა ქალაქში გადავდივარ საცხოვრებლად, აქე-
დან ძალიან შორს და არ ვიცი, როდის დავბრუნდები. შენი ნახვის
ან ხმის გაგონების შემთხვევაში გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის
თქმა, ამიტომ წერილით ვარჩიე ყველაფრის შენამდე მოტანა.
137 მკითხველთა ლიგა
ვინ იცის, იქნებ ოდესმე ისევ დავბრუნდე და ისევ ძველებურად
ჩაგეხუტო – ისე, როგორც მე და შენ გვიყვარს. არ დამივიწყო.
გპირდები, არც მე დაგივიწყებ, დაგირეკავ ხოლმე, ზოგჯერ მოგ-
წერ კიდეც, თუ არ შეგაწუხებ, რა თქმა უნდა. მანამდე კი გწამდეს,
რომ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს".
სიყვარულით, შენი მზე".
არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ქუჩაში გამოვვარდი და
სანის სახლისკენ წავედი, უფრო სწორად, გავიქეცი – იქნებ მი-
მესწრო... როგორც კი სანის ქუჩაზე შევუხვიე, დავინახე სანი,
რომელიც ორი ჩანთით გამოვიდა სახლიდან და კიბეზე დაეშვა.
მისკენ წავედი, არ ელოდა ჩემს ნახვას, ამიტომ გაოცება გამოე-
ხატა სახეზე, თუმცა თვალები სიხარულისა და სიამოვნების ნა-
პერწკლებს ვერ მალავდა. ერთმანეთს რამდენიმე ნაბიჯი გვაშო-
რებდა, თუმცა ვიდექი და ფეხს არ ვიცვლიდი.
– აქ რას აკეთებ, იან?
– მეც რაღაც მსგავსი მინდა გკითხო, სანი, საერთოდ რას აკე-
თებ?
– გადავწყვიტე, ქალაქიდან წავიდე. არ მაქვს უფლება?
– რა თქმა უნდა, გაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრე-
ბაში გამოჩნდი, ჩემთვის შენი არყოფნა წარმოუდგენელია.
სანი ჩემკენ წამოვიდა, ხელი ხელზე მომკიდა და შეეცადა, და-
ვემშვიდებინე, მაგრამ არ გამოუვიდა – ხელი გავაშვებინე და
უკან დავიხიე.
– არ წახვიდე, სანი, – ვუთხარი გაბზარული ხმით.
– გინდა არ წავიდე და ხელს მაშვებინებ? სასაცილოა.
– არ ვიცი, რას ვაკეთებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ არ მინდა, წახ-
ვიდე, – მისკენ გავიწიე, მინდოდა, ჩავხუტებოდი და აღარ გამეშ-
ვა არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ ჩემგანაც, მაგრამ ახლა ის
მოიქცა ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მე.

138 მკითხველთა ლიგა


– არა, იან, თუ გინდა, ვინმე სხვას ჩაეხუტე, – მითხრა და გზის
გაგრძელებას შეეცადა.
– არავინ მჭირდება შენ გარდა, მინდა შენ იყო და არა ვინმე
სხვა.
– მაშინ მოგიწევს, ვინმე სხვასთან ყოფნა. იან, ხომ ხედავ, მე
არ აღმოვჩნდი ის გოგო, რომელიც სათანადოდ გაგიგებს და სა-
მუდამოდ შენთან იქნება.
– ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა, მაგრამ კარგი, თუ ასე გა-
დაწყვიტე, წადი, ხელს არ შეგიშლი, – ვუთხარი და განზე გავიწიე,
რათა სანის ყველა მიმართულებით შესძლებოდა გზის გაგრძე-
ლება, ის კი იდგა, იდგა და მიყურებდა, როგორც ვეფხვი, რომე-
ლიც ნადავლის ხელში ჩასაგდებად ჩასაფრებულა.
– აღარასოდეს მაკოცებ, იან?
– არა, – ვუპასუხე. ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია.
– აღარ მაკოცებ, იან? – გამიმეორა კითხვა სანიმ. მე კი ვდუმ-
დი, წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება მისი კოცნის, ჩახუტებისა და
თავად სანის გარეშე და... ცრემლები წამომივიდა. ბოლო ათი
წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, რომ ვტიროდი.
სანი მომიახლოვდა, მომეხვია და მაკოცა.
– რა გააკეთე, იან? მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამისკდა, როცა
შენს თვალებზე ცრემლი დავინახე. გთხოვ, აღარასოდეს იტირო.
ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის.
სანი ქუჩაზე დაეშვა, მე კი გაუნძრევლად ვიდექი. ჩემი ცხოვ-
რების ერთადერთი ნათელი წერტილი გაურკვეველი მიმართუ-
ლებით და გაურკვეველი დროით ტოვებდა ჩემს ცხოვრებას. მე კი
არაფრის გაკეთება არ შემეძლო, უბრალოდ დავნებდი და გავუშ-
ვი. სანი უკვე აღარ ჩანდა, ტროტუარზე ჩამოვჯექი და... მომენატ-
რა. თითებს მისი სხეული, ყურებს მისი ხმა და თვალებს მისი სა-
ოცარი ღიმილი ენატრებოდა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ერთა-
დერთი ის მომაფიქრდა, რომ უნდა დამეხატა, აუცილებლად უნ-
139 მკითხველთა ლიგა
და დამეხატა. შინ წავედი და მთელი ემოცია, რომელიც სანის წას-
ვლამ დამიტოვა, ნახატზე გადავიტანე.

***
სანის წასვლის შემდეგ იმ ერთფეროვან ქალაქში, სადაც
ვცხოვრობდი, ყველაფერი კიდევ უფრო შავთეთრი გახდა. ახალი
თითქმის აღარაფერი ხდებოდა ან ხდებოდა და ჩემთვის იყო შე-
უმჩნეველი. სასწავლებელში მიტანილმა ცნობამ თავისი საქმე
გააკეთა – პრობლემები აღარ მქონდა; ფორდი და მორგანი ძვე-
ლებურად იძიებდნენ საქმეებს, თუმცა მე იშვიათად მთხოვდნენ
დახმარებას; ტომი გამუდმებით სასწავლებელში იყო; რომერომ
პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელსაც უამრავი ადამიანი
დაესწრო; ენდრიუ ისევ ხატავდა; ჯორჯი გამოკეთდა და ექიმმა
მეთიუმ სახლში გაწერა.
ვზივარ აივანზე და სიგარეტს ვეწევი. ამ ბოლო დროს სუნთქვა
უფრო სუფთა და ღრმა გამიხდა, არადა, ამ ბოლო დროს უწინ-
დელზე გაცილებით მეტს ვეწევი. რამდენჯერმე დავაპირე ქალა-
ქის ძველ ეკლესიაში მისვლა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქ-
რე, რატომღაც მგონია, მორჩილებაში ცხოვრება საჩემო საქმე
არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ ადამიანებთან გა-
მუდმებით ვთმობ. ალბათ სწორედ ღმერთის სიყვარული მაკლია,
თორემ ერთხელ მაინც შევაღებდი ეკლესიის კარს და თუნდაც
ერთ სანთელს დავანთებდი. ისე კი ჩემთვის ვლოცულობ ხოლმე,
თუმცა ვერა და ვერ განვსაზღვრე ის სურვილები, რომელსაც
ღმერთს ვთხოვდი. ბევრი კითხვა მაქვს ღმერთთან და იმედია,
ოდესმე მივიღებ მათზე პასუხებს, თუმცა მეშინია, არ იფიქროს,
რომ მასში ეჭვი შემაქვს. არა, ღმერთის მწამს, ერთხელაც არ და-
მიკარგავს მისი რწმენა, მაგრამ აი, რაღაცები კი არ მესმის, ესეც
140 მკითხველთა ლიგა
ალბათ ჩემი ბრალია, აბა, როგორ შეიძლება განვითარების
უმაღლეს საფეხურზე მდგომი არსებისთვის რამე გაუგებარი
იყოს. ვფიქრობ ამაზე და ვხვდები, რომ ღმერთი იმიტომ არის
ღმერთი, რომ ჩვენ – ადამიანებს, რაღაც არ უნდა გვესმოდეს,
რაც ჩვენს ცნობიერებაზე მაღლა დგას და ყველასთვის სამუდა-
მოდ დარჩება ამოუცნობ ფენომენად. ასე რომ არ იყოს, არავინ
იცის, რას ჩაიდენდა ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ადამია-
ნი და რა გზას დაადგებოდა მის ხელში ისედაც მიწასთან გასწო-
რებული კაცობრიობა.
ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიიდან ზარების ხმა შე-
მომესმა და მომინდა, მივსულიყავი. იშვიათი სურვილი იყო და
მისი შესრულების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. წვერი გავი-
პარსე, სუფთად ჩავიცვი, თმა უკან გადავივარცხნე და ეკლესიის-
კენ გავეშურე – იქ, სადაც, როგორც ამბობენ, სულიერი სიმშვი-
დის პოვნაა შესაძლებელი, იან კლაინს კი იმ მომენტში სხვა არა-
ფერი სჭირდებოდა.
ჩვენს ქალაქში ერთადერთი გოტიკური სტილის ეკლესიაა,
რომელიც განცალკევებით, შემაღლებულზე იდგა. უმეტესად მო-
ხუცები ან გაჭირვებულები სტუმრობდნენ. შაბათი იყო, ეკლესიის
ეზოში შევედი და ტაძრისკენ წავედი. უცნობმა ქალმა თავი დამიკ-
რა და მომესალმა, კარში სწორედ იმ დროს შევედი, როცა "მამაო
ჩვენოს" კითხულობდნენ. ტაძარში რამდენიმე ადამიანი იჯდა,
უმეტესობა მოხუცები, თუმცა ერთი ახალგაზრდაც იყო. უკანა
რიგში დავჯექი ლოცვის მოსასმენად. მახსოვს, როგორ მასწავ-
ლიდა დედა "მამაო ჩვენოს". ეკლესიის შუაგულიდან ხმადაბლა,
მაგრამ ყველასთვის გასაგებად მოისმოდა სიტყვები: "...და მომი-
ტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თა-
ნამდებთა მათ ჩვენთა..." იყო დრო, იმასაც ვცდილობდი, ლოცვა-
ში ჩამალული საიდუმლოებები აღმომეჩინა, თუმცა უშედეგო
ბრძოლის შემდეგ თავი დავანებე.
141 მკითხველთა ლიგა
ისიც კი ვიფიქრე, ღმერთისთვის ჩემი ამბები მეამბა, მაგრამ
მან ხომ ალბათ ისედაც ზედმიწევნით იცის ყველაფერი, მათ შო-
რის ისიც, თუ რა მოხდება ჩემს მომავალ ცხოვრებაში და რა გზას
ავირჩევ. ვდუმდი და ჩვენ შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე, რომ-
ლის დარღვევაც მხოლოდ მე შემეძლო, იმაზე მეტის მთქმელი
აღმოჩნდა, ვიდრე ის იქნებოდა, ღმერთისთვის ჩემი ერთფერო-
ვანი ცხოვრების დეტალები რომ მომეყოლა და ამით თავი მომე-
ბეზრებინა. წლების წინ ვცდილობდი, მორწმუნე, ღვთისმოშიში
გავმხდარიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა და საკუთარი თა-
ვის ძიებას დავუბრუნდი, რომელსაც წლებია, ვერ მივაგენი და ჯა-
ლათივით ვტანჯავ. ისიც ჩავუბეჭდე გონებაში, რომ შეუძლებე-
ლია, იყოს ბედნიერი და ამ სულელმაც ეს ისე აიკვიატა, ყველას,
ვინც მის სიახლოვეს გამოჩნდება, პირველი სწორედ ამას მიახ-
ლის, თითქოს სურს, ახლოს არ გაიკაროს და არ მიიჩვიოს. მათაც
რაღა დარჩენიათ – ან გარბიან ან მთელი მონდომებით ცდილო-
ბენ მის გადარწმუნებას. იანს კი ორივე შემთხვევა არწმუნებს,
რომ სწორ გზას ადგას, არადა ყველას აქვს თავისი წილი ბედნიე-
რება! არა მგონია, განგებას, რომელმაც ჩემი არსებობა ამ სამყა-
როში გამართლებულად მიიჩნია, ისე დავეტოვებინე, რომ ჩემი
ადგილი ვერ მეპოვა მათ შორის, რომელთაც იმდენად უყვართ,
რამდენადაც ვერ იტანენ ერთმანეთს. შინ დავბრუნდი და დედას-
თან გამოლაპარაკება ვცადე, გაუხარდა როგორც სასწავლებ-
ლის, ისე ეკლესიაში ჩემი მისვლის ამბავი. უკვე დასაძინებლად
მივდიოდი, როცა მომაძახა:
– იან, ვიღაც გოგონამ დარეკა და გიკითხა. ვუთხარი, რომ
სახლში არ იყავი. მითხრა, ხვალ იმავე დროს დავრეკავო.
– არ უთქვამს, ვინ ვარო? – უინტერესოდ ვკითხე.
– არა, ჩემთვის გაუგებრად თქვა რაღაც მზეზე...

142 მკითხველთა ლიგა


დედას მადლობა გადავუხადე. მივხვდი, სანი იყო. არ მინანია,
იმ დროს შინ რომ არ ვიყავი, ახლა მნიშვნელოვანი ის გახლდათ,
რომ ხვალ იმავე დროს ტელეფონთან ვყოფილიყავი.
არ ვიცი, რატომ გავახსენდი. მეგონა, სამუდამოდ მიდიოდა,
მაგრამ რატომღაც გამოჩნდა, ისევ მოულოდნელად და ამ გამო-
ჩენით ძველებურად რაღაც ახალს მპირდებოდა. ადრე დავწექი
დასაძინებლად. მინდოდა, მალე გათენებულიყო. მხოლოდ გამ-
თენიისას ჩამეძინა და ორ საათში შეშინებული წამოვხტი საწო-
ლიდან იმის შიშით, სანის ზარი ხომ არ გამომეპარა-მეთქი, მაგ-
რამ ჯერ დილა იყო, შუადღემდე მომიწევდა ლოდინი... ლოდინში
დღე ზედმეტად გაიწელა. ტელეფონი ჩემს ოთახში შევიტანე. ახ-
ლა სანის ხმის გაგონება თუ მიშველიდა... კედლის საათს მივაშ-
ტერდი – რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, თითქოს უფრო ნელა
მოძრაობდა საათის ისრები და ბოლოს, როცა მეგონა, საერთოდ
გაჩერდა, ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. გიჟივით წამოვხტი
და ყურმილს ვეცი.
– გისმენთ, – ჩავძახე აღელვებული ხმით.
– მორისების ბინაა? – გაისმა ხნიერი ქალის ხმა.
– ჯანდაბა, არა და გირჩევთ, მეორედ აღარ დარეკოთ.
ყურმილი დავაგდე და ისევ სკამზე ჩამოვჯექი. საათს თავი და-
ვანებე და ახლა კედლების თვალიერებას შევუდექი – რამდენი
ახალი დეტალის აღმოჩენაა შესაძლებელი გარშემო, როცა საქ-
მე არაფერი გაქვს და როცა რაღაც მნიშვნელოვანს ელოდები.
სანი არ რეკავდა. თავს ვირწმუნებდი, რომ ამის საფუძვლიანი მი-
ზეზი ჰქონდა და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი. როგორც იქნა,
ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გული გამალებით მიცემდა –
დარწმუნებული ვიყავი, რომ სანი რეკავდა – თითქოს ზარსაც
სხვანაირი ხმა ჰქონდა. ყურმილი ავიღე, მაგრამ არაფერი მით-
ქვამს, მას დაველოდე.

143 მკითხველთა ლიგა


– იან, შენ ხარ? – გავიგონე მისი ხმა და მივხვდი, როგორ მე-
ნატრებოდა.
– მე ვარ, – ვუპასუხე ისეთი ხმით, რომელშიც სრულად იგ-
რძნობოდა სითბო, სიხარული და სიყვარული.
– მიხარია შენი ხმის გაგონება. მომიყევი, რა ხდება შენკენ,
როგორ ხარ?
თითქმის ყველაფერი ვუამბე, რაც ხდებოდა – ახალიც და ძვე-
ლიც, ისიც, რაც მისი არყოფნის დროს მოხდა და ისიც, რაც ზედ-
მიწევნით ზუსტად იცოდა. მანაც მიამბო თავისი ამბები. თითქმის
ყველაფერი მითხრა, მაგრამ არ უთქვამს, როდის დაბრუნდებო-
და, მეც აღარ ჩავძიებივარ. საუბრის დასასრულს მითხრა, რომ
ხშირად დამირეკავდა, ოღონდ არ იცოდა, რომელ დღეებში. მის
მიმართ განსხვავებულად ლმობიერი და დამთმობი ვიყავი და ეს
არ იყო კარგი არც ერთისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც შე-
მეცვალა.

***
ერთხელ გადავწყვიტე, ქალაქის ის ადგილები მენახა, რო-
მელსაც არ ვიცნობდი, მაინტერესებდა, სად მიმიყვანდა უცხო
გზები. ქუჩას ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი, რადგან ატალახებული
იყო, თუმცა დიდი ხანია ქალაქში არ უწვიმია. მივდიოდი, მაგრამ
არ ვიცოდი, საით. როცა არ იცი სად მიდიხარ, გზა ძალიან გრძე-
ლი და დამღლელი გეჩვენება, ამ შემთხვევაში კი პირიქით იყო –
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყოველ წამს ჩემი თითოეული ნა-
ბიჯი იზრდებოდა და მანძილი პატარავდებოდა. კიდევ ერთ უცხო
ქუჩაზე შეხვევას ვაპირებდი, როცა ვიღაცამ დამიძახა. გავიხედე
და ექიმი მეთიუ დავინახე ერთ-ერთი ბინის პირველი სართულის

144 მკითხველთა ლიგა


აივანზე გადმომდგარი. თეთრი ხალათი ეცვა, ოღონდ არა სამე-
დიცინო, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და მიღიმოდა.
– რამ მოგიყვანა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში? – მკით-
ხა მან.
– ახლის ძიების სურვილმა, – ვუპასუხე. ექიმმა გამომცდე-
ლად შემათვალიერა, თითქოს ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანას
ცდილობსო.
– ჩემთან ამოდი, ცოტა ვილაპარაკოთ, – შემომთავაზა ბო-
ლოს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და შენობაში შევედი. მე-
თიუ კართან დამხვდა და შემიპატიჟა. რამდენადაც შენობა ძველი
და უსახური იყო გარეგნულად, იმდენად სისუფთავე და სიმყუდ-
როვე სუფევდა შიგნით. კედლები ნახატებითა და ფოთლებით მო-
ერთოთ, მისაღები ოთახის კუთხეში მდგარი ბუხრის თავზე კი
ულამაზესი გოგონას პორტრეტი ეკიდა. დივანზე დაბრძანდიო,
მიმითითა, თვითონ კი ჩემს მოპირდაპირედ სავარძელზე ჩამოჯ-
და და სიგარეტს მოუკიდა. ვისაუბრეთ ჯორჯზე, ჩემზე და კიდევ
ათას სისულელეზე. მასპინძელი საკმაოდ ხალისიანი და მხიარუ-
ლი იყო იქამდე, სანამ მისთვის მტკივნეულ თემას არ შევეხე. მას
შემდეგ, რაც ექიმმა კითხვები ამოწურა და გაჩუმდა, ვიფიქრე, შე-
მეძლო, მეც მეკითხა მისთვის რამე, ყველაზე მეტად კი მაინტერე-
სებდა იმ გოგონას ვინაობა, რომლის ნახატიც ასე ამშვენებდა
ექიმის ოთახს. ექიმს მოულოდნელად შეეცვალა სახის გამომეტ-
ყველება და თითქოს ეს უზარმაზარი ადამიანი წერტილივით და-
პატარავდა, აშკარად არ სურდა მასზე საუბარი, თუმცა ისიც ეტ-
ყობოდა, რომ სჭირდებოდა, ვინმესთვის გული გადაეშალა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო. მიამბო, რომ ეს ულამაზესი
გოგონა მისი სიყვარული იყო და ყველაფერი დიდი ხნის წინ და-
იწყო და დამთავრდა. მაშინ ჯერ კიდევ სამედიცინო ფაკულტეტის
სტუდენტი ყოფილა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონია, რო-
მელ მიმართულებას აირჩევდა მომავალ პროფესიად. ისინი სწო-
145 მკითხველთა ლიგა
რედ ამ სახლში ცხოვრობდნენ და დაქორწინებას აპირებდნენ,
თუმცა გოგონასთვის გულის რაღაც გაურკვეველი დაავადების
დიაგნოზი დაუსვამთ. მაშინ ჯერ კიდევ არ სცოდნიათ, ამ დაავა-
დებასთან როგორ უნდა ებრძოლათ, ამდენად, ყოველი მცდე-
ლობა უშედეგო ყოფილა. მეთიუს კი გოგონას გარდაცვალებამ-
დე ორი დღით ადრე დაუწერია მასზე ჯვარი. როდესაც სამუდა-
მოდ დამშვიდობებია თავის სიყვარულს, სწორედ მაშინ გადაუწ-
ყვეტია, რომ მისი მომავალი საქმიანობა გულს უნდა დაჰკავში-
რებოდა და ასეც მოხდა.
– იყო პერიოდი, როცა ყველაფერმა, მათ შორის სიცოცხლე-
მაც, დაკარგა აზრი, მაგრამ საყვარელი ქალის უკანასკნელი სიტ-
ყვები გამუდმებით ელექტროშოკივით მოქმედებდა ჩემს ნების-
ყოფაზე და სიცოცხლის ხელახალ ძალას მაძლევდა, – ჰყვებოდა
მეთიუ თავის ამბავს და კიდევ უფრო პატარავდებოდა, ხმაში
ცრემლი ერეოდა, თუმცა, რატომღაც ის თვალზე არ მოსდგომია
– თითქოს უფლებას არ რთავს ცრემლს, თვალებიდან გადმოე-
დინოსო. მომეჩვენა, რომ მომხდარში თავს იდანაშაულებდა,
რომ მეტი შეეძლო და ვერ ან არ გააკეთა. ბოლოს ექიმი ჩემკენ
მოტრიალდა და მითხრა:
– იან, სიკვდილი ადამიანს არ სპობს, მხოლოდ უხილავს
ხდის, ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლე გრძელდება მანამ, სა-
ნამ ერთს მაინც ახსოვხარ ისეთი, როგორიც იყავი.
არ ვიცოდი, რა მეთქვა, ყოველი სიტყვა, რომლის წარმოთ-
ქმაც მინდოდა, გულზე მადგებოდა და არ მაძლევდა ხმის ამოღე-
ბის საშუალებას, ახლა ვერანაირი გულისხმიერება თუ თანაგ-
რძნობა ვერ გაამრთელებდა ექიმის გაბზარულ გულს. მეც ვიჯექი
ჩუმად და ვუყურებდი, როგორ იმტვრევდა მეთიუ თითებს, როცა
თავისი ცხოვრების ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან ამ-
ბავს ჰყვებოდა მასთან, ვისაც ნორმალურად არც კი იცნობდა. მე-
თიუს თანდათან გამოუკეთდა ხასიათი და კიდევ უამრავ სხვა თე-
146 მკითხველთა ლიგა
მაზე ვილაპარაკეთ. მასთან საუბარი რთული იყო, გამუდმებით
სამედიცინო ტერმინოლოგიასა და შედარებებს იყენებდა, რაც
ჩემთვის გაუგებარი იყო და ცდილობდა, სხვა მხრივაც აეხსნა და
განემარტა ამა თუ იმ სიტყვის და წინადადების მნიშვნელობა.
ამასობაში დაღამდა კიდეც და წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ
შემომთავაზა, დავრჩენილიყავი. დავთანხმდი. გვიანობამდე ვი-
ლაპარაკეთ. ჩემი ამბები ვუამბე, ჩემი რწმენისა და შეხედულებე-
ბის შესახებ თითქმის ყველაფერი მოვუყევი, მათ შორის, სანისა
და ჩემზე. ექიმი მხოლოდ მისმენდა. საბედნიეროდ, არანაირი
რჩევა-დარიგება არ მოუცია, ალბათ იმიტომ, რომ საკმარისი
წარმოდგენა შეექმნა ჩემზე. ექიმმა სტუმრების ოთახში გამიშალა
საწოლი და მშვიდი ღამე მისურვა. მთელი ღამე ვერ მოვისვენე –
უცხო საწოლში ვერ ვიძინებ, თანაც ამ ბოლო დროს ისედაც არ
მეკარება ძილი, მაგრამ რატომღაც მეთიუს მოყოლილ ამბავზე
ფიქრში ჩამეძინა. ვინ იცის, სანამ მე მეძინა, მეთიუს მოგონებები
არ აძინებდა გარდაცვლილ სიყვარულზე.
მეთიუმ დილით ადრე გამაღვიძა, სამსახურში მიდიოდა და შე-
მომთავაზა, გაგიყოლებო. დავთანხმდი და მისი ძველი შავი ფურ-
გონით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორისკენ გავემართეთ. მთე-
ლი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ დამშვიდო-
ბებისას მითხრა:
– იან, იბრძოლე იმისთვის, რაც სულ ოდნავ მაინც გაბედნი-
ერებს, თორემ ამ პატარა ბედნიერებას ახლა თუ დაკარგავ,
ცხოვრების ბოლომდე სანანებლად გექნება. – ექიმს თავი დავუქ-
ნიე, მივხვდი სანიზე მიმანიშნა. მის ნათქვამს ჩემი ერთი მე ეთან-
ხმებოდა, მეორე კი არა, არადა როგორ მენატრებოდა სანი – სა-
შინლად, აუტანლად.

147 მკითხველთა ლიგა


***
ბოლო დროს ისე მივყვებოდი ცხოვრების დინებას, ვერც კი
გავიაზრე, რომ ჩემი საყვარელი წელიწადის დრო – შემოდგომა
დამდგარიყო. ეს რომ გავაცნობიერე, გამიხარდა, მაგრამ უფრო
მეტი სიხარული წინ მელოდა.
ერთხელ, ქალაქგარეთ ყოფნისას, ჩემთვის უცნობ გოგონას
გადავეყარე, ძალიან ლამაზი იყო თავისებური გარეგნობითა და
ხასიათით. მდინარის პირას ხიდთან ვიდექი ლამპიონის ქვეშ,
როცა მოულოდნელად გამომეცხადა და გამეცნო:
– მერი მაკაონი, – ღიმილით მითხრა გოგონამ და ჩემსავით
დაეყრდნო იდაყვებით ხიდის მოაჯირს. უცნაურად მომეჩვენა მი-
სი ასეთი საქციელი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
– იან კლაინი, – გავეცანი მეც და სიგარეტის ნამწვი მდინარე-
ში მოვისროლე.
– სასიამოვნოა შენი გაცნობა, იან. შეიძლება ცოტა უცნაურად
მოგეჩვენოს ჩემი ასეთი თავხედური საქციელი და, ეს, რა თქმა
უნდა, ასეა, მაგრამ რატომღაც სიმპათიით განვეწყვე შენ მიმართ,
განსაკუთრებული ინტერესი შენმა მარტოსულობამ გამოიწვია,
ეს ადვილი შესამჩნევია, თითქოს აჩრდილივით დაგდევს თან, ქა-
ლებს კი, რატომღაც გვიზიდავს მსგავსი ტიპის მამაკაცები. საინ-
ტერესო იქნება შენთან ერთად დროის გატარება, თუკი შენი მარ-
ტოსულობა არ გაიძულებს, რომ უარი თქვა ამ წინადადებაზე. მო-
დი, გავისეირნოთ და შემდეგ იმ ბარში წავიდეთ, სადაც კარგი
ლუდი აქვთ. ვფიქრობ, მოგეწონება.
მერის დავთანხმდი და მასთან ერთად წავედი. ამ გოგონას
ბევრი ლაპარაკი უყვარდა, ზედმეტად ბევრიც კი, მაგრამ ეს სუ-
ლაც არ მაღიზიანებდა, ყურადღებით ვუსმენდი და თან ხელებზე
ვაკვირდებოდი საუბრისას მომხიბვლელად რომ იყენებდა. რამ-
დენიმესაათიანი სეირნობის შემდეგ, ბარში შევედით, მერიმ გან-
მარტოებით მდგარი მაგიდა აირჩია და ჩემს მოპირდაპირედ ჩა-
148 მკითხველთა ლიგა
მოჯდა. პირველად შემხვდა გოგონა, რომელიც ჩემსავით იღიმო-
და, ჩემნაირად აზროვნებდა და ასე ზედმიწევნით მგავდა ყველა-
ფერში, თითქოს წინდაწინ ვყავდი შესწავლილი.
– შენზე რას მეტყვი, იან? – მკითხა, როცა ლაპარაკით დაიღა-
ლა.
– საინტერესო არაფერია. მირჩევნია, მოგისმინო, – ვუპასუხე.
მერის უხერხულობა არ დასტყობია, პირიქით, გაუხარდა და ისევ
ხელების დახმარებით გააგრძელა ლაპარაკი. ამასობაში კი სამ-
სამი კათხა ლუდი დავლიეთ და ის ჩემ გვერდით გადმოჯდა და მა-
ჯაზე ხელი მომკიდა.
– ძალიან მომწონს შენი ხელები. ლამაზი ხელები გაქვს, –
კისკისით ამბობდა მერი და კიდევ უფრო მეტმასნებოდა. ვცდი-
ლობდი, ისე გავწეულიყავი, რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო,
მაგრამ გასაქცევი აღარ მქონდა, თუ, რა თქმა უნდა, სკამიდან არ
გადავვარდებოდი.
– ...და შენი ტუჩები? მინდა, რომ გაკოცო და ასე გავიგო ყვე-
ლა ის სიტყვა, რომლის თქმაც გინდა ჩემთვის, – განაგრძობდა
მერი და უკვე კოცნას აპირებდა, როცა წამოვდექი.
– შენ ძალიან კარგი ხარ, მერი, მაგრამ უკვე არის ადამიანი,
ვინც მიყვარს და ვისი კოცნაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდება, –
ვუთხარი დაუფიქრებლად და წამოვედი.
მივდიოდი ჩქარი ნაბიჯით და ვფიქრობდი არა მერიზე ან იმა-
ზე, რომ შეიძლება გული ვატკინე, არამედ იმაზე, რომ უნებლიეთ
მასთან ყოფნისას სიყვარული ავუხსენი სანის. მართალია, ეს მას
არ გაუგონია, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო – მივხვდი, სანი მიყ-
ვარდა და ახლა მხოლოდ მასთან ყოფნა, მისი კოცნა მინდოდა
და მჭირდებოდა. მიხაროდა და თან მწყინდა, რომ არ შემეძლო
ეს ყველაფერი სანისთვის მეთქვა. ცოტა ადრე რომ მივმხვდარი-
ყავი ამ ყველაფერს და მისთვის მეთქვა, იქნებ აღარც წასულიყო

149 მკითხველთა ლიგა


ქალაქიდან? სულელური გადაწყვეტილებები მჩვეოდა, მაგრამ
ეს მეტისმეტი იყო.
ამ ამბიდან ორ დღეში კი ის მოხდა, რამაც ჩემი ცხოვრება სა-
მუდამოდ შეცვალა: ოთხ სექტემბერს ისევ წერილი მივიღე. სანი
მწერდა, ქალაქში ვბრუნდებიო, თუმცა იმასაც მატყობინებდა,
რომ მის ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომლის გამოც ვერასოდეს
იქნებოდა მთლიანად ჩემი და რომ ვერც მე ვიქნებოდი ვერასო-
დეს პირველ ადგილზე მის ცხოვრებაში. ახლა შემეძლო, სანის-
თვის მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, ჩემი წარმოდგენა შეიცვალა
ბედნიერებაზე, ახლა უკვე მწამდა, რომ ის, რასაც სანის მიმართ
ვგრძნობდი, ყველაფერზე აღმატებული იყო, ის ყველაფერს მო-
ერეოდა და ჩვენ სამუდამოდ, მთლიანად ერთმანეთის ვიქნებო-
დით.
ხუთ სექტემბერს, ამდენი ხნის შემდეგ, სანის იმ პარკში შევ-
ხვდი, სადაც ყველაფერი დაიწყო.

***
"გაუცხოება" – ის სიტყვაა, რომელიც იდეალურად ასახავდა
ჩემი და სანის იმდღევანდელ შეხვედრას. ვისხედით ერთ სკამზე,
თუმცა ერთმანეთისგან მოშორებით, სალაპარაკო თემის გამო-
ნახვაც კი გვიჭირდა; შეხვედრისას ერთმანეთისთვის არც გვი-
კოცნია და არც ჩავხუტებივართ. ვხედავდით ერთმანეთის სიახ-
ლოვეს, მაგრამ სიშორეს განვიცდიდით. ვიცოდი, რაც უნდა მეთ-
ქვა მისთვის, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი, თითქოს სანიც
ასე იყო და თითქოს ჩვენ გარშემო ყველაფერი დუმდა, არც ფოთ-
ლების შრიალი, არც მანქანების ხმა არ ისმოდა, ჩიტებმაც კი შეწ-
ყვიტეს ჭიკჭიკი. ჩვენმა რამდენიმე კვირით განშორებამ ორივე
დაგვაფიქრა იმაზე, თუ რამდენად ძვირფასები ვიყავით ერთმანე-
150 მკითხველთა ლიგა
თისთვის, მაგრამ ამის გამჟღავნება არ შეგვეძლო, არადა, მეგო-
ნა, ხანგრძლივი განშორების შემდეგ შეხვედრა თბილი და ემო-
ციებით აღსავსე იქნებოდა. სახეზე აშკარა მოუსვენრობა ეტყო-
ბოდა, თვალებს გამუდმებით აცეცებდა, თითქოს ცდილობდა,
თვალი აერიდებინა ჩემთვის, მე კი პირიქით, დაჟინებით მივშტე-
რებოდი მის ტუჩებს, თვალებსა და თმას, მინდოდა მეთქვა, მიყ-
ვარხარ-მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. არ მეგონა ასეთი რთუ-
ლი თუ იქნებოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ, რაც უნდა ყოფილი-
ყო, უნდა მეთქვა, სანის კვლავ დაკარგვის უფლებას თავს ვერ
მივცემდი. საკუთარ თავში ყველა ის ძალა მოვძებნე, რომლის
მოშველიებითაც შევძლებდი, ეს მარტივი, ცხრაასოიანი სიტყვა
წარმომეთქვა, თუმცა არ დამჭირვებია – რაც უნდა იყოს, შეყვა-
რებული ადამიანი ყველასა და ყველაფრის წინაშე ძლიერია,
მხოლოდ მასთან არის სუსტი, ვინც უყვარს. თვალები დავხუჭე,
დავიწყების ფერების ნაცვლად იასამნისფერი ბრჭყვიალები მე-
ლანდებოდა. არ ვიცოდი, სანი რას აკეთებდა, მიყურებდა თუ არა
და ნაზად და დარწმუნებით წარმოვთქვი:
– სანი, მიყვარხარ! ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარ-
ხარ! – ვთქვი და თვალები გავახილე. სანი თვალცრემლიანი მი-
ყურებდა, თითქოს პირველად გაიგონა მსგავსი სიტყვები, ან პირ-
ველად იგრძნო, რომ ვიღაცას მართლა ძლიერ უყვარდა. იმწუ-
თას ჩვენ შორის არსებული გამჭვირვალე სივრცე, რომელიც ერ-
თმანეთს გვაშორებდა, ჩამოინგრა. მისკენ მივიწიე, მაჯაზე ხელი
მოვკიდე და გავუმეორე: – მიყვარხარ, სანი. – ის დუმდა, მაგრამ
ვხედავდი, როგორ უთრთოდა ტუჩები, ვხედავდი, როგორ უნდო-
და რაღაცის თქმა, არ შემეძლო მისთვის რამე დამეძალებინა. ვე-
ლოდებოდი, როდის მეტყოდა თუნდაც ერთ უბრალო სიტყვას: –
"მეც". ესეც საკმარისი იქნებოდა, რომ ჩავხუტებოდი და აღარ გა-
მეშვა. დრო თითქოს განგებ ზედმეტად ნელა გადიოდა, ყოველი

151 მკითხველთა ლიგა


წუთი საუკუნეებად არა, მაგრამ წელიწადებად კი მეჩვენებოდა.
მერე კი მის ტუჩებს პირველი სიტყვები წამოსცდა:
– ...მაგრამ ადამიანი, რომელსაც არ სწამს საკუთარი ბედნიე-
რების, როგორ შეძლებს ჩემს გაბედნიერებას?
– ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი რწმენა შეიცვალა, სა-
ნი. შენ ხომ შეგიძლია ჩემი გაბედნიერება, თუნდაც, უბრალოდ,
შენი ყოფნით?
– არ ვიცი, იან, შემიძლია?
– კი, შეგიძლია, ჩემო მზეო. გამოდის, მეც შემიძლია, ხომ
ასეა?
– ალბათ ასეა, იან, მაგრამ ვერ გადავიტან გულის ტკენას... მე
შემიძლია შენი გაბედნიერება, მაგრამ გთხოვ...
– მიყვარხარ, სანი, – აღმომხდა. ვეღარ გავუძელი სანის ჩა-
ხუტების სურვილს, ხელი მოვხვიე და ძლიერად მივიკარი მკერ-
დზე.
– მეც მიყვარხარ, იან, ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან!
ჩემს ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას აზრი მიეცა, ახლა
ზუსტად ვიცოდი, რატომ დამეძინა გვიან, რატომ უნდა ავმდგარი-
ყავი დილით ადრე და მეცხოვრა ღიმილით. სანიზე უნდა მეფიქ-
რა, სანი უნდა მენახა და სანის ჩავხუტებოდი – ეს სამი წესი ჩემი
ცხოვრების მთავარ მოტივად იქცა. არ მაინტერესებდა რომელ
ადგილზე ვიქნებოდი სანის ცხოვრებაში, მთავარი ის იყო, რომ
ვიქნებოდი და ისიც იქნებოდა ჩემთან, თუმცა ამგვარი გამოცდი-
ლება აქამდე არ მქონია და არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგო-
რიც მეგონა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სანის და მიყვარდებო-
და, მით მეტად მესაკუთრე და ეგოისტი ვხდებოდი – მინდოდა,
მხოლოდ ჩემით ეცხოვრა ზუსტად ისევე, როგორც მე ვცხოვრობ-
დი მისით. მისთვის მსგავსი შეზღუდვა აუტანელი იყო. მას თავი-
სუფლება უყვარდა, ჩემი აუტანელი სიყვარული კი ცდილობდა,
საკუთარ კლანჭებში მოექცია ის და არსად გაეშვა. მართალია,
152 მკითხველთა ლიგა
სიყვარული ფრთებს ჩუქნის ადამიანს და ფრენას ასწავლის, მაგ-
რამ საზღვრებსაც უწესებს, რომელსაც არ უნდა გადასცდეს. ეს
საზღვრები კი ზოგჯერ სანის მსგავსი ადამიანებისთვის ძალიან
ვიწროა.
მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ყვე-
ლაფერს უფრო ხალისით მოვეკიდე, სასწავლებელში სიარული
დავიწყე და არც ფორდსა და მორგანს ვსტუმრობდი იშვიათად –
მინდოდა, ამ საქმეშიც გავწაფულიყავი. მათ, რა თქმა უნდა, შეამ-
ჩნიეს ჩემი მონდომება და ხშირად მივყავდი შემთხვევის ადგი-
ლებზე. მე და სანი ერთმანეთს ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვე-
ბით ვხვდებოდით და ჩვენი შეხვედრების ადგილი ის პარკი იყო,
სადაც პირველად შევხვდით. მისი დანახვა პატარა ბავშვივით მი-
ხაროდა, მინდოდა სანიც გახარებული ყოფილიყო და ამდენად,
ათასი ხერხით ვცდილობდი მის გამხიარულებას. მინდოდა სახი-
დან ღიმილი არ მოსცილებოდა და არასოდეს ჰქონოდა მოწყენის
მიზეზი, ყოველ შემთხვევაში, ამის საბაბი არ მიმეცა. ზოგჯერ ჩემი
მცდელობის გამო მიბრაზდებოდა კიდეც, თუმცა ყურადღებას არ
ვაქცევდი, რადგან ყველაფერი უნებლიეთ გამომდიოდა – აბა,
როგორია იჯდე შენი სიცოცხლის ერთადერთ ნათელ წერტილ-
თან ერთად და სახე ჩამოგტიროდეს?! შემოდგომა განსაკუთრე-
ბულად შემიყვარდა. ჩვენს ქალაქში, სადაც ხეების უმეტესობა მა-
რადმწვანე იყო, ვერ შეატყობდით შემოდგომის მოსვლას, თუმცა
ჰაერში მაინც იგრძნობოდა ნოტიო ჰავა. სულ რაღაც ერთი კვირა
იყო, რაც მე და სანი ერთად ვიყავით, მაგრამ ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს ჩვენი სიყვარული თვეების კი არა, წლების წინ
იყო გაჩენილი და მთელი ეს დრო მის აყვავებას ველოდი, რამ-
დენჯერმე ისიც კი ვიფიქრე, იქნებ წინა ცხოვრებაში მიყვარდა ან
ვიცნობდი და იქიდან გამომყვა ეს უცნაური და ყოვლისმომცვე-
ლი განცდა-მეთქი. აბა, სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლებოდა
იმის ახსნა, რომ ასე ზუსტად იცოდა დავიწყების ფერების შესა-
153 მკითხველთა ლიგა
ხებ? ის დავიწყების ფერებზე კითხვით გამოჩნდა ჩემს ცხოვრება-
ში და დამიბრუნა რწმენა, რომ მეც შემეძლო რაღაცისთვის მი-
მეღწია არა როგორც იან კლაინს, არამედ პიროვნებას, რომლის-
თვისაც ამ დედამიწაზე ყოფნის არსი სიყვარულის პოვნა და მისი
გამოკვებაა. სანი ხელოვნების ნიმუში იყო, მე კი მისი ყველა დე-
ტალისა და ნაკვთის ზუსტად ისე აღქმა შემეძლო, როგორადაც
ჩაიფიქრეს.
მოკლედ, სიყვარულის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა არ
იყო მარტივი, თუმცა ყოველი კამათი და ჩხუბი ყოველთვის ჩახუ-
ტებით მთავრდებოდა და კიდევ ერთმანეთისთვის იმის დაპირე-
ბით, რომ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებოდით და ასეც ხდე-
ბოდა.
– ბედნიერი ვარ!
– მიხარია, რამდენიმე წუთით თუ მაინც შემიძლია შენი გაბედ-
ნიერება, იან.
– წუთით? ასეთ დროს მგონია, რომ სხვა პლანეტიდან ხარ, სა-
დაც დასეირნობდი შენთვის და ტბაში ქვებს ისროდი, მაგრამ მე-
რე მე დამინახე, მიხვდი, როგორ მდგომარეობაშიც ვიყავი და ჩა-
მოხვედი ჩემს საშველად.
– იქნებ ასეც იყო, იან.
– არ ვიცი, სანი, და ამიტომ ვამბობ, მგონია-მეთქი. ხშირად
ყოფილა, გიყურებდი და ვფიქრობდი: ღმერთო... ვინც უნდა
იყო... ღმერთო... ეს გოგო?! ჩემთან?! ჩემი?..
– არ ვიცი, რა გითხრა... ვერ ვხვდები, რატომ დაინტერესდი
ჩემით, სხვა ნებისმიერის ინტერესი გასაგები იქნებოდა, მაგრამ
შენი?.. შენ სხვა ხარ, იან.
– ინტერესი რა შუაშია, იმაზე იფიქრე, შენში რა მიყვარს. და-
მიჯერე, სიცოცხლეში ვერ იპოვი ამაზე პასუხს.
– ვგიჟდები შენზე, იან, – მეტყოდა და თან მეხუტებოდა.
– მე შენ ძალიან მიყვარხარ!
154 მკითხველთა ლიგა
– რა უნდა დავუშავო ღმერთს ისეთი, რომ შენ აღარ მყავდე?
– რაც უნდა დააშავო, მე სულ შენ გვერდით ვიქნები, სანი.
ძალიან ნაზად ვაკოცე ტუჩის კუთხეში. მითხრა, უცნაური შეგ-
რძნება დამეუფლა, თითქოს სხეულში ერთდროულად განვიცდი
ფიზიკურ და სულიერ ქავილსო და არ იცოდა, როგორ ეშველა
ამისთვის. თავი მხარზე დამადო და ღრმად ამოისუნთქა.
– იან, როცა მკოცნი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხე-
ულიდან ათასობით პეპელა ამომიფრინდება, თუმცა ეს პეპლები
ნამდვილებივით სამ დღეში არ დაიღუპებიან. შეუძლებელია ამ
განცდის დავიწყება.
სანი ყველაფერს ლამაზად და განსხვავებულად ამბობდა,
ზოგჯერ იმდენად უცნაურ წერილს მომწერდა, მიჭირდა, გამეგო,
რისი თქმა სურდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვიცოდი, რამხე-
ლა სიყვარულით იყო სავსე მისი თითოეული სიტყვა.
"შენ მაგივრად ვუყურებ ცას, იან, და ვფიქრობ, რომ ერთ დღე-
საც ღმერთი ბოდიშს მოგვიხდის იმის გამო, რომ ახლა აქ არ ხარ!
როგორ შეიძლება, შენ კილომეტრების მოშორებით იყო და აქ,
ჩემ გვერდით ვერ ვგრძნობდე შენს სუნს? ვგიჟდები, როცა ვინმე
სხვა, თუნდაც ხელზე მეხება, იმიტომ რომ შენ არ ხარ. არ შემიძ-
ლია აგიხსნა, როგორი მტკივნეულია, როგორი რთულია "მე შენ
მიყვარხარ". არ ვიცი, რა შეიძლება იყოს "მიყვარხარ"-ზე მეტად
მტკივნეული, როცა ერთად არ ვართ. არ ვიცი, როგორ გატკინო
იმაზე მეტად, რომ გენატრებოდე და ახლოს არ ვიყო, მგონია,
რომ აღარაფერი ვიცი. ვზივარ ცეცხლთან და მინდა, მოდიოდე
ჩემს სხეულთან, კაკუნის გარეშე შემოდიოდე ჩემ კანქვეშ და მე-
რე თუნდაც ზურგს მაქცევდე. რა დამაძინებს ასეთი ბნელი ცის
ქვეშ შენ გარეშე, იან".
ასეთი სიტყვები საუკეთესო ანალგეტიკები იყო ჩემთვის, ეგეც
რომ არა, ხატვის სურვილი გამიათმაგდა. ვხატავდი გამუდმებით,
როცა სანი მენატრებოდა, როცა ვბრაზობდი მასზე, როცა მისი
155 მკითხველთა ლიგა
უნახაობის შიშს განვიცდიდი, როცა სანის სიყვარულს ვგრძნობ-
დი, ასეთი დღე კი საკმაოდ ბევრი იყო. თითქმის ყოველდღე ერთ
პატარა დეტალს მაინც ვუმატებდი ნახატს და უფრო და უფრო წინ
მივიწევდი, თუმცა დასრულებამდე ჯერ შორს იყო. ისიც არ ვიცო-
დი, საბოლოოდ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ნახატი, რა იქნე-
ბოდა მასზე. უცნაურია, არა? ამდენი ხანია ვხატავ და წარმოდგე-
ნა არა მქონდა, საბოლოოდ რა დამხვდებოდა ტილოზე. სწორედ
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური –
მას არც თავი ჰქონდა და არც ბოლო, რადგან ვერც ერთს ვერ მო-
ვერიე და ხატვა შუიდან დავიწყე. მთელი ცხოვრება კი წინ იყო და
მტკიცედ გადავწყვიტე, რომ როგორც კი ამ ნახატს დავასრულებ-
დი, სანის უზარმაზარ პორტრეტს დავხატავდი და ჩემი ოთახის
ყველაზე თვალსაჩინო ადგილას მივუჩენდი ადგილს. ამ აზრისა
და იდეის განხორციელების სურვილით ვიყავი შეპყრობილი, ერ-
თი მხრივ, ვაპირებდი, პირდაპირ შევდგომოდი ამ საქმეს, მეორე
მხრივ კი, არ მინდოდა საკუთარი სიტყვის გატეხა. საბოლოოდ
პირველმა აზრმა გაიმარჯვა – დამესრულებინა დაწყებული ნახა-
ტი. მანამდე კი, მე და სანი მეტად დავახლოვდებოდით და უკეთ
გავიცნობდით ერთმანეთს, რაც დამეხმარებოდა მისი პორტრე-
ტის უკეთ შესრულებაში. მოკლედ, მისი პორტრეტის შექმნა სა-
მომავლო გეგმებში ჩავწერე და ვაცადე, ჩემთვის გამორჩეულად
საყვარელ წელიწადის ამ დროს – შემოდგომით კიდევ უფრო
უკეთ გამეცნო ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გა-
ტარება მინდოდა.

***
კარზე ბრახუნმა გამაღვიძა. ვიღაც ძლიერად და ხანგრძლი-
ვად ურტყამდა კარს მუშტებს. საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი.
156 მკითხველთა ლიგა
ბალიში მთლიანად სისხლიანი იყო, სისხლით მქონდა დასვრი-
ლი სახეც. ალბათ ძილში ცხვირიდან წამსკდა. სასწრაფოდ დავი-
ბანე პირი და კარი გავაღე. ჩემ წინ დეტექტივი მორგანი იდგა,
ძლივს სუნთქავდა და ლაპარაკი უჭირდა, თუმცა, როგორც იქნა
ამოილუღლუღა, ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეო. ოქტომბრის
წვიმიანი დილა იყო, ამიტომ თბილი ტანსაცმელი ჩავიცვი და
მორგანთან ერთად ქუჩაში გამოვედი. მანქანაში ჩავსხედით და
უკვე რამდენიმე წამში ქალაქის დასავლეთით მივქროდით. უამ-
რავი კითხვა დავუსვი, მაგრამ არც ერთზე არ მიპასუხა, საერთო-
დაც, მთელი გზა ხმა არ ამოუღია, თითქოს ერთ წერტილს არის
მიშტერებული და არაფერი ესმისო. მანქანა მთელი სისწრაფით
მიჰყავდა და მთლიანად საჭის მართვაზე იყო კონცენტრირებუ-
ლი. თავი სპორტულ შეჯიბრებაზე მეგონა, დავაპირე, მეთქვა, ცო-
ტა ფრთხილად ევლო, რომ მანქანა მწვანედ შეღებილ სახლთან
გააჩერა, მომყევიო, მთელი ხმით მიყვირა. მორგანს ავედევნე და
სახლში შევედით. სწრაფად გავიარე ოთახებს შორის დერეფნები
და ხელმარცხნივ ბოლო კარში შევირბინე, სადაც ოფლად დაღ-
ვრილი მორგანი სულს ძლივს ითქვამდა, იატაკზე მთლიანად
სისხლიანი გოგონა იწვა, მასთან კი ფორდი ჩამუხლულიყო და
ჭრილობაზე ხელის დაჭერით ცდილობდა, სისხლდენა შეეჩერე-
ბინა მისთვის. ფორდიც თავიდან ბოლომდე სისხლიანი იყო. გა-
შეშებული ვიდექი და შევყურებდი ამ უცნაურ სანახაობას, თვა-
ლებს ვერ ვუჯერებდი, ყურებიც დამიგუბდა და არაფერი მესმო-
და. თუმცა, მორგანმა ფანქარი და ფურცელი მომაჩეჩა და სას-
წრაფოდ ხატვას შეუდექიო, მიყვირა. მისმა შეძახილმა გამომაფ-
ხიზლა და მაშინვე ფორდის გვერდით ჩავიმუხლე და გოგონას
დამნაშავის დეტალურად აღწერა ვთხოვე. მუქკანიანი გოგონა
უცხოელი იყო, ჩვენს ენაზე კარგად ვერ ლაპარაკობდა და თან
სისხლისგან იცლებოდა, ამდენად, მიჭირდა მისგან ინფორმაცი-
ის მიღება და დამნაშავის ფოტორობოტის შექმნა.
157 მკითხველთა ლიგა
– მორგან, ექიმები სად არიან? – ყვიროდა ბოლო ხმაზე ფორ-
დი და უფრო ძლიერად აწვებოდა გოგონას ჭრილობებს. საშინ-
ლად მიჭირდა დილაუთენია, ახალგაღვიძებულს ასეთ სიტუაცია-
ში ხატვა, მაგრამ თავდაპირველი მონახაზის შექმნა მაინც შევძე-
ლი, გოგონას კი ხმა თანდათან უწყდებოდა.
– იან, მალე დაამთავრებ? – მითხრა ფორდმა.
– ცოტა დამრჩა, დეტექტივო, იქნებ როგორმე აალაპარაკოთ,
თითქმის დავასრულე, – ფორდი დაჭრილისკენ დაიხარა, მაგრამ
გოგონა აღარ სუნთქავდა, აღარც პულსი ჰქონდა, სხეული უცივ-
დებოდა და სისხლდენაც შეწყდა. ფორდმა უკან დაიხია, კედელს
მიეყრდნო და სწორედ ამ დროს შემოვიდა ორი ექიმი. მათ რამ-
დენიმე მანიპულაციით თითქოს შეძლეს ახალგაზრდა სხეულის-
თვის სიცოცხლის დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ სიკვდილი
ვერ შეაჩერეს.
– დასრულდა! – ძლივს ამოღერღა ფორდმა. – მოკვდა, ვერ
გადავარჩინეთ. ვინმე მეტყვის, რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში?
იან, მითხარი, რომ შეძელი ფოტორობოტის შექმნა.
პასუხად ფურცელი გავუწოდე დეტექტივს და ტუჩები ისე მოვ-
კუმე, ადვილი მისახვედრი იყო, მისთვის კარგი ამბავი არ მქონ-
და.
– აქ ნახევარიც არ არის დახატული, ეს არაფერში გამოგვად-
გება, – მითხრა იმედგაცრუებულმა ფორდმა.
– გარდაცვლილის მონაყოლიდან მხოლოდ ამის აღდგენა
შევძელი, დეტექტივო, – ვუთხარი. ჩემს ხმაში გაცილებით მეტი
იმედგაცრუება იგრძნობოდა.
– ამის დედაც, ვიღაც ფსიქოპათი ქალაქში გოგონებს ხოცავს
და დღემდე ვერც ერთი საქმე ვერ გავხსენი. იმედია, პირისპირ
არასოდეს გადავეყრები იმ ნაბიჭვარს, თორემ საკუთარი ხელით
გამოვჭრი ყელს.

158 მკითხველთა ლიგა


– ეს გამოსავალი არ არის, მორგან. ამით დამნაშავეთა რიც-
ხვი არ შემცირდება, მეტი ყურადღება გვმართებს და გამოვი-
ჭერთ, – ამშვიდებდა განრისხებული ფორდი და თან სისხლიან
ხელებს იბანდა.
– ეს უკვე მეოთხე გოგონას ცხედარია, ფორდ, განა საგანგა-
შოდ არ არის საქმე? დროზე თუ არ გამოვიჭერთ იმ არამზადას,
მალე ახალ მსხვერპლს მოძებნის და ეს ყველაფერი მანამ გაგ-
რძელდება, სანამ სიბერით არ ჩაძაღლდება.
– არ ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობა მეოთხეა. თუ საქმე სერი-
ულ მკვლელთან გვაქვს, მაშინ ხელწერიდან გამომდინარე, ეს
მესამე მკვლელობაა. სატანისტური მკვლელობა კი სრულიად
სხვა დამნაშავის ჩადენილია. როგორც ხედავ, ამ შემთხვევაში
მხოლოდ სასიკვდილო ჭრილობებია მიყენებული, ის გოგონა კი
ნაწამები და სპეციალურად დასახიჩრებული იყო. ესეც რომ არა,
მაგ საქმეს ჩვენ არ ვიძიებთ და სულაც არ მინდა, სხვის საქმეში
ჩავერიო.
– ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, დეტექტივო, მაშინ ეს სამი
მსხვერპლიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ როცა სამივეს
მკვლელად ერთს განიხილავთ. აი, მაგალითად, პირველი მოკ-
ლული თეთრკანიანი, ქერა, ცისფერთვალა გოგონაა, მეორეს შა-
ვი თმა, ხორბლისფერი კანი და შავი თვალები ჰქონდა, ეს უკანას-
კნელი კი მულატია.
– თქვენ ალბათ გავიწყდებათ, რომ მსხვერპლის ამორჩევა შე-
საძლოა, სულაც არ იყოს დამოკიდებული გარეგნულ მსგავსება-
ზე. დასაშვებია, რომ სამივე გოგონამ მკვლელის პროვოცირება
ერთი სიტყვით ან თუნდაც ქმედებით გამოიწვია, ან რაიმე სხვა
მახასიათებელი ჰქონდათ მსხვერპლებს. ხომ გახსოვთ მოკლუ-
ლი გოგონა ბარ "ლუდის კუთხეში", ასევე მოკლული გოგონა ქა-
ლაქის მიყრუებულ ნაწილში, საიდანაც დამნაშავე იანის "წყალო-
ბით" გაგვექცა. ახლა ეს მესამე გოგონა. მოკლედ, საერთო და
159 მკითხველთა ლიგა
მსგავსება სწორედ ამ სამ მკვლელობას შორის უნდა ვეძიოთ. ჩა-
ისვით მანქანაში იანი და გამოიკვლიეთ სამივე მსხვერპლის საქ-
მიანობა, პროფესია, სამუშაო ადგილი, საყვარელი ფერი, სად
ატარებდნენ თავისუფალ დროს, ჰობი, კონტაქტები, იცნობდნენ
თუ არა ერთმანეთს და თუ იცნობდნენ, რამდენად კარგად... მინ-
და, ყველა დეტალი ვიცოდე თითოეულზე, ისიც კი, რა ფერის საც-
ვლებს იცვამდნენ პაემანზე წასვლისას... მოკლედ, რაღაც საერ-
თოს თუ ვიპოვით მათ შორის, შემდეგ აუცილებლად მივაგნებთ
მიზეზსაც, რომელსაც მკვლელში აგრესიის გამოწვევა შეეძლო,
სულ პატარა ხელჩასაჭიდი მაინც გვექნება რაღაც.
– ასე იყოს, – დაეთანხმა ფორდს მორგანი. – საქმეს ახლავე
შევუდგებით. იან, ჩემთან ერთად წამოხვალ, შენი განსხვავებუ-
ლი ხედვა ნამდვილად დამჭირდება სამივე მსხვერპლის შესადა-
რებლად. ფორდს განყოფილებაში შევხვდებით, – მორგანს თავი
დავუქნიე და უსიტყვოდ გავყევი.
პირველი ინფორმაცია ბარში მოკლულ გოგონაზე უნდა მოგ-
ვეძიებინა. რთული არ ყოფილა, უპირველესად განყოფილებაში
უნდა მივსულიყავით და მისი დოსიე გვენახა, შემდეგ კი მის მშობ-
ლებს გავსაუბრებოდით. ასეც მოვიქეცით და პირველ მსხვერ-
პლზე ამომწურავი ინფორმაცია გვქონდა. მეორე ეტაპი უფრო
რთული აღმოჩნდა. გოგონა, რომელიც დღეს მე, ფორდსა და
მორგანს ხელებში ჩაგვაკვდა, ჩვენი ქალაქის მკვიდრი არ იყო,
მარტო ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, რომელშიც დეტექტივებმა
ნახევრად მკვდარი იპოვეს. მასზე არაფერი იცოდნენ მეზობლებ-
მა. მათი თქმით, გოგონასთან კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონიათ
და მთელი ურთიერთობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლე-
ბოდა. გავიგეთ ის, რომ შინიდან ღამის ცხრა საათზე გადიოდა და
დილის ათი საათისთვის ბრუნდებოდა. ამ ინფორმაციის მიხედ-
ვით ვივარაუდეთ, რომ რომელიმე ბარში ან რესტორანში მუშა-
ობდა. ქალაქში საკმაოდ ბევრი ბარი და რესტორანი იყო და რად-
160 მკითხველთა ლიგა
გან მათი სათითაოდ შემოვლა დროის ფუჭად დაკარგვად მივიჩ-
ნიეთ, გადავწყვიტეთ, პოსტერები დაგვემზადებინა ამ გოგონას
სურათითა და ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციით. მას ყველა ბარ-
თან და რესტორანთან გამოვაკრავდით და თუ ვინმე იცნობდა,
განყოფილებაში შეგვატყობინებდა. სამდღიანი უშედეგო ლოდი-
ნის შემდეგ, განყოფილებაში გოგონა გვესტუმრა და გვითხრა,
რომ მსხვერპლს იცნობდა. მისი დაკითხვა ფორდმა გადაწყვიტა,
ჩვენ კი მეორე მოკლულის დოსიეს შესადგენად წავედით, რომ-
ლის მკვლელობასაც მისი მეზობელი მოხუცი ქალბატონი მე მაბ-
რალებდა, მორგანმა ხუმრობით ისიც კი მითხრა, იმ ბებრუხანას-
გან ხომ არ ავკრიფოთ ინფორმაციაო. მეორე მსხვერპლის კარის
მეზობელი გამოვკითხეთ და როდესაც მე და მორგანი კიბეზე ჩა-
მოვდიოდით, ერთ-ერთი ბინის კარიდან თავი იმ ჩვენმა ნაცნობმა
მოხუცმა ქალმა გამოყო. ადგილზე გამაქვავა მისმა შემოხედვამ.
გაღიმებული მომჩერებოდა, საკვირველი კი იყო, რომ ამჯერად
არც ერთი კბილი არ აკლდა.
– როგორ მიდის თქვენი ნახატის საქმე, ახალგაზრდავ? –
მკითხა და კიდევ უფრო გამიღიმა. ახლა უკვე კარში მთლიანად
გამოვიდა.
– გმადლობთ, კარგად მიდის, მალე დავასრულებ, – ვუპასუხე
შეშინებულმა და კიბეზე ჩავირბინე.
– ჯობია, იჩქაროთ. რა იცი, რა ხდება, – მომაძახა მოხუცმა და
კარი ისე მოაჯახუნა, იფიქრებდით, გოლიათმა დახურაო. მორგა-
ნი უკვე მანქანაში მელოდებოდა, მეც ჩავჯექი და განყოფილება-
ში წავედით. ახლა სამივე მსხვერპლის დოსიე გვქონდა და ისღა
დაგვრჩენოდა, რაიმე საერთო გვეპოვა მათ შორის. ფორდი ირ-
წმუნებოდა, რომ დამნაშავეს სულ მალე მისივე გაბმულ ქსელში
გავაბამდით.
– მაშ, ასე, მეგობრებო, სამი მოაზროვნე მამაკაცის ხელში სა-
მი მსხვერპლის დოსიეა, უპირველესად, სამივე გავეცნობით თი-
161 მკითხველთა ლიგა
თოეულს და რაიმე კავშირის აღმოჩენის შემთხვევაში ერთმა-
ნეთს ვაცნობებთ. თქვენი იმედი მაქვს, გავწმინდოთ ეს ქალაქი
სიბინძურისგან! – თქვა ფორდმა და ჩემკენ საქაღალდე ისროლა
– პირველი მსხვერპლის დოსიე იყო, სწრაფად შევათვალიერე
მკვლელობის ამსახველი ფოტოსურათები და კითხვა დავიწყე:
"კეთლინ სმიტი, 24 წლის, სიმაღლე 175 სმ, წონა 60 კგ, თეთ-
რკანიანი, ქერა თმით, ცისფერი თვალებით; პროფესიით იურის-
ტი; მუშაობდა ბარ "ლუდის კუთხეში" ბარმენად და მიმტანად, ჰო-
ბი – ცეკვა, საყვარელი ფერი – ლურჯი; მშობლების განცხადე-
ბით, კეთლინი ნაკლებად კომუნიკაბელური ადამიანი იყო. გარ-
დაიცვალა გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით".
მორგანმა და ფორდმა მათთვის განკუთვნილ ფურცელზე რამ-
დენიმე სიტყვა ჩაიწერეს და ამჯერად მორგანმა დაიწყო კითხვა.
ის მეორე მსხვერპლის დოსიეს ეცნობოდა. ეს ის შემთხვევა იყო,
დამნაშავე რომ გამექცა. დეტექტივმა კითხვა ოდნავ აღელვებუ-
ლი ხმით დაიწყო:
"დინა როუზი, 23 წლის, სიმაღლე 173 სმ, წონა 57კგ, შავი თმა,
ხორბლისფერი კანი, შავი თვალები, პროფესიით მოცეკვავე, მუ-
შაობდა მიმტანად რესტორან "ატლანტიდაში; ჰობი – სიმღერა;
საყვარელი ფერი ლურჯი; გარდაიცვალა გულმკერდის არეში მი-
ყენებული ორი ჭრილობით".
მსხვერპლებს შორის მსგავსება უკვე აშკარა იყო. ფორდმა და
მე ისინი ფურცელზე მოვინიშნეთ. ახლა დეტექტივ ფორდს უნდა
წაეკითხა მესამე დოსიე. მოხუცი სკამზე ჩამოჯდა და კითხვა და-
იწყო:
"ამანდა ალენი, 25 წლის, სიმაღლე 178 სმ, წონა 63 კგ, თმა,
კანი და თვალები ყავისფერი, განათლება საშუალო, სამუშაო ად-
გილი სტრიპტიზბარი, მუშაობდა მოცეკვავედ და მიმტანად; ჰობი
– მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, საყვარელი ფერი –

162 მკითხველთა ლიგა


ლურჯი; მოკლულია გულმკერდზე მიყენებული სამი ჭრილო-
ბით".
ჩვენთვის აშკარა იყო მსხვერპლებს შორის მსგავსება,
მკვლელში პროვოცირებას არა გარეგნული თავისებურება, არა-
მედ მსხვერპლის სამუშაო ადგილი, საყვარელი ფერი ან ჰობი იწ-
ვევდა, სრულიად შესაძლებელია, სამივე ერთად, ამიტომ თუ მი-
სი გამოჭერა გვინდოდა, სწორედ ასეთ ადგილებში უნდა მოგვე-
ძებნა, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ქალაქში უამრავი რეს-
ტორანი და ბარია მოცეკვავე და მიმტანი უამრავი გოგონათი.
საქმეს განსაკუთრებით ის ართულებდა, რომ მკვლელი საკმაოდ
არაპროგნოზირებადი ჩანდა – მაშინ სჩადიოდა დანაშაულს, რო-
ცა ამის ხასიათზე იყო.
– მინდა ერთი რამ აღვნიშნო, – დაიწყო ფორდმა. – არ ვიცი,
შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მკვლელი ჭრილობების
რაოდენობას მსხვერპლების რაოდენობის შესაბამისად ზრდის.
თუ მალე ვერ მოვახერხებთ მის დაკავებას, ახალ მსხვერპლს უნ-
და ველოდოთ – გოგონას გულზე ოთხი ჭრილობით.
– ჩვენ ერთი რამ გამოგვრჩა, – განაგრძო მორგანმა. – მარ-
თალია, მსხვერპლის რაოდენობის კვალდაკვალ ჭრილობების
რაოდენობაც იზრდება, მაგრამ როგორ ახსნით იმას, რომ ამ სამი
გოგონასგან მხოლოდ ერთი – პირველი იყო სექსუალური ძალა-
დობის მსხვერპლი.
– არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ამას რაიმე ახსნა უნდა
ჰქონდეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს უშუალოდ ამ გოგო-
ნასთან იყოს კავშირში ან ამ დანაშაულის შემდეგ მკვლელმა
ხელწერა შეცვალა.
– ან იქნებ სწორედ ეს გოგონა გახდა მისი დანაშაულის პრო-
ვოცირების მიზეზი? იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, გოგონამ
ისეთი ტკივილი მიაყენა, რომ ის ვიღაც იძულებული გახდა,

163 მკითხველთა ლიგა


მკვლელი გამხდარიყო და ახლა უკვე მის მსგავს გოგონებს დას-
დევს.
– ვეჭვობ, ასე იყოს, მორგან. თუ გოგონამ ადამიანში ფსიქო-
პათის პროვოცირება გამოიწვია, ის აუცილებლად ბოლო იქნება,
ვისაც ჩვენი შეშლილი "მეგობარი" ესტუმრება, – დაასრულა
ფორდმა.
– დეტექტივებო, თქვენი ნებართვით, დაგტოვებთ. თუ დაგ-
ჭირდებით, იცით, როგორ უნდა დამიკავშირდეთ. მე ჯერაც ვერ
მივეჩვიე ამ ყველაფერს, ეგეც რომ არა, აშკარაა, ვერ ვახერხებ
იმ საქმის პირნათლად შესრულებას, რომელსაც თქვენ მავა-
ლებთ, – ვუთხარი დეტექტივებს და განყოფილება დავტოვე.
მსგავს სიტუაციებში ყოფნა მთრგუნავდა, მით უმეტეს არ მომ-
წონდა მაშინ, როცა სანის ნახვაში მიშლიდა ხელს, ტელეფონზე
საუბარი კი საკმარისი არ იყო. ახლა, როცა საქმე მთლიანად დე-
ტექტივებს გადავულოცე, სანის ნახვა შემეძლო. გვიან ღამით და-
ვურეკე და მეორე დღეს ჩვენი შეხვედრის ადგილას საღამოს რვა
საათზე შეხვედრაზე შევთანხმდით.

***
იმ დღეს სანიმ თხუთმეტი წუთით დააგვიანა. მოუთმენლობამ
შემიპყრო, თუმცა ჩემი უკმაყოფილება უფრო მეტად დამძიმდა,
როცა სანი თავის საუკეთესო მეგობარ მამაკაცთან ერთად მოვი-
და. ეს კაცი არ მომწონდა, თუმცა ჩემს დამოკიდებულებას არა-
ფერი ესაქმებოდა მათ ურთიერთობასთან. სანისთვის რამე რომ
მეთქვა, არ იყო გამორიცხული, რომ ეთქვა, ან ისეთი მიმიღე,
როგორიც ვარ ან ვინმე სხვა მონახეო – მას ხომ ეხერხებოდა
ულტიმატუმები. თანაც იცოდა, რომ ვიღაც ჩემთვის უმნიშვნელო
პიროვნების გამო არ ჩამოვშორდებოდი, მით უმეტეს, სანი იმაზე
164 მკითხველთა ლიგა
მეტად მიყვარდა, ვიდრე თავად საერთოდ შეეძლო წარმოედგი-
ნა. საერთოდ, ორისგან ერთს ყოველთვის მეტად უყვარს, ურთი-
ერთობას კი ის მართავს, ვისაც ნაკლებად უყვარს. სანი მეგო-
ბარს გულთბილად დაემშვიდობა, ჩვენ კი პარკში დავსხედით და
დიდხანს, დიდხანს ვილაპარაკეთ. ბოლოს რესტორანში წასვლა-
ზე, რაიმე მსუბუქის დალევასა და კარგი მუსიკის მოსმენაზე და-
ვითანხმე. ხელიხელჩაკიდებულები გავუყევით ქუჩას და რესტო-
რანში შევედით, მშვიდი გარემო დაგვხვდა, ალბათ იმიტომ, რომ
ბევრი ხალხი არ იყო, თანაც ვიოლინოს ხმა, რომელიც რესტორ-
ნის სცენიდან იღვრებოდა, სიმყუდროვეს ქმნიდა. ფანჯარასთან
მდგარი ორადგილიანი მაგიდა ავირჩიეთ. მალე თეთრ პერანგში
გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და გვკითხა, რას
შეუკვეთთო. სანიმ ფორთოხლის წვენის კოქტეილი შეუკვეთა, მე
– ვისკი, კიდევ შოკოლადის ბლინები მოვითხოვეთ. მუსიკის
ფონზე ვსაუბრობდით ჩვენზე და ყველაფერზე, რაც იმ დროს სა-
ინტერესოდ გვეჩვენებოდა. საერთოდ, ჩვენი საუბრები კამათით
მთავრდებოდა ხოლმე, რადგან რადიკალურად განვსხვავდებო-
დით ერთმანეთისგან. მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია იყო: მისი ხე-
ლი მეჭირა, ვეფერებოდი და ამ დროს მის მეტს ვერაფერს ვამ-
ჩნევდი, თუმცა რაღაც მომენტში მაინც მიიქცია ჩემი ყურადღება
ერთმა გარემოებამ: ჩვენი მაგიდისგან მოშორებით ლურჯ კაბაში
გამოწყობილ მიმტან გოგონას მამაკაცი გამოელაპარაკა. თით-
ქოს არაფერი, მაგრამ ეს კაცი ამას ისე აკეთებდა, რომ სხვათა
ყურადღება არ მიექცია, გოგონა კი მთელი მონდომებით ცდი-
ლობდა მისგან თავის დაღწევას. კაცი ძალიან ჰგავდა ჩვენ მიერ
ძებნილ დამნაშავეს, გოგონა კი მსხვერპლს, მაგრამ რამის გაკე-
თება არ შემეძლო – უფლება არ მქონდა. თუმცა მამაკაცის სახე
კარგად დავიმახსოვრე. როგორც კი მიმტანს ჩამოშორდა და შე-
ნობიდან გავიდა, სანის ბოდიში მოვუხადე და მიმტან გოგონას-
თან მივედი.
165 მკითხველთა ლიგა
– ბოდიშს გიხდით, რაღაც მინდა გკითხოთ. შემთხვევით ხომ
არ ცეკვავთ? – გოგონამ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და
ღიმილით მიპასუხა:
– იშვიათად, თუმცა თქვენთვის ნამდვილად ვიცეკვებ.
– არა, ეგ არ მიგულისხმია. შეგიძლიათ მითხრათ, რა უნდოდა
იმ მამაკაცს ცოტა ხნის წინ რომ გესაუბრებოდათ?
– აჰ, ვინის? – იმედგაცრუებით წარმოთქვა ეს სახელი გოგო-
ნამ. – იმედია, მასთან რამე არ გაკავშირებთ.
– არა, ისე უბრალოდ...
– ის არავინაა, აი, თქვენ კი შეგიძლიათ... – თქვა, კიდევ უფ-
რო მომიახლოვდა და ჩემი პერანგის საყელოს გასწორებას შე-
ეცადა. გავიწიე, შემოვბრუნდი და სანისთან პირისპირ აღმოვ-
ჩნდი.
– იან, აქ მოკლეკაბიან გოგონებთან საარშიყოდ მოხვედი?
– რა თქმა უნდა, არა, აგიხსნი... – სიტყვის დასრულებაც არ
მაცადა, ისე შებრუნდა, დარბაზი გაირბინა და შენობიდან გავიდა.
"ესღა მაკლდა", გავიფიქრე და სანის გამოვეკიდე. ვცდილობდი,
საქმის ვითარება ამეხსნა, თუმცა მისთვის ახლა სულ ერთი იყო
დეტექტივებიც, საქმის გამოძიებაც და ისიც, რა როლი მქონდა ამ
საქმეში. ხელები ყურებზე აიფარა და გაბრაზებული მომჩერებო-
და.
– ჯანდაბა, სანი! – ვიყვირე. – იქნებ მას შეხედო და შემდეგ სა-
კუთარ თავს?! როგორ იფიქრე, რომ მე მასთან რაიმე სხვა ინტე-
რესის გამო მივედი, მომეცი ხელი და სახლში წავიდეთ. – სანიმ
თითქოს ძალდატანებით გამომიწოდა ხელი და გამომყვა, თუმცა
სახეზე გამომეტყველება არ შეუცვლია. მესმოდა მისი, რადგან ამ
საკითხში ერთმანეთს ვგავდით – ორივე აუტანლად მესაკუთრეე-
ბი ვიყავით და ვერასოდეს ავიტანდით ჩვენს ურთიერთობაში ვინ-
მე სხვას. სანი სახლამდე მივაცილე და მეც შინ დავბრუნდი. მა-
შინვე ფურცელი და ფანქარი მოვიმარჯვე და იმ ვიღაც ვინის ფო-
166 მკითხველთა ლიგა
ტორობოტის ხატვა დავიწყე. მეორე დღეს პორტრეტი მორგანს
მივუტანე – ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ რამეში გამოგად-
გეთ-მეთქი.
მომდევნო რამდენიმე დღე კი სანისთან ერთად გავატარე. სა-
ოცრად მახარებდა ის ამბავი, რომ ჩემს სიცოცხლეში გამოჩნდა
ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ჯერ თავდაყირა დააყენა,
შემდეგ კი თავის გემოზე დაიწყო მისი დალაგება და მოწყობა. მი-
სი გემოვნებით შექმნილი დიზაინი კი სულაც არ მაღიზიანებდა.
ბედნიერებაზე ჩემი წარმოდგენის უკანასკნელი ნარჩენებისგან
სანიმ უზარმაზარი ცეცხლი დაანთო, ოღონდ ისეთი, რომელზეც
მხოლოდ ჩვენ ორი ვიწვოდით და ეს იყო სასიამოვნო. სხვას არც
არაფერს უნდა მოელოდე ადამიანისგან, რომელსაც მზე დაარ-
ქვი. იმ სამყაროში, სადაც მე და სანი ვცხოვრობდით, ყველაფერი
იისფერი იყო: ცაც და მზეც, ზღვებიც და ოკეანეებიც, ტყეებიც და
მინდვრებიც, ჩვენც და ჩვენი სიყვარულიც, ერთმანეთამდე მი-
სასვლელი გზებიც და ქარიც, რომელიც ჩვენს ერთმანეთს ჩახუ-
ტებულ სხეულებს აგრილებდა. მაინც ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო და
საიდან მოვიდა. ან როგორ მოხდა, რომ ასე უეცრად გამოჩნდა
გოგონა, რომელმაც ის შეძლო, რაც წლების განმავლობაში ვე-
რავინ მოახერხა. ბედისწერის არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ადამიანი
თავად ქმნის საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძა-
ლიან ბევრი რამ იყო, რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა,
რაც არასოდეს მნდომებია, არასოდეს მინატრია და მით უმეტეს,
არასოდეს მიცდია, ჩემს თავს მომხდარიყო ეს ყველაფერი. სანი
რაღაც გაურკვეველი ძალის საჩუქარი იყო, რომელიც ჩემი სურ-
ვილის გარეშე გამოჩნდა და ამიტომაც იყო ასეთი ტკბილი. მან
შეძლო ჩემი სამყაროს კარის გარედან გახსნა მაშინ, როცა საკე-
ტი მხოლოდ შიგნიდან ჰქონდა და ამდენად, თუ ვინმე შემოსულა
ამ კარში – ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი ნებართვით. მასთან
ყოფნისას დრო ძალიან სწრაფად გადიოდა, მასთან გამომშვი-
167 მკითხველთა ლიგა
დობება კი მიტოვებდა შეგრძნებას, თითქოს სიცოცხლის რამდე-
ნიმე წელი ერთბაშად დამაკლდა. თუმცა მისი ხელმეორედ ნახვა
ას და ათას სასიცოცხლო წელიწადს მმატებდა და ისეთი ენერგი-
ით ვივსებოდი, მეგონა, მთელი სამყაროს ზურგით ზიდვა შემეძ-
ლო.
– როცა ზურგიდან მეხუტები, ვხვდები, რომ შემძლებია მთე-
ლი სამყაროს ზურგით ტარება, – ვეტყოდი ხოლმე და ასე ჩახუ-
ტებულს ოთახიდან ოთახში დავარბენინებდი, ამ დროს კი მისი
კივილი მთელ ქალაქს ესმოდა და განა რა უნდა ყოფილიყო ამაზე
მშვენიერი და სასიამოვნო? ან ბედნიერება სხვა რა იყო?
თუმცა, მოულოდნელად სანი შეიცვალა – აღარ იყო ისეთი
თბილი, როგორიც ადრე. ზოგჯერ, როცა საათობით ვიყავით ერ-
თად, ერთხელაც არ მაძლევდა მიკარების უფლებას. რამდენჯერ-
მე, როცა ჩახუტება ან კოცნა ვცადე, თავიც კი ამარიდა. ეს არ იყო
ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ვთვლიდი, ამის გამო მასთან კამა-
თი არ ღირდა. მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო?!. შევამჩნიე,
რომ ჩემი ნახვის სურვილიც გაუნელდა, ჩემთან შეხვედრისთვის
რომ თავი აერიდებინა, ხან რას მოიმიზეზებდა და ხან რას. თუმცა
პერიოდულად რამდენიმე საათით მაინც ვახერხებდი მის ნახვას,
მაგრამ ეს არ მყოფნიდა, ასეთი ხანმოკლე შეხვედრებით უფრო
მიმძაფრდებოდა მასთან ყოფნის სურვილი. ვატყობდი, ეს შეხ-
ვედრები, ჩემი ყურადღება თავს აბეზრებდა, მაგრამ სხვანაირად
არ შემეძლო. დღეებს, როცა სანისთან არ ვიყავი, ხატვაში ვატა-
რებდი და ამით ვიკლავდი მასთან შეხვედრის სურვილს. ერთი-
ორჯერ მისაყვედურა, ჩემთან დაუკითხავად ნუ მოდიხარო, მარ-
ტივად რომ ვთქვა, იმ სანის ანტაგონისტი გახდა, რომელსაც
აქამდე ვიცნობდი. მართალია ასე შეიცვალა, თუმცა გამუდმებით
მიმეორებდა, თუ შენგან წასვლას გადავწყვეტ, არ გამიშვაო. არა-
და, არასოდეს დამიკავებია ის, ვისაც წასვლა უნდოდა და სანის-
გან განსხვავებით, ხასიათისა თუ პრინციპების შეცვლას არავი-
168 მკითხველთა ლიგა
თარ შემთხვევაში არ ვაპირებდი. ერთ-ერთი კამათისას საშინე-
ლი სიტყვები მოვისმინე:
– შენ არ გიყვარვარ, იან... – ათჯერ მაინც გაიმეორა ეს სიტ-
ყვები.
– მიყვარხარ! – ათასჯერ გავუმეორე მეც.
– არა, იან, შენ არც კი გჭირდები, – ათასჯერ მაინც მითხრა ეს
სიტყვები.
– მჭირდები ყველაფერზე მეტად... – ათიათასჯერ დავუბრუნე
პასუხი და ვთხოვდი, რომ მსგავსი რამ მეტად აღარ ეთქვა.
– ასეთი ვარ, იან, ან მიმიღე, ან წადი და ნუღარ მტანჯავ, – მისი
ულტიმატუმები ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ამჯე-
რად, ამ კამათის მერე არ ვიცოდი, რა მექნა.
– რაღაცას დამპირდი, სანი, – ვუთხარი მშვიდად. – ყოველ-
თვის გახსოვდეს, რომ მიყვარხარ, რომ მენატრები, რომ წამითაც
არ ვყოფილვარ შენთან ყალბი, რომ თუ ოდესმე გეტყვი მოგატ-
ყუე-მეთქი, მხოლოდ ეს სიტყვები იქნება ტყუილი და ჩემს ყველა
შეცდომასა და დანაშაულში, რომელიც გულს გატკენს, იპოვი მი-
ზეზს, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ იმასაც მიხვდები, რომ ეს ჩემ
გამო არ გამიკეთებია. თუ ერთხელ მაინც დააყენებ საკუთარ
თავს ჩემს ადგილას და ჩათვლი, მართალი ვიყავი, მაშინ მეც
მშვიდად ვიქნები.
– გპირდები, იან, მაგრამ... – დაიწყო, მაგრამ სიტყვა არ და-
ვასრულებინე.
– ახლა ამაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ იმაზე, თუ
როგორია ჩვენი სიყვარული და იქნებ ერთხელ მაინც გვეთქვა
ერთმანეთისთვის სიტყვა "მიყვარხარ" ისე, როგორც ამას
ვგრძნობდით და განვიცდიდით. რა იქნებოდა, შენც იგივე შეგ-
ძლებოდა, რაც მე. შეგძლებოდა ჩვენი სიყვარულის გამო რაღაც
დაგეთმო – ის, რაც ერთმანეთს გვაკარგვინებდა. მე უნდა მიმეღე
ისეთი, როგორიც ხარ და ამას მთხოვდი, მე კი არც ერთხელ არ
169 მკითხველთა ლიგა
მითხოვია, მიგეღე ისეთი, როგორიც ვიყავი და რომ ის, რაც ჩვენ
შორის იდგა, ყოველთვის არჩევანის უფლება იყო: ან წასვლა, ან
გაშვება და სადაც გაშვებაზეა ლაპარაკი, იქ უკან დასახევი გზაც
არსებობს ყოველთვის. ...და თუ ახლა ვინმეს სტკივა, – ისევე
სტკივა, როგორც შენ ან იქნებ მეტადაც, – ეს მე ვარ! შენ თუ იმი-
ტომ გტკივა, რომ მე ასეთად ვერ მიგიღე, ალბათ იმიტომ, რომ
შენ არ შეგეძლო შესწინააღმდეგებოდი იმას, რაც ერთმანეთს
გვაკარგვინებდა. არ ვიცი, ბედის ირონიაა თუ რა არის, მაგრამ
ყოველთვის, როცა ვამბობ "მიყვარხარ", პასუხად ვიღებ, რომ
ჩემთვის არ უთხოვიათ, მყვარებოდა... – სანი ხმას არ იღებდა, მე
კი დიდი ხნით არ შემეძლო ასე გაჩერება, ამიტომ წავედი. მწამ-
და, მიხვდებოდა, რასაც ვეუბნებოდი და დაფიქრდებოდა, რაში
იყო პრობლემა. თუმცა ერთი კვირის განმავლობაში არაფერი
შეცვლილა. უკვე ნოემბრის შუა რიცხვები იყო. თითქმის ყოველ-
დღე ვურეკავდი სანის და შეხვედრას ვთხოვდი, მაგრამ გამუდმე-
ბით მპასუხობდა, რომ არ სცალია, რადგან მეგობარი უნდა ენა-
ხა. დიახ, სწორედ ის მეგობარი, მე რომ ასე მაღიზიანებდა.
– განა ის ჩემზე მნიშვნელოვანია, სანი? – ვკითხე ბოლოს გა-
ღიზიანებულმა.
– კი, იან, მნიშვნელოვანია, – ამის გაგონებაზე ლამის ფეხები
მომეკვეთა, სკამზე ჩამოვჯექი. არასოდეს მქონია პრეტენზია, ერ-
თადერთი ვყოფილიყავი მის ცხოვრებაში და ჩემი პრობლემაც
სწორედ ეს იყო. ვიღაც ოფოფის გამო აღარ უნდოდა ჩემი ნახვა.
დაუფიქრებლად, თუმცა, ალბათ, სწორადაც მოვიქეცი, როცა
ვუთხარი:
– ბედნიერებას გისურვებ!
ყურმილი დავკიდე. ის ნამდვილად რადიკალურად სხვა ადა-
მიანად იქცა და ახლა ცდილობდა, თავისი საქციელით მეც ჩამო-
ვეშალე და ჩამოვენგრიე.

170 მკითხველთა ლიგა


და მაინც, რამდენიმე დღეში გაუსაძლისი გახდა სანის გარეშე
ყოფნა. გადავწყვიტე, მისთვის რაღაც მეჩუქებინა. საკუჭნაოში
გაფუჭებული საათი მოვნახე და ზედ მამაჩემის საყვარელი მუსი-
კის ფირფიტა დავაკარი, თეთრი საღებავი გავაზავე და ფირფიტა-
ზე ციფრები მოვხაზე. ლამაზი გამოვიდა, თუმცა არ მუშაობდა.
გავრისკე და დავშალე. მექანიზმი უამრავ პატარა ნაწილად და-
იშალა და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ დამებრუნებინა თი-
თოეული საკუთარი ადგილისთვის. მთელი დღე მოვუნდი ამ საქ-
მეს, იქამდე ვუკირკიტე, სანამ საათმა წიკწიკი არ დაიწყო. ჩემს
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საათი მუშაობდა, მიუხედავად
იმისა, რომ ათამდე პატარა ნაწილი მაგიდაზე გამოუყენებელი
დამრჩა. ისრები მოძრაობდა – დროს ფეხს უწყობდა, მაგრამ ეს
არ იყო საკმარისი, მინდოდა, განსაკუთრებული წერილიც მიმე-
წერა. მხატვრულად წერა დიდად არ მეხერხება, მაგრამ მაინც
ვცადე და ძველ ფურცელზე პირველი სიტყვები დავწერე. ეს სიტ-
ყვები უშუალოდ იყო კავშირში დროსა და მუსიკასთან:
"დრო არ არის ისეთი, როგორიც შენი კედლის საათზეა...
როდესაც გიყვარს და როცა მასთან ხარ,
დრო სწრაფად გადის,
და ძალიან ნელა, როცა გენატრება.
ვფიქრობ, დრო რაღაცით მუსიკას ჰგავს, შეიძლება არც ჰგავს,
ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ ამაზე, რადგან მხოლოდ შენ-
ზე ვფიქრობ, სანი.
როდესაც საყვარელი მუსიკა დასრულდება, ფირფიტის ხე-
ლახლა დატრიალება და მისი ხელახლა მოსმენა შეგიძლია, რა-
საც დროზე ვერ იტყვი – მიუხედავად იმისა. რომ საათის ისრები
წრეზე ბრუნავს, საყვარელი მომენტების უკან დაბრუნება არ შეგ-
ვიძლია.
იყოს ეს საათი ახალი მუსიკის დასაწყისი, რომლის უკან გა-
დახვევაც არ მოგვიწევს საყვარელი მომენტის გასახსენებლად,
171 მკითხველთა ლიგა
დაე. ამ საათმა დაიმახსოვროს ჩვენი ყოველი ერთად გატარებუ-
ლი ბედნიერი დღე.
სიყვარულით, შენი იანი".
ზუსტად შვიდი დღე და შვიდი ღამე არ გამოვჩენილვარ სანის-
თან, მხოლოდ მერვე დღეს, გამთენიისას სანის სახლამდე მისას-
ვლელი ყველა ქუჩა გავირბინე და კარზე დავაკაკუნე. მოთმინე-
ბით დაველოდე რკინის კარს მიღმა ნაცნობ ხმას.
– ვინ არის? – უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ვიფიქრე, რომ
სანი მე კი არა, სხვას ელოდებოდა.
– მე ვარ, სანი, იანი ვარ.
კარი გააღო და მკითხა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველო-
დი:
– შეგიძლია, მითხრა, აქ რას აკეთებ?
– მოვედი, რომ გითხრა, მიყვარხარ და მჭირდები, – ეს სიტ-
ყვები ისეთი გრძნობითა და გულწრფელობით ვუთხარი, რომ
ყელში ბურთად გამეჩხირა და დამახრჩო.
– ახლა ასეა, იან, აღარ მიყვარხარ და აღარც მჭირდები.
ყველაფერი შეიცვალა: ადრე თუ სანი მიმტკიცებდა, რომ არ
მიყვარდა, მით უმეტეს, არ მჭირდებოდა და ათასჯერ საპირისპი-
როს ვუმეორებდი, ახლა ყველაფერი პირიქით იყო, ის მეუბნებო-
და, რომ არ ვუყვარდი.
თვალზე ცრემლი მომადგა, რამდენიმე გრძნობა ერთად აბო-
ბოქრდა ჩემში, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რათა უკანასკნე-
ლად მეთქვა მისთვის ის სიტყვები, რომელიც უკვე მთელ ორგა-
ნიზმს მიწვავდა.
– მიყვარხარ, სანი.
– იცი, რამდენს ვუყვარვარ. იან?
– კი, მაგრამ შენც ხო გიყვარდი?
– ფეხებზე მკიდია, წადი.

172 მკითხველთა ლიგა


სანიმ კარი მომიხურა. ეზოში გამოვედი და იქვე, სანის სახ-
ლთან მდებარე მინდვრისკენ წავედი. სანის აივნიდან ვუყურებდი
ხოლმე ამ მინდორს, სადაც ერთი ადგილი იყო, რომელზეც ბალა-
ხი არ ამოდიოდა. არ ვიცი, რატომ მიყვარდა ასე ძალიან ეს ად-
გილი. ახლა სწორედ იქ ვიდექი და სანის ფანჯარას ვუყურებდი.
გამახსენდა ზღაპარი, რომელიც მას დავუწერე, თითქოს ამბავი
გამეორდაო, ყველაფერი ისე ზუსტად იყო, ოღონდ ზღაპრებისგან
განსხვავებით, ცხოვრებაში ამბავს ბედნიერი დასასრული არა
აქვს – აქ თითქოს "იყო და არაფერი ყოფილა". წასვლა დავაპი-
რე, როცა სანის ფანჯარაში ის კაცი დავინახე, მეგობარიაო, რომ
მეუბნებოდა. ვხედავდი, როგორ ჩაეხუტა სანი, მხარზე თავი და-
ადო და შემდეგ აკოცა. თითქოს სხეულში გაღვივებული ნაკვერ-
ჩხალი ჩამაყარესო... ისე გავცეცხლდი, მზად ვიყავი, ორივე საკუ-
თარი ხელით მომეკლა, მაგრამ ვიცოდი, არ ვიყავი ასეთი ძლი-
ერი, თანაც სანის ხომ დავპირდი, არასდროს შეგიშლი ბედნიე-
რებაში ხელს-მეთქი. თავი მარტოსულად ვიგრძენი. ფანჯარას
ზურგი შევაქციე. დავიფიცე, რომ აღარასოდეს დავბრუნდებოდი
იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც ჩემი პატარა რწმენა უდი-
დეს სტიქიად აქცია და ბოლოს ამ რწმენითვე მომიღო ბოლო. ეს
ამბავი ოცდაორ ნოემბერს მოხდა, ჩვენი პირველი შეხვედრიდან
ზუსტად ცხრა თვის თავზე – არც ერთი დღით მეტი და არც ერთი
დღით ნაკლები. ორსულობას ჰგავდა ჩვენი სიყვარული, სამწუხა-
როდ, ნაყოფი მკვდარი დაიბადა. მივდიოდი სახლისკენ და ვფიქ-
რობდი, რა გამეკეთებინა, მებრძოლა მისთვის, ვისთვისაც აღა-
რაფერს წარმოვადგენდი? სისულელეა, ამ ომში წინასწარ ვიყავი
მარცხისთვის გამეტებული. ყოველთვის მსახიობობა უნდოდა,
მაგრამ არ მეგონა, ასეთ შესანიშნავ სპექტაკლს თუ დადგამდა.
წარმოვიდგენდი სანის სხვა მამაკაცის მკლავებში და მინდოდა,
უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, რომ როგორმე გულისრევის შეგ-
რძნება მაინც მომეკლა. არ მჯეროდა, რაც ჩემს თავს ხდებოდა,
173 მკითხველთა ლიგა
არადა რეალობა, რომელიც დაუჯერებელია, ყველაზე ნამდვი-
ლია. ის დღე და ღამე ამგვარ ფიქრებში გავატარე, შემდეგ კი და-
იწყო მონატრება, აუტანელი მონატრება.

174 მკითხველთა ლიგა


გრძნობა პირველი

მონატრება

როცა საქმე მონატრებას ეხება, ადამიანს, მით უმეტეს, თუ ის


ეგოისტია, უპირველესად საკუთარი თავი ენატრება – მეტად
ძლიერი და თავისუფალი, როგორიც უწინ იყო. მაგრამ ისიც შე-
საძლებელია, რომ საკუთარი თავი ისეთი მოგენატროს, როგო-
რიც არასოდეს ყოფილხარ. ძლიერი და თავისუფალი! ვიღაც იტ-
ყვის, ეგ მონატრება კი არა, უბრალოდ სურვილიაო. კეთილი, ასე
იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანში
ცხოვრობს სუსტი და ძლიერი, მხდალი და მამაცი, ერთგული და
მოღალატე და, რა თქმა უნდა, ცხოველი და ადამიანი. ამ შემ-
თხვევაში საქმე ის კი არ არის, რომელი ხარ, არამედ ის, რომელი
გინდა, რომ იყო. ვაღიარებ, ყოველთვის სუსტი ვიყავი, ზედმეტად
სუსტიც კი, როცა საქმე გრძნობებსა და პრინციპებს ეხებოდა,
თუმცა არც იმის აღიარების მრცხვენია, რომ ყოველთვის მინდო-
და, ძლიერი ვყოფილიყავი და საკუთარი თავი გამუდმებით ასე-
თი მენატრებოდა. ამიტომ ვცდილობდი, როგორმე გამომეღვიძე-
ბინა ეგ იდიოტი, რასაც ვერ ვახერხებდი, უფრო და უფრო ვსუს-
ტდებოდი და იმ უფსკრულისკენ მივექანებოდი, საიდანაც თავის
დაღწევა ძალიან რთულია. თუმცა ამ უკუსვლას ნამდვილად არ
მოვუკლავვარ, ვერც იმას ვიტყვი, ძალა შემმატა-მეთქი, მაგრამ
იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჭკუა ვისწავლე. ესეც ერ-
თგვარი ძალაა, როცა საკუთარი გამოცდილებით მოქმედებ და
იცი, როგორი ნაბიჯი გადადგა.
მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ქაოსმა დაისადგურა, ჩემდა
გასაკვირად ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი, მონატრება იყო.
მენატრებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ოდესღაც ჩემი იყო და
დროთა განმავლობაში დავკარგე ან თავად წავიდნენ ჩემი ცხოვ-
175 მკითხველთა ლიგა
რებიდან. მათ შორის იყო სანი და მისი მონატრება ყველა სხვა
მონატრებაზე ძლიერი იყო. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტ-
ყვი, რომ მენატრებოდა ის დრო და მომენტები, როცა ერთად ვი-
ყავით, მენატრებოდა მისი ხმა, კანი და სუნი. მაღიზიანებდა წვი-
მა, რომელიც მისი თმის სურნელს მახსენებდა. არ შემიძლია
მოვყვე იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა ჩემი მონატრება დღითი
დღე, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ყოველ წამს იმატებდა და მა-
ნადგურებდა. ვხვდებოდი, რამდენად დიდი იყო ჩემი სიყვარული,
თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ამ ერთ ჩვეულებრივ
გრძნობას რამის შეცვლა არ შეეძლო.
– ნება მომეცი, შეგედავო, იან კლაინ, – მომესმა ხმა ქვეცნო-
ბიერიდან. – შენდამი პატივისცემის მიუხედავად, სულაც არ ვარ
ერთი ჩვეულებრივი გრძნობა, მით უფრო, რომ თქვენგან – ადა-
მიანებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი რამის შეცვლა შემიძ-
ლია. ეს შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გან-
მიცდის და, როგორც ყოველთვის, ჩემზე ისე საუბრობს, თითქოს
მე ვიყო დამნაშავე იმაში, რომ ის ასე ცუდადაა. ადამიანების
პრობლემა ისაა, რომ არაფერს აკეთებენ მაშინ, როცა ჯერ კიდევ
შემიძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო. მე მშვენიერი
ვარ, მონატრება მშვენიერი რამ არის, იან. ხანგრძლივი განშო-
რების შემდეგ ხომ შეხვედრა უზარმაზარ სიხარულს განგაცდევი-
ნებთ ადამიანებს?! სიხარული კი, რომელიც ჩემი ახლო მეგობა-
რია, უარს არასოდეს ამბობს, ჩემთან ერთად მიანიჭოს ადამიანს
ბედნიერება. ამჯერად თავს შევიკავებ ჩემს კიდევ ერთ ახლო მე-
გობარზე – ბედნიერებაზე საუბრისგან, რადგან ვიცი, მასთან
კარგი ურთიერთობა არ გაქვს, მაგრამ ერთხელ მაინც დაფიქრე-
ბულხარ, სად იყავი მაშინ, როცა სანი განმიცდიდა? მე გეტყვი:
შენ, უბრალოდ, არ იყავი და ახლა, როცა შენთან გამოვჩნდი,
ცდილობ, ის დანაშაული ამკიდო, რომელიც, გარკვეულწილად,
შენი ბრალია. დიდხანს შემიძლია შენზე საუბარი, მაგრამ შეგიძ-
176 მკითხველთა ლიგა
ლია, გამაჩერო. გავჩუმდები და, როგორც შენ ამბობ, გავაგრძე-
ლებ შენს ტანჯვას. მითხარი, გინდა ეს, იან კლაინ?
ვდუმდი. ვცდილობდი, ფიქრისგანაც კი შემეკავებინა თავი,
მაგრამ ხმა, რომელიც ასე მოულოდნელად "გამომეცხადა", მოს-
ვენებას არ მაძლევდა. "მონატრება" ცდილობდა, თავს მოეხვია
ჩემთვის საკუთარი შეხედულებები და ეს ნაწილობრივ გამოს-
დიოდა კიდეც. მე არაფერს ვამბობდი, ის კი ისევ და ისევ, ისევ და
ისევ აგრძელებდა:
– სხვა რამეზე ვისაუბროთ, იან. ერთი კვირა – შვიდი დღე და
ღამე არ გამოჩნდი სანის ცხოვრებაში და გგონია, ამ დროის გან-
მავლობაში არ განმიცდიდი? კი, როგორ არ განმიცდიდი, მაგრამ
შენთან უფრო ახლოს ჩემი კიდევ ერთი არაკეთილმოსურნე მე-
გობარი – ბრაზი იყო. სწორედ მაშინ რომ ვყოფილიყავი ასეთი
ძლიერი, ვინ იცის, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო,
მაგრამ შენ დაიგვიანე, დაელოდე, როდის გადაგივლიდა ბრაზი
და მხოლოდ ამის შემდეგ გაგახსენდი, სანაცვლოდ კი რა მიიღე?
– ჩემი ატანაც კი აღარ შეგიძლია. ადამიანები გამუდმებით გაიძა-
ხით, რომ გენატრებათ! ...მაგრამ ამ დროს, რას აკეთებთ? – არა-
ფერს, საერთოდ არაფერს, იან. სამაგიეროდ, შესანიშნავად გა-
მოგდით ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება.
მთელი გულით მინდოდა, არ მომესმინა ამ ხმისთვის, არ მოვ-
ქცეულიყავი მისი გავლენის ქვეშ და დასკვნები კვლავაც ჩემი შე-
ხედულებებისამებრ გამომეტანა. არ გამომდიოდა, მისი მკაცრი
და შეუვალი ტონი მაიძულებდა, მასთან მედავა და პირში მიმეხა-
ლა ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობდი. თუმცა ის ჩემზე ძლი-
ერი იყო და ამხელა ძალაც სწორედ მე მივეცი. მაინც მწამდა, რომ
შემეძლო გამარჯვება და ამ ხმის იქ დაბრუნება, საიდანაც მოვი-
და.
– ეჭვი არ მეპარება, რომ მართალი ხარ, – დავიწყე. – მაგრამ
მაინც, შეიძლება გამუდმებით, ყოველწამს გენატრებოდეს ადა-
177 მკითხველთა ლიგა
მიანი და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ამდენად, ვერა-
ფერს ცვლი, მონატრებავ. ზოგჯერ მგონია, რომ სამუდამო ტან-
ჯვისთვის ხარ მოგონილი – შეუძლებელია იმ ადამიანის დავიწ-
ყება, ვინც აუტანლად დიდი ტკივილი ან ბედნიერება განგაცდე-
ვინა და ამდენად, განწირული ხარ, გენატრებოდეს სამუდამოდ.
ოცნებას ჰგავხარ, რომელსაც ებღაუჭებიან და წლობით ცხოვრო-
ბენ მისით, მაგრამ როგორც კი ხელს გაგიშვებენ, ხვდებიან, რომ
სინამდვილეში არაფერი ყოფილხარ და რომ ამ მონატრებას რე-
ალობასთან არაფერი აკავშირებს.
ვიცოდი, რომ სანის აღარასოდეს ვნახავდი და სწორედ ეს ამ-
ძაფრებდა ჩემს მონატრებას. განვიცდიდი არა იმდენად იმას,
რომ მას ვერ ვნახავდი, არამედ იმას, რომ ყველაფერი, რაც ასე
ძლიერ მენატრებოდა, აღარასოდეს განმეორდებოდა. თუმცა
ყველაფერი დასრულდა იმით, რითაც დაიწყო – მისი მონატრე-
ბით, ვისაც თურმე, სინამდვილეში, საერთოდ არ ვიცნობდი. საკ-
მარისია, ცოტა ხნით მასზე ფიქრი, მისი შეხების გახსენება და...
ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება: ძარღვებში სისხლი მშვი-
დად მიედინება, ნერვები უნებლიეთ აღარ აცახცახებენ მუხლებსა
და თითებს, სიამოვნებას გგვრის ყოველივეს გახსენება, რაც ასე
ახლოს იყო შენთან, მაგრამ მოულოდნელად წყდები ოცნებებს
და თითქოს კოსმოსური სიმაღლიდან ჩამოგაგდესო, ისე ეცემი
ზურგით რეალობაზე, რომელიც ცდილობს, შენს ფიქრებსა და
ოცნებებს ბოლო მოუღოს. ამ დროს კი ერთადერთი, ვისაც შენი
შველა შეუძლია, შენ გვერდით არ არის და ის უბრალოდ გენატ-
რება. არ მიყვარს მოვლენებზე წარსულში საუბარი – რაც იყო,
არასოდეს გაქრება და თუ გაქრა, ესე იგი, არც არასოდეს ყოფი-
ლა ის, რომელიც სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო ჩემს სიახლო-
ვეს. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო, იყო ძლიერი. იქნებ პირი-
ქით, ადამიანებს გამუდმებით გვჭირდება ვინმე, ვისთანაც ის იქ-
ნები, ვინც ხარ და ვისაც დავეყრდნობით?! აი, გამოჩნდა ისიც,
178 მკითხველთა ლიგა
გგონია, იპოვე, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი და მოულოდნელად გა-
მოგეცლება ეს საყრდენი. ვისწავლე, რომ არავის და არაფერს არ
უნდა დავეყრდნო საკუთარი მუხლების გარდა, თუმცა ზოგჯერ
ისინიც მღალატობენ.
ჩემი ოთახიდან სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიდუღე.
მიკვირდა, რომ ყავა მომინდა, თუმცა ეს სურვილი იმ უცნაურ
გრძნობას მივაწერე, რომელიც დამუფლებოდა. აივანზე გავედი
ყავითა და სიგარეტით.
– ასე სანისთან ერთად აკეთებდი...
– შეგიძლია, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდე?
გაჩუმდა. მე კი ფიქრებმა წამიღო. ცოტა ხანში ქუჩაში ჩემი მე-
გობარი ჯენი დავინახე. გადავწყვიტე, მის სანახავად ჩავსულიყა-
ვი. ფეხზე ჩავიცვი, თბილ მოსაცმელს დავავლე ხელი, კიბე სწრა-
ფად ჩავირბინე, ქუჩა გადავკვეთე და ჯენის დავუძახე. შემომხე-
და, ნაძალადევად გამიღიმა და მკითხა:
– როგორ ხარ?
– კარგად ვარ, ჯენი, შენ როგორ ხარ? – ვკითხე და მასთან ერ-
თად გავაგრძელე გზა.
– მეც კარგად ვარ, იან. სიმართლე გითხრა, ძალიან მომენატ-
რე.
ის იყო, დავაპირე მეთქვა, მეც მომენატრე-მეთქი, რომ ისევ
მონატრების ხმა ჩამესმა.
– ის, რა თქმა უნდა, გატყუებს, იან, ნამდვილად არ მონატრე-
ბიხარ.
– ხმა ჩაიგდე, – ჩავილაპარაკე და გაღიმებულმა შევხედე ჯე-
ნის.
– რა მითხარი, იან? – გაკვირვებული მომჩერებოდა გოგონა
და თან ნაბიჯს უჩქარებდა.
– უბრალოდ, ხმამაღლა გავიფიქრე.

179 მკითხველთა ლიგა


– მთლად გაგიჟებულხარ, – მითხრა და სასწრაფოდ გამშორ-
და. მზად ვიყავი, მონატრება საკუთარი ხელებით დამეხრჩო, მაგ-
რამ... ჯენის შეჩერებას შევეცადე, თუმცა ისეთი შეშინებული თვა-
ლებით შემომხედა, აღარ გავყევი და ისევ სახლში ავბრუნდი. დე-
დას არ ეძინა, ალბათ შინიდან ჩემი გასვლისას გაეღვიძა. ოთახ-
ში შესვლა დავაპირე, თუმცა დედაჩემის ხმამ შემაჩერა:
– კარგად ხარ, იან?
– ამ ადამიანს კი ნამდვილად მოენატრა პატარა და მოსიყვა-
რულე იანი, – ისევ მონატრების ხმა გავიგონე, თუმცა ამჯერად
ყურადღება არ მიმიქცევია.
– კარგად ვარ, დედა, – ვუპასუხე და სასწრაფოდ შევედი
ოთახში. მონატრებას ვუსაყვედურე სულელური საქციელის გამო
და შევეცადე, ყველაფერი მეთქვა, რასაც მასზე ვფიქრობდი. ის
ჩუმად იყო და მისმენდა. მერე კი, როცა ლაპარაკს მოვრჩი, მან
დაიწყო:
– არც კი გრცხვენია, იან. თვლი, რომ, რაკი მონატრება გამო-
გიცდია და იცი, როგორი ვარ, შეგიძლია, ასე ილაპარაკო ჩემზე?
ადამიანების კიდევ ერთ პრობლემას გეტყვი იმ მილიარდი პრობ-
ლემისგან, რომელიც გაქვთ: თქვენ გამუდმებით საუბრობთ ნაც-
ნობებთან და უცნობებთან, მტრებთან და საყვარელ ადამიანებ-
თან, ამბობთ ათას სისულელეს, დაბეჯითებით ლაპარაკობთ იმა-
ზე, რაც ზუსტად არც იცით, მაგრამ როგორც კი იმის თქმის დრო
დგება, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ჩუმად ხართ,
ხმას არ იღებთ ან ისე ბლუკუნებთ, რომ ვერავინ შეძლებს აზრის
გამოტანას. გაინტერესებს, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი?
უბრალოდ ტრიალდებით და მიდიხართ, ამით კი იმას ამბობთ,
რომ ადამიანებმა ვერ გაგიგეს! როგორ არ დაიღალე სისუსტესა
და სიძლიერეზე ლაპარაკით, ან ეს საერთოდ რა შუაშია? სამყა-
როს შექმნიდან დღემდე მილიარდობით ადამიანმა გამოსცადა
მონატრება და მათ შორის იყვნენ შენზე სუსტებიც და შენზე ძლი-
180 მკითხველთა ლიგა
ერებიც. მე ყველასთვის ვარ, აი, ადამიანები კი არ ხართ საკუთა-
რი თავისთვის. არადა, როგორ საინტერესოდ დაიწყე საუბარი?!
თურმე საკუთარი თავი ძლიერი გენატრება – ისეთი, როგორიც
არც არასოდეს ყოფილხარ. მე ვიცნობ მას და შემიძლია, შეგახ-
ვედრო, მაგრამ დამიჯერე, ვერ შეძლებ, მას უყურო და შიშმა არ
აგიტანოს. თქვენ შორის განსხვავება ის არის, რომ ძლიერი იანი
პირდაპირ ამბობს სათქმელს, შენ კი ჩემთვისაც ვერ გაგიცია
ნორმალური პასუხი. გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? ვიცი,
რომ იდეალური მეხსიერება გაქვს, მაგრამ შეუძლებელია, გახ-
სოვდეს, როგორი იყო ადამიანის მონატრების პირველი განცდა
– მაშინ ძალიან პატარა იყავი. რამდენი ასეთი შემთხვევის გახ-
სენება შემიძლია... ან ის გოგონა გახსოვს, სიკვდილს რომ გადა-
არჩინე? ძველი მეგობარი, ქუჩაში რომ მოულოდნელად გადაე-
ყარე, როგორ გენატრებოდა თურმე და შენ რა გააკეთე? – არც კი
გააჩერე, რომ გეთქვა, მენატრებიო. იქნებ მასაც ენატრებოდი?
შენ არასოდეს ამბობ იმ სიტყვებს, რომელსაც სხვებისგან ითხოვ
და იქნებ ამიტომაც მიდიან ადამიანები შენგან? მარტოსული ადა-
მიანი კი, რა თქმა უნდა, სუსტია და თუ ვინმეა დამნაშავე შენს სი-
მარტოვეში, ისევ შენ, იან კლაინ.
– მართალი ხარ, მონატრებავ, მაგრამ ერთი რამ გავიწყდება:
ადამიანები ჩემს ცხოვრებაში მაშინ ჩნდებოდნენ, როცა არ მით-
ხოვია და მტოვებდნენ მაშინ, როცა დარჩენას ვთხოვდი. შენ კი
ისე, რომ არც გეთაკილებოდა, მათი მონატრებით მტანჯავდი, მე-
ნატრებოდნენ ისინი, ვინც ჩემგან თავისი ნებით წავიდნენ, ვინც
ხელი მკრეს და არად ჩამაგდეს! მითხარი, ასეთი ადამიანები იმ-
სახურებენ მონატრებას? რა არის მონატრებაში არაჩვეულებრი-
ვი, თუ მას მისადმი განვიცდი, ვინც გული მატკინა?
მოულოდნელად ხმა ისე გაქრა, თითქოს არც არასოდეს ყო-
ფილაო. ჩემ გარშემო ისევ სიჩუმემ დაისადგურა და კიდევ აუტა-
ნელმა მონატრებამ. ვგრძნობდი, საკუთარი თავის, ხატვის, მე-
181 მკითხველთა ლიგა
გობრების, სეირნობის, დალევისა და საერთოდ ყველაფრის მო-
ნატრებას და, რა თქმა უნდა, სანის მონატრებას. მახსენდებოდა
ჩვენი ურთიერთობის მომენტები, მენატრებოდა და თითქოს ყო-
ველივე ისევ ვიგრძენი, გამეღიმა კიდეც. ...და ამ დროს ისევ გა-
ისმა მონატრების ხმა:
– იმედია, უჩემოდ არ მოიწყინე, იან. ვცდილობდი, ის ყველა-
ფერი მოგნატრებოდა, რაც თვეების წინ გაბედნიერებდა და მგო-
ნი, მოვახერხე კიდეც. რა ლამაზად გაგეღიმა, რომ იცოდე?! და
სწორედ ეს არის შენს კითხვაზე ჩემი პასუხი. განა არ არის ის ადა-
მიანი მონატრების ღირსი, ვინც ოდესღაც ასეთი ბედნიერება მო-
განიჭა? დიახ, წავიდა და გული გატკინა, მაგრამ, ბედნიერი მო-
მენტების გახსენებისას, როგორი ბედნიერი იყავი წეღან და მით
უმეტეს მაშინ, როცა ყოველივე რეალური იყო. ვიცი, საშინელე-
ბაა იმის წარმოდგენა, რომ რაც იყო, აღარ განმეორდება, მაგრამ
ხომ იყო? იყო და სწორედ ამიტომ ვარ მეც, რომ გენატრებოდეს.
აბა, რისი ღირსი იქნებოდი, ყველაფერი ასე უბრალოდ რომ და-
გევიწყებინა, სანაგვეზე მოგესროლა და არც მოგნატრებოდა?
ზუსტად იმის ღირსი იქნებოდი, რაც მიიღე, მაგრამ ეს ასე არ
არის. შენში ისევ ცოცხლობს ადამიანი, ვისაც შეუძლია, ასე ძლი-
ერად უყვარდეს და ენატრებოდეს. ერთ ამბავს მოგიყვები, ჩემ-
თვის ერთ-ერთი საყვარელი ამბავია და ის ასეულობით წლის წინ
მოხდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ავტომობილები არ იყო და ადა-
მიანები ფეხით დადიოდნენ, უზარმაზარი ხის გემებით აღელვებუ-
ლი ზღვის დამარცხებას ცდილობდნენ, რათა ახალ-ახალი კუნძუ-
ლები აღმოეჩინათ და დაესაკუთრებინათ. ეს ამბავი ერთ თეთრ
მეზღვაურსა და მოულოდნელად აღმოჩენილ კუნძულზე მცხოვ-
რებ შავკანიან გოგონაზეა. ბიჭს ელიასი ერქვა, გოგონას ტისე-
ლი. ტისელი ტომის ენაზე "გულების ქურდს" ნიშნავდა. კუნძულზე
გოგონა ყველასგან გამოირჩეოდა გარეგნობით, ამის გამო კი
თანატომელები მუდამ შიშით უყურებდნენ, თითქოს მათი მსგავ-
182 მკითხველთა ლიგა
სი არ ყოფილიყო. ერთხელ, როცა ელიასი მის იალქნიან გემს
შუა ოკეანეში მიუძღოდა, სწორედ ამ კუნძულს გადაეყარა. მეზ-
ღვაურებს საკვები და სასმელი თითქმის გამოლეოდათ, ამიტომ
კუნძულზე გაჩერება და მარაგის შევსება გადაწყვიტეს. ელიასმა
ტისელი დაინახა და თავდავიწყებით შეუყვარდა. გადაწყვიტა,
გოგონა თან წაეყვანა, მაგრამ ეს რთული იყო, რადგან კუნძულზე
მცხოვრებლებს კუნძულის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. ტი-
სელი ბელადმა და მისმა მსახურებმა გადამალეს და ელიასი კუნ-
ძულიდან გააძევეს. გულდაწყვეტილი ელიასი სამშობლოში დაბ-
რუნდა, მაგრამ ჩემს განცდას ვერ უძლებდა, საშინლად ენატრე-
ბოდა ტისელი და მისი ოკეანესავით ლურჯი თვალები. საბოლო-
ოდ, როცა მონატრებას ვეღარ გაუძლო, ასეთი რამ მოიფიქრა:
აეშენებინა უზარმაზარი გემი, რომელიც ასობით ჯარისკაცს და-
იტევდა და საყვარელი ქალისთვის კუნძულელებს შებრძოლებო-
და. მალე ელიასის გემი, რომელსაც საყვარელი ქალის სახელი
ამშვენებდა, ოკეანეში შეცურდა. ელიასს მონატრება ისე აძლიე-
რებდა, რომ მზად იყო, შებრძოლებოდა ყველასა და ყველაფერს,
ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. შენ კი ასე უბრალოდ, პირვე-
ლივე წინააღმდეგობისთანავე ჩამოყარე ყურები და მზად ხარ,
დათმო ის, ვინც სიცოცხლეს გირჩევნია. მე სამყაროს შექმნის
დღიდან ვარსებობ და უამრავი მსგავსი ამბავი ვიცი და მინდა, შე-
ნიც ასე დამამახსოვრდეს და ოდესმე შენზე მოვუყვე ვინმეს: იყო
ბიჭი, რომელმაც მონატრებასთან ერთად ბოლომდე იბრძოლა
და თუ ვერ გაიმარჯვა, ის მაინც არ უთქვამს, სუსტი ვარო და ფარ-
ხმალი არ დაუყრია. იან კლაინ, იბრძოლე ჩემთან ერთად!
– გულისამაჩუყებელი ამბავია. ტისელიც შესანიშნავი გოგო-
ნაა – მას ხომ თავისი ნებით არ უტკენია გული ელიასისთვის?
ეგეც რომ არა, დარწმუნებული ვარ, უნდოდა, ელიასს გაჰყოლო-
და და ალბათ ამიტომაც იბრძოლა ბიჭმა ბოლომდე. ჩემ შემთხვე-
ვაში კი ყველაფერი სხვანაირად არის, მონატრებავ. ახლა ჩემს
183 მკითხველთა ლიგა
ადგილას სხვა არის და მე კი არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთ-
ხედები, სჯობს ერთი ჰორიზონტალური ხაზი, რომლის თავში შენ
ხარ, ბოლოში ის, ვინც გიყვარს ან პირიქით. მსაყვედურობ, რომ
იმაზე ვლაპარაკობ, რაც არ ვიცი, მაგრამ თავადაც იმავეს არ აკე-
თებ? არა მგონია, მონატრება განიცდიდეს სიყვარულს, ტკი-
ვილს, მარტოობას ან მიტოვების სიმწარეს. შენც გყავს ვიღაც, ვი-
საც თავს მოაბეზრებ და როგორც კი მასთან ვეღარაფერს გახდე-
ბი, ხელს ჩაიქნევ და თავს დაანებებ. შენც ჩვეულებრივი ეგოისტი
ხარ, გინდა, გამუდმებით გგრძნობდეს ადამიანი და სანაცვლოდ
ერთხელაც არ გიფიქრია მის ადგილას ყოფნა. მარტივად გეტყვი,
შენ მალე ჩემგანაც წახვალ, რადგან ჩემს ცხოვრებაში შენი ასე-
თი მასშტაბით ყოფნა ჩემთვის მომაკვდინებელია. არ მინდა, ჩემ-
თან დარჩე და მაიძულებდე, მენატრებოდეს ის, ვინც არ მინდა,
რომ მენატრებოდეს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
ძარღვებში სისხლის ნაცვლად დამდნარი ტყვია მიედინებოდა და
სხეულს მიწვავდა. წამოვდექი და ოთახში აქეთ-იქით დავიწყე სი-
არული. მეგონა, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი ადგა, ბარგი ჩა-
ალაგა და სამუდამოდ დამტოვა, თანაც ისე, რომ აღარასოდეს
დაბრუნდებოდა. საშინელ ხასიათზე ვიყავი, მინდოდა, მთელი
ხმით მეხარხარა იმ ეშმაკივით, რომელიც კეთილ ადამიანს ბო-
როტებას ჩაადენინებს ხოლმე.
სიგარეტს მოვუკიდე. პირველმა ნაფაზმა დამამშვიდა, შემდე-
გი და შემდეგი უფრო და უფრო მიწვავდა ყელს. ნამწვი საფერ-
ფლეში მოვისროლე და წყლის ბოთლი მთლიანად გამოვცალე.
უკვე საღამო იყო, თუმცა მზე ჯერ კიდევ იმეტებდა სითბოსა და სი-
ნათლეს. სავარძელზე ჩამოვჯექი და აბსოლუტურ გაურკვევლო-
ბაში მყოფმა, საკუთარ თავს ვკითხე, მონატრება ისევ აქ ხომ იყო
და მისი უკანასკნელი სიტყვებიც მომესმა:

184 მკითხველთა ლიგა


– კეთილი, იან, მე გტოვებ, თუმცა, გახსოვდეს, მონატრებაც
მოგენატრება, როცა სრულიად მარტო დარჩები და ეს იქნება
შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ამიერიდან მხო-
ლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის ამარად რჩები და ის ერთა-
დერთი იქნება, ვისაც შეგიძლია, ჰკითხო და ვისგანაც პასუხი მი-
იღო. როგორც გითხარი, მე ვიცნობ ძლიერ იან კლაინს და ის შენ
ხარ, პირველი მთავარი გრძნობის, მონატრების გარეშე.

185 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მეორე

მოლოდინი

მას შემდეგ, რაც მონატრებამ საბოლოოდ ამოწურა თავისი


შესაძლებლობები და ჩემგან წავიდა, მოლოდინის დრო დადგა.
უფრო სწორად, არც კი მახსოვს, როდის და როგორ გაჩნდა ის,
მით უმეტეს, საერთოდ არ ველოდი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც
თავს გადამხდა. არადა, ის გაჩნდა და მის არსებობას მწვავედ
განვიცდიდი. ძველ ბაქანს ვგავდი, რომლამდეც მისვლა მატარე-
ბელმა დააგვიანა ან საერთოდ არ მოვიდა და დამტოვა ასე უპატ-
რონო ძაღლებისა და კატების ანაბარა. ლოდინი არასოდეს მყვა-
რებია, ყველაზე ბევრი ხუთ წუთს თუ დამიცდია ვინმესთვის. ახლა
კი ვგრძნობდი, რომ საუკუნეების განმავლობაში შემეძლო ლო-
დინი, მაგრამ თავადაც არ ვიცოდი, ვის ველოდი ან რისთვის ვე-
ლოდი, ან საერთოდ, ღირდა კი ვინმესთვის დაცდა. ათასობით
გზა არის და აქედან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეგიძლია
წახვიდე, არჩევანში სრულიად მარტო ხარ, მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ ამ გზაზეც მარტო იქნები, იქ უამრავი შენი მსგავსი
შეიძლება გადაგეყაროს, ამდენად, გზის არჩევა კი არ არის
პრობლემა, არამედ მოლოდინი – ვინ იქნება ის, ვინც ჩემთან ერ-
თად წამოვიდოდა ამ გზაზე.
ფანჯარასთან ვდგავარ, სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი და ჩემი
ფიქრები მხოლოდ ერთ კითხვას დასტრიალებს: რა ერქვა იმ ყვე-
ლაფერს, რაც გადამხდა? ეს იყო სპექტაკლი, რომელშიც ერთ
მსახიობს მეორე შეუყვარდა, თუმცა ამ მსახიობმა არ იცოდა,
რომ ეს თამაში იყო და არა სინამდვილე. კარადიდან კონიაკს ვი-
ღებ. ეს ალკოჰოლი კი არა, ნაგავია. ჭიქაში დასხმისას იატაკზე
მეღვრება... ეს აკლდა ჩემს ოთახს, სადაც ყველაფერი არეულია
და არეული ვარ მეც. ვინმე გვჭირდება, რომ დაგვალაგოს და
186 მკითხველთა ლიგა
დაგვასუფთაოს... თითქოს სპექტაკლი სრულდება და შეყვარებუ-
ლი მსახიობი დგას სცენაზე, მარტოა, ნელ-ნელა ვიკარგები, მგო-
ნია, რომ ადამიანებით სავსე ოთახში ვარ, ვყვირი, მაგრამ არა-
ვის ესმის. მოლოდინი კი ბოლთას სცემს ოთახში, საათთან მიდის
და ისრებს უკან სწევს, დრო ნელა გადის – ერთი წამი წინ, ორი
წამი უკან. სიჩუმეა ამ ლაბირინთში, გასასვლელი არსად ჩანს და
ამას ისევ წრეზე სიარული ჯობია საათივით. დრო ნელა გადის.
– რას უცდი, იან? – ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხს ვე-
ლოდები, მაგრამ ჩემი მეორე მე დუმს, თუმცა დგება და თავის ქა-
ლას მხდის, იწყებს ჩემი ნერვებით თამაშს, ავსებს ჩემს მოთმინე-
ბის ფიალას და მერე საკუთარ ადგილს უბრუნდება. – ვის უცდი,
იან? – ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხად ისევ დუმილს ვიღებ.
– იმედია, დიდხანს არ გალოდინე, – მესმის ხმა ქვეცნობიერი-
დან. – თუმცა ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის – ვალოდინო!
ბევრი ვიორჭოფე, გამოვჩენილიყავი თუ არა, ძალას შენი მოუთ-
მენლობა მმატებდა, მაგრამ აი, ახლა აქ ვარ, შენთან და გთხოვ,
თვალებს ნუ ხუჭავ, ჩვენ ხომ იდეალური ურთიერთობა გვაქვს
ერთმანეთთან?! გინახავს მოლოდინით დაღლილი თვალები? –
რა თქმა უნდა, არა! შენ ხომ, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავ-
თვლით, ლოდინის უნარი არასოდეს გაგაჩნდა. აი, ახლა, რო-
გორც იქნა, შეძელი ჩემი გამომჟღავნება, რომ იცოდე, ეს როგო-
რი სასიამოვნოა?!. ვიცი, ცუდი გრძნობაა, როცა არ იცი, რას
ელოდები, მაგრამ მხოლოდ ასეთ დროს ვარ ყველაზე ძლიერი.
რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის, იან. რომ შემეძლოს, სი-
ამოვნებით დავლევდი ერთ ჭიქა კონიაკს, მაგრამ ჩემი დათრობა
არ შეიძლება, კატეგორიულად მიკრძალავენ სხვა გრძნობები:
სიყვარული, მონატრება, ტკივილი და მათნაირი შეშლილები.
აბა, წარმოიდგინე მთვრალი მოლოდინი. ვკარგავ კონტროლს
და ისეთ სწრაფ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მივაღები-
ნებ ხოლმე ადამიანს, რომ მერე თავადაც ვნანობ. ბოლოს ჩემი
187 მკითხველთა ლიგა
უკონტროლობის "მსხვერპლი" ერთი საცოდავი ბიჭი აღმოჩნდა,
რომელმაც ლამის თავი მოიკლა. მას შემდეგ ვერიდები თრობას.
მიხარია, რომ, მონატრებისგან განსხვავებით, არ მლანძღავ, არ
ღირს ჩემი განაწყენება, თორემ ვინ იცის, რას შეიძლება გადაგ-
კიდო. ჩუმად რატომ ხარ? მეც კი დამღალე შენი დუმილით. რამე
მითხარი, იან!
მონატრებისგან განსხვავებით, მოლოდინის ხმაში ირონია
იგრძნობოდა, ცდილობდა, დაეცინა და მოთმინებიდან გამოვეყ-
ვანე. აშკარა იყო, ისე კარგად არ მიცნობდა, როგორც მონატრე-
ბა, მაგრამ ჩემი გამოწვევა გამოსდიოდა. რა სულელი ვარ, ვი-
ფიქრე, ვალოდინებ და გვიან ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ, აბა, რო-
გორ ვაჯობო თავად მოლოდინს? ის მართალი იყო, მის მიმართ
არანაირ წყენას არ ვგრძნობდი, მაგრამ დიდად არც ის მეხატე-
ბოდა გულზე. ასეთ შემთხვევებში კი, დამთმობი ნამდვილად არ
ვარ, მისი მოლოდინი გავამართლე და დაველაპარაკე:
– გამარჯობა, მოლოდინო! მართალი ხარ, საშინელებაა, რო-
ცა არ იცი, რას ელოდები, მაგრამ ახლა ეს ის შემთხვევა არ არის
– მე შენ გელოდებოდი. კიდევ ბევრ რამესა და ვინმეს ველოდე-
ბოდი, თუმცა შენ განსაკუთრებით. არ დაგრჩები ვალში და მეც
ბევრი რამე მაქვს სათქმელი იმედების მკვლელ გრძნობასთან.
გეცნო ალბათ შენი სახელი ან შესაძლოა, პირველად გაიგონე,
მაგრამ ვერ დამაჯერებ, რომ ამაზე არ გიფიქრია. შენი ირონიუ-
ლი დამოკიდებულება კი ვერაფერს დამაკლებს და საერთოდ არ
გაქვს რაიმეს თქმის უფლება. გახსოვს მაინც, რამდენ ადამიანს
მოუკალი იმედები და ოცნებები, რამდენ ადამიანს წაართვი სი-
ცოცხლის საუკეთესო წლები იმის მოლოდინში, ვინც იცოდი,
რომ არ დაბრუნდებოდა, შენ კი ჯიუტად არწმუნებდი, რომ ყველა-
ფერი წინ იყო, რომ მთავარი შენ ხარ და რომ მთავარია, ელოდო
– ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა. გულუბრყვილო ადამიანებს
სწამდათ შენი და მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდნენ შენგან,
188 მკითხველთა ლიგა
როცა იმედი გადაეწურებოდათ. შენ, სანაცვლოდ იმისა, რომ
დახმარებოდი, ტორნადოსავით იტაცებდი სათითაოდ და იქ მი-
აქანებდი, სადაც საკუთარ თავს ვერასოდეს იპოვიდნენ. რა ხდე-
ბოდა შემდეგ? ისევ მე გეტყვი. ხელახლა იწყებდი მათთვის იმის
შთაგონებას, რომ ის შორს სულაც არ იყო, რომ ძალიან მალე
დაბრუნდებოდა და საბოლოოდ აკარგვინებდი თავს. ასე კი სამუ-
დამოდ შეგეძლო მასზე ბატონობა და შენს ბასრ კლანჭებში მოქ-
ცევა, მხოლოდ იმიტომ არ ვცდილობ შენს დამცირებას, რომ თა-
ვად არ გაგაჩნია თავმოყვარეობა, უბრალოდ, მოთმინების უნა-
რი გაძლევს საშუალებას, იყო ის, რაც ხარ, მოლოდინო.
– მწარედ ცდები, ჩემო მეგობარო, როცა ამბობ, რომ მე გავი-
მეტე ადამიანები დასაკარგად და რომ მსურს, იმედები მოვუკლა.
ეს თქვენ – ადამიანები ამყარებთ არასწორ იმედებს არასწორ
ადამიანებზე, მე მხოლოდ ვცდილობ, გაიძულოთ, რომ გწამდეთ
არა მათი, არამედ საკუთარი თავის. მას, ვისაც ლოდინის უნარი
არ გააჩნია და ყველაფრის მიღება ძალიან სწრაფად უნდა, გან-
წირულია – ვერასოდეს მიაღწევს საწადელ მიზანს, თუ არ შეუძ-
ლია საჭირო დროსა და მომენტს დაუცადოს. თქვენ სწრაფად
იღებთ გადაწყვეტილებებს და ამ სიჩქარეში გავიწყდებათ, რომ
შეიძლება, რამე გამოგრჩეთ. გამოგრჩეთ სულ მცირე და პატარა
დეტალი, რომელიც სამუდამოდ გადაწონის ბერკეტს იმის საპი-
რისპირო მხარეს, რომელზეც თქვენი ბედნიერება დევს. აი, ასე
მარტივად ჩამოგეშლებათ ხოლმე ის, რასაც დიდხანს და მონდო-
მებით აშენებდით. მოდი, ახლა შენს სულსწრაფობაზე ვილაპარა-
კოთ, იან კლაინ. ვერ მოითმინე, ვერ დაიცადე და დროზე ადრე
უთხარი საყვარელ ქალს, რომ გიყვარს. კიდევ ერთი დანაშაული:
თქვენ არ ცდილობთ ჩემი და სიყვარულის დამეგობრებას, გგო-
ნიათ, რომ ეს შეუძლებელია, არადა მე და ის განუყოფელნი
ვართ. რამდენჯერ მოსულა ჩემთან განაწყენებული მხოლოდ
იმიტომ, რომ სრულიად სხვა გრძნობას, მაგალითად, მიჩვევას,
189 მკითხველთა ლიგა
მოწონებას, ვნებას და ასე შემდეგ, დაარქვეს მისი სახელი. ასეთ
დროს სიყვარული საკუთარ თავს აღარ ჰგავს, ზის და გამუდმე-
ბით ტირის. გულუბრყვილო რომ არ იყოს, ვიცი, რა დღეშიც ეყო-
ლებოდით ადამიანები... არა, იმის თქმა არ მინდა, რომ შენ ის არ
გიყვარდა, მაგრამ მას? სანი ნამდვილად არ განიცდიდა იმავეს
შენ მიმართ. იმ შვიდი დღის განმავლობაში, როცა მიგატოვა და
გული გატკინა, მასთანაც მე ვიყავი. შენ კი არ ჩანდი. გელოდებო-
და, მთელი არსებით განმიცდიდა, იან, და იცი, რატომ? მხოლოდ
იმიტომ, რომ დაბრუნებულიყავი და მას ისევ ხელი ეკრა. ვიცი,
რომ ამ შემთხვევაში დამნაშავე ვარ, მაგრამ მას ეს მთელი გუ-
ლით უნდოდა და ვერ შევძელი მისი სურვილისთვის უარის თქმა.
მაგრამ შენ ვერ მოიცადე და მანამ დაბრუნდი, სანამ ის იმედი გა-
დაეწურებოდა, რომელზეც საუბრობდი. როგორც ხედავ, არც ისე
ცუდი ვყოფილვარ. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ადა-
მიანები მათ შორის არსებულ მანძილზე დაიარებით, უბრალოდ,
ზოგს ფეხი გიცდებათ და არ იცით, რომელ მხარეს დაეცემით. დი-
ახ, სიამოვნებას მგვრის, როცა ადამიანი განმიცდის, ამაში მარ-
თალი ხარ, მაგრამ ჩემი მიზანი და სურვილი არასოდეს არის,
რომ დიდხანს გაგრძელდეს ასე. თქვენ, ადამიანებს მოგწონთ
ლოდინი, ელოდებით მის გამოჩენას მაშინ, როცა თავად შეგიძ-
ლიათ, ადგეთ და მასთან მიხვიდეთ. ისიც იმავეს აკეთებს და რჩე-
ბით ასე კილომეტრებით ერთმანეთისგან შორს და ბოლოს, რო-
ცა თქვენგან ერთ-ერთს აღარ შეუძლია მეტის მოთმენა და გამოჩ-
ნდება, მეორეს უკვე აღარ სურს მასთან ყოფნა. თქვენ აგებთ იმ
ომს, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდით.
მოლოდინის სიტყვებში ჭეშმარიტებას ვხედავდი, მაგრამ არ
მინდოდა, დავთანხმებოდი და მეთქვა, რომ მართალი იყო. თა-
ნაც მისი საუბრის ტონი შეიცვალა – საერთოდ აღარ იყო ირონი-
ული. თითქოს მისი გაბრაზებაც შევძელი, უფრო მეტიც, ის ახლა
თავს იმართლებდა. აშკარა იყო, ის ჩემთან ბრძოლას არ აპირებ-
190 მკითხველთა ლიგა
და! დისტანცია, რომელიც ჩვენ შორის იყო, მაიძულებდა, უფრო
ახლოს მივსულიყავი და თვალებში ჩამეხედა. ამღვრეული თვა-
ლები ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მომლოდინე ადამიანს
აქვს, როცა ჰორიზონტზეც კი ვერ ხედავს მას, ვისაც მოუთმენ-
ლად ელის და თითქოს თვალებს იქ ტოვებს, სადაც მისთვის
ძვირფასი ადამიანი არ გამოჩნდა.
ტელეფონის ყურმილი ავიღე და ტომის ნომერი ავკრიფე. უც-
ნობმა გოგონამ მიპასუხა და მითხრა, ტომს არ სცალიაო, მე კი
ახლა ყველასა და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა მეგობართან
საუბარი. ვთხოვე, როგორც კი შეძლებდა, ჩემთვის დაერეკა და
ყურმილი დავკიდე. დიდხანს ველოდე ტომის ზარს. ტელეფონი
დუმდა.
– ის აუცილებლად დაგირეკავს, იან, – მეუბნებოდა მოლოდი-
ნი, მაგრამ ამის იმედი უფრო და უფრო მეწურებოდა. – სულ ცო-
ტაც და, მის ზარს გაიგონებ. – აგრძელებდა მოლოდინი.
– გინდა, თქვა, რომ უნდა ველოდო? ველოდო, როდის მოიც-
ლის ტომი ჩემთვის და შესაძლებელია, მაშინ დარეკოს, როცა მე
საუბარი საერთოდ აღარ მენდომება?
– სრულიად შესაძლებელია, თუმცა მთავარია, რომ დარე-
კავს! ესეც ერთგვარი ყურადღება იქნება მისი მხრიდან.
– ზედმეტად სულელი ხარ, – ჩავილაპარაკე ჩემთვის და გავ-
ჩუმდი.
– შენ დუმხარ, იან, – დაიწყო ისევ მან. – და ეს სულაც არ გიხ-
დება. ვიცი, რისი თქმაც გინდა და ამიტომ მე დაგასწრებ და გკით-
ხავ: განა ასეთი ცუდი ვარ? რამდენი ადამიანისთვის შემიქმნია
ცუდის მოლოდინი, ასეთ დროს ისეთი შეშინებულები ხართ ხოლ-
მე... არადა, წინასწარ ვცდილობ, რაღაც ცუდისთვის შეგამზა-
დოთ, ცხოვრება ხომ სწორედ კარგი და ცუდი მომენტების ერ-
თობლიობაა. ადამიანებს არ გიყვარვართ, მაგრამ წარმოიდგი-
ნე, რა უაზრო იქნებოდა ცხოვრება ჩემ გარეშე, როცა არავის და
191 მკითხველთა ლიგა
არაფერს ელოდები. მონატრებამ ერთი ამბავი გიამბო, ის ჩემი
საყვარელი ისტორიაც არის და გეტყვი, რატომაც. მას შემდეგ,
რაც ელიასი და ტისელი ერთმანეთს დააშორეს და ბიჭი კუნძუ-
ლიდან გააძევეს, გოგონა თავის ოჯახში დაბრუნდა. ელიასივით
ისიც შეყვარებული იყო, მაგრამ იცოდა, არასოდეს მისცემდნენ
ამ სიყვარულის უფლებას. ამის მიუხედავად, ყოველ დღეს ელია-
სის მოლოდინში ატარებდა, რაც უნდა ეკეთებინა, ქოქოსის მოკ-
რეფისას, ოკეანეში ცურვისას თუ დაძინებამდე, მხოლოდ იმაზე
ფიქრობდა, რომ ელიასი დაბრუნდებოდა და წაიყვანდა ქალაქში,
სადაც სახლები მიწით კი არა, ქვით იყო აგებული, რომ საწოლზე
რბილი ქვეშაგები და აბრეშუმის ძვირფასი ზეწარი ეფინებოდა,
ეცმეოდა გრძელი, ლამაზი კაბა და ძვირფასი ფეხსაცმელი... მაგ-
რამ მისი ერთადერთი სიყვარული არ ჩანდა. ამ დროს კი ელიასი
ოკეანეში დაცურავდა და მოუთმენლად ელოდა კუნძულის გამო-
ჩენას, რომელზეც მისი სიყვარული ცხოვრობდა. დღე-ღამეში
რამდენიმე საათი ეძინა, თავისუფალ დროს კი გემის კიჩოზე იდ-
გა და მთელ ჰორიზონტს ათვალიერებდა. მან იცოდა, რომ ტისე-
ლი ელოდა და სწორედ ეს აძლევდა ძალას, შესჭიდებოდა აბო-
ბოქრებულ ზღვის ტალღებს და საყვარელ ქალს ისე დაჰბრუნე-
ბოდა, როგორც ხანგრძლივ მოგზაურობაში წასული მეზღვაური
უბრუნდება ოჯახს. დრო გადიოდა, კუნძული კი არსად ჩანდა.
ელიასი ბრუნდებოდა უკან, ავსებდა მარაგს და კვლავ ოკეანეში
გადიოდა. ამასობაში კი გოგონა ფერადი ნიჟარებითა და ქვებით
მისთვის მძივებსა და სამაჯურებს აკეთებდა, რათა დაბრუნებული
ელიასისთვის კისერზე შეებნია და დაჰპირებოდა, რომ არას-
დროს მიატოვებდა მას. ვუყურებდი ამ შეყვარებულებს და ვძლი-
ერდებოდი. ორივეს ვარწმუნებდი, რომ ჯერ არაფერი დამთავრე-
ბულა. ელიასს სწამდა, რომ თუ კვლავ შეძლებდა საყვარელი ქა-
ლისთვის ერთხელ მაინც ჩაეხედა თვალებში, მისი მცდელობები
ლოდინად ღირდა; ტისელი კი ფიქრობდა, რომ სიკვდილამდე შე-
192 მკითხველთა ლიგა
ეძლო დალოდებოდა საყვარელ მამაკაცს, რომ ერთხელ მაინც
აღმოჩენილიყო მის მკლავებში და დაუღალავად დაეკოცნა მის-
თვის სახე. შენ კი ამბობ, რომ უთავმოყვარეო ვარ და რომ მხო-
ლოდ ტკივილი მომაქვს. როგორ ფიქრობ, რა მოხდებოდა, მე
რომ მათთან არ ვყოფილიყავი? – არაფერი და სწორედ ამაშია
საქმე. მე შემიძლია, ყველაფერს შევძინო აზრი, მთავარი მხო-
ლოდ ის არის, რომ ადამიანს ეს ყველაფერი უღირდეს.
– და შენმა არსებობამ რას შესძინა აზრი? იპოვა ელიასმა კუნ-
ძული? თუ ვერა, მაშინ ღირდა ამად ტისელის მოლოდინი? –
ვკითხე მოლოდინს, რადგან უკვე ძალიან დამაინტერესა ამ ამ-
ბავმა და მისი დასასრულის გაგება მინდოდა.
– ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის, იან. მე ჩემი საქმე გავაკეთე:
მივეცი მათ ძალა, რომ დალოდებოდნენ იმას, რაც მათთვის ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი იყო. მთავარი შედეგი კი არა, ორი ადამია-
ნის სურვილი და ძალაა, ელოდონ მას, ვინც ნამდვილად ძვირფა-
სია. ცხოვრებაში დასასრული არაფერს აქვს, მეგობარო, უბრა-
ლოდ, ერთი რამ სხვა რამედ გადაიქცევა ხოლმე. ჩემი ბრალი არ
არის, თუ თქვენ, ადამიანები, დროთა განმავლობაში კარგავთ
ლოდინის უნარს და სხვა გრძნობით ჩამანაცვლებთ ხოლმე. გა-
ნა, შენც ეს არ გინდა, იან? სინამდვილეში, მე კი არ მელოდებო-
დი, არამედ იმას, როდის დაკარგავდი მოლოდინის – ჩემს უნარს
და გათავისუფლდებოდი სანისგან, გათავისუფლდებოდი ძლი-
ერი იანის მოლოდინისგან. მშვენივრად იცი, რომ სანი არასოდეს
დაბრუნდება და არც შენ დაუბრუნდები, აი, ძლიერი იანი კი, რო-
მელიც შენთან ასე ახლოა, სულ მალე გამოჩნდება და მოკლავს
შენში ჩემი ყოფნის შესაძლებლობას.
– იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონა, მოლოდინო. ეჭ-
ვგარეშეა, რომ მინდა, ჩემგან წახვიდე და აღარასოდეს განგიცა-
დო – არასოდეს მომენატროს ის, ვინც ვიცი, რომ არ დაბრუნდე-
ბა. ერთ რამეს მივხვდი, ყველა გრძნობა თავისებურად ეგოისტუ-
193 მკითხველთა ლიგა
რია და მათ შორის შენც. შენ რომ თავის მართლება არ დაგეწყო
და მაგალითად ის ამბავი არ მოგეყოლა, რომელმაც უკვე თავი
მომაბეზრა ინტრიგებით, ვინ იცის, იქნებ მომნდომებოდა, რომ
ჩემთან დარჩენილიყავი, მაგრამ ახლა ასე არ არის. ჩემთვის მო-
ლოდინი მომაკვდინებელია, რადგან არ მინდა, ველოდებოდე
მათ, ვინც ვიცი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება.
წარმოვთქვი თითქოს ძალდატანებით. სამარისებული სიჩუმე
ჩამოვარდა. სხეულში სისხლის ნაცვლად თითქოს თოვლი მქონ-
და და გული მეყინებოდა. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევ-
ძელი – თითქოს ფესვები მქონდა გადგმული. ხელის კანკალით
ჩამოვისხი კონიაკი და გადავკარი. ჩემს სიახლოვეს მოლოდინის
არსებობას უმნიშვნელოდღა ვგრძნობდი და კვლავ დამეუფლა
შეგრძნება, რომ ჩემგან რაღაც სამუდამოდ წავიდა. შემეშინდა,
სარკეში ჩავიხედე, საიდანაც გაფითრებული სახე მიყურებდა გა-
მოფიტული და გამომშრალი თვალებით. ქვეცნობიერში კი რა-
ღაც გამალებით ბუტბუტებდა გაურკვეველ სიტყვებს:
– ხმა ამოიღე, ვერ ვიტან ლოდინს! – ვიყვირე ისე, რომ მხო-
ლოდ მას გაეგონა.
– კეთილი, იან, გტოვებ, თუმცა გახსოვდეს, მოლოდინსაც და-
ელოდები, როცა სრულიად მარტო დარჩები და ეს იქნება შენს
ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ამიერიდან მარტო რჩე-
ბი საკუთარ თავთან და ის ერთადერთი იქნება, ვისაც შეგიძლია,
ჰკითხო და ვისგანაც პასუხს მიიღებ. როგორც გითხარი, ძლიერი
იან კლაინი ძალიან ახლოსაა და ის სწორედ შენ ხარ, მეორე მთა-
ვარი გრძნობის, მოლოდინის გარეშე!

194 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მესამე

შიში

ჩემი ოთახი ციხედ მექცა – რამდენიმე დღეა, აქედან არ გავ-


სულვარ, თუმცა, უპირველესად, საკუთარ თავში გამოვიკეტე. აი,
ოთახიდან ფანჯრების გავლით გაქცევა შეიძლება, მაგრამ საკუ-
თარი თავისგან ვერსად წახვალ. ამ ფანჯრებიდან რომ გავიქცე,
იქნებ საკუთარ ქვეცნობიერსაც დავაღწიო თავი?.. ფანჯარასთან
ვდგავარ და ქუჩას გავყურებ, გადახტომაზე ვფიქრობ, მაგრამ მე-
შინია. იმის კი არა, რომ დაცემისას მეტკინება, ის მაშინებს, რომ
შეიძლება, მცდელობა ფუჭი აღმოჩნდეს და გადავრჩე. მთლი-
ანად ამ გრძნობით ვარ მოცული. ვხვდები, როგორი პატარა ვარ
მასთან შედარებით. დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლას
ჰგავს, მაგრამ მე უკვე დაყრილი მაქვს ფარ-ხმალი, მის წინაშე
უსუსური ვარ, მისი მორჩილი ვარ... ადრე მსგავსი არასოდეს
არაფერი განმიცდია. ყოველთვის მსიამოვნებდა, მომატებული
ადრენალინი რომ მიჩქარებდა გულს და თავბრუს მახვევდა, ახ-
ლა კი მის ფეხქვეშ ვარ გაგებული ხალიჩასავით.
მონატრებამ და მოლოდინმა სამუდამოდ დამტოვა. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემსა და სანის შორის ყველაფერი დამ-
თავრდა და ეს სამუდამო დასასრული იყო, მაინც მეშინოდა – მე-
შინოდა მისი სამუდამოდ დაკარგვის. შიში ადრეც განმიცდია,
მაგრამ ახლა ის უმძაფრესი იყო, რადგან ვერაფრით ამეხსნა:
როგორ ხდება, რომ არ გენატრება, არ ელოდები ადამიანს და მა-
ინც გეშინია მისი სამუდამოდ დაკარგვის? მას შემდეგ, რაც მო-
ნატრება და მოლოდინი სამუდამოდ ამოიძირკვა ჩემი ცხოვრები-
დან, სამუდამოდ დავრწმუნდი ჩემი და სანის ამბის დასასრულში,
მაგრამ ეს მაშინებდა კიდეც, არა იმიტომ, რომ არ მინდოდა ასე

195 მკითხველთა ლიგა


მომხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ გულს მტკენდა მისი საქცი-
ელი, ვერა და ვერ ვიშორებდი ფიქრს იმაზე, თუ როგორ მომექცა.
ძველ მაგიდაზე ისევ დევს კონიაკის ბოთლი, მაგრამ არ ვსვამ
– დათრობის მეშინია. მეშინია მტრედისაც, რომელიც ფანჯარას-
თან მოფრინდა, რადგან ვინ იცის, იქნებ წერილი მომიტანა? მე-
შინია ხატვის – არ მინდა, რამე ისეთი დავხატო, რომლის განად-
გურებაც მომავალში გამიჭირდება; მეშინია საკუთარი თავის (ახ-
ლა ყველაზე საშიში სწორედ ის არის) – არ ვიცი, რის გაკეთება
შეუძლია ასეთ იან კლაინს. ჩემს შინაგან სამყაროში რაღაც
ტრანსფორმაცია ხდებოდა და ამასთან შეგუება მიჭირდა. მა-
ოცებდა ის ფაქტი, რომ ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ
ავკანკალებულვარ, არადა საკუთარი ჩრდილიც კი მაშინებდა.
სრული ქაოსი იყო ჩემში და ჩემ გარშემო. ერთადერთი, რამაც ამ
ქაოსიდან სულ ოდნავ გამომიყვანა, ხმა იყო – შიშის ხმა იყო! მას,
წინა ორი გრძნობისგან განსხვავებით, ქალის ხმა ჰქონდა – ძა-
ლიან ნაზი და მშვენიერი.
– როგორი ძნელი ყოფილა შენამდე მოსვლა, იან, – ისმოდა
შიშის ხმა ისე, თითქოს ვიღაც ჩემ გარშემო ცეკვავდა და თან ამ
სიტყვებს ღიღინებდა. – რა ძნელი ყოფილაა! – ეს თითქოს სიხა-
რულით თქვა, თითქოს ხელები გაშალა და მომეხვია და ვიგრძე-
ნი, როგორ მომიჭირა მხრებში აუტანელმა შიშმა. ის კი აგრძე-
ლებდა: – იცი, იან, ჩვენ შეგვიძლია, დავმეგობრდეთ, მჯერა, კარ-
გი მეგობრები ვიქნებით. წარმოიდგინე, მხატვარი იან კლაინი და
შიში – განუყრელი მეგობრები! რამდენს მივაღწევთ ერთად?! ვინ
გაგვიწევს წინააღმდეგობას? – არ მითხრა, სიმამაცეო, ეგ ჩა-
მორჩენილი ჯერაც ვერ მიმხვდარა, საქმე ვისთან აქვს, ის მისნაი-
რი პრიმიტიულებისთვის არის მისაღები – ჩაუსახლდება ადამი-
ანს და დაარწმუნებს, რომ ყველაფერი შეუძლია და ეს შეგულია-
ნებული სულელები კი სიმამაცის სახელით ათას სისულელეს
სჩადიან და ამ სისულელეს თავს შეაკლავენ ხოლმე, მე და შენ
196 მკითხველთა ლიგა
კი... აი, მე და შენ კი მწვერვალებს დავიპყრობთ, ხელჩაკიდებუ-
ლები ვივლით ყველგან და ყოველთვის. ჩემ გარდა არავინ გჭირ-
დება, განსაკუთრებით კი სანი არ გჭირდება, ჩემო მშიშარა იან.
გინდა, საიდუმლო გაგიმხილო? სანის ეხება. რა თქმა უნდა, გინ-
და. როგორ ფიქრობ, ასე უბრალოდ მიგაგდო და მორჩა? არა, ჩე-
მო მეგობარო. ისე ეშინოდა, ისე ეშინოდა მაგ პატარა გოგოს...
ისიც კი ვიფიქრე, შიშით ხომ არ მოვკლა-მეთქი, მაგრამ შენთან
შეხვედრის სურვილს ვერ გავუძელი და ამიტომაც ჩამოვშორდი
მას. მისი გაქცევა ჩემი ბრალიც არის. მიუხედავად იმისა, რომ
თხემით ტერფამდე მისი იყავი და მან ეს მშვენივრად იცოდა, მა-
ინც ყოველთვის აშინებდა შენდამი სხვა ქალების ყურადღება.
მას ჭკუიდან შლიდა შენი თვისება – ადვილად შეგეძლო ადამია-
ნის გაშვება, უშვებდი, თუ წასვლა უნდოდა და უკან არასოდეს
მისდევდი დასაბრუნებლად. მე მომწონდა შენი ეს თვისება, მაგ-
რამ ოჰ, როგორ ეშინოდა სანის... ეშინოდა, რომ თუ მოულოდნე-
ლად რაიმე სისულელეს ჩაიდენდა ან გულს გატკენდა, მისგან არ
წასულიყავი. გამუდმებით ვიღაცის კალთაში ედო თავი და ტირო-
და. შენ კი, ჩვეულებრივო იდიოტო! – დაიყვირა შიშმა, თუმცა მე-
რე ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი: – შენ კი, ჩვეულებრივო
იდიოტო, იმის მაგივრად, რომ აღარასოდეს დაბრუნებოდი, მო-
დიოდი, ბრუნდებოდი და ამბობდი, რომ შეცდი, შეგეშალა და ამ
დროს მე – შიში ვქრებოდი სანის ცხოვრებიდან. შენგან მისი წას-
ვლის ერთ-ერთი მიზეზი იცი, რა იყო? მისი კომპლექსები. შენ
ცდილობდი, მისთვის ეს კომპლექსები მოგეშორებინა, საბოლო-
ოდ კი ისე გამოვიდა, რომ ისინი შენზე ძლიერი აღმოჩნდნენ. რო-
გორც გითხარი, თქვენი ურთიერთობის ბოლო დროს, მას ეშინო-
და, ეშინოდა განსაკუთრებით, რადგან ფიქრობდა, დაასწრებდი
და მიატოვებდი, წახვიდოდი. მისი აზრით, სწორი იქნებოდა, თუ
თავად დაგასწრებდა. ასეც გააკეთა და იდეალური შემცვლელი
მოგიძებნა – ის, ვინც არასოდეს გამოთქვამს პრეტენზიას იმ ყვე-
197 მკითხველთა ლიგა
ლაფერზე, რაც შენ ასე გაღიზიანებდა. რას იზამ, იან, ქალები ასე-
თები ვართ. მინდოდა, მისთვისაც მეთქვა: სულელო, იანს ყველა-
სა და ყველაფერს ურჩევნიხარ-მეთქი, მაგრამ, აბა, რისი შიში
ვარ, თუ ასე მოვიქცეოდი? სხვა გრძნობებში თავი როგორ გამო-
მეყო შემდეგ სირცხვილით? ერთ რამეს გთხოვ, იან, სინათლე ჩა-
აქრე! მე და მას რატომღაც არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, სიბ-
ნელე ბევრად მირჩევნია, თან ვფიქრობ, მეტ ვნებას შემატებს
ჩვენს საუბარს. შენ ისეთი სასურველი ხარ... მომინდა, ახლავე
ჩაგითრიო შენს ფართო საწოლში და ისეთი სექსი შემოგთავაზო,
შიშით ოფლი დაგაღვრევინო. ...და შენი ტუჩები? ისეთი სასურვე-
ლია და გემრიელიაა... ოღონდ არ მკითხო, საიდან ვიცი მათი გე-
მო, ანდა, გეტყვი: როცა გეშინია, ტუჩს კბენ. ჰა-ჰა-ჰა, შენი დუმი-
ლი მაშინებს, იან, ქალებთან მუდამ ასეთი მორცხვი ხარ? იქნებ
კომპლიმენტი მაინც გაიმეტო ჩემთვის?!.
თანდათან მოვეშვი და სავარძელში თავისუფლად მოვკა-
ლათდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლურჯ, ელეგანტურ
კაბაში გამოწყობილი შიში მუხლებზე მეჯდა, მის შავ თმას ვეფე-
რებოდი, ის კი შავი თვალებით მომშტერებოდა. წარმოვიდგინე
და არ იყო ცუდი. ისიც ვიფიქრე, მასთან მეგობრობა კარგი იქნე-
ბა-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა მთელი ცხოვრება
შიშთან ერთად მეცხოვრა, მაგრამ ის ქალი იყო, ამ სიტყვის სრუ-
ლი მნიშვნელობით, ქალი, რომლისაც მამაკაცს უნდა ეშინოდეს,
ჭკვიანი და, როგორც წარმომედგინა, ლამაზი. ხიფათი კი ყოველ-
თვის მიზიდავდა, არასოდეს ვეძებდი ისეთ ქალს, რომელიც ხე-
ლის ერთ დაქნევაზე მზად იქნებოდა, ჩემი ნებისმიერი სურვილი
შეესრულებინა, თუმცა ეს ალბათ შიშიც იყო და შესაბამისად,
რამდენადაც მინდოდა მასთან ყოფნა, იმდენადვე მსურდა, სამუ-
დამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან.
– შესანიშნავი ხარ, – ვუთხარი. – მაგრამ სხვა გრძნობებისგან
განსხვავებით, ერთი რამ გაკლია – სიყვარული. შენთან ადამია-
198 მკითხველთა ლიგა
ნები არა სიყვარულის, არამედ შიშის გამო რჩებიან. შიშზე აგებუ-
ლი ურთიერთობა კი განწირულია ჩამონგრევისთვის. რამდენ
დროსაც უნდა გაძლოს, თავადაც მშვენივრად იცი, რომ ოდესმე
აუცილებლად გადალახავენ შენს გაუვალ ბარიერს და შენგან გა-
თავისუფლდებიან. რატომ არაფერს ამბობ, თავად როგორ გეში-
ნია მარტო დარჩენის, რატომ დაეძებ გამუდმებით სიბნელეს და
ვერ ეკარები სინათლეს, რადგან იცი, რომ დაგინახავენ. შენ შე-
უმჩნევლად მიეპარები ხოლმე ადამიანს და მერე საკუთარ ნებაზე
ატრიალებ, თითქოს შენ იყო სამყაროს ღერძი და შენ გარშემო
ბრუნავს მთელი სამყარო. არ იფიქრო, რომ შენს შესაძლებლო-
ბებს ვაკნინებ, პირიქით, მწამს კიდეც, რომ ერთ-ერთი ძლიერი
ხარ სხვა გრძნობებს შორის, მაგრამ ცუდის მეტი არაფერი მოგი-
ტანია ადამიანებისთვის. შენ შეგიძლია მათი გაბოროტება. დე-
დამიწაზე, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, ის უფრო
სახიფათოა, ვისაც ეშინია, ვიდრე ის, ვინც მამაცია – არავინ იცის,
მშიშარა როდის დაგარტყამს ზურგში დანას. ეს შენი სტილია და
მას ვერავინ წაგართმევს. რაც შეეხება იმ ადამიანთან შენს მის-
ვლას, ვინც იცის, რომ უკვე ყველაფერი დაკარგულია, სრული
იდიოტობაა და მეტი არაფერი, რადგან შენი არსებობა ვერაფერს
ცვლის, მით უფრო მათთვის, ვისაც ჩემსავით მარტივად შეუძ-
ლია, ადამიანების გაშვება. ჩემი ბრძოლისუუნარობა შენი დანა-
შაული სულაც არ არის, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ დავიღა-
ლე.
ჩემს ქვეცნობიერს შეძლებისდაგვარად პირზე ხელები ავაფა-
რე და ჩაცმა დავიწყე. შიშის ხმა მიწყდა, მაგრამ მაინც ვგრძნობ-
დი მის უეცარ შეხებას სხეულზე. შინიდან გამოვედი და ქუჩას გა-
ვუყევი, გვერდი ავუარე რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანს,
თუმცა ერთ-ერთ რესტორანთან ტანმორჩილმა კაცმა გამაჩერა
და ყალბი ღიმილით რესტორანში შესვლა შემომთავაზა.

199 მკითხველთა ლიგა


– მობრძანდით, ახალგაზრდა, დღეს ფასდაკლება გვაქვს
ჩვენს საფირმო კერძზე, – თან ხელით კარისკენ მიმითითებდა.
– იან, მათ არ ვენდობი, შეიძლება მოგწამლონ, ვინ იცის, რით
ამზადებენ ამ ვითომ საფირმო კერძს?! – ჩამესმოდა შიშის ხმა და
მეც გაუჩერებლად ვაგრძელებდი გზას. მეშინოდა ყველაფრის,
რაც გარშემო ხდებოდა – მეგონა, ქუჩაში მიმავალი ნებისმიერი
ადამიანი ჩემს დასახრჩობად მზად იყო.
– წინ იყურე! – დამიყვირა მამაკაცმა, რომელსაც შემთხვევით
მხარი გავკარი.
– ფრთხილად, იან, შეიძლება ჯიბეში დანა აქვს.
– საკმარისია, – მაგრამ ამ სიტყვასაც უკვე შიშით წარმოვ-
თქვამდი.
– კი მაგრამ, მე ხომ შენს დაცვას ვცდილობ? შეხედე იმ ახალ-
გაზრდას, შენკენ რომ მოდის, სიგარეტს გთხოვს და გირჩევ,
მთლიანი კოლოფი მისცე.
– სიგარეტს ხომ ვერ მომაწევინებთ? – გამაჩერა ბიჭმა. და-
უფიქრებლად მივაწოდე კოლოფი და გზა გავაგრძელე. სახლი-
დან იმ იმედით გამოვედი, რომ შიშს, მის აუტანელ ხმას მოვიშო-
რებდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. უკვე საკმაოდ შორს ვიყა-
ვი სახლიდან, ამიტომ ტაქსი გავაჩერე. ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს შიშს მთელი უკანა სავარძელი დაესაკუთრებინა.
– იცი, იან, ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება ავტოავარი-
აში. ეს მძღოლი კი ზედმეტად სწრაფად მართავს ავტომობილს.
– თუ შეიძლება, ცოტა ნელა იარეთ, – ვთხოვე ტაქსის
მძღოლს და თავი მუხლებში ჩავრგე.
– კარგად ხართ? – მომესმა მისი ხმა.
– უთხარი, რომ კარგად ხარ. არ იფიქრო, რომ შენზე ზრუნავს,
უნდა, რომ ცუდად გახდე, გაგქურდოს და რომელიმე მიყრუებულ
ადგილას ჩამოგაგდოს ავტომობილიდან.

200 მკითხველთა ლიგა


ხმა არ გამიცია, როგორც კი გაჩერდა, გადმოვედი და სახლის-
კენ წავედი. ჩემს ოთახში ფანჯრები ღია დამხვდა. ნიავი ფარდას
აფრიალებდა. ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე და ამ დროს
ერთიანად ამოტრიალდა გარშემო ყველაფერი – მომეჩვენა,
რომ ამ ფანჯრიდან მე კი არა, მთელი სამყარო ხტებოდა.
– ძალიან ცუდად მექცევი, – ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები.
– მითხარი, ასეთი ბოროტი რატომ ხარ?
– აქ თუ ვინმეა გაბოროტებული, ეს მხოლოდ შენ ხარ, იან
კლაინ. განა შეიძლება ჩემი ასე აუგად მოხსენიება? – ამჯერად
თითქოს ჩამჩურჩულებდა ამ სიტყვებს. – დამიჯერე, რომ არ შეგ-
შინებოდა, ანუ მე რომ შენთან არ ვყოფილიყავი, ახლა სახლის
წინ ქვაფენილზე იქნებოდი გაშოტილი. ისიც კი არ გახსოვს, რამ-
დენჯერ გაგიჩინე სანის დაკარგვის შიში, ამიტომ იყო, რომ ურიგ-
დებოდი და შენც მალ-მალე მირბოდი მასთან. ეს მაშინ ჭეშმარიტ
იდიოტურ საქციელად მოვნათლე, მაგრამ აღიარე, რომ ყოველი
შერიგების შემდეგ ბედნიერები იყავით. სიკვდილი გინდა, იან? ეს
ძალიან მარტივია, მაგრამ დამიჯერე, შენი სიკვდილი არც მიწას
დაამძიმებს და არც ზეცას შემატებს რამეს. შენ მხოლოდ იმ სიტ-
ყვების გეშინია, რომელიც ვერ თქვი და ლაქებად შემოგრჩა
სულში. მარტივად შემიძლია ამ ყველაფრის დამთავრება, მაგ-
რამ ამით შენს სინამდვილესაც მოეღება ბოლო. შენი ძალიან დი-
დი საიდუმლო ვიცი, იან კლაინ, შენ ხომ ბავშვობიდან გეშინია
ტყუილის თქმის! განა ეს ცუდია? მე თუ მკითხავ, ცუდია, მაგრამ
საკუთარ თავს ჰკითხე, რა მარტივი იქნებოდა ცხოვრება ამ შიშის
გარეშე – არანაირი ტკივილი და იმედგაცრუება! თუმცა ყოველ-
თვის მოგწონდა იმის განცდა, რომ, როგორც კი ტყუილის თქმას
დააპირებდი, ენაზე ნემსკავივით ჩამოგეკიდებოდი და ხმის ამო-
ღების საშუალებას არ გაძლევდი. ასე ძალიან რომ არ მომწონდე,
თვითგადარჩენის ინსტინქტს არ გაგიჩენდი. მეც მინდა, ერთ ამ-
ბავს მოგიყვე, მეგობარო, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ
201 მკითხველთა ლიგა
ის ამბავი გავაგრძელო, რომელიც მონატრებამ და მოლოდინმა
დაიწყეს, ალბათ მიხვდი, რომელზეც ვლაპარაკობ. შენ უკვე იცი,
როგორ უშედეგოდ ცდილობდა ელიასი უკიდეგანო ოკეანეში
კუნძულის პოვნას და როგორ მოუთმენლად ელოდა ტისელი მის
დაბრუნებას. მე ზუსტად იმ დროს გამოვჩნდი მათ ცხოვრებაში,
როცა ელიასი უკვე მეათედ მაინც იყო გასული ზღვაში და უშედე-
გოდ ეძებდა ტისელის კუნძულს. ზუსტად იმხელა ვიყავი, რამხე-
ლაც მათ შორის არსებული მანძილი, ჯერ კიდევ მაშინ მოვისმინე
მათი ამბავი, როცა მოლოდინის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩ-
ნდა.
იმ დღეს ელიასის გონებაში ამოვტივტივდი. ელიასს დაეუფლა
შიში, რომ ვეღარასოდეს იპოვიდა კუნძულს. ელიასისგან გან-
სხვავებით კი, ტისელს იმის ეშინოდა, შეყვარებულს არ დავიწყე-
ბოდა და საერთოდ აღარ ეცადა მასთან დაბრუნება. შიში ორივეს
უძლიერდებოდა, თუმცა იყო ერთი მომენტი: ჩემი არსებობა ბიჭს
ძალას მატებდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა მოეძებნა კუნ-
ძული, ფურცლავდა ათასობით რუკასა და გზამკვლევს, რომ იქ-
ნებ სადმე აღმოეჩინა თუნდაც პატარა წერტილი, რომელსაც ჩა-
ეჭიდებოდა და დათქმულ ადგილას მივიდოდა. ტისელს კი შიში
ძალას აცლიდა, უქრობდა რწმენას, რომ ელიასი კვლავაც ფიქ-
რობდა მასზე. ამას კი სრული მარცხისკენ მიჰყავდა მათი სიყვა-
რული. მაგრამ მე არაფერი შემეძლო, არ გამაჩნდა ძალა, რომ
ტისელისთვის აზრი შემეცვლევინებინა. ადამიანები თავად ირ-
ჩევთ, ძალას გმატებდეთ თუ პირიქით, გართმევდეთ და, სამწუხა-
როდ, ტისელმა ის გზა აირჩია, რომელიც სრულ კატასტროფამდე
მიიყვანდა მათ შესანიშნავ ამბავს. თუმცა ბიჭის მცდელობებმა
შედეგი გამოიღო – ერთხელაც გემიდან კუნძული შეამჩნია და
გეზი მისკენ აიღო. სულ მალე ელიასი თანამგზავრებთან ერთად
კუნძულის ქვიშიან სანაპიროზე იდგა და მიუხედავად იმისა, რომ
იცოდა, ეს სრულიად სხვა კუნძული იყო, მაინც მისი სიღრმისკენ
202 მკითხველთა ლიგა
მიიწევდა იმის იმედად, რომ რაიმე ინფორმაციას მაინც მიიღებ-
და იმ აღთქმული კუნძულის შესახებ. საბედნიეროდ, ასეც მოხდა,
კუნძულზე მცხოვრებლებმა ელიასს იმ კუნძულისკენ მიმავალი
გზა უჩვენეს და ჩვენი მამაცი, მაგრამ მაინც შეშინებული მეგობა-
რი, სწორედ იმ მიმართულებით წავიდა. შეყვარებულთა შეხვედ-
რას მხოლოდ დღეები აშორებდა და ამის მერე შენ ისევ ფიქრობ,
რომ მე მხოლოდ უბედურება მომაქვს ადამიანებისთვის?
ხმა გაქრა, შიშს კი თითქოს ჩემს კალთაში ეძინა და ფიქრის
საშუალებას მაძლევდა. მის სიახლოვეს ვგრძნობდი, მაგრამ
აღარ მეშინოდა, საერთოდ არაფრის მეშინოდა და ეს მომწონდა.
ყველა გრძნობის გაქრობაზე მეტად, შიშის არყოფნა მიმშვიდებ-
და გულს. წარმოვიდგინე ის ჩემს კალთაში გაშლილი თმით და
მომინდა, შევხებოდი, ნაზად მოვფერებოდი მხრებსა და თმაზე,
ისე, როგორც არავინ მოჰფერებია. თითქოს მებრალებოდა.
ვგრძნობდი მის სიმარტოვეს და ვხვდებოდი, რატომ იყო ისეთი,
როგორიც იყო. მისი მშვიდი სუნთქვა მესმოდა და თავს ვარწმუ-
ნებდი, რომ, როგორი ძნელიც უნდა ყოფილიყო მისთვის ხელის
კვრა, მხოლოდ მისი არყოფნით შემეძლო სიმშვიდის მოპოვება
და ხელი ვკარი. უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენი, ფანჯარასთან მი-
ვედი და სიგარეტს მოვუკიდე. ვიგრძენი, როგორ მომხვია შიშმა
ზურგიდან ხელები და მხარზე თავი დამადო.
– იან, გინდა, რომ წავიდე? მე შემიძლია უფრო ძლიერი გაგ-
ხადო? – მკითხა შიშმა და თითქოს მის ხმას ცრემლი შეერია.
– მინდა, რომ აღარასოდეს დაბრუნდე! – ვუპასუხე გულდაწ-
ყვეტილმა.
ისევ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ვეღარ ვგრძნობდი სხე-
ულზე შიშის მარწუხებს, თითქოს ჩემს ვენებში სისხლის ნაცვლად
ქარი უბერავდა და გულს აქეთ-იქით ანარცხებდა. სიგარეტი ფან-
ჯრიდან მოვისროლე და კედელს ზურგით მივეყუდე. მშვიდი ვიყა-
ვი, მშვიდი და აუღელვებელი, ყველანაირი შიში გაქრა. მხოლოდ
203 მკითხველთა ლიგა
ერთი, კვლავ შიშის დაბრუნების შიში არ მტოვებდა, მაგრამ ის
აღარსად ჩანდა, უფრო სწორად, აღარ ისმოდა მისი ხმა.
შუაღამე იყო, თუმცა დაძინება არც მიფიქრია, რაღაც უკმარი-
სობის განცდა არ მტოვებდა, ვერ შევეგუე იმას, რომ ის ასე უბრა-
ლოდ ადგა და წავიდა. მაგრამ აი, ტუჩებთან ნიავი ვიგრძენი და
ისევ გავიგონე მისი ხმა:
– კეთილი, ჩემო იან, გტოვებ, თუმცა, გახსოვდეს, რომ შიშის
არყოფნისაც შეგეშინდება, როცა სრულიად მარტო დარჩები და
ეს იქნება შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ამიერი-
დან გრჩება მხოლოდ საკუთარი თავი, ვისაც შეგიძლია, ჰკითხო
და ვისგანაც შეგიძლია, პასუხი მიიღო. როგორც გითხარი, მე შე-
მიძლია, რომ კიდევ უფრო ძლიერი გაგხადო და სწორედ ამიტომ
გტოვებ. შენ ახლა იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ოდესმე ყოფილ-
ხარ, მესამე მთავარი გრძნობის, შიშის გარეშე!

204 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მეოთხე

ტკივილი

სამი ღამეა, ნორმალურად არ მძინებია, თუმცა საწოლიდან


წამოდგომისთანავე სიგრილე ვიგრძენი სახეზე, რამაც გუნება
გამომიკეთა – ყველაფერი შესანიშნავად იყო. ოთახიდან გამო-
ვედი და მთელ სახლში დავიწყე სიარული. მშობლები თავიდან
გაკვირვებულები მიყურებდნენ, თუმცა, არაფერი უკითხავთ, მიჩ-
ვეულები იყვნენ ჩემი ხასიათის ხშირ და მოულოდნელ ცვალება-
დობას. როგორც კი დედამ შეამჩნია, რომ გუნება გამომიკეთდა,
მაშინვე სადილი შემომთავაზა, უარი არ მითქვამს და, რაც სამი
დღის განმავლობაში არ მიჭამია, ახლა ავინაზღაურე – ბოლომ-
დე მოვასუფთავე ყველა თეფში, რომელიც მაგიდაზე დამიდო. სა-
დილის შემდეგ ქუჩაში გავედი და თითქმის ნახევარი დღე სეირ-
ნობაში გავიყვანე. არავინ მინახავს, უბრალოდ ვსეირნობდი და
ვტკბებოდი იმით, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი კარგად იყო. შინ
შებინდებისას დავბრუნდი, საყვარელი მუსიკა ჩავრთე და რად-
გან ყველაფერი კარგად იყო, ოთახის დალაგება დავიწყე – საჭი-
როდ ჩავთვალე, გარემოც განწყობის შესაფერისი მქონოდა. საქ-
მეს რომ მოვრჩი, სავარძელში გადავწექი და ჭერს ავხედე – ამო-
ჩემებულ წერტილს მივაშტერდი. ყველანაირი საშინელი გან-
ცდისგან თავისუფალმა ღრმად ამოვისუნთქე. უეცრად საშინელი
ტკივილი ვიგრძენი გულის არეში, თითქოს მისი ყველა სარქვე-
ლი ერთიანად გადაიკეტა და სადაცაა, წნევა გახეთქავსო. მო-
ულოდნელად ტკივილი მინელდა, ამოსუნთქვა მაცალა და მერე
ისევ ძლიერად მომიჭირა. თავბრუ მესხმოდა. საწოლამდე მივ-
ბობღდი და წამოვწექი. სულიერი ტკივილისგან განსხვავებით,
ყოველთვის უკეთ შემეძლო ფიზიკური ტკივილის ატანა. პირველ
შემთხვევაში სისხლისგან კი არა, იმ მანძილისგან იცლები, რო-
205 მკითხველთა ლიგა
მელიც საყვარელ ადამიანს გაშორებს. ვიწექი და ვგრძნობდი,
რომ ჩემი სულიერი ტკივილი მთელ სხეულს გადაეცემოდა, არა-
და, ეს მაშინ ხდებოდა, როცა უკვე მეგონა, რომ ყველაფერი დას-
რულდა და იან კლაინი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. სიმწრისგან
ცრემლი მდიოდა, რომ არ მეყვირა, ძლიერად ვკრავდი მუშტებს.
არ მინდოდა, დედა შემეშინებინა. გადავბრუნდი და თავი ბალიშ-
ში ჩავრგე. ისეთი შეგრძნება მქონდა, მკერდზე მთელი სამყაროს
ტვირთი მედო და თანდათან მიმტვრევდა ნეკნებს, გული კი თით-
ქოს ძალდატანებით ფეთქავდა, არა იმიტომ, რომ მე გადავერჩი-
ნე, არამედ იმიტომ, რომ სიკვდილი არ სურდა. მოულოდნელად,
ისევ შვება ვიგრძენი, ზურგზე დავწექი და ღრმად დავიწყე სუნ-
თქვა. ტკივილს ისევ ვგრძნობდი, მაგრამ ამჯერად არ იყო ისეთი
მომაკვდინებელი, როგორიც აქამდე.
– ბოდიშს გიხდი, იან, – ამოიღო ხმა მან. – სულაც არ მინდო-
და, ასე დაგმართოდა, მაგრამ ასეთი ვარ. თავიდან დამანგრევე-
ლად ვმოქმედებ ადამიანებზე, დროთა განმავლობაში კი მე-
გუებიან და ჩემთან ერთად ცხოვრებას ეჩვევიან. ჩვენს შემთხვე-
ვაშიც ასე მოხდა, ვერ გაგიმეტე, თან ეს შენი გულიც როგორ მებ-
რძოდა?! საიმედო ვინმეა, გატეხილ გულს რომ ამდენის ატანა შე-
უძლია, წარმომიდგენია, მრთელი რას იზამდა?! ნება მომეცი, გა-
გეცნო: მე ტკივილი ვარ – ადამიანისთვის ყველაზე ნაცნობი
გრძნობა და მისი მუდმივი თანამგზავრი; გრძნობა, რომლის გა-
რეშეც აზრს კარგავს ნებისმიერი სხვა გრძნობა და საერთოდ,
ცხოვრება. უნდა ვაღიარო, რომ ჩემ გარეშე სიცოცხლე მოსაწყე-
ნი, თუმცა გაცილებით მარტივი იქნებოდა. ალბათ მიხვდი, რომ
ნარცისი გრძნობა ვარ. ყველაზე მეტად კი, ჩემი მრავალი სახეო-
ბისგან, სწორედ რომ სულიერი ტკივილი მიყვარს. შემომხედე,
როგორი ძლიერი ვარ, არც კი შეგიძლია გაიგო, საიდან მოვდი-
ვარ, რა მამოძრავებს და როგორ მიმკურნალო ან გამაყუჩო.
მოგხედავ და საბოლოოდ გაგაფრთხობინებ სულს, ან გულს, რა
206 მკითხველთა ლიგა
ვიცი, რომელსაც ავირჩევ, იქნებ ორივეს ერთად? შენთვის მაინც
არაფერს აქვს მნიშვნელობა. შემიძლია, როგორც მარიონეტს,
ძაფები გამოგაბა და საითაც მომინდება, იქით წაგიყვანო. მაინც
რატომ გეგონა, რომ ასე იოლად გამოძვერი ამ საქმიდან? ამ
დროის განმავლობაში სულ რაღაც სამი უბადრუკი გრძნობა გა-
ნიცადე და მორჩა! იან კლაინი ჩიტივით თავისუფალია, მას შეუძ-
ლია, ის აკეთოს, რაც სურს, თუნდაც გაფრინდეს შორეულ მოგ-
ზაურობაში ან თბილ ქვეყნებში. ვწუხვარ, მაგრამ არ შემშვენის
ასეთი სიმარტივე. ფიქრობ, ეს ცხოვრება თამაშია ან თეატრი?
ირგვლივ მიმოიხედე, იან, აქ უნდა მოკვდე, რომ სიცოცხლის ფა-
სი გაიგო. ის ტკივილი არ გეგონო, ბავშვობაში ფეხის წამოკვრი-
სას რომ განიცდიდი და ტირილით მირბოდი დედასთან. ამ ტკივი-
ლის განცდისას შეგიძლია, მხოლოდ მე შემომჩივლო და მეც, რა
თქმა უნდა, მოგისმენ, თუმცა შენს სურვილებს არ გავითვალის-
წინებ.
საწოლიდან წამოვიწიე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ტკი-
ვილმა ისევ ბეჭებზე გამაკრა. – ნუ ცდილობ, მაჯობო მაშინ, რო-
დესაც ასე განმიცდი, იან კლაინ! – დორბლებს ყრიდა ჩემს ქვეც-
ნობიერში ტკივილი. – როგორი შეუპოვარი ხარ, ნეტავ გამუდმე-
ბით ასეთი ყოფილიყავი. იცი, რას ვუწოდებ შენნაირ ადამიანებს?
– მშიშრებს, რადგან არ შეუძლიათ შეეგუონ მათ პირვანდელ
მდგომარეობას, იცხოვრონ ტკივილში, თუმცა შენ ხომ სულ ცოტა
ხნის წინ მოიშორე შიშის გრძნობა?! საინტერესოა, რას იგრძნობ,
მთელი ძალით რომ შემოგაჭდო ყელზე ხელები და შენი მოხრჩო-
ბა ვცადო? არ იგრძნობ სიკვდილის შიშს? თუმცა არააა, შიშს ვიც-
ნობ. ის არ განეკუთვნება იმ გრძნობებს, რომლებიც უკან ბრუნ-
დებიან. იან, როგორ გჭირდება ახლა ვინმე ისეთი, ვისაც ყველა-
ფერს მოუყვებოდი, მაგრამ არავინ ჩანს, სად არიან შენი მეგობ-
რები? ნუთუ, მიგატოვეს და ამხელა ტკივილთან პირისპირ დაგ-
ტოვეს? თუმცა, მათ ხომ თავისი სადარდებელი აქვთ, ახალი მე-
207 მკითხველთა ლიგა
გობრები ჰყავთ ან უბრალოდ, ყველას ყოველთვის ფეხებზე ეკი-
დე ისევე, როგორც სანის. სხვები ვერასოდეს გაიგებენ, რას
გრძნობ ან რას განიცდი. შენ მხოლოდ უნდა შეძლო და გამანად-
გურო, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ვინც გახ-
დი, გახდება ის, ვინც იყავი და ასე დაუსრულებლად, შეიძლება
შენზე ისიც კი თქვან, ჭკუიდან შეიშალაო, მაგრამ მთავარი ის
არის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.
– მას რომ არ ვკარგავ, იმიტომაც ვკარგავ ყველასა და ყველა-
ფერს.
– ბედის ირონიაა, ალბათ.
– ვიტყოდი, უფრო ცინიზმი.
– ბედს ცინიზმიც აქვს? მეეჭვება.
– ცინიზმიც აქვს და სარკაზმიც. ზოგჯერ უცნაურად გვეხუმრე-
ბა, ჩვენთვის გაუგებარ ენაზე.
– შენც ადექი და მისი ენა ისწავლე ძირფესვიანად, ფეხი აუწ-
ყვე უჩვეულო საქციელს და იქნებ მის უცნაურ ხუმრობებზეც კი
გაიცინო გულიანად. ყველა პრობლემას ასე სიცილ-სიცილით
რომ შეხვდები, აღარ იქნება ყველაფერი ისე შავ-თეთრი, როგო-
რადაც აქამდე წარმოგედგინა. თუმცა, მე რა უნდა გასწავლო, თა-
ვად თავიდან ფეხებამდე ნაცრისფერი ვარ და რაც თავი მახსოვს,
ხალისი არავისთვის მომიტანია, ეს ამბავი კი იშვიათად, მაგრამ
მაინც მაწუხებს ხოლმე. შენი დახმარება არ შემიძლია. ერთა-
დერთს გეტყვი, რომ ტკივილისგან თავის დაღწევის მცდელობა
უფრო მტკივნეულია, ვიდრე მისი მოთმენა ან ამ ტკივილის თავ-
დაპირველი განცდა, თუმცა, თუ ერთხელ და სამუდამოდ მოიშო-
რებ, ის აღარასოდეს გაგეკარება. წარმოიდგინე, რომ ლურსმნე-
ბი დაიჭედე ხელში. რა თქმა უნდა, ძალიან გტკივა, ახლაც გტკივა
და გეტკინება მანამდე, სანამ არ ამოიძრობ და არ შეგიხორცდე-
ბა, თუმცა თითოეულის ამოღების მცდელობა იმაზე მეტად მტკივ-
ნეული იქნება, ვიდრე ის, რომ სამუდამოდ ასე დატოვო. ულტიმა-
208 მკითხველთა ლიგა
ტუმის წინაშე დგახარ: მოიშორო სამუდამოდ ეს ტკივილი თუ და-
იტოვებ იქამდე, სანამ ინფექცია ბოლოს არ მოუღებს შენს სხე-
ულს. სულიერი ტკივილიც ასეა, იან, შეგიძლია, ერთხელ და სა-
მუდამოდ ამოიგლიჯო ან მანამდე იყოს შენში ჩაბუდებული, სანამ
სულს არ მოგიწამლავს. ჩვენ, გრძნობები, მარტივად ვტოვებთ
ადამიანებს, რადგან შეუცვლელი არავინ და არაფერია, უბრა-
ლოდ, საკმარისია, თქვენ ამისი სურვილი გამოამჟღავნოთ ან იბ-
რძოლოთ, რომ აღარასოდეს დავბრუნდეთ. აქამდეც ითქვა,
თქვენ მოგწონთ დრამა, მოგწონთ მსხვერპლის როლში ყოფნა
და იმის წარმოჩენა, რომ გტკივათ, რომ სრულიად განადგურებუ-
ლი ხართ, რომ ვიღაცამ, ვისაც მთელი სამყარო უსახსოვრეთ,
მოგპარათ და სხვას მიართვა ძღვნად, თქვენ კი არაფერი დაგ-
რჩათ ტკივილის გარდა. იმდენად მესაკუთრე და ეგოისტები
ხართ, არ შეგიძლიათ, ეს ტკივილიც მას გააყოლოთ, პირიქით,
მას სამახსოვროდ იტოვებთ იმ ადამიანისგან, ვისაც, უბრალოდ,
აღარ სჭირდებით. იცი, რა მოუვა გალიაში დაბადებულ ჩიტს, თუ
კარს გაუღებ და გაფრენის საშუალებას მისცემ? ვერ გაფრინდე-
ბა, ან თუ გაფრინდა, აუცილებლად უკან – გალიაში დაბრუნდება.
ეს იმიტომ, რომ მან არ იცის, რა უნდა გააკეთოს გალიის გარეთ.
გულნატკენი ადამიანებიც ასე ხართ – აღარ იცით, როგორ იც-
ხოვროთ ბედნიერებმა. სამყაროში მილიონი ვარსკვლავია და
მათ შორის ათასობით პლანეტაა, მათგან ერთ-ერთზე კი შენ
ცხოვრობ; შენი სიცოცხლე მაქსიმუმ ასი წლით თუ გაიზომება და
შენ აპირებ, ეს დრო ტკივილითა და ცრემლის ღვრაში გაატარო?
ჩემი ყოველი გამოჩენა ასეთი საშინელი, მხოლოდ და მხოლოდ,
იმიტომ არის, რომ მიგახვედროთ, რამდენად ძვირფასია სიცოც-
ხლე, მაგრამ ვერაფერს სწავლობთ, ამას კი ჭკუიდან გადავყა-
ვარ, ისეთი ლმობიერიც კი გავხდი, რომ ვცდილობ, ჩემი – ტკივი-
ლის განცდის გარეშე მიგახვედრო, რა არის ცხოვრებაში კარგი
და ცუდი. რამდენი ხანი ელოდი სანის, გენატრებოდა კიდეც, გე-
209 მკითხველთა ლიგა
შინოდა კიდეც მისი დაკარგვის, იმასაც ფიქრობდი, იქნებ მასაც
სტკივა იმის გამო, ასე რომ მომექცა და იქნებ დაბრუნდესო, თუმ-
ცა სულ ტყუილად. სანის სულ ოდნავ სტკიოდა, ისიც მხოლოდ
იმიტომ, რომ მასში ჯერაც ცოცხლობს ადამიანის პატარა ნაწი-
ლი, რომელიც სიბრალულს განიცდიდა შენ მიმართ. მაგრამ,
როგორც კი წახვედი, ახალ სიყვარულს ჩაუგორდა კალთაში და
დაუვიწყარ ვნებას მიეცა. ვიცი, რომ გულს გტკენს ამ ყველაფრის
მოსმენა, მაგრამ უნდა გაუძლო და ბოლომდე მომისმინო: ის
არასოდეს ყოფილა შენი, მას მუდამ სხვა ტკივილი ამოძრავებდა
– ვერაფრით ამოივსო სულის სიცარიელე და ამდენად, მუდამ
იმას ეძებდა, ვინც ამას მის მაგივრად გააკეთებდა. როგორც კი
მიხვდა, შენ ის არ იყავი, ხელსახოცივით მოგისროლა, თუმცა შე-
ნი სახით საკუთარ კოლექციას შესანიშნავი ეგზემპლარი შემატა
– გამორჩეული და სწორედ ის, ვინც ვერასოდეს დაივიწყებდა.
შენ იმ თამაშში აჰყევი სანის, რომელშიც თავიდანვე დამარცხე-
ბისთვის იყავი განწირული, თუმცა მხოლოდ შენი ბრძოლისუნა-
რიანობა ღირს იმად, რომ ბედნიერი იყო.
ტკივილის სიტყვებს თითოეული ნერვით ვგრძნობდი და გულს
მიკლავდა მისი ყოველი მართალი სიტყვა. ჩემთვის მოულოდნე-
ლი იყო მისი ასეთი გულისხმიერება: ის რამდენადაც კლავდა
ჩემში ყველა სხვა ემოციას, იმდენად ძალას მმატებდა, სტიმულს
მაძლევდა, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. ჩემნაირი ადამიანის-
თვის ტკივილი შესანიშნავი მეგობარი იქნებოდა. სხვა გრძნობე-
ბისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ, გამუდმებით
უკეთესზე მეფიქრა, ის პირიქით, ცდილობდა, უარესობისთვის შე-
ვემზადებინე და ამით მაგუებდა თავის გარდაუვალ გამოჩენას.
თითქოს თავადაც იმავეს განიცდიდა, რასაც ადამიანები, როცა
ტკივილს გრძნობენ და ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, რისკენ
უბიძგებდა მათ. შემდეგ კი, როცა ამ ტკივილისგან გადარჩენილი
ადამიანი სიხარულით წამოდგებოდა ფეხზე და ბედნიერების ძებ-
210 მკითხველთა ლიგა
ნას იწყებდა, ტკივილიც მშვიდდებოდა და საკუთარი დამარცხე-
ბით იყო აღფრთოვანებული. ვხედავდი, როგორ არ მოსწონდა
გამარჯვებულის როლში ყოფნა, მაგრამ მაინც თამაშობდა ისეთი
გრძნობის როლს, რომელსაც თითქოს ბედნიერებას ანიჭებს მის
ფეხქვეშ დაცემული ადამიანის ხილვა და იმის მოსმენა, როგორ
ითხოვენ მისგან შებრალებასა და დანდობას.
– არ ვიცი, რატომ, თუმცა შენდამი დადებითად განვეწყვე,
ტკივილო. ასე არც ერთი გრძნობის მიმართ არ ვყოფილვარ და
მიხარია, რომ ეს შევძელი.
– ეს სულაც არ არის ჩემი დამსახურება, იან. შენ, უბრალოდ,
ისწავლე იმის დაფასება, რაც შენს უკეთესობისკენ შეცვლას ცდი-
ლობს, აღარ განიცდი შიშს და სწორედ ამიტომ შეგიძლია, თვა-
ლებში ჩამხედო მაშინ, როცა ნებისმიერი კრთის ჩემს დანახვაზე
და ყვირის.
– ალბათ ეს სიმართლეა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი ერთ რა-
მეს: თუ შეგეძლო, ყველაფერი ასე გაგემარტივებინა, რატომ
ცდილობდი, ჩემთვის ის აუტანელი განცდა მოგენიჭებინა?
– ტკივილი უნდა გეგრძნო, უნდა გცოდნოდა, როგორია, უნდა
გესწავლა შეცდომებზე, რადგან აღარასოდეს შეხვედროდი მას;
საკუთარი თავი უნდა მოგეკლა და ფერფლიდან აღმდგარიყავი
ფენიქსივით, სხვანაირად ვერ მიხვდებოდი ამ ყველაფერს.
– კი მაგრამ, სხვა გრძნობები რატომ არ ცდილობდნენ იმავეს?
ისინი ძალით აპირებდნენ ჩემთან დარჩენას და მხოლოდ მას
შემდეგ მიდიოდნენ, როცა ვაიძულებდი და ვახვედრებდი, რომ
მათ გარეშე უკეთესად ვიქნებოდი.
– ისინი ისეთივე ეგოისტები არიან, როგორიც ჩვენ – საკუთა-
რი თავი საუკეთესონი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მათი ყოფნა
ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის, თუმცა მათი წასვლის ან
არწასვლის შემთხვევაშიც კი, გზა ჩემამდე მოდის, გარდაუვა-
ლია, რომელიმე განიცადო და გზად მე არ შეგხვდე – მე, ვინც ყვე-
211 მკითხველთა ლიგა
ლაფერს საკუთარ ადგილს მოუძებნის და დაალაგებს, მხოლოდ
არ უნდა მომეჩვიო, რადგან ჩემგან გათავისუფლება უფრო რთუ-
ლია, ვიდრე ჩემი გაჩენა ადამიანში. სხვა გრძნობებისგან გან-
სხვავებით, მე სიყვარული შემიძლია, იან, და მაშინ, როცა ადამი-
ანს ჩემი წასვლა გულით უნდა და იბრძვის ამისთვის, სიხარულით
ვაგროვებ ბარგს და ისე შორს მივდივარ, რომ ვეღარასოდეს და-
მიბრუნოს ადამიანმა. ახლა შენ რომ ჩემს სახეს ხედავდე, ზიზღის
გრძნობა გაგიჩნდებოდა – ნაიარევად მეტყობა ყველა იმ ადამია-
ნის ცრემლი, ვისაც სიმწრის ტკივილი განვაცდევინე, ის ცრემლე-
ბი სახეს მიწვავდა და შეუძლებელია, რომელიმე დამავიწყდეს.
მოლოდინისგან განსხვავებით, მე ნამდვილად მიყვარს დალევა
და ამას ვერავინ და ვერაფერი ამიკრძალავს, იან. შეგიძლია, წა-
მოდგე და ერთი ჭიქა დალიო. ეს ცოტათი მაინც გაგრძნობინებს
თავს ჩემგან შორს.

212 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მეხუთე

ბრაზი

ძალაგამოცლილს ჩამეძინა და, როგორც იტყვიან, დილამდე


გაუნძრევლად მეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე მზის სხივები
ცდილობდა ოთახში შემოჭრას. მესმოდა, გარეთ ძლიერი ქარი
ქროდა. ზანტად წამოვდექი და ფარდები გადავწიე. ერთიანად შე-
მოაღწია სინათლემ ჩემს გუგებში და თავი ძლივს შევიკავე, რომ
არ წავქცეულიყავი. ოთხი დღეა, ტანთ არ გამომიცვლია. სიგა-
რეტს მოვუკიდე და თან ტანისამოსის გახდა დავიწყე. აივანზე
საცვლის ამარა გავედი, მციოდა, ქარი ძვალსა და რბილში ატან-
და, მაგრამ არ მანაღვლებდა, არც ადამიანთა რეაქცია მაწუხებ-
და, მით უფრო არ მანაღვლებდა საკუთარი თავი, რომელსაც უზ-
მოზე მოწეული სიგარეტი კარგს არაფერს დამართებდა. ოთახში
დავბრუნდი. ყელი და მუცელი მეწვოდა. ოთხი გრძნობა უკვე უკან
მივიტოვე, მაგრამ არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. საბედნიეროდ,
მოლოდინისა და შიშის უნარი კარგა ხანია დავკარგე, ამიტომ
არც ერთს არ განვიცდიდი. მას შემდეგ კი, რაც ჩემში ტკივილის
შეგრძნებაც საბოლოოდ ამოვწურე და თავი უფრო ძლიერად ჩავ-
თვალე, სანის საქციელის გამართლების შესაძლებლობაზე დავ-
ფიქრდი. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ყველაფერში მე
ვყოფილიყავი დამნაშავე და რადგან წასვლის უფლება მივეცი,
ანდა თავად გავუშვი, უფლება არ მქონდა, მისთვის რამე დამებ-
რალებინა. ჩემთვის აშკარა იყო, რატომ გამიჩნდა სანისადმი
ასეთი ლმობიერი დამოკიდებულება: ოთხი განცდილი გრძნობის
შემდეგ თითქოს ზედმეტი სიმძიმე მომეხსნა და მარტივად შემეძ-
ლო სხვათა ნებისმიერი არაადეკვატური ნამოქმედარისთვის მო-
მეძებნა ახსნა. ეს განცდა იმედს მმატებდა, რომ ოდნავ მაინც შე-
იცვალა ან შეიცვლებოდა ჩემში რამე უკეთესობისკენ. იქნებ სანი
213 მკითხველთა ლიგა
ჯერ კიდევ მაშინ მივატოვე, როცა სიტყვა "მიყვარხარ" ვუთხარი?
იქნებ სჯობდა, ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც იყო, ან
შემძლებოდა და მისი თავისუფლება არ შემეზღუდა, ანდა მანამ-
დე გავმქრალიყავი მისი ცხოვრებიდან, სანამ თავად გაიაზრებ-
და, რომ საერთოდ ვარსებობდი მის სიახლოვეს. შეიძლება, სუ-
ლაც ჩემი ამქვეყნად ყოფნა იყო შეცდომა და იმ უამრავი კარი-
დან, რომელიც ჩემ წინ იყო, სწორედ ის შევაღე, რომელიც არ უნ-
და შემეღო. მაგრამ ადამიანი ასეთია: მილიონი სიცოცხლის შან-
სიდან მილიონჯერვე იმ გზას ირჩევს, რომელიც შეცდომებითა და
ტკივილებით არის სავსე.
თითქოს თვალები ჩამიცვივდა და სისხლით ამევსო. იან კლა-
ინი, რომელიც ბუნებით მუდამ ნარცისი იყო, ახლა საკუთარ თავ-
სა და თვითშეფასების უნარს კარგავდა, ნადგურდებოდა და იცო-
და, რომ ამაში მხოლოდ თავად იყო დამნაშავე, საკუთარი თავის
წინაშე ჩადენილი დანაშაული კი, მისთვის მიუტევებელი ცოდვა
იყო.
– იან კლაინ, ის ხელმოცარული იდიოტი ხარ, რომელიც ვერა-
ფერს მიაღწევს ცხოვრებაში, – ვუმეორებდი საკუთარ თავს და
თან ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტად ჩამებნელებინა ჩემი
ოთახი – გადამექცია უფსკრულად, რომლისკენაც თავპირის-
მტვრევით გავექანებოდი, რათა მასში დავკარგულიყავი ისე,
რომ უკან ამოსასვლელი გზისთვის ვეღარ მიმეგნო. მოულოდნე-
ლად ამ სიბნელეში სინათლის სხივები გამოჩნდა, თუმცა ის ვერ
ახერხებდა სიბნელის გაფანტვას. მხოლოდ თვალებს მჭრიდა და
კანს მიწვავდა, საითაც უნდა წავსულიყავი, დამყვებოდა და მოს-
ვენებას არ მაძლევდა. ეს სიბნელეზე უარესი იყო, სადაც უნდა
დავმალულიყავი, გამუდმებით ჩემ წინ ჩნდებოდა. მოთმინების
ფიალა ამევსო, ბრაზი უკვე ყელში მიჭერდა და სულმოუთქმე-
ლად ვიყვირე:
– გეყოფა, უკვე საკმარისად გავბრაზდი და შეწყვიტე!
214 მკითხველთა ლიგა
– როგორც იქნა, გამოგივიდა და ჩემი სახელი ახსენე. კიდევ
კარგი, თორემ უკვე დავიღალე შენი წვალებით. იან, იან, ნუთუ ეს
შენ ხარ, ის შესანიშნავი ადამიანი, რომელზეც ჩვენში ამბობ-
დნენ, საოცრად შეყვარებული და დამცირებულიაო, რომელიც
ვერა და ვერ იქცა იმად, ვინც ასე სურს, რომ იყოსო?! ეს რა საში-
ნელი რამ მოვისმინე შენგან, ვერ დამაჯერებ, რომ ამ ყველაფერს
ნამდვილად ფიქრობ საკუთარ თავზე. სად გაქრა ის მომთმენი და
ამაყი ადამიანი, რომელსაც დღემდე ერთხელაც არ განვუცდი-
ვარ? შენ ხომ არასოდეს ბრაზობდი და ახლა ასეთ შეუფერებელ
მომენტში, როგორ შეძელი ჩემი განცდა? როგორც აღმოჩნდა,
იმაზე მეტად გყვარებია საკუთარი თავი, ვიდრე მეგონა. ვერ გა-
უძელი საკუთარი თავის დამცირებას და მოულოდნელად შენმა
ქვეცნობიერმა გამომაღვიძა, რათა დაგიცვა, თორემ ეს შენ უკვე
დიდი ხანია აღარ შეგიძლია – დღითი დღე სუსტდები. როგორ
ფიქრობ, იმ ოთხი გრძნობის გაქრობით ძლიერი გახდები? ჩემ
გარეშე ვერასოდეს დაამარცხებ საკუთარ თავში ურჩხულს, შენ
ცეცხლი გჭირდება, რომელსაც მე გავაღვივებ, მე უნდა დაგანა-
ხო, სინამდვილეში როგორ მოგექცა სანი, მე უნდა განახო, რას
იმსახურებ, თუ, რა თქმა უნდა, ხელს არ მკრავ და როცა მიხვდე-
ბი, სინამდვილეში რა როგორ იყო, შვებას იგრძნობ და ძლიერი
იან კლაინი დაუბრუნდება საკუთარ ცხოვრებას, ისეთი, როგო-
რიც არასოდეს ყოფილა და რომელსაც ვეღარასოდეს დაამარ-
ცხებენ. მინდა, ისეთი ბრძოლა და ომი გასწავლო, რომელშიც
თავიდანვე დამარცხებისთვის არ იქნები განწირული. ეს იქნება
ბრძოლა გამარჯვების, ისინი კი, ვისაც უყვარდი და შენთან ერ-
თად იბრძოდნენ, გვერდით გეყოლებიან, ხოლო ისინი, ვინც ზურ-
გი გაქციეს და ფეხქვეშ გაგთელეს, ახლა მუხლებზე დაეცემიან
შენ წინაშე და ყველას აგებინებ პასუხს იმ დანაშაულისთვის, რო-
მელიც შენ წინაშე მიუძღვით. შენ შეძლებ და ჩვენს ყველა ბრაზს
იარაღად აქცევ, რომლითაც შეუპოვრად გაუგმირავ გულს მოღა-
215 მკითხველთა ლიგა
ლატეებს. იბრძოლე, იან, გადაუხადე მათ სამაგიერო. ამბობენ,
შურისძიება ის კერძია, რომელსაც ცივად მიირთმევენო, მაგრამ
მე ასე ვიტყვი: შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივიც და თბი-
ლიც ერთნაირად გემრიელია, როცა მას მოშივებული მიირთმევ.
ხომ იცი, რომ შეგიძლია ამის გაკეთება, შენს ხელთ უამრავი კო-
ზირია, რომელიც მოღალატეების კარტს ჭრის. ნუ დასვამ წერ-
ტილს, მძიმე დასვი და ამბავი, რომელიც ყველას ეგონა, რომ
დრამატულად დასრულდებოდა, შურისძიების საუკეთესო მაგა-
ლითად აქციე, რათა ყველას, ვინც ოდესმე შენს სახელსა და
გვარს გაიგონებს, ტანში ჟრუანტელი უვლიდეს და შენს დანახვა-
ზე შიშით ცახცახებდეს. მე ხომ ასე კარგად ვიცნობ შენს ბნელ
მხარეს, იან?! ნუთუ ისე შორს გადამალე ეგ შეშლილი მეგობარი,
რომ აღარ აპირებ გამოაჩინო. ის ხომ გამუდმებით შენს დაცვას
ცდილობდა და ზურგს გიმაგრებდა, გამოაჩინე, იან, იყავი ის,
ვინც ხარ სინამდვილეში.
მისი ხმა თავს მატკივებდა. ბრაზი იყო გრძნობა, რომელსაც
ვერ ვმართავდი და არ ვიცოდი, ჩემს სასიკეთოდ იყო თუ საუბე-
დუროდ, არც ის ვიცოდი, დამეჯერებინა მისთვის თუ არა. ორად
გავიხლიჩე, ჩემი ერთი ნახევარი თვლიდა, რომ ბრაზი მართალი
იყო და მე აუცილებლად უნდა მიმეზღო სამაგიერო ყველასთვის,
ვინც გული მატკინა, ხოლო მეორე ნახევარი მოთმინებას მაიძუ-
ლებდა და ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ამ ყველაფერში რაღაც
მაინც იყო კარგი, რომ სულ ცოტა რაღაც მაინც ვისწავლე, ან ბედ-
ნიერება განვიცადე, ან უბრალოდ... ამის დედაც, ბრაზი მართა-
ლი იყო და მე აუცილებლად უნდა მოვიქცე ისე, როგორც მან მირ-
ჩია... თუმცა, არა, ის ხომ უბრალოდ გრძნობაა, როგორ გაიგებს,
სინამდვილეში რა ხდება ჩემში, რას ვფიქრობ და რას განვიცდი.
მხოლოდ საკუთარი ინსტინქტებით მოქმედებს და ისევ ამის დე-
დაც... რა გამეკეთებინა. არ ვიცოდი... თითქოს სასწორის ორივე
მხარეს ერთდროულად ვიდექი და ხან ერთი მხარე იჯაბნებოდა,
216 მკითხველთა ლიგა
ხან – მეორე და ასე დაუსრულებლად. მაგრამ, ბოლოს და ბო-
ლოს, უნდა გადაწყვეტილიყო, რა ექნა იან კლაინს.
– მე ახლაც ის იანი ვარ, ვინც დიდი ხნის წინ ვიყავი, – ვთქვი
მე. – თუმცა, რა თქმა უნდა, გარემოებებმა და სხვადასხვა ფაქ-
ტორმა მოახდინეს ჩემზე გავლენა. ნესტიან ადგილას დიდი ხნით
მიტოვებულ რკინაც კი ჟანგს მოიკიდებს და რა გასაკვირია, რომ
ამდენი განცდისა და ტკივილის გადამკიდე, მეც შევიცვალე –
ადამიანს, რომლის მოღუნვა, რკინისგან განსხვავებით, გახურე-
ბის გარეშეც შეიძლება, მთავარია, რამე ისეთი უთხრა, რაც იცი,
რომ გაანადგურებს, შემდეგ კი, რამდენიც უნდა ეცადო მის წელ-
ში გასწორებას, არაფერი გამოვა. შენ შეგიძლია, გააგრძელო ჩე-
მი წაქეზება და იმის გაკეთებისკენ მიბიძგო, რაც არ მინდა, მე კი
ვიცი, რომ ბრძოლაში, რომელზეც შენ საუბრობდი, გამარჯვების-
თვის ვარ განწირული.
სიტყვა დავასრულე და ტელეფონმაც დარეკა. ზანტად ავიღე
ყურმილი და ყურთან მივიტანე.
– ოც წუთში, ნაცნობ ადგილას, – მომესმა ხმა, რომელიც ვერ
გავარკვიე, ქალის იყო თუ მამაკაცის.
ყურმილი დავკიდე და გასასვლელად გავემზადე. ოც წუთში
დანიშნულების ადგილას ვიყავი – ეს ჩემი და სანის შეხვედრის
ადგილი იყო, სხვა ვერსიაზე არც კი მიფიქრია. თუმცა ის, ვინც
შეხვედრა დამითქვა, არსად ჩანდა.
– ვიღაც ძალიან მწარედ გეხუმრება, იან, – ისევ ჩემთან იყო
ბრაზი და არ ჩუმდებოდა. არაფერი მითქვამს, სიგარეტს მოვუკი-
დე და ნერვიულად დავიწყე წინ და უკან სიარული. – განა ასეთი
ადამიანები დასჯის ღირსები არ არიან, მეგობარო?
– ფეხებზე მკიდია, – ვუყვირე ბრაზს.
– მე მითხარით რამე? – მოისმა სიბნელიდან მათხოვარი მა-
მაკაცის ხმა, რომელიც ქაღალდის ნაგლეჯზე იწვა და დაძინებას
ცდილობდა.
217 მკითხველთა ლიგა
– არა, ჩემთვის ჩავილაპარაკე.
– იქნებ ცოტაოდენი ფული გაიმეტოთ ჩემთვის, მთელი დღეა,
წვეთი სასმელი არ მიჰკარებია ჩემს პირს.
– ხელი გაანძრიე და ფულიც იქნება, – შევუტიე უცნობს და
უკან გამოვბრუნდი.
– ურიგო არ იქნებოდა, წიხლსაც თუ უთავაზებდი მაგ უტი-
ფარს, – აწრიალდა ბრაზი.
– იან!.. – მომესმა ამ დროს ჩემი სახელი. მოვტრიალდი და შა-
ინი დავინახე. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ჩემ-
კენ მობაკუნობდა ვიღაც კლასიკურად ჩაცმულ მამაკაცთან ერ-
თად.
– აქ კარგი ამბავი არ დატრიალდება, გირჩევ, არაფერი დაუთ-
მო, იან.
– როგორ ხარ, მეგობარო? – მხარზე ხელი მომხვია შაინიმ. –
მიხარია შენი დანახვა, ვიგინდარა ჰენრიმ თითქმის ყველა ხელი
მომიგო ბილიარდში და რას იტყვი, ჩემ მაგივრად რომ პატარა
გაკვეთილი ჩაუტარო?
თავიდან ფეხებამდე კარგად შევათვალიერე ჩემკენ ხელგა-
მოწვდილი ჰენრი და დამცინავად გავუღიმე შაინის.
– მოხარული ვარ, ვინმემ თუ მაინც შეძლო შენთვის ჭკუის
სწავლება, – ვუთხარი და ხელები ჯიბეში ჩავიწყვე. ერთდროუ-
ლად ორივეს სახეზე გაკვირვება გამოიხატა, ჰენრიმ რამდენიმე
ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.
– ეს უკვე მომწონს, – წამოიყვირა ბრაზმა. – მუხლებში ჩაარ-
ტყი, იან, საკმაოდ სუსტი აქვს და მარტივად მოერევი.
– ყველანი ერთნაირები ხართ, – ვთქვი და სიგარეტის ნამწვი
პირდაპირ ჰენრის ფეხებთან დავაგდე, ზურგი შევაქციე და სახ-
ლისკენ წავედი. გზაში უამრავი სალანძღავი სიტყვა ვუთხარი
ბრაზს და ათჯერ მეტი – იან კლაინს. უკვე ვიცოდი, რომ ჩემს ასეთ
გამოსვლებს გრძნობების დუმილი მოჰყვებოდა ხოლმე – ყო-
218 მკითხველთა ლიგა
ველთვის, როცა იქით შევუტევდი, ისინი ჩუმდებოდნენ, თუმცა არ
მტოვებდნენ. ეს იმიტომ, რომ მეგრძნო და მენახა, რამდენად
კარგები ან იდეალურები იყვნენ. ამჯერად კი შევცდი, ბრაზი ასე
არ მოქცეულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმშვიდე აცოფებ-
და, არ უცდია, დიდი დოზით დამტეხოდა თავს, უბრალოდ, რო-
გორც კი საუბარი დავასრულე, თავად დაიწყო ლაპარაკი, უფრო
სწორად, ეს მისი მონოლოგი იყო, მშვიდი, აუღელვებელი ტონით
წარმოთქმული, რომლის თითოეულ ფრაზაში იგრძნობოდა და-
უკმაყოფილებელი სურვილი, მიმეღო ჩემიანად და ბრაზს დავ-
მორჩილებოდი.
– ხსნის გზას გაჩვენებ და ამას ვერ მიმხვდარხარ, იან. ჩემთან
ბრძოლა გსურს? წინააღმდეგი არა ვარ და არც იმაში ვარ დარ-
წმუნებული, რომ ჩემი მარცხი გარდაუვალი იქნება. არ დაგავიწ-
ყდეს, ერთადერთი ვარ გრძნობათა შორის, ვისაც შემიძლია, ისე-
თი რამ ჩავადენინო ადამიანს, რომელსაც ჩემ გარეშე არასოდეს
გააკეთებდა. აი, თუნდაც მკვლელობა... აპირებ, რომ სამყაროში
არსებული ყველა ომისა თუ ბრძოლის, კამათისა თუ შურისძიე-
ბის მთავარ მიზეზს შეებრძოლო და დაამარცხო ის? არ ვარ წინა-
აღმდეგი, მაგრამ დავდოთ ნაძლევი, იმ შემთხვევაში, თუ მე გავი-
მარჯვებ, შეასრულებ ჩემს ყველა სურვილს და თუ დავმარცხდი,
სამუდამოდ გაქრება ბრაზი შენი ცხოვრებიდან. თანახმა ხარ
ბრძოლის წესებზე?
– თანახმა ვარ!
– მაშინ შეგვიძლია, დავიწყოთ, – მითხრა.
– შენ დაიწყე, მე შემდეგ ჩავერთვები.
– ასე იყოს, თუკი მე ვიწყებ და თამაშის წესებიც ჩემი მოგონი-
ლია, მე შენთან ბრძოლის იარაღად სანის ვირჩევ და მისი ცხოვ-
რების იმ მომენტებს, როცა ის ბრაზს განიცდიდა შენ ან სხვის მი-
მართ. ვნახოთ, როგორ გაუძლებ ამბავს, რომელშიც იმაზე მეტი
ტყუილი და ღალატია, ვიდრე თქვენი შეხვედრიდან დაშორებამ-
219 მკითხველთა ლიგა
დე გასული დრო, – მითხრა და მისი იერიშიც დაიწყო. – გულ-
წრფელად გეტყვი და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, თქვენი პირ-
ველი შეხვედრიდან თუ თქვენს შეხვედრამდე სანის თავს გადახ-
დენილი ამბიდან, რომელმაც აიძულა, შენს ცხოვრებაში გამოჩე-
ნილიყო. ის მანამ გიცნობდა, სანამ მოვიდოდა და შენთვის იმ სა-
ძულველ კითხვას გკითხავდა: "როგორ ფიქრობ, რა ფერი აქვს
დავიწყებას, იან?" – შესანიშნავი მანიპულატორია, რომელიც ერ-
თდროულად იყო გაბრაზებული როგორც საკუთარ თავზე, ისე
სრულიად სამყაროზე და ამ განცდის მოსაშორებლად და გასარ-
თობად შენ აგირჩია და თავისი აბსურდული და შინაარსიანი სა-
უბრებით შეძლო შენთვის თავი შეეყვარებინა – ისეთად წარმო-
ჩენილიყო, თითქოს ყველასა და ყველაფრისგან განსხვავებუ-
ლია. კარგად იცი, როგორ უჭირდა თავის მოთოკვა კამათისას და
გაბრაზებული როგორი ტონით გელაპარაკებოდა, თუმცა, რო-
გორც კი ანალოგიურად უპასუხებდი, გინაწყენდებოდა. ასეთი
საქციელით ჟონგლიორის იმ ბურთებს მიგამატა, რომელიც ასე
მრავლად იყო მის ცხოვრებაში. ერთ-ერთი სხვათაგანი იყავი,
სხვებივით შენც თავის ნებაზე გატრიალებდა, მაგრამ ამ ყველა-
ფერს ისე აკეთებდა, რომ შენ წინაშე სუსტი და დაუცველი გამო-
ჩენილიყო, ყოფილიყო საბრალო სანი, რომელსაც არავინ ჰყავ-
და, ვინც გვერდით დაუდგებოდა და სამუდამოდ დარჩებოდა მას-
თან, ტკივილს გაუნელებდა და ბედნიერებას მიანიჭებდა. იმდე-
ნად დაგარწმუნა საკუთარ სისპეტაკესა და სისუფთავეში, რომ
მზად იყავი, მის გამო ყველა და ყველაფერი დაგეკარგა და მათ
შორის საკუთარი თავიც, ოღონდ მისთვის ბედნიერება მიგენიჭე-
ბინა. სანიმ იცოდა შენი მარტოსულობისა და ტკივილის შესახებ,
მაგრამ ეს ყოველივე არად ჩააგდო და უარესისთვის გაგიმეტა.
განა ეს გასაბრაზებელი არ არის, იან? შენ ამას ყოველთვის ხვდე-
ბოდი, მაგრამ იმდენად შეპყრობილი ჰყავდი მისი გაბედნიერები-
სა და კარგად ყოფნის იდეას, რომ არაფრად გიღირდა შენი წარ-
220 მკითხველთა ლიგა
სული ცხოვრება, რომელიც მის გარეშეც საკმარისად დრამატუ-
ლი იყო, მისი გამოჩენისა და წასვლის შემდეგ კი, საერთოდ მი-
წასთან გასწორდა. ვგრძნობ, როგორ გიდუღს ბრაზი და სადაც
არის, ამოხეთქს კიდეც! ალბათ ამიტომაც ერიდებოდი ამდენ
ხანს ამაზე ფიქრსა და საუბარს, რადგან იცოდი, ბრაზს ვერსად
გაექცეოდი. თუმცა ახლა დრო მოვიდა, პასუხი აგო საკუთარი თა-
ვის წინაშე, რადგან ყველაფერში სანი კი არა, შენ ხარ დამნაშავე,
რადგან მას ამის უფლება მიეცი.
– არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. რა თქმა უნდა, მართალი
ხარ, თუმცა მე ბრძოლის იარაღად სანისთან ერთად გატარებულ
ბედნიერ წუთებს ვირჩევ, სიყვარულს, რომელიც ჯერ ისევ შემომ-
რჩა და მოთმინების უნარს, რომელიც ტკივილმა მასწავლა.
ვგრძნობ, როგორ დუღს ჩემში იმ ყველაფრის მიმართ ზიზღი და
ბრაზი, რაზეც შენ მესაუბრე, თუმცა უკვე საკმარისად ძლიერი
ვარ, რომ ეს განცდა შურისძიების მთავარ ინგრედიენტად ვაქციო
და გავანადგურო ის, ვინც ერთხელ მაინც მაგრძნობინა თავი
ადამიანად. ცხოვრებაში გამუდმებით ასეა, ადამიანები ჩნდებიან
შენს სიცოცხლეში, ტოვებენ რაღაცას და მიდიან. მიდიან სამუდა-
მოდ, იცი, არასოდეს დაბრუნდებიან, თუმცა გრჩება უამრავი სა-
მახსოვრო მომენტი, რომელიც ერთდროულად განგაცდევინებს
ტკივილსა და სიხარულს, ბედნიერებასა და უბედურებას, ბრაზსა
და თანაგრძნობის უნარს. მე კი, შენდა სამწუხაროდ, ისეთი აღ-
მოვჩნდი, რომ ყველაფერში მედლის მეორე მხარეს ვირჩევ. ერ-
თხელ სანიმ მითხრა, ყველა ადამიანს თავისი როლი აქვს ჩვენს
ცხოვრებაში და უმიზეზოდ არავინ მოდისო. სრულიად შესაძლე-
ბელია, მისი როლი ჩემს ცხოვრებაში ის იყო, რომ შესანიშნავი
გაკვეთილი ჩამიტარა, თუ როგორ ადამიანს არ უნდა ვენდო. ალ-
ბათ ამიტომაც განვიცდი მის მიმართ არა ბრაზს, არამედ სიყვა-
რულსა და პატიების სურვილს, რომელსაც შენ დამარცხებისკენ
მიჰყავხარ.
221 მკითხველთა ლიგა
– საინტერესო მიდგომაა, იან, თუმცა მე ჯერ არ დამისრულე-
ბია. რას იტყვი, თუ გიამბობ, როგორ ცხოვრობდა სანი სხვა ქა-
ლაქში? საიდან ვიცი? შენგან განსხვავებით, სანი არასოდეს მი-
მიტოვებია. ზოგჯერ მაკვირვებს კიდეც ჩემი ასეთი ძაღლური ერ-
თგულება ადამიანებისადმი. ის განიცდიდა ბრაზს საკუთარი თა-
ვისა და შენ მიმართ ყოველთვის, როცა სხვა მამაკაცს ეარშიყე-
ბოდა ან პაემანზე თანხმდებოდა. აუცილებელია იმის აღნიშვნა,
რომ რთულია, გულგრილი იყოს რომელიმე მამაკაცი მის მი-
მართ, თუ არაამქვეყნიურად შეყვარებული არ არის სხვა ქალზე.
სანი ვერ შეძლებს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე, მაგრამ თა-
ვად მას არასოდეს უყვარს; მას ხიბლავს, როცა რამდენიმე მამა-
კაცი მასზე ერთდროულად არის შეყვარებული და როცა სიყვა-
რულის ნაცვლად მხოლოდ ვნების დაუცხრომელ სურვილს იღე-
ბს, სიცოცხლის მთავარ მიზნად ისახავს, თავდავიწყებით შეაყვა-
როს მათ თავი და მხოლოდ მას შემდეგ მიატოვოს, როცა თითოე-
ულს მასთან მუხლებზე დაცემულს ნახავს. რამდენი ასეთი შემ-
თხვევის მოყვანა შემიძლია, მაგრამ არც ერთს არ დავასახელებ,
შენ ეს უკვე გამოსცადე საკუთარ თავზე და იცი ამ ქმედების შედე-
გები, აი, იმაში კი ნამდვილად ცდები, რომ მისთვის სულ რაღაც
მეორე თუ მესამე სიყვარული იყავი, ან იქნებ მეოთხე ან მეხუთე?
არადა, სრულიად შესაძლებელია, მეექვსე და მეშვიდეც კი აღ-
მოჩნდე! კი, ასეა და ახლა ვხედავ, როგორ იწყებს შენში კვდომას
პირველობის დაუშრეტელი სურვილი, ისიც კი გეგონა, რომ სანი
არასოდეს დაგივიწყებდა, მე კი ვეჭვობ, რომ ახლა, როცა ის სრუ-
ლიად სხვა მამაკაცის მკლავებში ნებივრობს, შენ ახსენდებოდე.
ერთადერთი, რის გამოც სანის გაახსენდები, შენი ხელმოცარუ-
ლობაა. ყველაზე მთავარი დამავიწყდა. შეუძლებელია, არ ვახსე-
ნო ადამიანი, ვის გამოც სანიმ მიგატოვა – მისი მეგობარი, თუ
საყვარელი ადამიანი. ჰო, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მან ის მე-
გობრად გაგაცნო და პირიქით, არადა, სინამდვილეში, ორივეს-
222 მკითხველთა ლიგა
თან ერთი და იგივე ურთიერთობა ჰქონდა. საბოლოოდ კი უკეთე-
სი აირჩია! უკეთესში რაიმე პიროვნულ და სოციალურ უპირატე-
სობას კი არ ვგულისხმობ, არა, მისთვის მთავარია, რომელი უფ-
რო სწორად აჰყვება იმ თამაშში, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს.
ფაქტია, რომ შენნაირი ერთგული ადამიანი არ იმსახურებდა
ამას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ერთგულება არ გიფასდება.
იქნებ შენ რომ ასეთი არ ყოფილიყავი და თუნდაც ის გათხოვილი
ქალი ჩაგეწვინა საწოლში, რომელიც რომეროს დაუთმე, ყველა-
ფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ფუნდამენტს ხომ ვერ შეც-
ვლი? ერთდროულად დიდებული და საცოდავია ის ადამიანი,
რომელსაც ღალატი და ტყუილის თქმა არ შეუძლია, ის განწირუ-
ლია იმისთვის, რომ საპირისპირო მიიღოს. ვგრძნობ, როგორ გე-
უფლება ბრაზისგან გულისრევის შეგრძნება, როცა მას სხვის
მკლავებში წარმოიდგენ. ხელები გიკანკალებს, თვალები ჩაგი-
სისხლიანდა, ხელებს მუშტავ და მუხლებზე ირტყამ, ყველა ნერვი
დაჭიმული გაქვს, საოცარ ბრაზს გრძნობ და მას ჭკუიდან გადაჰ-
ყავხარ. გამოაფხიზლე ურჩხული, გამოაფხიზლე!
ის მჯობნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველი სიტყვა
ისევ ჩემი ფიქრებისა და ეჭვებისგან გამომდინარეობდა, ვიცოდი,
რომ მართალი იყო. ბრაზი ფუტკარივით ბზუოდა ჩემს ქვეცნობი-
ერში და ყოველ ჯერზე უფრო მწარედ მკბენდა, სისხლს მწოვდა
და მამწარებდა.
– არ შემიძლია ამის გაკეთება, მე მას დავპირდი, რომ არასო-
დეს შევუშლიდი ხელს ბედნიერებაში, სიტყვას კი ყოველთვის
ვასრულებ. მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე აზრი შევიცვალო და
თუნდაც უღირსი ადამიანის წინაშე დადებული პირობა გავტეხო.
როგორც შენ ამბობ, თუ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, მაშინ სა-
კუთარ თავზე ვიღებ დანაშაულის მთელ ტვირთს და მზად ვარ, შუ-
რი ვიძიო იან კლაინზე და სხვა არავისზე და არაფერზე. შენი
მცდელობა, დამაკარგვინო ის სიძლიერე, რაც სხვა გრძნობებმა
223 მკითხველთა ლიგა
მისახსოვრეს, უშედეგოა. ტკივილმა მიამბო შენზე, თუ როგორ
დაუნდობლად მოექეცი ელიასსა და ტისელს, შენმა აბსურდულმა
ქმედებამ კი ორი შეყვარებული ადამიანი იქამდე მიიყვანა, რომ
სამუდამოდ დაკარგეს ერთმანეთი. ალბათ ტისელსაც ჩემსავით
არწმუნებდი, რომ გაბრაზებულიყო და შური ეძია ელიასზე, შენ
დაარწმუნე ის, რომ ელიასმა მიატოვა და ამის შემდეგ ჩემთან მო-
დიხარ და გაქვს ამბიცია, რომ გენდო და დაგიჯერო? რომ, თუ
გავბრაზდები უფრო ძლიერი გავხდები? სინამდვილეში კი სწო-
რედ შენ ხარ ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტე, რადგან აკარ-
გვინებ არჩევანის საშუალებას, იაროს სწორ გზაზე თუ ჩაიდინოს
ბოროტება. შურისძიება მხოლოდ მაშინ არის სასიამოვნო, როცა
მას სჩადიხარ, დროთა განმავლობაში კი სინანულის განუყოფე-
ლი ნაწილი ხდება, რომელსაც ვეღარაფერს უშველი, ვეღარ გა-
მოასწორებ. შენ და სანი ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს და ალ-
ბათ ამიტომაც არ ტოვებდი არასოდეს. ორივე იმად წარმოაჩენთ
თავს, რაც არ ხართ, თუმცა, საბოლოოდ, ყველასთვის თვალსა-
ჩინო ხდება თქვენი ნამდვილი სახე, ნიღბის ტარება გეხერხებათ,
თუმცა თვალებს რას მოუხერხებთ, ისინი არასოდეს ცრუობენ,
როგორც უნდა მოინდომო.
– თუკი ასეა, და თვალები არასოდეს იტყუებიან, როგორ შეძ-
ლო სანიმ შენი მოტყუება? – მკითხა ბრაზმა.
– გაინტერესებს, როგორ შეძლო?
– უფრო ის მაინტერესებს, როგორ მოტყუვდი.
– მარტივია, მის თვალებში არასოდეს ჩამიხედავს ეჭვით, ყო-
ველთვის სიყვარულით ვუყურებდი.
– შესანიშნავი პასუხია! თითქმის შეძელი ჩემი გაჩუმება, იან.
როგორც ხედავ, სიტყვებსაც ვეღარ ვუყრი თავს. ელიასისა და ტი-
სელის ამბავი კი ნამდვილი დრამა აღმოჩნდა ჩემთვის. სამწუხა-
როდ, მე არ ვიცოდი, ელიასი რას აკეთებდა იმ დროს, როცა ტი-
სელმა ხელი ჩამჭიდა და განმიცადა. ელიასი ვერ გრძნობდა
224 მკითხველთა ლიგა
ბრაზს. რომ მცოდნოდა მისი თავდაუზოგავი მცდელობების შესა-
ხებ, რომელსაც ტისელთან მიჰყავდა ის, წამითაც არ გავჩნდებო-
დი ტისელის გონებაში და არ ვაიძულებდი, ღმერთებისთვის
ელიასის დასჯა ეთხოვა. დილით, როცა გოგონა მეგობრებთან
ერთად სანაპიროზე სასეირნოდ წავიდა, ელიასის გაცივებული
სხეული იპოვა. ერთი შეხედვით იცნო და მუხლები მოეკვეთა და
ამ დროს მე და ტკივილი ერთმანეთს ვებრძოდით: გოგონა განიც-
დიდა ტკივილს საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო და იმავ-
დროულად ბრაზობდა საკუთარ თავზე. შეზიზღდა საკუთარი სუ-
ლი და ხორცი, კუნძული კი გამაყრუებელმა კივილმა დაფარა. ეს
იყო შემთხვევა, როცა მე კი არ ვმართავდი ადამიანს, არამედ, პი-
რიქით, ადამიანი მმართავდა და განმიცდიდა. ვცდილობდი, შევ-
წინააღმდეგებოდი, რომ როგორმე ეფიქრა, რომ ეს მისი ბრალი
არ იყო, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ვცდებოდით. ტი-
სელმა სამუდამოდ მიიხურა მისი სამყაროს კარი და საკუთარ
თავთან სრულიად მარტო დარჩა. მე შევცდი და შემიძლია ამის
აღიარება. სულ რამდენიმე საათით რომ დამეგვიანა, ისინი ერ-
თმანეთს შეხვდებოდნენ... მაგრამ მათი ამბავი განსხვავებულია
შენი ისტორიისგან, იან, გთხოვ, ერთმანეთს ნუ შეადარებ.
– რატომაც არა, იქნებ ამჯერადაც ცდები და ისეთი რამისკენ
მიბიძგებ, რაც ვიცი, რომ მომავალში სანანებელი გამიხდება და
ისევ გამოვიკეტები საკუთარ თავში? დაუფიქრებელი და სულ-
სწრაფი ხარ. იქნებ სულაც არ არის ისე, როგორც შენ ამბობ და
სანი მართალია და ყველაფერში მე ვარ დამნაშავე? ჯერ კიდევ
საუბრის დასაწყისში იერიშით ცდილობდი ჩემს დამარცხებას, ახ-
ლა კი, როცა მიხვდი, არაფერი გამოვიდოდა, თხოვნაზე გადახ-
ვედი. რა დაგემართა? ნუთუ საკუთარ თავს გადააბიჯე და ყველა
გზით ცდილობ, საწადელ მიზანს მიაღწიო? განა ასეთი უთავმოყ-
ვარეო ხარ, ბრაზო, რომ მზად ხარ, მუხლებზე დამიდგე და მთხო-

225 მკითხველთა ლიგა


ვო, არ დაგამარცხო? ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია ამ თხოვნის
შესრულება.
– იდეალურად გამომიცანი და წარმოაჩინე ჩემი რეალური სა-
ხე, – მითხრა მან და აღარც დაუმალავს თავისი ნამდვილი სახე –
ქედმაღალი და ამაყი, რომელიც ყველაფერს კადრულობს საწა-
დელი მიზნის მისაღწევად. მის საუბარში იგრძნობოდა ცინიზმი
და ის თუ რამდენად შეუვალი იყო. – არ მეგონა, შენთან თუ დავ-
მარცხდებოდი. ზუსტად ისეთი ვარ, როგორადაც შენ მახასიათებ,
მაგრამ ერთი ღირსება მაინც მაქვს: შემიძლია აღიარება და პი-
რობის შესრულება! შენ გაიმარჯვე, იან კლაინ.
იატაკზე ვწევარ ზურგით, ისევ ისეთი მშვიდი ვარ, როგორიც
ბრაზთან ვიყავი, თითქოს ჩემს ვენებში სისხლის ნაცვლად ოკეა-
ნის წყალი მიედინება და გულს მიწყნარებს, ვიღიმი და მარჯვენა
ხელს გულზე ვიდებ, ძალას ვიკრებ და ვდგები. უმნიშვნელოდ
მესხმის თავბრუ, ჩემს თვალებში ის ვარსკვლავები ირეკლებიან,
რომლებიც ცას სწყდებიან – ისინი ვეღარასოდეს აასრულებენ
ვინმეს სურვილს. თუმცა ვიცოდი, რომ ბრაზი მტოვებდა, მოწყვე-
ტილ ვარსკვლავს მაინც ჩავუთქვი, რომ მას სამუდამოდ მივეტო-
ვებინე.
– კეთილი, იან, გტოვებ, თუმცა გახსოვდეს, რომ, როცა სრუ-
ლიად მარტო დარჩები, ბრაზის ვერგანცდაც გაგაბრაზებს და ეს
იქნება შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ამიერიდან
გრჩება მხოლოდ საკუთარი თავი, ვისაც შეგიძლია, ჰკითხო და
ვისგანაც შეგიძლია, პასუხი მიიღო. ჩვენ ერთად უფრო ძლიერე-
ბი ვიქნებოდით, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემ გარეშეც არანაკლებ
ძლიერი ხარ და კიდევ უფრო მეტად იქნები, მეხუთე მთავარი
გრძნობის, ბრაზის გარეშე!

226 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მეექვსე

მარტოობა

– კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, იან.


– უძღები შვილი დაუბრუნდა საკუთარ სახლს.
– ასე დავიწყებაც არ შეიძლება, მეგობარო.
– მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ მენატრებოდი.
– მათ ნუ უსმენ, იან, ყველას ძალიან მოგვენატრე.
– ასეა, ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.
– მაინც არ ველოდებოდი ასე მალე შენს დაბრუნებას.
– მე კი ველოდებოდი, კარგად ვიცნობ სანის მარტოობასაც.
– საკმარისია, ნუ შეაწუხეთ ადამიანი, – ჩემს ქვეცნობიერში
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მარტოობა უამრავი განსხვა-
ვებული ხმით მესაუბრებოდა, ან უბრალოდ, ის არასოდეს არის
ერთი, არამედ იმდენია, რამდენჯერაც შეუძლია, თავი მარტო
გაგრძნობინოს.
– მე თუ მკითხავთ, – თქვა მათ შორის ყველაზე ახალგაზ-
რდამ, – ადამიანები ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებენ, სიყ-
ვარულსაც და, მათ შორის, ჩვენც. რა თქმა უნდა, ჩვენ ურწმუნოე-
ბი ვართ და სიყვარულის არ გვჯერა, მაგრამ ის მაინც არსებობს.
მართალია, ისეთი არა, როგორიც უწინ – ადამიანებმა ის გადაა-
კეთეს და შეცვალეს, რაღაც სულელური ვალდებულებები და
დოგმები დაამატეს, რაღაც კი მოაკლეს და საბოლოოდ სრული-
ად ახალ გრძნობად აქციეს. ახლა ის ისეთია, რომ შეიძლება, გა-
დაგიყვარდეს კიდეც. რაც შეეხება ჩვენს ცვლილებას, აქ საქმე კი-
დევ უფრო რთულადაა. ადრე თუ შესაძლებელი იყო ჩვენგან თა-
ვის დაღწევა, ახლა პირიქით, სამუდამოდ ვრჩებით ადამიანთან
და აი, რა ხდება: მილიონიან ქალაქში, სადაც სიცოცხლე დუღს,

227 მკითხველთა ლიგა


ადამიანი შეიძლება თავს მარტო გრძნობდეს და თავი უდაბნოში
ეგონოს.
– ახალგაზრდავ, სიყვარულსა და ჩვენზე ისე საუბრობ თით-
ქოს გესმის საკითხი, – გააგრძელა საუბარი ხნიერმა მარტო-
ობამ. – მე კი ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა გადაყვარება
კი არა, გადაჩვევაა, დიახ, ასეა. ჯერ მიჩვევაა და შემდეგ სიყვა-
რული. ადამიანები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან,
რამდენადაც ჰგვანან. ნაკლი, ხასიათი, ქცევა, ხმა, შეხედულებე-
ბი – ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური,
სხვისგან განსხვავებული აქვს, შესაძლოა, ეს ვიღაცას აღიზია-
ნებდეს, მაგრამ შენ აღგაფრთოვანოს და მიეჩვიო მას. ეს მიჩვევა
კი, დროთა განმავლობაში სიყვარულად იქცეს. თავად არასოდეს
მჯეროდა გადაყვარების შესაძლებლობის, აი, გადაჩვევის კი ყო-
ველთვის მწამდა. სიყვარული დიაგრამას ჰგავს და მიჩვევით იწ-
ყება, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ერთი ნაბიჯი აკლია სამუდა-
მოდ ერთ – უმაღლეს ნიშნულზე ასვლამდე, სახელს – "სიყვა-
რულს" არქმევენ. ცხადია, მიჩვევაც არ არის უმნიშვნელო რამ,
თუმცა ის მაინც არ არის სიყვარული. ამიტომაა, რომ მიჩვევის
ფაზაში ნათქვამ "მიყვარხარს" აუცილებლად მოსდევს რეპოლა-
რიზაციის ფაზა, ანუ გადაჩვევა! ადამიანს რომ სიჩქარე არ უყვარ-
დეს და ცოტა მეტ დროს უთმობდეს საკუთარ გრძნობებში გარ-
კვევას, ურთიერთობები ასე სწრაფად არ დასრულდებოდა. ამი-
ტომ შეუძლიათ, ბევრჯერ უყვარდეთ და ამდენჯერვე გადაიყვა-
რონ. ადამიანებმა ვერ დაარქვეს საკუთარ განცდებს სწორი სა-
ხელი, დროთა განმავლობაში კი ის განსხვავებები, რომელიც
მათში აღფრთოვანებას იწვევდა, მოსაბეზრებელი ხდება და ყვე-
ლაფერი სრულდება. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ
მიჩვევისას ნათქვამი "მიყვარხარ" ვეღარასოდეს იქცევა ჭეშმა-
რიტ სიყვარულად. ამდენად, ადამიანებმა ის კი არ უნდა თქვან,

228 მკითხველთა ლიგა


რომ გადაუყვარდათ, არამედ თქვან, რომ, უბრალოდ, გადაეჩ-
ვივნენ. რაც შეგვეხება ჩვენ, არასოდეს ვტოვებდით მათ.
მარტოობა ერთადერთი გრძნობაა, რომლის მიმართ არასო-
დეს განმიცდია სიძულვილი, ის მიყვარდა და გამუდმებით ჩემთან
იყო, არასოდეს მტოვებდა, იმ შემთხვევაში კი, თუ მე დავტოვებ-
დი, ვიცოდი, დაუფიქრებლად მიმიღებდა დაბრუნებულს, ზუსტად
ისე, როგორც ახლა მოიქცა. მაგრამ უცნაურია, რომ დღემდე არ
გამიგონია მისი ხმა, ეს პირველი შემთხვევა იყო, უფრო სწორად,
პირველად იყო, რომ საუბრობდნენ და კამათობდნენ. ვიჯექი და
ვუსმენდი ამქვეყნად არსებულ ყველა მარტოობის ხმას, თუმცა,
ვიცოდი, საბოლოოდ ისინიც მოინდომებდნენ ჩემგან წასვლას
და ეს ჩემი "დამსახურება" იქნებოდა. მანამდე კი ვუსმენდი მათ
სულელურ და ბავშვურ კამათს და გიჟივით ვიცინოდი.
მარტოობის უარყოფითი შედეგები მაშინ ჩნდება, როცა ის
ზედმეტად ხანგრძლივია. რაც უფრო ხანგრძლივია მარტოობა,
მით მეტად მოქმედებს ადამიანზე და მისგან თავის დაღწევა და-
მოუკიდებლად შეუძლებელი ხდება. სასაცილოა იმაზე ფიქრი,
რომ ასეთ დროს გვერდით ვინმე გჭირდება. არადა, ადამიანს
იმისაც ეშინია, რომ ის ერთადერთიც მიატოვებს და უფრო ღრმად
ჩაეფლობა მარტოობის ჭაობში. მე კი საერთოდ არ ვგრძნობდი
შიშს, ვფიქრობდი იმაზე, რომ ნებისმიერს, ვინც უნდა გამოჩენი-
ლიყო ჩემს ცხოვრებაში, დაუფიქრებლად მივიღებდი და საბო-
ლოოდ არც მისი წასვლა მატკენდა გულს. ჩემს ქვეცნობიერში
ისევ საშინელი აურზაური იყო.
– იან, გადავწყვიტეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი გას-
წავლოთ, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებაში დაგეხმარება.
გეტყვით და, რომელიც მოგეწონება, ცხოვრების მთავარ მიზნად
დაისახე, – მითხრა ერთ-ერთმა და სწორედ მანვე გააგრძელა სა-
უბარი:

229 მკითხველთა ლიგა


– გააკეთე ის, რაც გინდა, როდესაც გინდა და სადაც გინდა,
არასოდეს დაუჯერო სხვათა რჩევებსა და დარიგებებს.
– შენი გრძნობები, განცდები და ემოციები მხოლოდ შენია,
არავის გაუზიარო ის, საკუთარ თავსაც კი, ან შეგიძლია, უბრა-
ლოდ, საკუთარი თავიდან გაყარო, – მითხრა მარტოობამ მიტო-
ვებული ქალის ხმით.
– როცა ცუდად იქნები და ის ადამიანები გამოჩნდებიან, ვინც
თავის დროზე არაფრად ჩაგაგდეს, შეგიძლია, პირდაპირ მიახა-
ლო, რაც აზრად მოგივა, შემდეგ კი, უბრალოდ, გადაეხვიო და სა-
კუთარ გზას გაუყვე, – მითხრა განაწყენებულმა მარტოობამ.
– ყველა და ყველაფერი შეგიძლია გააჩუმო, თუ მათი მოსმენა
არ გინდა, მათ შორის, ადამიანებიც და გრძნობებიც, რომლებიც
დაუღალავად ცდილობენ, თავისკენ გადაგიბირონ, – მოისმა
გაბრაზებული მარტოობის ხმა.
– დაიჯერე, რომ შენ ერთადერთი ხარ და შენ გარშემო არავინ
და არაფერია. ეს შენი სამყაროა, რომელიც შენ გარშემო ბრუ-
ნავს, – ჩურჩულებდა ეგოისტი მარტოობა.
– იყავი მათთან, ვისთანაც იცი, რომ არაფერი გამოვა, ვისაც
მალე ჩამოშორდები ან ჩამოგშორდება, ვისი იმედიც არასოდეს
გექნება და გული არ გეტკინება მის დაკარგვაზე. არ იფიქრო მე-
გობრებისა და ძვირფასი ადამიანების შეძენაზე, – თითქოს საკუ-
თარი გამოცდილებიდან საუბრობდა ატირებული მარტოობა.
– ბოლოს ყველანი დავიხოცებით. შეხედე ცხოვრებას, რო-
გორც თამაშს, ისიამოვნე და ამქვეყნიდან გამარჯვებული წადი! –
მითხრა მარტოობამ, რომელსაც აშკარად ფეხებზე ეკიდა, რას
მეუბნებოდა.
– ამ უზარმაზარ ქალაქში უამრავი ადამიანია, ვის გარემოცვა-
ში ყოფნა არ გინდა და დანახვაც კი გაღიზიანებს. გინდა, რომ, უბ-
რალოდ, ადგე და სათითაოდ გაყარო ისინი, ამიტომ შექმენი ისე-
თი საკუთარი თავი, რომელსაც ვერასოდეს გააგდებ შენგან და
230 მკითხველთა ლიგა
სამუდამოდ მოუწევს დარჩენა. სწორედ ეს იქნება შენი მარტო-
ობა! – ეს უკვე ყველაზე მოხუცი მარტოობის ხმა იყო და, როცა ის
ლაპარაკობდა, ერთიანად გაჩუმდა ყველა დანარჩენი. ის ლაპა-
რაკობდა და თან მიახლოვდებოდა, სიტყვებს შორის მესმოდა
ღრმა სუნთქვა და ხველა.
– გამარჯობა, იან, მე პირველყოფილი მარტოობა ვარ, ღმერ-
თის მარტოობა.
უცნაური გრძნობა დამეუფლა, არ ვიცოდი, ეს რა იყო. მისი სი-
ახლოვე ძვლებს მიყინავდა და სისხლს მიდუღებდა, ეს ორი შეგ-
რძნება კი ადგილზე მაქვავებდა. ის მოულოდნელად გაჩნდა.
აქამდე თუ მომწონდა მარტოობა და მისი არც არსებობა და არც
საუბარი არ მაწუხებდა, ახლა, პირიქით, მისი სიახლოვე დისკომ-
ფორტს მიქმნიდა და მინდოდა, გაჩუმებულიყო, თუმცა უძლური
ვიყავი მის წინაშე. ის ყველაზე ძლიერი იყო მათ შორის და სწო-
რედ ამიტომ გაქრა ყველა სხვა დანარჩენი. არ ვიცოდი, რა ესაქ-
მებოდა პირველყოფილ და თან ღმერთის მარტოობას ჩემთან, ან
საერთოდ რატომ დაიწყო საუბარი. შეპასუხებას ვერ ვბედავდი,
ანდა, რა უნდა მეთქვა იმ გრძნობისთვის, რომელიც სამყაროს
შექმნიდან მოჰყვებოდა ადამიანებს და არა მხოლოდ ადამიანე-
ბს. მან ყველაფერი იცოდა, ისიც კი მეგონა, რომ თავად იყო
ღმერთი. მაგრამ შეუძლებელია, ღმერთს უნდოდეს, ასე ბედის
ანაბარა დავრჩე, ის არ მირჩევდა, რომ ყველა და ყველაფერი გა-
მეყარა ჩემგან. მაგრამ ის იყო უბრალოდ პირველყოფილი მარ-
ტოობა და ალბათ ერთადერთიც, რომელიც ღმერთმა განიცადა
და სწორედ ამ ამბის მოყოლა სურდა ჩემთვის, თუ რატომ შეგ-
ვქმნა ღმერთმა ჩვენ, ადამიანები და რა იყო ჩვენი ცხოვრების
მთავარი მიზანი.
– იან, ჩემი ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ამქვეყნად
მხოლოდ ღმერთის ყოვლისშემძლეობა და მე ვიყავით. მე – ერ-
თადერთი გრძნობა, პირველყოფილი მარტოობა, ანუ ღმერთის
231 მკითხველთა ლიგა
მარტოობა, მაგრამ ღმერთს მოსწყინდა ჩემთან ერთად, უფრო
სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ დაიღალა გალაქტიკის უმოძრაო-
ბითა და სიცარიელით. წარმოიდგინე ყოვლისშემძლე არსება,
ერთი ხელის მოსმით რომ შეუძლია გააჩინოს ან გააქროს ნების-
მიერი რამ, რომელსაც მოჰბეზრდა ამ უკიდეგანო სამყაროში
მარტოდმარტო ყოფნა და გადაწყვიტა, შეექმნა თავისივე ხატი და
მსგავსი. თუმცა ამ არსებას არ ექნებოდა ისეთივე ძალა, როგო-
რიც მის შემქმნელს ჰქონდა და სამუდამოდ მოუწევდა მამის მორ-
ჩილება. მე ეგოისტი ვიყავი და საშინლად მაღიზიანებდა იმაზე
ფიქრიც კი, რომ ღმერთი მიმატოვებდა და ვინმეს ჩემზე მეტად შე-
იყვარებდა. სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ღმერთს
ყველასა და ყველაფრის სიყვარული შეეძლო, მათ შორის, ჩემიც.
მან შექმნა ადამიანი და მე ისღა დამრჩენოდა, აუტანელი მოთმი-
ნებით დავლოდებოდი მოვლენების განვითარებას.
ღმერთმა ის მიწისგან გამოძერწა, სული შთაბერა და ადამი
უწოდა. მართალია, ადამის სხეული მიწის იყო, მაგრამ გული არა
და დღემდე არ ვიცი, რისგან გამოძერწა ღმერთმა მისი გული.
ფაქტია, მიწაში რასაც დათესავ, იმას აიღებ, აი, ადამიანის გულში
კი ზოგჯერ პირიქით ხდება – დათესილ კეთილ საქმეზე ბოროტე-
ბით გპასუხობენ. ადამი ხშირად სტუმრობდა მამას და ესაუბრე-
ბოდა, ზუსტად ისეთი ფიქრები და აზრები ჰქონდა, როგორიც მის
შემქმნელს და ეს გასაკვირი არც იყო. გარდა ამისა, ადამს არ
სურდა, მამაზე ძლიერი გამხდარიყო და დაუფლებოდა მის ძა-
ლას. ისინი კიდევ უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და საბო-
ლოოდ მივხვდი, რომ მარტო დავრჩი. ჩემი მდგომარეობა გა-
უსაძლისი ხდებოდა და იმასაც კი ვფიქრობდი, ღმერთისთვის სა-
მუდამოდ გაქრობა მეთხოვა. თუმცა ეს არ გავაკეთე, თითქოს რა-
ღაც უფრო დიდი მოვალეობა მქონდა დაკისრებული, ვიდრე უბ-
რალოდ ყოფნა იყო. უცნაურმა განცდებმა შემიპყრო და მე სუ-
ლელმა მარადიული შეცდომა დავუშვი და გადავწყვიტე, ადამის
232 მკითხველთა ლიგა
ყოფიერებას დავპატრონებოდი, ანუ მისი მარტოობა გავმხდარი-
ყავი.
ერთ დღეს, როცა ის ედემის ბაღში სეირნობდა და თავის სამ-
ფლობელოს ათვალიერებდა, მოულოდნელად მივუახლოვდი და
მის მარტოობად ვიქეცი – ადამის მარტოობად! უცნაური იყო ჩვე-
ნი შეხვედრა – ვგრძნობდი, არც ერთისთვის არ იყო სასიამოვნო
და სწორედ ამ დროს ადამმა მოიწყინა. მან არ იცოდა, რა იყო
მოწყენა, ეს მე მივიტანე მასთან, მით უმეტეს, შეუძლებელი იყო,
რამის დანაკლისი ეგრძნო, რადგან ყველაფერი ჰქონდა, ყველა-
ფერი, გარდა ერთისა. სამწუხაროდ, პირველ ადამიანს არ სურ-
და, მარტო ყოფილიყო და ამას მარტივად მიხვდა ღმერთი, მას
ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი მოუმოქმედებია, ადამს კი მისცა
ის, რაც ასე სურდა – მისი ნეკნისგან შექმნილი ევა. რატომ ნეკნი?
იმიტომ, რომ მარტოობა ადამიანში სწორედ ამ ადგილს ირჩევს
დასაბუდებლად. მოკლედ, ვერც კი მივხვდი, ისე დავკარგე ვინ-
მესთან ყოფნის მეორე შანსი. მარტოობის მარტო დარჩენა სასა-
ცილოა, მე კი სწორედ ასე დამემართა. დრო გადიოდა და
ღმერთს უფრო მეტად მოსწონდა და უყვარდებოდა თავისივე შექ-
მნილი სამყარო, ადამსა და ევას კი ერთმანეთი უყვარდათ და
ბედნიერები იყვნენ მანამ, სანამ ის ყველაფერი არ მოხდა, რაც
ისედაც იცი. მას მერე, რაც ღმერთმა ადამი და ევა ედემის ბაღი-
დან გამოაძევა, მათ ეყოლათ შვილები და შვილიშვილები, დრო
გადიოდა, ადამიანები მრავლდებოდნენ დედამიწაზე და აი, ის
დროც დადგა, როდესაც ღმერთმა თავისთან მიხმო და მითხრა,
რომ ამიერიდან ყოველი ადამიანის თანამგზავრი უნდა გავმხდა-
რიყავი და არასოდეს მიმეტოვებინა ისინი, რათა გამუდმებით ეგ-
რძნოთ საკუთარი სიმდაბლე და უმეცრება. ამის გაცნობიერებით
კი ოდესმე ისევ შეძლებდნენ ღმერთთან დაახლოებას. რა თქმა
უნდა, სიხარულით დავთანხმდი და დედამიწაზე ჩამოვედი. ყვე-
ლაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ადამიანებმა არ გააფუჭეს საქ-
233 მკითხველთა ლიგა
მე – მათ შემიყვარეს! ისინი სახლებიდან და ოჯახებიდან მიუვალ
უდაბნოებში გარბოდნენ და არ ცდილობდნენ დაახლოებოდნენ
ღმერთს; ისინი მცვლიდნენ და ათას ნაწილად მანაწევრებდნენ,
მას შემდეგ, რაც მიმატოვებდნენ და ისევ უკან მიბრუნდებოდნენ.
მიაჩნდათ, რომ სიმარტოვე არა სასჯელი, არამედ ღმერთისგან
ბოძებული საჩუქარი იყო და რომ მასზე უარის თქმის უფლება არ
ჰქონდათ. მას შემდეგ კი, რაც მარტოობა ათას ნაწილად დაიყო,
მე – პირველყოფილმა მარტოობამ გადავწყვიტე, სამუდამოდ
წავსულიყავი ადამიანისგან და აღარასოდეს გამოვჩენილიყავი,
მაგრამ არ შემეძლო ღმერთისთვის მიცემული პირობის გატეხა,
ამიტომ ყველა თქვენგანის ქვეცნობიერში დავილექე და მხო-
ლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გამოვალ ხოლმე რამის სათქმე-
ლად. თავად დავაკისრე ეს შეზღუდვა საკუთარ თავს და ეს ჩემი
სასჯელია, რადგან ადამი პირველად არა ქალმა, არამედ მარ-
ტოობამ აცდუნა და დააკარგვინა ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გა-
აჩნდა – საკუთარი თავი.
– გასაგებია, – ვუთხარი მარტოობას. – თუმცა ვერ ვხვდები,
რატომ მიამბე ეს ამბავი?
– რადგან ვიცი, ყოველთვის გაინტერესებდა, რატომ გაუჩნდა
სურვილი ადამს, ჰყოლოდა გვერდით ვინმე ევას მსგავსი. უფრო
მეტს დროთა განმავლობაში თავად მიხვდები, თუმცა ერთი უდა-
ვოა: მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა, ნებისმიერი კაცი
იმეორებს ადამის გზას და ნებისმიერი ქალი ევას გზას. განსხვა-
ვება მხოლოდ ისაა, რომ "ყველა კაცისგან" განსხვავებით, ადამს
ბავშვობა არ ჰქონია, ის პირდაპირ კაცად შეიქმნა და ამდენად,
არ შეეძლო ცხოვრებისგან რაიმე ესწავლა. თქვენ, ადამიანებს,
ამის შესაძლებლობა გაქვთ, მაგრამ მაინც ვერაფერს სწავლობთ
და ვერაფერს ხვდებით. იან, ჩემი საუბრის დრო იწურება და საკუ-
თარ ადგილს უნდა დავუბრუნდე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყო-
ველ წამს უნდა ელოდო ჩემი ხმის გაგონებას, ისიც დაიმახსოვრე,
234 მკითხველთა ლიგა
რომ უნდა შეძლო და საკუთარ თავს თავად ექცე მარტოობად.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარაფერში დაგჭირდებით.
ის წავიდა თუ არა, ყველა სხვა მარტოობა ისევ გამოჩნდა. თავ-
დაპირველად უჭირდათ რამის თქმა, ძველებური ხმაურითა და
ხალისით აღარ გამოირჩეოდნენ. აშკარა იყო, ეს ამბავი პირვე-
ლად არ მოესმინათ, თუმცა ამჯერადაც იმოქმედა მათზე. თითოე-
ულში იგრძნობოდა შური და შიში პირველყოფილი მარტოობის
მიმართ. მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ მის გარეშე არაფერს წარ-
მოადგენდნენ. ვფიქრობდი ღმერთის მარტოობაზე, რას განიც-
დიდა ის ამ დროს ან როგორი იყო მოწყენილი ღმერთი, რომელ-
საც არავინ ჰყავდა? რას აკეთებდა მაშინ, როცა მარტოობას გა-
ნიცდიდა? იქნებ ამიტომაც შექმნა ადამიანები, რომ მათ უპატიე-
ბელ შეცდომაზე ატირებულიყო ან მათ სულელურ ოცნებებსა და
ფიქრებზე ეცინა?! ვინ იცის? ვიცი, ამ კითხვებზე ვერასდროს მი-
ვიღებ პასუხებს. მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გა-
მიჩნდა სურვილი გამოვლაპარაკებოდი გრძნობას, რომელსაც
განვიცდიდი და ყველა არსებულ მარტოობას მივმართე:
– თქვენ ვისი მარტოობა ხართ?
– აქ უმეტესობა შენი მარტოობა ვართ, იან! მხოლოდ რამდე-
ნიმეა, ვინც იგივე სხვასაც განაცდევინა და შენც. სხვა გრძნობე-
ბისგან განსხვავებით, ჩვენ ადამიანები გამოგვიგონებენ ხოლმე.
თუ მონატრება, შიში და ტკივილი ერთია და ყველა განიცდის,
ჩვენ ბევრი ვართ და მხოლოდ ერთი განგვიცდის, თუმცა, აი, მე,
მაგალითად, შენი მარტოობაც ვარ და ტისელისაც. დარწმუნებუ-
ლი ვარ, ეს ამბავი არ დაგვიწყებია, მაგრამ აქ მოსაყოლი არაფე-
რია, უფრო სწორად, ვერ გეტყვი, რას განიცდიდა ტისელი, რად-
გან ელიასის ნახვის შემდეგ მასში იმ გრძნობამ გაიღვიძა, რო-
მელსაც თითოეული სხვა გრძნობის მართვა შეუძლია. ეს სინანუ-
ლი იყო და როგორც კი ტისელმა ინანა, ჩვენ, ყველანი, ამ გან-
ცდის ფონზე ჭიანჭველებად ვიქეცით და ჩვენი ფუსფუსი უკვე აღა-
235 მკითხველთა ლიგა
რაფერს ნიშნავდა გოგონასთვის. სინანული კი უფრო მეტად ამ-
ძაფრებდა ტისელის განცდებს, მას, ჩვენგან განსხვავებით, სუ-
ლაც არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ის პირდაპირ მიდის და ანახ-
ვებს ადამიანებს, რამდენად უსუსურები და არაფრის მაქნისები
არიან ისინი, მასთან ერთად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ არსებობს,
ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ის არის, რომ დავემორჩილოთ მა-
ნამ, სანამ საკუთარ საქმეს არ დაამთავრებს და წავა. ასე იყო ტი-
სელის შემთხვევაშიც, თუმცა ის კი არ ვიცი, როგორ დაამთავრა
სინანულმა მასთან საქმე, რადგან მე უკვე შორეულ მოგზაურო-
ბაში ვიყავი წასული და მის შესახებ აღარაფერი მსმენია.
– იცი, იან, – ჩაერთო საუბარში მზრუნველი მარტოობა. –
ადამიანებს მაშინაც შეუძლიათ განგვიცადონ, როცა ხალხით გა-
რემოცული არიან და მაშინ შეძლონ ჩვენი მიტოვება, როცა გვერ-
დით არავინ ჰყავთ. ჩვენ თქვენზე მეტად უცნაურები და სუსტები
ვართ. ადამიანი, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია და გული ყი-
ნულივით უცივდება, ყველაზე ძლიერია. შენ თითქმის მიაღწიე ამ
ეტაპს, ერთადერთი ის დაგრჩა, რომ ჩვენც მოგვიშორო და ვეღა-
რავინ შეძლებს, შენს სულს რამე ავნოს. ეს კი ძალიან იოლია, ახ-
ლავე გასწავლი, საკმარისია, ადამიანმა...
– იქნებ არ ღირს ამის თქმა? – ჩუმად გადაულაპარაკა ერთმა
მეორეს.
– რატომაც არა?! – განაგრძო მზრუნველმა მარტოობამ. –
მშვენივრად იცით, ოდესმე ისევ შეძლებს იანი ჩვენს მიტოვებას
და კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი რაოდენობა. მე კი ნამდვილად
არ მინდა ეს, რადგან უკვე საკმარისზე ბევრი ვართ. თუ ის შეძ-
ლებს ჩვენგან სამუდამოდ თავის დაღწევას და აღარასოდეს დაბ-
რუნდება და ჩვენ ჩვენს გზას ვიპოვით, ყველაფერი კარგად იქნე-
ბა. მომისმინე, იან, საკმარისია, ადამიანმა შეძლოს და დაივიწ-
ყოს ის, ვინც მარტოობა განაცდევინა და მეტად აღარ მოუშვას

236 მკითხველთა ლიგა


თავისთან, მარტოობა წავა და შენ მხოლოდ საკუთარი თავი გე-
ყოლება. შეძლებ ამას?
– არა, ეს შეუძლებელია! მე დავპირდი სანის, რომ არასოდეს
დავივიწყებდი, პირობას კი ყოველთვის ვასრულებ. ესეც რომ
არა, შეუძლებელია, დავივიწყო საყვარელი ადამიანი, რომელიც
ასე მომექცა, ან ის ბედნიერი წუთები გავიმეტო წაშლისთვის, რო-
მელიც ახლაც ტკბილად მახსენდება. შეუძლებელია, რამე სხვა
გზა არ არსებობდეს.
– არსებობს, თუმცა ამ გზაზე სიარული ორჯერ უფრო რთუ-
ლია, იან. შეძლებ, სამუდამოდ გიყვარდეს და პატივს სცემდე მას,
ვინც გიღალატა, მოგატყუა, ზურგი გაქცია და ტკივილისთვის გა-
გიმეტა; ვინც ფრენა გასწავლა, მაგრამ მერე ფრთები წაგართვა;
ვინც ბედნიერება მოგიტანა და მერე, როგორც ქარმა, უკან წა-
იღო; ვინც სიყვარულის ღირსი არ არის და იცი, რომ განწირულია
დავიწყებისთვის; შეძლებ, გზა დაუთმო მის ბედნიერებას და არა-
სოდეს უსურვო ცუდი? შეძლებ, მისი დანახვისას არ გაგახსენდეს
ტკივილი, რომელიც მან მოგაყენა? შეძლებ, გაამართლო მისი
შეცდომები მაშინ, როცა საკუთარ სიმართლეში ხარ დარწმუნე-
ბული? თუ ამ ყველაფერს შეძლებ, მაშინ მარტოობა სამუდამოდ
გაქრება, იან.
– კი, შევძლებ, მე ამას შევძლებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ოდესმე დავუბრუნდები.
– ამაში დარწმუნებული ვარ, იან. ბედნიერ უჩვენოდ ყოფნას
გისურვებ!
ოთახში სრულიად მარტო ვარ, მაგრამ მარტოობა აღარსად
არის, თითქოს ჩემს ვენებში სისხლის ნაცვლად სიჩუმე მიედინე-
ბა და გულს ახმაურებს, თავის ენაზე მესაუბრება. ცდილობს, მად-
ლობა მითხრას დამშვიდებისთვის. მარტოობა რიგრიგობით
მტოვებს და ყოველი წასვლისას უფრო და უფრო მსუბუქდება ჩე-

237 მკითხველთა ლიგა


მი სხეული. როცა ყველა წავიდა, ისევ პირველყოფილი მარტოო-
ბის ხმა გავიგონე:
– ისინი გტოვებენ, იან, მაგრამ გახსოვდეს, მარტოობას ინატ-
რებ, როცა მარტო დარჩები და ეს იქნება შენს ცხოვრებაში ყვე-
ლაზე რთული პერიოდი. ამიერიდან გრჩება მხოლოდ საკუთარი
თავი, ვისაც შეგიძლია, ჰკითხო და ვისგანაც შეგიძლია, პასუხი
მიიღო. ამიერიდან ბევრად ძლიერი ხარ მეექვსე მთავარი
გრძნობის, მარტოობის გარეშე!

238 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მეშვიდე

იმედგაცრუება

როგორც იქნა, სახლიდან გამოვაღწიე და ექვსი გრძნობისგან


გათავისუფლებულმა თავს უფლება მივეცი, სამყარო სხვანაი-
რად დამენახა – შანსი მიმეცა საკუთარი თავისთვის, თუმცა მაინც
არ მტოვებდა უცნაური შეგრძნებები, თითქოს ჯერაც ვერ გავთა-
ვისუფლდი ბოლომდე განცდისგან, რომელიც სანის წასვლამ და-
მიტოვა. თუმცა ისიც იყო, რომ ამდენ გრძნობასთან შეხვედრის
შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. ისინი კარგი მასწავლებლები აღ-
მოჩნდნენ და მეც პირნათლად ვასრულებდი მათთვის მიცემულ
პირობას. ბოლო დროს რაღაც უჩვეულო მემართებოდა შეყვარე-
ბული წყვილის დანახვისას. სურვილი მიჩნდება, მათ შორის ჩამ-
დგარ ყველა უთანხმოებას ყელში ვეცე და მოვახრჩო და თან ვუყ-
ვირო: – დაანებე მათ თავი, ხომ ხედავ, როგორ უყვართ ერთმა-
ნეთი, ნუ დააშორებ, აცადე, იცოცხლონ ერთმანეთისთვის! – შემ-
დეგ შეყვარებულებს გავეკიდო, გავაჩერო, ორივეს მაგრად ჩავე-
ხუტო და ვუთხრა: – ნუ ატკენთ ერთმანეთს გულს, არავინ გყავთ
ერთმანეთზე ძვირფასი! – მაგრამ მათი გაკვირვებული სახეების
დანახვის მეშინია. ამიტომ მხოლოდ უჩუმრად მივყვები ხოლმე.
ვიცი, სულელივით ვიქცევი, ისინი მაინც იმ გზით წავლენ, რომე-
ლიც აირჩიეს. მე კი ვინ ვარ, რომ მათ რამე ვურჩიო?
საოცარია, როდესაც ორი ადამიანი საკუთარ სიყვარულს გა-
მოძერწავს. ვინ არიან ამ დროს ისინი თუ არა ღმერთები? დიახ,
ღმერთები არიან, რადგან საკუთარი მიწისა და ჰაერისგან თავის
ხატად და მსგავსად ქმნიან სიყვარულს, სულს კი სუფთა კოცნით
შთაბერავენ ხოლმე, თუმცა გავა წლები და ერთ დილასაც ერთ-
ერთი მათგანი უარყოფს თავისივე შექმნილ ჭეშმარიტებას.

239 მკითხველთა ლიგა


...და სწორედ მაშინ, როდესაც საათი თორმეტჯერ დარეკავს
და მტრედები შეწყვეტენ ფრენას, ცა კიდევ უფრო მუქად შეიღებე-
ბა. ეს იქნება დასტური, რომ რაღაც სამუდამოდ დასრულდა.
ფერს შეიცვლის გარშემო ყველაფერი და ფერს შეიცვლი შენ.
სხვა უამრავ შეგრძნებას შორის ერთი გამოკვეთილად მტანჯვე-
ლი იქნება, რომელიც თითქოს გამუდმებით გმარხავს და შემდეგ
უკან ამოჰყავხარ საფლავიდან და ასე იქამდე, სანამ შენ კი არა,
შენი ტკივილი არ დაიწყებს ხრწნას. სწორედ ამ დროს იბრუნებ
ჩვეულ ფერს და მტრედებიც უბრუნდებიან ზეცას. უკან იბრუნებ
ყველაფერს: ქცევას, ემოციას, ხასიათს, სიმშვიდეს. ერთადერთი
ის ადამიანები აღარ არიან, ვინც ადრე იყვნენ, ისინი ან თავისი
ნებით წავიდნენ შენგან ან თავად გაყარე შენი ცხოვრებიდან,
რადგან უსარგებლონი იყვნენ. მაგრამ ისინიც დაბრუნდებიან,
როცა შენი "დაბრუნების" ამბავს გაიგებენ, დაბრუნდებიან ყველა
შესაძლო გზით: დარეკავენ, წერილს მოიწერებიან, ქუჩაში შეგ-
ხვდებიან ან უბრალოდ დაბრუნდებიან შენს წარმოსახვასა და
ფიქრებში მხოლოდ იმიტომ, რომ გახსოვდეს, აღარასოდეს მი-
იღო და დაიბრუნო ისინი.
ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვიყავი, როცა დიდი ხნის წინ დაკარ-
გული საკუთარი თავი დავიბრუნე და შემეძლო ცხოვრება ჩვე-
ულებრივად გამეგრძელებინა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ექ-
ვსი მთავარი გრძნობა მაკლდა და შინაგანად, როგორც ადამი-
ანი, თითქმის მკვდარი ვიყავი. ცხადია, იან კლაინი სრულიად უგ-
რძნობი არ გამხდარა, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მას მერე, რაც
იმ ექვს გრძნობას დაემშვიდობა, თანდათანობით ყველა სხვა
გრძნობამაც უკან დაიხია. ჩვეულებრივად განვიცდიდი სიყვა-
რულსა და სითბოს ადამიანებისადმი, მაგრამ ისინი აღარ მენატ-
რებოდნენ, არც ველოდებოდი მათ და, მით უმეტეს, არც მეშინო-
და მათი დაკარგვის. ამის მიუხედავად, მაინც რაღაც მიღრღნიდა
გულსა და სულს. შეუძლებელი იყო, გული მტკენოდა, მაგრამ
240 მკითხველთა ლიგა
თითქოს რაღაცაზე მწყდებოდა. რა იყო გულდაწყვეტის მიზეზი?
აშკარაა, მას რაღაც გრძნობა იწვევდა. დიდი ფიქრის შემდეგ და-
ვასკვენი, რომ ეს ყველაზე საშინელი გრძნობა იყო ყველა არსე-
ბულ გრძნობას შორის – ჩემს გულდაწყვეტას იმედგაცრუება იწ-
ვევდა. როცა მეგონა, ყველაფერი დასრულდა, ის სწორედ მაშინ
გამოჩნდა – გრძნობა მეშვიდე, რომელიც ყველა სხვა გრძნობის-
გან განსხვავდებოდა.
– თქვენ, ადამიანები – სიცარიელის იდეალური ეგზემპლარე-
ბი – არა საკუთარი თავისა და სულის ავსებისთვის, არამედ სხვა-
თა უფრო მეტად დაცარიელებისთვის იბრძვით და ამით საზრდო-
ობთ, საბოლოოდ კი უკლებლივ ყველა იმ ადამიანში მხოლოდ მე
ვრჩები. რომელი ჭურჭელი უფრო მეტად არის ცარიელი, იან, ის,
რომელშიც სითხე არასოდეს ჩაუსხამთ თუ ის, რომელშიც ესხა
და სხვა ჭურჭელში გადმოღვარეს?
გაუფრთხილებლად გამოჩნდა იმედგაცრუება და პირველი,
რაც მითხრა, სწორედ ეს სიტყვები იყო, ანუ ეს რიტორიკული კით-
ხვა, რომელზე პასუხი, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, მაგ-
რამ მოსწონდა ასეთი ორაზროვნება.
– პირდაპირ გეტყვი, მეგობარო, რომ ბევრი ლაპარაკი არ
მიყვარს და არც იმის მოყოლას ვაპირებ, რას განიცდიდა სანი
თქვენი დაშორების შემდეგ. არც ელიასისა და ტისელის მომაბეზ-
რებელ და არაფრის მომცემ ამბავს არ გიამბობ. შეიძლება გგო-
ნია, რომ იმედგაცრუება ეცდება, დაგანახოს რა არის სწორი და
რა არასწორი. არა, ბატონო, მე გეტყვი, რომ საერთო ჯამში ყვე-
ლაფერი სისულელეა და ეს თავადაც კარგად იცი! შენმა ფიქრებ-
მა უკვე მიგიყვანეს იმ დონემდე, რომ მე გამოვჩნდი და აქ სხვა
გრძნობების ადგილი უკვე აღარაა, მთელი ეს სიცარიელე მე მე-
კუთვნის, შენ კი მოგიწევს ჩემი ატანა, რადგან, რომ არა მე, შენ
აუცილებლად დაუბრუნდები შენგან წასულ ადამიანებს. მე შვიდი

241 მკითხველთა ლიგა


მომაკვდინებელი გრძნობის გვირგვინი ვარ და საბოლოოდ და-
ვუსვამ იან კლაინის გრძნობებს წერტილს.
ქვეცნობიერს აღარ ვუსმენ და გზას ვაგრძელებ. ისიც ჩუმდება.
შუადღეა, ქალაქი სავსეა ადამიანებით და მე იმედგაცრუებით
ვივსები. მინდა, ვინმეს ვესტუმრო, მაგრამ არავინ მახსენდება.
ქურთუკიდან სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ. მდინარეზე გადებულ
ხიდზე ავდივარ და ქვემოთ ვიყურები, ერთ წერტილს ვაშტერდე-
ბი და თავბრუ მესხმის. ვცდილობ, კონტროლი არ დავკარგო,
ამიტომ მოაჯირს მაგრად ვკიდებ ხელებს და ახლა ზემოთ ვიხე-
დები. ცაზე ღრუბლებია, თუმცა მზე მაინც ახერხებს მათ შორის
სხივების გამოპარებას. ღრუბლებია ცაზე და ჩემში, სინათლე
მხოლოდ ჩემ გარშემოა. ვეთამაშები საკუთარ თავს სიტყვებით
და ვიცი, დამარცხებისთვის ვარ განწირული, თუმცა ვიმარჯვებ
და პირველობას ისევ საკუთარ თავს ვუთმობ. უხარია და თითქოს
მთელი ძალით მეხუტება. ხიდიდან კვლავ ქუჩაში ვბრუნდები, ასე
მგონია, მთელ ქალაქს ვურტყამ წრეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე
საათია, მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო დავდივარ. თავს
კარგად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს არც სულიერად და არც ფი-
ზიკურად, მაგრამ მაინც რაღაც საოცარ სიცარიელეს ვგრძნობ,
არ ვიცი, ცოცხალი ვარ თუ არა. შემიძლია სამყაროს რეალურად
აღქმა, ეს გზები, სახლები და ადამიანები, ისინი ნამდვილები
არიან, მაგრამ მე – არა, თითქოს საიქიოდან დაბრუნებული სუ-
ლივით დავბორიალებ საყვარელ ადგილებში და სხვებს ვაშინებ.
ყველაფერთან ერთად ბრძოლის უნარი და სურვილი დავკარგე,
არ შემიძლია გავარჩიო ერთმანეთისგან მტერი და ძვირფასი
ადამიანი. ვინმესთან ლაპარაკი მინდა, თუნდაც იმედგაცრუებას-
თან – აქამდე არ ვუსმენდი, მაგრამ ახლა მინდა, რომ დაილაპა-
რაკოს, რამე მითხრას.
შინ ვბრუნდები, ვხურავ ფანჯარას და კარს ვაღებ, მაგრამ ფან-
ჯარა ისევ ღია მხვდება. თაროდან წიგნს ვიღებ და კითხვას ვიწ-
242 მკითხველთა ლიგა
ყებ, მაგრამ მალევე ვხურავ, ვიღლები წერტილებისა და მძიმეე-
ბის კითხვით. გარშემო ნაცრისფერი სივრცეა და ვცდილობ,
იმედგაცრუებას მივეჩვიო, თუმცა გულის სიღრმეში მინდა, წავი-
დეს. ეს გრძნობა მკლავს, მთლიანად მფიტავს. თუკი დასასრული
ასეთი უნდა ყოფილიყო... ვნანობ, რომ ის ექვსი გრძნობა გავუშ-
ვი. იმედგაცრუება აღარ მიტოვებს საკუთარ თავში იან კლაინის
ადგილს, მინდა, წავიდეს, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ ვუთხრა,
სიტყვებს ძლივს ვაბამ ერთმანეთს, ვცდილობ, როგორმე ჩამო-
ვაყალიბო და სანამ ის მეტყოდეს რამეს, მე ვუთხრა, რომ დატო-
ვოს აქაურობა, დამტოვოს მე!
– სხვა გზა არ არის, ის უნდა წავიდეს! – ვუმეორებ საკუთარ
თავს, – არაფერს მიშლის, მაგრამ მაინც უნდა წავიდეს, ზუსტად
ასე...
– იმედი უნდა გაგიცრუო, იან, – მაწყვეტინებს ქვეცნობიერი.
– მე არ გტოვებ, იმედგაცრუება არასოდეს ტოვებს ადამიანს.
ამიერიდან გრჩება მხოლოდ საკუთარი თავი, ვისაც შეგიძლია,
ჰკითხო და ვისგანაც შეგიძლია, პასუხი მიიღო. ასე უფრო ძლი-
ერი იქნები, მეშვიდე მთავარ გრძნობასთან, იმედგაცრუებასთან
ერთად!
***
გრძნობათა იმ უცნაური ვიზიტების დასრულებიდან ორი კვი-
რა გავიდა. არავითარი ხმა აღარ მესმოდა ქვეცნობიერიდან და
თანდათან შევეგუე საკუთარ მდგომარეობას – ისევ ის ადამიანი
ვხდებოდი, რომელიც სანის გამოჩენამდე ვიყავი, თუმცა რაღაც
მაკლდა და იმავდროულად, რაღაც ზედმეტი იყო, მაინც ვცდი-
ლობდი, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. გადავწყვიტე,
ძველი ნაცნობები და მეგობრები მენახა ან თუნდაც ახლები შემე-
ძინა.
გარეთ გასვლისთვის გამოვეწყვე, უკანასკნელი ერთი თვის
განმავლობაში ჩვეულებრივ მაწანწალას დავემსგავსე გაუპარსა-
243 მკითხველთა ლიგა
ვი წვერით, გაბურძგნილი თმითა და ჭუჭყიანი ტანსაცმლით. ახ-
ლა კი თავი მოვიწესრიგე და მოსაღამოებას დაველოდე, მერე კი
ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ რესტორანს მივაშურე. ეს ადგილი
შესაფერისი იყო იმისთვის, რომ რაღაც საინტერესო მომხდარი-
ყო ჩემს ცხოვრებაში. მარმარილოს კიბე ავიარე და უზარმაზარ
დარბაზში შევედი, ბევრი ხალხი იყო, თუმცა მხოლოდ ჩურჩული
ისმოდა. მაგიდების უმეტესობასთან წყვილები ისხდნენ, თუმცა
ვიღაც მარტოც იჯდა მომლოდინე სახით. თავისუფალი ადგილი
ვიკითხე და მიმტანმა გოგონამ მუსიკოსების სიახლოვეს მდგარ
მაგიდაზე მიმითითა. ვიუარე და ვთხოვე, რაც შეიძლება ნაკლე-
ბად თვალსაჩინო ადგილი მოეძებნა. მალევე ეს გოგონა დარბა-
ზის ჩრდილოეთით ორადგილიანი მაგიდისკენ გამიძღვა.
– რას ინებებთ? – ღიმილით მკითხა მან.
– წითელი ღვინო და ორი ჭიქა, თუ შეიძლება.
შეკვეთის მოლოდინში ადამიანებს ვათვალიერებდი, თუმცა
ვგრძნობდი, რომ თავადაც ვიყავი ინტერესის ობიექტი. მიმტანმა
ღვინო მოიტანა და მხოლოდ ჩემს ჭიქაში ჩამოასხა.
– ვინმეს ელოდებით? – მკითხა მორცხვად.
– კი, ველოდები. ბოთლი დატოვეთ, თუ შეიძლება, – ზრდი-
ლობიანად ვუთხარი და ღვინო მეორე ჭიქაშიც ჩამოვასხი. ნელ-
ნელა ვსვამდი, თან ისევ ხალხს ვაკვირდებოდი. ერთ-ერთი მაგი-
დიდან ქერა გოგონა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. ჩემზე განსა-
კუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა მისი მანერები, თუმცა
ჰქონდა რაღაც, რაც ინტერესს მიჩენდა.
– ვინმეს ელოდებით? – მკითხა ყოველგვარი მორიდების გა-
რეშე.
– თქვენ გელოდებით, – ვუპასუხე და სკამზე მივუთითე. გოგო-
ნა ჩამოჯდა და ღვინით სავსე ჭიქა თავისკენ მისწია.
– პირდაპირი საუბარი მიყვარს, – დაიწყო მან. – ამიტომ თა-
ვიდანვე გამოვხატავ სიმპათიას თქვენ მიმართ. განსაკუთრებით
244 მკითხველთა ლიგა
თქვენმა თვალებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. რატომ ცდილობთ,
რომ არაფერი გამოგრჩეთ და ყველაფერს ამჩნევდეთ?
– მარტივი შეკითხვაა, – ვუპასუხე. – ალბათ იმიტომ, რომ არ
მინდა, რაიმე დამალული იყოს ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ
აქ ყველაფერი ნაკლებად ამაღელვებელია, ისიც ვიცი, რომ ყვე-
ლაფერი კარგი მოულოდნელად ჩნდება!
– ასეც ვერ ვიტყოდი. დავიჯერო, ვერ შემამჩნიეთ და ჩემი
სტუმრობა თქვენთვის მოულოდნელი იყო?
– სწორედ რომ ასეა, თუკი თვლით, რომ თქვენი ჩემთან დაახ-
ლოების მცდელობა სასიკეთო იქნება ჩემთვის.
– კი არ ვთვლი, დარწმუნებული ვარ. უნდა ვაღიარო, ჩემ გარ-
შემო ბევრი მამაკაცია, რომელთაგან ყურადღება არ მაკლია, –
ამბობს გოგონა და თმას ყურს უკან იწევს, – თუმცა, შესაძლებე-
ლია, რომ სწორედ თქვენმა უყურადღებობამ მაიძულა, ეს ნაბიჯი
გადმომედგა.
– მეც ვაღიარებ, რომ ჩემ გარშემოც ბევრი ქალია, მაგრამ
ამას ჩემს ძლიერ მხარედ არ ვთვლი, მით უფრო მასთან, ვისთა-
ნაც საუბრისა და ურთიერთობის სურვილი მაქვს. – ვუპასუხე ისე,
რომ მეგრძნობინებინა, საუბარი აღარ იყო საინტერესო.
– საინტერესო მამაკაცი ჩანხართ, ზუსტად ისეთი, ჩემნაირი
ქალისთვის პირველი რომ უნდა იყოს. ალბათ მიმიხვდით, რომ
ზოდიაქოთიც ქალწული ვარ, – მრავალმნიშვნელოვანი ღიმი-
ლით მითხრა გოგონამ, თუმცა აშკარა იყო, რომ ცრუობდა.
– აი, ჩემი კატა ზოდიაქოთი ლომია, მაგრამ ეს იმას არ ნიშ-
ნავს, რომ ზურგზე ფაფარი აქვს, ან იმას, რომ კუროს მონადირე-
ბას შეძლებს, – ღიმილითვე ვუპასუხე.
– საწყენია, თუ ფიქრობთ, რომ ვცრუობ.
– კი არ ვფიქრობ, ამას თქვენს ყელზე დატოვებული კბილების
კვალი ამბობს.

245 მკითხველთა ლიგა


გოგონამ ყელზე ხელი მიიფარა და წამოდგა. ველოდებოდი,
როგორ შემასხამდა სახეში ღვინოს, მაგრამ ასე არ მოქცეულა,
ჩანთას ხელი დაავლო, შეტრიალდა და ტუალეტისკენ გაემართა.
მიმტან გოგონას ვუხმე და ვთხოვე, ჭიქა გამოეცვალა.
– ასე მალე დაგტოვათ, ვისაც ელოდებოდით?
– მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდა.
– სამწუხაროა. სხვათა შორის, ცვლას ზუსტად ნახევარ საათში
ვასრულებ.
ამ დროს პირველად შევხედე, საოცარი მწვანე თვალები და
წითელი ტუჩები ჰქონდა. უნიფორმა მისი სხეულის შეფასების შე-
საძლებლობას არ მაძლევდა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა,
რომ საოცრად ლამაზი ფორმები უნდა ჰქონოდა.
– ვფიქრობ, კვლავ აქ ვიქნები, – ვუპასუხე და ჭიქა მთლიანად
გამოვცალე.
გოგონა წავიდა და ზუსტად ნახევარ საათში გამომწვევ ლურჯ
კაბაში გამოწყობილი შემოვიდა დარბაზში. მამაკაცების უმრავ-
ლესობამ სწორედ მას მიაპყრო მზერა. მეგონა, ჩემთან მოვიდო-
და, მაგრამ მოშორებით ორადგილიან დაბალ სავარძელზე ჩა-
მოჯდა. მასთან მისვლა ვითაკილე, მაგრამ სხვები ისე დაესივნენ
მას, როგორც თაფლს ფუტკარი. თავს მშვენივრად იცავდა, მას-
თან მისული მამაკაცები ხუთ წუთსაც ვერ ძლებდნენ და გაწბილე-
ბულები უბრუნდებოდნენ საკუთარ ადგილს. ბოლოს, როგორც
იქნა, მარტო დარჩა და როდესაც შევხედე, ჭიქის აწევით მომე-
სალმა. ახლა ის სრულიად სხვა ქალი იყო, იმ მორცხვი მიმტანის-
გან განსხვავებული – ქალი, რომელიც აქამდე ვერ შევამჩნიე და
რომელმაც შეძლო და უამრავი მამაკაცი უარით გაისტუმრა. მივ-
ხვდი მისი თამაშის სტილს და იმასაც, რომ ცდილობდა, მამაკა-
ცებისთვის ენახვებინა რამდენად ავხორცია ჩვენი ბუნება, რომ
ქალს მხოლოდ გამომწვევ კაბაში გამოწყობილს ვამჩნევთ და
არა თუნდაც, რესტორნის უნიფორმაში. ცხადია, ეს მინიშნება სა-
246 მკითხველთა ლიგა
კუთარ თავზე არ მიმიღია – მასში სულაც არ მიზიდავდა მისი
ხორციელი ღირსებები, უფრო მისი თამაშის სტილი მომწონდა,
თუმცა ესეც არ მიჩენდა მისი კოცნის ან ჩახუტების სურვილს. გან-
სხვავებულ ლტოლვას ვგრძნობდი – მინდოდა, რამე მეტკინა
მისთვის, სულ ოდნავ, სასიამოვნოდ... წამოვდექი და მასთან მი-
ვედი.
– ვინმეს ელოდები?
– შენ გელოდები, – მითხრა ირონიულად და სავარძელზე მი-
მითითა. მისი თამაში ჭკუას მაკარგვინებდა, მეგონა, რომ თით-
ქმის ყველაფერი იცოდა ჩემზე.
– ბევრი მამაკაცი გააბრუნე... დავიჯერო, არც ერთის შემთხვე-
ვაში არ გძლია ეგოიზმმა ან სურვილი არ გაგიჩნდა, რომ დარჩე-
ნილიყო? – ისე ვკითხე, რომ მიმხვდარიყო, საკუთარ თავს ვგუ-
ლისხმობდი.
– მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ადამიანები ჩვენთან საიდან
მოდიან, არამედ ის, თუ სად ან ვისთან მიდიან, როცა გვტოვებენ.
– ვერ ვხვდები, ეს პასუხი ჩემს კითხვასთან რა კავშირშია.
– მარტივია, შენ ცდილობ, რომ წასვლისკენ უბიძგო, ადამიანი
კი ან ზედმეტად ჯიუტი და თავნებაა და რჩება, ან ზედმეტად სუსტი
და ბრძოლისუუნარო და სხვასთან გარბის. ის სხვა კი არა შენზე,
არამედ თავად იმ ადამიანზეც სუსტია და ასე დაუსრულებლად.
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მას, ვინც ჩვენზე სუსტია, რათა მისი
უკან დაბრუნების აუტანელი სურვილით ვასაზრდოოთ ჩვენი სა-
ცოდავი სიცოცხლე.
– და შენ გამუდმებით შენზე ძლიერს ეძებ?
– არა, მე ვეძებ მას, ვინც შეძლებს და თამაშში დამამარცხებს.
სიგარეტს ვუკიდებ და გოგონას კოჭიდან თვალებამდე ვათვა-
ლიერებ. მკაცრად მიყურებს, თუმცა არ ვუშინდები. მასთან თავს
უსუსურად ვგრძნობ, ვცდილობ, ძლიერი გამოვჩნდე... მზერა იქ-
ვე მჯდომ სხვა გოგონაზე გადამაქვს, ვუღიმი და კვლავ ჩემ წინ
247 მკითხველთა ლიგა
მჯდომს ვუყურებ. ორივენი ვდუმვართ, ღვინოს ვსვამ და სიგარე-
ტის ნამწვს საფერფლეში ვაგდებ, სავარძელს ვეყრდნობი და
ისევ ვიღიმი.
– მეჩვენება თუ მეფლირტავები?
– რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, მომწონს ორაზროვნება.
– სამწუხაროა, მე კი მჯეროდა, რომ ეცდებოდი, ჩემ მიმართ
სიმპათია გამოგეხატა. ფლირტი ხომ შესანიშნავია?!. – თმას
მხრებს უკან იყრის და ქვედა ტუჩს ისე კბენს, რომ უნებურად ფეხს
ფეხზე ვიდებ და ჯიბეში რაღაცის ძებნას ვიწყებ.
– სრულიად შესაძლებელია, რომ იყოს. როგორც გითხარი,
მიყვარს ორაზროვანი საუბარი, – დაბნეული ვპასუხობ.
– მე კი ნამდვილად არ მიყვარს ჩამოუყალიბებელი მამაკაცე-
ბი, იქნებ უბრალოდ გადაწყვიტო, გინდა ჩემთან თამაში თუ სხვას
დაუთმობ ასპარეზს? – ამბობს და სიგარეტს უკიდებს. – მამაკაცს
არ უხდება ფეხის ფეხზე გადადება, აი, ჩვენ, ქალებს კი... განსა-
კუთრებით თუ... – ჩუმდება და ნელი მოძრაობით მარჯვენა ფეხს
მარცხენაზე აჯვარედინებს, მაღალყელიანი წინდები აცვია.
– ვითამაშოთ. მოხარული ვიქნები, თუ თამაშის წესებს გამაც-
ნობ.
– მარტივია, ვცდილობ, გამოგიწვიო, შენ კი ცდილობ, ჩემს
კლანჭებში არ აღმოჩნდე, – ამბობს და იცინის.
– ახლა რამე განსაკუთრებულს ვაკეთებთ? – ვეკითხები ოდ-
ნავ აღელვებული ტონით.
– არა და თამაშის ხიბლიც სწორედ ამაშია, შენ უკვე დამარ-
ცხდი.
– იქნებ გამიზნულად?
– ეს მაშინ, როცა ვამბობ, რომ მინდა, ვინმემ დამამარცხოს?
ფსონს შესაფერის ცხენზე არ დებ, მშვენიერო.
– უბრალოდ, ფორას გაძლევ, ძვირფასო... – ვიღიმი მისი სა-
ხელის მოლოდინში...
248 მკითხველთა ლიგა
– სჯობს, ერთმანეთის სახელები არ ვიცოდეთ... დალევა მინ-
და, – ამბობს და მიმტანს ვისკის უკვეთს ორივესთვის. რამდენიმე
საათში გვარიანად მთვრალები ვართ. საცეკვაოდ ვდგებით,
დარბაზი თითქმის ცარიელია, თუმცა წყნარი და ვნებიანი სიმღე-
რა ისმის. გოგონას წელზე ხელს ვხვევ და ძლიერად ვიკრავ მკერ-
დზე. ჯერ ქვემოდან მიყურებს, შემდეგ კი თვალებს ხრის. მხარზე
მისი ნაზი ხელი ქვასავით მძიმე მეჩვენება, ლოყას მხარზე მადებს
და ღრმად სუნთქავს, მუხლს ფეხებშორის აცურებს და მეფერება.
იღიმის, უფრო ახლოს მოდის, თუმცა, ვგრძნობ, გაქცევას ცდი-
ლობს. შიშველ ზურგზე მის ნეკნებს თითებით ვითვლი, ხერხე-
მალზე ვაცურებ ხელს და გავასთან ვჩერდები. ტუჩს იკვნეტს,
ტრიალდება და ახლა ზურგით მეკვრის მკერდზე, ხელებს კისერ-
ზე მხვევს და თეძოებს წრიულად ამოძრავებს. ისევ ჩემკენ ვატრი-
ალებ, ის კი ხელს ქამარზე მკიდებს და ისევ იღიმის. დარბაზი
თითქმის ცარიელდება. ფეხის წვერებზე დგება, ღრმად სუნთქავს
და ყურში ჩამჩურჩულებს:
– დავიღალე... ჩემთან ავიდეთ, იან... – მაჯაში მკიდებს ხელს
და მივყავარ.
– კი მაგრამ, ჩემი სახელი საიდან...
– ჩშშ.. – მაჩუმებს და ქვედა ტუჩზე ვნებიანად მკოცნის... – ნუ
გააფუჭებ...
რესტორნიდან გამოვრბივართ და ქალაქს ვიწრო ქუჩებით
ვტოვებთ, მივდივართ. ის წინ მირბის, არ ვიცი, რატომ, მაგრამ
ინტუიცია მკარნახობს, რომ უნდა გავყვე. მოულოდნელად ჩერ-
დება, ჩემკენ ბრუნდება და კედლისკენ მიბიძგებს. პერანგის ქვეშ
ხელებს აცურებს და მკოცნის. მერე ისევ გავრბივართ. ამ გზას
დასასრული არა აქვს. დაღმართზე ჩავირბინეთ და ძველი სახ-
ლის სარდაფთან გავჩერდით. ის ჩანთაში გასაღებს ეძებს, კისერ-
ში ვკოცნი. მასთან ყოველი შეხება სიმწარეს მიტოვებს ხელებსა
და ტუჩებზე.
249 მკითხველთა ლიგა
– ვერ ვპოულობ, ფანჯრიდან ჩავიდეთ, – ამბობს და ფანჯარას
აღებს, იხრება და მოუხერხებლად ძვრება, მეც მივყვები და ფან-
ჯრიდან პირდაპირ დივანზე ვეცემი, მას კი უკვე სასმლით სავსე
ჭიქა უჭირავს და სვამს. ახლა ის ელეგანტური და გამომწვევი ქა-
ლი კი არა, ჩვეულებრივი ამორძალია. რამდენიმე ყლუპის შემ-
დეგ, ცეკვავს და იხდის, ჩემ წინ გამჭვირვალე საცვლების ამარა
დგება, თუმცა, არა, წელზე უცნაური ქამარიც არტყია, საიდანაც
ჯერ დანას, მერე კი პისტოლეტს იხსნის და გვერდით დებს. მიხ-
ვდა, რომ არ მეშინია, თუმცა მაინც ამბობს:
– უბრალოდ, თავდაცვაა. არ ინერვიულო.
– დანა და იარაღი... თავს ვისგან იცავ?
– ამის დედაც. რა მნიშვნელობა აქვს? მინდა, რომ გამჟიმო.
– ამისთვის მეტისმეტად ნასვამი ხარ.
– შენ კი ზედმეტად პატიოსანი მამაკაცის როლს თამაშობ, –
ბოლო ხმაზე ყვირის, თუმცა უმალვე მშვიდდება. ჯერ გვერდით
მიჯდება და თვალებში მიყურებს, მერე კი ჩემს კალთაში ინაც-
ვლებს, ქამარს მიხსნის და მიღიმის – ერთდროულად დამცინავი
და სასიამოვნო ღიმილია. ხელში ამყავს და საწოლზე ვაწვენ,
თმაზე ვეფერები. რამდენიმე წუთში ბავშვივით ეძინება.
მისგან ოდნავ მოშორებით ვწვები და ჭერს ვუყურებ. გოგონა
წრიალებს, ბრუნავს, ვერ ისვენებს, ჩემკენ მოიწევს. ფეხს ფეხებ-
ზე მადებს, თავს – მკერდზე, ხელს – მუცელზე.
– მიყვარხარ! – ბუტბუტებს. მოულოდნელად სანი მახსენდება
და... ვხვდები, ისევ მიყვარს, თუმცა ახლა იმაზე ფიქრი, რომ მე-
ნატრება, აბსურდია. უბრალოდ, ჩემს სხეულს არ შეუძლია ასეთ
მდგომარეობაში მყოფი სხვა ქალის ატანა. ვკანკალებ და გულის-
რევის შეგრძნება მეუფლება. ფრთხილად ვდგები საწოლიდან და
დივანზე ვწვები. რამდენიმე წუთში მეძინება.
დილით გვიან გამეღვიძა. ის უკვე სამზარეულოში იყო და ჩაის
ადუღებდა. თვალები მოვისრისე და წამოვჯექი.
250 მკითხველთა ლიგა
– რატომ იწექი დივანზე? თუ ჩემთან ძილი არ გინდოდა, შე-
გეძლო, უბრალოდ, გეთქვა.
მრცხვენია, ვუთხრა, რატომ დავწექი დივანზე. შეიძლება, გუ-
ლი ვატკინო და თან მის თვალში არასრულფასოვანი მამაკაცი
გამოვჩნდე.
– თავად მთხოვე ღამით, – ვამბობ და ვიაზრებ, რომ ეს იყო
პირველი ტყუილი, რომელიც ოდესმე მითქვამს.
– ააა, ხო, ვიცი ხოლმე ასეთი რაღაცები, – ამბობს ღიმილით
და ჩაის ჭიქას მიდგამს მაგიდაზე.
– გმადლობ, მაგრამ უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი საქმეები
მაქვს.
– კარგი, იან, იმედია, არასოდეს შევხვდებით ერთმანეთს.
სარდაფის კარს მიღებს და მეც ქალაქს ვუბრუნდები.
დიდი ხანია ფორდი და მორგანი არ მენახა, თან მაინტერესებ-
და, როგორ მიდიოდა გამოძიების საქმე. განყოფილებისკენ წა-
ვედი. დეტექტივები შენობაში არ დამხვდნენ და გადავწყვიტე,
დავლოდებოდი. ორივეს გაუხარდა ჩემი დანახვა, თუმცა მორ-
განს სახეზე აშკარა იმედგაცრუება ეწერა.
– სად დაიკარგეთ, მისტერ კლაინ? – მკითხა ფორდმა და ჩი-
ბუხი გააბოლა.
– პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა დავბრუნდი. მითხა-
რით, როგორ მიდის საქმის გამოძიება, არის რამე სიახლე?
– საქმე დაიხურა. – მკვახედ მიპასუხა მორგანმა და მის სიტ-
ყვებში აშკარად იგრძნობოდა, რომ გარკვეულწილად ეს ჩემი და-
ნაშაულიც იყო.
– კი მაგრამ, მიზეზი? ჩვენ ხომ ასე ახლოს ვიყავით ფინალ-
თან?
– ჩვენ ნამდვილად, აი, შენ კი არა, – ისევ მკვახედ მიპასუხა
მორგანმა.

251 მკითხველთა ლიგა


– მორგან, იქნებ შეწყვიტო მაგარი დეტექტივის როლის თამა-
ში და ამოღერღო, რატომ დაიხურა საქმე? – ტონს ავუწიე. დეტექ-
ტივს სახეზე გაკვირვება და ბრაზი ერთდროულად გამოეხატა.
– მე მელაპარაკები, ლაწირაკო? – გამოიწია ჩემკენ და ალ-
ბათ ხელსაც ჩამავლებდა, ჩვენ შორის ფორდი რომ არ ჩამდგა-
რიყო.
– დიახ, სწორედ შენ გეუბნები! მაგარი რომ იყო, ეგ საქმე უჩე-
მოდაც უნდა გაგეხსნა. აქეთ ქედმაღლურად მელაპარაკები,
თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე.
– და იქნებ სწორედაც შენ ხარ?! არაერთმა მტკიცებულებამ
მიგვანიშნა ამაზე, თუმცა ყოველ ჯერზე გამოძვერი.
– ამას როგორ მეუბნები? დამიჯერე, ადამიანისთვის ტკივი-
ლის მიყენება რომ შემეძლოს, პირველ რიგში შენ მოგაჭრიდი
მაგ მახინჯ ენას, – ვუყვირი მორგანს და მისკენ გავიწიე. ფორდი
ვეღარ ახერხებდა ჩვენს გაჩერებას, მორგანი საყელოში მწვდა
და შეეცადა, კედელზე მივენარცხებინე, სანაცვლოდ მუხლში მი-
იღო დარტყმა, შემდეგ კი თავი ვუთავაზე ცხვირში. სისხლი წას-
კდა.
– მოვკლავ ამ უნიჭო რომანტიკოსს, – ღრიალებდა ლომივით
და ცდილობდა, ფორდს დასხლტომოდა. არც მე ვთმობდი და ის
იყო, ხელმეორედ უნდა დავტაკებოდით ერთმანეთს, რომ ზურგი-
დან ვიღაცამ დამიჭირა, თან ისე ძლიერად, რომ გაფართხალე-
ბაც აღარ შემეძლო. თავი ერთ ადგილზე გამიჩერა – ვერც უკან
ვიხედებოდი და ვერც გვერდებზე. მორგანი დაწყნარდა, ცხვირზე
ხელსახოცი მიიფარა და სკამზე ჩამოჯდა, მე კი კვლავ უცნობ მა-
მაკაცს ვეჭირე და მგონი, არც აპირებდა ჩემს გაშვებას, ფორდს
რომ არ ეთქვა:
– საკმარისია, ადამ, გაუშვი. არ მგონია, ისევ იჩხუბონ.
უცნობმა ხელი გამიშვა თუ არა, მაშინვე შევბრუნდი და ის შე-
ვათვალიერე. მაღალი, ჩასხმული, შავგვრემანი მამაკაცი იყო.
252 მკითხველთა ლიგა
ნაჭრის შარვალი, ჯინსის პერანგი და ტალახიანი ფეხსაცმელი
ეცვა. ხშირი წვერი თითქმის თვალებიდან ეწყებოდა და ყელში
მთავრდებოდა, თმა უკან ჰქონდა გადაწეული. ერთი შეხედვით
სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მაინც უნდობლად
განვეწყვე მის მიმართ.
– გაიცანი, იან, ეს ჩემი ძმაა, ადამი, – მითხრა ფორდმა. ადამ-
მა ზრდილობიანად გამომიწოდა ხელი და გამიღიმა.
– აღფრთოვანებული ვარ, რომ გაგიცანი, – ვუთხარი დამცი-
ნავად და ხელი ჩამოვართვი.
– ასაკისა და აღნაგობის კვალობაზე ძლიერი და მოხერხებუ-
ლი ბიჭი ჩანხარ, – ბოხი ხმით მითხრა ფორდის ძმამ და ოცდა-
თორმეტივე კბილი გამოაჩინა.
– როგორც ვხედავ, შენ და კბილის ჯაგრისს ახლო ურთიერ-
თობა გაქვთ, ადამ.
– იუმორიც კარგი გქონია, – მითხრა ადამმა და უცებ საშინე-
ლი ხველა დაეწყო. ერთი წუთი მაინც ახველებდა გაუჩერებლად.
ფორდმა სკამზე დასვა და წყლის მოსატანად გაიქცა. როგორც კი
სული მოითქვა ადამმა, ფორდმა მითხრა:
– იან, ჩვენ უნდა წავიდეთ. იმედია, შენ და მორგანი ერთმა-
ნეთს არ დახოცავთ და საინტერესო თემაზე ისაუბრებთ. რამდე-
ნიმე საათში დავბრუნდები.
ფორდი და ადამი კარიდან გავიდნენ. მორგანს გვერდით მი-
ვუჯექი. დეტექტივს ჯერ კიდევ სდიოდა ცხვირიდან სისხლი, ხელ-
სახოცი მთლიანად წითელი იყო. ცდილობდა, ჩემი იქ ყოფნა არ
შეემჩნია, მაგრამ დაჟინებით მივჩერებოდი, ეს კი წონასწორობას
აკარგვინებდა.
– შეგიძლია, ერთხელ მაინც მოიქცე ისე, რომ მდგომარეობი-
დან არ გამომიყვანო?

253 მკითხველთა ლიგა


– როგორ არ შემიძლია, მაგრამ შენი გამაღიზიანებელი ლა-
პარაკით მაიძულებ ერთი-ორი წაგკბინო ხოლმე. ბოდიშს გიხდი
ცხვირის გამო. მომიყევი, რატომ დახურეთ საქმე.
– ჩვენს ოთახში ავიდეთ, – მითხრა მორგანმა. უკან მივყვებო-
დი და სიცილის შეკავებას ვცდილობდი. ოთახში რომ ავედით,
მორგანმა პირი დაიბანა, ცხვირზე სველი ნაჭერი დაიდო და სა-
ვარძელში ჩაჯდა.
– მგონი, ზედმეტი მომივიდა, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს.
– არ არის საჭირო. საქმეს რაც შეეხება, დამნაშავესთან ძალი-
ან ახლოს ვიყავით, მაგრამ მოულოდნელად დაიკარგე და მისი
კვალიც გაქრა. იქიდან მოყოლებული არანაირი დანაშაული არ
მომხდარა. პირდაპირ გეტყვი, დღემდე შენ მგონიხარ დამნაშავე
– დამნაშავე, რომელიც იდეალურად მალავს ნამდვილ სახეს.
ბევრჯერ მიგიჩნიეთ ეჭვმიტანილად, მაგრამ ყოველთვის გქონდა
ალიბი. შენ გარდა სხვა რეალური ეჭვმიტანილი არც გვყოლია,
თუმცა, შეუძლებელია, ბრალი დაგდოთ. ვერ ვიტყვი, რომ საქმე
დაიხურა, უბრალოდ, შეწყდა იქამდე, სანამ რაიმე ხელჩასაჭიდს
არ ვიპოვით. ვნახოთ, რა მოხდება შენი გამოჩენის შემდეგ. აი,
ასეთ შემთხვევაში კი არ ვიცი, რას ვიზამ, იან...
– კარგი რა, მორგან, როგორ შეიძლება ვინმეს მკვლელობა
დამაბრალო, სერიული მკვლელი ხომ საერთოდ... აშკარად ვი-
ღაც ცდილობს, ყველაფერი მე დამბრალდეს და ეს ძალიან კარ-
გად გამოსდის. შენ კი, ისეთი სულელ... ბოდიში, შენ კიდევ გგო-
ნია, რომ მე ჩავიდინე ყველაფერი. არ გახსოვს, როგორ მივდევ-
დი დამნაშავეს?
– კი, მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს, რომ არ ესროლე. იქ-
ნებ შენი თანამზრახველი იყო და სწორედ ამიტომ არ ესროლე?
– თქვა და ისე წამოდგა სავარძლიდან, თითქოს საქმე გახსნაო.
"ღმერთო, რა იდიოტია", – გავიფიქრე.

254 მკითხველთა ლიგა


– ჯანდაბა, აქ ნამდვილად არ არის ვინმე, რომ გაგვაშველოს
და იქნებ სავარძელში დაბრუნდე, სანამ მართლა დაგვიხოცავს
ერთმანეთი.
– მემუქრები კიდეც?
– ვფიქრობ და აზრადაც არ მომდის, ვინ აიყვანა შენისთანა
ჩლუნგი სამსახურში. არ შეიძლება ასეთი ეჭვიანი იყო, დეტექტი-
ვო.
– სწორედ ასეთი უნდა იყოს დეტექტივი. ეჭვი საჭიროა ჩემს
საქმეში, რადგან დამნაშავე ხშირად სწორედ ის არის, ვისზეც ვე-
რასოდეს იფიქრებ.
– მმმ, საინტერესოა! ანუ შესაძლებელია, შენც იყო დამნაშავე
ხომ, დეტექტივო? იქნებ ასეა და სწორედ ამიტომ ცდილობ მთე-
ლი მონდომებით, დანაშაული მე გადმომაბრალო? მე გამომკე-
ტო ციხეში და შენ სრულიად თავისუფალი იყო. მგონი, ესეც სა-
ფუძვლიანი ეჭვია, არა? აუცილებლად გავაცნობ ამ მოსაზრებას
ფორდს, როგორც კი დაბრუნდება.
– ხმა ჩაიგდე, როგორ ბედავ ჩემზე ასეთი მარაზმის გადმობ-
რალებას? კრინტი არ დაძრა ფორდთან და მსგავსი სისულელეე-
ბით ნუ გაუბურღავ ტვინს, – გაცხარდა მორგანი.
– მაინც გკითხავ, დანას როგორ ხმარობ, დეტექტივო?
მორგანმა საფერფლეს დაავლო ხელი და მესროლა, ავიცილე
და სასწრაფოდ გამოვვარდი ოთახიდან. კიბეზე ჩავირბინე და
ფოიეში გავჩერდი – ფორდს დაველოდე. დაახლოებით ნახევარ
საათში მოვიდა. მარტო იყო, ხელით მანიშნა, წამომყევიო და
ისევ ოთახში ავედით. მორგანი იწვა და სახეზე სველი ნაჭერი
ეფინა, თუმცა ფორდი რომ დაინახა, წამოჯდა.
– ფორდ, მორგანმა შესანიშნავი აზრი მომაწოდა. ისევ მით-
ხრა, რომ დამნაშავე ვგონივარ და ისიც დაამატა, მიუხედავად
ალიბისა, ზოგჯერ სწორედ ის ადამიანია დამნაშავე, რომელზეც
ვერასოდეს იფიქრებ ამას. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, იქნებ
255 მკითხველთა ლიგა
მორგანია დამნაშავე და ცდილობს, თავისი დანაშაული მე დამაბ-
რალოს, რათა მშრალი დარჩეს? – ვუთხარი ფორდს და გავუღიმე
მორგანს.
– იქნებ შენც იმავეს აკეთებ? ცდილობ, მორგანს გადააბრა-
ლო... – თქვა ფორდმა და მოულოდნელობისგან ადგილზე გავ-
შეშდი.
– გითხარი, არ უთხრა-მეთქი? – გამიღიმა ირონიულად მორ-
განმა. – მე და ფორდმა ეს სპეციალურად გავაკეთეთ. გვაინტე-
რესებდა, გადმომაბრალებდი თუ არა დანაშაულს და აჰა, ასე მო-
იქეცი.
– ნუთუ? მაშინ შეგიძლიათ, ხელბორკილი დამადოთ, დეტექ-
ტივებო, – ორივე ხელი გავიშვირე.
– ამას მე გავაკეთებ, – სიხარულით წამოდგა მორგანი, თუმცა
ფორდმა ანიშნა და ისევ დაჯდა.
– შენს დაპატიმრებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, მეც საფუძ-
ვლიანი ეჭვი გამოვთქვი.
– ადამის საქმე როგორ არის? – ჰკითხა მორგანმა ფორდს.
– უკეთესადაა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითია. ეს როგორ
დაემართა? იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.
– არ მეტყვით, რა ხდება? – ვკითხე დეტექტივებს.
– არაფერია საგანგაშო, იან. შენთვის იმის თქმა მინდა, რომ
შენს პოტენციალსა და უნარს ფლანგავ, არადა, რამდენი რამის
გაკეთება და მოსწრება შეგიძლია?! შენ კი თავადაც ვერ გაგირ-
კვევია, რა გინდა ამ ცხოვრებისგან. საინტერესოა, როცა დაბერ-
დები და არაფერი შეგეძლება, რას უზამ იმ საქმეებს, რომლებიც
ახალგაზრდობაში უნდა გაგეკეთებინა? მე ვიცი: უკლებლივ ყვე-
ლას ინანებ! შენს გასაკეთებელს კი შენ გარდა არავინ გააკე-
თებს, ადამიანებს ისედაც თავზე საყრელად აქვთ პრობლემები,
– მითხრა ფორდმა.
– მე ადამიანი არ ვარ თუ პრობლემები არ გამაჩნია?
256 მკითხველთა ლიგა
– არა, შენ ნებისყოფა და ტვინი არა გაქვს, თორემ, ვინ იცის,
რის გაკეთებას შეძლებდი.
– ეს კი ნამდვილად მეწყინა.
– საწყენად არ მითქვამს. არ ვაპირებ შენს მეურვეობას, ისე კი
სიამოვნებით გამოგკეტავდი რამდენიმე კვირით გამოსასწორე-
ბელ სახლში, ჭკუა რომ გესწავლა.
– დეტექტივებო, გიჯობთ დამნაშავის ციხეში გამოკეტვაზე
იფიქროთ, საქმეს წინ წაიგდებდით.
– იან, მორგანი არ გეგონო. პირდაპირ ფეხში გესვრი.
– მემუქრები, დეტექტივო?
– უბრალოდ, გაფრთხილებ. ახლა კი წადი და თუ შენი დახმა-
რება დაგვჭირდა, როგორმე დაგიკავშირდებით.
დეტექტივებისგან ცოტა ნაწყენი წამოვედი. ამდენი ხნით გან-
შორების შემდეგ მათგან მსგავს დახვედრას არ ველოდი. თურმე
ყველაფერს მე მაბრალებენ, თან ისე, რომ ერთხელაც არაფერი
უთქვამთ.
ვინმესთან მინდოდა ლაპარაკი და რატომღაც გრეგი ავარჩიე.
ის ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის სტიმულის მოცემას და იმას,
რომ ცხოვრებისთვის მსუბუქად შემეხედა. გრეგი ქალაქგარეთ
ცხოვრობდა უზარმაზარი სახლის მეორე სართულზე. ლუდი და
სიგარეტი ვიყიდე და მასთან წავედი. ერთდროულად გაუხარდა
და გაუკვირდა ჩემი დანახვა. სტუმრების ოთახში დავსხედით,
ლუდი გავხსენით და სიგარეტს მოვუკიდეთ.
– რამ გაგახსენა ჩემი თავი?
– შეუძლოდ ვიყავი და შენ გარდა არავისკენ გამიწია გულმა,
– ვუპასუხე.
– ერთდროულად სასიამოვნო და საწყენია ეს ფაქტი. სასია-
მოვნოა, რადგან არის ქვეყნად ერთი ადამიანი მაინც, ვისაც
სჭირდები და შენ მისი დახმარება შეგიძლია; საწყენია იმიტომ,
რომ მხოლოდ ასეთ დროს ახსენდები.
257 მკითხველთა ლიგა
– თუ საყვედურებს აპირებ, ახლავე წავალ. საკმარისად მო-
ვისმინე მსგავსი საუბრები ბოლო დროს.
– არ ვაპირებ, უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნე.
– კეთილი, მომიყევი, რა ხდება შენთან. ისევ მარტო ხარ? –
ვკითხე.
– მარტო ვარ და ეს სულაც არ მიქმნის დისკომფორტს.
– შესაძლებელია, თუმცა იქნებ გენახა ვინმე და სერიოზულ
ურთიერთობაზეც გეფიქრა?!
– რა გითხრა, არ ვიცი. ქარაფშუტა ქალები არ მიყვარს, არც
ზედმეტად ცივები, გაუნათლებელი ქალი ხომ საერთოდ არარაო-
ბად მიმაჩნია.
– მიმოიხედე ირგვლივ, ძალიან ბევრი ჭკვიანი ქალია, თან
ისეთები, სულიერი სილამაზითაც რომ გამოირჩევიან. ვიცი, ამას
შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ლამაზიც ხომ უნდა იყოს, არა? ეშმაკი კი არ ვარ, მარტო ტვი-
ნი და სული გავჟიმო.
ბევრი ვიცინე გრეგის ამ სიტყვებზე. ის მართალი იყო და ასე-
თი სატირული სიმართლით ყოველთვის ახერხებდა ჩემს კარგ
ხასიათზე დაყენებას.
– ისიც საკმარისი იქნება, ვინმე შენი მსგავსი მოძებნო და ბედ-
ნიერად იყოთ.
– აქ კი ნამდვილად ცდები, მსგავს ადამიანებს არასოდეს გა-
მოსდით ურთიერთობა. მაქსიმუმ რამდენიმე თვე გაძლონ, შემ-
დეგ კი გამუდმებული კამათი იწყება. ერთმანეთისგან განსხვავე-
ბულები კი ერთმანეთს დანაკლისს უვსებენ და ურთიერთობაც
გამოდის ხოლმე.
ლუდის ბოთლი ბოლომდე გამოცალა და მთხოვა, გამომყე-
ვიო. აჩრდილივით ავედევნე. ეზოში გავედით, მანქანაში ჩავსხე-
დით და ქალაქში დავბრუნდით. მანქანა კინოთეატრთან გააჩერა
და რამე ფილმი ვნახოთო. უარი არ მითქვამს, იშვიათად თუ დავ-
258 მკითხველთა ლიგა
დიოდი მსგავს ადგილებში და იმ მომენტში რატომღაც კარგ შე-
მოთავაზებად მომეჩვენა.
ფილმი მძაფრსიუჟეტიანი იყო, დაჟეჟილი სახეებით, სისხლი-
თა და დამტვრეული სახსრებით. გრეგს უყვარდა მსგავსი ფილმე-
ბი და წიგნები, ალბათ ძველ რომში რომ დაბადებულიყო, აუცი-
ლებლად გლადიატორი იქნებოდა და ვეფხვს საკუთარი ხელე-
ბით მოახრჩობდა.
– ვიფიქრე, შენი ფაქიზი გული ვერ გაუძლებდა ასეთ ფილმს.
როგორი აღტაცებული უყურებ? – მკითხა გრეგმა.
– ამას ვინ ამბობს და თან ვის ეუბნება! მგონი, საკმარისზე მე-
ტი დალიე, გრეგ.
– ზედმეტად ერთფეროვანი ფილმია, შინ წავიდეთ.
სახლამდე მანქანით მიმიყვანა და გზა გააგრძელა. ოთახში
ავედი და დიდი ხნის მიტოვებული საქმის გაგრძელება გადავ-
წყვიტე – ოთახის კუთხიდან მოლბერტი გადმოვდგი და ნაჭერი
მოვაშორე. საშინლად მტვრიანი იყო და მთელი ამდენი ხნის გან-
მავლობაში, ერთხელაც არ გამხსენებია მისი გასუფთავება. თით-
ქოს ობი და ხავსი მოეკიდაო, ისე შესცვლოდა ნახატს ფერი. ვუ-
ყურებდი და ვფიქრობდი, რომ ის არ იყო ჩემი შემოქმედება. სი-
ცოცხლეში პირველად მეუცხოვა ნახატი და ისიც ჩემი. საღებავე-
ბი მოვიტანე და ვცადე, დამეხატა, მაგრამ ვერ შევძელი. მოლ-
ბერტზე ახალი ტილო დავდე. ხაზის სწორად გასმაც კი არ გამო-
მივიდა, ფერებსაც ვეღარ ვაზავებდი სათანადოდ და, რაც მთავა-
რია, არ ვიცოდი, რა დამეხატა. თითქოს ხელები არ მქონდა ან ამ
ხელებს აღარ ჰქონდათ ხატვის უნარი, გულიც არ ამჩქარებია
ფუნჯის მოსმისას, თითქოს აქამდე განცდილმა გრძნობებმა, რო-
მელთაც დამტოვეს, ხატვის უნარიც თან გაიყოლეს და ასეც იყო
– აღარაფერს განვიცდიდი იმედგაცრუების გარდა და სწორედ
ამიტომ აღარ შემეძლო რამე დამეხატა. ეს კიდევ უფრო მიმძაფ-
რებდა იმედგაცრუებას, ოღონდ, ამჯერად საკუთარი თავი მიცრუ-
259 მკითხველთა ლიგა
ებდა იმედს და ვერ ვხვდებოდი, გამარჯვებული ვიყავი თუ დამარ-
ცხებული. ნახატს, რომელსაც წლებია, ვხატავდი, ისევ ჩემი თა-
ვის გამო ვერ დავასრულებდი და დარჩებოდა სამუდამოდ ასე –
შუაგზაზე გაჩერებული თუ მიტოვებული.
მშვიდი ღამე იყო, მაგრამ მშვიდად არ მძინებია – ვერ ვისვე-
ნებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწოლიანად ქვესკნე-
ლისკენ მივექანებოდი და რომ არ გადმოვვარდნილიყავი, ძლი-
ერად ვეჭიდებოდი საწოლს. გამომეღვიძა. უკვე თენდებოდა –
ოცი თებერვალი თენდებოდა. თითქმის ერთი წელი გავიდა მას
შემდეგ, რაც სანი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და ზუსტად სამი
თვე, რაც მიღალატა და ჩემგან წავიდა. ამ თარიღის გახსენებამ
ცუდ გუნებაზე დამაყენა. დილის შვიდი საათი იყო და ჯერ კიდევ
ბნელოდა, მაგრამ ეს სიბნელე როგორ შეედრებოდა ჩემში დაბუ-
დებულ სიბნელეს? ქუჩაში რომ გამოვედი, ქალაქს ჯერაც ნისლი
ემოსა. რომეროს სახლისკენ გავემართე. მას შემდეგ, რაც იმედ-
გაცრუება დარჩა ჩემთან, გამუდმებით მინდოდა ნაცნობების ნახ-
ვა, მათ შორის იყო რომეროც. მისი ფანჯრიდან მკრთალი სინათ-
ლე გამოდიოდა. კარზე დავაკაკუნე და ბეღურასავით მობუზული
დაველოდე, როდის გამომხედავდა. რამდენიმე წამში ხის კარის
ჭრიალი გაისმა და კარში რომერო გამოვიდა. ვერ მიცნო, ვერც
მე ვიცანი. როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში ორივეს გვა-
რიანად გვიშიმშილია – ეს გოლიათივით კაცი ასანთის ღერივით
ჩამომხმარიყო.
– რომერო, შენ ხარ? – ვკითხე ეჭვით.
– და შენ იანი ხარ? – მკითხა იმავე ინტონაციით.
სახლში შევედი და ის თითქმის ცარიელი დამიხვდა, კედლებ-
ზე ნახატები აღარ ეკიდა, ავეჯი გამქრალიყო, მხოლოდ ერთი სა-
ვარძელი და მაგიდა იდგა. რომერომ სასწრაფოდ გამოარბენინა
მეორე ოთახიდან დაბალი სკამი და ჩამოჯდა, მე სავარძელი შე-

260 მკითხველთა ლიგა


მომთავაზა. ერთხანს ჩუმად ვიყავით, მერე კი უხერხული მყუდ-
როება დავარღვიე:
– რა ხდება შენს თავს?
– გამიჭირდა. ალბათ გახსოვს ის ქალი, რომლის გამოც ვიკა-
მათეთ. ეშმაკივით ცბიერი აღმოჩნდა, საკუთარ სიძლიერეში და-
მარწმუნა, მითხრა, ნახატები გავყიდოთ და ფულს ვიშოვითო და
მეც დავუჯერე. ნახატებთან ერთად გაქრა. მოძებნა ვცადე, მაგ-
რამ არაფერი გამოვიდა, დეტექტივებთანაც ვიყავი და მათაც ვე-
რაფერი მოახერხეს. მხოლოდ ერთი ნახატი დამრჩა, ვერ გავიმე-
ტე გასაყიდად, – თქვა და უკან კედლისკენ მიმახედა. ჩემი ნახატი
"ჩიტის ბუდე" დავინახე.
– სამწუხაროა, – ვუთხარი გულდაწყვეტით. – ჩემკენაც ბევრი
არეულობა იყო, მაგრამ დავლაგდი ან დალაგების პროცესში
ვარ. მჯერა, ცხოვრება ამგვარი დამარცხებებით არ სრულდება
და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს მიაღწევ. მომისმინე, მეგო-
ბარო, ვიცი, მაშინ ცუდად გამომივიდა, შესაძლოა, ჩემზე ნაწყე-
ნიც ხარ, მაგრამ მინდა, ისეთი რამ გითხრა, რაც ნამდვილად გა-
გახარებს. ეს ნახატი ჩემია. ბავშვობაში დავხატე. არ ვიცი, შენთან
როგორ აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ისე აღტაცებული ლაპარაკობ-
დი, ვერ შევძელი ამის თქმა. მიხარია, რომ ასე გიყვარს ეს ნახატი
და ახლა ის მთლიანად შენია, ჩემგან სახსოვრად! – ჯიბიდან კა-
ლამი ამოვიღე და ნახატის უკან ჩემი ინიციალები დავწერე. რო-
მეროს ცრემლები წამოუვიდა.
– არ ვიცი, იან, მგონია, რომ ცხოვრება დასრულდა, – თქვა და
ატირდა. ახლა ის ჩემს მხარზე ქვითინებდა და მე ვცდილობდი,
დამემშვიდებინა, – შეძლებ, საღამომდე ჩემთან იყო? რაღაცას
ვხატავ. არ ვიცი, რა გამომივა... მინდა, ნახო და დამეხმარო.
– დავრჩები, მეგობარო, თუმცა, არ ვიცი, დახმარებას რამდე-
ნად შევძლებ – ვეღარ ვხატავ, სწორი ხაზის გასმაც აღარ შემიძ-
ლია.
261 მკითხველთა ლიგა
– რა სისულელეა, – გულჩვილობა ბრაზად ექცა რომეროს, –
შენ უნდა ხატო, არ შეიძლება, რომ გაჩერდე! დამპირდი, რომ
ოდესმე, როცა დიდებული მხატვარი იქნები, მეც გამიხსენებ. –
თქვა და თითქოს გაიბუტაო, ისე ჩაჯდა სავარძელში. უცებ შესა-
ნიშნავმა იდეამ გამიელვა.
– რას იტყვი, ჩემი ერთ-ერთი დაუსრულებელი ნახატი რომ
მოგიტანო და შენ დაასრულო? მე ეს მართლა არ შემიძლია. მეც
შენთან ვიქნები და მოგეხმარები, გეტყვი, რა როგორ უნდა გააკე-
თო, თუმცა მე არ დავხატავ. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.
რომერომ ეჭვის თვალით გამომხედა.
– სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა, შენ ისევ შეძლებ ხატვას, მე კი, როგორც იქ-
ნება, დავასრულებ ჩემს სურათს.
– კეთილი, – დამეთანხმა რომერო. – ოღონდ, დამპირდი,
რომ ოდესმე ისევ დახატავ.
– გპირდები, მეგობარო. ახლა უნდა წავიდე, კიდევ ერთი ადა-
მიანი მყავს სანახავი და ხვალ შენთან მოვალ ნახატით ხელში.
შეიძლება დავრჩე კიდევაც და მთელი ღამე ვხატოთ.
ელვის უსწრაფესად წამოხტა, თვალებში სიხარულის ვარ-
სკვლავები უციმციმებდა. ნახევარ გზაზე გამომაცილა და დამშვი-
დობებისას მითხრა, ხვალ დილით გელოდებიო. მისმა ასეთმა
განწყობამ და სიხარულმა მეც ძალა შემმატა და მეტი ენთუზიაზ-
მით გავემართე ექიმ მეთიუს სანახავად. ის კარგი მოსაუბრე იყო,
გარდა ამისა, ვფიქრობდი, შეძლებდა იმ ქაოსში გარკვევას, ჩემს
გულში რომ სუფევდა. საშინლად ციოდა, თოვლი და წვიმა ერ-
თმანეთს ენაცვლებოდა, თითქოს არც ერთი არ აპირებდა პოზი-
ციის დათმობას და ეს დაპირისპირება ერთგვარ შეჯიბრებად გა-
დაექციათ. მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთი ვერ ახერხებდა ჩე-
მამდე ისე ახლოს მოსვლას, როგორც ეს იმედგაცრუებამ შეძლო.

262 მკითხველთა ლიგა


არ ვიცოდი, სად იქნებოდა მეთიუ, შინ თუ საავადმყოფოში,
ამიტომ ჯერ სახლში ვესტუმრე. კარი არავინ გამიღო და გადავ-
წყვიტე, საავადმყოფოში მივსულიყავი. ოპერაციაზეაო, მით-
ხრეს. დაველოდე. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მეთიუ სის-
ხლიანი ხალათით გამოვიდა საოპერაციოდან და დანახვისთანა-
ვე მითხრა, კაბინეტში დამელოდეო.
– გამოვიცვლი და მალე მოვალ!
ოთახში შევედი და სიგარეტს მოვუკიდე. გარეთ საკმაოდ ბნე-
ლოდა, თუმცა უკვე აღარც წვიმდა და აღარც თოვდა, ღია ფანჯრი-
დან საამო და თბილი ნიავი მიბერავდა. ექიმი კოსტიუმში გამოწ-
ყობილი დაბრუნდა და სასმელი შემომთავაზა. ვიუარე, მინდა,
შინ ფხიზელი დავბრუნდე-მეთქი.
– შენი ნებაა, მე კი არ შემიძლია, ოპერაციის შემდეგ რომ არ
დავლიო. საშინლად ვინერვიულე, მაგრამ მაინც შევძელი იმ
ახალგაზრდის გადარჩენა. გულში იყო დაჭრილი, ბევრი სისხლი
დაკარგა და სათუო იყო მისი გადარჩენა.
– სამწუხაროა, ასეთი ფაქტები რომ ხდება და რა ბედნიერე-
ბაა, თქვენისთანა ადამიანები რომ არსებობენ, – ვუთხარი.
– ასეა. მიამბე, რა ხდება შენკენ ახალი და საინტერესო.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვის-
თვისაც გულის გადაშლა მინდოდა და ყველაფერი დაწვრილე-
ბით ვუამბე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადამხდა:
სანის გამოჩენის, ჩემთან ყოფნის, წასვლისა და გრძნობების გან-
ცდის ჩათვლით.
– შენ ალბათ ხვდები, იან, რომ, რეალურად გრძნობები კი
არა, საკუთარი თავი გელაპარაკებოდა სხვადასხვა გრძნობის სა-
ხელით. გრძნობას ლაპარაკი არ შეუძლია, მას მხოლოდ შეუძ-
ლია, იყოს ან სამუდამოდ გაქრეს.
– კი, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად რეალური იყო. ასეთი
შეგრძნება თუ გქონია: ცუდ ხასიათზე ხარ, მაგრამ იმავდროუ-
263 მკითხველთა ლიგა
ლად კარგი განწყობაც გაქვს? ტკივილი შიგნიდან რომ გჭამს, შენ
კი ამ ყველაფერზე იცინი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდად ყოფნა
დამალო. მართლა გეცინება, განსაკუთრებით იმ უბედურებაზე,
თავად რომ გადაგხდა.
– ეს ჩემთვისაც ნაცნობი მდგომარეობაა. ეს ადამიანად ყოფ-
ნის თავისებურებაა და მას მარტო ვერაფერს მოუხერხებ.
– ნამდვილად, მაგრამ მე მარტო არ ვარ! საკუთარი თავი
მყავს, რომელიც ვიცი, არასოდეს დამტოვებს, თუმცა, მაინც არ
ვიცი, როგორ უნდა შეძლოს და მოახერხოს ადამიანმა, რომ არ
გაბოროტდეს.
– ცხოვრების სირთულე გაჩვევს, რომ გადაწყვეტილებები
მარტივად მიიღო, მისტერ კლაინ. ნუ გაბოროტდებით და ნუ შე-
იძულებთ მათ, ვინც თქვენგან წავიდნენ, უბრალოდ, ეცადეთ, მათ
დაინახონ გზა, რომელიც აირჩიეს და რომ მათი არჩევანი არას-
წორი იყო.
– ამის გაკეთებას არ ვაპირებ, მეთიუ. თავის დროზე ყველაფე-
რი გავაკეთე, ახლა ცხოვრების ჯერია, მაგრამ მაინც არ მესმის,
როგორ შეიძლება, რომ ვიღაცისთვის ოდესღაც ძვირფასი დღეს
სრულიად გაუფასურდე.
– იან, ყველაფერს თავისი ფასი აქვს: ძვირია ან იაფი და მა-
ინც, შეიძლება ის იაფიც კი, ვინმესთვის ოქროზე ძვირფასი იყოს.
ეს იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთანაც ხარ, ვისთვისაც ხარ
და არა შენზე. შენ ყოველთვის ერთი ფასი გექნება. ვიღაცისთვის
კი, ან ძვირფასი იქნები, ან სრულიად უსარგებლო.
– მიყვარს თქვენთან საუბარი, მიუხედავად იმისა რომ, ხში-
რად განსხვავდება ჩვენი აზრები. შეუძლებელია, არ დაგეთან-
ხმოთ. იმედია, ჩემი შეკითხვებით თავს არ გაბეზრებთ.
– არა, რას ამბობ?! ალბათ ჩემიც და, საზოგადოდ, ადამიანის
ამქვეყნად ყოფნის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებს კით-

264 მკითხველთა ლიგა


ხვებზე პასუხები დავუბრუნოთ ან ჩვენი ცხოვრებით თავად ვიქ-
ცეთ მათთვის პასუხებად.
– და მაინც, თქვენგან მინდა მოვისმინო ჩემს მთავარ კითხვა-
ზე პასუხი. როგორ შეუძლიათ ადამიანებს თქვან სიტყვა "მიყვარ-
ხარ" და შემდეგ გადაიყვარონ?
– კარგად მომისმინე, იან, რასაც ახლა გეტყვი, ამას ჯერ კიდევ
წლების წინ მივხვდი: სიყვარული, თუ ის ძლიერია, შეუძლებე-
ლია, მხოლოდ სიტყვით "მიყვარხარ" გამომჟღავნდეს. ადამია-
ნებს შეუძლიათ, ერთმანეთისთვის ამ სიტყვის უთქმელადაც უყ-
ვარდეთ ერთმანეთი. ეს სიტყვა უბრალოდ იმის შეხსენებაა, რომ
გიყვარს და რომ ეს არ უნდა დაავიწყდეს.
– ალბათ ამიტომ შეუძლიათ, ასე მარტივად მოგვატყუონ და
გვიღალატონ. ასეა?
– ღალატს ყველაზე მძაფრი და თავისებური სუნი აქვს, სხვა
სურნელთაგან განსხვავებული, ამიტომაც ვერ დაივიწყებ. კილო-
მეტრების იქით იგრძნობ იმ ადამიანს, ვინც გიღალატა. ცუდი
ისაა, რომ ასეთ დროს ღალატი კი არ ყარს, არამედ ის ერთგულე-
ბა იხრწნება, რომელიც შემოგფიცეს. რაც შეეხება ტყუილს, ადა-
მიანებმა ესეც ისწავლეს. დიდი ხანია, თვალებითაც იტყუებიან,
თუმცა, როგორც კი სიცრუეში გამოიჭერ, თითქოს ღრუბელი გა-
დაიყარაო, ისე ეცვლებათ თვალის ფერი. ამ დროს კი დამცინა-
ვად გიღიმიან და აი, მაშინ საშინლად მეშინია მათი და გაქცევას
ვცდილობ, ხოლმე. მაგრამ სადაც უნდა წავიდე და ვისთანაც უნდა
გავიქცე, ყოველთვის წინ მხვდებიან, ზოგჯერ სხვა ადამიანის
თვალებში. დამიჯერე, იან, მათ, ვინც გამუდმებით იტყუებიან, ერ-
თნაირი თვალები აქვთ – ერთნაირად ბნელი და საშინელი.
– სწორედ ამიტომ ვერ ხედავენ და აფასებენ, რას თმობ მათ
გამო.
– ადამიანები ვერ აფასებენ, რას თმობ მათ გამო. მათ ჰგონი-
ათ, რომ დასათმობი იყო და ამიტომ დათმე.
265 მკითხველთა ლიგა
– იმედია, ამასაც ისწავლიან.
– ისწავლიან, იან, აუცილებლად ისწავლიან და როცა ამის
დრო დადგება, დაბრუნდებიან. დამიჯერე, კარგად ვიცი, ყველა
სერიული მკვლელი უბრუნდება მკვლელობის ადგილს. შენ შესა-
ნიშნავი ადამიანი ხარ, მეგობარო!
– ხშირად მომისმენია ეს სიტყვები, თუმცა თქვენგან განსა-
კუთრებით სასიამოვნო და ძვირფასია ამის მოსმენა, – ვუთხარი
მეთიუს და წამოვდექი.
– სიტყვების ფასს რაოდენობა კი არა, ის განსაზღვრავს, თუ
ვინ გეუბნება მას.
– თორმეტ საათს გადასცდა... შინ უნდა დავბრუნდე, ექიმო.
კიდევ გესტუმრებით, ახლა კი, თავს აღარ შეგაწყენთ, დროებით.
– ჩემი კარი შენთვის მუდამ ღიაა და მაშინ მოდი, როცა მოგე-
სურვება, – მითხრა ექიმმა და ხელი ძლიერად ჩამომართვა. შე-
ნობა დავტოვე და ფეხით გავუყევი გზას. გამოდარების შემდეგ,
თბილი ამინდი დამდგარიყო, მით უმეტეს, თებერვლის კვალობა-
ზე. თუმცა, სითბოს მიუხედავად, მაინც მაკანკალებდა. მიზეზი?
უკვე ოცდაერთი თებერვალია – ერთი წლისთავი, რაც სანი გა-
მოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გზას არ ვუყურებ, ნაბიჯებს თავისით
მივყავარ და როცა ვჩერდები, ვხედავ, იმ პარკის წინ ვდგავარ, სა-
დაც ის გავიცანი. ადგილები, რომლებიც იმ ადამიანებს გვახსე-
ნებენ, რომელთაც მიგვატოვეს, სასაფლაოებს ჰგვანან და გინდა,
გამოიტირო. ფეხები უკან მრჩება, თუმცა მინდა, შევიდე და ერ-
თხელ და სამუდამოდ იქ დავასრულო ყველაფერი, სადაც დაიწ-
ყო. ქუჩაში სინათლეა, მაგრამ პარკში საშინლად ბნელა. არ მე-
შინია, თუმცა მაინც რაღაც მაკავებს. სიგარეტს ვუკიდებ და პირ-
ველ ნაბიჯებს ვდგამ, თვალი მალე ეჩვევა სიბნელეს და პირველ
ლანდებსაც ვარკვევ. ეს ის სკამია, სადაც პირველად შევხვდით მე
და სანი ერთმანეთს, ეს ის ადგილია, სადაც პირველად ჩავეხუ-
ტეთ, აი, ეს კი...
266 მკითხველთა ლიგა
მოულოდნელად ადგილზე ვიყინები. ვხედავ, როგორ ურ-
ტყამს დანას მიწაზე დაწოლილ გოგონას ვიღაც უცნობი... თუ ნაც-
ნობი ადამიანი?

***
დანის პირველ დარტყმაზე საშინლად ამოიგმინა გოგონამ,
მეორე, მესამე და მეოთხე კი თითქოს არ უგრძნიაო. გაშეშებული
ვდგავარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სხვა შემთხვევაში შემე-
შინდებოდა და გავიქცეოდი, მაგრამ ახლა... ახლა არ მეშინია,
ვდგავარ და ვუყურებ მკვლელობას, რომელსაც ის ადამიანი სჩა-
დის, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდით.
ყველაზე ცუდი შეგრძნება კი ის არის, რომ მეცნობა... მისი აღნა-
გობა, მისი მკლავები... თუმცა სიბნელე ხელს მიშლის ბოლომდე
დარწმუნებაში. უცნაურია, მეცნობა, მაგრამ ვერ მივმხვდარვარ,
კაცია თუ ქალი. თავს ვარწმუნებ, რომ ქალს ამის გაკეთება არ შე-
უძლია. ნაბიჯს წინ ვდგამ, რათა ახლოს მივიდე და დავინახო.
ფეხს ხის ტოტზე ვაბიჯებ და ხმაურზე მკვლელი ჩემკენ ტრიალდე-
ბა. მის სახეს ვხედავ და ერთდროულად ყველა კუნთი მეჭიმება.
– ნუთუ ეს შენ ხარ? შენ, ვისზეც ვერასოდეს იფიქრებენ, რომ
დამნაშავეა... – ვბუტბუტებ, მაგრამ ისე, რომ მანაც გაიგონოს.
– მე ვარ! შენ კი ის სახელგანთქმული მხატვარი, რომელმაც
ვერა და ვერ დახატა ჩემი სახე.
დანა გოგონას სხეულზე დადო, სკამზე დაჯდა და ფეხი ფეხზე
გადაიდო. მამაკაცური ხმა აქვს, მაგრამ ქალივით აცვია, იმავ-
დროულად ქალივით ლაპარაკობს, თუმცა კაცივით იქცევა.
მკვლელი ორ პიროვნებას თამაშობს, შიგადაშიგ სპაზმურად ახ-
ველებს.

267 მკითხველთა ლიგა


– ბოდიშს ვიხდი, ვარდზე ალერგია მაქვს, – ამბობს და ბუჩქი-
დან ყვავილს წყვეტს.
– მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ასე ახლოს იყავი და
ვერც კი შეგამჩნიე. ეს როგორ მოახერხე?
– მარტივია, იან, ორი ადამიანი ვითამაშე. ჩემდა უნებურად,
ერთ-ერთი შენ დაგემსგავსა. დამიჯერე, ეს ჩემი განზრახვა არ ყო-
ფილა.
– მაგრამ იცოდი, რომ ყველაფერი მე მბრალდებოდა.
– ვიცოდი და ისიც ვიცი, რომ ახლა შენ მიერ ჩადენილ უკანას-
კნელ დანაშაულთან დგახარ.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – აღელვებული ვეუბნები.
– ალბათ ხვდები, რომ ცოცხალს ვერ გაგიშვებ.
– ჩემს მოკვლას აპირებ? ეს შენი სტილი არ არის.
– მომიწევს, დავარღვიო, – ამბობს და ჯიბიდან რევოლვერს
იღებს. – თუმცა, იან, კეთილი ვიქნები და ერთ შანსს მოგცემ.
ვგრძნობ, როგორ გეშინია, მინდა, ასეთი თამაში შემოგთავაზო:
აქედან გასასვლელამდე სულ რაღაც ექვსი ნაბიჯია, მე კი იარაღ-
ში მხოლოდ ერთი ტყვია მაქვს, ყოველ ნაბიჯზე გავისვრი და თუ
გასვლას მოასწრებ ცოცხალს გაგიშვებ, თუ არადა, მოკვდები.
ეს იყო მომენტი, როცა ჩემგან წასული გრძნობების გამო ვი-
ნანე. სრულიად მარტო დავრჩი, მინდოდა, რომელიმეს მაინც გა-
ეცა ხმა და ეპასუხა კითხვაზე, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა. იქნებ
შიში გამოჩენილიყო?! მაგრამ მისი ნასახიც არ იყო ჩემში, არც
ტკივილი ჩანდა და არც ბრაზი და მათი ბოლო სიტყვები გამახსენ-
და. ყველა გრძნობა დამჭირდა, როცა სრულიად მარტო დავრჩი
და მხოლოდ საკუთარი თავი იყო, ვისთვისაც შემეძლო მეკითხა
და ვისგანაც შემეძლო პასუხი მიმეღო. კიდევ უფრო გამიცრუა
იმედი საკუთარმა თავმა. ის კი იჯდა და მელოდებოდა.
– შენი არ მეშინია, ისროლე! – ვთქვი და ზურგი შევაქციე, გა-
სასვლელისკენ წავედი. გასროლის ხმა გავიგონე და იმწამსვე
268 მკითხველთა ლიგა
ვიგრძენი, როგორ დამიწვა ზურგი რაღაც პატარა რკინის ნაჭერ-
მა. დავეცი და თავი დავარტყი.

***
თვალებს ძლივს ვახელ. ცოცხალი ვარ და საწოლით რაღაც
უსასრულო გვირაბში მიმაქანებენ. ჭერზე წამდაუწუმ ქრება და
ინთება სინათლე. ნაცნობი ხმები მესმის, თავის წამოწევას ვცდი-
ლობ და ექიმ მეთიუს ვხედავ, მის უკან დეტექტივი ფორდი მორ-
ბის.
– საოპერაციო გაამზადეთ! – ყვირის მეთიუ და თან თმაზე მე-
ფერება.
– არ შეგეშინდეს, იან, შენთან ვართ, – ისმის დეტექტივ ფორ-
დის ხმა.
– მაქსს დაუძახეთ! – ყვირის მეთიუ და ხელით ძლიერად მაწ-
ვება მკერდზე. ვგრძნობ, როგორ ვიცლები სისხლისგან – თი-
თოეული წვეთის ჩემგან წასვლას ვგრძნობ და თვალები მეხუჭე-
ბა, მცივა და თითქოს გაყინულ სარკოფაგში წრიალებს ჩემი სუ-
ლი.
– ჩემი სისხლი გადაუსხით! – ყვირის მეთიუ და ისევ ვახელ
თვალებს, თავს უცნობი ექიმები დამტრიალებენ.
– სად ვარ? რა ხდება? – ვამბობ, თუმცა არავის ესმის. ოთახში
ფორდი შემორბის, მიახლოვდება და მეკითხება:
– იან, მითხარი, რა მოხდა. არ მჯერა, რაც საკუთარი თვალით
ვნახე, სიმართლე მითხარი, ამის დედაც, ამოიღე ხმა! – ტუჩები
არ მემორჩილება, ძილ-ბურანში ვეხვევი. არ ვიცი, რამდენ ხანს
ვარ ასე. თანდათან ლაპარაკი მესმის. თვალებს ვახელ, თუმცა
ფორდი იქ აღარ არის, მეთიუ კი ნერვიულად ელაპარაკება სხვა
ექიმს:
269 მკითხველთა ლიგა
– უნდა გადაარჩინო, მაქს, რადაც უნდა დაგიჯდეს!.. არ უნდა
მოკვდეს! – ხანში შესული მაქსი უიმედოდ აქნევს თავს და ხელ-
თათმანს იცვამს.
– სანი... – ვბუტბუტებ.
მეთიუ ფორდს ეძახის და წამში დეტექტივი ჩემს თავთან დგე-
ბა.
– მითხარი, იან, ვინ იყო.
ისევ ჩუმად ვარ. ფორდი გიჟივით წრიალებს ჩემს თავთან.
– ეს ბიჭი, სანამ თავად დაემართება რამე, მანამ მე მომკლავს.
– დეტექტივო, დატოვეთ საოპერაციო! – აფრთხილებს მაქსი
ფორდს.
მინდა დავილაპარაკო, მაგრამ ისევ ვერ ვახერხებ. უფრო მეტ
სისუსტეს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ეს დასასრულია. უკანას-
კნელ ძალას ვიკრებ და მეთიუს ვეძახი. თვალცრემლიანი ექიმი
მოდის და ისევ თმაზე მეფერება.
– ეეერთ თხოვნას შემისრულებთ, ექქიმო? – ვამბობ ძალიან
სუსტი ხმით და ექიმს ხალათზე ვებღაუჭები.
– მითხარი, იან, თუმცა იცოდე, რომ შენ იცოცხლებ, შენ შეძ-
ლებ ამას, იბრძოლე საკუთარი თავისთვის! – ექიმი იხრება და
ყური ჩემს ტუჩებთან მოაქვს. უკანასკნელ ძალას ვიკრებ და მე-
თიუს ჩემს სურვილს ვეჩურჩულები.
– არ შემიძლია, იან. ამას ნუ მთხოვ და რასაც გინდა, იმას
შეგ... – ამის მეტი აღარაფერი გამიგონია – სხეულსა და გონებას
შორის კონტაქტი წყდება.

***
სიკვდილის წინ თვალწინ მთელი ცხოვრება გაივლის, მიტო-
ვებისას იმ ცხოვრებას იხილავ, რომელიც მასთან ერთად უნდა
270 მკითხველთა ლიგა
გქონოდა, ვინც ყველასა და ყველაფერზე მეტად გიყვარდა... სიკ-
ვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი იანის თვალწინ ჩავლილი სი-
ცოცხლის ფრაგმენტები კი ასეთი იყო. მერე კი... მერე თითქოს
ყველაფერს დავიწყების ფერი გადაეფარა.

***
არავინ იცის, ამის შემდეგ რა მოხდა იმ ოთახში, როგორ დას-
რულდა ფორდის გიჟური დღე, რამდენ ხანს სდიოდა ცრემლი მე-
თიუს და როგორ ეჩხუბებოდა ექიმ მაქსს, რომ იანისთვის სიცოც-
ხლე შეენარჩუნებინა, როგორ უყვიროდა ექიმებს, რომ მისი სის-
ხლი გადაესხათ მომაკვდავისთვის და ა.შ. ის კი ნამდვილად ვი-
ცი, რომ მას ძალიან უყვარდა იანი და მაშინაც კი, როცა ეს უკა-
ნასკნელი საკუთარ სხეულს ვეღარ გრძნობდა, მისი ყოველი შე-
ხება უთბობდა შუბლს; ვინ იცის, რა ელის, როგორ განვითარდე-
ბა ან როგორ დასრულდება მისი ამბავი, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს მაინც სანი გაახ-
სენდებოდა, სანი, რომელმაც სიკვდილთან მიიყვანა. ნეტავ, რო-
გორია ადამიანის უკანასკნელი ფიქრები და თუ ოცნებობს სიკ-
ვდილის წინ, ინანიებს თუ არა ცოდვებს, მართლა ხედავს სინათ-
ლეს გვირაბის ბოლოს თუ ეს უბრალოდ მითია, იქნებ სიხარუ-
ლით ტოვებს დედამიწას ან იქნებ ცრემლით, იქნებ მარადიულ
მონატრებას განიცდის იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ვერასო-
დეს ნახავს, იქნებ იმაზე დარდობს, როგორ იქნებიან მისი ზრუნ-
ვის გარეშე მისთვის ძვირფასი ადამიანები? იანმა იცოდა, რომ
მიდიოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ძალიან ძვირფას რაღაცას
უტოვებდა უვარგის დედამიწას.

271 მკითხველთა ლიგა


***
ბოლოს ისეთი აუტანელი გახდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა,
რომ ასეთი რამ მოიფიქრეს: ძილის წინ ყოველთვის წერდნენ ან
უყვებოდნენ ერთმანეთს ჩახუტებასა და კოცნაზე, ისეთზე, როგო-
რიც ეს რეალურად იქნებოდა. მერე რა, რომ სხვადასხვა სახლში,
სხვადასხვა ოთახსა და საწოლში ეძინათ და მერე რა, რომ კილო-
მეტრები აშორებდათ, მაინც ერთმანეთის გვერდით იყავნენ. იან-
მა დანამდვილებით იცოდა, შუაღამისას რომ გაღვიძებოდა, სა-
ნის გარდა ვერავის და ვერაფერს დაინახავდა, დარწმუნებული
იქნებოდა, რომ სანამ ეძინა, გოგონა თვალმოუშორებლად მოს-
ჩერებოდა, თან ეშინოდა, არ გავაღვიძოო. ძილშიც მასთან იყო –
შუა ღამითაც კი მზე ჰყავდა გვერდით. წარმოდგენაში თავად კედ-
ლის მხარეს ეძინა, სანისთვის კი მისი მხრები იყო საიმედო, მყა-
რი კედელი. რამდენი დროც უნდა გასულიყო დაშორებიდან, ის
მაინც ასეთ ღამეებზე ფიქრობდა, რადგან ეგონა, სხვანაირად
მშვიდი დღეები არ გათენდებოდა და არც სხვანაირი ღამეები იქ-
ნებოდა.
თურმე იმის დავიწყება უფრო ძნელი ყოფილა, რაც გეგონა,
რომ ახდებოდა, მაგრამ არ აგიხდა, ვიდრე იმისი, რაც იყო და
აღარასოდეს განმეორდება. თუ სიკვდილის წინ თვალწინ მთელი
ცხოვრება გაივლის, მიტოვებისას იმ ცხოვრებას იხილავ, რომე-
ლიც მასთან ერთად უნდა გქონოდა, ვინც ყველასა და ყველა-
ფერზე მეტად გიყვარდა.

272 მკითხველთა ლიგა


წიგნი 2

თებერვლის საშინლად ცივი დილა იყო, წვიმა და თოვლი ერ-


თად მოდიოდა. საავადმყოფოს მოსაცდელში კედელთან ჩარიგე-
ბულ სკამებზე ერთმანეთის მიყოლებით სხედან დეტექტივები
ფორდი და მორგანი, იანის მშობლები ანნა და ალექსანდრე,
გრეგი – იანის ბიძაშვილი, იანის მეგობრები ენდრიუ, ჯორჯი, ტო-
მი და რომერო, ჩვენთვის ნაცნობი იანზე შეყვარებული რამდენი-
მე ქალი და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც უყვარდა და ვისაც
სძულდა იანი. ყველანი მოუთმენლად ელიან ექიმ მეთიუს გამოს-
ვლას, თუმცა ის არ ჩანს. თვალცრემლიან ანნას ალექსანდრეს
მხარზე უდევს თავი და შვილის სიცოცხლეზე ფიქრობს, მამა კი
ნერვიულად იმტვრევს თითებს, მორგანი და ფორდი რაღაცაზე
გაუჩერებლად დაობენ, გრეგის თვალებში შურისძიების დაუც-
ხრომელი სურვილი იგრძნობა, დრო ჰორიზონტივით იწელება
და დასასრული არ უჩანს. ათ წუთში ერთხელ ფორდთან პოლი-
ციელები მიდიან და მითითებებს იღებენ. ბოლოს, როგორც იქნა,
კარი იღება და მეთიუ გამოდის. ოთახის ცენტრში მობუზული დგე-
ბა. იქ მყოფი თვალებში იმედის ნაპერწკლები ელავს. მოუთმენ-
ლად ელიან, როდის დაიწყებს ექიმი ლაპარაკს.
– ვერ შევძელით, – ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა მეთიუმ
და შეეცადა, იქ მყოფი ადამიანებისთვის თვალი აერიდებინა. ია-
ნი მოკვდა და მასთან ერთად მოკვდა იქ მყოფი ადამიანების იმე-
დი, რომ ისევ ნახავდნენ მას. ანნას მუხლები მოეკვეთა, ალექსან-
დრემ ძლივს შეძლო მისი დაჭერა და სკამზე დასმა. მამა უფრო
ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცოდა, რა
ხდებოდა მის გულში. მეთიუმ ბოდიში მოიხადა და ისევ ოთახში
დაბრუნდა.
ქალაქში ხმა ძალიან მალე გავრცელდა ორი ახალი მკვლე-
ლობის შესახებ. პარკში მოკლული იპოვეს გოგონა და მეორე –
273 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა მამაკაცი – იანი, თუმცა საქმე იმაზე რთულად იყო,
ვიდრე ვინმე იფიქრებდა. გავრცელებული ჭორების თანახმად,
სწორედ ამ ორმა ადამიანმა დახოცა ერთმანეთი და, როგორც
ჩანს, სერიული მკვლელი, რომელსაც ბოლო დროს ეძებდნენ,
მისმა უკანასკნელმა მსხვერპლმა მოკლა. ეს იყო ფაქტი, რო-
მელსაც დეტექტივი ფორდი შეესწრო და ის არ დაუმალავს თა-
ნამშრომლებისთვის, მაგრამ საიდან გაჟონა ინფორმაციამ, არა-
ვინ იცის. როგორც ჩანს, ფორდი ბოლომდე არ იყო იანის უდანა-
შაულობაში დარწმუნებული და ამიტომ აედევნა მას. სულ რამდე-
ნიმე წუთით დააგვიანა პარკში მისვლა, უკვე მისულს კი ასეთი სუ-
რათი დახვდა: ახალგაზრდა ქალი გულ-მკერდის არეში მიყენე-
ბული ჭრილობებითა და ხელში იარაღით მიწაზე ეგდო, მისგან
ოდნავ მოშორებით კი იანი იწვა ზურგში დაჭრილი, ხელში კი სის-
ხლიანი დანა ეჭირა. ყველაფერი აშკარა იყო: დანაშაული განყო-
ფილების მხატვარმა, იან კლაინმა, ჩაიდინა და საქმე დახურეს.
მხოლოდ ფორდს ეთანაღრებოდა გული, არ სჯეროდა, რომ იან-
ში მკვლელი ცხოვრობდა.
საღამოს მეთიუმ იანის მშობლები და ფორდი თავისთან და-
იბარა მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ. ოთახში ოთხი გა-
ნადგურებული ადამიანი იჯდა და ვერც ერთი ვერ ახერხებდა ხმის
ამოღებას. საამისოდ ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა: ანნამ და
ალექსანდრემ შვილი დაკარგეს, მეთიუმ ვერ შეძლო იანის გა-
დარჩენა, ფორდს კი საპატიო მედალი გადასცეს საქმის გახსნის-
თვის. უხერხული მყუდროება ისევ მეთიუმ დაარღვია და უპირვე-
ლესად მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, შემდეგ კი და-
უყოვნებლივ გადავიდა საკითხზე, რის გამოც ისინი დაიბარა.
– მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ვიცი, ყველასთვის რთული იყო
იანის დაკარგვა და უფრო რთული იქნება ამ დანაკლისის შევსე-
ბა. მისმა წასვლამ სამუდამო სიცარიელე დატოვა ჩვენს ცხოვრე-
ბაში, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, თუმცა მინდა, მის უკანას-
274 მკითხველთა ლიგა
კნელ სურვილზე გიამბოთ. იანი ფორდს ენდობოდა, გარდა ამი-
სა, ეს საკითხი უშუალოდ ეხება მას, თქვენ კი მისი მშობლები
ხართ და ვთვლი, რომ, ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ეს უნდა
იცოდეთ. იანი გულის დონორი გახდა! სწორედ ეს იყო მისი უკა-
ნასკნელი სურვილი და მას წინ ვერ აღვუდექი. მან მე მომანდო იმ
ადამიანის არჩევა, ვისაც გული უნდა გადავუნერგო და ვთვლი,
რომ ეს ადამიანი დეტექტივ ფორდის ძმა ადამი უნდა იყოს. იანს
სჯეროდა გულის განსაკუთრებულობის, სწამდა, რომ შესაძლე-
ბელია, გულს პატრონის მეხსიერება და გრძნობები გადაჰყვეს
და თუკი ის ღირსეული ადამიანის სხეულში მოხვდება, იშვიათად
მაინც იგრძნობს იანის გული სიყვარულს მისთვის ძვირფასი ადა-
მიანებისადმი. რაც შეეხება ადამს, მას ვიცნობ, შესანიშნავი პი-
როვნებაა. მას გულის უმძიმესი დაავადება აქვს, დაავადება, რო-
მელსაც წლებია, ვებრძვი და რომელმაც ჩემი საყვარელი საცო-
ლე შეიწირა. ვთვლი, რომ ადამი იმსახურებს იანის – ამ შესანიშ-
ნავი ადამიანის გულით სიცოცხლის გაგრძელებას და თუ იანის
რწმენა მართალი აღმოჩნდება, იქნებ სწორედ ეს დაგვეხმაროს
ნამდვილი დამნაშავის დაჭერაში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი
რამ. იანს სურდა, რომ ამ ოპერაციის შესახებ არავის უნდა გაეგო.
არც ერთმა დეტექტივმა, მისმა არც ერთმა მეგობარმა და ახლო-
ბელმა არ უნდა იცოდეს, რომ სადღაც ისევ განაგრძობს ძგერას
იანის გული, ეს მხოლოდ ჩვენ ოთხს გვეცოდინება და ასე იქნება
სამუდამოდ, – მეთიუმ საუბარი დაასრულა, ანნასა და ალექსან-
დრეს ხმა არ ამოუღიათ, ფორდმა კი, ალბათ პროფესიული ინტე-
რესის გამო, ის ჰკითხა მეთიუს:
– ნამდვილი დამნაშავე ხომ არ უხსენებია, შემთხვევით?
– არა, მხოლოდ ამის თხოვნა მოასწრო. ახლა კი ბოდიშს გიხ-
დით, უნდა დაგტოვოთ, ფორდ, გთხოვ, გამომყევით. საშინელი
დღეა, საშინელი, – თქვა და თვალცრემლიანი ექიმი ოთახიდან
აღელვებული გავიდა.
275 მკითხველთა ლიგა
როგორც კი ექიმი და დეტექტივი დერეფანში გამოვიდნენ, მე-
თიუმ ფორდს უთხრა:
– დღეს საღამოს. დრო არ ითმენს, სჯობს, ადამთან წახვიდეთ
და ოპერაციისთვის შეამზადოთ
– ასე მალე? – კბილებში გამოსცრა დეტექტივმა.
– მეტი მოცდა არ შეიძლება, შეიძლება დავაგვიანეთ კიდეც.
– კეთილი, – უთხრა ცოტა არ იყოს დაბნეულმა ფორდმა და
სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
ადამი სახლში იყო, არავის ელოდებოდა და, როგორც წესი,
სვამდა და წიგნს კითხულობდა. ფორდის მოულოდნელმა სტუმ-
რობამ გააკვირვა, თანაც ამჩნევდა, რომ ძმა უჩვეულოდ ღელავ-
და.
– ყველაფერი კარგად არის, ჰექტორ? – ჰკითხა ძმას.
– არ ვიცი, კარგად არის თუ არა. როგორ მდგომარეობაში
ხარ, ფაქტობრივად, ნაგავში ზიხარ. ბოლოს როდის დაალაგე
ოთახი, როდის მოუარე თავს, თმას არ იჭრი, წვერს არ იპარსავ,
წელში მოხრილი დადიხარ და სვამ კიდეც, შენს გულს კიდევ ეს
უნდა? – ხელი აუკრა ფორდმა ჭიქაზე. ადამი გაბრაზებული წა-
მოხტა.
– მეტყვი, რა გჭირს, თუ გასასვლელისკენ მიგითითო?
– გული გამოჩნდა და უნდა გადაინერგო.
ადამს სიცილი აუტყდა.
– ხო იცი, რომ ამას არ ვიზამ, ჩემი დრო უკვე წავიდა და არ
ვაპირებ, მეთიუს დანის ქვეშ დავუწვე, მით უმეტეს, რომ შანსი ძა-
ლიან ცოტაა და შეიძლება, მაგიდაზევე მოვკვდე.
– რა მნიშვნელობა აქვს, დღეს საოპერაციო მაგიდაზე მოკ-
ვდები თუ ხვალ ამ ოთახში? ცდად ღირს, ადამ.
– არ მინდა! რამდენსაც ვიცოცხლებ, ესეც საკმარისი იქნება
ჩემთვის. მოულოდნელი სიკვდილი მინდა, ჰექტორ, არ მინდა,

276 მკითხველთა ლიგა


ვიცოდე, რომ, თუ იმ მაგიდაზე დავწვები, შეიძლება ვეღარ გავიღ-
ვიძო.
– ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღე სწორი გადაწყვეტილება,
ძმაო, აღარავინ მყავს, არ მინდა, შენც დაგკარგო. ირწმუნე, რომ
მეთიუ შეძლებს ამას, მას ხომ ძალიან უყვარხარ?! როგორც კი
გული გამოჩნდა, მაშინვე შენ გაახსენდი. დაფიქრდი იმაზე, რომ
ისევ შეძლებ დაკვრას, ეს ხომ ყველაფერზე მეტად გინდა?
ადამი ჩაფიქრდა, როგორც ჩანს, ფორდის ბოლო სიტყვებმა
მასზე იმოქმედა. დიდი ხანია გულის გამო საქსოფონზე არ დაუკ-
რავს და ახლა ძმის სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლაო, სწრა-
ფად დადგა ჭიქა მაგიდაზე და ფორდს გამომცდელად შეხედა.
– რომ ვერ გადავრჩე, არ ინანებ შენს გადაწყვეტილებას, ჰექ-
ტორ?
– გადარჩები, აუცილებლად გადარჩები და ისევ დაუკრავ,
მითხარი, ეს ხომ ძალიან გინდა.
– მინდა, ჰექტორ, მაგრამ სხვისი გული? არ ვიცი, მითხარი, ვი-
სი გულია, რა ერქვა, როგორ ცხოვრობდა.
ფორდს ლამის წამოსცდა, იანის გულიაო, თუმცა დროულად
მოასწრო ენაზე კბილის დაჭერა.
– ერთი გოგონასია, ავტოავარიაში დაშავდა სასიკვდილოდ,
დღეს გამაგებინა მეთიუმ. როგორც მითხრა, იდეალურად შეეფე-
რება შენს ორგანიზმს და ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შე-
იძლება. გარდა ამისა, როგორც გავარკვიე, ის გოგონაც უკრავ-
და. რას ფიქრობ, ამდენი დრო აღარ არის, სასწრაფოდ უნდა წა-
ვიდეთ.
– კარგი, თუმცა მინდა, ოპერაციამდე მეთიუს გავესაუბრო.
– წავედით, – ოთახიდან ჩქარა გავიდა ფორდი და უკან ადამი
გაჰყვა.
არცთუ ისე გვიანი საღამო იყო, როცა ძმებმა გზაჯვარედინი
გადაკვეთეს და საავადმყოფოს ეზოში შეაბიჯეს. ერთს ფეხები
277 მკითხველთა ლიგა
უკან რჩებოდა, მეორე კი თითქმის გარბოდა, თან უკან იყურებო-
და, ადამი ხომ არ ჩამომრჩაო. საავადმყოფოს კართან მეთიუ იდ-
გა და სიგარეტს ეწეოდა. როგორც კი ადამი და ფორდი დაინახა,
სიგარეტი გადააგდო და რამდენიმე საფეხურით დაბლა ჩამოვი-
და.
– დააგვიანეთ, – აღელვებულმა უთხრა ფორდს.
– ვიცი, გამიჭირდა მისი დარწმუნება.
– კარგი, დრო აღარ არის, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ, –
თქვა მეთიუმ და შენობაში შევიდა, უკან ფორდი და ადამი მიჰ-
ყვნენ. ვიწრო დერეფნები გაიარეს და იმ ოთახთან შეჩერდნენ,
სადაც რამდენიმე საათის წინ იანი გარდაიცვალა. მეთიუსა და
ფორდს სახეზე ღრმა მწუხარება და სინანული გამოეხატათ, ადა-
მი მათ უკან მოჰყვებოდა, ამიტომ არაფერი შეუმჩნევია.
– ადამ, ჯერ ჩემს ოთახში გავისაუბროთ, – თქვა მეთიუმ და
კარს გასაღები მოარგო, ადამი გაჰყვა, ფორდი კი იქვე, კუთხეში
მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
– ადამ, ალბათ ხვდები, რამდენად რთულია შენი მდგომარე-
ობა. აუცილებლად გჭირდება გულის გადანერგვა, თუმცა, რო-
გორც ექიმი, ვალდებული ვარ, რისკებზე გესაუბრო. უპირველეს
ყოვლისა, გეტყვი, რომ ორგანოს გადანერგვა არც ისე მარტივი
საქმეა და ხშირ შემთხვევაში რეციპიენტის ორგანიზმი ახალ
გულს მოიშორებს ხოლმე, თუმცა ჩემი გამოკვლევებით შენი და
დონორის თავსებადობა იდეალურია და ეს რისკფაქტორს არ
წარმოადგენს. რაც შეეხება ოპერაციას. რამდენჯერმე გავაკეთე
ეს ოპერაცია და ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა, თუმ-
ცა, არ შემიძლია ბოლომდე დაგარწმუნო, რომ ყველაფერი იდეა-
ლურად იქნება. მჯერა, ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ გამართლე-
ბის იმედად არ ვართ, თუმცა მაინც მინდა იცოდე, რომ ოპერაცი-
ის წარმატების შემთხვევაში, გადარჩენის შანსი ორმოცდაათი

278 მკითხველთა ლიგა


ორმოცდაათზეა და სანამ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ეს შანსები
კიდევ უფრო მცირდება.
– თანახმა ვარ! – მოულოდნელად აღმოხდა ადამს.
– მაშინ საქმეს მივხედოთ! – წამოდგა ექიმი.
– კარგი, მაგრამ მინდა ვიცოდე, ვის გულს მინერგავთ? – დე-
ტექტივ ფორდს თითქოს ყელში ხელები წაუჭირესო, ისე მიეკრა
სკამის საზურგეს, არ ელოდა ადამი ამას კიდევ თუ იკითხავდა.
შეეცადა, საუბარში ჩართულიყო, მაგრამ აღარ დასჭირდა, რად-
გან მეთიუმ დაასწრო და ადამს უპასუხა:
– ახალგაზრდა ქალის გულია. დღეს დილით ავტოავარიაში
მოყვა და გარდაიცვალა, – დეტექტივ ფორდს სახეზე გაოცება
ეწერა, ერთ ადგილას გაქვავებულიყო და არც განძრეულა მანამ,
სანამ ექიმმა და მისმა ძმამ ოთახიდან საოპერაციოსკენ არ გა-
დაინაცვლეს.
მალე საავადმყოფოში ოპერაციისთვის მზადება დაიწყო,
თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალები აქეთიქით დარბოდნენ
და სტერილურ ნაჭრებსა და ხელსაწყოებს დაარბენინებდნენ, მე-
თიუ თავის კაბინეტში იჯდა და ლოცულობდა, ფორდი საავადმყო-
ფოს ეზოში ბოლთას სცემდა, ადამი კი საოპერაციო მაგიდაზე იწ-
ვა და ელოდებოდა, როდის შემოვიდოდა ექიმი და... საშინლად
ნერვიულობდა და ავადმყოფი გული კიდევ უფრო გამალებით
უცემდა, ცოტაც და, შეიძლება, გასკდომოდა კიდეც. მაგრამ
ოთახში მეთიუ შემოვიდა და... ადამს პირზე ნიღაბი დაადეს, შვი-
დიდან ქვემოთ დაითვალეო, სთხოვეს, ადამი ითვლის, ერთი ჩა-
სუნთქვა, მეორე და მესამეზე უკვე ღრმა ძილშია. ოპერაცია დიდ-
ხანს გაგრძელდა – ადამის მკერდიდან ექიმმა მაქსმა გული
ამოიღო და სპეციალურ რკინის ჯამში მოათავსა.
– საშინელ მდგომარეობაშია გული, ალბათ ერთი თვეც ვერ
იცოცხლებდა, – თქვა მეთიუმ, რომელსაც ხელში იანის გული
ეჭირა და ემზადებოდა ადამის მკერდში მის მოსათავსებლად.
279 მკითხველთა ლიგა
– ფიქრობ, რომ შეძლებ? – ჰკითხა მაქსმა.
– უნდა შევძლო, – უპასუხა მეთიუმ და გული ძალიან ფრთხი-
ლად ჩადო ადამის გახსნილ მკერდში. ექიმები საქმეს შეუდგნენ,
ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა სწრაფად მიეერთებინათ ერ-
თმანეთზე სისხლძარღვები და როგორც კი დაასრულეს, მეთიუმ
შვებით ამოისუნთქა.
– დასრულდა. სასწრაფოდ უნდა ავამუშაოთ! – მაქსი და მე-
თიუ ერთმანეთის მონაცვლეობით უკეთებდნენ გულს მასაჟს,
თუმცა გული არ მუშაობდა.
– თუ არ გამოგვივა, ადამსაც დავკარგავთ, მაქს, ამას კი თავს
ვერ ვაპატიებ, – ამბობდა მეთიუ და თან დაუღალავად აგრძე-
ლებდა გულის იძულებით შეკუმშვას. არაფერი გამოსდიოდა,
თითქოს იანისა და ადამის სურვილის მიუხედავად – ერთსაც
ეცოცხლა და მეორესაც, მისი მცდელობა ფუჭი იყო და მაშინ, რო-
ცა მეთიუმაც დაიჯერა, რომ ყველაფერი დასრულდა, გული შე-
იკუმშა! შეიკუმშა და ადამს სიცოცხლე დაუბრუნდა, ადამთან ერ-
თად კი იანის გულს. ექიმები დაღლილობისგან მოჭრილი ხეები-
ვით დაეცნენ. მეთიუს კი სიხარულისგან ისტერიკული სიცილი
აუტყდა.
– ჩვენ ეს შევძელით! – იმეორებდა და თან ხალათს იხდიდა. –
მაქს, გთხოვ, დახურე ჭრილობა. ეს ამბავი ფორდს უნდა ვახარო,
– უთხრა კუთხეში მიწოლილ ექიმს და გარეთ გავიდა. ფორდი
ნერვიულად დადიოდა საავადმყოფოს დერეფანში და მისკენ სი-
ცილით მომავალი მეთიუ რომ დაინახა, ბავშვივით შეხტა ჰაერში.
– გამოვიდა?
– გამოვიდა, ფორდ, გამოვიდა, თურმე გატეხილი გულის გა-
დანერგვაც შესაძლებელი ყოფილა.
– რას გულისხმობ? – გაკვირვებულმა ჰკითხა ექიმს.
– ეს იანის ამბავია. მხოლოდ მე ვიცი. ახლა მთავარი ისაა,
რომ ადამმა გული მიიღო.
280 მკითხველთა ლიგა
– როდის შევძლებ მის ნახვას? როგორ ფიქრობ, მართლა შე-
იძლება გულს მეხსიერება გადაჰყოლოდა? ანუ შეიძლება ადამმა
იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში?
– რა თქმა უნდა, არა, ფორდ. მეცნიერულად ეს შეუძლებე-
ლია. ადამის ნახვა, სავარაუდოდ, ხვალ შეძლებ ან მაშინ, როცა
გამოიღვიძებს, ახლა კი მას ექიმების მეთვალყურეობა და დასვე-
ნება სჭირდება. შინ წადი და შენც დაისვენე, დღეს ზედმეტად მძი-
მე დღე იყო.
ფორდი ექიმის ნებას დაჰყვა და შინისაკენ გაემართა. მეთიუმ
სიგარეტს მოუკიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სრული-
ად მოსწყდა გარე სამყაროს, თან მრავალმნიშვნელოვანი ღიმი-
ლი დასთამაშებდა სახეზე. უკვე შუაღამე იქნებოდა, როდესაც
თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი ადამის პალატაში შევიდა
და სკამი მის საწოლთან მიაცურა. მეთიუმ შუბლზე ხელი გადაუს-
ვა და მისკენ დაიხარა.
– იან, გესმის ჩემი? – ჩასჩურჩულა და შუბლზე აკოცა. ადამს
სახეზე ნაკვთიც არ შერხევია, უმოძრაოდ იწვა. მეთიუმ საბანი გა-
უსწორა და ოთახიდან გავიდა.
იანის სხეული კი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში და-
ასაფლავეს. დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა. ფორდიც
იქ იყო და ცდილობდა, ყველასთვის შეევლო თვალი, იქნებ ვინმე
საეჭვო დაენახა, თუმცა ასეთად ვერავინ მიიჩნია. იანის კუბო მი-
წაში ჩაუშვეს და მალე ხალხიც დაიშალა.
ადამიანის სიკვდილს იმაზე დიდი ერთფეროვნება შემოაქვს
ცხოვრებაში, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. წლები გავა,
რაღაც დაგავიწყდება, ცხოვრებას განაგრძობ, გაიცინებ კიდეც,
გლოვასაც შეწყვეტ, მაგრამ საკმარისია, გაგახსენდეს რამე
ძვირფასი მასთან დაკავშირებით და მომენტალურად, თითქოს
ფანჯრებზე შავი ფარდები ჩამოაფარეს ან მზე დააბნელესო, უეც-
რად ჩნდება სიცარიელე. ანნასა და ალექსანდრეს ხელი არ უხ-
281 მკითხველთა ლიგა
ლიათ იანის ოთახისთვის, თუმცა ის აღარასოდეს იქნება ისეთი,
როგორიც მის წასვლამდე იყო. მამა შუაღამისას საწოლიდან
დგებოდა და შვილის ოთახში იძინებდა, ანნას ყველაზე ცუდ შეგ-
რძნებას ოთახის კუთხეში მდგარი დაუსრულებელი ნახატი უჩენ-
და. ის ყველაზე მეტად ელოდებოდა, როდის დაასრულებდა შვი-
ლი ნახატს, სჯეროდა, რომ ეს შედევრი იქნებოდა, იანი საუკეთე-
სოთა შორის საუკეთესო, თავად კი შვილით იამაყებდა. მაგრამ
ახლა ხალხის თვალში იანი მკვლელი იყო და დედამ არ იცოდა,
კითხვებზე პასუხები ვისგან მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ დე-
დას არ სჯეროდა, რომ მისი შვილი სერიული მკვლელი იყო, არც
საწინააღმდეგოს დამტკიცება შეეძლო, მით უმეტეს, მაშინ, როცა
ყველასთვის აშკარა იყო ყველაფერი.
მხოლოდ დეტექტივი ფორდი იყო ის, ვინც ვერ ეგუებოდა მო-
ცემულობას და, მიუხედავად იმისა, რომ საქმე დაიხურა, გადაწ-
ყვიტა, თავად ეწარმოებინა გამოძიება და ნამდვილი დამნაშავე
ეპოვა. რა თქმა უნდა, თავის განზრახვას ვერავის გაუმხელდა. მი-
სი უმთავრესი მიზანი იყო, გაეგო, ვის აძლევდა ხელს ეს ყველა-
ფერი. მას შემდეგ, რაც იანი ამ საქმეში ჩაერთო, ყველა სამხილი
მის ბრალეულობაზე მიუთითებდა. თუმცა ფორდისთვის აშკარა
იყო, რომ ვიღაც ცდილობდა, ყველაფერი იანს დაჰბრალებოდა
და საბოლოოდ, ეს გამოუვიდა კიდეც – მხატვარი სწორედ იქ მი-
ვიდა, სადაც სერიული მკვლელი მსხვერპლს კლავდა. მაგრამ
როგორ უნდა ამოეხსნა ეს საიდუმლო? მხოლოდ ვარაუდობდა,
რომ შესაძლოა, მკვლელი ისეთი ვინმე ყოფილიყო, რომელზეც
თავად იანიც ვერ იეჭვებდა ვერასოდეს და ეს უფრო ბუნდოვანს
ხდიდა საკითხს, თუმცა დასაწყისისთვის იყვნენ ადამიანები, ვისი
დაკითხვა და თვალთვალიც შეეძლო. ახლა მხოლოდ გამარ-
თლების იმედად იყო – დამნაშავე სადღაც მაინც გამოააშკარა-
ვებდა თავს. მანამდე კი ჯერ ეჭვმიტანილთა განსაზღვრა და შემ-
დეგ თითოეულის ნდობის მოპოვება იქნებოდა საჭირო. მოკლედ,
282 მკითხველთა ლიგა
ფორდის რადარის ქვეშ იანის ყველა ნაცნობი მოექცა: ექიმი მე-
თიუ, მოხუცი ქალი, იანის მეგობარი ჯორჯი, რომელსაც ზედმე-
ტად უყვარდა დანები, რომერო და დეტექტივი მორგანიც კი. პირ-
ველად სწორედ ამ უკანასკნელთან მივიდა, რათა საკუთარი გან-
ზრახვა გაემხილა.

***
– გამარჯობა, ქალბატონო ანნა, მე იანის მეგობარი ვარ, – მო-
რიდებულად წარმოთქვა კარის ზღურბლთან მდგარმა რომე-
რომ. ანნამ სტუმარი შინ შეიპატიჟა და ჩაი მიართვა.
– ყოველთვის სასიამოვნოა იანის მეგობრების სტუმრობა. მას
შემდეგ, რაც მან დაგვტოვა, არ ვიცი, რითი შევავსო ეს დანაკლი-
სი. ნებისმიერ დროს შეგიძლია გვესტუმრო, ჩვენი სახლის კარი
შენთვის ყოველთვის ღიაა. სამწუხაროდ, იანის მამა ვერ შეეგუა
ამ ამბავს და დღემდე სჯერა, რომ ის დაბრუნდება, დაბრუნდება
ყველა შესაძლო გზით... ამიტომ არ გეწყინოს, შენს სანახავად
რომ არ გამოვიდა.
– არა, რას ამბობთ, ყველაფერი მესმის. თქვენთან პატარა
სათხოვარი მაქვს, – დაიწყო რომერომ. – ტრაგედიამდე რამდე-
ნიმე დღით ადრე იანი ჩემთან მოვიდა. საუბრისას გაირკვა, რომ
ხატვაში ორივეს პრობლემები გვქონდა, მითხრა, საერთოდ ვე-
ღარ ვხატავო და მთხოვა, მისი დაუსრულებელი ნახატი მე დამემ-
თავრებინა. გარდა ამისა, დამპირდა, ჩემს ზოგიერთ ნახატს გა-
ჩუქებო. მისგან არაფერი დამრჩა სამახსოვროდ და სწორედ ამის
სათხოვნელად მოვედი თქვენთან. ვიცი, მის სურვილს პატივს
სცემთ და ამიტომ გავბედე აქ მოსვლა და ასეთი კადნიერი საუბა-
რი. მთელი გულით მენატრება იანი და მინდა, მოგონებების გარ-

283 მკითხველთა ლიგა


და, რამე ისეთიც მქონდეს სახლში, რომელიც მის თავს გამახსე-
ნებს, – დაასრულა რომერომ და ჩაი მოსვა.
– ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ნახატის დათმობა, მთელ სახ-
ლში ის ერთადერთია, რომელშიც ასე აშკარად ცოცხლობს იანი,
თუმცა არ შემიძლია მის სურვილს შევეწინააღმდეგო. საღამოს
მოდი და ნახატებს გაგატან, იქამდე კი ალექსანდრეს შევამზადებ
ამისთვის.
– გმადლობთ, რომ სწორად გამიგეთ, – ღიმილით დაემშვი-
დობა რომერო ანნას.
საღამოს რომერომ დაპირებულ ნახატებს მიაკითხა, ანნამ კი
ნახატებთან ერთად იანის ფუნჯები და სამხატვრო ხელსაწყოები
თუ საღებავებიც აჩუქა. რომერო სიხარულით ცას ეწია და აღარ
იცოდა, როგორ გამოეხატა მადლიერება. ისევ გალამაზდა რომე-
როს სახლი, კედლები იანის ნახატებით გაცოცხლდა. მხოლოდ
ერთი ნახატი დადო მოლბერტზე და გადასაფარებელი გადააძ-
რო.
– რა ჯანდაბაა! – აღმოხდა მოულოდნელად, რადგან ტილო
თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე პატარა დეტალი
ჩანდა და მეტი არაფერი. – იანს ყოველთვის ჰქონდა იუმორის
გრძნობა, მაგრამ ასეთი? – ბუტბუტებდა რომერო და თან ცდი-
ლობდა, აეხსნა, რისი თქმა უნდოდა ამ არაფრის მთქმელი დეტა-
ლებით იანს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. სურათის უკანა მხა-
რეც შეამოწმა, მაგრამ იქაც არაფერი დახვდა ხელჩასაჭიდი. სა-
შინლად გაბრაზებულმა ნახატი ოთახის კუთხეში მოისროლა და
ბოლომდე გამოცალა ვისკის ბოთლი.
შუაღამისას ექიმი მეთიუ მორიგე ექთანმა გააღვიძა და უთ-
ხრა, რომ კითხულობდნენ. ექიმი შეშინებული წამოდგა და კა-
რისკენ გაემართა, იქ კი ლურჯ კაბაში გამოწყობილი ძალიან ლა-
მაზი გოგონა იდგა და უღიმოდა.

284 მკითხველთა ლიგა


– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ჰკითხა ექიმმა გოგონას,
რომელიც ისე, რომ პასუხი არ გაუცია, ოთახში შევიდა და პირვე-
ლივე სკამზე ჩამოჯდა.
– მე ადამის მეგობარი ვარ. გავიგე, რომ ოპერაცია გაუკეთდა
და გამოჯანმრთელების გზაზეა. მაინტერესებს, ეს მართალია?
გარდა ამისა, მინდა, იან კლაინზე დაგისვათ რამდენიმე შეკით-
ხვა. როგორც ვიცი, სწორედ მას ოპერაციას თქვენ უკეთებდით
და თქვენს ხელებში გარდაიცვალა.
– კეთილი, – უთხრა ექიმმა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
– ასეთ შემთხვევაში, ჯერ უნდა გავიგო, ვინ ხართ, მით უფრო სა-
ინტერესოა, რატომ ინტერესდებით ამ ორი პიროვნებით.
– ჟურნალისტი გახლავართ, – უთხრა გოგონამ და ხელით
ანიშნა, მოწევა თუ შეიძლებაო. ექიმმა თავი დაუკრა. – მინდა,
იანზე სტატია დავწერო და მისი ამბავი სწორედ ამიტომ მაინტე-
რესებს. რაც შეეხება ადამს, ის, უბრალოდ, ძველი მეგობარია, ეს
არის და ეს.
– რა შემიძლია, გითხრათ? როგორც თავად აღნიშნეთ, ადამი
მალე გამოჯანმრთელდება, იანი კი გარდაიცვალა. ინტერვიუ
დასრულებულია! – სკამიდან წამოდგა მეთიუ, რომელიც აშკა-
რად უკმაყოფილო იყო, რომ გააღვიძეს და გარდა ამისა, რატომ-
ღაც შიშს გრძნობდა, როცა ამ უცნობ გოგონას ესაუბრებოდა.
– როგორ ფიქრობთ, არის რაიმე კავშირი ამ ორ ადამიანს შო-
რის, გარდა იმისა, რომ იანი გარდაიცვალა და რამდენიმე საათ-
ში ადამი ხელახლა დაიბადა?
– კი, არის, იანიც და ადამიც შესანიშნავი ადამიანები არიან.
– საინტერესოა, ექიმო, იანზე ისე ლაპარაკობთ, როგორც
ცოცხალზე...
– ის ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება, რაც უნდა მოხ-
დეს. ვფიქრობ, დღეისთვის საკმარისია.

285 მკითხველთა ლიგა


– კარგი, გამახარებთ თუ რამდენიმე წამით ადამის ნახვის უფ-
ლებას მომცემთ, – თქვა გოგონამ და სიგარეტის ნამწვი ახლოს
მდგარ ჭიქაში ჩააგდო.
– მას ახლა სძინავს, ხვალ გვესტუმრეთ, მისი ძმაც აქ იქნება
და ვფიქრობ, ის შეძლებს ამომწურავი პასუხები გაგცეთ კითხვებ-
ზე.
– აჰ, არა, გმადლობთ, სჯობს, წავიდე, – უთხრა გოგონამ მე-
თიუს და გასასვლელისკენ გაემართა.
– თქვენი სახელი, ჟურნალისტო?
– რა საჭიროა სახელები, ექიმო, ისინი ყველაფერს აფუჭებენ,
– თქვა და საავადმყოფო დატოვა. ექიმმა კარი ჩაკეტა და ფორ-
დის ნომერი აკრიფა. დეტექტივი პასუხს აგვიანებდა. მეთიუმ კი-
დევ ერთხელ სცადა დარეკვა. ცოტა ხანში ფორდის დამძიმებული
სუნთქვა მოესმა.
– ფორდი გისმენთ.
– მეთიუ ვარ, სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდი.
– ადამს მოუვიდა რამე?
– ზუსტად ვერ გეტყვი, – თქვა მეთიუმ და ყურმილი დაკიდა. ამ
დროს ოდნავ გადასწია ფარდა და შეშინებულმა რამდენიმე ნაბი-
ჯით უკან დაიხია – ფანჯარასთან ლურჯებში გამოწყობილი გო-
გონა იდგა და უღიმოდა.

***
– მეთიუ, დარწმუნებული ხარ, რომ ლურჯი კაბა ეცვა?
– რას მეკითხები, ჰექტორ, დალტონიკი გგონივარ? ლურჯი კა-
ბა ეცვა და, მიუხედავად მისი სილამაზისა, საშინლად საშიში იყო.
ხომ მოგიყევი, ლამის ადგილზე მოვკვდი, როცა ფანჯრიდან და-
ვინახე.
286 მკითხველთა ლიგა
– ხომ არ უთქვამს, სად მუშაობდა ან... რა ვიცი, რამე?..
– თქვა, რომ ჟურნალისტია. უცნაურ კითხვებს მისვამდა იანსა
და ადამზე, ცდილობდა, დავებნიე.
– ფიქრობ, რომ სიმართლე იცის?
– არ ვიცი, ჰექტორ, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მისი საუბარი
ისეთი უცნაური იყო... მეგონა, დემონი გამომეცხადა პირდაპირ
ჯოჯოხეთიდან.
– ადამი როდის გამოიღვიძებს? ამ გოგოზე მას ეცოდინება რა-
მე, ხომ თქვა, მისი მეგობარი ვარო.
– გჯერა? მე – არა. აქ საერთოდ სხვა ამბავია.
– მაინც, რა ამბავია, მეთიუ?
– არ ვიცი, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს გოგონა
იანის სიკვდილთან უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ჩე-
მი საფუძვლიანი ეჭვია.
– ვფიქრობ, ჩემიც და, გამოდის, პირველი რეალური ეჭვმიტა-
ნილი გამოჩნდა.
– მაგრამ, როგორც ვიცი, დამნაშავის ფოტორობოტი პირდა-
პირ მიუთითებს, რომ მკვლელი მამაკაცი იყო.
– ასეც არის და თუ ეს გოგონა საქმეშია, გამოდის, რომ მისი
თანამზრახველი ყოფილა.
– იანის თანამზრახველი?
– იანი რა შუაშია, ექიმო? რეალურ დამნაშავეზე ვამბობ, ნუთუ
თქვენც გგონიათ, რომ ეს ყველაფერი იანმა ჩაიდინა?
– არა, უბრალოდ, ზედმეტად დაბნეული ვარ, ბოდიშს ვიხდი,
დასვენება მჭირდება.
– დაიძინე, მეთიუ, მე აქ დავრჩები და ვიფხიზლებ, – თქვა და
სავარძელში ჩაჯდა. ფორდს გონებაში უამრავი ფიქრი ერეოდა
ახალგამოჩენილ უცნობზე, ვინაიდან სერიული მკვლელი სწო-
რედ მის მსგავს გოგონებს ხოცავდა, მაგრამ ვინ იყო ის, საიდან
იცნობდა ადამსა და იანს და რატომ გადაწყვიტა შუაღამისას სა-
287 მკითხველთა ლიგა
ავადმყოფოში მეთიუსთან სტუმრობა? უამრავ ეჭვმიტანილს შო-
რის პირველად გამოიკვეთა დამნაშავის რეალური კანდიდატი,
თუმცა, ფორდის აზრით, შეუძლებელია, ის მკვლელი ყოფილიყო
და რადგან მას თანამზრახველად მიიჩნევდა, დეტექტივს ეჭვი არ
ეპარებოდა, რომ მისი დახმარებით შეძლებდა რეალური დამნა-
შავის პოვნას. გოგონას გამოჩენამ ფორდის სურვილი, საქმე ფა-
რულად გამოეძია, მეტად გაამძაფრა, თუმცა ვერაფრით აეხსნა,
რა იყო ამის მიზანს: სურვილი – გამოჩენილიყო კიდევ უფრო დი-
დებული დეტექტივი, რომელმაც დახურული საქმე ხელახლა გა-
მოიძია და გახსნა, თუ უბრალოდ, იანისადმი დამოკიდებულება –
არ ჰქონოდა დამნაშავის სახელი, მას იანი ლამის ზებუნებრივ
ადამიანად მიაჩნდა. მისი აზრით, ახლა ყველაფერი ადამზე იყო
დამოკიდებული, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ადამი ახა-
ლი გულით შეძლებდა ძმის დახმარებას. რაც ყველაზე მთავარია,
აუცილებლად უნდა ენახა ჯორჯი – იანის პატარა მეგობარი, რო-
მელსაც, მიუხედავად სიმთვრალისა, უნდა გაეხსენებინა თითოე-
ული ადამიანი, რომელიც მაშინ, იმ საბედისწერო ღამეს იმ ბარში
იყო, სადაც სერიულმა მკვლელმა პირველი მკვლელობა ჩაიდი-
ნა და საიდანაც დაიწყო იანისა და ფორდის ურთიერთობა. ნახავ-
და იმ მოხუც ქალსაც – მან რაღაც აშკარად იცოდა იანზე. რაც
მთავარია, გაარკვევდა ამ ლურჯკაბიანი გოგონას ვინაობას – სა-
ბოლოოდ ფორდის ყველა ფიქრი ხომ მასთან მიდიოდა, ამოუხ-
სნელ თავსატეხად ექცა. სახელი მაინც რომ სცოდნოდა, იქნებ
მოძებნა არ გასჭირვებოდა. მართალია, მეთიუსთვის უთქვამს,
ჟურნალისტი ვარო, მაგრამ ფორდს ამაში ეჭვი ეპარებოდა, თუმ-
ცა მაინც აპირებდა ყველა გამომცემლობაში მოეძებნა ამ გოგო-
ნას მონაცემების ადამიანი. ისიც იფიქრა, რომ შესაძლოა, ეს
ქალბატონი იანის გამოფენაზეც ყოფილიყო. ახსოვდა, რომ გა-
მოფენაზე ბევრი ქალი მოვიდა, მათ შორის რამდენიმეს ლურჯი
კაბაც ეცვა. რომერო გაახსენდა და იფიქრა, რომ ამ შემთხვევას-
288 მკითხველთა ლიგა
თან დაკავშირებით მისი დახმარება დასჭირდებოდა. მოკლედ,
ისეთი მოცემულობა იყო, რომ დეტექტივს იანის მთელი სანაცნო-
ბო და სამეგობრო უნდა შეეკრიბა და მათი დახმარებით წასული-
ყო წინ, თუნდაც ოდნავ მაინც.
– დეტექტივო, გაიღვიძეთ! – ფორდი სავარძლიდან გიჟივით
წამოხტა.
– რამე მოხდა, მეთიუ? ისევ ხომ არ გამოჩენილა?
– არა, დამშვიდდი, უკვე დილაა, როგორც ჩანს, დაღლილს
ჩაგძინებია.
– ასეა, წუხელ დიდხანს ვიფიქრე და მერე გამთენიისას ღრმად
ჩამეძინა. ადამი როგორ არის?
– სწორედ ამიტომ გაგაღვიძე, ადამი გამოფხიზლდა. უფლე-
ბას მოგცემ, რამდენიმე წუთით შეხვიდე და ესაუბრო.
– რა თქმა უნდა, – სიხარულით დაიწყო ხელების ფშვნეტა
ფორდმა.
– წამომყევი, – მეთიუ ადამის პალატისკენ გაუძღვა დეტექ-
ტივს. კარის ზღურბლთან კი უთხრა: – ხომ იცი, დეტექტივო, არა-
ვითარი კითხვები იანზე, მის სიკვდილსა და დამნაშავეზე. ადამს,
მიუხედავად იმისა, რომ ის იანის გული აქვს, არ ეცოდინება, რა
მოხდა სინამდვილეში და ნუ შეაშინებ. უბრალოდ, მდგომარეობა
ჰკითხე და მოეფერე. ახლა მას ყველაზე მეტად ეს სჭირდება.
– ასე ვიზამ, ექიმო, – თავი დაუქნია ფორდმა და ოთახში შევი-
და. ძმის დანახვაზე ადამმა გაიღიმა და საწოლში წამოწევაც კი
სცადა. ფორდი ძმას გადაეხვია და აიძულა, ისევ ბალიშზე დაწო-
ლილიყო. უნდოდა, ადამისთვის რამე ეკითხა, მაგრამ მეთიუს
სიტყვები ახსენდებოდა და თავს იკავებდა. ამიტომ მისი კითხვები
მხოლოდ ძმის მდგომარეობას ეხებოდა და ადამიც სიცილით პა-
სუხობდა. ფორდმა პალატა მალევე დატოვა და ისევ მეთიუს მი-
აკითხა.
– როდის შევძლებ ადამის შინ წაყვანას?
289 მკითხველთა ლიგა
– უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, დეტექტივო, ის ბო-
ლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს.
ფორდი ექიმს გამოემშვიდობა და განყოფილებაში წავიდა.
ფორდს იანის დასაფლავების შემდეგ მორგანი აღარ უნახავს, ის
არც განყოფილებაში გამოჩენილა და არც საავადმყოფოში და ეს
ფაქტი ფორდს აეჭვებდა. ახლა მას არავინ ჰყავდა გვერდით, ვინც
წამოწყებულ საქმეში დაეხმარებოდა, მორგანი კი ერთადერთი
იყო, ვისაც ეს საქმე ზედმიწევნით კარგად ჰქონდა შესწავლილი.
დეტექტივ ფორდს თავადაც სწყინდა, რომ მის საუკეთესო მეგო-
ბარში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა – ახ-
ლა მას ყველა ადამიანი დამნაშავედ მიაჩნდა.
ფორდი და მორგანი განყოფილების კართან გადაეყარნენ და
გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი. მორგანს აშკარად ეტყო-
ბოდა, რომ გაუხარდა ფორდის ნახვა – ოთახში შესვლამდე სახი-
დან ღიმილი არ მოშორებია.
– როგორ მიდის საქმეები, ფორდ? – იკითხა მას შემდეგ, რაც
ყავა მოიდუღა და სკამზე ჩამოჯდა.
– ძველებურად, მეგობარო, შენკენ რა ხდება?
– არ მინდა, განაწყენდე, ახალი საქმე ავიღე. ვიმედოვნებ,
რომ დამეხმარები. კაპიტანმა მითხრა, თუ ამ საქმის გამოძიება-
საც შეძლებ, აუცილებლად დაგაწინაურებთო, ამისთვის კი შენი
დახმარება ნამდვილად მჭირდება. რას იტყვი, იქნები ჩემ გვერ-
დით?
– მეც მხარდაჭერაზე მინდოდა შენთან საუბარი, მორგან. ია-
ნის მკვლელობის გარემოება ზედმეტად ბევრ ეჭვს მიჩენს. გადავ-
წყვიტე, ფარულად გამოვიძიო და როგორც შენ, მეც მაქვს ჩემი
მეგობრის გვერდში დგომის იმედი.
– იმედია, ხუმრობ. ეგ საქმე დაიხურა და დამნაშავე უკვე
მკვდარია. დავიჯერო, ვერ ხვდები, რომ სწორედ იანმა ჩაიდინა
ყველა დანაშაული? მასზე გამოძიების პროცესშიც ხშირად გაჩ-
290 მკითხველთა ლიგა
ნდა ეჭვი, თუმცა შენი ლმობიერების გამო ბევრჯერ დავიხიეთ
უკან. ვინ იცის, ეს რომ არა, იქნებ უკანასკნელი ორი მსხვერპლი
სიკვდილისგან გვეხსნა. ახლა კი გინდა, რომ ვინმე სხვას აჰკიდო
მისი დანაშაული და ეგ ლაწირაკი მკვლელი კი სუფთად გამოიყ-
ვანო ამ საქმიდან? ვფიქრობ, შენი დეტექტიური კარიერა სწორედ
მაშინ დასრულდა, როცა ეგ გადაწყვეტილება მიიღე, ფორდ, არა-
და ამ საქმის გახსნისთვის ორივე დაგვაჯილდოვეს. არ ვაპირებ,
რაღაც სისულელის გამო წყალში ჩავყარო ჩემი კარიერული წინ-
სვლა. უამრავი ფაქტი გვქონდა მის დასაჭერად, თუმცა ყველაზე
საეჭვო ის იყო, რომ, როცა იანი გაქრა, არანაირი მკვლელობა
არ მომხდარა, ხოლო გამოჩნდა თუ არა, კიდევ ერთი მსხვერპლი
შეემატა მის სიას. საბედნიეროდ, უკანასკნელმა მსხვერპლმა
შეძლო მისი მოკვლა და კიდევ უფრო სასიხარულო ამბავია, რომ
შენ ამ დროს სწორედ იქ აღმოჩნდი და საქმე დახურე. არ ვიცი, ეს
გამართლება იყო თუ შენი დეტექტიური ინტუიცია, მაგრამ, რაც
უნდა ყოფილიყო, საქმის გახსნაში დაგეხმარა. დაანებე თავი სი-
სულელეებს და ისიამოვნე ტრიუმფით.
– მე კი შენი დეტექტიური ინტუიცია მაეჭვებს, მორგან.
ვთქვათ, მართლა იანია მკვლელი. შენი აზრით, როგორ შეძლო
გოგონამ, გულ-მკერდში მიყენებული ოთხი ჭრილობით, იარა-
ღის გადატენა, ხელის აწევა და მისთვის სროლა? განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა იანი მისგან სამი მეტრის მოშორებით იდგა და
ეგეც რომ არა, შენი აზრით, საეჭვო არ არის, რომ იანს მკვლე-
ლობის ჯერაც სისხლიანი იარაღი ისევ ხელში ეჭირა. დავიჯერო,
გამოცდილი მკვლელი ასე იქცევა და შუა ქალაქში სისხლიანი
დანით ხელში გამოდის? ანდა, როგორ ახსნი იმას, რომ გოგო-
ნამ, რომელსაც იარაღი ჰქონდა, ის არ გამოიყენა მაშინ, როცა
მიხვდა, რომ იანი მის მოკვლას აპირებდა? და ყველაზე მთავარი,
გახსოვს ალბათ, როგორ მისდევდა იანი ეჭვმიტანილს, რომელ-

291 მკითხველთა ლიგა


საც ვერ ესროლა? თუ დამნაშავე ის იყო, მინდა ამიხსნა, ვინ იყო
ის მამაკაცი, ვისაც იანი მისდევდა?
– შესაძლოა, თანამზრახველი და სწორედ ამიტომ ვერ ესრო-
ლა. შენი ვარაუდები, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია,
ფორდ, თუმცა ისინი ნამდვილად არ გამოდგება საქმის ხელახლა
აღსაძვრელად. ამ ვარაუდებით ნამდვილად ვერ დაამტკიცებ ია-
ნის უდანაშაულობას და თუ მართალი ხარ და რეალური მკვლე-
ლი თავისუფალია, არა მგონია, ის ასე უბრალოდ გაჩერდეს.
ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდება და ასეთ შემთხვევაში აუცი-
ლებლად დაგეხმარები და ბოდიშსაც მოვიხდი იანის ხსოვნის წი-
ნაშე, მანამდე კი ნუ აიტკივებ აუტკივარ თავს და, როგორც გით-
ხარი, ისიამოვნე ტრიუმფით.
– იმაზე რას იტყვი, რომ გუშინ მეთიუს საავადმყოფოში ლურ-
ჯებში გამოწყობილი გოგონა ესტუმრა, რომელმაც ზედმეტი ინ-
ტერესი გამოამჟღავნა იანის სიკვდილისა და ადამის ხელმეო-
რედ დაბადებისადმი.
– როგორ თუ ადამის ხელმეორედ დაბადება? – იკითხა მორ-
განმა და ფორდმა ენაზე იკბინა.
– შენთვის არ მითქვამს, მეთიუმ ადამს ავტოავარიაში გარ-
დაცვლილი გოგონას გული რომ გადაუნერგა?!.
– რომელ ავტოავარიაში? რაღაც არ მახსენდება ამ დღეებში
მსგავსი შემთხვევა მომხდარიყოს, – თქვა მორგანმა და ფორდმა
ისევ ენაზე იკბინა – ვერ გათვალა, რომ ავტოავარიის შესახებ
მორგანს აუცილებლად ეცოდინებოდა.
– ჩვენს ქალაქში არ მომხდარა, სხვა ქალაქიდან ჩამოიტანეს
გული, ყველაფერი მოულოდნელად გადაწყდა, ამიტომ ვერ მო-
ვასწარი აქამდე თქმა.
– გასაგებია, – უპასუხა მორგანმა დაეჭვებული ხმით. – თუმ-
ცა, ვერ ვხვდები, რა საერთო აქვთ იანსა და ადამს და რატომ და-
ინტერესდა მისით ვიღაც ლურჯებში გამოწყობილი გოგონა.
292 მკითხველთა ლიგა
– სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ, საფუძვლიანი ეჭვი
მაქვს, რომ ის რეალური მკვლელის თანამზრახველია და მას თუ
ვიპოვი...
– იქნებ სწორედ ეგ გოგონა იყო, ვისაც იანი მისდევდა? ახლა
ყველაფერი უფრო ნათელია ჩემთვის. მისი სახელი და სამუშაო
ადგილი ხომ არ იცი? უკვე დავინტერესდი.
– არ ვიცი, თუმცა აუცილებლად გავარკვევ, – უპასუხა ფორ-
დმა.
როგორც კი ლურჯებში გამოწყობილი გოგონა ახსენა, მორგა-
ნის ამ საქმისადმი დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა და ეს
ამბავი ფორდს გაურკვეველ ეჭვებს უჩენდა.
– ფორდ, თუ რაიმე ხელჩასაჭიდს ნახავ, აუცილებლად გამა-
გებინე. ამ შემთხვევაში აუცილებლად შენ გვერდით ვიქნები.
– შენ ახლა რაზე მუშაობ? იქნებ შევძლო დახმარება... – თემა
შეცვალა ფორდმა.
– აღარ ვაპირებდი თქმას, დარწმუნებული ვარ, ეს ახალ ეჭ-
ვებს გაგიჩენს, მაგრამ რადგან გაგახსენდა, გეტყვი. ცოტა ხნის
წინ ის ამბავი გავიხსენეთ, როცა იანი დამნაშავეს მისდევდა და
ვერ ან არ ესროლა, ალბათ ის მოხუცი ქალიც გახსოვს, რომელ-
მაც იანს დამნაშავე აღუწერა და იანმა საკუთარი ფოტორობოტი
რომ შექმნა. საქმე სწორედ ამ ქალს ეხება. გუშინ ის სახლში
მკვდარი იპოვეს და ახლა სწორედ იმის გარკვევას ვცდილობთ,
მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ერთი შეხედვით, აშკარა
სუიციდია, თუმცა ბევრი საეჭვო გარემოებაა.
– ჩემი დახმარების იმედი გქონდეს, მორგან. ახლა უნდა წავი-
დე, ბევრი საქმე მაქვს, – გამოემშვიდობა ფორდი მორგანს, გან-
ყოფილების შენობა დატოვა და გზას ფეხით გაუყვა. მიდიოდა,
თუმცა თითქოს ფეხს ითრევდა, გზას იგრძელებდა, რომ დანიშ-
ნულების ადგილას რაც შეიძლება გვიან მისულიყო. ძმაზე დარ-

293 მკითხველთა ლიგა


დობდა, თუმცა ამ დროს ადამი უკვე ფეხზე იდგა და საავადმყო-
ფოს ჩაბნელებულ დერეფნებში დადიოდა თავისი ახალი გულით.
– რას ფიქრობ, ისევ ადვილად ხომ არ იღლები, ადამ?
– რას ამბობთ, ექიმო, ჩიტივით ვარ, თავს შესანიშნავად
ვგრძნობ. მიხარია, რომ ღმერთმა სიცოცხლის შანსი მომცა, მაგ-
რამ თითქოს მაინც რაღაც მაწუხებს.
– რა გაწუხებს, ადამ? – იკითხა მეთიუმ.
– იმ გოგონაზე ვფიქრობ, ახლა ვისი გულიც მაქვს. ალბათ
როგორ უნდოდა სიცოცხლე ან ვინ იცის, ვისთან შესახვედრად
მიდიოდა, როცა გარდაიცვალა. ვინ იცის, როგორი კარგი ადა-
მიანი იყო, მე კი არ ვარ მისი გულის ტარების ღირსი. განა თავად
შევძლებდი, ვინმესთვის მესახსოვრა ჩემი გული? ის ალბათ გა-
საოცარი ადამიანი იყო და ამიტომაც მოიქცა ასე. აი, ეს მაწუხებს
და ამის გამო მწყდება გული.
– სამწუხაროდ, ასეა, თუმცა შეიძლება, მან სიცოცხლის მე-
ორე შანსი სწორედ იმიტომ მოგცა, რომ ის კეთილი საქმეები გა-
აკეთო, რომლის გაკეთება მან ვერ მოასწრო?! მისი გულისთვი-
საც უნდა შეძლო და ახალი გულით იცხოვრო.
– მისი ახლობლებისა და მეგობრების გაცნობა მინდა, ექიმო,
– წყლიანი თვალები მიაპყრო ადამმა მეთიუს.
– ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, – დაუფიქრებლად უპასუხა მე-
თიუმ.
– კი მაგრამ, რატომ? მინდა ვიცნობდე იმ ადამიანის ოჯახს,
რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა.
– როგორც ვიცი, ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ჩვენკენ
გავლით იყო. გარდა ამისა, სიკვდილის წინ გვთხოვა, რომ ეს ამ-
ბავი არავისთვის გვეთქვა.
– არც ვეტყვი, უბრალოდ, ვნახავ როგორ ცხოვრობენ.

294 მკითხველთა ლიგა


– შევეცდები, რამე მოგიხერხო, ადამ. ახლა კი დაწექი, დასვე-
ნება გჭირდება. რამდენიმე დღეში გაგწერ და შეგიძლია, საყვა-
რელ საქმეებს დაუბრუნდე.
ადამი პალატაში დაბრუნდა და საწოლზე დაწვა. ბედნიერი
იყო, თუმცა რაღაც მაინც არ აძლევდა მოსვენებას, თითქოს რა-
ღაც აკლდა, თითქოს მასში სიცარიელემ დაისადგურა და სწო-
რედ ეს სიცარიელე არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. რაც
უფრო ბევრს ფიქრობდა ამაზე, მით მეტად უძნელდებოდა კით-
ხვებზე პასუხის გაცემა. ადამს ყველაზე და ყველაფერზე მეტად
საქსოფონზე დაკვრა უყვარდა და ამ ოპერაციას რომ დათანხმდა,
იქნებ სწორედ ამ სიყვარულის მიზეზით იყო? მაგრამ რაოდენ უც-
ნაურიც უნდა იყოს, საყვარელი კომპოზიცია არ ენატრებოდა. ეგ
კი არა, საერთოდ არავინ და არაფერი აღარ ენატრებოდა და ამის
მიზეზი ვერაფრით აეხსნა. ცდილობდა წარმოედგინა, როგორ უკ-
რავდა საყვარელ მელოდიას, მაგრამ საერთოდ არ უჩნდებოდა
სურვილი, ეს სინამდვილეში გაეკეთებინა. მხოლოდ იმედს იტო-
ვებდა, რომ ოდესმე ისევ მოუნდებოდა დაკვრა და ამიტომ გადაწ-
ყვიტა, დალოდებოდა ამ მომენტს. თუმცა კიდევ იყო ერთი პრობ-
ლემა – ადამს მოლოდინის უნარიც არ ჰქონდა – თითქოს მის-
თვის სულერთი იყო, ისევ დაუკრავდა ან ამის სურვილი გაუჩნდე-
ბოდა თუ არა. როგორც წესი, ამის გამო უნდა შეშინებოდა, მაგ-
რამ არც შიშს გრძნობდა და რატომღაც არც ტკივილს ყველაზე
ძვირფასის დაკარგვის გამო. ადამს უნდა სტკენოდა, მაგრამ არ
სტკენია. ეს კიდევ ერთი დანაკლისი იყო, რომელიც საკუთარ
თავში ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა და, წესით, ამის გამო საკუ-
თარ თავზე უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ ამის უნარიც არ აღმო-
აჩნდა. მერე იმაზე დაფიქრდა, როგორი იქნებოდა მისი სიცოც-
ხლე მუსიკის გარეშე. ალბათ მარტოობა უნდა ეგრძნო, მაგრამ
ამასაც ვერ განიცდიდა. მისთვის ეს ყოველივე ნამდვილ გამოცა-
ნად იქცა, იმედი გაუცრუვდა, რადგან ეგონა, გულის გადანერ-
295 მკითხველთა ლიგა
გვის შემდეგ შეძლებდა ისევ დაბრუნებოდა მუსიკას, მაგრამ ასე
არ აღმოჩნდა – ეს კი მისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ადამმა
მშვენივრად იცოდა, რომ იმედგაცრუება, სხვა გრძნობებისგან
განსხვავებით, არასოდეს ტოვებს ადამიანს. ვერაფრით აეხსნა,
რა ხდებოდა მის თავს. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და
ვერც ერთზე ეპოვა პასუხი და არც ის იცოდა, ვისთვის უნდა შე-
ეჩივლა ამის გამო. იანი იყო ერთადერთი, ვინც ამ კითხვებზე პა-
სუხი იცოდა, უფრო სწორედ, იანის გულს, რომელიც დუმდა, თუმ-
ცა თავის უშუალო სამუშაოს დაუღალავად აგრძელებდა. მეთიუმ
ადამს საჭმელი შემოუტანა.
– არ მინდა, ექიმო, არ მშია.
– კარგად უნდა იკვებო, ძალების აღდგენა გჭირდება, ბევრი
სისხლი დაკარგე.
– როგორც ჩანს, მხოლოდ სისხლი არ დამიკარგავს.
– რას გულისხმობ? – ინტერესით ჰკითხა მეთიუმ.
– არც კი ვიცი. ვხვდები, რომ გარკვეული გრძნობების განცდა
არ შემიძლია. ვიცი, ჩემი ძმა უნდა მოვიდეს, მაგრამ რატომღაც
საერთოდ არ ველოდები – სულერთია, მოვა თუ არა.
– უცნაურია. მაგრამ ამაზე ნუ იდარდებ, შესაძლებელია, ოპე-
რაციის შემდგომი სტრესის ბრალია. მალე ყველაფერი გამოს-
წორდება.
– რა სტრესი, მსგავსს არაფერს ვგრძნობ, პირიქით, შესანიშ-
ნავად ვარ, თუ, რა თქმა უნდა, ამ უცნაურ მდგომარეობას არ ჩავ-
თვლით.
მეთიუმ ადამის ოთახი დატოვა და კაბინეტში ჩაფიქრებული
დაბრუნდა, მან ხომ ყველაფერი იცოდა იანისა და განსაკუთრე-
ბით მისი გატეხილი გულის შესახებ? ექიმი ახლა შიშით ფიქრობ-
და იმაზე, რომ იანის ეჭვები გულის მეხსიერებასთან დაკავშირე-
ბით, შესაძლოა, მართალი იყო და ადამს მისი მეხსიერების გარ-
კვეული ნაწილი გადაეცა. მაგრამ ამ უცნაური შემთხვევის მიუხე-
296 მკითხველთა ლიგა
დავად, ექიმს არ შეეძლო, არ ეფიქრა მეცნიერულად, რომლის
მიხედვითაც, შეუძლებელია, გადანერგილ გულს მეხსიერება
ჰქონოდა.
და მაინც, თუ ყველაფერი რიგზეა, სად გაქრა ადამის გრძნო-
ბები? ეს იყო კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა ექი-
მისთვის. ამ ყველაფრის გამო ადამი ეცოდებოდა, მაგრამ მის-
თვის სიმართლის თქმა არ შეეძლო, ადამი განწირული იყო ტან-
ჯვისთვის და ალბათ ეს იყო მისი ბედი – იანის გზის გაგრძელება.
მეთიუმ ისიც კი იფიქრა, ეს ამბავი ანნასა და ალექსანდრეს ხომ
არ ვუთხრაო, მაგრამ არ მოეწონა ეს აზრი – ისედაც დეპრესიაში
მყოფი ალექსანდრე აუცილებლად მოინდომებდა ადამის ნახვას
და ვინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ორი დღის შემდეგ ექიმმა მეთიუმ ადამი საავადმყოფოდან გა-
წერა და, როგორც იქნა, თავადაც შეეძლო შინ დაბრუნება. ფორ-
დმა ძმა თავის სახლში წაიყვანა, საწოლზე დააწვინა და სთხოვა,
ჩემ გარეშე არსად წახვიდეო, თავად კი მეთიუს სანახავად წავი-
და.
ექიმი იწვა და ისვენებდა, როცა კარზე კაკუნი გაიგონა. არ
გაჰკვირვებია დეტექტივის დანახვა, შინ შეიპატიჟა, მისაღებ
ოთახში შეუძღვა, სკამი შესთავაზა, თავად კი სასმლის მოსატა-
ნად გავიდა. ექიმის დაბრუნებამდე, ფორდმა ოთახი შეათვალიე-
რა და ყურადღება შეაჩერა უცნობი გოგონას პორტრეტზე, რომე-
ლიც ბუხრის თავზე ეკიდა. უცებ სახის გამომეტყველება შეეცვა-
ლა, თითქოს შიშიც დაეუფლა და ნერვიულად აწრიალდა სავარ-
ძელში. მალე მეთიუ გამოჩნდა სასმლით ხელში და გვერდით მი-
უჯდა ფორდს.
– შეიძლება, რაღაც გკითხო? – ხმის კანკალით ჰკითხა ფორ-
დმა.
– რა თქმა უნდა, დეტექტივო.

297 მკითხველთა ლიგა


– ვინ არის პორტრეტზე გამოსახული ლურჯ კაბაში გამოწყო-
ბილი გოგონა?
ექიმმა უხერხულად შეიცვალა პოზა და ენის ბორძიკით დაუბ-
რუნა ფორდს პასუხი:
– ჩემთვის რთულია ამ თემაზე საუბარი, წარსული სიყვარუ-
ლია. გთხოვ, ნუ მაიძულებ მოყოლას.
– კეთილი, ექიმო, ძალიან ლამაზი ნახატია.
– ალბათ ასეა. მითხარი, როგორ არის შენი ძმა.
– თავს მშვენივრად გრძნობს, – უპასუხა ფორდმა ისე, რომ ნა-
ხატისთვის თვალი არ მოუშორებია. ფორდს ყველასა და ყველა-
ფერზე ჰქონდა ეჭვი, თუმცა ეს უნებლიე დამთხვევა მეტისმეტი
მოეჩვენა, მით უმეტეს, რომ მეთიუმ ამაზე საუბარს თავი აარიდა.
– ნეტავ, რას აკეთებს ახლა ადამი, რაზე ფიქრობს? – ისე
იკითხა მეთიუმ, თითქოს სალაპარაკო თემის შეცვლა სურდა,
თუმცა პასუხი არ მიუღია. დეტექტივი ფორდი დუმდა და ნახატს
ვერ აშორებდა თვალს, ექიმი კი დეტექტივს მიშტერებოდა.
ფორდს კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვები, მისთვის კიდევ უფრო
ბევრი რამ ხდებოდა გაურკვეველი: შეეძლო ნებისმიერისთვის
დაედო ხელი, მაგრამ საფუძვლიანი სამხილი არავის წინააღ-
მდეგ არ ჰქონდა. ახლა ის თითქოს საკუთარი ეჭვების ტყვეობაში
იყო და ამის გამო შეეძლო სრულიად უდანაშაულო ადამიანის-
თვის ეთქვა: – შენ ხარ მკვლელი! – თუმცა ამის გაკეთება ისეთი-
ვე აბსურდი იქნებოდა, როგორიც ის, რომ თავად ყოფილიყო
დამნაშავე. დეტექტივი დიდი დილემის წინაშე იდგა, მას ან ყვე-
ლას მიმართ უნდა დაეკარგა ნდობა და მკვლელი მის ნაცნობებს
შორის მოეძებნა, ან უბრალოდ, თავი უნდა დაენებებინა ამ საქ-
მისთვის და მშვიდად ეცხოვრა. თუმცა როგორ შეძლებდა ამ ყვე-
ლაფრის შემდეგ მშვიდად ცხოვრებას?
ადამი სრულიად მარტო იყო სახლში, საწოლზე იწვა და ჭერზე
ერთ ამოჩემებულ წერტილს მიშტერებოდა. ძალიან უნდოდა ერ-
298 მკითხველთა ლიგა
თი ჭიქა ვისკი მაინც დაელია, მაგრამ მისთვის არ შეიძლებოდა.
უცებ ხელის გაურკვეველი მოძრაობა დაიწყო, თითქოს რაღაცას
ხატავსო. უკვე მოსაბეზრებელი იყო მისთვის ასეთი გაურკვევ-
ლობა. საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ქუჩაში გას-
ვლა გადაწყვიტა. მზიანი ამინდი იყო, მაგრამ ადამს სციოდა.
იმედგაცრუება ასეთია, შეიძლება შესანიშნავი ამინდი იყოს, მაგ-
რამ ადამიანი მაინც სიცივეს გრძნობდეს, რადგან ამ დროს სხე-
ულში არსებული სიცარიელე, რომელიც უკაცრიელ, ცივ უდაბ-
ნოდ გადაქცეულა, ახერხებს, არა მხოლოდ შინაგანი აუტანელი
სიცივე აგრძნობინოს ადამიანს, არამედ მთლიანად სხეული და-
იმორჩილოს, მოედოს მას და ააკანკალოს. ადამს არასოდეს
ჰქონია ცხოვრებაში რაიმე მიზანი, გამუდმებით სპონტანურად
იღებდა გადაწყვეტილებებს და მიაჩნდა, რომ, როცა არ ელოდა
და რისკავდა, სწორედ მაშინ ხდებოდა ყოველივე კარგი. სპონტა-
ნურ ქმედებებს განსხვავებული სიხარულისა და ბედნიერების
მოტანა შეეძლო მისთვის, მაგრამ ახლა... აბსოლუტურ ქაოსს მო-
ეცვა მისი არსება. პრობლემა ის კი არ იყო, რომ რამის დაგეგმვა
არ სურდა, არა, უბრალოდ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ისე-
თი განცდა ჰქონდა, თითქოს სრულიად უცხო პლანეტაზეა, რო-
მელზეც არ მოიძებნებოდა მისთვის შესაფერისი ცხოვრების სტი-
ლი. ადამი სადღაც ცასა და დედამიწას შორის იყო გამოკიდებუ-
ლი, თუმცა, ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მას არ შეეძლო
ციმციმი და ნათება, ის უფრო მოწყვეტილ ვარსკვლავს ჰგავდა,
რომელიც შემთხვევით ჩამოვარდა დედამიწაზე და ჩამოვარდნი-
სას იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ვერავინ შეძლო სურვილის
ჩაფიქრება. ადამს ერთი თვისება ჰქონდა: რაც უნდა მომხდარი-
ყო, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს უმეორებდა, რომ ყვე-
ლაფერი კარგად იქნებოდა და ამით ყოველთვის იმშვიდებდა
გულს. ასეთ დამოკიდებულებაში სიმართლის მარცვლის პოვნაც
შეიძლება. ეს ცხოვრება აღმართისა და დაღმართის მონაცვლეო-
299 მკითხველთა ლიგა
ბა კი არა, მთლიანად ვაკეა, უბრალოდ, ადამიანი დადის მასზე ან
წელში გამართული, ან მუხლებზე ხოხვით.
ადამი თავის სახლს მიუახლოვდა და მოულოდნელად სიმშვი-
დე იგრძნო, სხვას რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როცა საკუ-
თარ ბინას უბრუნდება, როგორი დანგრეული და განადგურებუ-
ლიც უნდა იყოს ის. რამდენადაც ადამის სახლი გარეგნულად
მართლაც მშვენიერი იყო, იმდენად სანაგვეს ჰგავდა შიგნით და
ამას აქამდე მისთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. ახლა კი, მის-
და გასაკვირად, უკმაყოფილებას იწვევდა ეს ქაოსი. რამდენიმე-
საათიანი დაუღალავი შრომის შედეგად ადამმა სახლი ადამიანის
საცხოვრებელს დაამსგავსა და სანამ სახლს ალაგებდა, ერთხე-
ლაც არ გახსენებია ფორდი, მით უმეტეს საკუთარი თავი. ფორდი
კი ამ დროს შინ დაბრუნდა და ადამი იქ რომ არ დახვდა, გადა-
ირია. მიუხედავად იმისა, რომ ადამისგან მსგავს საქციელს მიჩ-
ვეული იყო, ეს მეტისმეტი აღმოჩნდა მისთვის, რადგან მკაცრად
გააფრთხილა ძმა, სახლიდან ფეხი არ მოიცვალოო. აღარ იცო-
და, რა გაეკეთებინა. გამუდმებით იმ ლურჯკაბიან გოგონაზე ფიქ-
რობდა, ადამის სანახავად რომ მივიდა საავადმყოფოში და ახლა
იმას ფიქრობდა, სადმე ხომ არ გადაეყარაო. მიუხედავად იმისა,
რომ ადამი ფიზიკურად ძლიერი იყო და საჭიროების შემთხვევაში
თავის დაცვას შეძლებდა, ფორდს უფროსი ძმის სტატუსი მაინც
ავალდებულებდა მასზე ზრუნვას. შექმნილი ვითარებიდან გა-
მომდინარე, ფორდმა მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ მორგანს და-
ურეკა და ადამის მოძებნაში დახმარება სთხოვა. ყურმილი დაკი-
დებული არ ჰქონდა, რომ კარი ადამმა შემოაღო, ხელში კი ერთი
ბოთლი ფორთოხლის წვენი და ქოთნის ყვავილი ეჭირა. გაცხა-
რებულმა ფორდმა საყვედურებით აავსო ძმა, თუმცა ადამი მხო-
ლოდ ღიმილით პასუხობდა, მერე ზრდილობიანად მოიხადა ბო-
დიში, ყვავილს ჩაიდნიდან წყალი დაუსხა, ჭიქაში ფორთოხლის
წვენი ჩამოასხა და ძმას ღიმილით გაუწოდა. ფორდმა გამოარ-
300 მკითხველთა ლიგა
თვა და რამდენიმე ყლუპი მოსვა, საშინლად მჟავე იყო, მაგრამ
ძმის იშვიათი საქციელით გაკვირვებულმა, არ აწყენინა და ბო-
ლომდე დაცალა ჭიქა. ადამი სიამოვნებით უყურებდა – ისეთი სა-
ხე ჰქონდა, თითქოს ჰექტორი სვამდა, მაგრამ წყურვილს თავად
იკლავდა.
– კიდევ დალევ? – ღიმილით ჰკითხა ძმას.
– არა, გმადლობ, საკმარისია, – უპასუხა ფორდმა და შეეცადა
წვენის სიმჟავით გამოწვეული უკმაყოფილება სახეზე არ დას-
ტყობოდა.
ადამმა კლასიკური მუსიკა ჩართო, სავარძელში მოკალათდა
და თვალები დახუჭა. ფორდიც ჩამოჯდა, ოღონდ ისე, რომ ძმა
მხედველობის არეში ჰყოლოდა.
– ჰექტორ, რაღაც მინდა გკითხო, – თქვა ადამმა ისე, რომ
თვალები არ გაუხელია და არც ძმისკენ გაუხედავს.
– როგორ ფიქრობ, თვალებს რომ ხუჭავ და უამრავი ბრჭყვი-
ალა ფერი ჩნდება, რა ჰქვია ამ ფერებს?
ფორდი დუმდა, მისთვის მსგავს საკითხებზე საუბარი სრული-
ად უჩვეულო იყო, ძმისგან ასეთი კითხვა კი მოულოდნელი.
– რთული კითხვაა, არ ვიცი, რა გიპასუხო.
– სამწუხაროა, – გაახილა თვალები ადამმა და ფანჯრიდან ქა-
ლაქს გახედა. ფირფიტა ბრუნავდა და ახლა სხვა მელოდიას უკ-
რავდა. ადამი ბოლომდე გადაწვა საწოლზე და მალე ჩაეძინა.
ფორდმა საბანი დააფარა და თავადაც დაწვა დასაძინებლად,
მაგრამ დიდხანს არ მიეკარა ძილი, გამთენიისას ჩაეძინა, თუმცა
ერთ საათში ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. მორგანი იყო და
შეხვედრას სთხოვდა. გადაწყვიტეს, ძველი კინოთეატრის უკანა
ეზოში შეხვედროდნენ ერთმანეთს. მორგანს რამდენიმე წუთი
დააგვიანდა – განყოფილებაში შევფერხდიო და მისალმებისთა-
ნავე ახალი ამბავი ამცნო ფორდს:

301 მკითხველთა ლიგა


– გახსოვს, მოხუცზე რომ გესაუბრე? – ფორდმა თავი დაუკრა.
– როგორც ჩანს, თავი მოიკლა. არავითარი საფუძველი არ გაგ-
ვაჩნია საიმისოდ, რომ საქმე განსხვავებული მიმართულებით წა-
ვიყვანო. თუმცა აქ სრულიად სხვა საკითხზე სასაუბროდ მოვედი.
ამ საუბარს წინა შეხვედრისას თავი ავარიდე, მაგრამ ფიქრმა და
ეჭვებმა არ მომასვენა. მჯერა, რომ ამ პატარა იდუმალი საქმის
გამოცნობაში დამეხმარები და ერთად გავცემთ პასუხებს კით-
ხვებს. მოკლედ, მოხუცის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ერთი შეხედ-
ვით სხვებისთვის საეჭვო არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩემთვის
ნამდვილად გასაოცარი იყო ის, რაც ერთ-ერთ უჯრაში აღმოვაჩი-
ნე. – მორგანმა ფორდს საქაღალდე გაუწოდა, რომლის პირველ
გვერდზე ლურჯი საღებავით იანის პორტრეტი იყო შესრულებუ-
ლი. ფორდმა რამდენჯერმე კარგად შეათვალიერა საქაღალდე,
მერე სიტყვის უთქმელად დახურა და მორგანს გაუწოდა.
– ვფიქრობ, გასაოცარი არაფერია, იანმაც ხომ თქვა, რომ მო-
ხუცს იცნობდა.
– თავდაპირველად მეც შეძლებისდაგვარად შევეცადე, ეს უბ-
რალო დამთხვევად აღმექვა, თუმცა შემდეგმა ნახატმა დამაეჭვა,
ფორდ, – დეტექტივმა საქაღალდე ისევ გადაშალა და ფორდს
ხელმეორედ მიაწოდა.
– ვინ არის? – იკითხა ფორდმა, მაგრამ იცოდა, ამ კითხვაზე
პასუხი მორგანსაც არ ჰქონდა.
– ეს გოგონა? ვერ გეტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც კავშირია
მათ შორის, თუმცა ყველაფერი წინ არის – კიდევ ერთხელ გადა-
ფურცლე და მითხარი, რას ფიქრობ.
ფორდმა მესამე ნახატიც შეათვალიერა. მასზე წითელი საღე-
ბავით დახატული უცნობი მამაკაცის პორტრეტი იყო.
– ალბათ არც ეს იცი, ვინ არის, ხომ? – ღიმილით ჰკითხა მორ-
განს.
– არ ვიცი, ფორდ და სწორედ ამის გარკვევა მინდა.
302 მკითხველთა ლიგა
– და მე რა შუაში ვარ? – იკითხა ფორდმა.
– კიდევ გადაშალე და უკანასკნელი ნახატი ნახე, მაგრამ ეცა-
დე, სიმშვიდე შეინარჩუნო. არ ვიცი, რა რეაქცია გექნება...
ფორდმა შიშით გადაფურცლა კიდევ ერთი გვერდი და ყვით-
ლად დახატული ადამის პორტრეტი დაინახა.
– კი მაგრამ... ვერ ვხვდები...
– შეშინებული ჩანხარ. ამ ორი პიროვნების ვინაობის გაგება
მარტივად შეგვიძლია, მაგრამ რა საერთო აქვთ იანსა და ადამს?
ამაზე აუცილებლად უნდა მიპასუხო და არც კი ეცადო უარის
თქმა. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ფორდ, რა საერთო აქვთ იანსა
და ადამს?
მორგანის დაჟინებული მზერა და მბრძანებლური ტონი საში-
ნელ სიტუაციაში აყენებდა ფორდს, თავადაც ვერ აეხსნა, რა ხდე-
ბოდა, ისიც იცოდა, რომ მარტო ვერ შეძლებდა ყველაფრისთვის
ფარდა აეხადა, თუმცა ვერც იმდენად ენდობოდა მორგანს, რომ
მისთვის ყველაფერი ეთქვა.
– თავადაც გაურკვევლობაში ვარ! ეს ჩემთვისაც იმდენად მო-
ულოდნელია, როგორიც შენთვის.
– მატყუებ, ფორდ, უნამუსოდ მატყუებ და ამას ყოველ ფეხის
ნაბიჯზე ვხვდები. რაღაცას მიმალავ და ვიცი, რომ ეს კარგად არ
დასრულდება. ისე ნუ გააკეთებ, რომ სიმართლე ჩემით გავარ-
კვიო და ყველასთვის საყვარელი დეტექტივი ფორდი გამოვააშ-
კარავო.
– ნუ მემუქრები, მორგან, პატარა ბიჭი არ გეგონო, რაც სათ-
ქმელი მქონდა, გითხარი, დანარჩენი შენ უკეთ იცი და შენმა დე-
ტექტიურმა ინტუიციამ.
– ფიქრობ, რომ სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ ხარ, ფორდ?
– ვფიქრობ, რომ შენ ხარ სხვებზე აზროვნებით უკან. ისე იქცე-
ვი, თითქოს ყველაფერი, რაც იცი, ჩემგან არ გქონდეს ნასწავლი.

303 მკითხველთა ლიგა


– ამას არ უარვყოფ, მაგრამ დეტექტივმა ისიც მასწავლა, რომ
პარტნიორისთვის არ უნდა დამემალა არაფერი. ნახატები და-
იტოვე, დარწმუნებული ვარ, გამოგადგება, – მორგანმა ფორდს
მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა და გასასვლელისკენ გაეშურა.
ფორდი კი ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული და ნანობდა საკუ-
თარ საქციელს, თავს კი იმით ინუგეშებდა, რომ პირობა არ გატე-
ხა და საიდუმლო ბოლომდე შეინახა.
ფორდი შინ დაბრუნდა და ოთახში ჩაიკეტა იმის შიშით, რომ
ადამი არ შესულიყო და ნახატები არ ენახა. ამ ამბავში ბევრი კით-
ხვის ნიშანი იყო, თუმცა ყველაზე იდუმალი გარდაცვლილი მო-
ხუცისა და ადამის შესაძლო ნაცნობობა ეჩვენებოდა და მიზეზი,
რატომაც ქალმა მისი პორტრეტი დახატა. ამდენი საიდუმლოთი
გარემოცული ფორდი უკვე შეშლილს ჰგავდა, მით უმეტეს, რომ
არ შეეძლო ვინმესთვის გაეზიარებინა თავს დამტყდარი ამბავი.
"ადამს ხომ არ ვკითხო?", – გაიფიქრა და უმალვე უარყო ეს იდეა
– შესაძლოა, ძმისთვის სახიფათო აღმოჩენილიყო ყოველივე.
ისევ ნახატებს მიუბრუნდა. იანი ლურჯ და ადამი ყვითელ ფერში!
რას უნდა ნიშნავდეს ეს? ფორდი ხვდებოდა, რომ სწორედ ამ ფე-
რებში იმალებოდა საქმის გასაღები. მოულოდნელად ის მომენ-
ტი გაახსენდა, როდესაც იანს ჰკითხა: "რომელ ფერებში დახა-
ტავდით ადამიანის მკვლელობას?" იანისგან ასეთი პასუხი მი-
იღო: "ლურჯსა და ყვითელში". ფორდს შიში დაეუფლა, მიხვდა,
რომ იანის სულის მკვლელობა ლურჯი იყო და ადამში მისი
მკვდრეთით აღდგომა – ყვითელი. ნუთუ ამ მოხუცმა იანის სიკ-
ვდილი და მისი გულის გადანერგვის ამბავი იწინასწარმეტყვე-
ლა? ან იქნებ ეს თავად იანის ნახატია? ეს ფერი ხომ სწორედ მან
შეარჩია და საერთოდ, ვინ არის ეს მამაკაცი, რომელიც წითლად
არის დახატული?
ფორდი ნახატს ისე მიაშტერდა, როგორც ძვირფას ქვას. მის-
თვის ცხადი იყო, რომ წითელი ეს უკვე ხორციელ სიკვდილთან
304 მკითხველთა ლიგა
ასოცირდება ან თავად მკვლელთან. ნუთუ შესაძლებელია, მო-
ხუცს მკვლელის სახე დაეხატა და ეს მინიშნება ისეთ თვალსაჩი-
ნო ადგილას დაედო, სადაც ყველა იპოვიდა? იქნებ მას თავი არ
მოუკლავს და ის მოკლეს?
– რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა გავარკვიო, ვინ არის ნახატზე
გამოსახული მამაკაცი, – ჩაიბუტბუტა ფორდმა და ნახატები ჩან-
თაში ჩაალაგა, ოთახიდან გამოვიდა, ადამს გამოემშვიდობა და
მეთიუსთან წავიდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ექიმი ნა-
ხატზე გამოსახულ მამაკაცს იცნობდა.
ადამი თანდათანობით იბრუნებდა დაუმორჩილებელ სულს.
თავდაპირველად, თუ მზად იყო, მეთიუსა და ფორდის ნებისმიე-
რი მითითება შეესრულებინა, ახლა ყველაფერს თავად წყვეტდა
– იქნებოდა ეს შინიდან გასვლა, სიგარეტის მოწევა თუ ალკოჰო-
ლის მიღება. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, აკრძალული ჰქონ-
და, მაგრამ ფორდისგან მალულად მაინც ახერხებდა დალევას.
ერთხელ სმისას ფორდმა შემოუსწრო და საშინლად იჩხუბეს.
ადამი არ იყო მიჩვეული ბრძანებებს და ახლაც ჰექტორის ერთსა-
ათიანი ჭკუის დარიგების შემდეგ გადაწყვიტა, რომ სახლში უნდა
დაბრუნებულიყო, რადგან თავს მშვენივრად გრძნობდა. ჰექტო-
რი ბევრს ეცადა, რომ ეს აზრი როგორმე გადაეფიქრებინა, თუმ-
ცა, როგორც ყოველთვის, ადამი ამჯერადაც ვირივით ჯიუტი იყო
და ძმასაც სხვა გზა არ ჰქონდა, მის გადაწყვეტილებას დაეთან-
ხმა, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით, ორ დღეში ერთხელ ეს-
ტუმრებოდა ისე, ყოველი შემთხვევისთვის. სინამდვილეში,
ფორდის მიზანი ძმის იმ ძალებისგან დაცვა იყო, რომლებიც, მისი
აზრით, ადამის სიცოცხლეს ემუქრებოდა. დიდი ხვეწნა-მუდარის
შემდეგ ადამი დათანხმდა, ოღონდ მასაც ჰქონდა ერთი პირობა:
ფორდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩარეულიყო მის პირად
ცხოვრებაში. ძმები შეთანხმდნენ და პირველივე შესაძლებლო-
ბისთანავე ადამმა მოაგროვა თავის ნივთები (ქოთნის ყვავილიც)
305 მკითხველთა ლიგა
და სახლისკენ გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრე-
ბის დროს ადამი და ფორდი მუდმივად კამათობდნენ, განშორე-
ბის შემდეგ ერთმანეთზე ფიქრი მოეძალათ. თუ ერთ სახლში
ცხოვრებისას სხვადასხვა ფიქრი ჰქონდათ, ახლა სხვადასხვა
ჭერქვეშ ერთმანეთზე ფიქრი და დარდი აწუხებდათ. ადამს ხში-
რად სტუმრობდა ჰექტორი, თუმცა მათი შეხვედრა თითქმის
უსიტყვო იყო. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გარეგნული შეთ-
ვალიერებით შემოიფარგლებოდნენ და ამის საფუძველზე ას-
კვნიდნენ, როგორ იყვნენ და რას გრძნობდნენ. ადამი თანდათან
ეჩვეოდა ახალ გულს და ახალ სიცოცხლეს – ოპერაციის შემდეგ
მასში გარკვეული ცვლილებები მოხდა. თითქოს ამ ცვლილებებს
დაუმეგობრდა კიდეც, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ეუფლებო-
და უცნაური შეგრძნებები და ფიქრები, რომელთა ამოხსნას მხო-
ლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდა და ზოგჯერ გამოსდიოდა
გამარჯვება, ზოგჯერ კი სასტიკად მარცხებოდა.
მაშინ როცა ფორდი მეთიუს ესტუმრა, ექიმი კაბინეტში იჯდა
და ძველისძველ ალბომს ათვალიერებდა. ფორდის დანახვისას,
ალბომი დახურა, მაგიდის კუთხეში დადო, რაღაც ფურცლები და-
აფარა.
– ვიმედოვნებ, ხელი არ შეგიშალეთ, – მოკრძალებით თქვა
ფორდმა.
– არა, რა თქმა უნდა. რით შემიძლია დახმარება?
ფორდმა სკამი გამოსწია და მის კიდეზე ჩამოჯდა. ცდილობდა,
ისე ესაუბრა სტუმრობის მიზეზზე, რომ მეთიუსთვის თვალებში არ
შეეხედა. მეთიუ კი ინტერესით აკვირდებოდა დეტექტივს, თით-
ქოს უნდოდა იქამდე გამოეცნო ფორდის მოსვლის მიზანი, სანამ
ეს უკანასკნელი ხმას ამოიღებდა.
– მოკლედ რომ გითხრათ, მეთიუ, – დაიწყო საუბარი ფორ-
დმა, – საქმე ძალიან რთულადაა. არ ვიცი, რა გაქვთ მოსმენილი
იანისგან და რა იცით მის შესახებ, თუმცა, ვფიქრობ, ის თქვენთან
306 მკითხველთა ლიგა
ყველაზე ახლოს იყო და იმაზე მეტ ინფორმაციას უნდა ფლობ-
დეთ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. მინდა, რამდენიმე ნახატი გაჩ-
ვენოთ, აქედან ორზე გამოსახული პიროვნება თქვენთვის კარ-
გად ნაცნობია, ორი კი, ალბათ, უცნობი. სწორედ ამ უკანასკნელ-
თა ვინაობის გარკვევა მინდა და თქვენი დახმარება მჭირდება,
თუკი შეძლებთ, რა თქმა უნდა.
მეთიუმ ანიშნა, ნახატები მომაწოდეო და ფორდმაც ჩანთიდან
ამოიღო და მაგიდაზე დადო საქაღალდე. ექიმმა ისე დაათვალიე-
რა ოთხივე პორტრეტი, რომ სახეზე უმნიშვნელო ემოციაც არ გა-
მოხატვია, მერე ფორდს წინ დაუდო და უთხრა:
– უცნობ მამაკაცზე ვერაფერს გეტყვი, თუმცა, აი, გოგონაზე
ვფიქრობ, რომ იანის შეყვარებული უნდა იყოს, რომელმაც მი-
ატოვა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს,
რომ ეს სწორედ ის გოგონაა.
– თუ ასეა და არ ცდებით, დიდი შანსია, რომ ნახატზე უცნობი
მამაკაცი ის არის, ვისთანაც სანი იანის მიტოვების შემდეგ წავი-
და... – ხელით ანიშნა ფორდმა სანის პორტრეტზე.
– შესაძლებელია. ამის დასაზუსტებლად მხოლოდ მათი მო-
ძებნაა საჭირო. რამეს ეჭვობთ? ვისია ეს ნახატები?
– დაზუსტებით არ შემიძლია თქმა, – დაუმალა სიმართლე
ფორდმა. – უბრალოდ, ხელში ჩამივარდა ოთხივე ერთად და
ვფიქრობ, საინტერესო და ჩასაძიებელი ფაქტია.
– ვფიქრობ, ასეა, წარმატებებს გისურვებთ.
– თქვენც, – გულთბილი ღიმილით გამოემშვიდობა ფორდი
ექიმს და ქალაქში გავიდა. ზაფხულის საამო ნიავი უბერავდა, ეტ-
ყობოდა, წვიმას აპირებდა. ფორდი ფეხით ბრუნდებოდა სახლში,
ადამმა კი სწორედ ამ დროს დატოვა ბინა და უცნობი მიმართუ-
ლებით გაემართა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ
შეამჩნია, რომ ვიღაც მიჰყვებოდა. დარწმუნებული იყო, მდევარი
ზუსტად იმეორებდა მის მარშრუტს. ადამი არასოდეს ყოფილა
307 მკითხველთა ლიგა
მშიშარა, იანის გულით ხომ მით უმეტეს და გადაწყვიტა, მდევარი
მახეში გაება. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მარჯვნივ შე-
უხვია და კუთხეში გაჩერდა. როგორც კი მდევარმაც შეუხვია და
მიუახლოვდა, ადამმა მხრებში სტაცა ხელები და კედელზე მი-
ანარცხა, თუმცა სუსტი სულაც არ ჩანდა.
– მშვიდად, ადამ, – თქვა მდევარმა და ადამმა მაშინვე იცნო.
– მორგან? რატომ მითვალთვალებ?
– არ გითვალთვალებ, შენს დაცვას ვცდილობ, მეგობარო.
– საინტერესოა, ვისგან?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საფრთხე გე-
მუქრება.
– შენი დაცვა არ მჭირდება, თავს მეც მშვენივრად მივხედავ, –
უთხრა ადამმა და დეტექტივს ხელი გაუშვა.
– შენც ხომ ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ადრე
იყო.
– ეგ ჩემი პრობლემა არაა, გთხოვ, აღარ გამომყვე, – ადამის
სიტყვებში მუქარა და იმავდროულად მორგანისადმი მზრუნვე-
ლობა იგრძნობოდა.
მორგანი დაემორჩილა და საპირისპირო მხარეს წავიდა, თუმ-
ცა ადამს იმის განცდა არ შორდებოდა, რომ ვიღაც ისევ მისდევ-
და. რამდენჯერმე უკან მიიხედა კიდეც, მაგრამ არავინ იყო, თით-
ქოს ნაბიჯების ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა, მაგრამ როგორც
კი ჩერდებოდა, ხმაც წყდებოდა. ადამს საკუთარი ჩრდილი ას-
დევნებოდა და უკუნეთშიც კი არ ტოვებდა, რა იყო ეს, ადამის ბნე-
ლი თუ ნათელი მხარე? ადამმა ეს არ იცოდა, თუმცა იმას ხვდებო-
და, რომ იმ რაღაცას თავისუფლების საშუალება მიეცა და მანაც
არ დააყოვნა, პირველივე შანსი გამოიყენა და უფრო მეტად იქცა
ადამის განუყოფელ ნაწილად. ვერც კი გაიაზრა, როგორ მოვიდა
შუაღამე. წვიმა წამოვიდა და ადამს შესცივდა. არ იცოდა, ქალა-
ქის რომელ ნაწილში იყო. პირველივე გადახურულ გაჩერებაზე
308 მკითხველთა ლიგა
სკამზე ჩამოჯდა და დაღლილს ღრმად ჩაეძინა. უცნაური რამ და-
ესიზმრა: თითქოს მორიელებით სავსე ოთახში სრულიად შიშვე-
ლი იწვა და არც ერთი არ ეკარებოდა, პირიქით, უფრთხოდნენ
კიდეც. მხოლოდ ერთი ყველაზე დიდი თეთრი მორიელი მიიწევ-
და მისკენ და შხამს ამზადებდა საკბენად, ადამს კი განძრევაც არ
შეეძლო და ბედს შეგუებული მოუთმენლად ელოდებოდა, რო-
დის უკბენდა მორიელი.
– გაიღვიძეთ! დახმარება ხომ არ გჭირდებათ? – ჩაესმის ადა-
მს და ჰგონია, რომ ეს ხმაც სიზმრის ნაწილია. ბრუნავს და წრია-
ლებს სკამზე.
– თავს როგორ გრძნობთ? – ისევ ესმის და თვალებს ძალდა-
ტანებით ახელს. სინათლე თვალს სჭრის და სახეზე ხელებს იფა-
რებს, თუმცა მაინც ამჩნევს უცხო ადამიანის სილუეტს. ცდი-
ლობს, გამოფხიზლდეს. წამოჯდება და უცნობს ქვემოდან ათვა-
ლირებს. წვიმს და ადამს სახეზე უცნობის თმიდან ჩამონადენი
წვეთები ეცემა. გოგონაა. უყურებს და უღიმის, ადამს კი მის და-
ნახვაზე მოულოდნელად საშინლად უჩქარდება გული, სისხლის
დინებაც სწრაფდება, მკერდში საშინელ სიმხურვალეს გრძნობს,
სხეულში ჟრუანტელი უვლის და თითები ისე უკანკალებს, თით-
ქოს მუსიკას უკრავსო. ადამი თვალს ვერ სწყვეტს მის წინ მდგარ
გოგონას და სუნთქვა უჭირს, მომენტალურად კარგავს საუბრის
უნარს და ენა ებმის, უყურებს და ხვდება, რომ მისადმი სიყვა-
რულს გრძნობს, რაღაც არანორმალურად ძლიერად უყვარს,
მაგრამ არც კი იცნობს... პირველად ხედავს მის თმასა და ტუჩებს,
თუმცა მოფერებისა და კოცნის სურვილი აქვს, უნდა, ძლიერად
ჩაეხუტოს, ზუსტად ისე, როგორც ამ უცხო გოგონას უყვარს, მაგ-
რამ რა იცის ადამმა, როგორი ჩახუტება უყვარს მას? ის კი, უბრა-
ლოდ, დგას და უღიმის, ამ ღიმილს ჭკუიდან გადაჰყავს ადამი.
– მართლა არაფერი გჭირდებათ ჩემგან? – ეითხება გოგონა.
– ერთი ღერი სიგარეტი მინდა, ჩემი მთლიანად დასველდა.
309 მკითხველთა ლიგა
გოგონა სიგარეტის კოლოფს აწვდის, კოლოფში მხოლოდ
ორი ღერია, ადამი უკიდებს და ნერვიულად ურტყამს ნაფაზს.
– ვინ ხარ?
– რა საჭიროა სახელების ცოდნა, დიდი შანსია, ერთმანეთს
ვეღარასოდეს შევხვდეთ. მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, –
თქვა მან და წასვლა დააპირა. მაგრამ ადამმა ძლიერად ჩაჰკიდა
მაჯაში ხელი, შეშინებულმა გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა კლარკი, სანი სხვა მამაკაცთან ერ-
თად რომ დაინახა, მათკენ წამოვიდა. ადამი რაღაცის თქმას, გო-
გონა კი მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამასობაში კლარ-
კიც მოვიდა და ადამს კატეგორიულად მოსთხოვა, ხელი გაუშ-
ვიო. ადამი ისე იყო შეპყრობილი სანით, რომ კლარკი არც შეუმ-
ჩნევია, ისევ ჩაეჭიდა სანისთვის ხელი და თვალს არ აშორებდა.
უცებ მაჯაზე სხვისი ხელი იგრძნო და გამოფხიზლდა – მის წინ არ-
ცთუ მაღალი ტანის კლარკი იდგა და უკმაყოფილო სახით მისჩე-
რებოდა. ფეხზე წამოდგა და განრისხებული თვალებით მიაშტერ-
და უცნობ მამაკაცს. უნდოდა, მიწასთან გაესწორებინა მყუდროე-
ბის დამრღვევი, ალბათ, ასეც იზამდა, შეშინებული სანი რომ არ
ჩახუტებოდა კლარკს და აქედან წავიდეთო, არ ეთხოვა. ადამმა
სანის ხელი გაუშვა.
– მის გვერდით აღარ დაგინახო, თორემ...
– თორემ, რა? – ღიმილით ჰკითხა ადამმა. – კლარკს პასუხი
აღარ დაუბრუნებია, შეტრიალდა და სანისთან ერთად წავიდა.
ადამის ერთი შეხედვით მტკიცე ხასიათი კი თანდათან ტყდებოდა
და იმსხვრეოდა. შინ დაბრუნებული იმ დღეს, პირველად ოპერა-
ციის შემდეგ, გულმა შეაწუხა, გვიანობამდე წრიალებდა საწოლ-
ში, მაგრამ გულის უცნაურ ძგერას ვერაფერი მოუხერხა. თითქოს
გული ელაპარაკებოდა, მას კი მისი არ ან ვერ ესმოდა, არადა ვინ
იცის, ერთი სიტყვა რომ გაეგონა მისგან, რა შეიძლება მომხდა-
რიყო.
310 მკითხველთა ლიგა
***
– იქნებ შენს ოთახში დაბრუნდე, ალექსანდრე?! არა მგონია,
იანს ეს მოსწონებოდა.
– ვიცი, რომ არ მოეწონებოდა, მას ხომ ყოველთვის ყველაფე-
ზე განსხვავებული აზრი ჰქონდა და თან კბილებით იცავდა თავის
სიმართლეს, – თქვა აკანკალებული ხმით ალექსანდრემ.
– და მაინც, რას გმატებს მის ოთახში ძილი ან თუნდაც სიგა-
რეტის მოწევა?
– მგონია, რომ მის მაგივრად ვცხოვრობ, ძვირფასო. ეს ოთა-
ხი და ეს სახლი მის გარეშე ზედმეტად ცარიელია, მერე რა, რომ
აქ მხოლოდ დასაძინებლად მოდიოდა? ახლაც იგრძნობა მისი
არსებობა ოთახში.
ანნა გვერდით მიუჯდა მეუღლეს და თავზე თავი მიადო.
– როგორ ფიქრობ, ძვირფასო, თუ სული უკვდავია, იანს ისევ
ვახსოვვართ ან ვუყვარვართ?
– განა შეიძლება მშობლების დავიწყება, როგორი ცუდებიც
უნდა იყვნენ ისინი?
– ხო, მაგრამ, ვინ იცის, ახლა სად არის იანი ან როგორ არის,
ვნერვიულობ მასზე, – გული აუჩუყდა ანნას.
– დედამიწა მკვლელებითა და ნაძირლებით არის სავსე, ამაზე
უკეთეს ადგილას მაინც იქნება.
– რა მოხდება, ერთხელაც შუაღამით ისევ რომ გააღოს კარი
და სიმღერით შემოვიდეს? დამპირდი, რომ არ ეჩხუბები ამის გა-
მო, – ალექსანდრე იჯდა და ლოყებზე მარილიანი ცრემლი სდი-
ოდა.
– გახსოვს მისი პირველი ნახატი?
– მახსოვს, რამდენი ვიცინეთ მის უცნაურ გატაცებაზე... შენ
ყოველთვის გიკვირდა, საიდან გამოჰყვა იანს ხატვის ნიჭიო, –
ანნამ ხელი ჩაჰკიდა ალექსანდრეს და საფეთქელზე აკოცა. – იქ-
ნებ ვინმე სხვას მივცეთ მისი წილი სიყვარული, ჩვენც არ დავი-
311 მკითხველთა ლიგა
ტანჯებით ასე და მას, ვისაც სითბო აკლია, ცოტათი მაინც გავუ-
ფერადებთ ცხოვრებას.
– შევძლებთ კი?
– უნდა ვცადოთ, იანს მოეწონებოდა ეს გადაწყვეტილება.
– იანი ეგოისტი იყო. ყველაფერი ადვილად სწყინდა.
– თუ ეწყინება, როცა წლების მერე ისევ შევხვდებით ერთმა-
ნეთს, ბოდიშს მოვუხდით და ძლიერად ჩავიკრავთ გულში.
ანნამ და ალექსანდრემ იანის ოთახი დატოვეს.
საღამოს შვიდ საათზე რომეროს კარზე დააკაკუნეს. მხატვარი
ოთახში იყო და იანის ნახატს ათვალიერებდა, ცდილობდა, რო-
გორმე გაერკვია, რისი დახატვა უნდოდა ავტორს, თუმცა აგერ
უკვე კვირაზე მეტი იყო გასული და ვერაფერი გაეგო. კაკუნმა გა-
მოაფხიზლა და ფეხების თრევით მივიდა ფანჯრამდე, შეეცადა
დაენახა, ვინ იყო კართან, თუმცა არავინ ჩანდა. ფრთხილად შე-
აღო კარი და ასაკში შესული ჭაღარა კაცი დაინახა, რომელსაც
ხელში საქაღალდე ეჭირა და გამომცდელად ათვალიერებდა
მასპინძელს.
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ? – ჰკითხა ნახევრად შეღებუ-
ლი კარიდან რომერომ.
– დეტექტივი ფორდი გახლავართ, იანის მეგობარი, შეიძლე-
ბა, გახსოვვართ კიდეც. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენთან
გასაუბრება მინდა.
– რასთან დაკავშირებით? – ჰკითხა რომერომ ისე, რომ კარი
ბოლომდე არ გაუღია.
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ვისთან დაკავშირებით.
მინდა იანზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, ის თქვენი მეგობარი
იყო. – რომერომ ფორდი ოთახში შეიპატიჟა.
– მყუდროდ ცხოვრობთ, – აღნიშნა ფორდმა.
– მე მაკმაყოფილებს, დალევთ რამეს?

312 მკითხველთა ლიგა


– წყალს, გეთაყვა, – ფორდი სკამზე ჩამოჯდა და ოთახი შეათ-
ვალიერა, თან რაღაცებს ინიშნავდა წიგნაკში.
– ვის ეკუთვნის ეს ნახატები?
– უმეტესობა ჩემია, ნაწილი კი იანის, მისგან სამახსოვროდ
დამრჩა.
– კერძოდ, რომელია იანის?
რომერომ რამდენიმე ნახატზე მიუთითა, თუმცა მის ქმედებაში
თავდაჯერებულობა აშკარად არ იგრძნობოდა.
– ძალიან მომწონს ეს ნახატი, – თქვა ფორდმა და ერთ-ერთ
პორტრეტთან შეჩერდა. კმაყოფილი შეჰყურებდა. მას ეს ნახატი
იანის გამოფენიდან ახსოვდა.
– ეს? ეს ნახატი ჩემია, – სიამაყით თქვა რომერომ.
– მე კი ზუსტად ვიცი, რომ იანისაა. შეიძლება, რომ მისი უკანა
მხარე შევამოწმო?
– რა საჭიროა? – ფეხზე წამოიჭრა მხატვარი, თუმცა ფორდის-
თვის ნახატის წართმევა ვერ შეძლო – ფორდმა ხმამაღლა ამოი-
კითხა იანის ინიციალები.
– მაშ, თქვენ ამბობთ, რომ ეს თქვენ მიერ შესრულებული ნა-
ხატია?
– არა, უბრალოდ, ამერია, მეც მაქვს მსგავსი, – თქვა დაბნე-
ულმა და დარცხვენილმა რომერომ.
– კიდევ ერთხელ მიმითითეთ, რომელია თქვენი ნახატები, ბა-
ტონო რომერო.
ამჯერად მხატვარმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და საკუთარ
ნახატებზე მიუთითა.
– ლურჯი გყვარებიათ, მხატვარო. რაიმე განსაკუთრებული
მიზეზით?
– ვფიქრობ, ლურჯი ყველა ხელოვანის საყვარელი ფერია.
– ალბათ ასეა, იანსაც უყვარდა ეს ფერი.
– ნამდვილად, ხშირად გვისაუბრია მე და იანს მხატვრობაზე.
313 მკითხველთა ლიგა
– იქნებ ისიც იცით, რის დახატვას აპირებდა ბოლოს ან თუ შე-
გიძლიათ ნახატიდან ხელწერის ამოცნობა? – რომერო ზურგით
აეფარა ოთახის იმ ნაწილს, სადაც იანის დაუსრულებელი ნახატი
იდო.
– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შევეცდები, – ფორდმა რომე-
როს ოთხი პორტრეტი გაუწოდა და სავარძელში მოკალათდა.
რომერომ მხოლოდ ერთხელ შეხედა თითოეულს და ფორდს და-
უბრუნა.
– იანის ხელწერას ჰგავს, თუმცა არის დეტალები, რომელიც
ვერ მარწმუნებს, რომ ეს სწორედ მისი შესრულებული ნახატებია.
– კერძოდ? – ინტერესით წამოიმართა ფორდი.
– ის არასოდეს ხატავდა ავტოპორტრეტს, რადგან არ გამოს-
დიოდა, ეს ნახატი კი უზადოდ არის შესრულებული, – რომერომ
იანის პორტრეტზე მიუთითა. – გარდა ამისა, ის არასოდეს შეას-
რულებდა ნახატს ერთ ფერში, აქ კი, როგორც ხედავთ, ოთხივე
ნახატი განსხვავებულ ფერშია შესრულებული.
– კეთილი, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ: როგორ ფიქ-
რობთ, შეეძლო იანს ის დანაშაული ჩაედინა, რომელშიც დასდეს
ბრალი?
– ის საკმაოდ უცნაური პიროვნება იყო, ბოლომდე ვერ შევძე-
ლი მისი გაცნობა, თუმცა ალბათ ყველა ადამიანშია რაღაც დო-
ზით მკვლელი, მხოლოდ მისი პროვოცირებაა საჭირო.
– ისევე, როგორც თქვენში? – ჰკითხა ფორდმა და რომეროს
დაჟინებით მიაჩერდა. მხატვარი კი დუმდა და გამომცდელად
უყურებდა დეტექტივს. – როგორც ჩანს, პასუხის გაცემას თავს
არიდებთ. კარგი, დაგტოვებთ და იმედი მაქვს, ერთმანეთს აღარ
შევხვდებით.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – რომერო გასასვლელისკენ გა-
უძღვა ფორდს.

314 მკითხველთა ლიგა


მარტო დარჩენილი რომერო ფორდის უცნაურ ვიზიტზე ფიქ-
რობდა, თავად ფორდი კი მხატვრის უცნაური საუბრითა და ქცე-
ვებით გაკვირვებული ტოვებდა რომეროს სახლს. იანის მეგობა-
რი რატომღაც უფრო გულწრფელი და უშუალო წარმოედგინა,
მის ადგილას კი გოლიათივით მამაკაცი დახვდა, რომელიც მთე-
ლი მონდომებით ცდილობდა დეტექტივის მოტყუებას ან რაღა-
ცის დამალვას. ფორდი, პროფესიიდან გამომდინარე, იშვიათად
იყო ხოლმე იმედგაცრუებული, მაგრამ ახლა სწორედ ეს შემ-
თხვევა იყო. ცდილობდა და ვერაფრით წარმოედგინა, როგორ
მეგობრობდა იანი ასეთ ადამიანთან. თუმცა დეტექტივს ბოლომ-
დე არ სჯეროდა იანის უდანაშაულობის და უშვებდა იმის შესაძ-
ლებლობას, რომ ეს შესანიშნავი პიროვნება, რომელიც ასე გა-
მოირჩეოდა ყველასგან სიკეთით და ადამიანებისადმი სიყვარუ-
ლით, შეიძლებოდა, მკვლელი ყოფილიყო.
როგორც კი დეტექტივი რომეროს სახლიდან ეზოში გამოდი-
ოდა, იანის მეგობარ ჯორჯს გადაეყარა. ორივესთვის მოულოდ-
ნელი იყო ეს შეხვედრა. ჯორჯმა დეტექტივს თვალი აარიდა და შე-
ეცადა, უსიტყვოდ აევლო გვერდი, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რამ-
დენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ზურგიდან საკუთარი სახელი
მოესმა.
– ჯორჯ! ნამდვილად შენ ხარ? სწორედ შენ გეძებდი!
ჯორჯი ზანტად მოტრიალდა დეტექტივისკენ და ისე, თითქოს
ახლა შეამჩნიაო, მორჩილად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად.
– გამარჯობა, დეტექტივო. ბოდიშს ვიხდი, ვერ გიცანით.
– ნუ იდარდებ, შემიძლია გკითხო, აქ რას აკეთებ?
– იანის მეგობარი რომერო გავიცანი. მთხოვა, მასთან მივსუ-
ლიყავი, რაღაცაზე სურს საუბარი.
– აჰ, გასაგებია. ისევ ხომ არ გაქვს რამე კანონსაწინააღმდე-
გო? – ჰკითხა ფორდმა და სიცილით წაიღო ხელები ჯორჯის გა-
საჩხრეკად.
315 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, არა, ჭკუა ვისწავლე, – შეტრიალდა და ხელე-
ბი ასწია ჯორჯმა.
– ძალიან კარგი, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.
– თქვენც ასევე, დეტექტივო, – დაემშვიდობა ფორდს ჯორჯი
და რომეროს სახლისკენ გაემართა. დეტექტივი თვალს მიეფარა
და ათი წუთის შემდეგ მალულად დაბრუნდა რომეროს სახლთან,
ერთ-ერთი ფანჯრის კუთხესთან შეჩერდა და ოთახში მყოფთ მი-
აყურადა.
– ნამდვილად არ იცი, რას ხატავდა იანი?
– არ ვიცი, რომერო, მხატვრობისა საერთოდ არაფერი მესმის
და არც მისი უკანასკნელი ნახატით არ დავინტერესებულვარ.
– ამის გარკვევა აუცილებლად მჭირდება, ჯორჯ, ეს როგორმე
უნდა მოვახერხოთ და... – სიტყვა გაუწყდა, რადგან ფანჯრიდან
ვიღაცის ხველა გაიგონა. ფორდი ასკილის ბუჩქთან იდგა და
სპაზმურად ახველებდა, როგორც ჩანს, ალერგია ჰქონდა. ჯორჯი
და რომერო გაჩუმდნენ და ფანჯრიდან გაიხედეს. არავინ ჩანდა.
სახლის შემოგარენი დაათვალიერეს, მაგრამ იქაც არავინ იყო.
ფორდს მოესწრო და შორს წასულიყო რომეროს სახლიდან. ნერ-
ვიულად მიაბიჯებდა და თან ხველის შეჩერებას ცდილობდა.
ადამის გულსა და გონებას კი, სანისთან შეხვედრის შემდეგ,
მოსვენება დაჰკარგოდა, თვალსაწიერიდან ვეღარ მოეშორებინა
ეს გოგონა. ვინ იყო? რა აკავშირებდა მასთან ასეთი მტკიცე? ან
ის უცნობი მამაკაცი ვინ იყო, ასეთ ზიზღს რომ იწვევდა მასში? ნუ-
თუ ყველაფერი მის ახალ გულს უკავშირდებოდა? რადაც უნდა
დასჯდომოდა, უნდა გაერკვია ეს ყველაფერი. ზუსტად საღამოს
ექვს საათზე ადამმა ეკლესიის ეზოსთან ჩაიარა და შორიდან
ლოცვა მოესმა. "...და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვი-
თარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". არასოდეს
შესულა ეკლესიაში, არც ამის სურვილი გასჩენია ოდესმე.
ათეისტს, ღვთის გმობაში გატარებული უამრავი წლის შემდეგ,
316 მკითხველთა ლიგა
ახლა პირველად მოუნდა ეკლესიის ეზოში შესვლა და ლოცვის
მოსმენა. მართლაც შევიდა და იქვე მწვანე მინდორზე მდგარ პა-
ტარა სკამზე ჩამოჯდა. ღვთისმსახურება თითქმის დასრულებუ-
ლიყო და ხალხი უკვე ტოვებდა ტაძარს. სხვებთან ერთად ეკლე-
სიიდან ანნა და ალექსანდრეც გამოვიდნენ და ადამისგან ოდნავ
მოშორებით ჩამოსხდნენ. მათ დანახვაზე ადამს ზუსტად ისეთივე
შეგრძნება დაეუფლა, როგორიც სანის დანახვისას – მიხვდა,
რომ ეს ადამიანებიც უყვარდა და რატომღაც მოუნდა, მათ კალ-
თაში ჩაედო თავი და ატირებულიყო; მერე თავისი ცხოვრებიდან
მოეყოლა რაიმე ამბავი. თანდათან აშკარა ხდებოდა, რომ ამ უც-
ნაური კავშირის მიზეზი სწორედ მის გულში იყო, გულში, რომელ-
მაც ადამი ახალ პატრონად მიიღო, თუმცა ბრძანებებს ისევ თვი-
თონ გასცემდა. არა, ადამი თავისი ცნობიერებით, მეხსიერებითა
და აზროვნებით ისევ ის იყო, ვინც ადრე, მაგრამ გრძნობებს ვე-
რაფერს უხერხებდა, აქ გული მბრძანებლობდა. წარმოდგენა არ
ჰქონდა, ამ ყველაფრისთვის რა უნდა მოეხერხებინა, ერთადერ-
თი, რაც ახლა უნდოდა და იცოდა, ის იყო, რომ მოხუცებს გამო-
ლაპარაკებოდა. იყო კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ადამს
აკვირვებდა: მიუხედავად განცდილი უზარმაზარი სიყვარულისა,
რაღაც მაინც აკლდა, ანუ ზოგიერთი გრძნობა ისევ არ ჩანდა, რა-
ღაცას ისევ ვერ განიცდიდა, არადა, როგორც წესი, ეს გრძნობები
ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. უცნაურია, გიყვარდეს,
მისგან შორს იყო და არ გენატრებოდეს! გინდოდეს მათი ჩახუტე-
ბა და არ გენატრებოდეს; ახლოს იყვნენ, ვერ ეხუტებოდე და მა-
ინც არ გრძნობდე ტკივილს! ეს რაღაც პიროვნების გაორებას,
ორად გახლეჩას ჰგავდა და რამდენადაც იხლიჩებოდა ადამის
ემოციები, იმდენად კარგავდა ადგილს დროსა და სივრცეში. მი-
უხედავად იმისა, რომ ანნასა და ალექსანდრეს მკაცრი გამომეტ-
ყველება ჰქონდათ, მაინც ღიმილით შეხვდნენ ადამს, თითქოს
მათ თავს არავითარი უბედურება არ მომხდარიყო.
317 მკითხველთა ლიგა
– ბოდიშს გიხდით, – დაიწყო ადამმა. – მაგრამ უცნაური
გრძნობა მეუფლება, როცა გიყურებთ. მგონია, რომ გიცნობთ ან
რაღაც დიდი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ ვერ მივ-
მხვდარვარ მიზეზს. შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ ვგრძნობ
თავს ამგვარად? – ანნასა და ალექსანდრეს სხვა რა უნდა ეფიქ-
რათ, გარდა იმისა, რომ მათ წინ ის ადამიანი იდგა, ვისაც იანის
გული გადაუნერგეს?! თუმცა ამას როგორ იტყოდნენ და ასე ხმის
ამოუღებლად მიშტერებოდნენ ადამს და მასში ეძებდნენ პასუ-
ხებს იმ კითხვებზე, რომელიც მუდმივად აწუხებდათ.
– ამაში უცნაური არაფერია, – თქვა ანნამ.
– ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა ალექსანდრე.
– ჩვენც ხშირად გვქონია მსგავსი განცდა.
– კი მაგრამ, აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ასე.
– ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის პირველად ხდება ჩვენგან
დამოუკიდებლად.
– მაინც ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა იყოს. ვიმედოვნებ, ოდეს-
მე შევძლებ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.
– პასუხგაუცემელი არაფერი რჩება ქვეყანაზე, თუ სურვილი
გაქვს, შეგვიძლია, ჩაგეხუტოთ, – უთხრა ალექსანდრემ და ადა-
მისკენ ფართოდ გაშლილი ხელებით გაემართა. ანნაც ჩასახუ-
ტებლად მოემზადა. ადამი თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ სურ-
ვილს ვერ გაუძლო და ძლიერად ჩაეხუტა ორივეს. თითქოს სამი-
ვენი დამშვიდდნენ, ადამის გულმა ის მიიღო, რაც ასე უნდოდა,
ხოლო იანის მშობლებმა ისევ მოისმინეს შვილის გულისცემა.
ერთხანს ასე იყვნენ და მერე ეს უხერხული სიტუაცია ისევ ადამმა
გაანეიტრალა და მოხუცებისგან ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
– ძალიან დიდი მადლობა, ოდნავ მაინც დამშვიდდა გული.
– ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია, – უთხრა თვალცრემლიან-
მა ანნამ და ალექსანდრეს ძლიერად ჩაჰკიდა ხელი. მოხუცებმა

318 მკითხველთა ლიგა


ეკლესიის ეზო დატოვეს, ადამი კი ერთხანს კიდევ იყო ასე, ბო-
ლოს ადგა და გაღიმებული სახით დაბრუნდა სახლში.
ფორდის რადარზე ამ ეტაპზე იანის ნაცნობებისგან და მეგობ-
რებისგან ხუთი შესაძლო ეჭვმიტანილი იყო: გოგონა ლურჯებში,
რომლის სახელი არავინ იცოდა, დეტექტივი მორგანი – იანისად-
მი სიძულვილის გამო, რომერო – იანის ნახატების მითვისების
გამო, მამაკაცი, რომელმაც იანს შეყვარებული წაართვა და, რა-
ოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ექიმი მეთიუ – უცნაური ისტორიით,
რომელიც დამალა და კიდევ რამდენიმე პატარა მიზეზის გამო.
თუმცა ამათგან არც ერთი იყო იმდენად რეალური, რომ დეტექ-
ტივს რაიმე მიმართულება აერჩია. მათგან სამს იცნობდა, ამი-
ტომ ახლა ისინი უნდა მოეძიებინა, ვისზეც არაფერი იცოდა. პირ-
ველი მამაკაცი იყო და სწორედ მასზე უნდა მოეპოვებინა ინფორ-
მაცია, ამის შემდეგ კი შეეძლო, გოგონას შესახებაც გაეგო რამე.
მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მისი არც საცხოვრებლის მისა-
მართი, არც სამუშაო ადგილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სახე-
ლიც კი არ იცოდა, მხოლოდ და მხოლოდ, ნახატი ჰქონდა და ბო-
ლომდე დარწმუნებულიც არ იყო, რომ მასზე სწორედ ის ადამია-
ნი იყო გამოსახული, ვისაც ეძებდა. ფიქრით გადაღლილმა ფორ-
დმა გადაწყვიტა, ბარში შესულიყო და ერთი ჭიქა ლუდი დაელია.
უკვე გვიანი იყო, როცა კარგად ნაცნობ "ლუდის კუთხეში" შევიდა
და სასმელი მოითხოვა. ხალხი ბარში თითქმის არ იყო და ამდე-
ნად, მშვიდად შეეძლო ფიქრი ანდა საკუთარ თავთან საუბარი.
ჯიბიდან ძველი ჩიბუხი ამოიღო და ნამწვი საფერფლეში ჩაყარა.
– გნებავთ, საფერფლე შეგიცვალოთ? – ჰკითხა ახალგაზრდა
მიმტანმა მამაკაცმა. ფორდს, რომელიც თუთუნის შეკეთებით
იყო დაკავებული, არც აუხედავს, ისე დაუქნია თავი, თუმცა სანამ
კაცი გაბრუნდებოდა, მოასწრო მისთვის თვალის შევლება. მიმ-
ტანი ზედმიწევნით ჰგავდა იმ ოთხი პორტრეტიდან ერთ-ერთზე
გამოსახულ მამაკაცს, კერძოდ კი მას, ვისთან შეხვედრას ასე
319 მკითხველთა ლიგა
მონდომებით ელოდა ფორდი. დეტექტივმა ჩანთიდან პორტრეტი
ამოიღო, დახედა და მერე მიმტანს შეხედა. მსგავსება იდეალური
იყო. ახლა მთავარ ამოცანად რჩებოდა მასთან სასაუბრო თემის
გამონახვა და მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღება. ფორდს
ხელს ის უწყობდა, რომ ბარში თითქმის აღარავინ იყო და შეეძ-
ლო, თავისუფლად ემოქმედა. ხელით ანიშნა, მოდიო და ორი ჭი-
ქა საუკეთესო კონიაკის მოტანა სთხოვა. მიმტანმა რამდენიმე
წუთში მოურბენინა შეკვეთა და ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ
ფორდი გამოელაპარაკა.
– რთული სამუშაოა, არა? დაჯექი, დაისვენე.
– გმადლობთ, ბევრი საქმე მაქვს, – უპასუხა მკვახედ მიმტანმა
და თავის ადგილს დაუბრუნდა, თუმცა ფორდმა მალევე უხმო.
– მოგზავნილი არ გეგონო, არ მიყვარს მარტოს დალევა, შე-
მომიერთდი, – მიმტანმა კარგად შეათვალიერა ფორდი და სკამ-
ზე ჩამოჯდა.
– ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, თუმცა თორმეტ საათამ-
დე სალარო ფულით უნდა შევავსო, ამიტომ დიდხანს ვერ გავჩერ-
დები, – თქვა მიმტანმა.
ფორდმა ჯიბიდან ქაღალდის ფულის დიდი შეკვრა ამოიღო და
მაგიდაზე დადო.
– ეს საკმარისია? ვფიქრობ, ხურდაც დაგრჩება.
– ვერ ვხვდები, რატომ აკეთებთ ამას.
– ჩემს კეთილგანწყობას მივაწეროთ, – თქვა ფორდმა და ჭიქა
ბოლომდე გამოცალა. – მთლიანად ბოთლი მოიტანე, საკმარი-
სად გვაქვს ფული. ხო, მართლა, თქვენი სახელი?
– კლარკი, – თქვა მიმტანმა და ბარიდან ერთი ბოთლი კონია-
კი გადმოიღო.
ცოტა ხანში ფორდი და კლარკი უკვე გვარიანად მთვრალები
იყვნენ, თუმცა დეტექტივი აშკარად თამაშობდა.
– რას საქმიანობ?
320 მკითხველთა ლიგა
– როგორი რიტორიკული კითხვაა, – თქვა სიცილით კლარ-
კმა. – ამ ბარის მფლობელი ვარ და საერთოდ, მთელი ქალაქისა
და ქვეყნის მფლობელი ვარ! რა თქმა უნდა, ვხუმრობ, უბრალოდ,
მავალებენ, რა მივიტანო და მეც მიმაქვს. ეს არის და ეს.
– ვიგულისხმე, ბარის გარეთ რას აკეთებ-მეთქი. გაქვს რაიმე
ჰობი, ჩვევა ან საყვარელი საქმე, რომელსაც აკეთებ?
– აჰ, ახლაღა მივხვდი. ხატვა მიყვარს, თუმცა იშვიათად ვხა-
ტავ.
– ხატვა? – იმდენად ხმამაღლა წარმოთქვა ფორდმა, რომ
კლარკი ლამის გამოფხიზლდა.
– რამე განსაკუთრებულია ამაში?
– რა თქმა უნდა, ხატვის ნიჭი რომ გაქვს, შესანიშნავია. მეც
ძალიან მიყვარს და ამიტომ გავიკვირვე ასე, ჩვენს ქალაქში ბევ-
რი ხატავს, ვინმეს თუ იცნობთ?
– ვიცნობ, – სიამაყით წარმოთქვა კლარკმა. – რომეროს ვიც-
ნობ, ვერ ვიტყვი, რომ მას შესანიშნავი ხელწერა აქვს, მაგრამ...
– რომეროს? ძველ მონგრეულ ქოხში რომ ცხოვრობს?
– დიახ, სწორედ მას, გაურკვევლად ვსაუბრობ, ფორდ? რა-
ტომ გიკვირთ ასე ჩემი პასუხები.
– უბრალოდ, მის გამოფენაზე ვყოფილვარ და ამიტომ. იან
კლაინზე თუ გსმენიათ რამე?
– ოჰ, ეგ ხელმოცარული, – თქვა კლარკმა სიცილით და კიდევ
ერთი ჭიქა გადაუშვა ყელში. – სანი უყვარდა სიგიჟემდე, უფრო
სწორად, ჩვეულებრივი გიჟი იყო, მგონი, ვერ აიტანა, სანიმ მე
რომ მამჯობინა და კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდა.
– სანი ვინ არის და რა მიიღო იანმა? – კითხვას კითხვაზე უს-
ვამდა დეტექტივი.
– მეცინება. მგონია, რომ დაკითხვაზე ვარ, – ბოთლს წაეტანა
კლარკი. – სანი ჩემი გოგოა, ჩემამდე მასთან იყო, მაგრამ სანიმ
მე მამჯობინა. სიმართლე გითხრა, ვერც კი მივმხვდარვარ, რა-
321 მკითხველთა ლიგა
ტომ მოიქცა ასე. ისე კი მაშინვე ეჭვი შემეპარა სანის საქციელში,
ხომ გესმით, კაცის გუნება როგორია, ერთი კვირის წინ ვიღაც ია-
ნი უყვარდა და ერთ კვირაში მე ამიხსნა სიყვარული. სანის აქვს
უცნაური უნარი, მოგაჯადოოს. მოკლედ, გამაბა ან ჩემით გავები,
თუმცა ეს რა სალაპარაკოა? რაც შეეხება იანს. გააგორეს და დი-
დად არც დამწყვეტია გული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცხოვ-
რებაში არასოდეს გამოჩენილა, მაინც კონკურენტად მიმაჩნდა.
– ამ ადამიანს თუ იცნობთ? – ფორდმა მაგიდაზე ადამის პორ-
ტრეტი დადო და კლარკისკენ გააცურა.
– ჯანდაბა, ამ შეშლილსაც იცნობთ, ფორდ? რამდენიმე დღის
წინ ვნახე სანისთან ერთად, ხელი ჩაეჭიდა და არ უშვებდა. ლამის
იქვე გავაფრთხობინე სული.
– ვის, ადამს?
– ადამი საერთოდ ვინ არის? მგონი, თქვენც შეშლილი ხართ
და მე საკმაოდ ბევრი დავლიე, უნდა დაგემშვიდობოთ, – კლარკი
ბარბაცით წამოდგა.
– იცოდე, ადამის სიახლოვეს არ დაგინახო, კლარკ.
– მთავარია, მე არ დავინახო ის სანის სიახლოვეს.
– თორემ?..
– ზუსტად იგივე ბედი ეწევა, რაც იმ უნიჭო მხატვარს.
ფორდი სკამიდან გაფითრებული წამოდგა და კლარკს მიუახ-
ლოვდა.
– შენ დაუშავე იანს რამე? – მხარში ძლიერად ჩაავლო ხელი.
– არაფერი დამიშავებია, სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანა-
ხი. თავი დამანებე, ფორდ.
– მიპასუხე, შენ დაუშავე რამე? ახლა გინდა, ადამსაც იგივე
დამართო მისი გულის გამო? – თანდათან დეტექტივსაც ეკიდე-
ბოდა სასმელი.
– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ. მომწყდი თავიდან, სანამ
პოლიციას გამოვუძახე, – ყურმილს სტაცა ხელი კლარკმა, ფორ-
322 მკითხველთა ლიგა
დმა უკან დაიხია და გადაწყვიტა, როცა გამოფხიზლდებოდა, უკან
დაბრუნებულიყო. ახლა კი ყველაფერს ჯობდა, აქაურობას გას-
ცლოდა. ბარიდან გამოვიდა და ადამის სახლისკენ გაემართა.
ძმა შინ დახვდა, მის მისვლამდე იწვა და წიგნს კითხულობდა.
ფორდი ხმაურით შევიდა ოთახში და ძმას დაეტაკა:
– ადამ, რა გინდოდა სანისთან?
– მთვრალი ხარ, ჰექტორ?
– მნიშვნელობა არა აქვს. მიპასუხე, რა გინდოდა სანისთან?
– სანი ვინ არის? – გაკვირვებული წამოჯდა საწოლში ადამი.
– აი, ის გოგონა, ბოლოს რომ ნახე. მის სიახლოვეს აღარ და-
გინახო.
– შენ მას იცნობ? – თვალები გაუბრწყინდა ადამს.
– კი, ვიცნობ, – თქვა და იმწამსვე ენაზე იკბინა ფორდმა. რა-
დაც უნდა დასჯდომოდა, ადამისთვის არ უნდა ეთქვა, ვინ იყო სა-
ნი იანისთვის, უფრო სწორად, იანის გულისთვის.
– მითხარი, ვინ არის, რატომ გამიჩნდა ასეთი უცნაური
გრძნობა მის დანახვაზე?
– ეგ არ ვიცი, ადამ, მისი საქმრო საშიში დამნაშავეა და აქედან
ვიცი მის შესახებ, – თავი დაიძვრინა ფორდმა.
– მინდა, უკეთ გავიცნო.
– არა, არც იფიქრო. შინ დარჩები და ამას გავაკეთებ, შენთვის
ხელბორკილების დადებამაც რომ მომიწიოს, – უთხრა მუქარით
ფორდმა.
– ხო იცი, ასეთი ლაპარაკი ჩემთან არ გაგივა, – გაეღიმა ადა-
მს და წიგნის კითხვა განაგრძო.
– მაშინ ასე ვიზამ, – თქვა ფორდმა და ხელბორკილის ერთი
ყულფი ხელზე დაადო, მეორე კი საწოლის თავზე მიაბა.
– შეიშალე? – იყვირა ადამმა და შეეცადა, ხელბორკილი მო-
ეხსნა, მაგრამ რკინის საწოლზე საიმედოდ იყო მიბმული.
– გითხარი, არ ნახავ, ადამ.
323 მკითხველთა ლიგა
– სულ რომ არ მინდოდეს ნახვა, შენს ჯინაზე მაინც გავაკეთებ
ამას. ამხსენი, ჰექტორ!
– დამპირდი, რომ არ ნახავ და აგხსნი.
– შემიძლია ასე ვიყო და შიმშილით მოვკვდე, მაგრამ შენ მა-
ინც არ გაგამარჯვებინებ, – მშვიდად გადაწვა საწოლზე ადამი.
– თანახმა ვარ, – უთხრა ფორდმა, ოთახიდან გავიდა და თან
გაიყოლა ადამის ლანძღვა-გინება.
დილით ფორდი ისევ მივიდა ადამთან იმის იმედით, რომ ძმა
აზრშეცვლილი დახვდებოდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. საწოლი
ლამის დაშლილი, ხოლო ის ადგილი, სადაც ადამი ხელბორკი-
ლით მიაბა, გატეხილი იყო. როგორც კი სახლიდან გასვლა და-
აპირა, ტელეფონმა დარეკა. მორგანი იყო და ეუბნებოდა, ადამი
განყოფილებაშიაო. ფორდი სასწრაფოდ ჩაჯდა ავტომობილში
და განყოფილებაში წავიდა. ადამი მართლა იქ დახვდა, გამთე-
ნიისას დაუპატიმრებიათ, რადგან, თურმე საეჭვოდ იქცეოდა –
ხელბორკილებითა და საცვლების ამარა ქალაქის ქუჩებში დადი-
ოდა. ფორდმა ძმის ნახვა და მასთან გასაუბრება მოითხოვა, უა-
რი ვერავინ უთხრა.
– არ მეტყვი, რა ხდება შენს თავს?
ადამმა მაგიდაზე ძლიერად დაარტყა ხელები და ძმას უყვირა:
– ახლავე მომხსენი ეს ბორკილი, ჰექტორ! – დეტექტივმა ჯი-
ბიდან გასაღები ამოიღო და ბორკილი მოხსნა.
– მშვიდად, ადამ, შენთვის მხოლოდ სიკეთე მინდა.
– უკვე ეჭვი მეპარება. მინდა, თავი დამანებო და საკუთარ
ცხოვრებას მიხედო.
– მომიყევი, რატომ გინდა იმ გოგონას ნახვა?
– დავიღალე და იმიტომ, ვეღარ გამირკვევია, რა ხდება ჩემს
თავს. ვხვდები, რომ უცნაური გრძნობა მაქვს მის მიმართ, ამი-
ტომ მინდა ვიცოდე, რატომ, მაგრამ ეს ნაბიჭვარი გული არ მიშ-
ვებს მასთან. ერთხელაც იქნება, ამოვიგლეჯ და დავისვენებ.
324 მკითხველთა ლიგა
– შეიძლება, ჯერაც ვერ შეეგუე და ამიტომაა ასე. თუ გინდა
ექიმ მეთიუს გავესაუბროთ. მითხარი, რამე ისეთი ხომ არ არის,
რაც ადრე არ იცოდი და ახლა თითქოს გაგახსენდა?
– მსგავსი არაფერია, ჰექტორ. როგორ გგონია, ამ ახალმა
გულმა ახალ ადამიანად მაქცია? მე ზუსტად ის ვარ, ვინც ვიყავი,
უბრალოდ, სხვანაირად მიცემს ეს გული და მე ვერა და ვერ ავუწ-
ყვე ნაბიჯები.
– ამიტომ აჯობებს, რომ ჯერ არ ნახო ის გოგო, ადამ, ასე უკე-
თესი იქნება შენთვის.
– ალბათ მართალი ხარ, – დაეთანხმა ადამი ძმას და სთხოვა,
შინ წამიყვანეო. დეტექტივი სიხარულით დასთანხმდა.
მეორე საღამოს ადამმა ისევ გადაწყვიტა ქალაქის ქუჩებში გა-
სეირნება, თან ერთი ბოთლი ლუდი წაიღო. მიდიოდა და შენო-
ბებსა და ვიტრინებს ათვალიერებდა. ბევრი არ უვლია, არ უნდო-
და სახლამდე გზა დაეგრძელებინა, ამიტომ მისი სახლის სიახ-
ლოვეს გამართულ ბაზრობამდე მივიდა. აქ სხვა ქალაქიდანაც
ჩამოდიოდა ხალხი და სხვადასხვა ნივთი გამოჰქონდათ გასაყი-
დად. ადამს სიამოვნებდა ძველი ჭურჭლის, ომისდროინდელი თუ
ანტიკვარული ნივთების, ნახატებისა თუ ხალიჩების, მინიატიუ-
რული ავტომობილების თუ მუსიკალური ფირფიტების თვალიე-
რება, თუმცა არც ერთთან არ შეჩერებულა. უკვე წასვლას აპი-
რებდა, როცა ბაზრობის ბოლოში ნახატები შეამჩნია და ამ ნახა-
ტებმა რატომღაც მისი ყურადღება მიიქცია. მათკენ გაემართა.
ისინიც გასაყიდად გამოეტანათ. ადამს არასოდეს ჰყვარებია ხატ-
ვა, ბავშვობაში ფურცლის კუთხეში მზეც კი არ მიუხატავს, მაგრამ
ამჯერად მოუნდა, გამყიდველთან მისულიყო და გამოლაპარაკე-
ბოდა.
– შესანიშნავი ნახატებია, რატომ ყიდით?
– მიჭირს, საღებავებისთვის ფული აღარ მაქვს, – უპასუხა რო-
მერომ.
325 მკითხველთა ლიგა
– სამწუხაროა, არასოდეს აფასებდნენ ხელოვნებას და ეს არ
შეცვლილა.
– რომელიმეს ხომ არ იყიდით? – კბილები დაკრიჭა რომე-
რომ.
– საკმარისი ფული რომ მქონდეს, ყველას ვიყიდდი, თუმცა
ყველაზე მეტად ის მომწონს, თქვენ უკან რომ დევს, – ანიშნა
ადამმა ნახატზე.
– ვწუხვარ, ეს ნახატი არ იყიდება, რადგან ჯერ არ დამისრუ-
ლებია. თუმცა უკეთესის არჩევაც შეიძლება, აი, ეს ნახეთ, – უჩ-
ვენებდა რომერო ნახატს, მაგრამ ადამის თვალები მხოლოდ და
მხოლოდ იანის დაუსრულებელ ნახატს მისჩერებოდა.
– თუ ვიყიდი მხოლოდ და მხოლოდ იმ ნახატს, – მოკლედ მო-
უჭრა ადამმა.
– კი მაგრამ, რაში გჭირდებათ? თან დაუსრულებელია.
– მაშინ რატომ გამოიტანე ბაზრობაზე? – ეჭვით შეათვალიერა
ადამმა რომერო.
– მხატვრები უცნაური ხალხი ვართ, – თავი იმართლა რომე-
რომ.
– ფასი მითხარი, – მოკლედ მოუჭრა ადამმა და ჯიბეში ხელი
ჩაიცურა.
– რამდენის გადახდა შეგიძლიათ? – შეევაჭრა რომერო, თით-
ქოს ადამის მოთმინებას ცდიდა.
– ვფიქრობ, საკმარისი იქნება, – ადამმა ჯიბიდან ქაღალდის
ფულის შეკვრა ამოიღო, მაჯიდან საათი და ოქროს სამაჯური მო-
იხსნა და რომეროს წინ დაულაგა. პირდაღებულმა რომერომ
ფულსა და ნივთებს ხელი დაავლო და ჯიბეში ჩაილაგა.
– გაყიდულია! – წამოიყვირა და ნახატი ადამს მიაწოდა.
ადამმა, მადლობის ნიშნად, თავი დაუკრა და გამობრუნებას
აპირებდა, მაგრამ რომერომ შეაჩერა.

326 მკითხველთა ლიგა


– დამიცადეთ, ეს ჩემგან სახსოვრად წაიღეთ, იქნებ რამეში
დაგჭირდეთ, – უთხრა და ადამს, ანნას ნაჩუქარი პატარა ხის ყუ-
თი გაუწოდა.
– მასში რა არის? – იკითხა ადამმა.
– მხოლოდ მაშინ გახსენი, როცა ამის სურვილს იგრძნობ.
– იქნებ ეს სურვილი ახლავე მაქვს.
– მაშინ შეგიძლია, უბრალოდ, საკუთარი თავი გამოსცადო, –
თქვა რომერომ და ნახატების ალაგება დაიწყო. ადამმა ზურგი შე-
აქცია და წავიდა. შინ დაბრუნებულმა ნახატი თავის ოთახში და-
დო, ყუთი იქვე კუთხეში მიაცურა, თავად კი საწოლზე დაწვა. ვერ
ხვდებოდა, რატომ გადაწყვიტა ნახატის ყიდვა და მით უმეტეს სახ-
ლში წამოღება მაშინ, როდესაც ნახატი დაუსრულებელი იყო.
მაგრამ ამაზე ფიქრს რაღა აზრი ჰქონდა? ნახატმა მის სახლში და-
იდო ბინა და ეს სულაც არ უქმნიდა დისკომფორტს. ნახატის ყუ-
რებაში თანდათან ძილი მოერია, აი, ჩასთვლიმა კიდეც და ამ
დროს ყურთან იარაღის გასროლის ხმა გაიგონა და საწოლიდან
გიჟივით წამოხტა. მაგრამ არათუ მის სიახლოვეს, ირგვლივაც
არავინ იყო, მთელი სახლი დაათვალიერა, კაციშვილი არ ჭაჭა-
ნებდა. ფანჯრები დახურული და კარი შიგნიდან ჩაკეტილი ჰქონ-
და. იფიქრა, მომეჩვენაო და ისევ დასაძინებლად დაწვა და ამჯე-
რად მშვიდად დაეძინა. მაგრამ როგორც კი გაიღვიძა, გაახსენდა,
რომ უცნაური სიზმარი ნახა: შვიდი უცნობი მისკენ მოდიოდა. მათ
შორის ერთი ქალი იყო. რას უნდა ნიშნავდეს? ეკითხებოდა საკუ-
თარ თავს და რადგან პასუხი არ ჰქონდა, ისევ ბალიშზე დადო თა-
ვი. ყველაფერი იმით ახსნა, რომ აუხსნელი ამბები მისთვის უკვე
ჩვეულებრიობად იქცა და თავი ამაზე ფიქრით მეტად აღარ შეუწუ-
ხებია. მოჭუტული თვალებიდან ნახატს გახედა და... მოეჩვენა,
რომ დასრულებული იყო. სწრაფად წამოდგა საწოლიდან და
თვალები მოისრისა. მიხვდა, რომ ესეც მოეჩვენა და ისევ დაწვა.
– უცნაურია, – ჩაილაპარაკა.
327 მკითხველთა ლიგა
ძილი აღარ მიჰკარებია, თუმცა შუადღემდე ლოგინიდან არ
ამდგარა. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა კარზე კაკუნი გაისმა.
ექიმი მეთიუ იყო, მასთან სასაუბროდ მოსულიყო.
ადამმა ექიმი ლუდზე დაპატიჟა, მაგრამ ექიმს თითქოს არც გა-
უგონია, განერვიულებული ჩანდა, სკამზეც არ დამჯდარა, ისე მო-
იკითხა ადამი და მისი ახლანდელი მდგომარეობა. ადამი ისედაც
არ იყო მიმნდობი ადამიანი და ახლა მით უმეტეს, ნაკლებად ენ-
დობოდა ვინმეს, ამიტომ ექიმს სიმართლე დაუმალა და უთხრა,
რომ იმდენად კარგად იყო, რომ შეეძლო კიდევ ხუთი ბოთლი
ლუდი დაელია და სულაც არ შეაწუხებდა გული. ექიმმა მოსმენი-
ლის გამო კმაყოფილება გამოხატა.
– სულ ეს იყო თქვენი სტუმრობის მიზეზი, ექიმო? – ჰკითხა
ადამმა მეთიუს და ლუდი მოიყუდა.
– მინდოდა თქვენს ძმაზე, ფორდზე მესაუბრა.
– რამე მოუვიდა?
– ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ
ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენი ყველა ბოლო შეხ-
ვედრა მეტად უცნაური იყო.
– კერძოდ, რას გულისხმობთ?
– იმას, რომ აკვიატებული აქვს რომელიღაც საქმის გახსნა,
რომელიც უკვე დახურულია, დამნაშავე კი დადგენილი. თქვენს
ძმას ამის არ სჯერა და თითოეულ ადამიანში შეაქვს ეჭვი. არ გა-
გიკვირდეთ, თქვენც თუ დაგდოთ ბრალი.
– მე? კი მაგრამ, რომელ დანაშაულს ეხება საქმე?
– დანამდვილებით ვერ გეტყვით, არ მინდა შეცდომაში შეგიყ-
ვანოთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ ფრთხილად იყოთ და საკუთარ
ჩრდილსაც ნუ ენდობით.
– მადლობას გიხდით, ექიმო, კეთილი სურვილებისთვის,
თუმცა ისინი არ მჭირდება, ვიცი, როგორ უნდა მივხედო საკუთარ
თავს.
328 მკითხველთა ლიგა
მეთიუმ ადამს თავი დაუკრა და წასვლა დააპირა, როცა ნახატი
შეამჩნია და ინტერესით დააკვირდა.
– თქვენ ხატავთ?
– ხატვა არასოდეს გამომდიოდა. გუშინ ვიყიდე ვიღაც შეშლი-
ლი მხატვრისგან, ამბობდა, დაუსრულებელიაო, თუმცა მაინც მო-
ვახერხე მისი შეძენა.
– მინდა რაღაც გკითხო, ადამ. მითხარი, რამე ისეთი ხომ არ
არის, რაც ადრე არ იცოდი და ახლა თითქოს გაგახსენდა?
– ყველანი ერთიანად შეიშალეთ, თუ რა ხდება, ექიმო? ფორ-
დმაც იგივე მკითხა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჩემს პასუხს თავი აა-
რიდა. არის რამე, რაც უნდა ვიცოდე და არ ვიცი?
– ფორდმა მთხოვა, რომ მეკითხა, – იცრუა მეთიუმ. – ბოდიშს
გიხდი, არ მეგონა, ეს კითხვა თუ გაგაღიზიანებდა.
– თუ სათქმელი აღარაფერი გაქვთ... – ხელით ანიშნა ადამმა
ექიმს გასასვლელისკენ.
– რა თქმა უნდა, – ექიმმა ადამის ბინა დატოვა და ოთხი სარ-
თული ჩაირბინა, ხელმარჯვნივ შეუხვია და შავებში ჩაცმულ მა-
ღალ მამაკაცს გამოელაპარაკა.
– ხომ გითხარი, მსგავსი არაფერი ახსოვს.
– უნდა დაველოდოთ, მეთიუ, თუ მართლაც ასეა, მაშინ ეს
უდიდესი გადატრიალება იქნება...
– ვიცი, უნდა დაველოდოთ, ახლა კი გავეცალოთ აქაურობას,
– ექიმი მეთიუ და შავებში ჩაცმული მამაკაცი სასწრაფოდ მო-
შორდნენ იქაურობას და ცხადია, არ დაუნახავთ როგორ გააყო-
ლა მათ თვალი მეოთხე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან ადამ-
მა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეთიუს კომპანიონი ვერ იცნო.
– როგორც გითხარი, უნდა დაველოდოთ, – თქვა მეთიუმ.
– არ შემიძლია ამდენი ლოდინი, მეგობარო. შენ იცი, მაღალი
მწვერვალებისკენ მივიწევ.
– გამოდის, სიმართლე არ უნდა მეთქვა შენთვის?
329 მკითხველთა ლიგა
– უნდა გეთქვა, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მე კი
ასეთი მოთმინების უნარი არ მაქვს.
– უპატიებელ შეცდომას ნუ დაუშვებ, – უთხრა მეთიუმ უცნობს.
მალე ერთმანეთს დასცილდნენ და საპირისპირო მიმართულე-
ბით წავიდნენ.
საღამოს რვა საათი იყო. ფორდი სახლში იჯდა და ხვალინდე-
ლი დღისთვის ემზადებოდა, კერძოდ, რადაც უნდა დასჯდომოდა,
სათითაოდ უნდა მისულიყო თითოეულ ეჭვმიტანილთან და დამ-
ნაშავე გამოემჟღავნებინა. იარაღიც გაწმინდა და ტანსაცმელიც
გაიუთოვა. ყველაფერი ხვალ უნდა დასრულებულიყო და ერ-
თხელ და სამუდამოდ ჩაეყუდებინა ვინმე ციხეში და გამარჯვებით
ეზეიმა. მის რადარზე ახლაც ხუთი ადამიანი იყო და ამჯერად მხო-
ლოდ ერთის ვინაობა არ იცოდა. ყველაზე რთული სწორედ მისი
პოვნა იყო და თუ დანარჩენ ოთხთან არაფერი გამოუვიდოდა,
დამნაშავედ სწორედ მას მონათლავდა. ფორდის გავლენა საკმა-
რისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ქალაქში ძებნა გამოეცხადებინა
მეთიუს მიერ აღწერილ გოგონაზე.
ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში ადამიც იჯდა და ფიქრობ-
და, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალი სიცოცხლე დაიწყო.
ხვდებოდა, რომ ცნობიერებითა და აზროვნებით ისევ ძველი ადა-
მი იყო, თუმცა იმ გზაზე ნამდვილად არ მიდიოდა, რომელიც ბო-
ლოს აირჩია. თუ მისი გონება რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ-
და, გული ავტომატურად ბლოკავდა ამ სურვილს. ისეთი განცდა
ჰქონდა, თითქოს ყველაფერი, რაც გააჩნდა, დაკარგა, თუმცა
იმავდროულად ორჯერ მეტი დაიბრუნა.
ამ ფიქრებში გართულს საძინებელი ოთახიდან ხმა შემოესმა,
თითქოს ვიღაც ეძახდა. ოთახში შეიხედა, თუმცა არავინ იყო –
იქაურობა სამარისებურ სიჩუმეს მოეცვა.
– ადამ... – კიდევ ერთხელ მოესმა ხმა და რამდენიმე ნაბიჯით
უკან დაიხია. ხმა მისი ქვეცნობიერიდან ისმოდა, თუმცა ის მხო-
330 მკითხველთა ლიგა
ლოდ და მხოლოდ მის სახელს იმეორებდა და მეტს არაფერს.
სწორედ ამ დროს მოუნდა რომეროს მიცემული ხის ყუთი გაეხ-
სნა. ფრთხილად აუარა გვერდი ნახატს და სკამის ქვეშიდან ყუთი
გამოაცურა. მჭიდროდ იყო დალუქული, თუმცა არ გასჭირვებია
თავსაფრის მოხსნა. უცნაური ღიმილი აღებეჭდა სახეზე – ყუთში
საღებავები და რამდენიმე ფუნჯი ეწყო.
– გამარჯობა, ადამ, – ისევ მოესმა ხმა ქვეცნობიერიდან, თუმ-
ცა ყურადღება არ მიუქცევია. რაღაცნაირ სინანულს გრძნობდა,
თუმცა ვერ გაერკვია, რა განცდა იყო ეს. მან ყველაზე უკეთ იცო-
და თავისი ცხოვრების ყველა ნიუანსი თუ თითოეული ცოდვა,
თუმცა დღემდე ერთხელაც არ უნანია, ახლა კი თითქოს რაღაცა-
ზე გული სწყდებოდა. მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და ხმამაღლა
იკითხა:
– ვინ ხარ?
– სინანული ვარ, შენი ბავშვობის მეგობარი, გრძნობა მერვე,
მაცოცხლებელი გრძნობა!
– რატომ მესმის შენი ხმა ასე მკაფიოდ, ან რატომ გგრძნობ
ჩემთან ასე ახლოს?
– რადგან მე უკვე შენი განუყოფელი ნაწილი ვარ, მე სწორედ
შენი ხმით ვლაპარაკობ შენსავე გონებაში. მიუხედავად იმისა,
რომ შენ არ შეგიძლია ექვსი მთავარი გრძნობის განცდა, მაგრამ
მე აქ ვარ. სრულიად განსხვავებული ვარ მათგან, მე ვქრები, მაგ-
რამ მაშინვე შემიძლია დაბრუნება, როცა ადამიანი ერთსა და
იმავე შეცდომას რამდენჯერმე გაიმეორებს.
– მაინც რომელი იყო ჩემი შეცდომა?
– მე არ შემიძლია გაგახსენო შენი შეცდომები, ჩემი საქმე
მხოლოდ სინანულია, გახსენება ყველაზე უკეთ მონატრებას შე-
უძლია, – თქვა სინანულმა და თითქოს ადამის ძარღვებში დამ-
დნარი ტყვია მიედინებაო, ისე აეწვა სხეული და იმავე წამს სინა-

331 მკითხველთა ლიგა


ნულისგან განსხვავებული, სრულიად ახალი ხმა გაისმა მის ქვეც-
ნობიერში.
– ყოველთვის მიხარია შინ დაბრუნება, მე მონატრება ვარ და
შემიძლია, გაგახსენო ყველაფერი. – თქვა მონატრებამ და ადამს
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა. თვალზე ცრემლი მოად-
გა და ძლივს მოასწრო დახუჭვა, სახეზე რომ არ გადმოსცვენოდა.
სინანულმა პირველი მთავარი გრძნობა – მონატრება მოიხმო,
თავად მონატრებას კი ჯერ ისევ ეგონა, რომ იანს ესაუბრებოდა,
რადგან სწორედ მის გულში დაბრუნდა იგი.
ადამი კი, უნებურად წამოდგა საწოლიდან და ნახატს მიუახ-
ლოვდა, ყუთიდან საღებავები და ფუნჯები ამოიღო, ფერები გა-
აზავა და ხატვა დაიწყო. მონატრება ადამის გულსა და მის ახალ
პატრონს აიძულებდა, ტილოზე დაეხატა ადამიანი, ვინც ყველასა
და ყველაფერზე მეტად ენატრებოდა. ადამი ისე ჰარმონიულად
უსვამდა ფუნჯს, თითქოს პირველად კი არა, მემილიონედ ხატავ-
და რაღაცას, თითქოს სწორედ ხატვისთვის იყო დაბადებული.
თითქოს ეს ყველაფერი მუსიკას ჰგავდა, ყოველი მოსმული ფუნ-
ჯი კი სრულიად ახალი ნოტის აღებას. ის არ ჩერდებოდა, ხატავდა
და ხატავდა, მის გარშემო ყველაფერმა შეწყვიტა ბრუნვა და მოძ-
რაობა, ნახატზე კი თანდათან კიდევ უფრო მეტად იკვეთებოდა
სრულიად ახალი სახე. მიუხედავად განცდილი დიდი მონატრები-
სა, სინანულს ერთი წამითაც არ მიუტოვებია ის – ყოველ წამს ეს-
მოდა მისი მშვიდი სუნთქვა ქვეცნობიერში.
– ვფიქრობ, დროა, – თქვა მოულოდნელად სინანულმა, ადა-
მს ხმა არ გაუცია, ისე ღრმად იყო ჩაძირული ხატვის პროცესში. –
ვფიქრობ, დროა, კიდევ უფრო მეტად იგრძნო სინანული, – წამო-
იყვირა მან და ადამი გამოაფხიზლა.
– არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მაცადო იმის გაკეთება, რაც
სიამოვნებას მანიჭებს? მაინტერესებს, როგორი იქნება ეს ნახა-

332 მკითხველთა ლიგა


ტი, – თქვა თითქოს განაწყენებულმა და გულდაწყვეტილმა ადამ-
მა.
– ამისთვის მოლოდინის უნარი უნდა გქონდეს, ადამ, შენ კი
ის ნამდვილად არ გაგაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, თუკი გინდა,
ნახატის ეს ნაწილი დაასრულო, აუცილებლად უნდა იგრძნო ის.
– მაშინ, რას ელოდები?
– ამ სიტყვებს ველოდებოდი, ადამ, – თქვა სინანულმა და
თითქოს ადამის ძარღვებში სისხლის ნაცვლად თოვლის ფიფქე-
ბი მიედინებაო, ისე გაეყინა სხეული და მუხლები მოეკვეთა. სი-
ნანულმა მეორე მთავარი გრძნობა, მოლოდინი მოიხმო.
– ეჭვგარეშეა, მეც მიხარია შინ დაბრუნება, სახლი ყოველ-
თვის თბილია, როცა იქ გელოდებიან, მეგობარო. მე შემიძლია
მოლოდინი განგაცდევინო და ეს მოგცემს სტიმულს, უფრო მე-
ტად მოინდომო და ბოლომდე მიიყვანო ის საქმე, რომელიც ბედ-
ნიერებას მოგანიჭებს, – თქვა მოლოდინმა და თითქოს ძლი-
ერად ჩაეხუტა ადამს, ამ უკანასკნელმა კი უცნაური სითბო იგ-
რძნო და გაორმაგებული ძალით დაიწყო ხატვა. მოლოდინის
დახმარებით ადამმა შეძლო და ნახატის პირველი ნაწილი დაას-
რულა – მასზე ის ადამიანი იყო გამოსახული, რომელსაც ადამი
იცნობდა, ალბათ ძალიან კარგადაც კი, თუმცა მასზე მეტად იანის
გულმა იცნო და გამალებით აძგერდა.
ადამი საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ თავზე, მისთვის ახ-
ლა უმთავრესი მხოლოდ და მხოლოდ ნახატის დასრულება იყო,
თუმცა ეს აბეზარი სინანული ყველაზე არახელსაყრელ დროს გა-
მოჩნდებოდა და ხელს უშლიდა საქმის ბოლომდე მიყვანაში. რაც
უფრო მეტი დეტალი ემატებოდა ნახატს, მით უფრო იცვლებოდა
ადამის გამომეტყველება და სწორედ ამ დროს ადამის გონებაში
ის აზრი ამოტივტივდა, რომ შეიძლებოდა ნახატი ვერასოდეს და-
ესრულებინა. თუმცა სინანულმა არც აქ მიატოვა და მესამე მთა-
ვარ გრძნობას, შიშს უხმო. თითქოს ადამის ძარღვებში ქარი
333 მკითხველთა ლიგა
ქროდა და გულს აქეთ-იქით ანარცხებდა – გიჟივით შემოვარდა
შიში მის სხეულში და ადამმა ქვეცნობიერში ძალიან ნაზი, თუმცა
საშიში ქალის ხმა გაიგონა:
– როგორი ცუდი იქნება, თუ ამ ნახატს ვერ დაასრულებ, არა-
და დიდი ხანია, ამას ცდილობ. იქნებ სჯობს, საერთოდ თავი და-
ანებო და ჩემთან მოხვიდე, საუკეთესო წყვილი ვიქნებოდით, –
ადამი მხრებზე შიშის ხელებს გრძნობდა და ეს გრძნობა აიძუ-
ლებდა, ნახატის მეორე ნაწილი დაეხატა. შეუჩერებლად ხატავ-
და, თან მხრებს აქეთ-იქით ათამაშებდა იმის იმედად, რომ შიშის
ხელების მოშორებას შეძლებდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. იმ-
დენსაც ხვდებოდა, რომ შიში საჭირო იყო ნახატის დასასრულებ-
ლად და რამდენადაც ცდილობდა, ამაზე ფიქრი მოეშორებინა,
იმდენად ძლიერად ებღაუჭებოდა მას, თუმცა შიში რისი შიშია,
თუ ნაბიჯი უკან არ დაახევინა ადამიანს. ადამმა ფუნჯი სკამზე და-
დო და საწოლზე ჩამოჯდა.
– არაფერი გამოვა, – ჩაიბურტყუნა, მაგრამ ქვეცნობიერიდან
გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
– მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვერც სინანულს იგ-
რძნობ და ვერც ტკივილს, – თქვა ისევ სინანულმა და მეოთხე
მთავარ გრძნობას, ტკივილს, მოუხმო. თითქოს ადამის ძარღვებ-
ში ჭიანჭველები დადიოდნენ, ისე აუკანკალდა მუხლები და ხე-
ლები, ტკივილი მის კუთვნილ ადგილს იკავებდა ადამის გულში
და თანდათან მთელ სხეულს იმორჩილებდა.
– ხომ იცი, ჩემი არ უნდა შეგეშინდეს, მე აქ მხოლოდ დასახმა-
რებლად ვარ, თუმცა დიდი შანსია, ვერასოდეს მიაღწიო სასურ-
ველ მიზანს, გზად უამრავი დაბრკოლება შეგხვდეს, ვერ გადალა-
ხო ისინი, ბევრჯერ დაეცე, მაგრამ იმდენჯერ უნდა ადგე და გზა
გააგრძელო. მე ყოველთვის შენს სიახლოვეს ვიქნები და წაქცე-
ულს წიხლს გითავაზებ, რათა ფეხზე წამოდგე, – თქვა ტკივილმა
და ადამი ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე და ხატვა განაგრძო.
334 მკითხველთა ლიგა
უკვე შუაღამის სამი საათი იყო, ადამმა ნახატის მეორე ნაწილი
რომ დაასრულა. მხოლოდ ერთი ნაწილი რჩებოდა და უფრო
დიდმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, თითქოს ვეღარაფერი გა-
დაეღობებოდა გზაზე, მაგრამ როგორც კი ნახატს შეხედავდა, მა-
შინვე სევდა იპყრობდა – ის ნახატზე გამოსახულ ორივე ადამი-
ანს იცნობდა, თუმცა ვერ იხსენებდა, საიდან. იქნებ რაღაც დეტა-
ლები აკლდა მათ პორტრეტებს ან იქნებ არასწორად ხატავდა
ადამი? მისთვის გაურკვეველი იყო და იმაზე არც კი ფიქრობდა,
რომ წინ კიდევ სამი გრძნობა ელოდა, მხოლოდ მათი განცდის
შემდეგ შეძლებდა დაენახა ნახატი სრულყოფილად და მასზე გა-
მოსახული ადამიანები ეცნო. იმის წარმოდგენა, რომ მთელი ღა-
მის ნაშრომიდან ვერავითარი აზრი ვერ გამოჰქონდა, ადამს კი-
დევ ერთი გრძნობისკენ უბიძგებდა და ამას სინანული მარტივად
მიხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გრძნობასთან კარგი ურთი-
ერთობა არ ჰქონდა, საქმეს სჭირდებოდა და ამიტომ მეხუთე მთა-
ვარ გრძნობას, ბრაზს უხმო. თითქოს ადამის ძარღვებში ოკეანის
წყალი მიედინებოდა და გულიც მასთან ერთად ღელავდა, რო-
გორც ქარში ხე ირწევა, ისე ირწეოდა ადამის სხეული.
– ჩემი მეგობარი სინანულიც აქ ყოფილა, – დამცინავად თქვა
ბრაზმა. – გასაკვირია შენი აქ დანახვა და მით უმეტეს ჩემი გა-
მოღვიძება. ალბათ ფრიად მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირ-
დი, შენ ხომ მხოლოდ მაშინ გამომაღვიძებ ხოლმე, როცა გინდა,
რომ ადამიანს საკუთარი თავისადმი ბრაზი განვაცდევინო და
ამით გამოსწორების გზაზე დააყენო ან გზა, რომელიც არჩეული
აქვს, ბოლომდე მიაყვანინო, თუმცა მადლობელი ვარ, რომ შინ
დაბრუნების საშუალება მომეცი. ვიცი, არავის გახარებია ჩემი
დანახვა, – თქვა ბრაზმა. ადამი კი, თითქოს მხრებით დაიჭირა და
ერთი მაგრად შეარხიესო, გიჟივით ეცა ფუნჯს და ხატვა განაგ-
რძო. ეს ყველაფერი ზღაპარივით ეჩვენებოდა ადამს, მის ქვეც-
ნობიერში გრძნობები ლაპარაკობდნენ, თავად კი იდგა და ჯერ
335 მკითხველთა ლიგა
ისევ რაღაც გაურკვეველს ხატავდა. რას უმზადებდა სინანული,
არც იცოდა და არც ის უფიქრია, საიდან გაჩნდა მასთან ან რატომ,
მთავარი ის იყო, რომ მის განადგურებას კი არ ცდილობდა, არა-
მედ ეხმარებოდა. დახმარება კი ყოველთვის სასიამოვნოდ მოქ-
მედებს ადამიანზე, მის განწყობაზე. თუმცა ბრაზი ძლიერი იყო,
მაინც არ ჰყოფნიდა ადამს საიმისოდ, რომ კიდევ შეემატებინა ნა-
ხატისთვის ბევრი დეტალი. მის გარშემო უკვე ხუთი მომაკვდინე-
ბელი და ერთი მაცოცხლებელი გრძნობა იყო, მაგრამ გრძნობდა
კი მათ სიახლოვეს? საკითხავი სწორედ ეს იყო და ალბათ კიდევ
იყო ვიღაც ან რაღაც, რაც სჭირდებოდა საიმისოდ, რომ კიდევ
უფრო მეტად ეცადა ხატვა, ვიღაც ან რაღაც ისეთი, რაც სრულიად
მოწყვეტდა ყველასა და ყველაფერს და მარტოობასა და ხალ-
ხმრავლობას ერთდროულად განაცდევინებდა. სინანული ბრაზ-
თან კამათში გართულიყო, ადამს თანდათან უფრო მეტად ეღლე-
ბოდა ხელი, ღამე კი უფრო მეტად მიიწევდა გათენებისკენ, როცა
სინანულმა მეექვსე მთავარი გრძნობა, მარტოობა იხმო. თითქოს
ადამის ძარღვებში სისხლის ნაცვლად სიჩუმე მიედინებოდა და
გულს ახმაურებდა. მოულოდნელად იმდენი გრძნობის ჩურჩული
მოესმა ქვეცნობიერიდან, რომ დათვლაც კი შეუძლებელი იყო.
ისინი თითქოს შორიდან მოდიოდნენ და გაუჩერებლივ ელაპა-
რაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რამდენადაც ახლოს ისმოდა
მათი ხმა, იმდენადვე მარტო რჩებოდა ნახატთან და ეს საშუალე-
ბას აძლევდა ადამს, მისი მესამე ნაწილი დაესრულებინა.
– ჩვენ შეგვიძლია, გაგანადგუროთ ან უდიდესი სტიმული მოგ-
ცეთ ცხოვრებისთვის, რომელს ირჩევ, საკითხავი მხოლოდ ეს
არის.
– მრავლობითში ნუ ლაპარაკობ, აქ ყველას არ უნდა ადამია-
ნების განადგურება!
– მან სწორედ ის იგულისხმა, რომ ნაწილს სურს ამის გაკეთე-
ბა და ნაწილს – არა.
336 მკითხველთა ლიგა
– ერთხელ მაინც შეგიძლიათ ჩხუბის გარეშე?
ნახატი თითქმის დასრულებული იყო, დილის ექვს საათზე, ექ-
ვსმა მთავარმა მომაკვდინებელმა გრძნობამ ადამი ფინიშთან მი-
იყვანა, რჩებოდა მხოლოდ ერთი, რომელიც უკანასკნელ წერ-
ტილს დასვამდა და რომელსაც არასოდეს მიუტოვებია არც ადა-
მი და არც იანის გული, მაგრამ ის არ ჩანდა, სინანულს კი არ შე-
ეძლო მისი გამოღვიძება. თითქოს ყველამ ერთდროულად მოიწ-
ყინა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ადამის ოთახსა და ქვეცნობიერ-
ში, თუმცა სინანულის გარდა, არც ერთმა გრძნობამ არ იცოდა,
რომ იანს კი არა, ადამს ესაუბრებოდნენ. ხატვისგან დაღლილი
ადამი ისევ საწოლზე ჩამოჯდა და ნახატს დააკვირდა. იცოდა, ვინ
იყო ეს სამი ადამიანი, მაგრამ მაინც ვერ ცნობდა მათ, თითოე-
ულს რაღაც დამახასიათებელი ნიშანი აკლდა და სწორედ ეს არ
აძლევდა საშუალებას, მათი რეალური სახე დაენახა. იმედგაც-
რუება კი არსად ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ თითოეული ამ
გრძნობის განცდისას, უფრო მეტად ემატებოდა ადამს იმედი,
რომ შეძლებდა. ახლა კი იმედი ბოლომდე გადაწურული არ იყო,
საქმე მხოლოდ და მხოლოდ დროში იყო, როდის დაეუფლებოდა
იმედგაცრუება და ნახატიც დასრულდებოდა.

***
ქალაქში ჯერ ისევ სიბნელე იყო, თუმცა აღმოსავლეთის ჰო-
რიზონტზე მზის სინათლე უკვე ჩანდა. განთიადზე, როგორც წესი,
ფოსტალიონმა გაზეთები ჩამოარიგა. ყველა გაზეთის პირველ
გვერდზე დიდი ასოებით ეწერა:
"სკანდალური ინფორმაცია: ჩვენთვის ცნობილი სერიული
მკვლელის, იან კლაინის გული, ამ საქმის გამომძიებლის, დეტექ-

337 მკითხველთა ლიგა


ტივ ფორდის ძმას, ადამს გადაუნერგეს. გააგრძელებს თუ არა ის
მკვლელის საყვარელ საქმიანობას, არავინ იცის".
ექიმმა მეთიუმ სტატია წაიკითხა და გაფითრებული დასწვდა
ყურმილს. დილის შვიდის ნახევარი იქნებოდა, სწრაფად აკრიფა
ათნიშნა ნომერი და როგორც კი, ყურმილს მიღმა ხმა მოესმა,
დაჭრილი ცხოველივით იღრიალა:
– შენ ჩაიდინე ხომ ეს სისულელე?
– მშვიდად, მეთიუ, ყველაფერს ვაკონტროლებ, – მოისმა
ყურმილიდან.
– იდიოტი ხარ, ხომ იცი, ახლა რისი გაკეთებაც მომიწევს? –
ტელეფონზე დაახეთქა ყურმილი და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
ამ დროს ფორდი უკვე იარაღს ტენიდა და გეგმის მიხედვით
აპირებდა მოქმედებას, თუმცა გარეთ გამოსულმა გაზეთს მოჰ-
კრა თვალი და მის პირველ გვერდზე სტატიის სათაურის ამოკით-
ხვაც შეძლო. მოულოდნელად შეიცვალა მისი გეგმები, მეთიუს
მსგავსად ისიც ადამის სახლისკენ გაემართა. ფორდი პირველი
მომაკვდინებელი გრძნობა იყო, გრძნობა – მონატრება.
რომერო ბარიდან ამოდიოდა. უკვე მოესწრო ადამის მიცემუ-
ლი ფულის დახარჯვა ქალებსა და დროს ტარებაში. თავი საშინ-
ლად სტკიოდა და შიგადაშიგ კედელს ეყუდებოდა, რომ არ წაქ-
ცეულიყო.
– გაზეთი იყიდეთ, ბატონო, – უთხრა შუახნის მამაკაცმა. რო-
მეროს ხმა არ გაუცია, ყიდვას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა და
სურვილიც რომ ჰქონოდა, ფული აღარ ჰქონდა, თუმცა მაინც გა-
დაათვალიერა მისი პირველი გვერდი და პირველ გვერდზე და-
ბეჭდილ ფოტოზე ის ადამიანი იცნო, ვინც მისგან ნახატი შეიძინა.
– ხომ არ იცით, სად ცხოვრობს ეს ადამიანი? – ჰკითხა გამ-
ყიდველს აღელვებულმა.
– თუ არ ვცდები, წიგნების ძველი მაღაზიის თავზე რომ სახ-
ლია, იქ. რამდენჯერმე მივიტანე მასთან გაზეთი.
338 მკითხველთა ლიგა
რომერო ისე, რომ გაზეთი არ დაუბრუნებია გამყიდველის-
თვის, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ადამის სახლისკენ მირბოდა.
რომერო მეორე მომაკვდინებელი გრძნობა იყო, გრძნობა – მო-
ლოდინი.
ქალაქის კიდევ ერთ ნაწილში ახალგაზრდა გოგონა მისთვის
უცნობ მამაკაცთან ერთად საწოლში ნებივრობდა. ვნებისგან
დაღლილები იწვნენ და ყავას სვამდნენ, მამაკაცი თან გაზეთსაც
კითხულობდა.
– საინტერესო სტატიაა, – თქვა და გაზეთი პარტნიორს გაუწო-
და.
– არ მაინტერესებს, – უპასუხა გოგონამ და მხარზე აკოცა. მა-
მაკაცმა კითხვა განაგრძო და ყურადღება არ მიუქცევია ქალის-
თვის, რომელიც ცდილობდა, მისთვის ეკოცნა. კაცმა მისი მცდე-
ლობა რომ უპასუხოდ დატოვა, განაწყენებულმა ქალმა სიგა-
რეტს მოუკიდა და საწოლიდან ადგა. კაცმა კი ამჯერად ხმამაღლა
წაიკითხა სტატიის სათაური.
– მომეცი, წამაკითხე, – გიჟივით ეცა გოგონა და გაზეთი გა-
მოსტაცა.
– რა უცნაური ხარ?! ჯერ არ გაინტერესებდა, ახლა კი... – თუმ-
ცა გოგონას მისთვის აღარ მოუსმენია, არც უპასუხია, ჩაიცვა თა-
ვისი საყვარელი ლურჯი კაბა, თმა გაისწორა და სახლიდან გა-
ვარდა. ადამის სახლისკენ მირბოდა და ის იყო მესამე მომაკვდი-
ნებელი გრძნობა, გრძნობა – შიში.
– არ უნდა მეთქვა მისთვის, არ უნდა მეთქვა, – ბუტბუტებდა
მეთიუ და ჩანთაში სხვადასხვა ნივთს ყრიდა და იმავდროულად
მოსასხამს იცვამდა. – შეიძლება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებე-
ლი იყოს? რა უნდა ვქნა მაშინ, როცა ადამი ამას გაიგებს? – სა-
ავადმყოფოს ეზოდან ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ადამისკენ. მეთიუ
მეოთხე მომაკვდინებელი გრძნობა იყო, გრძნობა – ტკივილი.

339 მკითხველთა ლიგა


მორგანი განყოფილებაში იყო და ახალი საქმის საქაღალდე-
ებს ათვალიერებდა, როცა კარი ახალგაზრდა, ფორმაში გამოწ-
ყობილმა ბიჭმა შეაღო და ბოდიშის მოხდით დეტექტივს გაზეთი
გაუწოდა.
– დეტექტივო მორგან, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია დაგაინტე-
რესებთ.
– საჩქაროა? არ მცალია გაზეთის წასაკითხად, – უპასუხა დე-
ტექტივმა ისე, რომ თავი საქაღალდიდან არ აუღია.
– დეტექტივ ფორდს ეხება, – მორგანი სკამიდან წამოდგა და
გაზეთი გამოართვა. თვალებგაფართოებულმა ჩაიკითხა სტატია
და ტყავის ქურთუკს დაავლო ხელი.
– ჩემს ბრძანებას დაელოდეთ, არავინ გამომყვეთ და ყურად-
ღებით იყავით! – მიაძახა ბიჭს და განყოფილებიდან ადამის სახ-
ლისკენ გაიქცა. მორგანი მეხუთე მომაკვდინებელი გრძნობა
იყო, გრძნობა – ბრაზი.
– კლარკ, ეს ის უცნაური ბიჭია მე და შენ რომ შეგვხვდა, – შე-
შინებული შევიდა სანი კლარკის ოთახში და გაზეთი გაუწოდა.
– ანუ, ეს იანია... როგორც ჩანს, ამიტომაც არ გიშვებდა ხელს
ეს შეშლილი. შინ დამელოდე, მალე დავბრუნდები, – უთხრა სა-
ნის მეექვსე გრძნობამ, მარტოობამ.
რომელი მათგანი მიდიოდა ადამისთვის ჭკუის სასწავლებ-
ლად და რომელი დასახმარებლად, არავინ იცის. ფორდის მიერ
ეჭვმიტანილად მიჩნეული ხუთი ადამიანი უფრო და უფრო უახ-
ლოვდებოდა ადამის სახლს, მეექვსე კი თავად იყო. რაც უფრო
უახლოვდებოდა სახლს, თითქოს გზა გრძელდებოდა. ადამში კი
ექვსმა გრძნობამ გაიღვიძა და ახლა სწორედ ისინი მოდიოდნენ
მასთან შესახვედრად, მხოლოდ ერთი არ ჩანდა – იმედგაცრუ-
ება, რომელსაც არასოდეს მიუტოვებია იანის გული და ვინ იყო
ის? რეალური დამნაშავე თუ ადამის სიცოცხლისა და ამასთანავე
იანის გრძნობების გადამრჩენელი? იქნებ ის უკვე ადამთანაა ან
340 მკითხველთა ლიგა
იქნებ სხვებთან შედარებით ყველაზე ახლოსაა, შესაძლოა, სუ-
ლაც ადამის სახლის კიბეზე ადის უკვე იარაღით ხელში ან სხვა
ქალაქიდან მოდის მის სანახავად? სულ უფრო ცოტა დრო რჩებო-
და, ადამმა კი ჯერ ისევ არ იცოდა, რომ მკერდში იანის გული
ჰქონდა, რადგან იმდენად გაეტაცა ხატვის პროცესს, რომ სურვი-
ლი არც გასჩენია, გაზეთისთვის გადაევლო თვალი, რომელიც
მის კართან ეგდო.
მოთმინების ფიალა ეწურებოდა. მასში გაჩენილი ყველა
გრძნობა სინანულთან ერთად აქეზებდა, საქმე ბოლომდე მიეყ-
ვანა და ნახატი დაესრულებინა. კედლის საათზე ისრები ბრუნავ-
დნენ და თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდნენ... ის-ის იყო,
საათი უნდა გაჩერებულიყო და ყველაფერი დამთავრებულიყო,
რომ ადამის ქვეცნობიერში კიდევ ერთი უცნაური ხმა გაისმა.
– არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი:
დახატე, ადამ!.. – ამ დროს კარზე ბრახუნი გაისმა. ადამმა გაიხე-
და, მაგრამ იქ არავინ იყო. სასწრაფოდ დაავლო ფუნჯს ხელი და
უკანასკნელი დეტალების ხატვას შეუდგა. სათითაოდ უტევდა
ყველა გრძნობა და საკუთარი თავისგან გაქცევას აიძულებდა,
თუმცა ის მყარად იდგა ხესავით – არ იქცეოდა. თითქოს კიდევ
გაიგონა კარზე ბრახუნი და მიხვდა, ეს უბრალოდ ჰალუცინაცია
იყო.
– თვალები დახუჭე! – უთხრა იმედგაცრუებამ.
ადამმა თვალები დახუჭა და ხატვა განაგრძო. თვალდახუჭუ-
ლი დავიწყების ფერებს ხედავდა და ხატავდა, ხატავდა... რამდე-
ნიმე წუთს გაგრძელდა ასე და შემდეგ ადამმა ფუნჯი დააგდო –
მიხვდა, ხატვა დასრულდა, ნახატი დასრულებულია! თვალები არ
გაუხელია, ასე ხელის ფათურით მივიდა საწოლამდე და ჩამოჯდა.
თვალის გახელის ეშინოდა, ეშინოდა იმის, რასაც დაინახავდა.
სტკიოდა საკუთარი სისუსტე, თუმცა ამ მომენტს ხომ დიდხანს

341 მკითხველთა ლიგა


ელოდა? ვეღარ გაუძლო ცდუნებას და თვალები გაახილა. ფოტო-
ზე სანი დაინახა და შეშინებულმა ისევ დახუჭა.
– უნდა გაბედო, იან! – ეს მონატრების ხმა იყო.
– სასიამოვნო გრძნობაა, როცა რაღაცას ელოდები და მას ას-
რულებ, იან, – გამოელაპარაკა მოლოდინი.
– ნუ გეშინია, ის არაფერს დაგიშავებს, იან, – თქვა შიშმა.
– შენ გტკივა და ეს ცუდი შეგრძნება არ არის, ეს მშვენივრად
იცი, – დაამატა ტკივილმა.
– სულ ეს ხარ, იან? უფრო ძლიერი მახსოვდი, – აქეზებდა ბრა-
ზი.
– ჩვენ შენ გვერდით ვართ, იან! – თქვა ყველა მარტოობამ ერ-
თდროულად.
– გპირდები, რომ იმედები გაგიცრუვდება, – დაასრულა იმედ-
გაცრუებამ.
ადამის ქვეცნობიერში ყველა გრძნობა ერთად ახმიანდა. ერ-
თდროულად გაოცებულმა და შეშინებულმა ძლივს იკითხა, იანს
რატომ მეძახითო და მხოლოდ ახლა მიხვდნენ გრძნობები, რომ
არა იანში, არამედ ადამში იყვნენ გამომწყვდეულები და მო-
ულოდნელად ყველა ერთიანად გაჩუმდა. ადამმა თვალები გა-
ახილა და ნახატს დააკვირდა – მარჯვნივ და მარცხნივ იანი და
სანი დაინახა, ხოლო შუაში...
– ღმერთო ჩემო!.. – პირველად აღმოხდა ადამს ღმერთის სა-
ხელი, იანსა და სანის შორის ადამმა იანის მკვლელი იცნო, ის მას
იცნობდა.

342 მკითხველთა ლიგა


***
დეტექტივმა ფორდმა ხელში იარაღით, ადამის სახლის ნახევ-
რად შეღებული კარი კიდევ უფრო შეაღო და რამდენჯერმე შეათ-
ვალიერა იქაურობა. სახლი მთლიანად არეული იყო.
– ადამ! – იყვირა ფორდმა, მაგრამ არავის უპასუხია. აღელვე-
ბულმა გაიარა დერეფანი და მისაღებ ოთახში მაგიდის უკან ღია
ფანჯარასთან იატაკზე ადამი დაინახა. ფორდმა იარაღი დააგდო
და მისკენ გაიქცა. ადამი სისხლის გუბეში პირქვე იწვა და აღარ
სუნთქავდა. დეტექტივმა როგორც იქნა, გადმოაბრუნა ძმის მძიმე
სხეული და მის მკერდზე იარაღით მიყენებული უზარმაზარი ჭრი-
ლობა დაინახა. ადამი მკვდარი იყო და მასთან ერთად მკვდარი
იყო იანის გულიც. ფორდი ტელეფონის ყურმილს ეცა და განყო-
ფილებაში დარეკა.
– დეტექტივი ფორდი ვარ, სასწრაფოდ გამოგზავნეთ...
– დეტექტივო ფორდ, ადგილზე დარჩით, თქვენი დაკავების
ორდერი გვაქვს, – მოისმა ხმა ყურმილში.
– მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, – იყვირა ფორდმა და ყურმილი
დააგდო. სასწრაფოდ გაიქცა კარისკენ და ჩაკეტა. მერე ადამთან
მივიდა და შეეცადა, სხეული ოთახის შუაგულში გამოეცურებინა.
ეს რომ გააკეთა, თავადაც მკვდარივით დაეცა სავარძელზე.
დიდხანს უყურებდა ფორდი ძმის ცივ სხეულს და ცდილობდა,
თითოეული ნაკვთი დაემახსოვრებინა. უცნაურია, ადამს საღება-
ვებით დასვრილი ხელები ჰქონდა, ამან, რა თქმა უნდა, გააკვირ-
ვა დეტექტივი. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა,
თუმცა როგორც კი ცოტა აზრზე მოვიდა, სახლში რაიმე ხელჩასა-
ჭიდის ძებნა დაიწყო. ადამის ოთახი ჩაკეტილი დახვდა და იძუ-
ლებული გახდა, კარი შეამტვრია. ოთახში არავინ იყო, თუმცა
ზურგით კარისკენ მოლბერტი იდგა. ფორდმა ფრთხილად შემოუ-
არა ნახატს და განცვიფრებული აეკრა კედელს.

343 მკითხველთა ლიგა


– ღმერთო ჩემო... – აღმოხდა ფორდს. სურათზე გამოსახული
მესამე ადამიანი მანაც იცნო. როგორც ჩანს, იან კლაინი ნახატით
საკუთარ სიკვდილს წინასწარმეტყველებდა.
ფორდი კარგა ხანს გაშეშებული იდგა. გვიანღა შეამჩნია ნახა-
ტის კუთხესთან ჩამოდებული ორი ფურცელი. დეტექტივმა ფურ-
ცლები აიღო და იმ ოთახში გავიდა, სადაც ადამის გვამი იყო. სა-
ვარძელში ჩაჯდა და დაკეცილი ფურცლები გაშალა. ძმის ხელწე-
რა იცნო, ეს ადამის წერილი იყო.
"ძვირფასო ძმაო, ან იქნებ, "დეტექტივო ფორდ" გირჩევნია?
შენთვის ძალიან ბევრი რამის მოყოლა მინდა, განსაკუთრებით
იმის, რომელიც მაშინ უნდა მეამბა, როცა ამის შესაძლებლობა
მქონდა, თუმცა რადგან ახლა ვიცი, ეს დასასრულია, ყველაზე უც-
ნაურ და საინტერესო ამბავს მოგიყვები.
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ქუჩაში სეირნობისას მოხუცი ქა-
ლი გადამეყარა, რომელმაც მითხრა, რომ მიცნობდა და რომ
ახალგაზრდობაში ვუნახავვარ. მე, რა თქმა უნდა, გავიკვირვე,
როგორ შეიძლება ვენახე, როცა ჩვენ შორის ასეთი ასაკობრივი
სხვაობა იყო, თუმცა დარწმუნებით ლაპარაკობდა ამაზე და მეც
დავინტერესდი. ცოტაოდენი ფული ვაჩუქე და ვიფიქრე, გავერ-
თობი-მეთქი და ამბები მოვაყოლე. მაგრამ რაც მან მიამბო გარ-
თობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მისმა გამოგონილმა ან იქ-
ნებ, ვინ იცის რეალურმა ამბავმა დიდად დამაფიქრა. ის მიყვებო-
და, რომ ბიბლიური ადამის ერთ-ერთ შთამომავალს მისი წინაპ-
რისა და დიდი პაპის სახელი დაარქვეს, ანუ ეს ადამიანიც ადამი
იყო, მას კი ძმა ჰყავდა, სახელად იანი, სამყაროსა და კაცობრიო-
ბის შექმნიდან უკვე ასეული წლები იყო გასული. ადამიანებს ბევ-
რი საერთო შეეძინათ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ადამი და მი-
სი ძმა იყვნენ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები.
იანი ძმის სრული ანტიპოდი იყო, არაფერი ჰქონდათ მსგავსი და
საერთო. ეს გარემოება მათ ზოგჯერ დიდ კომფორტს უქმნიდა,
344 მკითხველთა ლიგა
ხანაც უდიდეს პრობლემას. მათ გარშემო მყოფი ხალხიც მიხვდა,
რომ ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმ-
ცა სწორედ ამ განსხვავებულობით ავსებდნენ ერთმანეთს. ადამი
და იანი ერთად – ეს სრულყოფილება იყო, დიდებული ადამიანის
რეალური სახე იქმნებოდა და ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა,
მათგან სული ამოეღო და ის სხვა ადამიანებისთვის თანაბრად
გაენაწილებინა. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც გვქვია ადამ-იანი.
არასოდეს მიცდია, ისეთი გაგეცანი, როგორიც ვარ, ანუ შენ-
თვის გამეცნო ჩემი ის მხარე, რომელსაც ასე საგულდაგულოდ
ვმალავდი, რადგან თავადაც არ მიგრძნია მისდამი სიყვარული.
ჰექტორ, მე უამრავი ცოდვა მაქვს და ალბათ ამიტომაც დავისაჯე
ასე. ღმერთის არასოდეს მწამდა და ეს იყო მიზეზი, რომ ამ მოხუ-
ცის მოყოლილი ამბავი თან დავიჯერე და თან – არა, დროთა გან-
მავლობაში კი გადამავიწყდა კიდეც. თუ ღმერთის არ მწამდა, რა-
ტომ განვიცდიდი ჩემი დანაშაულის სიმძიმესა და რატომ მაწუ-
ხებდა სინანულის გრძნობა? ვიცი, ამაზე მიპასუხებდი, რომ ადა-
მიანმა დანაშაულის ჩადენის გამო სინანული არა რწმენის, არა-
მედ მორალის გამო უნდა იგრძნოსო. თუმცა ჩემს სიცოცხლეში
პირველად მოხდა, რომ, რაც კი დანაშაული და ცოდვა მადევს კი-
სერზე, ყველა ერთდროულად ვინანე და ახლა არ ვიცი, ვის
ვთხოვო პატიება, შენ, იანსა თუ მთელ სამყაროს? ვინც უნდა მა-
პატიოს, სწორედ იმ ადამიანის გული მაქვს და საკუთარი თავის
პატიება კი არ შემიძლია. ამიტომაც ვერ შევძელი, ვერ ვიპოვე
სხვა გამოსავალი, გარდა თვითმკვლელობისა. ჰექტორ, რადგან
იანი ცოცხალი აღარაა, იქნებ შენ მაინც შეძლო ჩემი პატიება?!
მაპატიე, რომ იმ ადამიანის გულით ვცოცხლობდი, რომელსაც
თვეების წინ თავად მოვუსწრაფე სიცოცხლე. მაპატიე, ჰექტორ,
თუ შეძლებ, ყველაფერი მაპატიე..."

345 მკითხველთა ლიგა


დეტექტივმა თავდაპირველად ვერ შეძლო ადამის წერილი-
დან აზრის გამოტანა ან შეიძლება არ სურდა, რომ ეს გაეკეთები-
ნა.
როცა დეტექტივი ფორდი გონს მოვიდა, მეთიუსთან, მორგან-
სა და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად იყო საავადმყოფო-
ში.

***
– მაშ, თქვენ ამბობთ, რომ უყვარდით?
– ვუყვარდი, – უპასუხა ლურჯკაბიანმა გოგონამ.

346 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

არ მინდა იფიქროთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში


ადამი შესანიშნავ პიროვნებად იყო გამოყვანილი და საბოლო-
ოდ ყველაფერი მას დაჰბრალდა, ეს რა თქმა უნდა ასეა, თუმცა,
როგორც ნებისმიერი ადამიანი, ისიც, საკუთარი ცოდვების გარე-
შე შესანიშნავი პიროვნება იყო და სწორედ ასეთი ადამი გაგაცა-
ნით თავდაპირველად.
ადამი საქსოფონზე უკრავდა იმ რესტორანში, სადაც ლურჯებ-
ში ჩაცმული გოგონა მარგარეტი მიმტანად მუშაობდა. ადამს შე-
უყვარდა გოგონა და ბევრჯერ სცადა, მისი სიყვარულის მოპოვე-
ბა. ბოლოს და ბოლოს, მარგარეტი დათანხმდა ადამის სიყვა-
რულს და ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ადამის
გული. მას შემდეგ, რაც გოგონამ გაიგო, რომ ადამი მალე მოკ-
ვდებოდა, შეეშინდა და უარი უთხრა სიყვარულზეც და ერთად
ყოფნაზეც. ამ უარმა ადამის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა –
ადამში გაჩნდა რაღაც ნაწილი, რომელიც გამუდმებით შურის-
ძიების სურვილით იყო შეპყრობილი და ამიტომაც სჩადიოდა
მკვლელობებს. თუმცა რატომ ვერ მიაგნეს მის კვალს და რატომ
ეშლებოდათ გამუდმებით იანში და თავად იანმაც რატომ დახატა
საკუთარი ფოტორობოტი, ცალკე საკითხია. მთავარი ის გახ-
ლავთ, რომ მოხუცის მონაყოლი ადამისა და იანის ამბის მსგავ-
სად, წიგნის მთავარი პერსონაჟებიც ერთმანეთის ანტაგონისტე-
ბი იყვნენ, თუმცა იყო რაღაც მსგავსება მათ შორის, კერძოდ ის,
რომ ადამის გარეგნული სამყარო იანის შინაგან სამყაროს ჰგავ-
და, იანის გარეგნული სამყარო კი ადამისას, ამიტომ როცა მოხუ-
ცი იანს ადამის გარეგნობას აღუწერდა, იანი მის შინაგან სამყა-
როში წარმოიდგენდა და საკუთარ გარეგნობას ხატავდა. სხვა ეჭ-
ვები კი, რომელიც იანთან დაკავშირებით ჩნდებოდა, ან უბრა-

347 მკითხველთა ლიგა


ლოდ დამთხვევა იყო, ანდა ისევ მათი მსგავსება-განსხვავებუ-
ლობის შედეგი.
რაც შეეხება გრძნობებსა და თითოეულ პერსონაჟთან მათ
კავშირს, ესეც საინტერესოა. ფორდმა მონატრების მოსასხამი
მოირგო, რადგან მთელი დარჩენილი ცხოვრება იანისა და ადა-
მის მონატრებაში გაატარა და სიკვდილის წინ მხოლოდ მათ სა-
ხელებს იმეორებდა. მას იანი პატარა ძმასავით უყვარდა. ადამი
კი... მხოლოდ სიკვდილის წინ შეძლო ადამისთვის პატიება თავი-
სი და იანის სახელით.
რომერომ მოლოდინის მოსასხამი მოირგო. მას ყოველთვის
შურდა იანის ნიჭიერების და მუდამ იმას ელოდა, როდის დაუც-
დებოდა ფეხი, რომ ამით ესარგებლა. როცა იანის სიკვდილის შე-
სახებ გაიგო, გული დასწყდა, თუმცა იმავდროულად რაღაც სა-
სიამოვნო გრძნობაც დაეუფლა. ადამის თვითმკვლელობიდან
რამდენიმე დღეში იანის უკანასკნელი ნახატი ნივთმტკიცებად ჩა-
იბარა ქალაქის პოლიციის განყოფილებამ და რომეროს მძაფრი
სურვილი, ერთხელ მაინც შეევლო მისთვის თვალი, რას ხატავდა
იანი, აუსრულებელი დარჩა.
მარგარეტმა შიშის მოსასხამი მოირგო. მიუხედავად იმისა,
რომ ყოველთვის გრძნობდა სიბრალულს ადამისადმი, მაინც
ტანჯავდა მას – შიშის უმთავრესი თვისებაც ხომ სწორედ ეს არის.
შესანიშნავი გარეგნობის წყალობით, ყოველთვის ყურადღების
ცენტრში იყო და არასოდეს აკლდა ძვირფასი საჩუქრები და კომ-
პლიმენტები, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ის მარტოობისა
და სიბერის შიშმა დაიმონა და მანამდე, სანამ სახეს ნაოჭები
სრულად დაუფარავდა, ადამის მსგავსად ეშმაკს მიაბარა სული
და თავი მოიკლა.
ექიმმა მეთიუმ ტკივილის მოსასხამი მოირგო. მას თავად იან-
მა სთხოვა, ადამისთვის გადაენერგა მისი გული, თუმცა ეგოისტი
იანის სურვილი არა ადამის გამოსწორება, არამედ მისი საბო-
348 მკითხველთა ლიგა
ლოო განადგურება იყო. ის ექიმს უკანასკნელი შეხვედრისას
ადამის პრობლემებზე ესაუბრა. მეთიუ კი შეცდა, მან ვერც ადამის
გამოსწორება შეძლო და საიდუმლოც ვერ შეინახა – ის ექიმ
მაქსს გაანდო. ეს უკანასკნელი თავის მხრივ იმაზე ფიქრობდა,
რომ თუ ამ ოპერაციის შემდეგ ადამის გულს იანის მეხსიერება და
გრძნობები გადაჰყვებოდა, მედიცინაში გადატრიალებას მოახ-
დენდა ეს ამბავი. მაგრამ როცა ეს შედეგი ვერ დაინახა, სახელის
მოხვეჭის მიზნით, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა და
ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ექიმი მეთიუ ამ ამბის გახმაუ-
რებიდან ძალიან მალე საცოლის პორტრეტის წინ მჯდომი გარ-
დაიცვალა. გარდაცვალებამდე საშინელ ტკივილს განიცდიდა
იმის გამო, რომ ადამმა ასე დაასრულა სიცოცხლე და იანის გა-
დარჩენა ვერ შეძლო.
მორგანმა ბრაზის მოსასხამი მოირგო, როგორც მისი ხასია-
თიდან გამომდინარე. ის ყველაზე ფიცხი იყო იანის ნაცნობებს
შორის. ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი როგორც იანთან, ასევე
ფორდთან და ყველა სხვა დანარჩენთან, თუმცა ყოველთვის
მწვერვალებისკენ მიიწევდა და უამრავი საქმის გახსნაც შეძლო.
გულში ყოველთვის გრძნობდა ბრაზსა და უკმაყოფილებას საკუ-
თარი თავისადმი იმის გამო, მანამ ვერ შეძლო საქმის გახსნა, სა-
ნამ იანს ადამი მოკლავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა. მორგანი
სასიკვდილოდ დაჭრეს და სისხლისგან დაიცალა, თუმცა სიკვდი-
ლის ბოლო წამამდე მისი გული სავსე იყო ბრაზით და წამითაც არ
განელებულა ეს გრძნობა.
კლარკმა მარტოობის მოსასხამი მოირგო. ის იანის ერთ-ერ-
თი მარტოობა იყო, რადგან რომ არა ის, შეიძლება სანი იანთან
დარჩენილიყო. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია, რადგან
არავინ იცის, რას გადაწყვეტდა სანი, რომელიც, უბრალოდ,
სხვისი სიყვარულით საზრდოობდა, ცოცხლობდა იმით, თუ რო-
გორ უყვარდათ ის. სანიმ მალევე მიატოვა კლარკი და სხვასთან
349 მკითხველთა ლიგა
წავიდა. მასზე შეყვარებული კლარკი კი, სხვა ქალის მკლავებში
მოკვდა, თუმცა არასოდეს ჰყვარებია ეს ქალი.
რაც შეეხება იმედგაცრუებას. მისი როლი თავად ადამმა იან-
თან ერთად მოირგო. ეს ორნი სრულყოფილი ადამიანის განსა-
ხიერება უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ საუბედუროდ, სანიმ და
მარგარეტმა ისინი მათი სავალი გზიდან გადაიყვანეს. ადამიც და
იანიც იმედგაცრუებები იყვნენ. ისინი, უბრალოდ, იმაზე მაღლა
იდგნენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი მათ გარშემო.
ალბათ, გაინტერესებთ, ვინ იყო ის მოხუცი, რომელიც ერთსა
და იმავე დროს გამოჩნდა იანსა და ადამთან და მათი პორტრეტე-
ბი დახატა. არ ვიცი, ვინ იყო, თუმცა ფაქტია, რომ მას არასოდეს
უცდია იანისა და ადამისთვის საფრთხის შექმნა, პირიქით, ცდი-
ლობდა, დახმარებოდა მათ, თუმცა, როგორც ყოველთვის,
ახალგაზრდები იშვიათად უსმენენ მოხუცებს.
იანის მშობლები, მეგობრები თუ ნათესავები დროთა განმავ-
ლობაში მიეჩვივნენ არსებულ ვითარებას. ალექსანდრე ამაყობ-
და საკუთარი შვილით, ანნამ კი, მიუხედავად ყველაფრისა, შეიყ-
ვარა სხეული, რომელმაც ადამის გული ღირსეულად მიიღო და
ატარა, მიუხედავად მისი მრწამსისა, ყოველთვის ლოცულობდა
თვითმკვლელი ადამის სულისთვის.
სანიზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. მართალია, იანმა
პირობა დადო, რომ აღარასოდეს გამოჩნდებოდა მის ცხოვრება-
ში, განგებამ თუ წინასწარგანსაზღვრულმა საქციელმა მისი გუ-
ლი მაინც მიიყვანა სანისთან. თუმცა მოკვდა იანის ქვეცნობიერი
და გული, ამ უკანასკნელს მაინც სამუდამოდ ახსოვდა სანისადმი
განცდილი სიყვარული და თუ ახსოვდა, ესე იგი, უყვარდა კიდეც.
თავად სანის უამრავ მამაკაცთან ურთიერთობისა და სიყვარუ-
ლის შემდეგ, სიკვდილის ბოლომდე არ მოშორებია თვალებიდან
დავიწყების ფერები – ფერები, რომელიც მისი ცხოვრების თანამ-
გზავრი გახდა!
350 მკითხველთა ლიგა

You might also like